შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულის ნაყოფი 4 თავი


26-10-2017, 00:25
ავტორი Katherine Linton
ნანახია 2 173

ანდრეა დავაძინე და გვიანობამდე ველოდი სანდროს დაბრუნებას. 3 საათზე გადავწყვიტე რომ აღარ მოვიდოდა და დავწექი, თუმცა არ დამეძინა. ვფიქრობდი სანდროს საქციელზე. ის მართალი იყო, 5 წელია მის კისერზე ვარ და პლუს ამას ბავშვიც არ არის მისი და მან ეს იცოდა თავიდანვე. თან სამსახური დაკარგა და განიცადა. კიდევ ნასვამი იყო და თავი ვერ გააკონტროლა. ამ ფიქრებში როგორც იქნა ჩამეძინა.
დილით მაღვიძარამ გამაღვიძა. სანდრო ჯერ კიდევ არ იყო სახლში. ეგრევე ვცადე დამერეკა, მაგრამ მობილური გათიშული ქონდა. ავდექი სახლი მოვაწესრიგე. ვფიქრობდი რატისთვის დამერეკა და მეთქვა არ მოსულიყო, მაგრამ ბოლომდე ვერ ვწყვეტდი.
საბოლოოდ ჩალურჯება ტონალურით დავფარე. მაგიდა გავაწყვე და კარზე ზარის ხმა გაისმა. ვიფიქრე რომ ეს რატი იყო.
კარი გავაღე და წითელი ვარდების დიდი თაიგული მომხვდა თვალში პირველი. შემდეგ სანდროს მწუხარე გამოხედვა.
ყვავილები გამოვართვი და ის უსიტყვოდ შემოვუშვი სახლში. უბრალოდ სხვა არ ვიცოდი რა მექნა ამ სიტუაციაში და უსიტყვოდ ვაკოცე. მან თავისკენ მიმიზიდა და წელზე მომხვია ხელები თან კოცნა არ შეუწყვეტია.
ლოყები დამისველდა და მივხვდი რომ მხოლოდ ჩემი ცრემლის ბრალი არ იყო.
-ლიზ...
-ჩშშშშ! მიყვარხარ.
ის ჩამეხუტა. ცოტა რომ მოვედი აზრზე რა ხდებოდა რატის მივწერე რომ არ მოსულიყო.
მე სანდრო და ანდრეა 5 წლის მანძილზე პირველად შევხვდით ერთად მის დაბადების დღეს.
მაგიდასთან ვიჯექით მე და სანდრო და ბედნიერ ანდრეას ვუყურებდით, რომელიც სანდროს მოტანილ საჩუქრებს ხსნიდა.
-გუშინ რაც ვთქვი ანდრეაზე... არ მინდოდა ლიზ.
-მაგაზე მინდოდა მეთქვა. ბოდიში რომ თავიდანვე არ გითხარი.
-არ იყო შენი თქმა საჭირო თავიდანვე მივხვდი რომ მაგის გამო დაშორდით, ამიტომ გააზრებული მქონდა რასაც ვაკეთებდი.
-სანდრო სამსახურის თაობაზე ვიფიქრე და მგონი ერთი ვარიანტი მაქვს.
-ხო? ლიზ მე არ გაძალებ. მე ვიპოვნი მალე სამსახურს იქამდე გვეყოფა რა თანხაც გვაქვს.
-არა მე თვითონ მინდა მუშაობა. რისთვის ვისწავლე?
-სად იმუშავებ?
-ჯერ არ ვიცი
-მაშინ ძიძა დაგვჭირდება
სანდროს გავუღიმე. მერე გამახსენდა რომ არც კი მითქვამს ანდრეა ცუდად რომ იყო.
-გუშინწინ ანდრეა ექიმთან მყავდა
-რატომ?
-მოიწამლა რაღაცით. გირეკავდი მაგრამ არ მიპასუხე
-პროცესი მქონდა.
თქვა მწუხარე სახით.
ანდრეამ სანდროსთან მოირბინა
-მამა! მამა!
ხელში სათამაშო მანქანა და პულტი ეჭირა
-გინდა ვითამაშოთ?
ანდრეამ თავი დაუქნია.
ისინი სათამაშოდ წავიდნენ
რატიმ დამირეკა. აივანზე გავედი და ვუპასუხე.
-ლიზ ყველაფერი რიგზეა? ანდრეა როგორაა?
-ანდრეა კარგადაა ნუ ღელავ. უბრალოდ სანდრო მოვიდა და...
-ა გასაგებია.
-რატი შენთან სალაპარაკო მაქვს და მინდა შევხვდეთ
-კარგი როცა გინდა მომწერე და დროს აუცილებლად გამოვნახავ.
-კარგი. გილოცავ შვილის დაბადების დღეს.
-მადლობა... შენც გილოცავ
ცოტა ხანი ორივე გავჩუმდით არც მე მოველოდი ამას თუ ვეტყოდი და არც ის.
-კარგი ლიზ. შემეხმიანე.
-კაგად.
ტელეფონი გავთიშე და დავბრუნდი ჩემს ბიჭებთან.
-სად იყავი დედიკო? მკითხა სანდრომ ღიმილით.
-სამსახურის თაობაზე დავრეკე. ხვალ წავალ გასაუბრებაზე.
-ძალიან კარგი.
მეორე დღეს დილით რატის დავურეკე და შეხვედრაზე შევუთანხმდი.
სანდრომ გაიგო რომ ვსაუბრობდი.
-გასაუბრებაზე მიდიხარ?
-ხო საყვარელო
-გინდა წაგიყვანო?
-არა მე თვითონ მივალ. ანდრეასთან ხომ დარჩები?
-ლიზ?!
-ბოდიში უბრალოდ...
-მესმის... იმ უაზრო სიტყვების მერე...
-კარგი დავივიწყეთ.
ჟაკეტი მოვიცვი, მანქანის გასაღები ავიღე, სანდროს ლოყაზე ვაკოცე და გავედი სახლიდან.
საავადმყოფოში მივედი. რატის კაბინეტის კარზე დავაკაკუნე
-მობრძანდით!
კაბინეტში შევედი. მან გამიღიმა და სავარძლიდან წამოხტა
-პრივეტ ლიზ
-პრივეტ! ბოდიში გუშინ ცუდად გამოვიდა
-არა მესმის. კიდევ კარგი მომწერე ახლოს ვიყავი უკვე სახლთან და სანდროსთან უხერხული იქნებოდა.
-ხო...
ცოტა ხანი სიჩუმე ჩამოვარდა. მერე მიხვდა რატი რომ ამდენი ხანი ფეხზე ვიდექი და სკამი გამომიწია.
-დაჯექი.
-მადლობა.
-რაზე გინდოდა საუბარი
-საქმეზე. ვიცი რომ გამოცდილება არ მაქვს და არც რეზიდენტურა გამივლია, მაგრამ იქნებ მუშაობის დაწყებაში დამეხმარო. უბრალოდ ახლა ცოტა კრიზისი გვაქვს და...
-ოუ ლიზ რა პრობლემაა, მაგრამ როგორ უკვე მიხვდი თვითონაც ექიმად ვერ აგიყვან. თუმცა მაქვს ერთი ვაკანსია, ოღონდ შენ როგორ შეგეფერება არ ვიცი.
-რა ვაკანსიაა?
-ჩემი მდივანი დეკრეტშია და...
-მდივანი? მე ხომ არ ვიცი ამ ფეროში მუშაობა.
-მარტივია. ყველაფერს აგიხსნი და პარალელურად სურვილი თუ გაქვს სამედიცინოზე სწავლა გააგრძელე. მე ხელს შეგიწყობ.
-არც კი ვიცი რა ვთქვა
-შეგიძლია სახლში კარგად იფიქრო და ნებისმიერ დროს შემატყობინო.
-კარგი მადლობა რატი.
მე წამოვდექი და ნაბიჯი გადავდგი კარისკენ.
-მოიცადე ლიზა.
ის მოვიდა ჩემთან და სახეზე დამაკვირდა, თითქოს რაღაც უცნაური დაინახაო დაჟინებით მიაშტერდა და მერე ლოყაზე ნაზად გადამისვა ხელი
-ეს რა არის? მკითხა ბოხი ტონით და სევდით სავსე ხმით
ახლა გამახსენდა ჩალურჯება.
-ანდრეამ სათამაშო მომარტყა.
-კარგი რა... არ მეგონა თუ სანდრო...
-ის მოძალადე არაა!
-იცავ?
-ბოდიში უნდა წავიდე
-ლიზ ვწუხვარ რაც არ უნდა მომხდარიყო თქვენს შორის.
კარები გავაღე და გასვლა დავაპირე. შემდეგ მოვბრუნდი და ვუთხარი
-მან იცის ჩვენზე, ანდრეაზე.
მის კაბინეტს აუჩქარებლად მოვშორდი. მანქანაში ჩავჯექი და სახლში დავბრუნდი.
რატის სახე სულ თვალწინ მედგა. მისი თბილი შეხება ლოყაზე და ის მწუხარება რაც ამ ჩალურჯების დანახვისას მის თვალებში გაჩნდა.
დღემ უაზროდ გაიარა. სანდროს თითქმის მთელი დღე თავს ვარიდებდი ან უაზრო კომენტარებით ვიცილებდი თავიდან. ისედაც მთელი დღე ცუდად ვგრძნობდი თავს.



№1 სტუმარი სტუმარი ქეთი

ამხელა პაუზის შემდეგ, ეს ძალიან პატარა თავი იყო. რაც შეეხება ისტორიას, მესმის ლიზას პრობლემები აქვს, მაგრამ რატისთან მისვლა და დახმარების თხოვნა- ტუტუცური საქციელი მგონია. ამით ალბათ რატისთან ახლოს ყოფნა უნდა. არ მიყვარს და ვერ ვამართლებ ასეთ ქალებს. როცა სანდროს მიყვებოდა, არ უნდა დაემალა ორსულობა და არც ის უსიამოვნება შეხვდებოდა ამდენი წლის მერე. გამოდის სანდროს ძალიან უყვარს. აი რატიზე რა ვთქვა, ძალიან უარყოფითი დამოკიდებულება მიჩნდება მის მიმართ.
ისე საინტერესოა როგორ განავითარებ მოვლენებს, რა მოხდწბა მომდევნო თავებში. დაველოდები ახალ თავს

ძალიან პაატარა თავი იყო, თან პაუზაც დიდი გამოვიდა, მაგრამ მესმის. რაც შეეხება ისტორიას, რატის პერსონაჟი ამ ეტაპზე არ მომწონს. სანდროს საქციელს შეიძლება ახსნა მოუძებნო. როცა ლიზი ცოლად მიყვებოდა, არ უნდა დაემალა ორსულობა, არ იმსახურებდა ის ბიჭი. ლიზა კიდევ ზალიან ტუტუცურად იქცევა. რაღა რატისთან მოუნდა მუშაობის დაწყება, მაგრამ უნდა როგორც ჩანს მასთან დაახლოება. ზოგადად ასეთ ქალებს ვერ ვიტან.
ისე მაინტერესებს შენ როგორ განვითარებას მისცემ ამ ისტორიას, ამოტომ დაველოდები მომდევნო თავს

 


№2 სტუმარი სტუმარი მაკო

ვკითხულიბდი ადრე და დამავიწყდა კიდეც პაუზას დიდი აღარ ქვია მომწონს კარგი სიუჟეტია მაგრამ აღარ დააგვიანო რაა ან დაწერე და მერე დადე გთხოვ

 


№3 სტუმარი Nini

Momwons gaagrdzele,imedia ratis ar daubrundebaa ar momwons

 


№4 სტუმარი ნეშამა

უჰჰჰ, რატომ აკეთებ ამხელა პაუზებს?!

 


№5  offline წევრი triniti

აღარ აგრძელებ ამ ისტორიას?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent