შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სწორედ შენ გელოდი (სრულად)


26-10-2017, 00:44
ავტორი zia-maria
ნანახია 25 309

ტელეფონი გაუჩერებლად მღერის და ცდილობს, მისი ლამაზი პატრონი დაიხსნას სიზმრების სამყაროდან.
-ძილს არ გაცლიან.რა მოხდა რა, დღეს მაინცაა შაბათი დამაძინეთ რა გთხოვთ!
-ალოოო!_ჩასძახა გულმოსულმა ისე, რომ არც დაუხედია ვინ ურეკავდა.
-შენი დედა მ.... არ შემხვდე,გზად არ გადამეყარო თორე განანებ რომ ამ სამყაროს მოევლინე და ჯერ კიდევ სუნთქავ.
-უკაცრავად,ვის ელაპარაკებით? ვინ ხართ?_თვალები შუბლზე აუვიდა და უცებ გამოფხიზლდდა.
-ააა ტელეფონსაც არ პასუხობს და ცოლის კალთას ამოეფარა?შენს ქვეშ...ია მეუღლეს გადაეცი რომ მიფრთხილდეს და იცის სადაც უნდა მნახოს.ორ დღეს ვაძლევ ვადას,იცის ვინც ვარ და ისიც იცის, რომ რა შემიძლია და რომ ვერ დამემალება!
-მისამართი შეგეშალათ.
---მე სწორ მისამართზე ვრეკავ და დამალვა არა კაცური საქციელია ქო გადაეცი.
---ხოდა,ეხლა ძინავს ვერ გავაღვიძებ რამდენი ავადმყოფი იქნება მათ უაზრო ბრძანებებზე.უთხრა და გაუთიშა ტელეფონი.
-სადაა ძამა ქმარი და კაი ცხოვრება შენ შემოგევლე.ღმერთო რამდენი შეშლილი გყავს რომ იცოდეეეე უუუფ. ამისთვის გამაღვიძა, რომ გაველანძღე ამ დილა ადრიან?
დაწვა და ძილი შეიბრუნა.ვეღარ დაიძინა და აბუზღუნდა
-ღმერთო როგორ მტკივა თავი, რატომ არ დამიშალე ამდენი არ დამელია არ შეგეცოდე მაინც?ცეცხლი დალია მელანო გელოვანო შენმა პირმა და ნავთი მიაყოლა.იწვა,ადგომის თავი არ ქონდა და სიჩუმეს უსმენდა.ისევ ტელეფონის ხმამ დაარღვია, ნომერს დახედა და წყნარად უპასუხა.
-ალოოო!ნელა მელაპარაკე თავი მტკივა!
-მელანო ცოცხალი ხარ?მე თუ არ დაგირეკე შენ არ უნდა დარეკო?ახალი ამბავი გითხრა და გინდა გაგახარო?
-გოგოოო,თითო-თითოდ მითხარი ისე მომაყარე პულიმოტივით ეს კითხვების კორიანტელი პასუხი როგორ გაგცე აღარც კი მახსოვს რა შემეკითხე.
-დაიცა,დაიცა ასე წყნარად შენ რატომ მელაპარაკები?
-თავი მტკივა და იმიტომ!
-ისევ დალიე მელანო?როდემდე გინდა ასე,რომ გააგრძელო?
-ახლა მაგდენი კითხვებიდან ის მითხარი მარტო, რით უნდა გაგეხარებინე!
-ხოოოოო, დათო და ლუკა ჩამოდიაააან!
-ვაუუუ მართლა?როგორ მომენატრა ეს ორი აუტანელი ადამიანი!
-ხოდა ეხლა აზიდე მაღლა მაგ შენი ერთი უარგისი ჩემოდანი,ჩაიცვი და ჩემთან თბილიში დააწექი.გელოდები საყვარელო.
-რომელი საათია?
-დარწმუნებული ვარ ფარდები ჩამოფარებული გაქვს და ბუსავეთ ბნელ ოთახში ზიხარ.დღეს არ მუშაობ?
-კი მოგვიანებით მივდივარ.ნი დღეს და ხვალ არ მოხერხდება ჩემი წამოსვლა რესტორანში მნიშვნელოვანი ბანკეტი ტარდება.მაგრამ გპირდები ზეგ პირდაპირ სამსახურიდან წამოვალ რა დროც იქნება.
-კარგი საყვარელო გელოდები!
---და კიდევ,არ უთხრა ლუკას რომ ვიცი მისი ჩამოსვლის შესახებ.
-კარგი აბა შეხვედრამდე და გელოდები,მომენატრე ლამაზო.
-აჰაჰაჰა რა საზიზღარი ხარ.დროა ავდგე და თავს მივხედო,კიდევ კარგი ორ საათზე უნდა ვიყო სამსახურში.
მონატრება ტკივილამდე: ახლა გავიცნოთ ჩვენი ეშმაკუნა გოგო.მელანო გელოვანი.მირზა გელოვანის არაფერი არ არის, თუ მეგვარეობას არ ჩავთვლით რა თქმა უნდა. 24 წლის.მაღალი,თხელი ტანის,გამოკვეთილი და თვალში საცემი მკერდით.პატარა კურნოსა ცხვირით და გემრიელი სისხლისფერი ტუჩებით,მადის ამღრძველად, რომ უყურებენ ყველას და ჭკუას აკარგვინებს.წვრილი გამოყვანილი წელი.შავი გრძელი თმები და ასევე შავი ბრიალა თვალები.ერთი სიტყვით სასურველი ქალი მაგრამ ყველასთვის მიუწვდომელი.ის ეძებს განსხვავებულს და ყველასგან გამორჩეულს.როგორ ფიქრობთ იპოვნის თავისი ოცნების პრინცს? ვინ იცის,ვინ იცის. მშობლები საბერძნეთში ჰყავს,თავად მუშაობს მაგრამ ხშირად ჩადის მშობლებთან.ის დედის და მამის ნებიერა გოგოა .საბერძნეთს კარგად იცნობს ის ხომ თითქმის იქ გაიზარდა.თავად ქუთაიში ცხოვრობს,ავტოქარხანაში.დედისერთაა მაგრამ ყავს საუკეთესო მეგობრები ნინი და ლუკა გელაშვილები და დათო ბუიძე.ბავშვობის მეგობრებს კი თანდათან გაგაცნობთ.ადგა საწოლიდან ფარდები გადაწია და აივნის კარიც გამოაღო რათა ოთახში სუფთა ჰაერი შემოსულიყო და თავად სააბაზანოში შევიდა,მალე გამოვიდა აბანოფდან სველი თმებით და საცვლებით დადიოდა სახლში, არც დაკვირებია პირდაპირი ბინიდან,აივანზე თუ ვინმე იდგა.დატანტალებდა ასე სახლში და თან ღიღინებდა.
-ოოხ ეს ტელეფონი დღეს მე გამაგიჟებს დახედა ნომერს და მისი მონატრებული და სიმპატიური მამა იყო.
-ხოოო ჩემო ბებერო მამიკუნა,როგორ ხარ?_თან იცინის.
-მელანოოო 45 წლის ვარ და შენი მამიკო ეხლა იწყებს გაფურჩქვნას იცოდე, ბებერს რომ ეძახი. ეს ჯერ ერთი უსამართლობაა შვილო და მეორე ახლა, დღეიდან ვიწყებ ბიჭის კეთებას. მელანო გრძნობს როგორ იკავებს მისი მამიკო სიცილს.
-აააჰაჰაჰააა ვაიმეეე მე გამიხარდება ძმა თუ მეყოლება თქვენ გააჩინეთ და მე გავზრდი ბ-ნო გიორგი._არ დააკლო იუმორი ამ დილაადრიან მელანომაც.
-მომენატრე მააა,მიყვარხარ იცოდეეე!
-მეც მომენატრე ჩემო გადარეულო გოგო.სად ხარ ახლა, რაღაც სიწყნარეა და ხო ხარ კარგად?
-კი სიწყნარეა, ჯერ სახლში ვარ და აწი უნდა წავიდე სამსახურში.
-შვილო აიყვანე ვინმე სანდო,ან დატოვე თამრო და ბიჭები და შენ თბილიში უნდა წახვიდე.რაღაც კარგი ვარიანტი ჩამივარდა და ნახე რა ხდება,შეამოწმე ყველაფერი შენ კარგად იცნობ მაგ სფეროს.
-ახალ ქსელს აკეთებ?_გაუხარდა მელანოს თბილიში გადასვლა.
-ხო ვფიქრობ, ჯერ ვნახოთ.იქ რომ ჩახვალ კოორდინატებს მოგაწვდი ვინ და სად უნდა ნახო.თუ საჭიროებას დაჭირდა და მოითხოვა მეც ჩამოვალ, მაგრამ მე შენი დიდი იმედი მაქვს მელანო.
-ყველაფერს ისე გავაკეთებ მა შენ რომ მოგეწონოს.
-მე კიარა, შენ უნდა მოგეწონოს შვილო.შენ უნდა იმუშაო იქ,შენ უნდა გაუძღვე მაგ ყველაფერს.-
-კარგი ორი დღე არ მცალია და წავალ აუცილებლად,თან ნინიმ დამირეკა ბიჭები ჩამოდიანო და კარგია ისინიც რომ ახლოს მეყოლებიან,მათაც დავეკითხები,მაინც ხომ იცი არა ლუკამ და დათომ ყველაფერი იცის ჩემზე უკეთესად.
-ხოდა მთლად უკეთესი.გინდა ლუკას და დათოს მე დაველაპარაკო?
-რავი როგორც გინდა, მაგრამ არ უთხრა თუ ვიცი რომ ჩამოდიან სიურპრიზი უნდა მოუწყო ბიჭებს,მოულოდნელად უნდა დავადგე თავზე.
მონატრება ტკივილამდე: -კარგი და გკოცნი, ჭკუით იყავი ხო გესმის.
-მეც,მეც გკოცნით და დედუცუნა ჩამიკოცნე.
-აჰაჰაჰა დედუცუნა, როდის უნდა გაიზარდო მელანო 24 წლის ხარ, მაღირსე, შვილიშვილი მაღირსეეე.
-წერო მომიყვანს მა და გავზრდი. ორივე იცინის.
-შენ მგონი გაგვიანდებოდა წეღან.ჭკუით იყავი ჩემო ვაჟკაცო გოგო.იცი რომ გოგო შემთხვევით გამოდი?
-ბ-ნო გიორგი და რა არ მოგწონს თუ გოგო ვარ,რა ვერ ვაკეთებ ჩემს გასაკეთებელ საქმეს? _ვითომ გაბრაზებულმა შეუტია მამას.
-ყველაფერი მომწონს შენში,შენ ჩემი სიამაყე ხარ მელანო.ჩემი ცხოვრების აზრი!
-მეც ვამაყობ, თქვენი სიყვარულის ნაყოფი რომ ვარ მა.ეხლა გათიშე თორე ამეტირება სადაცააა!_და გაუთიშა.
ადგა თავი მოიწესრიგა და სამსახურში წავიდა.ხვალ დაძაბული დღე აქვს,დიდი ბანკეტი ტარდება მის რესტორანში და ამიტომ ყველაფერი თავად უნდა გააკონტროლოს.თავისუფლად ჩაიცვა, ჯინსის შარვალი და შავი მაიკა,საკმაოდ ამოღებული,რაც მის მკერდს საკმაოდ ვნებიანად წარმოაჩენდა.ყველაფერი ისე გააკეთა როგორც თავად უნდოდა.ძალიან დაიღალა ფეხზე ძლივს იდგა, მაგრამ მაინც ბოლო წერტილამდე მიიყვანა მისი ამოჩემებული საქმე.ასეთია მელანო გელოვანი მას „ოქროს ხელებას“ ეძახიან.რასაც ხელს მოჰკიდებს,იქ ყველაფერი ბრწყინავს.ბოლომდე იცლება ყველასთვის, მარტო თავის თავისთვის ვერ უშველია.24 წლის გოგონასათვის ჯერ გული არავის აუძგერებია და აუფეთქებია.არადა რამდენი დორბლმორეული დამდგარა მის ახლოს ეგებ ბედმა გაგვიღიმოსო,მელანოს კი არავინ აინტერესებს,არავის არ უყურებს.ის იმ ქალებს გავს რომლებსაც ერთხელ უყვარდებათ და ბოლომდე რჩებიან ამ სიყვარულის მონები.ჯერ ალბად არ მოსულა დრო ამ ძლიერი სიყვარულის,იქნებ არც ისე შორსაა და გამართლდეს მისი სიტყვები როგორც ამბობს ,,მე თავად მომძებნის თეთრ ცხენზე ამხედრებული პრინციო''.
-აბა ყველამ დავისვენოთ, რომ ხვალ ცოცხლად ვიყოთ.ხვალ დიდი დღეა,ხვალინდელი დღე ჩვენი რესტორნისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია და დიდი პრესტიჟის მომტანი.ყველას გთხოვთ ყურადღებით იყოთ სტუმრების მიმართ. წავედით თამრო შენ ჩემთან წამოხვალ საქმე მაქვს, უნდა გელაპარაკო.
-კი წამოვალ,ჩემები დღეს სახლში არ არიან და მე მარტო მეშინია!
-კარგი წავიდეთ და ხვალ ერთად მოვიდეთ!
-კარგი, მაგრამ ტანსაცმელი რომ არ მაქვს?
-ერთნაირი აღნაგობა გვაქვს,ჩემები ჩაიცვი რაც მოგეწონება.ეხლა შენთან ნუ წამიყვან თამრო,ჩემი ბალიში და ლოგინი მელანდება.გთხოვ რა!
-კარგი,კარგი წამოდი დამიყოლიე მაინც! უთხრა თამრომ სიცილით.
თამრო ხარატიშვილი მელანოს ბაღის და სკოლის მეგობარი, რომლებმაც სტუდენტობის წლებში დაკარგეს ერთმანეთი,მაგრამ ახლა ბედმა ისე შეახვედრათ ერთმანეთს და სულ ერთად არიან. ყველაფერი დაკეტეს და მანქანით მიუყვებიან ლამპიონებით განათებულ ქუჩას და ღამის სიჩუმეში მხოლოდ წყნარი მელოდია ისმის.ძინავს ქუთაისს და ტკბილ სიზმრებს ხედავს,შრომისაგან დაღლილი ხალხი, მხოლოდ მელანო მიაპობს მანქანის მკვეთრი შუქით ამ სიბნელეს და მიიჩქარის სახლისკენ, მაგრამ რაღაც აზრმა გაუელვა თავში, ეს ხომ მელანოა და გასაკვირიც არაა ახლა გაზს ფეხი მიაჭიროს და თბილიში ამოყოს თავი. მაგრამ ხვალინდელ დღეს ვერ გაუშვებს,ეს დღე ძალიან მნიშვნელოვანია მისთვის,არა მან რაღაც სხვა მოიფიქრა.
მონატრება ტკივილამდე: -თამ იცი ეხლა რა მინდა?
-რა,დაძინება ხო?
-არა გოგო.ახლა ბაგრატზე მინდა ასვლა და იქედან დავიყვირო,თუ როგორ ძლიერ მიყვარს მე ჩემი ქუთაისი.
-მელანო კარგად ხარ?
-კი თამ, ძალიან კარგად ვარ!
-ან თეთრ ხიდზე გავიდე და იქედან დიდ თეთრ ქვებს ვუყურო რიონი, რომ ეხეთქება ზედ და ქაფდება!
-წამოდი რა სახლში ნუ მაბოდიალებ ამ შუაღამეზე,დილით ადრე ვართ ასადგომები.
-ეეე, არ გესმის შენ რომანტიკა და ცხოვრება!
-გაბრაზდა მელანო და გაზს მიაჭირა მაგრად ფეხი, სახლში მალე რომ მისულიყო.ტრასა აძლევდა განავადების საშუალებას, რადგან მის წინ თავისუფლება იყო ტრასაზე.
-ეხლა თუ ბაგრატზე არ ავალ ღამის 4 საათზე,სადაცაა გათენდება და ან თეთრი ხიდიდან ძირს რიონში ჩაყრილ ქვებს არ მივაჩერდები, ცხოვრება არ მესმის ხო?
-ნუ მებუზღუნები,ხომ იცი როგორ მიყვარს ღამე და ღამეში სიარული.ამ დროს მეთიშება გონება და მხოლოდ ღამეს ვუსმენ!
-მე მიმიყვანე სახლში და შენ გინდა ბაგრატზე ადი და გინდა მთაწმინდაზე.სულ გაგიჟდი შენ რაც ასაკი გემატება,ერთი კარგი ვინმე გინდა გვერდით რომ ჭკუაზე მოგიყვანოს!
-ეხლა იცი რას ვიზამ თამარ?
-რა გინდა ხო რა,კიდე რაღაც სისულელეს იტყვი და გეფიცები ტაქსით წავალ სახლში!
-თაზოს დავურეკავ და გამოვიყვან ჩემთან!_თაზოს ხსენებაზე თამრომ თვალები დაჭყიტა და შეაჩერდა მელანოს.
-მითხარი რომ სახელი თაზო მომესმა!
-არა,რატომ? სულაც არ მოგესმა ძვირფასო.
-მელანო ამ საღამოს წერაზე ხარ თუ რა გემართება?მეძინება,წამოდი სახლში არ დაიღალე დღეს?
-მერედა როგორ ფეხებს ვერ ვგრძნობ საერთოდ!მაგრამ რაღაც მინდა გავაფუჭო,აი ისეთ ხასიათზე ვარ.
-როდის გაიზრდები, გოგო როდის?
-დაიცა გაჩუმდი ნუ წიკვინებ,იქ მეჩვენება თუ კარგად ვხედავ ირაკლია მანქანა რომ დგას,აბა შეხედე კარგად იქნებ და მე ვცდები?

-ხო მართლა ისაა,აქ რა უნდა?ვაიმეეე არა,არ მჯერა.აქ ხომ ლიზი ცხოვრობს შველიძე?
-დავიჯერო,ირაკლის რაიმე სიახლოვე აქვს ლიზისთან?
-აქ რაღაც არ მომწონს მე და დაიცა გადავამოწმო სად არის.ამოიღო ტელეფონი მელანომ და უცებ ამოძებნა ირაკლის ნომერი..
გადის,მესამე ზუმერზე ირაკლის ნამძინარევი ხმა შემოესმა.
-ხო მელანო. რა იყო,ხო კარგად ხარ გოგო ამ შუაღამეს რა გეტაკა.
-თითქოს ირაკლის ხმაში შიშიც ისმოდა და გაბრაზებაც.
-ირა სად ხარ,გაგაღვიძე?
-სად უნდა ვიყო ამ დროს გოგო სახლში ვარ,თქვი რა ხდება ნუ გამიხეთქე გული.
-იცი? თამრო გახდა ცუდად და საავამყოფოში ვარ! თამრომ თვალები დაჭყიტა.
-ეს რა თქვი მელანო?!
-რა მოუვიდა? სად ხარ?აუ ჩემი მანქანა მაინც მყავდეს სახლში.მომწერე მისამართი სად ხარ და ტაქსით მოვალ, არ შეგეშინდეს გამოვდივარ უკვე!
-მანქანა სად გყავს?
-თაზოს გავატანე,დღეს მთხოვა მათხოვეო!
-კარგი გელოდები მარტო ვარ.
თაზო და ირაკლი ჟორჟოლიანები. ბიძაშვილები არიან და ეს ოთხეულია ერთმანეთის ტკივილი რომ ტკივათ და ერთმანეთის სიხარულით რომ ხარობენ.დაიცა,ახლა ჩვენ წავიდეთ საავადმყოფოში კლინიკურში.მესიჯი მიწერა ირაკლის და თავად გაუდგა გზას კლინიკურურისკენ.
-აი ხომ გინდოდა რაღაც გაგეფუჭებინა,ყოჩაღ მელანო მაინც მიაღწიე შენსას.ირაკლი საწოლიდან წამოაგდე,მე საავადმყოფოში დამაწვინე,კმაყოფილი ხარ?თუმცა რას გეკითხები საოცრად კმაყოფილებას აფრქვევ პირდაპირ,მაგრამ არა ჯერ,გეგმა სრულად არ შეგისრულებია,თაზო დაგრჩა და მას რას უპირებ?
მონატრება ტკივილამდე: -მოვიფიქრებ მაგასაც,ესენი უნდა დავაფეთო ამ საღამოს და შენი დახმარების გარეშე ვერაფერს გავაკეთებ.ქალბატონო თამარ შენ ახლა ცუდად ხარ,ტანში გტეხავს და გულის რევის შეგრძნება გაქვს.
-არ მჯერავს ასე რომ მიმეტებ მეც და ასე რომ აწამებ ბიჭებსაც.
-კარგი გავჩერდეთ და აქ დაველოდოთ, ვითომ გამოდი ექიმიდან და მივდივართ სახლში.ახლა თაზოს დავურეკავ, არ გავახარებ იმასთან ამ საღამოს!
-ალოო_ტელეფონის მეორე მხრიდან გაისმა მამაკაცის ბოხი ბარიტონი.
-თაზო სად ხარ?_ჩაყვირა ვითომ სასოწარკვეთილმა ხმამ თაზოს და უცებ გამოაფხიზლა.
-მელანო?რა მოხდა გოგო, ხომ მშვიდობაა? კარგად ხარ?
-თაზო სახლში ხარ?ირაკლი გააღვიძე და კლინიკურში მოდი თამროა ცუდად.
-რააააა?რატო,რა სჭირს თამროს?
-ააარ ვიიიიციიი,მეშინიიიიააა მარტოო ვააარ აააქ!
-კარგი,კარგი მოვდივარ ახლავე!
-ესეც ასე, ხო წამოგაგდე საწოლიდან?
-მელანო რატომ არ ჩააბარე თეატრალურზე?
-რად მინდა ჩაბარება? მსახიობი სცენაზე კიარა ცხოვრებაში უნდა იყო და ეს ცხოვრება თეატრი არ არის? ამიტომ ჩვენ ყველანი მსახიობები ვართ.უფრო საჭიროა ცხოვრებაში ვიმსახიობოთ, რომ ყოველგვარ ტკივილს დღევანდელი მსახიობობით ვუმკურნალოთ თამარ ქალო ! ახლა უკანა სავარძელზე გადადი, და იქ მოკალათდი.თამარი გადავიდა,გაწვა და ისე ეძინებოდა ძილს მისცა თავი.მელანომ ცოტა დაიცადა და ხედავს ტაქსი გაჩერდა და ირაკლი სირბილით მივიდა მანქანასთან.
-რა გჭირთ გოგო,რა დაგემართათ!მელანო ძირს გადავიდა და ისე ელაპარაკებოდა ირაკლის.
-არ ვიცი უცებ გახდა ცუდად,გულის რევის შეგრძნება ქონდა და თავბრუსხვევები.ვამჯობინე წამომეყვანა.მეგონა გადაღლილობის ბრალიათქო მაგრამ......!
-მელანო რა მაგრამ, არ მითხრა ის რაც გავიფიქრე ახლა მე.
-ფეხმძიმედა._თქვა და ეცადა სახე დაერეგულირებინა. არადა გულში ლამის გადაკვდა სიცილისგან.
-აუ ჩემი ვისგანაა,მოვკლავ ჯერ იმას და მერე მაგას მივაყოლებ ზედ.გაბრაზდა ირაკლი,ძალიან გაბრაზდა.მელანოს ერთი ხმამაღლა გადახარხარებას არაფერი არ ერჩია მაგრამ მეორე ბედოვლათის მოსვლას ელოდა.აი ისიც გამოჩნდა
მონატრება ტკივილამდე: -რა ხდება ხალხო, რა მოუვიდა თამროს?
-შენ იქეთ-აქეთ იწანწალე სად გაქვს თვალები სად._უყვირა ირაკლიმ და ხელებს უშლიდა თაზოს.თაზო გაკვირვებული უყურებდა და ვერ გაეგო ბრალს რაში სდებდნენ.
-რა გინდა ჩემგან, მე რაში ვარ დამნაშავე გამაგებინე მაინც.
-რატომ არ აკონტროლე, რატომ.ხომ მითხარი მიყვარსო და აჰა, შენი უაზრო საქციელით გადაულოცე შენივე ხელით სხვას.
-რაო? თაზოს თამრო უყვარსოოო?_დაჭყიტა თვალები მელანომ ეს რა მესმის.ეს რა ესმის ჩემს ორ ყურს. ახლა სახლში წამოდით, უკან გამომყევით და იქ ვილაპარაკოთ ყველაფერზე.გაბრაზდა მელანო და გაბრაზებული ჩაჯდა მანქანაში ბიჭების დასანახად,მაგრამ რომ გაეცალა მათ კი იცინოდა.გაუხარდა ძალიან, მისი ბავშვობის მეგობრები რომ ერთად იქნებოდნენ.მაგრამ დაიცა რას გრძნობს თამრო? ნუთუ მასაც უყვარს? ამ ფიქრებში სახლამდეც მივიდა.გააღვიძა თამრო და მოეხმარა მანქანიდან გადასვლაში.ორივე ბიძაშვილები დაბღვერილი უყურებდნენ გოგოებს.
-რას დაყუდებულხართ მანდ ორივე ანჩის ხატივით,ჩემს ჩანთაში გასაღებია და მოძებნეთ._თან გულში იცინოდა.მის ეშმაკობას უქმად არ ჩაუვლია ერთი კარგი სასიხარულო ამბავი ხომ გაიგო.ცოტაც და ხტუნვას დაიწყებდა.სახლში შევიდნენ და თამროს უთხრა.- შენ დაწექი საყვარელო,შენი გადაღლა არ შეიძლება,მე ბიჭებს დაველაპარაკები,მიდი დაწექი და დაისვენე.-რამე ხომარ გინდა?
-არა ძალიან მეძინება, რაღაც სუსტად ვარ._აყვა თამრო თამაშში,მაგრამ რა იცის რა თამაშს თამაშობს მელანო გელოვანი.შევიდნენ საძინებელში და ორივე იცინოდნენ მოგუდულად.თამროს რომ გაეგო ის თუ რაზე იცინოდა, მეოთხე სართულიდან თავით გადააგდებდა მელანოს.
-შენ დაწექი ვითომ ცუდად ხარ,ამათ მთელი ღამე უნდა გავათენებინო ფეხზე._უჩურჩულა მელანომ.
-ცოდოები არიან მელანო დაინდე არ გეცოდება ბავშვები? ასე უსისხლო და უგულო როდიდან გახდი?
-ჰმ ბავშვები ხო?მაგათ ვაჩვენებ სეირს მე._მელანოს გასვლა რომ დააგვიანდა თაზო კარებთან მივიდა და ფრთხილად დააკაკუნა.
-მელანო კარგად ხართ?_შეშინებული ხმა ქონდა თაზოს.
-კი მოვდივარ დავაწვინე_უთხრა და კარი მოხურა.გავიდნენ,მისაღებში დაჯდნენ და კარგა ხანს ხმას ვერ იღებდა ვერცერთი.ბოლოს ისევ მელანომ შეეკითხა ბიჭებს
-ყავა გინდათ?მე უნდა დავლიო, გამოფხიზლება არ მაწყენდა.
-გააკეთე ჩვენც დავლევთ!_უთხრა ირაკლიმ.

-მარტო შენ იცი, ჩვენ როგორი ყავა გვიყვარს მელ. თბილად უთხრა ირაკლიმ.-ახლა ამიხსენი რა ხდება.ვინაა ის ,რას ფიქრობს ბავშვის მოცილება ხომ არ უთქამს.

-რა მოცილება გაგიჟდი შენ?ეს ან როგორ გაივლო გულში.ეს არც ახსენოს ჯობია, მე არ მივცემ ამის უფლებას.პაწაწინა არსებამ, მამის გამო არ უნდა შეწყვიტოს სუნთქვა.ძარღვებდაბერილი ლაპარაკობდა თაზო და თან სივრცეში,სადღაც ერთ წერტილს მისჩერებოდა.
-სანამ შენ საეჭვო ყოფაქცევის ქალებს დასდევდი,ის სხვამ დაიმისა ყმაწვილო.
-გაჩერდი, მელანო გაჩერდი.არაკაცი მგონია ჩემი თავი.ეს რა გავაკეთე,რატო არ გამოვუტყდი უფრო ადრე თამროს._მელანოს შეეცოდა თაზოს თვალზე ცრემლი რომ დაინახა.ოხ რა საზიზღარი ხარ გელოვანის ქალო?გაიფიქრა თავისთვის გულში ჩუმად.
-ეხლა სინანული გვიან არის.ხვალ დიდი დღეა, ეს კარგად იცით და რესტორანში თქვენი დახმარება მჭირდება.როგორც გაიგეთ, თამრო სიმძიმეებს ვერ აწევს.არც მინდა ხვალ გაიგოს ვინმემ ეს ამბავი.ჩვენს ოთხს შორის ჩაკვდება ჯერ-ჯერობით მაინც. ახლა დავისვენოთ, ისედაც 6 საათია უკვე და 9-ზე კი უნდა ავდგეთ.
-ჩვენ წავალთ მელანო.დილით გამიჭირდება თამროსთან შეხვედრა,ვერ შევხედავ მის განადგურებულ სახეს და ჩამქრალ თვალებს.
-არა, სად იყავი ამდენი ხანი ასე თუ გიყვარდა?
-მეგონა ვერ გამიგებდით და გამლანძღავდით.
-მე არ გეუბნებოდი, თაზო მელანოს უთხარი ის გაგიგებს და მოგისმენსთქო?
-წამო,წამო ეხლა მაინც არ დავკარგო.
-10-ზე რესტორანში ვარ არ დამირეკო მანამ თორემ მაგ ტელეფონს გადაგაყლაპებ იცოდე,გესმის? და არ დაასაქმო ვირივით რომ იცი ისე, თორემ არ მოგერიდები და სასტიკად გცემ იცოდე.
-უუუფ გცემს ბიჭი, ახლა გამოფხიზლდა და მოაწვა გრძნობები._თქვა ირაკლიმ და სასაცილოდ მხარი გაჰკრა მელანოსს და წინ წავიდა კარებისკენ.
მონატრება ტკივილამდე: დილით ადრე ადგნენ და ერთდროულად შეაღეს რესტორნის კარები,ირაკლი და თაზო თამროს ხელებში უყურებდნენ და არ ანებებდნენ საქმის გაკეთებას.უკვირდა თამროს,რა სჭირთ ამ ბიჭებსო, მაგრამ ვერ გამონახა დრო რომ დალაპარაკებოდა,რადგან,დღემ ძალიან მძიმედ ჩაიარა.დღევანდელი დღეც ძალიან რთული და დამღლელი იყო.გასავათებულები წავიდნენ სახლებში და მელანომ ასე გაუხდელად მიეგდო მდივანზე შემოსასვლელში და ჩაეძინა.დილით ადგა, ღიღინით მოადუღა ყავა და თამროს დაურეკა.
-თამ მე თბილიში მივდივარ და ჩემს ჩამოსვლამდე თქვენ იყავით რესტორნის თვალიც,ყურიც და ხელიც.ბიჭები მოგეხმარებიან.
-მელანო ბიჭებს რაღაც დიდ ცვლილებას ვამჩნევ და რა ხდება,იცი რამე შენ ის რაც მე არ ვიცი?
-არა, მე რა უნდა ვიცოდე.
-რა ვიცი,რა ვიცი შენგან ყველაფერია მოსალოდნელი.
-გეჩვენება შენ რაღაც,მე არაფერი არ ვიცი._უთხრა და თან გულში იცინის.
-კარგი, აბა კარგად წავედი მე._თქვა და ტელეფონი დაკიდა.
მელანო თავისუფლად გამოეწყო და დაადგა თბილისის გზას, წყნარ მუსიკებთან ერთად.ცა გამზადებულია საწვიმრად,მოქუფრულია და დაფარული შავი ღრუბლით.ასეთ ამინდს სევდიანი მუსიკა უხდება და მელანოც ჩაძირულია ამ სევდით საცსე მელოდიებში.ზესტაფონში, რომ შევიდა სიჩქარეს მოუკლო,მაინც დასახლებული პუნქტია და სიფრთხილეს თავი არ სტკივაო.მიდის და მუსიკებთან ერთად ისიც ღიღინებს.უცებ საიდანღაც პატარა ბავშვი გადმოუხტა და ისე დაამუხრუჭა ბორბლებმა ცეცხლი აიყენეს და პედალს, რომ დააჭირა ფეხი მანქანა ცხენივით წინა ბორბლებზე შეაყენა.ისეთი ხმა ჰქონდა დამუხრუჭებას ხალხი ქუჩაში გამოვიდა.ამ ხალხში ერთი ძალიან სიმპატიური ახალგაზრდა იყო,რომელაც მელანო იცნო,ორი დღის წინ გოგონა საცვლების ამარა ტელეფონზე მოლაპარაკე,რომ დაინახა.მივიდა წინა კარებთან, გამოაღო და მელანოს ხელი მოჰკიდა და მანქანიდან გადმოსვლაში დაეხმარა.
-ფერი არ გადევს,კარგად ხარ? წყალი მოუტანეთ ჩქარა, ცუდადაა ადამიანი.იყვირა ბიჭმა და მელანო მის ხელებში ჩაესვენა.-მანქანა გადააყენეთ,გოგო ასე ვერ იმგზავრებს,უნდა დაწყნარდეს. ბავშვი შეშინებული იყო,მიხვდა რომ მის გამო მოხდა ამხელა ამბავი.დედას ეკვროდა ეშინოდა ძიასი მიყვირებსო.მივიდა ბავშვთან,ხელი მოკიდა და წყნარად უთხრა:
-მეორედ, გზაზე გადასული არ დაგინახო, გესმის?
შეშინებულმა დაუქნია თავი,ის ხომ ჯერ რაღაც 5 წლისაა.ნახევარი საათიც არ ყოფილა მელანო დაწოლილი,გამოფხიზლდა, ადგა და გარეთ გამოვიდა.ბავშთან მივიდა და მოეფერა.
-ცხოვრებაში არავის არ შეუშინებივარ, ისე როგორც შენ მე დღეს შემაშინე.მადლობა ღმერთს რომ არ გაგვწირა არც შენ და არც მე.ნუ გეშინია ამის შემდეგ ყველაფერი კარგად იქნება,ჩვენ მეგობრები ვართ ხომ?აქ რომ გავივლი ხოლმე,გნახავ ყოველთვის.შენი სახელი მითხარი.
-დათო,დათო მქვია და მაპატიე,არ მინდოდა თქვენი შეშინება მაპატიე გთხოვ.თავდახრილი ამბობდა და თვალები ცრემლით ქონდა სავსე პატარა კაცს.
-გაპატიე საყვარელო!რადგან არ გაგვწირა ღმერთმა, მე არ მაქვს უფლება არ გაპატიო. მელანოს ქმედებით ყველა გაოცებული იყო.ძალიან მოეწონა ყველას უაღრესად კარგად აღზრდილი და ძალიან თბილი გოგონა.
-უკეთ ხარ? შეგიძლია დღეს დარჩე და ხვალ გაუდგე გზას.დაისვენე,ზესტაფონში ძალიან სტუმართმოყვარე ხალხია, შვილივით მიგიღებს ოჯახი.ნახე რა ბუნებაა, ასეთ სილამაზეს თბილიში სად ნახავ?
-ძალიან დიდი მადლობა ყველას, მაგრამ უნდა წავიდე,მელოდებიან.მიხარია რომ ყველაფერმა უმტკივნეულოდ ჩაიარა.მადლობა უფალს, თორემ არ ვიცი რას ვიზამდი.თქვა ეს და თვალები ცრემლით აევსო.
-ჩუუუ ნუ ტირი,ხომ ხედავ ბავშვი კარგადააა.გზაზე უნდა წახვიდე და ასეთ აფორიაქებულს ნამდვილად ვერ გაგიშვებ.იცი? მეც საქმე მაქვს თბილიში და მეც წამოვალ,ერთად წავიდეთ.შენც მარტო არ იმგზავრებ და ერთმანეთსაც კარგად გავიცნობთ,რას იტყვი?
-მომწონს ეს აზრი,მაგრამ უკეთესი იქნება დააჩქარო წამოსვლა,რომ დაღამებამდე იქ ვიყოთ.
მონატრება ტკივილამდე: -დემეტრე ანუ დემნა ჯაყელი 26 წლის.ბიზმესმენი,ვმოღვაწეობ თბილიში და მაქვს საკუთარი ბიზნეს კომპანიების ქსელი.
-ვაუუუ, საინტერესოა.უნდა გითხრა, რომ მეც იგივე პროფესიის ვარ.მაქვს საკუთარი ბიზნესი და ახლაც თბილიში მივდივარ რომ მამაჩემის დაჟინებული თხოვნით ვნახო ერთი რესტორანი.სასიამოვნოა თქვენი გაცნობა დემნა.მე მელანო გელოვანი ვარ 24 წლის.
-ჩემთვინაც ძალიან სასიამოვნოა მელანო.წავალ მოვემზადები.მანამდე მამიდას ვთხოვ რაიმე მოამზადოს და წავიხემსოთ, წინ დიდი გზა გვაქვს.
-და ისაა,ერთი მნიშვნელოვანი რამ რაც უნდა იცოდე._დემნა უცებ შემოტრიალდა და ინტერესით დაელოდა რას ეტყოდა მელანო.
-ჩემთან მგზავრობისას დიდ მოთმინებას გისურვებ,რადგან სიურპრიზებით ვარ სავსე!_თქვა და ეშმაკურად ჩაიცინა.
-ნუ იცინი ძალიან გთხოვ
.-ღმერთო რა გაცინება აქვს ამ ბიჭს, გაიფიქრა მელანომ.იქით ცალკე დემნა ფიქრობს მელანოს ღვთაებრივ სიცილზე.
-უკვე,ძალიან მაინტერესებს რა სიურპრიზსს შემომთავაზებ მელანო.უთხრა დემნამ და წარბი აუწია.
-ამას, გზადაგზა მოვიფიქრებ დემნა._ თქვა მელანომ და მანაც ეშმაკურად აუთამაშდა წარბები.სადილობდნენ ორი ახმახი, რომ დაადგათ თავზე ოჯახს.
-მშვიდობა ხალხო,ხო ხო ხო სიდედრსაც ვყვარებივარ და სიმამრსაც!
-შეგეშალა, მთელი ცოლოურის ხალხს უყვარხარ შენ._წაკბინა მეორემ.
-მე რომ იმათ ადგილზე ვიყო,სახლის კარს არ გაგიღებდი._ უთხრა დემნამ.
-რა პატიოსანი ბიჭი აჭიკჭიკდა?_-გაეცინათ ბიჭებს.
-აქ თუ ხედავთ უცხო ადამიანია და ვიცი თვალში, რომ ვერ იხედებით მაგრამ ეგებ, მისმა სილამაზემ,მაინც დაგადუმოთ.
-უი, მართლა უცხო გვყავს?ეს ფერია ვის მოპარე დემნა?
-დემნა პატიოსნების განსახიერებაა და მაგას არ იკადრებდა.
-მელანო გელოვანი, ბიზმესვუმენი და ჩვენი დღევანდელი სტუმარი.
აუხსნა ბიჭებს დემნამ.
-მელანო გაიცანი ჩემი ბავშობის მეგობრები და ეხლა ბიზნეს პარტნიორები გოგიტა ლაშხი და გიორგი ქარჩხაძე.
-სასიამოვნოა თქვენი გაცნობა, მაგრამ ჩვენ გვეჩქარება.მადლობა ოჯახს ამ არაჩვეულებრივი მასპინძლობისთვის.
-მადლობა შენ შვილო,რომ დღეს ასე სასიკეთოთ შემოაბრუნე ყველაფერი.თითქმის შენი თავი გაწირე ამ პატარას გადასარჩენად.
-ეს მეორედ არ ახსენოთ,ძალიან გთხოვთ.აქეთ როცა მოვხვდები თუ ნებას მომცემთ პატარას ვნახავ ხოლმე.კარგად ბრძანდებოდეთ.
-რას ამბობ შვილო, შენ ყოველთვის სასურველი სტუმარი იქნები ჩვენს ოჯახში. ბიჭები გაკვირვებულები უსმენდა მათ საუბარს და ხან მელანოს უცქერდნენ და ხან დემნას.დემნამ კი მოკლედ აუხსნა ბიჭებს რაც მოხდა და ისიც უთხრა, რომ მელანოს გაშვება არ უნდოდა მარტო თბილიში და თავადაც მიდიოდა.
-დემნა იცი რომ საიმედო კაცი გაიჩითა რესტორნის შესასყიდლად?საბერძნეთიდან დამიკავშირდა,სანდო წყაროებმა მითხრეს, რომ ძალიან სუფთა და კარგი წარსულის მქონე ადამიანია._გვერძე გაიყვანა გიორგიმ დემნა და უთხრა.
-მართლა?მაშინ თლა მქონია წასვლის მიზეზი მეც თბილიში.
-კარგი, წავიდეთ მაშინ ყველამ ერთად!
-დაიცადე, მელანოს ვეტყვი არ მინდა,იფიქროს შემთხვევითობით ვსარგებლობთ.
-მელანო წინააღმდეგოი ხომ არ ხარ, ეს ორი გიჟი ჩვენთან ერთად რომ წამოვიდეს თბილიში?
-უი მართლა?ვხედავ ძალიან მხიარული მგზავრობა გველოდება წინ.თუ გიჟობაა, ერთად ვიგიჟოთ ბიჭებო და თვალი ჩაუკრა სამივეს.
-უკვე მომწონს მე ეს გოგო, დემნა ძალიან საყვარელია არა?
-წავედიიით, წინ დიდი და საინტერესო გზა გველის ხალოოო.
-დემნა მამიდას სიცოცხლე შენ აწი აქ როდის მოხვალ ვინ იცის შვილო,რომ ჩახვალ გამაგებინე საყვარელო.
-იქნებ ბედი იყო დღეს ჩემი აქ ყოფნა მამიდა ჰა? და თვალი ჩაუკრა მამიდას დემნამ.
-შენ დაგადგებოდეს საშველი და არ დავეძებ არაფერს,ისე მომეწონა კარგი გოგოა.დაუკვირდი კარგად,თვალი ჭამს და თვალი სვამს შვილო, გულსაც მოუსმინე ესაა მთავარი.გულში ჩაიხუტა დემნა მამიდამ,დალოცა და ისე გაუშვა.
-მოიცა ერთი მანქანით მივდივართ?ჩვენ მანქანა აქ დავტოვოთ?იკითხა გიორგიმ
-მამიდა, ჩვენ მელანოს მანქანით წავალთ და ჩემს მანქანას გიზო წამოიყვანს გასაღებს დაგიტოვებ და მიეცი რომ მოვა.უთხარი მოულოდნელად წავიდა,დაურეკესთქო.ვურეკავ და არ მპასუხობს,რომ ნახავს ზარებს ალბად გადმომირეკავს.
მონატრება ტკივილამდე: -დემნა ძალიან მერიდება და ვიცი,რომ სირცხვილი იქნება სამი მამაკაცის გვერდით ქალმა რომ წაგიყვანოთ, მაგრამ არ შემედავოთ,მანქანას არცერთს არ განდობთ.ეს ჩემი რაშია, მარტო მე მაქვს მის პედლებზე შეხებით სიამოვნება მივიღო.
ბიჭებს გაეცინათ და მძღოლს გზა დაუთმეს, მისი ადგილისაკენ.
-ოჰ, ვის გავახსენდი ნეტა?_მელანომ ტელეფონი მოიძია და დედა ურეკავდა.გაეხარდა და არც უგრძვნია, ის რომ უცხო ხალხის გარემოცვაში იყო ჯერ კიდევ და სიხარულით ჩასძახა აპარატს
-დედუცუნაააა როგორ მომენატრეეე.-
-მელანო როგორ ხარ?
-მაგრად ვარ,აი შენ რომ გაგიხარდება ისე ვარ.მოვალ ეხლავე.თქვა და ცოტა მოშორებით დადგა.
-ვინ არის შენს გვერდით,სად მიდიხარ მელანო უცხოებთან ერთად?
-უკვე აღარ არიან უცხოები,ნუ გეშინია დედუცუნა, შენი მელანო ჭკვიანია.თან იცინის.დე თაზოს ხომ არ დაურეკია შენთვის?თუ დაგირეკა უთხარი მე თქვენს საქმეში არ ვერევითქო,კარგი?
-რა ხდება,მელანო რა გააფუჭე.რატო გააბრაზე ასე ძალიან, მე რომ დამირეკოს თაზომ.
-ჯერ არ ვიცი გაბრაზებულია თუ არა, მაგრამ მაინც იცოდე,ხომ მპირდები დე?
-რაღაც ისეთი გაქვს გაკეთებული,აშკარად მთხოვ არ მიგატოვო გასაჭირში.მითხარი რა მოხდა,რომ ვიცოდე ხარ თუ არა პატიების ღირსი.
მელანომ მოუყვა ყველაფერი და ორივე ისე იცინოდნენ, მათი სიცილი უკვე გადამდები იყო.
-აბა რატომ არ მითხრა იმ იდიოტმა, ჩემი თამუნა თუ უყვარდა და ვინ იცის, უკვე რამდენი ხანია გულში მალავს ამ გრძნობას.
-კარგი შვილო,კარგ ხასიათზე დამაყენე.შენ გადარევ იმ ორს და ახლა მაგ ახალი მეგობრებიც არ გადარიო თბილიში ჩასვლამდე.
-არა დე, ესენი სულ მთლად ჩემი ჭკუის არიან ორნი და ის მესამე ძალიან სერიოზულია, მაგრამ რა სიცილი აქვს რომ შეხედოოო ვაი,ვაიიი._ჩუმად ჩასჩურჩულა დემნამ არ გაიგონოსო.
-მელანოოოო მგონი ვიღაც მოგეწონა ხო? რა ვთქვა ალილუიააა.
-ვნახოთ, დე ვნახოთ.
-კარგი წავედი მე და ჭკუით იყავი.
-კარგი გკოცნი დე. ტელეფონი გათიშა,მანქანაში ჩაჯდა და მოემზადა წასასვლელად, რომ რაღაც გაახსენდა და თავში შემოირტყა ხელები თან შეიკივლა ცივი ხმით.
-უიმეეეეეეე, რა შტერი ხარ მელანო,ეს როგორ დაგავიწყდა.ამოიღო ტელეფონი და რეკვა დაიწყო სადღაც.
-ორი წუთიც და წავედით, ძალიან მნიშვნელოვანია.თხოვნით გახედა სამივეს.
-კიდე ტელეფონზე რეკავ არ დაიღალე?
-მე რა დამღლის, შეუცვლელი ვარ და დაუღლელი.თქვა ღიმილით.
-ხო მელანო რა იყო, ახლა არ გაგითიშე შვილო?
-დედუუუ, მამიკოს ურეკავ და არ იღებს, ალბად შევიდა დარბაზში დღეს ხომ კონფერენცია აქვს.
-ხო,არ ეცლება ტლეფონისთვის.ხომ იც, როცა ვერ გპასუხობს მერე ნახავს ზარს და თავად გირეკავს.
-დეე, ძალიან გთხოვ გადაეცი რა იმ კაცის ტელეფონის ნომერი მომწეროს ტელეფონზე. ვისაც უნდა შევხვდე კარგი?
-კარგი შვილო არ დამავიწყდება ვეტყვი და თუ ვერ დაგირეკა მესიჯით მოგწერს.
-კარგი და გაკოცეთ ორივეს, დეეე.
-ხო კარგი და არ გადარიო ის კაცი ვინცაა.დაოკდი ცოტა როცა სერიოზულ საქმეზე მიდიხარ მაშინ მაინც.
მონატრება ტივილამდე: -დეე გადავხედავ და თუ ახალგაზრდა იქნა,მოვიტაცებ.
-მელანო 24 წლის ხარ და დასერიოზულდი ცოტა,დამრჩები გაუთხოვარი და ვისთვის ვწვალობ შვილო,არასერიოზული შვილისთვის?
-ნუ გამატანე მტკვარს, ყველას ესმის როგორ ლამაზად და კულტურულად ლანძღავ ერთადერთ შვილს, ბრავო დედუცუნა,ბრავოოო.გაუთიშა დედას ტელეფონი და სმენად ქცეულ ბიჭებს მიუბრუნდა.
-რაო მზად ვართ ფრენითვის,წავედით?სიცილით გადახედა მგზავრებს.
-წავედით._უთხრა გოგიტამ.
-მელანო შენთან მართლა არ მოიწყენს კაცი,ამ უჟმურს კიარ გავხარ,ისე ჩაგვიყვანს თბილიში ხანდახან სიტყვასაც არ იტყვის.წავიდნენ,მიდიან და მიუხარიათ. ყვებიან ანეგდოტებს და ერთი სიცილ-ხარხარია მანქანაში და ეს მხიარულება მელანოს ტელეფონმა დაარღვია.დახედა ტელეს და ცისარტყელას ფერებმა გადაუარა სახეზე, როცა სახელი თაზო წაიკითხა.
-ბიჭებო, აქამდე კარგად ვიყავი და ახლა ცუდად ვააარ.თუ ყვირილი დაიწყოს არ შეშინდეთ იყვირებს,იყვირებს,მე მოვიუსმენ,მერე მოვეფერები და გაჩერდება.უთხრა გაკვირვებულ ბიჭებს მელანომ და ხელის კანკალით გახსნა ტელეფონი.
ცოტა უკან დავიხიოთ და გავიგოთ რა ხდება თამროსთან და თაზოსთან. წინა დღის ძალიან დამღლელი დღის შემდეგ, ცოტა განტვირთვა ქონდათ რესტორანში და უხაროდათ დასვენების საშუალება რომ მიეცათ.
-თამ მელანო სად არის,რატომ არ მოვიდა ამდენი ხანი?
-არ ვიცი, მითხრა სანამ მე დავბრუნდები რესტორნის თვალი,ყური და ხელი თქვენ იქნებით სამივეო.თბილიში წავიდა ვიცი, მაგრამ რატო ეს არ ვიცი.მივხვდი რაღაცას ეჭიდავება ისევ, მაგრამ ხომ იცი მისი ხასიათი, სანამ ბოლომდე არ გაიგებს ყველაფერს და არ დააზუსტებს არაფერს არ იტყვის.არ იცი რა უნაირო ხასიათი აქვს,წინასწარ არაფერს არ ამბობს.
-შენ როგორ ხარ,თავს როგორ გრძნობ,ნუ იქნები დიდი ხანი ფეხზე არ გადაიღალო.ეხლა შენს მდგომარეობაში გადაღლა არ არის კარგი.
-ირაკლი რას გულისხმობ,მე მშვენივრად ვგრძნობ თავს.
-შენ კი, მაგრამ ბავშვისთვის არ არის კარგი შენი გადაღლა._ამ დროს თაზოც შეუერთდა.
-არ იჯავრო,ვინც არ იმსახურებს შენს გვერდით ყოფნას ნუ დაატან ძალას გაუშვი.წამსვლელი ადრე თუ გვიან მაინც წავა და უმჯობესია ახლა წავიდეს.თამრო მიხვდა, აქ რაღაც ისე ვერ იყო და უთხრა ბიჭებს.
-კარგად ამიხსენით აბა რას მეუბნებით და რა გაქვთ კონკრეტულად მხედველობაში.
-თამ ნუ გრცხვენია,ჩვენ ერთად გავიზარდეთ და ერთმანეთის ჭირი და ლხინი უნდა გავიზიაროთ.
-ხოდა რა გითხრათ იმ აუტანელმა გოგომ,ახლა ეს მე თქვენგან უნდა მოვისმინო.აბა გელოდებით.რა ბავშვი, რის ბავშვი,თქვენ მე გადამრევთ დღეს. ირაკლიმ მოტვინა რომ აქ საქმე სულ სხვაგვარად იყო და ერთი თქვა
-სულერთია მოვკლავ,ჩემი ხელით გამოვასალმებ სიცოცხლეს.ტელეფონი მოძებნა,გარეთ გავარდა და დარეკა.ავტომოპასუხემ უპასუხა მელანოს ნარ-ნარი ხმით.
-ვერ დაგელაპარაკები,მოგვიანებით თავად დაგირეკავ.ირაკლი ცოფებს ყრიდა მელანოს ისეთი მშვიდი და დაწყნარებული ხმის გაგონებაზე.
-დღეს გამასწარი, მაგრამ რომ არ დაბრუნდე აქ ის გერჩიოს,შენი სიკვდილი გარდაუვალია იცოდე.ირაკლი ისევ შიგნით შევიდა.თამრომ შეეკითხა
-რა ხდება ირაკლი?
-არაფერი,არაფერი.
-აბა, თავად უთხარი რა გითხრა იმ ანაკონდამ.
-თამ შენ.... აუ ჩემი, როგორ უნდა გითხრა არც ვიცი.
-თამამად,თაზო თამამად.
-ვიცი რომ ორსულად ხარ და დამალვას რა აზრი აქვს,ცოტა ხანში ისედაც ყველა გაიგებს.როდემდე დამალავ.უცებ მიაყარა სიტყვები და პასუხის მოლოდინში თვალები მაგრად დახუჭა.
-თქვენ სულ გაგიჟდით ხო? იფეთქა თამრომ და რა იფეთქა.-იმიტომ მევლებოდით თავზე ასე გუშინს მერე? არა, ვიცოდი რაღაცას რომ ხლართავდა ის დეგენერატი, მაგრამ ასე შორსაც თუ შეტოპავდა არ მეგონა.ოხ მოვკლავ ამ გოგოს, როდის უნდა დაშოშმინდეს და როდის უნდა გამოვიდეს ბავშობის ასაკიდან 24 წლისაა 2 წლინახევრის ხომ არა ყველაფერი ეპატიებოდეს.
-დაიცა,დაიცა რა ეს ტყუილია?გაოცებული,გახარებული და გაბრაზებული ეკითხებოდა თაზო.
-როდის იყო თაზო ჰაერზე ბავშვი ჩნდებოდა,ჯერ მამაკაცია ამისათვის საჭირო,რომელიც არსად არ სჩანს და ჩემამდე არავინი არ მოსულა და მერე იმ დეგენერატს რომ დაუჯერეთ თქვენც მისნაირი დეგენერატები ხართ ორივე.
-იმ ღამეს გვითხრა.გეფიცები მის მერე შოკში ვარ შენგან არ მოველოდით მე და ირა ასეთ დარტყმას,ვბრაზობდი ასე როგორ გადაგვიარათქო.თამრომ ყველაფერი მოუყვა ბიჭებს იმ ღამინდელი და ისე გაბრაზდნენ ალბად კარგიც იყო,მელანო შორს რომ იყო ამ წუთში.
-ხმა არ ამოიღოთ, ახლა უნდა გავიგო სადაცაა და იქ უნდა დავმარხო ეს მართლა ანაკონდა, ეს რა მიყო,ეს როგორ ჩავყლაპო.
მონატრება ტკივილამდე: -სადახარ გოგო, შენ საერთოდ ჭკუა მოგეკითხება?_ღრიალებდა თაზო და თხოვდა ეთქვა სად იყო.
-რაში გაინტერესებს სად ვარ,მანდ დაეტიე სადაც ხარ,ბევრი საქმე გქონდა და არ შეგაწუხე.თან სიცილს ძლივს იკავებდა.ბიჭები სამივე გაოცებული უსმენდნენ,არადა თაზოს ყვირილი ყველა სიტყვა ესმოდათ.
-გოგო ჩემს მოსაკლავად და სასიკვდილოდ გიცნობ ამდენი წლებია და მაინც ვერ გამიცვნიხარ.შენ ვინ ხარ ქალი ხარ,ქაჯი ხარ თუ რა არსება ხარ საერთოდ.
-მე ვარ მელანო გელოვანი რომელსაც იცნობ დაბადებიდან.
-მელანო ჩემს ნერვებზე ნუ თამაშობ,მითხარი სად ხარ.გააფუჭე საქმე და გაიქეცი ხო? აი საღოლ შენ რა.მითხარი სად ხარ ტაქსით მოვდივარ.
-გაგიჟდი შენ?ის გითხრა სად ვარ, მოხვიდე და მომკლა?მარტო არ ვარ იცოდე ესენი დამიცავენ.
-ვისთან ერთად ხარ გოგო და სად მიბრძანდები,რატომ არ მითხარი მე რომ მიდიოდი,კაცი ვარ თუ ვაცი.ვაიმე ეს გოგო ან სულ გამოტვინდა ან ჩვენი გაგიჟება უნდა.ირა დაელაპარაკე ძმურად თორე მართლა შემომაკვდება ხელში ეს ანაკონდა ჩემს სასიკვდილოდ რომ გაჩნდა ამ ქვეყანაზე.ეს თუ გააჩინე ასეთი სინსილა მე რაღატო გამაჩინე ღმერთო.
-მე არ მითხოვია ჩემთან ერთად დაიბადეთქო.რას გამომეკიდე უკან 20 წუთში რომ აჭყავლდი, ვერ გაჩერდი მერე იქ?
-მელანოოო ნუ მთხრი ნერვებზე.სადახარ მითხარი.მაინც წამოვალ იცოდე და ლუკასთან მოვალ და იქედან შენი წამოღებას, ახლოს თუ ხარ ჯობია მანდვე მიგამარხავ სადმე.
-ხო დაიცა,დაიცა გავაჩერებ მანქანას და გეტყვი სადაცავარ.ოღონდ ჩემს მშობლებთან შენ აგებ პასუხს იცოდე რისთვისაც მკლავ.ისე შენს მოსვლსმდე ლოცვის თქმას მოვასწრებ.
-ჩქარა გოგოოო!
-ნუ ყვირიხარ შენი ჭირიმე რა,შენს ყვირილს რომ ვერ ვიტან ხომ იცი.
-დრო ნუ გაგყავს მელანო.ბოლო დღეა შენი დღეს,დატკბი ბუნების ცქერით სანამ მოვალ.
-მაინც არ გადაიფიქრე? ხოდა ხაშურს გავცდი ცოტათი.
-დილით წასული ამდენი ხანი სად ხარ გოგო,სად დაწანწალებ,ვინ გააუბედურე დღეს შენი გაცნობით.
-წავიდე თუ მოდიხარ ჯაჯღანა.
-მოვდივარ,მანდ უნდა დაგმარხო იცოდე და ილოცე ჩემს მოსვლამდე.
-ნუ იმუქრები შენი ჭირიმე, არ ხარ ეგეთი საშიშიც. _ჩაიქირქილა მელანომ და ყურმილი დაკიდა. ბიჭებს გადახედა საწყალი თვალებით.
-ხომ დამიცავთ?არ მეგონა ასე თუ გაბრაზდებოდა.ხელები აღაპრო მაღლა და ,,მამაო ჩვენო''წარმოთქვა.გაოცებული მიჩერებია სამივე.
-გაფიცებ ყველაფერს, რა გააფუჭე ასე რომ გაამწარე.ალბად ძალიან ზედმეტი მოგივიდა.უთხრა დემნამ.მოუყვა ბიჭებს რაც გააკეთა და ოთხივე ერთ ხმაში იცინოდნენ.
-აუ ჩემი, გადარიე კაცი და ახლა რას შვრები.მართლა მოვა დავიჯერო?
-ნახე როგორ გაამწარე? ქუთაისიდან ტაქსით მოდის შენს აქ ხაშურში დასამარხავად.სიცილს ვერ წყვეტდა გოგიტა.
-დიდი ხანია მელანო ამდენი არ მიცინია,მაგრამ ალბად მე მართლა შემომაკვდებოდი, ეს რომ ჩემთვის გაგეკეთებინა.არ მინდა თავი თაზოს ადგილზე წარმოვიდგინო.უთხრა დემნამ სიცილით.
-რა გინდათ ამ გოგოსთან,ის თუ ვერ აღიარებდა ხომ გაახელინა თვალები და აღიარებინა სიმართლე, გაბრაზება კიარა მადლობა უნდა უთხრას.
-მარტო შენ გაიგე ჩემი საქციელის არსი გიო.ამ დროს ტაქსი გაჩერდა და საცოდავი ხმით აკნავლდა.
-ვაიიიიი, ახლა უკვე ცუდად ვაააარ.იფრინა თუ რა ხდება,ასე ძალიან ეჩქარებოდა ჩემი მოკვლა ამ ბიჭს?დააჭყიტა თვალები მელანომ ნახევარ საათში თაზო რომ დაინახა მისი მანქანის წინ მდგარი.
-ოხ,ეს მართლა გაბრაზებულია, ღმერთო მიშველე.
-ჩამოდი ძირს მელანო.მანქანაში ვერ მოგკლავ,მანდ სივრცე არ მეყოფა შენს მოსაკლავად.
-როგორ ხარ თაზო? ეხლა შენ კიარა მე უნდა ვიყო გულმოსული იცი ეს შენ?
-გოგო,ბოდიშიც ხომ არ მოგიხარო შემთხვევით?
-არ იქნებოდა ურიგო.
-მელანო გინდა გამაგიჟო?შენ საერთოდ აზროვნებ რომ აკეთებ რამეს?ეს რა მიყავი იმ ღამეს,საიდან დაარეხვე ეს ტყუილი, სამი დღეა გამოლენჩებული დავდივარ, და დღეს იდიოტის როლში ჩამაყენე იცი ეს შენ?
-იდიოტი ხარ აბა რა ხარ,ამდენი ხანი თუ გიყვარდა რატომ არ ამხელდი.მე მიმალავდი?ყოჩაღ, ხოდა ზუსტად ეს განგებ გავაკეთე,ახლა ხო აღიარე, რომ გეგონა დაკარგე შენი გულის კვარაკუნჩხა.თქვა და გულიანად გადაიკისკისა.
-ახლა ეს როგორ მოვკლა, მითხარით ხალხო._ და ბიჭებს გადახედა.
-დაიცა, ესენი ვინ არიან,გოგო ვის მიყვები და სად მიყვები თან სამ უცნობს შენ ტვინი ნაღრძობი ხომ არ გაქვს.გიორგი ძია რას მიშვრები ამას,ეს გოგო მე რომ ჩამაბარე, მალე ჩამოდი რა გთხოვ,სანამ შეიწირა ჩემი სიცოცხლე ამ შეუბრალებელმა.
-გიორგიმ იცის მე სადაც მივდივარ,რომ იცოდე ცნობისათვის ყმაწვილო.
-რა გგონია,არ დავურეკავ და არ ვეტყვი? შენი ხმა და კრინტი არ გამაგონო,დადუმდი.თქვა თუ არა ტელეფონი ამოიღო და გიორგისთან დარეკა საბერძნეთში.
-როგორ ხართ გიორგი ძია?
-რა ძია თაზო რამე სერიოზული უნდა მითხრა, ასე სერიოზულად რომ დაიწყე?
-ხო და გაქვთ დრო?შეხვედრაზე ხომ არ ხართ?
-არა, დავასრულე უკვე, მითხარი რა ხდება,მელანოს ეხება?
-კი,სწორედ თქვენს ანაკონდა შვილს ეხება.მამამ იცის თბილიში რომ მივდივარო და გადავამოწმე.
-აჰაჰაჰააა, ვაიმე ცუდად ვარ თაზო.ანაკონდა როდის მერე გახდა მელანო?
-სულ იყო, მაგრამ დღეს გესლი გადმონთხევა ზედმეტი მოუვიდა.ხაშურში დავეწიე და აქ უნდა დამემარხა, ახლა ეს რომ ტყუილი ყოფილიყო.
-გაიხარე კარგად გამაცინე,როდის უნდა გაიზარდოთ.მელანო გეტყვის ყველაფერს
-არაფერსაც არ ვეტყვი მა.
-გაჩუმდი შენ შვილო.აბა თქვენ იცით,კარგად დაუკვირდით ყველაფერს თაზო.მითხარი ასე რატომ ხარ გამწარებული.რა გიყო დღეს ასეთი.
-ეს თქვენს შვილს უთხარი და მოგიყვება.ისე შენთვის თუ გინდოდა კარგი ვერ გააკეთე ? და თაზომაც გაიცინა.
-თაზოოო თქვენ ერთად არ ვარგიხართ და ვერც უერთმანეთოდ ძლებთ.მიკვირს, რომ დაოჯახდებით რას იზამთ და როგორ გაძლებთ შორი-შორს ერთმანეთისგან.მითხარი რა გიყო მაქვს ცოტა დრო.
-წამოდი და მე გეტყვი. სიცილით უთხრა ქმარს ნათიამ.მოესმა მელანოს დედის ხმა.
-კარგი წავედი თაზო და ჭკუით იყავით.მელანოს აქვს იმ კაცის ტელეფონის ნომერი ვინც უნდა ნახოთ,საღამოს დაურეკეთ.ახლა არაა თბილიში, საღამოს რომ დაურეკავთ შეგითანხმდებათ სად და როგორ უნდა ნახოთ.
-კარგი ბ-ნო გიორგი ამჯერად გადარჩა თქვენი ერთადერთი შვილი სიკვდილს,მეორე ასეთი განმეორდება და იცოდე ჩემი ხელით მოვგუდავ.
-კარგი, კარგი მასე ქენი და გელოდები, ახალი და კარგი ამბებით.
-რა გიყო ეხლა მე შენ,გაპატიო თუ დაგაბეტონო აქ?ჯერ გამაცანი ეს ხალხი ერთად უნდა ვიმგზავროთ და ბიჭებისაკენ წავიდა.
-გამარჯობათ.თაზო ჟორჟოლიანი ამ ქალბატონის ბიზნეს პარტნიორი.გაიცვნეს ერთმანეთი და ძალიან შეეწყვნენ კიდეც ერთმანეთს.
-ისე ერთს გირჩევთ და დაიმახსოვრეთ.არ ენდოთ,წაღმა წასვლის მაგივრად უკუღმა წაგიყვანთ და მერე თავში არ ირტყათ ხელები.ყველა იცინოდა ერთ ხმაში, მოეწონათ თაზო.
-აბა წავედით?_იკითხა მელანომ.
-შენ სად ჯდები ქალბატონო?!_ მელანომ ისეთი თვალებით გახედა უცებ შეცვალა თაზომ.
-ხო კარგი ნუ გამბურღე თვალებით,საქალბატონე.მანქანა დღეს ჩემია და არც იოცნებო შემედავო, თორე ამ წუთში აგისრულებ იმას, რისთვისაც აქამდე მოვედი გამწარებული.
-უიმეეე რა უჟმური ხარ,ხომ იცი წინ რომ ვერ ვჯდები ვააა.
-აბა ეხლა სად ზიხარ, უკან კაპოტზე?წინ თუ ვერ ჯდები როგორ მართავ მანქანას.
-მანქანას რომ ვმართავ, ის სულ სხვაა იდიოტო.ის ადრენალინს მიძლიერებს,მაგრამ შენ რას გიხსნი უტვინო ხარ, აუტანელო.მე უკან დავჯდები,დაეგდე შენ წინ და ნელა იარე, არ გადაგვჩეხო სადმე.
-კიდე რა ვარ სინსილა?!მასე ქენი უკან დაჯექი, წინ გამოსაჩენი მაინც არ ხარ შენ, დააფრღხობ ხალხს._უთხრა და ენა გამოუყვეს ერთმანეთს.
-ბედი შენი,იქ ახლოში რომ არ მყავდი დღეს.
-ეს გათვალისწინებული მქონდა და გათვლილი უჟმურო.უთხრა სიცილით.
-ასე რომ ვხალისობდეთ ყოველთვის როცა მოვდივართ ამ გზაზე რა კარგი იქნებოდა?_ ხალისით თქვა გოგიტამ.მელანო ბუზღუნით წავიდა და უკან დაჯდა.დემნამ მოიმიზეზა, წაუძინებ თბილიში ჩასვლამდეო და ისიც მელანოს გვერდით მოთავსდა,გოგიტა წინ გადაისროლეს და ისევ სიცილ-ხარხარით გაუდგნენ გზას.
-მელანო აკი ჩემს რაშსს ვერავინ ვერ ეხებაო_უთხრა გიორგიმ.
-დაიცა ახლა დღეს გაბრაზებულია და გულს დაიშოშმინებს,დამშვიდდება და მერე რაღაცას მოვიფიქრებ ახალს.
-მტერს შეუჩნდი შენ.ჩემსავეთ ვინ გიცნობს,რა იციან შენ რა ხარ,თორე გაგიცნობდნენ თუნდაც ესენი?ისე როდის მოასწარი შე გველო ნათიასთან დარეკვა!
-დედუცუნამ თავად დამირეკა,სიზმარი ვნახე თაზო მოგდევდა და გემუქრებოდაო.
-ღადაობ ახლა,ნათი არ გეტყოდა მაგას!
-დღეს დავურეკე, მეგონა დარეკავდი შენ და მე მოგასწარი.
-არა,არ დამირეკია.რა აზრი ქონდა შენ მოგდგებოდა.
-ჩემი სკოლააა ეს.თქვა თუ არა გემრიელად გადაიკისკისა.
დემნას უკვე შიგ გულში ხვდებოდა მელანოს კისკისი და ტიკტიკი რომელიც სულს უფორიაქებდა.ცოტა ხანში თაზომ შეხედა თავი ჩამოუდვია დემნას მხარზე და ტკბილად ჩასძინებოდა.
მონატრება ტკივილამდე: -დაიღალა ადენი ტიკტიკით და ჩაეძინა.რა გიჟია ეს გოგო.მაგარი ნერვები უნდა ქონდეს მაგის შეყვარებულს ან ქმარს.არა სად იყო მთელი დღე,მაინტერესებს სად დაბოდიალობს.მოუყვა დემნამ როგორ გაიცნო მელანო და როგორ ცუდად გახდა,რა იყო მიზეზი,რატომ დააგვიანდა თბილიში ჩასვლა.
- ეხლა რადგან პატარა კარგადაა და სერიოზული არაფერი მოსვლიათ არც ერთს და არც მეორეს მოსალოცად გვქონია საქმე,მიხარია, ამ სისინას ცოცხალი რომ ვხედავ.ისე ასეთ სიგიჟეებს ელოდეთ,მაგრამ ერთგული მეგობარია,არ იფიქროთ, რომ გიღალატოს ან საიდუმლოს გაანდობ და გათქვას.ჭკუაზე მჭრის მაგრამ მაინც მიყვარს ეს საზიზღარი გოგო.
-დიდი ხანია იცნობთ ერთმანეთს?დაინტერესდა დემნა.
-დაბადებიდან.20 წუთით ადრეა ჩემზე დაბადებული და ამას მაძახებს სულ.კიდე კარგი წლებით არაა უფროსი თორე თავის ჭკუაზე მატარებდა.მე ,მელანო და ჩემი ალალი ბიძაშვილი ერთ დღეს ვართ დაბადებულები მაიმუნის წელში და ამიტომ სულ ვმაიმუნობთ.იმ სამშობიაროს სახლიდან,დღემდე ერთად მოვდივართ და დღემდე ერთმანეთს სისხლს ვუშრობთ. საუბარი თაზოს ტელეფონმა შეაწყვეტინათ.
-ხოო, თამ როგორ ხართ!
-ჩვენ კარგად ვართ შენ სად ხარ, ნახე მელანო და დაეწიე? სად არის ახლა მე და ირა ვნერვიულობთ ძალიან თაზო.ისე გაბრაზებული გახვედი აქედან, მართლა არ მოწიო არაფერი,ხო იცი რა გიჟიცაა.
-მელანო დავადუმე და ახლა თბილიში მივდივარ.ბილეთს ავიღებ და გავასწრებ საქართველოდან!
-რააა,სამუდამოდ დაადუმეეე,ვაიმეეე ირაკლიიიიი.მოწსმათ თამროს განწირული კივილის ხმა.
-რაა თამრო.რა გაყვირებს, რა ხდება.მოესმა ბიძაშვილის ხმა თაზოს.
-ირაკლიი,თაზოა და დავადუმე სამუდამოდ,ახლა საქართველოდან გავრბივაროოო.მიახარა ტირილით ირაკლის.
-მომეცი ტელეფონი,დაჯექი შენ.ალო,ბიჭო შენ სულ ხომ არ გაუბერე ,რა ქენი, სადაა მელანო რამე მოწიე მართლა?
-დადუმებულია ნუ გეშინია.
-რაააა, გინდა ამჭრა?
-ძინავს შე ჩე....ა რა იყო.არა როგორ იფიქრეთ რამეს დაუშავებდი ამ ჩერჩეტელას,კარგადავართ.თბილიში მივდივართ, გიოს ველაპარაკე და მითხრა რისთვის მიპელენწუკობს იქ ერთი სერიოზული საქმეა რა და რომ მოვაგვარებთ დაგირეკავთ.მანდ თამროს მიხედე ბავშვი არ დააგდოს ძირს და გადაიხარხარეს.არა ეს რა გამიჩალიჩა რა.აბა დროებით..ტელეფონი გათიშა და სარკეში მელანოს და დემნას გახედა.
-მოკიდე მაგ საცოდავს ხელი დემნა,თორე თავი ძირს ჩამოუვარდება ვერ ხედავ?როგორ ვერ ხედავდა დემნა მაგრამ თაზოსი ერიდებოდა.ხელი გადმოატარა და მის მკლავის ქვეშ მოიმწყვდია მელანო მარცხენა მხარეზე გულთან ეფრქვეოდა მისი ცხელი სუნთქვა.დემნა თვალდახუჭული ფიქრობდა და ჩანდა რომ მასაც ეძინა.ძალიან საყვარლები იყვნენ, ორივე ერთმანეთზე ტკიპასავეთ მიკრული.თაზოს გაეცინა და გოგიტას თხოვა
-გოგიტა ძმურად რა, იმ ორს გადაუღე ფოტო.გოგიტას გაეცინა და უთხრა
-რა ჩაიფიქრე თაზო,სამაგიერო უნდა გადაუხადო?გოგიტამ არა მარტო თაზოს მობილურით,თავის მობილურითაც გადაუღო ფოტო დემნას და კმაყოფილმა ჩაიცინა.
-კარგი წყვილია არა?_ასე მხიარულად ჩავიდნენ თბილისამდე.
-ამათი გაღვიძება კია საცოდაობა, მაგრამ უნდა გავაღვიძოთ
-არა არ გაბედოთ,მანქანას მივაყენებ ახლა მე ერთ საიმედო ადგილას და ამათ აქ დავტოვებთ.ჩვენ კი წავალთ.ნახოს გაბრაზება როგორია._საზიზღრად ჩაიქირქილა თაზომ.
-თქვენს გვერძე ყოფნა, მართლა საშიშია ხომ იცი.თქვა გოგიტამ.
-ერთად ვართ ბიჭებო?
-ერთად ვართ. ერთხმად უთხრა ორივემ.
-მაშ წავედით.თაზომ იმ კომპანიასთან მიიყვანა მანქანა სადაც ნინი და ლუკა მუშაობს.გადავიდა და დაცვას მოელაპარაკა,თან გასაღები დაუტოვა რომ დაინახავდა გაიღვიძებდნენ გასაღებს გადაცემდა.
-ყველაფერი რიგზეა.ჩვენი საერთო მეგობრისაა ეს კომპანია და გაგაცნობთ მერე.
-ახლა სად მიდიხარ თაზო.
-სასტუმროში წავალ,ნინის ვერ შევაწუხებ ასე გვიან, თან არაა ლამაზი მისი ძმა არ არის სახლში.
-არა, არა რა სასტუმრო, ჩვენთან წამოდი.არ გაინტერესებს რა მოხდება რომ გაიღვიძებენ და გადმორეკავენ?
-მე გავთიშავ ტელეფონს,რომ არ შემაწუხოს მისმა წიკვინმა.
-ასე უშლით ხოლმე ნერვებს?
-დღეს თავად გამომიწვია.ლამის ავიჭერი ჭკუიდან თამრომ რომ მითხრა გაგაბრიყვათ ორივე და მას როგორ დაუჯერეთო.აწი რომ კვდებოდეს და სიმართლე იყოს არ დავუჯერებ მაგ უტვინო გოგოს.
წავიდნენ გზაში კერძები წააყოლეს ხელს და სახლის გზას დაადგნენ.სახლში მივიდნენ,მაგიდა გააწყვეს,ცოტა-ცოტას სვამდნენ და უფრო მეტს საუბრობდნენ.გაუადვილდათ უფრო ასე ერთმანეთის გაცნობა.
-თაზო რა უნდა შეგეკითხო.მელანოს ყავს ვინმე? ნუ შეყვარებულის პონტში ვკითხულობ.შეეკითხა გიომ.
-რატო მეკითხები.შენც იმას ფიქრობ რასაც მე?
-ხო მე მგონია კი არა და დარწმუნებული ვარ, დემნა არ უნდა დარჩენილიყო გულ-გრილი მელანოს მიმართ.
-ეგ მეც შევამჩნიე ბიჭებო.მელანო გიჟია, მაგრამ ძალიან ფაქიზია და ძალიან მგრძნობიარე.მაგრამ ვინც არუნდა იყოს, უნდა იცოდეს რომ ის სიტყვა მეგობრობას ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.მელანოს არასოდეს არ ყვარებია.როგორც თავად ამბობს რაღაც განსაკუთრებულს ველოდებიო.
-მელანო თავადაც განსაკუთრებულია.რომელი საათია,კი მაგრამ დავიჯერო ამდენი ხანი ძინავთ?დემნას ამდენი ხანი მის თბილ ლოგინშიდაც არ უძინია, დამეფიცება რომ სიმართლეს ვამბობ.
-ნუ ჯავრობ.რა გგონია მელანოს სასიკვდილოდ გავიმეტებ?
-რა ვიცი,დაგიჯერო?არადა, დღეს ცოტაც და საცოდაობის მოწმე გავხდებოდით სამი ადამიანი.წაკბინა გოგიტამ და სამივემ ერთ ხმაში გაიცინა.მელანოს ცუდი წოლისაგან კისერი და წელი ეტკინა.ერთი შეფხიზლება თითქოს შეიფხიზლა,მაგრამ უფრო კომფორტულად მოეწყო.დემნას ხელი გადაადო წელზე და მის კისერში ჩარგო თავი.გაგანია ზაფხულია მაგრამ გარეთ მაინც სიგრილე იყო და შეცივდა ცოტა, ამიტომ ეძებდა დემნას ხელებში სითბოს.დემნამაც მოხვია უფრო მაგრად ხელები და გულში ჩაიკრა ეს სუსტი და ნაზი არსება.აბრუებდა მისი თმის სურნელი.საოცარი შეგრძნება დაუტოვა ამ გოგომ,გაუთბო გული და სული.არავისთან არ უგრძვნია ასეთი რამ,არავის შეხებას არ აუფორიაქებია ასე,ზის წყნარად მელანოსთან ერთად და ფიქრობს.ფიქრობს ყველაფერზე,წარსულზეც და უფრო მომავალზე.ეეხ დემნა,დემნა ნუთუ დადგა ის წუთი,რომ ჩემმა გულმა ვინმეზე იფიქროს და თან სერიოზულად?დაიცა ძმაო მოვლენებს ნუ გაუსწრებ წინ,ვნახოთ მომავალი რას გვიჩვენებს.დემნას მელანოსნაირად მოწონდა ღამე და ღამის სიწყნარე.მაგრამ ახლა უფრო შეუყვარდა რადგან ამ რამდენიმე საათმა ძალიან ბევრ რამეზე დააფიქრა.ხელი შეუწყო ფიქრებში ღამემ და მისმა სიჩუმემ.ფანტასტიკურია ღამე,მან ყველას საიდუმლო იცის და იმ ყველასთან ერთად, ახლა დემნას ფიქრებიც შეერწყმა.მადლობა,დიდი მადლობა დღევანდელი ჯადოსნური ღამისთვს თაზო.მშვიდად ძინავს მელანოს მის მკერდზე.ვერ ინძრევა არ უნდა გააღვიძოს,მოუნდა ასე ყავდეს აკრული მის გულზე მთელი ცხოვრება და მხოლოდ ის იცავდეს ყველასგან და ყველაფრისგან..ნელა-ნელა მელანომაც შეიღვიძა და ამოიკრუსუნა.
-მცივააა,.თვალი გაახილა,მაგრამ ვერ მიხვდა სად იყო,ვისი ხელები უჭერდა წელზე.ახედა და დემნას დააკვირდა.ირგვლივ გაიხედა და....
- ვაიიიი, ეს ხომ ნათიას კომპანიაა,აქ რა მინდა? ბიჭები სად არიან?დემნას შეხედა ისევ და ფრთხილად დაუძახა,წყნარად და ნაზად.-დემნააა.
-უუუმ,დაიცა რა ცოტა,დამაცადე.
-რა დავიცადო მცივა, იმ იდიოტებმა მიგვატოვეს აქ უფლის ანაბარად.არ შეგცივდა მაინც?
დემნამ თვალები გაახილა და მელანოს მიაჩერდა.
-იცი,ძნელია მაგრამ ეს დრო უნდა გამოვიყენო და რაღაც უნდა გითხრა,მელანო.
-რა, სიზმარი უნდა მომიყვე?მეღადავები დემნა?ასეთ მდგომარეობაში რა სიზმარი ნახე სატრფოს გაფიცებ.
-შეყვარებული არ მყავს და არც მყოლია.ამის გაგება თუ გინდოდა,გიხაროდეს ეს სიმართლეა,მაგრამ მე უფრო სხვა რამის თქმა მინდოდა. ბევრჯერ მინანია რომ ვილაპარაკე ხოლმე,მაგრამ დღევანდელ საღამოს არასდროს ვინანებ,რომ ამდენი ხანი ვდუმდი და შენ გაკვირდებოდი.უთხრა და თვალი არ მოუშორებია მელანოსთვის.არც მაშინ მძინებია როცა ფოტო გადაიღეს,არც მაშინ როცა წავიდნენ და არც მაშინ როცა შენ გეძინა ჩემს გულზე,ჩემს მკლავებში.ვუსმენდი შენს სუნთქვას და მათრობდა ნელა-ნელა შენი სურნელი.მელანო დღეს გაგიცანი,მაგრამ უკვე მომაჯადოვე.არ მინდა გაგიშვა და სულ ჩემთან მინდა მყავდე!
-დემნა ჩვენ ერთმანეთს არც კი ვიცნობთ,არ ვიცი რა გითხრა,პირველად ჩემს ცხოვრებაში არ შემიძლია პასუხი გავცე ადამიანს.წავიდეთ რა გთხოვ,სახლში მიგიყვან და მერე მე ნათიასთან წავალ!
-დაიცა ვნახო ეს გიჟები სად არიან,შენ გაჩერდი არ დაილაპარაკო.ეს ხო მიხვდი რომ განგებ მოწყობილია, ეგონა პანიკაში ჩაგაგდებდა თაზო.
-მაგრამ არ გამოუვიდა თაზიკოს!.გიორგის ნომერზე დარეკა და იმ წუთში უპასუხა გიომ.
-სადახარ ბიჭო, თქვენ საერთოდ კარგად ხართ?აქ როგორ მიგვატოვე!
-ააა,უკვე გაიღვიძეთ გვრიტებო?ცუდმა სიზმარმა გაგაღვიძა თუ კისრის ტკივილმა?
-ნუ გლახაობ,თაზო სად არის?გაიღვიძებს მელანო და მერე ეს გაეკიდება მოსაკლავად,თქვენ კი გამზავებელი იქნებით.
-ძინავს მელანოს?
-ხო არ გაუღვიძია და მე არ ვიცი სად წავიყვანო,სად ცხოვრობს მისი მეგობარი!
-მოიყვანე აქ და ხვალ აქედან ერთად გავალთ.აქაა თაზოც.
-სამივე ერთადაა,წავედით თავზე დავადგეთ,მათ გონიათ შენ ისევ გძინავს.
-წავედით,მართლა ძალიან დავიღალე.ხვალინდელი შეხვედრა რომ მახსენდება, აუუ როგორ არ მინდა რომ წავიდე.მთელი დღე ვიძინებდი.
-იგივეს გეტყოდი მეც,მგზავრობას საერთოდ ვერ ვიტან.მაგრამ უნდა ვაღიარო,პირველად ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო მგზავრობა იყო მელანო.თითქოს მელანოც მოაჯადოვა დემნამ.საერთოდ ვერაფერს ამბობდა,არადა სხვა დროს,სხვა ვითარებაში ვინც არ უნდა ყოფილიყო თავს გადაუხსნიდა ასეთი საუბრისთვის.
-მელანოს გზაში ისევ ჩაეძინა და დემნამ ხელში აყვანილი შეიყვანა.პირდაპირ მის ოთახში შეიყვანა და დააწვინა ნელა.პლედი გადააფარა,შუბლზე თბილი ამბორი დაუტოვა და ბიჭებთან გავიდა.
-თქვენ, საერთოდ თუ აზროვნებთ ან ერთი,ან მეორე,ან მესამე.რა ბავშვებივით ითამაშეთ,რას გავს თქვენი საქციელი.
-დემნა დაჯექი.უთხრა თაზომ სერიოზულად.ოთხივე დაჯდა ერთმანეთის პირისპირ.თაზომ სერიოზულად დაიწყო.
-დემნა გატყობ რომ სერიოზული ადამიანი ხარ.არც ისეთი მცირე ასაკის რომ უხარიათ ქალის გრძნობებზე თამაში, მე ჩემსას გეტყვი და მერე შენ თავად იცი რა,როგორ უნდა გააკეთო.მინდა გითხრა მელანოზე ორიოდე სიტყვა.ბიჭებსაც უთხარი რომ ის ძალიან ნაზი და მგრძნობიარეა,მას არასდროს არ ყვარებია.შეგხედე და შეგატყვე რომ გულგრილი არ ხარ მის მიმართ,მე საერთოდ განზე გავდგები,ის გამიხარდება ჩემი დობილი და ჩემი ბავშობის მეგობარი ბედნიერი რომ იქნება,მისი ბედნიერება მეც გამაბედნიერებს,მაგრამ გაფრთხილებ,თუ ოდესმე ატკენ მელანოს ისე რომ იმ ტკივილს ვერ ახსნი და თავს ვერ გაიმართლებ,ნუ მოძებნი, რადან გაგიჭირდება მისი დაბრუნება.უშეცდომო არავინაა და საერთოდ ადამიანი შეცდომებზე სწავლობს,მაგრამ ის ძალიან ჯიუტი და ამაყია და მისი სიამაყით შეიძლება მისი ახლო ადამიანებიც დაკარგოს.მეც ისე დამკარგავს უკან არც მომხედავს,მას ძალიან მტკიცე ხასიათი აქვს,გაუფრთხილდი მას დემნა შენ გაბარებ,უკეთესს პატრონს მისთვის ვერც ვინატრებდი.ხვალ მნიშვნელოვანი შეხვედრაა და თუ გაამართლა,შეიძლება ის თბილიში გადმოვიდეს.თქვენზე უკეთესს ვერავის ვერ ვენდობი.ლუკა,დათო და თქვენ სამივე იქნებით მისი დამცველი.მას არასდროს ყვარებია და ეცადე ეს გრძნობა რომელიც უკვე იწყება მასში,რაც მე დღეს დავინახე შენს მიმართ გაამყარო.დაიცავი,მოუფრთხილდი და შეინარჩუნე ბოლომდე.დემნა გაკვირვებული უსმენდა თაზოს.ადგა და მადლობები უხადა ასეთი თბილი სიტყვებისთვის.შემდეგ დაიშალნენ, რომ ცოტა დაესვენათ რათა ხვალისთვის ნორმალურად ემსჯელათ.
ყველა ადამიანს რაღაც მიზანი და ადგილი აქვს თავის ცხოვრებაში,ასე იყო დემნა ჯაყელიც.იწვა,მაგრამ როგორ შეძლებდა დაძინებას როცა, მის ოთახში,მის საწოლში იწვა ქალი საოცრება და მშვიდად სუნთქავდა.ნელა-ნელა ღამის სიშავით ჩაბნელებული ოთახი ხასხასა დილის ნათელმა ფერებმა შეცვალ,.ახალი დილა და ახალი იმედი შემოიჭრა ოთახში.მზის სხივები მოეფინა ყველა კუთხეს,სადაც კი შეძლო შეღწევა.მოეფერა მძინარე ლამაზ არსებებს და მისი სიეშმაკით დააღვიძა ყველა.დემნა წამოდგა და მთელი ღამის უძილო,ისევ თავისივე ფიქრებში ჩაძირული ყავის მოდუღებას შეუდგა.ვერადა-ვერ ამოიგდო თავიდან მელანოზე ფიქრი.-რას მიშვები მელანო რას.,,ყველაზე დიდი სილამაზე ამაღლებული უბრალოებაა'',აი ეს უბრალოება მომწონს მე შენში და შენსკენ მიზიდავს.
-დილა მშვიდობის!_შემოესმა დემნას თან ნაზი და თან უცხო ხმა.ის ხომ მიუჩვეველი არ იყო ქალის ხმას მის სახლში.აქ ქალი არ ცხოვრობს, აქ ხომ მისი მარტოობის ბუდეა.შემობრუნდა უცებ და ხელში შერჩა ლამაზი ზღაპრის ფერია ოღონდ თმადაუვარცხნელი,დაკუჭული ტანსაცმლით და ფეხზე მამაკაცის მასზე ბევრად დიდი ზომა ოთახის ფლოსტებით.შეხედა და გულიანად გაიცინა.
-ვაიმეეე,სარკეში ჩაიხედე?დილა მშვიდობის მელანო.-ძალიან თბილად თქვა ბოლო სიტყვა.
-რა გაცინებს,ასე ცუდი შესახედი ვარ?
-არა,სულაც არა უბრალოდ მაინტერესებს ეს ფლოსტები სად იპოვნე და თან ცალ-ცალი.
-რაც ვნახე ის ჩავიცვი,ისაა შეიძლება ყავა გავიკეთო? მოვკვდები ყავა თუ არ დავლიე ახლა.
-სამზარეულო შენს განკარგულებაშია მობრძანდით.ყავა მოიდუღა და ერთად დაჯდნენ აივანზე.ორივე ჩუმად იყო თავიანთ ფიქრებში ჩაძირული.
-თაზოს სად ძინავს დემნა? უნდა გავაღვიძო,წასვლის დროა.
-შენ სადაც გეძინა ,მის გვერდით ოთახშია,აცადე იძინოს თითქმის დილა იყო რომ დავწექით.წამოდგა,არ გრძნობდა უცხოდ ამ სახლში თავს და არც დაფიქრებულა ისე წავიდა ფლოსტების ფრატუნით.ღიმილით მიყვებოდა უკან დემნა.შეაღო თუ არა საძინებლის კარები,ხედავს თაზოს ბალიში თავზე ადევს და ისე ძინავს.არ იცოდა უკან დემნა თუ იყო.გაექანა კარებიდან და თაზოს ზემოდან დაახტა.თან ყვირის ადექი,ადექი ჩქარა მიწისძვრაა და უნდა გავასწროთ,გავიქცეთ ჩქარა,ჩქარააა.
-ააა რააა? მართლა?შეშინებულმა წამოხტა და შეხედა მის გვერდით მომღიმარ მელანოს.
-გოგო რატო გინდა მაინდამაინც საცოდაობა მე ჩამადენინო,სიკვდილი თუ გინდა წადი გადახტი კლდიდან,ჩემგან რა გინდა,გინდა მე გავხდე მკვლელი?დემნამ თავი შემოყო და ღიმილით თქვა. .
- როდის უნდა დაიზარდოთ ხალხო.
-ამას კითხე,მაგ შეკითხვა ამ ალქაჯს დაუსვი,მე გაზრდილი ვარ.
-რა გააკეთე გუშინ მე მებღვირები კიდევ?
-რა გავაკეთე ცუდი.
-რატომ დამტოვე ქუჩაში უცხო ადამიანთან? გეგონა სამაგიეროს მიხდიდი და სცენებს მოგიწყობდი?ნწუ,ნწუ,ნწუუ თაზო მიფრთხილდი, ფოცხვერი ვარ ღრაუუუ.ხელებით ბრჭყალები უჩვენა ასე დაგბორჭყნიო.
-აჰ, შენი საშველი არ იქნება.მაგრამ იცოდე მელანო დემნა უცხო აღარაა.უცხო თუ იყო კარგად კი მოკალათდი მის მკერდზე და ხვრინავდი გემრიელად.
-არ ვიცი მე ხვრინვა იდიოტო.ადექი ახლა და წავიდეთ, დღეს ბევრი საქმე გვაქვს.
-წადი ახლა ყავა მოადუღე,მივირთმევ და წავიდეთ.
-ვისაც უნდოდა კიდეც მოადუღა და კიდეც მიირთვა.
-ვინ მოადუღა?
-დემნამ და მე მივირთვი.
-კი მაგრამ არ შეგრცხვა?
-რატომ უნდა შემრცხვენოდა,მე ხომ აქ სტუმარი ვარ?
-კი გინდა დიასახლისის სტატუსით იყო მაგრამ..... ვერ მოგართვიიიი.
-ჩუმად იდიოტო არ გაიგონოს.
-ვინ გაიგონებს კარები დაკეტილია და ისე მე მომეწონა დემნა,უხდებით ერთმანეთს.
-ადექი,ადექი აქ მაჭანკლობა რო გამიმართე დღეს დიდი დღეა,დიდიიი.ნინის დავურეკავ არ გაგვასწროს სამსახურში და დაგველოდოს.
-მიდი აბა მოვწესრიგდეთ და წავიდეთ მელო!
-ყველამ თავისი ნაგორავები ლოგინი გადაასწოროს და ყველამ მისი ყავის ჭიქა გარეცხოს.გასცა ბრძანება პატარა ქალბატონმა და ყველა გაოცებული მიჩერებოდა.
-რა იყოთ, რას მომჩერებიხართ. აბა არ უნდა ისწავლოთ ოჯახობა?
-შენ სჯობია სხვა რამე ნახო და ჩაიცვა ფეხზე,არ წამოედო რამეს მაგ ფლოსტებით თორემ დაშავდებიიი.სიცილით უთხრა გოგიტამ.
-ნუ ჯავრობთ არ დავეცემი.
დილა პოზიტივით დაიწყო.ყველამ ერთად დატოვა სახლის ზღრუბლი და დაემშვიდობნენ ერთმანეთს თბილად და ლამაზად.
ფიქრობდა და უკვირდა მელანოს როგორ არ გაცვალეს ნომრები.ახლა სადღა ნახავდნენ ერთმანეთს,ეს ბედის ირონიაა აბა რა არის.ძლივს ნაპოვნი ის რასაც ეძებდა ამდენი წლები,საპნის ბუშტივით გაქრა და ჰაერში გაიფანტა.
-რაო მელო, რაზე ფიქრობ?
-არაფერზე თაზო,მალე მინდა მორჩეს ეს ყველაფერი.
-რაღაც, უცებ გაგიფუჭდა ხასიათი.
-ხო ნი სახლში ხარ?ხო უკვე მოვედი,ამოვდივარ.
ნინი მოკლე პიჟამოებში იყო გამოწყობილი,არ ელოდა თაზოს.რომ მორჩნენ ხვევნა-კოცნას,მერე შეამჩნია ჯერ კიდევ კარებში მდგარი თაზო.
-უიიი,თაზოოოც აქააა?მოდი,მოდი.რატომ არ მითხარი გოგო თაზოც თუ მოგყავდა ლუკას არ გაუშვებდი კომპანიაში.
-ლუკაჩო უკვე ჩამოვიდა?აკი ჯერ არ ელოდი და სიურპრიზი უნდა მოუწყოთო?
-მე უწყობდი სიურპრიზის და თავად მომიწყო აქეთ მოულოდნელად დამადგა თავზე ორივე დათოც და ლუკაც.
-უი დათკაც ჩამოვიდა?
-ხო აქაა ისიც რაღაც საქმეებზე გავიდა.მაცადე ახლა ჩავიცვა გამიშვი.გავარდა ოთახში და უცებ რაც მოყვა ხელში ის ჩაიცვა.ატმისფეერი სრიალა სარაფანი და თეთრი ბალეტკები,თმა ჩამოისწორა და მისაღებში ნიავივით გაფრიალდა.თზო ტელეფონზე საუბრობდა მერე მელანოს მიუბრუნდა და უთხრა:
-მელანო მოდი რა დავრეკოთ იმ კაცთან,იქნებ არ არის ისევ თბილიში,ხომ უნდა გავიგოთ.როდემდე ველოდოთ,შენ მაიმუნობა არ მოგწყინდება მაგრამ იქითაც საქმეებია არ დაგავიწყდეს.
-ხო ახლავეს, თავს მოვიწესრიგებ თორე ასე მგონია ბომჟი ვართქო,წუხელ ტანსაცმელით მეძინა რაც ყველაზე ძალიან მეზარება.იცვლიდა და თან ნინის უყვებოდა ამბებს რაც გადახდათ თავს,აქამდე მოსვლამდე.სამივე იცინოდა და ერთმანეთს უყოფდნენ კარგ ხასიათს.
-მოდი ლუკას დავურეკავ,მოვიყვან რა და ხვალ მივხედოთ საქმეებს.
-არა, ლუკას არაფერს არ ეტყვი,თავზე უნდა დავადგე,გთხოვ არ დაურეკო.
-კარგი,კარგი როგორც შენ გინდა,შენს ნათქვამს მაინც არ გადახვალ.ნინომ უცებ გააწყო საუზმე.ისაუზმეს სამივემ მსუბუქად და წასასვლელადაც მზად არიან.
-დაიცა, ახლა გამძღარი ვარ და დავრეკავ.თქვა და მამის გადმოგზავნილ მესიჯებში მოძებნა ნომერი.
-რომ არ გამძღარიყავი არ რეკავდი? ხო შეგხედავდა ახლა შენ იქ ვინცხაა იქედან,დანაყრებული ხარ, თუ მშიერი ხარ წაქცევაზე.იცინოდა ნინი.
-დაიცა გოგო,დამაცა ახლა.ღრმად ჩაისუნთქა და მოემზადა.
მელანოს თითქოს ნაცნობი და უცნობი ხმა მოესმა.მაგრამ უცებ გაიფიქრა რა სისულელეაო.
-უკაცრავად მე რესტორნის თაობაზე გაწუხებთ. შეგიძლიათ,რომ შევხვდეთ და ვისაუბროთ?
--???.
-ალო? გესმით ჩემი?
-???.
-დიახ, მე მოვალ მეგობართან ერთად.
???
-მელანო გელოვან და თაზო ჟორჟოლიანი.
-???.
-შევთანხმდით.6 საათზე.შეხვედრამდე.
-6 საათზე უნდა შევხვდეთ.თაზო რაღაც ისეთი გრძნობა მაქვს ამ ხმის პატრონს ვიცნობთქო
-რა სისულელეა, მაგრამ შენგან არაფერია გამორიცხული.
-აბა გავედით და ლუკას დავადგეთ თავზე.
სიყვარულის პასუხი დადგენას მეცნიერები წლების მანძილზე ცდილობდნენ, მაგრამ ვერ შეძლეს,მაგრამ ადამიანები მას თავისებურად ხსნიან.როცა ვიღაცა გიყვარს, სამყარო სხვანაირი გეჩვენება,ყველაფერი გიხარია,თვალები გიბრწყინავს და გგონია ყველაზე ბედნიერი ხარ.სწორედ ეს სიპტომები აქვს დემნა ჯაყელს ახლა ამ წუთში.ის პატარა ბავშვივით ცქმუტავს და რაღაც უხარია.როცა მეგობრები ერთად დაემშვიდობნენ თაზოს და მელანოს თითქოს მითვის სამყარომ შეწყვიტა ბრუნვა.სუნთქვა შეეკრა როცა მისი თვალთა ხედვიდან თანდათან გაქრა მათი მანქანა და მანაც სხვა გზაზე გადაუხვია.ძალიან დასწყდა გული,მაგრამ რა მოხდა ახლა და რამ ააცქმუტა ასე?ამასაც ახლავეს გავიგებთ ძვირფასებო.დემნა,გოგიტა და გიორგი სამივე დემნას კაბინეტში ისხდნენ და საუბრობდნენ მათი ბიზნესის გარშემო,მათ საქმიანობაზე.ეს სამი ადამიანი ერთმანეთის სული და გულია.მათ უბრალოდ უერთმანეთოდ ცხოვრება კიარა, სუნთქვაც არ შეუძლიათ.რას ნიშნავს მათთვის სიტყვა მეგობრობა.
დემნა ჯაყელისათვის მეგობრობა ეს არის გაგება,ერთმანეთის დაფასება,სიყვარული,მხარდაჭერა,თანადგომა,საერთო ინტერესები არ არის აპრიორი,მთავარია საერთო ფუნდამენტალური ღირებულებები,უფრო მთავარი კი მეგობრობის ფასის გააზრება და მისი მოფრთხილება.
გიორგი ქარჩხაძისათვის მეგობრობა ეს არის ქცევა,რომელიც ვლინდება ურთიერთ გაგებით და მხარდაჭერით პიროვნებებს შორის.ის მოიცავს ურთიერთობებს ადამიანთა შორის,რომელთაც გააჩნიათ საერთო ცოდნა,ინტერესი,გატაცება,ერთმანეთში აზრის გაცვლა და მოსმენა.
გოგიტა ლაშხის თვალით შეხედული მეგობრობა კი ურთულესი რამაა ასახსნელად.ის არც სკოლის საგანია და კერძოდაც ვერავისთან ვერ ისწავლი.არადა მეგობრობის აზრი თუ არ იცი ჩათვალე,რომ ვერაფერი გისწავლია ცხოვრებაში.აი ასე ხსნის ეს სამი მეგობარი მეგობრობას.სამი განუყრელი ადამიანი რომლებისთვის სულიც რომ არ დაეშურებათ.ახლაც ერთად ზის და მსჯელობენ თავიანთ საქმეზე.ერთმანეთის გარეშე არ გადაწყვიტავენ პატარა უმნიშვნელო თემასაც კი.
-როგორ მაინტერესებს ბიჭებო ვინაა ის იდუმალი ადამიანი, რომ დღემდე არ ჩანს.მაინტერესებს ვის უნდა ჩვენი რესტორნის ყიდვა.
-არ დაურეკია?დღეს ხომ უნდა დაერეკა,იქნებ გადაიფიქრა?
-გული კარგს მიგრძნობს დარეკავს აი ნახავთ.თქვა დემნამ.
-და რატომ ხარ ასე დარწმუნებული?
-მაგას თავი დაანებეთ.დარეკავს მაგი თუარა სხვა დარეკავს.გიზომ დარეკა დემნა?იკითხა გოგიტამ.
-ეს სულ გამოტვინდა ამ ბოლო პერიოდში.ბიჭებო მე არ მომწონს გიზოს ქცევები და უნდა დავაკვირდეთ.არა მგონია რესტორანს ამოდენა ვალი ჰქონდეს.ყოველ დღე სავსეა,ერთერთი პრესტიჟული რესტორანია.პროდუქტები ყოველ საღამოს შეზიდვას ვერ უთავდებიან.დარწმუნებული ვარ აქ რაღაც სხვა ამბავია.
-ვნახო....სიტყვის დამთავრება ვერ მოასწრო დემნამ მისი ტელეფონი რომ ანათდა.
-დიახ გისმენთ!
-???.
-დიახ,დიახ,თან დაიბნა დემნა.
რადგან ეს ხმა ძალიან ნაცნობი და მისი სულის ამფორიაქებელია,ღმერთო არ ვცდებოდე.ღმერთო ვიპოვნე და ნუ დამაკარგვინებ.გაითიშა წუთიერად დემნა.
-დიახ მესმის,მარტო ხართ თუ გახლავთ ვინმე?
-???.
-და თუ საიდუმლოდ არ იტოვებთ თქვენი და თქვენი მეგობრის ვინაობა მითხარით რომ უპრობლემოდ შემოხვიდეთ.
-???
ღმერთო, მადლობა რომ ჩემი ვედრება შეისმინე.
-კარგი 6 საათზე მობრძანდით.მისამართს ამ ნომერზე მოგწერთ.
-???
-დროებით, შეხვედრამდე.გათიშა ტელეფონი და ბიჭებს გადახედა,თან წყნარად თქვა.
-არ დაიჯერებთ ახლა ვინ დარეკა და ვის უნდა ჩვენი რესტორნის ნახვა.
-არ თქვა, რომ სასწაულები ხდება,მგონი მივხვდი!
-მეც მივხვდი. ბიჭები სიხარულისგან მაღალ ხმაზე იცინოდნენ.
-დიახ, სწორედ გამოიცანით.მელანო და თაზო,აი რა შეხვედრას ახსენებდნენ გუშინ და დღეს.
-დემნა ეხლა ნომერი გაქვს და აბა შენ იცი.არ გაუშვა ხელიდან ეს გოგო,მაგრად მომწონს.მისი იუმორით და მისი გიჟი ხასიათით.ახლა ბიზნეშში ვნახოთ როგორია. ამ სამყაროში ყველაფერი უნდა ეძებო,სიყვარულისა და სიკვდილის გარდა.ისინი თავად გიპოვნიან,როცა დრო მოვა და აი მგონი მოვიდა დრო ძმაო.კარგი წყვილი იქნებით.
-შენ მოილიე უკვე ყველაფერი.გაცნობაც და დაქორწინებაც.დაიცა მას შეიძლება საერთოდ არ მოვწონვარ გიო ნუ ჩქარობ.
-არ ვცდები არა,თუ გინდა ნიძლავს დაგიდებ რომ არც ისაა გულგრილი შენდამი.
-არა გიო.ნიზლავით მოპოვებული ქალი რად მინდა.ის ყველაფრით უნდა მგრძნობდეს მე,როგორც მე ვგრძნობ მას.
-კარგი მაგის დრო არ არის ეხლა,მაგრამ ჩათვალე ის უკვე შენია.და თვალი თაუკრა.
-ახლა საქმე.შენ დემნა და გოგიტა წადით ახლა და 6 საათამდე აქ იყავით.და კიდე რომ გახვალთ მდივანს უთხარით არ წავიდეს,სტუმრებს ველოდებით 6 საათზეთქო.კარებში დაცვაც გააფრთხილეთ, რომ უპრობლემოდ შემოუშვან.
-შენ არ მოდიხარ?
-არა,რაღაც საქმეები დამრჩა მოსაგვარებელი და თქვენს მოსვლამდე მოვაგვარებ.წავიდნენ თუ არა დაფაცურდა გიო და ისიც გავიდა,მაგრამ სულ მალე დაბრუნდა,თან ჩუმჩუმად იცინის.შევიდა ისევ დემნას კაბინეტში და შეუმჩნეველ ადგილზე ვიდეო თვალი დაამონტაჟა.უნდოდა მერე კადრშიც ენახა მელანოს და თაზოს სახეები მათ რომ დაინახავდნენ. ნინი,მელანო და თაზო ლუკასთან წავიდნენ.ოხ როგორ უხარია ლუკას ნახვა,როგორ მოენატრა.გაიხსენა როგორ ატარებდნენ დროს საბერძნეთში საღამოობით.ხან მონასტირაკზე იყვნენ,ხან აკროპოლზე.
-ნი გახსოვს ერთხელ ლუკავიტოზე რომ ავედით,სულ ზევით-ზევით.იქ რომ დავთვერით და მერე გადმოვდექი სიმაღლიდან ეკლისიასთან.იმ ეკლესიაში ვილოცეთ ჯერ,გამოვედი და როგორ ავბობღდი იმ კლდიდან თითქმის მთელი საბერძნეთი ჩანს.ძალიან ლამაზია,ულამაზესია.იქედან დანახული ათენი.იქ დავდექი ხელები გავშალე და დავიყვირე ,,საბერძნეთო ულამაზესი ხარ, მაგრამ ჩემს საქართველოს ვერ შეედრები ვერც შენ და ვერც სხვა ქვეყანა.ის ერთადერთია,პატარა და ლამაზი.მე მივდივარ,იქ იმ პატარა სამოთხეში.იქაა ჩემი ფესვები და აქ ეს ფესვები ვერ ხარობენ,რადგან მიწა არ არის ნოყიერი.ჩემი ფესვები მხოლოდ იქ ხარობს და მხოლოდ იქ იშლება''.
-ვაიმე მახსოვს ხალხი როგორ შეიყარა.თან ტირილი რომ აგიტყდა.ლუკა როგორ გეხვეწებოდა ჩამოდი ძირს გეხვეწები.ვაიმე გადახედვაც მეშინია.აქ რამ აგიყვანა, ეს გოგოა თუ თხა ვერ გამიგიაო.
-მოკლედ სადაც წახვალ, შენს კლასს ტოვებ.იცინოდა თაზო.
-თაზო სასაცილო უფრო ის იყო,ხალხს ეგონა ლუკა და მელო შეყვარებულები და ლუკამ თუ უარი უთხრა, არ მიყვარხარო და ეგონათ ეს თავს იკლავდა უარის თქმის გამო. ვაიმეეე აღარ შემიძლია
-ჩამოათრია იქედან როგორც იყო და მერე თავში უთაქუნა ,,შენ დალიე ცეცხლიო''.ასე სიცილ-კისკისში მოვიდნენ ლუკას კომპანიამდე.
-თქვენ აქ დარჩით, ჯერ მე შევალ.
-ხო კაი ჩვენ უკან გამოგყვებით.
-დაიცა ასე ვერ წავალ.მუხლამდე კაბა ეცვა მელანოს და ძალიან,ძალიან დაიმოკლა.წითელი კვასკვასა პომადა გადაისვა.სათვალეები გაიკეთა და წავიდააა.
-მოგკლავს ლუკა ასე რომ დაგინახავს.-სიცილს ვერ იკავებდა ნინი.
-აჰ არა, შენი საშველი არ იქნება და სულ შარში ყოფნას, ჯობია მიგიშვა შენს ნებაზე.რაა გოგო ეს კიდე ვერ აიწიე?გაიხადე ბარემ,რად გაცვია უკანალსაც არ გიფარავს,გაბრაზდა თაზო.
-დაიცა კაცო მერე გავისწორებ. წავიდა მელანო და თან პორთმელს აქნევს აქეთ-იქეთ.ლუკას კაბინეტი იცოდა სადაც იყო და პირდაპირ იქ წავიდა.მდივანმა გააჩერა,ახედ-დახედა და ცხვირის აწევით უთხრა.
-ბ-ნი ლუკა დაკავებულია,ვერ შეხვალთ.
-გადაეცი რომ ველოდები.
-ვერ გადავცემ.მინშვნელოვანი სტუმრები ყავს, ვერ შევალ.
-ახლა მომისმინე.თუ ვერ შეხვალ,ახლავეს დაურეკე და უთხარი,თუ არ მიმიღებს ტელევიზიაში წავალ და იქ გამოვაცხადებ რომ მისგან შვილს ველოდები.გასაგებია?დაკვესა თვალები მელანომ და მისი სიტყვების გაგონებაზე თაზომ თავში წაიცხო ხელები,ნინი კი სიცილისაგან ვეღარ სუნთქავდა.დაიბნა მდივანი, არ იცოდა რა ეთქვა და ისევ ტელეფონზე დაურეკა ლუკას.
-გისმენთ.ხომ გითხარით ქ-ნო თამარ არ დამაკავშიროთ არავისთანთქო.
-ბ-ნო ლუკა ეს ძალიან მნიშვნელოვანია.აქ ვიღაც ქალია მოსული და ამბობს რომ თქვენგან შვილს ელოდება,და თუ არ მიმიღებს ტელევიზიაში წავალო.
-რაო?ვინაა არ უთქვამს?გამოვალ ახლავე ან შემოუშვი.გაბრაზდა ლუკა და ღრიალებდა.
-აქ როგორ გაბედა მოსვლა მაგის... ლუკას ხმა გარეთ ისმოდა.მელანო კი სიცილს ძლივს იკავებდა.
-შებრძანდით გელოდებათ. უთხრა გაოცებულმა მდივანმა.
-სენქს! უთხრა და ტანის რხევით წავიდა კაბინეტისკენ.
მივიდა კარებთან,ერთი ღრმად ამოისუნთქა და კიარ შეაღო შეგლიჯა კარები და ხედავს ორი უსიმპატიურესი ბიჭი ზის და თვალებდაჭყეტილები მიაჩერდნენ მელანოს.თვალებს არ უჯერებდნენ ეს მელანოა?არც მიუქცევია მათთვის ყურადღება და პირდაპირ შეტევაზე გადავიდა.
-რა გეგონა ბ-ნო ლუკა ვერ მოგაგნებდი?ამხელა კომპანიის პატრონს გინდა პასუხისმგებლობას გაექცე?ლუკა დადუმდა,მიჩერებია და ხმას არ იღებს.
-რატომ არ მეუბნები რამეს?თქვი ახლავეს, რომ წავალთ და ხელს მოვაწერთ. გაგიჟებას ცოტაღა უკლდა იმ ორს ეს რა მესმისო.
-არა არ მჯერა,ეს დაუჯერებელია.მაგრამ შენგან ყველაფერი რომაა მოსალოდნელი ესეც არ დამვიწყებია!
-ააა გახსოვარ ბ-ნო ლუკა თქვენ მე გაგახსენდით?
-ახლა გახვალ გარეთ.მაგ კაბას გაისწორებ,წესიერად შემოხვალ და მერე მოგეფერები.უნდა გავბრაზდე მარა არ გავბრაზდები რადგან გიჟს რომ გაუბრაზდე უარესს გააკეთებს და შენ ნორმალური არ ხარ.
-ლუკა ძალიან მშვიდად ლაპარაკობდა.მელანომ დაიხარა და უთხრა.
- კიდე კარგი თორე, ხმას რომ არ იღებდი მეც თავად შემეპარა ეჭვი ჩემს ორსულობაში.
-აჰაჰაჰაჰაა, ჩემი წიკვინააააა,ვეღარ მოითმინა ლუკამ და გულში ჩაიკრა.
-ჩემი ლუკაჩოოო. ასევე მელანომ და გადაეფსკვნენ ერთმანეთს.გაისწორე ეს კაბა,რა გეგონა ვერ გიცნობდი შე უაზრო?რამდენი წელი მოგემატა მას შემდეგ და ამ თავში ტვინი საერთოდ არ მომატებულა?
-რა საზიზღარი ხარ,შენი მდივანი კი გადავრიე. გულიანად იცინოდნენ.გარეთ სიურპრიზი გელოდება ლუკ.
-ჯერ დაიცადე,სირპრიზები მერე იყოს. გაიცანით ჩემი დობილი და უსაყვარლესი ადამიანი მელანო გელოვანი.ესენი კი ჩემი ძმები მელო,დემნა ჯაყელი და გოგიტა ლაშხი.მიბრუნდა ბიჭებისკენ კაბის სწორებით და...
-ვაიიიიი, თქვეეენ???
-იცნობთ ერთმანეთს? ასეთ გიჟობებს მიჩვეული ვარ მელანოსგან და იმიტომ არ გამკვირვებია.იმ წუთში ვიცანი რომ შემოვიდა,6 წელია არ მინახავბს,მაგრამ მაინც.
-ვიცნობთ კი როგორ არა.თქვა ღიმილით და ბიჭებს ხელი ჩამოართვა.
-ეხლა რომ არ აგეხსნა ეს სიტუაცია მელანო,მთლად დამეკარგებოდა შენზე რაც წარმოდგენა მქონდა.
-აჰაჰაჰა მე სიურპრიზებით და მოულოდნელობებით დავდივარ დემნა.ამიტომ ერთ დღეს შენ რომ აღმოჩნდე ასეთ სიტუაციაში,თამაშში უნდა ამყვე. უთხრა და თვალი ჩაუკრა.
-დიდი სიამოვნებით ვითამაშებ ასეთ თამაშს შენთან მელანო და დემნამაც თვალი ჩაუკრა.ოთახში ნინი და თაზო შემოვიდნენ.ამ ხვევნა კოცნაში იყვნენ რომ ლუკას მესიჯი მოუვიდა.დახედა და დემნას გაკვირვებულმა გადახედა.მესიჯი კი ჩუმად გადაიკითხა.
-არ გაამხილო რესტორნის ამბავი,საერთოდ არ ახსენო აქ და ახლა.მერე აგიხსნი ყველაფერს ძმურად.ცუდი არაფერი არ იფიქრო.არ მომწერო არაფერი, მიხვდებიან.ლუკამ არაფერი არ შეიმჩნიადა ჩვეულებრივად თაზოს მიუბრუნდა
-აბა როგორ ხართ,რას შვრებით.გატარებს მის ჭკუაზე მელანო ხო?
-ცოტაღა მაკლია ავიჭრე ჭკუიდან ლუკა.ხანდახან მინდა მაგრად ვცემო,მაგრამ ისე შემოგხედავს ცემა კიარა, კოცნით მოგინდება გაგუდო.
-აჰაჰაჰა,ეს ახალი არაა ჩემთვის.მელოს 15 წლიდან ვიცნობ,ფაქტიურად ერთად გავიზარდეთ და მთელი ათენი გვაქვს შემოვლილი.რამდენჯერ ფეხშიშველებს გვივლია წვიმაში.ნინიც აიყოლია ეს ბუნჩულა გოგო და მელანოსთან ერთად როცა იყო,ისიც ველური ხდებოდა და მე მაუგლის როლში გამოვდიოდი,ამათ დავდევდი სულ.
-ლუკ როგორ იყო გლიფადაში რომ ვიყავით?
-აუ ჩემი რა გამახსენა.ზღვაზე ვართ და მოგვშივდა,წავედით დავიარეთ და არცერთი ბარი არ მოგვეწონა.ბოლოს მივადექით ერთ რესტორანს ,,ზერვას''აუ მოითხოვა უზო(არაყი)მარტო დალია.მერე აიტეხა უნდა ვიცურაო,წყალში უნდა შევიდეო და დაიწყო გახდა.უცებ მოვტვინე,მელანო ხალხი გიყურებს რას შვრები მეთქი.,,შენ გაჩერდიი''თითი დამიქნია.მივხვდი ეს ვერ არის კარგადთქო,ფული დავყარე მაგიდაზე გადავიდე ბეჭზე და ისე წამოვიღე იქედან.რამდენი გიჟობები გვაქვს გაკეთებული სულ ჩვენ გვეძებდნენ.კარგი დრო იყო.
-ეს ყველაფერი კარგია ლამაზი წარსულის მოგონება ლუკ მაგრამ ჩვენ გვაგვიანდება,შენს სანახავად მოვედით.საღამოს ჩაუჯდეთ კარგი?
-კარგი მაგრამ სად მიდიხართ?დაინტერესდა ლუკა.
-ერთი კაცი მყავს სანახავი და უნდა ვნახო!
-კაცი თუუუუ.თვალმოჭუტულმა გახედა ელანოს.

-არა,არა ნუ ფიქრობ ეშმაკურად.თაზო მიმყვება იმ კაცის სანახავად.
-რამე სერიოზულია?თუ რამე ხო იცი,ზარი ახლობელთან და შენი გულის მტკენელს ძვლებში გადავხსნი მელო.
-ხო მაგრამ,არ ვიცი ვინაა და თუ ახალგაზრდა იქნა ჯერ დავკერავ,თუ არაფერი გამომივიდა,მერე მოვიტაცებ.
-რა უნდა ქნა?კითხა დემნამ უცებ.თან ეცინებოდა.
-უნდა დავკერო.ტელეფონში ძალიან სექსუალური ხმა ჰქონდა და ვნახავ,მარტო ხმა აქვს კარგი თუ თავადაც კარგია.
-კარგი წადი წარმატებები!-უთხრა ეშმაკურად.ნი აქ გამოგიაროთ თუ სახლში წავიდეთ პირდაპირ მე და თაზო.
-წადი შენ სადაც გინდა,მე მოვალ ჩემით.არ მინდა ვინმემ ქუჩაში მცემოს,.მე მშვიდად მინდა ვიარო.ნინის სიტყვებზე ყველას გაეცინა.
-თაზო წავედით.
-ღმერთო შენ გადამარჩინე, ეს საქმე გამოვიდეს ლუკა და გეფიცები ხვალიდან უკვე ვეღარ მნახავ აქ.
-ასე მოგაბეზრე უკვე თავი?თვალები აუცრემლიანდა მელანოს და გავარდა გარეთ.
-ღმერთო რა შეგცოდე.გამოუჩინე ვიღაცა ამ გოგოს და მე შემეშვი რა მოხდება.წავედი თორე არც მომიცდის ქუჩაში დამტოვებს და არ ვიცი იქ როგორ მივიდე.აბა დროებით.გავარდა გარეთ და კარში დაეწია მელანოს.ახლა რა გეკუთვნის,რა ბავშვი ხარ ეს 24 წლის გოგო.
-თაზ იცი რას ვფიქრობდი ახლა?
-ხო აბა მითხარი.
-მაინტერესებს რატომ ყიდიან რესტორანს,ძალიან გაფუჭებული საქმე არ იყოს.
-მაგას იქ რომ მივალთ მაშვინ გავიგებთ,ასე ზეპირად რა გითხრა მელანო.
-შენ ხომ არასდროს მიმატოვებ და ხომ არ წახვალ თაზ?ხომ იცი მე თქვენით მიხარია ყველაფერი.ეს სიგიჟეებიც,თქვენი სიყვარული მაგიჟებს და ბავშვის ასაკში მაბრუნებს.
-რაო მელანო აღიარების დღე გვაქვსო?ხომ კარგად ხარ? გული ამიჩუყე,სულ ცოტაც და ვიტირებ შე ოხერო.წამო,წამო როდის იყო რომ მიგატოვე.თუმცა ბევრჯერ იყავი მიტოვების ღირსი.წამო მოვემზადოთ ასე წავიდეთ?
-უი მე კი მაქვს ტანსაცმელი, მაგრამ შენ?
-წამო ვიყიდოთ რამე.ჯერ 1 საათია მოვასწრებთ.წავიდნენ თაზოსთვის იყიდა მარტო რაც უნდოდათ და სახლში წავიდნენ.
-რა ჩავიცვა თაზ შარვალი?არა ხო?
-ახლა ჯინსი და თავისუფალი ჩაცმა არ გამაგონო.ამ საქმეს კლასიკური სტილი უხდება და ასე ჩაიცვი შენც.
-კარგი ბ-ნო თამაზ თქვენ როგორც ბრძანებთ.
-ისე შენ ხანდახან გირტყამთ ტვინში და გასასინჯი ხარ ექიმთან.
-უი ქააა შენ გაგიხმეს ეს ტვინი რაცა გაქვს.კისკისებს მელანო და თაზოც აიყოლია.
-ეს სადღა მოთხარე,რას არ მოიგონებ ხოლმე რა.
-ჰე,აბა დროზე დაიწყე მომზადება 5-ზე უნდა გავიდეთ!
-არის სერ და პირველი თავად შევარდა აბაზანაში.-თაზოოოო,ყვირის აბაზანიდან მელანო.
-რა გინდა გოგო.
-ხალათი შემომიგდე რაააა,დამავიწყდააა გეხვერწებიიი.
-არა,რომ შედი რა შეიტანე მანდ.
-ჩემი თავი გარეთ ხომ არ დამრჩებოდა თაზო.
-აჰა გამომართვი.ხელი შეყო კარებში და ხალათი მიაწოდა.მელანო კი რისი მელანოა რაიმე არ გააფუჭოს.სანამ ხალათს გამოართმევდა თაზოს მიუახლოვდა და ხელზე უკბინა.
-ვაიმეეეეე.შენ გოგო გააფრინე?ეხლა უნდა დაგაძვამბილო წესით მაგრამ მანდ ვერ შემოვალ.
-მოდი ახლა, მიიღე შხაპი და გაგივლის ტკენა.
-ხო კარგად ვართ.აბანოშია,არა 6 საათზე მივდივართ,ხო გაგაგებინებთ.
-მამაშენმა, გამაგებინეთ რას იზამთო მელანო.
-გავიგონეეე.
ოთახში შევიდა და მზადება დაიწყო.შავი მუხლებამდე კაბა,შინდისფერი კლასიკური პერანგი.წინ ჩვეულებრივი და უკან ძალიან თხელი.შავი მაღლები,თმები გაშვებული და ბოლოები დახვეული.გამოვიდა ოთახიდან და თაზოს წინ დატრიალდა.
-მე მზად ვარ, მაგრამ ჯერ შემომხედე როგორი ვარ?
-ვააა რა დაცემა ქალი ხარ მელო.არა უნდა გითვალთვალო,არავინ არ მომპაროს შენი თავი.
-წავედით.უფალო გადმოგვხედე დღეს გვჭირდები.სულ გვჭირდები მაგრამ დღეს, დიდი დღეა დიდიიიი!
დემნა ჩაფიქრებული ზის.საათს დასჩერებია და ბრაზდება დრო ასე ნელა-ნელა რომ მიიზლაზნება.ჩამოყალიბდი დემნა რა გემართება.დაგღალა ამ ცხოვრებამ მაგრამ შენს ცხოვრებაში ის სხივი შემოვიდა რომელსაც ელოდი,განსხვავებულს და განსაკუთრებულს.გამორჩეული ხარ მელანო,ჯერ ასე არავისთან ყოფნა არ მდომებია.სურვილი იმდენად დიდია რომ უკვე ვეღარ ვიმორჩილებ.რას მიშვები პატარა ქალო რას.დაძაბული ვარ უკვე ექვსიანთან მოახლოებული ისარი მაფრთხობს.რა მოხდება მელანო რომ მოვა და მე ანუ ჩვენ დაგვინახავს აქ?ნეტა გაბრაზდება?და აი მდივანიც შემოვიდა.
-ბ-ნო დემნა სტუმრები მოვიდნენ.
-შემოუშვით ქ-ნო გულიზა.მდივანი გაბრუნდა და გზა სტუმრებს დაუთმო და ტარატატატააამ, აი უკვე გაჩერდა დემნას გული და აღარ მუშაობს,კარებში კი მელანო დგას თვალებდაჭყეტილი.არცერთს არ აწყენდა ახლა ცივი წყლის დალევა, რომ დაბრუნდნენ რეალობაში.
-შედი გოგო რამ გამოგაშტერა. უჯიკა თაზომ და აი ახლა თავად გაშტერდა.
-დააამ,აი სიურპრიზიც ამას ჰქვია, აქაც თქვენ?
-აქაც ჩვენ.როგორც ხედავ მარტო შენ არ ხარ სიურპრიზების მოყვარული მელანო.ჩვენც შეგვიძლია მოულოდნელად გავაკვირვოთ ხალხი.უთხრა დემნამ და ოთახში შემოიპატიჟა სტუმრები.
-რას მიირთმევთ ჩემო სტუმრებო?
-მე ყავას დავლევ,ცივს ოღონდ!-უთხრა თაზომ.
-თქვენ მელანო?-მე ცივ ჩაის თუ შეიძლება ყავას არ ვსვამ.ჩუმად და მორცხვად ჩაილაპარაკა მელანომ.
-ქ-ნო გულიზა ჩვენთვინაც გაიმეორე დილანდელი,ისევ ისეთივე და სტუმრებს ცივი ყავა და ცივი ჩაი მოართვით.უთხრა მდივანს გიორგიმ.
-მელო ხასიათი გაგიფუჭეთ?იკითხა გოგიტამ.
-არა,არა.ეს ისეთი მოულოდნელი იყო გეფიცები მართლა გამიკვირდა.თქვენ არ გელოდით და უნდა ვაღიარო, ძალიან გამიხარდა თქვენ, რომ აღმოჩნდით ამ ყველაფრის უკან. კმაყოფილი მიაჩერდა დემნა მელანოს.აკვირდებოდა მის საუბარს,მის სახის ნაკვთებს და ძალიან მოეწონა მისი კლასიკური სტილი და საერთოდ ეს გოგო ძალიან იზიდავს.
-აბა დემნა რადგან ნაცნობები ვართ,გულწრფელად აგვიხსენი რა ხდება.
-დასამალი არაფერია თაზო.არაჩვეულებრივი რესტორანია,კარგ ადგილზე მაგრამ არ ვიცი რა ხდება.პრობლემებს პრობლემები დაემატა და ერთად გადავწყვიტეთ სამივემ რომ გავყიდოთ.დავიღალე თაზო,ძალიან დავიღალე.
-და ასე ადვილად ყრით ფარ-ხმალს?შეიძლება რესტორნის ხარჯთარიცხვის წიგნი ვნახო?თვალს გადავავლებ თუ წინააღმდეგი არ იქნებით!
-გოგიტა გადი რა გიზოს კაბინეტშია ყველაფერი იქ არის და გამოიტანე.
-არა, იქ იყოს და თუ ნებას მომცემთ ადგილზე შევამოწმებ.ასე ჯობია.თქვენც წამობრძანდით და ყველამ ერთად ვნახოთ.
-კარგი წავიდეთ.მელანოს ყველა საბუთი აჩვენეს.არ აქცევდა მათ ყურადღებას,ყველაფერს ამოწმებდა,ძალიან ბევრ უზუსტობას წააწყდა საბუთებში და მიხვდა რომ დემნას მლიქვნელთან ქონდა საქმე.
-რა ხდება მელანო.რამე იპოვნე ისეთი რაც არ მოგწონს ხო?მიხვდა თაზო ისე არ იყო ყველაფერი, როგორც უნდა იყოს.მელანომ თაზოს ისეთი თვალებით გახედა,ყველა მიხვდა რასაც ამბობდა-სწორად მიხვდიო.
-მდააა,ჩვენ ახლა ისევ დემნას ოთახში გავიდეთ და იქ ვილაპარაკოთ.აქ სადმე ქსეროქსი გვაქვს?
-ჩემს კაბინეტშია და იქ დავაქსეროქსოთ.
-კარგი წავედი.!მელანომ ყველა ფურცელი დააქსეროქსა და მერე ის ყველა ერთად შეკრებილი გოგიტას ისევ იმ ოთახში გაატანა.
-გოგი ესენი გაიტანე და სადაც იყო და როგორც იყო ისე დადე.ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
-ყველას უკვირდა მელანოს სიმტკიცე და საქმის მიმართ ასეთი გარდასახვა.აღარ გავს იმ გიჟ გოგოს.მათ წინ საქმიანი ქალი დგას,წარმატებული ბიზმესმენი რომელსაც თავისი სფერო კარგად ესმის.სანამ გოგიტა არ დაბრუნდა ხმა ვერ ამოაღებინეს,თან ისე სერიოზულად იჯდა ვერც ბედავდნენ დალაპარაკებას. მოლოდინში იყო ოთხივე როდის ალაპარაკდებოდა.
-მაშ ასე, ახლა შეგეკითხები და გულწრფელად მიპასუხე დემნა.
-შემეკითხე გელოდები.
-ეს წეღანაც აღვნიშნეთ და კიდევ გეკითხები,რესტორანს ყიდი.
-კი,მართალია მელანო ვყიდი.
-და რატომ ყიდი დემნა.ჩემთვის ძალიან გაურკვეველია ამოდენა მოგება აქვს ყოველ წლიურად და შენ ყიდი და რატომ?
-რას ამბობ.რესტორანს აღარააქვს იმდენი შემოსავალი ეს სამი წელია როგორც ადრე.სულ წაგებაზე ვმუშაობ. სრული სიმართლე ესაა მხოლოდ.
-და არასოდეს გიფიქრია,რომ თავად გაგეკონტროლებინა ხარჯთა რიცხვები?ამის სრული უფლება გქონდა,როგორც მეპატრონეს.
-სიმართლე გითხრა ისეთი ადამიანი არის სათავეში, იმას ვერ გავაკონტროლებდი და აი ამიტომ მოვედი ამ გადაწყვეტილებამდე.
-რა ძალიან ცდები დემნა?ეს ბიზნესია.შენ დიდ თანხას დებ აქ,და რატომ დებ თუ მოგებას ვერ ხედავ?აქ კონტროლი ყველას სჭირდება შენც,მეც,თაზოსაც,გოგიტასაც,გიორგისაც და ყველას.მითუმეტეს იმას თუ ახლობელი გყავს სათავეში.აქ ამ სფეროში ნაცნობი არ უნდა ამუშავო ან უნდა აკონტროლო ან უმჯობესია უცხო,უცნობი.ჯობია მათგან მოიპოვო ნდობა ვინემ ნაცნობისგან უნდობლობა დაგრჩეს.შენ რა გგონია მე ახლა აქ რომ ვზივარ და ხვალ ან ზეგ წავალ ქუთაიში,არ მოვიკითხავ იმ დღეების გასავალ-შემოსავალს არაფერს?დავჯდებით ერთად და ერთად ვიმსჯელებთ.წაგებასაც ერთად გავიყოფთ და მოგებასაც.აი ესაა ბიზნესი დემნა.ნუ მიყურებ ასე გაკვირვებული, კარგად დაჯექი სადაც ზიხარ ახლა რასაც გაიგონებ გული არ წაგივიდეს.
-ნუ მაშინებ მელანო.
-სულაც არა, მე თვალი მინდა აგიხილოთ უბრალოდ.იცი შენი გაფლანგული სამი წლის შემოსავალი რამდენს შეადგენს?ვერცერთი ვერ იღებდა ხმას.ქალმა როგორ მაჯობაო, ბრაზობდა სამივე ცალ-ცალკე.
-შენ რომ გეკონტროლებინა ეს რესტორანი ახლა გასაყიდი კიარა სამ მაგისთანას დადგამდი.საკმაო ზარალი მოგაყენენ სამივეს დემნა.ძალიან დიდი თანხაა გატანილი,საქმე სრულიად გაფცქვნილ მლიქვნელთან გაქვთ!შენ ან თქვენ იტყვით ბიზმესმენი ვარ და მესმის მითუმეტეს ეს სფერო?არა დემნა ეს სფერო თქვენი საქმე არ არის.შენ ვერ აკონტროლებ შენს ბიზნესს.ერთხელ მოპოვებული ნდობა ხედავ როგორ გამოიყენეს ბოროტად?
-ვაიმე დედა ცუდად მაქვს გული,ეს რა მესმის.დემნა ნუთუ ასე სულელებად გვთვლიდა ყველას?
-მე ერთი შემოთავაზება მაქვს.თქვენთან სამივესთან.
-რას მთავაზობ მელანო.დემნა სიმწრით საუბრობდა.ნერვიულობისაგან პირი გაუშრა და სული ეხუთებოდა.
-მხოლოდ ეს რესტორანი რომ ამოვქაჩოთ და ფეხზე დავაყენოთ ხუთივემ უნდა ვითანამშრომლოთ ისე რომ ხმა და კრინტი არ უნდა გავიდეს ჩვენგან,მპირდებით?
-გპირდებით.ყველამ ერთხმად უთხრა.რესტორანი არ გაიყიდება.არ გაყიდი მას.მე ვამუშავებ მას და წელიწადში იმ ვალს დაფარავს,რაც ვალი აქვს და უფრო მეტიც,დაგრჩება კიდეც თანხა სახარჯოდ.
-მელანო ეს შენთვის, როგორც ქალისთვის ძალიან ძნელი იქნება.ამას როგორ მოახერხებ.
-მარტო მე ვერაფერს ვერ მოვახერხებ,ყველა იქ ვიქნებით და ვიტრიალებთ.დამაჯინე კომპიუტერთან,მივიდა და ყველა შემოსული და გასული ციფრები ამოულაგა დემნას.ხედავ ამ ციფრებს?
ესაა შენი წლიური შემოსავალი და ეს გასული.გადათვლა ხო შეგიძლია,გადაითვალე ახლა და მიხვდები რამდენია მოგება წელიწადში.ახლა ამას გადახედე,ეს გაყალბებული ციფრებია რომელიც მოდიოდა შენამდე.აბა ესეც გადათვალე რამდენს გიტეხავდა ეს ვინცხაა რომლის გაკონტროლება შენ შენს თავს არ აკადრე და მან მის თავსაც აკადრა და შენც გაკადრა და ცარიელ,ქონიან ნიჩაბზე დაგაჯინათ სამივე.ყველას გაოცებული სახეები მელანოს ტელეფონის ზარმა გამოაფხიზლა.
-თაზო მომაწოდე რა.ვინ არის შეხედე?
-არ ვიცი მელო უნომროა.
-უნომრო, ვინ უნდა იყოს?
-დიახ გისმენთ!რააა? არ გცალია, მცხეთაში ვართ და ჯვარს ვიწერთ. -დედას მოგ......თ,ამოგწყვითავთ მაგ ეკლესიაში ახლავეს მანდ მოვდივარ.იმხელას ღრიალებდა ყველას ესმოდა ხმა.
-თავში ქვა გიხლია,რაც გინდა ის ქენი(ai paratame malaka)შემეშვი გამო......ო და გაუთიშა.
-ვინ იყო.
-მე რა ვიცი, უკვე მერამდენედ დამირეკა. არ ვიცი ან ნაცნობია და მაღადავებს, ან ვიღაცას ვერ გავაგებინე, რომ ქმარი არც მყოლია და არც მყავს.საიდან გამოვჩითო ახლა ქმარი, ვააა.
-და რა უთხარი, უარესად გადარიე?
-შემეშვი რა შენც.ხომ უნდა გაიგოს რომ შეცდომით რეკავს.
-აი ასეთ მდგომარეობაშიც შეგიძლია გააცინო ადამიანი რა.თქვა გიომ.
-ეხლა ყურების ჩამოყრა არაფერს არ გიშველის.
-მოდი ხელშეკრულება გავაფორმოთ, რომ ეს რესტორანი შენ იყიდე მელანო.სადაც ამდენი გააკეთა,იქ იმასაც გაიგებს რომ იურდიულად არ გაყიდულა.მოდი შენ იყავი დროებით მფლობელი და დაველოდოთ რა მოხდება.-უთხრა გიორგიმ მელანოს.
-ეს ძალიან ჭკვიანურია.ახლავეს დავურეკავ ლუკას კარგი ადვოკატი გამოგვიგზავნოს და ეხლავეს გავაფორმოთ, რომ ხვალიდან მან ვეღარ შეძლოს რესტორნის მართვა.არ მინდა კომპანიის ადვოკატი, რა ვიცით და შეთანხმებულები არ არიან.
-მაგის შემოწმებაც შეიძლება, დაურეკეთ და უთხრით რომ მოიტანოს ყველა ის საბუთი რაცააქვს.რესტორანი იყიდება და ახალ მფლობელს უნდათქო.ეს სულ ადვილია.
-მაგას მერე მე მივხედავ, ახლა მართლა ასე ჯობია გავაკეთოთ.
-დემნამ ლუკას დაურეკა და აუხსნა საქმის შინაარსი და კარგი,გამოცდილი ადვოკატი თხოვა გამოეგზავნა მასთან ოფისში თან ახლავეს.თან თხოვა ეს გიზოს ყურამდე არ უნდა მისულიყო.ასეც გააკეთეს და მალე ლუკა დემნას ოფიში იყო ადვოკატთან ერთად.ყველაფერი გააფორმეს, მაგრამ ერთი პრობლემა წამოიჭრა ვალის გარკვეული თანხა უნდა გადახდილიყო.მელანომ მამას დაურეკა და თხოვა ახლავეს დაერიცხა გარკვეული თანხა იმ ანგარიშზე რომელსაც მიწერდა ტელეფონზე.ყველაფერი ცაკ-ცაკ მოხდა ვალის გარკვეული ნაწილი ხვალ დაფარული იქნებოდა და ხვალიდან მელანოს მფლობელობაში გადავიდოდა ეს უზარმაზარი და პრესტიჟული რესტორანი.მარტო ხელის მოწერაღა ჭირდებოდათ.პრინციპში ესეც გააკეთეს, რომ ხელში საბუთი ქონოდათ.დარჩენილ წვრილმანებს ადვოკატი თავად მიხედავდა.
ყველანი გამოვიდა კომპანიიდან და რესტორანში წავიდნენ.ლუკამ ნინის ნომერი აკრიბა და დაურეკა
-ნი აქ მოდი დემნას რესტორანში ვართ,აქ ვივახშმოთ.მელანოს ძალიან მოეწონა ადგილმდებარეობაც,რესტორანიც და მომსახურე პერსონალიც,მათაც ძალიან მოეწონათ ახალი მფლობელი.გოგიტა ზევით ავიდა უფროსების რეზიდენციაში და თვალებს არ უჯერებდა რასაც იქ ხედავდა,გიზო გათიშული ეგდო,ირგვლივ შპრიცები ეყარა.დაიბნა,ვეღარ გაიგო რა გაეკეთებინა და დემნას დაურეკა.
-ამოდი ზევით, ისე რომ ყურადღება არ მიიქციო,მარტო ამოდი,სასწრაფოდ.
-რა ხდება რა იყო,მოვარდა აქლოშინებული დემნა და ისიც კარებში გაშეშდა.რამ დაგაბნია ბიჭო სასწრაფო ჩქარა იღრიალა და გიზოსთან მივარდა.ჩქარა გოგი ეგებ ვუშველოთ არ მოკვდეს. ყვიროდა და თვალებიდან ცრემლი დიოდა.მის განწირულ ხმაზე ყველა ზემოთ ავიდა.უყურებდნენ დემნას როგორ ეფერებოდა მის მკლავზე დაწვენილ გიზოს.ექიმიც მოვიდა, სულ ოდნავ ფეთქავს გული ცოცხალია იყვირა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.დემნა გაითიშა,მელანომ ხელზე მოკიდა ხელი და სახეზე მოეფერა.
-ნუ გეშინია კარგად გახდება,გადაიტანს ძლიერია.
-რატომ,რატომ ვერ შევამჩნიე.
-შენ იმდენად ენდობოდი ხედავ? ესეც გამოგეპარა.
-მიხედეთ აქაურობას.ყველაფერი გამოცვალეთ,გადაყარეთ.ყვიროდა, თავს ვერ აკონტროლებდა.გიზო ხომ მისი ბავშვობის ლამაზი მოგონებას ასახავდა როგორც გიორგი და როგორც გოგიტა.ეს ოთხი ხომ ყოველთვის ერთად იყვნენ.მანქანაც არ მყავს აქ,ოხ ეს რა მიყავი გიზო.
-აჰა, დემნა წაიყვანე ჩემი მანქანა და იხმარე რამდენხანაც გინდა,ჩვენ გვყავს,ნინისაც და ლუკასაც,იმით ვივლით.მიდი წადი ჩქარა მიხედე.არც დაფიქრებულა ისე გამოართვა გასაღები და მომსახურე პერსონაჟს გადახედა.რატომ,რატომ ერთხელ მაინც არ მითხარით.დემნა არ ცდილობდა ცრემლის დამალვას.
-ის წელიწადზე მეტია ამ დღეშია ბ-ნო დემნა.ყველას ხელფასები მოგვიკლო და ბოლო სამი თვეა არც აგვიღია ხელფასი არცერთს.გვაშინებდა თუ რაიმეს ვიტყოდით ჩვენს ოჯახებს დაუშავებდა და ამიტომ არ შეგვეძლო არაფლის თქმა.ვეღარაფერი თქვა.საავადმყოფოში წავიდნენ.დაძაბული იჯდა და მხოლოდ გზას უყურებდა.კიდევ ერთი ცრემლი ჩამოუგორდა
-როგორ დაეცი აქმდე ასე გიზო.შენ ხომ გეზიზღებოდა ნარკომანები,შენც მაგ გზაზე როგორ წახვედი,რატომ მიგვერდე,რატომ.ყველანაირად გადამიარე,გავუძლებ ოღონდ არ მოკვდე.ფულის დაკარგვას გადავიტან გიზო არაფერია,თითქოს არც გვქონია.შენი დაკარგვით ბევრ რამეს დავკარგავ ძმაო,იმ წლებს დავკარგავ რაც ერთად გაგვიტარებია.იბრძოლე გთხოვ და რწმენა არ დაკარგო, რომ კარგად იქნება.თუ ამ რწმენასაც დაკარგავ მაშინ ჩავთვლი, რომ ყველაფერი დავკარგე და აღარ ვარსებობ.ყველა წავიდა საავადმყოფოში.დემნას გვერდით იყვნენ და მხარს უმაგრებდნენ.არანაკლებ ცუდად იყო გოგიტა და გიორგი ასევე ლუკა.ლუკაც ხომ მათი სამეგობროს წევრი არის.ელოდნენ დიდხანს ექიმის გამოსვლას და ყველას მღელვარება ეტყობოდა.
-წავიდეთ ჩვენ სახლში, მელანო აქ ცუდად ვხდები.
-კარგი, ვუთხრათ ლუკას და წავიდეთ,ლუკ ჩვენ წავალთ ნინი ვერაა კარგად და თუ რამე დაგვირეკე კარგი?
-ხო, კარგი წადით.ნი შენ მანქანით ხარ ხო?
-კი მანქანით ვარ და ფხიზლად ვიქნები თუ რამე დაგვირეკე.
-ხო კარგი. ნინი და მელანო სახლში წავიდნენ.არცერთი არაფერს არ ამბობდა,ისე იყვნენ ჩაძირულები თავიანთ ფიქრებში ვერც კი შეამჩნიეს სახლამდე როგორ მივიდნენ.თითქოს რობოტები იყვნენ ავტომატიურად მოძრაობდნენ.ერთმანეთზე სიტყვის უთქმელად მიშსურენ თავიანთ საწოლებს.იწვნენ მაგრამ არცერთს ძილი არ მიეკარა,მხოლოდ თვალდახუჭული ფიქრობდნენ.მელანოს დემნა შეეცოდა,ნინის გოგიტა.
-არა ვერ გავჩერდები აქ.მე ვიწვე და დაძინებას ვცდილობდე და ისინი საავადმყოფოში მთელი ღამე ფეხზე უნდა იდგნენ.გაიფიქრა მელანომ და ფრთხილად ადგა, რადგან ეგონა ნინის ძინავდა.
-სად მიიპარები მელანო მელასავით?
-უიი არ გძინავს?მივდივარ ნი აქ ვერ გავჩერდები, როცა ვიცი იმათ უჭირთ.
-მეც მასე ვარ და წავიდეთ.
-კარგი ადე და ჩავიცვათ.ორივემ თავისუფლად ჩაიცვეს და უკვე შუაღამეს გადასულ ღამეს შეერწყმნენ.
-ნი როგორ ფიქრობ გამოძვრება ეგ ბიჭი?მოულოდნელად სიჩუმე მელანოს სიტყვებმა დაარღვია.
-რა გითხრა, მელანო მე ეს ბიჭი საერთოდ არ მომდის თვალში.ძალიან უზრდელი,უხეში და აუტანელი ტიპია.სულ მიკვირდა ამ სამ სულით უსპეტაკეს ადამიანთან ეს სულით ბინძური კაცი როგორ მეგობრობდა.ან ადვილად რომ ვთქვა მაგ ტიპში ორი პიროვნება ზის კეთილი და ბოროტი.რომელი ნიღაბი სად დაჭირდება იქ იკეთებს.
-რატომ გაქვს ასეთი შეხედულება,რაიმე გკადრა?
-ხო და ეს არავინისთვის არ მითქვამს.
-და მეც არ მეტყვი?რაღაც გიჭირს ნი და ეს მე არ უნდა ვიცოდე?შემიძლია დაგეხმარო?თუ ბევრ ვერაფერს გაგიკეთებ, გაგამხნევებ მაინც საყვარელო.
-ლუკამ არ მინდა გაიგოს მელო.თორე ახლა იქ ღამეების თევის ნაცვლად მისი ხელით მოკლავდა იმ ახვ....ს!
-ვაიმეეე, საქმე ასე სერიოზულადაა?
-არა,არა ვერ მოასწრო გამოვიქეცი.მანქანა მყავდა გაფუჭებული და კომპანიიდან გვიან მომიწია წამოსვლა.არ ვიცი იქ მელოდა თუ მართლა შემთხვევით შევხვდით,მოვიდა და მითხრა რა პრობლემაა მე გაგიყვან სახლში,უცხოები ხომარავართო.ლუკა მაშინაც წასული იყო.მეც ბილეთი აღებული მქონდა და ორ დღეში მივდიოდი ათენში,მამის დაბადების დღეზე მე და ლუკა სიურპრიზსს ვუწყობდით მამას.ჩემს სახლთან ახლოს რომ მივიდა გააჩერა მანქანა და მომიბრუნდა.მითხრა არ მიყვარხარ, მაგრამ მიზიდავ და მინდიხარო.გავშტერდი ერთი მაგრად ვუთავაზე და სანამ კარებს ჩაკეტავდა,მოვასწარი და გადმოვხტი მანქანიდან.თავსხმა წვიმა იყო,გამომეკიდა დამიჭირა და ბნელი კუთხეში შემათრია,იქ სადაც ეხლა ახალი მაღაზიაა.იქ სიბნელე იყო და აქა იქ მოზრდილი ქვები ეყარა.თავს ვერ ვიძვრენდი,დამეყვირა ვის გავაგონებდი,ვინ გაიგონებდა იმ ჭექა-ქუხილში ჩემს ხმას.არ მივეცი კოცნის უფლება.წამაქცია და მადლობა ღმერთს არ გავითიშე.ხელს მიწას ურტყამდი ქვა მომხვდა ხელში,კარგად მოზრდილი ქვა იყო.არ დავფიქრებულვარ ავდექი და თავში ვუთავაზე.გაითიშა და გონი დაკარგა.მივატოვე და სახლში გავიქეცი.ჩემოდანი ჩაწყობილი მქონდა.გამოვიცვალე,ტაქსი გამოვიძახე და იმ ღამით სასტუმროში წავედი.შემეშინდა,სახლში არ მომაკითხოსთქო,დილით ბილეთი გადავცვალე და საბერძნეთში ვიყავი მეორე დღეს.სხეული დალურჯებული მქონდა.ყელში მეტყობოდა მისი ხელის ნათითურები და ორი დღე სასტუმროში ვიყავი.იმ დროს შევედი სახლში ლუკა გიჟს გავდა და უკვე ემზადებოდა აეროპორტში წასასვლელად.თვალები დაწითლებული ქონდა უძილარი და ნანერვიულები.რომ დამინახა ცოცხალი ვიყავი აღარ უკითხია სად ვიყავი და რატომ არ ვპასუხობდი სახლის ტელეფონს.მხოლოდ დათო მიყურებდა სხვანაირად ვერ დავმალე,ვერ გავექეცი ვერსად და დაუჩას გავენდე,მან იცის მხოლოდ.დამპირდა ლუკას არ ვეტყვიო, მაგრამ ვიცი მოვა დრო ეტყვის ალბად მაშინ მეც მზად ვიქნები, რომ ვაღიარო სიმართლე და ბოდიში მოვუხადო ლუკას ჩემი დუმილისთვის,რომ არ გავუმხილე და დაუმალე სიმართლე.
-დარწმუნებული ვარ ბიჭები არ აპატიებენ,ამ ყველაფერს რომ გაიგონ.უფრო დემნა.ის ძალიან მკაცრია და ძალიან უყვარს მაგრამ მიატოვებს და უპატრონოდ მიაგდებს.ახლა მათ მელანო გამხნევება სჭირდება,თორე ეს კაცი მე არც მეცოდება,რაც დაიმსახურა ის მიიღო.არ ვიცი იქნებ ნანობს.არც არასდროს უცდია დამლაპარაკებოდა და ბოდიში მოეხადა,იქნებ ბიჭების გამო მეპატიებინა, არც ამაში ვარ დარწმუნებული.იმასაც ვფიქრობ,ვაპატიებდი და პატიებას შეიძლება თავში ავარდნოდა და უარესი გაეკეთებინდა და ბოლომდე მიეყვანა მისი ჩანაფიქრი,ამიტომ შანსი მქონდა და გამოვიყენე,წასული ვიყავი ეს წლები მისგან შორს.

-ნი ეს რა გადაგიტანია,ფაქტიურად შეგაზიზღა მამაკაცის სახელი და ამიტომ ისტუმრებ ყველას უარით,შენამდე არავის არ უშვებ..
-არც ასეა, სიყვარული არ მოსულა მელო.ასეც კარგად ვარ,საერთოდ არ მჭირდება არავინი.ამ საუბარშიც საავადმყოფოშიც მივიდნენ.ბიჭები ფოიეში გადი გამოდიოდნენ,ეტყობოდათ რომ ძალიან ნერვიულობდნენ.ისე ჩუმად მივიდნენ ნაბიჯების ხმაც არავის გაუგია თაზოს რომ არ დაეძახა.
-მეჩვენები?აქ რა გინდათ,რატომ არ გძინავთ.
-თქვენ აქ ხართ და ვერ დავიძინებდი.ან რა დამაძინებდა როცა თქვენ ასე ფეხზე დგეხართ.
-მოდი ჩემთან. უთხრა ლუკამ ნინის და გულში ჩაიხუტა.
-მოდი მელო ჩემთან და მელო თაზოს ჩაეხუტა.ნუ გეშინია ყველაფერი კარგა იქნება.დაგერეკა და გეტყოდი, რატო წამოდი.დემნა გამოთიშული იჯდა მაგრამ მაინც შეამჩნია მელანოს სპორტული სტილიც როგორ უხდება.ყველა ფორმაში ანგელოზსს გავს.
-ექიმი მოდის დაიძახა გოგიტამ.ექიმს საუბარიც არ შეეძლო ისეთი დაღლიული იყო.
-გილოცავთ,გამოძვრა.გადაჭარბებული დოზა აქვს მიღებული.ეს კი როგორც იცით თვითმკვლელობაზე მიუთითებს.პალატისთვის მოამზადებს მედ-პერსონალი და იქ შეგეძლებათ ნახოთ, მაგრამ უმჯობესია დღეს არ შეაწუხოთ და დაისვენოს.ძალიან იდი დნერვიული სტრესი აქვს გადატანილი და შეიძლება ამან უბიძგა ზედმეტი დოზა გაეკეთებინა და თვითმკვლელობაზე ეფიქრა.მე გავაკეთე ის რაც მევალებოდა ბ-ნო დემეტრე.ისევ შევხვდებით ერთმანეთს.
ყველა დაიძაბა.უკვირდათ რა სჭირს გიზოს,რატომ შეიცვალა მისი სილაღით სავსე ცხოვრება და რატომ აღმოჩნდა ამ წუმპეში.ვერ ისვენებდა დემნა,უნდოდა დალაპარაკებოდა და გაეგო თავად გიზოსგან.მხოლოდ ნინო და მელანო იდგნენ ცალკე და ორივე კარგად ხვდებოდა,თუ რა ხდებოდა გიზოს გულში.იქნებ ნანობდა მოხდარს?ან სულ სხვა გასაჭირი ქონდა და უნდოდა მისი სიცოცხლით ეგო პასუხი მის დანაშაულზე საძმოს წინაშე? არ ვიცი,არ ვიცი.ყველა მისთვის იყო ფიქრებში ჩაძირული,დაინახეს როგორ მოყავდათ ექიმებს გიზო გაფითრებული და ნაწამები, სიკვდილთან ნაბრძოლი.გული ეტკინათ მათი ბავშვობის ნაწილს, ასეთ მდგომარეობაში რომ ხედავდნენ.
-უნდა ვუშველო,უნდა გამოვიყვანო ამ ჭაობიდან და სწორი გზა ვუჩვენო.ამისათვის თუ საჭირო გახდა კლინიკაშიც გავაგზავნი,ნებით თუ არა ძალით მაინც.ფიქრობდა დემნა და გული ქონდა მოწურული.
-სანამ ნებას მოგვცემენ წავალ ექიმს დაველაპარაკები.
-კარგი,წამო მეც წამოვალ.რას გვეტყვის მეც მაინტერესებს.უთხრა ლუკამ და წავიდნენ.
-ბ-ნო დავით შეიძლება?
-მობრძანდი,მობრძანდი.ლუკას ნაცნობი იყო ბ-ნი დავითი.
-შეიძლება დაგელაპარაკოთ დათო ძია?
-მოდი დაჯექი,რა გაინტერესებს ლუკა.არის თუ არა ხშირი მომხმარებელი ნარკოტიკის ხო?სიმართლე გითხრათ მეც მიხარია რომ დიდი ხანი არ არის რაც დაწყებული აქვს ნარკოტიკის მოხმარება და ცუდი ისაა რომ,პირდაპირ კოკაინით აქვს დაწყებული.ალბად უნდოდა ეს ცხოვრების წესად შემოეღო და გამხდარიყო ძირითადი მომხმარებელი რომ მასზე ყოფილიყო დაყრდნობილი.
-ბ-ნო დავით ნარკომანია დაავადბაა თუ მავნე ჩვევა?
-უნდა გითხრა ჩემო დემეტრე რომ ნარკომანია, დღეს დაავადებად,მეტიც უმძიმეს დაავადებად არის მიჩნეული.ეს არის ტვინის ქრონიკული დაავადება.
-ქრონიკული დაავადება როგორც ვიცი და გამიგონია, არ იკურნება,ნარკომანიაც უკურნებელია?
-მყოლია პაციენტი,რომელმაც ექვსი წლის წინ იმკურნალა და დღესაც კარგად გრძნობს თავს.მაგრამ უნდა ყურადღება რომ არ გაანახლოს ნარკოტიკის მოხმარება.რადგან მუდამ არსებობს ალბათობა ამისა.ყველას ნარკოტიკის მომხმარებელს ნერვები აქვთ დასუსტებული და ადვილად შეუძლიათ მოექცეს სხვისი გავლენის ქვეშ,რადგან მათ არ შეუძლიათ თავის კონტროლი.თუ ყველა რჩევას გაითვალისწინებს პაციენტი და ექიმის დანიშნულებას შეასრულებს,თუ ეყოფა ნებისყოფა იმისა, რომ არ მოექცეს სხვისი გავლენის ქვეშ და იყოს პრინციპული თავის,თავის მიმართ,მაშინ ვფიქრობ კიარა, დარწმუნებულიც ვარ ყველაფერი კარგად გამოგვივა და თუ შეატყობთ რომ ვერ გააკეთებთ ამ ყველაფერს,უმჯობესია ჩავსვათ სამკურნალო პროგრამაში და გაუშვათ გერმანიაში.იქ ძალიან კარგი პირობებია კლინიკაში და თან დაისვენებს და თან იმკურნალებს.რადგან მას ახალი დაწყილი აქვს ეს ყველაფერი,ამიტომ ძალიან ადვილია ამ ჭაობიდან ამოყვანა.თქვენი გვერდში დგომით და თქვენი თანადგომით.
-სხვა ყველაფერი რიგზეა?
-ანალიზების პასუხი იქნება ხვალ და დაველოდოთ.მე მათ გარეშე ვერაფერს ვერ გეტყვით...თუმცა, არის რაღაცეები რაც ეჭვს იწვევს და ეს ძალიან არ მომწონს.გეტყვით მხოლოდ დღეს იმას რომ მხოლოდ ანალიზებზე ვართ დაყრდნობილი და ღმერთმაც ქნას არ დაუშვას ის რასაც ვფიქრობთ...........მაინც თავს შევიკავებ ჯერ რაიმე დასკვნის გამოსატანად.
-კარგი ძია დათო დაველოდოთ ანალიზების პასუხს და მის გარშემო ვიმსჯელოთ მერე,ვნახოთ რა შეგვიძლია გავაკეთოთ მისი სიცოცხლისთვის
-კარგი ლუკა წავედით და მადლობა ბ-ნო დავით ყველაფრისათვის.
-კარგად იყავით ხელი ჩამოართვა ბიჭებს და უთხრა.ჯამრთელობის ფასი არაფერია და გაუფრთხილდით თავს.
-მართლაც რომ ასეა დიდი მადლობა.გამოვიდნენ ექიმის კაბინეტიდან და ექიმი დაღონებული ლაპარაკობდა.ლუკამაც და დემნამაც მიხვდნენ რომ რაღაც ისე არ იყო და ექიმმა ბოლომდე არ უთხრა ბიჭებს სათქმელი.მივიდნენ ბავშვებთან და ვერ მოხვდათ თვალში მელანო და ნინი,
-სად არიან გოგოები წავიდნენ?
-არა გავიდნენ და მოვლენ მალე.-უთხრა გოგიტამ.დააგვიანდათ გამოსვლა რომ გოგიტამ იფიქრა სად წავიდნენ გავხედავო,მაგრამ ადგილზე გაიყინა როცა ნინის და მელანოს საუბარს მოკრა ყური.არა,არ დააყურადებდა გიზოს სახელი რომ არ მოხვედროდა მის ყურთასმენას.
მელანო ხედავდა, თუ როგორ უჭირდა ნინის იქ გაჩერება.ძნელია როცა ადამიანი არ გიყვარს,არ მოგწონს და არ გაინტერესებს საერთოდ არ გიზიდავს მასთან იყო ახლოს,მაგრამ სამეგობროს გამო რომ მათ გერდით შენც იყო ყველაფერს აკეთებ.უძლებ რომ ეს ტკივილი,რაც გულში გაქვს მხოლოდ შენში იყოს და არ შეგამჩნიოს სხვამ,აი სწორედ ასე იყო ნინი.იქ იყო, მაგრამ არც იყო.უსმენდა ბავშვებს, მაგრამ არც უსმენდა.შეამჩნია გოგიტამ ნინის დაბნეულობა და აფორიაქება და მისი ეს დაბნეულობა გიზოს მდგომარეობა ეჭვის თვალით დაუკავშირა ერთმანეთს.
-ნი გაუძელი ცოტაც და წავალთ.
-საერთოდ არ მინდა აქ ყოფნა,გულს მირევს ეს ფარისევლობა.ეს არაა მელო ჩემი სტილი,როდემდე უნდა ვიმალო ასე.
-იქნებ ნანობს მომხდარს და იმიტომ მიიყვანა თავი თვითმკვლელობამდე?
-ეს არ გამოასწორებს მელო იმას,რაც მან გააკეთა.
,,შეცდომები ეს არის ხიდი,გამოცდილებასა და სიბრძნეს შორის''.მან მის დიდ შეცდომას კიდევ ეს დაამატა, რომ თავი სასიკვდილოდ გაიმეტა.
-ნანობ, რომ არ აპატიე?
-არა,არც ვაპატიებ არასდროს.კიდეც ვნახავ რომ უფრო დაიტანჯოს,რადგან მან არ იცის რაა გულწრფელი და ნამდვილი მეგობრობა.
-კარგი დაწყნარდი და გავიდეთ ლუკა ძებნას დაგვიწყებს.
ნინიმ წყალი შეისხა სახეზე და ცოტა გამოფხიზლდდა არ უნდოდა მისი ნამტირალები თვალები შეემჩნია ლუკას. ახლა ისეთი მინდა,ვიღაც ისეთი მაგრად ჩამეხუტოს და ეს ორად გაყოფილ გულზე მიმკურნალოს.რატომ არის ასეთი გაბრაზებული აქ რაღაც ამბავია.რაღაც მოხდა ამ ორს შორის,მაგრამ რაა?გოგიტა ისევ უკან დაბრუნდა, მაგრამ ფერი დაკარგვოდა სახეზე.
-რა მოხდა ფერი არ გადევს.უთხრა გიორგიმ.
-არ ვიცი,რაღაც ვერ ვარ კარგად.
-დაუძახო ექიმს?რა მოგივიდა მივარდა მელანო.
-არ მინდა დაძახება წამოდი რა წამიყვანე იქამდე,წნევა გავისინჯო,ალბად დამივარდა ნერვიულობაზე.თხოვა მელანოს.ჩვენც წამოვალთ ფეხზე დადგა ყველა.
-არ ვკვდები, რა იყოთ მოვალთ ახლავეს.
-მელანო გაყვა ექიმთან და თან უკვირდა,მას რომ თხოვა გაყოლა ჯერ არც იცნობდა კარგად ამ ბიჭებს.მოულოდნელად გოგიტამ ხელი კრა და ცარიელ პალატაში შეაგდო,მიბრუნდა კარები გადაკეტა.მელანო თვალებ გაფართოებული მიჩერებია.დაიბნა ვერც ყვირილი მოასწრო.
-ახლა კარგად მომისმინე მელანო.რასაც გეტყვი მე და რასაც მეტყვი შენ,ეს ჩვენს შორის დარჩება და ამ კედლებს არ გასცდება.
-რა მოხდა გოგიტა,მართალია დიდი ხანი არ არის რაც გიცნობ, მაგრამ გქონდეს ჩემი იმედი.მითხარი რაში შემიძლია დაგეხმარო,რა გჭირს გამენდე.
-მელანო ნინო მომწონს კი არა და უფრო მეტი,უკვე დიდი ხანია,რომ მიყვარს.მაგრამ აქ ამაზე სალაპარაკოდ არ მომიყვანიხარ,ამაზე მერე ვილაპარაკოთ.ახლა ძალიან მაინტერესებს,რას ნიშნავს ის სიტყვები რაც ცოტა ხნის წინ მოვისმინე და რამაც ცუდად გამხადა.
-მითხარი გოგი პირდაპირ ნუ დამტანჯე.
-ყველაფერი გავიგონე რაც თქვით,რომ დაგაგვიანდათ მე წამოვედი და შემთხვევით გიზოს სახელი რომ გავიგონე იმიტომ გავჩერდი.მითხარი რა ხდება,ან ხდება საერთოდ რამე?თუ უკვე მოხდა! მელანო დაიბნა,არ იცოდა რა ეთქვა ნამდვილად არ ჰქონდა უფლება ნინის პირადულზე ესაუბრა გოგიტას წინაშე.დაფიქრდა და უთხრა
-გოგიტა მომისმინე, პირველი უნდა გითხრა რომ ძალიან გამიხარდა რომ ნინი მოგწონს, თუ უფრო მეტიც გიყვარს.ის საუკეთესო ადამიანია.მომწონს შენი არჩევანი და უფრო მეტს გეტყვი საიდუმლოდ, რომ არც ნინია შენს მიმართ გულგრილი.მაგრამ ის შენ რაც გაინტერესებს,მე არ მაქვს უფლება რომ გითხრა.დაგამშვიდებ, რომ არაფერი არ მომხდარა,ვერ მოასწრო და სად და როგორ, ამას თავად ნინი გეტყვის, როცა დრო მოვა.ლუკამ არ იცის არაფერი და ძალიან გთხოვ ნუ ეტყვი,ნურც აგრძნობინებ.
-კარგი მელანო მთავარი გავიგე და უკვე ვხვდები იმას,რატომ აირჩია ეს გზა თვითმკვლელობისკენ გიზომ.მადლობა,რომ ცოტა მაინც მითხარი ისეთი რაც დამამშვიდებს.ვეცდები რომ ჯერ-ჯერობით მაინც, ბიჭებმა არ გაიგოს არაფერი.
-წამოდი ახლა წნევა გაისინჯე თორე გვეტყვიან სად იყავითო და რა ვუთხრათ.
-კარგი წავედით.წნევა არ მაქვს,უკვე კარგად ვარ ხო გესმის?
-კი ბატონო მესმის და წადი.
-ყველა თავისას მიიღებს.მე გავჩუმდები მაგრამ დუმილი არ არის უთქმელობა,ეს ყველაზე დიდი სათქმელის აღთქმაა.არ შეიძლება ამის დამალვა.ამ საუბარში ბავშვებთანაც მივიდნენ.
-სად წადით ამდენი ხანი, საძებრად მოვდიოდით ახლა ყველა ერთად.
-ვაიმეეე რა სასაცილო ხარ თაზო,კიდე ვერ დაუძახე დამხმარეებს?ნუ გეშინიათ ყველაფერი რიგზეა.
-მართლა კარგად ხარ?შეშფოთებულმა კითხა დემნამ და ამ დროს ტელეფონი ამღერდა და ყურადღება ლუკამ ტელეფონზე გადაიტანა.
-ხოო დათო სად ხარ!
-შენ სად ხარ ლუკა?_დათო შეშფოთებული კიარ საუბრობდა ყვიროდა და ყველას ესმოდა მისი ხმა.
-მე საავადმყოფოში ვარ,ყველა აქაა, აქ ვართ.
-რატო რა მოხდა, დემნა სად არის?
-სული მოითქვი აქაა რა შეშინებული ლაპარაკობ .
-არ ისმის კარგად, ამის.... დემნა სად არის და როგორ არის ლუკა.
-კარგადაა,კარგად დემნა.საავადმყოფოში ვართთქო.
-რატო? კარგი მომწერე სად ხართ, არ ისმის ხმა აქ არ იჭერს კარგად.
-ხო კარგი.
ცოტა ხანშიც ექთანი გამოვიდა და აცნობა ყველას რომ პაციენტი უკვე კარგადაა და ნარკოზიდან გამოვიდა.შესაძლკებელია მისი ნახვა, მაგრამ არა დიდი ხნით და ვერც ყველა ვერ შევიდოდა.
-შენ შედი დემე,შენი ხათრი ყოველთვის ქონდა გიზოს. იწვა გიზო და თვალები დახუჭული ქონდა. ეძინა? არა არ ეძინა. უბრალოდ იწვა და ფიქრობდა. ფიქრობდა მის ცხორებაზე. ბიჭებზე და უფრო მეტს ნინიზე. გაიგონა ფეხის ხმა მაგრამ თვალები არ გაუხელია, რცხვენოდა მისი ვინც იქ დახვდებოდა. ტკიოდა ეს ყველაფერი, მას რომ დაემართა. ნანობდა, უნინიობა არ უნდოდა. მაგრამ არ ქონდა არაფლის თქმის უფლება.
-უფალო გთხოვ, გიხმობ არ მიმატოვო, შენი შვილი ვარ ცოდვებით სავსე. გზა მიჩვენე, სწორ გზაზე დამაყენე გამომიყვანე ამ გამრუდებული გზიდან. შეცდომა დავუშვი უპატიებელი და გამომასწორებინე. ახლა ნუ მიღალატებ, ჩემნაირი ადამიანი არ უნდა გადაგერჩინა. ვეღარ გაუძლო ემოციებს და ხმამაღლა იღრიალა, რატომ გადამარჩინეთ, რატოოომ.
-რა გჭირს გიზო. როდის მერე გავხდით უცხოები,როდის მერე აღარ გვტკივა ერთმანეთის ტკივილი,მითხარი რა გჭირს.

-დემე მე უღირსი საქციელი ჩავიდინე.

-თუ რესტორანს და ფულს გულისხმობ, არ მინდა არაფლის ახსნა,მხოლოდ შენ იყავი კარგად.უშეცდომო არავინაა,ახლა მთავარი შენ და შენი ჯამრთელობაა და ნუ ფიქრობ სხვა რამეზე.
-არა დემე რომ გაიგებ რა გავაკეთე,რა ჩავიდინე,ვიცი არც შენ და არც სხვები არ მაპატიებენ.
-რა გჭირს მითხარი, იქნებ შევძლო შენი დახმარება.
-ოღონდ ახლა არა,ახლა ვერ შევძლებ.მაგრამ გპირდები რომ გეტყვი და მერე გინდათ ჩამქოლეთ,გინდათ გამაგდეთ თქვენიდან.მე უკვე ისედაც მკვდარი ვარ სამი წელია.მხოლოდ ლეში დავიარები.
-ნუ გადამრიე რა გჭირს,ასეთი რა გააკეთე რომ პატიება გამიჭირდეს.
-ახლა არა გთხოვ და თვალები მიენაბა,წამალი ჯერ კიდევ არ იყო გამოსული ორგანიზმიდან და ისევ ძილმა წაართვა თავი.დემეტრე ფიქრებმა წაიღო,მიხვდა რომ გიზოს რაღაც სერიოზული სჭირდა, მაგრამ რა.ადგა და გარეთ გავიდა.
-როგორაა, ჩვენ არ შევალთ?
-ძინავს.წავიდეთ აზრი არააქვს აქ გაჩერებას.გამოვიდნენ და იქვე ბარში დაჯდნენ და მსჯელობდნენ.
-რაღაც, ძალიან ვერაა კარგად და მაშინებს მისი სიტყვები.ხვალ ისევ დაველაპარაკები ახლა აზრი არააქვს.ნუთუ უყვარს ვინმე და ეს ჩვენ არ ვიცით?და რატომ მალავს?
-ამ ცხოვრების დედაც ვ....ე რა,ნუთუ ასე ძნელია ეს სიყვარული ადამიანი ასეთ დღეში ჩააგდოს და ეს სისულელე გააკეთებინოს?-არ ცხრებოდა გიორგი.
-სიყვარულს ტანჯვა მოაქვს და მეტი არაფერი.აი შეგიყვარდებათ და ნახავთ.
-შენ რაღაც ისე ჭიკჭიკებ, გეტყობა მიღებული გაქვს ეს ტკბილ-მწარე ნექტარი.
-გაუმხელელი გრძნობაა მწარე თორე თავად სიყვარული თბილია და ტკბილი-თქვა თაზომ.
-და შენ, მართლა გამოცდილი ხარ გეტყობა.სიცილით უთხრა ლუკამ.
-მე ის რომ მეპოვნა მხოლოდ ეს მქონდა უფალთან ვედრება,კი გამოვცადე წლები ჩუმად ვიყავი და ამ გიჯმა ისეთი რამ გააკეთა, თავად ავლაპარაკდი.
-გაახსენდა თაზოს როგორ გამოეკიდა მოსაკლავად მელანოს და გაეცინა.
-და ეს გრძნობა რომ არა,რამ შეიძლება ამ ნაბიჯამდე მიიყვანოს ადამიანი?სული და გული აქვს აფორიაქებული,რაღაცას ნანობს,რაღაცას განიცდის მაგრამ რას, ეს კი ვერ გავიგე და ეს გაუგებრობს სისხლს მიყინავს ბიჭებო,აღარ მოძრაობს,ვეღარ ვგრძნობ გულის ცემასაც.გიჟს გავდა დემეტრე.ვერ ჩაწვდა სიღრმეს თუ რა იყო გიზოს თვითმკვლელობის მიზეზი.ფიქრი,ფიქრი და ისევ ფიქრი არავისთან მივყავარ ჩემს ფიქრებს.
-უნდა დაველოდოთ დემე ეგებ თავად თქვას რა სჭირს,ნუ იხრჩობ თავს რაღაცასა გავიგებთ.თქვა ლუკამ.არ მორიდებია დემეტრეს ისე აუცრემლიანდა თვალები.
- მახსენდება ის ლამაზი წუთები რაც ერთად გავიტარებია დღემდე.ვიხსენებ ამ ყველაფერს და ტირილამდე მივყავარ.უყურებს მელანო დემეტრეს და თავადაც სატირლად იყო მზად.
-ნამდვილი ქართული სულია შენში დემნა.გენში გაქვს გამჯდარი მეგობრის სიყვარული,სული და გული ხარ ყველასი.ღირსეული ადამიანი ხარ და შენ ღალატს არ იმსახურებ.მოვა დრო და ალბად ყველაფერს ფარდა აეხდება,მეგობრების გულის წამალი ხარ.იმედია შევძლებთ პატიებას ეს ბოლო სიტყვები გოგიტამ მისთვის ჩაილაპარაკა.
-დემეტრე კარგად ხარ?შემოვარდა ბარში შეშინებული დათო.
-რა მოხდა,რატომ არ უნდა ვიყო კარგად?გაუკვირდა არა მარტო დემეტრეს, არამედ ყველას.მანქანა სად გყავს?შენ თუ კარგად ხარ,საავადმყოფოში ვის უთევთ ღამეს?დავიბენი ხალხო.დათო ისე ჩქარა საუბრობდა მარტო დემეტრეს მიჩერებოდა და არ შეუმჩნევია მელანო.მერე ყველას მოავლო არწივივით თვალები და ამ ყველაში მელანო რომ დაინახა, ჯერ დააკვირდა ხომ არ მეშლებაო.წარბები შეყარა მაგრამ მაინც თბილად გაიღიმა.
-არ მატყუილებს თვალი შენ ხარ ხო? უფრო გაზრდილხარ და გალამაზებულხარ სინსილა.მაინც მომენატრე ჩემი ნერვების კიბო,ვახ ტო რამხელა ხარ გოგო. დაიცა სიმართლე თქვი გამოგაგდენ იქედან ხო? არ გყოფნიდა იქ ნერვებზე რომ მაცეკვებდი და ახლა აქ მომიცუცქდი?დაიცა,დაიცა შენ აქ სიდან სად ტო.
-აქ ექიმთან ვიყავი და ლუკა ვნახე შემთხვევით.უთხრა მელანომ მოწყენილმა.
-შენ ექიმთან იყავი?რატო რა გჭირს,რა მოგივიდა?
-მელანომ მოწყენილი გახედა და უთხრა ყურში ჩუმად.
-ორსულად ვარ.
-რა? რაააააა,რა თქვი გოგო?გათხოვდი?
-ნწუ არა.
-აბა ბავშვი ჰაერზე გყავს? ვინ არის და სად არის.
-ყველა გაჩუმდა მიხვდნენ მელანოს ოინებს და დაელოდენ რა მოხდებოდა.მელანომ დემეტრეს გადახედა და ეს გახედვა დათომ დაიჭირა.
-დემეტრესგან?გოგო დემეტრესგან ხარ ორსულად? კი მაგრამ როდის,როგორ.
-დათო ბავშვს, რომ აკეთებენ ყვირიან ყველას გასაგონად?
-დაიცა, თქვენ როდის გაიცანით ერთმანეთი?
-სულ ოთხი დღეა რაც ერთმანეთს ვიცნობთ.
-მაბოლებთ ხო? გოგო მართლა რომ რაიმე გაგიჭირდეს კაციშვილმა არ უნდა მოგხედოს და აი ნახავ შენ მერე.ტყუილად კიარ შეგარქვი სინსილა.--მე ანაკონდა შევარქვი დათო.უთხრა თაზომ.
-ხოდა ზედგამოჭრილია, სინსილა ანაკონდა ხარ შენ,გაბრაზფდა დათო.
-შენც როგორ აჰყევი უცებ შეჩ....ისა....
-ასეთ სააიამოვნო რამე-რუმეებს არ უნდა აუარო გვერდი დათიკო.ღიმილით უთხრა დემეტრემ.
-ახლა შენ ჩამოყალიბდი და სერიოზულად გვითხარი რა ხდება.ასე შეშინებული რატომ შემოვარდი აქ უთხრა ლუკამ.
-დემეტრე მეგობარ გოგოს ვახლდი მილიციაში,უფრო სწორედ საპატრულოში და გარეთ ველოდებოდი, რომ შენი მანქანა მოიყვანეს სულ დაჭეჭკილი იყო მხოლოდ ნომრით ვიცანი.იქ პატრულს ვკითხე ამ მანქანის პატრონი სად არისთქო და მითხრეს ძალიან ცუდადაა საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მგონი ვერც მიაღწევდა იქამდეო და ძალიან შემეშინდა,შენ მეგონე შიგნით.გახედა დემეს,მივიდა და გადაეხვია.
---დაიცა თუ ჩემი მანქანა დამტვრეულია.გიზო ჩვენ ვნახეთ გათიშული და სასწრაფოს გამოუძახეთ.მაშინ ვის ყავდა ჩემი მანქანა,ვის დაუტოვა.არ გიკითხია სად მოხდა ავარია?დაინტერესდა გიორგი და ყველა.
-მცხეთის გზაზე, ზუსტად არ ვიცი მეტი არაფერი არ მიკითხია.
-აქ ყველაფერი ძალიან ჩაიხლართა, რაც აზრზე არა ვარ რატომ.
-გავიგებთ ყველაფერს გავიგებთ,ნუ ხართ სულსწრაფები.ახლა წავიდეთ, ხვალ ბევრი საქმეა კომპანიაშიც ყველა ვერ მივატოვებთ იქაურობას.აქაც უნდა მოვიდეთ.კარგი აბა წავედით.დათო შენ მანქანით ხარ?
-არა ტაქსით მოვედი.
-მაშინ აქ მოდი ერთად წავიდეთ და ხვალ ერთად წამოვალთ.ნი შენ და მელო ერთად წამოდით.დაგელოდები თუ მიგასწარი ბინის ეზოში.
-კარგი ბიჭებო აბა ხვალამდე.დაემშვიდობენ და სახლისკენ გზას დაადგენ ყველანი.
-მე მელოსთან დავჯდები ამათთან ერთად წამოვალ.
-გოგო, კიდევ ისეთი უკარება და უნაირო ხარ? არა ეს როგორ გამაბითურე წეღან ჰა? ელოდე მწარედ გადაგიხდი იცოდე.
-რა გინდა ახლა.ხომ იცი ყველა ქალშია ეგოისტი,ალქაჯი,ანგელოზი და დედოფალი,შენ რომელსაც გააღვიძებ მეც მის შესაფერის პასუხს დაგიბრუნებ.-უთხრა და თვალი ჩაუკრა.ყველას შეუმჩნევლად გაეცინა დემეტრეს მელანოს პასუხზე.
-ეტყობა გველი გავაღვიძე, დაძინებული ასისინდა. შენ რა კრიჭა შეკრული ზიხარ გლოვობ ვინმეს ნინიკო?
-რაიყო მოხვედი და დაგვცოფე ყველა.მარტო შენ ლაპარაკობ.სიტყვა ვერ ჩააკვეხა სადმე რომელიმემ და დაგითმეს შენ ისევე საღამო.
-რას იკბინები არ მომწონხარ,თუმცა ზოდიაქოთი მორიელი ხარ სხვას რას უნდა ველოდო შენგან..უი რა ჟმური ხარ ვინ გითხოვს შენ.
-აი გიყურებ და ვერ ვხვდები, რა გეშველება.არ დავრჩებით ჩვენ გაუთხოვარი.შენ მაინც არ წამოგყვები რომც მეხვეწო და ენა გადმოუგდო ნინიმ.
---ვუიიი ტფუ,ტფუ,ტფუუ ღმერთმა დამიფაროს რა.შორს ჩემგან მაცდურო ეშმაკო.იცინოდნენ და ყველა მათ მისჩერებოდა.
-იმას კი ვერ ხვდებით მაგ მიუკარებლობით მით უფრო რომ უხელებთ ტვინს ისედაც ზოგიერთ უტვინო კაცსს.
-ხოდა მით უკეთესი ჩემო დათიკო,ქალი რაც უფრო მიუწვდომელია მით უფრო საინტერესოა.ხოდა მე მინდა ვიყო მიუწვდომელი და საინტერესო თანაც.
-შემახსენე რამდენი წლის ხარ სინსილა?
-იდიოტო, ქალს ასაკს არ ეკითხებიან.
-ის წლებს არ ითვლის,ყველა დროში ყვავილობს.გააგრძელა მელანოს სიყტვა დემეტრემ.
-და შენ გინდა ყველა დროის ყვავილად დარჩე?
-რატომაც არა?
-რომ მოგწყვიტოს ვინმემ?
-ის ვინმე ვინ იქნება, თუ იქამადე მივიდა ეს ყვავილი მოწყვიტოს, ჯერ უნდა ჩემამდე მოვიდეს და მერე უნდა დმიმსახუროს.
-დემეტრე ყურადღებით უსმენდა მათ ხუმრობას და თითქოს არც აინტერესებდა არადა გულში ჩუმად კი იცინოდა.
-კარგია ეს ხუმრობა და საუბარი მაგრამ ადექით.ფული გადაიხადეს და გამოვიდნენ ბარიდან, დემნამ გასაღები გაუწოდა მელანოს უნდოდა მანქანა დაებრუნებინა მისთვის.

-არა,არა,ჩვენ გვყავს მანქანა.ახლა შენ უფრო გჭირდენბა ეს და შენთან იყოს ხვალამდე დემნა,ხვალ შევხვდებით ახლოს მივიდა და დაამშვიდა.ყველაფერი კარგად იქნება.დაისვენე და ეცადე დაიძინო ხვალ შეიძლება უფრო სანერვიულო გქონდეს და ახლა შენ დიდი სიძლიერე გჭირდება.ნახვამდის.-ნახვამდის ბიჭებო.
-ხვალამდე მელანო..დაემშვიდობა ბიჭებმაც.
-ნახვამდის მელო.ისე თბილად თქვა ეს ორი სიტყვა დემეტრემ,მელანოს გააკანკალა,რაც დემეტრეს შეუმჩნეველი არ დარჩენია.ტუჩები ყურთან მიუტანა და უთხრა.
-წეხან რაც თქვი, იმედია ეს ცხოვრებაშიც გინდა რო მოხდეს მე წინააღმდეგი არ ვარ.გასწორდა თვალებში ჩახედა და თვალი ჩაუკრა.წავიდნენ თავ თავიანთი გზით და სამივე ფიქრებში იყო გართული როცა დემეტრეს ტელეფონი ახმაურდა.უსმენდა ცოტა ხანი და უთხრა.
-ახლავეს მოვდივარ.15 წუთში მანდ ვარ.ბიჭებს გადახედა და უთხრა.
-განყოფილებიდან დარეკეს, იქ უნდა წავიდეთ.სახლში წასვლას აზრი არ აქვს.-ისევ დადუმდენ და ასე დუმილით მივიდნენ საპატრულო განყოფილებამდე.შევიდნენ და პირდაპირ უფროსთან მივიდნენ.---რა ხდება ბ-ნო ალექსანდრე?
-ალბად გაიგებდით, ბ-ნო დემეტრე რომ თქვენი მანქანა მოიყვანეს განყოფილებაში.უფრო სწორად და გასაგებად რომ ვთქვა, მოიტანეს და თან ძალიან ცუდ მდგომარეობაში.ავარია მოხდა მცხეთის გზატკეცილზე,სამწუხაროდ მოხდა მსხვერპლიც.მანქანაში ნაპოვნია მობილური ტელეფონი,არის ნომრები მაგრამ ჩვენ არ გადავრეკეთ რადგან ვამჯობინეთ თქვენთვის დაგვერეკა, როგორც მანქანის მფლობელი.თუ თქვენც გაინტერესებთ და ნებას დამრთავთ დავრეკავ ბოლო ნომერზე.
-დარეკეთ და მოვლენ ალბად გარდაცვლილის ჭირისუფალი,ვინ არის ის პიროვნება ვისაც ყავდა ჩემი მანქანა?
-როგორ თქვენ არ იცით,თქვენი მანქანა ვის ყავდა წაყვანილი?
-მე ჩემს მეგობარს გავატანე ჩემი მანქანა,მაგრამ ის ამ წუთში საავადმყოფოშია.ეს ავარია რომ მოხდა,ექიმები მის გადარჩენას ცდილობდნენ.ჩვენც იქ ვიყავით და ვლოცულობდით მისი გადარჩენისთვის.
-ყველაფერს გავარკვევთ,ახლა კი დავურეკოთ ბოლოს ვისზეც აქვს დარეკილი და მერე ვისაუბროთ.
-კარგით.ალექსანდრემ აკრიბა ნომერი და დარეკა.
-ალოო,უკაცრავად რომ გაწუხებთ ასეთ დროს,მაგრამ საპატრულო განყოფილებიდან გაწუხებთ,ნაპოვნია მობილური სადაც მფლობელმა ბოლო ზარი თქვენთან განახორციელა.
-???.
-დიახ,დიახ,თქვენი ვინაობა თუ შეიძლება.
-???.-
-კარგით.
-მაშ ასე,ეხლავეს მოვა ის ქალბატონი და ერთად ვისაუბროთ.
-კარგით, დაველოდებით.გავიდნენ და მანქანა ნახეს.გული ეტკინა დემეტრეს,უყვარდა მისი მანქანა მაგრამ მადლობა ღმერთს მისი საყვარელი ადამიანები არ იყვნენ შიგნით ასეთ ავარიის დროს.ახლა რომ ვინმემ შემეკითხოს როგორ ხარო, დაუფიქრებლად ვეტყვი რომ კარგად ვართქო.მაგრამ დამერწმუნეთ, რომ სულაც არ ვარ კარგად.როგორ უნდა ვიყო კარგად, როცა ამ სურათს ვხედავ.ეეეხ ცუდია,ძალიან ცუდი როცა გულით და სულით ენდობი ადამიანს.რა დაგიშავე ღმერთო.
-სულ იკბინები, მაგრამ მაინც გულით რომ მიყვარხარ.იცი რა მაინტერესებს?როგორ ახერხებ ამდენ ტყუილს,ისე რომ არ გეცინება.
-გაგაბითურა წეღან.-სიცილით უთხრა ლუკამ დათოს.
-ხო,გამაბითურა და შენც იდექი და იცინოდი.საინტერესოა, საიდან მოდის ეს უაზრო აზრები.
-რაც უაზროა ,ისე უაზროდ ჩრუტუნობს.-წაკბინა ახლა თაზომ.
-იცით რას გეტყვით?ვიცი ხანდახან რომ გაბრაზებთ,გაჯავრებთ,აი მაგალითად თაზოს ჩემი მოკვლაც კი უნდოდა.ხომ ამბობთ ზოგჯერ რომ ჩემი ვარდი გოგო ხარო, ხოდა ვარდი უეკლოდ გინახიათ? ამიტომ კეთილი ინებეთ და მეც შემიყვარეთ ჩემი ეკლებიანად.
-აუ რა ენა აქვს ჩემი..... ვეღარ დაასრულა ლუკამ სათქმელი რომ მელანოს ტელეფონი აცეკვდა.
-დიახ,გისმენთ.
-???.
-ვინ არის პიროვნება ვერ მეტყვით?
-???.
-დიახ,დიახ ახლავეს წამოვალ.
-რა ხდება მელო.
-ჯანდაბა ხდება, განყოფილებაში უნდა წავიდეთ.არ ვიცი არაფერი რა ხდება, მივიდეთ და იქ გავიგებთ ყველა ერთად ყველაფერს. ბიჭებმაც ყოველგვარი ფიქრის შესახებ წავიდნენ საპატრულოში, თუმცა ვერ მიხვდნენ ვერაფერს.გაიარა ოცმა წუთმაც და განყოფილებაში შემოვიდა ლუკა,დათო,მელანო,ნინი და თაზო.
-რა მოხდა ხალხო დღეს დასვენება არ გვიწერია?
-თქვენ აქ რა გინდათ.
-მელანოს დაურეკენ ახლახანს და დაიბარეს აქ რომ მოსულიყო,თქვენთან რა ხდება,რატომ ხართ აქ ყველა.
-წამოდით უფროსთან შევიდეთ.ყველამ ერთად შევიდნენ უფროსთან რომ გაერკვიათ რა ხდებოდა მათ თავს.
-ბ-ნო ალექსანდრე ეს ის ქალბატონია ვისაც ელოდით.
-მობრძანდით შვილო, დაბრძანდით.მაშ ასე გეცნოათ ეს ნომერი?და აჩვენა მელანოს ტელეფონის ნომერი.მელანომ დააკვირდა და გაკვირვებულმა უთხრა.
-არა, ჩემთან ეს ნომერი ნომრით არასდროს არ შემოსულა.
-შეგიძლით მითხრათ,ბოლო ზარი ჩემთან როდის არის დაფიქსირებული?-ბოლო ზარი,ბოლო ზარი, არის ზუსტად დაფიქსირებული 6სთ-სა და 40 წუ-ზე.ყველას გაახსენდა ის რომ მელანოს დაურეკეს და ვიღაც დაემუქრა.
-მართლა არ ვიცი ვინაა.ეს დღეებია მხოლოდ,ვიღაც უნომროდ მირეკავს და მემუქრება. მაგრამ სიმართლე გითხრათ არ მიმიქცევია დიდი ყურადღება. რადგან ჩემს მეუღლეს ითხოვდა დავალაპარაკო.
-და ეს არ იყო მნიშვნელოვანი? რატომ არ დაალაპარაკეთ?
-ბ-ნო.ალექსანდრე ხომ?
-დიახ,დიახ.
-ხოდა ბ-ნო ალექსანდრე აუცილებლად დაუთმობდი ჩემს მეუღლეს ტელეფონს და ის გაცემდა პასუხს, რომ მყავდეს მეუღლე და საერთოდ ვიყო გათხოვილი.
- აააა, არა ხართ გათხოვილი.ჩაეღიმა ალექსანდრეს.
-სწორედ გაიგეთ,ამიტომ ვიფიქრე ვიღაცას შეეშალა ნომერითქო.სულ ეს იყო. შემიძლია გავიგო ვინ არის ეს ადამიანი?
-კი, გეტყვით აუცილებლად.ეს გახლავთ ამჟამად გაკოტრებული ბიზმესმენი და რამდენჯერმე ნასამართლევი ნარკოტიკის მოხმარებისთვის ვინმე ,,გიორგი ჩუბინიძე''.
-იმედია, გაირკვევა ყველაფერი ბ-ნო ალექსანდრე.-უთხრა მაიორს დემნამ.
-ვეღარაფერს ვეღარ გავარკვევთ შვილო,სამწუხაროდ.ეს პიროვნება ადგილზე გარდაიცვალა.
-მე რა უნდა გავაკეთო,ბრალი მედება რამეში?
-კი გედება. შენი დანაშაული ისაა, რომ სხვა იჯდა შენს მანქანაზე.მაგრამ მოვაგვარებთ ამ საქმეს, ისე რომ ჯარიმა გექნება გადასახდელი.
-კარგი, მადლობა რომ გამარკვიეთ ყველაფერში.გამოვიდნენ და გარეთ იყვნენ როცა დემნამ თქვა მოულოდნელად.
-ყოველთვის უფრთხილდებოდი, რომ ჩემს ირგვლივ სამეგობროს თუ საახლობლოს ჩემგან გული არ ტკენოდა.ახლა მე გეკითხებით თქვენ,ამდენი წლის ნაცნობობიდან როდისმე გაწყენინეთ რაიმე ისეთი რაც მე არ ვიცი?სიტყვა მეგობარს და მეგობრებს როგორც სათუთი ხელოვნების ნიმუში ისე უფრთხილდები და თვითეული თქვენთაგანი ჩემი სამყარო ხართ,ის სამყარო სადაც თავს ყოველთვის კარგად ვგრძნობ,ზედმეტად კარგადაც კი.მესამყაროებით,თქვენ ჩემი დიდი ოჯახი ხართ.ჩვენ ხომ დამალული არასდროს არაფერი არ გქონია,ამ ორ დღეში იმდენი სიურპრიზები მხვდება წინ, აწი რომ მართლა რაიმე იყოს არცერთს არ გაპატიებთ,არცერთს.მოკლედ ხვალამდე ვერაფერს ვერ ვიტყვით.აქ დავიშალოთ და ხვალ საავადმყოფოში შევხვდებით ერთმანეთს.სხვა არ შემეკითხოთ არაფერი.
-მე საავადმყოფოში წავალ, თქვა გოგიტამ იქ ვიქნები თქვენს მოსვლამდე ცოდოა ის სულ მარტოა.
-კარგი,წადი შენ და ჩვენ დილით მოვალთ. დაშორდნენ ერთმანეთს,გოგიტა წავიდა და ნელა, შეუმჩნევლად შეაღო გიზოს პალატის კარები და დაუგდო ყური გიზოს ჩურჩულს რომელიც ძილში საუბრობდა.
-,,მე ვიძირები, საოცარი სიყვარულის უკიდეგანო მორევში,მაგრამ არ მაქვს უფლება მოგიახლოვდე.მაპატიე, თუ შეძლებ მაპატიე.მე შენ გატკინე,ძალიან გატკინე და ამ ტკივილს, დღემდე ვერ ვპატიობ ჩემს თავს''.მიხვდა გოგიტა ვინც უყვარდა გიზოს და თანდათან, საიდუმლოს ფარდა ეხდებოდა.ფიქრებში დაათენდა თავზე, მაგრამ მტერედისფერმა დილამ მაინც გამოთიშა ცოტა ხნით სამყაროდან და გაუშვა ძილის ქვეყანაში.იქვე მიეძინა, საწოლთან ახლოს მაგრამ დილით სიცილით და ხორხოცით შეაღეს კარები და დაინახეს,როგორ ძინავდა გოგიტას ბავშვივით და უდარდელად.
-შეხედეთ,ამას გიზოსთვის უნდა ეყარაულა და თავად გიზო ყარაულობს-თქვა სიცილით ლუკამ და გიზოს გადახედა.
-აბა, ავადმყოფო როგორ ხარ?
-არ მინდა აქ ყოფნა, მაგრამ ვარ როგორც ხედავთ და ცოცხალიც ვარ ჯერ-ჯერობით.
-როგორ ხარ გიზო? შემოვიდა დემნა.მინდა უცხო სტუმრები გაგაცნო ჩვენი ბიზნეს-პარტნიორები, მელანო გელაშვილი და თამაზ ჟორჟოლიანი.
-რა ბიზნესი წამოიწყე დემნა,რამე ახალს შეეჭიდე?
-არა,მაგრამ როგორც იცი ეს ბოლო დროა რესტორანი კარგად არ მიდის და გადავწყვიტეთ სამივემ გაგვეყიდა და აი, ჩვენი რესტორნის ახალი მფლობელი, უკვე ქ-ნი მელანოა მისი ბატონ-პატრონი.
-აწრიალდა,გაფითრდდა გიზო და ოფლით დაეცვარა შუბლი.
-კარგია,კარგად მოგიფიქრებია.ცოტა ხანში ყველა წავიდა,ყველას თავისი საქმე ქონდა და დარჩა მხოლოდ დემეტრე გიზოსთან.
-დიდი ხანია გულახდილად არ გვისაუბრია ძმაო,მითუმეტეს როცა არცთუ ცოტა რამ ვიცით ერთმანეთზე,მაგრამ ეს ბოლო პერიოდი ვეღარ ვიცლიდით ერთმანეთისთვის.უცნაურია,ასე მგონია თითქოს გამირბიხარ,ან ისეთ რაღაცას მალავ გულში, რომ ვეღარ ერევი მარტო.მითხარი რა გჭირს გიზო,განა მეგობრები ტყუილად ვართ?ვხედავდი, რომ ამ ბოლო დროს ბევრი გასვლა-გამოსვლა გქონდა,ხშირი სტუმრიანობაც იქ რესტორანში.რას ფიქრობდი გიორგი რომ არ ამოსულიყო ზემოთ და არ ენახე,ახლა სად იქნებოდი ამას საერთოდ აანალიზებ?მითხარი რამ მიგიყვანა ამ ზომამდე.გეფიცები, არავის არაფერს არ ვეტყვი.მხოლოდ ჩვენს ორს შორის დარჩება, რაც აქ ითქმება.მხოლოდ ეს თეთრი კედლებია ამ ყველაფრის მოწმე,გამგონი და დამნახავი.
-დემნა მე ისეთი ცოდვა ჩავიდინე,ვიცი არცერთი არ მაპატიებთ, რომ გითხრათ.ამიტომ ჯობია ჩემთვის ვიტანჯო.
-გაიხსენი, მითხარი ეგებ გაგიგო კიდეც.უშეცდომო არავინია.რა გააკეთე ამისთანა რომ საკუთარ თავსაც ვერ თუ არ პატიობ.

-მას პატიებას ვერასდროს ვერ ვთხოვ,რადგან მის წინაშე არა კაცურად მოვიქეცი.მაგრამ შემიყვარდა,მთელი გულით შემიყვარდა.იმ შეცდომის შემდეგ გავაცნობიერე რომ მიყვარდა,თავდავიწყებით მიყვარდა.სწორედ მის დასავიწყებლად,შევედი ამ ჭობში.ტიროდა, ცხარე ცრემლით ტიროდა და ეტყობოდა რომ გულწრფელად ნანობდა მის დანაშაულს.
-შენ ძალიან ღრმად შეგიტოპავს.აბა გისმენ ძმა და კიარ გთხოვ,მოვითხოვ რომ ყველაფერი თქვა.
-მე ღვთის,ადამიანების,მეგობრების და საკუთარი თავის წინაშე შევცოდე.მაგრამ გული გაქვავებული მაქვს.ჩემთვის უკვე ყველაფერი სულერთია.ეხლა მსურს და დროც მოვიდა ყველაფერი მოგიყვეთ,არა მარტო შენ,არამედ ბიჭებსაც.დაურეკე მოვიდნენ.ვგრძნობ რომ დიდი დრო არ მაქვს და მინდა პირნათელი ვიყო თქვენს წინაშე. დემნა გაოცებული იყო და დაურეკა ბიჭებს.მათაც არ დააგვიანეს და რაც შეეძლოთ მალე მოვიდნენ.მიჩერებოდნენ გიზოს და ხვდებოდნენ რომ გიზოს ცხოვრებაში რაღაც მნიშვნელოვანი უნდა მომხდარიყო და სამწუხაროდ არა სასიკეთოთ.რაღაც მნიშვნელოვან გადაწყვეტილების მიღება უნდოდა და აღსარებასაც ამიტომ ამბობდა ყველას წინაშე.დაიწყო,მოყვა ყველაფერი.თუ როგორ ჩაითრიეს ნარკოტიკის გასაღებაში და მერე როგორ დაიწყო თავადაც კეთება.როგორ გააყალბა დემნას რესტორნის ყველა საბუთი,ვის მისცა დიდი რაოდენობის თანხა და ამოიღო გულიდან ამდენი ხნის ნაგროვები უდიდესი ტკივილი.ლუკა გიჟს გავდა ნინიზე რომ გაიგო.
-ახლა თავად მითხარი რა უნდა გიყო,მითხარი როგორ მოვიქცე და ისე მოვიქცევი.წყნარად უთხრა რაღაც გრძნობა ქონდა რომ ამაზე უფრო მეტი ეტკინებოდა და შინაგანი ხმა არ აძლევდა უფლებას რამე ისეთი არ ეთქვა მერე რომ ენანა.ყველა გაოცებული მიაჩერდა ლუკას რადგან,ეგონათ ცემდა და ან რაიმეს დაამტროვდა, მაგრამ სულ სხვაგვარად და საოცარი სიმშვიდით მოუსმინა გიზოს.
-ღირსი ვარ ხელი დამარტყა და არ შემოგიბრუნო არც ხელი და არც სიტყვა,ყველაფრის უფლება გაქვს ლუკა.მივხვდი რომ უკვე დიდი ხანია ჩემი ადგილი თქვენს გვერდით აღარაა.მე მივდივარ თქვენგან და გთხოვთ მხოლოდ ერთს გიზო არაბული გახსოვდეთ ისეთი როგორიც იყო ამ ხუთი წლის უკან. მე მონასტერში გადავწყვიტე წასვლა,რადგან ამ ქალაქში ჩემი ადგილი აღარაა, როგორც თავისუფალი მოქალაქე.გადავწყვიტე ჩემი დარჩენილი სიცოცხლე უფალს მიუძღვნა.
-გიზო კარგად დაფიქრ....... და სიტყვის დამთავრება არ აცალა.
-არა ლუკა,რაც არუნდა მითხრათ, მე ეს გადაწყვეტილება უკვე მივიღე,ეს საკითხი ჩემით გადავწყვიტე.მე ცოდვილი ვარ და ეს ცოდვა თავად უნდა გამოვისყიდო.დავაშავე და პასუხიც უნდა ვაგო.ყველა გაჩუმდა,თავები დაეხარათ და ყველა თავისთვის ფიქრობდა.ბრაზობდა მისებურად ლუკა და ბობოქრობდა მისი მთელი სხეული, მაგრამ ვერ აღიქვამდა რეალობად, რომ მათ სამეგობროში ყველაზე ცანცარა,ყველაზე მხიარული პიროვნება მონასტერში მიდიოდა,ვერ იღებდა ვერცერთი ხმას.გოგიტამ მიუახლოვდა და ეს სიჩუმე დაარღვია.
-გიზო მართალია ეს დიდი შეცდომაა რაც შენ ჩაიდინე, მაგრამ იქნებ დაფიქრდე და ასე არ ღირდეს თავის დასჯა.
-არა გოგი მე უკვე გადავწყვიტე,როგორ შეგიძლიათ ასე მშვიდად იყოთ და არაფერს არ ამბობდეთ ამ ყველაფრის შემდეგ.ეს სიწყნარე და ეს თქვენი უთქმელობა უფრო მიკლავს გულს.
-წადი ძმაო,ეზიარე საკურნებლად სულისა და ხორცისა,რათა შემდეგ განწმენდილი სულით თავისუფლად შეძლო ახალი ცხოვრების დაწყება.გიორგი ჩაერია საუბარში,ხმა უკრთოდა და თვალებში კი ცრემლი გუბდებოდა.
-ამ წუთში ამ აზრზე ვარ გიო.გარკვეული პერიოდი იქ ვიქნები,ყველასგან შორს.ბოლომდე მინდა გავითავისუფლო თავი უწმინდობისგან,გაბედულად ამოვანთხიო მთელი სიბილწე და სიმახინჯე,რაც ჩემში ჩადო ამ ბოლო პერიოდმა.განვიწმინდო იმ შავი ლაქებისაგან რასაც ნარკომანია ჰქვია.
-შეუძლებელია ასეთი გულწრფელი სინანული,გამოსწორების სურვილი სულში სასიკეთო ცვლილებებს არ იწვევდეს.შენ უკვე ამ საუბრით დაძლიე ის ბოროტი ჩვევა,რაც შენში იყო სიმახინჯედ შემოსული.იქნებ არც ღირდეს მონასტერში წასვლა.-არ ცხრებოდა გიორგი.
-არა უნდა წავიდე.გავეწერები თუ არა აქედან, პირდაპირ იქ წავალ.აქ მაინც არავინი არ მაკავებს.მაშინ ერთი თხოვნა უნდა შემისრულო.
-მითხარი დემე თუ ვიცი როგორ არ შეგისრულებ.
-ვინ არის გიორგი ჩუბუნიძე.ეს კაცი მელანოს ურეკავდა და ემუქრებოდა,ერთხელ ჩვენც გავხდით ამის მოწმე როგორ აგინა.თუ რაიმე იცი ნუ დაგვიმალავ გიზო.იქნებ გოგო საფრთხეშია და ეს უნდა ვიცოდეთ.
-რა?რა მელანო დემეტრე.ამ გოგოს, პირველად ვხედავ ჩემს ცხოვრებაში.
-დაწყნარდი ამოდენა ლექციის შემდეგ შეუძლებელია,რამე არ დაგიჯეროთ.დემემ ყველაფერი მოუყვა გიზოს.შეწუხდა მანქანაზე, მაგრამ რაღას იზამდა.
-სად არის ჩემი ტელეფონი.მოიკითხა მისი მობილური.
-მე მაქვს გინდა მოგცე?
-მაჩვენე ზარებს გადავხედავ.მისცა დემეტრემ ტელეფონი, გახსნა და ნახა რომ იმ ნომერს,მასთანაც ბევრჯერ ქონდა იმ დღეს ნარეკი.
-სადაც ამდენი გითხარით,მინდა მინდა გითხრათ რომ ზაზას და ზვიადის ერიდე დემე,ბიძაშვილები თუ უბრალოდ მეგვარეები არიან ეს არ ვიცი,მაგრამ ის ვიცი,რომ მათმა ყველაფერი იცის სად რა ინახება.ისე მოიქეცით რომ ვითომ არაფერი იცით,არ აგრძნობინოთ არაფერი. მელანო ლამაზი ქალია არ დატოვოთ იქ მარტო, ერთი ყოველთვის იყავით იქ მის სიახლოვეს.კამერები დააყენეთ ყველგან,დამიჯერე მე დიდი წვენი ვნახე ეს ყველაფერი რომ გამეაზრებინა.
-მადლობა გიზო ამ გულახდილი საუბრისთვის.ისევ სიწყნარე ჩამოვარდა ამ დროს ექიმმა შემოაღო კარები.
-გამარჯობათ.როგორ არის პაციენტი?სევდიანი ხმა აქვს ექიმს.
-გმადლობთ ბ-ნო დავით კარგად ვარ.
-რას გრძნობ რომ წევხა რაც გაიღვიძე მის მერე.
-სისუსტეს,ოფლიანობას და თავის არეში მწველ ტკივილს.ექიმმა თავი გადააქნია და სევდიანად დაიწყო.
-კარგია, რომ ყველა აქ ხართ.ანალიზების პასუხი მოვიდა ეს წუთია და ქაღალდი გაუწოდა დემეტრეს.
-არა,დემეტრეს არა, მე მომეცი ექიმო,რაღაც არ მომწონს თქვენი ხმა აქ სერიოზული რაღაც წერია და არ გინდათ მე გავიგო.მტკიცე ქონდა გიზოს ხმა,ლუკა გაშეშდა და აი მისი ცუდი წინათგრძნობა გამართლდდა.ღმერთო არ დაუშვა ცუდი.მიაწოდა გიზოს ანალიზის ფურცელი და დემეტრეს უთხრა ჩუმად.
-ვწუხვარ დემეტრე. მე ჩემს ოთახში ვიქნები და იქ ვისაუბროთ.ექიმი გავიდა და გიზომ ანალიზის პასუხები ჩაიკითხა,ყველა მას მიჩერებია შეშინებული და ფერდაკარგული.მივიდა ახლოს დემეტრე და გამოართვა ფურცელი,თავად წაიკითხა ჩუმად.წაიკითხა თუ არა გული ჩაწყდა.მიხვდა ბიჭები რაშიც იყო საქმე,არცერთი არ ელოდა საქმის ასე შემოტრიალებას,ყველას უყვარდა გიზო.ყველანაირად მისი დადებითი და უარყოფითი მხარეებით.ეს შეუძლებელი იყო,ეს არ უნდა მომხდარიყო,არ შეიძლება ასე ადამიანის განადგურება.მას ხომ ბევრი გეგმები ჰქონდა, ჯერ წინ დიდი დრო იყო.სიკვდილისთვის კი მართლა ადრე იყო, მაგრამ განა გვეკითხება ჩვენ მოკვდავებს სივდილი გვინდა თუ არ გვინდა წასვლა?დემეტრე ფურცლით ხელში ექიმის კაბინეტისკენ წავიდა,წინ ვერაფერს ვერ ხდავდა და ყურში აღარ ესმოდა აღარაფერი, მხოლოდ ერთი რამ აინტერესებდა,რამდენად მძიმეა გიზოს ჯამრთელობის მდგომარეობა.ლუკა გამოეკიდა უკან და ისიც მასთან ერთად შევიდა ექიმთან.მიხვდა ექიმმა მათი მისვლის მიზეზსს და შეკითხვის გარეშე დაიწყო საუბარი.
-ვწუხვარ ძალიან, ამის თქმა რომ მომიწია მაგრამ არ მაქვს უფლება ეს ყველაფერი დავმალო.
-ბ-ნო დავით. ვეღარ საუბრობდა დემეტრე და ძალიან უჭირდა საუბარი.
-თუ არის შანსი, რომ საზღვარგარეთ წავიყვანოთ ნუ გაგვაჩერებ ექიმო.
-დემეტრე შვილო, კარგად გიცნობ.ისიც ვიცი, ახლა რას განიცდი,ისიც ვიცი როგორი მეგობრობა გაქვთ.ვწუხვარ, ძალიან მაგრამ ყველაფერი დაგვიანებულია.რომ იყოს რაღაც იმედი, მე თავად გეტყოდით რომ ღირს ბრძოლად და მომეხმარეთთქო,მაგრამ სამწუხაროდ არ ღირს მისი სხეული დავჩხვლიტოთ და ვაწამოთ ქიმიურებით.მე გირჩევდით, ასე მისი სხეულით წავიდეს გზა მარადისობისკენ.
- რამდენი დარჩა, რომ ვიცოდეთ და მის გვერდზე ვიყოთ სულ. ვეღა~რ აბამდა სიტყვებს თავს ვეღარც ლუკა.
-ყველაზე ბევრი რაც გითხრათ, სამი თვეა.თუ აქ იქნება ვერ იგრძნობს იმ მოახლოებულ საშინელ ტკივილებს გამაყუჩებლებს და მორფსაც გავუკეთებთ.თქვენ გადაწყვიტეთ.
-სამი თვე,მხოლოდ სამი თვე და რა ვუყო იმ მოგონებებს ბ-ნო დავით რაც ერთად გაგვიტარებია?-ატირდა დემეტრე.ახლაც იტყვის ვინმე კაცები არ ტირიანო?დემნა და ლუკა ტიროდა,იმ ლამაზი ბავშვობის დღეებს, რომლის თვითეული დეტალი ამოუტივტივდათ თავში.გული მოიოხეს ტირილით,თავი დაიმშვიდეს და ისევ იქ წავიდნენ სადაც ელოდათ ადამიანი, რომელიც სულ მალე გამოეცლებოდათ ხელიდან.
-რა მოხდა ხალხო, ერთი სიკვდილი ხომ ყველას აწერია.მე მიხარია რომ სიკვდილის წინ.თქვენს სიყვარულს კვლავ ვგრძნობ.მართალია ნათქვამია,,კაცი საფლავზე დადებული ქვით კი არ ფასობს,აქ დატოვებული სახელითო'',მე ეს სახელი თქვენს წინაშე შევირცხვინე და ხომ ხედავთ არ მიქაროთ რამე ცხოვრებაში,თორემ არც უფალმა არ მაპატია ეს ჩემი შეცდომა და ადრიანად მისწრაფებს სიცოცხლეს.გთხოვთ უკანასკნელად ერთი თხოვნა შემისრულეთ.
-მითხარი რა გინდა და გაუჩენელს გავაჩენ. უთხრა გოგიტამ.იმ გოგიტამ რომელიც ასე ბრაზობდა მასზე.
-ჩვენ ყველას ხო საერთო ადვოკატი გვყავს.გთხოვთ დაურეკეთ,მოვიდეს და მერე მარტო დამტოვეთ მასთან. არც უკითხიათ რად უნდოდა ადვოკატი და სიტყვის შეუბრუნებლად დაურეკეს.არცერთს არ ქონდათ ხალისი და ასე ფიქრებში ჩაძირულებს წამოადგა თავზე მათ თორნიკე.
-რა ხდება, ლუკა რა მოგივიდათ.გაუკვირდა ბიჭების ეს უჩვეულო სიწყნარე.
-გიზოს უნდა შენთან საუბარი და გთხოვ რაც გთხოვოს და გითხრას ყველაფერი ისე გააკეთე, რასაც ის გეტყვის.ეს მისი უკანასკნელი სურვილია.გაშრა თორნიკე არ ელოდა ასეთ საშინელ ამბავს თუ ეტყოდნენ,მაგრამ თავი ხელში აიყვანა და გიზოს პალატაში შევიდა.დიდხანს საუბრობდნენ, იქ მაგრამ არავინ იცოდა რაზე,ან ვისზე.
ნინი და მელანო საქმეში ჩაებნენ.ნინი კომპანიაში წავიდა, რადგან ბიჭები ყველა საავადმყოფოში იყვნენ იქ ხომ ვიღაც უნდა ყოფილიყო.მელანომ რესტორანში არაფლის შეცვლა არ მოინდომა,ყველაფერი ისე დატოვა როგორც იყო,გარდა იმ ოთახისა სადაც უფროსების და უცხო სტუმრების რეზიდენცია იყო.ახლა ყველა მასზე იყო დაყრდნობილი და მელანო გულით მიუდგა საქმეს.ეს ხომ ერთგულების განსახიერებაა.ეს ნაზი არსება ,,რკინის ლედად'' გადაიქცა,რადგან ძალიან დიდ პასუხისმგებლობის წინაშე იდგა.ყველას დაუხმარებლად,დამოუკიდებლად უნდა სიტყვა გაამართლოს და გააკეთოს ის რაც ჩაიფიქრა.მაგრამ არც ის უნდა მასში ძლევამოსილი ,,მონსტრის ჯავშანში'' ჩამჯდარი ქალი ნახონ.ქალს რაც არ უნდა ძლიერი იყოს,მაინც მისი სიფაქიზე,სინატიფე და სინაზე უფრო აღაგზნებს მამაკაცსს.მელანოს არც ხანმოკლე რომანებისთვის აქვს დრო და არც სერიოზული ურთიერთობებისთვის.თუმცა დემნაზე როგორ არ იფიქროს ის ხომ შეუდარებელია,არ უნდა მაგრამ მაინც ეფიქრება მასზე,თანდათან იპყრობს სურვილი.რაც არ უნდა არ გინდოდეს გრძნობას ვერ დამალავ და გულს ვერ უბრძანებ.მისი ჩანაფიქრი რომ სისრულეში მოიყვანოს,ის ჭკვიანი და გაწონასწორებული უნდა იყოს,ის ყოველთვის იმ დასკვნამდე მიდის რომ, ,,ქალის ძალა არაა იმდენად თვალში საცემი,რამდენად მისი სიბრძნე,უნარი და მჭერმეტყველება''.ყველა ქალშია ძლიერი და სუსტი თვისებები,გააჩნია თავად ქალი რომელს აირჩევს და რომელი გზით წავა.სულ დაავიწყდა ამდენ საქმეში დაერეკა თაზოსთვის .ცოტა დაისვენა და თაზოსაც დაურეკა.
-რას შვრები თაზ აღარ მოდიხარ?უი მართლა?კარგი უთხრა და გაუთიშა თუ არა ოთახში თაზო და ლუკა შემოვიდნენ.
-რა ხდება რა სახეები გაქვთ?მიაჩერდა ოთახში შემოსულ დადუმებულ და განადგურებულ ბიჭებს.
-შენ იცოდი?ნუ დამიმალავ ყველაფერი ვიცი.თავად გიზომ გვიამბო ხმაწყდარმა უთხრა ლუკამ.
-მეც ახლახანს გავიგე,ვერ დაიტია გულში და მითხრა.ნუ მთხოვ იმას თუ რატომ არ გითხარი,ეს თავად უნდა ეთქვა და ალბად გეტყოდა როცა თავად იქნებოდა ამისთვის მზად.
-არ ვამტყუნებ.მან ჩვენს მეგობრობას ცა პატივი და არ დაგვაშორა ერთმანეთს.ახლა ვხვდები,როგორ იყო თავად,როგორ უჭირდა როცა ერთად ვიკრიბებოდით და გასაკვირია,როგორ ზიდა ამოდენა ტვირთი მარტომ,ისე რომ არავის არაფერი არ უთხრა.
-იცი რომ თავადაც ძალიან უჭირს?
-უყვარს?ნინის უყვარს? შენ გეცოდინება ეს მინდა ვიცოდე მხოლოდ.
-არა,არ უყვარს იქ თქვენი ხათრით იყო.
-კიდევ კარგი თორემ, უფრო მაგრად ეტკინება რასაც დღეს გაიგებს.
-რა მოხდა,რა უნდა გაიგოს თქვით.მოთმინება დაეწურა მელანოს.
-სადღაც სამ თვეში და გიზო აღარ იქნება ჩვენთან ერთად.ის უკურნებელი სენითაა ავად.
-რას ამბობ ლუკა,როგორი ახალგაზრდაა ღმრთო რატომ,შანსი? არანაირი შანსი არ არის?
-არა, მელანო არანაირი,იმის დროც არ აქვს იბრძოლოს და რომც ქონდეს მონასტერში მიდის.არ იბრძოლებს,არ უნდა იბრძოლოს.
-არ მჯერავს,ვერ დავიჯერებ.
-გავბრაზდი რომ გვითხრა.აღსარებასავეთ ყველაფერი მოგვიყვა,ყველას ერთად პატიება გვთხოვა.ენა ჩავარდნილი ვარ,გაუბრაზდე ისიც არ შემიძლია.ატირდა ლუკა ბაღიდან ერთად მოვდივართ,სიყვარულმა მიიყვანა ამ ზომამდე.კოკაინში უნდოდა შვება ეგრძნო.
-დემეტრე სად არის ან როგორაა.ყველა გაშტერებული ხართ დავურეკავ სად არის გავიგოთ.დაურეკა რამდენიმეჯერ და არ უპასუხა.ანერვიულდა,კიდევ მოსინჯა და აი როგორც იქნა დემნა სად ხარ?
-???.
-მითხარი სად ხარ?.
-???.
-კი,მხოლოდ მითხარი სად ხარ.
-???.
-კი ვიცი კარგი.
-???.
-ნინის მანქანა მყავს აქ.
-კარგი მაშინ ტაქსით მოვალ.მე წავალ, მითხრა სადაცაა.ლუკამ და თაზომ მოჭუტული თვალებით გახედეს.
არ შეიმჩნია მელანომ მათი დაჯინებული ცქერა.ტაქსის გამოვიძახებ და მერე დემეტრეს მანქანით წამოვალთ ერთად.
-წავა გოგო ამ შუაღამეს მარტო და თან ტაქსით.ჩაილაპარაკა თაზომ.
-არსადაც არ წახვალ,რა გინდა ამ შუაღამეს გარეთ. ფეხს ვერ გაადგამ.მკაცრად უთხრა თაზომ და ლუკას თვალი ჩაუკრა.
-თაზო რა გჭირს,ის ცუდად არის და მას ახლა უჭირს,გვერდით დგმა უნდა.
-შენ იცი საერთოდ რა არის შეცოდება?
-კარგი რა, გლახავის დროა ახლა?
-ისე მეც გამიკვირდა,სად მიდიხარ ამ შუაღამეს. აყვა ლუკა თაზოს მაგრამ მერე შეეცოდა და ღიმილით უთხრა თაზოს.წაიყვანე ჩემი მანქანით და მერე ნინის გაუარე მე სახლში წავალ და პირდაპირ სახლში ამოდით.
-მითხარი სად არის და წაგიყვან.არავარ ხასიათზე თორე შენს კივილს ქუთაიში გაიგონებს თამრო და ირაკლი.
-კარგი წავედით.მიყვარხართ.მივიდა და ლუკას ლოყაზე აკოცა,მერე თაზოს.
-უუუმ,ახლა შემიძლია შური ვიძიო,მაგრამ რა გიყო, ვის ხელში ჩაგაგდო ამ შუაღამეს.
-თაზ ცუდად ვარ და ხო ხედავ არ გეპასუხები.ასე ცუდად არასდროს არ ვყოფილვარ.
-ყველა ცუდადაა.შენ უნდა გენახა იქ რა ცუდად გახდა დემეტრე და ყველა მაგრამ დემეტრემ გარეთ გავიდა და სულ ხმით ღრიალებდა.ძნელია როცა მთელი ცხოვრება ერთად მოდიხარ და უცებ ბრახ, იგებ ასეთ საშინელებას.ვერ ეხმარები,არ შეგიძლია, ამ სენის წინააღმდეგ თვით მედიცინაც ხომ უძლურია.აი მოვედით, იქაა ხედავ?
-ვხედავ, მადლობა თაზ.არ ვიცი ახლა აქ რატომ მოვედი მაგრამ გულმა რაც მითხრა ის გავაკეთე.იმედია არ გამიბრაზდები.
-საკმაოდ დიდი ხარ მელანო შენი პირადი ცხოვრება რომ გქონდეს,ნუ მიხდი ბოდიშებს.
-მიყვარხარ თაზ მე უთქვენოდ არაფერი ვარ.-თაზომ ლოყა მიუშვირა და თითით ანიშნა, აქ მაკოცე და დაგიჯერებო.
-საძაგელო.
-ეეეხ, მალე წამართმევს შენს თავს ჯაყელების სიამაყე.ისე მომწონს სიძედ მე ეს ბიჭი.
-ძაან ხუარ ავლიკინდითო?წადი ახლა და რომ მიხვალ მომწერე.
-გეცლება რო?
-გველო.
-შენს სახელს სხვას ნუ ეძახი გაიგე? ისე მეც გადმოვალ და თქვენთან ერთად მთვარეს ვუყურებ ხომ კარგი იქნება?
-თაზოოო.
---ხო კარგი,კარგი გადადი მივდივარ.გადააგდო მანქანიდან და ღიმილით თვალი ჩაუკრა.
დაძაბული და განადგურებული დემეტრე საავადმყოფოდან გამოვიდა და გაუყვა ღამის ქუჩებს მანქანით.მიდიოდა და სად თავადაც არ იცოდა,მხოლოდ ის იყო და მისი ფიქრები.ვერავინი ვერ შეძლებს ჩაიხედოს მის სულში,დუღს ყველაფერი,სუნთქვა უჭირს.გააჩერა და გადმოვიდა.ახლოს მივიდა მტკვართან და გახედა ჰორიზონტზე ადუღებული ქალაქს.არსებობს ვინმე რომ მის გულს მოუსმინოს?აუცილებლად მიხვდება როგორ ტირის ჩუმი ცრემლებით,მაღლა ცას შეჰყურებს და უფალს თხოვს.
-ნუ მიმატოვებ უფალო,ნუ გამიმწარებ სულს,ნუ აავსებ ჩემს გულს სისხლიანი ცრემლებით.ცუდად ვარ,მიჭირს,მჭირდები,ახლა მჭირდები როგორც არასდროს.ტელეფონის ხმამ დაარღვია სიმყუდროვე.არ მიაქცია ყურადღება არა და არ ჩერდება და ბოლოს დახედა, არ უნდოდა ეპასუხა მაგრამ ნომერი იცნო და თბილად გაეღიმა.თავისებურად წავიდა ხელი, თითქოს სენსორს მოეფერა და მელანოს ნაზი და თან შეშინებული,ნანერვიულები ხმა გაიგონა რომელმაც სხეული გაუთბო.
-გისმენ მელანო.
-???.
-რომ გითხრა მოხვალ?
-???.
-სანაპიროზე ვარ მტკვარზე,ჩიხი რომ არის მოხვეული, იცი?
-???.
-და რითინ წამოხვალ?
-???.
-არ გინდა ტაქსით წამოდი და აქედან შენი მანქანა მე ხომ მყავს და ერთად წავიდეთ.-გაქრა თუარა მელანოს ხმა ისევ მის სევდას მიუბრუნდა და კენჭების სროლა დაიწყო წყალში.მუხლებში სისუსტე იგრძნო და იქვე ჩაჯდა.ერთ ხანს ასე იყო რეტდასხმული.მერე თანდათან მთელ სხეულში სითბო ჩაეღვარა და თავით ფეხებამდე ჟრუანტელმა დაუარა.ასე იჯდა მისთვის ნეტარებით მთვრალი,ბურანში ჩაძირული,ქვეყნისგან გამოთიშული და გაბრუებული.თავს წამოადგა ვიღაც,ვერც გააცნობიერა ვინ იყო.არც აუხედავს ისე ანიშნა ხელით ჩემს გვერდით შენც დაჯექიო.
-რაო შეგეშინდა?ნუ გეშინია თავს არ მოვიკლავ.სული მწარეა.რაც არუნდა ტკივილი განახოს ცხოვრებამ,მაინც ისწრაფი რაღაც მიზნისკენ.ადრე თუ გვიან გადალახავ ტკივილსაც და დაუბრუნდები ჩვეულ ცხოვრებას.მაგრამ ვერ აუხვალ გვერდს იმ მოგონებებს,რომელიც გულში გაქვს და ტკივილად გექცა.
-ძალიან მინდა თუ შევძლებ, რომ გაგამხნევო და ტკივილი შეგიმსუბუქო.ვიცი ფუჭია ეს სიტყვები, მაგრამ თუ რამეში დაგეხმარები ეს გამახარებს.
-შენ უკვე დამეხმარე და იცი რითინ?
-რით?
-ახლა აქ რომ ხარ ჩემთან ერთად,ჩემს გვერდით.მელო დავიღალე,ამ დღეებმა დამღალა.არასდროს არ ვყოფილვას ასეთი სუსტი როგორც ახლა.შენთან მინდა,ძალიან მინდა.
-მე აქ ვარ, შენთან ერთად დემე.დემნამ გახედა უცებ შემობრუნდა და თავი კალთაში ჩაუდო,თვალები დახუჭა და სიჩუმეს მიანდო თავისი თავი და თავისი ფიქრები.მელანომ ხელი თმებში შეუცურა და თმებზე დაუწყო ფერება.დასრიალებდნენ მისი გრძელი და თლილი თითები დემნას თმებში და ისიც ნეტარებას მიცემული,სხეულში სითბო ჩაღვრილი, გაყუსული მინდობოდა მელანოს ნაზ ხელს.ორივე ჩუმად იყო,ორივე მისთვის ფიქრობდა.საოცარი ქმნილებები არიან ადამიანები,სათქმელი აქვთ და არ ამბობენ,დუმილში იხრჩობიან...ბოლოს მელანომ დაარღვია დუმილი.
-დემნააა.
-უუუუ.
-იცი რა?ვერასოდეს ვერავინი ვერ გაიგებს შენს ფასს,თუ საკუთარი თავის ფასი არ გეცოდინება.ახლა უნდა გამაგრდე და როგორც არასდროს ძლიერი უნდა იყო.ვიცი დარწმუნებული ვარ რომ შეგეძლოს უკან არ დაიხევდი და ყველაფერს გააკეთებდი, რომ ის დაგეხსნა ამ ტკივილის მარწუხებიდან.ძლიერი უნდა იყო არა მარტო შენი თავისთვის, არამედ ყველასთვის.შენ თუ დაეცემი,ისინიც დაეცემიან და ეს უფრო გაგანადგურებთ.
-მელო ცი, რომ იმაზე მეტად მჭირდები ვიდრე გამოხატავ?
-მიხარია ძალიან,თუ ცოტათი მაინც დაგეხმარე დემეტრე.
-იცი ეხლა რა მენატრება?ჩემი ბავშვობა, მშვიდი და უდარდელი.ძალიან საწყენია როდესაც ადამიანს ენდობი მთელი გულით და სულით,მთელი შენი არსებით და მოგვიანებით გაიგებ რომ ის გატყუებს.
-ეხლა მაგაზე ნუღარ ფიქრობ,აწი გეცოდინება ამ მაგალითის შემდეგ, შეუძლებელია ისევ ასე თვალდახუჭული ენდო ყველას.ენდობი მაგრამ ვის ესეც უნდა იცოდე.
-ხო, მაგრამ როცა ადამიანს სავსებით ენდობი და თან უპირობოდ,ცხოვრება გაძლევს ორიდან ერთს ან...........ადამიანს ან გაკვეთილს.
-და შენც მიიღე დიდი გაკვეთილი და აწიე ახლა ეს თავი,მეტკინა ფეხები. -უუუუუფ, კარგი რა მელანო ნუ წუწუნებ,იცი რა კარგად ვარ აქ ახლა მომგვანებული? ახედა მელანოს ღიმილით,მაგრამ თუ გატკინე......წამოდგა,წამოაყენა და წელზე ხელი მოხვია,ახლოს მიიზიდა,გულში ჩაიკრა მელანოს ათრთოლებული სხეული და სასიამოვნოდ გაიფიქრა.-ეს ჩემია,ეს საოცრება არსება ჩემია,ჩემი საკუთრება გახდება.ჩურჩულით კი უთხრა-სწორედ შენ გელოდი ეს წლებია,გესმის?შენ,სწორედ შენ და არავის სხვას.მხოლოდ შენ გაიგონე ჩემი სულის ტკივილი მელო.გესმის?
-ალბად იმ ერთადერთს და განსხვავებულს,განსაკუთრებულს რომ ველოდი,შენ ხარ ის განსხვავებული.
-რა თქვი?მომესმა თუ ეს მართლა თქვი რაც გავიგონე.არ მითხრა რომ ესეც ჩემი ფანტაზიის ნაყოფია.
-არა, არ მოგესმა.მეც სწორედ შენნაირს ველოდი,შენნაირ ძლიერს.ალბად, ესეც ბედია.დემნამ მელოს მადისამღძვრელ ტუჩებს დააკვირდა და ცერა თითი გადაუსვა.ნერწყვის დიდი გორგალი გადაყლაპა.დაიხარა და ლოყაზე,ტუჩთან ახლოს აკოცა.მიხვდა რომ ეს კოცნა მისთვის პირველი იყო.არ უნდოდა მოპარვა,უნდოდა მისი სურვილიც ყოფილიყო.მიუხვდა მელანო და თავად აიღო ინიციატივა.ნაზად აკოცა ტუჩის კუთხეში და იგრძნო როგორ გააჟრჟოლა დემნას მის შეხებაზე.ვეღარ გაუძლო ცდუნებას დემნამ და ორივე ხელებით მელოს სახე დაუჭირა და მის გემრიელად გამობურცულ ტუჩებს ჯერ ნაზად ეამბორა და მერე თანდათან გააღრმავა კოცნა წინააღმდეგობა რომ ვერ იგრძნო.დემნას მომნუსხველი კოცნით მელანოს მუცელში პეპლებიც აფრინდა და არწივებმაც იწყეს ფრთების ფართხუნი.მოწყდა,მოეშვა.კიდე კარგი მისი ძლიერი ხელებით რომ იჭერდა დემნა თორე ძირს,ქვიშაზე მოადენდა ტყაპანს.შერცხვა რომ 24 წლის გოგომ კოცნა არ იცოდა.
-მეგონა კოცნა გეცოდინებოდა,მაგრამ სიმართლე გითხრა ძალიან გამახარა ამ ფაქტმა რომ ეს შენი პირველი კოცნაა და მისი კარგად სწავლება მე მომიწევს.უთხრა და თვალი ჩაუკრა.
-დემე შენ ახლა ჩემი ორივე ხელი ხარ?
-არა,ეს შენ ხარ ჩემი ორივე ხელი.რადგან ისეთ დროს მოხვედი რომ,მართლა მიშველე შენი მოსვლით.ამიტომ შენია ყველაფერი და როგორც გინდა და რაც გინდა ის გააკეთე.ამის სრული უფლება გაქვს.
-მე დავთმობ ამ ქალაქსაც,ამ ქუჩებსაც,ამ ყველაფერს.მაგრამ ვერ დავთმობ იმას რამაც შეიძლება შეშლამდე მიმიყვანოს.
-მინდა, ეს ღამე მთელი ცხოვრება ასეთი დაუსრულებელი ბედნიერებით იყოს სავსე.
-უამრავ სიხარულს შორის არის რაღაც ისეთი რაც უფრო გახარებს.გაბედნიერებს, ის რომ ის სიხარული მარტო შენია.სხვა ვერ გაგიგებს რადგან ორმა გულმა იცის მხოლოდ იმ სიხარულის შესახებ.მინდა ასე იყოს, ეს ორი გული მუდამ.
-ასეც იქნება გპირდები მელო.ახლა კი წავიდეთ ინერვიულებენ სახლში.
-წავედით,ჯერ შენ მიგიყვან.არა წინააღმდეგი არ ვარ თუ წამოხვალ ჩემთან და დიდად გამახარებ.გადახედა მელანოს და გაეცინა მის აწითლებულ ლოყებზე.-შეგვრცხვაო?გაეცინა დემეს.ასე მხიარულად თითქოს მელანოს გვერდში ყოფნამ დაავიწყა დროებით ტკივილზე ფიქრი.მივიდნენ სახლში და ისე გააღეს კარები და ისე შევიდნენ არავის არ გაუგია.პადეიზშივე გაიგონა ნინის სასოწარკვეთილი ხმა როგორ ტიროდა ხმამაღლა.
-არა, ეს შეუძლებელია.მართალია მეზიზღება და ვერ ვიტან მაგრამ სასიკვდილოდ?არა,არასოდეს მიფიქრია მოკვდესთქო.მითხარი ლუკა რომ ეს ტყუილია.მითხარი, რომ ჩემი რეაქცია გაინტერესებდა და იმიტომ მომატყუილე.-ტიროდა ნინი,ტიროდა მთელი გულით.
-შენი ბრალი არაფერია ნინი.მხოლოდ გავბრაზდი რომ არაფერი არ მითხარი და ეს წლები გულში იხვევ ამ ტკივილს.
-როგორ მეთქვა, როგორ.თქვენ ხომ წლებია ერთად მოდიხართ.მე ვარჩიე გაცლა აქაურობას და თქვენს მეგობრობას არ შევუშალე ხელი.
-რატომ,რატოოომ.იყვირა ლუკამ.არ უნდა მცოდნოდა,რომ ჩემს დას ასე ტკივა გულის სიღრმეში რაღაც?შენ რომ გტკიოდა მე, ლუკა გელაშვილი რას ვაკეთებდი ამ დროს,როცა ჩემს დას ასე ძლიერ გტკიოდა და სულიერად იტანჯები.
-ვერ გითხარი ვერააა,განა იყო კი ასე ადვილი სათქმელი?-არც ნინიმ დააკლო ყვირილი.უნდა ვნახო ბოლოს თქვა წყნარად.
-ეხლა არა.დათბა უკვე ლუკაც.დამშვიდდი და მე თავად წაგიყვან.ახლა გვიანია.
-დაწყნარდით ახლა რა აზრი აქვს თქვენს ჩხუბს.-ჩაერია თაზო.საბედნიეროდ აღიარა და კარგი იქნება თუ შეძლებ და შენც აპატიებ ამ დანაშაულს ნინი.ნუ გაუშვებ დამძიმებული სულით.
-ნანობს,გულწრფელად ნნობს მის შეცდომას.დაამატა დემნამ.ახლა შეხედეს დემნას და მელანოს.რომელიც ისე შევიდნენ სახლში რომ არცერთს არ გაუგია.
-წავალ და ვნახავ,ხვალ ვერ შევძლებ.წავალ ამ დღეებში აუცილებლად.
-რაც უფრო გადადებ და გაწელავ მასთან შეხვედრას, უფრო და უფრო გაგიჭირდება და გაგიძნელდება მასთან შეხვედრა და საუბარი.
-არა წავალ და ვინ იცის, ეს ჩვენი უკანასკნელი საუბარიც იყოს.
-ნუ ნერვიულობ ყველანი შენთან ვართ,შენ გადაწყვიტე და იმ დღეს ყველა შენთან ვიქნებით.
-მადლობა ყველას რომ გამიგეთ,მე მეშინოდა თქვენთან საუბრის.დემე რამდენჯერ დავაპირე და მოვედი შენთან ოფისში მაგრამ ვერ შევძელი.რაც იყო-იყო.დაველაპარაკები ერთი-ერთში და მოვუსმენ,ისიც მომისმენს.იქნებ შევძლო,როგორმე უნდა შევძლო.ბოლოს ჩურჩულებდა ნინი.
-თაზო მამას დაურეკე?აუხსენი ყველაფერი მდგომარეობა?
-კი,კი ნუ ნერვიულობ და მითხრა როცა თავად მოიცლის შემეხმიანოსო.
-ხო, კარგია რომ ელაპარაკე.მეც როგორც მოვახერხებ დავურეკავ.
-მელანო გაიყვანე ნინი გთხოვ, დაისვენოს, ძალიან ინერვიულა დღეს.ჩასჩურჩულა გიორგიმ და ნინიზე ანიშნა.წამოდგა და ნინი ოთახში გაიყვანა და თბილად ჩააწვინა.
-არ დამტოვო რა გთხოვ.-კარგი არ მივდივარ არსად,ვეტყვი ლუკას რომ ვწვები.გავიდა ბოდიში მოუხადა ყველას ვერ დავტოვებო და მეც დავწვები მასთან ერთადო.დემნას გადახედა და დემნამ ყველას შეუმჩნევლად კოცნა გაუგზავნა, რამაც მელანოს გული აუფართხალა.
ჩაიცვა თავისი საყვარელი მაიკა,მოკლე შორტით და ნინის შეუწვა.ჩაეხუტნენ ერთმანეთს და სიტყვის უთქმელად მიაკითხეს სიზმრების სკივრს.ოთახში ბიჭები საუბრობდნენ და ათას თემას განიხილავდნენ.აზრი აღარ ქონდა წასვლას და გადაწყვიტეს იქვე დარჩენილიყვნენ ნინის ბინაში.თაზომ მიხვდა დასაწოლზე პრობლემა რომ შეიქმნა და აღარ დგებოდა მდივნიდან,დასწრებაზე იყო ვინ სად დაწვებოდა.მელანო ნინის საძინებელში დაწვა,ასე რომ მელანოს საძინებელში ლუკა,დათო და გიორგი გავარდენ.თაზო თავისთავად მდივანზე დარჩა ადგილი აღარ იყო დემნამ ჩაიცინა და გეზი გოგოების საძინებლისკენ აიღო,გოგიტაც გაყვა უკან.ჩუმად შევიდნენ ოთახში,არ ხმაურობდნენ,მუნჯურად საუბრობდნენ.გადახედეს გოგოებს ჩახუტებულებს ჩაძინებოდათ.საკმაოდ დიდი ტახტი იყო,თავისუფლად დაეტეოდა ოთხივე,გოგიტამ ნინის მხრიდან მოუარა და ფრთხილად დაწვა,ნინი აიკრა გულზე და მოემზადა დასაძინებლად.იგივე გააკეთა დემნამ.მიუწვა მელანოს და გააკანკაკლა,არ ელოდა ნახევრად შიშველი ქალი რომ დახვდა საწოლში.ფრთხილად შეუცურა ხელი და თავი მის მკლავზე გადმოიდო და მეორე ხელი წელზე გადაადო და მკერდზე აიკრა.მელანოს ნაზი კანის სასიამოვნო სურნელმა გააბრუა და თავბრუ დაახვია.,,ღმერთო გამატანინე დილამდე მშვიდად''ჩაიბუტბუტა და ისიც მოემზადა დასაძინებლად.ამ სიცხეში რომ ასე ჩახუტებული დაწვები ისედაც დუღს ყველაფერი და სუნთქვა უჭირთ ხალხს,ეს ოთხნი ვერ გრძნობდნენ ამ სიცხეს.ამათთვის სიცხე არ არსებობს,ამიტომ ტკბილად ეძინა ოთხივეს.მაგრამ ეძინა კი ოთხივეს?მე ვფიქრობ რომ არა,არ ეძინა ოთხივეს,ორი უსმენდა მათ მშვიდ სუნთქვას.წამლის მიღების გამო ღრმა ძილით ძინავდა ნინის.ხელი შეუშვა ძილში მელანოს და ნელა-ნელა გვერდიც იცვალა.შეუცნობელად ხელი გადახვია გოგიტას,ფეხი გადაადო,კისერში მისი ცხირი ჩარგო და მშვიდად გააგრძელა ძილი.გოგოტამაც შემოხვია მისი გრძელი მკლავები და დამალა მის მკერდში ეს პატარა გოგო.ფილტვები გაივსო მისი თმის სურნელით და უფლება მისცა ძილს მასთან მისულიყო.მელანო?მელანოს ცოტა ფხიზლად ეძინა ნინისთან შედარებით.იგრძნო მძიმე ხელი მის წელზე,თავიც ვიღაცის მკლავზე ედო.პირველად სიზმარში ეგონა თავი,მაგრამ უცებ თავი წამოწია და ნინის გადახედა.გვერდით ვიღაც დალანდა,-ღმერთო ჩემო ეს ვინაა.ჩაიჩურჩულა და უნდოდა ამდგარიყო რომ გადმობრუნდა ვიღაცის მკვრივ მკერდს შეასკდა.თვალები გაუფართოვდა და ხმამაღლა უყვირა
-აქ რას აკეთებ, დემნა გაგიჟდი?გაკვირვება,აღშფოთება,სიყვარული,სიბრაზე ყველაფერი შეეძლო ამოეკითხა ამ კითხვაში შეყვარებულ კაცსს.
-ჩუუუ, უთხრა და ხელი ააფარა პირზე.
-ძინავთ და ნუ აწიკვინდები,არ გააღვიძო თორემ სახლში მოგვიწევს წაბუნძულება. დასაწოლი ადგილი აღააა, ყველა აქაა და უკეთეს ადგილს სად ვნახავდი თუარა შენთან.დადე თავი ახლა ძალიან სასიამოვნოდ ვიწექი.
-კიდე რა გინდა, ტანსაცმელსაც ხომარ გაიძრობდი?
-ცინიკოსო გამძვრალი მაქვს, მაგრამ არაფერი არ მოხდება. ხელს გვიშლიან და გინდა შენ მაგ საქმეზე მაყურებელი გვყავდეს?
-კიდე მე ვარ ცინიკოსი?ჩემს ოთახში ჩუმად შემოდიხარ,ჩემს გვერდით დაუკითხავად წვები,იქნებ სულ შიშველი ვარ და კიდე მე ვარ ცინიკოსი?
-დიდი სიამოვნებით შეგავლებდი თვალ შიშველს, მაგრამ ახლა არ მოხდება არაფერი და კიდე ცინიკოსი არ ხარ, წიკვინა ხარ და დადე თავი დროზე სანამ დააღვიძე ყველათქო.-უთხრა ბოლო სიტყვა,ვითომ მკაცრად.
-ეხლავეს დავაღვიძე..........არც აცალა სიტყვის დამთავრება ისე დააცხრა მის ძილისგან დაბერილ ტუჩებს და ისიც ჩაადნა ხელში.
სად იყავი შე კაცო, ამდენი რომ მალაპარაკე ასე არ ჯობია?-უცებ ასქმუტდა მელანოს მეორე მე.
-დაწყნარდი?თვალებში ჩააშტერდა დემნა და მის ძლიერ ხელებში მოიქცია,თავი მკერდზე დაადებინა და უთხრა.- მხოლოდ შენი ჩახუტება მინდა,მიყვარხარ გემრიელო.დაიბნა მელანო რაო? მიყვარხაროოოოო, ვაიმე როგორ გინდა ახლა დილამდე გასტანო მშვიდად.დაწყნარდი გულო ნუ ამოხტები კალაპოტიდან.ის თავად გაყუჩდა და მისი გული, ლამისაა გამოხტეს საგულედან.იგრძნო დემნამ როგორ აუჩქარდა სუნთქვა.
-კარგად ხარ?არითმია ხომარ გაქვს იცი როგორ ცემს შენი გული?ნიკაპზე ხელი მოკიდა და თავი ააწევინა.-ვიცი ახლა რას ფიქრობ, მაგრამ სრული სიმართლეა რაც გითხარი.ამაზე ცალკე ვისაუბრებთ ახლა მხოლოდ, გულზე მინდა გაკოცო, იმიტომ რომ შიგნით მე ვარ.დაიძინე, და ტკბილი ძილი ჩემთან ერთად.ჩაეხუტა მეტი რა ჯანი ქონდა და ნასიამოვნებმა ძილს მიცა თავი.თაზომ ვერ დაიძინა ტელეფონზე თამროს ელაპარაკებოდა და უცებ სასიამოვნო აზრმა მოუვიდა თავში.ადგა ჩუმად,შეიპარა საძინებელში და ცალცალკე გადაუღო ფოტოები ტკბილად ჩახუტებულ წყვილებს.სათითაოდ დაუგზავნა ყველას და დაწვა ნასიამოვნები.აი შენი შურისძიება ანაკონდა ხო გამოგიჭირე, რა გეგონა დამავიწყდა?ხე ხე ხეეე,დილას იქნება რაც იქნება და გველურად იცინოდა.
გათენებისას როცა გრძნობ ზაფხულისთვის უჩვეულო სიგრილეს,ახლახანს ნაწვიმარი მიწის სურნელი რომ შემოიჭრა ოთახში.არ მოეწონა წვიმა რადგან სულ სხვა გეგმა ქონდა.თავისი ჩანაფიქრი უკუ აგდო თუ რა დასახა დღეს ჩასაცმელად.წვიმას ნატრობდა რომ გაგრილებულიყო ქალაქი,აჰა გაწვიმდა მაგრამ ეხლა გაბუსხული წამოჯდა,ეწყინა და გულმოსულმა ისევ შეწვა.გადაწყვიტა მანამ არ ამდგარიყო სანამ მზე არ გამოვიდოდა.ნინიმაც გაიღვიძა და მელანოს გადახედა.
-არ ავდგეთ?
-დაიცა რა ცოტა წვიმს გარეთ,წუხელ კარგად გეძინა? კითხა და ეშმაკურად გადახედა.
-კი და საოცარი სიზმარიც ვნახე.ისეთი სითბოთი თქვა რომ ისევ მოუნდა იმ ვითომდა სიზმრის გაგრძელება.
-რაღაც კარგი დაგესიზმრა და გინდა ალბად რეალობაშიც მოხდეს ხომ?
-არ ვიტყოდი უარს.გულახდილად უპასუხა ნინიმ.
-თქვენ სადღაც რომ დაფრინავთ,რეალობაში მე დაგაბრუნებთ თქვენ ორივეს,რაა გოგო ეს რომელი ამიხსნით?-შევარდა ოთახში დათო და ლუკა.
-რა მოხდა დათიკო რამ გადაგრია?
-შენ და შენმა საქციელებმა.-გააფრინე? რას მერჩი ჯერ არ ავმდგარვარ და რა გავაფუჭე აქედან?
-ეს ნახე და გაიგებ, რაც გააფუჭეთ ორივემ.ლუკამ თავისი ტელეფონი ამოიღო და რაღაც მოძებნმა იმ წუთში მელანოს მობილურმა გაანათა და დახედა ლუკამ რაღაც გადაუგზავნა.გახსნა და თვალები გაუფართოვდა.
-ეეეს,ეეს ვიიიინ გადაიღო! ენა დაებნა და ბიჭებს მიჩერებოდა.
-ეხლა დამაცადე და მეორე მესიჯი სადღაც გააგზავნა.მელანო წამოხტა და ტელეფონით როგორც იყო თაზოს დაახტა თავზე.
-შე გველო ეს რაა,როდის შემოიპარე ოთახში და გადაიღე, სულარ შეგეცოდე?
-რა გჭირს შესაცოდებელი, ჯერ ეს ერთი და მეორე ეს არაფერია იმასთან რაც შენ გამიკეთე და კიდე მესამე გაბრუნდი და ტანზე ჩაიცვი ნუ გადარიე ერთი კაცი ამ დილაზე.ასე უწექი ლოგინში? მალადეც ძმაო შენს ნერვებს.უთხრა დემნას.
-საზიზღარი ხარ,საძაგელი და გავარდა ისევ ოთახში,ისევ დაწვა და ბალიში თავზე დაიფარა.
-ამიხსნით ვინმე რა ხდება აქ ჩემს ბინაში? ვითომ მკაცრი სახე მიიღო ლუკამ.
-ნინი სადაც იყო ტირილს დაიწყებდა.
-გეფიცები არაფერი არ ვიცი, მე ეს ყველაფერი სიზმარი მეგონა.
-მიტომ გქონდა გაბადრული სახე ასეთ სასიამოვნო სიზმარი რომ ნახე? მიახლოვდა გოგიტა და ხელი მოხვია წელზე.
-ასახსნელი რაა ძმაო. ისე კარგი გველი ხარ შენც ხვდებოდი რომ ნინი მომწონდა და არაფერს არ ამბობდი.ვითომ ვერ მამჩნევდი და მეც განგებ არ გეუბნებოდი,შესაფერის მომენტს ველოდი.მართლა არ მინდოდა ასე გაგეგო, მაგრამ თაზომ დააჩქარა მოვლენები.გეფიცები გულს არ ვატკენ და ბედნიერ ქალს გავხდი.
-ვიცოდი რომ ერთ დღეს ამასაც მოვისმენდი მაგრამ ჩემს სახლში და ჩემი დის საძინებელში? ამას არ ველოდი.რა გითხრა,ან რა გავაკეთო, გცემო? ძმა ხარ ჩემი და როგორ გცემო.ისევ უნდა მიგიღო სიძედ და ერთ გეტყვი, ერთი ცრემლი მის თვალზედა ტრუპი ხარ,მეტს არ გეტყვი არაფერს.ახლა მეორესთან გადავინაცვლებ.აქ დათოც დაუდგა გვერდით ლუკას და დემნას გახედეს.
-თქვენ?თქვენ, რას გვეტყვი გვრიტებო? ჩვენს ზრუგს უკან რას ხლართავთ? მელანო თითებს აწვალებდა და ისე უყურებდა ხან ერთს და ხან მეორეს.
-ეგებ დაიმტვრიო მაგ თითები და თაბაშირი დაგჭირდეს უთხრა დათომ.
-დაწყნარდით,რა გჭირთ. მელანოს ბრალი არაფერია, მე ვარ დამნაშავე და მე დამსაჯეთ და ისე ხომ იცით უმიზეზოდ რომ არაფერი არ ხდება. უნდა ვაღიარო,რომ მელანო შემიყვარდა.რას მიყურებთ,ხო შემიყვარდა და სერიოზულად ვფიქრობ ჩემი 28 წლის მანძილზე.გეფიცებით არ ვაწყენინებ და არც ვუღალატებ.აქ წუხელ, ამ საძინებელში ჩემი თავისუფალი ცხოვრება დასრულდა.ჩემს ცხოვრებაში არსებობს მხოლოდ ერთი ქალი და ეს ქალი მელანოა გელოვანი.დაასრულა და მელანოს გახედა რომელიც პირდაღებული მიჩერებოდა.
-ანაკონდას პირი აქვს ღია დაცალეთ ოთახი ეხლა არ დაგშხამოთ.ამბობდა თაზო მაგრამ მელანოს არაფერი არ ესმოდა, ის მხოლოდ დემეტრეს უყურებდა.
-ნუ მიყურებ ასე მელანო.ადგილი სადაც მე და შენ სულ ერთად ვიქნებით ეს ჩემი გულია.
-მდააა, აქ მართლა სერიოზულადაა საქმე.
-ბედნიერი ის კი არ არის,ვისაც ბევრი თაყვანისმცემელი ყავს,არამედ ის ვისაც ერთი ადამიანი ყავს და რომლის გარდაც არავინი არ უნდა.დემნასკენ წაიწია და მერე გახედა სხვებსაც. ახლა თქვენ სრულებით ზედმეტები ხართ აქ,მაგრამ თქვენ ვინ მოგცათ მაგდენი მიხვედრილობის უნარი.
-ოპალალაალააა, ესე იგი მარტო დაგტოვოთ? თქვა დათომ და ხმამაღლა გაიცინა ყველამ.
-დემეტრე ჯაყელო შენი მჯერავს და ვიცი ამ ანაკონდას დაატკბობ და არ მიცემ უფლებას, რომ დაგვგესლოს. ეს ერთი და მეორე ხუმრობის გარეშე. მე ადრეც გითხარი და გელაპარაკე, აღარ გაგიმეორებ იმ სიტყვებს მხოლოდ თუ რაიმე შეგეშალა, ახსნის საშუალება მიეცით ერთმანეთს და თუ ვერ ახსნი ჩემთან აღარ მოხვიდე. რადგან ისეთ ჯიუტ არსებას როგორც ესაა, რომელიც გვერდით გიდგას ახლა,მასთან ზემეტია თავის მართლება,მე ვერაფლით ვერ დაგეხმარები.მინდა რომ ბედნიერი იყოთ და ბოლომდე ასე გიყვარდეთ ერთმანეთი.მელანოს თვალზე ცრემლსს არ ვაპატიებ არავის,ეს ვინც არ უნდა იყოს სულერთია და თუ მე თავად შემეშლება, მე თავად წავალ მისი ცხოვრებიდან.მაგრამ შენ არ გაპატიებ შეცდომას.მელანო დედისერთაა, მაგრამ არასდროს არ უგრძვნია თავი მარტო ამ 24 წლის მანძილზე.ერთად დავიბადეთ და ერთად მოვდივართ დღემდე.ეთქმის ლუკას და დათოს თავისი სიტყვა, მაგრამ ვფიქრობ, რომ აქ პირველი სიტყვა მე მეკუთნოდა.მოდი საზიზღარო ჩემთან.მელანო ადგილზე იყო გაშტერებული და თაზოს ხელების შემოხვევამ და მისმა გულის სითბომ მოიყვანა აზრზე.
-იცი რომ ძალიან მიყვარხარ და ისე რომ არ შემიძლია გადმოვცე ეს სიყვარული?
-მიტომ მიშრობ სისხლის?უთხრა სიცილით.ხომ არ ფიქრობთ, დროა გავიდეთ ამ საძინებლიდან და ვისაუზმოთ რადგან საქმეები გვაქვს ყველას?წარმოთქვა გიორგიმ.
-ახლა მომისმინეთ ყველამ. ვისაუზმებთ ერთად და ყველანი წავალთ სალოცავად ეკლესიაში,დღეს დროებით ტკივილზე არ ვისაუბროთ.თქვა დემნამ და ყველა დათანხმდა.დათანხმდნენ მაგრამ სახეზე ყველას ეტყობოდა დიდი ტკივილის განცდა.მსუბუქად ისაუზმეს და ყველამ ერთად გამოიკეტა სახლის კარები.დემნა წავიდა პირველი და მის მანქანას მიყვა ყველა.კუკიასკენ აიღო გეზი წმ.გაბრიელ მთავარანგელოზის ეკლესიაში,იქ ნაცნობი მამაო ყავდათ და თან ის უნდა წაეყვანათ საავადმყოფოში გიზოსთან.გადმოვიდნენ თუ არა გიორგიმ უთხრა დემნას.
-აქ ცოცხლი რომ მომიყვანე ჩემი ფეხით, როცა მოვალ ის არ მეყოფა?
-ცანცარი აქ დავტოვოთ გარეთ და წყნარად შევიდივართ.დაუბრიალა თვალები დემნამ გიორგის.საოცარი სიმშვიდე ჰპოვეს ლოცვისას,გალობას უსმენდნენ და თავისდა უნებურად მელანოც აყვა გალობას.ნინი დაუდგა გვერდში და ეს იყო საოცარი შესრულება.გალობდნენ მთელი გულით,შიგ ჩადეს მთელი მათი გრძნობები და ყველა გაოცებული უსმენდა ამ ანგელოზებს ბერებიც და მრევლიც.გაჩერდნენ თვით მგალობლებიც და ირგვლივ მხოლოდ ამ ორი ანგელოზის ნარნარი ხმა ისმოდა.დემნამ რამოდენიმე ფოტოც გადაიღო, ეს იყო რაღაც საოცარი კადრი.ორი ულამაზესი გოგონა მანდილით და სანთლით ხელში იდგა დედახვთისმშობლის ხატის წინ და ლოცვას გალობით წარმოთქვამდა
ძალიან ნასიამოვნენები გამოვიდნენ ეკლესიიდან,ნამდვილად ღირდა დღეს ამ ლოცვის შესრულება და ყველამ ნასიამოვნები სახით საავადმყოფოში წავიდნენ მამაოსთან ერთად.წამიერად ჩამოეფარა ბნელი ფარდა ყველას თვალებზე გიზოს რომ შეხედეს,ის ტკივილს არ იმჩნევდა.უფრო სწორად არ უნდოდათ შეემჩნიათ,როგორ მწარედ ტკიოდა,როგორ ჭამდა ის რაღაც თავის არეში.თითქოს ტვინში ხელი აქვთ შეყოფილი ბოროტ ადამიანებს და ტვინს რაღაც ლითონის საგნით ურევდნენ.მამაოს დანახვაზე კი იფიქრა,დღეს საშინელ სამჯავროზე გავალო.არ დაუკვნესია გმირულად იტანდა ტკივილს.ყველამ დატოვა ოთახი და ეს ორი ადამიანი მარტო დარჩნენ.
---მელანო წავედით! - უთხრა დემნამ და წასასვლელად მოემზადა.-დაგირეკავთ.უთხრა ბიჭებს და საავადმყოფოდან გავიდა მელანოსთან ერთად. მდუმარედ მიდიოდნენ,დემნას სევდიანი სახე ქონდა,მელანომ ცუდი ფიქრები განდევნა და მოულოდნელად დემნას შეეკითხა.-დემნა სიხარული, ხარისხებად დაყოფილი გაგიგონია როდესმე?-დემნამ გაკვირვებულმა შეხედა და უთხრა.-სიხარული ვიცი უსაზღვრო და უკიდეგანო არსებობს,მაგრამ ხარისხებად დაყოფილი?არა, ძვირფასო.ამიხსენი აბა და განმანათლე.-მაგალითად დაიწყო მელანომ.ერთს შეიძლება ხელისგულისოდენა სიხარული შეხვდეს,მეორეს თასით სავსე,მესამეს მთელი ზღვა სიხარულისა,თუმცა თვითეულ მათგანში სისადავე იგრძნობა.არავინმა იცის,რამდენ სიხარულს,რაოდენ ნეტარებას განიცდის სხვა,როცა უზღვავი სიხარული შეხვდება. -არ მჯერავს, რომ შენში ასეთივე ციფრებითაა დაყოფილი სიხარული.რას ამბობ მელო მე ვგრძნობ ახლა დიდ სიხარულს და ეს უნდა დავყო პირველი ხარისხისაა, თუ მეორე ხარისხის?ახლა იცი რას ვიზამ?შეეკითხა და მანქანა გააჩერა. -რას იზამ..... ვერ მოასწრო სიტყვის დამთავრება რომ დემნა დაეწაფა მოწყურებულივით მის ტუჩებს და ამოივსი ის რაც აკლდა დილიდან.
-აი ესაა უსაზღვრო სიხარული და ბედნიერება რომ შენ დნები ჩემს მკლავებში და ჩუუუუ, აღარ დაყო სიხარული ხარისხების და რიცხვების მიხედვით.რესტორნის შესასვლელში დაცვამ შეატარა ეს არაჩვეულებრივი წყვილი.შევიდნენ თუ არა მაშინვე მიიქციეს ხალხის ყურადღება.პირდაპირ მაღლა წავიდნენ კაბინეტში,რომ გზად ორი ახალგაზრდა გადაეღობა.-გამარჯობა დემეტრე როგორ ხარ?
---გამარჯობათ ბიჭებო,თქვენ რას შვრებით,როგორ ხართ.ალბად გიზოს ამბავსაც გაიგებდით.-კი გავიგეთ და ძალიან გვეწყინა.-ხო გაიცანით ამ რესტორნის ახალი მფლობელი მელანო გელოვანი.-რააა???ეს რესტორანი გაიყიდა?რატომ არ თქვი თუ ყიდდი.რაღა უცხოს მიყიდე,ჩვენ ვიყიდდით დემეტრე.-უკაცრავად,ეს ძალიან მოულოდნელი იყო ჩემთვის.მე უნდა მცოდნოდა,მე ხომ მენეჯერი ვარ ამ რესტორნის.მელანოს გადახედა გახევებულმა.-ძალიან კარგი მაგრამ უკვე აქ ახალი მენეჯერია თაზო ჟორჟოლიანი.ამჟამად გასულია საქმეზე და მალე შემოგვიერთდება.-ეს როგორ დემეტრე,მე რას ვაკეთებ აქ? ჩემს შეუთანხმებლად ეს როგორ მოხდა.-ზემოთ ავიდეთ თუ შეიძლება,არ ვარ ვალდებული აქ შენს გამართულ სცენებს და პრეტენზიებს ვუსმინო. არ დაუშვებ რომ ეს ყველაფერი აქ კლიენტმა მოისმინოს.მელანო კაბინეტისკენ წავიდა და თან ტელეფონზე ვიღაცას დაურეკა რომ არ აცადა საუბარი და უცებ მიაყარა.
---(luka puise,ela tin taverna grigora).-ლუკა სად ხარ მოდი ჩქარა რესტორანში. უთხრა და კაბინეტშიც შევიდა.მის ადგილზე მოთავსდდა და მიუბრუნდა ორ ახალგაზრდას.
-აბა გისმენთ, ახლა მითხარით რა პრეტენზიები გაქვთ.
-პრეტენზია ის არის რომ,უნდა მცოდნოდა რომ იყიდებოდა რესტორანი. მელანოს არც მორიდებია და არც შეშინებია.პირდაპირ უთხრა.
-და არ გაუშვებდით ხელიდან აქ აწაპნილი ფულით,იყიდდით ამავე რესტორანს ხომ? ნუთუ არ გრცხვენიათ? რა გგონიათ დემეტრემ არაფერი იცის და ვერ ხვდებოდა რამეს? და ისარგებლეთ თქვენც მისი უთქმელობით და ჭამეთ ისე რომ ვაფშე, არ მოერიდეთ ძმაკაცსს რომ აკოტრებდით.
-ასე აგრესიულად ნუ ლაპარაკობ,იცი ვის ელაპარაკები? ცოტა ღირსეულად მესაუბრე.მელანომ წარბი აწია.მიხვდა ამათთან ხმამაღალი საუბარი არ ივარგებდა და ნელა დაიწყო,წყნარად.
-სხვისი ღირსება რომ შენიშნო ბ-ნო ზვიადი თავად უნდა იყო ღირსების მატარებელი...რაც ამ რესტორანს ვალი დაატეხეთ ერთ წელიწადში დადგება ფეხზე.სირცხვილი თქვენი,ამ ყველაფრის შემდეგ ისე შემოდიხართ მაღალ ფეხზე ვითომ მე ვიყო ამოდენა ფულის შემჭმელი.მადლობა თქვით რომ ციხეში არ გიკრათ თავი გაფლანგვისთვის ბ-მა დემეტრემ.ამიტომ შეირგეთ რაც ჭამეთ,აქ ახლა მე ვარ უფროსი და არა სხვა. დაასრულა და კარებიც გაიღო და ოთახში ერთად შემომწკრივდნენ თაზო.ლუკა და დემეტრე.
-დემეტრე შენ სად წახვედი აქ რაღაცეები არის გასარკვევი.
-არ შემოგყევით,საუბარში არ შეგიშალეთ ხელი.
-ყველაფერი გარკვეულია და მე დაგტოვებთ.წამოდგა ზაზა ფეხზე.არ ესიამოვნა ლუკას დანახვა.
-არა,ჯერ არ დაგვიმთავრებია ბ-ნო ზაზა.აი ეს ფურცელი და დაწერეთ რომ თქვენი ნებით ტოვებთ დაკავებულ პოსტს.მანამდე კი გაიცანით ჩემი მარჯვენა ხელი თაზო ჟორჟოლიანი.
-ძალიან კარგი, ვიცნობდეთ ერთმანეთს.ასე დამცირებულად ზაზას არასდროს,არავის წინაშე უგრძვნია თავი.ეს გაწრიპული გოგო ზედმეტად ძლიერი ჩანს.ხმის ამოუღებლად დაწერა წასვლაზე განცხადება და მიაწოდა.
-ძალიან კარგი.ხელი მოაწერა და უთხრა თქვენ უკვე თავისუფალი ხართ.თუ რაიმეში დაგჭირდეთ მოგვმართეთ.იმედია საერთო ენას გამოვნახავთ და შევძლებთ თქვენს დახმარებას. ხო კიდევ რა მინდოდა,თანვე გექნებათ გასაღებები და დაგვიტოვეთ.თქვენთვის ის საჭიროებას აღარ წარმოაფგენს.
-დიახ,დიახ,მე თავად მინდოდა მომეცა და თქვენ დამასარით.უთხრა დაბნეულმა და გაუწოდა გასაღებების აცმა.
-ჩვენ კიდევ შევხვდებით პატარავ.უთხრა მეორემ მელანოს და გასასვლელისაკენ დაიძრა.
-ადამიანობას მალე წითელ წიგნში შეიტანენ და ეცადე, შენც მოხვდე ამ წიგნში. რადგან მეეჭვება, რომ შენს სხეულში ადამიანური სული იმალებოდეს.
-ვეცდები და მე თუ არა სხვას აუცილებლად მოვახვედრებ.ცოტა რბილად მოექეცი ადამიანებს,თორემ ასეთი ძლიერი და სასტიკი სულით, გაგიჭირდება ცხოვრება პატარავ.
-იცი რას გეტყვი?მე ადამიანში იმ ძლიერ სულს ვაფასებ,რომ მართლა იბრძვის მეგობრისთვის და ყველა ახლობლისთვის.მე არ მაინტერესებს ტანზე შემოხვეული,შენი ძვირად ღირებული მატერია.სული უნდა გქონდეს ძლიერი და გული თბილი,მე არ გირჩევდით უკან გახედვას,რადგან იქ მხოლოდ წარსულია და ყველაფერი შეუცვლელადაა.წინ იხედე,რათა მომავალი უკეთესი გქონდეს.
-მადლობა მელანო,იმედია შევხვდებით ერთმანეთს და ხელი ჩამოართვა,დაემშვიდობა.გავიდნენ თუ არა მელანომ ბიჭებს მიუბრუნდა და უთხრა.სასწრაფოდ დასაცვლელია ყველა კარებებზე საკეტები.მე ის მეორე ტიპი არ მომეწონა,აი ძალიან არ მომეწონა.ამასთან, კიდევ შეიძლება კარგი სიტყვით საერთო ენა გამონახო.
-მართალია მელანო ყველა კარებების გასაღებებია შესაცვლელი.
მართლაც ასე მოიქცნენ და ყველა კარებზე საკეტი დაცვალეს.ნელა-ნელა გადიოდა დღეები,ხან საავადმყოფოში გარბოდნენ,ხან სამსახურში იყვნენ.ერთ საღამოს გვიან შემორჩა მელანო.ძალიან ბევრი სამუშაო ჰქონდა.მარტო იყო თაზო ქუთაიში წავიდა საქმეებზე.მუშაობაში ისე დააღამდა არც კი გაუგია,დრო როგორ გავიდა.თავბრუ დაეხვა თავაუღებელი მუშაობის შედეგად,დაიღალა ამდენი წვრილ-წვრილი პრობლემებით.მხოლოდ ის უნდა, ყველას მისცეს საშუალება თუნდაც ერთხელ, წელიწადში მოიწყონ ბედნიერი დღეები.ყველაფერი რთულდება, მაგრამ მაინც შემართებით მიიწევს წინ.თავად დაიკლებს და ბედნიერების უფლებას ყველას მისცემს.აი ეს კი ერთ-ერთი საწყისი რგოლია მისი ბიზნესისთვის,რათა ხალხი მიიზიდოს და კვლავ სახელგანთქმული რესტორანი გახდეს.თუ მისი ჩანაფიქრი გამართლდდა,ეს უდიდესი რესტორანი გახდება თბილიში და არ დაკმაყოფილდება მარტო ამ ერთი ადგილის ტკეპნით.ბევრს ფიქრობს და ამ ფიქრებში მაგიდაზე,მის ჩაისთან ერთად,დაღლილს და გამოფიტულს ჩაეძინა.
არა მარტო მელანო,დემეტრეც თავდაუზოგავად შრომობდა.თითქოს,ერთმანეთის ჯინაზე ათევდნენ ღამეებს. მელანოზე ფიქრი დემეტრეს დადებითი ოპტიმიზმით აყენებდა.უშიშრად ყიდულობდა და ყიდდა,იღებდა ახალ-ახალ კლიენტებს.ქონდა დიდი რწმენა,იმისა რომ მის გვერდით იდგა ქალი.ქალი რომელიც აძლევდა იმედს და ამ ყველაფრის ძალას.მოენატრა მეგობრებთან ერთად დაჯდომა ეს როგორც ადრე ხდებოდა.წარსულს გადახედა,თერთმეტი წელი ბერლინში იცხოვრა,მშობლები იქ ყავს.ცოტა ხნის წინ დაბრუნდა საქართველოში და ჩაუდგა სათავეში ბაბუის მიერ აღორძინებულ კომპანიას.მანაც სიხარულით გადაულოცა შვილიშვილს მის მიერ გაბრწყინებული სამყარო.ფიტნეს-კლუბების დამფუძნებელი ბ-ნი დემეტრე ჯაყელი იმედიანად წავიდა იმ ქვეყნად.მას შემდეგ ამართლებს ბაბუის სახელს უმცროსი დემეტრე.არა მარტო ამ ბიზნესით,ის სხვა მისი საკუთარი ბიზნესითაც შემოიფარგლება.გვერდით დაიყენა მისი ბავშობის მეგობრები და ხელი-ხელ ჩაკიდებულები შეუდგნენ მუშაობას ერთმანეთის მხარზე დაყრდნობით.უამრავი სამეგობრო ყავს გერმანიაში,რომლებსაც სათითაოდ აჩუქა წიგნი საქართველოს ისტორიის და შორიდან შეაყვარა მისი ქვეყანა და მისი ტრადიციები,ისინი დემეტრეს ხშირი სტუმრები არიან საქართველოში.დემეტრე ჯაყელი მისმა თავდაჯერებულობამ,მის გვერდით ერთგულმა სამეგობრომ გახადა ძლიერიც და მდიდარიც.ის ყოველთვის დროულად აღიარებდა მის შეცდომებს. აი ეს იყო ყოველთვის მასში მისი დადებითი მხარე.
-თქვენი წარმატება და კეთილდღეობა,მხოლოდ თქვენს ქცევებზე და გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული.,,თავად დაჩეხეთ შეშა და ორჯერ გათბებით''.ასე ეუბნებოდა ბიჭებს და ისინიც,დღემდე დიდი მადლიერებით მიყვებიან გვერდით. გიზო თავისი დაჯინებული თხოვნით, საავადმყოფოდან გაწერეს და ის მართლაც ისე მოიქცა როგორც თქვა.პირდაპირ წმ.გაბრიელ მთავარანგელოზის ეკლესიაში წავიდა,იმ ნაცნობ მამაოსთან ერთად ლოცულობდა,სუსტდებოდა მაგრამ უფალთან ახლოს ყოფნა დიდ ძალას მატებდა.ჯეროდა და დარწმუნებული იყო,რომ ერთ დღეს ნინისთანაც შეძლებდა დალაპარაკებას.
თაზო მოულოდნელად ჩავიდა ქუთაიში,მისი დანახვისას თამრომ თვალები დაჭყიტა,არ იცოდა რა ექნა,იმდენად ყავდა მონატრებული.როგორ უნდოდა მოხვეოდა და შეეგრძნო მისი სუნი.მხოლოდ ის იყო მისი ფიქრების ყოველდღიური სტუმარი.დაივიწყა ყველაფერი სად იყო,ვინ იყო მის გვერდით იმ წუთებში და გაშლილი ხელებით წავიდა მონატრებული მამაკაცისაკენ.
-როგორ მომენატრე პატარავ,ამ მცირე დროით განშორებამ,ძალიან ბევრ რამეში დამარწმუნა.
-მეც,მეც დავრწმუნდი,მაგრამ უნდა ვაღიარო,რომ ძალიან გამიჭირდა უშენოდ.
-უჰარეობა მაქვს უშენოდ,შენი უჰაერობა.მაგრამ მალე მორჩება ეს ყველაფერი.ახლა უნდა გვერდით დგომა ჩვენს გიჟ გოგოს და ვერ მივატოვებ,მცირე დროით ჩამოვედი,თან უნდა დაგელაპარაკოთ.შენ როგორ ხარ,გიჭირს მუშაობა?
-როგორ შეიძლება თავი გაართვა ადამიანმა ამ ყველაფერს,რომ შენ ასე შორს ხარ ჩემგან.
-მალე მივიღებ სასიამოვნო ზომებს და სულ ერთად ვიქნებით.ცოტა დრო და ცოტა მოთმინება გვინდა მხოლოდ. სულ სხვა იყო თაზო,მის თვალებში ცეცხლი გიზგიზებდა,იყო უფრო ემოციური და აღელვებული.საოცრად კმაყოფილი იყო საკუთარი არჩევნით,ამავ დროულად დარწმუნებული საკუთარ გრძნობებში.ერთად დაჯდნენ სავახშმოდ და ყველაფერი მოუყვა თამროს და ირაკლის,იმ დღიდან დღემდე თუ რა ხდებოდა თბილიში.
-გასაგებია ყველაფერი. თქვა ირაკლიმ.მაგრამ მე ერთი აზრი დამებადა, აი ამ წუთში და ორივეს გადახედა.მე წავალ და შენ აქ იყავი.ასე ჯობია,გადაწყვიტა ირაკლიმ.
-დავურეკოთ მელანოს და რას გადაწყვიტავს ვნახოთ. დარეკეს და ხმაზე ჩართო თაზომ ტელეფონი.
-როგორ ხარ მელო.
-თააამ მომენატრე ჩემო ფუმფუულ!(ცოტა პუტკუნაა თამრო)
-ჩვენც მოგვენატრეთ და თან ძალიან.
-ირა როგორ ხარ ძმა.
-ვისვენებ შენგან. მაგრამ უნდა ვაღიარო უშენობა ეტყობა ყველაფერს და ჩვენც.
-გაუძლოთ უნდა,აბა რა ვქნათ.საქმემ ასე მოიტანა.გვრიტები როგორ ხართ?თაზ დაშოშმინდი თუ კიდევ გიფრთხიალებს გული?
-ნუ სარგებლობ შემთხვევით, რომ გადამირჩი იმ დღეს მოკვლას.
-მელო სალაპარაკო მაქვს შენთან! ერთი კარგი აზრი მომივიდა.
-რა ხდება აბა მითხარი ირა გისმენ.მელანოს აუხსნენ საქმის ვითარება და მოეწონა აზრი მასაც.
-კარგია, მომწონს გვრიტების ერთად ყოფნა,იქნებ კიც იფიქრონ რამე და გვაღირსონ ქორწილიც.თაზო ჯერ მაინც არ იყო გაფორმებული.შენ რომ ჩამოხვალ სრაზუ გაფორმდდები და თანვე დაიწყებ მუშაობასაც.და ისა როდის წამოხვალ?
-წამოვალ მალე, ორ-სამ დღეში მანდ ვარ.
-კარგი გელოდები,საქმეები მაქვს ეხლა უნდა წავიდე.მაგრამ გაზღვევინებ იცოდე რომ მოხვალ.
ბედნიერებამ მითხრა თავად გიპოვნიო,ვფიქრობ და ერთი დასკვნა გამოვიტანე.ან მე ვემალები კარგად ან ის მეძებდა ძალიან ნელა და საკმაოდ დააგვიანდა,ჩემი ბედი უფალთან არის ძალიან ახლოს.გიზო თითქოს გამოცოცხლდდა და ეჭვიც კი შეეპარა იმაში რომ ექიმებს რაღაც შეეშალათ.იმდენად მოძლიერდა,იმდენად დადებითად იმოქმედა ეკლესიურმა ცხოვრებამ,რომ ვერავინი ვერ ატყობდა თუ ის ასე მძიმე ავადმყოფი იყო და სულ მალე დედამიწაზე,მისი ადგილი აღარ იქნებოდა.მაგრამ სიხარული ნაადრევია,სადღაც აქვეა, ახლოში სიკვდილი და ითვლის საათებს უკვე.თანდათან დაკარგა ფერი და სისუსტეს გრძნობდა.მაინც არ წყვეტდდა ლოცვების კითხვას.იმდენად უნდოდა განწმენდილიყო მისი სული ბინძური ზრახვებისაგან,რაც ქონდა გამიზნული ავადმყოფობამდე.ლოცულობდა დღე და ლოცულობდა ღამე,ის უკვე ნახევრად უფალთან იყო.ერთ დილით,დილის ლოცვაზე ერთმა მონაზონმა რომ ვერ დაინახა,მისი ოთახისკენ წავიდა.ნახა რომ ის უკვე უძლურად იყო,მაჯა გაუსინჯა და ძალიან სუსტად უცემდა.გაიქცა მამა კონსტანტინესთან.
-მამაო,მამაო ის ძალიან ცუდადაა.
-სასწრაფოს დაურეკეთ,ჩქარა.ახ გიზო,გიზო რა ჯიუტი ხარ.აქ არა უფალო და ახლა არა.მას ერთი საკითხი აქვს მოსაგვარებელი ძალიან პირადული.ლოცულობდა მამაო,ლოცულობდა მხურვალედ,მთელი გულით.შემდეგ დემეტრეს დაურეკა.
-დემეტრე ჩქარა საავადმყოფოში მოდით.გიზო ძალიან ცუდადაა.
-კარგი იქ დაგელოდებით. ეს თქვა მარტო და უცებ გასაღებს დაავლ ხელი და გავარდა.გზიდან ყველას დაურეკა და ყველამ ისევ იქ მოიყარა თავი.მალესვე მოიყვანა სასწრაფომ გიზო და პირდაპირ რეამინაციაში შეიყვანეს და გადასხმები დაუდგეს.ექიმი არადა არ გამოდიოდა.
-ექიმი გამოვიდა როგორც იქნა.თქვა გიორგიმ.
-როგორაა ექიმო! კითხა ფერდაკარგულმა დემეტრემ.უჭირდა იმის აღიარება,რომ ის დრო ამოიწურა და მალე დადგებოდა ის საშინელი წუთები რომელიც ძალიან მტკივნეული და ძნელი გასათვისცნობიერებელი იყო.ეს კითხვა ექიმისთვის უკვე ზედმეტი იყო.ნაღვლიანად გახედა და უთხრა.
-ვწუხვარ დემეტრე.საზარელია რომ ვერ ვშველით და ასე ახალგაზრდა,ასე ადრეულ ასაკში მიდის ჩვენგან.ექიმსაც ცრემლები ქონდა თვალებზე.
-ღმერთის დაფარული მსჯავრი ვინ იცის?რასაც ღმერთის მსჯავრში გონებით ვერ ვწვდებით,მის მიმართ უფრო მეტად ძრწოლა გვმართებს. თქვა მელანომ.
-მართალია შვილო.ვწუხვარ მე ვერაფერს ვიზამ გარდა იმისა,მალე გონებას დაკარგავს და სათითაოდ შემიძლია რომ შეგიშვათ და დაემშვიდობოთ.ვინ იცის იქნებ დღეს უკანასკნელად გნახოთ ყველა. ყველამ ნინის გადახედა,მანაც მოიკრია ძალა.იცოდა, ეს რომ გარდაუვალი იყო და გვერდს ვეღარანაირად ვერ აუვლიდა.გაუბედავად წავიდა,შევიდა რომ შეხედა ეგონა სულ სხვა ადამიანი იწვა მის წინ.როგორ შეცვლილა.სადღაა ის სიცოცხლით და ჯან-ღონით სავსე ადამიანი,მისი ნახევარიც არ იწვა საწოლზე.ფიქრებში იყო სუსტი ხმა რომ მოესმა.
-მაინც მოხვედი,აღარ გელოდი.მინდა ვიცოდე სასუფეველში მშვიდად რომ ვიყო,რისთვის მოხვედი ნი.ისევ ისე უნდა გამკიცხო,მეჩხუბო თუ უნდა მაპატიო.ნინის ძალიან უჭირდა საუბრის დაწყება.ცრემლები არ აძლევდნენ სიტყვის თქმის უფლებას.ბოლოს გაბედა და უთხრა.
-მიუხედავად იმისა, რომ მატკინე და მწარედ გინდოდა ჩემი დაცინვა,მე არასოდეს არ მსურვებია შენი სიკვდილი.ძალიან განვიცადე,როცა მითხრეს შენი ამბავი.მე გაპატიე,მართლა გულით გაპატიე.მაგრამ იმას ვერ შეგპირდები და ვერ გეტყვი, რომ მიყვარდი და მიყვარხარ.ჩემი გული, დიდი ხანია სხვას ეკუთვნის.მე გაპატიე,მაგრამ თუ კიდევ მაგდაგვარი შეცდომები გაქვს სხვასთან დაშვებული,იმათზე ილოცე რომ გაპატიონ და ტკივილი შეგიმსუბუქდეს.ჩემგან უფალთან დამშვიდებული სულით მიდიხარ,ის ერთადერთია სადაც იპოვნი შვებას! ნინი თან ტიროდა და თან საუბრობდა,ნელა და აუჩქარებლად.
-მე ვიცნობ იმას,ვინც გიყვარს უკვე წლებია?
-კი,იცნობ და ძალიან კარგად.
-მითხარი,ვინ არის.
-გოგიტაა,ჩვენი გოგი.
-ვიცოდი,ვხვდებოდი.მინდა ბედნიერი იყოთ ნი მეტი არაფერი.
-მადლობა ნინიკო.არასოდეს არავინ განსაჯო.ყველა წმინდანს აქვს წარსული და ყველა ცოდვილს მომავალი.დალოცვილი იყავი და ბედნიერებას გისურვებ.
-მადლობა გიზო.სურვილით ვერაფერს ვერ გისურვებ,მხოლოდ გპირდები ხშირად ვილოცებ შენზე, რომ მშვიდად იყოს შენი სული იქ მაღლა.
-მე ვწუხვარ იმაზე, რომ არ მქონდა იმის სითამამე,გამომეხატა ჩემი გრძნობები.ყველას დაუძახე, რადგან ვხვდები რომ ეს დღე უკანასკნელი დღეა ჩემი ცხოვრების.ნინი გარეთ გავიდა და ყველას დაუძახა.შევიდნენ ბიჭები გაფითრებულები და სახეწაშლილები.გადახედა გიზომ ყველას,სუსტად ხელი აწია და თქვა,ნელა და წყნარად.
-მაპატიეთ ჩემი შეცდომები.ვწუხვარ,რომ არ ვუწყობდი ხელს,ჩემს მეგობრებთან ურთიერთობის შენარჩუნებას.ვწუხვარ,რომ არ მივეცი თავს იმის უფლება,ვყოფილიყავი უფრო ბედნიერი.მე ვნანობ,რომ არ მქონდა სიმამაცე მეცხოვრა ისეთი ცხოვრებით,რომელიც სწორედ იყო მისაღები და არა ისეთი რომელიც ავირჩიე ეს ბოლო სამი წელი.მე ახლა ვგრძნობ,როგორ მენატრება ის სხვებისთვის შესაშური ჩვენი ურთიერთობა.მე ცხოვრების საუკეთესო ბოლო პერიოდი გავლიე უაზროდ,მაპატიეთ ბიჭებო, ის რომ თქვენში უჩემობას იგრძნობთ.გააგრძელეთ ჩვეულებრივად ცხოვრება.მინდა ბედნიერი იყოთ,თვითეული თქვენთაგანი. თქვენ ამას დამსახურებულად იმსახურებთ.ხმა უსუსტდებოდა თანდათან მაგრამ თქმა,მთავარი სათქმელის მაინც მოასწო და თქმა.
-არ უღალატოთ ერთმანეთს და კბილებით დაიცავით ერთმანეთი.თვალი მოავლო ყველას და დემეტრეზე შეაჩერა მისი მზერა.
-ყველაზე დიდი დამნაშავე,ნინის შემდეგ შენს წინაშე ვარ,ბოდიში დემეტრე და მაპატიე.მერე გოგიტას მიაჩერდა.სუსტად ჩაეღიმა და გოგი თითით მიიხმო ახლოს მისულიყო მასთან.
-ქალი ყვავილია,მამაკაცი მებაღე.ყველაზე მზრუნველ მებაღეს,ყველაზე ლამაზი ყვავილი აქვს.მოუფრთხილდი შენს სილამაზეს და მუდამ დაიცავი ის,მუდამ გრძნობდეს შენს ძალას,სიყვარულს და ერთგულებას.დამილოცნიხართ ყველანი ერთად.ბოლოს თქვა თუ არა ეს სიტყვები,ხელი ასწია სუსტად და მიახვედრა ყველას,რომ ამ ჟესტით ის მათ დაემშვიდობა. საშინელი სცენა დატრიალდა,ეს იყო ენით აღუწერელი ტკივილი.რაღაც განუმეორებელი და განსხვავებული.ბოლოს ისევ დემნა მოეგო გონს და თავადაც ცუდად მყოფი ყველას მიხედა.ყველა გარეთ გაიყვანა და ბოლოს მარტო დარჩა გიზოს უკვე უსულო სხეულთან.ახლოს მივიდა,უჭირდა,ძალიან უჭირდა მაგრამ მაინც წაიღო ხელი და მოეფერა,მოეფერა ჯერ კიდევ თბილ სხეულს.თითქოს იგრძნო მეგობრის სითბო სხეულმა და მკრთალი ღიმილი დარჩა სახეზე.გიზოს დასაფლავება თავად კომპანიამ ითავა.დასაფლავების დღეს თორნიკემ უთხრა ბიჭებს რომ ერთ დღეს ყველა შეკრებილიყო რათა მნიშვნელოვან თემაზე ქონდათ სასაუბროც და რაღაც გადასაცემიც პირდაპირ ხელში.
-ჩემთან შევიკრიბოთ კომპანიაში და იქ ვილაპარაკოთ.
-კარგი და ნინიც უნდა იყოს აუცილებლად.ყველაფერმა ჩაიარა.დასრულდა დასაფლავების ცერემონია და ხალხი ნელა-ნელა გაიკრიფა,ყველასათვის მძიმე დღე იყო.
-დემე ძალიან გთხოვ, გულს გაუფრთხილდი.ის წავიდა,დასრულდა მისი ცხოვრების დღეები.თქვენ ცოცხლები ხართ და მას აწი უფრო მეტი ყურადღება სჭირდება.დემეტრემ მელანოს შეხედა.უყურა,უყურა და წყნარად უთხრა.
-მტკივა,მელო ძალიან მტკივა.-
-კიარ გტკივა, გვტკივა.ყველას გვტკივა მაგრამ რა შეგვიძლია.არაფერი,ჩვენ მომკვდავნი ვართ და უძლურები ვართ უფლის კანონების წინაშე.
-გული დაცარიელდა თითქოს.დაიჭმუჭნა,იარებითაა დაფარული.გულის გარკვეული ნაწილი თითქოს მომაცალენ,მომგლიჯეს.
-ძალიან გთხოვ დემე.ყველას ეხლა იმ ცრემლით გევსებათ გული,რომელი ცრემლიც შიგ გულში წვეთავს და არ გინდათ გზა უჩვენოთ თქვენს თვალებზე.მელანო მიუახლოვდა დემეტრეს და აცახცახებული ხელით გულზე შეეხო.
-აქ სულ,მუდამ,ყოველთვის გექნება მისი სიყვარული.გულში ნუ ჩაიხვევ გთხოვ,გარეთ გამოუშვი ტკივილი და მოგეშვება.
-მხოლოდ ღმერთმა იცის როგორ მტკივა უმისობა. ჩაილაპარაკა დემეტრემ.ყველას მოავლო თვალი და შეხედა ყველას დიდი სევდა აღბეჭვდოდა თვალებზე ,,თვალებით ნათქვამი სიტყვებზე მეტია''.წავედით თორნიკეს რაღაც აქვს სათქმელი და გადმოსაცემი.კომპანიაში მოვა.მელანო ნინიც უნდა იყოსო აუცილებლად და არ მოშორდე გვერდით გყავდეს.
-არა,იქ არა.დაურეკავ და ჩემთან ავიდეთ, დედამ დამირეკა სახლში ამოდით ყველამო.თქვა გიორგიმ და გიორგისთან წავიდნენ სახლში.თორნიკე მომზადებული მივიდა გიორგის ოჯახში.ის ამ წუთებში არ იყო მათი მეგობარი,ყველას წინაშე იჯდა ადვოკატი თორნიკე ბაჯაძე იდგა.ის მზად იყო უნდა გაეცნო ყველასთვის მისი კლიენტის,გიზო არაბულის ბოლო სურვილი და თხოვნა გადაეცა თვითოეული მათგანისთვის.ჩვენ ადვოკატებს დიდი მისია გვაკისრია.ადვოკატის მოვალეობაა ბოლომდე მტკიცედ შეინახოს კლიენტის საიდუმლო.იმედი მაქვს ის რასაც აქ წავიკითხავთ,რასაც აქ მოვისმენთ,რაც სერიოზული დასაფიქრებელი თემაა,რაც იმას ნიშნავს,რომ ნაჩქარევად და ნაუცბადევად ნუ გამოიტანთ გადაწყვეტილებას.ასევე დიდი იმედი მაქვს,ეს ყველაფერი თქვენში სერიოზულ საპროტესტო ტალღის მიზეზი არ გახდება.მე როგორც გარდაცვლილ გიზო არაბულის ადვოკატი,ვალდებული ვარ დავიცვა პროფესიული საიდუმლოება.მაშ ასე,საქმე შემდეგში მდებარეობს ბატონებო.ჩემს ხელთ არსებობს ორი ანდერძი,რომელიც ექიმის თანდასწრებით და მისი ხელმოწერის დამოწმებით ჩემმა კლიენტმა შეადგინა ბ-ნმა გიზო არაბულმა 2003 წლის 17 აგვისტოს.ასევე ჩემს ხელთ არსებობს,ორი კონვერტი რომელშიც არის წერილები.ეს კონვერტები დახურულია და მხოლოდ მისი მფლობელს შეუძლია წაკითხვა მიღებისას, გახსნისთანავე.კონვერტებს გარდა შემიძლია წაგიკითხოთ ანდერძი,რომელიც შეადგინა ასევე ბ-ნმა გიზო არაბულმა და დაწერა თავისივე ხელით.
-ანდერძი წაიკითხე ჯერ.ყველამ ერთხმად გამოთქვა სურვილი.
,,ანდერძი''

-თუ ეხლა ამ ანდერძს კითხულობთ ე.ი. მე აღარ ვარ ცოცხალი და თავად მე გიზო არაბული ჩემი ხელით ვწერ ანდერძსს და წყნეთში ჩემს დიდ აგარაკს ვუტოვებ ჩემს საძმოს.რათა იქ გაატროთ ზაფხული და ამით იგრძნოთ რომ მე ყოველთვის იქ თქვენს გვერდით ვარ.მიიღეთ ბიჭებო ჩემგან საჩუქრად ეს სახლი,ეს ადგილი ხომ ჩვენი განტვირთვის ადგილი იყო და ასე იქნება ახლაც,იმედია უჩემობა აზრს არ შეგაცვლევინებთ,გთხოვთ,ყველაფერი ისე გაგრძელდეს,როგორც იყო აქამდე,ეს ჩემი თხოვნა კი არა,ჩემი მოთხოვნაა..მხოლოდ ჩემი საბურთალოს სამ ოთახიანი ბინას ვუტოვებ ნინო გელაშვილს ჩემგან სახსოვრად,დანარჩენი ორი ბინა თქვენვე გაყიდეთ და მოახმარეთ იმ ბავშვთა სახლს, სადაც მე გავიზარდე და ვიყავი გარკვეული წლები.და კიდევ არ დაგავიწყდეთ მარად გახსოვდეთ,ესაა სულ რაც მე თქვენთვის შემეძლო გამეკეთებინა და მგონი მოვასწარი სიკვდილს ამის თქმა.ბედნიერებას გისურვებთ,მშვიდობით.ხელს ვაწერ თავად მე გიზო არაბული.2003.17.08. გაშტერებული იდგა ყველა და სახე გაქვავებული ქონდათ.არ ელოდა არცერთი თუ გიზო ამოდენა სულის ტკივილს განიცდიდა.დარწმუნდნენ რომ, მართლა ნანობდა ყველა მის შეცდომას.ირგვლივ გამეფებული დუმილი ისევ თორნიკემ დაარღვია.
დროა გადმოგცეთ წერილები და საქაღალდედან ამოიღო ორი კონვერტი.ერთი იყო წითელი და მეორე თეთრი.რომლებსაც ეწერა გარედან თეთრს ,,ბიჭებს,ჩემს საძმოს''.და მეორეს ,,ნინის''.დემეტრემ ვერ მოითმინა და გახსნა იქავეს.იცნო გიზოს ხელწერა,ცრემლებით აევსო თვალები,ვერ წაიკითხა,ვერ შეძლო და თორნიკეს გადაცა წასაკითხად.
-ძვირფასებო კი არა და ჩემო უძვირფასესებო.დააფასეთ ის,რაც გაგაჩნიათ.გულწრფელად მადლიერი იყავით იმისი,რაც უფალმა მოგცათ.გიხაროდეთ სიცოცხლის ყოველი დღე,გაუფრთხილდით ჯამრთელობას და გაუფრთხილდით ერთმანეთს.გამოიყენეთ ყოველი შესაძლებლობა,სიყვარული აჩუქეთ საყვარელ ადამიანებს და ირგვლივ ყველას.დაე თქვენში ყოველთვის იყოს სწრაფვა იმისკენ,რომ იყოთ უკეთესი არა მარტო თქვენი თავისთვის,ხალხის დასანახად,არამედ უფლისთვის და სხვებისთვის.იყოს თქვენი ცხოვრება სავსე მართლაც ღირებული ფასეულობებით.მივდივარ სიცოცხლით გაუმაძღარი თქვენგან და მიმაქვს ერთი დიდი დარდი.განა იმას ვდარდობ რომ მივდივარ?განა მეცოდება თავი?რაც დავიმსახურე იმას ვიმკი.მე მხოლოდ ერთი რამ მიჩენს სევდას და ეს არავისთვის მითქვამს,აწი აღარავინ შემიყვარებს და ეს ოცნება მიმაქვს მიწად.მაპატიეთ ჩემი ყველა ცოდვა.გაუფრთხილდით ერთმანეთის გულებს და ნუ შესცოდავთ,ჩემი მაგალითი გქონდეთ მუდამ ხატებად და გახსოვდეთ.ვიცი ახლა თქვენს თვალზე ცრემლია და ყველას გულში პატიება მაქვს.სიმშვიდით ავივსე და მივდივარ,უკვე მივუყვები გზას მარადისობისკენ.თქვენი ერთ დროს ერთგული მეგობარი გიზო. ჩამოწვა სიჩუმე.მხოლოდ საათის წიკწიკი ისმოდა ირგვლივ.თითქოს სუნთქვა შეეკრა ყველას და აღარ ყოფნიდათ ჰაერი სასუნთქად.
-არ მიკვირს თუ რატომ დაჯდა კოკაინზე.-დაარღვია დუმილი ლუკამ.ახლა ყველაფერი გასაგებია.ამოდენა ტკივილი?რაც ის გულით დაატარებდა თურმე,ძნელია ფხიზელი თვალით უყუროს ადამიანმა.
-ვერც მე ვერ გაუძლებდი ამოდენა ტკივილს ბიჭებო.ახლა დაჯექით,დაფიქრდდით რას გადაწყვიტავთ.მე ხელს აღარ შეგიშლით და თუ რაიმეს მოილაპარაკებთ,ჩემთან ოფისში მობრძანდით.
-მოიცადეთ,არ წახვიდეთ და არ დამტოვოთ მარტო.თქვა ნინიმ.ეს წერილიც გავხნათ,წავიკითხოთ არ მინდა მარტო რომ ვიყო.მინდა თქვენთან ერთად,ყველამ გავიგოთ რას მწერს საბოლოოდ.ნუ დამტოვებთ,ეს ძალიან ძნელია ჩემთვის მარტომ გავაკეთო. ყველა ადგილზე დარჩა და დაელოდნენ მეორე წერილის შინაარს.ისიც თორნიკემ წაიკითხა.
,,წერილი მეორე''.

არასოდეს არაფერს არ ვნანობდი და ყოველთვის ვთვლიდი,რომ რაც მოხდა საჭირო იყო,ალბად ეს ასე უნდა მომხდარიყო,მაგრამ ახლა,დღეს და უკვე დიდი ხანია გულწრფელად ვნანობ ნინი.წლებია შეცდომის გამოსწორება მინდა, მაგრამ გამექეცი.ვეღარ მოგაგენი.შემდეგ საკუღარ თავს ავუკრძალე შენზე ფიქრი და თავი კოკაინს მივუძღვენი.მაინც ვეპარებოდი შენზე ფიქრებს ჩუმად და კმაყოფილი ვარ,რომ ფიქრებით მაინც მქონდა საშუალება შენთან ახლოს ვყოფილიყავი.არ მინდოდა არასოდეს მომნატრებოდი,მაგრამ ვაი რომ შენმა მონატრებამ სიგიჟემდე მიმიყვანა.ღმერთის გარდა, ნინი არავის ესმის ჩემი და აი მისმინა,მივყავარ მაღლა,მასთან ახლოს.მინდა რომ ბედნიერი იყო.მივდივარ და შენი სიყვარული თან მიმაქვს.ჩემს გვერდით სხვა ქალი ვერც წარმომედგინა,შენთან ყოფნის შანსი კი არ მქონდა,ამიტომ მივდივარ და გტოვებ დალოცვილს.ძალიან გამახარებ თუ მაღლიდან ბედნიერს დაგინახავ.ჩემს ძალას და გვერდით დგომას ყოველთვის გაგრძნობინებ.გთხოვ ხშირად მომაკითხო,როგორც უბრალო ადამიანი,უბრალო მინდვრის ყვავილიც გამახარებს შენგან.
მშვიდობით ნი და თუ ოდესმე გულით შეძლო მაპატიო,მაპატიე შენ მაინც.უფალმა არ მაპატია ეს ჩემი დანაშაული და სიცოცხლით მაზღვევინა,ესეც ბედია ალბად.ათი წლიდან, ათი წლიდან მიყვარდი,მიყვარხარ და მეყვარები ნინი.თვითონ ვისწავლე სიყვარულიც,სიძულვილიც,შურიც და ბოღმაც.ბევრი არ დარჩა ჩემს სიცოცხლის მიწის მიყრამდე.ვისწავლე ქედის მოხრაც,მაგრამ ვიცი რომ აღარ მჭირდება.,,შენ მარტო ის მასწავლე რანაირად აღარ მიყვარდე ნი''. ისევ სიჩუმე და ამ სიჩუმეს საათის წიკწიკი და ნინის გულიდან ამოგლეჯილი ტირილი არღვევს.არავინი უშლის არ იტიროო,რადგან ვერცერთი ვერ ამბობს ვერაფერს.ხელი პირზე მიიფარა და რაც შეეძლო იღრიალა,ბოლო ხმაზე.ვერ წყნარდებოდა,ვერ მშვიდდებოდა,ყველაფერი ეწვოდა შინაგანად.გახევებული იყო გიორგის მშობლებიც.ძალა მოიკრიბა მელანომ და ყველას დაუყვირა.
-დაწყნარდით რაც იყო,იყო.აწი არაფლის შეცვლა არ შეიძლება.გონზე მოდით,რა გემართებათ.სასოწარკვეთას ნუ მიეცემით.მან გააკეთა ის,რაც მისი მხრიდან სწორად და მართებულად მიიჩნია.მე ვაფასებ მის თვითეულ მოქმედებას,მის თვითეულ სიტყვას.დაუკვირდით,გადაიკითხეთ რამდენი საოცრი ლამაზი და გულში ჩამწვდომი სიტყვები აქვს დაწერილი.რა გგონიათ მისთვის,სიკვდილის წინ,როცა იცოდა სულ მალე აღარ იქნებოდა თქვენს გვერდით,ადვილი იყო ამ ყველაფრის დაწერა და ისევ თავიდან ყველაფრის განცდა? ეს ხომ იგივეა ნაბიჯ-ნაბიჯ გადახედოთ თქვენს წარსულს,თქვენს თვითეულ შეცდომას და ტკივილს.გამოფხიზლდდით და გააკეთეთ ის,რაც მან გთხოვათ.არ გაქვთ უფლება უარი თქვათ მის საბოლოო სურვილზე,როცა ის ასე გულით გთავაზობთ მის საკუთრებას.ამით საბოლოოდ დაამშვიდებთ მის სულს იქ მაღლა,მის ახალ საუფლოში. გამოაფხიზლა მელანომ ყველა.
-მე ღმერთს ძალა ვთხოვე აქ რომ მოვდიოდი,მან კი საერთოდ გამომაცალა ის და გამირთულა ყველაფერი.
-ნი შემომხედე,ძალიან გთხოვ თავს შემოუძახე და რეალობას შეეგუე.ნუ ავნებ ნურც შენს თავს და ნურც მის სულს,რომელიც ახლახანს მივაბარეთ მიწას.
-დაფიქრდდი დაიკო, ეს მხოლოდ შენი გადასაწყვეტია რას იზამ.
-კარგი ლუკა იყოს ისე, როგორც მას უნდოდა.ვღებულობ ამ საჩუქარს მისგან,მაგრამ იქ ვერ ვიცხოვრებ.აქ ადამიანობაა, ეს ადვილი გასაკეთებელი ნუ გგონიათ ჩემთვის.
-შენი კარგად ყოფნა, ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე უფრო მნიშვნელოვანია ჩემთვის.როგორც შენ გინდა ისე იქნება.უთხრა ლუკამ და მოეხვია.გულში ჩაიკრა აცახცახებული დაიკო.ყველაფერი ისე გააკეთეს როგორც ანდერძში ეწერა.წყნეთის აგარაკი მართლა ბიჭების განტვირთვის ადგილი იყო.საბურთალოს ბინა ბიჭების დაჯინებული თხოვნით ნინის გადაუფორმეს.სხვა როგორც მას უნდოდა გაყიდეს და დაეხმარნენ იმ ბავშვთა სახლს,სადაც გარკვეული წლები გაატარა გიზომ.ასევე შექმნეს გაჭირვებულთა ფონდი,სადაც ეხმარებოდნენ გაჭირვებულ ხალხს,ეს უდიდესი მადლი იყო ყველასვის.ერთ დღეს როცა ყველა ერთად იყო და საუბრობდნენ დემეტრეს ტელეფონი ახმაურდა და როცა შეხედა ტელეფონს გულმა რამოდენიმე დარტყმა გამოტოვა.რადგან ეს ნომერი მხოლოდ იმ შემთხვევაში ურეკავდა, როცა რაღაც ძალიან მნიშვნელოვანია.დაუფიქრებლად გახსნა და უპასუხა.
-დიახ გისმენ.
-დემეტრე უნდა ჩამოხვიდე შვილო.მოესმა მელანოს ქალის საოცრად ნაზი და ამავე დროს დაღლილი ხმა.
-რა ხდება,ხო მშვიდობაა არ დამიმალო.დემეტრეს ხმაში თხოვნაც ჩანდა და მუდარაც.
-მამა,მამა არის ცუდად და უნდა ჩამოხვიდე.ეტყობოდა ქალი როგორ იკავებდა ტირილისგან თავს.
-კარგი უმოკლეს ვადაში, როგორც შევძლებ მანდ ვარ.რა დროც იქნება წამოვალ დედა,მხოლოდ გთხოვ არ ინერვიულო და თავს გაუფრთხილდი,მპირდები?
-აბა ყველამ გადარეკეთ და უახლოესი რეისი ბერლინში,დღესვე რომ იყოს მაწყობს.აქ ზედმეტი იყო კითხვების დასმა,მიხვდა მელანო რომ საქმე ადამიანის ჯამრთელობას ეხებოდა.
-უნდა წახვიდე.
-ხო უნდა წავიდე.
-დიდი ხნით მოგიწევს წასვლა?
-არ ვიცი მელო რა გითხრა,გპირდები როგორც კი საშუალებას ვნახავ,რომ ჩემი იქ ყოფნა აღარ იქნება საჭირო წამოვალ.მეტი არაფერი არ თქმულა მათ შორის.უცებ გადაწყდა ყველაფერი.გაუმართლა დემეტრეს, გოგიტას დაურეკეს რომ უახლოეს სამ საათში გადიოდა ბერლინის რეისი და ერთი ადგილი თავისუფალი იყო.სახლშიც არ შეუვლია დემეტრეს,ადგა და პირდაპირ აეროპორტში წავიდა,ყველამ გააცილა.მელანო ნაღვლიანი იდგა და არანაკლებ ღელავდა დემეტრე რადგან არ იცოდა როდის დაბრუნდებოდა,წამწამებზე ცრემლები უბრწყინავდა და მზერას არ აშორებდა დემეტრეს დაღლილ თვალებს.გამოაცხადეს უკვე დემეტრეს რეისი,უკვე ჩასხდომის დრო იყო.მლანო გულში ჩაიკრა და უთხრა.
-დროით არ განისაზღვრება სიყვარული.როგორც კი ვიგრძნობ,როგორ შეშლამდე მაკლიხარ და მენატრები,მე მოვალ....მე დავბრუნდები...შენთან დავბრუნდები.
-მპირდები?დემეტრეს მკერდზე ქონდა თავი მიდებული,თითქოს მისი გულის ფეთქვას იმახსოვრებდა.
---გპირდები ჩემო ბაჭია.შენს თავს გეფიცები ბევრს არ გალოდინებ და რომ ჩამოვალ სულ ხელით გატარებ,დაუღლელად ცხოვრების ბოლომდე.ჩემს გულში დაიდე ბინა და ამ გულით შემოგატარებ სამყაროს.გემრიელად დაუკოცნა ტუჩები.-ეს უნდა მეყოს მოსვლამდე.
-მალადეც ძმაო,შენ შეძელი მარტო ამ მოურჯულებელის მორჯულება-უთხრა დათომ დემეტრეს და გვერდში მუჯლუგუნიც მიიღო.
-გოგოოო,ეს გვერდები ჩემია განა ნანათხოვარი მაქვს?
-უიიი გრძნობა გაქვს? არ მეგონა თუ იგრძნობდი.
-როგორ მოგკლა,მხოლოდ ერთადერთი მეგობარი მყავხარ რომელიც ხანდახან მართობს.-დემეტრე დაიწყო სერიოზულად ლუკამ.რაც შეიძლება გერმანიაში ვიზიტი გაწელე.სიცოცხლე მაინც მოგბეზრდდება ამის გვერდით და შეირგე და გამოიყენე ეს დრო.
-ვიღაცეებს მაგრად დაერ....ააააა.
-მეც ვატყობ მაგრამ არაუშავს.
-როგორ მომწონს ქალი,რომელიც გამოირჩევა მისი სინაზით და სინატიფით და არაა შენსავეთ პანტერა.ახლა მელანოს მიუბრუნდა ლუკა და თვალი ჩაუკრა.-
-ხოდა არ მოხვიდეთ ჩემთან რომ დაგჭირდებით-გველების შემოსევა მაქვს.
-კარგით გეყოფათ ეხლა და ჭკუით იყავით.იცოდეთ მელანო ყველაფერს მეტყვის.-უიიი როგორ ავცახცახდი და ავკანკალდი დემეტრე.წადი,წადიიი გზებიც დაგვილოცნიააააააა.-წაუმღერა დათომ.
-არ იქნება თქვენი საშველი,არ მოიწყინო,ნაოშნიკები გაიკეთე და არ მოუსმინო ამათ დებილობებს.-ნუ მიხსნი, ვიცი მაგათ რაც მოარჯულებს და ეშმაკურად გახედა გვერძე მდგარ ბიჭებს.
-რაღაც ჩაიფიქრე ხო?აბა წავედი და ჭკუით იყავი.მომენატრებიიი!
გაფრინდა დემეტრე და ჩავიდა თუ არა ბერლინში მძღოლს დაურეკა და დაელოდა.აი ისიც.
-გამარჯობა დემეტრე,როგორ იმგზავრე.ასე მალე არავინი არ გელოდით.
-მე კარგად ვარ ილია.პირდაპირ საავადმყოფოში წამიყვანე,მამაჩემის ჯამრთელობას ეხება საქმე და რა გამაჩერებდა,უახლოესი რეისით გადმოვფრინდი.ილია მისი ოჯახის წევრივითაა,მამამისის ბ-ონი ვანოს მძღოლია და მისი მესაიდუმლეც.ხანდახან მსჯელობენ კიდეც და ბ-ონ ვანოს ძალიან ბევრჯერ გაუთვალისწინებია მისი რჩევები.ქარივით შეიჭრა საავადმყოფოს ფოიეში დემეტრე.დაინახა თუ არა დედა და დეიდა,ახლა უფრო იგრძნო მონატრება.
-დედა დაიძახა და ქ-ნი ალა გაოცდა, ეგონა მოელანდა დემეტრეს ხმა.გაიხედა და გაოცებისაგან ხმამაღლა დაიძახა.
-შვილო დემეტრე,ასე მალე არ გელოდი ჩემო სიამაყევ,უთხრა და მხურვალედ დაუკოცნა ლამაზი პირსახე შვილს.
-რა ხდება,რა მოუვიდა და ახლა როგორაა მამა.არასოდეს სახელებით არ მიმართავდა მშობლებს.არ უყვარდა სახელით რომ მიმართავენ მშობლებს შვილები.დედა-დედაა და მამა-მამა.ასე იცოდა ყოველთვის თქმა.
-გადაიღალა შვილო.არ ესმის მის ასაკში,ასე მძიმე დატვირთვა არ შეიძლება.ღამეებს ათევს,თავად უნდა გააკეთოს ყველაფერი,თავად უნდა მივიდეს ყველაფერზე.დროა გამოვიყვანო იქედან და დაჯდეს სახლში,სხვამ უხელმძღვანელოს.
-ხომ იცი არა,სანამ პირში სული უდგას ეს არ მოხდება და ზედმეტია ამაზე საუბარი.ტყუილად ნუ ინერვიულებ და დაიღლი ნერვებს..გამოვიდეს მდგომარეობიდან და ცოტა ხნით საქართველოში წავიყვან.იქაური ჰაერი მოარჩენს მაგას და ნოსტალგია მოეხსნება, ესაა მაგის დაღლილობის მიზეზი. 30 წელია ნორმალურად მის სახლში ღამე არ გაუთევია. უთხრა დედას და თვალი ჩაუკრა.მერე დეიდას მიუბრუნდა.
-დეიდულა როგორ ხარ?ვერ დაკერე ვერავინი?კიდევ დიდხანს ცალფად უნდა ჭკნებოდეს ეს ლამაზი ვარდი?
-დემეტრე მოგკლავ, რა დროს ჩემი ვარდობაა.შენ როგორ ხარ,არის რამე ახალი შენსკენ?
-დედა ნერვიულობით ვერაფერს ვერ შეცვლი, მსგრამ მაინც უნდა გითხრა.
-რა მოხა შვილო?
-გიზო, დედა გიზო გარდაიცვალა.მოუყვა ყველაფერი დედას და დეიდას.
-ეს რა დღეში ყოფილხარ ჩემო ბიჭო.ბიჭები როგორ არიან,ისინიც რა ცუდად იქნებოდნენ.
-ძალიან ცუდად.ტელეფონში გადაღებული ვიდეოები აჩვენა დედას და დეიდას.სადაც დაკვირვებით დააკვირდნენ,შავ გრძელ თმებში, ლამაზ გოგონას,რომელიც დემეტრეს გვერდით იდგა კადრში და ეს არ გავდა უბრალო დგომას.დემეტრეს ხელი ქონდა მოხვეული მელანოზე.
-დემე ეს გოგონა ვინაა შვილო?
---მოგეწონა?უთხრა და წარბები აუთამაშა.
---კი, ძალიან მომეწონა.რომც არ მომეწონოს ეს შენი არჩევანია.მე ისეთს მივიღებ როგორსაც შემომიყვან სახლში.ეს როგორც დედა ჩემი მოვალეობაა,მინდა ბედნიერმა დავხუჭო თვალი დემეტრე.
-ჯერ არა დე.თუნდაც ახლა არ შეიძლება.ცოტა კიდევ და მერე აუცილებლად მოგიფრიალებ სახლში,მაგ ლამაზ გოგოს.მანამდე გაგაცნობ.მამას ნახვა მინდა შემიშვებენ?დემე ახლოს მივიდა მამის პალატასთან და შეიჭყიტა შიგნით.მამა იწვა და ჭერს უყურებდა.ძალიან სევდიანი თვალები ქონდა.ფრთხილად დააკაკუნა კარებზე და შევიდა.წარმოუდგენელად სასიხარულო რეაქცია ქონდა ბ-ონ ვანოს შვილის დანახვაზე.
-ჰეჰეჰეეე, ჩამოხვედი?შეგეშინდა მამა მიკვდებაო და ობოლი ვრჩებიო?სიცილით უთხრა მამამ.
-ვაუუუ, შენ რა მაგარ ვიდზე ხარ მამ.როგორ ხარ,არ გრცხვენია ახლა აქ რომ ხარ?დაიხარა და ჩაეხუტა მონატრებულ მამას დემეტრე.ბ-ონ ვანოს გული აუმჩუყდა და ცრემლიც კი მოეძალა.
-მე ვიცი შენ რა მოგარჩენს.ექიმს უნდა დაველაპარაკო ფრენა თუ შეიძლება და აქედან პირდაპირ საქართველოში წავალთ.დროა ცოტა დაისვენო ჯეელო.
სადაც გინდა,რომელი კურორტი გინდა აირჩიე.ბორჯომი,ბახმარო,ზეკარი,მოგიხდება მა დასვენება თან მონატრებული ქართული ჰაერი,შენი მონატრებული სამშობლოს სურნელი.-დემე საირმეში მინდა.იცი რამდენი ხანია იქ აღარ ვყოფილვარ?არ მინდა ძვირადღირებული სასტუმროები,უბრალო ქოხი მინდა,ხის სახლის სუნი რომ შევიგრძნო.ხის საწოლი და დილას საირმის სუფთა ჰაერი.ეს თუ მომარჩენს ახლა მეტი არაფერი.
-ხოდა მივდივართ.არც იფიქრო რომ გადაიფიქრებ.იოლ ფარგლებში ქონდა ბ-ონ ვანოს გულის შეტევა.ექიმმაც ნება დართო ათ დღეში შეძლებ წასვლას ახლა ვერაო,რას იზამდა დემეტრე,ისევ უნდა გაჩერებულიყო ათი დღე, მაგრამ ვერ ჩერდებოდა.რადგან ექიმმა ნება დართო ფრთაშესხმული დადიოდა რომ მალე იქნებოდა საქართველოში.
ხანდახან როცა თვალი გაგვექცევა შორეთისკენ და დანისლული თვალებით ჰორიზონტს შევაცქერდებით.ჩვენივე ქვეცნობიერებაში,დალექილი აზრები ფუსფუსით აიშლებიან და ჩვენს თვალწინ ლაგერფერდის მოდელებივით პოზიორობას იწყებენ,რომ უცებ რეალობა გატყდება თავს და გესმის ერთდროულად მესიჯის ხმა და ცალკე ნინის ნაზი ხმა.
-რომელი საათია?
-ჯერ ადრეა დაიძინე.უთხრა მელანომ და თან მესიჯი ნახა.ვისგან იქნებოდა ამ დროს თუარა დემეტრესგან.
-ჩემს ჩემი უნდა ერქვას,ჩემი უნდა იყოს და ჩემთან უნდა იყოს.ამ სისხამ დილით ტკბილი ძილი დაგირღვიე მაგრამ მომენატრე მელო!გაბადრულმა წაიკითხა მესიჯი და პასუხიც უმალ გაუგზავნა.
-მე შენი სული შემიყვარდა დემე სხეულზე მეტად.ახლა იღიმი და იმასაც გეტყვი, ,,ღიმილი საუკეთესო საშუალებაა მაშინ,როცა არაფლის თქმა არ გსურს''.და სმაილი მიაყოლა.
-და რა იცი რომ არ მსურს? ,,შენ ისეთს როგორიც მე ვარ ვერასდროს იპოვნი..მე ისეთს როგორიც შენ ხარ,აღარ მოვძებნი''.დაიძინე ახლა ჯერ ადრეა მანდ და მომწერე როგორ გადაწყვიტე ბიჭების დასჯა
-აუცილებლად.-კი როგორ არა,შენ მოგწერ რომ გააფრთხილო და გეგმები ჩამიფუშო,ჩაიდუდღუნა და გაიცინა.მელანოს რაღა დააძინებდა,ჩუმად ადგა.ლუკას ოთახში შევიდა,დახედა.დარწმუნდა რომ ღრმად ეძინა,ბედი მისი ლუკამ და დათომ ძალიან ღრმა ძილი იციან.მომზადებული იყო და ლუკას მხარეზე მისი ოთახის ჩუსტები დააჭედა საწოლთან.ძალიან ფრთხილად აკეთებდა ყველაფერს.ისე ჩუმად მოძრაობდა ჩამი-ჩუმი არ ისმოდა.დაფიქრდა ეს ლუკა ხა, ხა, ხააა, ახლა დათო.ისევ ფრთხილად გამოვიდა ოთახიდან,გამოიკეტა კარები და ოდნავ ღიად დატოვა.გავიდა სამზარეულოში და თასით წყალი გამოიტანა.დიდი წვალებით მაგრამ როგორც იქნა გააკეთა რაც უნდოდა.შევარდა თავის საძინებელში.ჩქარა-ჩქარა ჩაიცვა თან ღიღინებდა და ნინი გააღვიძა.
-რა იყო ჯერ ადრეა,სად მიდიხარ მელო ამ დილა უთენია.
-ბევრი საქმე მაქვს.საუზმე შენ მოუმზადე დღეს ბიჭებს, ნუ გაუშვებ უჭმმელი.
-კარგი ხო, დამაცადე ჯერ ადრეა ვაააჰ კმაყოფილი გამოვიდა და გარეთ გასვლისას რაღაც ქაღალდი მიაწება კარებზე.გაიკეტა კარები და ღიღინით ჩაუყვა კიბეებს,,ნეტარ ოცნებებს რას უზამ როცაააა...გზა განშორების გამხდარა ცივიიიი.....მე პაემანზე მთვარეზე მოვაააალ...შენი თვალები იქ თუ დამიცდიიის''. ნინის აღარ დაეძინა,საუზმე მოამზადა და სააბაზანოში იყო გაქაფული დათოს ღრიალი რომ შემოესმა.გულგახეთქილმა ქაფიან ტანზე ხალათი შემოიცვა და გავარდა შეშინებული და რას ხედავს,დგას დათო კარებში ერთიანად გაწუწული და ყვირის.
-სად აგდია, ჩემი ხელით დავახრჩობ.ნინის სიცილი აუტყდა და ახლა მიხვდა რად გაიძურწა მელანო სახლიდან დილა უთენია.
დათოს ღრიალი მონაგონი იყო,ნინის კისკისიც ლუკას ღრიალმა რომ გადაფარა.
-მელანოოოოო.ვერ გადამიჩები.ილოცე ჩემს გამოსვლამდე არანორმალურო.გახედა დათომ და რას ხედავს,ლუკა ძირსაა გაშოტილი და წარბიდან სისხლი სდის.ნინიც შევარდა ოთახში და უკვე ცუდად იყო სიცილიოსაგან.კარებზე ზარია და აღებს, მაგრამ არც მისალმების თავი აქვს და არც ლაპარაკის,ხელით ანიშნებს გოგიტას ოთახში შედიო.
-იქ წადი ისინი ნახე.ძლივს ამბობს სიცილისგან.
-რა ხდება ხალხო,რა მოგივიდათ.-იკითხა გაკვირვებულმა.
-ხელები,ხელები რომ გაუხმეს მელანო გელოვანს ის ხდება.დაურეკე შენს ძმაკაცსს და უთხარი, ერთი კუბო და ერთი ევროპული სუდარა წამოიღოს,რადგან უბრალოს ვერ ვაკადრებ მის არანორმალურ შეყვარებულს.უთხრა ლუკამ გაბრაზებულმა.
-აი შურისძიებაც მესმის.ის ისე წყნარად წამოვიდა, იმ დღეს აეროპორტიდან,მივხვდი იმ წუთიდან დაიწყო გეგმების დასახვა..აი ეს კარებზე იყო,შეუტანა წერილი ნინიმ და ლუკას მისცა.და წაიკითხა; ,,ვინმემ შეიძლება კი მაგრამ,ღმერთი არასოდეს დაგტოვებთ გასაჭირში''.ბედნიერ დილას გისურვებთ ძამიკოებოოო.გოგიტა დემეს უყვებოდა და ისიც ხარხარებდა იქედან.ლუკამ ტელეფონი მოიძია და მელანოს დაურეკა.
-ჩართე რა ხმაზე,გთხოვ უთხრა გოგიტამ.
-მელო დილა მშვიდობის.სად ხარ ძვირფასო?
-რატომ ხარ ასეთი ტკბილი,რატომ დატკბი თაფლივით ამ დილით ლუკაჩო?უთხრა სიცილით.
-სადახართქო მითხარი-გამოცრა კბილებში.
-ჩემი ადგილი სადაცაა იქ ვარ.-ხოდა აარჩიე, მანდ გირჩევნია მოვიდე და გადაგტეხო წელში თუ სახლში დაგელოდო.-ბარი-ბარში ვართ ხუტუ,დათოს ხმა რატომ არ მესმის,ტვინის შერყევა ხომ არააქვს?
-ტვინის შერყევას მე დაგმართებ შენ,რომ დაგაყრუებ,დაგაბრმავებ და მერე რას მოიფიქრებ შეგხედავ,შე არანორმალურო. -უთხრა დათომ.
-იმედია არ დაივიწყებთ ამ ლამაზ დილას და კიდევ რომელ ტოტზეც ზიხართ ის ტოტი არ უნდა მოჭრააათ.ხი,ხი,ხი,ხიიი. გოგიტა,ნინი და ტელეფონში დემეტრე იცინოდნენ.ჩაწყნარდნენ,მოემზადენ და გასასვლელად მზად იყვნენ რომ ლუკამ ნინის გახედა,ხალათში რომ იყო და ერთი უთხრა მკაცრად.
-ჭკუით იყავით.
-წამოდი,წამოდი მიხედავენ ესენი თავიანთ თავს,განა თინეიჯერი ბავშვები არიან?-შეუბღვირა დათომ.
-იმათ ყვირილზე გამოვარდი აბანოდან და თუ არ გეჩქარება, წყალს გადავივლებ,ქაფიანი ვარ.-მიდი დაგელოდები.უთხრა გოგიტამ ვნებამორეული ხმით.ნინი შევარდა აბანოში,უცებ გადაივლო წყალი.ხალათი აღარ ვარგოდა.ისევ დიდი პირსახოცი შემოიხვია და უნდოდა უჩუმრად გასულიყო საძინებელში, მაგრამ რა დაბდურაა, ოპააა ფეხი აუსრიალდა და ნამდვილად გაიშოტებოდა ძირს, რომ არა გოგიტას თბილი და ძლიერი ხელები.თვალებში ჩააშტერდა,გოგიტას თვალებიდან იმხელა ვნება მოდიოდა, ძნელი იყო თავის გაკონტროლება,რომ არ გაცლოდა დროულად.მაგრამ ჰოი საოცრებავ,სად გინდა წასვლა,ამ ტუჩებმა რომ არ მაკოცოს მოვკვდები.ის ის იყო გაიფიქრა, ნინიმ რომ ჯერ ნაზად შეეხო გოგიტას ვნებისაგან ათრთოლებული ტუჩები.ისეთი ვნებიანი იყო ეს კოცნა,ორივემ სრულ ნეტარებას მისცა თავი.გონება დაბინდული ჰქონდა,მის წინ მყოფი ულამაზესი მკერდის გარდა ვეღარაფერზე ფიქრობდა,ნინის მკერდზე აკრული პირსახოცი ჩაუწია და მკერდს დაეწაფა და გატაცებით კოცნიდა,თან სიამოვნებისაგან ღმუოდა.ნეტარებისგან ერთიანად ცახცახებდა ორივე,დრო და დრო ტურფა,მარწყვივით ტუჩებს უკოცნიდა.ისეთ საალერსო სიტყვებს ებუტბუტებოდა რომ ჭკუიდან გადაიყვანა.გულისწამსვლელ სიამოვნებაში გადაიზარდა კოცნა და სიამოვნების კრუსუნი დაიწყო ნინიმ.ეს სრული ნეტარება კარგია როცა გრძნობაც და ვნებაც ორმხრივია.მაგრად ჩაეხუტა,უნდოდა რომ ამ სილამაზეს არასოდეს მოშორებოდა,ისევ გოგიტა მოეგო გონს,არ ეთმობოდა ნინის ტკბილი ტუჩები, მაგრამ რეალობაში დაბრუნდა,თავს ძალა დაატანა და ნინის შეხედა,რომელიც მასავეთ ცუდად გამოიყურებოდა,გაეღიმა მისი სიამოვნებისაგან დანამულ თვალებს,რომ შეხედა და ტკბებოდა მისგან ამოდენა ვნება რომ მოდიოდა.ნინის კი მუხლები უთრთოდა,სუნთქვა შეეკრა,თითქოს აღარ არსებობდა დრო და გარე სამყარო.კიდევ უფრო ვნებიანად მილულა თვალები და კვნესით ამოუშვა მკერდიდან ჰაერი,აზრზე მოვიდა,ხელები ძლიერად შემოხვია გოგიტას და ჩურჩულით უთხრა.
-მორჩა.ღრმად ამოიოხრა, მოშვებული ნაბიჯით უკან დაიხია,დაბინდული გონებით მივიდა მდივანთან და მძიმედ დაეშვა.
-არა უშავს,გასწავლი თავის გაკონტროლებასაც.სიცილით უთხრა გოგოტამ და თვალი ჩაუკრა,თან თვალს არ აშორებნა ნინის სახეს.გოგიტას მეტის მოთმენა აღარ შეეძლო,ნინი ფეხზე წამოაყენა და ისევ გულზე აიკრა.
-ჩემი აღვირახსნილი გოგო,ჩემი ვნებიანი.მთელ სხეულზე სიამოვნების ტალღა მივლის და მიჭირს თავის კონტროლი,მაგრამ არ მინდა ჯერ ასე მოხდეს საყვარელო.ეს ჯერ, ლუკას შეურაცყოფაა ჩემი მხრიდან,მის ნდობას ვერ ვუღალატებ.ძირს დაგელოდები.უთხრა და შუბლზე აკოცა.ოღონდ დროზე ნუ გამოშტერდები. სიცილით უთხრა და კარები გაიხურა.
---რა იყო ეხლა ეს?
ღმერთო, პირველი კოცნა,პირველი შეხება მამაკაცზე და ასე ვნებიანი,რა დამემართა.გრძნობა არეული დააბოტებდა და ჩასაცმელს არჩევდა.ბოლოს არჩევანი შეაჩერა შავი ერთიანი კაბაზე,საკმაოდ დეკოლტეთი..თხელი ასევე შავი თხელი კალგოტკა,მაღალ ქუსლებზე მოკლე ჩექმები,შავი ჩანთა და ღია კაკაოსფერი შარფი, ყელზე მოხვეული.შავი ტყავის მოსასხამი და ძალიამ მსუბუქი მაკიაჟი.გამოიხურა კარები და წავიდა.ძირს რომ ჩავიდა გოგიტა ტელეფონზე ლაპარაკობდა და არც შეუხედია ნინისთვის.იქვე ეზოში ბინის ჭორიკნებს მოეყარა თავი,მაგრამ ნინიმ ზრდილობიანად მიესალმა ყველას.ნინის ხმაზე შემოტრიალდა თუ არა ერთი თქვა.
-მერე დაგირეკავ და ნინის მიაჩერდა.
-რა იყო რამე არ მოგწონს?არ ავბრუნდები და არ გამოვიცვლი.
-ვინ გითხრა გამოიცვალე,აბრუნდიო.უთხრა თბილი ხმით.
-უბრალოდ დავფიქრდდი, საით წავიდე ეკლესიაში თუ კომპანიაში.
-ეკლესიაში რა გინდა! ვერ მიუხვდა ნინი საით უმიზნებდა გოგიტა.
-ჯერ არაფერი დემე არ არის აქ,თან კაბა შავი გაცვია, ეს არ მომწონს.მაგრამ სულ მალე ამასაც მოვაგვარებთ.ახლა დაჯექი,ყველა ჩვენ გვიყურებს.კარები გამოუღო თავაზიანად და ანიშნა დამჯდარიყო. საღამომდე თავაუღებლად იმუშავეს,ირაკლიც მოიყვანა ჯერ მისი სამუშაო აჩვენა და ამასობაში მოსაღამოვდა.უკვირდა ბიჭებიდან სიწყნარე რომ იყო,მაგრამ ისეთი დაღლილი იყო,ფიქრის თავიც არ ქონდა.
-ირა წავედით, 12 საათია უკვე ძალიან დავიღალე.ხვალ გავიდეთ ბინაში,დღეს არ მაქვს იქ გასვლის თავი.შეაკითხა ირაკლის კაბინეტში.
-კარგი წავიდეთ.სახლში მისულს გააკვირვა გამეფებულმა სიჩუმემ.გააღო კარები და შიშისგან ენა კინაღამ გადაყლაპა.კარებთან დახვდა ორივე გულზე ხელებგადაჯვარედინებული.შეხედა და სიცილი ვეღარ შეიკავა.
-დილიდან ასეთი დაბღვერილები დადიხართ?
-როგორ ამბობენ ძმაო თქვენში,კაცი შემოაკვდა თუ ძალით შემოეკვლევინა თავიო ხო?
-ხლა თქვენი თავი ნამდვილად არ მაქვს,ძალიან დაღლილი ვარ.გაიცანით ირაკლი თაზოს ბიძაშვილი.
-გოგოო, დღეს მე კვატიასავეთ მაბანავე დილის 8 საათზე,ლუკას წარბი გაუტეხე და პასუხისგებაც არ გინდა?დაუღრიალა დათომ.წამოდი ახლა დღეს მთელი დღეა განგებ არ ვჭამეთ რამე და საჭმელი მოამზადე თორე,მართლა ან შემომაკვდები მელანო ან შემომეკვლევინები.
-არც თქვენ ხართ ანგელოზები,რაც დაიმსახურეთ ის მიიღეთ და აცადეთ ადამიანს ველურთა სამყაროში შემოდგას ფეხი.
-მოდი ძმაო მოდი.ჭკუიდან გადავყავართ ამ ერთი ციდა გოგოს, ეს ხო ქალი არ არის.ირაკლიმ ორივე ხელები აწია მაღლა და თქვა.
-გეთანხმებით,მე დაბადებიდან გადავყავარ ჭკუიდან.ეს არის, სუფთა ნერვების კიბო.მაგას სიყვარული თუ არ ეწვია ისე ვერავინ ვერ დააჭკვიანებს.
-ამან როგორ უნდა გვატაროს მის ჭკუაზე.
-მალე მოგშორდებით და დაისვენებთ!.გამოსძახა საძინებლიდან.
-წადი, უშიშრად მაინც შემოვალ სახლში. ან რამე დამეცემა ზემოდან უნდა მეშინოდეს ან ძირს დაასხამ რაღაცას და ტვინს გაგვასხმევინებ.არ ცხრებოდა დათო.
-განანებ მაგ სიტყვებს შკულიკი ხარ!(შკულიკი ბერძნულად არის მატლი) --შკულიკი შენ ხარ და ყველამ ატეხა ხარხარი.არა ამასთან სერიოზული დალაპარაკება არ შეიძლება რა.გამოეთრიე დროზე.მაინც გააკეთებინეს ვახშამი, მაგრამ იქვე უდგა სამივე რაიმე რომ არ ემახინკლა.ბოლოს დაჯდნენ და გემრიელადაც ივახშმეს.
დემეტრეს უჭირდა მელანოს გარეშე, ვერ სუნთქავდა.მაგრამ უნდა გაეძლო.მამის მაგივრად წავიდა კომპანიაში და დრო იქ გაყავდა საქმეების მოგვარებაში,ფეხზე დადგა კომპანიაში მომუშავე გოგონები და კეკლუცი დაუწყეს ახალ,სიმპატიურ უფროსს.მაგრამ დემეტრეს გული უკვე დაკავებული იყო სხვა ქალით, რომელზეც ფიქრი არ აძინებდა ღამე.
-დეიდა აბა შენ იცი,შენი კეკლუცობით ეგებ დაგადგას ვინმემ თვალი და დაგატკბოს ამ სიბერეში.
-დემეტრეეე,მოგკლავ იცოდე.რეებს ამბობ.
-რააა,რას ვამბობ ჯერ ცუდს და მერე რაა აქ დაუჯერებელი.ამდენი წელი ვის ან რას უყურებ.წლები რომ მიფრინავს და ასაკი გემატება ვერ ხედავ?---ჩემმა ვაგონმა დააგვიანა დემე რას ვიზამთ!
---შენ იქცევი უტვინოდ(ბოდიში)თორე ვაგონი ბევრჯერ ჩამოდგა.კარგი ეს შენი პირადია.გამიხარდება ყოველთვის თუ მაგ სევდიან თვალებში სიხარულს დავინახავ.აქ ამ კომპანიაში მამას დაბრუნებამდე რასაც ვფიქრობ რომ საკმაოდ დააგვიანდება,ქალიც შენა ხარ,კაციც შენ ხარ,უფროსიც და უმცროსიც,მასპინძელიც და სტუმარიც.თუ რაიმე მნიშვნელოვანზე საჭირო ვიყო ზარი ახლობელთან და აქ გავჩნდები. ზლაზვნით მაგრამ სიმწრით გაიარა ათმა დღემ და დადგა ნანატრი წუთებიც.
-ყველაფერი მზადაა? არ დაგრჩეთ რაიმე.
-წამლები არ დაგრჩეთ და სხვა თუ დაგრჩებათ, არაუშავს იქ ვიყიდით.
-დემეეე შენი ტელეფონი რეკავს შვილო-გასძახა დედამ.
-სად არის,გოგიტაა.რა ხდება გოგი.
-მოდიხართ ხო?
-კი, რაიყო ვემზადებით.-არაფერი გადავამოწმე რაიმე ხომ არ გამოხტათქო.ქორწილში ვართ დაპატიჟებულები.
-ვაუუ სად? ვინ უბედურდება?
-თაზო და თამრო.ქუთეიში სიმონ.
-ვაუ, მაგარია სიმონ.წაუქუთაისურეს ბიჭებმა.
-კიდევ ახალი სიურპრიზი მაქვს, ჯერ არავინმა იცის
-რაა მითხარი,ნუ ამომხადე სული.
-მე და ნინი ვიწერთ იმ დღეს ჯვარს.
-ეეეე ეს ხომ ვაფშე სუპერ რა.
-გრანდიოზული ქორწილი იქნება დემე.
-მოდი ხომ არ გავასამოთ?
-სერიოზულად?
-დავფიქრდები მე მაგ ამბავზე და მანდ გეტყვი,მაგრამ ისე არ იქნებოდა ურიგო.
-კარგი გელოდები.არავინმა არ იცის რომ მოდიხართ.
-კარგი,კარგია.შეხვედრამდე. გაცისკროვნებული თვალებით შევიდა მისაღებში.მთელი სახე უღიმოდა და ყველამ შეამჩნია დემეტრეს ზედმეტად მოზღვავებული სიხარული.
-მგონი კარგა ხანი არ მოგვიწევს საყვარელო უკან დაბრუნება.
-მეც ვატყობ რომ აქ გოგოს ამბავია.ღმერთმაც ქნას.დემემ უცებ გადაუხვია თემას და დეიდას მიუბრუნდა.
-ქ-ნო ლილიან.რისი გულისთვის ჩამოხვალ რამდენიმე დღით საქართველოში.
-არ ვიცი დემე,რა უნდა მოხდეს ეხლა იქ რომ წამოვიდე.დაიცა რამეს ფიქრობ?
-ჯერ არ ვიცი, მაგრამ აუცილებლად შეგატყობინებთ.ახლა რაც შენ შეგეხება, ამ სახლში შენ ხარ ყველაფერი და მარტო ხარ,ამიტომ ჩემი თხოვნაა შენი ცხოვრება მოაწესრიგო და აზრი მისცე სიცოცხლეს.
-რას მიმანიშნებს ეს ბავშვი ალა.
-მე არ ვიცი,მართლა ვერ ვხვდები.
-დაპატიჟე ლადო და გაარკვიეთ თქვენი შორიდან კეკლუცობა რას ნიშნავს.
-დემეეე რას ამბობ ხვდები?
-კი და ძალიან კარგადაც.პირველი დღიდანვე შეგატყვეთ და თქვენი ცოდვით დავიწვი შორიდან რომ ეპრანჭებოდით ერთმანეთს.
-შვილო ამდენი წლებია ერთად ვმუშაობთ, მე არ შემიმჩნევია რამე ამ ორისთვის და შენ როგორ მოახერხე ეს ორ დღეში.
-ეეეხ მამაჩემო შეყვარებული ქალის თვალები სულ სხვაა.უთხრა და თვალი ჩაუკრა.
--რატომ არ თქვი ლილიან თუ გიყვარდათ ერთმანეთი?შენ შენი ცხოვრება გაქვს კომპანიის გარდა.-ნუ მაიძულებთ რომელიმე ლადოს ბიძია დავუძახო.თქვა სერიოზულად და გაიცინა.
-დემეტრე მოგხვდება ახლა შენ!
-დეიდული, ხომ იცი არა როგორ მიყვარხარ.კარგია ასეთი ერთგული და თავდადებული რომ ხარ,მაგრამ შენ,შენი ცხოვრება უნდა მოაწყო.აბა ახლა კიდევ ხუთი წელიც რომ გაჩერდე,და ყველაფერი დაგიქიშმიშდება და ვინღა შემოგხედავს?

-ვაიმეეეეეე, ხმამაღლა გაეცინა ყველას.

-დაიცათ ნუ იცინით,მართლა წიგნებში მაქვს წაკითხული, ადრე გასათხოვარ გოგოებს სადედამთილოები აბანოში ნახულობდნენ და ამოწმებდნენ.შენ ამხელა სახლში მარტო იქნები და აბანოს აუარე გვერდი და პირდაპირ საძინებელში უკარი თავი ლადოს და იქ შეამოწმებინე შენი თავი,შენც დაგიმისებს და ვნებიანი ღამესაც მოუწყობთ თქვენს თავს.
-დემეტრე შენ როგორ გათახსირებულხარ,მოვკლავ იმათ რომ ვნახავ იქ.
-რაო,რა გეუცხოვა დედაჩემო.ვნებიანი ღამეები რომ არ გქონოდა მე ასეთი სიმპატიური საიდან მოვიდოდი აბა?თქვენი ღამეების შედევრი მე ვარ სწორედ.ასე ხუმრობაში მოვიდა აეროპორტში წასვლის დროც,ლილიანმა ყველა ჩაკოცნა და გზა დაულოცა საქართველოსკენ,მონატრებულ სამშობლოსკენ.
მელანოს დიდი ბანკეტი ქონდა რესტორანში.აშკარად ეტყობოდა რომ გადარბენაზე იყო,ყურადღება არ მოკლებოდა სტუმრებს.ასევე იყო ირაკლიც.დარბაზს ეტყობოდა უჩვეულო და მაღალკვალიფიციური კადრი რომ მართავდა.მაქსიმალური კომფორტი იგრძნობოდა ირგვლივ.რესტორანს ყავდა ერთგული მომსახურეობა,რითაც ძალიან კმაყოფილი იყო კლიენტის მხარე.უამრავი ხალხი ირეოდა დარბაზში,როცა მელანოს მოახსენეს რომ ტელეფონზე სთხოვდნენ.ის სასწრაფოდ გაემართა მის ოფისში და დაიწყო ტელეფონზე საუბარი.ზურგით იდგა კარებთან და ისე საუბრობდა.
-დიახ გისმენთ!
-???
-მე გახლავართ,მელანო გელოვანი.
-???
-მადლობთ გაიხარეთ.
-???.
-კი შეგიძლიათ დაჯავშნოთ,როგორც დარბაზი ასევე კუპე.
-???
-კი ესეც შესაძლებელია,შეუკვეთოთ ნებისმიერი კერძი წასაღებად,თქვენთვის სასურველ დროს.
-???.
-თუ ეს თქვენი სურვილია,გვაქვს ბინაზე მომსახურეობაც, რომ მოგიტანონ,თქვენს მიერ მითთებულ მისამართზე.
-???.
-ჩვენთან გამოიყენება სერტიფიცირებული და მსოფლიოში აღიარებული ბრენდის პრდუიქცია.
-???
-კი რაც მთავარია თქვენ შეძლებთ დასვენებას ყოველდღიური გადატვირთული ცხოვრებისაგან.ჩვენ კი ორიგინალურად ვიზრუნებთ თქვენს გარეგნობაზეც.
-???.
-მშვიდ საღამოს გატარებას გისურვებთ და მშვიდობიან დილას. დაამთავრა თუ არა საუბარი კლიენტთთან,შემობრუნდა და გაშეშდა.იქ იმ წუთში,არ ელოდა იმას,ვინც მთელი მისი სამყაროს შეადგენდა.ადამიანი რომლის გამოც ეგონა მხოლოდ მის გამო სუნთქვდა.
-დემეტრეეეე,როდის მოხვედი ან როდის ჩამოხვედი.ისე ნელა,წყნარად და ნაზად საუბრობდა,დემეტრეს ცოტაც და ეჭვი შეეპარებოდა,რომ არ გაუხარდა მისი დანახვა.-დემე ახლოს მივიდა და ნაზად მოეფერა ორივე ხელით ლოყებზე,ვეღარ მოითმინა და გულში ჩაიკრა აცრემლიანებული მელანო.იგრძნო როგორ ძლიერ უცემდა გული.როგორ სიამოვნებდა ეს ძლიერი გულის ფეთქვა დემნას,რადგან იცოდა გული რომელიც ასე ძლიერ ცემდა,მისი იყო,მხოლოდ მისთვის რომ ფეთქავდა და მხოლოდ მისი არსებობა რომ აფორიაქებდა ასე ძალიან.თავი მაღლა ააწევინა,თვალებში ჩახედა და უთხრა.
-მომენატრე მელო,უსაშველოდ მომენატრე. ტუჩებზე ცერა თითი გადაუსვა და ვნებიანად დააკვდა ჯერ კიდევ გამოუცდელ ტუჩებს.ნაზად დაუწყო კოცნა სახეზე და მხრებზე,კისერზე დემეს მხურვალე ტუჩებმა,მალე სასიამოვნოდ მოადუნა,სხეული მისკენ მიიზიდა და თავისაზე აიკრო.მელანო კანკალებდა დემეტრეს ხელებში და დემეტრეს კი მისი კანკალიც აღგზნებდა.ვნებიანმა კოცნამ სასიამოვნო ხმებიც გამოცა ორივეს მხრიდან.სიტყვები ყელში ეჩხირებოდა,ცდილობდა არ ეტირა სიხარულისგან,არ სჯეროდა,რომ მონატრებულ სხეულს ეკვროდა, თავს იკავებდა.მისი გრძელი, შავი ტალღოვანი კულულები სინათლის შუქზე ბრწყინავდა. თაფლისფერი თვალები ერთდროულად საოცარ სიძლიერესა და უზომო სიყვარულს აფრქვევდა,რამდენიმე ტატუ ჰქონდა გაკეთებული, რაც საოცარ სესქუალურ იმიჯს სძენდა.ერთმანეთს,პირდაპირ თვალებში უყურებდნენ მონუსხულები,დაიხარა და კიდევ ერთხელ აკოცა,ძალიან ნაზი და ვნებიანი იყო ეს კოცნა,თითქოს რამდენიმე დღის მწყურვალი დაეწაფა წყალსო და უნდოდა შეესრუტა ეს მონატრებული გოგო და მისი ფერებაში გაეტარებინა მთელი ცხოვრება.შეეცადა რომ მთელი მისი მონატრება, სიყვარული და მასში არსებული ვნება,რომელიც დემეტრეს არ ყოფნაში მისი სულის ტყვეს ჰგავდა,უნდოდა ამ კოცნაში ჩაექსოვა. დემეტრემაც ხელები წელზე შემოხვია და კოცნას,კოცნით უპასუხა.სიმორცხვე და ყოყმანი სადღაც გაქრა და მისი ადგილი უსაზღვრო ვნებამ და უზომო სიყვარულმა დაიკავა.სუნთქვა გაუხშირდა,მისმა ძლიერმა ხელებმა მეგის მაისურის ქვეშ დაიწყო სრიალი,მისი შეხებისას მთელი ტანი დაებურძგლა,სხეული უფრო მეტს ითხოვდა,დემეტრემ ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოიქცია,ეს არ იყო უკვე ნაზი კოცნა, ეს იყო ძლიერი, მომთხოვნი და საოცრად ცხელი კოცნა,საოცარი მომენტი იყო, სიამოვნებამ თავის ლოგიკურ ზღვარს მიაღწია.კოცნა კოცნით მისი ყელიდან ყურამდე ავიდა და ყურში ჩასჩურჩულა ვნებიანად.
-დღეს ცუდი გოგო ხარ,გინდა გამაგიჟო?
-ამ ცუდ გოგოს,ძალიან მოენატრე საყვარელო.
-მერე შენ რა,არ იცი რა ემართებათ ცუდ გოგოებს?
-არა,არასდროს არ დავინტერესებულვარ,რომ გამეგო.
-ხოდა იცოდე,რომ ცუდი გოგოები ისჯებიან,მაგრამ მხოლოდ ჩემი მეთოდებით.
-ხოოოო,საინტერესოა.დახედა მის აწითლებულ ბაგეებს და მიხვდა, რომ მეტს ვეღარ მოითმენდა, ისინი იხმობდნენ, ამიტომ ტუჩებზე დაეწაფა და მელანომ ვნებიანი და ხმამაღლა კვნესა აღმოხდა.სიამოვნება სიგიჟეში გადავიდოდა,რომ არა კარებზე კაკუნი და კარის შემოღება.
---მელანო აქ ხარ?
-რას აკეთ...... და სიტყვა პირზე შეაშრა ირაკლის, მელანოსთან ერთად ეს ბრგე და ძალიან სიმპატიური მამაკაცი რომ დაინახა.არ იცნობდა დემეტრეს ამიტომ სახეშეშლილი და გაოცებული მელანოს მიაჩერდა.მელანომ კიდე იქედან დაუბღვირა,სადაც აშკარად ამოიკითხავდით მის სახეზე ,,არ შეგარჩენ ამ წუთების ჩაშხამებას იდიოტო''.დემეტრეს გაეცინა მათ სახეებზე.მელანო აზრზე მოვიდა და ირაკლის დარცხვენილმა, მაგრამ გაბრაზებულმაც უთხრა.
-შემოდი რა კარში დამდგარხარ.
-რა ვიცი ისე შემომხედე,აქედან გაქცევაზე ვფიქრობდი უკვე.გაეცინა ირაკლის.მაგრამ მაინც მისი სახე ამბობდა, ,,ამიხსნი ყველაფერს მელანო''.
-გაიცანი, ეს გახლავს ამ რესტორნის ყოფილი მეპატრონე ბ-ნი დემეტრე ჯაყელი.
-ააააააა, ააააა, ააააააა, აჰააა ახლა გასაგებია.-ირაკლი ჟორჟოლიანი თაზოს ბიძაშვილი.მივიდა და ხელი ჩამოართვა.სასიამოვნოა თქვენი ახლოდან გაცნობა და მინდა ძალიან დიდი მადლობა რომ გადაგიხადოთ.
-რისთვის?აშკარად დაიბნა დემეტრე და გაკვირვებულმა ორივემ ერთხმად კითხა ირაკლის.
-ახლავეს აგიხსნით ჩემო ბატონო და კარებთან ახლოს დადგა.მიხვდა დემეტრე აქ სამოქალაქო ომი თუ არა მეგობრული ომი აუცილებლად გაჩაღდებოდა.
-ქალი რომელიც თქვენს წინ დგას ბ-ნო დემეტრე თქვენს მეტმა ვერავინმა ვერ დაატკბო.ქალს რომელსაც ყოველ დღე,ყოველი კუთხიდან სიკვდილით ემუქრებოდნენ,ქალი რომელიც გესლიანი და შხამიანი ანაკონდა თუ არა,წყლის პირზე მოსისინე და მოსრიალე ანკარაა,მსუბუქად რომ კბენს ყველას და ვერც სასიკვდილოდ იმეტებს ვერავის,ვერ წარმომედგინა ასე თუ დაატკბობდა ვინმე და მისი ვნებების დაუოკებელი ხმა გარეთ გამოაღწევდა.ამიტომ ყოჩაღ თქვენ.მოურჯულებელი მხოლოდ თქვენ მოარჯულეთ.
-ირაკლი ჟორჟლიანო ჯობია რომ ახლა აქედან გაშპე და ხო, არ დაგავიწყდეს,ყველაფერს ვიმახსოვრებ.დემეტრე უყურებდა მელანოს გაბერილ სახეზე და ჩუმად იცინოდა.ყოველთვის იცოდა რაც მელანოს იცნობს,თუ რამოდენა სიყვარულია მეგობრების მიმართ მის გულში და ახლა რომ უყურებდა ორ მამალივით აფოფრილ არსებას,ერთი გემრიელი გადახარხარება ყველაფერს ერჩია.-
-ჯობია წახვიდე ირაკლი.ნუ გააღვიძებ ნურც ანაკონდას და ნურც ანკარას, თორე ისე დაიგესლები გაგიჭირდება შხამის ამოტუმბვა.სიცილით უთხრა დემეტრემ ირაკლის.
-სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა დემეტრე.,,აი ჩვენ კი ჯერ არ დაგვიმთავრებია''.გატრიალდა და წავიდა ვითომ გულმოსული.დემეტრემ კარები მიხურა და მელანოს ისევ შემოხვია ხელები და თავისი ბარიტონი,სასიამოვნო ხმით ყურში ჩასჩურჩულა.
-შანსი რომ გქონდეს,რას შესთხოვდი მელო მამა ზეციერს?კითხა და თვალებში ჩააშტერდა.არც დაფიქრებულა მელანო და ისე უთხრა.
- მადლობას მოუხდიდი შენი პოვნისთვის.
-უშენოდ ისე ვარ, როგორც თევზი წყლის გარეშე...შენით ვსუნთქავ და შენით ვარსებობ.
-შენ არ იცი თუ რა გრძნობაა მაშინ,როცა თვალებით ეძებ მხოლოდ ერთს ათასს ადამიანში.ამ ათასში მე შენ გიპოვნე,სწორედ შენ ამოგირჩიე,იმ ყველასგან.და იცი რატომ?იმიტომ რომ ,,სწორედ შენ გელოდი''.მე უშენობა აღარ შემიძლია და შენ სწორედ ეს გათამამებს!
მის განიერ მკერდზე მიკრული იყო მელანო და ხმას ვერ იღებდა.დემეტრე კი მის თმებში ხელებს დაასრიალებდა და ამ შავ შლილ,სწორ თმებს ეფერებოდა.ბოლოს რეალობაში დაბრუნდნენ და უთხრა.
-დღეს ბევრი ხალხი გყავს და ხვალ სადმე გავიდეთ თან ჩემებს გაგაცნობ.-
-შენები? აქ არიან? ერთად ჩამოდით? სირცხვილია რას იტყვიან.
-რაა, სირცხვილი.ნუ გეშინია სადედამთილო ვანაში არ შეგიყვანს,რომ შეგამოწმოს როგორი რძალი შემოდის სახლში.გაეცინათ ორივეს.
-დაგელოდო?რომელ საათზე მორჩები.
-არ ვიცი, მაგრამ გვიანამდე მომიწევს აქ ყოფნა დღეს.წადი შენ დაისვენე,თან ნამგზავრი ხარ.
-მაშინ ზევით ავალ, შენს ოთახში და იქ დავისვენებ ცოტას.მელანოს ტელეფონი განათდა,რაც იმას აუწყებდა რომ შეტყობინება მიიღო.
-ვინ არის ამ შუაღამეს? წარბაწევით კითხა დემეტრემ.
-არ ვიცი ვნახო.გახსნა და სახეზე თბილი ღიმილი მოეფინა.მერე დემეტრეს გაუწოდა ტელეფონი თავად წაიკითხეო.გამოართვა დახედა და ჩუმად ჩაიკითხა.
-,,იცხოვრე ბედნიერად და არ იფიქრო რომ,ოდესმე ისე გაგაკონტროლო დავივიწყო ჩემი კაცობაც და მეობაც.ძმები ვართ და ძმები უგებენ ერთმანეთს. მე შენი იმედი ყოველთვის მაქვს.გიჟი ხარ, მაგრამ ვიცი, რომ შენს საძმოს თავზე არასდროს არ გადაახტები.ამიტომ ხარ დღემდე შენ ჩემს გვერდით,ხომ იცი ჩვენ სამივე ერთ დღეს გავჩნდდით და ასე ვიქნებით ბოლომდე.ერთმანეთის ხელები და ერთმანეთის თვალები.შენ მთელი ცხოვრება მაწამებდი,მაგრამ შენ მაინც ჩემი ნაწილი ხარ და ჩემი გლახა,მაინც მე მიყვარს..მომეწონა შენი დემეტრე და მინდა ბედნიერი იყო მელო.შენ უკვე ხარ ბედნიერი ეს დემეტრეს თვალებში დავინახე''. გაუფრთხილდით ერთმანეთს,გიყვარდეთ ერთმანეთი და რაც მთავარია ერთმანეთის დაფსება გქონდეთ ბოლომდე'' შენი ირა.დემეტრემ ჩაიკითხა შეტყობინება და მელანოს გახედა,რომელიც ცრემლს იწმენდდა თვალებიდან.
-მომწონს მე შენი მეგობრები და მინდა იცოდე,მეც ისე ვიქნები მათ გვერდით როგორც შენ.
-მადლობა დემე,წადი,ადუი ზემოთ და დაისვენე.
დილის სასიამოვნო სითბომ გააღვიძა დემეტრე.რა ტკბილად ეძინა მელანოს ბალიშზე,მის სუნს რომ სუნთქავდა.კარები გაიღო და მელანო შემოვიდა.
-ისევ აქ ხარ?წუხელ არ წასულხარ და არც დაგისვენია?
-არა, ახლახანს მოვრჩით ყველაფრის დასუფთავებას,გვიან დაიშალენ ძალიან.
-შენც მუშაობ მათთან ერთად? ეხლა ვხვდები შენს შეუპოვრობას.
-თუ გინდა მიზანს მიაღწიო,აქ არაფერ შუაშია უფროს-უმცროსობა.მეც მათნაირი ვარ.ეს ბიზნესია და თუ გინდა წარმატება მოიპოვო, პირველ ხანებში უნდა დათმო ძილიც,კომფორტიც და სიამოვნებაც.უთხრა და თვალი ჩაუკრა.
-აქ გაქვს ტანსაცმელი აქედან წავიდეთ?სახლში არ იციან დღეს რომ მიგიყვან,გზიდან დავრეკავ.
-არა სახლში გამიყვანე,გუშინდელი ტანსაცმელი მაცვია და გამომიარე მერე.
-რომ წამოვიდე და შენს მომზადებამდე იქ ვიყო.
-დემეტრეეე სახლში მარტო ვარ და ჯერ პატარა გოგო ვარ.
-ეხლაც მეტყვი შენ ხარ გარყვნილიო? შენ რა აზრები მოგდის თავში?გაეცინა დემეტრეს.კარგი წამოდი დაგტოვებ სახლში და მე პატარა საქმე მაქვს,იმას მოვაგვარებ და მოვალ.წავიდნენ მელანო ბინასთან დატოვა და თავად გოგიტას და ნინის სანახავად წავიდა.მელანომ შხაპი მიიღო,დაღლილობა ცხელმა წყალმა ერთიანად მოუხსნა და ნელა-ნელა შეუდგა ჩაცმას.მაინც თავისუფალი სტილი არჩია ჩასაცმელად და მოტკეცილი შავი შარვალი აიღო.მაღალი ერთიან ძირზე ჩექმები.გადმოშვებული შავიაბნისფერი ზედა საკმაო დეკოლტეთი,რაც ძალიან სექსუალურს ხდიდა ისედაც სექსუალურ სხეულს. იგივე ფერის თხელი შარფი.შავი მოკლე ტყავი.თმები გაიშალა და მხრებზე დაიყარა მისი ლოკონები.უკვე მზად იყო დემემ რომ დაურეკა.ოქტომბრის დასაწყისსთან მოღრუბლული ამინდი იყო,დემე მობუზული იდგა მანქანასთან.სიგარეტისთვის უნდა მოეკიდა,მელანო რომ გამოვიდა ბინიდან და ხედვა გაუშეშდა.ძალიან ლამაზად გამოიყურებოდა.
-ჩემი პრინცესა.თქვა და სიგარეტიც გააბოლა.
-წავედით?
-წავედით.
-სიცივეა ხო იცი შენ.
-ოქტომბერი დაიწყო.ნელა ნელა გვეპარება ზამთარი.მაგრამ ყოველ დროს მაინც თავისებური ხიბლი აქვს.
-დაიცა,ახლა ნახე რა ამბავი დამაწიონ სახლში.-უთხრა სიცილით.ტელეფონს იღებს და სასურველ ნომერს არჩევს.
-ალო,დემეტრე გისმენ შვილო.ესმის მელანოს ქალის სასიამოვნო ხმა.
-დეეე რას აკეთებ?მოეწონა მელანოს დემეტრეს ნათქვამი, დეეე.
-რაღაც ფილმს ვყურობთ მე და მამა,რატო მეკითხები?
-დე ძალიან გთხოვ,ახლა შენებურები არ დაიწყო სტუმარი მომყავს.
-დიმეტრი რატომ ადრე არ მითხარი,რას გავს შენი საქციელი.მოვასწრებ რამის გაკეთებას?
-უკვე მოვედით.
-აი ყოჩაღ შენ,ჩაცმასაც ვერ ვასრებ ხომ?და ამ დროს კარებზე ზარი იყო.ვანო ადექი დემეტრემ პატივი დაგვდო და სასიამოვნო სტუმარი მოიყვანა.კარებისკენ წავიდა,გააღო კარები და დემეტრეს გამწყრალი თვალებით შეხედა.მაგრამ როგორ დამშვიდდა დედის აფორიაქებული გული,ასეთი საოცრება რომ ნახა მისი შვილის გვერდით,როგორ საოცრად უხდებოდნენ ერთმანეთს.
-ვინ არის საყვარელო, რომ ალოდინებ კარებში?უთხრა ვანომ.
-ვანო შენი შვილი არაა ღირსი სახლში შემოშვების და ეს გოგო კი მომეწონა.უთხრა ქმარს.მელანოს ხელი დაავლო,სახლში შემოიყვანა და დემეტრეს კარი ცხვირის წინ მიუხურა.
-მანდ იყავი, ჩვენ კი ვისაუბრებთ სახლში.წამოდი ჩემო გოგო,მელანო სიცილს ძლივს იკავებდა.შეხედა ვანომ და სიცილით უთხრა.
-გაიცინე შვილო ეს მან დაიმსახურა და ეკუთვნის ახლა გარეთ იყურყუტოს.ეცინებოდა თავადაც.ამ დროს გაისმა დემეტრეს ხმა.
-არ მჯერავს,ვერ ვიჯერებ,რადგან ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი, თუ მე გარეთ დამტოვებდი და მელანოს სახლში შემოუძახებდი.
-საიდან შემოხვედი,არ გეკუთნის?ასე უპასუხისმგებლო შენ როდის მერე გახდი.
-მე სიურპრიზი მოგიწყვეთ და თქვენ ორივემ რა გააკეთეთ,ცხვირისწინ კარები მომიხურეთ და ვის, თქვენს შექმნილ შედევრს.
-დემეტრეეე ტაქტიკა იქონიე და ლოგიკას მოუხმე,უცხო ადამიანია სახლში და თან პირველად.
-დედა,მამა უნდა გითხრათ, რომ ეს გოგონა,რომელიც ახლა თქვენს წინ დგას და მე მის გამო,სულ ცოტა ხნის წინ გარეთ დამტოვეთ,სულ მალე გახდება ამ სახლის ბინადარი და სრულუფლებიანი წევრი.მერე მელანოს მიუბრუნდა და უთხრა.
-ჩემი სიცოცხლის სიცოცხლეო,სიყვარული მომაჯადოებელი ყვავილია,მაგრამ საჭიროა დიდი გამბედაობა,რომ მიხვიდე და მოწყვიტო იგი უფრსკულის კიდეზე,შენ ჩემი ყვავილი ხარ მელანო.მე შენმა თვალებმა ჩამძირა მისივე უფრსკულში და დღეს ჩემი ორი უსაყვარლესი ადამიანის წინაშე,ვბედავ და გეკითხები.გახდები ჩემი ცოლი?მომცემ უფლებას,უკიდეგანოდ ვიმოგზაურო შენი თალების სიღრმეში, იქნები ჩემს გვერდით სულ სიხარულსა თუ გაჭირვბაში,აიტან ზოგჯერ ჩემს უხასიათობას?შენ ჩემში გააღვიძე ის მიძინებული გრძნობა რომელსაც სიყვარული ქვია.მხოლოდ შენ შეძელი ეს და ჩემი გულით ალბად ,,სწორედ შენ გელოდი'',რადგან დაგინახა თუ არა გულმა შენი გამოჩენით იგნრძნო სიცოცხლე.ახლა პასუხი მითხარი ამდენი რომ ვილაპარაკე და ამოვწურე ყველა სიტყვათა მარაგი,თორე გავიშოტები აქვე ამ ორი ადამიანის შექმნილი შედევრი.გაოცებული იდგა სიხარულით,სიყვარულით და ენთუზიაზმით სავსე მშობლები.ვერც ვანო და ვერც ალას ვერ წარმოედგინა, მათ წინ მუხლებზე დამდგარი დემეტრე.გაინაბა ორივე და მელანოს მიაჩერდნენ სიყვარულით ანთებული თვალებით.მელანო დაიხარა დემეტრეს წინ ისიც მუხლზე დადგა და უთხრა.
-მეც სწორედ შენ გელოდი.თანახმა ვარ, ვიყო შენი ცოლი,მიგიღო შენი პლიუსებით და მინუსებით.გავატარო შენს გვერდით მთელი ჩემი ცხოვრება და მზად ვარ ნერვებიც მოგიშალო,თან არა ერთხელ,უამრავჯერ და შემდეგ კოცნით შემოგირიგო.უთხრა სიცილით და სხვებიც გააცინა.
- გპირდები საყვარელო, რომ ამ შენს გადადგმულ ნაბიჯს არასოდეს არ ინანებ.ულამაზესი ბეჭედი გაუკეთა ხელზე და კიდევ ერთხელ დააგემოვნა საყვარელი ქალის ტუჩები.
-დე,მა გაიცანით,თქვენი რძალი მელანო გელოვანი.
-ეხლა მე რა გავაკეთო,ეს ისეთი მოულოდნელი იყო დღეს, რომ ვაიმე გული მაქვს ცუდად ვანო.შეეშინდა მელანოს და ფერი დაკარგა.
-ნუ გეშინია შვილო,მივიდა და გულში ჩაიკრა შეშინებული მელანო.-
-გპატიობ ყველაფერს,დღეს სასიამოვნოდ დაიწყო დღე.შემდეგ თავის ოთახში გავიდა, საიდანაც მალე დაბრუნდა.
-რადგან ეს ასე უცებ მოხდა,ჩვენ არაფერი არ ვიცოდით.დღეს მხოლოდ ამ ბეჭედს გაჩუქებ,ეს ბეჭედი ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს,მელანო შვილო ეს ოჯახის რელიქვიაა.ვანოს დიდმა ბებომ მაჩუქა სამახსოვროდ.მე კი შენ გჩუქნი და ატარე ისე ღირსეულად როგორც ამ ბეჭდის წინაპრები,ატარე სიყვარულში და საყვარელი ადამიანის გვერდით.
-ვერანაირი მაკიაჟი ვერ გაალამაზებს სახეს როგორც სუფთა თვალები და გულწრფელი ღიმილი.დაგინახე თუ არა,მე შენი სუფთა,ბავშური თვალები მომეწონა ყველაზე მეტად.გილოცავთ შვილო.მინდა ბედნიერი იყოთ და თქვენი ბედნიერებით,ჩვენც ვიბედნიეროთ. ვანომ ორივეს მოხვია ხელი და ორივე გულში ჩაიკრა.ვამაყობ შენით დემეტრე.ორივე ახლოს დაისვა და გულწრფელი საუბარი დაიწყეს.
-რას საქმიანობ მელანო შვილო.
-უნივერსიტეტი დავამთავრე ბიზნესის განხრით და მაქვს ჩემი წერტილები ამ სფეროში.მშობლები საბერძნეთში მყავს,ისინი იქ მუშაობენ ამავე სფეროში რესტორნის და სასტუმროს ქსელი აქვს მამას.
-კარგია,მომწონს.თუ კარგად იცი გაძღოლა ბიზნესის წარმატებული ბიზმესმენი გახდება ადამიანი.
-მანამდე დიდი შრომა და ძალისხმევა ჭირდება ყველას,მერწმუნეთ მილონორობა არ არის დამოკიდებული იმაზე,ხარ თუ არა მდიდარი ოჯახიდან.უბრალოდ ბიზნესში რამდენიმე წესია,თუ იქ ჩამოთვლილ წესს დაიცავს ბიზმესმენი,ის აუცილებლად მიაღწევს დასახულ მიზანს.
-გეთანხმები და წინდახედულობასაც გარკვეული მოგებაც მოაქვს
-ამბობენ საქართველო არ არის ბიზნესის ასაწყობად კარგი,მაგრამ მე ვფიქრობ რომ სცდებიან.ცხოვრება არც ისე მარტივია,რომ წარმატება და მილიონები მალე მოვიდეს.საქმე ბოლომდე უნდა მიიყვანო,ბოლომდე უნდა დაიხარჯო თუ გიყვარს შენი პროფესია.რაღაც-რაღაცეების დაზოგვა უნდა ვიცოდეთ.უნდა ვფიქრობდეთ რაღაც ახალზე და ორიგინალურზე,რაც მომხმარებელს მიიზიდავს.-მელანო ძალიან მომეწონე,ძალიან გაწონასწორებული გოგონა ხარ შენს ასაკში,მადლობა რომ ჩემი შვილის გვერდით ხარ.
-ძალიან მასიამოვნეთ დღეს ბავშვებო.უდიდესი ბედნიერება მომანიჭე დედი,მადლობა რომ ასე დაგვაფასე შენი მშობლები.მადლობა მელანო შვილო.ქორწილს როდისთვის აპირებთ.-სიმართლე გითხრათ, დღეს ეს ყველაფერი ჩემთვისაც სიურპრიზი იყო.ამიტომ ჯერ არ ვიცით,არ გვისაუბრია ამ თემაზე.ეს არ არის უცებ გადასაწყვეტი თემა.უთქვენოდ გაგვიჭირდება ამ ყველაფრის დადგენა.
-ძალიან კარგი საყვარელო,როცა გინდოდეთ ვისაუბროთ ამ სასიამოვნო თემაზე.
-ჩვენი წასვლის დროა. დემეტრემ და მელანოს ანიშნა წავიდეთო.მალე გეყოლებათ სახლში და მერე იჭორიკნეთ რამდენიც გინდათ.
-ასე უცებ მიდიხართ?
-ხო საქმეები მაქვს,კომპანიაში უნდა წავიდე.დედას მოეხვია და ყურში ჩასჩურჩულა. მელანოს გავიყვან სახლში და დავბრუნდები ისევ.რაღაც მნიშვნელოვანი უნდა გითხრათ.
- კარგი, შვილო მელანო კიდევშემოგვიარე საყვარელო.უკვე გულით შეუყვარდა ეს გოგო.
-სად მიგიყვანო სახლში თუ სამსახურში.
-სახლში ჯობია დავისვენო დღეს და მერე კაბაზე უნდა გავიდე.
-ნინის უთხარი და გაგყვება.თუ გინდა ხვალ გავიდეთ,მეც მაქვს საყიდელი რაღაცეები ,ნუ მაბოდიალებ ხვალ მარტო.-მაშინ დილით გავიდეთ.
-დილით გამოგივლი,დღეს დაისვენე.ჩემი ტელეფონი სად არის.მიდი რა დარეკე.მელანომ დემეს ნომერზე დარეკა,გადის იქ დაგრჩა?
-ალოოო.ალას ხმა გაისმა.
-დე მე ვარ, ტელეფონი მანდ დამრჩენია.-ხო შვილო, მეც ახლა შევხედე რომ ახმაურდა.
-კარგი მოვბრუნდები.შენ სახლში დაგტოვებ და მივბრუნდები უკან.აბა როგორ მოგეწონა ჩემები?
-ძალიან თბილები არიან დემე.როგორ გულით მინდოდა გაცინება,კარები რომ მოგიხურა ცივად.თქვა და აკისკისდა მელანო.
-გაბრაზდი?
-არა არ გავბრაზებულვარ,მაგრამ არ ველოდი და მეც სახტად დავრჩი,კარები რომ დაიკეტა.უცებ ვერ გავიაზრე რა მოხდა.უკან კარებიდან შემოვედი სახლში.დედა ისეთი წყნარია არ მოველოდი მისგან ასეთ გაბრაზებას. აყვა დემეტრე სიცილში.მიიყვანა მელანო,დატოვა ბინასთან და ისევ დაბრუნდა უკან.დემემ შეგნებულად დატოვა ტელეფონი დედასთან, ელოდა დედა,იცოდა რომ დემეტრე რაღაც ორიგინალურს ფიქრობდა.
-მოვედი სად ხართ?
-აქ ვართ შვილო.
-მეგონა დამიგულეთ წასული და სასიამოვნო საქმით იყავით დაკავებული,ვფიქრობდი ჩემმა სიურპრიზმა ვნებები ხომ არ აუშალათთქო.
-დასერიოზულდი დემეტრე. გაბრაზებულმა უთხრა ალამ.
-სანამ რაიმეს გვეტყოდე,მინდა გითხრა ძალიან მომწონს შენი არჩევანი შვილო.უთხრა ვანომ.ბედნიერი ვარ ასეთ გოგოს რომ ვხედავ შენს გვერდით.54 წლის ვართ მე და დედაშენი და დროა უკვე შვილიშვილს ვეფერებოდეთ.
-მადლობა რომ ჩემი არჩევანი მოგწონთ.ახლა კი მომისმინეთ.ქუთაიში ვართ ქორწილში დაპატიჟებული.თქვენ გევალებათ მარტო ელეგანტურად გამოეწყოთ.სხვაზე ნურაფერზე ნუ იფიქრებთ.დეიდას დაურეკეთ 30 ოქტომბერს აქ იყოს,სხვა არ შემეკითხოთ არაფერი,რადგან არაფერი არ გეხებათ სხვა დანარჩენი.მინდა,იმ დღეს ჩემს გვერდით მყავდეს ჩემი ელეგანტურად გამოწყობილი მშობლები.ქუთაიში მე წაგიყვანთ.არც ამის თქმას ვაპირებდი რაც გითხარით,მაგრამ დღევანდელმა აქ შექმნილმა სიტუაციამ,არ მომცა უფლება ეს დამემალა.მოკლედ მივდივართ ქუთაიში და მორჩა.-კარგი შვილო,რა უხეში ხარ ხანდახან. მაგრამ იყოს ისე, როგორც შენ გინდა!
-დღეს გოგიტასთან დავაზუსტებ რაღაცეებს,ხვალ საყიდლებზე მივდივართ და ზეგ წავალთ მე მგონი.
-რაღაც კარგს მიგრძნობს გული და როგორ მიხარიააააა,როგორი ბედნიერი ვააარ.
-მეც საყვარელო.როგორც იქნა გვეღირს ეს დღეც.მამამთილი ვხვდები,სახლში ჩვენი გოგო გვეყოლება.მერე პატარა ბარტყები,თავი სიზმარში მგონია.
-გული რა სიხარულსაც გიგრძნობს კარგად შეინახე,რა იცი იქნებ აგიხდეს.არავის უთხრა.მკაცრად გააფრთხილა დედა დემეტრემ,თვალი ჩაუკრა და გავიდა.
-იეეს, რაღაც აქვს ჩაფიქრებული და ეს რაღაც ძალიან სასიამოვნოა ვანო გესმის?
-მესმის და როგორც გითხრა ჩუო, შენც ჩუ. ეცინებოდა ვანოს ცოლის ასეთ ბავშურ ტიტინზე. დილას ნინის ყვირილმა გააღვიძა.
-ადექიიიი, გამოგვივლიან სადაცაა და შენ ისევ გძინავს.
-აუ დაიცა რა მეძინება,ცოტაც და ავდგები.
-კარგი, 5 წუთი დაგელოდები კიდე და თუ არ ადგები, წყლით გაგაღვიძებ იცოდე.
-ხო კარგი.გადაბრუნდა და დაიძინა, მაგრამ შემდეგ წამოდგა და საწოლი ისე დატოვა გეგონებოდა ისევ ძინავსო.
-სად ხართ მოემზადეთ? ძირს გელოდებიან ნინი! სახლში დათო შემოვიდა.
-მე მზად ვარ, ის ვერ ავაგდე ჯერ კიდევ ძინავს.
-მართლა? თვალები გაუბრჭყინდა დათოს და არც დაფიქრებულა, ისე გავარდა სამზარეულოში და თასით წყალი გაიტანა.სიხარულით მიდიოდა,წინასწარ ქონდა მელანოს სახე წარმოდგენილი და უკვე ხალისობდა, შურისძიების მომენტი რომ დაუდგა.
-მელანო ადექი გელოდებიან.მელანოოო,სამჯერ ვითვლი.ერთიიი,ორიიიი,სამიიი და თასით წყალი უნდა გადაასხას რომ მელანომ უკნიდან დაუდგა.
-რას შვრები იდიოტო, მე აქ ვარ, იქ ვის ასველებ.
-ვაიმეე. დათოს შეეშინდა და თავად გადაესხა წყალი გულზე.
-სად ჯანდაბაში იყავი, ნინიმ ძინავსო.გაბრაზებულმა უყვირა.
-დილით რომ დგებიან, ბუნებრივი მოთხოვნილებები გვაწვება და ამისათვის ცალკე კუტოკი გვაქვს. აი იქ ვიყავი და ნინის თავად ძინავს ფეხზე და ისე დადის,ჩაგივარდა დათიკო კოვზი ნაცარში?
-ჩაიცვი და წამოდი დროზე.-უუუფ ხასიათი წაუხდა ბიჭს. ოემზადა და გავიდა.ერთად წავიდნენ,მთელი დღე იბოდიალეს.
-მელოოო რაღაც უნდა გითხრა საიდუმლოდ.წამო რა სადედოფლო კაბებში გავიპაროთ, რაღაც მაინტერესებს.-რა გინდა იქ. თხოვდები? თვალები დააჭყიტა მელანომ.
- არა გოგო, ჯერ მაგრამ მალე ვფიქრობთ.
-მართლა? წამო,წამო წავიდეთ. გაუხარდა გულწრფელად და მეგობრის სიხარული თავისად გაითავისა.რამდენიმე კაბა აარჩიეს,ორი მოეწონა ძალიან.ბოლოს ძალიან დაიღალნენ და სახლში წავიდნენ დატვირთულები.
-შენ ადი მე და გოგიტას საქმე გვაქვს და მალე მოვალ.-უთხრა ნინიმ.დემეს ტელეზე დაურეკეს და ისიც გაბრუნდა და წავიდა.ბუზღუნით ავიდა მელანო ბინაში და ნაყიდები ერთ კუთხეში მიყარა.ფეხზე იქავეს გაიხადა და მდივანზე წამოგორდა.
-ოოჰ მოხვედით? თავზე დაადგა პირგამოტენილი დათო რომელსაც მოშივებოდა და გემრიელად ილუკმებოდა.
-შენ სახლში ხარ დათიკო?
-რამდენჯერ გითხარი ნუ მეძახი მასეთქო.
-დამაცა დავიღალე დღეს ძალიან.ხვალ დილას მივდივართ თუ საღამოს.
-ისე წავიდეთ, რომ დაღამებამდე ჩავიდეთ.დემეტრე უკვე ქუთაისის გზას დაადგა მშობლებთან ერთად.დაძაბული იჯდა,რომ ტელეფონმა დაურეკა.
-გისმენ მელანო.გზაში ვარ, მერე დაგირეკავ და გაუთიშა.სასიამოვნოდ ჩაიღიმა, რაც არ დარჩენია შეუმჩნეველი ვანოს და ალას.
დილით ადგნენ ისაუზმენ,მიალაგეს სახლი და დაადგნენ ქუთაისის გზას.გზაში არ დავიწყებია პატარა დათუნას ნახვა,არავინი არ ელოდა თუ მელანო მის სიტყვას შეასრულებდა და ყველას გაუხარდა მისი სტუმრობა.პატარა დათუნას საჩუქრები და სათამაშოები გადასცა,ბევრი ეფერა პატარას.ეხვეწნენ დარჩითო, მაგრამ არ ქნა მელანომ,სახლის სუნი ენატრებოდა.დადგა ყველასათვის ლამაზი დღე,დღე ქორწილი თაზოს და თამაროს. დემეტრე თავის ოთახში იჯდა სიბნელეში და წინა ბინას აკვირდებოდა,სადანაც თითქოს ნაცნობი სურნელი მოჰქონდა ქარს. გადაწყვიტა დაეზუსტებინა მისი ეჭვები და ტელეფონზე გადარეკა.ნინის დაურეკა დაფარული ნომრით და გამოკითხა თუ სად იყო და აი დააზუსტა.მაშინ ხუთი თვის წინ, ის გოგონა საცვლებით, მელანო იყო.შემდეგ მესიჯი მიწერა მელანოს.
-რომ იცოდე,რა ახლოს ხარ ჩემთან და ამავ დროულად რა შორს.რა თქმა უნდა ეს სიშორე მალე სიახლოვით შეიცვლება.მიყვარხარ, ამ დღეებში რომ გაგაბრაზო ძალიან,ძალიან იცოდე, რომ მაინც ყველაზე მეტად მიყვარხარ.დემეტრე პირდაპირ მელანოს საძინებელს უყურებდა და შეხედა როგორ გახსნა მესიჯი და რა თბილად აკოცა წაკითხვისთანავე.
-რა ბედნიერი ვარ რომ გიპოვნე.
დადგა ქორწილის დღეც.ყველასთვის ნანაატრი დღე.
-თამროსთან უნდა წავიდე თქვა ნინიმ.
- მელო თამრომ დარეკა არ ვარ სახლში პირდაპირ ეკლესიაში მოდიო. უთხრა ნინიმ.
-აპა სად არის დღეს,რატო ჩემთან არ დარეკა.
-შენ აბანოში იყავი და მე ვუპასუხე,დამავიწყდა შენთვის თქმა.აი უკვე სტილისტები მოვიდნენ.ახლა რა ხდება, შენ როგორც თხუპნია და იყოს მეჯვარე ყველაზე ლამაზი უნდა იყოს,ჩვენ მოგამზადებთ და თვალებს აგიხსნით როცა ეკლესიაში მივალთ.
-გაგიჟდი?ეს რა მასკარადია ნინი.მომეცი აქ კაბა და მაკიაჟსაც მე გავიკეთებ,ერთხელ გამიკეთებია ჩემთვის მაკიაჟი თუ ორჯერ.-ახლა არ გამაგიჟო,დაჯექი და შენი ხმა არ გავიგონო.აცადე მუშაობა სტილისტს. დაუბრიალა თვალები ნინიმ მელანოს და უცებ ჩააჩუმა.
-კარგი ხო კარგი,ნუ ყვირიხარ.დროზე ოღონდ. ყველაფერი ისე მიდიოდა როგორც დაგეგმეს.ბუზღუნებდა მელანო რა საჭიროა ასეთი გასაიდუმლოებაო.მივიდნენ დანიშნულების ადგილზე.შევიდა თუ არა ეკლესიაში სანთლის სუნი იგრძნო.მიიყვანეს ადგილამდე და თვალებზეც მოხსნეს სახვევი.მის წინ საოცარი სურათი გადაიშალა.სამი უსიმპატიურესი მამაკაცი იდგა მის წინ.თაზო,გოგიტა და დემეტრე.თვალები დააჭყიტა როცა ნინი საქორწილო კაბაში დაინახა და მერე დაიხედა მის თავზე და აიიიიი, საოცრად ლამაზი კაბა ეცვა.
-დაიცა ეს ის კაბა არ არის მაღაზიაში რომ გავისინჯე?კრემისფერი,ტანზე მომდგარი,დეკოლტე,ოდნავ ამოჭრილი ზურგით,ქვემოთ დაშვებული და გაშლილი.ვერ გაეგო რა ხდებოდა მის თავს.
-რა ხდება,სიზმარში ვარ? ვთხოვდები? შენ სიძე ხარ? შეეკითხა დემეტრეს თვალებგაფართოვებულმა.
-არა, მე შენი საქმროს მეჯვარე ვარ მელანო.გაბრაზებულმა კბილებში გამოსცრა.მერე ხელი მოკიდა ბეჭებზე და უკან შეაბრუნა ხალხისაკენ და უნებურად იკივლა.რადგან თურმე მის უკან მისი საყვარელი და მონატრებული ორი ადამიანი იდგა.რომლებსაც თვალები ცრემლებით ჰქონდათ სავსე.
-ჩემი დედუკუნააა,როგორ მენატრებოდი დე.
-არ იტირო მაკიაჟი გაგიფუჭდება დედას ცხოვრებავ.იცი რა ლამაზი ხარ?--ჩემო მამუკუნა,როგორ მომენატრე მა.-მეც,მეც მომენატრე ჩემო გოგო.
-ეს რა სიურპრიზი მომიწყვეთ.მე არ ვარ თანახმა.ახლა მელანომ გადაწყვითა დემეტრეს ნერვებზე თამაში.დემეტრეს სახე შეეცვალა,ხალხი გაისუსა.
-მელანო სისულელე არ გააკეთო.-უჩურჩულა დემეტრემ.
-რატომ არ მითხარი არაფერი.ახლა ჩემი სიურპრიზის დროა. თაზო მივიდა დემეტრესთან და დაამშვიდა,ეს მელანოა,ჯერ ნერვებს დაგაწყვიტავს რადგან მის ჩუმად გავაკეთეთ ყველაფერი.არ იცი რა გიჟიცაა? ეხლა რაღაც აქვს მოფიქრებული, როგორ დაგსაჯოს.მერე მელანოსთან მივიდა.
-ანაკონდა რა ჩაიფიქრე.ნუთუ დავიჯერო უარს იტყვი იმ სიამოვნებაზე,რომელიც წინ გელოდება?
-დიახაც.მომიწყვენ აქ მასკარადი.
-შენ რასაც მასკარადს უწოდებ,ეს გრანდიოზული ქორწილით დაგვირგვინდება, სადაც სამი ლამაზი ოჯახი დაიწერს ჯვარს და გავა ამ ეკლესიიდან.ნუ კანკალებ, დაგიჯერე ხო როგორ არა, რომ არ გინდა აქ, ახლა და ამ წუთში ყოფნა.ერთი სული გაქვს როდის დადნები და დატკბები დემეტრეს მკლავებში.თქვა და ხმამაღლა გადაიხარხარა.წუთიერად დაავიწყდა სადაც იყო.
-თქვენ არასდროს არ გაიზრდებით.უთხრა მელანოს დედამ ნათიამ.
-ყავს უკვე გამზრდელი და დამჭკვიანებელი,ნათია დეიდა.
-ყველაფერს ვიმახსოვრებ,ყველაზე.შენ დედა,შენ როგორ გამიკეთე ეს.ან შენ მამიკო.მოჩვენებითი მოწყენილი სახით იდგა. დაიწყო ჯვრის წერა და სამჯერ შეეკითხა მამაო, ხარ თუ არა თანახმაო და ბოლოს, ირაკლი მივიდა ახლოს და უბწკინა მწარედ. რომელმაც წამოაყვირა და
-ხო კი. თანახმა ვარ,ჩუმად ჩაიდუდღუნა ბოლოს თან დემეტრეს ახედა.დემეტრე წყნარად იდგა არც უყურებს. მაგრამ არ მოუთმინა გულმა და უთხრა.
-ვიცოდი, რომ ბევრი ფიქრის შემდეგ მაინც დამთანხმდებოდი საყვარელო.საოცარი ქორწილი გამოვიდა.სამი წყვილი შეერთდდა,სამი ოჯახი შეიქმნა და სამივე სიყვარულით. საოცარი ქორწილი გამოვიდა,სამი წყვილი შეერთდდა,სამი ოჯახი შეიქმნა და სამივე სიყვარულით.,,სიყვარულო ძალსა შენსა''.
ეკლესიიდან რესტორანში გადაინაცვლეს,გაჩაღდა იმერული,მამა-პაპური ქეიფი,განსხვავებულებით წარმოთქმული ვაჟკაცური სადღეგრძელოები,სამი მშველიერი წყვილი ამშვენებდა დარბაზს.დადგა საჩუქრების გადაცემის დრო და მშობლებმა თვითეულ წყვილს თაფლობის თვე,ევროპის სხვადასხვა ქალაქში მოუწყო.მოულოდნელად დარბაზში შუქი ჩაქვრა,ყველაფერი ჩაბნელდა და ერთ-ერთ კედელზე კადრებად იწყო დენა დემეტრეს,გიორგის,გოგიტას და გიზოს ბავშვობამ.აქ იყო მათი ბავშვობის,თვითოეული კადრი,თვითეოული დღე,როდის დავიწყებიათ,მაგრამ ამ კადრებმა ისი ისევ დააბრუნა ბავშვობის ასაკში.აი გამოჩნდა თაზოს და მელანოს გაოცებული სახეები,მძინარე მელანო დემეტრეს გულზე აკრული.ეს ხომ თვით დემეტრესათვისაც მოულოდნელი იყო.განათდა დარბაზი და დარბაზის შუაში იდგა გაღიმებული გიორგი.

-ეს ჩემი სამეგობრო საჩუქარია.თქვა და ბიჭები ერთმანეთს ჩაეხვივნენ.მიხვდა მელანო რომ უბედნიერესი ადამიანი იყო,ახალი ოჯახის და სამეგობროს შეძენით.დემეტრეს წარბებ აწეული მიუბრუნდა და მკაცრად უთხრა.
-არ გაბედო და ჩეცვლა მთხოვო,მე ისევ ისეთი ვარ,არ იფიქრო ჩემი შეცვლა.დემეს გაეცინა და გულში ჩაიკრა საყვარელი ქლი.
-მე თავად არ მოგცემ უფლებას,რომ შეიცვალო ჩემო ბაჭიავ.შემდეგ შეხედა და უთხრა.-გინდა გავიპაროთ აქედან?მელანომ თავი დაუქნია და ყველას ჩუმად გავიდნენ რესტორნის უკან გასასვლელიდან.არ დაუჯავშნია ყველაზე ძვირ სასტუმროში ნომერი,დემეტრემ ერთი უბრალო ორ ოთახიანი ბინა იქირავა რამოდენიმე დღით და მყუდროს გაატარეს ყველასგან განცალკავებულებმა სიყვარულით სავსე დღეები.
მონატრება ტკივილამდე: -შენ წყალი გადაივლე და მეც მალე მოვალ.დემეტრე მარკეტში ჩავიდა და ცოტ-ცოტა ყველაფერი იყიდა, სალათებიც, ხორცებიც, შამპანურიც და კონიაკიც. ლუდიც არ დავიწყებია,იქნებ მელანოს სითამამისთვის კი დაელია ცოტა.დემეტრეს წასვლისას,მელანო საძინებელში შევიდა,კაბა გაიხადა და იქვე მისი ჩანთა დაინახა.მისი საყვარელი საღამურები ამოიღო და აბანოში შევიდა,წყალი გადაივლო და რომ გამოვიდა დემეტრე მოსული დახვდა,შეხედა და მის თვალებში გიჟური ვნების წყურვილი ამოიკითხა,რამაც ტანში კიც გააცხელა და კიც გააცია,მიხვდა მელანო რომ მათი დაახლოვების და შეერთების აკორდი სექსი იყო.ერთ საწოლში საყვარელ ადამიანთან ერთად,როცა სხეულის ყველა სანტიმეტრით გრძნობ ერთმანეთის შეხებას და ერთმანეთის სიყვარული,რომ გიორმაგდება.ძალიან უნდოდა, ეგრძნო მის სხეულზე ძლიერი ხელები და ვნება ნელა-ნელა მასში ძლიერდებოდა,უხაროდათ ერთმანეთის ფერება.
-სიცოცხლე, მინდიხარ.უთხა დემეტრემ და ნელნელა დაიწყო მოძრაობა, ბოლოს თვითონაც რომ დაუმძიმდა სუნთქვა,შეეცადა მოზღვავებული ძლიერი ვნება საყვარელი ქალის სხეულში ჩაეღვარა.წელზე შემოხვია ხელი, ხელი არა, მისი ხელების ძლიერი მტევანები და აიძულა მისკენ გადმოვტრიალებულიყო. მუცელზე დააწვინა და მთლიანად მისი იყო ეს უმანკო სხეული, გრძნობდა როგორი უმწეო იყო,მაგრამ რაოდენ სიამოვნების მოლოდინით სავსე.მოფერებისას და მისი შეხებისას სიამის კვნესა წამოცდა,გაეღიმა და ორივე ხელი მოხვია, გულში ჩაიკარა და ეგონა მის ძლიერ ხელებში შემოეჭყლიტებოდა ეს სუსტი და პატარა სხეული.როგორ უნდოდა, მისი სხეულის ყოველი სანტიმეტრი ეგრძნო მთელი მისი არსებით, ძალიან უნდოდა და ერთმანეთის წყურვილით,უკვე ორივე გიჟდებოდა.ყველგან უნდოდა შეხებოდა ერთდროულად, ისეთი ტკბილი იყო, ისეთი საამო წყლის სურნელი ასდიოდა, ჩემი წყლის სურნელი.კბილი კბილს ჰქონდა დაჭერილი, ვატყობდი მძიმე კვნესაზე,მაგრამ არ იყო ეს ის კვნესა,ტკივილის და ტამჯვის,ეს იყო სიამოვნების.ვეღარ უძელებდა ამ ნელ მოძრაობებს, უფრო ღრმად უნდოდა, უფრო ჩქარა უნდოდა,რადგან მთელ სხეულზე ცეცხლი ეკიდა,სიამოვნების ცეცხლი.როგორც კი მიხვდა, აღარ სტკიოდა და სიამოვნებდა მხოლოდ და ამ სიამოვნებისგან ღმუოდა.მისთვის უცხო სამყაროში მიდიოდა, მიდიოდა კი არა მე მომყვებოდა.გავჩერდი,თვალებში ჩავხედე და იქ მხოლოდ ჩემი თავი დავინახე და უზარმაზარი სიყვარული ამოვიკითხე.დავიხარე მისკენ და სიმწრით დაკვნეტილ ტუჩებზე ვაკოცე.თავადაც მიუპასუხა კოცნით და ტკბილად ,გაუბედავად მკოცნიდა.უფრო დაუმძიმდა სუნთქვა, ასე მოვიდა მეორე სასწაული, ასე მოვიდა გულის ამოვარდნამდე ფეთქვა, სიამის კრუნჩხვა და კანკალი.აღარ მინდოდა ეს საოცრება როდესმე დასრულებულიყო გვიყვარდა ერთმანეთი და სიამოვნების და ერთმანეთის შეგრძნების და შევსების შემდეგ,ღიმილს ვეფერებოდით ერთმანეთს.



საღამო მშვიდობის ჩემო ლამაზებო.. ისევ დაგიბრუნდით , ,,ძველი- ახალი ისტორიით , კიდევ ერთხელისიამოვნეთ...
მალე დაგიბრუნდებით ახალი სტორიიებით და შეგრძნებებებით



№1 სტუმარი marina

mzia heni kvela nadarmoebi zalian momsons.magram koveli axali gaumjobesebulia da uro daxvesili namuhevaria.zalian gamaosa ssored hen gelodi.hrsanihnavi herskmulia sikvaruli da megobroba da tanas biznesi umagles doneze .kohag hemo zvirpaso.gisurveb sarmatebebs da mkitxvelis sikvarulis damsaxurebas.zalian nihieri da hesanihnavi pirovneba xart. ????????????????????????????

 


№2  offline მოდერი zia-maria

marina
mzia heni kvela nadarmoebi zalian momsons.magram koveli axali gaumjobesebulia da uro daxvesili namuhevaria.zalian gamaosa ssored hen gelodi.hrsanihnavi herskmulia sikvaruli da megobroba da tanas biznesi umagles doneze .kohag hemo zvirpaso.gisurveb sarmatebebs da mkitxvelis sikvarulis damsaxurebas.zalian nihieri da hesanihnavi pirovneba xart. ????????????????????????????

kissing_heart kissing_heart kissing_heart მადლობა მარინა დეიდა გაიხარე.

 


№3 სტუმარი Teo.

Rogorc yoveltvis tkbili da tbili istoria iyo.madloba qalbatono Mzia.

 


№4  offline მოდერი zia-maria

Teo.
Rogorc yoveltvis tkbili da tbili istoria iyo.madloba qalbatono Mzia.

madloba sayvarelo,gaixare. kissing_heart

 


№5 სტუმარი სტუმარი მაყვალა

მზია სიტყვები ზედმეტია იმისთვის რომ გამოვხატო ჩემი ემოციებიგაიხარე სიხარულო და მადლობა ამ სიხარულის და სიამოვნებისთვის გაიხარე და გაგვახარე პატივისცემით კალამატიდან

 


№6  offline მოდერი zia-maria

სტუმარი მაყვალა
მზია სიტყვები ზედმეტია იმისთვის რომ გამოვხატო ჩემი ემოციებიგაიხარე სიხარულო და მადლობა ამ სიხარულის და სიამოვნებისთვის გაიხარე და გაგვახარე პატივისცემით კალამატიდან

ძალიან მიხარია,როცა ასეთი სითბო მოდის თქვენგან ქ-ნო მაყვალა.მიხარია ასევე,როცა ჩემით ვახარებ ჩემს მკითხველს.მადლობა თქვენ,რომ სტიმულს მაძლევთ. kissing_heart kissing_heart

 


№7 სტუმარი Qeti

Saocreba xar chemo tbiko bednieri vai imit rom aseti istoriiebit gvanebivreb mkitzveleb imedia rom axlo momavalshi isev vnaxav shens mier sheqmkil shedevrs

 


№8  offline მოდერი zia-maria

Qeti
Saocreba xar chemo tbiko bednieri vai imit rom aseti istoriiebit gvanebivreb mkitzveleb imedia rom axlo momavalshi isev vnaxav shens mier sheqmkil shedevrs

kissing_heart kissing_heart kissing_heart მაბედნიერებ და მიხარიხარ. kissing_closed_eyes

 


№9  offline აქტიური მკითხველი terooo

ახლა მივხვდი რა დამაკლდა პირველად, სწორად მითქვამს, ისეთი ლამაზი და მრავალფეროვანი გახადა ისტორია...
მინდა ასეთი უკვდავი სიყვარულის მჯეროდეს მუდამ...
წარმატებებს გისურვებ მთელი გულით

 


№10  offline მოდერი zia-maria

terooo
ახლა მივხვდი რა დამაკლდა პირველად, სწორად მითქვამს, ისეთი ლამაზი და მრავალფეროვანი გახადა ისტორია...
მინდა ასეთი უკვდავი სიყვარულის მჯეროდეს მუდამ...
წარმატებებს გისურვებ მთელი გულით

მადლობა საყვარელო. kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent