შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მწვანე სხივი


25-10-2017, 01:25
ავტორი Anuki Lemonjava
ნანახია 1 324

კარი ჭრიალით იღება და ჩაბნელებულ ოთახში გამომძიებელი შედის, მხოლოდ რამდენიმე ნათურა ანათებს, ისინიც სანახევროდ, ალბათ ესაა მიზეზი რომ ოთახში ბნელა, ცენტრში მხოლოდ ორი სკამი და მაგიდა დგას, ნათურები ბჟუტავენ, თუმცა ცუდი განათების მიუხედავად, თითოეული, სულ მცირე დეტალიც კი ყურადღებას იქცევს. განსაკუთრებით თვალშისაცემია ადამიანი, რომელიც მაგიდასთან ზის და ერთ წერტილს უაზროდ მიშტერებია, ოდნავადაც არ ეტყობა შიშის, დაბნეულობის, ან შეკრთომის კვალი სახეზე, ყველაფერი საპირისპიროდაა, მის სახეზე სიმტკიცეს უფრო ამოიკითხავთ ვიდრე სიმხდალეს, თვითდაჯერებულობას უფრო ვიდრე ყოყმანს, გამართული ზის და ხელები მაგიდაზე უწყვია, სახე ემოციას არ ამჟღავნებს თუმცა ცალი ხელი უკანკალებს, ეს თითქმის შეუმჩნეველია, რადგან ცდილობს შინაგან მღელვარებას უფლება არ მისცეს მასზე იმოქმედოს, და უფრო მეტად ცდილობს სიმტკიცის შენარჩუნებას, მაგრამ რაც დრო გადის ეს მით უფრო რთული ხდება. კარის გაღებასაც ასევე უემოციოდ ხვდება, ამოჩემებულ წერტილს თვალს არ აცილებს და კარისკენ ოდნავი ცნობისმოყვარეობაც არ ახედებს, გამომძიებელი ახალგაზრდა კაცია, დაალოებით ოცდაათ წლამდე, თუმცა რაღაცის გამო იმდენად ნატანჯი გამომეტყველება აქვს, თითქოს კიდევ ათი წელი მოემატა მის წლოვანებას, ღრმად და მძიმედ სუნთქავს და სკამზე ადგილს იკავებს, ღია ყავისფერი თვალები ჩასცვენია, უძილობის, გადაღლის, ნერვიულობის ან კიდევ ვინ იცის რა ტკივილის გამო რასაც მისი თვალები ირეკლავს, ჩანს რომ გაღიზიანებულია, თუმცა სიბრაზეს არ აძლევს უფლებას, რომ მის პიროვნებაზე გავლენა მოახდინოს, ღრმად სუნთქავს და მის პირდაპირ მჯდომს ფრთხილად აკვირდება, ცდილობს მის სახეზე რამე ემოცია ამოიკითხოს, თუმცა ცდა უშედეგოა. პირდაპირ მჯდომი მას არ უყურებს, ის ისევ ამოჩემებულ წერტილს მისჩერებია და ძალიან მშვიდად გამოიყურება. -ნებას არ მაძლევთ რომ დაგეხმაროთ, პირიქით ყველაფერს აკეთებთ, რომ თავი დაიღუპოთ, მე არაფერს ვითხოვ, უბრალოდ სიმართლე მჭირდება, ნება მომეცით დაგეხმაროთ. - ყველანაირად ცხილობდა მღელვარება დაეოკებინა, ეს გამოუვიდა თუმცა მის ხმაში ძალიან საცოდავმა სასოწარკვეთამ გაიჟღერა, ღრმად და მძიმედ ჩაისუნთქა და პირდაპირ მჯდომის პასუხს დაელოდა, თუმცა როგორც ჩანდა, კაცისგან განსხვავებით ის სიმშვიდეს არ კარგავდა და არც აპირებდა რამის თქმას, ზედ არ უყურებდა გამომძიებელს და კვლავ ერთ წერტილს მიჩერებოდა. გამომძიებელს აშკარად დაეტყო, რომ გაღიზიანდა, მოთმინება დაეკარგა, ფეხზე წამოხტა და პირდაპირ მჯდომს დაუყვირა. -ასე თუ გააგრძელებთ თავს უფრო მეტად დაიღუპავთ! შემომხედეთ! და თქვით ყველაფერი რაც სათქმელია! - წონასწორობა საერთოდ დაეკარგა, მხეცივით ღრიალებდა და პირდაპირ მჯომს დაჟინებით უყურებდა, ყვირილზე ის არ შემკრთალა, აჩემებულ წერტილს თვალი მოაშორა და მშვიდი მზერით შეხედა მის პირდაპირ მდგომ კაცს, რომელიც მღელვარებას საერთოდ ვეღარ იოკებდა. -არაფრის თქმას აღარ ვაპირებ, ყველაფერი უკვე ვთქვი რაც საჭირო იყო, ახლა თქვენი ჯერია რომ შესაბამისი ზომები მიიღოთ. - ხმაში სისუსტე გამოერია, თუმცა ყველანაირად შეეცადა დაემალა, მტკიცე სახით შეხედა გამომძიებელს, რომელიც ოდნავ დაწყნარებული ჩანდა. გამომძიებელი სკამზე დაჯდა და ახლა ისინი ერთმანეთს გამჭოლი მზერით უყურებდნენ. გამომძიებლის პირდაპირ ახალგაზრდა ქალი იჯდა, იქნებოდა ოცდახუთ წლამდე, დაახლოებით გამომძიებლის ასაკის, იდეალურად სწორი მოწაბლისფრო-მოშავო თმა მხრებზე სცემდა, ძალიან სწორი ცხვირი და ყავისფერი თვალები ჰქონდა, რომლებშიც თითქოს მწვანე ნაპერწკალი უკრთოდა. გამომძიებელი თვალებში უყურებდა და ცდილობდა დამნაშავის ინსტიქტები ამოეცნო მის თვალებში, თუმცა ეს შეუძლებელი იყო. არსებობდა კითხვა, რატომ იჯდა ეს ახალგაზრდა პოლიციაში? თუმცა ყველაზე აბსურდული ის კითხვა იყო შეეძლო თუ არა დანაშაულის ჩადენა მას? რათქმაუნდა არა. ან იქნებ შეეძლო? იქნებ მისი მშვიდი გამომეტყველების მიღმა საზარელი მკვლელის სახე იმალებოდა და მან თავისი მიზანი, რომ მშვიდი ადამიანის ნიღაბი მოერგო, იდეალურად შეასრულა? გამომძიებელს ათასი კითხვა უტრიალებდა თავში, უყურებდა მას და ვერ მიმხვდარიყო ის აქ რას აკეთებდა, იქნებ გამომძიებელი მისით მონუსხული იყო და არ სურდა ამ საოცარი მშვენიერების მიღმა დამნაშავის სახე ამოეცნო? ჩანდა რომ ეს საქმე ერთ-ერთი ყველაზე მძიმე იქნებოდა და ყვლაზე რთული ის იყო, რომ ხელჩასაჭიდი არაფერი ჩანდა.



№1 სტუმარი Tiko

Gaagrdzele sainteresoa ar daagviano

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent