შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Серйозний -5


29-10-2017, 15:25
ავტორი tatiachelo
ნანახია 2 025

დითხანს იყვნენ ჩახუტებულები.
არც ერთი არ არღვევდა ოთახში გამეფებულ დუმილს. არც უნდოდათ იმ სიმშვიდისა და სიმყუდროვის დარღვევა.
ისმენდნენ მისაღებიდან შემოსულ ჩურჩულს და უემოციოდ გაჰყურებდნენ ფანჯრიდან გამოჩენილ სივრცეს.
უკვე ღამდებოდა.
წყვდიად ღამეში იმალებოდა მდუმარებით მოცული თბილისი.
ნენეს ფიქრები უსასრულობას ცდებოდა და არარსებულ სამყაროში გადადიოდა.
მასაც მოუწევდა ერთ დღეს იმ ტკივილის ატანა, რომელსაც უმშობლობა ერქვა.
და მაინც რა იყო ცხოვრება?
ან რისთვის მოვდივართ და ან რისთვის მივდივართ?
უცნაური დედამიწის ამოუხსნელი კანონი.
"წუთია წუთი სოფელიო" ამბობენ და ეგრეც არის.
-ნენე მუდამ ჩემთან ხომ იქნები? გოგოს უფრო მეტად მოხვია ხელები.
-ვიქნები.
-ახლა სულ მარტო ვარ.
-არ ხარ. ნახე გარეთ რამდენი ხალხია. ყველა შენ გვერდითაა.
-ისინი მოდიან, იხდიან თავიანთ მოვალეობას და მიდიან. სინამდვილეში ამ ცხოვრებაში მარტო ვარ. მარტო მე კი არა ყველა მარტო ვართ. ყველაფერი სხვაგვარია ნენე. მართალი იყავი, რომ ამბობდი ვარდისფერი არაფერი არ არისო. მაშინ მეგონა ყოველთვის ისე უდარდელად ვიცხოვრებდი და იმიტომაც მეცინებოდა შენს ნათქვამზე. დედაჩემის დაკარგვა ვერც გავიაზრე, არა როგორ არ გავიაზრე, მაგრამ მამუკამ არ მაგრძნობინა ის ტკივილი რაც მაშინ უფრო მძაფრად უნდა მეგრძნო. ახლა კი იმ ტკივილსაც და ამასაც აი ამ წამს ვგრძნობ. მეშინია, რომ ვერ შევძლებ გავაგრძელო სიარული იქიდან სადაც დავეცი. ძაან ცუდად ვარ. სკამიდან წამოდგა, საწოლზე დაწვა და ხელი თვალებზე აიფარა.
ნენე გასუსული იჯდა და ბიჭს სევდიანად შეჰყურებდა. ვერფრის თქმას ვერ ახერდებდა.
ან რა უნდა ეთქვა? მომაბეზრებელი ფრაზების თქმას ისევ ჩუმად ყოფნა არჩია.
იქამდე იყო ოთახში სანამ ლევანს არ ჩაეძინა. იქვე დადებული პლედი მიაფარა და ოთახიდან გავიდა. მისაღებში უნდა გასულიყო ალექსს, რომ გადააწყდა.
-როგორაა?
-ცუდად.
-მივუსამძიმრებ.
-ძინავს. მერე ნახე.
-უნდა წავიდე, ხვალ მოვალ მაშინ.
-როგორც გინდა.
-ნაწყენი ხარ?
-რაზე?
-რაზეც.
-ამაზე სალაპარაკოდ არც დროა და არც ადგილი. ისე საერთოდ არ არის სალაპარაკო რადგან არაფერი არ ყოფილა. ბიჭს მაშინვე მოსცილდა, მისაღებში გავიდა და დეიდამისის გვერდით დაჯდა.
ღამემდე იქ იყო.
მხოლოდ ნათესავები იყვნენ დარჩენილები და წარსულის გახსენებაში გაყავდათ დრო.
იმ ღამით ლევანთან ანდრო, გიგი და მისი რამდენიმე ძმაკაცი რჩებოდნენ. რადგან გასვენება ხვალ იყო, ამიტომ ბატონი ზურაც იქ დარჩა, ანდროს მამასთან ერთად.
ნენე და დედამისი სახლში წავიდნენ.
ბინაში შესვლისთანავე , თავის ოთახში ავიდა, ტანსაცმელი გაიხადა და საწოლში შეწვა. ფიქრებში გართულს მალევე ჩაეძინა.
მეორე დღე კოშმარი იყო.
არასოდეს დადიოდა გასვენებებზე და სასაფლაოებზე. მაგრამ ახლა ლევანის გამო გადაწყვიტა წასულიყო. ადგომისთანავე ბატონ შეთეს მიწერა ვერ შევძლებ დილით მოსვლასო, თან ბოდიშიც მოუხადა. რამდენიმე წუთში გადმოურეკა და ახსნა განმარტება მოსთხოვა თუ რატომ აცდენდა სამუშაო საათებს. ნენემ მიზეზი, რომ დაუსახელა შეთე გაჩუმდა. რამდენიმე წამი დუმდა, მერე კი უთხრა შეგიძლია დღეს არ მოხვიდეო. გოგომ მადლობა გადაუხად და მობილური ღიმილით გათიშა.
ლევანთან მისული სულ ბიჭის გვერდით იყო.
ყველაფერი წესისამებრ გააკეთეს.
ყველაფერი ჩვეულებრივად..
ნენეს არ ესმოდა როგორ შეეძლოთ ადამიანებს ერთ დროს ცოცხალი ადამიანის მიწაში ჩადება და თავიანთი ხელით მიწის მიყრა.
ქელეხში წასვლაზე კატეგორიული უარი განაცხადა, ლევანს დაემშვიდობა, რამდენიმე თავისი საყვარელი ფრაზა უთხრა გამხნევებისთვის და ასე აფორიაქებული გაემართა თავისი ავტომობილისკენ.
იმდენად იმოქმედა მასზე მამუკას დასაფლავებამ რო აღელვებული მანქანას ვეღარ მართავდა. გზისპირას გააჩერა და ტირილი დაიწყო. აქამდე გააზრება ვერ მოახდნ, ახლა კი ფაქტის წინაშე იდგა, რომ ის აღარ არსებობდა .. ყველაფერი ერთდრულად ირეოდა მის გონებაში. მობილურის ზუზუნმა მოიყვანა გონს, რომელსაც სწრაფად უპასუხა.
-გისმენთ.
-ნენე ბატონ ალექსთან წარსადგენი დოკუმენტები რომელ თაროზეა?
-თქვენი მაგიდის უჯრაში ჩავდე. ატირებული ხმით ძლივს უპასუხა.
-რა ხდება ნენე?
- არაფერი.
-ნენე სად ხარ?
-დავით აღმაშენებლის ხეივანზე.
-მანდ იყავი მოვდივარ.
ტელეფონი გვერდით გადადო და თავი ჩახარა. უაზრო ფიქრების მოსაცილებლად თავი რამდენჯერმე მსუქად დაარტყა საჭეს. ასე იყო მანამ სანამ ავტომობილის წინ გაჩერეული ტაქსიდან შეთე არ გადმოვიდა. მამაკაცი სწრაფად მოუახლოვდა, კარები გამოაღო და ანერვულებლმა ჩახედა ჩაწითლებლ თვალებში. ნენე გვერდითა სავარძელში გადასვა, თვითონ მძღეოლის ადგილი დაიკავა და მანქანაც დაძრა.
-კარგად ხარ? ხელი თმებზე გადაისვა და ნენეს გახედა
-კი. უბრალოდ არასდროს არ ვყოფილვარ დასაფლავებაზე და ..
-გასაგებია.
-ბოდიში.
-კაი რა. გოგოს გაუღიმა და სახეზე ჩამოყრილი თმა თავისდა გუცნობიერებლად გადუწია ყურს უკან. ნენემ ისეთი სახით შეხედა უარესად დაიბნა. ყურადღების გადასატანად ლაპარაკი წამოიწყო.
-კლუბში წავიდეთ!.
-არ ვარ მაგის ხასიათზე
-ჩემს ნათქვამში სადმე კითვისნიშანი იყო?. მივდივართ კუბში, ვსვამვთ და ვეთიშებით ყველაფერს. მკაცრად თქვა და გზას მიუბრუნდა. ნენეს ხმაც არ გუღია, ფანჯრისკენ მიტრიალდა.
შეთემ ავტომობილი ერთ-ერთი კლუბის წინ გააჩერა და გადავიდა. არ იცოდა რა გაეკეთებინა ნენე ხასიათზე, რომ მოეყვანა, ამიტომ იმას აკეთებდა რაც თავად ახალისებდა ცუდ ხასიათზე როცა იყო.
-არასდროს ვყოფილვარ კლუბში. გოგომ კლუბის კიბეზე ჩამავალ მამაკაცს გახედა.
შეთე გაღიმებული მიბრუნდა მისკენ.
-პირველად ცხოვრრბაში. ჩაიცინა, გოგოს ხელი მოკიდა და კლუბის კარები შეაღო.
ჩაბნელებულ ოთახს ადამიანების მასა ავსებდა, რომლებიც "დიჯეის" მიერ შექმნილ მუსიკაზე ცეკვავდნენ. საშინელი ხმაური იყო, ამას ისიც ემატებოდა, რომ სიგარეტის კვამლი მოდებოდა მთელს სივცეს. ბართან მივიდნენ და ამაღლებულ სკამზე ჩამოჯდნენ. ბიჭმა ორი ჭიქა ორმაგი ვისკი მოითხოვა. ბარმენმა მალევე დაუდგა მოთხოვნილი სასმელი და ისევ თავის საქმეს შეუდგა.
-არ მოგწონს? შეთე ნენესკენ გადაიხარა და ხმის მისაწვდომლად ოდნავ აუწია ტონს.
-არ ვარ მიჩვეული. საჩვენებელი თითი წრიულად დაატრიალა და თავი გადააქნია.
-შეეჩვევი. ვისკით სავსე ჭიქა მალევე ჩაცალა .
ერთი.. ორი.. სამი და კიდევ მრავალი ჭიქა ვისკი მიაყოლეს.. მანამ არ შეუწყვეტიათ სმა სანამ გონება არ გაეთიშათ.
უაზროდ იცინოდნან .
ნენე ფეხზე წამოდგა და საცეკვაოდ გავიდა.
შეთემ თვალი გააყოლა მიმავალს, ვისკის კიდევ ერთი ჭიქა ჩაცალა და უკან მიყვა.
Jain - Makeba (August Day Remix) -ზე სიცილითა და ერთმანეთის თვალის მოუცილებლად ცეკვავდნენ. ორივეს გონება გამორთული იყო და იმ წუთას ვერც ვერაფერს აღიქვამდნენ, რაც კი მათ გარშემო არსებობდა.
მუსიკა არ ჩერდებოდა და არც ხალხი წყვეტდა ცეკვა.
მამაკაცი უცნაურად უყურებდა მომცინარ გოგოს და ეს უცნაურობა გაუაზრებელ ანდა გააზრებულ ქმედებაში გადაუვიდა.
იმ სიბნელეში მხოლოდ ის ორნი იყვნენ უცნაური ქანდაკების ფიგურასავით თითქოს და გაშეშებულები, რომლებიც მართლაც გათიშულები იყვნენ სამყაროდან.
ნენეს საცეკვაოდ მაღლა აწეული ხელები ჰაერშივე გაჩერებულიყო, შეთეს ხელები კი გოგოს წელზე სუროსავით შემოეხვია და ასე მის ხელში მომწყვდეულ გოგოს ურცხვად უკოცნიდა ბაგეებს.



№1 სტუმარი სტუმარი თაკო

აუ რა კაი ძან მაგარია
მოუთმენლად ველი შემდეგს

 


№2  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

ეშხში შევედი კითხვის და დამთავრდა კიდევაც. ძალიან პატარა თავია, გაზარდე რაა. ძალიან კარგი საკითხავი გამოდის

 


№3 სტუმარი Nini

Vaimee rogor mixaria viwkeb kitxvasss

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent