შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლამპიონები(სრულად)


25-10-2017, 20:34
ავტორი tasusuna
ნანახია 2 753

სული მაქვს გაყინული..
გულის რიტმულ ცემას ვეღარ აღვიქვამ..
თანაბრად ვეღარ ვსუნთქავ..
თუ ამოვისუნთქავ,ასე მგონია,ვეღარც ჩავისუნთქავ
და
ასე
სწორხაზოვნად
ერთფეროვნებას შევეყინე..
ერთფეროვნებას და ჰო,
უმისობას..
ჩემს ავადმყოფობას უმისობა ჰქვია,
მას იოანე.
ჰქვია რა.. ერქვა..
იოანე ერქვა..
_____
იო არავის არ ჰგავდა..
იო სამყარო იყო..
იო დედამიწა იყო..
მარტო იოსთვის,დედას გეფიცებით,მარტო იოსთვის ღირდა რომ სიცოცხლეთი გეხარა..
ვხარობდი კიდეც,
ზუსტად 1 წელი,4 თვე და 7 დღე..
ახლა?
ახლა აღარ ვარსებობ..
ვეღარ ვარსებობ.
ვეღარ დავდივარ.
ვეღარ ვლაპარაკობ.
უუნარო გამხადა.
უმოქმედო.
უმოწყალო.
უსაქმო.
უღმერთო..
გამყინა..
ერთ ადგილას,ერთ საათზე და ერთ წუთზე..
ერთ ლამპიონთან გამყინა..
___
ენკენის თვე იყო რომ გავიცანი.
სრულიად შემთხვევით,
არა,უკვე გატყუებთ..
სასწავლებელი დღეების დაწყებული იყო და,
უნივერსიტეტიდან მოვდიოდი დაღლილი.
მაშინ პირველ კურსზე ვიყავი და,პირველი კვირის მერე თავში ყველაფერი არეული მქონდა
ამიტომ,
არც გაგიკვირდეთ,
არეული ნაბიჯებით მოვუყვებოდი გზას სახლისკენ.
ქუჩის კუთხეში ერთი პატარა კაფე იყო,სულ მიყვარდა იქ შესვლა,მყუდრო,თავისუფალი და სუფთა გარემოიყო,ბოლო პერიოდში რემონტი მიმდინარეობდა და ცოტა გულნაწყენი ვიყავი,
არ მემეტებოდა გადასაკეთებლად..
გვერდი რომ ჩავუარე ჯერ აბრამ მომწყვიტა თვალი და მერე თავად მან,ვინც აბრას ჰკიდებდა..
"ლამპიონები"
ლამაზი ასოებით იყო სახელი გამოყვანილი.
გამეღიმა..
უკვე დარწმუნებული ვიყავი,ყველაფერი უკეთესობისკენ იქნებოდა შეცვლილი და ამ იმედით გათამამებულმა და თან მოხიბლულმა,
ცოტა არეულმა
და
ცოტა
დაბნეულმა პურველმა
შევაღე კარი მის სამფლობელოში.
პირველი ნაბიჯიდან გავოცდი..
ყველაფერი რადიკალურად შეცვლილი..
ინტერიერი,განლაგება
ღმერთო და ლამპიონები..
თითოეულ მაგიდას თავზე მბჟუტავად დანათებდა ლამპიონი.
ესყველაფერი იმდენად ლამაზად და ჰარმონიულად ერწყმოდა ერთმანეთს,რომ გაოცებას ვეღარ ვმალავდი..
გული დამითბა,არვიცი რატომ,მაგრამ,იმდენი სითბო, სიტკბო,მრავალფეროვნება და რაც მთავარია,სიკეთე ტრიალებდა ერთ პატარა ოთახში,
რომ...
-აი,ის ლმპიონი,სულ კუთხეში,ყველაზე მკრთალად რომ არის განათებული,მინდა შენი იყოს..-გვერდიდან მოსულმა ხმამ უცებ გამომარკვია ფიქრებიდან.
დავიბენი,
კიდევ უფრო დავიბენი..
შორიდან დანახული ახლოს რომ დავიგულე,
ოდნავ გათამამებულმა შევათვალიერე..
თვალები..
უკიდეგანო!
უჰორიზონტო!
ისეთი,სხვას რომ არ
და
ვერ ექნება..
-ლამპიონს მჩუქნი?
-ლამპიონს და ყოველ იმ ღამეს,რომელსაც ლამპიონი გაანათებს..
___
ის დღე იყო და მას შემდეგ,
როგორც თვითონ სჩვეოდა,
როგორც თვითონ იყო,
ცოტა უცნაური,
ცოტა იდუმალი,
ცოტა ჩუმი,
ცოტა ამოუცნობი
ცოტა უმართავი
ცოტა უკონტროლო
და
ძალიან,
ძალიან
ტკბილი..
როგორიც იყო, ისეთ დღეებს
მჩუქნიდა ყოველთვის..
ასეთი ადამიან იყო იო,
ასეთი გამორჩეული..
იყო..
____
გიორგობის თვე იყო,
უკვე საკმაოდ აციებული და მაშინ,
ერთად ყოფნისს მესამე თვეს ვითვლიდით..
ის დღე კარგად მახსოვს,
მთელი დღე აღელვებული დადიოდა,
ერთ ადგილზე ვერ ჩერდებოდა,
ვერც ვერაფერი ვათქმევინე და ვერც ვერაფერს მივხვდი..
შუადღეს სახლამდე მიმაცილა,ერთი საათით გავალო და
ნახევარ საათში,
სადარბაზოსთან
შავი,ძალიან ძალიან მაგარი მანქანით მომაკითხა.
გახარებული იყო.
აი თურმე რა არ ასვენებდა..
მეც გამიხარდა.
მას რომ უხაროდა მაგიტომ გამიხარდა.
ყველგან მე მიგიყვანო-მეუბნებოდა დაუსრულებლად.
ზამთარში აღარ შეგცივდებაო.
წვიმაში აღარ დასველდებიო,
მზე აღარ დაგწვავსო..
ის დღე და მისი ავტომობილი,ჩემს მაგიდაზე აღვნოშნეთ..
მე,ის და ჩვენი ლამპიონები.
არარსებობდა მაშინ იმ დღეზე ტკბილი მოგონება..
ტკბილი და სიხარულით დატვირთული..
____
მაბედნიერებდა.
ორგანულად მაბედნიერებდა..
მეწვრილმანე იყო,
საოცრად მეწვრილმანე და ამიტომ იყო,
გამუდმებით
ყოველდღიურად
ყოველ წამს
თავს არააამქვეყნიურად ბედნიერად რომ მაგრძნობონებდა..
____
სიყვარულის ყველაზე დიდი მოზღვავება ჩვენი ურთიერთობის ერთი წლის თავზე ვიგრძენი..
ისევ ენკენის თვე იყო,ისევ არეული
მივუყვებოდი სახლის გზას.
იმ დღეს ვერ გამომიარა..
ცოტა მეწყინა,პირობა დაარღვიათქო,ვფიქრობდი გულში..
მაშინ რავიცოდი,ზუსტად იმ კუთხეში სიურპრიზი თუ მხვდებოდა...
ჩაფიქრებული ვუახლოვდებოდი ჩვენს მოსახვევს
ისევ აბრამ რომ მომჭრა თვალი და თავად მან,
ვინც აბრასთან
ყვავილებით ხელში
ცამდე დაღიმებული იდგა და
თვალებით წარწერისკენ მანიშნებდა
რომელზეც,
ლამაზად,
ძალიან ლამაზად ეწერა :
"თინის ლამპიონები"
აი ასეთი,
როგორც გითხარით,
ცოტა უცნაური,
ცოტა იდუმალი,
ცოტა ჩუმი,
ცოტა ამოუცნობი
ცოტა უმართავი
ცოტა უკონტროლო
მაგრამ
ძალიან
ძალიან
ტკბილი და
სიურპრიზებით აღსავსე
ი ყ ო
ჩემი
ი ო ა ნ ე!
____
ქრისტეშობის თვე იყო..
ქრისტეს-შობის და
ამავდროულად
ტკივილის-შობის..
საღამო ხანი იყო..
ძალიან, ძალიან ციოდა..
ჩემთან მოდიოდა,
ძალიან,ძალიან მაგარი ამბავი მაქვსო და..
ველოდი,
მას და
ამბავსაც მაგრამ არ დაგვცალდა..
ახალი ბედნიერება არ დაგვცალდა არცერთს.
-ლამპიონს შეეჯახაო..-ო დამიკერეს ცოტა ხანში.
ლამპიონსო..
რამხელა ირონია იყო..
ლამპიონიდან დაიწო და დამრთავრდა..
მხოლოდ ეს მიტრიალებდა თავში.
ლამპიონები..
ძირეულად შემზიზღდა ყველა ლამპიონი,რომელიც ჩამოშავებულ ღამეს
მბჟუუტანი სინათლით
მკრთალად ანათებდა..
იო..
ლამპიონებმა მომიკლა იო..
ჩემი იო და
ჩემი
ლ ა მ პ ი ო ნ ე ბ ი!
____
ისევ ქრისტეშობის თვეა..
ისევ ტკივილი შვა ქრისტე-შობამ..
ერთი წელი გავიდა და
არცერთი დღე
ლამპიონებით..
სიტყვა ვერ გადმოსცემს ტკივილს,რომელსაც ყოველ წამს განვიცდი..
უსაზღვრო
უკიდეგანო ტკივილი
როგორც მისი თვალები...
გული ამოსკდომას მაქვს.
არსებობა მომეწამლა.
სამყარო მომეწამლა.
სუნთქვა
მოძრაობა
წერა
კითხვა
გული
სული
აფსოლუტურად
ყ ვ ე ლ ა ფ ე რ ი
მ ო მ ე წ ა მ ლ ა
უმისობით..
____
არარსებობს ტკივილი რომელააც ვერ გაუძლებ,
მე
უ-იოანე-სობას
ვერ გაბუძელი..
________

ძალიან,ძალიან რთულია შეეგუო სიცარიელეს..
იოანე,თინი და ლამპიონები..
გელით,
თქვენს შენიშვნებსა და კომენტარებს მოუთმენლად ველი.
(მიუხედავად იმისა,რომ ბოლოს ძალიან გამაბრაზეთ :(((
ძალიან უყურადღებოდ მომექეცით :(((()
მაგრამ,
ანასტასიას მაინც
ძალიან
ძალიან
უ ყ ვ ა რ ხ ა რ თ!!!



№1 სტუმარი Qeti qimucadze

Erti amosunntqvaqvitinebtkivili. Lamazi da sevdiani istoria!aa. Kargi gogo xarrr. Carmatebebiii

 


№2  offline ახალბედა მწერალი tasusuna

Qeti qimucadze
Erti amosunntqvaqvitinebtkivili. Lamazi da sevdiani istoria!aa. Kargi gogo xarrr. Carmatebebiii

მადლობააა !!! ❤️❤️❤️❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent