შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყოველთვის შარში 1


24-10-2017, 12:27
ავტორი M-morieli
ნანახია 1 971

-თაია რაღაც უნდა გითხრა- უჩვეულოდ შეშფოთებული სახე ჰქონდა დემნას.
-დემნა ქორწილის დღეს მაინც შეეშვი საქმეებს გთხოვ- მუდარის ოხვრა ამოუშვა თაიამ და ხელები ჰაერში გასავსავა.
-არა აუცილებელი საქმეა. შეიძლება საფრთხე დაგვემუქროს მეც და შენს დაქალსაც- შუბლშეჭმუხნულმა ნერვიული ტონით თავი უარის ნიშნად გააქნია.
-ასეთი სერიოზული რა არის. დროზე მითხარი თორემ შენივე ქორწილში დააგვიანებ- ნერვიული გაუხდა ხმა.
-ერთი საქმის გამოკვლევა დავიწყე ჩემი სახსრებით. ზოგიერთი ინფორმაცია უკანონოდ მოვიპოვე, ამის დახმარებით კი კვალზე გავედი. სანამ გეტყვი რა გავარკვიე იმას აგიხსნი რაზე იყონ, წინასწარვე გეტყვი ძალიან უცნაური საქმეა. წინა თვეში ერთ-ერი განცხადება წავიკითხე. უცნაურ სიტუაციაში გაუჩინარებულ ახალგაზრდა ბიჭზე.
-მოიცა. მთელი კვირა უცნაურად რომ იქცეოდი მაშინ?- ეჭვით შეხედა თაიამ.
-ზუსტად.- ამოიოხრა დემნამ-მაცადე გაგრძელება, ეს საქმე ზედმეტად სერიოზულია.
-და ასეთმა საქმემ რატომ დაგაინტერესა, მსგავს ამბავს ყოველი ფეხის ნაბიჯზე შეხვდები.- ისევ აგრძელებდა კითხვრბის დასმას.
- ადამიანო მაცადე ერთხელ და სამუდამოდ. სწორედ მაგის ახსნას ვცდილობ.- წყობიდან გამოვიდა დემნა.- მოკლედ ამ საქმეში ძალიან ბევრი უზუსტობა იყო, თავიდანვე ეტყობოდა რომ ბნელით მოცული საქმე იქნებოდა. შენ კი კარგად იცი ჩემი დამოკიდებულება ასეთი საქმეების მიმართ . მთელი კვირა ვცდილობდი თავიდან ამომეგდო, მეშინოდა რამე შარში არ გამეყო თავი და მეგანს საფრთხე არ დამუქრებოდა. მაგრამ ზედმეტად ჩამითრია ამ საქმემ და გამოძიება დავიწყე. როგორც გითხარი მოვიძიე ინფორმაცია. ყველაფერი შევაჯამე და კვალზეც გავედი. ერთი ნაბიჯიც და იმ ბიჭს ვიპოვნიდი, მაგრამ პრობლემა შემექმნა..
-გული მიგრძნობს რასაც იტყვი არ მომეწონება- ამოიხრა თაიამ და სავარძელში მძიმედ ჩაეშვა.
-აღმოჩნდა რომ იმ ბიჭს არამარტო მე არამედ საკმაოდ სერიოზული კრიმინალური ბანდა ეძებს. როდესაც გაიგეს რომ. ამ ამბავს ვიკვლევდი ალბათ შეეშინდათ მათ კვალზეც არ გავსულიყავი და ჩემი მოშორება გადაწყვიტეს.
- რაა და ამ ამბავს ახლა უნდა ვიგებდე? შენი ქორწილის დღეს? როცა ჩემი დაქალი საკურთხეველთან გელოდება და ჰგონია რომ შენს საქმიანობას შეეშვი და დიდხანს და ბედნიერად იცხოვრებთ?- შეშფოთებას ვეღარ მალავდა თაია და შესაშურად სწორ შუბლზე დიდი რაოდენობით ნაოჭები გუჩნდა შეჭმუხვნისგან.
- ვიცი, ვიცი არასწორად მოვიქეცი. ამ საქმეში არ უნდა გავრეულიყავი, მაგრამ ახლა გვიანია ამაზე ფიქრი. მუქარის წერილებს ვიღებდი თუმცა ყურადღებას არ ვაქცევდი. გუშინ კი ეს მივიღე.- თქვა და საშუალო ზომის შეფუთული ყუთი გაუწოდა. თაიამაც მაშინვე გამოართვა და სწრაფად გახსნა, შედეგმა კი გააოცა. ყუთში დემნას და მეგანის სურათი იყო შუაში კი სისხლიანი დანა ჩაერჭოთ.
-აშკარად სერიოზული მტერი გყავს.- ამოიოხრა თაიამ.- მაგრამ არ იდარდო ყველაფერს მოვაგვარებთ.- დამაიმედებელი ხმით უთხრა და მხარზე ხელი მეგობრულად დასცხო.
- არა. დარწმუნებული ვარ დღეს მოვლიან. მათ არ უნდა მნახონ გესმის. არც მე და არც მეგანი. მოგვკლავენ.- სასოწარქვედა შეპარვოდა ხმაში.
-მომისმინე დემნა. ახლა ავდგებით მივალთ ტაძარში შენ და მეგანი დაიწერთ ჯვარს,შემდეგ სამოქალაქო რეესტრში ხელს მოაწერთ და დარბაზში წავალთ. ყველაფერი კარგად ჩაივლის დამიჯერე. თუ რამე ისე არ იქნება მე მოვაგვარე. - დააიმედა თაიამ და კაბინეტში არსებული დიდი მაგიდის ჩაკეტილი უჯრაში გასაღები გააჩხაკუნა, იქედან იარაღი ამოიღო და მეჯვარისთვის სპეციალურად შერჩეული კაბის ქვეშ ფეხზე მიიმაგრა.
-ხო მართლა იმ ბიჭვს რა ჰქვია?- შეპარვით ჰკითხა თაიამ კაბინეტიდან გამოსვლისას.
-ვიცოდი რომ მაგას მკითხავდი, ისიც ვიცი რომ ამის შემდეგ გამოძიებას დაიწყებ ამიტო..- ცოტა ხნით შეყოყნამდა, შემდეგ ამოიუხრა და საქაღალდე თაიას გაუწოდა- ამოტომ გადავწყვიტე მე თვითონ გადმოგცე. აქ ყველაფერია იმ ბიჭზე რაც გავიგე. ქორწილის შემდეგ მე და მეგანი ბორა-ბორაზე მივდივართ ასერომ თუ გინდა გააგრძელე საქმე, ვიცი დაშლას აზრი არ აქვს და მაგოტო გეუბნები. უბრალოდ გთხოვ თავს გაუგრთხილდი. იმაზე ფრთხილად უნდა იყო ვიდრე ოდესმე. ზედმეტად მისტიური საქმეა თანახც არ დაგავიწყდეს იმ ბიჭს მარტო ჩვენ არ ვეძებთ- განერვიულებულმა ნერწყვი ძლივს გადაუშვა ყელში და თაიას შიშჩამდგარი თვალები მიანათა.
-კარგი რა დემნა ისე ამაბობ თითქოს ალქაჯები და ვამპირები იყვნენ საქმეშო გარეულები- გადაიკისკისა თაიამ და საქაღალდის გახსნა ცადა.
-არ ვიცი რა ხდება მაგრამ გთხოვ დამიჯერე..
-გასაგებია დემნა გასაგები. ფრთხილად ვიქნები- მოუსვენრად გადაატრიალა თვალები თაიამ.-კარგი- ოხვრას ამოაყოლა დემნამ და თაიას წასასვლელად უბიძგამ- მაგ საბუთებს ქორწილის მერე გადახედე, ახლა კი წავიდეთ თორემ საკუთარ ქორწილში დავაგვიანებ- მხრები გააქნია დემნამ და უსიამოვნო შეგრძნების თავიდან მოცილება სცადა.
-წავედით- მხარი აუბა თაიამ და მანქანაში ჩასხდნენ.
თაია გადრანი ჟურნალისტი 24 წლის და საკმაოდ ცნობილი თავს პროფესიაში, სიმაღლით 1.78, გრძელი შავი თმით, ზღვისფერი თვალებით, დიდი ტუჩებით და სწორი ცხვირით. დემნა გერლიანი ასევე ჟურნალისტი 27 წლის, ცოტა მოზრდილი თმით, თაფლისფერი თვალებით,ოდნავ კეხიანი ცხვირით, რაც შეიძლება მის გაუგებრობაში მოყოლისკენ მიდრეკილებას მოვაწეროთ, და ნავარჯიშები სხეულით. ერთმანეთი ხუთი წლის წინ გაიცვნეს, მიუხედავად იმისა რომ სხვადასხვა ჟურნალში მუშაობდნენ ერთი საქმის გამოკვლევა დაიწყეს და სწორედ აქ გადაიკვეთა მათი გზები. ბევრი კამათის შემდეგ თაიამ და დემნამ ერთმანეთს კარგად გაუგეს და მშვენიერი გუნდიც ჩამოყალიბდა. ერთმანეთს ძალიან დაუახლოვდნენ და ახლო მეგობრებიც გახდნენ. დროთა განმავლობაში თაიამ დემნას თავისი მეგობრებიც გააცნო მათ შორის მისი საუკეთესო მეგობარიც მეგან კოდუა. დემნა მალევე გამოუტყდა თაიას რომ მეგანი უყვარდა და ახლა ქორწილიც იმართებოდა. თაია კი საპატიო მეჯვარის ადგილს იკავებდა. თაიას არასოდეს ჰყვარებია, ბავშვობიდან ზედმეტად მტკიცე ბუნების იყო იმისთვის რომ ვინმე შეყვარებოდა. თვლიდა რომ სიყვარული ადამიანს ასუსტებდა და მეტი არაფერი ამიტომ სიყვარულს ყოველთვის გაურბოდა. ამაში დღეს კიდევ ერთხელ დარწმუნდა. დემნას რომ მეგანი არ ჰყვარებოდა და მისი დაკარგის არ შეშინებოდა დაწყებულ საქმეს ბოლომდე მიიყვანდა და რისკის არ შეეშინდებოდა.
რაც უფრო უახლოვდებოდნენ ტაძარს მით უფრო ეტყობოდა დემნას ნერვიულობა რაც მის შეჭმუხნულ სახესა და რულზე გათეთრებამდე მოჭერილ ხელებზე იკვეთებოდა. ყელზე მიბჯენილი ჰალსტუხი ხელით მოქაჩა და უდიერად მიაგდო უკანა სავარძელზე.
-დემნა დაწყნარდი ყველაფერი კარგად იქნებათქო, დავიღლე უკვე ამის გამეორებით.
-ვიცი თაია, ვიცი, მაგრამ მაინც მეშინია.- ხელი გამეტებით დასცხო რულს.
-დამშვიდდი გესმის.- ხელი მეგობრულად დაადო მხარზე და ამღერებულ მობილურს გადახედა.
-გისმენ მეგან.- უპასუხა თაიამ და დემნას მზერაც თაიას მობულურზე გადავიდა.
-კარგი არ იდარდო, ჩვენც ათ წუთში მივალთ ტაძარში, საცობში მოვყევით, ასერომ ძალიანაც არ დაგიგვიანებია... კარგი გელოდებით... მეც გკოცნი.
-რა მოხდა.-ნერვიულობისგან ხმა ჩასწყვეტოდა დემნას.
- გადარჩით. სალონში რაღაც პრობლემები შექმნია და ახლა გამოვიდნენ იქედან. ასე რომ მისვლას მოვასწრებთ.- სიტუაციისთვის შეუფერებლად მხიარული იყო თაია.
ტაძართან მივიდნენ. დემნა მანქანიდან ფეხების კანკალით გადმოვიდა.
-ეს ნერვიულობა საქმეს ნამდვილად არ უკავშირდება არა- სიცილით მოუარა მანქანას და დემნას წინ გაჩერდა.
-ცოლს ვირთავ სახუმარო თემა ხომ არ არის.- გაეცინა მასაც და ჰალსტუხი გაიკეთა. ძვირადღირებული სმოკინგი შეისწორა და ტაძარში შევიდა. იქ დემნას ბავშვობის მეგობარი ამ შემთხვევაში კი მისი მეჯვარე გაბრიელ კაჭახიძე ელოდებოდათ. პროფესიით ექიმი ამასთანავე შესაშური გარეგნობის ბიჭი იყო გაბო, გამოყვანილი სახის ნაკვთებით, სწორი ცხვირით, მაღალ შუბლზე ოდნავ მოზრდილი თმა ლამაზად ჩამოყროდა, გაშლილ და ნავარჯიშებ მხარ-ბეჭს დემნას მსგავსად მასაც სმოკინგი უმშვენებდა, მოკაშკაშე მწვანე თვალებს კი ნერვიულად დაატარებდა დრმნას სახეზე, იქ ეძებდა პასუხს დაგვიანებისთვის, რამაც ასე აანერვიულა მეჯვარე.
-სად ჯანდაბაში ხართ ამდენ ხანს, მოვკვდი ნერვიულობით. რა აღარ ვიფიქრე არც სიძე და არც პატარძალი რომ არ გამოჩნდით.- ერთიანად ამოხეთქა დაგროვებული ნერვიულობა გაბრიელმა და თავზე ნერვიულად მოისვა ხელი.
-ნუ ნერვიულობ საცობში მოვყევით- როგრიც შეეძლო დაამშვიდა დემნამ.
-მერე ეს მობილური სად ჯანდაბაში გაქვს- ისევ არ წყვეტდა დაკითხვას გაბო.
-სახლში დამრჩა- დაასკვნა ჯიბეები მოისინჯვის შემდეგ.
- თაია შენ აქ რა გინდა პატარძალთან არ უნდა იყო?- ახლაღა შეამჩნია სიძის გვერდით არხეინად მდგარი თაია. ახლაც უკვირდა დემნას, თუ, როგორ შეეძლო ამ გოგოს ასეთი სერიოზული საფრთხის დროსაც კი არხეინად ყოფილიყო.
-სახლში რაღაც დამრჩა და დემნამ გამომიყოლა- მთელი ემოციებით თხზავდა ცხელ-ცხელ ტყუილებს თაია.
-აჰა, გასაგებია- ნელნელა სიმშვიდე უბრუნდებოდა გაბრიელის სახეს.
სტუმრებს უკვე მოეყარათ თავი და ახლა პატარძალს ელოდებობდნენ. თაია კარგად გრძნობდა გოგონების შურიან გამოხედვებს როცა გაბრიელს გვერდით დაუდგა და ხელკავი გამოდსო თუმცა არც მამაკაცების ვნებით აღსავსე თვალები აკლდა, რომელიც მანქანიდან გადმოსვლისთანავე დაიმსახურა.
გრძელი, შინდისფერი კაბა საოცრად უხდებოდა მის ოდნავ გარუჯულ კანს, ფეხზე და ზურგზე დიდი ჭრილი კი უფრო მიმზიდველს ხდიდა.
მალე პატარძლის მანქანაც გამოჩნდა. მეგანი ულამაზესი პატარძალი იყო. საშინლად უხდებოდა წელიდან გაშლილი დეკოლტიანი თეთრი კაბა.
ჯვრისწერამაც და ხელის მოაწერეამაც მშვიდობიანად ჩაიარა. თბილისის ერთ-ერთ პრესტიჟულ რესტორანში გადაინაცვლეს და დაიწყო ტრადიციული ქართული ქორწილი თამადის გაუთავებელი ლაყბობით და ჭიქების ჭახუნით.



კარგი დასაწყისიაა heart_eyes გააგრძელე იმედია მალე დადებ შემდეგს

 


№2  offline წევრი M-morieli

უბრალო ადამიანი
კარგი დასაწყისიაა heart_eyes გააგრძელე იმედია მალე დადებ შემდეგს

მადლობა საყვარელო heart_eyes ვეცდები მალე დავამატო kissing_heart

 


№3  offline წევრი D-I-A-N-A

დასაწყისი ძალიან მომეწონა . იმედია ასე გააგრძელებ <3 წარმატებები , ველი შემდეგ თავს<3

 


№4  offline წევრი M-morieli

D-I-A-N-A
დასაწყისი ძალიან მომეწონა . იმედია ასე გააგრძელებ <3 წარმატებები , ველი შემდეგ თავს<3


მადლობა საყვარელო იმედია გაგრძელებაც მოგეწონებათ♡ :*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent