შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

„გახდი ჩემი სვანი“ (1)


30-10-2017, 22:19
ავტორი pekhshvela
ნანახია 7 645

„ამ შეშლილ სამყაროს შევეშვათ მე და შენ
საკმაოდ ვიცხოვრეთ ამ ხალხში გვეყო რა!
ბარათით ვაუწყოთ სიახლე დედაშენს:
„დე მალე ჩამოდი ტყუპები გვეყოლა..“. „
....
ყოველთვის მიყვარდა პოეზია. ვგიჟდებოდი პოეზიის საღამოებზე და ხშირადაც დავდიოდი. ხან მარტო ხანაც მეგობრებთან ერთად. პოეზია ეს ჩემი ცხოვრების ნაწილი იყო. პოეზიასთან ერთად მუსიკაც და დილა თუ საღამო ასე მილამაზდებოდა. რაღა თქმა უნდა მე თვითონაც ყოველთვის მიყვარდა ლექსების ჩანახატების და მოთხრობების წერა. ვწერდი ყველაფერზე ხანაც არაფერზე. ადამიანებზე , მეგობრობაზე, გრძნობებზე, გაცვეთილ გრძნობებზე, გადათელილ გრძნობებზე ხანაც ჩემს ჩანახატებს მეგობრებს ვუძღნიდი. წერა ჩემთვის ყველაფერია. ხანაც მავსებს და ხანაც მცლის. მცლის უარყოფითი ემოციებისგან. ხანდახან ისეთი ბუმი მაქვს იდეების აღარ ვიცი რომელი ერთი გადმოვცე ჩემს ჩანაწერებში. თუმცა ყოველთვის არის ისე რომ მუზა გყავს ცხოვრების. არჩეული გყავს ადამიანი რომელიც შენი მუზააა. მუზა რომელიც გაიძულებს შექმნა შედევრი. შედევრი რომელიც ყველას აღარფრთოვანებს და მარადიულად იცოცხლებს. გრძნობები შეიძლება გაქრეს , მოიცვითოს , შეიძლება ადამიანებიც გაქრნენ მაგრამ ჩანაწერები ყოველთის დარჩება. ის ყოველთვის იარსებებს. საინტერესოა ყველაფერი, გასაკვირია ის როგორ შეიძლება ყველაფრის მუზა ერთი ადამიანი იყოს. ნათქვამია ბედნიერია ის ადამიანი ვინც მწერალს უყვარსო. მწერლის ყველა ნაწარმოებშიი ხომ ის იგულისხმება. და ის ყოველთვის იცოცხლებს ასე. ნაწერებში გადმოცემული სიყვარულით. ნაწერები მას ყოველთვის აცოცხლებს.
...
-თამმ გითხრა ახალი ამბავი?
-ჰოო ჩიიტ აბა რა უნდა ქნაა.
-რედაქციიდან დამირეკეეს.
-ეეე რამაგარია კესანე. რაო რა გითხრეეს. აუ რამდენ ხანს ელოდებოდი.
-აბაა გოგო დამახიეს ნერვები. რაო და ჟურნალში სტატიებს გამოვაქვეყნებ. მოეწონათ ჩემი ჩანაწერები. რამდენიმე ჩანახატიც ხომ გავგზავნე და მაგაზე მითხრეს რედაქციაში რომ მოხვალთ დავილაპარაკოთო.თან ჩემი იდეაც ვუთხარი ჟურნალში სამოყვარულო გვერდის.
-ჩემიი ჩიტი რა ნიჭიერი მყავს მოკლედ რაა. გილოცაავ ძალიან გამეხარდა იმსახურებ რომ მოიპოვო დიდება. შენ ხომ ჩემი შოკი გოგოო ხარ. ვგიჟდები შენს ნაწერებზე. მოიცა რა იდეა მე არ ვიცი ეგ იდეა.
-რა იდეა თამ და კარგი იქნება თუ ჟურნალში იქნება სამოყვარულო გვერდი. ადამიანები რომლებიც წერით არიან გატაცებულები, ნუ ძირითადად ახალგაზრდები ვინც ჩანახატებს წერენ გამოგზავნია რედაქციაში ნაწერებს და იქიდან საუკეთესოები გამოქვეყნდება. მემგონი საინტერესო და მომგებიანი იქნება. შენ როგორ მოგწონს?
-აუუ კი გოგო მართლა კარგია. წარმომიდგენია უკვე დიდი ქალი რო გახდები კაბინეტის კარზე რომ მოგიკაკუნებ ხოლმე. მერე მომავალში შენს რედაქციას რომ გახსნი უჰ უჰ რა გოგო მყავს მოკლედ.
-კარგი ახლა მთლად მასეც ნუ მაქებ ჯერ არავინ მიცნობს. მხოლოდ ახლა გაიცნობს სამყარო თვით სრულყოფილებას. თავმდაბალი მეე. ორივეს სიიცილი აგვიტყდა.
-ჩემიი ნარცისი კესანე.
-აუ ისე პირველად რა თემა ავირჩიო არ ვიცი რა.
-აუ ძალიან გთხოვ კესანე ეგრევე სვანეთს და სვანურ რარაცეებს ნუ მიადგები რა.
-ეე რაკაი იდეა მომაწოდე ხოიცი. სვანურ დღესასწაულს ავირჩევ რამეს და იმაზე დავწერ.
-აუუ არაფერი არ გეშველება რა.
-ახალი ამბავიი.
...
დილა გათენდა მართლაც მშვენიერი. პირველი სამუშაო დღე მქონდა რედაქციაში. ათასი ფიქრი მიტრიალებდა ახლა ტავში. პირველ რიგში ის თუ რა ჩამეცვა. მოვეწონებოდი თუ არა უფროსს. როგორი თანამშრომლები მეყოლებოდა. მოკლედ თავიდან ამოვიგდე ამ ყველაფერზე ფიქრი და აბაზანაში შევედი. ცხელი წყალი მართლაც მშვენიერი რელაქსაციაა. დღეიდან ახალი ეტაპი იწყებოდა ჩემს ცხოვრებაში. ეტაპი რომელიც მთელს ჩემ ცხოვრებას შეცვლიდა. აბაზანიდან გამოვედი პირსახოც შემოხვეულმა ყავა გავიკეთე და მოვკალათდი ჩემს საყვარელ სავარძელში. ნელნელა მზადებაც დავიწყე. სადა შავი კაბა ჩავიცვი. მუხლამდე და ცოტა ოდნავ გულამოღებული. არ მინდოდა რომ გამომწვევად ვყოფიიყავი. ქუსლები პიჯაკი მსუბუქი მაკიაჟი და უკვე მზად ვიყავი. ჩემი სყვარელი გუჩის სუნამოც შევიპკურე ჩანთა ავიღე და რედაქციისკენ გავემართე. მივემართებოდი ამაყად ქუსლების კაკუნით და როგორც კი რედაქციის კარი შევაღე ფეხი რაღაცას წამოვკარი და თავიც წინ წავედი. უცბათ ვიგრძენი სხეულის ვიბრაცია ყურებთან. მესმოდა ვიღაც როგორ ცდილობდა სიცილის შეკავებას. ვგრძნობდი როგორ მიჭერდნენ მისი ძლიერი მკლავები. სახე ერთიანად ამეწვა ისე შემრცხვა და გულში თავს ვილანძღავდი ასეთი გაბღენძილი რო მივდიოდი ქუსლების კაკუნით.უცნობს ვთხოვე ხელი გაეშვა.
-დარწმუნებული ხარ გოგონი რომ სიარული შეგიძლია?
-რა თქმა უნდა გეთაყვა ფეხები შვებულებაში კი არ მაქვს.
-ხო გეტყობაა. კარგი პატარავ ამის მერე ფრთხილად იყავი მე ვერარ დაგიჭერ . ეს სიტყვები მითხრა უცნობმა და ხელი გამიშვა. შემომხედა თვალი ჩამიკრა და წავიდა. ჩემი ყურადღებაა მიიქცია მისმა ღრმა შავმა თვალებმა. ნაკვთებიც მშვენიერი ქონდა. ტუჩებიც დიდრონი ტანიც შესაბამისად კარგი ქონდა და ძალიან სექსუალური პიროვნება იყო. როგორც იქნა მოვედი გონზე კაბა შევისწორე და რედაქქცის უფროსის კაბინეტისკენ გავემართე. უკვე ვგრძნობდი რამხელა ტავგადასავლები მელოდა წინ. კარზე ფრთხილად დავაკაკუნე და შიგნით შევედი. ბატონმა დავითმა მიმანიშნა მის წინ დავმჯდარიყავი და მეც მის ნებას დავყევი. საუბარი დიდხანს გაგვიგრძელდა. ყველაფერში გამარკვია და ჩემს ნაწერებზეც ვილაპარაკაეთ. როგორც ჩანს აღფრთოვანებული იყო ჩემი შემოქმედებით ასე რომ სურდა როგორც მისი ჟურნალი განთქმულიყო ისე ჩემი სახელი. ის აფასებდა ჩემს მონდომებულობას და 24 წლის გოგოს ინტერესებს რომელიც მისი თქმით იშვიათია. განსაკუთრებით მოეწონა ჩემი ჩანახატები სვანეთზე და სვანებზე. ბატონი დავითიც სვანი გახლდათ. დავით მარღიანი ძალიან სასიამოვნო და კარგი პიროვნება . ასე რომ ჩემი სურვილი მიხდებოდა როგორც ჩანს. სვანეთზე ასე ვთქვათ მე და ბატონმა დავითმა დიდიი კამპანია დავგეგმეთ. მან გადაწყვიტა რომ თავის ერთერთ საუკეთესო თანამშრომელს მიმაბარებდა რომელიც ყველაფერს დაწვრილებით მასწავლიდა.. ტელეფონით მას ფადაურეკა და თავისთან მოიხმო. მალე ოთახში ნაცნობი სილუეტი დავინახე და გაოცებაც სახეზე აღმებეჭდა. ზუსტად ის ახალგაზრდა იყო ვინც ტავის გატეხვისგან მიხსნა სავარაუდოდ. აი აქ უკვე მივხვდი რომ მართლა დიდი თავგადასავალი მელოდა წინ. დავინახე როგოორ გააპარა ღიმილი ტუჩის კუთხეში. აშკარად მასაც ესიამოვნა ეს ამბავი.
-ლევან გაიცანი ეს ჩვენი ახალი თანამშრომელია რომელსაც დღეიდან შენ გაბარებ . შენ მიხედავ მას და ასწავლი ყველაფერს. რამდენიმე დღე რედაქციაში იყავით შემდეგ კი მოგიწევთ გაემგზავრით სვანეთში. ახალგაზრდებო ამით მთელი მედია უნდა ავიღოთ თქვენი იმედი მაქვს. ღიმილიანი სახიტ გვიყურებდა ორივეს ბატონი დავითი.
-გასაგებია ბატონო დავით გოგონას ყველაფერს ვასწავლი ჩემი იმედი გქონდეთ.
-შენი იმედი რომ მქონდა ლევან ზუსტად მაგიტომ გაბარებ შენ გოგონას რომელსაც კესანე ჰქვიია.
-როგორი ლამაზი სახელი გრქმმევიათ გოგონა. ლევან პირველი სასიამოვნოა თქვენი გაცნობა. ტუჩის კუთხე ცატეხა და ხელი ჩამომართვა. მაჯადოვებდა თავისი მომხიბვლელი მიმიკებით და ღიმილით. რაოო რა გვარი თქვაა პირველიოო. მელაპარაკებოდა ჩემი მეორე მე. ლევანი სვანი იყოო? სვანი? აი მართლა შოკი ახლა უფრო მეტად მომწონდა. როგორც იქნა მოვედი გონს გაშეშებული ხელი მოვაშორე მის ხელს.
-ჩემთვისაც სასიამოვნოა კესანე აბაშიძე. მორიდებულად გავუღიმე.
-კარგი ლევან მაშნ შეგიძლია კესანე წაიყვანო შენთან და აუხსნა ყველაფერი.
-კარგი დავით დროებით.
ლევანმა კარი გამიღო და თავის კაბინეტში წამიყვანა. შევიდა და კარები დაიჭირა რომ შევსულიყავი. ამაყად შევდგი ნაბიჯი და ვიგრძენი როგორ მეტკინა კოჭი. ფეხი გადამიბრუნდა და ისევ მი მკლავებში აღმოვჩნდი. ეს უკვე ნამეტანი იყო სახეზე ერთიანად გადავწითლდი და ხმას ვერ ვიღებდი. ჩემს ბედს ვწყევლიდი . ისევ მისი გადასარჩენი როგორ გავხდი.
-გოგონა ფეხები შვებულებაში გაქვთთ? მკითხა და ირონიულად გამიღიმა როცა სკამზე დამსვა.
-ჰმ ჩემი სიტყვები ჩემს წინააღმდეგ.
-მემგონი სანამ სვანეთში წავალთ ჯობია სიარული გასწავლო თორემ გადაიჩეხები იქაც სადმე. ისე კარგს იზავ თუ იქაც ამხელა ქუსლებით არ წამოხვალ. ღმერთო ირონიის მეფეა ეს ბიჭიი და ამავდროულად როგორი მომხიბვლელია. მეც არ ჩამოვრჩი ირონიაში და ვუპასუხე.
-არაუშავს თქვენ ხომ სწრაფად რეაგირებთ ჩემს წაქცევაზე ასე რომ არ მეშინია ვიცი რომ დამიჭერთ.
-მთლად მასეც ნუ მომენდობით გოგონა.
-მოდი ლევან ირონიას მოვეშვათ და საქმეზე გადავიდეთ და სხვათაშორის ამ გოგონას კესანე ჰქვია. ლევანმა თავი დამიკრა და უცბათ ისეთი სერიოზული დაიჭირა გამიკვირდა. ეტყობოდა რომ თავისი საქმე კარგად იცოდა. უყვარდა კიდეც და სერიოზულად ეკიდებოდა ყველაფერს მეც მთელი სერიოზულობით ჩავერთე საუბარში და თითქმის მთელი დღე გავიდა ერთმანეთთან საუბარში. ერთმანეთიც უკეთ გავიცანით ვიცინეთ კიდეც. საკონტაქტო ნომრებიც გავცვალეთ. რომ მოსაღამოვდა ღონემიხდილმათავი მაგიდას ჩამოვადე და მიხვდა ისიც რომ დრო იყო დაგვესრულებინა საუბარი.
-კესანე მგონი ძაან დაგღალე ჯობია დღეს მოვრჩეთ.
-აუ ხო რაა ლევან ძაან დავიღალე მართლა ბოდიში.
-არა რასამობ მე ბოდიში რომ ასე დაგღალე.
-კარგი მაშ წავედი მე აბა დროებით.
-მოიცა კაცო გაგიყვან მე.
-არა იყოს ნუ შეწუხდები.
-არა რასამობ როგორ გეკადრება. პიჯაკი ჩაიცვი და წავედით. პიჯაკი ჩავიცვი და მანქანისკენ გავემართეთ. მანქანაში არცერთს ხმა არ ამოგვიღია. ლევანს მისამართი ვუთხარი და 10 წუთში უკვე ჩემს სახლთან ვიყავით. კარები გავაღა და რომ გადმოვდიოდი ლევანმა დამიძახა.
-დარწმუნებული ხარ რომ კიდევ არ გადაგიბრუნდება ფეხი? ისე საყვარლად გამიღიმა დამადნო რასაც ქვია.
-კი ლევან დარწმუნებული ვარ რომ აღარ გადამიბრუნდება. დროებით. გავუღიმე და სახლში ავედი მტელი ემოციებით დატვირთული.



№1  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

ღმერთო.... სვანეთი სვანები... ეს ჩემი სამოთხეააააა.. იმედები არ გამიცრუო იცოდე :დ ძალიან დამაინტერესა აბა შენ იცი.

 


№2  offline მოდერი pekhshvela

ანი ანი
ღმერთო.... სვანეთი სვანები... ეს ჩემი სამოთხეააააა.. იმედები არ გამიცრუო იცოდე :დ ძალიან დამაინტერესა აბა შენ იცი.

ჩემი სამოთხეც რომაა ზუსტად მაგიტო არ გაგიცრუებ იმედებს:დდდ

 


№3  offline წევრი Peoplefallformysmile

შემდეგ თავს ველოდები :დ დაგვიანების გარეშე ოღონდ :/

 


№4  offline მოდერი pekhshvela

Peoplefallformysmile
შემდეგ თავს ველოდები :დ დაგვიანების გარეშე ოღონდ :/

მალე დავწერ აუცილებლად:დდდ

 


№5  offline მოდერი pekhshvela

სვანი
მომეწონა ძალიან და გააგრძელე აუცილებლად

გათენდეს და დავიწყებ წერას^^სვანებს როგორ გიღალატებთ^^

 


№6  offline მოდერი ენემი

ანი ანი
ღმერთო.... სვანეთი სვანები... ეს ჩემი სამოთხეააააა.. იმედები არ გამიცრუო იცოდე :დ ძალიან დამაინტერესა აბა შენ იცი.

ჩემი სამოთხეც არის და იმის მიუხედავად რომ სვანი არ ვარ მაინც აუღწერლად მიყვარს

 


№7  offline მოდერი pekhshvela

drogardasuli
ამ შეშლილ სამყაროს შევეშვათ მე და შენ
წავიდეთ ტყის პირას ქოხი მაქვს გაშლილი
წერილით ვაუწყოთ სიახლე დედაშენს
ტყის პრინცზე გათხოვდა დე შენი ქალწული.
ამ შეშლილ სამყაროს შევეშვათ მე და შენ
ისედაც საკმაოდ ვიცხოვრეთ გვეყოფა
წერილით ვაუწყოთ სიახლე დედაშენს
სიძეს შეურიგდა ტყუპები გვეყოლა!
ესაა ორიგინალი ვერსია როგორც ვიცი ჩემო კარგო და ვგიჟდები მე შენზე ასე კარგი რომ ხარ <3

მოკლედ შენი "გახდი ჩემი სვანი"-ის კითხვას ვიწყებ და მოლოდინები მაქვს საოცარი! <3

ჩემი საოცარი ერთგული მკითხველი ხარ????????❤❤❣❣

 


№8  offline მოდერი pekhshvela

drogardasuli
ნამდვილად შენი ერთგული მკითხველი გავხდი ამ ორ დღეში <3 საოცარი ენერგიით და ემოციებით მავსებ <3 მოკლედ შენი ყველა მოთხრობა უნდა დავლაშქრო :D ეს რა შაქარლამობა გოგო ვიპოვე აქ <3

ეს ბაუნტი და ალპენ გოლდი:დდდდ თენქიუ დარაგაია მაია ასეთი სლოვებისთვინა:დდდდ❣❣რაკარგხასიათზედამაყენე:დდ

 


№9  offline მოდერი pekhshvela

drogardasuli
შენ მე უნდა ნახო რა კარგ ხასიათზე ვარ! ყურებამდე ვარ გაკრეჭილი :D სახის კუნთები მეტკინა უკვე :D

შენც კაი ტინგიცა ვინმე ხარ:დდდდ

 


მი სი მალატ მიშგუ დინა heart_eyes heart_eyes heart_eyes

 


№11  offline მოდერი pekhshvela

შემოდგომის-ფერი
მი სი მალატ მიშგუ დინა heart_eyes heart_eyes heart_eyes

სი ხი მიშგვი ლირდე ან heart_eyes

 


№12  offline წევრი khatia khatia

ვოვვ ძაან მაგარია მომწონს ძAაან scream scream
--------------------
we dont need makeup to look beatiful
კიკელა კიკელა

 


№13 სტუმარი Tamar

pekhshvela
ანი ანი
ღმერთო.... სვანეთი სვანები... ეს ჩემი სამოთხეააააა.. იმედები არ გამიცრუო იცოდე :დ ძალიან დამაინტერესა აბა შენ იცი.

ჩემი სამოთხეც რომაა ზუსტად მაგიტო არ გაგიცრუებ იმედებს:დდდ


Tamar
pekhshvela
ანი ანი
ღმერთო.... სვანეთი სვანები... ეს ჩემი სამოთხეააააა.. იმედები არ გამიცრუო იცოდე :დ ძალიან დამაინტერესა აბა შენ იცი.

ჩემი სამოთხეც რომაა ზუსტად მაგიტო არ გაგიცრუებ იმედებს:დდდ

Გაგრძელება სად ვნახო?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent