შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წყალი ყვავილებისთვის (სრულად)


30-10-2017, 00:14
ავტორი nicol
ნანახია 7 488

- რომელ სართულზე მიბრძანდებით?
- მე-18-ზე. თქვენ?
- მეც, მაგრამ უცნაურია. წეღან ვითვლიდი და ეს შენობა 16 სართულიანია.
- ღილაკზე 18 აწერია. ალბათ ორი სართული სარდაფი ითვლება.
- შესაძლოა, ავიდეთ მაშინ. თქვენც გასაუბრებაზე ხართ?
- თქვენც?
- კი.
- არ მინდა წინასწარ პესიმისტურად განვეწყო, თუმცა მე-11 ცდაა ეს გასაუბრება. აქაც თუ არაფერი გამოვიდა, შევეშვები ძებნას.
- მე იმის ფუფუნება არ მაქვს, რომ ძებნას შევეშვა.
- ავტოსამრეცხაოზე მაქვს შანსი, თუმცა ადვილად ვცივდები და რასაც ვშოულობ, ფაქტიურად წამლებში ვხარჯავ.
- თბილად უნდა ჩაიცვათ. მოვედით.
-კარი რატომ არ იღება?
-არ ვიცი. იქნებ ხელით სცადოთ გაღება?
- არ გამოდის. 112-ში ხომ ვერ დარეკავდით, მე სამწუხაროდ არ მაქვს ტელეფონი?
- კი, კი, ახლავე... ჯანდაბა! დამჯდარია. ვიცოდი ასე იქნებოდა. ყველა გასაუბრება კატასტროფით მთავრდება.
- არადა, ჯერ არც დაწყებულა.
- როგორმე უნდა გავაღწიოთ აქედან. აი იქ, კარის ზევით შეყავით ხელი, რაღაც გორგოლაჭია და ის უნდა გაწიოთ. ჩემი ყოფილი ქმარი მუშაობდა ვაგონშემკეთებელ ქარხანაში და ერთხელ ასე გამომიყვანა ლიფტიდან.
- თქვენი ყოფილი ქმარი არ გვაწყენდა ახლა აქ.
- დამერწმუნეთ გაგვიმართლა აქ რომ არ არის.
- სცდით?
- დარწმუნებული ხართ რომ იქ დენი არ არის?
- მშიშარა ყოფილხართ.
- შიშს და სიფრთხილეს ნუ აურევთ ერთმანეთში.
- მე ვცდი, მაგრამ მეეჭვება მივწვდე.
- მე აგიყვანთ ხელში.
- არ შემეხოთ!
- მხოლოდ შემოგთავაზეთ, მაგრამ სხვა ალტერნატივა მაინც არ გვაქვს. თქვენ ვერ მზიდავთ, თან წვრილი თითები გაქვთ.
- მთავარია გავაღწიოთ აქედან. სულ ცოტათი ამწიეთ. (რაღა დღეს ჩავცვი ეს კაბა?!)
- ერთი ხელით მხარზე დამეყრდენით.
- ასე?
- მხარზე უნდა დამაჯდეთ, სხვანაირად წონასწორობას ვერ შეინარჩუნებთ.
- ცოტა კიდევ ამწიეთ, მგონი მივაგენი.
- მსუბუქი ხართ.
- თქვენი წვერი კი ფეხებზე მეხება და მაწუხებს. რამ მოგაფიქრათ გასაუბრებაზე გაუპარსავი მოსულიყავით.
- სტილია ერთგვარი, ლამბერსექსუალი ვარ. თეძოზე უნდა მოგკიდოთ ხელი.
- კარგია, რომ მაფრთხილებთ.
- თქვენ კი არა, საკუთარ თავს ვაფრთხილებ, არც ისე ხშირად ვეხები ქალის სხეულს.
- იდეალური წყვილი ვიქნებოდით.
- ალბათ.
- საერთოდ არასდროს შეხებიხართ ქალის სხეულს?
- პრაქტიკულად არა.
- არც მოგნდომებიათ?
...
- ახლა რომ მეხებით, გეშინიათ? შუბლი დაგეცვარათ.
- არა, არ მეშინია, მსიამოვნებს, მაგრამ მალე მინდა გავიდეთ აქედან, დახურული სივრცის შიში მაქვს.
- კლაუსტროფობია? ესღა მაკლდა. მერჩივნა შეგშინებოდათ. იმედია, აქ გონების დაკარგვას არ აპირებთ.
- ყველანაირად ვცდილობ.
- ცოტა კიდევ ზევით, თუ შეიძლება. სად ჯანდაბაშია ეს გორგოლაჭი.
- დამეყრდენით, თქვენც გიკანკალებთ მუხლები.
- მეხებით. კანკალი კი არა, საშუალება რომ მქონდეს, უკანმოუხედავად გავიქცეოდი აქედან. ვიპოვე მგონი.
- გაიღო.
- ტექნიკური სართულია? არამგონია აქ ოფისი იყოს.
- გაზეთში გარკვევით ეწერა. დერეფნის ბოლოში შეიძლება იყოს. მომყევით.
- რა უცნაური შენობაა, კიბეებიც კი არ აქვს.
- უნდა ჰქონდეს. სად გინახავთ მაღალსართულიანი შენობა, რომელსაც კიბე არ აქვს.
- ლიფტი არ უნდა გაგვეშვა. თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე აქ ერთ წუთსაც არ გავჩერდები.
- ლიფტში აღარ შევალ.
- თქვენ თუ გინდათ დარჩით, მე შევალ.
- ჯერ ღილაკი იპოვეთ.
- შეუძლებელია, სად არის ლიფტის გამოსაძახებელი ღილაკი?
- თუ შეამჩნიეთ, რომ კაბინაშიც მხოლოდ მე-18 ღილაკი იყო?
- და ახლა მეუბნებით ამას?
- მეც ახლაღა გავიაზრე.
- იქნებ კიბე ვიპოვოთ? ხომ თქვით აუცილებლად იქნებაო.
- კარს იქით იქნება, მომყევით.
- სხვა რა გზა მაქვს. აქაც არაა კიბე.
- მეც ვხედავ რომ არ არის.
- რატომ მეჩხუბებით?
- მაპატიეთ, უხეშად გამომივიდა.
- სახურავზე ავიდეთ, იქნებ სხვა სადარბაზოში გადასასვლელი კარი ვიპოვოთ.
- წინ გამიძეხით.
- კიდევ კარგი სახურავზე ასასვლელი კარი მაინცაა ღია. სუფთა ჰაერია.
- წყალი ხომ არ გაქვთ?
- რა გჭირთ? ცუდად ხართ?
- ისეთი არაფერი, წამალს დავლევ მხოლოდ.
- აი, ინებეთ. ყვავილებსთვის წამოვიღე.
- ყვავილებისთვის?
- დიახ. გასაუბრებებზე რომ დავდივარ, დაკვირვებული ვარ ყველა ოფისში დგას ქოთნის ყვავილები. წყლის დასხმა კი რატომღაც ყველას ავიწყდება. ამიტომ დამაქვს თან. თუმცა ახლა თქვენ უფრო გამოგადგებათ, მითუმეტეს აქ ყვავილებიც არაა.
- ასე მგონია ყველაფერზე ფიქრს ასწრებთ.
- უფრო პროდუქტიულად რომ მეფიქრა, ახლა აქ გაჭედილი არ უნდა ვიყო. კარგია ჰაერზე მაინც რომ გამოვედით. ძალიან მაღლა ვართ. ფერი დაკარგეთ. თქვენ რა, სიმაღლისაც გეშინიათ?
- კი, ძალიან მეშინია.
- ნამდვილად იშვიათი ადამიანი ხართ. კიდევ რა უცნაურობა გახასიათებთ?
- არასდროს შევხებივარ თოვლს.
- დამცინით?
- არა.
- სად ცხოვრობთ?
- ამ ქალაქში.
- ზამთარში გძინავთ?
- ახლა თვქენ დამცინით.
- მაპატიეთ, უბრალოდ ძალიან უცნაური ადამიანი ხართ.
- მესმის თქვენი.
- არ გაინტერესებთ როგორია ამსიმაღლიდან სამყარო? მოდით და გადახედეთ.
- ალბათ ვერ გავბედავ.
- წარმოიდგინეთ, ახლა ფეხი რომ დამიცდეს და დაბლა ვვარდებოდე, არ მოხვიდოდით და არ მომეხმარებოდით?
- სულ მინდოდა ვინმე გადამერჩინა.
- არ გქონიათ მაშინ შიში, უბრალოდ თქვენთვის კომფორტულია თავის სუსტად მოჩვენება.
- სწორად მიმიხვდით.
- მოგწონთ რომ გიცოდებენ?
- უმწეო და უსუსრი იყო იესოც, როცა ჯვარს აცვეს. არადა ყოვლისშემძლე უფალის ძეა. ამ კუთხით შეხედეთ და გამიგებთ, რასაც ვგულისხმობ.
- რელიგიური ხართ?
- რელიგიას მხოლოდ ფილოსოფიის დონეზე ვაღიარებ.
- ძალიან უცნაური ადამიანი ხართ.
- უკვე მითხარით.
- თოვლს რატომ არ ეხებით?
- არ ვიცი...
- ქალის სხეულს?
- ერთი იუგოსლავიელი მხატვრის ნახატი ვნახე ბავშვობაში. შიშველი ქალი ჰყავდა დახატული. ისეთი უცნაური ტანი ჰქონდა, ვიფიქრე - ამ კაცს შიშველი ქალი არ ჰყავს ნანახი-მეთქი. მართლა არ ჰყოლია თურმე. რაც წარმოიდგინა ის დახატა.
- გამოდის თქვენ გყავთ ნანახი.
- ნანახი კი, შეხებით არ შევხებივარ.
- რატომ არ ეხებით?
- თქვენ მომცემთ უფლებას?
- შენობის კიდესთან თუ მოხვალთ, ხელზე შეხების უფლებას მოგცემთ.
...
- გაბედავთ?
- თქვენ?
- აი, აიღეთ ჩემი ხელი.
- მაპატიეთ, დასვრილი მაქვს.
- საღებავია?
- დიახ.
- გაყინული გაქვთ თითები, ნერვიულობთ?
- კი.
- ქვემოთ არ ჩაიხედოთ, თვალებში მიყურეთ.
