შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღამის ქალი [ნაწილი მეორე] [1]


23-10-2017, 05:08
ავტორი მე♥
ნანახია 7 905

-ქერა, შეგიძლია დღეს საღამოს მაღაზიებში გამომყვე?

-კი როგორ არ შემიძლია. სამსახურის მერე გამოგივლი და წავიდეთ თუ სახლში მოგაკითხო?

-არა, პირდაპირ წავიდეთ.

-რაშია საქმე რა უნდა შეიძინო?_ინტერესით აათამაშა წარბები და ყავა მოსვა.

-სახლისთვის რაღაცები მინდა და თან ახალი კაბებიც მინდა, სამსახურში თითქმის სულ ერთი და იგივეთი მიწევს სიარული.

-ოო, რთულად ყოფილა საქმე. გავიდეთ, თან მეც მინდა გიგიშასთვის მაისურების ყიდვა, აბა თვითონ ვერ მოიფიქრებს რომ გავიდეს და იყიდოს. რაც ერთად ვცხოვრობთ საერთოდ აღარ დადის საყიდლებზე, გაზარმაცებულია. _აქოთქოთდა როგორც იცის ხოლმე.

-ეგ იმიტომ რომ სამსახურიდან საღამოს 8 საათზე მოდის.

-ნუ დაიწყე, რისთვის არსებობს შაბათი და კვირა?_თვალებდაქაჩულმა კითხა.

-რომ დაისვენო და არა საყიდლებზე იარო.

-ელიკო, მაღაზიებში სიარულიც ერთგვარი დასვენებაა.

-ოჰ, კი როგორ არა... განსაკუთრებით შენთან ერთად._ცინიკურად ჩაილაპარაკა და ჩანთას გადასწვდა._ჯობია სამსახურში მივბრუნდე, ძალიან ბევრი საქმე დამიგროვდა, აღარ ვიცი საიდან დავიწყო. დაწინაურება ასე თუ მაწყენდა არ მეგონა. _წუწუნით ჩაილაპარაკა და ფეხზე წამოდგა.

***
-როგორ ფიქრობ ეს მოეწონება?

-ქერა, ხომ იცი რომ მსგავსი სათამაშოები არ მოსწონს. მაგას ჯობია რამე საინტერესო წიგნი ვაჩუქო, უფრო გაუხარდება.

-გუშინ გიგიშას ყავდა ჩვენთან გამოყვანილი, რომ იცოდე რამდენ საინტერესო თემაზე ვისაუბრეთ...საოცრად გაათლებული ბავშვია, ნებისმიერ თემაზე შეგიძლია ესაუბრო, რა თქმა უნდა მისი ასაკის გათვალისწინებით... მაგრამ მაინც მგონია რომ ეს რობოტი მოეწონება. _მხრები აიჩეჩა და დიდ ყუთში მოთავსებულ შავ რობოტს თვალი ჩაუკრა._შენ თუ არა მე ვუყიდი. _გამოაჯავრა და სალაროსკენ წავიდა. _მანამდე აარჩიე შენ რამე.

-იცი ბოლო დროს ძალიან კარგად გვესმის ერთმანეთის, მართალია მამამისი იძახის რომ ცოტა რთულად მეგუება, მაგრამ საგანგაშო ურთიერთობა ნამდვილად არ გვაქვს. _მხრები აიჩეჩა და “ბიძია თომას ქოხს” დაასო მზერა. _წიგნი ყველაზე კარგი ვარიანტია. _თავისთვიც ჩაილაპარაკა წიგნი აიღო და სალაროსკენ დაიძრა.

-კითხვა იცის?_თვალებმოჭუტულმა გადახედა დაქალს.

-ქერა, ბავშვი ლამის 3 ენაზე საუბრობს რა სულელურ კითხვას მისვამ. _წარბწეულმა გადახედა მეგობარს და მოლარე გოგონას ღიმილით გაუწოდა წიგნი. _საჩუქარად მინდა და იქნებ შემიფუთოთ, ბიჭისთვის.

-ეს წიგნი 17 წლის ვიყავი პირველად რომ წავიკითხე, რა დროს მაგის ასეთებია?_შუბლშეკრულმა ჩაილაპარაკა და პარკს გვერდები გაუსწორა.

-გმადლობთ. _ღიმილით გამოართვა ლამაზად შეფუთული პარკი და გასასვლელისკენ დაიძრა.

-შენ და ის როგორ ხართ?_ტუჩი ოდნავ დაბრიცა და ეშმაკური ღიმილით იკითხა.

-ნორმალურად, არც აქეთ არ იქით. ურთიერთობის გასერიოზულებას აშკარად არ გეგმავს, ალბათ არ უნდა ზედმეტი პასუხისმგებლობები აიკიდოს. მესმის მისი. _თავი დააქნია და ტროტუარს დაუყვა.

-მე არ მესმის, რას ნიშნავს ზედმეტი პასუხისმგებლობას გაურბის?! აბა რა საჭირო იყო ამდენი ოფიციალურობა, შვილის გაცნობა, სახლში მიპატიჟებები, დაბადების დღეზე წასვლა. ვერ ვხვდები რა ურთიერთობა გაქვთ. ერთმანეთი გიყვართ თუ უბრალოდ ერთმანეთით ტკბებით?_სერიოზული ტონით იკითხა ქალმა და მეგობარს წინ დაუდგა. ელიკომ ღრმად ამოისუნთქა, ერთ ადგილზე გაჩერდა და მეგობარს ღიმილით დააკვირდა.

-არა, ერთმანეთი არ გვიყვარს, უბრალოდ ერთად ყოფნა გვსიამოვნებს, მაგრამ რატომღაც ურთიერთობის გასერიოზულება ორივეს გვაშინებს. მის შემთხვევაში ეს გასაგებია, არ უნდა კიდევ ერთხელ გაუცროვდეს იმედები, თანაც შვილიანია და ახლა სხვანაირად უნდა იფიქროს.

-ანუ ბავშვი თქვენი ურთიერთობის წინააღმდეგია. _დაასკვნა და ხმამაღლა ჩაილაპარაკა.

-ხო, არ უნდა მამამისს სხვა ქალი ყავდეს.

-და მაგას ვინ ეკითხება?_გაღიზიანებულმა შეკრა შუბლი და გზა განაგრძო.

-შეიძლება არც არავინ, მაგრამ მისთვის რთული მისაღებია. უნდა რომ მამა მხოლოდ მას ეკუთვნოდეს.

-რთული მისაღები კი არა დავაწიწკნიდი იმ ბაკებს, ტუტუცი ბავშვი!

-ქერა, გეყოფა!_შუბლშეკრულმა გადახედა დაქალს.
>>>
სამსახურიდან პირდაპირ სახლში დაბრუნდა, დაღლილმა ტანსაცმელი გაიხადა და სააბაზანოში შევიდა შხაპის მისაღებად. ისე ღლის ახალი საქმე, ახალი ადამიანები, მისთვის უჩვეულო სიტუაციები. ამ ყველაფერს მიჩვეული არ არის და ცოტა ეზედმეტება, მაგრამ ისევ ძველ სამსახურში დაბრუნებას და ღამეების თენებას ნამდვილად ურჩევნია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ძალიან დიდი გამოცდილებას იძენს სამომავლოდ, რა თქმა უნდა ამ სამსახურში არ აპირებს დარჩენას, ბევრად უფრო კარგი და ძლიერი გეგმები აქვს. უბრალოდ ამ ეტაპზე არც ამის შუალება აქვს და არც ცოდნა. ბიზნესის კეთებას გამჭრიახ გონებასთან ერთად, კრეატივი, გამოცდილება და ფული სჭირდება რაც ამ ეტაპზე ელიკოს ასე თუ ისე არ გააჩნია.
რაღაცა პერიოდი მოუწევს აქ მუშაობა, მერე სამსახურსაც გამოიცვლის და ბევრად უფრო წინ წავა.

ჩანთიდან აწკრიალებული ტელეფონი ამოიღო და ნაცნობ ნომერს დახედა, გადაწყვიტა რომ აბოს ნომერი ტელეფონში არ უნდა ჰქონდეს ჩაწერილი, ისეც მშვენივრად ახსოვს ყველა ციფრი.

-გისმენ. _ხმადაბლა ჩაილაპარაკა და პირსახოცი მჭიდროდ შემოიჭირა სხეულზე.

-როგორ ხარ?

-კარგად, შენ როგორ ხარ?

-მეც კარგად. შენი ნახვა მინდა სად გირჩევნია ჩემთან გამოხვალ, კაფეში დავსხდეთ თუ მე გამოვიდე?

-შენ გამოდი, ახლახანს გამოვედი სააბაზანოდან და გარეთ გასვლა არ მინდა. _ღიმილით ჩაილაპარაკა და სამზარეულოში ფეხშიშველი გატანტალდა.

-კარგი, დაახლოებით ერთ საათში მოვალ. რამე ხომ არ წამოგიღო?

-აუ კი, მაღაზიიდან ცივი კოკა-კოლა. ოღონდ იცოდე რაც შეიძლება ცივი!_კატეგორიული ტონით გააფრთხილა და გათიშულ ტელეფონს სიცილით დახედა. ისეთი სიცხეებია კონდინციონერიც ვერ შველის საქმეს, ფანჯარას გააღებს და უარესი ხვართი და სიცხე შემოდის გარედან. ამიტომაც ცივებს სვამს და გულს იგრილებს.

4 თვის წინ:

-ელენე, შვილი მყავს!

ხმადაბლა ჩაილაპარაკა აბომ და ერთ ადგილზე გახევებულ ქალს დააკვირდა. მისთვის მოულოდნელი იყო ის რაც მოისმინა, ელოდა რომ რაიმეს ეტყოდა სხვა ქალზე რომელიც შემთხვევით შეხვდა მოეწონა და ახლა მასთან ერთად უნდა ცხოვრების ამ ეტაპის გაგრძელება, მაგრამ ის რაც მოისმინა ყველაფერს ცვლიდა.
არასოდეს უფიქრია შვილიან მამაკაცთან ურთიერთობაზე, ვარაუდის დონეზეც კი არ დაუშვია და ახლა უცებ იგებს რომ კაცი რომელთ ერთადაც ამდენ დროს ატარებს შვილიანია და კაცმა არ იცის ყავს თუ არა ცოლი, ან საერთოდ ქალი.
დაბნეულმა სწრაფად გადააგორა ყელში გაჩხერილი უზარმაზარი ბურთულა და ტუჩებიდან დაგუბებული ჰაერი გამოუშვა, რათა არ გაგუდულიყო.
ძალიან ბევრი რამის თქმა უნდოდა, უამრავი კითხვა დაებადა, მაგრამ რეალურად ვერაფრის წარმოთქმას და მითუმეტეს კითხვების დასმას ვერ ახერხებდა.
ვერ ხვდებოდა რა უნდა ეთქვა, უნდოდა თუ არა ამ ყველაფრის შემდეგ ურთიერთობის გაგრძელება, მიუხედავად იმისა რომ ისტორია ბოლომდე არ მოუსმენია, მაინც ვერ გაიგო რა სურდა.

-ცოლი გყავს?_ხმადაბლა ჩაიჩურჩულა და დაღლილი თვალებით ჩააჩერდა მამაკაცს. აბოს ტუჩის კუთხეში ჩაეღიმა და ქალს ლოყაზე საჩვენებელი თითის ზურგი მიადო.

-არც ცოლი მყავს და არც საყვარელი. უბრალოდ მყავს შვილი. _მოკლედ აუხსნა და დადუმდა.

ამან უფრო დააბნია, გამოდის რომ აბოს ბავშვი ისეთი ქალისგან ყავს ვინც ახლა მის გვერდით აღარ არის. შეიძლება მოკვა, ან უბრალოდ სადმე ბარში გაიცნო და მერე დაორსულებულს აბორტი ვეღარ მოსთხოვა. ათასი ვარიანტი ურტიალებს თავსი, მაგრამ სწორ პასუხს მაინც აბოსგან ელოდება.

-ვერ ვხვდები, ანუ ცოლი არ გყავს, არც საყვარელი და არც ის ქალი ვინც შენთან ერთად ზრდის შენს შვილს?

-შვილს მარტო ვზრდი!

-კარგია, მინდა გითხრა რომ მიხარია. _ტუჩების კანკალით ჩაილაპარაკა, თვალები ანერვიულებულმა დახუჭა, გაახილა და თითები ერთმანეთში ახლართა.

-ელენე, ძალიან გთხოვ ასე ნუ ღელავ. დამშვიდდი, არავისთვის არ მიღალატია და არც შენ ხარ ჩემი იდუმალი საყვარელი რომელსაც ჩემს ახლობლებს ვუმალავ. უბრალოდ ასე მოხდა, შვილის დამალვა აზრადაც არ მომსვლია, მაგრამ შესაფერისი მომენტი ვერასოდეს ვერ გამოვნახე.

-არა, უბრალოდ საჭიროდ არ ჩათვალე შენს ცოხვრებაზე მცოდნოდა. იმდენად არაფერს ვნიშნავ შენთვის რომ ჩათვალე “რა საჭიროა იცოდეს, ხვალ შეიძლება ერთად აღარც კი ვიყოთო.” აი, ამიტომ არ მითხარი!_ხვდებოდა რომ ხმაში ბრაზი ეპარებოდა და საკუთარი თავის კონტროლიც უჭირდა.

-სისულელეს ნუ იძახი, ჩემთვის არაფერს რომ არ ნიშნავდე შენთან არცერთ წამს არ დავკარგავი, მითუმეტეს მაშინ როცა სახლში შვილი მელოდება!_გაღიზიანებულმა ჩაილაპარაკა, ფეხზე წამოდგა და აივნის მოაჯირს დაეყრდნო.

-აბა სხვანაირად ვერ ვხსნი შენს დუმილს. დამივჯერო ამდენი ხანი მართლა ვერ გამონახე დრო რომ უბრალოდ გეთქვა “ელენე, მე შვილი მყავს!” ზუსტად ისე როგორც ეს დღეს გააკეთე.

-არ მინდოდა, არ ვიყავი ამისთვის მზად, სიტუაცია ვერ შევარჩიე. ათასი მიზეზის მოძებნა შემიძლია, მაგრამ ახლა ამაზე საუბარს არ ვაპირებთ!

-აბა სხვაზე რაზე ვისუაბროთ, აბო, როგორი კარგი გოგო ვიქნები შენი შვილისთვის? მე ჯერ არც კი ვიცი რა ხდებოდა შენს წარსულში... მინდა თუ არა ჩვენი ურთიერთობის გაგრძელება, მინდა თუ არა შენი შვილის გაცნობა. ეს ყველაფერ არ ვიცი და ჩემთვის ძნელია გადაწყვეტილების მიღება გესმის?! ძალიან დაბნეული ვარ, არ ველოდი ამ ყველაფერს, თავში ყველაფერი არეული მაქვს.

-გასაგებია!_მშვიდი ტონით ჩაილაპარაკა, აივნიდან ხედს გადახედა და მერე სახლში შესასვლელი კარისკენ წავიდა. _როცა გადაწყვეტილებას მიიღებ დამირეკე!

რკინის კარების გაჯახუნებამ ღამის სიჩუმე გააყრუა.
ელენემ თვალები ძალიან მაგრად დახუჭა და თავი სავარძლის საზურგეზე გადადო.

გაუკრვეველ მდგომარეობაში მყოფი წამოდგა ფეხზე, აივნის მოაჯირს მიუახლოვდა და იმ წამს სადარბაზოდან გასულ აბოს გააყოლა თვალი, რომელიც მშვიდი ნაბიჯებით მიდიოდა თავისი მანქანისაკენ. ელიკომ ღრმად ამოისუნთქა, კიდევ ერთხელ შეავლო მიმავალ მამაკაცს თვალი და სახლში შეტრიალდა.
საწოლზე წამოწოლილი ფიქრებს თავს ვერ არიდებდა, გამუდმებით იმაზე ფიქრობდა რაზეც წესით ყველა ნორმალური ქალი დაფიქრდებოდა.
უბრალოდ აღარ უნდა კიდევ ერთხელ ეტკინოს გული, აღარ უნდა იგივე გამოიაროს და აღარ უნდა სიყვარულის გამო ისევ პრობლემებს გადააწყდეს. რა თქმა უნდა ყველა ფიქრობს რომ სიყვარული პრობლემბის, ტკივილის, წაქცევის გარეშე არაფერი არ არის, მაგრამ ქმარგაცილებულ ქალს ეს ყველაფერი ძალიან რთულად ესმის. აღარ უნდა მის ცხოვრებაში არსებობდეს ბნელი ფერები რომელიც კიდევ ერთხელ გაუმრუდებს მომავალს. კიდევ ერთხელ აგრძნობინებს თავს შეუმდგარ ქალად და კდიევ ერთხელ დაკარგავს ყველაფერს რაც გააჩნია.
ეს მისთვის იმდენად მტკივნეული აღმოჩნდა რომ შეშინებული და გულნატკენია. ძლიერი ქალის იმიჯი ყოველთვის ძალიან უხდებოდა და შესანიშნავადაც მალავდა ნამდვილ მეს, მაგრამ არსებობს სიტუციები როცა ამ ყველაფერს თავი უნდა დააღწიო და მიხვდე რეალურად ვინ ხარ, რა გინდა და რისთვის აკეთებ იმას რასაც აკეთებს.
აღარ არის იმ ასაკში ახალი გამოწვევები და ამოცანები ამოხსნას. აღარ უნდა ურთიერთობის გამო თავის ტკივილი, ცრემლები, გამუდმებით დეპრესია, უხეში ქალი რომელიც ყოველთვის ცუდ ხასიათზეა და წიკვინებს.
ამ ყველაფერმა თავად ელიკოც დაღალა, უბრალოდ უნდა რომ ცხოვრებისგან მაქსიმალური სიამოვნება მიიღოს ყველანაირი დაძაბულობის და ტკივილის გარეშე. აბოში ხედავდა მომავლის ფერებს მათან ყოფნის დროს თავს ძალიან კარგად, თავისუფლად და ბედნიერად გრძნობს. ყოველთვის როცა აბოს ხედავს უნდა რომ მივიდეს და ძალიან ბევრი აკოცოს ისე როგორც მარტო ელიკოს ჩვევია, მაგრამ პირველივე დაბრკოლება ძნელი აღმოჩნდა მისთვის.
ალბათ იმიტომ რომ არ არიან ურთიერთობის იმ ეტაპზე როცა ყველა და ყველაფერი მეორე ხარისხოვანია წყვილისთვის, ალბათ იმიტომ რომ საქმე აბოს ცხოვრების ნაწილს ეხება და არა უბრალოდ მიზეზს დაშორებისა. ბავშვის ყოლა ცოტა რთულად გასაგებია ელიკოსთვის, მითუმეტეს სხივისი შვილი რომელიც გამუდმებით აბოს გვერდით უნდა იყოს. არ იცის არის თუ არა ამისთვის მზად, უნდა თუ არა სასურველი მამაკაცის გვერდით ხედავდეს ბავშვს რომელიც მისი არ არის და რომელიც კაცმა არ იცის ვისგან ყავს გვიჩიანს.

ამ ყველაფერზე უნდა დაფიქრდეს აწონ-დაწონოს, გაანალიზოს, სიტუაცია მთელი არსებით შეიგრძნოს და მხოლოდ ამის შემდეგ დაურეკავს აბოს! არ უნდა სულელი გოგოსავით გამოუვიდეს, გადაწყვეტილება 1 წუთში მიიღოს და შემდეგ ეს წამოსაძახებელი გაუხდეს საკუთარ თავთან.

^^^^^^
ესეც ასე!
ახალი ისტორიით გიბრუნდებით, იმედია ისიამოვნებთ და მოგეწონებათ... ისტორია წერის პროცესშია და ზუსტად ვერ გეტყვით როდის ავტვირთავ ახალ თავს, ყველანაირად ვეცდები არ დავაგვიანო. <3
პ.ს ისტორიამ რომ არ დაგაბნიოთ პირველი ნაწილიც ატვირთული მაქვს. <3



№1  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

რა მაგარია... როგორ ველოდი ამ ისტორიის გაგრძელებას, ძალიან გამახარე ანასტასია...
ისე დამაინტრიგებელი შესავალი გაუკეთე მეორე ნაწილს რომ ახალი თავის ატვირთვამდე შეიძლევა გულმა დამარტყას...
ახალი ისტორიით გამიხარდი ამ საიტზე... (სხვა ყველა ისტორია ვიცი შენი...)

 


№2  offline წევრი p♥♥h ^^

Vaaxx, metqi megirsaaa da kai gemrielad kitxva daviwyee daaa .. hop da morchaaa :-( karqii raaaa
--------------------
ყოველ ადამიანში მზეა-აცალეთ, რომ ანათოს!

 


№3 სტუმარი Qeti qimucadze

Sad sheizleba cavikitxo tqveni istoriebii. Iqnebb momcerot. Minda yvela ertad vnaxo da visiamovnoo

 


№4  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

Qeti qimucadze
Sad sheizleba cavikitxo tqveni istoriebii. Iqnebb momcerot. Minda yvela ertad vnaxo da visiamovnoo

აქ არის ატვირთული ტასოს ისტორიები...

 


№5  offline მოდერი მე♥

დალდონი დალდონი, რა კარგი ხარ <3 ძალიან დიდი მადლობა...
ეს ისტორია აქ არასოდეს არ ამიტვირთავს, მეორე ნაწილს ახლა ვწერ,... <3 მიხარია რომ მოგწონს. <3
უცნობი ქ
რა მაგარია... როგორ ველოდი ამ ისტორიის გაგრძელებას, ძალიან გამახარე ანასტასია...
ისე დამაინტრიგებელი შესავალი გაუკეთე მეორე ნაწილს რომ ახალი თავის ატვირთვამდე შეიძლევა გულმა დამარტყას...
ახალი ისტორიით გამიხარდი ამ საიტზე... (სხვა ყველა ისტორია ვიცი შენი...)

უუუუუხ!

რა სასიამოვნო წასაკითხია <3
ძალიან დიდი მადლობა.
ჰოო, მეორე ნაწილი აუცილებლად აჯობებს პირველს! ყველანაირად ვეცდები რომ ბევრი რამ გამოვასწორო, რათა უფრო სასიამოვნო იყოს ისტორიის კითხვა. <3
p♥♥h ^^
Vaaxx, metqi megirsaaa da kai gemrielad kitxva daviwyee daaa .. hop da morchaaa :-( karqii raaaa

მოკლედ შენ გამაგიჟე... როგორი თავიც არ უნდა დავდო სულ პატარააო... რანაირი გოგო ხარ, რა! <3 გამოვასწორებ <3
Qeti qimucadze
Sad sheizleba cavikitxo tqveni istoriebii. Iqnebb momcerot. Minda yvela ertad vnaxo da visiamovnoo

ქეთი, ფეისბუქზე დამიმატე და ჩემს ჯგუფში ჩაგაგდებ. <3 ძალიან დიდი მადლობა <3
ფეისბუქის მისამართი: ანასტასია ახალკაცი
--------------------
ა.ა

 


№6  offline წევრი Indigo

მომწონს ეს ზრდასრული აზროვნება შენს ისტორიებში.
გელი... heart_eyes heart_eyes
--------------------
ნუ ჭამთ ერთმანეთს, ადამიანებო...

 


№7  offline მოდერი მე♥

Indigo
მომწონს ეს ზრდასრული აზროვნება შენს ისტორიებში.
გელი... heart_eyes heart_eyes

ძალიან დიდი მადლობა... მიხარია <3
--------------------
ა.ა

 


№8 სტუმარი Qeti qimucadze

Ok. Madlobaaaa

 


№9 სტუმარი სტუმარი nawka

არა ტყუილად არ დამიწერია პოსტზე ,რომ შენ ისე გარბიხარ მემგონი ვერავინ დაგეწევათქო.არაჩვეულებრივი გოგო ხარ .კარგია რომ მრავალფეროვნი ისტორიებით გვევლინები.

 


№10  offline აქტიური მკითხველი LuckyGirl

აუუუ პატარა თავი იყოო?
რაარის გოგო ეს
აბოსსტუტუცი ბავშვი ნახეთრა!
უიიიიიი გიგიშა რომ ძაან მომწონს ვთქვი უკვე ეგ?

 


№11  offline მოდერი მე♥

სტუმარი nawka
არა ტყუილად არ დამიწერია პოსტზე ,რომ შენ ისე გარბიხარ მემგონი ვერავინ დაგეწევათქო.არაჩვეულებრივი გოგო ხარ .კარგია რომ მრავალფეროვნი ისტორიებით გვევლინები.

ვაააიჰ, რომელ პოსტზეა საუბარი, აღარ მახსოვს... (((( ძალიან დიდი მადლობა, უ'საზღვროდ გახარებული და ბედნიერი ვარ მე. <3
LuckyGirl
აუუუ პატარა თავი იყოო?
რაარის გოგო ეს
აბოსსტუტუცი ბავშვი ნახეთრა!
უიიიიიი გიგიშა რომ ძაან მომწონს ვთქვი უკვე ეგ?

პატარაო, აბა უყურე ახლა ამას... :დდდ
აბოს ბალღი ძალიან კარგი ბალღია, ნუ იკბინები შენ. :დდდდ
გიგიშას ყავს თავისი ქალი, დუტ! :დ <3
--------------------
ა.ა

 


№12 სტუმარი kok

ამის პირველი ნაწილი სად ვნახოო?
-

 


№13  offline მოდერი მე♥

kok
ამის პირველი ნაწილი სად ვნახოო?
-

ჩემ სიახლეებში შედით და იქ არის. <3
--------------------
ა.ა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent