ველურრებსაც შეუძლიათ სიყვარული (2 თავი)
ჩემი ეგრედ წოდებული საკვებით ვიყავი გართული როდესაც მერიმ უცბად დამქაჩა ხელზე და მანიშნა გარეთ გავიდეთო. მეც გავყევი უკან, არ ვიცოდი რა ხდებოდა მაგრამ ზუსტად ამის გარკვევა მინდოდა. –რა ხდება მერ?– კი არ მივდიოდი მივრბოდი, რომ როგორმე დავწეოდი –ეხლა ისეთ ადამიანს შეგახვედრებ გაგიჟდები.– ამ სიტყვების გაგონების შემდეგ წინ სილუეტი ამესვეტა, მაღალი, გამხდარი და დხვეწილი გემოვნებით გამოწყობილი. –არ არსებოოოობს!!!–ბოლო ხმაზე ვიკივლე და კისერზე ჩამოვეკიდე– რატო არ მითხარი რო ჩამოდიოდიიი!!ვაიმე როგორ მომენატრეე–ხელებს ისე ვუჭერდი კისერზე, სუნთქვა შეკრული მეხვეოდა და ბოლოს, რომ მივხვდი, ჰაერი აღარ ჰყოფნიდა ხელები გავუშვი გავსწორდი მაგრამ ეს მონატრება იმდენად ძლიერი იყო კიდევ ერთხელ მივახტი ოღონდ უკვე წელზე მქონდა ხელები მჭიდროდ შემოხვეული. –კარგი ემი ამომასუნთქე და შენც დაწყნარდი–ღიმილნარევი ხმით მითხრა ჩემგან განთავისუფლება ეცადა–რა იყო სპორტით დაკავდი ბოლოსდაბოლოს თუ რატო გაქ ესეთი ძალა–ეს სიტყვები უფრო დამცინავი ტონით იყო ნათქვამი ვიდრე გაკვირვების მაგრამ მე მაინც ვერ ვშორდებოდი. ბოლოს როგორც იქნა მოვშორდი და მკერდში კარგად ვუთავაზე მუშტი. –ეს შენ ხარ ზედმეტად გაჩხიკული თორე მე რაა– მეც გამეცინა და მის სახის თითოეული ნაკუთის შესწავლა დავიწყე, კი არ ვუყურებდი თვალებით ვჭამდი. –შენ კი ფორმები შეგძენია– ირონიაული ღიმილი აუთამაშდა სახეზე და წარბები ეშმაკურად ასწია. –რა იყოთ დღეს ყველას უნდა ჩემზე თავის ბინძური ხუმრობების გამოცდა?!– თვალები გავაფართოვე და ცოტა წამოვწითლდი სირცხვილისგან– არაფერიც არ შემიძენია, როგორიც ვიყავი ისეთი დვრჩი–ხელები გადავიჯვარედინე და ჩემს თავში დარწმუნებული სახით გავხედე. –კარგი რას მებუზღუნები–დაჩაგრული ბავშვის როლი მომარგო და ისე გადამხვია ხელი– აშკარად შეყვარებულის უკმარისობა გაქვს, თორე აბა მერის შეხედე, ყვავის– მერისაც მეტი რა უნდოდა ისე გადაეხვია, ამხელა კაცი თავი სიმაღლეს გაუსწორა. –რობი, კი ხარ ჩემი ბიძაშვილი და აი ძაან ვაფასებ შენს მზრუნველობას მაგრამ რა საჭიროა ჩემი ესე დევნა?ბავშვი ჰო აღარ ვარ. –ბოლოს ვერ მოვითმინე და ვკითხე. –ემს–ჩემს წინ გაჩერდა და თვალებში ჩამაშტერდა, ისეთი სევდით ჰქონდა სავსე მისი ლამაზი მწვანე თვალები, ტირილი მომინდა.– ჰო იცი დასავით მყავხარ და არ მინდა რამე უსიამოვნება გქონდეს, არ შემიძლია აი ესე გაგიშვა და უფლება მოგცე ჩამომშორდე. ძალიან მეშლებოდა მის ესეთ ქცევაზე ნერვები და იმაზე რო პატარა ბავშვივუთ მეპყრობა მაგრამ ვხვდები,რომ ამ ყველაფერს სიყვარულით აკეთებს და მეც ძალა უნებურად დამჯერი ვხვდები და მის სურვილებს ვეთანხმები. –არ მინდა, რომ ჩემგან შორს იყო, ასე მგონია ვალდებულიც ვარ შენთან ყოფნის, რადგან ჩემს გარდა არავინ გყავს და თუ ვინმე დაგიცავს ეს მხოლოდ მე ვიქნები– მისი სიტყვები ნაწილობრივ მართალი იყო, მშობლებს არც კი ვიცნობ, პატარა, რომ ვიყავი სულ რამოდენიმე დღის, მშობლებმა გადაწყვიტეს ჩემი ბავშვთა სახლში ჩბარება, რადგან მიხვდნენ, რომ მშობლის როლს ვერ აითვისებდნენ და ერჩივნათ კარგ ხელში, მოსიყარულე ადამიანებთან გავზრდილვიყავი, რასაც ეხლა არ ვეთანხმები. ბიძაჩემმა, მამაჩემის ძმამ არ მისცა ამის გაკეთების უფლება და მე მიშვილა, იმ დღიდან მისი შვილი ვიყავი და მართლაც როგორც საკუთარ ბავშვს ისე მეპყრობოდა თუმცა სიმართლე არ დამიმალა და შეგებულ ასაკში ყველაფერი მომიყვა, მას მამას ვეძახი მაგრამ ბიცოლაჩემს მაინც სახელით მივმართავ და ჩემს “ძმას’’ ბიძაშვილად აღვიქვამ. –მამას გადაეცი ყველაფერი კარგადაა. მე მხოლოდ თავისუფლება მინდა. რობიმ უკმაყოფილოდ გააქნია თავი და ნაღვლიანი თვალებით შემომხედა. –დარწმუნებული ხარ,რომ ჩემი აქ ყოფნა არ გჭირდება?–მის თვალებში იმ იმედს ვკითხულობდი რომ დავთანხმდებოდი, მეც ძალიან მინდოდა მეთქვა –დარჩი არსად არ წახვიდე და როგორც სამაშველო რგოლს ისე ჩავხუტებოდი მაგრამ არა, ბოლოსდაბოლოს ოდესღც უნდა დამეწყო ჩემი ცხოვრებით ცხოვრება, მუდამ ვინმეზე დამოკიდებული ვერ ვიქნები. –რობ,შენთვითონაც ხომ ხედავ, რომ კარგად ვარ და არაფერში არ მჭირდება დახმარება მითუმეტეს აქ მერი მყავს და მისი ბოიფრენდი– ბოლო სიტყვებზე მე თვითონვე გამეცინა და მერიც ჩავიხუტე.– ყველაფერი კარგადაა, თუ რამე დამჭირდა ან გამიჭირდა გპირდები შენ დაგირეკავ, მითუმეტეს სულ რაღაც ორი საათია ჩვენს შორის. რობი ცოტახანი დუმდა და შემდეგ თავისი მკაცრი თვალებით შემომხედა. ემილი!–ოპაა, აქ მივხვდი, რომ რაღაც სერიოზული ხდება, ესე არასდროს არ მომმართავდა, მხოლოდ მაშინ როცა გაბრაზებული იყო ჩემზე ან რამეს რომ ვაშავებდი– იცოდე რამე, რომ შეგემთხვას ვერ გადავიტან, მარტო არ შემიძლია გაგიშვა...პირობა მომეცი რამე თუ მოხდება მე დამირეკავ ეგრევე. მისი ესეთი მზრუნველობა სულ გულს მიჩუყებდა და ეხლაც, ვერ შევიკავე თავი და ცრემლები ჩამომიგორდა ლოყებზე. რობის მივუახლოვდი მოვეხვიე და მის კისერში ჩავყავი ცხვირი. –ხომ იცი როგორ მიყვარხარ! რათქმაუნდა ყოველთვის შენ დაგირეკავ და ძალიან ძალიან მენატრები სულ.– ავქვითინდი და უფრო ავეკარი, მე თვითონაც მიკვირდა ჩემი ასეთი სენტიმენტალურობა მაგრამ არ შემეძლო ესე წყნარად თვალი მედევნა თუ როგორ იტანჯება ჩემი უსაყვარლესი ადამიანი.მანაც მჭიდროდ მომხვია ხელები, დაიხარა და კისერში ნაზად მაკოცა. –იცოდე არ დაიკარგო და სულ შემეხმიანე ხოლმე.- ჩემი სახე ხელებში მოიქცია და სინაზით სავსე თვალებით მიყურებდა. –რომ არ ვიცოდე ერთმანეთისთვის რას წარმოადგენთ ვიფიქრებდი,შეყვარებული წყვილიათქო, რომლებსაც დიდი განშორება უწევთ.– ხელებ გადაჯვარედინებულმა სრული სერიოზულობით თქვა. როგორც ყოველთვის მერიმ განმუხტა სიტუაცია და ჩვნენც სიცილით ჩამოვშორდით ერთმანეთს, მე ჩემს ცრემლებს ვიმშრალებდი რობის კი ეტყობოდა, რომ ძლივს იკავებდა თავს. –კარგი ემს მე უნდა წავიდე, დროებით– შუბლზე მაკოცა და ჩამომშორდა, შემდეგ მერის გადაეხვია ისე, რომ საწყალი გოგო ლამის გადატეხა და გაგვეცალა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.