დიანა (სრულად)
პირველი ზარი -გისმენთ. -დიანა კოვალენკოს ვესაუბრები? -დიახ, მე ვარ,-დელისის მატროსთან გაჩერდა. მანქანების ტვინისგამბურღავმა გუგუნმა მოსაუბრის ხმა მთლიანად გადაფარა. წარბები შეკრა და მარცხენა მტევანი თავისუფალ ყურზე უკმაყოფილოდ მიიჭირა. -კარგია. თქვენთან დაკავშირებას დღეებია ვცდილობ. ქალბატონო დიანა, თქვენზე ბევრი გვსმენია და ერთი, მეტად სარფიანი წინადადება მინდა შემოგთავაზოთ. ვფიქრობ უკმაყოფილო არ დარჩებით, ღმერთო, ამ დროს დარეკვა იქნებოდა?!-უსიამოდ შეჭმუხნა შუბლი და მოუხერხებელი ფეხსაცმლის თეთრთმეტ სანტიმეტრიანი ქუსლი სიძულვილით აათვალიერა. „აღარასდროს ჩავიცვამ“,-გაიფიქრა. -იცით, საუბრისთვის არასახარბიელო ადგილზე ვიმყოფები. იქნებ, -კარგით, როგორც გნებავთ,-მოსაუბრის მაღალმა ხმამ გააწყვეტინა-მაშინ საღამოს ცხრა საათისთვის შეგეხმიანებით. გაწყობთ? -კარგით, ასე იყოს,-დამორჩილდა დიანა და მობილური ჩანთაში ჩაიცურა. „ჯიმი ჩუს“ კაკუნით მიმავალ კოვალენკოს საცობში გაჭედილი მძღოლების დაყვლეპილი თვალები მიაცილებდა. დიანაც ამაყად, ლამაზი თეძოების ქნევით აგრძელებდა გზას. ოცნებებში წასული კოვალენკო პარიზის მაღალი მოდის პოდიუმსაც კი მისწვდა. გარუჯულ სახეზე ღიმილი გადაეფინა და საფრანგეთის დედაქალაქად ქცეულ თბილისს გადახედა. რა კარგი იქნებოდა დასვენება, მზე, ზღვა,-ბოლომდე ოცნებას მისცა დიანამ თავი და ავტოსადგომზე დაყენებულ მანქანათა რიგს გადახედა. აი ისიც! დიანას ახალთახალი თეთრი „რეინჯ როვერი“. ქერა თმა ხელის ერთი მოძრაობით გადაიყარა უკან და მანქანას მიუახლოვდა. საქარე მინაზე აკრული ჯარიმა ლანძღვით ჩაკუჭა ჩანთაში და სავარძელზე მოთავსდა. მზით აალებულ მუქ წითელ სალონს სიყვარულით მოავლო მზერა და მოკლე, თეთრი ქვედატანი გაისწორა. „არა, უნივერსიტეტისთვის ზეტმეტად მოკლეა,“-გაიფიქრა. ძრავა დაბალ ხმაზე აზუზუნდა-სტუდენტებიც როგორ უყურებდნენ დღეს?! შერეული დიანა კოვალენკო ნახევრად უკრაინელი იყო. იმის დადგენას, რომ მის დნმ-ში მხოლოდ ქართული გენები არ ერია, ზედმეტი მარჩიელობა არ სჭირდებოდა. გრძელი ფეხები, ქერა, თითქმის მოთეთრო თმა და სწორი, პატარა ცხვირი ქართულ, სტანდარტულ გარეგნობასთან სრულ შეუსაბამისობაში მოდიოდა. ვერც სუფთა უკრაინელობას დააბრალებდი. შავი თვალები და მბზინვარე, თაფლისფერი კანი ნამდვილად ქართველებისა გამოჰყოლოდა. ისევე როგორც ჯიუტი და ხისტი ხასიათი. თუ კარგ გუნებაზე იყო, მანიკიურიც წესრიგში ჰქონდა და თმაც მოვლილ-დავარცხნილი, მის ინტელექტუალურ შესაძლებლობებში გარკვევის უნიკალური შანსი გაგჩენია. ჭკვიანი იყო კოვალენკო. კარგად აღზრდილი, კარგი უნარ-ჩვევების მქონე. საუკეთესო განათლება ჰქონდა მიღებული! ხუმრობა ხომ არაა ლამაზი და ჭკვიანი ერთად?! მაგრამ მართალი კი უთქვამთ! ღმერთს იდეალური არავინ გაუჩენია. მოტეხილი ფრჩხილის მიზეზით განრისხებული დიანა, ამ ჰიპოთეზის უტყუარი დასტურია! ქართულ-უკრაინულ უნაკლო სინთეზს წარმოადგენდა დიანა კოვალენკო. დედით უკრაინელი, მამით კი ქართველი. ჯერ კიდევ ბავშვობაში დაობლებული გოგონა მამამისის უმცროსმა ძმამ, მაქსიმე პირველმა იშვილა. ცხრამეტი წლის სტუდენტი ბიჭისთვის ძალიან რთული იყო თერთმეტი წლის დიანაზე კანონიერი მეურვეობის მიღება. არც ძმის გარდაცვალებასთან შეგუება იყო იოლი. ერთადერთი ახლობელი ადამიანის დაღუპვამ დიდი მორალური დაღი დაასვა მაქსიმეს. მაგრამ ძმები პირველებისთვის დამახასიათებელმა დაუმარცხებელმა და ბრძოლისუნარიანმა ხასიათმა ისევ იჩინა თავი. მაქსიმემ ნელ-ნელა ისწავლა ძმის გარეშე ცხოვრება, რომ ახალ ფეხადგმული ბიზნესიცა და დიანაც მას შერჩა ხელთ. ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ მაქსიმესა და დიანას. მცირე ასაკობრივი სხვაობის გამო და-ძმასავით იზრდებოდნენ. გონიერი გოგონა ხვდებოდა მის გარშემო დატრიელებული ტრაგედიის სრულ სიმძაფრეს და ცდილობდა ყველანაირად დახმარებოდა მარტოდმარტო დარჩენილ ბიძას. ენატრებოდა მშობლები. განსაკუთრებულად რთული ბიძასთან თანაცხოვრების პირველი წელი გამოდგა. დიანა ხშირად შეიკეტებოდა საძინებელში და ქვითინისგან აკანკალებულ სახეს ბალიშებში ჩამალავდა. მაქსიმე ყველანაირად ცდილობდა უდედ-მამობა შეემსუბუქებინა მეტად გულჩვილი და ემოციური დიანასთვის. თავიდან უჭირდა, თუმცა ნელ-ნელა უკეთ გამოსდიოდა. მაგრამ ახლა, დიანას გონება მის გარუჯულ ფეხებზე შემოტმასნილ თეთრ ქვედატანს ვერ შორდებოდა. არ უნდა ჩაეცვა ასეთი მოკლე! მამრობითი სქესის სტუდენტებისგან კომპლიმენტები არასდროს აკლდა კოვალენკოს. მაგრამ დღეს გადაამლაშა, ისევე როგორც მისმა თაყვანისმცემლებმა, თავიანთი შემაწუხებელი ყურადღებით. თავდაპირველად სურვილსატანილი, ვნებაჩამდგარი თვალების დანახვამ კმაყოფილება მოჰგვარა დიანას. მაგრამ ახლა... არაუშავს. ვინ არ შემცდარა ბოლოსდაბოლოს?! საკუთარ თავს შემოუძახა და უმაკიაჟო სახე წინა სარკეში შეათვალიერა. კიდევ ერთხელ... ლამაზი და სუფთა ბინა ჰქონდა. ერთი საძინებელი, დიდი სამზარეულო, სააბაზანო, ტუალეტი, მისაღები და აივანი-ამ უკანასკნელით კი მეტად ამაყობს კოვალენკო. რაც შეიძლება ცოტა ავეჯითა და აქსესუარით. ყველაფერი თეთრი, ვერცხლისფერი ან ოქროსფერი. არანაირი თუთიყუში, ზაზუნა ან თევზები არ ჰყავდა დიანას. ერთადერთი თავად სუნთქავდა და ცოცხლობდა მის ბინაში. ეშინოდა იმ პასუხისმგებლობის, ცოცხალი არსების მოვლა-პატრონობა რომ გულისხმობდა. ახლაც მშვიდად ტრიალებდა სამზარეულოში. აივნის კარები მთელს სიგრძეზე გაეწია და მზიანი ივნისის მტვერი და თბილი ჰაერი თავისუფლად აღწევდა მარტოხელა დიასახლისის ბინაში. მოთეთრო თმა ზემოთ აეწია და შიფონის განიერ შარვალსა და თხელ მაისურში გამოწყობილს მსუბუქი სადილის მომზადება გადაეწყვიტა. ღიღინ-ღიღინით გათალა ბადრიჯანი, პომიდორი და გრძალად დაჭრა. გარჩეული ნიორი დაჭყლიტა. ტაფა გაახურა, სოიოს ზეთი მოასხა. მაცივრიდან ფოლგაში გახვეული მწვანილი გამოიღო. ქინძი და შაშკვლავი გარეცხა და ნიორთან ერთად მოთუშა. მალევე დაჭრილი ბოსტნეული დაუმატა, შეკმაზა, ამოურია და თავსახური დაახურა. მაცივრიდან ქილა ლუდი გამოიღო და სახრახინისით გახსნა. მომზადებულ კერძს ცივი სასმელი დააყოლა. სადილის შემდეგ გასარეცხი ჭურჭელი გარეცხა, გაამშრალა და კარადაში შეაწყო. აივნის კარები სანახევროდ მიხურა და საძინებლისკენ გალასლასდა. მოოქროსფრო-მოკრემისფრო კედლები, კედლის სიმაღლისა და სიგანის ფანჯარაზე ჩამოფარებული რძისფერი ფარდები, მეფური ზომის საწოლი, გვერდით ტუალეტის მაგიდა. ფანჯრის წინ კი საწერი მაგიდა იდგა. მაღალი ტორშერი აანთო და სავარძელში მოთავსდა. შემდეგი ორი საათი ლეპტოპში მუშაოდა. სტუდენტების ფინალურ გამოცდების ტესტებს ახარისხებდა, ამოწმებდა და შედეგებს ანბანის მიხედვით ინიშნავდა ცალკე გახსნილ დოკუმენტში. მობილურის ხმამ გამოაფხიზლა. უცხო ნომერი იყო. -გისმენთ. თვალები მოისრისა და სათვალეები მოიძრო. -დღეს დილით დაგირეკეთ, გახსოვთ ალბათ. -დიახ, გისმენთ,-თმის სარჭი გამოიძრო და სავარძელზე გადაწვა. -მე ნათია ვარ, ნათია მუჯირი. -გისმენ, ნათია,-ფეხები მაგიდაზე შემოაწყო და ყურადღებით დააცქერდა. -ქალბატონო დიანა, ვიცით, რომ მასაჟს აკეთებთ, -არა, არა, ნათია. ამ საქმეს შევეშვი, ასე, რომ, თუ ამ მიზეზით მირეკავთ, სჯობს ერთმანეთს დავემშვიდობოთ,-მასაჟი? ვის ან საიდან ახსოვს ეს? -არ გამითიშოთ!-ნათიას ხმაში სიმკაცრე შეეპარა. ოჰო!-დიანამ გაკვირვებისგან წარბები აწკიპა. -დიანა, ჩემი კლიენტი საკმაოდ ბევრს გადაიხდის! აღარც ქალბატონო დიანა?!-გამხიარებულმა დიანამ გადაწყვიტა, რომ კანს კიდევ ერთი-ორი ტონით გამუქება ნამდვილად არ აწყენდა. -ფული არ მჭირდება, ნათია. -დიანა, მნიშვნელოვანია, რომ ჩემს კლიენტს სწორედ თქვენ ჩაუტაროთ მკურნალობის სრული კურსი. -ანუ თქვენ არ გსურდათ?-დაიბნა კოვალენკო-კარგით. მკურნალობის სრული კურსი რა დროს გულისხმობს? -როგორც მინიმუმ 6 თვეს. ამ 6 თვის განმავლობაში ორი ნებისმიერი დღე, ამაზე შევთანხმდებით. -ჯერ თქვენს წინადადებას არ დავთანხმებულვარ, ნათია,-ახლა დიანას გაუმკაცრდა ხმა. რა თავხედია?! გასაპუტი ინდაური!-უფროდაუფრო ბრაზობდა კოვალენკო. -იქნებ შევხვედროდით?! დიანა, გთხოვთ,-მუდარა გაისმა ნათიას მაღალ ხმაში. -კარგით, იყო ასე. ხვალ. კლუბ 71-ში შეგხვდებით,-მოკლედ მოჭრა დიანამ. -კლუბ 71-ში? -დიახ. ვარჯიში რვა საათზე მეწყება და ალბათ თქვენთან შეხვედრას რვის ნახევარზე მოვახერხებ,-ჯერ მარცხენა მაჯაზე მიბმულ საათს დახედა, შემდეგ კი რძისფერ ფარდებს გაუსწორა მზერა. -კარგით. ხვალამდე. სრულიად დაბნეულმა გაავსო აბაზანა. ტანთ გაიძრო და ცხელ წყალში ჩაიძირა. ჯადოსნური ხელები დიანა კოვალენკოს სასწაულმოქმედი ხელები ჰქონდა. ყველა საქმე კარგად გამოსდიოდა. კულინარია იქნებოდა ეს, ქარგვა, კერვა, წერა, ხატვა, თუ მასაჟის კეთება. ნაზ და თლილ თითებგამობმული მტევნები საოცარი ნიჭით იყვნენ დაჯილდოებულნი. ამას ყველა ერთობ აღიარებდა. სამედიცინოს სტუდენტი იყო. ჯერ კიდევ არ ჰქონდა სპეციალობა არჩეული, რომ გადაწყვიტა იაპონიაში გაევლო მასაჟის ხელოვნების ერთწლიანი კურსი. ყველანი გაოცებულები იყვნენ, თუ როგორი ალღო აუღო ლამაზმანმა ამ ურთულეს საქმეს. საოცრად კარგად შეისწავლა სხეულის აგებულება, თითოეული კუნთის დანიშნულება და მუშაობის პრინციპი. ისწავლა ისიც, თუ როგორ უნდა დაეუბრუნებინა მიძინებული კუნთებისთვის სიცოცხლისუნარიანობა. რბილი და ნაზი ხელებით ოსტატურად და პროფესიონალურად მუშაობდა. თბილისსში ჩამოსულს მალევე სახელი გაუვარდა. მანაც, საკუთარი თავის მოსინჯვის მიზნით გადაწყვიტა რამდენიმე მთხოვნელის სურვილი დაეკმაყოფილებინა. პროცესი ტკივილიანი და ცრემლიანი იყო. გამოცდილი სპორტსმენები ოფლში იწურებოდნენ, ყვიროდნენ და ნირვანაში გადასულ დიანას გაჩერებას სთხოვდნენ. კოვალენკოც ოფლით დაცვარულ სახეს გაიწმენდდა და მოქმედებებს დაარბილებდა. შედეგებით ყველა გაოცებული და აღტაცებული იყო. სხეულს თითქოს ახალ სიცოცხლეს ჩუქნიდა კოვალენკოს ჯადოსნური ხელები. სხეული მოქნილი, ელასტიკური და უფრო ამტანი ხდებოდა... ერთი წელი შეუჩერებელ რეჟიმში იმუშავა კოვალენკომ. მოიხედავად ამ საქმის სიყვარულისა, მისი გვერდზე გადადება გარდაუვალი იყო. უნივერსიტეტი უნდა დამთავრებინა, პროფესიას უნდა დაუფლებოდა. მერე კი ისევ შეძლებდა გაგრძელებას... თუმცა ვერ გააგრძელა. არანაკლებ შეიყვარა ახალი სპეციალობა. გაუჭირდა მასთან განშორება. მაქსიმეს რჩევაც გაითვალისწინა, დინებას მიყვა და სისხლის ექიმმა ლექტორად დაიწყო მუშაობა სამედიცინო უნივერსიტეტში. საკუთარ თავზე ვარჯიში არ შეუწყვეტია კოვალენკოს. წლების განმავლობაში აწრთობდა სხეულს. ვარჟიშობდა და ავარჯიშებდა კუნთებს, მყესებს. ლამის აგონიამე მიჰყავდა სხეული. მანამ არ ჩერდებოდა, სანამ სავარჟიშო ხალიჩას მისი ოფლით გაჟღენთილს არ დაიგულებდა. ახალ-ახალ ვარჯიშსაც იგონებდა, უფრო უკეთ რომ გაეკაჟებინა ისედაც ძლიერი კუნთები. მაგრამ მასაჟი დიდი ხანია არ გაუკეთებია და სიმართლე, რომ ითქვას, მონატრებისგან ხელებში წუილიც უსიამო გრძნობაში გადაეზარდა. ახლა რომ დაფიქრდა, კარგი ქნა, ნათიას შეხვედრაზე უარი რომ არ უთხრა. უნივერსიტეტს კერძო კლიენტსაც შეუთავსებს და მისი სიამოვნებაც ერთი-ორად გაიზრდება. კმაყოფილმა კოვალენკომ ტანი გაიმშრალა და საზაფხულო საბნის ქვეშ შეძვრა. შოკოლადის ვაფლი -ჩემი დახატული გავაღვიძე?-მაქსიმეს დანახვამ თან გაახარა, თან აანერვიულა კოვალენკო. -არაუშავს მაქს, დღეს მაინც ადრე ვიყავი ასადგომი. ლექციები მაქვს. გშია ხომ?-გაუღიმა დიანამ და სამზარეულოსკენ მიმავალს უკან დაედევნა. -კი, არ მისაუზმია. ორი დღეა ჩემი დიანა არ მინახავს და ბარემ მასთან ერთად შევჭამ, მის მომზადებულს-მეთქი,-გაუღიმა და თავზე აკოცა მაცივარში შემძვრალ კოვალენკოს. -შოკოლადი ვაფლის ტოსტებს გაგიკეთებ, ხილთან და იოგურტთან ერთად,-გადაწყვიტა და საჭირო პროდუქტები გადმოალაგა. -მთავარია შენი გაკეთებული იყოს,- გამოსძახა აივანზე მდგომმა პირველმა. ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო და ნელა გააბოლა. კოვალენკომ ისევ ღიღინით ათქვიფა რძე, ფქვილი, კარაქი, კვერცხის გული და ვანილი. -ამ დილაანდრიან მარტო საუზმისთვის არ დამადგებოდი. რა ხდება?-აუღელვებლად ჰკითხა. რძეში ჩაყრილი შოკოლადის მარცვლები ორთქლზე გაადნო და ცომს შეურია. მანამ თქვიფა, სანამ ცომი სასურველ სუბსტანციამდე არ მიიყვინა. პირველს პასუხი არ გაუცია. ღიმილით აკვირდებოდა პიჟამას შორტებითა და მაისურით მოტრიალე ქერათმიანს. არც კოვალენკოს უკითხავს ზედმეტი. ისევ ღიღინით გააცხელა ტოსტერი. მხოლოდ ერთხელ გახედა მაქსის თითებში მოქცეულ სიგარეტის ღერს და უკმაყოფილოდ ამოიფრუტუნა. ცხელ-ცხელ შოკოლადის ვაფლს დაჭრილი მარწყვი, მოცვი და ჟოლო მოაყარა. პირველს შემოპატიჟება აღარც დასჭირვებია. ორივესთვის გადმოიღო გაციებული იოგურტი. სიცილ-სიცილით ჩაამთავრეს საუზმე. აივანზე რძიანი ყავაც მიირთვეს. -საათ-ნახევარში პირველი ლექცია მაქვს,-უკმაყოფილოდ ამოიოხრა და მზით გადახუნებულ თბილისს გადახედა. -მე გაგიყვან. -არა, მერე ტაქსით უნდა ვიარო, ასე, რომ... -მანქანა მოგწონს?-ღიმილით გადახედა პირველმა კოვალენკოს. -მიყვარს! მართლა უყვარდა თავისი თეთრი რაში. ვიოლეტა კარადიდან გრძელი შარვალ-კონბინიზონი გამოიღო. თეთრი შიფონის ბრენდული ტანსაცმელი ძალიან მოუხდა კოვალენკოს მომხიბლავ სხეულს. ზოგადად თეთრი ფერი უყვარდა. დიანასთვის სითეთრე დედასთან ასოცირდებოდა. თეთრი-როგორც სისუფთავის, სიწმინდისა და უმანკოების სიმბოლო. ვიოლეტა კოვალენკო კიევში დაიბადა და გაიზარდა. მამა ადგილობრივი თვითმმართველობის თავმჯდომარე იყო, დედა კი მხატვარი. ვიოლეტასაც ბავშვობიდან უყვარდა ხატვა. ძალიან მოსწონდა დედის საღებავებითა და ფუნჯებით თამაში. უაზრო და ბუნდოვანი ფიგურების გამოსახვა ფურცლებსა თუ ტილოს მოლბერტებზე. მშობლებს ახარებდათ ის ფაქტი, რომ ვიოლეტას ეს საქმე ნელ-ნელა გატაცებისა და ჰობის საზღვრებს გასცდა. გოგონამ საჯარო სკოლის დამთავრებისთანავე სამხატვრო კოლეჯში ჩააბარა და საყვარელი ხელობა პროფესიად გაიხადა. ოთხ წლიანი კურსი წარმატებით დაამთავრა. მამამ კი პირველი გამოფენის ორგანიზება თავის თავზე აიღო. უბედნიერესი იყო ვიოლეტა. ულამაზეს კოვალენკოს ბედნიერება ყველაზე მეტად უხდებოდა. სულ სხვანაირ ეშხს მატებდა. სწორედ ასეთი ვიოლეტა ნახა თორნიკე პირველმა. ბედნიერი. გოგონამ სწავლის დასრულებიდან ერთ წელიწადში პერსონალური გამოფენის ორგანიზება მოახერხა. გაზაფხულის საღამო იყო. მზის უკანასკნელი სხივები მინის შენობაში აღწევდა და საგამოფენო სივრცეს მომაჯადოებელს ხდიდა. თითქმის ისეთივე მომაჯადოებელსა და თვალწარმტაცს, როგორიც ვიოლეტა იყო იმ საღამოს. თორნიკე პირველი უკრაინას საქმიანი ვიზიტით ესტუმრა. მის მიერ წარმოებული ღვინის ექსპორტს უკრაინაში გეგმავდა. მისი ბიზნესი ნელი, თუმცა წარმატებული და დიდი ნაბიჯებით მიიწევდა წინ. ახალგაზრდა თორნიკეს კი ძალიან უნდოდა ახლო მეგობარიც ჩაერთო მის საქმეში. სწორედ ამ მეგობარმა, კონსტანტინემ, ერთ-ერთ თავისუფალ საღამოს თავისი დის მეგობრის, ვიოლეტას გამოფენაზე დაპატიჟა. თორნიკე დათანხმდა. თუმცა მოსაწყენ გამოფენაზე დიდხანს გაჩერებას არ გეგმავდა გართობის მოყვარული პირველი. -სულ 15 წუთით!-მკაცრად გააფრთხილა მეგობარმა კოტე. ამაღლებული განწობით შეაბიჯა პირველმა ლამაზი და დახვეწილი სტილით ნაგებ შენობაში. ვიოლეტას თეთრი, გრძელი და სიფრიფანა კაბა ეცვა. ქერა, თითქმის მოთეთრო თმა წელამდე ჩამოშლოდა. სახეს კი ბედნიერების ღიმილი უნათებდა. -ეს ვიოლეტა კოვალენკოა, ახალგაზრდა და უნიჭიერესი მხატვარი,-ზრდილობიანად გააცნო თორნიკეს მეგობარი. კოვალენკოს გაწვდილი ხელის მტევანი თავისაში მოიქცია პირველმა. მერე კი არც თვალები მოუშორებია გოგონას ლურჯი თვალებისთვის და არც მის თხელ თითებს ჩაჭიდებული დიდი და ძლიერი მტევნები. ის იყო და ის. იმის შემდეგ სულ ხელი-ხელ ჩაჭიდებულები დადიოდნენ თორნიკე და ვიოლეტა. არც არავის უნახავს ცალ-ცალკე, უერთმანეთოდ. თორნიკე, ვიოლეტას ხელის მტევანს თავისას რომ მიაკრობდა-ეს იყო ყველაზე წმინდა და ხელშეუხებელი სიყვარულის გამოვლინება. საზოგადოებში მეტად არც ეხებოდნენ ერთმანეთს. თორნიკესთვის საკმარისი იყო ვიოლეტასთვის ხელი ჩაეჭიდა, რომ ყველანაირი სიბიძურე ირეცხებოდა მისი სხეულიდან. ვიოლეტა იყო სიწმინდე. სიყვარული. სიხარული. ცრემლი. ტკივილი. შვება. წვა. სიკვდილი. თეთრი იყო ვიოლეტა. ქეთევანი და ცრემლები პატარა ხელჩანთიდან გასაღებების აცმა ამოიღო. ყველაზე დიდი გასაღები ამოარჩია და საკეტს მოარგო. ღიღინით შეაღო მასიური რკინის კარები და მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის წკარუნით გაიარა მარმარილოს იატაკი. -ქეთევან? ხმამაღლა დაიძახა და ოხვრით ჩაეშვა სავარძელში. -ქურდივით შემომეპარე, ცოტაც და იმ ქვეყნად გაგამგზავრებდი,-ბღვერით გამოჩნდა საშუალო სიმაღლის გოგონა. -როგორ ხარ?-დინჯად გაიღიმა დიანამ. თმის საკეთით მარჯვედ აიწია გრძელი, მოთეთრო თმა. -გამაღვიძე,-თვალები მოისრისა ქეთევანმა და სწრაფად აათვალიერა კოვალენკო. -ასე ნუ მიყურებ,-მარჯვენა ფეხსაცმლის თასმას დასწვდა-დღეს შეხვედრა მაქვს. -პრეზიდენტს ხვდები?-წარბები აწკიპა მოკლეთმიანმა გოგონამ-ძალიან ლამაზი ხარ. -ნუ მაწითლებ!-თვალები დაახამხამა დიანამ-პრეზიდენტს არ ვხვდები. თუმცა შეხვედრა, მაინც შეხვედრაა! გინდ პრეზიდენტს ხვდებოდე და გინდ საკუთარ ბიძაშვილს. დინჯად წამოდგა ფეხზე და სამზარეულოსკენ განარნარდა. -მაინც ვის ხვდები დინკა?-უკან აედევნა ქეთევანი. -ჯერ არ ვიცი,-მოკლედ მოუჭრა. ყავის საფქვავი დენცქვიტასთან შეაერთა. ყავა დაფქვა და ყავადანში ჩაყარა. -რა სუნია! მომენატრა შენი ყავა,-კომლიმენტს საყვდურიც გამოურია ქეთევანმა. -მაპატიე,-ხმით მიეალერსა-ხომ იცი წლის ბოლოა, უნივერსიტეტში საქმე თავზე საყრელად მაქვს,- წამიერად მაგიდაზე შემოსკუპებულ ბიძაშვილს გადახედა-გამოვასწორებ! -იმედი მაქვს,-ცხვირი აიბზუა ქეთევანმა. წამით თავი დახარა, თითები ნერვიულად მოისრისა და გრილი ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა. -არ ჩამეხუტები?-ღიმილით გამოხედა ბიძაშვილმა. გოგონაც უმალ ჩამოხტა მაგიდიდან და დიანას უკნიდან მიეკრა-სკოლა დავამთავრე. -შენი დაბადების დღეც ახლოვდება. თბილად ჩაილაპარაკა კოვალენკომ. -17 წლის ვხდები,-ამაყად დასძინა ქეთევანმა. -არც ისეთი დიდი ხარ,-ტუჩის კუთხეში ჩაეღიმა კოვალენკოს. -არა. დიდი ვარ,-წარბები შეყარა. პატარა სახე მოკლე თმამ დაუფარა. -კარგი, იყოს ასე. დიანამ წაბლისფერი ჩოლკა ხელით გაუსწორა და ქაფ-ქაფა სითხე თეთრ ფინჯნებში ჩამოასხა. -დღეს მაქსი იყო ჩემთან,-შეპარვით დაიწყო დიანამ. აივნის კარები გამოაღო. დაწნულ სკამზე მოკალათდა და ჯიუტად დადუმებულ ქეთევანს დაუწყო ცქერა. გოგონამ უდარდელი სახით გაავსო ორი მაღალი ჭიქა წყლით. დიანას წინ ჩამოჯდა და ბიძაშვილს შეხედა. დიდ ტუჩებზე დაძაბული ღიმილი გადაეფინა. -შენ რომ გიყვარს ისეთია,-შავი სითხით სავსე ფინჯანზე მიუთუთა. ქეთევანს მზერას არ აშორებდა. გოგონამ მორჩილად მოსვა ცხელი ყავა. -ქეთო,-მის ხმაში სიფრთხილე იგრძნობოდა. -არ გინდა, დინკა. ქეთევანის ბრაზით აბრიალებულმა თვალებმა შეაცბუნა. -ქეთო, რამე გამომრჩა? დიანამ თვალები დახუჭა. საკუთარ თავზე ბრაზობდა. მისხანება გულ-მუცელს ერთიანად უწვავდა. -არ გინდა, რა. თავი მომაბეზრებლად გადააქნია და გრძელი ფეხები სავარძელზე აიკეცა. -მომიყევი,-დიანახ ხმაში სასოწარკვეთა იგრძნობოდა. -თვე-ნახევარია არ გვილაპარაკია, დინკა,-კბილებს შორის გამოსცრა ქეთევანმა-მაქსიმეს ხათრით არ ღირს. -კარგად იცი, რომ მაქსიმე აქ არაფერ შუაშია. მამაშენს შენზე კარგად არავინ იცნობს. უყვარხარ. ერთადერთი ადამიანი ხარ, რომელზეც ნერვიულობს. ისიც ვიცი, იმდენად შორს არ ხართ ერთმანეთისგან, რომ თქვენი ურთიერთობის მოგვარება მთხოვოს. ქეთევანს ხმა არ ამოუღია. დიდი, მწვანე თვალები მლაშე სითხით დაენამა. -ქეთო,-ოხვრასავით მოწყდა დიანას ბაგეებს. სწრაფად წამოდგა და გოგონას ჩაეხუტა. ასლუკუნებული ქეთევანი კიდევ უფრო მეტად მიეკრა ბიძაშვილს. -მე და მამამ ვიჩხუბეთ,-დაიჩურჩულა. -მოდი წყალი დალიე და მერე მომიყევი,-დაუყვავა დიანამ და ცრემლები მოსწმინდა. -არ მინდა წყალი,-ბავშვივით წამოიძახა. -აბა რა გინდა?-დიანას დაძაბულ სახეს ღიმილი შეეპარა. -შერიგებული მაქსი მინდა,-დაიწუწუნა. -რატომ იჩხუბეთ? ქეთევანმა უმალ ასწია თავი და კოვალენკოს შეხედა. აცახცახებული ხელი წყლიანი ჭიქისკენ წაიღო. -ქეთო, მაქსიმეს თუ უთხარი, ჩემი რატომღა გეშინია?-გაუკვირდა კოვალენკოს. -მე არ მითქვამს,-თავი გააქნია. ცრემლები მოიწმინდა. დიანა დადუმდა. დაელოდა, სანამ გოგონა ამბის მოსაყოლად მოემზადებოდა. -დამშვიდდი, გთხოვ, შეტევა არ დაგემართოს,-ლოყაზე აკოცა და მოკლეთმიანი თავი კალთაში ჩაიდო. -წამლებს ვსვამ, არაფერი დამემართება,-ჩაიბუტბუტა. გრძელი ხელები დიანას მოხვია წელზე-შემიყვარდა, დინკა. ენის ბორძიკით წამოიძახა და თვალები მაგრად დახუჭა. -გააგრძელე,-შეაგულიანა დიანამ და წაბლისფერ თმაზე დაუწყო ფერება. -ხუთი კვირაა გავიცანი. -სად გაიცანი?-მშვიდად ჰკითხა კოვალენკომ. -ჩოგბურთის თამაშზე ვიყავი და იქ,-თავი წამოსწია ქეთევანმა. -რა ჰქვია? -საბა,-თბილად ჩაიბუტბუტა გოგონამ. ნამტირალევ სახეზე პირველად მოეფინა გულწრფელი ღიმილი. -ანუ სა-ბა,-სიცილით დამარცვლა დიანამ. -საბა,-თავი დააქნია ქეთევანმა. -ჩოგბურთს თამაშობს? -მოყვარულია,-შვიდად აუხსნა ქეთევანმა. -ასე მგონი ძალით გგლეჯ სიტყვებს,-დაიწუწუნა დიანამ-წესივრად მომიყევი,რა. -დინკა, არ მიბრაზდები?-თვალები გაუფართოვდა. -ქეთო, გეგონა, რომ სიყვარულის გამო გაგიბრაზდებოდი?! მოღიმარმა დიანამ აცრემლებული ბიძაშვილი გულში ჩაიკრა. -შენ კიდევ საბა მართლა გიყვარს. -აუ,-დაიწუწუნა გოგონამ და თავი ხელებში ჩარგო. -კარგი, მომიყევი ეხლა. -ოცისაა,-თვალები მოჭუტა ქეთომ. -ცოტათი დიდია,-ენა გააწკლაპუნა დიანამ-მერე. -წყალბურთს თამაშობს,-თავი დაუკრა. -პროფესიონალია?-წარბები აწკიპა კოვალენკომ. -კი, საფრანგეთის გუნდის წევრია. ქეთომ ამაყად ასწია კისერი. -ოჰო, სიმპატიური იქნება... ქეთევანმა მომაჯადოებლად გაიღიმა და უხმოდ დააქნია თავი. -გააგრძელე,-თვალი ჩაუკრა დიანამ. -ჰო,-ამოიოხრა ქეთომ. წამოჯდა და ხელები კალთაში დაიკრიფა-თამაშზე გავიცანი. მეორე დღეს სკოლასთან დამხვდა, გავისეირნოთო. არ წავყევი, დინკა. მანქანაშიც არ ჩავუჯექი. თავაზიანად მივანიშნე, რომ თავი უნდა დაენებებინა. გამიგო. ღიმილით დამიქნია თავი და წავიდა. ორ დღეში ისევ ვნახე...ძალიან კარგი ადამიანია, მართლა. ძალა არ დაუტანებია ჩემთვის. მე თავიდანვე მომეწონა, მაგრამ თავს ვიკავებდი,-პირველი გაწითლდა და თითები ერთმანეთში გადახლართა-ასე მოხდა. იმის მერე საფრანგეთში გაფრინდა ერთი კვირით. როცა ჩამოვიდა, ისევ მნახა. ყოველდღე მნახულობდა. ხან სკოლასთან, ხან მასწავლებელთან, ბიბლიოთეკაშიც, კი! მნახულობდა. ხუთ-ხუთი წუთით, მეტით არა. მარტო ვლაპარაკობდით. გუშინ კი...გუშინ ავარიაში მოვყევი. -ღმერთო, ქეთევან! -დინკა, სერიოზული არაფერია,-ქეთო ხელებში სწვდა აცრემლებულ დიანას და დამამშვდებლად გაუღიმა-ხომ ხედავ კარგად ვარ. -შენ რომ რაიმე მოგსვლოდა, ქეთო,-ბუტბუტებდა დიანა და ბიძაშვილს იხუტებდა. -დამამთავრებინე,-გაიბუსხა პირველი-გზაზე გადავდიოდი და შეტევა დამემართა. ისე უცებ...არც კი ვიცი რატომ. არც ის ვიცი საბა იქ როგორ გაჩნდა. მოკლედ საავამყოფოში წამიყვანა. არაფერი მჭირდა. ინჰალატორიც მიშველიდა, მაგრამ საბა ისეთი ანერვიულებული იყო...არც მოუსმენია ჩემთვის. -არ იცოდა?-ქვედა ყბა აუცახცახდა დიანას-ასთმაზე გეკითხები. -არა,-ისევ გაიღიმა ქეთომ-საიდან უნდა სცოდნოდა? -გასაგებია. როგორ მიიღო? გული შეეკუმშა კოვალენკოს. ცოტაც და ცრემლებად დაიღვრებოდა. -კარგად. ვიცოდი, რომ საბასთვის მნიშვნელოვანი ფაქტორი არ იქნებოდა ჩემი დავადება,-აქ წუთით შეყოვნდა ქეთო. საკუთარი თითები ორჯერ გადაითვალა და განაგრძო-მაგრამ, ასე მშვიდად თუ მიიღებდა, არ მეგონა. მერე, სახლში მომაცილა. -მაქსიმემაც დაგინახათ, ხომ?-ქვედა ტუჩზე იკბინა დიანამ. -კი. ავტოსადგომზე. საბას მანქანაში დაგვინახა. დაცვასთან ერთად იყო. ისე შემრცხვა იმ დროს... ისე, ისე...-სახეზე ხელები აიფარა ქეთომ. -მაქსის შეგრცხვა?-დიანას გაეღიმა. -ხო. იცი, საბაზე იცოდა. იმ დღეს, თამაშიდან მაქსიმ წამომიყვანა და მოვუყევი. იმის მერე კი...მეგონა გამიბრაზდებოდა, თან სერიოზულიც არაფერი ყოფილა...საბა გაეცნო. მაქსი მეგობრულად, თუმცა მკაცრად ელაპარაკა. მერე გამომიშვა. დაცვაც უკან გამომაყოლა. უხხ...იმ დროს ისე გავბრაზდი! -ასეც უნდა მოქცეულიყო, ქეთო,-დაამშვიდა დიანამ-მაქსმა რაო? -შენზე ვნერვიულობო. არ მინდა გული გეტკინოსო... -ქეთო... -ხო, უნდა ინერვიულოს. უდედოდ გაზრდილი, ასთმიანი გოგო ვარ! ჩემზე თუ არა, სხვაზე ვისზე უნდა ინერვიულოს!-კბილებს შორის გამოსცრა ქეთევანმა. -ასე ნუ ლაპარაკობ!-ხმადაბლა, მაგრამ მკაცრად გააპროტესტა დიანამ. -მაპატიე, უბრალოდ ეს ორი დღე ძალიან ემოციური იყო. მაქსიმესი მესმის, მართლა, მაგრამ...-ამოიოხრა და სავარძლის საზურგეს მიეყრდნო-საბამ დამირეკა გუშინ, ღამით. ისე მელაპარაკა, თითქოს არც არაფერი მომხდარიყოს. -მაქსიმე ცუდად არც დაელაპარაკებოდა, მაგაში ეჭვი არ მეპარება. -ვიცი. -დედაშენზე იცის? -ჯერ არა. არ მინდა იცოდეს ყველა სიკეთესთან ერთად ძუკნას გაჩენილი რომ ვარ! -გთხოვ,-ვედრებასავით გაისმა დიანას ხმა. მომუშტული ხელები ნელა გააშლევინა ბიძაშვილს. -შენ ჩემი დაც, შვილიც და ბიძაშვილიც ხარ. ხომ იცი?-სიცილნარევი ტირილით ჰკითხა ქეთოს. -დინკა, ხომ მართლა გიყვარვარ?-აწყლიანებული თვალებით ამოხედა პირველმა. -ნუ გამაბრაზებ ახლა!-ოქროსფერი წარბები შეყარა დიანამ-შენ და მაქსი ხართ ჩემთვის ყველაფერი! სულ, სულ ყველაფერი! მაკოცე ეხლა,-ლოყა მიუშვირა კოვალენკომ-არ მინდა შენ და მაქსი ასე დადიოდეთ რა. მოწყენილები,-დაიწუწუნა. -არ შემირიგდება,-მხრები ჩამოყარა გოგონამ. -ხომ იცი როგორც უყვრხარ?! შეგირიგდება აბა რას იზამს! მაგრამ მოდი, დღეს ჩემთან დარჩი! არ გინდა?!-ეშმაკურად გაიწელა დიანა. -აუუ! მინდა! მინდა! მინდა!-აწიკვინდა ქეთო. თანხმობა -ვახშამი დამახვედრე იცოდე,-თითი დაუქნია დიანამ ბიძაშვილს. კოვალენკომ კლუბ 71-ში რვის ოც წუთზე შეაბიჯა. ათ წუთში ნათიას უნდა შეხვდროდა. ღიღინით აიარა კიბეები და გამოსაცვლელი ოთახის კარები გამოაღო. საკუთარი თავი გრძელ სარკეში შეათვალიერა. მოთეთრო თმა ხელით გაისწორა. მოვარდისფრო ტუჩსაცხი გადაისვა და პატარა კაფისკენ გაეშურა. ბართან ჩამოჯდა და მწვანე ჩაი შეუკვეთა. ზუსტად რვის ნახევარზე მის გვერდით დაიკავეს ადგილი. კოვალენკომ წამში შეათვალიერა ქალი. ლამაზი ქალი იყო ნათია მუჯირი. ხშირი, გრძელი შავი თმა და მოხდენილი ტან-ფეხი ჰქონდა. ოვალური ფორმის, კეთილ პირი-სახეს დიდი და შავი თვალები მეტად უხდებოდა. -ნათია მუჯირი,-ღიმილით გაიწვდინა ხელი. -დიანა კოვალენკო,- წრფელი ღიმილი შეაგება დიანამაც. -კარგია თქვენთან პირისპირ საუბრის საშუალება, რომ მომეცა,-მშვიდად მიუგო ნათიამ და სპორტკლუბის კაფე ტუჩის კვნეტით მოათვალიერა-იქნებ უფრო მყუდრო ადგილს გვესაუბრა? -როგორც გითხარით რვაზე ვარჯიში მაქვს,-ზრდილობიანად დაუბრუნა დიანამ. -არ მინდა, რომ თავიდანვე პესიმისტურად განეწყოთ ჩემი შემოთავაზების მიმართ,-ტუჩები მკაცრად მოკუმა მუჯირმა. -გისმენთ. -ჩემი კლიენტი საკმაოდ მძიმე ავარიაში მოყვა ორი კვირის უკან. მალე რეაბილიტაციის საკმაოდ დიდ კურსს ვიწყებთ. ორი კვირის უკან მისი სიცოცხლესაც კი საფრთხე ემუქრებოდა. მოკლედ, დაბლითა ორი კიდურის მგრძნობელობა დაკარგული აქვს. გერმანელმა საუკეთესო ექიმებმა გასინჯეს. მათი დასკვნით კი ეს მდგომარეობა დროებითია. მარტივად რომ ვთქვათ, სხეულის საპასუხო რეაქციაა გადატანილ შოკურ მდგომარეობაზე. -მე რით შემიძლია დაგეხმაროთ? -მასაჟისტი გვჭირდება,-მოუჭრა ნათიამ. კოვალენკომ მშვიდად გაიღიმა. თითები ბარის დახლზე შემოაწყო და რიტმულად ააკაკუნა. -არა მგონია მასაჟისტად გამოვდგე. -ჩვენ ძალიან კარგად ვიცით თქვენი შესაძლებლობების შესახებ. საქართველოში და არამარტო საქართველოში, ერთადერთი ადამიანი ხართ, რომელიც მის დახმარებას შეძლებს. -დაგეხმარებით, მაგრამ სხვაგვარად. იმ იაპონური კლუბის კოორდინატებს მოგცემთ, სადაც მე გავიარე პრაქტიკები. იქაური მომსახურე პერსონალი თავისი საქმის პროფესიაონლია. ფინანსურად... -არა. მომისმინეთ,-მტკიცე ხმით გააწყვეტინა ნათიამ- ჩვენ მხოლოდ თქვენი დახმარება გვჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩემი კლიენტი იაპონიაში გაივლიდა მკურნალობის კურსს. ასე, რომ არანაირი კოორდინატები საჭირო არ არის. მე კონტრაქტი მზად მაქვს. თქვენი ხელმოწერა მჭირდება. მაგრამ მანამდე ორი საკითხი გვაქვს გასარკვევი. -კარგით, გისმენთ,-დიანამ დანებდა. -კონტრაქტი ექვსი თვის განმავლობაში ინარჩუნებს ვარგისიანობას. ამ დროის განმავლობაში, ყოველთვიურად საკმაოდ სოლიდური თანხა ჩაირიცხება თქვენს ანგარიშზე. -რა თანხაზეა საუბარი?-კოვალენკომ ფეხი ფეხზე გადაიდო და მეტად საქმიან ნათიას ცერად გამოხედა. - ერთი ვარჯიში 5 000 ამერიკული დოლარი. შეხვედრის დროზე, ადგილსა და ხანგრძლივობაზე თქვენი თანხმობის შემდეგ ვისაუბრებთ. დიანამ გაოცების დასამალად თავი დახარა და წინ ჩამოყრილი თმა უკან გადაიყარა. -გასაგებია, მაგრამ თქვენი კლიენტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მჭირდება. ნათიამ ჩანთიდან თხელი საქაღალდე ამოაძვრინა და კოვალენკოს გაუწოდა. -ინებეთ,- მუჯირის ხმაში თავაზიანობა იგრძნობოდა. დიანამ ფრთხილად გადაშალა საქაღალდე. -ჩემი კლიენტი უკარინაში მოღვაწე პილიტიკოსია, თარაშ კოდუა. თარაშ კოდუა...დიანას ეცნობოდა ეს სახელი და გვარი. -შეიძლება გაგიგიათ კიდეც მის შესახებ,-დასძინა ნათიამ. -ეხლა საქართველოშია?-ქაღალდებიდან თავის აუღებლად იკითხა დიანამ. -დიახ. საქართველოშია. კიდევ 10 წუთი იქექებიდა კოვალენკო პოლიტიკოს კოდუას საქაღალდეში. ბოლოს ისევ ნათიას გაუწოდა, ვისკი მოსვა და მარცხენა მაჯაზე შებნეულ საათს დახედა. დრო რვა საათსა და ცამეტ წუთს აჩვენებდა. -მოსაფიქრებლად დრო მააქვს? -არა, სამწუხაროდ რეაბილიტაციის კურსი 3 დღეში უნდა დავიწყოთ. დიანამ მიხვდა, რომ მის ერთფეროვან ცხოვრებას მარტივად შეელეოდა. -მოვაწერ ხელს,-კოვალენკოს ხმაში გამოწვევა იგრძნობოდა. -მიხარია,-პირველად გაიღიმა ნათიამ და ამჯერად ჩანთიდან შედარებით მსხვილი კონტრაქტი ამოიღო- ექვსი თვის მანძილზე, კვირაში სამჯერ გექნებათ შეხვედრა. ორიდან სამ საათამდე. გააჩნია საჭიროებას. -გასაგებია. -დეტალურ ინფორმაციას იმეილზე გადმოგიგზავნით,-ნათიამ ღიმილით დატოვა კლუბი. *** თხუმთმეტ წუთში სავარჯიშოდ მზად იყო. ერთიანი საცურაო კოსტიუმით გადაეშვა ცივ წყალში. არ არსებობდა მიზეზი, რის გამოც დიანა ცურვაზე უარს იტყოდა. ახლაც კი, ასეთი დამღლელი და ყოვლად მოულოდნელი შეხვედრის შემდეგ, ცურვა ერთადერთი საშუალება იყო, რითაც კოვალენკო დამშვიდებასა და მოდუნებას მოახერხედა. კიდურების რიტმული მოძრაობა, წყლის მსუბუქ ტალღებთან შეჯახება, ღრმა ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა დიანას გონებას ყველანაირი ფიქრისგან წმენდდა. საათ-ნახევარში ერთიანად დამშვდებული და კონცენტრირებული დიანა მანქანაში მოთავსდა. სპორტული ჩანთიდან მობიულური ამოიღო და ნაცნობი ნომერი სწრაფად აკრიფა. -დინ? ვარჯიშზე არ უნდა იყო?-მაქსის ხმაში აღელვება იგრძნობოდა. -ადრე დავამთავრე მაქს. რაღაც უნდა გითხრა. -ხომ მშვიდობაა, დიანა? -კი. ახლა სახლში მივდივარ, შენც გელოდები,-კოვალენკომ მობილური ხმამაღალი საუბრის რეჟიმზე გადაიყვანა და მანქანა დაძრა. -თერთმეტისკენ მოვალ, სხდომა მაქვს ოც წუთში. -კარგი, ქეთო დღეს ჩემთან რჩება,-ნელა შეაპარა დიანამ. -ახლა რატომ ვიგებ ამას?-ხმა გაუმკაცრდა მაქსიმეს. -მაქსიმე, ქეთევანზე სახლში ვისაუბრებთ,-მკაცრადვე გააწყეტინა გოგონამ. -კარგი,-ამოიოხრა პირველმა და კავშირიც გაწყდა. ოჯახური ვახშამი -რა სუნია, ქეთევან?-სახლის კარების შეღებისთანავე შეჭმუხნა ცხვირი-რა გააკეთე? სწრაფად დაიძრა სამზარეულოსკენ. იქ მოფუსფუსე პირველის დანახვისას სახე გაუბრწყინდა. - ბევრი ვერაფერი,-წარბები შეყარა ქეთომ და ბლენდერი აახმაურა. -კარგი, რისი გაკეთება გინდოდა?-სიცილით აუჩეჩა კოვალენკომ თმა და არეულ-დარეულ სამზარეულოს თვალი მოავლო. -სტეიკის შეწვა მინდოდა, გარნირად ვერაფერი მოვიფიქრე,-ნახევრად ჩამოშლილ, მოკლე თმაზე გაისვა ხელი-მაგრამ დავგუგლე. მოკლე შორტების უკანა ჯიბიდან მობილური ამოაძვრინა და დიანას გახსნილი გვერდი დაანახვა. -მგონი მწვანე ბარდა მოუხდება, აი აქ წერია,-აციმციმებული თვალები შეანათა ახარხარებულ დიანას-რატომ დამცინი, დინ? -ვაიმე რა საყვარელი ხარ, ქეთო,-ლოყებდაბუშტულ ბიძაშილს მოეხვია და გაბუტულ სახეზე აკოცა-ერთად მოვამზადოთ ნახევრად უმი სტეიკი, გარნირად კი მოთუშული მწვანე ბარდა დავაყოლოთ ნიგვიზით. -აუ მე რომ უკვე მშია?-სახე მოექუფრა ქეთევანს და მუცელზე მოისვა ხელი. -ხოდა თუ არ დამეხმარები ვერც ვერაფერს შეჭამ,-შეუბღვირა დიანამ და საყინულიდან ძროხის ხორცის დაბეგვილი სამი ნაჭერი გამოიღო-მაქსიმეც მოვა და ერთად ვივხშმებთ. -აუ მართლა?-გაუხარდა ქეთოს და ბლენდერი გაუგებარი მასისგან გამოათავისუფლა. -ხო, მოვა,-თავზე აკოცა დიანამ და ღუმელი ჩართო. **** თერთმეტს ათი წუთი აკლდა, კოვალენკოს სახლის კარებზე ზარმა რომ დარეკა. -გავაღებ,- დაიძახა ქეთევანმა და შემოსასვლელისკენ ფეხშიშველა გაფრატუნდა. კარებში მაქსი იდგა. პირველმა შვილის დანახვისას ნაღვლიანად გაიღიმა. -შემოდი,-განზე გადგა ქეთო და თავი ნერვიულად გადააქნია. მაქმსა ჯიბეებიდან ხელები ამოიოღო და ერთ ადგილზე აწრიალებული ქეთევანისკენ წავიდა. წამში მოიქცია სიფრიფანა გოგონა თავის ფართე მკლავებში და თავზე აკოცა. ქეთევანმა აცრემლებული თვალებით ახედა მაქსს. გაკნაჭული ხელები მუცელზე შემოჰხვია და მკერდზე მიეკრა. -ფეხშიშველა რატომ ხარ?-დუმილი მაქსის მკაცრმა ხმამ დაარღვია და უკვე მოცინარ ქეთევანს ზემოდან დახედა. -მომენატრე, მა,-უთხრა ქეთომ. ფეხისწვერებზე აიწია და ამჯერად კისერზე შემოეხვია მაქსს-აღარ მეჩხუბო ხოლმე, რა... -ოხ, ქეთო,-დაბალ ხმაზე ჩაიცინა პირველმა და ქალიშვილი ხელში აიტაცა. -დამსვი!-აწიკვინდა ქეთო და მოხარხარე მაქსს თმა მოქაჩა-მაქს! კაი რა... -ღირსი ხარ ქალბატონო,-ლოყაზე აკოცა მაქსმა და მოცინარ დიანას თვალი ჩაუკრა-დინ! -რახან თქვენ შერიგდით!-თვალები გადაატრიალა დიანამ-დასვი, მაქს, თორემ მშიერი დარჩები. -ეე, მაშანტაჟებ?-თვალები მოწკურა მაქსმა და მხარზე გადაკიდებულ ქეთოს ზურგზე მოეფერა. -დამსვამ თუ არა?!-წამოიკნავლა ქეთომ და ხელები უღონოდ ააფართხალა-გავლუჯრდი! მაქმსა წამში ჩამოსვა და გაფითრებული გოგონას შიშით დააცქერდა. -ჩემო ლამაზო, ცუდად ხარ?-ქეთოს პატარა სახე ფართე ხელებში მოიქცია და ლოყებზე აკოცა. -არა, კარგად ვარ. საერთოდ, დინკას ვეხმარებოდი და ხელი შემიშალე,-გაუბრაზდა ქეთო და სამზარეულოსკენ წავიდა. -დინ, მატყუებს ქეთო...-ბოხი, ხრინწიანი ხმით აცნობა მოტრიალე დიანას მაქსმა. მაგიდას მიეყუდა და ხელები გულზე დაიკრიფა. ღუმელს მიშტერებულმა ქეთომ დინჯად მოღიმარ მაქსს გამოხედა და ენა გამოუყო. -სულაც არა მაქს,-თვალი ჩაუკრა დიანამ პირველს-დღეს ქეთოს შეკმაზული სტეიკით ვივახშმებთ. დასტურად ქეთომ ოხშივარავარდნილი, წითელ ღვინოში შემწვარი ხორცი სამივე თეფშზე დააწყო და ნიგვზიანი ბარდა ლამაზად გაანაწილა. -შოკოლადიანი კრეპებიც მე გავაკეთე, ხო დინ? უთხარი მამას,-ამაყად გაიჯგიმა ქეთო და განათებულ აივანზე ღვინის ბოკლები გაიტანა. -ანუ მზარეულობას სწავლობ, მა?-ჩაიხუტა გოგონა. -ხო, და დაგაპურებ ხოლმე,-თვითკმაყოფილმა ქეთომ ეშმაკურად გაიღიმა-იმედი მაქვს მერე აღარ მეწუწუნები. -ჩემი ანგელოზი,-შუბლზე აკოცა მაქსმა მასზე ორი თავით დაბალ ქეთევანს-მეორე ანგელოზი რატომ არ მოდის ჩემთან? დიანამ თეფშები აივანზე მდგომ მაგიდაზე დააწყო და მაქსს ლოყაზე აკოცა. -ახლა მაქსიმე გასინჯავს ჩემს გაკეთებულს,-ქეთომ ხელი ჩასჭიდა მაქსს და აივანზე გაიყვანა. -შენ ღვინოს არ დალევ,-მკაცრად უთხრა პირველმა ქეთევანს. -მაქს, ცოტას დალევს,-დიანამ დინჯად გააწვეტინა მაქსს. -დი, შეტევა ჰქონდა ახლახანს!-ხრინწი შეეპარა მაქსიმეს უფრო გამკაცრებულ ხმას. ჯიბიდან სიგარეტის კოლოფი ამოიღო, მაგრამ უკანვე ჩაიბრუნა. -კარგი, არ დავლევ,-თვალები გადაატრიალა ქეთომ და ხორცის ნაჭერი პირისკენ გააქანა. მაქსმა მაცვრიდან კოლას შუშის ბოთლი გამოიღო, თავსახური ხელით მოხსნა და აკისკისებულ ქალიშვილს წინ დაუდგა. -დიდი პატივია, ბატონო მაქსიმე, -თავი დაუხარა ქეთომ და აშუშხუნებული სითხე ბოთლიდანვე მოსვა. -არაფრის ქალბატონო,-თვალი ჩაუკრა მაქსმა გოგონას და შუბლზე აკოცა,-ეხლა მა, დიანას მოვუსმენთ. -რამე ხდება?-წარბები შეყარა ქეთევანმა და მოკლე თმა ყურებზე გადაიწია. -დღეს კონტრაქტი გავაფორმე უკრაინაში მოღვაწე პოლიტიკოსთან, რომელსაც მკურნალობის ექვს თვიან კურსს ჩავუტარებ. ავარიის შედეგად განცდილი შოკური მდგომარეობის გამო მას გავლა აღარ შეუძლია. ჩემი, ისევე როგორც მისი სხვა ექიმების მიზანი მისი ფეხზე დაყენებაა. მაქსიმე დაძაბული მზერით გაჰყურებდა ღამის თბილისის პანორამას. დიანამ მშვიდად გადახედა დაბნეულ ქეთოს. თვალი ჩაუკრა და ჩაციებული ღვინო ერთ ყუპად მოსვა. -სახელი?-მოხარხარე მაქსიმესგან აღარაფერი დარჩენილიყო. მის ლამაზი და გამოყვანილი ნაკვთები შეუმჩნეველ ნერვიულობას გადაეფარა. -თარაშ კოდუა,-მჟღერი ხმით წარმოთქვა დიანამ. ფეხზე წამოდგა და ქეთოს დახედა-წამოდი, დესერტი გამოვიტანოთ. ქეთოს სხარტად წამოდგა ფეხზე და უფროს ბიძაშვილს მიჰყვა უკან. -მაცივრიდან ნაყინი გამოიღე,-ხმადაბლა თქვა დიანამ. -ვანილის, შოკოლადის, თუ მარწყვის? -მეც და მაქსსაც ვანილის. შენთვის რომელიც გინდა, ის ამოირჩიე. ქეთომაც ენის წკლაპუნით გამოიღო ვანილის ნაყინის დიდი შეკვრა და ჩაფიქრებულ დიანას მალულად გადახედა. -მეც ვანილისას შევჭამ,-მისი სიტყვების დიანას არ გაუგონია-დი, რაიმე ხდება? ქეთომ შოკოლადგადახვეული კრეპებს ნაყინის სამ-სამი ბურთულა შემოუწყო. -არაფერი, ქეთ,-გაუღიმა დიანამ და ორი თეფშს მოჰკიდა ხელი. აივანზე გასული ქეთო ჩაფიქრებულ მაქსს მუხლებზე ჩამოუჯდა და ლოყაზე აკოცა. -მოწიე, მააქს?-ცხვირი აიბზუა ქეთომ. -ხო, ძაან გაწუხებს?- თვალებით გაუღიმა პირველმა ქალიშვილს და წვრილ წელზე ცალი ხელები შემოჰხვია. -ნწუ, გაგივიდა უკვე,-თმა ყურებზე გადაიწია და დიანას შემოტანილ კრეპებს დახედა-მაქსი მაჭმევს! დიანამ ღიმილით შეხედა გამხიარულებულ მამა-შვილს და ქეთოს გულში მადლობაც გადაუხადა. მაქსმა მარცხენა ხელით კოვზი მიუტანა პირთან. -მმმ, რა გემრიელია! დაილოცოს ჩემი ხელები,-წაიმღერა ქეთომ და თითები აათამაშა. -კარგი, მა, ამდენს ნუ მაცინებ,-მაქსმა ატკივებულ მუცელზე ხელი მიიჭირა. -ქეთ, მგონი შენი მობილური რეკავს,-დიანამ განათებული მობილური ბრმად გაუწოდა ქეთას. ქეთას მოცინარი სახე წამში აელეწა შემოსული ნომრის დანახვისას. მაქსმა თავი გაატრიალა და ქეთოს წელზე შემოხვეული ხელი მეტად მოუჭირა. გოგონამ სხარტად გათიშა მობილური და პატარა მტევნები მოშიშვლებულ მუხლებზე დაიწყო. -საბა იყო, ქეთო?-ღიმილით იკითხა დიანამ და მაქსის ამღვრეულ მზერას თვალები გაუსწორა. ქეთამ კი დანამული თვალები მაქსს შეანათა. - შენი ძილის დროა, ქეთო,-მაქსმა თავზე აკოცა ქეთას და მშვიდად გაუღიმა. გოგონა ნელა ჩამოხტა მაქსის მუხლებიდან, გაბრაზებულ დიანას ლოყაზე აკოცა და საძინებლისკენ გალასლასდა. პირველმა ხელახლა შეავსო ბოკლები წითელი ღვინით. -მაქს, დღეს ქეთას ველაპარაკე,-წყნარად დაიწყო დიანამ-საბაზე მომიყვა. -არ მინდა ჩემი 16 წლის ქალიშვილი საბა ოშხარელს ხვდებოდეს!-კბილებს შორის გამოსცრა მაქსმა. დიანა მაქსს გვერდით მიუჯდა და თავი მხარზე ჩამოადო. -ცუდი უპოვნე?-თითქმის ჩურჩულით თქვა კოვალენკომ. -არა, არა,-ამოიოხრა მაქსმა-წესიერი ბიჭია, სწავლობს, თან წყალბურთს აწვება. ადრე მამამისსაც შევხვედრივარ. მოკლედ კარგი ოჯახის კარგი შვილია. -ქეთოს ჯანმრთელობაზე ნერვიულობ,-დასკვნა დიანამ. მაქსმა უსიტყვოდ შემოჰხვია კოვალენკოს მკლავები. -მეშინია...ერთ კვირაში ხდება 17 წლის. ძალიან პატარაა, დინ. მეშინია, რომ გული ეტკინება. ხომ იცი, მარტო მე და შენ ვყავართ, მხოლოდ ჩვენ შემოგვყურებს, ჩვენით უხარია, ჩვენგან სწყინს, ჩვენ ვუყვარვართ. ახლა კი, ახალი ადამიანი გამოჩნდა მის ცხოვრებაში. მას უნდა შეეჩვიოს, დაუახლოვდეს, საერთო ენა გამონახოს. მერე, ალბათ შეუყვარდება...უფრო ხშირად და ადვილად ეწყინება საბასგან, ვიდრე ჩვენგან... მითუმეტეს, რომ რთული ხასიათი აქვს და სიახლეს ძნელად ეგუება. -ეს გარდაუვალია, მაქს. ქეთოს ეს ეტაპი ადრე, თუ გვიან უნდა გაევლო. შენ კი გადაწყვეტილების თავისუფლად მიღების საშუალება უნდა მისცე. წინააღმდეგ შემთხვევაში, გაუჭირდება. თავის ნებაზე მიუშვი, ცხოვრებას გემო გაუსინჯოს. არ უნდა იყოს ჩაკეტილი ბავშვი იმიტომ, რომ დედა არ ჰყოლია. იმიტომ, რომ ასთმა აქვს და ამით სხვებისგან განსხვავდება. შენი გადამეტებული მზრუნველობა დიდ ბარიერს ქმნის საზოგადოებასა და თავად, ქეთოს შორის. ანგელოზივით გოგონაა, ულამაზესი. ქუჩაში კი თვალს, რომ გააყოლებენ, ჰგონია, რომ ზურგზე დიდი შრიფტით აწერია ის, რომ უდედოდ გაიზარდა, ან ის, რომ ასთმითაა დაავადებული. მიენდე ქეთოს. ცუდს არაფერს გააკეთებს. თან საბა კარგი ბიჭია. არ მგონია ქეთოზე უარყოფითი გავლენა იქონიოს. პირიქით, მასთან ურთიერთობა ქეთოს სულ სხვანაირს გახდის. გამოიყვანს იმ ნაჭუჭიდან, აქამდე, რომ ვერ გამოგვყავდა. -მართალი ხარ,-ამოიოხრა მაქსმა-ჯობს ცოტათი მოვლბე. დიანამ გაიღიმა და ღვინის ბოკალი ტუჩებთან მიიტანა. -ახლა კი შენზე ვისაუბროთ, ქალბატონო,-კოვალენკომ ტუჩებთან მიტანილი ბოკალი მაგიდაზე დააბრუნა. -ვიცნობ თარაშ კოდუას,-სიგარეტის ღერს მოუკიდა. -მართლა?-გაუკვირდა დიანას-აქამდე არასდროს გიხსენებია. -შენც იცნობ, დინ,-ნიკოტინი ღრმად ჩაუშვა ფილტვებში. -არა, სახელი კი მეცნობოდა, მაგრამ ვიცნობ?-წარბები შეყარა დიანამ და ფეხზე წამოდგა. -მეთერთმეტე კლასში იყავი, მე, შენ და დაჩი ერაძე საფრანგეთში გავფრინდით. ივლისი იყო, დინ. დაჩის ბიძაშვილი მორაგბე იყო. მაგ გუნდში თამაშობდა თარაშიც. კარგად მახსოვს, ინგლისელებს მაგრად გადაუარეს,-ამის გახსნებამ მაქსის ტუჩებს ღიმილი მოჰგვარა-გამარჯვებას აღნიშნავდნენ ბიჭები და ჩვენც დაგვპატიჟეს. არ გახსოვს, დინ? თეთრი, გრძელი სარაფანი გეცვა. მაშინ თმა წელმდე გწვდებოდა. -კი, მახსოვს,-დიანას კუპრივით შავი თვალები მლაშე სითხით დაიფარა-ვიოლეტასნაირი კაბა მეცვა. ვგიჟდებოდი მაგ კაბაზე. ასე მეგონა, რომ დედას ვგავდი. -ჩემი ლამაზი გოგო,-აივნის მოაჯირს მიყუდებულ დიანას მიუახლოვდა მაქსიმე და მძლავრად ჩაიკრა გულში-არ იტირო ახლა, არ გამაბრაზო. -არა. გააგრძელე აბა,-დაიჩურჩულა დიანამ და პატარა ცხვირს ხელის ზურგი აუსვა. -მეორე დღესაც ვნახეთ ბიჭები. საღამოს უკვე ავსტრიაში დაგაზეს. -მოიცა, ანუ თარაში მორაგბე იყო?-ცრემლიანი წამწამები დააფახულა დიანამ. -პროფესიონალი. თუმცა სამი წლის წინანდელმა ფეხის ტრამვამ რაგბს სულ ჩამოაშორა. პოლიტიკაში თუ წავიდოდა რას ვიფიქრებდი. -ჰო, და ახლა ჩემი სამკურნალოა თარაშ კოდუა,-გაიღიმა დიანამ. -საფრანგეთში ეგ ტიპი ცუდად გიყურებდა. შენი მოძებნა და ასეთი დაჟინებული თხოვნა მკურნალობის კურსის ჩატარებაზე, არ მომწონს. იცის ვინც ხარ, ალბათ ახსოვხარ კიდეც. ტყუილად არ მოგძებნიდა. -იმედი მაქვს, შენთან კამათი ამ საკითხზე არ დამჭირდება,-დიანას დანამულ თვალებს სიმკაცრე შეეპარა. -იმედი მაქვს, თარაშ კოდუას არაფერი შეეშლება,-თბილად გაიღიმა მაქსმა და შუბლზე აკოცა გაბუსხულ კოვალენკოს-წადი დაიძინე შენც. -შენ წახვალ? -კი, წავალ. ქეთოს როდის დააბრუნებ? -როცა მოუნდება დაბრუნდება,-თვალი ჩაუკრა დიანამ და თეფშები ჭურჭლის სარეცხ მანქანაში ჩააწყო. მაქსი დიანას ოთახისკენ წავიდა. უზარმაზარი საწოლზე ეძინა ქეთოს. პირველმა ფრთხილად აიყვანა გოგონა ხელში, საბანი გადასწია და ისე დააწვინა ერთადერთი ქალიშვილი. ქეთომ უმალ გაახილა თვალები. მაქსს გაუღიმა. -ჩემო ანგელოზო, ჩემო ერთადერთო, ხომ არ მიბრაზდები, რომ გაბრაზებ ხოლმე, მა?-ეჩურჩულებოდა მაქსი და გოგონას მოკლე თმაზე ეფერებოდა-ხომ იცი ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარხარ. ჩემი ერთადერთი ხარ, მა. -ვიცი და მეც,-გაუგებრად დაუჩურჩულა ქეთომ და ძილმორეულს თვალები მიელულა. -წამალი დალიე, მა? ქეთომ უხმოდ დაუქნია თავი და ბალიშს თხელი მკლავები შემოჰხვია. მაქსმა კიდევ ერთხელ აკოცა ქეთოს თავზე და ოთახი დატოვა. რვა წლის შემდეგ შუა ლექციის დროს დიანას მობილური აწკრიალდა. კოვალენკომ წარბები შეყარა და უკმაყოფილოდ დააცქერდა ეკრანს. ინტერესისგან თვალებგაფართოებულ სტუდენტებს გადახედა, ბოდიში მოიხადა და ნათია მუჯირს უპასუხა. -გისმენ, ნათია,-კოვალენკოს მტკიცე ხმა ჰქონდა. -უკაცრავად, დიანა, თუ ცუდ დროს გირეკავთ,-არც ნათიას საუბრის ტონი ჩამორჩებოდა დიანასას. -არაუშავს. კოორდინატების გაგების მიზნით მეც ვგეგმავდი შენთან დაკავშირებას. -მაშ, კარგი. დიანა, ხვალ შუადღის 2 საათზე თქვენი კორპუსის წინ მანქანა გაჩერდება. ის მოგემსახურებათ. -მომსახურებას არ ვსაჭიროებ,-უხეშად უარყო ნათიას წინადადება-მისამართი მითხარით და თავად მოვაგნებ თქვენამდე გზას. -თქვენს მიერ ხელმოწერილ კონტრაქტში ნათლად წერია, რომ მანქანა მოგემსახურებოდათ. თუ რომელიმე პუნქტი არ დაგაკმაყოფილებდათ, -კარგით, გასაგებია,-მოლბა დიანა. თვალები დახუჭა და ღრმად ამოიოხრა-იყოს ასე. ხვალ 2 საათზე. -დიახ, დიანა. გელოდებით,-დამთბარი ხმით დაემშვიდობა მუჯირი კოვალენკოს. დიანამ ყურებდაცქვეტილ სტუდენტებს მკაცრად მოავლო მზერა და ლექცია გააგრძელა. *** ვარდისფერ კლასიკურ შარვალსა და თეთრ შიფონის ბლუზაში გამოეწყო დიანა. მოთეთრო გრძელი თმა მხრებზე დაყროდა. გარუჯული მაღალი კისერი შველივით მოეღერებინა. შავი თვალებიდან გადმომდინარე მტკიცე სხივი კი უმაკიაჟო სახეს ბრწყინვალებას სძენდა. -აი მოგიტანე,-გარდერობ-ოთახიდან გამომავალ ქეთოს შავი სპორტული ფეხსაცმელი ეჭირა. -მადლობა, ძვირფასო,-ლოყაზე აკოცა დიანამ სამზადისით აღფრთოვანებულ ქეთოს. შავი სპორტული შარვალი, მაისური და ფეხსაცმელები ჩანთაში ჩაილაგა. ერთი წყვილი საცვლები გარეთა სათავსოში ჩაჩურთა. მობილურს ხელი დასტაცა და ქეთოს მიუბრუნდა. -მე წავედი, ჭკვიანად იცოდე,-თითი დაუქნია დიანამ და მაღალქუსლინი ფეხსაცმლის წკარუნით მიუახლოვდა შემოსასვლელს. -კაი, დინ. უი, საბამ მითხრა მოგაკითხავ და ვარჯიშზე წაგიყვანო,-ტუჩის კვნეტით ჩამოეკიდა ქეთო კარების სახელურს. -okey, ბევრი არ იცელქო. წამლები დალიე და ინჰალატორის წაღებაც არ დაგავიწყდეს,-გაუღიმა კოვალენკომ და გაბრწყინებულ ქეთოს ლოყაზე აკოცა-წავედი. *** თავაწეულმა დიანამ ამაყად დატოვა სარკეებიანი ლიფტის კაბინა. სადარბაზოდან გამოსვლისას ეზო შეათვალიერა. შავი, მბზინვარე გელენვაგენის წინ მხარბეჭიანი, საკმაოდ სიმპათიური ახალგაზრდა კაცი იცდიდა. კოვალენკო მისკენ გაემართა. -გამარჯობა, ქალბატონო დიანა,-თავაზიანად მიესალმა ნაცრისფერ შარვალ-კოსტიუმში გამოწკეპილი მამაკაცი-გთხოვთ, დაბრძანდით. იცნო დიანა. -გამარჯობა,-ნაზი ღიმილით მიესალმა კოვალენკო და უკანა სავარძელზე მოთავსდა. სიმპათიურმა მძღოლმა ლამაზი მიხვრა-მოხვრით შემოურა ავტომობილს და საჭეს მიუჯდა. -ქალბატონო დიანა, მე ლევანი მქვია. დღეიდან მე მოგემსახურებით,-ცისფერი თვალებით გაუღიმა ლევანმა დიანას. -სასიამოვნოა, ლევან. გთხოვ, ქალბატონოს გარეშე,-კატეგორიულობა იგრძნობოდა ქერათმიანის ხმაში. -როგორც გენებოთ,-წინა სარკიდან გამოხედა ლევანმა ქერა ლამაზმანს. დანარჩენი გზა მდუმარედ გალიეს. ლევანმა გელენვაგენი ვერიდან წყნეთის გზატკეცილზე გადაიყვანა. მაშინ, როდესაც დიანა სასწაულად მაღალანაზღაურებად სამსახურს დათანხმდა, თარაშ კოდუას ფინანსურ მდგომარეობაზე მკვეთრი შეხედულებები ჩამოუყალიბდა. კოვალენკოს მოლოდინი გაუმართლდა. გელენვაგენი მდიდრული აგარაკის ფართე ეზოში შევიდა. ლევანმა ავტომობილი სამსართულიანი სახლის წინ გააჩერა. ისევ ისეთი სიმკვირცხლით შემოურბინა მანქანას და დიანას კარები გრაციუზულად გამოუღო. ხელიც კი შესთავაზა. დიანამ მის გამოწვდილ ხელს დახედა. ღიმილით ანიშნა, „საჭირო არ არისო“ და ლამაზი, მოკლე ნაბიჯებით მიუახლოვდა სახლს. რკინის ორფრთიან კარებთან ლევანის მსგავს კოსტიუმებში გამოწკეპილი ორი სიმპათიური მამაკაცი იდგა. ერთერთმა ქერა ლამაზმანს ზრდილობიანად გაუღიმა და თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილ, ფეშენებელურ მისაღებში შეუძღვა. არსაიდან გამოჩნდა ნათია მუჯირი. -სასიამოვნოა თქვენი ხილვა, დიანა,-ღიმილით ჩამოართვა ხელი ნათიამ კოვალენკოს. -ჩემთვისაც, ნათია,-თავი დაუკრა დიანამ-იმედი მაქვს მალე შევხვდები თარაშ კოდუას. - თარაში გელოდებათ. -ვინაიდან თარაშს გადაადგილება ჯერ-ჯერობით უჭირს, მისი სამუშაო და საცხოვრებელი ფლიგელი ამ სახლში გავაერთიანეთ. ძირითადად პირველ სართულზე ცხოვრობს, თუმცა სურვილისამებრ შეუძლია მეორე და მესამე სართულების მონახულება, ლიფტის დახმარებით. ნათიამ გრძელი დერეფნის ბოლოში დატანილი მუქი წითელი კარები შეაღო და დიანას ხელით ანიშნა. -შებრძანით. დიანამ ამაყი მზერით გადააბიჯა კარების ზღურბლს. ნახევრად დაბნელებული კაბინეტის ოთხივე კედელი წიგნების თაროებს წარმოადგენდა. წინა კედელზე ორი, თითქმის იატაკამდე დაშვებული ფანჯარა იყო დატანილი. მათ შუა კი მასიური ბუხარი ჩაეშენებინათ. ბუხრის წინ ფართე, მუქი შოკოლადისფერი ხის სამუშაო მაგიდა იდგა. მთელი ოთახი მუქ წითელსა და შოკოლოდასფერში იყო გადაწყვეტილი. მეტად პრეტენზიული გემოვნების მქონე დიანაც კი განაცვიფრა ამ მეტად დახვეწილი, ფაქიზი და ჰაეროვანი სტილის ჰარმონიულმა შერწყმამ. წამში გაიღო ერთ-ერთი კარები. ეტლი ნელა გამოცურდა წითელი ხის იატაკზე. დიანას ჟრუანტელმა დაუარა თარაშის დანახვისას. თურმე ახსოვდა თარაში. რვა წლის წინ თარაშის დანახვისას გული, რომ აუფართხალდა, ის ფართხალიც კი მთელი სიზუსტით გაახსენდა. საერთოდ არ შეცვლილიყო თარაში. ისევ ისეთი ამაღელვებელი და მომაჯადოებელი ღიმილი ჰქონდა. შეიძლება უფრო მეტადაც, კი. -დიანა,-ხრინწიანმა, ბოხმა და დიანასთვის მეტად მეტყველმა ხმამ წიგნებიან კედლებს შემოურბინა. თაროები, სქელი ხალიჩები და მაღალი ჭერი კარგ აკუსტიკად ქმნიდა. დიანას გული ყელში უცემდა. აცახცახებული თითები უკან წაიღო და ერთმანეთს გადააჭდო. -თარაშ,-თარაშმა იგრძნო ლამაზმანის მოჩვენებით სიმტკიცეს ამოფარებული ნერვიულობა. მონატრებია. ნათიას თავით ანიშნა და მანაც წამში დატოვა კაბინეტი. მარტო დარჩნენ. დიანა მარტო დარჩა თარაშ კოდუასთან. თარაში ქვემოდან შესცქეროდა მაღალ, მოხდენილ სხეულს. უკვე დაქალებულ დიანას. მაგრამ ისევ ისეთს. რვა წლის წინანდელს. -არ მეგონა თუ მახსოვდი,-გულწრფელად უთხრა დიანამ და ვარდისფერი ტუჩებით ნერვიულად გაუღიმა. -ვერ დაგავიწყდებოდი,-სიმტკიცე იგრძნობოდა თარაშის ჯერ კიდევ თბილ ხმაში. -როგორც ჩანს,-ამიოხრა დიანამ და წინ ჩამოშლილი თმა ყურზე გადაიწია. თარაში ყურადღებით დააკვირდა კოვალენკოს მოქმედებას. შეამჩნია, თმა უფრო გათეთრებოდა ლამაზმანს. -არ დავიწყოთ?-დაბნეულად იკითხა დიანამ. თარაშმა უხმოდ დაუქნია თავი. ძლიერი, ბურთის შეხებას მონატრებული ხელები მშვიდად ააკაკუნა. *** თარაშ კოდუა სამედიცინო საწოლზე იწვა. მკვეთრი განათება ნახევრად შიშველ სხეულს, კიდევ უფრო აშიშვლებდა. თეთრი სხივები კი თარაშის ოცდათორმეტ წლიანი ნავსაყუდლის საიდუმლოებებს ამზეურებდა. თარშას არ რცხვენოდა. მაგრამ სარივით დაჭიმული დიანას დაძაბულობა დაუდგრომელი იმპულსების სუდარად ეხვეოდა კოდუასაც. -დიანა,-რბილად დაიწყო თარაშმა. ქალის დამშვიდება სუნთქვასავით სჭირდებოდა-შენს წინაშე მკვდარი, დაუძლურებული, უსარგებლო კიდურებით ვწევარ. თუმცა ჩემს სხეულს ჯერ ის სიძლიერე არ დაუკარგავს ამდენი წლის განმავლობაში, რომ მაცოცხლებდა. მჭირდები. აქ ხელების ფათურისთვის არ მომიყვანიხარ. შენგან სულ სხვას ვითხოვ. დიანა, შენი შინაგანი სიძლიერე ხელებით უნდა გადმოსდო ამ სიცოცხლის მოყვარულ ფეხებს. შენს საარსებო წყაროს გთხოვ, დიანა. შენი ორგანიზმის სითბოს გთხოვ. ის დაფარული, საიდუმლო ენერგია უნდა მომცე, შენს გამოწრთობილ კუნთებს, აქამდე რომ არ უგრძვნია. მინდა ეს პროცესი მარტო მე არ მეტკინოს, დიანა. მინდა ჩემს დაუძლურებულ სხეულთან გატარებული ორი საათი, ორ საუკუნედ მოგეჩვენოს. მერე კი ცრემლებამდე გტკიოდეს შენივე გათანგული სხეულის დაუძლურება. შენგან ჯადოქრობას ვითხოვ, დიანა. შენ მჭირდები, რომ ისევ ვიგრძნო. შენ უნდა დამაბრუნო, დიანა. მერე კი, როდესაც ფეხზე დადგომას შევძლებ, მინდა ჩემს გაცოცხლებულ კანში, სისხლში, მყესებში, კუნთებში შენს ძალას ვგრძნობდე. უნდა მეყო, დიანა. შენსა და ჩემს სხეულს უნდა გვეყო. დიანაში კარები ფართედ გააღო თარაშმა. წყალი, ბურთი და ბევრი ბიჭი ო,როგო ნერვიულობდა... სააბაზანოს კარები გამოაღო. სარკეში ჩაიხედა. მოკლე თმა კიდევ ერთხელ გაისწორა და ტუალეტის მაგიდის უჯრები გამოიღო. სერიოზულად დინკა?! -უკმაყოფილოდ შეჭმუხნა ცხვირი. თვალის ფუნჯების, ფანქრებისა და საღებავების კალათას გულგრილად აუარა გვერდი. ტუჩსაცხების ტუბები პატარა თითებით გადაქექა. თავისი ტუჩების ფერის შესამოწმებლად ზევით აიხედა და არჩეული მუქი ვარდსიფერი საცხი ფრთხილად გადაისვა ბაგეებზე. სააბაზანოდან სამზარეულოში გავიდა. მაცივრიდან წყლის ბოთლი გამოიღო და ბოლომდე ჩაცალა. დიდ აივანს წრე დაარტყა, მერე კი მოუთმენლად გადაეყუდა რკინის მოაჯირს. ზუსტად იმ წუთას ახლადაშენებული კორპუსის წინ საბას შავი ბეემვე მოწყვეტით გაჩერდა. ქეთევანმა აფართხალებული გულის ფონზე ხმადაბლა წამოიყვირა და თავის მობილურს დააშტერდა. მობილურმაც დაიწკარუნა. აკანკლებული თითს სენსორი ძლივს დაემორჩილა. -ქეთა, დაბლა გელოდები,-საბას დაბალი ხმის გაგონებამ კიდევ უფრო დააფრთხო და აანერვიულა პირველი. ეჭვიც კი შეეპარა თავის გადაწყვეტილებაში. -მგონი არ ღირს ჩემი წამოსვლა,-ქეთოს წკრიალა ხმა ნერვიულობას სულ მთლად ჩაეხრინწა. გოგონამ კარგად შეუკურთხა საკუთარ თავს. ბრაზისგან თვალები მოეჭუტა. -ქეთა, ამაზე კამათს არ ვაპირებ,-ხმა გაუმკაცრდა ოშხარელს. -საბა,-მუდარა შეეპარა გოგონას ხმაში. -მანდ ნუ ამომიყვან, ქეთა,-დაიბუბუნა ბიჭმა. -მოდი იცი რა ვქნათ?! შენ ამოდი ჩემთან. ვარჯიშზე სხვა დროს წამოვალ,-თავისი ახალი იდეით აღფრთოვანებული იყო ქეთო. აი ეგრე, მგონი გადავრჩი,-ბუტბუტებდა გოგონა. ქეთოს გასაკვირად კავშირი გაწყდა. პირველმა ფრთხილად გადასწია დიანას ყვავილებიანი ქოთნები და უკეთ გადაიხედა დაბლა. ო ღმერთო არა!-აღმოხდა სასოწარკვეთილს, მანქანიდან გადმოსული საბას დანახვისას. ოშხარელმა სადარბაზოში შეაბიჯა. ქეთო უმალ მოწყდა ადგილს. აბაზანაში შეიკეტა. სველი ხელსახოცით მოიშორა წათხაპნილი პომადა. აალებულ სახეზე წყალი შეისხა და ელვის სისწრაფით შევარდა საძინებელში. გულის გასახეთქად გაისმა ზარის ხმა. არა, არა, არა. გამოცვლა უნდა მოვასწრო,-დაიკნავლა გოგონამ. ზარი გაჩერდა. გოგონამ ერთი ხელის მოსმით გადაიძრო მაისური და შორტების 6 ღილს დაიწყო ჩახსნა. -ჯანდაბა, ვერ ვხსნი!-დაიჩივლა. წამით გაჭედილ ღილს ხელი უშვა და წინ ჩამოშლილი თმა უკან გადაიყარა. -მე დაგეხმარები,-მოესმა საბას ჩახრინწული, სიბრაზეშეპარული ხმა. გოგონა უკან მოტრიალდა და ოშხარელის მაღალ, ფართე სილუეტს თვალებგაფართოებული მიაშტერდა. -აქ რა გინდა?-ამოიკნავლა. -ჩაიცვი, სალაპაკო გვაქვს,-მკაცრად უთხრა საბამ და დერეფანში გაუჩინარდა. ქეთოს სირცვხილის ცრემლებმა პატარა და ლამაზი სახე ერთიანად დაასველა. ასლუკუნებულმა ძლივს გაიძრო შორტები და საწოლზე მიფენილ კაბას დასწვდა. ქეთოს მოკლე ღია ვარდისფერ კაბას ცხელი ცრემლები აფერადებდა. ნელა ჩამოჯდა საწოლზე. სახე თითებით გაიმშრალა, აწითლებულ პატარა ცხვირს ხელის გული აუსვა და ოდნავ დამშვიდებული მიჰყვა საბას გზას. საბა აივანზე დახვდა. მოაჯრს მიყრდობოდა, ხელები კი გულზე დაეკრიფა. თავდახრილმა შემოუარა სავარძლებს და საბას გვერდით დადგა. ოშხარელმა წარბები შეყარა გოგონას აწითლებული სახის დანახვისას. ქეთოს ხელი ჩასჭიდა და წინ დაიყენა. -ქეთა,-თბილად ჩაილაპარაკა საბამ. -ჰო,-ამჯერად ტირილისგან ჩახრენწოდა პირველს წკრიალა ხმა. -იტირე?-სახე აერია საბას. გოგონას პატარა სახე დიდ და ძლიერ ხეებში მოიქცია და ზემოთ ააწევინა. -იტირე,-ხმა ჩაეხლიჩა ბიჭს-რატომ იტირე, ქეთა? ქეთომ უხმოდ გააქნია თავის და დაისრუტუნა. -მე გატირე,-გულში გაკრა ოშხარელს. ხელები მის წინ მდგომი გოგონასკენ წაიღო. მზის სხივების სინათლეზე პირველს წაბლისფერი თმა უბზინავდა. ნაღებისფერ კანს კი ქეთოსეული სუნი უფრო გამძაფრებოდა. მოხდენილ სხეულს თხელ სალტეებიანი, ნაზი ვარდისფერი კაბა უფარავდა. მხრები ლამაზად მოშიშვლებოდა. საბამ ძალიან ნელა მოხვია ქეთოს ძლიერი მკლავები და პატარა თავი გულთან დაადებინა. -ქეთა, ხალხის არ უნდა გრცხევნოდეს,-გოგონას ყურთად ჩაილაპარაკა-დედა არ გყავს, სამაგიეროდ უმაგრესი მამა და დიანა გიდგანან გვერდში. ახლა უკვე მეც,-ჩაეღიმა- მიყვარხარ ისეთი, როგორიც ხარ. მიყვარხარ შენი უაზრო კომპლექსებიანად. მიყვარხარ მტირალაც, ჯიუტიც, თავნებაცა და მორცხვიც. -თავნება არ ვარ,-წარბები შეყარა ქეთომ და ქვემოდან ახედა ბიჭს. საბა მის სხეულს მიკრული გოგონასკენ დაიხარა და ლოყაზე აკოცა. ქეთომ წამში დახარა თავი. -ნუ მკოცნი,-წამოიკნავლა პირველმა და ბიჭისგან გათავისუფლება სცადა. -რატომ, ქეთა?-ღიმილით ჩაიალაპარა საბამ. -მაბნევ,-ამოიბლუკუნა. -ანუ გაბნევ,-ტუჩის კუთხეები კიდევ უფრო აეპრიხა ოშხარელს. მის მკლავებში აწრიალებულ გოგონას სიყვარულით დახედა. ქეთას ხელები წელზე შემოჰხვია და კიდევ ერთხელ აკოცა ლოყაზე. ქეთომ თვალები მილულა. მწველი ბაგეების შეგრძნებისას თხელი და პატარა თითები საბას ძლიერ მხრებზე მოეჭმუჭნა. საბამ მეორე ლოყაზეც აკოცა გაყუჩებულ ქეთოს. პირველმა ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა. ტუჩები გაეპო, ბიჭის სიახლოვისგან თავბრუდახვეულს. -ჰაერი მჭირდება,-დაიჩურჩულა და მოალერსე ოშხარელს ლიბრაგადაკრული, მწვანე თვალები შეანათა. საპასუხოდ საბას ბაგეები ნიკაპზე იგრძნო. ამოიოხრა ქეთომ. -მიყვარხარ, ქეთა,-დაიჩურჩულა ოშხარელმა და გაწითლებულ ქეთას კიდევ ერთხელ აკოცა ნიკაპზე. -ვარჯიშზე გაგვიანდება,-ამოიხრა ქეთომ. მუხლებაკანკალებული გოგონა მთლიანად ბიჭის ძლიერ ხელებს ეყრდნობოდა. ოშხარელმა ფრთხილად შეუშვა ქეთას ხელები. გოგონა საბას მკერდს თვალებდაუხამხამებლად უყურებდა და გაუცნოიერებლად ეპოტინებოდა პატარა თითებით. ქეთას ყურებით გამხიარულებულმა ბიჭმა პირველის თითებს თავისი დაადო და დაბლა ჩამოაწევინა. -ვაიმე,-ამოიკნავლა თავისი საქციელით შერცხვენილმა ქეთომ. -წავიდეთ,-არ შეიმჩნია საბამ. ქეთას თავზე აკოცა და სამზარეულოსკენ უბიძგა. *** -ქეთა, ნუ ნერვიულობ,-გადმოხედა ოშხარელმა პირველს და დასამშვიდებლად მის მარჯვენა მტევანში, გოგონას გაყინული მარცხენა მოიქცია. -ბევრნი იქნებიან?-ბოლოს ამოხეთქა ქეთევანმა-შენს მეგობრებს რომ არ მოვეწონო? -კი, ქეთა, ბევრნი იქნებიან!-საბას დაუნდობელ პასუხს გოგონას ოხვრა მოჰყვა-დაუსწრებლად გიცნობენ და ყველას ძალიან მოსწონხარ. ქეთა, ადამიანები საშიშები არ არიან. არც შენ ხარ მათ დასანაყრებლად გამზადებული კრავი. არავინ არ შეგჭამს. უნდა იცოდე, რომ ჩემს გარშემო ყოველთვის უამრავი ადამიანია. ბევრი ნათესავი, მეგობარი და ძმაკაცი მყავს. ასე რომ ხალხმრავლობას უნდა შეეჩვიო! ქეთევანის გაყინულ თითებს საბას სითბო მტკივნეულად ეპარებოდა. -გესმის რას გეუბნები, ქეთა?-დაბალი, ხრინწიანი ხმით იკითხა ბიჭმა. -მესმის,-ჩაიჩურჩულა ქეთევანმა-უბრალოდ დრო მჭირდება. შევეჩვევი. -ყველაფერი ისე იქნება, როგორც შენ გინდა! ყველაფერს შენთვის ვაკეთებ, ხომ იცი?-თბილად ანუგეშა საბამ და გოგონას ხელს ცხელი ბაგეები შეახო. -ვიცი,-თავი მხიარულად ასწია ქეთევანმა და მოლოდინით სავსე მზერა თბილისის გადატვირთულ ქუჩებს გაუსწორა. ავტომობილის ძვირფას სალონში მშვიდი მუსიკა ტალღებად იღვრებოდა. -საბა, მომწონს ეს სიმღერა,-ნაზად აღნიშნა ქეთომ და შემსრულებლის სახელს დააკვირდა. -მეც ძალიან მოწმონს,-გაუღიმა საბამ. -Stefan biniak-tears, პირველად მესმის,-აღნიშნა გოგონამ-აბა ვნახოთ ბატონი საბა რას უსმენს. ქეთოს აწკეპილ წარბებზე ოშხარელმა გადაიხარხარა. ინტერესით აუსვა სენსორს ხელი. -ed sheeran-make it rain! ვგიჟდები!-გაიკრიჭა პირველი და ხმას აუწია. -საბ, ერთნაირი გემოვნება გვაქვს,-ამაყად მოიღერა ქეთომ კისერი. ოშხარელს მანქანა ავტოსადგომზე ჰყავდა გაჩერებული. უცებ გადაიწია გოგონას მხარეს და ლოყაზე მაგრად აკოცა. -როგორ მინდა შეგჭამო, შენ აზრზეც არ ხარ.-ჩახრინწული ხმა ჰქონდა საბას. ქეთოს თვალები გაუფართოვდა. დაბნეულად მიეწება სავარძლის საზურგეს. -რატომ?-გულუბრყილოდ იკითხა. საბამ თავი გააქნია, სიყვარულით გადაუწია წინ ჩამოშლილი თმა და შუბლზე აკოცა. -გადმოდი,-კარები გაუღო. ქეთოც ნელი ნაბიჯით გადმოვიდა მანქანიდან და მონუსხული შეაცქერდა ბიჭს. საბამ სპორტული ჩანთა მოიგდო ზურგზე, გოგონას მიუხალოვდა, ხელი ჩასჭიდა და შენობაში უკანა კარებიდან შეიყვანა. საცურაო დარბაზში იდგნენ. -მე გასახდელში შევალ, შენ კი აუზთან დამელოდე,-ღიმილით დაარიგა საბამ. -მალე მოხვალ?-მოწყენით ჩაეკითხა ქეთო. -5 წუთში აქ ვარ,-შუბლზე აკოცა და წყლით სავსე აუზის წინ ანიშნა-მიდი, ჩამოჯექი. მალე მოვალ. ქეთო ნარნარი ნაბიჯებით მოშორდა ბიჭს და ერთერთ შეზლონგზე ჩამოჯდა. მუხლები ერთმანეთს შეატყუპა და ხელისგულები ზედ დაიწყო. იქაურობა მოათვალიერა. ძალიან დიდი აუზი პირამდე გაევსოთ. წყალი ლურჯად ლიცლიცებდა სინათლეზე და ჩუმი ხმაურით ეხეთქებოდა სველ, ცისფერ ნაპირებს. აუზის გარშემო შეზლონგები შემოელაგებინათ. დარბაზი ვარჯიშისთვის დაეხურათ, ამიტომ ქეთოს გარდა ლამაზ და წყლის სურნელით გაჟღენთილ ადგილას კაცის ჭაჭანება არ იყო. პირველი ღიმილით ათვალიერებდა უზარმაზარ სივრცეს, რომ მყუდროება ბიჭების ხმამაღალმა სიცილმა და ყვირილმა დაურღვია. გვერდით გაიხედა. მაღალი კარებიდან თორმეტი მაღალი და ლამაზი აღნაგობის ბიჭი შემოლაგდა. ყველა მათგანი ნახევრად შიშველი იყო. ქეთოს სახეს ალმური მოედო, როდესაც წყალბურთელების მზერა იგრძნო. ქეთამ თავი დახარა და საკუთარ თითებს დააშტერდა. -ქეთა,-საბას ხმამ ტანში მოხვანცალე ხვლიკივით დაუარა. ბიჭმა გოგონას ფეხებთან ჩაიცუცქა და მისი ხელები თავისაში მოიქცია. პირველმა საბას დახედა და ფართედ გაუღიმა. -მიდი, წყალში ჩადი. მე გიყურებ,-მორცხვად ჩაილაპარაკა. -თვალი არ მომაშორო,-მოჩვენებითი სიმკაცრით გააფრთხილა ოშხარელმა-მანამდე, ვიღაცებს ძალიან უნდათ შენი გაცნობა-ჩაიცინა და უკვე წყალში მოცურავე ბიჭებს დაუძახა. საბამ იგრძნო, როგორ დაიძაბა ქეთა, მაგრამ ლამაზ სახეზე ღიმილი არ მოშორებია. რამდენიმე მათგანი გუნდს გამოეყო და ნაპირისკენ გამოცურა. წყლიდან ოთხი ბიჭი ამოვიდა და წყვილისკენ გამოემართა. -ძლივს ჩვენი ლამაზი ქეთოს გაცნობის შანსი მოგვეცა,-მხიარულად დაიძახა ქერათმიანმა და გოგონას წინ ჩამოჯდა. -ქეთა, ეს ლაშაა,-საბამ გაცნობის ინიციატივა თავის თავზე აიღო-ეს ლუკა,-ლუკა მაღალი, წაბლისფერთმიანი ბიჭი იყო. დიდი ტუჩები და ლურჯი თვალები ჰქონდა. თავისუფალი და გულღია ლაშასგან განსხვავებით დინჯად იღიმოდა. -სასიამოვნოა შენი გაცნობა, ქეთა,-თბილად ჩამოართვა ხელი და ლაშას მიუჯდა გვერდით. -ნიკა ემხვარი,-შავგვრემანი ბიჭი გაეცნო ქეთას. -ანდრონიკე ზამთარაძე,-ანდრონიკეც შავგვრემანი იყო. ნიკასგან განსხვავებით მოყვითალო თვალები ჰქონდა. მკერდზე ჯვარი ამოესვირინგებინა. -სასიამოვნოა თქვენი გაცნობა,-გულწრფელად იღიმოდა ქეთა და გაბრწყინებული თვალებით აკვირდებოდა მის წინ ჩამომსხდარ წყალბურთელებს. -შენ ხომ არ იცი ჩვენ როგორ გვიხარია საბას გოგოს გაცნობა,-ტემპს არ აგდებდა ლაშა და ლაყბობას განაგრძნობდა. ქეთას ლოყები აუწითლდა. -ლაშა ნუ დააფრთხობ,-თავში წამოარტყა ანდრონიკემ და მკაცრად გადახედა აწუწუნებულ ძმაკაცს. -აუ ქეთა, ხომ არ გაფრთხობ?-გულუბრყვილოდ იკითხა ლაშამ. -არა, არ მაფრთხობ,-სიცილით დაიცვა გოგონამ ქერათმიანი ბიჭი. -ჩვენს დაჩაგრულს დამცველი გამოუჩნდა,-მხარი გაკრა ნიკამ ლაშას. -აბა წყალში ყველა,-დინჯად მომღიმარმა საბამ დაიბუბუნა. -ეს ნახე რა, როგორ გვიშორებს,-ლუკამ წარბები აზიდა და მოწყვეტით დაეტაკა ოშხარელს. ორივენი წყალში გადაცვივდნენ. -ქეთუს, შეყვარებულს მოგტაცებთ,-გაეკრიჭა ლაშა და ახლა ის ჩაება ბიჭებს. ამ უკანასკნელს კი ანდრონიკე და ლუკაც გაყვნენ. -არ მოიწყინო,-გაუღიმა ლუკამ და წყალში გადახტა. ქეთევანი ფართე ღიმილით უყურებდა მოჭიდავე ბიჭებს და სიცილს ვერ იკავდებდა. ორი წუთის შემდეგ საბამ ძლივს ამოყვინთა წყლიდან. ქეთოსკენ გამოცურა, იატაკს იდაყვებით დაეყრდნო და სველი თმა უკან გადაიწია. -საბა, მოასვენე გოგო,-აუზის მეორე ბოლოდან დაუყვირა ნიკამ, თან ქეთას თვალი ჩაუკრა. -არ მასვენებენ,-შესჩივლა საბამ. -წადი, მწვრთნელიც გეძახის,-გაიცინა ქეთომ და ბიჭისკენ წაიწია. საბამ უხმოდ მიიხედა უკან, მერე კი მომნუსხველი ღიმილი შეანათა მის წინ ჩამუხლულ გოგონას. -მოიწიე, ერთს გაკოცებ და წავალ,-თვალი ჩაუკრა ოშხარელმა. -რაებს ლაპარაკობ, საბა, სირცხვილია!-წარბები შეყარა პირველმა. -იცოდე მე ამოვალ,-გაფრთხილებაზე გადავიდა საბა. -აუ საბა, მერე. ბიჭები დაგვინახავენ,-დაიწუწუნა ქეთევანმა. -ბევრს მელაპარაკები, ქეთა,-წამოიწია ბიჭი. ხელებზე დაყრდნობილმა სხარტად აზიდა სხეული და გოგონას წინ ჩამოჯდა-მოიწიე. -სველი ხარ,-ცხვირი აიბზუა ქეთომ და თავი უარის ნიშნად გადააქნია. საბამ ცალყბად გაუღიმა, ხელები ქეთასკენ გაიწვდინა და ახლოს მიიზიდა. ნელა კოცა ლოყაზე, მერე მხარზე. მეორე წამს ბიჭებისკენ მიცურავდა. „ბეილისი“ და ნათია მუჯირი მაგრად აკრული თმიდან ოფლი მოჟონავდა. პატარ-პატარა წვეთებად მოიკლაკნებოდნენ სახეზე, ყელსა და მკერდზე. დიანა მთლიანად დასველებულიყო. სახეზე ეტყობოდა, რომ ეს მდგომარეობა დისკომფორტს არ უქმნიდა. პირიქით, ნათლად ემჩნეოდა იმ სიამოვნების კვალი, საყვარელი საქმის კეთება და ნაყოფიერი მუშაობა, რომ ჰქვია. თარაში განცდილისგან აცახცახებული კუნთების ტკივილს მთელ სხეულში გრძნობდა და კმაყოფილს ეღიმებოდა. განვლილი ორი საათი ჩვილ ბავშვს გავდა. აჩხავლებულ ბავშვს, რომელიც უხილავად აკავშირებს ორ უცხო ადამიანს. დიანამ სინქრონული, ხელის ძლიერი მოძრაობით თავისი არსება გადააწოდა თარაშს. თითქოს კოვალენკოს მოქნილი მკლავები მდინარის სათავე გამხდარიყო, მტევნები-კალაპოტს მიჯაჭვული წყლის მიერ გასასვლელი გზა, თარაშის სხეული კი ზღვა, სადაც მდინარე სხვა წ....ბს საბოლოოდ უერთდება. სწორედ ასე შეუერთდა დიანა თარაშს. ისე, როგორც ჩვილი ბავშვის ორი ბიოლოგიური მშობელი. ისე, როგორც ხე უერთდება მიწას თავისი ფესვებით. ორივე მათგანმა იცოდა ახლად დაბადებული კავშირის შესახებ. -თარაშ, მომავალ სეანსზე ფეხების გარკვეულ უბნებზე მგრძნობელობა დაგიბრუნდება,-გაბრწყინებული თვალები შეანათა მამაკაცის ღიმილიან სახეს. -აი აქ,-თარაშმა ხელი მუხლის თავზე დაიდო-და აი აქ,-ამჯერ იმავე ფეხის სხივის ძვალს შეახო თითები-ვგრძნობ, თითქოს ჭიანჭველები დამიდიან. დიანა კოდუას მგრძნობელობადაბრუნებულ ადგილებს შეეხო. დენმა დაარტყა კოვალენკოს და სწრაფადვე გამოსწია ხელი უკან. -იგრძენი?-დაიჩურჩულა დიანამ. მამაკაცის სხეულს თვალებს არ აშორებდა. -ვერა,-უარის ნიშნად თავი გააქნია კოდუამ. -თითქოს დენმა დამარტყა...მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს,-ჩაილაპარაკა და თარაშს სახეზე შეხედა-აბაზანა უნდა მიიღო. -მართალი ხარ, ბიჭებს დაუძახე და, -მინდა ეს მე გავაკეთო,-მტკიცედ გაისმა დიანას ხმა. -გინდა აბაზანის მიღებაში დამეხმარო?-ოდნავი გაკვირვებით იკითხა თარაშმა. -სწორედ მიხვდი,-თავი დაუქნია დიანამ. -არ გკითხავ, ეს რატომ მოგინდა,-ცალყბად ჩაიღიმა თარაშმა. -კარგს იზამ,-უკმეხად უპასუხა დიანამ და განზე გადგა. თარაში ხელებს დაეყრდნო და სხეული წინ წამოსწია. დაკუნთული მკლავებით მარტივად ჩამოსწია ფეხები. -მოდი დაგეხმარები,-ვეღარ გაძლო დიანამ. -შემიძლია!-მკაცრად ჩაისისინა თარაშმა და კოვალენკოს კუშტი მზერა მიაპყრო. დიანამ უემოციოდ დაუქნია თავი და მამაკაცის შემდეგ მოქმედებას დააკვირდა. თარაში გვერდით მდგარ ეტლს ჩაეჭიდა და მსუბუქად ჩაესვენა. -გაგიმართლა, რომ ნავარჯიშები სხეული გაქვს, თარაშ,-აღნიშნა დიანამ-წინააღმდეგ შემთხვევაში, პირველივე სეანსზე ნამდვილად ვერ იგრძნობდი. მეტიც, გავლას ვერასდროს შეძლებდი. -იმედი მაქვს, დამოუკიდებლად ვარჯიშს მალე შევძლებ!-ლამაზი წარბები არ გაუხსნია კოდუას ისე გადაკვეთა ოთახი და სააბაზანოში გაუჩინარდა. დიანა სირცხვილს ვეღარ გრძნობდა. არც თარაშს შეტოკებია ნერვი, როდესაც ქერათმიანმა ის მოკლე შორტებიც გააძრო და თბილი წყლით სავსე აბაზანაში ჩააწვინა. დიანა მუშაობისას, მხოლოდ თავის საქმეზე ახდენდა კონცენტრირებას. არც ეს შემთხვევა ყოფილა გამონაკლისი. იცოდა, თარაშისთვის, როგორც მამაკაცისთვის ისე რომ შეეხედა, ნამდვილად ვერ გაუძლებდა ამ ყველაფერს. -შენი შრომოსმოყვარეობისა და სამუშაოს მიმართ დამოკიდებულების შესახებ რომ არ ვიცოდე, ნამდვილად გამაკვირდვებდა შენი სიმშვიდე. -ჩემი შრომისმოყვარეობისა და სამუშაოს მიმართ დამოკიდებულების შესახებ საიდან იცი?-გაიმეორა თარაშის სიტყვები, თან ღრუბელზე თხევადი საპონი დაასხა, შემდეგ გააქაფა და მამაკაცის დაკუნთულ მკერდს ჩამოუსვა. კოდუას არ უპასუხია. დაჟინებით შესცქეროდა მისი დაბანით გართულ ლამაზმანს. თარაშის სიშიშვლე თუ არა, მისი დაჟინებული მზერა მაინც აბნევდა კოვალენკოს. -დიდხანს უნდა მიყურო ასე?-ჩაილაპარა ქერათმიანმა და ამჯერად მკლავები ჩამობანა. -რამდენ ხანსაც მინდა,-ირონიით გავსებოდა თარაშს ხმა. დიანამ უხმოდ ასწია თავი და მრისხანებით გადიდებული თვალები დაანახვა თარაშის დაბინდულ, ასევე შავ თვალებს. -წინ წაიწიე და თმას დაგბან,-კბილებს შორის გამოსცრა კოვალენკომ. კოვალენკოს სიმშვიდის დარღვევით კამყოფილმა თარაშმა წინ წაიწია და თავი უკან გადააგდო. დიანაც მარჯვედ მოექცა უკნიდან. მამაკაცის შამპუნი ჯერ ხელის გულზე დაისხა, შემდეგ კი კოდუას ურჩ, შავ თმას შეაზილა. თარაში სიამოვნებისგან გაინაბა და ზურგით მიეყრდნო დიანას სველ მუცელს. -გამწუწე, თარაშ,-მოჩვენებითი უკმაყოფილებით დაიწუწუნა დიანამ. ისე მოსწონდა კოვალენკოს თარაშზე ზრუნვა, ძლივს შეელია მის გაქაფულ თავს. ნაზად ჩამობანა და გაუმშრალა. მობრუნებისას კი მამაკაცის სხვანაირად მომზრალ მზერას გადააწყდა. თარაშის შავი ირისები, მთვარით განათებულ უკუნით ღამეს გავდა. -მომეწონა,-გულახდილად უთხრა თარაშმა. -მეც,- მორცხვი ღიმილით დაუქნია თავი დიანამ. თარაშმა კიდევ უფრო ფართედ გაიღიმა. -მეც მინდა შხაპის მიღება,-გამოფხიზლდა დიანა. -მე ვერ დაგეხმარები,-ეშმაკურად ასწია წარბი თარაშმა. დიანამ წარბები შეყარა. -კარგი, ნანას დაუძახე და ის დაგეხმარება. -შენ? -მე ჩემს თავს მივხედავ, დიანა,-კოდუას სიტყვებმა დიანა მიახვედრა, რომ მათი დაცილების დრო დამდგარიყო. -წავალ. -დროებით, დიანა,-კარებში გასულს თარაშის სიტყვეი წამოეწია. *** დიანა სველი თმის მშრალებით გამოვიდა სააბაზანოდან. სპორტული ჩანთიდან სუფთა საცვლები ამოიღო და ჩაიცვა. უკვე გასარეცხი ტანსაცმელი კი იმავე ჩანთაში მოათავსა. კოვალენკო თარაშის ერთერთ საძინებელში იდგა და თმის საშრობით სველ თმას იმშრალებდა. მაშინ, როდესაც კოდუას მომვლელმა, ნანამ, მეორე სართულზე ააცილა და მისთვის გამოყოფილ საძინებელში შეუძღვა, დიანას სახე მოეღუშა. ნამდვილად ვერ მოიხიბლა ამ ოთახისა და თავისი საძინებლის იდენტური ინტერიერით. თეთრი ფერის ჭერი, ღია ოქროსფერი კედლები, მუქი ფერის იატაკი, სპილოსძვლისფერი ხის ფართე საწოლი და ტუალეტის მაგიდა. გარდერობ-ოთახიცა და სააბაზოც კი თავისი ეგონა დიანას. ასე, რომ თავს ისე გრძნობდა, როგორც სახლში. ეს საძინებელი მთელი სასახლის საერთო დიზაინში ნამდვილად არ ჯდებოდა. ამან შეაშფოთა დიანა, თუმცა თარაშსა და მასთან გატარებულ დროზე ფიქრებმა მალავე გაუქარვა უსიამო შეგრძნება. დიანა კოვალენკო ლამაზი, მომხიბვლელი და ყველასთვის სასურველი ქალი იყო. ქერა ლამაზმანიც იფერებდა მამრობითი სქესის გადამეტებულ ყურადღებასა და კომპლიმენტებს, თუმცა თავის თავთან დაწესებულ საზღვრებს არასდროს გადასცდენია. 27 წლის დიანასთვის უცხო იყო მამაკაცის სიახლოვე, მაგრამ ქერათმიანისთვის ეს პრობლემას ნაკლებად წარმოადგენდა. სწორედ ამიტომ ეუცხოვა ქალს თარაშის სიახლოვე, მითუმეტეს, რომ მისი თბილი კანის შეგრძნება აქამდე ვნებაგანუცდელ სხეულს თავბრუდამხვევი მოთხოვნილებებით ავსებდა. გასკდომამდე სურდა მამაკაცის მთლიანად შეგრძნება, მის თითოეულ უჯრედს თარაშის უჯრედთან შერწყმა. დიანა არ ითხოვდა სასიყვარულო სიტყვებს, თბილ გრძნობებსა და ვარდების უშველებელ თაიგულებს. ყველანაირი რომანტიკის გარეშე სურდა თარაში, როგორც მამაკაცი. მამაკაცი, რომელიც აქამდე გამოუკვლევ ხელოვნებას საფუძვლიანად შეასწავლიდა. ამის გაფიქრებამ წამით შეაკრთო უცოდველი დიანა. გაუკვირდა. არ მოელოდა. თუმცა, შერცხვენით, არ შერცხვენია. დიანას არასდროს შერცხვენია თავისი სურვილების. პირიქით, ყოველთვის ცდილობდა ნებისმიერი ახირება აესრულებინა და ამით თავი დაეკმაყოფილებინა. უყვარდა საკუთარი თავის განებივრება. ამაში ფულს დაუზოგავად ფლანგავდა და ეს წამითაც არ აწუხებდა. არც მაქსიმე უშლიდა ამაში ხელს. ალბათ მანაც მიაჩვია კარგ ცხოვრებას. ძვირადღირებული კლუბები, რესტორნები და ბარები, სოლარიუმები, თუ საცურაო აუზები, მაღაზიები და სილამაზის სალონები არასდროს მოკლებია კოვალენკოს. არც მესამე ავტომობილი იყო მაინცდამაინც ახალი ფუფუნების საგანი ქერა ლამაზმანისთვის. ყველაფერი ჰქონდა დიანას. ჭკუაც, სილამაზეცა და ბევრი ფულიც. მაქსიმე და ქეთევანი მისი არარსებული ოჯახი იყო, რომელიც ერთადერთ ღირებულს წარმოადგენდა ობოლი დიანასთვის. უდედ-მამობას განიცდიდა, მაგრამ თავდაპირველი სასოწარკვეთისგან გაფერმკრთალებული ჩრდილიღა დარჩენილიყო. დრო, ყველაფრის მკურნალიაო. ყოფილა დრო ყველაფრის მკურნალი. ასე, რომ ბედნიერი და თავისი ცხოვრებით კმაყოფილი იყო დიანა. იყო...ახლა სხვანაირად დაფიქრდა. სხვა რამ განიცადა და მიხვდა, რომ არც ისეთი სრულყოფილი ცხოვრებით უცხოვრია. ბლუზის ბოლო ღილი შეხსნილი დატოვა. მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი მოირგო, რომ კარზე დააკაკუნეს. თავის ფიქრებში არეული დიანა გაუცნობიერებლად მიუახლოვდა კარებს და ნელა გამოაღო. -ვიფიქრე კარგი სასმელი ძალების აღდგენაში დაგეხმარებოდა,-კარების ჩარჩოს მიყრდნობილი ნათია გულღიად იღიმოდა-დაბალ პროცენტიანი ალკოჰოლით, რა თქმა უნდა,-თვალი ჩაუკრა. -რას მივაწერო ასეთი პატივისცემა?-წარბი ასწია დიანამ. -ვიფიქრე, ერთმანეთს კარგ პარტნიორობას გავუწევდით,-მხრების აიჩეჩა მუჯირმა. -ოღონდ კოდუას სახლში დათრობა არ მინდა!-გაიცინა დიანამ და ნათიას უკან მიჰყვა. -ჩემთან წავიდეთ, თუ წინააღმდეგი არ ხარ,-თვალები მოჭუტა ნათიამ. -რატომაც არა! მაგრამ რაღაცების გამხელა მოგიწევს,-თითის ქნევით გააფრთხილა დიანამაც. -ვნახოთ სასმელი რამდენად იმოქმედებს ჩემზე,-გაიცინა და მანქანის კარები გამოაღო-ლევანი გავაფრთხილე, რომ ერთად წავიდოდით. დაჯექი. ნათიას ვაშლიჯვარში მყუდრო ბინა ჰქონდა მოწყობილი. -მარტო ცხოვრობ?-იკითხა დიანამ. -ისევე, როგორც შენ! -ეგეც იცი?-გაეღიმა დიანას-მე ობოლი გოგონა ვარ,-დაუმარცვლა. -რა დამთხვევაა,-ცერად გადმოხედა ნათიამ და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები გაიძრო-მაგრამ და მყავს, ძმაც. -დედმამიშვილი დიდი ფუფუნებაა,-ამოიოხრა ქერათმიანმა და მისაღებისკენ მიმავალს უკან მიჰყვა. -ჯერ დავლიოთ, გულახდილობა-მერე. ნათიამ ორი ღვინის ბოკალი და ლამაზი შუშის ბოთლის დაბალ მაგიდაზე დააწყო. -ჩემი გაკეთებული ბეილისია,-ამაყად წარმოთქვა ნათიამ. კლასიკური ქვედაბოლო აიკეცა და იატაკზე დაჯდა. ფეხები მოკეცა,ზურგით სავარძელს მიეყრდნო. დიანამაც მას მიბაძა. -ოო, ვნახოთ აბა,-წინ წაიწია კოვალენკო და ბლანტი სითხე ჭიქებში ჩამოასხა. -კლუბებსა და ბარებში მომზადებულს ჯობს!-ყელი მოიღერა მუჯირმა. *** -თარაშს საიდან იცნობ?-შემთვრალმა დიანამ იკითხა და შემწვარ კარტოფილს ჩანგალი გაუყარა. -თარაშს ბავშვობიდან ვიცნობ. ჩემი ძმა და თარაში გუნდელები იყვნენ,-დინჯად უპასუხა ნათიამაც და კიტრს უკბიჩა. -ანუ შენი ძმაც მორაგბეა,-დაასკვნა ქერათმიანმა. -ნწუ, იყო. თარაშისა არ იყოს, ტრამვამ თამაშს ეგეც ჩამოაშორა,-დანანებით ჩაილაპარაა ნათიამ. -რას მეუბნები!-შეიცხადა დიანამაც-ასე ორივემ როგორ? -ორივემ კი არა სამივემ,-შეუსწორა-ორი წლის უკან გუდაურში იყვნენ. ერთობოდნენ, მერე ჭიდაობა დაუწყიათ იმხელა თოვლში. სამივე ისეთ დღეში ჩაცვიცვდნენ, მტერს არ ვუსურვებ. ცხოვრება იყო რაგბი მაგათთვის. ბიჭებმა ერთმანეთს გადაატანინეს, თორემ ისე ვერ გაუძლებდნენ. -საშინელებაა,-დაეთანხმა დიანა-ისე, თარაში პოლიტიკაში? ეგ როგორ?-გამოკითხვას აგრძელებდა დიანა. -ჩვეუებრივ,-გაეცინა კარგად შემთვრალ ნათიას- თარაშის მამას ადრე ბიზნესი ჰქონდა. უკრაინის მთავრობასაც მაქედან იცნობს. ხოდა პარლამენტშიც ადვილად შეაღწევინა თარაშსაც. დეპუტატია, მაგრამ მხოლოდ ფორმალურად. სახელისთვის სჭირდებოდა. ისე აჩისთან და ჯანოსთან ერთადაა, კიევში მაგრად გაიქაჩნენ. -ასე, როგორ? ეტყობა მაგარი მოგება აქვთ. -კაზინოების ლეგალური ბიზნესი ცუდ შემოსავალს არ იძლევა. სულ ცოტა ხნის წინ სამი კლუბი გახსნეს ვეგასში. -ოჰო! სუფთად არიან? - ვეგასში კლუბი ჰეროინისა და მოსაწევის გარეშე? არა, რა თქმა უნდა,-ხელი ჩაიქნია ნათიამ. -რაში სჭირდებათ?-აღშფოთდა დიანა-მაგის გარეშეც არ გაუჭირდებოდათ. რად უნდათ ზედმეტი თავსატეხი? -რატომაც არა,-ცალყბად ჩაეღიმა მუჯირს-ხომ იცი ადამიანს რაც აქვს ის არ აკმაყოფილებს. უფროდაუფრო მეტი უნდება. -შენი ძმა,-დაიწყო დიანამ. -ჯანო, ნეტავ განახა რამდენჯერ ვეკამათეთ მე და ჩემი და. განო გიჟს გავდა. მაგრამ სულ ტყუილად. ვერც თარაშსა და ჯანოს გადავაფიქრებინეთ. სახუმარო ხომ არაა არა? -მარტო აკეთებენ ყველაფერს? -არა, რა თქმა უნდა. უკრაინიდანაც ყავთ მეწილეები. ალბათ, ამერიკიდანაც. ისე სულელურად არ წამოიწყებდნენ. განოს, ჩემს დას, უნდოდა საქმეში ჩართვა. იურიდიულ მხარეს მე მოგიგვარებთო. გეგმავდა, ნელ-ნელა ისე გავასუფთავებ, ვერც მიხვდებინო. ბიჭებმა თავები გაიგიჟეს, არც მიასუნინეს. -ანუ განო იურისტია. აუცილებლად უნდა გამაცნო,-გაიღიმა დიანამ და საწებლიანი თითი გაილოკა. -აუცილებლად. მოეწონები. ყავა გინდა?-ჰკითხა ნათიამ და ფეხზე წამოდგა. დიანას არასრულყოფილი ცხოვრება ჰქონდა. ამ, ახლად აღმოჩენილი ფაქტით შეწუხებული ქალი გონებაში არგუმენტებს აგროვებდა. მიხვდა, რომ ის, რაც სრულყოფილებას აშორებდა, კარჩაკეტილი ცხოვრება იყო. მაქსიმეს მრავალი ბიზნეს პარტნიორი და ძმაკაცი ჰყავდა. მაგრამ თავად დიანა ყოველთვის ერიდებოდა ხალხის თავშეყრის ადგილებს. ყველას იცნობდა. მაგრამ, მხოლოდ იცნობდა და სწორედ ეს წარმოადგენდა პრობლემას. ქეთოსგან განსხვავებით, დიანას საზოგადოებისა და მოკერებული სტიგმების არ ეშინოდა. უბრალოდ ვერ აცნობიერებდა უცხო ადამიანებთან დაახლოების აუცილებლობას. მას ხომ მაქსი და ქეთო ჰყავდა...რაღა საჭირო იყო სხვა! ნათიას საუბარმა, მასთან ერთად გატარებულმა რამდენიმე ღიმილიანმა და თბილმა საათმა, ახალი რამ დაანახვა დიანას. აქამდე უმეგობროდ მყოფს, სრულიან უცხო ადამიანის სიახლოვე საოცრად ესიამოვნა. მოუნდა ხალხით სავსე დარბაზში აღმოჩენილიყო და ყველა მათგანთან მეგობრული ბაასის გაბმის საშუალება გასჩენოდა. ადამიანებთან სიახლოვე მოსწყურდა დიანას. ნათიასგან წამოსვლამ კი საოცრად დასწყვიტა გული კოვალენკოს. ადამიანების სიახლოვეს მონატრებულს, არ უნდოდა წამიც კი დაეკარგა. ამიტომაც მიიპატიჟა დები მუჯირები სახლში. ქეთოს დაბადების დღე პატარა მრგვალ შოკოლადის ტორტზე ერთი ცალი სანთელი ენთო. სანთლის მკრთალი, იისფერი კვამლი ოთახის გამჭვირვალე ჰაერში უკვალოდ იკარგებოდა. ჩაბნელებულ ოთახში ბუნდოვნად იკვეთებოდა სამი ბედნიერი ადამიანი სახე. სქელ მასად ჩამოწოლილ სიჩუმეს გახარებული გულების რიტმული ძგერა და საათის მონოტორული წიკ-წიკი არღვევდა. სანდომიანი მამაკაცი ამღვრეული თვალებით შესცქეროდა მის გვერდით მჯდარ, მწვანეთვალება გოგონას. მოკლეთმიანი გოგონა ტუჩებს უხმოდ ამოძრავებდა, ითვლიდა. მრგვალ, ნაღებისფერ სახეზე წაბლისფერი ჩოლკა ჩამოყროდა. პატარა თითები გვერდით მჯდომი, მოღიმარი ქალისთვის ჩაეჭიდა. მკრთალი განათების ფონზე ქალის უჩვეულოდ მოთეთრო თმა არაბუნებრივად ანათებდა. გარუჯული კანი შოკოლადისფრად უბზინავდა. მისი შავი თვალები მეტად გავდა მამაკაცისას. ორივე სიამაყით, სიყვარულითა და აცრემლებული ირისებით შესცქეროდა მათ შორის მჯდომ მწვანეთვალებას. -სამი, ორი, ერთი...-დაიჩურჩულა ქეთომ და თვალის ქუთუთოები მაგრად დააჭირა ერთმანეთს. სურვილი ჩაიფიქრა პირველმა. -გილოცავ, მა!-მაქსიმემ მაგრად ჩაიკრა ქეთო და ორივე ლოყაზე სათითაოდ აკოცა-მამიკოს ყველაზე დიდი ბედნიერება ხარ, ქეთო. აცრემლებულმა დიანამ მაგრად შემოჰხვია თექვსმეტი წლის ქეთოს მკლავები და მკერდზე მიიკრა. -გილოცავ, ქეთევან. ძალიან, ძალიან მიყვარხარ ჩემო ლამაზო,-დაიჩურჩულა დიანამ. ქეთო მთელი ძალით იხუტებდა მაქსიმესა და დიანას. თითქოს ამგვარი მოქმედებით სურდა საკუთარი ოჯახისთვის თავისი სიყვარული დაენახვებინა. შოკოლადის ტორტი გაიჭრა. *** ატმისფერ კაბიანი ქეთო საბას მანქანისკენ მიიწევდა. ოშხარელი მანქანას მიყუდებოდა. ხელები შავი ჯინსის ჯიბეებში ჩაეწყო. შავივე მაისური და თეთრი კედები ეცვა. ქეთოს გაბრწყინებული სახით შესცქეროდა. თავიდან მოიხიბლა პირველი. ქეთევანი საბასგან ერთი მეტრის მოშორებით გაჩერდა. -გილოცავ, ქეთა!-ამჯერად საბამ წაიწია აწითლებული გოგონასკენ. ცალი ხელი წელზე შეუცურა, მეორე კი მოშიშვლებულ მკლავზე ჩამოუსვა და შებრაწულ ლოყაზე აკოცა. -მადლობა,-ჩაიჩურჩულა ქეთომ და თავი დახარა. -წავიდეთ,-ღიმილით ჩასჭიდა ბიჭმა ხელი და მანქანისკენ წაიყვანა. გოგონამ პატარა, ვარდისფერი ზურგჩანთა მოიხსნა და უკანა სავარძელზე გადადო. თავად საბას გვერდით მოკალათდა. -მიხარია ამ დღეს ჩემთან ერთად, რომ გაატარებ,-ოშხარელმა დინჯი ღიმილით გადმოხედა ქეთოს და მანქანა ადგილს მოსწყვიტა. -მეც მიხარია,-გულწრფელად უთხრა პირველმა და სახე ღიმილმა გაუნათა-მაგრამ არ მეუბნები სად მივდივართ. -ბევრ ადგილას,-კონკრეტიკის გარეშე გაანდო ბიჭმა. ქეთამ საბას playlist-იდან TORY larez-Initiation ამოირჩია და დაბალ ხმაზე ჩართო. -ეს სიმღერაც მომწონს,-ქეთო ტანით საბასკენ მიტრიალდა და თავი სავარძლის საზურგეს მიადო. -ქეთა, შენ ყველა სიმღერა მოგწონს,-გაეცინა ოშხარელს და მასზე მიშტერებულ გოგონას დამთბარი თვალები შეანათა. -იმიტომ, რომ ერთნაირი გემოვნება გვაქვს,-თავდაჯერებული სახით გამოეპასუხა პირველი. -ამაში გეთანხმები,-თავი დააქნია საბამ და გოგონას მარცხენა ხელი თავის დიდ მტევანში მოიქცია-გუშინ გვიან დაიძინე? -არა. მე, მამამ და დიანამ ჩემი ტორტის სანთელი ჩავაქვრეთ. სურვილიც ჩავიფიქრე. ტორტიც შევჭამე,-ქეთას ტიტინი საბას სიცილმა გააწყვეტინა-რა გაცინებს?-თვალები მოწკურა გოგონამ. საბამ თავი გააქნია. -ქეთა, შენს სურვილს არ გამიმხელ? -არა, საბა. ეგ როგორ შეიძლება?-თვალები გაუფართოვდა ქეთოს. -ვითომ რატომ არა?-მხრები აიჩეჩა საბამ. -რომ არ ამიხდეს, მერე?-წაბლისფერი წარბები შეეჭმუხნა პირველს. -კარგი, როგორც გინდა,-ოშხარელმა ხელის გულზე აკოცა ქეთოს. -ხომ არ გეწყინება?-დანანებით ჩაილაპარაკა გოგონამ. -რა ბავშვი ხარ, ქეთა,-თავი ღიმილით გადააქნია საბამ და მანქანა გააჩერა. -უკვე მოვედით? -იმედი მაქვს მოგეწონება,-ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოიქცია საბამ. -შენი გაკეთებული ყველაფერი მომეწონება,-ღიმილით გაამხნევა ქეთომაც. საბამ ქეთას კარები გაუხსნა და გადმოსვლაში დაეხმარა. -ეს რა ადგილია?-გოგონა აღფრთოვანებით შესცქეროდა წინ გადაშლილ ხედს. - ეს ჭილის ტბაა. შეგვიძლია ტბასთან ახლოს დავსხდეთ. საპიკნიკე მაგიდებიც დგას. ცოტა შორს, ტყესთან, უფრო ლამაზესი ადგილებია. მოგვიანებით ტბის ზემოთ, გორაკზე ავიდეთ. მშვენიერი ხედების დანახვა შეგვიძლია,-ქეთევანი მონუსხული შესცქეროდა მწვანე, კამკამა წყლით ამოვსებულ ნახევარსფეროს, რომელსაც საშუალო სიმაღლი გორაკ-ბორცვები ერტყა გარს. ტყიან მთებსა და ტბას ერთმანეთისგან ხუთასი მეტრის სიგანის მინდორი აშორებდა. მოლზე დაბალზე გაკრეჭილი ბალახი ბიბინებდა. ეს საოცარი ადგილი მწვანეში ჩაძირულს გავდა, გუმბათად კი ლურჯად შეფერილი ცა ედგა. -ყველაზე კარგი ხარ,-გოგონა უკნიდან მიეხუტა საბას და წვრილი მკლავები მუცელზე შემოჰხვია. -გეშლება, ქეთა,-ოშხარელი მოხერხებულად მოტრიალდა და თვითონაც მიიხუტა ქეთევანი-ეს შენ ხარ ყველაზე კარგი!-ყურთან ჩასჩურჩულა, მერე კი სათითაოდ აკოცა გოგონას აცრემლებულ თვალებს. *** -შენი შოკოლადის ტორტი მე არ შემხვდა!-წარბები შეყარა საბამ და ფეხმორთხმით მჯომ გოგონას გახედა. -სამაგიეროდ მარტო შენ გაჭმევ ჩემს გამომცხვარ მაფინებს!-ყელი მოიღერა ქეთომ და ჩანთიდან პლასტმასის კონტეინერი ამოაძვრინა. -ანუ შენს გამომცხვარს?-თვალები მოჭუტა საბამ და ქეთოს გვერდით ჩამოჯდა. -რისი ჯემით გინდა?-ჰკითხა გოგონამ-ფორთოხლის, მარწყვის, თუ მოცვის? თუმცა ყველას შეჭამ. ქეთომ ფერად ფოლგაში გახვეული მაფინები დაანახვა საბას. -ჯერ ფორთოხლისას გასინჯავ,-ქეთო მოხერხებულად მოექცა ბიჭის ფეხებს შორის. ნაღებისფერი ფეხები მოიკეცა და კაბის კალთა გადაიფარა. ხელებზე დაყრდნობილი ოშხარელისკენ გაიწია-აი ასე. აბა მოგეწონა?-ღიმილით ჩაეკითხა ბიჭს. საბა თვალებანთებული შესცქეროდა მის წინ მოკალათებულ გოგონას. -შენს მაფინებს შენი შეჭმა მირჩევნია!-აღიარა ბიჭმა. გოგონას თავი ხელებში მოიქცია და შუბლზე აკოცა. -ანუ არ მოგეწონა?-ტუჩის კუთხეები დაეშვა ქეთოს. -მომეწონა, მაგრამ არ მჯერა, რომ ეს ყველაფერი შენ გააკეთე,-გოგონას თმაზე მოალერსე ოშხარელი სახესთან ეჩურჩულებოდა იუბილარს. -აი სულ ყველაფერი ჩემი გაკეთებულია, მართლა,-თავი გაიმართლა ქეთომ. -კარგი, მაშინ სხვა რაღაცებიც გამასინჯე,-თვალი ჩაუკრა საბამ. -არ ხარ ღირსი,-გაიბუტა ქეთო. მაფინები გვერდით გადადო და წამოდგომა დააპირა. -ჩემი გოგო არ უნდა მიბრაზდებოდეს!-თავი ღიმილით გადააქნია საბამ და გოგონა უკან დააბრუნა. -მაბრაზებ,-წარბები შეყარა ქეთომ. -ახლა გაკოცებ, გადაგივლის და მერე შენს ტკბილეულსაც გამასინჯებ!-დინჯად მიუგო ოშხარელმაც. გოგონა თავისკენ მიიზიდა და ძლიერი ხელები წელზე შემოჰხვია. -არ მინდა მე კოცნა!-ხელები გულზე დაიკრიფა. საბა უთქმელად დაიხარა ქეთოსკენ. წინ ჩამოყრილი თმა თითებით გადაუწია და საფეთქელზე აკოცა. შემდეგ ლოყაზე შეახო ბაგეები. ნიკაპზე კოცნის დროს, ქეთოს ხელები მოუდუნდა. ოშხარელმა კი ღიმილით განაგრძო გზა. -შენთვის კარამელიან ტარტებს გავიმეტებ,-ჩაილაპარაკა ქეთომ, როცა ბიჭის ბაგეები ყელზე იგრძნო. მოშიშვლებული მკლავები ფრთხილად შემოაჭდო საბას ძლიერ კისერს. -არ მეყოფა,-ჩახრინწული ხმით დაიჩურჩულა ოშხარელმა. -ვაშლის ბისკვიტსაც,-ტუჩები გაილოკა პირველმა. -მეტი მინდა!-თავი გააქნია საბამ და ქეთოს სახისკენ დაიხარა. გოგონამ ბიჭის ნაცრისფერ მელანინს გადაგლესილი თვალები შეანათა. მისი სიახლოვით გონგათიშულს გული ყელში უცემდა. -მინდა, რომ გაკოცო, ქეთა!-ამოიხრიალა საბამ. ქეთოც თითქოს ამას ელოდაო, თავად გაიწია ბიჭის წითლად მოელვარე ტუჩებისკენ. საბა საოცრად ფაქიზად ელამუნებოდა გოგონას გამოუცდელ ბაგეებს. ოშხარელმა ძლიერი ხელის მტევანი თავზე გადაუსვა გოგონას. ქეთოს თვალები დაეხუჭა, აწითლებულ ტუჩებზე ღიმილი ციმციმებდა. გოგონა უთქმელად ჩაეხუტა საბას და ნიკაპი ბიჭის მხარს ჩამოადო. -კიდევ გინდა ჩემი ნახელავის დაგემოვნება?-კისკისით ჰკითხა ქეთომ ოშხარელს. მზე მთებს შორის ჩამალულიყო. -კიდევ?-პირველმა თმაზე იგრძნო ბიჭის ბაგეები-გამასინჯე და დამავიწყდა?! -უმადურო,-ჩაიბურტყუნა. საბას მკლავებიდან თავი გაითავისუფლა და ფეხზე წამოდგა. -საით?-წარბები შეკრა ოშხარელმა. -წყალში მინდა შევსლა,-თვალი ჩაუკრა ქეთომ. ბალერინები გაიძრო და ტბისკენ გაიქცა. -ფრთხილად,-სიცილით დააწია საბამ და თვითონაც წამოდგა. *** -შენი ლამაზი კაბა სულ დასველდა!-მკაცრად ჩაილაპარაკა საბამ. -ანუ ჩემი კაბა მოგეწონა?-ღიმილით გამოხედა ქეთომაც და მანქანაში ჩასკუპდა. -დაიცადე, იქნებ რამე მქონდეს. ეგ სველია და გაცივდები,-საბამ საბარგულის კარები ახსნა. -არ მინდა, საბა, არ გავცივდები,-გამოსძახა გოგონამ. კაბის კალთა თითებში მოიქცია და გასაწურად რამდენჯერმე გადაგრიხა. -ეს ჩაიცვი,-საბას გუნდის მაისური ეჭირა ხელში. -მერე, შენ?-დაბლიდან ამოხედა ქეთომ. -ბევრი მაქვს ასეთი!-დაამშვიდა ბიჭმა-მიდი, მანქანაში ჩაჯექი და გამოიცვალე. -ორი წუთით,-პირველმა მანქანის კარები მიიხურა. საბამ კი დაბურულ მინებს თვალი მოაშორა-ჩაჯექი. ოშხარელმა ავტომობილს შემოუარა და მძღოლის მხარე დაიკავა. სიყვარულით შეათვალიერა მის ლურჯ მაისურში გამოწყობილი ქეთევანი. -ცოტათი დიდი მაქვს,-გაეცინა ქეთოს და მაისურის ბოლო მუხლებამდე ჩამოსწია. -ცოტათი,-საბასაც გაეცინა-დღეს კიდევ მქონდა რაღაც-რაღაცეები დაგეგმილი, მაგრამ მეშინია სველი თმით არ გაცივდე. -არაუშავს, სხვა დროს იყოს!-თვალები ააფახულა ქეთამ და თავი ჩახარა-დღევანდელი დღე ყველაზე ლამაზი იყო! საბამ აწითლებულ ლოყაზე ჩამოუსვა ხელის ზურგი და სველი თმა ყურზე გადაუწია. -შენ არ იცი როგორ მიხარია, ამ დღეს ჩემთან ერთად რომ ხარ!-ხრინწიანი ხმით ჩაილაპარაკა ბიჭმა-შენთვის რაღაც მაქვს. ქეთოს მხარეს გადაიწია და სათავსოდან ყუთი გამოაძვრინა. -ვიცი, რომ თოჯინებს აგროვებ,-გაუღიმა საბამ და მუყაოს ყუთს თავი მოხსნა-იმედი მაქვს, მოგეწონება. ოშხარელს ხელებში ბროლის გოგონა ეჭირა. ჩამავალი მზის სხივებმა ათასფრად ააბრჭყვიალეს ნაწნავებიანი თოჯინა. -ღმერთო, საბა! ულამაზესია!-ცრემლები წამოუვიდა ქეთოს და აცახცახებული თითები მტკაველის სიგრძის გოგონასკენ გაიწვდინა. -ქეთა, თუ გატირებდა, სულ არ გაჩუქებდი!-წარბები შეეყარა საბას. -ძალიან მომწონს! არ ღირდა შეწუხებად,-თავი გადააქნია პირველმა და რუსული თოჯინა გულში ჩაიკრა. -ეგ აღარ თქვა!-თავი გადააქნია ოშხარელმა, მაგრამ მკაცრი სახე ისევ ღიმილმა მოულბო-მიხარია, თუ გაგახარე. -ძალიან. მაგრამ შენ სულ მახარებ!-ლოყაზე აკოცა ქეთომ და თოჯინის ფერება გააგრძელა. განსხვავებული დიანა მეორე სეანსი მეტად აღელვებდა დიანას. ფიქრობდა, რომ წინასწარ დანიშნული ერთ წლიანი მკურნალობის კურსი ზედმეტად ხანგრძლივი იყო თარაშისთვის. სჯეროდა, რომ ორ თვეში კოდუას ფეხზე დააყენებდა. მამაკაცის სიტყვების გახსენება კი მწველ ჟრუანტელს ჰგვრიდა და თავის მოვალეობებზე ხელახლა აფიქრებდა. თარაშის სამედიცინო ოთახის კარები შეაღო. მამაკაცი თეთრ შალითაგადაკრულ რკინის საწოლზე იწვა. -გამარჯობა, დიანა,-ღიმილით გადმოხედა კოდუამ და შავ უნიფორმაში გამოწყობილ ლამაზმანს თვალი ააყოლა. -გამარჯობა, თარაშ,-ლოყები შეეფაკლა კოვალენკოს-როგორ ხარ? -ნორმალურად,-ძლიერი ხელის მტევნები გრძნობადაკარგულ კიდურებზე გადაისვა-ერთი სული მაქვს ფეხზე როდის დავდგები. მამაკაცის ხმა მოუთმენლობა გამორეულ იმედს ასხივებდა. ამან გაახარა დიანა. ბედნიერებისგან აფართხალებული გულის ძგერა პირველადი იგრძნო ასე ცხადად. -ამის გაგონება მახარებს,-ნელა მიუახლოვდა საწოლს. თარაში შიშველი ზურგით ნახევრად წამოწეულ საწოლს მიყრდნობოდა. იმ მომენტში საოცრად დიდი მოეჩვენა დიანას თარაში. ძალიან დიდიც კი. -დავიწყოთ,-თარაშმა ღრმად ამოუსუნთქა და ნაპერწკლიანი თვალებით დიანას ლამაზ სახეს მიაშტერდა. -დღეს მეტად გეტკინება, თარაშ,-შეაპარა ქალმა. დიანას წკრიალა ხმის ტემბრში ნერვიულობა გამოსჭვიოდა-ყველანაირად ვეცდები ნაკლებად გეტკინოს, მაგრამ ეს გარდაუვალია. ყოველ ჯერზე მეტად გეტკინება... -დიანა, ამაზე არ ინერვიულო,-თბილად უთხრა თარაშმა-გავუძლებ. იმაზე ფიქრი, რომ ეს ტკივილი მგრძნობელობას დამიბრუნებს, მაძლებინებს. ამ სიტყვების თქმისას, კოვალენკოს პატარა ხელის მტევანი, კოდუას ძლიერ ხელში გაუჩინარდა. კიდევ მეტად გასხივოსნდა მათ შორის გაბმული კავშირი. მოძრაობისთვის გამოსადეგ კუნთებს თითებით ეხებოდა დიანა. ავარჯიშებდა, სიცოცხლისუნარიანობას უბრუნებდა. თავის ენერგიას დაუნანებლად აძლევდა მამაკაცის ძლიერ, თუმცა გამოუსადეგ კიდურებს. და ეს ენერგიაც თავიდან ბადებდა თარაშის მკვდარ უჯრედებს, ისე, როგორც წყალი აცოცხლებს მზის სინათლე მოკლებულ მცენარეს. გაუსაძლის ტკივილს გრძნობდა მამაკაცი. კბილს კბილზე აჭერდა. გამწარებულს, საწოლის რკინის მოაჯირები თითებით გადაეღუნა. ეგონა ცეცხლწაკიდებულ სხეულს ვერაფერი დაუამებდა. კოდუას მხურვალება თითებს უწვავდა დიანას, მაგრამ მუშაობას განაგრძობდა. თარაშის ტკივილისგან დაკრუნჩხული სახის ყურებას ცრემლებამდე მიჰყავდა კოვალენკო, მაგრამ გასქელებულ ტკივილსა და დარდს გაჭირვებით ყლაპავდა დაცარიელებულ სხეულში. გრძნობდა, როგორ გასცემდა ძალასა და ენერგიას, სანაცვლოდ კი მხოლოდ ტკივილით ივსებოდა. მერვე სეანსის ორ საათ-ნახევარიც მიიწურა. გასავეთებულმა დიანამ ბარძაყებზე გადაჭიმული სარტყელები ხელის კანკალით შეხსნა. მამაკაცმა თითქოს იგრძნო, როგორი დიდი წნევით ჩაიღვარა სისხლი გამომშრალ კიდურებში. ეტკინა. დიანას გამოფიტული სხეულიც ეტკინა თარაშს. -ცუდად ხარ?-ჩახლეჩილი ხმით ძლივს ამოთქვა და სუსტი ღიმილით მოღიმარ კოვალენკოს ახედა. -არამიშავს. შენ როგორ ხარ? ძალიან გტკივა?-კითხვა შეუბრუნა ხმაწართმეულმა ქალმა. ელექტრო ნემსები ფოლადის ყუთში მოათავსა. სარტყელები და ქამრები ჩანთში ჩააწყო. ეს ყველაფერი კი საწოლის გვერდით მდგარ კარადაში შეინახა. -დავიღალე,-აღიარა თარაშმა. კრიჭა შეკროდა. ერთმანეთს მიბჯენილი ყბები ძლივს დააცილა ერთმანეთს. -სააბაზანოში გაგიყვან. -არ არის საჭირო, დასვენება გჭირდება,-იუარა კოდუამ და ოხვრით ჩაეშვა ეტლში. -თარაშ,-გაპროტესტება სცადა დიანამ და ხელები მისი ეტლისკენ გაიწვდინა. -დიანა!-მკაცრად გააწყვეტინა მამაკაცმა. დიანას შეშფოთებულ და ნაწყენ თვალებს, რომ გადააწყდა, გული მტკივნეულად აუძგერდა-მერე ერთად ვისადილოთ, თუ წინააღმდეგი არ იქნები. -ვისადილოთ,-თითქმის დაიჩურჩულა ქერამ. ბიჭებს დაუძახა და იქაურობა სწრაფად დატოვა. ცრემლებით დამძიმებული თვალები დაღლილობას დააბრალა და არაქათგამოცლილი სხეული წყალს შეუშვირა. *** თარაშის წინ ჯდომა ეუხერხულებოდა. მითუმეტეს, რომ ეს უკანასკნელი შესაშური უდარდელობით მიირთმევდა სოკოს წვნიანს. -ჭამე, დიანა!-კუშტი მზერით ამოხედა თარაშმა დაბნეულ კოვალენკოს. -არ მიყვარს სოკოს რავიოლი,-მოჩვენებითი გულგრილობით აიბზუა ცხვირი და თეფში გასწია. -სხვა რამ გადაიღე, ოღონდ შეჭამე,- დიანამ შეამჩნია, რომ მამაკაცის განათებულ თვალებს ფარდა ჩამოფარებოდა. -არ მიყვარს!-გაჯიუტდა დიანა. -დავიჯერო არაფერი არ გიყვარს?-წარბი ასწია კოდუამ და სხვადასხვა კერძით გადავსებულ მაგიდას გადახედა. დიანა დადუმდა და ხელები ერთმანეთს გადააჭდო. მდგომარეობიდან გამოსული კოდუა ვერაფრით მიხვედრილიყო ქალის ურჩობის მიზეზს. -დიანა, რატომ ჯიუტობ?-ამჯერად დამთბარი ტონით სცადა ქერა ლამაზმანის მორჯულება-მითხარი, რამე არასწორად გავაკეთე? გაწყენინე? -არა,-თარაშის მზრუნველმა ტონმა თვალები აუცრემლიანა დიანას. თარაშმა ეტლი კოვალენკოსკენ გააგორა და მისი სკამი თავისკენ შემოატრიალა. მამაკაცის სიახლოვისგან თავბრუდახვეული დიანა სპილოსძვლისფერი ტყავის საზურგეს მიეკრა. -დი, ხმა გამეცი!- თარაშმა პირველად შეამოკლა დიანას სახელი. კოვალენკო შეკრთა. -არაფერია, თარაშ,-გაღიმება სცადა. -კარგი, მაშინ შეჭამ! დიანას გაუხარდა მამაკაცის მახვილგონიერება. თავისი გასაჭირის აღიარებას სიკვდილი ერჩივნა. -რომ არ მშია?!-თვალები მოჭუტა დიანამ. -შენს ორგანიზმს შია. ჩვენ კი მასზე უნდა ვიზრუნოთ!-ქალის ბავშვურობამ ღიმილი მოჰგვარა თარაშს-ცეზარი ხომ გიყვარს? დიანა დაიჭყანა და თავი უარის ნიშნად გააქნია. -გიყვარს!-დიანას ურჩობით გაღიზიანებულმა თარაშმა სალათიანი თეფში მისკენ მისწია-პირი გამიღე! დიანას თვალები გაუფართოვდა. -ჯანდაბას, თვითონ შევჭამ!-ჩანგალი გამოართვა დიანამ და ჭამა დაიწყო. თითო ლუკმას ხუთი წუთის განმავლობაში აქუცმაცებდა და ისე ყლაპავდა. თარაშიც მშვიდად უყურებდა დიანას კენკვას. -ყავასაც დალევ!-დაცარიელებულ თეფშს კმაყოფილი თვალები მოაშორა კოდუამ. -ტკბილი მიყვარს,-არ შეწინააღმდეგებია დიანა. თარაშმა გაიღიმა. -ნათიამ მითხრა, რომ დამეგობრდით,-თემის რადიკალურად შეცვლამ დიანა გააკვირვა. -კი, განოს გაცნობაც მინდა,-ღიმილით დაამატა. -მიხარია, ორივე ძალიან კარგი გოგონები არიან,-თარაშის ხრინწიანი ხმა დათბა. -მეც ასე ვფიქრობ,-კოვალენკომ ოხშივარავარდნილ ფინჯანს თითები შემოჰხვია. წამით მათ არალეგალურ ბიზნესზე სიტყვის ჩამოგდებაც გადაწყვიტა, მაგრამ მალევე გადაიფიქრა. ნათიასთან უხერხული იქნებოდა-დღევანდელმა ვარჯიშმა კიდევ უფრო მეტად დამარწმუნა ჩემი მოსაზრების სისწორეში. -რას გულისხმობ?-ცერად გადმოხედა თარაშმა. -თარაშ, ფეხის თითებს უკვე გრძნობ. ხომ ასეა? -არა მარტო, დიანა,-ქალს თავისი სახელის გაგონებისას კიდევ ერთხელ გასცრა-მუხლისთავებსაც, დაბლითა კუნთებსაც. კოჭის გამოძრავებაც შემიძლია. -ერთ თვეში ფეხზე დაგაყენებ,- დიანამ თავდაჯერებული ღიმილით დააქნია თავი. -სიმართლეს მეუბნები?-კიდევ უფრო ჩახრინწული ხმით ჩაეკითხა თარაში. სახე მღელვარებისგან არეოდა. -კი, თარაშ. ნახევარ თვეში ეტლი აღარ დაგჭირდება. მაგრამ ჯოხის ტარება დიდ ხანს მოგიწევს. -მთავარია ჩემით გავლა შევძლო,-კოდუას თავი ჩაეხარა. -შეძლებ, მე დაგპირდი და ამ პირობას შევასრულებ,-მთელი გულით უღიმოდა დიანა. თარაშმა ამღვრეული თვალებით გამოხედა დიანას. ვნებიანი, სავსე ბაგეები სევდიან ღიმილს ერთმანეთისგან დაეშორებინა. მასთან გატარებული თვე-ნახევრის განმავლობაში დიანასთვის მამაკაცი ასეთი მიმზიდველი და გულისამაჩქროლებელი ჯერ არასდროს ყოფილა. -იქნებ, უფრო ადრე, რომ მომეძებნე...-ქვედა ტუჩი მარგალიტის სადარ კბილებს შორის მოიქცია. დიანას გული აუჩქარდა. ნუთუ მათ ურთიერთობაზე საუბრობდა თარაში? -რას გულისხმობ, თარაშ?-ქალის ჩამწყდარი ხმის გაგონებამ მომენტალურად გამოაფხიზლა მამაკაცი. -ჩემს ტრამვას. ორი წლის უკან შენ რომ დამხმარებოდი, იქნებ თამაშის გაგრძელების პერსპექტივაც ყოფილიყო,-გული ეტკინა დიანას. წამით თვალთ დაუბნელდა იმედგაცრუებისგან სულშეხუთულს. ნუთუ ასეთი ბრბმა იყო თარაში? -მენინსკი გაგეხლიჩა, თარაშ. ოპერაციის შემდეგ ქსოვილის რეგენერაცია მოხერხდა, მაგრამ გადმოღვრილი წყლის აღდგენა შეუძლებელია. სიმშრალის გამო კი სირბილს ვერ მოახერხებ,-დიანამ თავი ძლივს მოაბა სათქმელს-უნდა შეეჩვიო, რომ თამაშის გაგრძელებას ვერასდროს შეძლებ. თარაშის თვალები გაიბზარა და შავ ირისებს სამუდამოდ დააჩნდათ ვერცხლისფრად მოელვარე, ტკივილდაფერილი, ამოუშენებლი სიცარიელე. ასეთი რამ პირველად იხილა კოვალენკომ. თითქოს კოდუამ რეალობის მთელი სიცხადე დიანას სიტყვებით დაინახა და გააცნობიერა. აქვითინებულმა დიანამაც დაინახა თარაშის მოუშუშებელი, მარადიული იარა. -შეგიძლია წახვიდე, დიანა,-ამოიხრიალა თარაშმა და ეტლი ფანჯარასთან მიაგორა. კოვალენკომ უსიტყვოდ დატოვა თარაშის აგარაკი. სახლში მისული კი ხმით ატირდა. წვრილ ფეხებზე ხელებს იჭერდა და ატკივებული არსების დაამებას ფიზიკური ტკივილით ცდილობდა. ნუთუ კოდუას გამოჯანმრთელებაზე ფიქრმა სხვა გრძნობაც გაუჩინა დიანას? თარაში, ხომ მხოლოდ მისი პაციენტი იყო. ადამიანი, რომლისთვისაც ფეხზე გავლის საშუალება უნდა მიეცა. მაშინ რატომ ეტკინა თარაშის გამო? რატომ ინანა თავისი სიტყვები? იცოდა, რომ თარაშ კოდუასთვის თამაში მთელ ცხოვრებას ნიშნავდა, მაგრამ ამ სიტყვების სიმძაფრე დღეს, თარაშის გამტყდარ თვალეში ამოიკითხა. დანაშაულის შეგრძნებამ შერჩენილი ძალაც გამოაცალა დიანას. ადვილის ორი აბი დალია და მისაღებში მდგომ ერთადერთ დივანზე წამოწვა. პლაზმური ტელევიზორი ჩართო. „დისქავერიზე“ დოკუმენტური ფილმი გადიოდა. ვეფხვის მშობიარობის სცენამ წამით ყველაფერი გადაავიწყა ქერა ლამაზმანს. ოდნავ დამშვიდებულმა შარვალი გაიძრო, მუცელზე გაწვა და ფილმის ყურება განაგრძო. ხუთ წუთში კარებზე ბრახუნმა ერთიანად გამოაფხიზლა მიძინებული დიანა. თვალები მოისრისა და მისაღებისკენ დაიძრა. რკინის კარები გამოაღო. ეტლში მჯდომი თარაშის დანახვამ დიანას სასუნთქი გზები გადაუკეტა. უკანასკნელმა ავარიამ კოდუა ერთდროულად ეტლსა და სახლს მიაჯაჭვა. იცოდა, არასრულფასოვნების კომპლექსი ვერ დაეძლია თარაშს. ახლა კი მას თავისი ბინის წინ ხედავდა. დანაშაულის შეგრძნებით აკანკალებულს, აწითლებული თვალები ხელახლა აუცრემლიანდა. კოდუა ჩვეული უემოციო სახით შესცქეროდა ატირებულ ქერათმიანს. უკან დაცვის სამი კაცი მორჩილად ელოდა უფროსის მორიგ ბრძანებას. -არ შემომიპატიჟებ, დიანა?-მამაკაცის ჩახლეჩილმა ხმამ ქალი ერთიანად გამოაფხიზლა. თავი მდუმარედ დაუქნია. თარაშმა რისხვით შეათვალიერა კოვალენკოს ნახევრად შიშველი სხეული. -ქვემოთ დამელოდეთ!-მკაცრად დაიბუბუნა და ეტლი სახლში შეაგორა. -ჩავიცვამ და ახლავე დავბრუნდები,-აწითლებული დიანა უხერხულად აიწურა, თითქოს თვითონაც თარაშის ბრძანებას ელოდებოდესო. -სწრაფად!-თავი დაუქნია თარაშმა. *** -აქ რამ მოგიყვანა?-თხუთმეტ წუთიანი დუმილი მოუთმენლად დაარღვია დიანამ და მის წინ მჯდომ მამაკაცს დაბნეული თვალები შეანათა. -დღეს გაწყენინე,-ჩამხრჩალი ხმით უპასუხა თარაშმა. დიანა დადუმდა. გაკვირვებული სახით დასცქეროდა საკუთარ ფეხებს. თარშმა აწყენინა? როდის? -არ მინდოდა,-თავის ქნევით დაამატა კოდუამ. კოვალენკომ უხმოდ ახედა სახე არეულ თარაშს. -მაპატიე, რომ გატირე,-მამაკაცმა მოკლე თმაზე ძლიერი ხელი ნერვიულად გადაისვა. ხელახლა აცრემლებული დიანასკენ ეტლი წასწია. ქალის თხელ თითებს შეეხო და თავის მტევნებში მოიქცია. -თარაშ, შენ არ...-ხელებაცახცახებულს სიტყვა გაუწყდა. ქალის ცრემლები წყვილის გადაჭდობილ ხელებს ასველებდა. -კი, დიანა! გაწყენინე!-ჩახლეჩილი ხმა გაუმკაცრდა მამაკაცს და გადაკალმული წარბები შეყარა. -არა, თარაშ! ეს მე ვარ დაუფიქრებელი. მე გატკინე გული. ყველაზე მტკივნეულ ადგილას შეგეხე და... -ამოიკნავლა დიანამ-თარაშ, ალბათ, ბოლომდე ვერასდროს მივხვდები შენთვის თამაშის შეწყვეტა რას ნიშნავს, მაგრამ დღეს უნდა გამომეფხიზლებინე! მეც მეტკინა, შენ რომ გატკინე, მაგრამ ჩემს სიტყვებს არ ვნანობ. უნდა იცოდე შენი მდგომარეობის შესახებ, იმის არ უნდა გჯეროდეს, რაც არ მოხდება. ოცნებებში არ უნდა დაიკარგო! კოდუას სახე მეტად გაუმკაცრდა. -ამაზე არ უნდა დარდობდე, დიანა! -მაგრამ ვდარდობ. შენ ფსიქოლოგიურად ტრამვირებული ხარ, თარაშ. შეიძლება, ამას ვერ გრძნობ, მაგრამ მე დავინახე. დღეს დავინახე, რამდენად ცარიელი ხარ. არ მინდა შენმა ფსიქოლოგიურმა ტრამვამ უკან წაგწიოს. მინდა დაგეხმარო და ფეხზე დაგაყენო. ცხოვრება უნდა გიხაროდეს, თარაშ...ჯერ სულ ახალგაზრდა ხარ...- ცრემლებით დაბინდული თვალები კიდევ უფრო გამუქებოდა. -არ მინდა ამაზე საუბარი!-დაიგრგვინა თარაშმა-შენგან ერთი სიტყვაც აღარ გავიგო ამ თემაზე! ერთიანად გაფითრებული დიანა, თითქოს სავარძლის საზურგეს შეეზარდა. ვეღარაფეს გრძნობდა, თარაშის ჩაფრენილი ხელების გარდა. -იყოს ასე,-დაიჩურჩულა და თავი შეაბრუნა. დიანა ზედმეტად თავმოყვარე იყო, ვინმეს კისერზე, რომ ჩამოჰკიდებოდა. ქალის სასოწარკვეთილმა ხმამ სადღაც გაფრენილი თარაში, უკან დააბრუნდა. სახე აჭროდა, თვალები ჩასისხლიანებოდა. დაძარღვულ მკლავებსა და კისერზე გატოტილი ვენები გალურჯებოდა. თავი უარის ნიშნად რამდენჯერმე გააქნია და დიანას გაყინულ მტევნებს შეეხო. -მაპატიე, ასეთი უხეში, რომ ვარ! უბრალოდ...არ მინდა ჩემმა გამოწურულმა ნერვებმა, ფეთქებადმა ხასიათმა და გამოლეულმა რესურსებმა ქვეშ მოგიყოლოს. გაშრა დიანა. ხერხემალ გაშეშებულმა, ნერვული იმპულსების მტკივნეული მოქმედება თავის ტვინში იგრძნო. კოდუამ უსიტყვოდ გადარეკა და ერთ წუთში გაქვავებული დიანას სახლის კარიც გაიხურა. *** არ ელოდა ეს გრძნობდა ასე მტკივნეულად თუ შემოაღებდა მის ყოველდღიურობაში კარებს. არც ის ეგონა, თარაშს ამდენად დამანგრეველი ეფექტი თუ ექნებოდა მის ცხოვრებაზე. თავისი დაუძლურებითა და უმოქმედობით იმედგაცრუებული იყო დიანა. მაგრამ ფიქრის გარდა არც არაფერი შეეძლო მის გადასხვაფერილ გონებას. იცოდა, რომ მზად იყო თარაშის მისაღებად. მიიღებდა კიდეც, თან დართული მთელი რიგი სირთულეებითა და პრობლემებით. აღნიშვნად ღირს ის ფაქტი, რომ შეყვარებული დიანასთვის, ნებისმიერი სირთულე და პრობლემა მოგვარებადი იყო. უჭირდა თარაშს, როგორც ფიზიკურად, ისე სულიერად. გულის ყველაზე ღრმა და პესიმისტ კუნჭულში, დიანა ფიქრობდა, რომ მამაკაცი თავისი გრძნობისთვის მზად არ იყო. ეს აზრი კი სხეულს უღადრავდა ქალს. მაგრამ მორიგი ძვირფასი ადამიანის დაკარგვას აღარ აპირებდა დიანა. თარაშის ბედნიერებისთვის იბრძოლებდა. პირველი ნაბიჯები თარაშმა დიანას ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი ადგილი დაიკავა. კოვალენკო ყველაფერს აკეთებდა კოდუას ფეხზე წამოსაყენებლად. თვალის ჩინივით უფრთხილდებოდა მამაკაცს და თარაშის დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად, ჯერ მის ფეხზე წამოყენებას არ ჩქარობდა. კოდუამ პირველად მარჯვენა ფეხი რომ იგრძნო, სიხარულისგან აღტკინებულმა დიანამ ცრემლები გადმოყარა. მერე კი ისევ თარაშს მოუხდა ქერა ლამაზმანის დაწყნარება. მათ შორის გაბმული კავშირიც ნელ-ნელა იზრდებოდა და მყარდებოდა. მკურნალობის საუკეთესო შედეგი წყვილს კიდევ უფრო მეტად აბედნიერებდა. დიანას არც კი სჯეროდა ასეთი ბედნიერების დატევა თუ შეეძლო. თარაშის თითოეული ღიმილი და გამოხედვა იმდენად ახარებდა, რომ ეგონა მოჭარბებული ემოციებისგან გასკდებოდა. -გავლა მინდა, დიანა!-აგვისტოს თვის პირველი სეანსი თარაშის სიტყვებით დაიწყო. -გაივლი, მაგრამ ცოტათი უნდა მოიცადო, თარაშ! ჩვენ შევთანხმდით, რომ არ იჩქარებდი და ბოლომდე მომყვებოდი,-ხელებს ჰაერში ასავსავებდა დიანა და მამაკაცის დარწმუნებას ცდილობდა. -ამის დედაც! დიანა, ორივე ფეხს ვგრძნობ, რა დროზე მელაპარაკები?!-მრისხანებისგან დაძარღვული ხელები სამედიცინო საწოლს დაარტყა კოდუამ. დიანა შეაკრთო თარაშის რეაქციამ. რამდენიმე ნაბიჯი უკან გადადგა და ზურგით კედელს მიეკრო. -არ მინდა ამ ტონით მელაპარაკებოდე,-აკანკალებული ხმა ძლივს დაიმროჩილა ქალმა. თარაშთან ურთიერთობამ ბევრად მგრძნობიარე გახადა კოვალენკო. -არ მინდოდა. მაპატიე, თუ შეგაშინე,-თარაშს თავი ხელებში ჩაერგო. დიანა უხმოდ მიუახლოვდა მამაკაცს. თხელი თითები თარაშისას შემოაჭდო და ფრთხილად ჩამოაღებინა. კოდუას დაწითლებული თვალები კოვალენკოს აფორიაქებულ შავ ირისებს შეხვდნენ. დიანამ ნელი მოძრაობით შემოაჭდო მამაკაცს თხელი მკლავები და თავი მხარზე ჩამოადო. დიანას შეეძლო თარაშის შინაგანი მდგომარეობის საფუძვლიანად გაანალიზება. -მესმის, რომ გიმძიმს მოთმენა. ისიც მესმის, შენთვის სიარული რამდენად მნიშვნელოვანია. მაგრამ შენც უნდა გესმოდეს, რომ არა ნაკლებად მინდა ფეხზე ამდგარი დაგინახო. თარაშ, უნდა გრძნობდე, რამდენად ძვირფასი ხარ ჩემთვის. რამდენად ღირებული და პრიორიტეტულია შენი სულიერი და ფიზიკური სიმრთელე. მე ყველაფერს ვაკეთებ ამისთვის, შენგან მხოლოდ დროსა და მოთმინებას ვითხოვ. ცოტახანიც კარგი? სულ, სულ ცოტახანიც... მხრებზე მოჭერილი თარაშის მკლავები კიდევ უფრო დიდ ძალას აძლევდა დიანას. ახლა ნამდვილად გრძნობდა იმედს. საერთო, ბედნიერი მომავლის პერსპექტივას. *** -ახლა წამოჯექი. დამეყრდენი და იცოდე ხელი არ გამიშვა!-ბრძანებებს გასცემდა დიანა და ნერვიულობისგან აკანკალებულ თითებს მამაკაცის მკლავებს უჭერდა. -არ გაგიშვებ, დი!-უღმერთოდ მომხიბლავად უღიმოდა თარაში. -ამის დრო არ არის, თარაშ,-აწუწუნდა ქერათმიანი-მხოლოდ ფეხზე წამოდექი და თარაშ, ნაბიჯი არ გადადგა. გარისკვა არ მინდა. გესმის?! თარაშმა უპასუხოდ დაუქნია თავი და დიანას დახმარებით საწოლიდან წამოიწია. კოდუას ცივ ხეს მიბჯენილი ტერფები ისე აეწვა, თითქოს იატაკს ნემსები გამობმოდა. -ძალია გტკივა? -არ მტკივა!-მშვიდად გააქნია მამაკაცმა თავი, წელი წინ წასწია და მუხლებში გაიმართა-ვდგავარ, დიანა! -დგახარ, დგახარ! ხომ გითხარი!-ყელზე მოეხვია ქალი მამაკაცს-კარგი, ეხლა უნდა დაწვე. ხვალისთვის გადავდოთ..რას აკეთებ? თარაშ, არა. თარაშ! არ გაბედო! თარაშმა არ დაუჯერა დიანას. გაიარა. დიანამ ცრემლებით დაბინდული თვალებით ძლივს დაინახა კოდუას გადადგმული სამი ნაბიჯი. მამაკაცმა კიდევ ხუთი ნაბიჯი, რომ გადადგა, დიანა უფრო მშვიდად ედგა გვერდით. თუმცა არც იმ დღეს გაუვლია ცრემლების გარეშე. სექტემრის პირველ კვირას თარაში ჯოხით დადიოდა. გვერდით კი ბედნიერებისგან აკაშკაშებული დიანა მიჰყვებოდა. *** ალუბლისფერ შორტებსა და მკუხე ისრიმისფერ ტოპში გამოწყობილი დიანა, უმცროს პირველთან ერთად რუსთაველზე მისეირნობდა. პარასკევი საღამო იყო. სექტემბრის 13. თბილისის მაცხოვრებლებისთვის შემაწუხებლად მაღალი ტემპერატურა, ხელის შემშლელ ფაქტორს არ წარმოადგენდა ენთუზიაზმით აღსასვე დიანასა და ქეთევანისთვის. ქეთომ იცოდა, რომ თარაშის გამოჯანმრთელებით დაკავებული დიანა ქალაქიდან გასვლას ვერ შეძლებდა. ამის შემდეგ, მაქსის იმედად დარჩენილმა გოგონამ შეიტყო, რომ სამსახურეობრივი მოვალეობა უფროს პირველს მთელი ზაფხულით თბილისს აჯაჭვებდა. ზემოთ ხსენებული შემაშფოთებელი ინფორმაციით დანაღვლიანებულმა ქეთევანმაც თბილისში დარჩენა განიზრახა. მაქსისა და საბას დაჟინებული მოთხოვნა და დიანას მზრუნველი ტონით დატვირთული შეგონებები გოგონას დასარწმუნებლად საკმარისი არ აღმოჩნდა. ქეთევანი თბილისში დარჩა. გავარვარებული თბილისის მიუხედავად, ქეთო შესანიშნავ დროს ატარებდა. ერთი თვე საკმარისი აღმოჩნდა საბას უკეთ გასაცნობად და მის კიდევ უფრო მეტად შესაყვარებლად. ოშხარელიც არ კარგავდა დროს და კარჩაკეტილ ცხოვრებას მიჩვეულ პირველს ხან სად დაატარებდა და ხან სად. საბას მეგობრებსა და თავად ოშხარელის გარემოცვაში მოტრიალე ქეთევანი მაქსთანაც დიდ დროს ატარებდა. მაშინ, როდესაც დიანა თავისუფალ დროს გამონახავდა ქეთოსთან და დებ მუჯირებთან ერთად ერთობოდა. ახლაც, ქეთო დიანას მტევნს ჩაჭიდებოდა. საყვარელი ცისფერი სარაფანი ეცვა. მოკლედ შეჭრილი წაბლისფერი, სწორი თმა, ამჯერად დაეხვია. -რუსთაველზე ახალი სანაყინე გაიხსნაო,-სიტყვა გაწელა ქეთომ-მოდი შევიაროთ. -მერე ვინ გითხრაო?-თვალები მოჭუტა კოვალენკომაც. -საბასთან და ნიკასთან ერთად ვიყავი გუშინ წინ,-გაინაზა პირველი და წინ ჩამოშლილი თმა ყურზე გადაიწია-უგემრიელესი ხილის ნაყინი აქვთ. -ქეთ, საბას კარგი მეგობრები ყავს, ხო?-ღიმილით ჩაეკითხა ქერათმიანი. -ძალიან. ნიკაც, ლაშაც, ანდროც, ლუკაც...ყველაზე ვგიჟდები. უი, ახლახანს გავიცანი ნიკას და, ნატალია. უმაგრესი გოგოა! იცი რა ლამაზია? უმშვენიერესი შავი თმა აქვს. წელამდე სწვდება! მითხრა თითქმის არ ვიჭრიო! წარმოგიდგენია, დი?-ბავშვურად გაფართოებოდა თვალები ქეთოს. -ანუ მოგეწონა ნატალია,-სიხარულით დაასკვნა დიანამაც. -ძალიან! დავმეგობრდით. თურმე ერთ მათემატიკის მასწავლებელთან ვემზადებით. რა მაგარია, ხო?! ნეტავ ერთ სკოლაშიც დავდიოდეთ,-უცებ მოიწყინა ქეთომ. -კერძო სკოლაში დადიხარ, ქეთო. შენ მოგწონს იქ სწავლა, მაგრამ შეიძლება ნატალიას არ მოეწონოს,-ღიმილით აუხსნა კოვალენკომ. -მართალი ხარ. მე, რომ გადავიდე? მე და ნატალია ერთად ვისწავლიდით,-ახალი იდეით აღფრთოვანდა პირველი. -ამ წელს გამოცდები გაქვს, ჩემო ლამაზო. არ მგონია ეს გადაწყვეტილება გონივრული იყოს,-დიანა ჩააფიქრა გოგონას უეცარმა სურვილმა. -იქნებ მართალიც ხარ,-თავი დააქნია პირველმა-მაგაზე მერე ვისაუბროთ. ხვალ ჩემთან დავპატიჟე ნატალია. ხომ არ ვიჩქარე? იქნებ ვჩქარობ ურთიერთობის დაწყებას?-პირველმა ძლივს ამოთქვა, ის, რაც ყველაზე მეტად აწუხებდა. -შენ ხომ მოგწონს ნატალია?-ქერათმიანმა შუშის მაგიდაზე ააკაკუნა თითები. -კი, კარგი გოგონაა,-თავი დარწმუნებით დააქნია ქეთომაც და სანაყინის მინის კედლიდან რუსთაველი შეათვალიერა. -ხოდა როგორც გული გიკარნახებს, ისე მოიქეცი!-გოგონას ხელი თავისაში მოიქცია დიანამ და გამამხნევებლად მოუჭირა. -გული მარწყვის ნაყინს მთხოვს!-თვალი ჩაუკრა პირველმა და მიმტანს უხმო. ათ წუთში დიანამ მათი მაგიდისენ მომავალი მუჯირები დალანდა. -ერთობით გოგოებო?-განომ ბიძაშვილები გადაკოცნა და ქეთოს გვერდით ჩამოჯდა-ისე ცხელა, ასე მგონია სანთელივით დავდნები. -მართლაც. ასეთი ცხელი სექტემბერი მე არ მახსოვს!-ნათიამ ენა გააწკლაპუნა და ორი ცივი ყავა შეუკვეთა. -ხოდა ერთ კვირიან შვებულებას ვიღებ!-თვალებგაბრწყინებულმა განომ ტაში შემოჰკრა-ქეთოსაც წავიყვანდი. არ წამოხვალ? -ორ დღეში სკოლა მეწყება,-საცოდავათ ამოიკნავლა პირველმა. -ცუდია. მომენატრა ის დრო, ყველანი ერთად რომ ვისვენებდით, ხოლმე,-თავი გააქნია განომ. -მას შემდეგ, რაც ბიჭები რაგბს ჩამოშორდნენ, ნორმალურად აღარ დაგვისვენია!-თანხმობის ნიშნად თავი დაქნია ნათიამაც და დიანას გახედა-ხომ მართლა, თარაში როგორაა? -კარგად. მკურნალობის კურსს დაგეგმილზე სწრაფად გადის,-ლამაზად გაიღიმა კოვალენკო. -თქვენ შორის რა ხდება?-მოულოდნელად იკითხა განომ. დიანამ ვანილის ნაყინიანი კოვზი ვერცხლისფერ თასში ჩააბრუნა და სამი წყვილი ცნობისმოყვარე თვალის დანახვისას ამოიკვნესა. -რაღაც, რომ ხდება ფაქტია,-ქვედა ტუჩი გამოსწია ნათიამ და მრავლისმთქმელი მზერით აათვალიერა დიანა-თქვენი ურთიერთობა ექიმ-პაციენტის ურთიერთობის ფარგლებს თავიდანვე აცდენილი იყო. -სანამ ყველაფერი არ დალაგდება, ამაზე საუბარი არ მინდა,-დიანამ ნერვიულად მოიკვნიტა ვარდისფრად შეღებილი ტუჩი და გოგოებს უხმოდ გადახედა. -ძაღლი ახსენეო,-თვალები გაუფართოვდა ნათიას და მათკენ მომავალ ჯანოსა და თარაშს გაუღიმა-ბიჭებო, აქ საიდან? თარაშმა დაჟინებით აათვალიერა სახე ახერებული დიანა და ფეხზე წამომდგარ ნათიას თავზე აკოცა. -ერთობით გოგოებო?-ჯანომ გულღიად გაუღიმა დებსა და ბიძაშვილებს. ქეთოს ხმაურით აკოცა ლოყაზე და მის გვერდით მოკალათდა. -ვერთობით! მაგრამ ამ სიცხეში როგორ გინდა ეგ საქმე კარგად გამოგივიდეს?-წარბები აწკიპა განომ და ძმას მხარზე უჩმიტა. ჯანოს რეაქცია არ ჰქონია. მუჯირების ვაჟკაცი უზარმაზარი იყო. თარაშის სიმაღლის, მაგრამ მასზე მსხვილი. გარუჯულ სხეულზე შემოტმასნილი მაისურიდანაც ჩანდა ყოფილი მორაგბის უზარმაზარი კუნთები. -შვებულებას ხომ იღებ განო?-თარაშმა გვერდით მდგომი მაგიდის სკამი დიანას სავარძლის გვერდით მოაცურა და ფრთხილად ჩამოჯდა. სახეზე შეეტყო, ჯერ კიდევ რამდენად მტკივნეული და არასასიამოვნო იყო მისთვის მოძრაობა. სკამის რბილ საზურგეს მიეყუდა და ყრუდ ამოიოხრა. -ძალია გტკივა?-წარბებშეყრილმა დიანამ უმალ ჰკითხა მომხიბლავად მოღიმარ მამაკაცს-თარაშ, ჯერ ადრეა შენთვის ქალაქში სიარული. -დი, გთხოვ!-კოდუამ ხელი ნელა დაუსვა კოვალენკოს ჩაწნულ მოთეთრო თმას. ქერათმიანიც გაყუჩდა და თავის ქნევით მიუბრუნდა ვანილის ნაყინს. ეშმაკურად მოცინარმა ქეთომ განოსა და ნათიას გადახედა. განომაც თვალი ჩაუკრა. ტუჩების უხმო მოძრაობით „голюбчикый“ ანიშნა და წამწამები გულუბრყვილოდ ააფახუნა. პირველმაც გადაიკისკისა და განოს აწეული ცერა თითი დაანახვა. -უნდა წავიდე, ჩემმა აუდიტმა დამირეკა,-ტელეფონს ჩააჩერდა ნათია-თქვენ რჩებით? -წამოვალთ. თარაშ, აჩიმ დარეკა!-ჯანომაც კოდუას გადახედა. -ახლა, არა. ხვალისთვის გადავდოთ! ქეთუს, წამო, იცი რა ლამაზი თოჯინა მაქვს შენთვის?-თარაშმა თმა აუჩეჩა თვალებდაჭყეტილ გოგონას. -ვაიმე, მართლა?-შესძახა ქეთომ და წამოშლილებს ხელის ქნევით დაემშვიდობა. -ვენეციური შუშისაა. შენ, რომ გინდოდა ისეთია, ზუსტად,-თვალი ჩაუკრა თარაშმაც და მანქანის კარები გამოუხსნა პირველს-დი, შენ არ ჯდები? თბილად გადახედა მათი ცქერით გამხიარულებულ ქერათმიანს. კოვალენკომაც ბედნიერი სახით დაიკავა მის გვერდით ადგილი. -თარაშ, სადაა თოჯინა?-საჭესთან მჯომ კოდუასკენ წამოიწია. -ჯერ მაკოცე და გეტყვი!-საჩვენებელი თითი ლოყაზე დაიდო თარაშმა. ქეთომაც შეუსრულა მოთხოვნა და მომლოდინე თვალები მიაპყრო კოდუას. -მანდ დევს. ყუთი ვერცხისფერ ფოლგაშია გახვეული. მამაკაცის სიტყვებს ქეთოს სიხარულის ყიჟინა და მილიონი მადლობა მოჰყვა. -წადი და ჭკვიანად!-დაარიგა დიანამ. ქეთოც გადახტა მანქანიდან და ავტოსადგომის გასასვლელისკენ გასწია. ოც წუთში თარაში დიანას აივნის მოაჯირს მიყრდნობოდა. -რას შეჭამ?-ღიმილით ახედა დიანამ ერთი თავით მაღალ მამაკაცს. თარაშს ტუჩის კუთხეები აეწია. ძლიერი ხელები კოვალენკოს წვრილ წელს შემოაჭდო და ახლოს მიიზიდა. დიანა ოდნავ შეკრთა, მაგრამ სურვილს არ შეწინააღმდეგებია. -თარაშ,-კოვალენკომ ნერვიულად გაიღიმა და აცახცახებული თითები მამაკაცის დაკუნთულ და ფართე მხრებზე დააწყო. -დღეს ულამაზესი ხარ!-ჩახლეჩილი ხმით გაუმხილა თარაშმა და კიდევ შეათვალიერა ქალი-მაგრამ ეს ტოპი ძალიან პატარაა და არ მგონია გარეთ ჩასაცმელად კიდევ ვარგოდეს! მამაკაცმა ხელები დიანას კისრისკენ წაიღო და ტოპის შესაკრავს წაეპოტინა. თასმა ხელის ერთი მოძრაობით შეხსნა და ზედატანი თავზე გადააძრო კოვალენკოს. თარაშმა ხარბად შეათვალიერა ნახევრად შიშველი დიანა. მზით გარუჯული, შოკოლადისფერი მკერდი ხასხასა წითელი ბიუსტჰალტერით დაეფარა ქალს. თარაშმა ერთი მკლავით მიიკრო კოვალენკოს აკანკალებული სხეული. მეორე კისერზე შემოაჭდო და ქერათმიანის სახისკენ დაიხარა. დიანას აკნაკალებულ მკერდს საკუთარი კანით გრძნობდა თარაში, მის ამონასუნთქ ჰაერს კი ხარბად აწვდიდა საკუთარ ფილტვებს. შუბლი ქალის შუბლისთვის მიებჯინა კოდუას. დაჟინებით უყურებდა ბაგე გაპობულ, ლოყებაწითლებულ და თვალებმინაბულ სახეს. გამშრალ ტუჩებზე ენის წვერი გადაიტარა. არ კოცნიდა დიანას. მათი პირველი შერწყმის მოლოდი საოცრად ენანებოდა დასათმობად. უაზროდ დიდ და ადამიანისთვის თითქმის აუტანელ ვნებას განიცდიდა საკუთარ მხრებზე დიანას გაყინული თითების შეგრძნებისას. შიგნიდან გრძნობდა მოგუგუნე არსებას, მთელ სხეულში, რომ დაუძვრებოდა და დიანას ტუჩებისკენ ექაჩებოდა. მაგრამ ჯიუტად არ ეხებოდა ქალის ბაგეებს. საკუთარი ტუჩებით ისუნთქავდა დიანას ტუჩებიდან სტვენით გამომავალ ჰაერს. კოვალენკოს ფილტვებგამოვლილი ნახშირორჟანგის საკუთარ ენის წვერზე შეგრძნებისას, ნათლად ხედავდა ქალის სურვილებს. თარაში უნდოდა დიანას. მაშინ, როდესაც თარაშის მარჯვენა ხელის მტევანი კოვალენკოს წელზე კიდევ უფრო მაგრად, თითქმის მტკივნეულად შემოეჭდო, წარბები შეეწმუხნა ქერათმიანს. დარღვეული სტატიურობით ფარხმალდაყრილი მამაკაცი უხეშად დაეძგერა დიანას გამოუცდელ ბაგეებს. მომთხოვნი, მტკივნეულად სასიამოვნო და ვნებიანი იყო თარაშის თითოეული შეხება. ცოტაც და თარაში ტუჩებით შეისრუტავდა დიანას. არ ყოფნიდა ქალის ასინქრონულად მოძრავი ბაგეები, გაყინული თითების შეხება, შოკოლადისფერი კანის სურნელის შეგრძნება. ამდენი წლის ნაგროვებ და განუცდელ ვნებას ერთიანად აფრქვევდა კოვალენკო და კიდევ უფრო აგიჟებდა კოდუას. კოცნიდა ბაგეებით, ენით ეამბორებოდა, მაგრამ მეტი უნდოდა. მის კისერს მოალერსე მამაკაცით არეულ-დარეული, ხვნეშით ხსნიდა თეთრი პერანგის ღილებს. აცახცახებული თითები თარაშის კარგად ნაცნობ, დაკუნთულ და მიმზიდველ მკერდს ააყოლა და უკვე შეხსნილი პერანგი შემოაძარცვა. ყველაფრის გაკეთება უნდოდა დიანას, უნდოდა ყველგან შეხებოდა მისი სურვილების ეპიცენტრს, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა. კოდუას ძლიერი მტევნებისა და ცხელი ბაგეების საკუთარ, მზესავით აბრიალებულ კანზე შეგრძნება მოქმედების უნარს უკარგავდა. თარაშმა ხელის ერთი მოძრაობით შემოსვა ქალი მაგიდაზე და ბარიერად ქცეული ზედა საცვალი შემოაცალა. მწყურვალივით დაკონებოდა დიანას მკერდს. კოვალენკოს შეუკავებელი კვნესა კიდევ უფრო აქეზებდა კოდუას. დიანას დასაკუთრების სურვილს კიდევ უფრო უღვივებდა. ღამის ელფერგადაკრული თბილისი მიწიერი სიყვარულით დაკავშირების მომსწრე გახდა. მიწიერი სიყვარულის, რომელსაც არაამქვეყნიური და ხელშეუხებელი, ყველასთვის წმინდა გრძნობდა უდევს საფუძვლად. ამ ღამემ სამუდამოდ დააკავშირა ორი ადამიანი ერთმანეთს. მაგრამ ეს კავშირი ფიზიკური სიახლოვით არ გაბმულა დიანასა და თარაშს შორის. განა ამქვეყნიურ სიამეებს სამუდამო და გაუცვეთელი კავშირის გაბმა შეუძლიათ?! არა! იგი მყოლოდ იმ წმინდასა და უხილავს ამყარებს, რომლის შექმნითაც ღმერთმა ადამიანი გააკეთილშობილა, ყველაზე ლამაზისა და ძვირფასის განცდის საშუალება მისცა. უკვე ერთად მუცელზე იწვა, თავი კი საკუთარ მკლავეზე ედო. მოშიშვლებულ ზურგზე გაშლილი თმა დაუდევრად ეყარა. თეთრი, თხელზე თხელი საბანი ფეხებს უფარავდა, ისევე, როგორც მის გვერდით მწოლიარე მამაკაცს. თარაშიც მუცელზე იწვა. ცალი ხელი დიანას წელზე გადაედო, სახე კი მის კისერში ჩაერგო და მშვიდად სუნთქავდა ქალის სურნელს. თარაშისთვის ვანილის ტკბილი სურნელი ჰქონდა დიანას. ქალის თითოეულ ამოსუნთქვას ითვლიდა და საჩვენებელ თითს რიტმულად დაასრიალებდა დიანას ხერხემალზე. -თარაშ,-დიანამ თავი წამოსწია. თითებით თვალები მოიფშვნიტა და წამოჯდა. მამაკაცის მოღიმარი სახის დანახვისას ქალს სახე აუვარდისფრა და მოშიშვლებულ მკერდზე საბანი აიფარა. -მოდი,-საწოლის თავს მიყუდებულმა თარაშმა ხელით თავისკენ ანიშნა კოვალენკოს-დიანა, მოდი. დიანამ ფრთხილად შეხედა მამაკაცს და მისკენ გადაბობღდა. კოდუამ ერთი ხელის მოსმით ფეხებზე დაიჯინა დიანა და ნაზად შემოჰხვია მკლავები. ქალმაც ღიმილით მოიქცია თარაშის სახე ხელებში და მისი ბაგეებისკენ წაიწია. სიყვარულით ეფერებოდა თარაში დიანას. ეს უკანასკნელიც მამაკაცის ცხელ მკერდს მეტად ეხუტებოდა თავისი ათრთოლებული, შიშველი მკერდით. -მიხარია, რომ გუშინდელ ღამეს შეცდომად არ თვლი,-ეჩურჩულებოდა თარაში და თითებით ეფერებოდა ქალის თმას-ბედნიერი ვარ, შენ რომ მყავხარ, დიანა! -მეც ბედნიერი ვარ, შენ რომ მყავხარ!-ტუჩებზე დასჩურჩულა დიანამ და ნაზად მიაწება თავისი ბაგეები. -ახლა ყველაფერი სხვანაირად იქნება. უკვე ჩემი ქალი ხარ, დი! მხოლოდ ჩემი! მხოლოდ მე მაქვს შენზე უფლებები! ვერ გეტყვი, რომ მარტივი ვარ, ან ძალიან მომთმენი და ადვილად გასაძლები. შენ ყველაზე კარგად მიცნობ და იცი რამდენად რთული ადამიანი ვარ! მაგრამ არჩევანი უკვე გააკეთე. ასე, რომ ეს ურჩხული აღარასდროს მოგშორდება! -მერე, მეც ეს, რომ მინდა?! არ იცის მაგ ურჩხულმა?!-წარბის აწევით ჩაეკითხა დიანა და თითები შიშველ მკერდზე ჩააყოლა. -ჰმ! ანუ ასე არა?!-ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოიქცია თარაშმა. მის ტორსზე ჩაცურებულ ხელებს წაეტანა და უკან გაუკავა გაბუტულ დიანას-ნეტავ იცოდე, როგორ მინდიხარ! როგორ მინდა ისევ მოგეფერო, მაგრამ დღეისთვის საკმარისია!-კოდუამ ხარბად შეათვალიერა კოვალენკოს სხეული და გვერდით გადასვა-სააბაზანო საით არის? -აი იქ, პირსახოცები კარადაში დევს,-თითით დაანახვა დიანამ და აფართხალებული გულის დასაწყნარებლად ღრმად ჩაისუნთქა. თარაშმა სააბაზანოს კარები მიიკეტა თუ არა, ფეხზე წამოდგა დიანა. ყრუ ტკივილმა სახე დაუმანჭა. ნელა შევიდა გარდერობ-ოთახში და მოკლე, სპილოსძვლისფერი ხალათი მოიცვა. კიბით სულ ზემოთა კარადაზე აძვრა და ახალი თეთრეულის შეკვრა გადმოაძვრინა. ადვილის ორი აბის შემდეგ, ძველი თეთრეული შავი ცელოფნის პარკში ჩაყარა და შემოსასვლელში გაიატანა. *** -რას აკეთებ?-ფართე მკლავები შემოჰხვია თარაშმა და თავი მის კისერში ჩარგო. -ფრიტატას. ხომ გშია?-თავი ასწია კოვალენკომ. -ძალიან და ვგიჟდები ფრიტატაზე!-თავი ჩაუკრა თარაშმა და თავზე აკოცა სოკოს დაჭრით გართულ ქერათმიანს-იცი როგორ გიხდება მზარეულობა?! -მართლა?!-წარბები ასწია ქერათმიანმა და საჩვენებელი თითი გაილოკა. -და მაგრადაც გამოგდის!-დიანას საჩვენებლ თითს კბილებით წაეტანა თარაში. -ჰოო?! და შენ საიდან იცი?-ჩაეკითხა და ღუმელი ჩართო. -საფრანგეთი აღარ გახსოვს, დი? -კი. წვეულების მეორე დღეს...მაშინაც ფრიტატა გაგიკეთეთ, ხო?-გაეცინა დიანას, თან დაჭრილ ბოსტნეულს ათქვეფილი კვერცხი მოასხა. -კი, მაშინაც ფრიტატა გააკეთე,-თვალები მოჭუტა მამაკაცმა და დიანას გვერდით მიეყრდნო სამზარეულოს დახლს-მაქედან მახსოვხარ! დიანამ სათქვეფი მოადუნა და შავი, თბილი თვალებით ახედა მოღიმარ თარაშს. -თეთრი სარაფანი გეცვა. თმა წელამზე გწვდებოდა. დაცქრიალებდი...ულამაზესი იყავი...რატომ შეიჭერი თმა?!-წარსულის მოგონებებიდან გამორკვეულ თარაშს წარბები შეეყარა და მოქუფრული შეჰყურებდა ქერათმიანს. დიანამ მომაჯადოებლად გაიღიმა და თვალები მეამიტურად დაახამხამა. -აი თმა რომ არ შემეჭრა ტერფეფაბმდე მომწვდებოდა,- ენა გამოუყო დიანამ და მსხვილად დაჭრილი ბოსტნეული ათქვეფილ მასაში ჩაყარა-მერე კიდევ ვივლიდი გაფუჭებული თმით! -ჩემი კაპრიზებიანი,-გაჭ....ტვამდე ჩაიხუტა სიფრიფანა სხეული თარაშმა-ვეგასში უნდა გავფრინდე! დიანას სხეული დაეჭიმა. -სანამ მკურნალობის კურსს სრულად არ გაივლი, არსად წახვალ!-მკაცრად თქვა და შუშის ჭურჭელი ღუმელში შედგა. ხელები მკერდზე დაიკრიფა და თარაშს წინ დაუდგა. ჯიქურ უმზერდა აბრჭყვიალებულ თვალებს. -ამას შენ ვერ გადაწყვეტ!-მშვიდად ჩაილაპარაკა თარაშმაც და ქალისკენ გაიწია. -ნოემბრამდე არსად გაფრინდები!-უკან წაიწია დიანამაც და კოდუას ხელები მოიშორა. -ზედმეტი მოგდის!-ხმას აუწია კოდუამაც-ნუღარ ვკამათობთ და მოდი ჩემთან! -არა! მე შენი ექიმი ვარ და პირველ რიგში შენს ჯანმრთელობაზე ზრუნვა მევალება! უნდა დამიჯერო, თარაშ!-არ ცხრებოდა დიანა. -დიანა, საქმე ასე მოითხოვს! ყველაფერი ჯანოსა და აჩის კისერზე გადადის! ასე აღარ შეიძლება!-მოკლე თმაზე თლილი თითები ნერვიულად გადაისვა თარაშმა-გთხოვ, ნუ ვჩხუბობთ! ვერ ვიტან, ამას! -თარაშ, მეც გთხოვ, სულ ცოტახანიც მოიცადო. შენს ტრამვას ნუ ეხუმრები! ბეწვზე გადარჩი. უკვე ფეხზეც დგახარ. მალე ჯოხსაც მოიშორებ, მაგრამ საბოლოო შედეგის მისაღწევად მკურნალობის სრული კურსის გავლაა საჭირო! გთხოვ! თარაშ, გთხოვ,-ბოლო სიტყვები თარაშის ტუჩებთან დაიჩურჩულა დიანამ. მამაკაცი უმალ მიეძალა ქალის ვარდისფერ ბაგეებს. კოცნიდა, მაგრამ ეცოტავებოდა. წამში ხელში აიტაცა კოვალენკო და მის მოშიშვლებულ ფეხებს ძლიერი ხელები შემოაჭდო-გთხოვ, დამიჯერე,-ოხვრას ამოაყოლა დიანამ და გამხდარი მკლავები კისერზე შეუცურა მამაკაცს. თარაში ძლივს მოსწყდა კოვალენკოს. ფრთხილად ჩამოსვა ძირს და შუბლზე აკოცა. მოღეღილი ხალათი შეუსწორა და გულზე მიიხუტა-თარაშ... -ხო,-ჩახლეჩილი ხმით ამოიხრიალა და სკამზე ქალთან ერთად ჩამოჯდა. -ხომ არ წახვალ?-ალაპლაპებული თვალები შეანათა დიანამ. -ო, ღმერთო! რას მიკეთებ, დიანა?!-ამოიოხრა თარაშმა და ქალის ულამაზეს სახეს თვალი მოარიდა-ვეცდები. -აბა, რას მეუნები?!-გაიბუტა დიანა და ფეხზე წამოდგა. -ვნახოთთქო! შენ ადგილას სხვა, რომ ყოფილიყო ამ თემაზე ამდენი კამათი არ დამჭირდებოდა!-სახე ხელებში ჩარგო თარაშმა. დიანამ ოხშივარავარდნილი ფრიტატა ღუმელიდან გამოიღო. -მე სხვა ვარ?!-ჩამწყდარი ხმით იკითხა დიანამ და გამომცხვარ ომლეტს ბასრი დანა დაუსვა. -სხვა, რომ არ ხარ, იმიტომ გითხარი ვნახოთთქო, დიანა!-გაიღიმა მამაკაცმა. დიანამ ფრიტატას დიდი ნაჭერი ფაიფურის თეფშზე გადმოირო და თარაშის წინ დადგა. -გასინჯე,-ამოიკრუტუნა. თარაშმა ჩანგალი პირთან მიიტანა, თან ქალს თვალებს არ აშორებდა. -ზუსტად ისეთია, როგორც საფრანგეთში,-სევდანარევი ღიმილი გადაეკრა მამაკაცის სავსე, ლამაზ ტუჩებს. დიანა უსიტყვოდ მოკალათდა თარაშის კალთაში. კოდუამ ნაზად აკოცა თავზე და ჩვეული ხრინწიანი ხმით დასჩურჩულა-შენც ისევ ისეთი ხარ, დი, როგორიც საფრანგეთში იყავი! ისევ ისეთი... 30 ოქტომბერი თარაშ კოდუას ურთიერთობის ამბავი მალევე მოედო საქართველოსა და უკრაინას. იცნობდნენ თარაშს, როგორც ყოფილ მორაგბესა და მოქმედ პოლიტიკოსს. მისი შემოსავლის მთავარი წყარო კი საიმედოდ იმალებოდა უკრაინელი, თუ ქართველი საზოგადეობისგან. ბევრს გული დაწყდა უკვე დაკავებული თარაშის გამო. დღევანდელ დღეს ცოტა თუ დადიოდა კოდუასნაირი შეძლებული, სიმპათიური და წარმოსადეგი ახალგაზრდა. და კიდევ ერთი ასეთი დანაკარგი... როგორც კი ქართულ-უკრაინულმა საზოგადოებამ ეს უკანასკნელი გადააგორა, მიხვდა, რომ ამ ამბიდან მეტად მნიშვნელოვანი დეტალი გამორჩენოდათ. ვინ იყო თარაშ კოდუას რჩეული?! ამ კითხვაზე პასუხი ყველაზე აქტუალური და მოთხოვნადი სიახლე იქნებოდა უკრაინული ტაბლოიდებისთვისა და ქართული ყვითელი პრესისთვის. მაგრამ ეს მაშინ, თარაშს თავისი ქალის ვინაობა, რომ გაემხილა... რა თქმა უნდა, კოდუას მოკლე და კონკრეტული ბრძანება საკმარისი აღმოჩნდა დიანას სახელის სამუდამოდ დასავიწყებლად. არ მოსწონდა თარაშს მის პირად ცხოვრებაში თავჩარგული ხალხის ბრბო, მაგრამ ამას მეტ-ნაკლებად უკვე შეჩვეოდა. ახლა კი მარტო თავის თავზე ფიქრი აღარ უწევდა თარაშს. მის ცხოვრებაში დიანა გამოჩნდა. გამოჩნდა და მისი ინტერესების ეპიცენტრადაც იქცა. რა თქმა უნდა, არავის გამორჩებოდა მისი საყვარელი ქალის ვინაობა, რომლის გარშემო მოძრაობაც ჩვეულებად ექცა მამაკაცს. მისი ჭამის, სუნთქვისა და ყოველდღიური ვარჯიშის რიტუალს, დიანაც მიემატა. მისი დიანა... დიანა სხვა იყო...დიანას ხალხის განხილვის საგნად ვერ გახდიდა. თარაშის კატეგორიული მოთხოვნა კი დიანას სურვილებს ას პროცენტიანი სიზუსტით ემთხვეოდა. მათ ურთიერთობას მეგობრებისთვისა და ოჯახის წევრებისთვისაც მოეფინა ნათელი. მაქსიმემ ყველაზე მძიმედ მიიღო ეს ამბავი. მეტად ეძვირფასებოდა დიანა რთული ხასიათების მქონე თარაშისთვის. მაგრამ ნერვიულობისგან გაფითრებული კოვალენკოს გამო თავი შეიკავა და ცივად ჩამოართვა ხელი კოდუას. თარაში აბედნიერებდა დიანას. მისი გამოცოცხლებული თვალები, ღიმილისგან კიდევ უფრო გალამაზებული სახე და გამომჟღავნებული სიყვარული ყველაზე და ყველაფერზე მეტად ეძვირფასებოდა. თითოეული მოწერილი შეტყობინება, კოცნა და ხელის ხელზე ჩაჭიდება უფრო მეტად აჯაჭვებდა მამაკაცთან. ღამის ორ საათზე შემოსული თარაშის ზარი წამში აფხიზლებდა. მერე კი აბრჭყვიალებული არსებით უსმენდა მის მუშაობისგან გადაღლილ, ჩახლეჩილ ხმას. -მაპატიე, რომ გაგაღვიძე, რა. უბრალოდ შენი ხმის გაგონება მჭირდებოდა,-ასეთი სიტყვები მერე, ისე ეცოტავებოდა დიანას თარაში, ცოტაც და შეიძლება აქვითინებულიყო. -მენატრები,-ამოიკრუსუნა დიანამ და ცრემლების გორგალი ყელში გადააგორა. -მეც ძალიან მენატრები. დაბრუნებულს იმდენი საქმე დამხვდა, რომ ამის კიდევ გადადება ვეღარ გამოვიდოდა,-თარაშის ხრინწიან ხმაში გამომკრთალმა დანაშაულის შეგრძნებამ, ყური მოსჭრა დიანას. -თარაშ, მესმის შენი. მიდი, დაიძინე და დაისვენე. თავს გაუფრთხილდი იცოდე!-თარაშს გაეღიმა ქალის ბავშვური სახის წარმოდგენისას. -ვგიჟდები შენზე!-გული გაუშეშა კოდუას სიყვარულით გაჟღენთილმა ხმის ტემბრმა. -მეც და გკოცნი!-ღიმილით გადადო მობილური გვერდზე და თარაშის სურნელება შერჩენილ ბალიშს მკლავები მოუჭირა. თბილისის მზიანი ცის შემყურე ნათლად წარმოიდგენდა კოდუას შავზე შავ თვალებს. ნამდვილ შავს. გუგასა და მელანინის რკალის ერთი და იმავე ფერს. კიდევ ერთხელ იგრძნობდა მისი ლამაზი, ნუშისებრი მოყვანილობის თვალებიდან გადმოღვრილ სითბოს. გაიგონებდა ჯერ არ ნათქვამ „მიყვარხარს“. თავისივე ფიქრებით გაკვირვებული კოვალენკო ნელ-ნელა სვამდა შავ, თუმცა ძალიან ტკბილ ყავას. ყველაზე არა რომანტიულ ადამიანს არ ეგონა მის გულს ამხელა გრძნობის დატევა, თუ შეეძლო. თავისი თავის პატრონს ვერ წარმოედგინა რამდენად დიდი სიამოვნებაა ადამიანი, რომელსაც თავიდან ბოლომდე ენდობი. ენდობი და გჯერა, რომ ყველაზე გამოუვალი სიტუაციიდანაც კი გამოგიყვანს. ყველა გასაჭირიდან გიხსნის და ყველანაირ ტკივილს დაგავიწყებს. დიანას სჯეროდა თავისი სიყვარულის უძლეველობის. სჯეროდა, რომ უფლის დახმარებით ამ სრუყოფილ ბედნიერებას აღარ დაკარგავდა. არ დაკარგავდა მეგობრებით, ნათესავებითა და საყვარელი ადამიანით შექმნილ უძვირფასეს და შეუფასებელ, განძად ქცეულ ჯაჭვს. აფანცქალებული გულით გაიქცა მიასაღებისკენ და რკინის კარები გამოაღო. დინჯად მოღიმარი თარაშის დანახვამ შეგნეულობა ამოუტრიალა. ჰაერში აწეული ხელებით გაიწია მამაკაცისკენ და ჩაეხუტა. კოდუას ეგონა, რომ ამ ხნის განმავლობაში პირველად ჩაისუნთქა ჟანგბადი. კისერი ქალის მოთეთრო თმაში ჩარგო. მარცხენა მკლავი მაგრად შემოჰხვია წელზე და კიდევ უფრო მეტად მიიხუტა. მარჯვენათი ჯერ კიდევ ჯოხს ეყრდნობოდა. -შემოდი,-ძლივს მოშორებულმა დიანამ ხელი ჩასჭიდა მამაკაცს და მისაღებისკენ წაიყვანა. -მომწონს ეს ოთახი,-აღნიშნა ქერათმიანის თითქმის ცარიელი მისაღების დანახვისთანავე. ერთადერთი ფართე დივნისა და მის წინ დაკიდებული პლაზმური ტელევიზორის გარდა, ოთახში არაფერი იდგა. -მეც,-ბავშვურად დააქნია თავი. თარაშის ბრგე სხეული მთლიანად იკავებდა ფართე დივანს. მაღალ საზურგეს ზურგით მიყრდნობოდა, ხელებით კი მის მკერდზე მიხუტებულ დიანას ეფერებოდა. -ხვალე სამი ლექცია მაქვს. სამი საათისთვის პროექტის პრეზენტაციას უნდა დავესწრო. თბილისის ცნობილი პლასტიკური ქირურგიც იქნება. მისი პროექტში ჩართულობა ბავშვებს ძალიან მოსწონთ. მერე რამდენიმე პრაქტიკანტიც უნდა მივამაგროთ. ასე, რომ ხვალ გვიან მომიწევს შენი ნახვა,-თარაში სევდიანად უღიმოდა ქალის ლამაზ სახეს. -არაუშავს. სამაგიეროდ პარასკევია და შეგვიძლია სადმე წავიდეთ. რას იტყვი?-დიანამ თავი ასწია და წვერიან ლოყაზე აკოცა. -მინდა. სად? სად წავიდეთ? -შენ სადაც მეტყვი, იქ წავიდეთ!-თარაშმა დიანას სახე თავის ხელისგულებში მოიქცია და ფრთხილად დაიხარა მისი ბაგეებსკენ. კოვალენკოც ნელა აბობღდა მამაკაცისკენ, თხელი მკლავები კისერზე შემოაჭდო და მეტად მოიზიდა თავისკენ. -მინდა, რომ მარტო მე და შენ ვიყოთ! დანარჩენს მნიშვნელობა არ აქვს!-დიანა თარაშის ყელს ეალერსებოდა. ნაზად, ჰაეროვნად კოცნიდა მამაკაცის ძლიერ კისერს. თარაშმა ხელები წელზე მოხვია დიანას და მუხლებზე დაისვა. სწრაფად შეუცურა მტევნები მაისურში და ბიუსტჰალტერის შესაკრავს დაეპოტინა. აკანკალებულმა დიანამ ფეხები შემოჰხვია თარაშს, მამაკაცის ალერსით გონებაარეულს თავი უკან გადაუვარდა. -ჩემი ხარ, დიანა! მხოლოდ ჩემი! -ყურთან უჩურჩულა თარაშმა და დიანას გაშიშვლება გააგრძელა. *** 30 ოქტომბერი იყო... დიანასა და თარაშის აწყობილი გეგმები აჩის 30-ე ოქროს დაბადების დღის წვეულებამ გააუქმა. კოდუას ძალიან არ უნდოდა მათ პირველ პაემანზე უარის თქმა. ქალის იმედგაცრუებული სახის წარმოდგენისას სისხლი ეყინებოდა. იდეალურობას ესწრაფვოდა თარაში, მაგრამ პირველივე მცდელობა კრახით მთავრდებოდა. -ჩემო ლამაზო, აჩიმ დაგვპატიჟა თავის ოქროს დაბადების დღეზე. არ გამოვა, რომ არ წავიდეთ. -საჩუქარს მე ვუყიდი!-გულწრფელად გახარებული დიანას დანახვა, კიდევ ერთი აღმოჩენა იყო მამაკაცისთვის. იმის გაფიქრება, რომ კოვალენკოსნაირი სრულყოფილება მისი იყო, ძვალ-რბილს უბუჟებდა თარაშს. -მაგიჟებ, ჭკუიდან მშლი შენნაირობით!-დიანას ღიმილიანი სახე თავის ძლიერ ხელებში მოექცია კოდუას და ჟინით, თითქმის შეშლილი მზერით უთვალიერებდა სახის ყოველ ნაკვთს. ამაყობდა მისით. ამაყობდა ქალის თვალწარმტაცი გარეგნობით, ჭკუითა და მანერებით. ეამაყებოდა დიანასნაირი ქალის გვერდით დგომა. მსოფლიოს ყველაზე ბედნიერ მამაკაცად აქცევდა დიანას ხელის ჭერის უფლება. ახლაც, მის გვერდით მონარნარე ქალის ხელი, თავის ძლიერ მტევანში მოექცია. სიყვარულითა და აღფრთოვანებით შესცქეროდა მუხლებამდე სიგრძის, უბრალო, მაგრამ დახვეწილ ალუბლისფერ კაბაში გამოწყობილ კოვალენკოს. თითქმის შეძრა, შეშლამდე შეზარა რესტორანში მსხდომი მამაკაცების დაჟინებულმა, სურვილით აკიაფებულმა, დიანასკენ მომართულმა თვალებმა. დიანამ ადგილზე გახევებულ თარაშს ხელი გამამხნევებლად მოუჭირა და გაუღიმა. მომენტალურად დამშვიდდა. დიანა, ხომ მხოლოდ მას უღიმოდა... დიანასთვის უცხო იყო ოჯახური, მხიარული შეკრებები. ყველას გახარებული და ბედნიერი სახე, ისედაც ბედნიერსა და მხიარულს, კიდევ უფრო აბედნიერებდა. ძალიან ახლოს მჯდომი თარაშის გულისცემას ზურგით გრძნობდა. გულწრფელად უღიმოდა კოდუას და იმ დროს განცდილ უსაშველო ბედნიერებას ვერ იჯერებდა. -ძმა ხარ, რომ მოხვედი და შენი ანგელოზიც მოიყვანე!- მალევე გაშინაურებული აჩი უკვე დიდი სიყვარულით შესცქეროდა დიანას-ძალიან მიხარია თქვენი ამბავი! ბედნიერებას გისურვებთ! -მადლობა, აჩი. რომ იცოდე, როგორ მომწონს აქაურობა!-ბავშვური აღტაცებით გაუმხილა კოვალენკომ. -ჯიგარი ხარ, რა. არადა თარაშმა ლამის მომკლა, რაღა ახლა გაქვს დაბადების დღეო!-სასაცილოდ დაიბუზღუნა აჩიმ. ეს უკანასკნელიც თარაშივით უზარმაზარი იყო-ბოდიში რა, გეგმები ჩაგიშალეთ. -აჩი!-სიცილით გააჩუმა კოდუამ აქაქანებული ძმაკაცი. -რას ამბობ! უკეთეს, დროს ვერ გავატარებდით!-შეიცხადა დიანამ და გაბრაზებული სახით მუჯლუგუნი ჰკრა მის გვერდით მდგომ თარაშს. -ა, მართალი ადამიანი!-აჩიმ ლოყაზე აკოცა მოღიმარ დიანას-არ მეცეკვებით? -ჯერ ჩემთანაც არ უცეკვია!-წარბის აწევით დაამშვიდა ამაღლობელი კოდუამ. -კარგით, ხელს აღარ შეგიშლით. გაერთეთ, აბა!-გაუღიმა აჩიმ და წყვილი მარტო დატოვა. -ჯერ შენთვის ცეკვა არ შეიძლება!-სასაცილოდ ჩაეჭიდა თარშის მტევნებს. -უკვე ჯოხიც აღარ მჭირდება, დიანა! -ხელები მოხვია დანებებულ ქალს და საცეკვაოდ გაიწვია. დიანასა და თარშს ნელ-ნელა შემოეცალნენ მოცეკვავე წყვილები. მათი მოძრაობა არ იყო ჟინიანი და ძლიერი ტანგო, არც პატრიოტიზმითა და კდემით აღვსილი ნაცოინალური ცეკვა. დიანასა და თარაშის სინქრონულ ნაბიჯებს, ვალსი ერქვა. სიყვარულით, სინაზითა და სითბოთი სავსე ვალსი. ერთმანეთით გართულები ვერ ამჩნევდნენ მათზე მიშტერებულ საზოგადოებას. დარბაზში ატეხილ ალიაქოთსა და ჩურჩულს. თავიანთ გარსში გახვეულებს, ნათლად ემნეოდათ ერთმანეთით დაავადების თვალსაჩინო ნიშნები. კულმინაცია მათი ფეიერვერკი იყო. ყველას გადაფრქვეული მგრძობიარე და გადამდები, დიანასეული და თარაშისეული სიყვარული! ცეკვის ბოლოს კიდევ უფრო მეტად უყვარდათ ერთმანეთი, მაგრამ ბედნიერი საღამოს მაგიურობა წამში გააფერმკრთალა მათ მაგიდასთან მჯდომმა. დიანას სხეულზე თავხედი მზერით თარეშობდა მამაკაცი და ცდილობდა გაშმაგებული და განრისხებული თარაში არ შეემჩნია. იმ წუთებში, მხოლოდ აჩის გულწრფელად ბედნიერი სახე აკავებდა კოდუას. -გთხოვ, გემუდარები, ყურადღებას ნუ მიაქცევ, რა! გთხოვ, აჩის ნუ ჩავაშხამებთ დღევანდელ საღამოს,-დიანა მთელი ტანით თარაშისკენ მიტრიალებულიყო და აკანკალებული ხმით ამშვიდებდა. ნელ-ნელა გრძნობდა მის წელზე შემოჭდობილი მკლავი, როგორ სტკენდა კანს. -მოვკლავ! მოვკლავ იმ ნაბიჭვარს!-დაჭრილ ნადირს გავდა თარაში. შეუკავებელი ემოციებით ყველას ყურადღებას იქცევდა. -თარაშ! სირცხვილია, ხომ არაფერს არ აკეთებს არა?!-აცრემლებულ თვალებს ჯიუტად არ აშორებდა მამაკაცის რისხვისგან მოქცეულ სახეს. მეტი რაღა უნდა გაეკეთებინა?! ბინძური თვალებით უკვე კარგად ყავდა შეთვალიერებული მის მკერდს მიყრდნობილი კოვალენკო! ამაზე საშინელი რაღა უნდა გაეკეთებინა?! ეს აღარ ესმოდა კოდუას. -მანქანაში დამელოდე! აჩის დავემშვიდობები!-კბილებს შორის გამოსცრა თარაშმა და გასაღები ხელში ჩაუდო. მერე რა, რომ ერთი საათის მოსულებიც არ იყვნენ?! მერე რა, რომ უიბულართან ეუხერხულებოდა?! ერთი სული ჰქონდა ძლივს დაკავებული თარაში იქაურობისგან გაერიდებინა. უსიტყვოდ წამოდგა ფეხზე. თვალებით აჩი მოძებნა და დამნაშავე სახით გაუღიმა. ამაღლობელმა თბილად ჩაუკრა თვალი. ესეც საკმარიდი იყო! ამაყი ნაბიჯებით გიარა დარბაზი და ავტოსადგომისკენ ჩამავალ კიბეებს დაუყვა. იქნებ, ეს გზა, რომ არ აერჩია და რესტორანი ცენტრალური შესასველით დაეტოვებინა, ეს ყველაფერი არ მომხდარიყო?! იქნებ თავისი ჯადოსნურობა არ დაკარგვოდა იმ საღამოს?! იქნებ მათ ურთიერთობასაც არ გასჩენოდა პირველი ბზარი?! კიბეების ჩავლა და ბინძური ხელებისგან დამწვარი კანის შეგრძნება ერთი იყო. სხვისი შეხება ეტკინა დიანას. ცრემლმორეულმა უშედეგოდ სცადა წინააღმდეგობის გაწევა. რესტორნის ცენტრალურ კიბეებზე ველურივით ჩამავალმა თარაშმა სირბილით შემოუარა უზარმაზარ შენობას. კისრისტეხით ჩარბოდა მიწისქვეშა ავტოსადგომისკენ. სისხლი გაუყინა სისხლიანი, თითქმის შიშველი, ატირებული დიანას დანახვამ. მერე აღარაფერი ახსოვს. არ ახსოვს ვინ ააცალა სასიკვდილოდ ნაცემ სხეულს, არ ახსოვს როგორ აიყვანა აქვითინებული დიანა. თავისი ცრემლებიც აღარ ახსოვს. მაგრამ კარგად ახსოვს საავადმყოფოს სუნი და გონს მოსული დიანას ტკივილიანი თვალები. -ჩემო სიცოცხლე, ჩემო ერთადერთო! ღმერთო! ჩემო ლამაზო, ყველაფერი კარგად იქნება! ყველაფერი ძალიან მაგრად იქნება! არაფერი მომხდარა! არაფერი! ყველაფერი მორჩა!-ჩურჩულებდა თარაში და უხმოდ ატირებულ დიანას გაჭ....ტვამდე იხუტებდა. გულით სჯეროდა, რომ ამას გადააგორებდნენ. დიანა გამოკეთდებოდა. მაგრამ შიგნით ჩასახლებული დანაშაულის შეგრძნება უმაწყალოდ უხრავდა ძლიერ ძვლებს. ჯანო და აჩი კოდუასთან მიახლოებასაც ვერ ბედავდნენ. აგიჟებდათ ასეთი თარაშის ყურებდა. ახლა კარგად აცნობიერებდნენ, რამდენად დამოკიდებული იყო კოდუა დიანაზე. რამდენად მნიშვნელოვანი იყო დიანას კარგად ყოფნა, თარაშის კარგად ყოფნისთვის. მაგრამ მამაკაცის თვალებში დანახული აშინებდათ...მისი დამტვრეული, უხმო ლაპარაკი ცუდს მოასწავებდა. -არ ვიცი მაქსის დავურეკო, თუ არა,-ნათია პალატის შუშის ფანჯრას ცრემლიან თვალებს აშორებდა. -არ ღირს,-მხარზე ხელი ჩამოუსვა განომ-ცუდადაა. მაქსის ნერვიულობა კიდევ უფრო გაართულებს მის მდგომარეობას. -ვნერვიულობ...-ამოიკნავლა ნათიამ და საწოლზე მოკუნტულ დიანას კიდევ ერთხელ შეავლო თვალი. -ძლიერია, ნათი. გადაიტანს,-დამამშვიდებლად გაუღიმა განომ და სკამზე ჩამოჯდა. -არ ვიცი. ისედაც იმდენი გადაიტანა, მეშინია არ გატყდეს. იმედი, მაქვს თარაში დაეხმარება. -თარაში?! ერთმანეთს უნდა დაეხმარნონ, ნათი. ახლა, თარაშიც საშინლადაა,-ნათიამ ტკივილიანი მზერა დიანას საწოლზე თავჩამოდებული კოდუასკენ გააცურა. *** სახლისკენ მიმავალი გზა ჩუმად გალიეს. მეგობრების გამოყოლაზე კატეგორიული უარი განაცხადა თარაშმა. დიანას მანქანის მინისთვის მიედო თავი. ფეხები სავარძელზე აეკეცა და მჭიდროდ შემოეხვია ხელები. თარაშს აგიჟებდა უბედურებით ჩანაცვლებული ბედნიერება. სისავსით ჩანაცვლებული სიცარიელე. უსიტყვოდ აიყვანა ხელში დიანა და თავისი საძინებლისკენ დაიძრა. -აბაზანის მიღებაში დაგეხმარები, კარგი?-თბილად, ნერვიული ღიმილით ჰკითხა თარაშმა. დიანამ უხმოდ დაუქნია თავი და კოდუას სპორტულის ელვას წაეპოტინა. -მოდი, მე ვიზამ,-ფრთხილად წაიღო ხელები ნაცრისფერი სპორტულისკენ. ისევ უხმო თანხმობა. დიანას დაკაწრული და დალურჯებული სხეულის დანახვისას სახე მოექცა თარაშს. თვალები მთლიანად ჩაუსისხლიანდა. იმ წუთას ინანა, რომ არ მოკლა! თბილ საბანში ჩაფუთვნილ დიანას გვერდით მიუწვა. კოვალენკო ნელა აიწია და კოდუას ძლიერი კისრისკენ წაიღო სუსტი მკლავები. თარაშმა მთელი ძალით ჩაიხუტა დიანა და ცრემლებით დასველებული ლოყები ცხელი ტუჩებით დაუკოცნა. -პირველად შემეშინდა უშენობის... დიანას გატეხილმა ხმამ ერთიანად გააშეშა თარაში. დანაშაულის შეგრძნებამ კიდევ ერთხელ ჩაუწვა ყელი, მაგრამ ჩამწვარ ყელზე მეტად ქალის ტკივილის მიზეზი ეტკინა. -მე უშენოდ ვერ, რა! ვერ, დიანა! აქვითინდა დიანა. ნერვიულად აკანკალდა. აცახცახებული თითებით ჩაებღუჯა მამაკაცის პერანგს. -მორჩა! ყველაფერი კარგადაა! ნუღარ ტირი! დი, მორჩი!-თავზე და ზურგზე ეფერებოდა თარაში და ხრინწიანი ხმით ეჩურჩულებოდა. *** დრო ყველაფრის მკურნალიაო...დიანასთვის თარაშის სიყვარულიანი, მზრუნველი და თბილი თვალები საუკეთესო მკურნალი აღმოჩნდა. მაქსი, ქეთო და მეგობრები თავს ევლებოდნენ კოვალენკოს. მაგრამ ეს თავისთავად ხდებოდა, ბუნებრივად. მხოლოდ ერთი, კოდუას დანაშაულის შეგრძნება არ აძლევდა მოსვენებას. ფერშეცვლილი თარაშის ყურება ხელახლა უნგრევდა ძლივს მომჯობინებულ არსებას. გრძნობდა, როგორ ილეოდა თარაში...იცვლებოდა...ფერს კარგავდა... იცოდა, რომ ახლა მისი ჯერი იყო, პარაზიტივით შეჩენილი დანაშაულის შეგრძნება სამუდამოდ მოეშორებინა საყვარელი მამაკაცისთვის. პირველი ცდა 14 დეკემბრისთვის საგულდაგულოდ მოემზადა. მთელი მონდომებით გამოაცხო ბისკვიტები და ვანილიანი შოკოლადით გაკრემა. იცოდა, როგორ უყვარდა თარაშს ვანილი და შოკოლადი. შავი შოკოლადისვე გლაზურგადასხმული ტორტი ჟოლოთი და მარწყვით გააფორმა. მაცივრის ორივე კარები გამოხსნა და მთელი სიფრთხილით შედგა თარაშის ტორტი. კოდუას საყვარელ და თითქმის ცარიელ მისაღებში ამჯერად დაბალი მაგიდა იდგა. ზედ მაღალი, თეთრი სანთლები ენთო, შავი საფერავის გახსნილი ბოთლი და ორი ბოკალი იდგა. ღამის პირველ საათზე შეეგება დიანა თარაშს. შიშველ სხეულს რძისფერი ატლასის გრძელი პენუარი უფარავდა. კოდუამ შავად ალაპლაპებული თვალებით აათვალიერა სახე ახურებული დიანა. თარაში ვერ ხვდებოდა ასეთ ფორმაში გამოწყობილი დიანას მიზნებს. მორჩილად მიყვებოდა ფეხშიშველ დიანას. საგანგებოდ შეცვლილი მისაღების დანახვამ წამით გააკვირვა. -დაჯექი, მოვალ,-ანერვიულებული ხმით ჩაიჩურჩულა დიანამ. საგანგებოდ გამზადებული ტორტით ხელში მიუახლოვდა სანთლის შუქზე განათებულ მისაღებს. თარაში ფეხზე იდგა, სახით ფანჯრისკენ. ქალის მოახლოებისას ნელა შემოტრიალდა. დაძაბულ სახეზე გულწრფელი გაოცება გამოეხატა. დიანა ღიმილით მიუახლოვდა კოდუას უზარმაზარ სხეულს. -დაბადების დღეს გილოცავ, თარაშ,-სიყვარულით, თბილი ხმით ჩაიჩურჩულა დიანამ და აცრემლიანებული თვალები მოავლო მამაკაცის გაბრწყინებულ სახეს-ჯერ სურვილი ჩაიფიქრე და მერე ჩააქრე! სასწრაფოდ გააფრთხილა დიანამ თარაში და ტორტზე დამაგრებულ, ერთადერთ სანთელზე ანიშნა. თარაშმა ღიმილით დახუჭა თვალები. ნელა გაახილა და დიანას სურვილისამებრ, სანთელიც ჩააქრო. *** -არც კი ვიცი რა გითხრა,-ღიმილით გააქნია თავი კოდუამ და მის გვერდით მჯდომ ქალს გახედა-არ იყო საჭირო... -ასე ნუ ამბობ! დღეს შენი დაბადების დღეა! ადამიანის, რომელიც ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარს და რომელთანაც პირველად აღვნიშნავ ამ დღესასწაულს. დიანას ცრემებმა დაუსველა სახე. აკანკლებულ ხელებით თარაშის კისრისკენ გაიწია და მონატრებულ სხეულს ჩაეხუტა. -მომენატრე, თარაშ,-ჩახლეჩილი ხმით ჩაიჩურჩულა დიანამ და სველი ტუჩები მიაკრო. -არ გინდა, გთხოვ!-მამაკაცის მუდარაგარეული ხმის გაგონებამ გააშეშა კოვალენკო-ეს ყველაფერ გაართულებს. სახე აჭრილი კოდუა ხელებში ჩაჰფრენოდა აცახცახებულ დიანას. -მე კარგად ვარ, თარაშ! გესმის? კარგად ვარ! მაგრამ, გთხოვ. შენც კარგად უნდა გახდე! აღარ მინდა შენს თავს აბრალებდე იმას, რაც საერთოდ არავის ბრალი არ არის! დამიბრუნდი, თარაშ. საკუთარი თავი შეზიზღდა თარაშს. შესძულდა ქალის ცრემლების, აკანკალებული სხეულისა და ლოდინის მიზეზი თავად, რომ იყო. თავისი უუნარობა და უმოქმედობა შესძულდა. სასოწარკვეთას ისე მისცა თავი, რომ დიანაზე არც კი უფიქრია. არ უფიქრია მარტო დარჩენილს რისი გადატანა მოუწევდა. უნდა ეცადა... ის ღამე ტკივილით მოითხვარა. დიანამ და თარაშმა თავიანთ სხეულებში შერჩენილი ტკივილი, სევდა, ცრემლი ერთმანეთზე გადმოიტანეს...ერთმანეთზე დაიცალნენ...ახლა კი სიყვარულშერჩენილ, მაგრამ უკვე ბზარდამჩნეულ ჭურჭლებს საგულდაგულოდ უნდა გაფრთხილებოდნენ. ***„ ძველბატკიებული დიანა თითისწვრებით ეფერებოდა მძინარე თარაშის სახეს. მის სწორ ცხვირს, ვნებიან და სქელ ტუჩებს, ჭკვიან და მკაცრ შუბლს, შავი წვერით შემოსილ ნიკაპსა და ყბის ძვლებს. მამაკაცს მის კალთაში ედო თავი, ხელები შიშველი ფეხებისთვის შემოეხვია და ჩუმად ფშვინავდა. სიყვარულით ეალერსებოდა თარაშის მკაცრ, სიმპათიურ და მამაკაცურ პროფილს. განსაკუთრებით ლამაზ თავის ფორმასა და მოკლედ შეჭრილ თმას. თხელ და ნატიფ თითებს ყურის ნიჟარასა და კისერზე დაატარებდა. თვალცრამლიანი დიანა აანალიზებდა რამხელა სიმდიდრე იყო მისთვის ეს მამაკაცი. გაფიქრებაც კი არ უნდოდა უმისოდ ჩამქრალ და ჩაბნელებულ ცხოვრებაზე. თარაშთან გატარებული ყოველი დღე, ყოველი ალერსი და თბილი ხელები შეგრძნება კიდევ უფრო აახლოებდა მასთან. ხანდახან გრძნობს, როგორ იღვრება ვერ დატეული გრძნობა სხეულიდან...ხანდახან თარაშის სიყვარული თავისი ყოვლისშემძლეობით ყელშიც კი უჭერს, ცოტაც და სასუნთქ გზებსაც ჩაუკეტავს...მაგრამ მერე ისევ კოდუა და მისით განკურნებული დიანა... ფიქრებიდან თარაშის გამოფხიზლებულმა, მკაცრმა თვალებმა გამოიყვანა. -რამე ხდება?-ჩამტვრეული ხმით ჰკითხა მამაკაცმა და საწოლზე ჩამოჯდა-დიანა, რამე გტკივა? კოვალენკომ უხმოდ გააქნია თავი და ცრემლებით დასველებული სახე შეიმშრალა. თარაშის საშველად გამოწვდილ ხელებს წყალწაღებულივით ჩაებღუჯა და მისკენ მიცოცდა. -ძალიან მიყვარხარ, თარაშ. უსაზღვროდ მიყვარხარ. იმდენად მიყვარხარ, რომ მგონია მოვკვდები და ამ გრძნობას ვერ გავუძლებ. მაგრამ თუ მეცოდინება, რომ არასდროს წახვალ და სულ ჩემთან იქნები, ამ უსაშველოდ გაბერილ სიყვარულსაც მოვერევი. თარაშს ეგონა გულს გაუჩერებდა დიანას სიტყვები. სული შეუხუთა ქალის გულწრფელობამ. იმის გაფიქრება, რომ მას სტკიოდა, გულ-მუცელს უშანთავდა. ღმერთო, როგორ შეძლო მისი ამ ზომამდე მიყვანა?! -დიანა, უშენ ვერთქო! არ გითხრი?!-კოდუას მჭიდროდ მოექცია კოვალენკოს ასლუკუნებული სხეული თავი ძლიერ მკლავებში. ჟინიანი, სიყვარულიანი მაგრამ მაინც მკაცრი თვალები უყურებდა დიანას თვალებს. -მითხარი...-ამოიკრუსუნა დიანამ და შიშველი მკერდით მიეკრო თარაშს. -ხოდა, ამის გამეორება არ უნდა მჭირდებოდეს!-ღიმილით აკოცა თმაზე და ცრემლები შეუმშრალა-მე მეგონა, გუშინ ყველაფერი გავარკვიეთ! -გავარკვიეთ,-გაუღიმა დიანამ და ყინულივით ცივი ხელები მამაკაცის სახეს ჩამოუსვა. -გცივა?! -წარბები შეკრა თარაშმა-გათბობას ავუწევ და მოვალ! დიანამ უხმოდ დაუქნია თავი და საწოლიდან წამომართულ სხეულს თვალი გააყოლა. თარაში ყავის უზარმაზარი ფინჯნით დაბრუნდა დიანას საძინებელში. მაგარ და ტკბილ ყავას სვამდენენ. ჯერ დიანა მოსვამდა თეთრი, ფაიფურის ფინჯნიდან, მერე თარაში. ჯერ დიანა, მერე, ისევ თარაში. დაცლილი ჭურჭელი გვერდით გადადო კოდუამ და ქალის შიშველ მუცელს დაუწყო ფერება. თითებით ეალერსებოდა, კოცნიდა და დიანას მილულულ თვალებს მზერას არ აშორებდა. -ვგიჟდები მუცელზე, რომ მეფერები,-ამოიოხრა ქალმა და უკვე გაზრდილი თმა მაჯაზე შერჩენილი, კარგად გაწელილი ფორთხოსლიფერი სამაგრით აიწია. -ჩამოიშალე!-წარბები შეკრა თარაშმა და კიდევ ერთხელ ეამბორა დიანას შეზნექილ მუცელს. დიანამ ეშმაკურად გაუღიმა და თავი გააქნია. -დიანა-მეთქი!-ჩახლეჩილი ხმით უბრძანა მამაკაცმა და ქალის სახისკენ გაიწია. მომთხოვნად კოცნიდან თარაში. კოვალენკოს ეგონა, რომ ამ კოცნით მთელი ენერგია შეიწოვა მამაკაცმა. როცა თარაში მოშორდა, ვერტმფრენის პროპელერივით აზუზუნებულ გულისცემასა და პირში შერჩენილ საკუთარ სისხლის გემოს გრძნობდა. კოდუამ მკაცრად შეათვალიერა ძალაგამოცლილი, ვნებისგან გონებადაბინდული ქალი და საკუთარი ხელებით ჩამოუშალა თეთრი დალალები. -მეორედ არასდროდ გამამეორებინო!-ტუჩებთან დასჩურჩულა. დიანას სხეულში ჟრუანტელმა დაუარა. არ ესიამოვნა ასეთი თარაშის დანახვა. *** -საბა, მოვითხვარე...-კისკიდებდა ქეთო და ნაყინიან ცხვირს ხელსახოცით იწმენდდა-დინ, უთხარი თავი დამანებოს! -დიანა, არაფერსაც არ გეტყვის!-ეშმაკურად გააქნია თავი საბამ და გოგონასკენ გაიწია. -გეტყვის! ხომ ეტყვი, დინ?-სიცილით გადმოხედა პირველმა პუფში გაწოლილ ქერათმიანს-დინ, მისმენ?! -არ გისმენს!-ქვედა ტუჩი გამოსწია ოშხარელმა და აჩეჩილი სვიტერი გაუსწორა-მგონი დინკას ჩემი მოტანილი ნაყინი მეტისმეტად მოეწონა! საბა და ქეთო სიცილით უყურებდნენ ჭამით გართულ დიანას. ქერათმიანს მუცელზე ვანილიანი ნაყინის კოლოფი ედო და გაბრწყინებული სახით მიირთმევდა მესამე ბურთულას. -აუ, საბა, სად ყიდულობ ასეთ გემრიელ ნაყინს?!-წარბაწებით გადმოხედა ქეთომ. -თვითონ აკეთებს,-გამოეპასუხა დიანა და ოშხარელს თვალი ჩაუკრა. -არ არსებობს!-წამოიკივლა ქეთომ და ყელზე ხელები მიიჭირა-არ მინდა სიკვდილი! ცოდაც და ტირილს დაიწყებდა პირველი. -ეს ნახეთ, რა! ასეთი მსახიობური ნიჭი, თუ ჰქონდა ჩემს შეყვარებულს, ასე გვიან უნდა ვიგებდე?!-მსუბუქად დაიღრინა საბამ და ქეთევანის წვალება გააგრძელა. -საბ, გამიშვი!-კიოდა ქეთო და აკისკიებულ დიანას დახმარებას სთხოვდა-დინ, უთხარი გამიშვას, რა... დიანამ აბზუებული ტელეფონი იატაკიდან აიღო. თარაში ურეკავდა. -ხო, თარაშ,-ღიმილით უპასუხა კოვალენკომ. -დი, სად ხარ? -მაქსისთან ვარ, ამოხვალ?-ჰკითხა და უფრო ახმაურებულ წყვილს გაბუსხულმა გახედა. -დიანა ხომ მოგეწონა?-გაისმა საბას ხმა და დაცარიელებული ნაყინის ყუთი დანახვა. -უგემრიელესი იყო,-გაუღიმა დიანამაც და ყურმილში ჩასძახა-თარაშ? თარაშ! -სად ხარ, დიანა?-ქერათმიანს ყური მოსჭრა კოდუას ყვირილმა -მაქსთან ვარ-მეთქი,-მშვიდად უპასუხა და მისაღებიდან აივანზე გავიდა. -მაქსის ხმა არ იყო ეგ, დიანა!-უფრო მეტად ღრიალებდა თარაში. -შენ რა, ეჭვიანობ, თარაშ?!-დეკემბის ქარმა შიშველი ფეხები ერთიანად გაუყინა. -ამის დედაც!-კბილებს შორის გამოსცრა თარაშმა და კავშირი გაწყდა. მტკივნეული იყო იმისი გაანალიზება, რომ ცუდი წარსულში არ ჩაეტოვებინათ. რომ ყველაფერი კარგად არ იყო. რომ ყველაფერი კი არა, აღარაფერი იყო კარგად! თარაშის ეჭვიანობამ სხეული აუწვა დიანას. დიდრონი შავი თვალები ცრემებით გაევსო. არ უნდოდა გაგონილს ტვინამდე მიეღწია! არ უნდოდა თარაშის საქციელი ბოლომდე აღექვა და მათი ურთიერთობის სინამდვილე დაენახვა. ყველაფერს თარაშის დანგრეულ და მრავალდაღდასმულ ფსიქიკას აბრალებდა დიანა. რაგბის მიტოვებამ, ავარიამ, პარალიზებამ საშინელი გავლენა იქონია მამაკაცზე. ეს ყველაფერი იცოდა დიანამ. ჯერ კიდევ ურთიერთობის დაწყებამდეც იცოდა. მაგრამ მაშინ ეს ყველაფერი მოგვარებადი პრობლემა ეგონა. მაშინ სჯეროდა, რომ სითბო და სიყვარული განკურნავდა თარაშის სულიერ ავადმყოფობას. ახლა კი...პირველად ეჭვი შეეპარა თავის ყოვლისშემძლეობაში და საკუთარი თავი შეზიზღდა. შეზიზღდა ამ ეჭვებისთვის, უმოქმედობისთვუს, უპასუხო კითხვებისთვის... *** -ამ შარვლით არ წამოხვალ!-თარაშმა მუჭი მაგიდას დასცხო. ჩასისხლიანებული თვალებით უცქერდა შეშინებულ დიანას. შეუკავებელი ემოციებისა და შეშინებული კოვალენკოს გამო, ხელების წვა იგრძნო, იმდენად მოუნდა საკუთარი სხეულის დანაწევრება. კედელს აკრული სხეულისკენ გაიწია-ჩემო ლამაზო, არ მინდოდა მეყვირა, -არა, თარაშ! ვერ ხვდები, ასე რატომ იქცევი! ვერც იმას ვხვდები, ჩემთან ხმის აწევა რაში გჭირდება! არ მახსოვს, დრესკოდი როდის დააწესე, რომ ამიკრძალო რას ჩავიცვამ და რას-არა! კარგად იცი, ისეთ რამეს არ გავაკეთებ, რითიც, პირველ რიგში, საკუთარ თავს მივაყენებ შეურაცხყოფას. -არ მინდოდა მეყვირა! მაგრამ უფლებას ვერ მოგცემ არ შარვლით წამოხვიდე!-მომუშტული ხელები დიანას თავის გარშემო, კედელზე მიებჯინა. -ნუ სულელობ, თარაშ! ჩვეულებრივი ჯინსის შარვალი მაცვია,-ვერ დატეული ცრემლები ქალის სკლერასა და გუგას გადაეკრო. -ნუ ტირი!-ხმა გაემზარა მამაკაცს. -მაშინ, ასე ნუ იქცევი!-გაყინული ხელები თარაშის მკერდს მიაბჯინა და უშედეგოდ სცადა მისი მოშორება. -როგორ ნუ ვიქცევი, დიანა?! როგორ ნუ ვიქცევი?!-ხმას აუწია კოდუამ-ჩემი საქციელის ახსნას არ ვაპირებ! მორჩა! ან გამოიცვლი, ან სახლში დავრჩებით! კბილებს შორის გამოსცრა თარაშმა და შუბლი ასლუკუნებული დიანას შუბლს მიაბჯინა. დიანამ უხმოდ დაუქნია თავი და მამაკაცის მკლავებს ოღონოდ ჩაეჭიდა. -აი ასე. გამოიცვალე, მე კიდევ დაგელოდები,-ცრემლით დასველებულ ლოყებზე აკოცა თარაშმა და დიანას ხელებს დაჰყვა. ვერა. თარაში ვერ ახერხებდა წარსულის საშინელ მოგონებებთან გამკლავებას. ეშინოდა იგივე არ მომხდარიყო. დიანას გამო ეშინოდა. ახლა უკვე აშინებდა ქალის მშვენიერება და თვალწარმტაცი გარეგნობა. ახლა უაზროდ ეჭვიანობას იწყებდა. ეჭვიანობით თვალთდაბინდულს კი აღარაფერი აინტერსებს. საკუთარ თავზე კონტროლს კარგავს. სტკივა იმისი გაცნობიერება, რომ ამ გრძნობას ვერ ერევა. არ შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს შიგნით მოღრიალე არსებას. არსებას, რომელიც ველური ცხოველივით იწევს ყველაზე, ვინც კი დიანას შეხედავს. ხვდება, რომ მისი საქციელი არ არის ნორმალური. ხვდება, რომ ასეთი მოქცევით დიანას სტკენს. ანადგურებს, კლავს... ამის გამო სძულს საკუთარი თავი. სძულს სულ ახალი თარაში, რომელსაც საკუთარი ემოციების კონტროლი არ შეუძლია. რომელიც წარსულის შიშებში ცხოვრობს და გზააბნეულს აწმყოს კარები ვერ უპოვნია. იცის, რომ ამ ყველაფერზე მაღლა უნდა დადგეს და სისუსტეებს სძლიოს, მაგრამ ვერ ახერხებს...ამასობაში დრო გადის...მცდელობებით იღლება...დიანაც იღლება...ხვდება, რომ უნდა გაუშვას. მაგრამ, ეს რთულია. თითქმის, შეუძლებელი. *** ჩაწითლებული, ტირილისგან დასიებული თვალები უაზროდ გაეშტერებინა წინ დალაგებული თეფშეფისა და ბოთლებისთვის. გაყინული მკლავები მუხლებისთვის შემოეჭირა. მოცახცახე თითებით კი ღვინის ბოთლი ჩაებღუჯა. თითოეულ გადმოვარდნილ ცრემლს მომჟავო სითხის ერთ-ორ ყლუპს აყოლებდა. -არ მინდა თქვენს ურთიერთობაში ვერეოდე,-შეპარვით დაიწყო ნათიამ და ტკივილანი თვალებით დიანას გამოფიტული სხეული აათვალიერა-მაგრამ...დიანა, ვერ ხედავ რას დაემსგავსე?! მითხარი, რამდენი კილო დაიკელი? 10 თუ 15?! დიანამ უემოციოდ ასწია თავი და ამჯერად, მის წინ მსხდომ ნათიასა და განოს მიაშტერდა. -თარაში ვერ გეშვება, მაგრამ შენ თვითონ უნდა დაამთავრო ყველაფერი!-ხმის სიმტკიცე არ დაუკარგავს განოს. პატარა შუშის ჭიქა გაუზავებელი ვისკით შეავსო. -თქვენ არ გესმით, არაფერი გესმით,-ბოთლი გალურჯებულ ტუჩებთან მიიტანა დიანამ. -დიანა, ეს გრძნობა ორივეს გკლავთ! ორივეს!-ატირდა ნათია-უნდა დაამთავრო! სანამ სხვებიც ჩარეულან, უნდა დაამთვრო! თორემ, მერე...წარმოდგენაც არ მინდა, რა მოხდება. მაქსიმეს გახსენებისას ცხელმა ჟრუანტელმა დაუარა უგრძნობ სხეულში. -თავს შენს გამო იკავებენ, მაგრამ ასე გაგრძელებაც აღარ შეიძლება... -მე წავალ,-დიანა ზოზინით ადგა იატაკიდან და რძისფერი აბრეშუმის, უმკლავებო პერანგზე ტყავის ქურთუკი შემოიცვა. -არსად წახვალ! ნასვამი ხარ, დიანა!-ნათია უკან გაჰყვა კარისკენ წასულ დიანას. -აჰა გასაღები, ფეხით გავლა მინდა,-ნაღვლიანი თვალებით შეემუდარა კოვალენკო და ხელში მანქანის გასაღები მიაჩეჩა. -მიყვარხარ, დიანა,-ნათიამ გულში ჩაიკრა დიანა და ლოყაზე აკოცა-ფრთხილად იყავი, გთხოვ! ხანდახან ცხოვრებაში დგება მომენტი, რომ იღლები. იღლები ისეთი რაღაცების კეთებითაც კი, რაც ადრე სიამოვნებას განიჭებდა. იღლები ღიმილით, აბაზანის მიღებით, ჭამით, თმის დავარცხნით, საცობში დგომით, პროდუქტების ყიდვითა და შოპინგით...დიანა გრძნობდა, როგორ კარგავდა აქამდე დაულეველ ენერგიასა და სასიცოცხლო რესურსებს. გრძნობდა, რამხელა ძალისხმევა სჭირდებოდა კბილების გასახეხად, საძინებლიდან აივანზე გასასასვლელად, ყავის მოსადუღებლადაც კი. ახლაც, თითოეული გადადგმული ნაბიჯი ტკივილამდე ღლიდა. ჟანგბადიც ეცოტავოდა ალკოჰოლისგან გაბრუებულსა და ყელჩამწვარს. მაგრამ, მაინც არ ჩერდებოდა.. ვაშლიჯვრიდან წერეთლის ქუჩამდე გაუჩერებლად აგრძელებდა გზას. სინქრონული, ჩვეულად ლამაზი, კოხტა ნაბიჯებით მინარნარებდა. ძალიან გამხდარ სხეულზე ორი ზომით დიდი, შავი, კლასიკური შარვალი ეცვა. თებერვლის ყინვა ოსტატურად აღწევდა შავივე ტყავის ქურთუკშიც. მაგრამ დიანას არ სციოდა. მისი გაყინული სხეული სიცივეზე აღარ რეაგირებდა. კიდევ უფრო გათეთრებული, წელამდე სიგრძის თმა შიშველ, წვრილ ყელს უფარავდა. ასე სიარულის აღარ რცხვენოდა. აწითლებული ცხვირი, დასიებული თვალები და 44 კილოიანი სხეული აღარ ეპრობლემებოდა დიანას. ახლა სულ სხვა რამ ადარდებდა კოვალენკოს. ახლა თარაში ადარდებდა, მასზე ფიქრობდა და მის გამო სტკიოდა. წერეთლის გადაჭედილ ქუჩებზე დაკვირვება კი გამოსავლის მოძებნაში საერთოდ ვერ ეხმარებოდა. ვერც ხალხით სავსე ბორდიულები ვერ ანუგეშებდა სასოწარკვეთას მიცემულ ქერათმიანს. რა უნდა ექნა? მილიონი ფიქრის ქვეშ მოყოლილი ტვინი უძლურ იყო ამ კითხვაზე პასუხი გაეცა. კიდევ ერთხელ დასწყევლა ის ავადსახსენებელი 30 ოქტომბერი და აქამდე გამორთული მობილური ჩართო.. მაქსის ხუთმა და თარაშის ოცდაერთმა გამოტოვებულმა ზარმა ადგილზე გააშეშა. -მირეკავდი, მაქს?-ჩახლეჩლი ხმის დაბრუნებას უშედეგოდ შეეცადა დიანა. -სად ხარ?-აღრიალებამდე მისულიყო პირველი. -ვსეირნობ. ჩემზე ნუ ნერვიულობ, რა,-მუდარანარევი ხმით ჩასჩურჩულა კოვალენკომ. -დიანა, ყველასთვის გთხოვ, მორჩი, რა. მორჩი ამ ყველაფერს,-მაქსმეს სიტყვებმა ზამთრის სუსხისგან ამწვარი თვალები კიდევ უფრო აუწვა. -არ ინერვიულო, მიყვარხარ. გკოცნი,-ტირილის დაწყებამდე გათიშა მობილური. სისულელის გაკეთების უფლება არ ჰქონდა. ეს კარგად იცოდა. უმოქმედობისგან თავატკიებულს მხოლოდ ტირილიღა თუ შეეძლო. ტაქსი გააჩერა და შიგნით ჩაჯდა. სათნო სახიანი მძღოლის მოურიდებლად დაიწყო გულამოსკვნით ტირილი. -ცუდად ხართ?-თბილი და შეშფოთებული თვალებით გადმოხედა თმაჭაღარამ. -არა, კარგად ვარ. თუ შეიძლება... სიტყვა წინ ჩამდგარმა ორმა მანქანამ გააწყვეტინა. მეორე გელენვაგენიდან სამი მამაკაცი გადმოვიდა, მაგრამ ჩაბნელებული ღამის გამო ვერაფრის გარჩევა ვერ მოახერხა დიანამ. წამიც და მისი მხრიდან კარები გაიღო. -ქალბატონო, გთხოვთ,-ხმით ლევანი იცნო. ნერვიულობისგან აძგერებულ გულზე ხელი მიიჭირა-გადმოდით. -აქ რას აკეთებთ?-მკაცრად ჰკითხა დიანამ და წარბები შეკრა. -დიანა!-თარაშის ჩამტვრეული, რისხვაშეპარული ხმა სიბნელიდან გაიგონა. მანქანიდან უსიტყვოდ გადავიდა და მისკენ წაიწია. შეამჩნია, ლევანმა როგორ გადაუხადა მძღოლს თანხა. -რა ხდება?-შეეკითხა დიანა და მამაკაცის წინ გაჩერდა. თარაშმა მკაცრად დახედა და უსიტყვოდ ჩასვა მანქანაში. -ლევან, დაცვის ბიჭები წაიყვანე. ჩვენ ცალკე წავალთ!-მკაცრად გააფრთხილა კოდუამ და ისე, რომ ლავანის პასუხს არ დაელოდა, მძღოლის მხარეს დაიკავა. დიანა ნერვიულობისგან აცახცახებული ხელებით სავარძლის ტყავს ჩაეჭიდა. -ნუ ნერვიულობ,-დამთბარი თვალებით შეხედა თარაშმა და ქალის გაყინული ხელი თავისაში მოიქცია. -რა ხდება, თარაშ? რამე ცუდი მოხდა?-სიტყვები ძლივს გადააბა დიანამ და შიშისგან გაფართოებული თვალებით მამაკაცის პროფილს მიაშტერდა. -არაფერი, დიანა! უბრალოდ ვქორწინდებით!-მოქუფრულ მზერა გზისთვის არ მოუშროებია თარაშს. -რას ნიშნავს უბრალოდ ვქორწინდებით?-კბილებში გამოსცრა დიანამ. -იმას, რომ ვქორწინდებით!-ხმას აუწია თარაშმა. -მანქანა გააჩერე! თარაშმა უსიტყვოდ შეუხვია თავისუფლებაზე. -გააჩერე-მეთქი!-იყვირა დიანამ. -ტონი აკონტროლე!-მშვიდად უთხრა თარაშმა და მერსედესი იუსტიციის სახლის ავტოსადგომზე დააყენა. სიბრაზისგან სახეაალებულ დიანას კარები გაუხსნა და გადმოსვლაში დაეხმარა. -თითი არ დამაკარო, თარაშ! გესმის-მეთქი?!-უკან დაიწია კოვალენკომ და მანქანის კარებს აეკრო. -დიანა, ნუ გამანერვიულებ! ყველაფერს ნუ ართულებ! მირჩევნია ხელი მოვაწეროთ. ასე უფრო მშვიდად ვიქნები!-აუხსნა თარაშმა და დიანასკენ წაიწია. -რას ამბობ, თარაშ! რა ქვია მშვიდად იქნები?! ანუ ამას...რისთვის...-წაიბუტბუტა კოვალენკომ და აცრემებული თვალები მასზე ბევრად მაღალ სხეულს მოატარა. -ასე ყველას ეცოდინება, რომ ჩემი ხარ! ჩემს ცოლს კი ვერავინ მიეკარება!-მონოტორულად, საქმიანი ტონით აუხსნა კოდუამ და უშედეგოდ შეეცადა დიანას შეხებოდა. -არ გიყვარვარ, თარაშ. საერთოდ არ გიყვარვარ,-შეშლილი ხმით ჩაიხრიალა ქერათმიანმა და გაყინული ხელები სახეზე აიფარა. -რომ მიყვარხარ და მინდა მარტო ჩემი იყო, იმიტომ ვართ აქ, დიანა!-ხმა თარაშსაც ჩაუტყდა. -არა...შენ არ გიყვარვარ, შენ საერთოდ არ ფიქრობ ჩემზე. სულ არ გაინტერესებს მე როგორ ვარ და რას ვგრძნობ. შენ მონა გჭირდება და არა ცოლი! მე თავი დამანებე!-დიანას ქვითინისგან მხრები აუცახცახდა. თარაშმა აჭრილი სახით მოხვია ხელი კოვალენკოს. გულში ჩაიკრა სიფრიფანა სხეული და თავზე მიეფერა. -დიანა, ვგიჟდები. იმის წარმოდგენაც, რომ სულ მთლიანად ჩემი არ ხარ, რომ ყველას შეუძლია მოგიახლოვდეს, თითი დაგაკაროს, ჭკუიდან მშლის! გესმის?! ამას ვერ ვუძლებ! ამის ატანა არ შემიძლია! -აი, ისევ! მარტო შენს თავზე ფიქრობ! შენ შენს ეჭვიანობის გრძნობას ვერაფერს უხერხებ! ასე რომ იქცევი, უკანასკნელი ქალი მგონია თავი. ვერ ხვდები, რომ ეგ შენი ეჭვიანობა და შიში შეურაცხყოფას მაყენებს?! მაგას ვერ ხვდები?! იმ ღამეს ვერ ივიწყებ და ამის გამო მე მსჯი...აღარაფრის თავი აღარ მაქვს. დავიღალე ამდენი ლაპარაკითა და მცდელობებით ის ღამე დაგავიწყო. შენს დაბადების ღამეს, იქ, ჩემთან, ვიცოდი და მჯეროდა, რომ დანაშაულის შეგრძნებას დაგავიწყებდი. მაგრამ არ მეგონა ის ღამე სრულიად ახალი პრობლემის დაბადების ღამედ თუ იქცეოდა. მოვაწეროთ ხელი თუ ეს დაგამშვიდებს! თუ ეს საბოლოოდ დაგვილაგებს ურთიერთობას!-თარაშის შავ მანტოს ჩაჭიდებული დიანა გულამოსკვნით ქვითინებდა. მამაკაცს შეშლილი მზერა ჰაერში გაჰყინვოდა. ქალის სიტყვებმა თვალები ჩაუსისხლიანა, ძვლები აუწვა, კანი დაუკაწრა. უკანასკნელი იმედივით ებღაუჭებოდა დალეულ სხეულს და მთელი ძალით იხუტებდა. -თუ ჩვენ ეს დაგვეხმარება, მოვაწერით ხელი. დავქორწინდეთ,-ბუტბუტებდა დიანა და ძვლებად დარჩენილ მკლავებს მამაკაცის ძლიერ კისერს ხვევდა. -მინდა, რომ მთლიანად ჩემი გახდე!-ჩახლეჩილი ხმით ჩაიჩურჩულა თარაშმა და ქალის ცრემლით დასველებულ ტუჩებს შეეხო. კოცნიდა და უკანასკნელი ჰაერითაც ასუფთავებდა დიანას ფილტვებს. სუნთქვაშეკრულმა დიანამ ხმაურით ჩაისუნთქა და შუბლით თარაშის მკერდს მიეყრდნო. -წავიდეთ?-დიანას თეთრი თმა ხელებში მოიქცია თარაშმა. დიანამ უხმოდ დაუქნია თავი და გამოწვდილ ხელს ჩაებღუჯა. კოვალენკო გულში გაჩენილ, სუსტ ცეცხლად მოვარვარე იმედს ჩაეჭიდა. ახლა თითქმის სჯეროდა, რომ ქორწინება თარაშის პათოლოგიურ ეჭვიანობას გაანადგურებდა. რომ ისევ კარგად იქნებოდნენ...რომ ისევ ისე, სუფთად ეყვარებოდათ... იმედის სხივებით გაბრწყინებული დათანხმდა და ახლა უკვე მის ქმარს ღიმილით ჩასჭიდა ხელი. დაქორწინებულები -ჩემი ცოლი, ჩემი ერთადერთი, ჩემი ცოლი...-ბუტბუტებდა თარაში და ქალის მძინარე სხუელს ეფერებოდა. ეცოტავებოდა დიანა. ეცოტავებოდა მისი სითბო, მისი სიყვარული, მისი გამხდარზე გამხდარი სხეული. მისი გაღვიძება ენანებოდა, მაგრამ ვერ ელეოდა საყვარელ სურნელს, დიანას ალერსს. მთვარით განათებულ საძინებელში იწვა კოდუა და მის ხელებში მოქცეულ კოვალენკოს ათვალიერებდა. თითის წვერბით ეფერებოდა დიანას ტყავგადაკრულ ძვლებს და სისხლი ეყინებოდა მისი დარდითა და ცრემლით დაღლილი სახის დანახვისას. უკვე აღარ აშფოთებდა საკუთარი თავის მზარდი ზიზღი. ზიზღი, მისი სინდიდსით, ნერვებითა და მოთმინებით, რომ იკვებებოდა. იცოდა თარაშმა, კოვალენკოს ტკივილისთვის წერტილი უნდა დაესვა. უფლება აღარ ჰქონდა კიდევ ეტკინა საყვარელი ქალისთვის. სანამ ჯერ კიდევ იმსახურებდა მის გვერდით ყოფნას, სანამ აჯიჯგნილი სინდისი საშუალებას მისცემდა, მანამ უნდა გამოკეთებულიყო. მანამ უნდა ემკურნალა. -თარაშ,-ძილისგან ჩახლეჩილი ხმით დაუძახა დიანამ და ბალიშიდან თავი წამოსწია. -ჩემო ლამაზო,-მისი ღიმილიანი სახისკენ წაიწია კოდუამ და შუბლზე აკოცა-კარგად გეძინა? -კი, შენ?-იმედიანი თვალები შეანათა. ეტკინა მამაკაცს ქალის იმედიანი თვალები. -მე არ მძინებია,-ძლივს შეკოწიწებული ღიმილით გაუღიმა და ყურის ძირში აკოცა. -რატომ? -მთელი ღამე გეფერებოდი,-ვნებისგან ჩამტვრეული ხმით გამოეპასუხა თარაში და ქალის კისერს მიეფერა. -რატომ არ გამაღვიძე? გაიბუტა დიანა და მამაკაცს მიეწება. -მიყვარხარ, ხომ იცი?! -დიანამ თარაშის გაბზარული თვალები დაინახა. მთელი სხეული ასტკივდა. -ვიცი. შენც უნდა იცოდე, რომ მიყვარხარ და ამიტომ დავქორწინდით, გუშინ. მხოლოდ ამიტომ. მხოლოდ ჩვენი სიყვარულის გულისთვის,-ეჩურჩულებოდა დიანა და თარაშის ლამაზ თავს ეფერებოდა. -კარგად ვიქნებით, ყველაფერი გამოგვივა,-ტუჩებზე აკოცა კოდუამ და გაჭ....ტვამდე ჩაიხუტა კოვალენკო-ძალიან გახდი,-დანაშაულიანი, ტკივილით აწყლიანებული შავი ირისებით აათვალიერა შიშველი დიანა. -არ მოგწონვარ?-მოჩვენებითი გაბრაზებით მოშორდა დიანა და საწოლიდანა ადგა. -ნუ მაბრაზებ!-უკან გაჰყვა თარაში. -მომწონს ჩვენი ახალი სახლი,-სხვა თემაზე გადაერთო დიანა. -აგვისტოში ვიყიდე, ჩვენთვის,-თარაშის სიტყვებმა გაათბო ქალის გაყინული სხეული. თითქოს შიგნიდან განათდა დიანა. -აგვისტოში? -სადილობის შემდეგ. სანამ შენთან მოვიდოდი, მანამ,-დინჯი ღიმილი გადაჰკვროდა მამაკაცის სახეს. -ეს ნახეთ რა!-წამოიყვირა დიანამ და მისაღების აივნიდან გადახედა კერძო სახლის ეზოს. -ხო, რა იყო?!-გაიცინა თარაშმა და მაკის ლეპტოპი გაშალა. -იმ სადილზე ვიკამათეთ, შენ კიდევ...-თავი სიცილით გადააქნია ქალმა და თარაშს გვერდით მიუჯდა-ჩემი ეშმაკუნა ქმარი! -ეშმაკუნა არა?!-ცერად გადმოხედა კოდუამ და თეთრ თმას თავისი ძლიერი ხელებით სწვდა-აღარ იჭრი? -ნწუ-ფეხებაკეცილი შეეცადა მაკბუქის ეკრანზე გამოსახული წარწერები წაეიკთრხა. -აბა ვერ ვუვლიო?! -ნუ ცოტ-ცოტას მოვიჭრი ხოლმე, მაგრამ მოკლე თმა აღარ მექნება,-დიანა თარაშის მუხლებზე გადაფოფხდა და ეკრანს დააშტერდა. -ვგიჟდები შენს თეთრ თმაზე. დი, მგონი უფროდაუფრო გითეთრდება,-წარბშეკრულმა გამოთქვა თავისი აზრი და ქალის დალალებზე თამაში გააგრძელა. -არა, გეჩვენება. ბავშვობიდან ერთი ფერის თმა მაქვს,-ინსტიქტურად უპასუხა კოვალენკომ და თითით სენსორს შეეხო. -არ მეჩვენება! მაშინ, საფრანგეთში ძალიან, ძალიან ქერა იყავი. ახლა კი, კიდევ უფრო ქერა ხარ. თოვლის დედოფალს გავხარ! თოვლისფერთმიან, მაგრამ ჩემს დედოფალს!-დაძარღვული მკლავები ქალის წელს შემოავლო და თავი ნიკაპზე ჩამოსდო-რას უყურებ? -ეს რა არის?-მკაცრი ხმით ჰკითხა ქალმა. თარშს წამში აერია სახე. -დაივიწყე!-კბილებში გამოსცრა და კოვალენკო გვერდით გადასვა. -შენი ანგარიშები იყო, თარაშ?-ფეხზე წამომდგარ თარაშს ხელებით ჩაეჭიდა. -კი,-კოდუა მისკენ მიბრუნდა და მდუმარედ დაუქნია თავი-ჩემი ანგარიშები იყო! ახლა კი მოვრჩეთ ამაზე საუბარს! -ვიცი ვეგასზე! იმ ღამის კლუბებზეც და იმ საზიზღრობებზეც! ამხელა თანხები...ახლა ვხვდები, საიდან ამდენი მილიონები!-ქალი შეშინებულ თვალებს ნერვიულად დააცეცებდა თარაშის სახეზე და უკან-უკან მიწევდა. -დიანა, ეს არ გეხება! დაივიწყე, რაც ნახე! ამოიგდე მაგ ლამაზი თავიდან და მოემზადე ჩვენ ქორწილის წვეულებაზე წასასვლელად!-თარაში მრისხანებისგან ცახცახებდა. შავი ირისებისა და ჩაწითლებული სკლერის სინთეზი კიდევ უფრო აშფოთებდა დიანას. -ასე მარტივად, როგორ ლაპარაკობ?! მე ვნერვიულობ, თარაშ, შენზე ვნერვიულობ,-მლაშე სითხით დანამული თვალები დაახამხამა და აივნის შუშის კარებს ზურგით მიეყრნო. -ჩემზე არ უნდა ინერვიულო, დი,-ოდნავ დაცხრა კოდუა და ქალისკენ გაიწია-ყველაფერი კარგად იქნება! ყველაფერი! ამას გპირდები! ყველაზე ბედნიერი ოჯახი გვექნება, სულ, სულ ყველაზე!-ფრთხილად ეჩურჩულებოდა თარაში და თმაზე ეფერებოდა-ჩვენს სახლში, ყველაზე ბედნიერ ოჯახს შევქმნით! -შენ, რომ რამე მოგივიდეს, ხომ იცი...გავგიჟდები...-ამოისლუკუნა და ცრემლიანი თვალები თითებით მოიწმინდა. -მე დაგპირდი, დიანა!-მტკიცედ უპასუხა და მშვიდად გაუღიმა-ახლა მიდი, საღამოსთვის მოემზადე! *** თეთრი დიანას ფერი იყო. რძისფერიცა და სპილოსძვლისფერიც ძალიან უხდებოდა ქალის კანის ფერს. მაგრამ თეთრი აბრეშუმის კაბაში გამოწყობილი კოვალენკო გარშემო ყველაფერს აჭკნობდა თავისი სილამაზით. თითქოს დედამიწაზე არსებულს პატარ-პატარა სილამაზეებს ამ არსებაში ერთდროულად მოეყარა თავი. თითქოს ამქვეყნად არ უნდა ეარსება ასეთ მშვენიერ, სექსუალურ, მიმზიდველ, ბენდიერ და სიყვარულით სავსე ქალს. თითქოს შეუძლებელიც იყო ასეთის არსებობა. თითქოს დიანა ბუნების კანონების შესაბამისობაში ვერ მოდიოდა... მაგრამ ფაქტი იყო. ის ახლა უღმერთოდ მომხიბვლავად მოღიმარი თარაშის გვერდით იდგა. და მათი ერთად დანახვა წარმოუდგენელ ბედნიერებას ანიჭებდა თითოეულ ადამიანს. თვალსა და გულს უხაროდა ერთმანეთის სადარი ქალ-ვაჟის ცქერა. ზუსტად...თითქოს უფალმა ერთმანეთისთვის გააჩინა ეს ორი ადამიანიო. -ვერაფერს ვამბობ! უბრალოდ, ბედნიერები იყავით, რა! მართლა გულით გთხოვთ ამას!-ცრემლებად დაღვრილიყო ნათია და მთელ ძალით ეხვეოდა ხან დიანას და ხან თარაშს. -მადლობა, ნათი! უზომოდ მიყვარხარ!-ყურთან ჩასჩუჩულა კოვალენკომ და სიხარულით გაუღიმა. -ისევ ერთმანეთი თუ გაგაბედნიერებდათ, დი! ახლა ერთად ხართ და ამას გაუფრთხილდით! ნათიას სიტყვებმა გული აუფართხალა ქერათმიანს. ცრემლებით დაეფარა დიდრონი თვალები. -ნათუშ, ცოლი ნუ ამიტირე!-თარაშმა თავზე აკოცა მუჯირს და დაწვრილებულ თვალებიან დიანას გადახედა. -თარაშ, არ გამიბრაზო ჩემო გოგო!-თითი დაუქნია ნათიამ და თავისი ადგილი დაიკავა. -ვაი, თარაშ, მაქსი...-დაიკნავლა დიანამ და ლამის კოდუას ზურგს უკან აიმალა მაქსის დანახვისას. -ნუ იმალები, დი,-გადაიხარხარა თარაშმა და სიყვარულთ აკაშკაშეული თვალებით ანუგეშა. ასეთი ბედნიერი მამაკაცი, ჯერ არასდროს ენახა კოვალენკოს-მაქსმა, უნდა მივულოცოო,-მოღიმარი პირველისკენ ანიშნა. -მოდი ჩემთან, შე ეშმაკუნა,-დიაჩურჩულა მაქსიმემ და გულში ჩაიკრა ატირებული დიანა-იბედნიერეთ, რა. თარაშ, მიხედე!-დინჯად გაუღიმა კოდუას და კიდევ ერთხელ აკოცა კოვალენკოს-რატომ ტირი, ტო. ხო ხედავ, გამიხარდა შენი გათხოვება! -მართლა არ მიბრაზდები?-თავი წამოსწია. -ნწუ. დიდი გოგო ხარ უკვე. შენ უკეთ იცი!-გაუღიმა მაქსმა და თარაშს მხარზე დაკრა ხელი-გილოცავთ! -გაიხარე!-თავი დაუკრა თარაშაც და ღიმილით გახედა მიმავალ პირველს. ის ღამე, ბედნიერი ოჯახური ცხოვრების პირველ ღამედ მოინათლა. იყო ბერვი კოცნა, ჩახუტება, სიხარულის ცრემლი...მაგრამ ყველაფერი სიყვარულიანი, ახლობლური, ოჯახური. თებერვლის ყინულიანი ღამე იყო, მაგრამ ყველაზე თბილი და ტკბილი იმ მაგიდასთან მსხდომი საზოგადოებისთვის. არავინ იყო ზედმეტი და უცხო. მხოლოდ ისინი, ვინც წყვილს სრულყოფილი ბედნიერებისთვის სჭირდებოდათ. -დღეს ერთი ადამიანი უნდა გაგაცნო!-ყურთან უჩურჩულა თარაშმა და წელზე შემოხვეული ხელი კიდევ უფრო მოუჭირა. -მამაშენი?-თვალები აენთო დიანას. თარაშის ბავშობა საიდუმლოებით მოცული იყო ქალისთვის. მამაკაცი არასდროდ საურობდა ამ თემაზე და არც დიანა ჩაძიებია ზედეტად. -არა,-თავი გააქნია თარაშმა და ფეხზე წამოდგომაში დაეხმარა. -უხერხულია წასვლა,-ქვედა ტუჩი გადმოსწია დიანამ-ცოტაც მოვიცადოთ. -წამოდი,-გაიწელა თარაში. დიანას თავისი პიჯაკი ჩააცვა, ხელი ჩასჭიდა და შენობიდან გაიყვანა-შეგიძლია დაიძინო, მაგრამ მალე მივალთ. -არ მეძინება,-თავი გადააქნია დიანამ და თარაშის მოსაცმელში უკეთ გაეხვია. -გცივა ხო?-ჰკითხა კოდუამ და მანქანაში გათბობას აუწია. -ცოტათი,-დაიკნავლა დიანამ. გვერდულად დაჯდა და მამაკაცის მარჯვენა ხელი თავისაში მოიქცია-არ მითქვამს, რომ ძალიან ლამაზი თითები გაქვს? -არ გითქვამს,-გაეღიმა ქალის ბავშვურ ტიტინზე. -ხოდა გეუბნები, რომ ულამაზესი თითები გაქვს. კიდევ შენი მაჯები მომწონს, თან ძლიერია და თან საოცრად ნაზი. შენი სვირინგებიც მომწონს. კისერთან, რომ გაქვს ის ჩემი საყვარელია,-პერანგის საყელო ჩამოუწია და მხარზე ამოსვირინგებულ ციფრებზე საჩვენებელი თითი გადაატარა. -დი, ხელები გააჩერე,-ამოიხვნეშა თარაშმა. ქალის უკან წაღებული მტვენი დაიჭია და ხელის გულზე აკოცა. -კიდევ გითხრა რა მომწონს?-წაიბუტბუტა ძილმორეულმა ქერათმიანმა-შენი ლამაზი თავის ფორმა მომწონს. შენი ყურებიც მომწონს. შუბლზე, რომ ნაოჭები გიჩნდება ხოლმე, მაგაზეც ვგიჟდები. კიდევ შენი მხრები მიყვარს, შენი მკლავები და მტევნები. მაგრამ მტევნები, რომ მომწონს ეგ უკვე გითხარი, ხო?-შუბლი შეჭმუხნა დიანამ და გაიღიმა. -მე შენზე ვგიჟდები, დიანა. სულ, სულ მთლიანად,-თბილად გადმოხედა თარაშმა და კიდევ ერთხელ აკოცა ხელის გულზე. -არა, ცუდად გამომივიდა. ეგრე მეც ვგიჟდები შენზე, სულ,-გაიბუტა დიანა. თარაშმა წამში გააჩერა მანქანა და დიანასკენ გადაიწია. -უნდა გაკოცო,-ტუჩებთან ჩასჩურჩულა. -კარგი,-თავი დაუქნია და თავად შეეხო მამაკაცის ვნებიან ბაგეებს-კარგი, სირცვხილია. უკან ლევანი და ბიჭები გველოდებიან,-გაეცინა დიანას და ქვედა ტუჩზე ენა გადაისვა. -ეგრე, კიდევ თუ გააკეთებ, ლოდინი მოუწევთ,-წარბი ასწია თარაშმა. მოწყვედით აკოცა კოვალენკოს დაწითლებულ ტუჩებს და სავარძელზე გასწორდა. *** ორი მაქნანა 30 წუთში გაჩერდა ჩაბნელებულ ეზოში. -ლევან, თქვენ წადით. თუ რამე მოხდება შემატყობინეთ,-გააფრთხილა თარაშმა და დიანას კარები გამოხსნა-მოდი ჩემო ლამაზო. -სად ვართ?-თვალების მოფშვნეტით იკითხა და თარაშის გამოწვდილ ხელს ჩაეჭიდა. -ვარიანში,-გაუღიმა კოდუამ და საბარგულიდან ჩანთა გადმოიღო. -ასე სწრაფად არ უნდა ატარებდე, თარაშ,-ტუჩები გაბუსხა დიანამ. -წამოდი,-გაუღიმა თარაშმა და წელზე ხელი მოხვია. სახლი სიბნელეს მთლიანად შთაენთქა. უმთვარო და ღრუბლიანი ცა კდევ უფრო უკუნითს ხდიდა არე-მარეს. მაგრამ დიანას საოცრად სიამოვნებდა თებერვლის სუსხიანი და სუფთა ჰაერის ჩასუნთქვა. ბრმად მიყვებოდ მამაკაცს და უკვირდა, ასე ოსტატურად, როგორ მიიკვლევდა წინ გზას. წამიც და ადგლზე შედგნენ. თარაშმა კარებზე დააკაკუნა და დიანას ხელი უფრო მოუჭირა. წუთში გაიხსნა კარები. ზღურბლზე ულამაზესი ქალი იდგა. სამოცი წლის ძლივს იქნებოდა. -ნანო,-დაიბუბუნა თარაშმა და გულში ჩაიკრა უკვე ატირებული ქალი-როგორ მომენატრე! -მეც, ჩემო სიხარულო. ასე უნდა დამეკარგო, ხოლმე?!-გაიწყრა ნანო და უზარმაზარ მამაკაცს საყვედურიანი, თუცმა სიყვარულით გაბრწყინებული თვალები შეანათა. -საპატიებელი მიზეზი მაქვს,-გაიცინა თარაშმა და მოღიმარ დიანას ხელით თავისკენ ანიშნა-ეს ჩემი დიანაა, ნანო. ჩემი ცოლი. ნანოს სახე ცრემლებმა დაასველეს. უთქმელად მოხვია ხელი უკვე აცრემლებულ დიანას და შვილივით ჩაიხუტა. -გილოცავთ, ბავშვებო. რომ იცოდეთ, როგორ გამახარეთ!-ბუტბუტებდა ნანო და ახლად გამომცხვარ ცოლ-ქმარს გულში იკრავდა-როდის დაქორწინდით? -გუშინ მოვაწერეთ ხელი, დღეს მეგობრებთან ერთად აღვნიშნეთ,-უკვე სამზარეულოდან გამოსძახა თარაშმა. -ყველაფერს მომიყვებოთ,-თითი დაუქნია ნანომ დიანას და ლოყაზე აკოცა-იმ ვირმა შენნაირი ანგელოზი როგორ მოიხელთა, ა? სიცილით ჩაკიდა ხელი და კეთილმოწყობილი სახლის შემოსასვლელი გაატარა. ინტერიერის თანამედროვეობამ გააოცა დიანა. -გშია?-ჰკითხა მაცივარში შემძვრალ თარაშს. -არა. გვიანია უკვე, მაგრამ ხვალე შენს ხაჭაპურებს ველოდები,-დაიბუზღუნა და დახლის მაღალ სკამზე შემოსკუპებულ დიანასკენ წავიდა-ნან, შენ არ იცი დიანა რა გემრიელად ამზადებს. -აზვიადებს,-გაიცინა დიანამ და უკნიდან ჩახუტებული მამაკაცის მოშორება სცადა-სირცხვილია!-ყურთან ჩასჩურჩულა. აბედნიერებდა უჩვეულოდ თავისუფალი და ლაღი მამაკაცის დანახვა. -გაიგე, ნაან? ჩემს ცოლს შენი რცხვენია და ჩემს ჩახუტებაზე უარს ამბობს,-პატარა ბავშვივით დაიწუწუნა და ქერათმიანის მუჯლუგუნი უსიტყვოდ აიტანა. -ნუ ლაზღანდარობ, თარაშ,-გაუცინა ნანომ-დიანა, ძვირფასო, დაღლილები იქნებით. საძინებელს მოგიმზადებთ,-გაუღიმა და კოვალენკოს თანხმობის შემდეგ სამზარეულო დატოვა. -თარაშ, საოცარი ქალია,-მისკენ მიტრიალდა დიანა-მომიყვები მასზე? -კი, მოგიყვები,-გაუღიმა თარაშმაც და ქალის ფეხებს შორის მოექცა-დღეს შეუდარებელი იყავი. ულამაზესი. და მხოლოდ ჩემი, მხოლოდ ჩემი... დიანას სპილოსძვლისფერი წინდები ეცვა. ძლიერი ხელები ნელ-ნელა აატარა უთხელეს მატერეას და მოშიშვლებულ ბარძაყებს თითებით მოეფერა. -თარაშ, სირცხვილია. აქ არა,-ვნებამორეულმა ძლივს ამოიბუტბუტა და მამაკაცის წელზე შემოდებული ფეხები, კიდევ უფრო მოუჭირა. -მინდიხარ,-ამოიხრიალა და ოსტატურად მოშორდა აალებულ დიანას. ხელი ჩასჭიდა და საძინებლისკენ წაიყვანა-ნაან, იმედია რამდენიმე დღით დარჩენის უფლებას მოგვცემ,-საძინებელში მოფუსფუსე ქალს გაუცინა. -თარაშ, რომ შემეძლოს, სულ ჩემთან დაგიტოვებდით,-სევდიანად გაუღიმა-იმედია საწოლი მოგეწონებათ,-სიცილით გაიხურა საძინებლის კარები. თარაში უხმოდ მიუახლოვდა ჯერ კიდევ გამოუფხიზლებელ დიანას. კოვალენკოს სხეულთან ერთად, აბრეშუმის ფარატინა კაბაც ცახცახებდა. ძლიერი ხელის მტევანი ნელ-ნელა ჩაატარა ქალის ყელზე, მკერდსა და მუცელზე. ძვლებს გადაკრულ კანს ხელისგულით მიეფერა. მამაკაცის სითბომ დიანაც მომენტალურად გაათბო. თვალებმინაბული კოვალენკოს მხრებს საჩვენებელი თითები ჩამოატარა და უმკლავებო კაბაც ძირს ჩასრიალდა. თარაშმა თეთრი საცვლები ვნებამორეული მზერით შეაფასა და წამში გააშიშვლა შემოდგომის ფოთოლივით მოცახცახე დიანა. -თარაშ,-ამოიხრიალა დიანამ და მამაკაცისკენ გაიწია. მამაკაცმა უხმოდ ჩასჭიდა ხელები და ადგილზე მიალურსმნა. უსიტყვოდ შემოატრიალა შიშველი სხეული და დიანას აკეცილ თმას მოქნილი თითებით წაეტანა. რამდენიმე სარჭი შემოაცალა და კოვალენკოს ძვლებდამჩნეული, ხორბლისფერი მხრები თეთრი დალელებით შეიმოსა. მერე...მერე ყველაფერი იდეალურად იყო. ისე, როგორც არაამქვეყნიერ დიანასა და თარაშს სჭრიდებოდათ. -ბავშვი არასდროს ვყოფილვარ. ან შეიძლება ვიყავი კიდეც, მაგრამ ბავშვობა არ მქონია. საღამოობით მამას მოსვლა არასდროს გამხარებია. არც მისი ხელებისთვის შემიხედავს, წესით ტკბილეულითა და საჩუქრებით, რომ უნდა ყოფილიყო დახუნძლული. ნანო ჩემი ძიძა იყო. ერთადერთი ადამიანი...ხომ გესმის? ბავშვობდან მიყვარდა ნანო, მაგრამ ჩემში დაგროვილ სიძულვილსა და ზიზღს, ვერც ეს გრძნობა ერეოდა. ამან და ძალადობისკენ მიდრეკილებამ განაპირობა ჩემი მორაგბეობა. მთელ ჩემს ენერგიასა და ძალას ამ საქმეში ვდებდი. ცხოვრების უსამართლობისგან დაღლილ სხეულსა და სულს, თამაშისა და წვრთნის დროს ვასვენებდი. უარყოფითისგან ვიწმინდებოდი, უფრო ვსუფთავდებოდი...რაგბი მშველოდა, ყველაფერში მეხმარებოდა. მამაჩემმა ჩემს საყვარელ საქმეს არ ჩამომაშორა. ეს მისი ერთადერთი გადაწყვეტილებაა, რომელიც კარგად მახსენდება... უხმოდ ატირებული დიანა მის მუცელზე თავდადებულ თარაშს ეფერებოდა. გაყინულ თითებს უსვამდა მამაკაცის ცხელ კანს და უბრალო შეხებით ცდილობდა მის დამშვიდებას. -მაშინ, საფრანგეთში, რომ დაგინახე ოცდაორი წლის ვიყავი...ასე ვთქვათ, კარიერულ მწვერვალებს მივაღწიე. იქ ბედნიერი ვიყავი. მეტიც! საკუთარი თავით ვამაყობდი. ვამაყობდი იმითი, რომ ჩემი ოფლით ნაშოვნი ფულით ვცხოვრებდი. მამაჩემისგან საბოლოოდ გათავისუფლებულს, მეგონა ცასაც კი მივწვდებოდი...და ასეთმა გავიცანი თეთრთმიანი დიანა. მაშინ, საფრანგეთის არენაზე, რომ დაგინახე და თვალებში შემოგხედე, იმ წამს მივხვდი, რომ ან შენ იქნებოდი, ან არავინ! ასლუკუნებულ დიანას გაეცინა. ხელის ზურგით მოიწმინდა ცრემლები და თითები თარაშის მოკლე თმაში შეაცურა. -მე გატეხილი ვარ, დიანა. ეს შენც კარგად იცი. მხოლოდ რაგბის მიტოვებამ და ავარიამ არ გამხადეს ასეთი... მე დედაჩემის ტრაგედიამ, მამაჩემის გულცივობამ, სითბოს გარეშე გატარებულმა ბავშვობამ გამტეხა. ახლა ის მამაკაცი, საყვარელი ქალის ფეხებს უკანასკნელი იმედივით, რომ ეჭიდება, ძალიან შეშინებულია. ეშინია ის ერთადერთიც არ დაკარგოს, ამ ქვეყანაზე დარჩენას, რომ აიძულებს...არა, არა, არა! ცუდად გამომივიდა. შენ სიცოცხლეს არ მაიძულებ. შენთან ერთად მე სამოთხეში ვარ. ეს ცოდვებისგან დამძიმებული სხეული ბედნიერდება დიანასთან შეხებით. ტუჩებით, მაგ უბიწო ბაგეებზე, რომ გეხები, თვალებით, მაგ ულამაზეს თვალებს, რომ ვუყურებ, კანით, მაგ გაყინულ, მაგრამ მაინც უთბილეს თითებს, რომ ვგრძნობ, უკეთესი ადამიანი ვხდები. შენი შეგრძნებით ხელახლა ვიბადები, დი. შენთან ყოფნა, უკეთესად მაქცევს. უნდა იცოდე, რომ შენ, ჩემს 32 წლიან არსებობაში, საუკეთესო მოვლენა ხარ. საუკეთესო, რაც შეიძლება დარჩენილი სიცოცხლის განმავლობაში მოხდეს. და ეს გახსოვდეს, რა...არასდროს ინანო თარაში. არადროს ინანო ის წლები, რასაც ჩემთნ ერთად გაატარებ,-აცახცახებული ხელები კიდევ უფრო მაგრად შემოჰხვია ქალის ფეხებს. -არასდროს, არასდროს, თარაშ,-ასლუკუნებულმა ძლივს ამოთქვა და ვერდატეული, ყელში მობჯენილი ტკივილისა და სიყვარულის უკან ჩაბრუნება სცადა. *** ცარიელი საწოლი არ ესიამოვნა. უხმოდ მოათვალიერა საძინებელი. მუქი ბორდოსფერი კედლები კარგად ვერ ირეკლავდა ფანჯრიდან გადმოღვრილ ზამთრის ნაცრისფერს. მყუდრო ატმოსფეროს მხოლოდ დიანა აკლდა. ნელა წამოდგა. სააბაზანოს კარებთან აყუდებული ჩემოდნიდან ჯინსის მუქი შარვალი ამოიღო და სწრაფად ამოიცვა. კისკისის ხმამ გული აუჩქარა. თავადაც ღიმილიანმა შეაღო სამზარეულოს კარები და ფქვილიანი დიანას დანახვისას წამით ადგილზე შედგა. -თარაშ, ჩვენმა დიანამ დაიჟინა ხაჭაპურები მე უნდა გამოვაცხოო,-მრგვალ მაგიდასთან მჯდომი ნათია სიხარულით შესცქეროდა მორცხვად მომზირალ კოვალენკოს. ღია ფერის თავსაფრიან დიანას ნაზი ვარდისფერი სვიტერი და შავი სპორტული შარვალი ეცვა. აკაპიწებული ხელებით ოსტატურად ზელდა ცომს და შეწითლებულ ლოყებს საყვარლად არიდებდა გულაფართხალებულ თარაშს. -ანუ დინას ხაჭაპურები უნდა ვჭამო?-თვალებაციმციმებული მამაკაცი ნელა მიუახლოვდა დიანას და წინ ჩამოუჯდა. -თარაშ,-მავედრებელი თვალებით დახედა ქალმა და ქვედა ტუჩი მოიკვნიტა-ნანო, ხელს მიშლის! -დააცადე, თარაშ,-ნანომ სიცილით წამოაგდო ფეხზე თარაში-მე ცოტახნით გავალ. დინა, შენი ნახელავი არ გამომაპარო,-დაუბარა და სამზარეულო დატოვა. -სად გამომეპარე?-უკან დაუდგა თარაში და მკლავები წინსაფრის შიგნით შეაცურა. -დამაცადე, რა,-მოჩვენებითად დაიწუწუნა კოვალენკომ და თავი მამაკაცის მკერდს მიადო-ხო გშია? -ძალიან,-დაიჩურჩულა თარაშმა და ცხვირი ქალის კისერს გაუხახუნა. -ორ წუთში გაჭმევ,-სწრაფად შემოტრიალდა დიანა და ფქვილიანი ხელები კოდუას კისერს შემოაწყო-მაგრამ ჯერ მაკოცე,-ეშმაკურად გაუღიმა და ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოიქცია. თარშმა წარბები ასწია და მოჭუტული თვალებით დაიხარა დიანასკენ. თვალებმინაბულს ტუჩები ტუჩებზე მიადო და ოდნავ გაუხახუნა. -მოდი, ჯერ შენს ხაჭაპურს შევჭამ. თუ მომეწონება გაკოცებ კიდეც,-ქალის გაბუსხულ ბაგეებზე ჩაილაპარაკა. -საზიზღარო,-ენა გამოუყო დიანამ-საერთოდ არ მომეკარო-თითი დაუქნია და ღუმელის კარი გამოხსნა. -ვნახოთ,-თვალი ჩაუკრა და ბარის მარალ სკამზე ჩამოჯდა-რა სუნია... მოუთმენლად დასწვდა დიანას ნახელავს და ცხელ-ცხელი ნაჭერი პირში გაიქანა. კოვალენკო მოუთმენლად შესცქეროდა მის წინ მჯდომს. -ჰა, როგორია? -ცოლად თუ არ ივარგე, მზარეულად მაინც აგიყვან,-დაბეჯითებით დააქნია თავი და კიდევ ერთი ნაჭერი გადმოიდო თეფშზე. -შენ რაღაც ცუდად დაიწყე ლაპარაკი,-გაიცინა დიანამ და ნანოს ძახილით გავიდა მისაღებში. *** -დიანა, ფეხშიშველა ნუ დადიხარ,-გაუწყრა თარაში და დიანა ხელში აიტაცა. -დამსვი, თარაშ, რას აკეთებ!-წიოდა კოვალენკო და შიშველ ფეხებს ჰაერში აქნევდა. -არ დაგსვამ!-თავი გააქნია კოდუამ და ბუხრის წინ მდგომ შავ სავარძელში ჩაეშვა. -შენ ნუ მეკარებითქო, არ გითხარი?-წამოდგომა სცადა ქალმა. თარაშმა უმალ კალთასი ჩაისვა დიანა. ფეხები წელზე შემოიწყო და თავი გულზე დაადებინა. -ნუ ბავშვობ და ჩამეხუტე!-წელზე მოხვეული ხელები, უფრო მოუჭირა მამაკაცმა და ქალის გრძელ დალალებში ჩარგო თავი. -ღირსი რომ არ ხარ?!-ჩაიბუტბუტა დიანამ, მაგრამ მაინც შემოჰხვია კისერზე მკლავები და გაიტრუნა. -არ ვარ?!-გაიცინა თარაშმა და საფეთქელზე აკოცა ქალს. -ნწუ. რომ არ მაკოცნინე?! -ახლა გაკოცებ,-ნიკაპში ამოსდო თითები და თავისკენ წამოსწია. ნაზად ეალერსებოდა ქალის ბაგეებს, ყელს და მეტად იკრავდა დიანას სხეულს. -იცი როგორ მომწონს ააქ?-ოხვრად ამოაყოლა დიანამ და ამჯერად თავად დასწვდა მამაკაცის ყელს. -კიდევ შეგვიძლია 3-4 დღე დავრჩეთ,-ისევ ტუჩებზე აკოცა თარაშმა. -მეტი არა?-უმალ მოშორდა დიანა. -უკრაინაში უნდა გავფრინდე, დი. -რამდენი ხნით?-დაიწკმუტუნა ქალმა და თავი მხარზე ჩამოადო. -არ ვიცი. ალბათ ერთი ან ორი კვირით. პარლამენტის სხდომებს საერთოდ აღარ ვესწრები და ასე არ შეიძლება,-კოვალენკოს თმაზე თამაში დაიწყო მამაკაცმა. -სულ წამოდი მაქედან, რა,-უკმაყოფილოდ ამოიფრუტუნა და კისერზე მოხვეული ხელები მეტად მოუჭირა-ჩემი ქმარი მარტო მე მინდა! -მეც სულ, სულ შენთან მინდა ვიყო,-ამოიოხრა თარაშმა და დიანას თავზე გადაუსვა ხელი-მაგრამ პარლამენტიდან, რომ წამოვიდე კაზინოებს მაგრად დაერხევა. -მალე ჩამოდი და ფრთხილად იყავი. მთავარი ეგაა,-წაუბუტბუტა და ქმრის ძლიერ და საყვარელს მკლავებში გაიტრუნა. ის დღეები ყველაზე ტკბილ და თბილ მოგონებად შემორჩა დიანას. ბედნიერი მომავალის იმედიც უფრო ხელშესახები გახდა. სიყვარულის კიდევ ერთხელ ირწმუნა ქალმა. საბოლოოდ დაიჯერა, რომ ერთმანეთით ყველა პრობლემას დაამარცხებდნენ. ყველასა და ყველაფერს მოერეოდნენ. თარაშის დამსხვრეულ თვალებშიც ამჩნევდა ცვლილებას. იარები არ მთელდებოდა, მაგრამ მასზე გადაკრული ბედნიერების ელფერი, აუფერულებდა წარსულის მტკივნეულ კვალს. იჯერებდა, რომ თარაშს სითბოთი და სიყვარულით გამოაკეთებდა და წლების წინანდელს დაავიწყებდა. ნანოსთან გამომშვიდობება მეტად გაუძნელდა წყვილს. ატირებულ ქალს თარაში დაპირდა, რომ საზაფხულოდ აუცილებლად ესტუმრებოდნენ ამჯერად აყვავებულ და გალამაზებულ ვარიანს. თარაში ჩასვლიდან ორ საათში გაფრინდა უკრაინაში. დიანამ უფრო მშვიდად იგრძნო თავი, ქმარი ჯანოსთან ერთად, რომ დაიგულა. ცრემლებითა და ბევრი “ჭკვიანად იყავით“-ით გააცილა ბიჭები და თავის ახალ სახლს სასოწარკვეთილი მზერა მოავლო. უკვე უყვარდა მათი სახლი. მოუხედავათ იმისა, რომ დაცვის ბიჭებისა და თავისი დამხმარეს, მართას გარდა არავინ არ იყო. იმავე საღამოს დაურეკა გოგოებს, მაქსისა და აჩის და ვახშმად დაპატიჟა. გულ ეწურებოდა იმის წარმოდგენისას, რომ ახალსახლობას მარტო უნდა დარჩენილიყო უზარმაზარ სახლში. -ჩემი გოგო,-იკივლა ნათიამ და მაგრად ჩაიხუტა დიანა-რომ იცოდე, როგორ გვენატრებოდი! მთელი სიყვარულით იხუტებდე ნათიას, განოსა და ქეთოს. -გათხოვება მოგიხდა,-თვალი ჩაუკრა ქეთომ და მადისაღმძვრელ კერძებს ნეტარებით გადახედა. -დინ, ჩემმა ცოლმაც შენნაირად უნდა იცოდეს მზარეულობა,-გადაჭრით დააქნია თავი აჩიმ და განოს გვერდით დაიკავა ადგილი. -შენ ვინ გამოგყვება, თორემ კი,-სიცილით დაჰკრა მაქსმა ხელი. -ვითომ, რატომ არა?-ნიშნის მოგებით ასწია ცალი წარბი. -გეყოთ ახლა,-მოჩვენებითად გაუწყრა ნათია-ნახეთ როგორი გემრიელობებია! -აბა გამისინჯეთ, მერე კი პოკერი ვითამაშოთ,-ტაში შემოჰკრა დიანამ და თეფში ახლოს მიიწია. -გაუშვა თარაში და გაიჯეჯილა ქმრის ქონებაზე,-გადაიკისკისა ქეთომ. -მააქს! ვიღაცამ რაღაცა თქვა და ვერ გავიგე?!-მოჭუტული თვალებით გადახედა დიანამ და უკმაყოფილოდ აიქნია ხელი. -არა დინ, შენ ყველაფერი უმაგრესად გესმის,-ქეთომ დაასწრო მაქსს. -ამას საერთოდ არ ეტყობა აბიტურიენტობა,-თავი დანანებით გააქნია მაქსმა. *** -ყველაფერი კარგად გაქვთ?-ყავა ტუჩებთან მიიტანა ნათიამ და გამჭოლი თვალებით მიაშტერდა საბანში გახვეულ დიანას. -ძალიან კარგად,-ამოიოხრა კოვალენკომ-მაგრამ მეშინია. -რისი, დინ? -აი, თითქოს ყველაფერი დაგვილაგდა. თარაშის შემოტევებიც გაქრა, მაგრამ საზოგადეობში არ ვიცი რას იზამს. მეშინია ისევ პათოლოგური ეჭვიანობა არ დაეწყოს. -არ ვიცი რა გითხრა, ან რა გირჩიო,-დიანას თავი კალთაში ჩაიდო და თმაზე დაუწყო ფერება-დროს სჭირდება თარაშს. -დრო...ჩვენი სპონტანური ხელისმოწერაც თარაშის გამო მოხდა. შენც, ხომ ხვდები? ქორწინებაზე არც გვიფიქრია. არც მე და არც მას. ურთიერთობა ისედაც გვქონდა. მაგრამ იმან, რომ ოფიციალურად მაგისი მეუღლე ვარ, თითქოს დაამშვიდა. თითქოს, შავმა ღრუბელმა უკვე გადაიარა...არ მინდა, რომ ისეთი თარაში კიდევ ვნახო. მეშინია, რომ მე თვითონაც ვეღარ გავუძლებ ისეთს,-ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლი სწრაფად მოიწმინდა. -არ იტირო, ჩემი გოგო. არ იტირო,-თავზე კოცნიდა ნათია. -კარგი, აღარ გვინდა ამაზე,-გაიღიმა დიანამ და ქვემოდან ამოყენა უმცროს მუჯირს-შენსა და მაქსს შორის რა ხდება? -კაი?! ასე გვეტყობა?-ნერვიულად ჩამოისვა შავ თმაზე ხელი. -ნუ მე შევამჩნიე,-გადაიკისკისა ქალმ და ნათიას ფინჯნიდან ესპრესო მოსვა-არ მომიყვები? -რა უნდა მოგიყვე?!-ამოიკვნესა ნათიამ და სახე ხელებში ჩამალა. -ის გქონდათ?-თვალები აუჟუჟუნა დიანამ. -ვაიმე, არა! რა თქმა უნდა, არა!-ხელები გაასავსავა შავთმიანმა-ჯერ არც გვიკოცნია. -ნათუშ, 25 წლის ხარ და ჯერ არავისთან გქონიდა ურთიერთობა?! -შენ ხომ რას ამბობ, რა,-მომაბეზრებლად აიქნია ხელი-მაქსი...მაქსი მიყვარს. ხო რა, შენთან მაინც ვაღიარო. -რამე სერიოზულია?-უმალ დასერიოზულდა დიანა-ნათიი. -შენ ხომ ხვდები,-თავი ჩახარა ნათიამ. -ქეთო,-ოხვრას ამოატანა ქერათმიანმა. -ხო, ვნერვიულობ ქეთოზე. უმცროსი დასავით მიყვარს და არ მინდა ამან ურთიერთობა გაგვიფუჭოს. -ნათი, მაქსს ქეთო 18 წლის ასაკში ყავდა. მაქსისნაირი ძლიერი ადამიანი იშვიათად მინახავს. თვითონაც პატარას, უკვე ბავშვი ყავდა, თუმცა ამას არ შეუშინებია. ქეთევანისთვის ზრუნვა არასდროს მოუკლია, მაგრამ მას შემდეგ, რაც გოგონას ასთმაზე შევიტყვეთ...მოკლედ, მაქსი გიჟი მამა გახდა. სულ ასე ზრდიდა და ზრდის ქეთოს. ძალიან გაათამამა. თავის მხრივ, ქეთევანიც გიჟდება მაქსზე. რა თქმა უნდა, ეს ბუნებრივიცაა, მაგრამ მესაკუთრეცაა. -ვიცი და ვხვდები, რომ არაფერი გამოვა,-ნათიას სახე უმალ ცრემლებმა დაასველა-ქეთო ვერ აიტანს მაქსის გვერდით ქალს. -შენ თუ მართლა გიყვარს მაქსი, არ უნდა დანებდე. ქეთოს უკვე დიდი გოგოა. გაუჭირდება შეგუება, მაგრამ ბოლოს მიხვდება, რომ მაქსსაც სჭირდება გვერდით საყვარელი ადამიანი,-დამამშვიდებლად გაუღიმა და გულზე მიიხუტა ნათია. -მართლა ასე ფიქრობ? -კი, თან მაქსი მაინც არ მოგეშვება,-ეშმაკურად გაიცინა დიანამ. -ხო. ჯერ არაფერი დაწყებულა და უკვე შემიწირა,-გაიცინა მუჯირმა და ცრემლები მუჭით მოიწმინდა. -მიხარია მაქსს შენნაირი ქალი, რომ ეყოლება,-არხეინად ჩაილაპარაკა დიანამ და უკვე გაციებული ესპრესოს ბოლო ყლუპი მოსვა. -შენი ტელეფონი ბზუის,-საბანზე ბრმად გადაატარა ხელი ნათიამ-აი. -თარაშია,-სიხარულისგან ფეხზე წამოხტა დიანა-გავალ,-თვალი ჩაუკრა მოღიმარ მუჯირს და აივნის კარები გამოაღო. -დიანა,-ამოოხვრას ამოაყოლა თარაშმა. ქალი ცოტაც და იტირებდა. -თარაშ,-ამოიკრუსუნა კოვალენკომ. -როგორ ხარ?-თავისებური, ჩამწყდარი ხმით ჰკითხა კოდუამ. -მე კარგად. შენ? როგორ იფრინე? -კარგად. მენატრები,-თარაშს კიდევ უფრო ჩახლეჩოდა ხმა. -მეც მენატრები,-თებერვლის მოწმენდილ ცას ახედა აცრემლებულმა ქალმა-თავს გაუფრთხილდი იცოდე,- თარაშის სევდიანი ღიმილი გათოშილი სხეულით იგრძნო. -შენც. ჭკვიანად იყავი და ბიჭების გარეშე სახლიდან არ გახვიდე,-მკაცრად გააფრთხილა თარაშმა. -ჯანდაბას,-ამოილუღლუღა ქალმა, მაგრამ მამაკაცის სიმშვიდისთვის ამასაც გაუპროტესტებლად დათანხმდა-როდის ჩამოხვალ? -მარტის დასაწყისისთვის. რომ ჩამოვალ რაღაცაზე უნდა ვილაპარაკოთ,-თარაშის მშვიდი ხმის მიუხედავად, ძალიან ანერვიულდა დიანა. -რამ ხდება?-აკანკალებული ხმა ვერ დაიმორჩილა კოვალენკომ. -არა, ჩემო ლამაზო. ყველაფერი კარგადაა. ახლა უნდა წავიდე, მაქსის კომპანიის წარმომადგენლებს უნდა შეხვდეს ჯანოს თანაშემწე. ასე რომ, ჩვენი კაზინოები პირველების ღვინით მომარაგდება. -არ ვიცოდი. -ასე გადავწყვიტეთ. კარგი, შენ ჭკვიანად იყავი. გთხოვ, ბევრგან არ იარო და არ მანერვიულო,-ბოლოს სიტყვებზე მზესასვით აკაშკაშდა დიანა. -შენი შიშით უნივერსიტეტის გარდა ვეღარსად წავსულვარ,-ამოიბუზღუნა და თმის ბოლო თითზე დაიხვია. -დიანა! ნუ გამაბრაზებ და როგორც გითხარი ისე მოიქეცი!-დაიგრგვინა თარაშმა. -როგორი ბრაზიანი ყოფილა ჩემი ქმარი?!-გადაიკისკისა დიანამ-რომ მცოდნოდა ასეთი ვირი ოქნებოდა, ცოლად არ გავყვებოდი. -დიანა!-თარაშმაც გაიცინა-რომ ჩამოვალ მოგკლავ! -როგორ მომკლავ, თარაშ?-ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოიქცია გამხირულებულმა ქერათმიანმა. - შენც კარგად იცი, როგორ!-ჩახლეჩილი, მკაცრი ხმით აუხსნა მამაკაცმა და ზამთრის ცივი ნიავით გაყინული ქალი, სულ მთლად გააცხელა. -სარგებლობ შორის, რომ ხარ?!-საცოდავად დაიწკმუტუნა დიანამ. -არა, ძვირფასო. უნდა გიხაროდეს, ახლა შენს გვერდით, რომ არ ვარ!-გასაგიჟებლად სექსუალურმა ტემბრმა სულ მთლად დააბნია კოვალენკო. -ტკბილი ძილი, თარაშ,-ამოსუნთქვას ამოაყოლა და პასუხგაუცემლად გაუთიშა მობილური. ახლა თარაშის ხარხარის მოსმენა, სულ მთლად გამოიყვანდა მდგომარეობიდან. მოულოდნელობა ფრიტატას აკეთებდა. თარაშის საყვარელი სოკოთი. დიდი და ბასრი დანით მოხერხებული, სინქრონული მოძრაობით აქუცმაცებდა ბადრიჯანს. როგორ უნდოდა თარაშსაც მასთან ერთად ეტრიალა. ან თუნდაც ბარის დახლს მიყრდნობილს, მხოლოდ მისთვის ეყურებინა. აცრემლებული თვალები ხელის ზურგით გაიმშრალა და რძისა და კვერცხის თქვეფა გააგრძელა. კედლის ტორშერი სასიამოვნოდ ანათებდა მუქ შოკოლადსიფერ სამზარეულოს. ერთ-ერთ კედელზე დატანილი ფანჯარა ფართედ გამოეღო პატარა დიასახლისს. მარტის სუსხს შერწყმული სახლის სითბო სასიამოვნოდ ელამუნებოდა დიანას შიშველ ფეხებს. რამდენიმე წუთში ღუმლიდან გამოღებული ფრიტატა ბარის დახლზე შემოდო. მაღალ სკამზე ჩამოჯდა, დანით გამომცხვარ ომლეტს პატარა ნაჭერი ჩამოაჭრა და ფაიფურის თეფშზე გადაიღო. არ ესიამოვნა ოხშივარავარდნილი ფრიტატას სუნი. ცხვირი შეჭმუხნა და წარბები შეყარა. გაფუჭებული სადილი ვადაგასულ კვერცხს გადააბრალა და საძინებლისკენ გალასლასდა. ყურსასმენები აიღო და საბანში გაეხვია. თარაშს ელოდა. უკვე 20-ე დღე გავიდა კოდუას წასვლის შემდეგ. დიანას ჩრდილი კი განახევრდა. მეტაფორულად არა, ფიზიკურად გაუფერულდა ქალი. თითქოს, მისი თაფლისფერი კანიც გაიცრიცა, გაფერმკრთალდა. თეთრი თმა, კიდევ უფრო გაუთეთრდა... იცოდა მამაკაცს არ ესიამოვნებოდა მისი დანახვა. ამიტომაც არ ენახვებოდა კილომეტრებით დაშორებულ ქმარს. „რომ დაგინახო, ვეღარ გავუძლებ შენგან შორს ყოფნას. მერე უფრო მომენატრები და გამიჭირდება.“-ამშვიდებდა ტელეფონიდან და ცრემლებისგან ამწვარ თვალებს სწრაფად ახამხამებდა. თარაშისგან შორს ყოფნას ვარჯიშიც ვერ შველოდა. ოფლისგან დასველებულ ხალიჩაზე იწვა და გათანგული სხეულის გაჭიმვას აგრძელებდა. ეხებოდა თითეოულ კუნთსა და მყესებს, მაგრამ ტკივილისგან შეწმუხნილ თავში მხოლოდ თარაში უტრიალებდა. განა არ ჰქონდა მასე ნერვიულების უფლება? ჰქონდა, ჰქონდა. უფლებაც ჰქონდა და საბაბიც. დაღვრემილი სახით გამოაღო მანქანის კარი და შიგნით შეჯდა. მარტის სუსხისგან გაყინული სახე ხელებში მოიქცია. ღრმად სუნთქავდა და მკერდიც სწრაფად აუდ-ჩაუდიოდა. მის რეინ-როვერში ყოველთვის სასიამოვნო სურნელი ასდიოდა. მუქ წითელ ტყავს შეზავებული მისი სუნამოს სურნელი. მაგრამ ახლა რაღაც სხვაც იგრძნო. თარაშის სურნელი. ალმოდებული სახიდან ხელები ჩამოიღო. ფრთხილად გაიხედა გვერდით. -თარაშ,-დიანას ოხვრას ამოტანილი სიტყვა სხვა არაფერი იყო, გარდა საყვარელ მამაკაცს მონატრებული ქალის სასოწარკვეთილი ხმა. კოდუამ მარტივად მოხვია ხელი დიანას და კალთაში გადმოისვა. უსიტყვოდ ეფერებოდა თმაზე, სახეზე, ყელზე, გათოშილ ხელებზე. ხვდებოდა, რომ კიდევ ერთ განშორებას ვერც ერთი ვეღარ გაუძლებდა. -შენი ფრიტატა მომენატრა, დიანა,-თარაშმა ყურთან მიაკრო ტუჩები და მოღიმარი დაიანა მაგრად მიიხუტა. *** -მეტკინა,-დაიწუწუნა დიანამ და წელზე მოჭერილ ხელებზე დაეჯაჯგურა-თარაშ. -გააგრძელე,-მეტად მოუჭორა მკლავები და ნიკაპი ქალის მხარს ჩამოადო. -ნწუ, დავიღალე,-სანიშნე 221-ე გვერდზე ჩადო და წიგნი დახურა. -ნუ მაიმუნობ, დიანა,-მუცელზე დააწყო ფართე ხელები კოდუამ-აიღე და გააგრძელე. -სულ მე, რომ ვკითხულობ?! დავიღალე,-ფეხები მოიკეცა და თარაშის მკერდს კიდევ უფრო აეწება. მამაკაცმა უხმოდ აიღო მურაკამი და ჩაინუშნულ გვერდზე გადაშალა. კითხვა გააგრძელა. აომამესა და ტენგოს ისტორიას უკითხავდა თვალებდახუჭულ კოვალენკოს, ხანდახან თმაზე აკოცებდა და ხელს გადაუსვამდა. ზოგჯერ წყალს მოსვამდა, თვალებს მოისრესდა, მაგრამ კითხვა არ წყვეტდა. -თვალები გეტკინება. -ცოტაღა დაგვრჩა,-გაუღიმა თარაშმა და აომამეს თავს მიუბრუნდა-დიანა, აომამე რაღაცით გგავს. კოვალენკო ნელა წამოიწია და თარშის ჭიქა გამოცალა. -მეე? რითი? -სამივე წიგნს, რომ ჩავამთავრებთ, მერე გეტყვი,-გაუღიმა თარაშმა. შავი თვალები უბრწყინავდა. ქალმა მის გადაკალმულ წარბებს ცერა თითები გადაუსვა. -ჯერ ვერაფერს ვხვდები,-დაიბუზღუნა-აომამე და ტენგო ერთმანეთს იცნობენ? -არ გეტყვი,-ხელის გულზე აკოცა თარაშმა და თავი ეშმაკურად გადააქნია. -ეს უსამართლობაა. შენ უკვე წაკითხული გაქვს. -დიანა, ფრიტატა გამიკეთე, რა. იმ დღეს ორივემ მიირთვა დიანას გაკეთებული ფრიტატა. *** საბანში ჩამძვრალიყო. თარაშმა ღიმილით შეაბიჯა მათ საძინებელში და საწოლზე ჩამოჯდა. -არ ადგები? -არა. -დიანა, დიდი ხანია გძინავს,-საწოლზე დაგდებული მაისური გადაიცვა თარაშმა. -მერე, რა. ეგრე შენ სულ მუშაობ,-დაიბუზღუნა და ფეხები მუცელთან მიიტანა. -ცუდად, ხომ არ ხარ?-შეშფოთდა მამაკაცი. -არა, თარაშ. უბრალოდ მეძინება. -დიანა, მაქსი მოვიდა. ჩამოდი, რა,-თეთრ თმაზე გადაუსვა ხელი. -სადმე მიდიხართ?-თავი წამოყო ქალმა. -კი,-ღიმილით უპასუხა კოდუამ. -არ მინდა, რომ მარტო დამტოვო!-თავი მკაცრად გადააქნია კოვალენკომ. -დიანა, შეხვედრა მაქვს. უნდა წავიდე, მაგრამ მალე მოვალ, კარგი?-დაუყვავა თარაშმა და დიანას ხელები თავისაში მოიქცია. -არა, რა. სულ მიდიხარ. სულ შეხვედრები გაქვს. ჩემთვის საერთოდ არ გაქვს დრო,-დიანას ცრემლებზე გადაირია თარაში. -ჩემო ლამაზო, დავრჩები, ოღონდ არ იტირო, რა,-კალთაში გადმოისვა ასლუკუნებული დიანა და შიშველ სხეულზე საბანი მიაფარა-ამის გამო, როგორ ტირი. -მეტირება და რა ვქნა,-ცრემლების ახალი პარტია გადმოყარა და მამაკაცის მაისურის საყელოს ჩაეჭიდა-არ დამტოვო, თორემ გაგიბრაზდები! -დიანა, არ მომწონს, როგორც იქცევი,-თავი გადააქნია თარაშმა და თმაზე აკოცა გაბუსხულ ქალს-კარგად ხარ? -ცუდად რატომ უნდა ვიყო?-წარბები შეყარა დიანამ-უბრალოდ ჩემთან ცოტა დროს ატარებ. კოდუამ საეჭვოდ მოჭუტა თვალები და ტუჩებზე აკოცა კოვალენკოს. -კარგი. მაქსს გავუშვებ და მე შენთან დავრჩები,-ქალი საწოლზე დასვა და წამოდგა-შენ აქ დარჩები? -ხო, რა. მაქსს მერე ვნახავ,-გარწყინებული სახით ჩაძვრა საბანში. *** ავტომობილის წინა სავარძელზე მოთავსდა. ღვედო გადაიჭირა და თარაშს დაელოდა. -მალე დავბრუნდეთ, თორემ ამ სამსახურის გადამკიდე სულ მენატრები,-თავი გადააქნია თარშმა და საჩუქრის ყუთს დაშტერეულ დიანას ლოყაზე აკოცა. -არ მოეწონება საჩუქარი,-მომენტალურად ატირდა კოვალენკო. -ჩემო ლამაზო, ამაზე ტირილი როგორ შეიძლება?-წამში მოეხვია ცოლს და ცრემლები მოსწმინდა. -არ მოეწონება, თარაშ. მეც არ მომწონს! ცუდი სუნი აქვს!-ასლუკუნდა და სუნამოს შეფუთვა დაანახვა. -მაშინ ახალო ვუყიდოთ, კარგი? ოღონდ შენ აღარ იტირო,-შეფუთვა გამოართვა და უკანა საარძელზე გადადო. -ხო, ასე ჯობს. ახალი ვუყიდოთ,-გაიღიმა დიანამ. წყვილმა „ისი-პარის“ თითოეული თარო დაიარა, მაგრამ უკმაყოფილოდ აწუწუნებული დიანას გამო, ვერაფერი შეარჩა. -თარაშ, შენ ჩემი „ნარცისო“ ხომ მოგწონს? ის რომ ვუყიდო?-ეჭვის თვალი დახედა თეთრი ფერის ფლაკონებს. -ვუყიდოთ,-თავი დაუქნია ქალის ჭირვეულობით შეშფოთებულმა თარაშმა. -შენ ყველაფერზე ეგრე მეუბნები,-უმალ აუცრემლიანდა თვალები დიანას. -იმიტომ, რომ შენი არჩეული სუნაომო ყოველთვის მომწონს,-უმალ დაამშვიდა კოდუამ და თავზე აკოცა-მოდი შევაფუთინოთ, ყველა ჩვენ გველოდება. -ხო, მართალი ხრ. მაგრამ თეთრი სჯობს, თუ ვარდისფერი?-ტუჩი მოიკვნიტა. -თეთრი. საათ-ნახევრით დაგვიანებოდათ დაბადების დღის წვეულებაზე. სამაგიეროდ, თავისი საჩუქრით კმაყოფილი დიანა სიხარულით გადაეხვია ნათიას. -მაპატიე, რომ დავიგვიანეთ,-ლოყაზე აკოცა ულამაზეს ნათიას. -რას ამბობ, ჩემო ლამაზო. დასხედით, რა,-თარაშის მოლოცვის შემდეგ თავიანთ ადგილებზე მიუთითა. ნათიას 26-ე დაბადების დღის წვეულება მეტად ლამაზი და დასამახსოვრებელი იყო დიანასთვის. განსაკუთრებით უხაროდა მაქსისსა და მუჯირის სიყვარულიანი თვალების ყურება. დაკვირვებული ადამიანისთვის არ იყო რთული მათი გრძნობის შემჩნევა, მიხედავად მათი დისტანციისა. ბედნიერი და ლაღი იყო თარაშის ხელს ჩაჭდებული დიანაც. მის მკლავებში განაბული ნაზად და რიტმულად ტრიალებდა. ბნელი განათების მიუხედავად, მაინც ხედავდა თარაში მის გაბრწყინებულ თვალებს. -ახლა ისე კარგად ვარ, ისე. მაგრამ მეშინია ამ სრულყოფილების,-ყურთან ჩასჩურჩულა დიანამ და თავი მხარზე ჩამოადო. -სრულყოფილება საშიშია, დიანა. მისი მოპოვება კი თითქმის შეუძლებელი. ისე ძნელად მიიღწევა, მაგრამ იმდენად რთული მოსაფრთხილებელია, რომ პატარა შეცდომამ შეიძლება წყალი შეუყონოს შენს სიმწირთ ნაშენებ სრულყოფილებას. -მაგრამ ახლა მე სრულყოფილ ქალად ვგრძნობ თავს,-გააწყვეტინა დიანამ და აკიაფებული თვალები მამაკაცის შავად მოელვარე ირისებს მიანათა-მე შენ მყავხარ, ოჯახი მყავს, მეგობრები...ბედნიერი ვარ. -როგორ მინდა სულ ასე ფიქრობდე, სულ ამ სიტყვებს ვისმენდე შენგან!-ამოიგმინა თარაშმა. -მოისმენ! შენ სულ გვერდით მეყოლები და მეც ერთი ვიქნები. ერთი მთლიანი და სრულყოფილი. *** სარკის წინ იდგა. ცრემლებისგან შეციებული თვალებით შეჰყურებდა შიშველ მუცელს. ჯერ ისევ სწორს...ჯერ ისევ ბრტყელს...მუჭად შეკრული მტევნები ნელ-ნელა გაშალა და ფრთხილად წაიღო წინ. აციებდა და აცხელებდა ერთდროულად. აკანკალებული ხელები ძლივს-ძლივობით დაიწყო მუცელზე. იქ, სადაც თავისი შვილი ცოცხლობდა. თავისი სხეულის, სულისა და გულის ნაწილი. მომავლის მიზეზი. სიცოცხლის მთავარი მიზანი. მისი პატარა... ჯერ უსახო, უხელ-ფეხო, მაგრამ გულიანი. თვალებმილული გრძნობდა მის სხეულში აძგერებულ ორ ორგანოს. ერთი თავისი იყო, უფრო ხმამაღალი. მეორე, სულ პატარა, ჩუმად მოფართხალე კი თავისი შვილის. შვილი-მეორე გარდატეხა, მეორე მოვლენა, რომელიც რადიკალურად შეცვლიდა მის ცხოვრებას. ცრემლები წამოსცვივდა ჩაწითლებული თვალებიდან. ხმამაღლა ატირდა. არაბუნებრივად ხაოდა და პირზე ხელებს იჭერდა. თარაშს არ შეეძლო ასე მოჰქცეოდა... არ შეეძლო სიბნელისთვს გაემეტებინა. არ უნდოდა მის გარეშე, არ უნდოდა...არაფერი არ უნდოდა, თავისი თარაშის გარეშე. მაგრამ სარკეში არეკლილ სინამვილეს ვერ გაექცეოდა. მის მუცელში ჩასახლებულ არსებას ვერაფრით გაექცეოდა. ცივ იატაკზე ჩაჯდა, ფეხები მოიკეცა და თავი უკან გადააგდო. უნდოდა ცივი გონებით განესაჯა თარაში, მის თავში ჩაეხედა და როგორღაც გაემართლებინა, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა. მის შეშლილ, აცრემლებულ, ტკივილისგან უკვე მერამდენეჯერ გაბზარულ თვალებს ვერ ივიწყებდა. -არა...არა, არა, დიანა,-ამოიხრიალა თარშმა და მაგიდას უკნიდა ჩამოეყრნო-ვერ იქნები ორსულად, ჩვენ ბავშვი ვერ გვეყოლება! წამით გაქვავდა დიანა. თარაშის არაადეკვატურმა რეაქციამ დააფრთხო. -კი, მაგრამ...-ენა დაება. პირი ისე გაუშრა, თითქოს მის სანერწყვე ჟირკვლებს ერთდროულად შეეწყვიტოთ მოქმედება. -არანაირი მაგრამ!-ქალის აკანკალებულ მხრებს ჩაეჭიდა კოდუა-ჩვენ შვილი ვერ გვეყოლება! შვილი ვერ გვეყოლება! -უკვე გვყავს, თარაშ!-ატირდა დიანა-მე ორსულად ვარ! აქ არის შენი შვილი, აი აქ!-გაშლილი ხელისგული მუცელთან მიიტანა, მაგრამ შეხება ვერ გაბედა. თარაშს ერთიანად ჩაუწითლდა თვალები. ვენები ახლართული ტოტებივით დაებურცა მთელ სხეულზე. ყბები დაჭიმვოდა. დაძარღვული მტევნები მოკლე თმაზე გადაისვა და დიანას მოშორდა. მერე წავიდა. უსიტყვოდ, უთქმელად ჩაირბინა კიბეები. მოჯახუნებული რკინის კარების ხმა მეორე სართულზეც გაიგონა დიანამ ბავშვი ყველას უხარია...მაგრამ თარაშს არ გახარებია. თარაში გააბრაზა, განარისხა დიანას სიურპიზმა. თარაშმა მარტო დატოვა ატირებული დიანა. დატოვა და წავიდა...ღმერთმა იცის, სად იყო ახლა. მანამ ტიროდა, სანამ თვალები არ აეწვა. შორტებით ჩაჯდა აბაზანაში. თბილმა წყალმა ერთიანად მოთენთა. ატკიებული თავი უკან გადააგდო. ქუთუთოები თავისით დაეხუჭა. -ღმერთო, სულ გაყინულხარ,-თარაშის გინების ხმამ გონს მოიყვანა. ხელახლა მოუნდა ტირილი, მაგრამ ძილმორეულს ეს რეფლექსი დაჩლუნგებოდა. იგრძნო, როგორ ამოიყვანა უკვე გაციებული წყლიდან მამაკაცმა, როგორ გააძრო დამძიმებული და სველი ტანსაცმელი, გაამშრალა და ბამბის თბილი ზედა გადააცვა. თარაშმა ხელში ატატებული გაიყვანა საძინებელში და საწოლში ჩააწვინა. საბანი პატარა ბავშვივით შემოუკეცა. ძილში წასულს თარაშის კოცნაც დაეწია. დილით თარაში არ დახვდა. იცოდა, მაგრამ მაინც ეწყინა. თავისით გადმოსცვივდა ატკიებული თვალებიდან ცრემლები. ზედის გრძელი სახელოთი მოიწმინდა სახე და საბანი გადაიძრო. ძლივ-ძლივობით წამოდგა საწოლიდან. კუჭის გახმობამდე შიოდა. მაცივრიდან არაქისის კარაქი და ნუშის ორცხობილები გამოიღო. სქლად გადაუსვა ნუშის ნამცხვარს კარაქი და მადიანად ჩაკბიჭა. მანამ ჭამა, სანამ მუყაოს კოლოფი არ გამოაცარიელა. უკმაყოფილოდ მოისვა ხელი გაბერილ მუცელზე. *** სამი დღის განმავლობაში არ გამოჩენილა თარაში. ტირილიგან დაღლილი დიანა ყველასა ყველაფერს არიდებდა თავს. მხოლოდ უნივერსიტეტში დადიოდა. ლექციების მერე კი სახლში ბრუნდებოდა. მის მანქანას მომაგრებულ ერთ ავტომობილს, კიდევ ერთი შეემატა. თარაში მაინც ზრუნავდა მასზე. როგორ უნდოდა ისევ ენახა, დალაპარაკებოდა, ყველაფერი გაერკვიათ...ასე ყოფნა გულს უღრღნიდა. იმ საღამოს მუცელი ასტკივდა. სტუდენტების ტესტებს ამოწმებდა და ლიმნიან ჩაის სვამდა. უეცარმა დარტყმამ ჩაის ფინჯანი ხელიდან დააგდებინა. სიმწირსგან ადგილზე ჩაიკეცა, ცრემლები გადმოსცვივდა. სპაზმური ტკივილი ისევე მომენტალურად შეუწყდა, როგორც დაეწყო. სწრაფად მოწესრიგდა და სახლი დატოვა. გინეკოლოგთან ვიზიტმა ცოტათი დაამშვიდა. დაპირდა, ნაკლებს ვინერვიულებ და კარგად გამოვიძინებო. დანაპირები უნდა შეესრულებინდა. ბავშვზე უნდა ეზრუნა. საავადმყოფოს მიმღებში თარაშის დანახვამ ადგილზე გააშეშა. -ღმერთო, კარგა ხარ? ხომ ყველაფერი კარგად გაქვს?-ანერვიულებული მამაკაცი წამში მასთან გაჩნდა. როგორ სტკიოდა ორივეს ეს შეხება. როგორ სტკიოდათ უთქმელობა, უერთმანეთოდ ყოფნა. -კი, მუცელი ამტკივდა და შემეშინდა,-ამოილუღლუღა დიანამ და თარაშის მკერდს გაუშტერა მზერა. -ხომ კარგად ხარ?-ამოიხრიალა კოდუამ. ქალის სახე ხელისგულებში მოიქცია და თავი ააწევინა. „იქნებ ბავშვის მდგომარეობაზე მეკითხება?“-იმედი მიეცა დიანას. თავლები აუწყლიანდა. სუნთქვასავით სჭირდებოდა თარაშის ჩახუტება, ყველაფრის თავის ადგილზე დალაგება. -კარგად ვარ,-თავი დაუქნია. თარაშმა შეკრულ თმაზე გადაუსვა ხელი. წამით ადგილზე შედგა. მხოლოდ წამით...მერე დიანას გასასვლელისკენ უბიძგა. სახლამდე ხმა არცერთს ამოუღია. კოვალენკო უმალ სამზარეულოსკენ დაიძრა. შიმშილის გრძნობამ გონება სულ მთლად დაუბნელა. მაცივრიდან წინა დღით გაკეთებული მოცვის ტარტი გამოიღო. ლანგარი ბარის დახლზე დადო და დანა დაუსვა. რამდენიმე წამში ტარტის საკმაოდ მოზრდილ ნაჭერს შეექცეოდა. თარაში ნაზად უყურებდა თავისი საქმით გართულ დიანას. -შენც გინდა?-გაფართოებული თვალებით ჰკითხა კოვალენკომ და ტუჩები გაილოკა. -არა,-თავი გააქნია და ბარის სკამზე ჩამოჯდა-უნდა ვილაპარაკოთ! დიანა ანერვიულდა. გასარეცხი თეფში ნიჟარაში ჩადო. -შენ არასდროს გიხსენებია ჩემთან ბავშვი მინდაო,-ამოიბლუკუნა. თმა ყურზე გადაიწია და კანკალით ჩამოჯდა ქმრის წინ. -მართალი ხარ. ამ თემაზე არასდრის გვილაპარაკია,-მძიმედ დაეთანხმა თარაში. -მე თავს ვიცავდი,-აწყლიანებული თვალებით ჭერს ახედა. ღმერთო, რაზე უწევდა საუბარი? -ამას აზრი აღარ აქვს,-გააწყვეტინა თარაშმა. მამაკაცის სასოწარკვეთილმა, ჩახლეჩილმა ხმამ გააოგნა დიანა. -რაღაცას მიმალავ. -არც ამის ცოდნას აქვს აზრი!-დაიგრგვინა თარაშმა. -აბა რას აქვს აზრი? ბავშვის მოშორებას? ეს გინდა? ბავშვი მოვიშორო?-აქვითინდა დიანა. ბავშვის მოშორება არ უნდოდა. რა სისულელეა! არ უნდოდა, მაგრამ... -ბავშვი მოგკლავს, დიანა! შენს თავს წამართმევს! ბავშვი არ უნდა გვყავდეს!-იმ წუთას შუშის თვალებში შესცქეროდა დიანა. შავ, გიშერვით შავ თვალებს მილიონ ნაწილად დამსხვრეული მინა გადაჰკვროდა. მინის ღრიჭოებიდან სიცივე და ტკივილი მოჟონავდა. -რას ამბობ, თარაშ?-ძლივს ამოთქვა დიანამ. ერთიანად გაყინულ ხელებში მამაკაცის სახე მოიქცია. -დედაჩემი ჩემს გამო მოკვდა! მე მოვკალი, ჯერ კიდევ მუცლადყოფნის დროს მოვკლი! ის შენც მოგკლავს! არ მინდა, რომ დაგკრაგო, დიანა! -ხელებში ჩაეჭიდა თარაში. იმ მომენტში, პატარა, შეშინებულ ბავშვს გავდა. გული მოეწურა დიანას. ნელა შემოაჭდო ხელები კისერზე და გულში ჩაიკრა-მოგკლავს! ის მოგკლავს! მეც მომკლავს! არ უნდა გაჩნდეს, დიანა! ხრიალს განაგრძობდა კოდუა და ხელებს კიდევ უფრო მეტად ხვევდა ქალს. ეს მეტისმეტი იყო დიანასთვის! ეს აღარ სჭირდებოდა მის დაფლეთილ არსებას. ამდენი ტკივილი მისთვისაც კი ზედმეტი იყო! -თარაშ, შემომხედე, შემომხედე!-აკანკალებული ხელებით ააწევინა თავი და ცრემლიან თვალებში ჩახედა-ეს ბავშვი არ მომკლავს! ეს ჩვენი შვილია, ჩემი და შენი! ჩვენ ძალიან, ძალიან შევიყვარებთ მას. მას კი ჩვენ ვეყვარებით ყველაზე მეტად! ჩვენს მას უნდა გავუფრთხილდეთ, რომ დიდი და ძლიერი გაიზარდოს! გესმის ჩემი? თარაშ, ის რაც დედაშენს შეემთხვა, შენი ბრალი არ არის! -არა, ჩემი ბრალია! ჩემს გამო მოკვდა! მე მოვკალი! არ მინდა ამას შენ შეეწირო! არ დავუშვებ!-კბილებს შორის გამოსცრა თარაშმა და ფეხზე წამოხტა. -რას მოითხოვ ჩემგან? მითხარი, რა გინდა? რა გავაკეთოთ? როგორ გამოვიდეთ ამ ჩიხიდან?-დიანამაც აუწია ხმას. -ბავშვი უნდა მოიშორო!-შეშლილი სახით მიაშტერდა დიანას მუცელს. დიანამ ყურებზე ხელები აიფარა. როგორ არ უნდოდა ეს მოესმინა! როგორ არ უნდოდა! შიგნეულობა დამდნარი რკინასავით აიზილა ერთმანეთში. დუღდა. -უნდა მოიშორო! შენ ცოცხალი მჭირდები, გესმის?!-ხელები ჩამოაწევინა თარაშმა. მხრებში ჩააფრინდა და მის სახესთან დაიხარა. -არ მოვიშორებ! არა! ის ჩვენი შვილია! ის მე არ მომკლავს, თარაშ! როგორ არ გესმის? ჩვენს მას უნდა მოვუაროთ! მასზე უნდა ვიზრუნოთ, შენ კიდევ რას მეუბნები?-ლუღლუღებდა დიანა და მამაკაცისგან მოშორებას ცდილობდა. -მე შენ მჭირდები! ბავშვი ასე ძალიან თუ გინდა ვიშვილოთ! დღესვე ვიშვილოთ, ოღონდ ეს მოიშორე! ოღონდ შენ არაფერი დაგიშავოს!-ალუღლღუდა თარაშიც და კიდევ უფრო მეტად ჩაეჭიდა ქალს. -როგორ ლაპარაკობ?! როგორ...თითქოს...-ცრემლები საუბრის საშუალებას არ აძლევდა. -დიანა, დამიჯერე. ისე უკეთესია, როგორც გეუბნები! დამიჯერე, ამ ერთხელ დამიჯერე! -არასდროს!-მტკიცედ შეხედა თარაშის გაოგნებულ სახეს-არასდროს ვიზამ ისეთ რამეს, რაც ჩვენ შვილს ზიანს მიაყენებს!-ცრემლები თითებით მოიწმინდა-უნდა წახვიდე. ჩვენს შვილს ნერვიულობა ვნებს. თარაში დენდარტყმულივით მოშორდა დიანას სხეულს. მზერა შეშლოდა კოდუას. ნელა აათვალიერა კოვალენკოს სხეული. წამით მზერა ბრტყელ მუცელს გაუშტერა. თვალები დახუჭა და ნელა მიუახლოვდა ქალს. დიდხანს, ძალიან დიდხანს კოცნიდა დიანას შუბლს. მერე, ისევ მოშორდა. მიუხედავად მათი ერთად ყოფნის სურვილისა, მაინც მოშორდა...თვალდახუჭული მოშორდა და თვალები მხოლოდ მაშინ გაახილა, როცა სამზარეულოს კარისკენ დაიძრა. -ჩვენ არ დაგვიმთავრებია, დიანა!-ბოლო სიტყვა გადმოუდო კოდუამ და სახლი დატოვა. მანქანის ძრავის ღმუილის გაგონებისას ადგილზე შეხტა დიანა. -მშვიდად, დიანა. ბავშვს სიმშვიდე სჭირდება,-ჩაილაპარაკა და მუცელს მკრთალი ღიმილით მიეფერა-მამიკოს, შეუყვარდები! ის ძალიან კეთილია, მაგრამ მეტისმეტად ბევრი ეტკინა, დედიკო. მეტიმეტად ბერვი! *** აჩი, ჯანო და თარაში სასწრაფოდ გაფრინდნენ ვეგასში. ამან ყველაფერი უფრო მეტად გაართულა. ერთი თვის ორსული დიანა ცდილობდა არ ენერვიულა ვეგასის პრობლემებზე, მაგრამ არ გამოსდიოდა. ანერვიულებული ხან ჯანოს ურეკავდა და ხან აჩის. თარაშთან დარეკვა ვერ გაებედა. -დიანა, ნუ ნერვიულობ! სულ, სულ პატარა პრობლემები გვაქვს! ბავშვზე და შენს თავზე იფიქრე! ჩვენ მალე ჩამოვალთ,-თბილი ხმით ამშვიდებდა აჩი ასლუკუნებულ დიანას-თარაში კარგადაა. იცოდე, რომ შენზე ნერვიულობს! -თავს გაუფრთხილდით, რა!-მამაკაცის მონატრებას ვერაფერს უხერხებდა. სიგიჟემდე უნდოდა მისი ხმის გაგონება. მისი კანის შეგრძნება. -ნახე ეს ზედა, როგორ მოუხდება ჩემს გოგონას,-დაიწრიპინა ნათიამ და მაღაზიის ვიტრინას მიაშტერდა-ვიყიდოთ, რა! -ნათი, ჯერ არ ვიცით, გოგოა თუ ბიჭი,-გაიცინა დიანა. მუცელი სულ, სულ ოდნავ დატყობოდა მის გამხდარ სხეულს. თეთრი თმა კი საჯდომამდე ჩამოშლოდა. -ჩემი ნათლული გოგო იქნება, აი ნახავ!-სასაცილოდ გაბუსხა ლოყები მუჯრიმა და მაღაზიაში შეაბიჯა. -ქეთოს ველაპრაკე გუშინ, ცოტაც და ნათია დედიკოს დაგიძახებს,-ტუჩები მოპრუწა დიანამ. -თანახმა ვარ,-ღიმილით გამოხედა კოვალენკოს და ღია ალუბლისფერი ზედა საკიდიდან ჩამოხსნა-ჩემს გოგოს პირველად მე ვაჩუქებ! -ბიჭი იქნება,-ციცქნა ლურჯი ზედატანი მიიდო მუცელზე და ბედნიერმა გაიღიმა. -დიანა, ჩემს ინტუიციას ვენდო, თუ შენსას?-ენა გამოუყო ნათიამ და სალარკოსკენ გასწია. -პატარა ბავშვი ხარ. სულ პატარა,-თმაზე მოქაჩა დიანამ-წამო ვჭამოთ, რა,-ყელი გამოუწია კოვალენკომ. -მე ვარ პატარა ბავშვი,-გადაიხარხარა ნათიამ. ჩანთები ერთ ხელზე დაიხვავა, მეორე კი წინ მიმავალ დიანას გამოსდო. *** -დღეს ბიჭები ჩამოვიდნენ,-კაფეში ისხდენენ, მაქსის ნათქვამმა ორივეს, რომ ყური მოსჭრა. -ჩემთვის არ უთქვამთ,-წარბები აწკიპა ნათიამ. მაქსის ხელებში ახლართულ მტევნებს დახედა. დიანამ აცრელებული თვალების დასამალად ვანილის ნაყინს გაუშტერა მზერა. როგორ ეწყინა თარაშის უყურადღებობა... -დიანა,-ბოხი ხმით მიმართა მაქსმა. -უბრალოდ ვიკამათეთ, მაქს,-ჩუმად ამოილუღლუღა დიანა. მაქსმა არ იცოდა მათი ჩხუბის ნამდვილი მიზეზი. -იმედი მაქვს, უბრალოდ იჩხუბეთ,-ყბები დაეჭიმა პირველს. -წავალ მე, თქვენ იყავით,-წელი ძლივს აითრია კოვალენკომ. -გაგიყვან, რა. -არ მინდა, მანქანით ვარ,-გაუღმა დიანამ და წყვილს ლოყაზე აკოცა-შეგეხმიანებით. -ჭკვიანად იცოდე,-დაეწია მაქსის ტრადიციული დარიგება. თბილი აპრილი კარგად ეტყობოდა დიანასა და თარაშის სახლის ეზოს. ალუბლისა და ატმის ხეები თეთრ ყვავილებად გადაპენტილიყო. ახლად ამოწვერილი ბალახი კი მწვანედ ხასხასებდა. თბილი სურნელი ღრმად ჩაისუნთქა და ნელი ნაბიჯით გაიარა ქვაფენილი. როგორ აკლდა თარაში ახლა... დაცვამ მარდად გაუღო სახლის კარები. ქალმაც ზანტად გაიარა მისაღები და სამზარეულოსკენ გაემართა. მალე შეაშინებდა თავისი ღორმუცელობა. -დედიკო, ძალიან ბევრ საჭმელს ჭამ. ეგრე გავსუქდები და მამიკოს აღარ მოვეწონები,-თარაშის წასვლი დღიდან ელაპარაკებოდა თავის პატარას. წარმოუდგენელ სიამოვნებას ანიჭებდა შვილთან საუბარი. -მე შენ ყოველთვი მომეწონები,-თარაშის ჩახლეჩილმა ხმამ ადგილზე გააშეშა დიანა. ოდნავ მოფერიანებული სხეული ერთიანად აუცახცახდა. წამში შეათვალიერა აივანზე მდგომი თარაშის სხეული. როგორ გამხდარიყო...თვალები ჩასისხლიანებოდა...კანი გაფერმკრთალებოდა. ყვენალაირი სიამაყე და სიბრაზე გვერდით გადადო და მისკენ გაიწია. ბოლო ნაბიჯები გაირბინა კიდეც. მოწყურებულივით ჩაეხუტა თარაშს. კოდუამაც მთელი ძალით მიიკრა დიანას სხეული. დიანას ატკაცუნებული ძვლები არცერთს არ აწუხებდა. -რატომ არ მირეკავდი,-ამოისრუტუნა დიანა და ცხვირი თარაშის ყელს გაუხახუნა-როგორ მენატრებოდი...როგორ მჭირდებოდი... -ასე ჯობდა, ასე ჯობდა,-ამოიხრიალად თარაშმა და დიანას სახე წამოაწევინა. ლიბრაგადაკრული თვალები ნელ-ნელა მოატარა ქალის სახეს. მერე ტუჩებით დაუყვა თვალებს, საფეთქლებს, ლოყებს, ტუჩებს, ნიკაპს-მომენატრე, დიანა. *** -ვიცი, რომ ჯანმრთელად ხარ. რომ კარგად იკვებები და კარგა გძინავს,-ეჩურჩულებოდა თარაში და კიდევ გაზდილ თმას ეფერებოდა-მაგრამ, რამე, რომ მოხდეს...ცუდად, რომ გახდე... -თარაშ, დედაშენს რაც მოუვიდა,-ფრთხილად დაიწყო დიანამ და მამაკაცის ხელი თავისაში მოიქცია-ეს ბედისწერა იყო. ღმერთს ასე უნდოდა. მის დაწერილს ვერცერთი ვერ ავცდებით. ხომ იცი? დედაშენის გარდაცვალება, შენი ბრალი არ ყოფილა. -როცა შენზე ვფიქრობ, საღად აზროვნების უნარს ვკარგავ! არ შემიძლია სხვა რაღაცებზე ფიქრი. მითუმეტეს, როდესაც საქმე შენს ჯანმრთელობას ეხება,-ტუჩებზე მოწყვეტით აკოცა თარაშმა და თავი მკერდზე მიადებინა-ის სიტყვები მაპატიე. -მესმის შენი. ახლა ვხვდები, რომ შენი წასვლა ორივეს გვჭირდებოდა. -ახლა რა იქნება? -შენი აზრით?-ხელები წელზე შემოაჭდო ქალმა. -მეშინია,-მამაკაცის შეშინებულმა თვალებმა სული შეუხუთა დიანას. თარაშის გულისტკივილს ითავისებდა. საკუთარი კანით გრძნობდა მის დათრგუნვილ და დაზაფრულ არსებას, საყვარელი ადამიანის დაკარგვის შიშით გატარებულ დროს. -ყველაფერი კარგად იქნება,-ცრემლიანი თვალებით მიეალერსა თარაშს და მომავლის იმედით აფართხალებული გულის დამშვიდება სცადა. იქნებ ესეც გადაეტანათ? იქნებ ამ პრობლემასაც მოერეოდნენ? ისევ ერთად გამკლავებოდნენ ცხოვრების ულევი სირთულეებიდან ერთ-ერთს...დიანას გადაწყვეტილებას შეეგუა თარაში. მაგრამ ბავშვზე საუბარს ყველანაირად გაურბოდა. ერთადერთი რაც აინტერსებდა ქალის ჯანმრთელობა და კეთილდღეობა იყო. მთელ დროს დიანას გვერდით ატარებდა და ურთულეს პერიოდს უმსუბუქებდა. მიუხედავად კარგი მადისა და ხანგრძლივი ძილისა, დიანა არ იყო კარგად. ექიმები კოვალენკოს ცუდად ყოფნის კონკრეტულ მიზეზს ვერ ასახელებდნენ. განერვიულებული თარაში კი ცდილობდა ბავშვის დაკარგვის შიშით ატირებული დიანა დაემშვიდებინა. საყვარელი მამაკაცის სითბო და სიყვარული შველოდა ქალს, მაგრამ მხოლოდ დროებით...ხუთი თვის ფეხმძიმე დიანას მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა. ემოციური სტრესი მეტად ძლიერი იყო. ღამის ძილი თითქმის მთლიანად დაეკარგა კოვალენკოს. იმის შიშით, რომ ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნებოდა, წუთითაც ვერ ხუჭავდა თვალს. ყოველ წამს მუცელს ეფერებოდა და ცდილობდა ხელისგულებით შეეგრძნო თავისი პატარას გულისცემა ან მოძრაობა. თარაში უფროდაუფრო რწმუნდებოდა პირვანდელი გააწყვეტილების სისწორეში. გრძნობდა, რომ მისი ცოლის მუცელში მჯდომი არსება სიცოცხლეს ნელ-ნელა სწოვდა ქალს. როგორ უნდოდა ამ ტანჯვისგან საბოლოოდ გამოეთავისუფლებინა დიანა, მაგრამ იცოდა, რომ ეს საბოლოოდ გააგიჟებდა დამფრთხალ დიანას. ეგონა თვითონაც შეიყვარებდა ნაყოფს, მაგრამ უძინარი, უჭმელი და ანერვიულებული ცოლის დანახვა წამში აქრობდა ძლივს გაჩენილ თბილ გრძნობებს. ხანდახან უნდოდა თვითონაც მოფერებოდა გამხდარი დიანას წამოზრდილ მუცელს, მაგრამ მომუშტული ხელი ისევ უკან მიჰქონდა. მასში თავის თავს ხედავდა. ჯერ კიდევ დაუბადებელ ბავშვს, რომელიც დედას სიცოცხლეს უსპობს. -ექიმთან წავიდეთ, რა,-ატირებული დიანა საძინებლიდან გამოსულიყო. რძისფერი ატლასის პენუარი ლამაზად შემოჰკვროდა მის გამობურცულ მუცელს-ბევრს მოძრაობს. -ჩემო ლამაზო, ექიმმა თქვა, რომ მეექვსე თვეში ნორმალურია ბავშვის აქტიური მოძრაობა. საშიში არაფერია,-ფართე ხელებში მოიქცია დიანას სახე და ცხელი ცრემლები მოსწმინდა. -ხომ მაგრამ, ძალიან ბევრს მოძრაობს. სულ ფეხებს მირტყამს. ცუდად ხომ არაა?-ისტერიკამდე მისულიყო კოვალენკო. აკანკალებულ ხელებს ნაზად უსვამდა მუცელს. თვალები აეწვა თარაშს. თავის უმოქმედობაზე გიჟდებოდა. -მოდი ჩემთან,-თითებზე ჩაეჭია და თავისკენ მოსწია. მაგრად შემოჰხვია მლავები და თავი გულზე დაადებინა-მართამ ბანანი შეწვა ნაყინთან ერთან. არ გინდა? დიანამ უმალ წამოსწია თავი და აბრჭყვიალებული თვალები მიანათა თარაშის ჩასისხლიანებულ ირისებს. -მგონი ჩვენს ბიჭს შია და მაგიტომაც ფართხალებს,-ლოყები გაბუშტა და ყურებამდე გაიღიმა. თარაშს ყური მოსჭრა დიანას სიტყვებმა. -ვჭამოთ, რა,-ხელებზე ჩაეჭიდა და სამზარეულოსკენ წაიყვანა. თარაში უყურებდა მის გვერდით მჯდომ ქალს. ტუჩები კარამელიანი ნაყინით მოთხვროდა. ფეხები ზემოთ აეკეცა. გრძელი თმა კი თეთრ დალალებად დაყროდა თაფლისფერ კანზე. გაბწყინებული თვალებით მიირთმევდა ტკბილეულს, ცალი ხელით წამობზეკილ მუცელს ეფერებოდა. როგორი ბედნიერი იყო ამ წუთას თარაში. როგორ უხაროდა დამშვიდებული, ლაღი და ბავშვთან მოტიტინე დიანას დანახვა. -მამიკომ გვაჭამოს,-დიანას ხმამ რეალობაში დააბრუნა. ქალს კოვზი და ფაიფურის თასი მისკენ მიეწია. თვითონაც ფეხზე წამომხტარიყო და თარაშის კალთისკენ მიიწევდა. დაიბნა მამაკაცი. დიდი ხანი გასულიყო...ნერვიულობასა და ტირილში გატარებული დრო საკმაოდ ხანგრძილივი იყო, სიცილის ბუნებრივ რეაქციად აღსაქმელად. -მოდი,-ჩამტვრეული ხმით მიეალერსა ბავშურად ლაღ კოვალენკოს. ცალი ხელი გასწია. ქალი ოსტატურად მოკალათდა მამაკაცის ფეხებზე და პირი გააღო. თარაშს გაეღიმა. მარცხენა ხელი წელზე შემოჰხვია, მარჯვენათი და კოვზი მიუტანა. დღესასწაული იყო დიანასთან გატარებული თითოეული წუთი. იცინოდნენ, უხაროდათ, ბედნიერები იყვნენ...არცერთს არ უნდოდა რეალობაში დაბრუნებდა და მიწიერი პრობლემებისთვის თვალის გასწორება. დიანა ჭამას, რომ მორჩა, თარაშმა კოცნით მოსწმინდა დათხუპნული ტუჩები. -ახლა ჩვენს ბიჭს მამიკოს მოფერება უნდა,-ღიმილით წამოსწია აბრეშუმის პენუარი და გამობერილ მუცელზე ხელისგული გადაისვა-შეხედე, როგორ დაწყნარდა. თარაშს კიდურები გაუქვავდა. ხუთი თვე იყო, რაც დიანას მუცელს თითითაც კი არ შეჰხებია. არ უგრძვნია მის კანს ამოფარებული გულისფეთქვა. რას სთხოვდა დიანა? როგორ უნდა შეხებოდა? ეშინოდა...იმ ყველაფრის ეშინოდა, რასაც ეს შეხება მოიტანდა. თუ შეეხებოდა, ყველაფერს წყალში ჩაყრიდა. დიანასაც დაკარგავდა. -თარაშ, გელოდებით,-ტუჩები გაბუსხა დიანამ და მამაკაცის გაყინულ მტევანს დასწვდა-მოდი...იცი რამდენიხანია მამიკოს ელოდება? დროა გაგიცნოს,-სიხარულისგან გასხივოსნებული თვალები მიანათა ქალმა. დაჰყვა თარაში. ღმერთმა იცის, რად დაუჯდა მტევანი ადგილიდან, რომ დაეძრა და ცოლის თბილი კანისკენ გაეწია. შეხებისას, მკლავი ისე დაუბჟდა, თითქოს მის სისხლს მიმოქცევა შეეწყვიტოს. ცრემლები თავისით ჩამოსცვივდა ჩასისხლიანებული თვალებიდან. მისმა უზარმაზარმა ხელისგულმა, თითქმის მთლიანად დაფარა ქალის წამობზეკილი მუცელი. დიდ ხანს ედო დიანას კანზე ხელი. ედო მანამ, სანამ ბავშვი ისევ არ აფართხალდა, ისევ არ აანერვიულა დედ-მამა. მანამ, სანამ მათმა ბიჭმა ისევ არ მიიძინა დიანას მხურვალე ორგანიზმში. მანამ, სანამ ზაფხულის ცას ატმისფერი არ გადაეკრა და მზე მთაწმინდას ამოეფრა. ქალის მუცელზე ედო ხელი და გრძნობდა, რომ ახლა ბავშვიც ყავდა, რომ უკვე სამნი იყვნენ. მიხვდა, რომ დიანა ღმერთის საჩუქარი იყო. საჩუქარი, რომელიც აბედნიერებდა, დამტვრეულს ამთელებდა, სასოწარკვეთილს ამშვიდებდა, გზა აბნეულს სწორ გზას დაანახვებდა. მაგრამ იქნებ, არც ასეთი ყოვლისშემძლე იყო თავისი დიანა...იქნებ მათი სიყვარული იყო ასეთი ყოვლისშემძლე... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.