- ლამაზი თვალები გაქვთ, მზერაც.
- ილაპარაკეთ. თქვით ყველაფერი, რაც თავში მოგივათ, ოღონდ დაბლა არ ჩაიხედოთ.
- არ შემიძლია ლაპარაკი. ხელი უფრო რომ მოგიჭიროთ შეიძლება?
- მომიჭირეთ. უფრო ძლიერი ტკივილისთვისაც გამიძლია.
- არ მინდა გატკინოთ.
- შეჩვეული ვარ ტკივილს.
- ნუ შეეჩვევით.
- ტკივილის დახატვა შეგიძლიათ?
- ალბათ კი.
- დამიხატავთ?
- თქვენ დაგხატავთ... შიშველს.
- იმ იუგოსლავიელი მხატვრის მსგავსად?
- არასდროს უთხრათ მხატვარს, რომ ვინმეს მსგავსად ხატავს.
- იღიმით.
- იშვიათად ვიღიმი.
- ასე მგონია პირველად იღიმით.
- პირველად მაშინ გავიღიმე, დეა რომ ვნახე.
- დეა?
- დიახ.
- ჩამოჯექით.
- გმადლობთ
...
- რატომ გაჩუმდით?
- სათქმელი აღარაფერი მაქვს.
- ბრაზობთ?
- საიდან მოიტანეთ?
- შუბლზე გაწოლილ ნაოჭს ვხედავ, მანამდე არ შემიმჩნევია.
- ვეჭვიანობ.
- ჩემზე?
- დეაზე.
...
- ისევ იღიმით.
- მაპატიეთ.
- რა ფერია დეა?
- წითური.
- შიშველი გინახავთ?
- არა.
- ჰმ...
- რას აკეთებთ, გადავარდებით. სახურავის კიდეზე დგახართ.
- თქვენ კი სახურავის კიდეზე ზიხართ და ფეხები მე-18 სართულიდან გაქვთ გადაკიდებული.
- ვერც კი შევამჩნიე.
- გეშინიათ?
- არა. პირიქით, თავისუფალი ვარ.
- დარჩებოდით აქ სამუდამოდ?
- თქვენც თუ დარჩებოდით...
- დამხატავთ?
- გაიხდით?
- თუ არ შემეხებით...
- მხოლოდ დაგხატავთ.
- რით დამხატავთ.
- სისხლით.
- ასე ნუ ხუმრობთ.
- კარგით, ვხუმრობ. თქვენ რას შემომთავაზებთ?
- ცარცს. აი, იმ ჩამონგრეული კედლიდან აიღეთ.
- ღმერთო, რა თეთრი ხართ... თოვლისფერი
- ასე დაჟინებით ნუ მიყურებთ.
- აბა, როგორ დაგხატოთ?
- არ ვიცი... მოიფიქრეთ რამე.
- ჩამოიღეთ ხელი მკერდიდან.
- არა, ასე დამხატეთ.
- ნუ მაიძულებთ შეგეხოთ!
- ძალიან ახლოს მოდიხართ.
- მაშინ ჩამოიღეთ ხელი. აი, ასე უკეთესია.
...
- ეს რა არის, ჭრილობა გაქვთ? არა, არ დაიფაროთ.
- გთხოვთ...
- შეხების უფლება რომ მქონდეს, პირველად მაგ ჭრილობას შევეხებოდი.
- მაგიტომაც არ გაქვთ შეხების უფლება.
- იღიმით... პირველად გაიღიმეთ. საოცრად გიხდებათ.
- ეგეთი გრძელი თითები არ მაქვს.
- არასდროს გააკრიტიკოთ მხატვრის ხედვა.
- არც მაშინ, როცა...
- არასდროს!
- უკვე ვნანობ რომ დაგთანხმდით.
- აი, ის ძველი ბოთლის ნამსხვრევი მომაწოდეთ?
- რად გინდათ?
- ხელი უნდა გავიჭრა.
- რატომ?
- სისხლი მჭირდება, ჭრილობა უნდა დაგიხატოთ.
- ნუ სულელობთ...
- ხელოვნება მსხვერპლ...
- არ გაბედოთ!
- სისხლის გეშინიათ?
- ჭრილობის მეშინია.
- მე კიდევ სიახლოვის მეშინია... ასე ახლოს ხართ... შიშველი.
- მაპატიეთ.
- მიმიყვანეთ კიდევ ერთხელ კიდესთან.
- უკვე თავისუფლად შეგიძლიათ გადაიხედოთ.
- ნისლია, მიწა არ ჩანს.
- გადახტებოდით აქედან?
- მხოლოდ იმისთვის, რომ თქვენ გადამერჩინეთ.
- გავფრინდეთ?
- საოცარი სურნელი გაქვთ.
- რისი?
- თქვენი. სხვა არაფერზე მიგრძვნია მსგავსი არომატი.
- დეასავით?
- დაივიწყეთ დეა.
- თქვენ დაივიწყეთ უკვე?
- დეა არ არსებობს.
- როგორ?
- არსებობს მაშინ, როცა თქვენ ან მე ვახსენებთ, სხვა შემთხვევაში არ არსებობს.
- კი მაგრამ, თქვენ ხომ ნახეთ.
- არ მინახავს, გამოვიგონე... ისევე, როგორ თქვენ გამომიგონეთ მე.
- მალე წახვალთ?
- მაშინ, როცა ჩემზე ფიქრს შეწყვეტთ.

****
- უკაცრავად, მოემზადეთ, შემდეგი თქვენ შედიხართ გასაუბრებაზე.
- დიახ, ახლავე, მხოლოდ ყვავილებს დავუსხამ წყალს და...
- თქვენ დახატეთ? კარგად ხატავთ.
- დაიტოვეთ...





----------------------------------
ძალიან მომენატრეთ.
დავბრუნდი ერთგვარი ექსპერიმენტით.
აბსოლუტურად განსხვავებული ნაწერია ჩემი წინა ისრტორიებისგან.
ერთ ღამეში დაწერილი.




№1  offline წევრი Jupiter

მეჩვენება?
მეჩვენება?!
არ მჯერა რომ ნიკოლი წერია.
არ ვარ კარგად
;დ

 


№2  offline ადმინი შამანი

ვტირი მართლა.
მეჩვენები ხო?!
--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

 


№3  offline მოდერი nicol

Jupiter
მეჩვენება?
მეჩვენება?!
არ მჯერა რომ ნიკოლი წერია.
არ ვარ კარგად
;დ

smile smile smile
არა, არ გეჩვენება.
გამოვნახე დრო და შემომეწერა,
მადლობა ადამიანს, რომელმაც მიბიძგა ამისკენ heart_eyes
--------------------
თინა ნიკოლ

 


№4  offline მოდერი nicol

შამანი
ვტირი მართლა.
მეჩვენები ხო?!

ბავშვებო, ახლა მე ნუ ამატირებთ flushed
მომენატრე ჩემო გოგო kissing_heart

elle...
საოცრება!
არაადამიანური საოცრება ხარ შენ!

მოგიკითხე ჩემო გოგო უუუუდიდესი სიყვარულით kissing_heart
--------------------
თინა ნიკოლ

 


№5  offline წევრი TeddyBear

ძალიან ლამაზი და ფაქიზი ნაწერი გაქვთ ნიკოლ ❤

 


№6  offline მოდერი nicol

TeddyBear
ძალიან ლამაზი და ფაქიზი ნაწერი გაქვთ ნიკოლ ❤

ძალიან დიდი მადლობა heart_eyes
იდეალური ქათინაური იყო kissing_heart
--------------------
თინა ნიკოლ

 


№7  offline წევრი lankobalero

Arc ki mjera Shen rom xar????????????????????????

 


№8  offline მოდერი nicol

lankobalero
Arc ki mjera Shen rom xar????????????????????????

ტასო kissing_heart
როგორ ხარ kissing_heart
ჩემსავით სამსახურში დაკარგული ხო?

lankobalero
Arc ki mjera Shen rom xar????????????????????????



elle...
nicol
შამანი
ვტირი მართლა.
მეჩვენები ხო?!

ბავშვებო, ახლა მე ნუ ამატირებთ flushed
მომენატრე ჩემო გოგო kissing_heart

elle...
საოცრება!
არაადამიანური საოცრება ხარ შენ!

მოგიკითხე ჩემო გოგო უუუუდიდესი სიყვარულით kissing_heart

მეც! უდიდესზე უდიდესი!❤️
არც კი ვიცი როგორი სიტყვებით “მოგეფერო,” იმდენად ვგიჟდები და იმდენად “დიდი” ხარ(თ) ჩემთვის.❤️❤️❤️❤️


ჩემო გოგო kissing_closed_eyes
მახსოვს შენი პირველი წერილი,
გული რომ გამითბო kissing_heart
--------------------
თინა ნიკოლ

 


№9  offline წევრი lankobalero

nicol
lankobalero
Arc ki mjera Shen rom xar????????????????????????

ტასო kissing_heart
როგორ ხარ kissing_heart
ჩემსავით სამსახურში დაკარგული ხო?

lankobalero
Arc ki mjera Shen rom xar????????????????????????

Umeteswilad samsaxurshi da dalian cota dro sxva yvelafristvis. Erti amosintqvit wavikitxe❤❤❤❤

 


№10  offline მოდერი nicol

lankobalero
nicol
lankobalero
Arc ki mjera Shen rom xar????????????????????????

ტასო kissing_heart
როგორ ხარ kissing_heart
ჩემსავით სამსახურში დაკარგული ხო?

lankobalero
Arc ki mjera Shen rom xar????????????????????????

Umeteswilad samsaxurshi da dalian cota dro sxva yvelafristvis. Erti amosintqvit wavikitxe❤❤❤❤

მადლობა kissing_heart
--------------------
თინა ნიკოლ

 


№11  offline წევრი lankobalero

nicol
lankobalero
nicol
lankobalero
Arc ki mjera Shen rom xar????????????????????????

ტასო kissing_heart
როგორ ხარ kissing_heart
ჩემსავით სამსახურში დაკარგული ხო?

lankobalero
Arc ki mjera Shen rom xar????????????????????????

Umeteswilad samsaxurshi da dalian cota dro sxva yvelafristvis. Erti amosintqvit wavikitxe❤❤❤❤

მადლობა kissing_heart

❣❣❣❣❣❣xshirad gagvanebivre sheni istoriebit

 


№12  offline მოდერი bibo

ვაიმე თინა შენ ხარ ხო
ნაღდად შენ ხარ
გამიხარდიზე მეტი ხარ
საოცრება ხარ
შენი დასმული წერტილიც კი სასწაულია
იმდენად სასწაული ხარ რო ვგიჟდები
ისეთი იყო ისეთი სიტყვები თავისით მორბიან
ჩემო დიდო ბედნიერება
შენ საიტის მერცხალი ხარ ჩემო ტკბილო
ბედნიერებას ჰაერში ფანტავ და ქარგავ პატარა ბარტყო
ფერადი ფიფქები ხარ რომელიც ყველას ათოვდეს უნდა
ჩემი სიყვარულიკო
სხვა განცდა
სხვა ფერი
სხვა შეგრძნება
უბრალოდ სხვა ხარ რა <3
შოკი პანიკა ხარ
კიდე შოკი შოკუნიები მაქ :*
ასე იცი გამაგიჟებ და ქრები
მალე მალე დაბრუნდი ჩვენო ბედნიერებავ :*

 


№13  offline მოდერი nicol

bibo
ვაიმე თინა შენ ხარ ხო
ნაღდად შენ ხარ
გამიხარდიზე მეტი ხარ
საოცრება ხარ
შენი დასმული წერტილიც კი სასწაულია
იმდენად სასწაული ხარ რო ვგიჟდები
ისეთი იყო ისეთი სიტყვები თავისით მორბიან
ჩემო დიდო ბედნიერება
შენ საიტის მერცხალი ხარ ჩემო ტკბილო
ბედნიერებას ჰაერში ფანტავ და ქარგავ პატარა ბარტყო
ფერადი ფიფქები ხარ რომელიც ყველას ათოვდეს უნდა
ჩემი სიყვარულიკო
სხვა განცდა
სხვა ფერი
სხვა შეგრძნება
უბრალოდ სხვა ხარ რა <3
შოკი პანიკა ხარ
კიდე შოკი შოკუნიები მაქ :*
ასე იცი გამაგიჟებ და ქრები
მალე მალე დაბრუნდი ჩვენო ბედნიერებავ :*

ჩემი ტკბილი kissing_heart
ჩემი ემოციების ზღვა kissing_heart
ჩემი ენამოქარგული გოგო kissing_heart
როგორ მომენატრეთ სულ, სულ ყველა ტქვენ ხომ არ იცით kissing_heart
--------------------
თინა ნიკოლ

 


№14 სტუმარი სტუმარი მარიამი

კიდე ბევრი დაწერე რა :( შენი ნაწერი იმდენად საოცარი,განსხვავებული აღმაფრთოვანებელია...ძალიან ძალიან ბევრს უნდა წერდე..როცა შენ ნაწერს ვკითხულობ აღარ ვფიქრობ რა ხდება გარშემო,სად ვარ და ა,შ.მადლობა შენ ამისთვის

 


№15 სტუმარი ემი

ნიკოლ, როგორ მომენატრე, არ იცი worried blush relaxed heart_eyes

 


№16  offline მოდერი chica sol

ვუყურებ შენს ნიკს და არც კი მჯერა, ვკითხულობ ისტორიას და მაინც ვერ ვიჯერებ, რომ დაბრუნდი. ძალიან მომენატრე, ძალიან და შენი აქ დანახვა დიდი ბედნიერებაა ჩემთვის.
აჰ, ისტორია... განსხვავებულია, ძალიან განსხვავებული შენი ნაწერებისგან, მაგრამ შენი ხელი მაინც ეტყობა, შენი ლექსიკა და დახვეწილობა გასდევს მთელ ისტორიას. ძალიან მომეწონა ყველაფერი. მომწონს დაბნეული მხატვარი და თამამი ზმანება. მათი ფაქიზი მიდგომა ერთმანეთისადმი ჰო, ხელოვანი ხალხი "აფრენს" და მე ეს "გაფრენა" ძალიან მომეწონა.
უყვარს მარიკუნას თავისი ნიკოლი❤

 


№17  offline ახალბედა მწერალი tasusuna

შენ ხარ საოცრება...
არაადამიანურად მიღმიური..
კოსმოსური..
არარეალური..
არვიცი,ჩემს
სიყვარულს რამდენად მიიღებ,
მაგრამ,
შორიდან,უცნობს ძალიან მიყვარხარ და მეამაყები!

 


№18  offline წევრი შამხათი

აი, ვინ მაკლდა ამდენ ხანს... უბრალოდ შესანიშნავი ხარ.

 


№19  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

ოჰ როგორ გამაოცე და გამახარე... დიდი ხანი გელოდით... ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე, თითქოს ფილტვები გამეხსნა და თავისუფლად სუნთქვა შევძელი... საოცარი გავლენა იქონია ჩემზე, დამამშვიდა და მეც წარმოსახვით რეალობაში გადამისროლა... მიხარიხარ ძალიან...

 


№20  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

სხვათაშორის გუშინ რატომღაც ხელახლა გადავიკითხე "გადამარჩინე" და ვინატრე ნეტავ ნიკოლის რამე ახალი დამხვდეს-თქო :დ. ერთ-ერთი პირველი იყავი, ვისი ისტორიებიც ამ საიტზე წავიკითხე და თავიდაან ბოლომდე მოხიბლული დავრჩი შენით. ხშირად ბევრი დიალოგი ან მოსაწყენია ან აზრს მოკლებული ისტორიებში, მაგრამ აქ ყოველი სიტყვა ჩემთვის ძალიან დახვეწილი იყო. შეუდარებელი ხარ❤

 


№21  offline მოდერი Eleniko13

თინანო.
სამყარო პაწაწინა ნაწილებადაა
დაყოფილი და ამ პაწაწინა ნაწილებს
სინათლე აძლიერებთ.
სინათლეს ის წარმოქმნის,
ვისთანაც თბილა და თუ სინათლე არ იქნება,
ვერც პაწაწინა ნაწილები იარსებებენ.
მათ გარეშე ვინ ვართ ჩვენ?
და შენ სინათლის წყარო ხარ ხოლმე თინანო,
ამოუწურავი,
ყველაზე ნათელი და თვალებს მატკიებ,
გულსაც ხანდახან.
ძალიან მომენატრე და ძალიან მიყვარხარ.
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№22  offline მოდერი nicol

სტუმარი მარიამი
კიდე ბევრი დაწერე რა :( შენი ნაწერი იმდენად საოცარი,განსხვავებული აღმაფრთოვანებელია...ძალიან ძალიან ბევრს უნდა წერდე..როცა შენ ნაწერს ვკითხულობ აღარ ვფიქრობ რა ხდება გარშემო,სად ვარ და ა,შ.მადლობა შენ ამისთვის

ძალიან დიდი მადლობა ჩემო მარიამ
შეუფასებელი სიტყვებია heart_eyes

ემი
ნიკოლ, როგორ მომენატრე, არ იცი worried blush relaxed heart_eyes

ემი, ჩემი თაფლივით გოგო kissing_heart
მეც მომენატრე

chica sol
ვუყურებ შენს ნიკს და არც კი მჯერა, ვკითხულობ ისტორიას და მაინც ვერ ვიჯერებ, რომ დაბრუნდი. ძალიან მომენატრე, ძალიან და შენი აქ დანახვა დიდი ბედნიერებაა ჩემთვის.
აჰ, ისტორია... განსხვავებულია, ძალიან განსხვავებული შენი ნაწერებისგან, მაგრამ შენი ხელი მაინც ეტყობა, შენი ლექსიკა და დახვეწილობა გასდევს მთელ ისტორიას. ძალიან მომეწონა ყველაფერი. მომწონს დაბნეული მხატვარი და თამამი ზმანება. მათი ფაქიზი მიდგომა ერთმანეთისადმი ჰო, ხელოვანი ხალხი "აფრენს" და მე ეს "გაფრენა" ძალიან მომეწონა.
უყვარს მარიკუნას თავისი ნიკოლი❤

მარიკუნა, ჩემო ციცინათელა kissing_heart
ძალიან მიყვარხარ ჩემო გოგო

tasusuna
შენ ხარ საოცრება...
არაადამიანურად მიღმიური..
კოსმოსური..
არარეალური..
არვიცი,ჩემს
სიყვარულს რამდენად მიიღებ,
მაგრამ,
შორიდან,უცნობს ძალიან მიყვარხარ და მეამაყები!

მივიღებ?
მივიღებ კი არა თავიდან ბოლომდე გავეხვევი შიგნით და ჩავიფუთნები kissing_heart
ძალიან, ძალიან დიდი მადლობა

შამხათი
აი, ვინ მაკლდა ამდენ ხანს... უბრალოდ შესანიშნავი ხარ.

მეც მაკლდით
ძალიან, ძალიან

უცნობი ქ
ოჰ როგორ გამაოცე და გამახარე... დიდი ხანი გელოდით... ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე, თითქოს ფილტვები გამეხსნა და თავისუფლად სუნთქვა შევძელი... საოცარი გავლენა იქონია ჩემზე, დამამშვიდა და მეც წარმოსახვით რეალობაში გადამისროლა... მიხარიხარ ძალიან...

ძალიან, ძალიან დიდი მადლობა სალო kissing_heart
გამათბე

Chikochiko
სხვათაშორის გუშინ რატომღაც ხელახლა გადავიკითხე "გადამარჩინე" და ვინატრე ნეტავ ნიკოლის რამე ახალი დამხვდეს-თქო :დ. ერთ-ერთი პირველი იყავი, ვისი ისტორიებიც ამ საიტზე წავიკითხე და თავიდაან ბოლომდე მოხიბლული დავრჩი შენით. ხშირად ბევრი დიალოგი ან მოსაწყენია ან აზრს მოკლებული ისტორიებში, მაგრამ აქ ყოველი სიტყვა ჩემთვის ძალიან დახვეწილი იყო. შეუდარებელი ხარ❤

ძალიან დიდი მადლობა
უზომოდ მიხარია, მეორედ რომ მოუბრუნდებიან ხოლმე ჩემს ნაწერებს
ათასი მადლობა შენ ამისთვის kissing_heart

Eleniko13
თინანო.
სამყარო პაწაწინა ნაწილებადაა
დაყოფილი და ამ პაწაწინა ნაწილებს
სინათლე აძლიერებთ.
სინათლეს ის წარმოქმნის,
ვისთანაც თბილა და თუ სინათლე არ იქნება,
ვერც პაწაწინა ნაწილები იარსებებენ.
მათ გარეშე ვინ ვართ ჩვენ?
და შენ სინათლის წყარო ხარ ხოლმე თინანო,
ამოუწურავი,
ყველაზე ნათელი და თვალებს მატკიებ,
გულსაც ხანდახან.
ძალიან მომენატრე და ძალიან მიყვარხარ.

ჩემი ნენუცა kissing_heart
ჩემო გოგო, ძალიან, ძალიან მომენატრე kissing_heart
--------------------
თინა ნიკოლ

 


№23 სტუმარი nino

Ra magaria,nikoli dabrunda.

 


№24  offline წევრი Niin))

როგორ მომენატრე მე შენნ!!!!
სულ სხვანაირი ნიკოლის დაბრუნებამ გამაბედნიერაა;)))))
არაჩვეულებრივი იყო ავტორის მსგავსად.
მააგრრაამ,
მე ხომ თავხედი ვარ და
მაინც არ მეყო((((
კიდევ მინდა , ახალი , დიდიიი , გემრიელიი...
ისევ არ დაიკარგო, რა <3333

 


№25  offline მოდერი ენემი

საოცრება ისტორია,
საოცრება ავტორი,
და საოცრად ლამაზი ნაწერი kissing_heart
აღარ დაგვეკარგო რა innocent

 


№26  offline აქტიური მკითხველი La-Na

heart_eyes heart_eyes საოცრება ძალიან საინტერესო და განსხვავებული ხედვა იყო.მომეწონა ძალიან heart_eyes kissing_heart kissing_heart heart_eyes
--------------------
ლანა

 


№27 სტუმარი მარგო

მიუხედავად იმისა რომ შენს ისტორირბზე კომენტარი არასდროს დამიდია,( შესაბამისად არც მიცნობ) მაგრამ რს იმას არ ნიშნავს რო არ მომწონებიაპირიქით შენს ისტორიებში ვხედავდი რაღაც სხვას, განსხვავებულს და საოცარს. კომენტარის დადრბა მეზედმეტებოდა, მაგრამ ეხლა ვერ მოვითბინე და დაგიწერე** მინდა იცოდე რომ მიყბარს თოოეული შენი ისტორია თავისი პერსონაჟები და რათქმაუნდა ავტორით**

 


№28  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

სად ვიყავი აქამდე?
სად მქონდა თვალები?
როგორ მომეწონა იცი? ეს დიალოგი, ეს სუნთქვა საუბარში, გამოგონილი სამყარო, სითბო, სიცარიელე და მუხტი.
აი არ ვიცი, ექსპრომტი და ასეთი?
ძალიან მომენატრა შენი ლამაზი ამბები და მალე დაგვიბრუნდი რააა.

 


არ ვიცი,გაოცებული ვარ..უცნაური იყო,მაგრამ დადებითად და სასიამოვნოდ უცნაური <3 ძალიან მომეწონა..რაღაცნაირი იყო..სულ სხვანაირი სამყაროს'ფერი^_^

 


№30  offline წევრი NA NO

Nicol კიდევ როდის დაწერ ასეთ საოცრებებს? <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent