შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეზობელი,ქმარი და საყვარელი(22)


1-11-2017, 14:25
ავტორი sameone crazy girl
ნანახია 10 969

პირველი თოვლი მოვიდა, ფიფქები შეუჩერებლად ცვიოდა ციდან. ორმაგად ლამაზი სანახავი იყო სითეთრის დანახვა ფერადი ორანჟერიიდან . ეკატერინე ტკბებოდა კიდეც სანახაობით ,ფანჯარასთან იჯდა და თვალს არ აშორებდა ფიფქებს.ბათუ მაგიდასთან იჯდა და უკვე მერამდენე საათი იწურებოდა რაც არ განძრეულა კაცმა არ იცის. ეკატერინეს შესვლამ და თოვლმაც კი არ უშველა
-გასვლა მინდა
-გაცივდები!
-ნახე როგორი ლამაზია
-ერთნაირია ყოველზამთარს
-მოაშორე მაგ ლეპტოპს თვალი !
-ამდენს ნუ ლაპარაკობ არ შეიძლება შენთვის მკვეთრი მოძრაობები
-დათააააააა
-უყურე ,მაინც არ იქნება დიდი თოვლი და ფიფქებით დატკბი
-ბოროტო!
-საქმე მაქვს ,მადროვე
-დარჩენილიყავი იმ შენს კომპანიაში რას მოდიოდი
-ისედაც იგვიანებს ეგ ბავში და იქნებ ინამუსოს აქ რომ ვიქნები და ინებოს გამოსვლა
-შენნაირია ესეც!
-ოო დამეთანხმე უკვე ხომ? მაინცადამაინც ასე უნდ აყოფილიყო ჩვენი საქმე რომ გაგეგო ეგ ამბავი?
-არაუშავს მე დამემსგავსება მერე
-ანუ არ გინდა რომ მგავდეს?
-არა
-რატომ ვითომ...ხომ ამბობდი შენნაირი თვალები უნდა ჰქონდესო
-ვიფიქრე და მივხვდი რომ ვერ გავუძლებ !
-ორი ვიქნებით და ორივე შენი რა გინდა?
-რა მინდა და რომ მოაშორო მაგ ეკრანს თვალი,შეწყვიტო წერა და კლავიატურის ჩხაკუნი და მომაქციო ყურადღება!
-რა დღესი გაქვს ნერვები ამ არისტოკრატ ქალს... ინტელიგენცია საფლავში ბრუნავს ,მკვდრებიც და ცოცხლებიც
-არ შემომხედო ,არ მინდა! მშობიარობა რომ დამეწყო და არ დავიყვირო ვერც გაიგებ
-აქე გამშობიარებ ოღონდ დაგეწყოს
-კიდევ რა გინდა...წარმოდგენაც არ მინდა საავადმყოფოში მისვლამდე რომ დამეწყოს
-დამშვიდდი !
-შენ რა იცი მშობიარობის მიღება?
-ჩემს ანგარიშზე 6 ბავშვია
-როგორ?- ბათუმ არ მოაშორა თვალი ეკრანს,მაგრამ ეკატერინემ ფიფქები დაივიწყა და ლამის წამოფრინდა სავარძლიდან- რამდენი ?
-ექვსი ...
-როგორ ?
-ჩემს შვილს არ უნდა გამოსვლა თორემ მე რომ მხედავდნენ ფეხმძიმეები მშობიარობა ეწყებოდათ
-არ მომიყვები?
-ექვსივეს? მეზარება
-შენ ყველაფერი გეზარება,არაფერს მიყვები, სულ არ მელაპარაკები . შენ ბიზნესს მეტ ყურადღებას უთმობ ვიდრე ფეხმძიმე ცოლს
-ცოლი ფეხმძმედაა უკვე და ბიზნესს სულ უნდა ყურადღება მითუმეტეს გავზარდე და - უცებ გაჩერდა და რაღაცას შეხედა,მერე მობილური აიღო და გავიდა
-სად მიდიხარ
-ნახევარ საათში მოვალ ..მაქსიმუმ ერთ საათში .მობილური ახლოს გქონდეს და თუ რამე დამირეკე
-შენ დაგირეკო თუ სასწრაფო დახმარება გამოვიძახო
-მე !- გასვლამდე აკოცა და წავიდა
=მე მე მე 6 ქალი ამშობიარა? ექიმია? იქნებ ტყუპები იყვნენ ,რამდნეიმე მაინც.რაზე ვფიქრობ-თვალები დახუჭა და ღრმად ამოისუნთქა - დეე მამიკო წავიდა და მე მაინც მანიშნე როდის აპირებ დაგვენახო? აღარ შეგაწუხეთ და შენი სქესი არ ვიცით ... ოთახიც ისე გაგიკეთეთ რომ აუცილებლად მოგეწონება,მაგრამ არ გინდა გვნახო? ახლა თოვს , დიდი თეთრი ფიფქები ცვივა ციდან ,მართალია ჩვენთან დიდი თოვლი არ იქნება,მაგრამ მაინც ლამაზია. მე ასე გამორჩეულად არ მიყვარდა არასდროს თოვლი,მაგრამ ახლა რაღაც სხვანაირად აღვიქვამ ყველაფერს. დეეე იცი როგორ მოქმედებ ჩემზე ? იცი რა საოცრება ხარ ჩემო ერთადერთო? არ დამიჯერო მამაშენს რომ ვუთხარი არ მინდა გგავდეს-თქო, პირიქით დე მინდა რომ სულ სულ ყველაფრით მას ჰგავდე ...ეგოისტი ვარ დე .იმდენად მიყვარს მინდა ყველგან იყოს როცა ჩემთანაა და სხვა რამეს აკეთებს ვერ ვიტან,ვბრაზდები დე ...დე დღეს ძალიან მშვიდად ხარ ,დავიჯერო ამ გარემომ იმოქმედა? სიმშვიდე რომ არის შენც გაიტრუნე? ასეთი მშვიდი რომ ხარ მიხარია ხოლმე,ვხვდები რომ ელიზაბეტს არ დაემსგავსები .ჩემი დათა ძალიან დინჯი და სერიოზულია,ზოგჯერ მასხარა ხდება,მაგრამ ეგეც საჭიროა დე .
ბავშვს ესაუბრებოდა, ხედით ტკბებოდა და ბაღათურიას ელოდა. წამებს ითვლიდა,ნახევარი საათის შემდეგ ერთი საათის გასვლას ელოდა.ერთი საათი რომ გავიდა უკვე ღელავდა. ოთახში დადიოდა და ვერც კი იაზრებდა რომ ტკივილი დაეწყო. გონებით მთლიანად ბაღათურიაზე იყო გადართული, კარგად შეამჩნია მისი აღელვებული გამომეტყველება და უკვე საშინელებებს ფიქრობდა.
-შენ თუ ისევ გაუნძრევლად ზიხარ ერთ ადგილას და ფიფქებს უყურებ იცოდე ჭკუდიან შევიშლები ...ოოჰ კიდევ კარგი სიარულიც დაგიწყია - კარი რომ გაიღო და ბატონი შემოვიდა ტვინმა სადარდებელი მოიშორა
-დათააა - ისე უცებ მოწყდა ადგილს ,ფიფქების მოშორებით გართულმა ბაღათურიამ რეაგირებაც ვერ მაოხერხა - ამდენ ხანს სად ხარ?
-ფრთხილად ... რო სად მორბიხარ გოგო დაგრჩა მუცელი გზაში ნორმალური ხარ შენ? გინდა გამისკდეს გული?
-არ მითხრა რომ დიდი ბათუ ბაღათურია შევაშინე
-ბათუ არ ვიცი და დათა ბაღათურია შეიძლება შეაშნე კიდეც- ხელი მოხვია ცოლს და მერე თვალები დააწვრილა- რაღაც მოგიტანე
-რა მომიტანე? დაგერეკა და მოსულიყავი არაფერი მინდოდა მე
-საომრად ხო არ წავსულვარ რას ატრაკ** კატუში?
-ხომ იცი რომ ემოციური გავხდი? რაღა დარჩა მშობიარობამდე რომ არ მანერვიულო ხომ სეიზლება? - დათა რომ მოშორდა და თბილი ჟაკეტი მოახურა თვალების ფახუნით ახედა- მივდივართ?
-სახლში შევიდეთ აქ რამდენ ხანს უნდა იყო არ შეიძლება შენთვის ეს მცენარეები იმდენ ჟანგბადს გამოყოფენ ზედმეტია შენთვის - თავზე ქუდი ჩამოაფხატა და ხელი მოხვია. ფრთხილად იარე იცოდე
-ადრე ასე არ იყავი ახლა რა გჭირს?
-ადრე დადიოდი ახლა დაბაჯბაჯებ ,განსხვავებას ვერ ხედავ?
-ასეთი ტონით რომ მელაპარაკები ხომ იცი რომ არ მსიამოვნებს
-გაყოლოდი ვინმე ს**იკოს სულ ტკბილად და თბილად რომ ლაპარაკობს რა გინდდოდა ჩემნაირ ველურთან?
-მე მინდოდა ხომ? კარგი იყოს ასე
-ხოდა იყოს ..ზემოთ ავიდეთ- სახლში რომ შეიყვანა მაშინვე განუხადა და ისევ თვითონ მოაშორა ქუდი და მოსაცმელი.
-კიბეზე ასვლა მეზარება
-აი როგორ გაგიმართლა ველური ქმარი რომ გყავს- ხელში აიყვანა და გასწორდა- ხელები კარგად მომხვიე არც ისეთი მსუბუქი ხარ
-ბათუ მძმე ვარ და იცოდე რომ დაგივარდე იქვე გავაჩენ ბავშვს
-ისე მიდის საქმე განგებ დაგაგდო შეიძლება
-რა საუბარია?
-ცოლი და შვილი მინდა , მე კი დამრჩა გაბერილი ცოლი
-თუ გაწუხებს ჩემი ცქერა და მზრუნველობა არ გაძალებს არავინ! თავადაც მივხედავ თავს,ვინ გთხოვს ...ეს რა არის დათა?
-ელიზაბეტმა პორტრეტი დაასრულა - მშვიდად განუცხადა, იატაკზე დასვა ქალბატონი ზუსტად კედლის წინ
-ეს... ეს როგორ შენ როგორ კედელზე მთლიანად ეს ფოტო ...მე რომ არ ვიცი კი მაგრამ
-როგორ იცი ხოლმე საუბარი... წინადადებიდან შინაარსს ვერ ვიგებ .რამე უფრო მარტივი მითხარი ისეთი რომ მესიამოვნება და მარტივად გავიგებ
-დამეწყოო
-მეც მიყვარ...დაგეწყო? - მინაბული თვალები გაახილა და ეკატერინეს დააკვირდა - ღადაობ?
-რატომ გაქვს ყველაზე უცნაური რეაქციააა... დამეწყოოო
-რა გაკივლებს ნეტავ... ვაიმეე დაგეწყოო გვეშველა მგონი . მივქრივართ კლინიკაში. ისუნთქე დავითვალოთ შეტევებს შორის შუალედი იქნებ და ცრუ განგაშია
-ადამიანოო შენ ნორმალური ხარ? ამ დროს უნდა იძახდე აამ ვხდები ღმერთო რა ვქნა...დაიწყო ისუნთქე, გტკივა?
-ამ იდიოტურ სიტყვებს უნდა ვიძახდე ? მოგეშვება? მაშინ ბაზარი არაა - იცინოდა და თან კოცნიდა- გავედით ჩემი ბიჭი მოდის - ისევ დაიხარა ხელში აიყვანა და ასე სიცილ ხარხარით დაუყვა კიბეს - ჯერ არ გეტკინება არ ინერვიულო შენ
-ბოლოს რამდენი ხნის წინ იმშობიარე?
-იუმორის გრძნობა თუ გეძალება კარგად ყოფილხარ...ისუნთქე და ყველაფერი მალე დამთავრდება,იმდენად მალე რომ აზრზეც ვერ მოხვალ და ვნახავთ ჩვენს შედევრს
-უნდა შემოხვიდე ბლოკში?
-შენ ვერ გააწყვიტე და მე მინდა რომ დავესწრო..აბა სად ველოდო როდის გამოიყვანენ ბავშვს მერე მოაწესრიგებენ
-მარტო ბავშვი გაინტერესებს შენ ხომ? მე ? მე რომ მტკივაააა იქნებ და ღმერთოოო როგორ მტკივა
-ტყუილია...ჯერ არ გტკივა და ნუ ყვები ახლა ემოციებს,დამშვიდდი
-მე და ჩემი ბიჭი გადავრჩეთ და გაჩვენებ მე შენ დამშვიდებას
ბათუმ სწორად ივარაუდა, მშობიარობა ჯერ კიდევ არ იყო დაწყებული.შეტევები კიდევ დიდხანს გაგრძელდა ,ეკატერინესთვის დიდხანს თორემ ისე სრულიად ბუნებრივად მიდიოდა ყველაფერი. ექიმებან ერთად ბათუც მასთან იყო, უკვე დერეფანიც გაივსო . ყველა ელოდა პატარა ბაღათურიას დაბადებას.
-არ შემარცხვინო კატუში ,იცოდე ძალა არ დაკარგო ყელი რომ გაიხსნება მერე დაიწყება თუ დაიწყება და
-ასე ნუ მელაპარაკები თორემ ქმარი კი არა ექიმი ჰგონიხარ ყველას თანაც უცხო ექიმი !- დაცვარულ შუბლზე ხელი მოისვა და თვალები დახუჭა- დათაა რომ არ გამომივიდეს? მე რომ
-გოგო რომ იყოს სახელი რა დავარქვათ კატუში?
-ელეონორა
-რამხელა სახელია...რამე სხვა მოვიფიქროთ
-მარტო ნორა რომ იყოს ან მარტო ელენე ?
-აბა ია დავარქვათ პატარაა დათა
-ია არა ფურუსულა ...არ მომწონს იაც. ხალხს გაურკვევლობაში ჩააგდებს თანაც ყვავილივით ისე უნდა იყოს სახელი კი არ უნდა ერქვეს თუ მაინცადამაინც იყო კესანე
-კარგია მაგრამ არ მინდა კესანეე - ღრმად ამოისუნთქა და თვალები ისევ დახუჭა
ბაღათურია რეალურად იმაზე მეტად ღელავდა ვიდრე ოოდესმე წარმოედგინა. ყველაფერს აკვირდებოდა, პულსს ისე უზომავდა თითქოს ხელზე ეფერებოდა, მონიტორზე გულისცემას უყურებდა. წამლებს ამოწმებდა ,ექიმის რეაქციებს აკვირდებოდა .ცოტაც და ჭკუიდან გადავიდოდა.როგორც იქნა საბოლოო ფაზაზე გადავიდნენ და მერე უკვე ფიქრის დროს არ ჰქონდა. მხოლოდ ეკატერინეს დამშვიდებაზე ფიქრობდა
-შესანიშნავად იცი რაც უნდა გააკეთო ...უბრალოდ იმაზე იფიქრე რა საოცრება გელის წინ . ძალა მოიკრიბე ჩემო - ხელზე კოცნიდა უკვე ძალაგამოცლილ კატერინას და ექიმს უყურებდა
-ყველაზე ...მეტად მაას მეე მეე უნდა ვუყვარდე იცოდე მე რომ მგავდეს და მასაც შენზე ეკეტებოდეს ჭკუა გავგიჟდები ბაღათურია!- მუხლებზე ჰქონდა ხელები მოხვეული კიოდა და ისე ისროდა სიტყვებს ,მერე ისევ უკან დაეშვა და სუნთქვა განაგრძო მომდევნო შეტევამდე
-შენს გაგიჟებას არ დავუშვებ ...მოგიტაცებ
ექიმს არ ესმოდა რას გულისხმობდა ბატონი ბაღათურია,სამაგიეროდ ეკატერინე მიხვდა და სიცილი დაიწყო. ასე შემოუტია ბოლოჯერ ბატონმა ანდრეამ, დიახ ბატონი ანდრეა ბაღათურია მოევლინა ქვეყნეირებას . თავისი ომახიანი ტირილით ამცნო მშობლებს მეც აქ ვარო ,ჯანმრთელი და მაგარი ბიჭი ვარო ისიც დაამატა . შემდეგ დედიკოს მკერდზე მიაწვინეს და ტირილი შეწყვიტა,საოცარ ხმას გამოსცემდა . ეკატერინე ბაღათურია ტიროდა,მთელი გულითა და სულით სცვიოდა ცრემლები თაფლისფერი სფეროებიდან ,უყურებდა იმ ერთადერთს რომელიც დანახვამდეც მთელი არსებით უყვარდა და რომელიც დათას არსებობასაც კი ავიწყებდა.
დათა ბაღათურია კი იმ წამს გაშეშდა რა წამსაც ბავშვი დაინახა. თვალწინ თითქოს თავისი ანდრო ედგა რომელიც ბავშვური სილაღით უღიმოდა და ულოცავდა ,რომელიც ბედნიერი იყო თავისი ძმადნაფიცის გამო. პატარა თმაარეულ ანც ბიჭს ღიმილით პასუხობდა ,შემდეგ თვალები დახუჭა და მისი გამოსახულებაც გააქრო . ეკატერინეს დაცვარულ სუბლზე მიაწება ტუჩები და პატარა ბაღათურიას შეხედა,რომელსაც იმ წამს საერთოდ ვერავის და ვერაფერს ამსგავსებდა. ის იყო არსება რომელიც ყველაზე და ყველაფერზე მაღლა იდგა- ანდრო ბაღათურია იყო !
.....
დერეფანში რომ გავიდა ცოტნეს ეძებდა თვალებით, დაბარებულივით სწორედ მას შეხედა პირველად.მის თვალებს წააწყდა , სიტყვების გარეშე ხედავდა თოდუას ემოციებს .მის ღიმილში ხედავდა ანდროს. პირველი დადვანი მოეხვია, მის მხარს მიადო შუბლი და მისი ყვირილი ესმოდა ყურში ,რომელიც მხრებზე ტორებს ურტყამდა და ულოცავდა . შემდეგ მაქსიმეს უსიტყვო მაქსიმესეულ მოხვევას იღებდა და თითქოს იმ წამს დამშვიდდა. პირველად გრძნობდა მიხეილის გულწრფელ ემოციას, ერთადერთი შემთხვევა იყო როდესაც ემოციას იზიარებდა მასთან ერთად ზუსტად იცოდა რომ იმ წამს უბედნიერესი კაცი იყო უფროსი ბაღათურია და სულაც არ აწუხებდა ის ფაქტი რომ თავად იყო ბედნიერების მიზეზი. გოგონების ჟრიამული ესმოდა , სოფიოს ცრემლიან თვალებს უყურებდა და ერთადერთი სიტყვა თქვა იმ დროის განმავლობაში
-დედი - ქალის სახე ხელებში მოიქცია ,ზემოდან უყურებდა და იღიმოდა
-ჩემო სიამაყევ...ჩემო სიხარულო შენს მსგავსად საამაყოო ბიჭი იყოს დე - თბილი ხელები სახეზე ჩამოუსვა შვილს და ლოყაზე აკოცა.
როგორც კი ბიჭებთან ერთად დარჩა მაშინვე გახედა დადვანს
-დამალევინე რამე შე ჩემა
ამით დაიწყო და მერე გაილეშა-თქო ვერ გეტყვიტ ,მაგრამ ორი ჭიქა მიყოლებით გამოცალა და მერე სკამზე დაჯდა. ჩუმად იჯდა სახეზე ხელები ჰქონდა აფარებული და მშვიდად სუნთქავდა. მალე ყველანი სახლებშ გაუშვა , შემდეგ როგორღაც მოახერხა შეხვეული ექიმის ფორმაში გამოწყობილი შვეიდა ეკატერინეს პალატაში . ბავშვს მშვიდად ეძინა, ეკატერინეც თვალებდახუჭული იწვა, სავარძელში რომ დაჯდა და ხელზე აკოცა წამსვე გაახილა თვალები და ღიმილით შეხედა ქმარს
-დათაა
-ჩშშ... არ გადაიღალო, დაიძინე სანამ ბავშვს მოშივდება
-გიხდება ეს ფორმა - ჩუმად უთხრა და თვალები დააწვრილა უკეთ შეათვალიერა ქმარი - აქ იქნები?
-აქ ვიქნები
-არ დაგვჭირდა გოგოს სახელის მოფიქრება...
-ოჰ კატუსიი როგორ არასდროს ისვენებ- გაიცინა და ისევ განაგრძო მის ხელზე კოცნა ტუჩებს ასრიალებდა ხელისგულზე და ქვემოდნა უყურებდა ცოლს
-არ აიყვან /
-ავიყვან ... ზინავს ჯერ
-სულ არ უყურებ - მოწყენილმა თქვა და ისედაც ჩამწყდარი ხმა უარესად გაუქრა.ბაღათურიას გაეღიმა ქალის გულუბრვილო ქცევაზე საპასუხოდ კი არაფერი უთქვამს . ანდრო ბაღათურიამ რომ იტირა წამსვე წამოდგა და ბავშვი ინსტიქტურად აიყვანა. მკლავებში რომ მოიქცია და მკერდზე მიიკრა მაშინ გაიაზრა როგორ უცემდ აგული,თითქოს აღარც სუნთქავდა ამ ერთციდა ბავშვს საოცრება სეეზლო ჩაედინა, ბაღათურია შეეძლო გაეშეშებინა,გაეთისა და უკონტროლო გაეხადა ,თავის კონტროლის ქვეს აეყვანა თანაც ისე რომ არაფერს აკეთებდა.ინსტიქტურად დასწია თავი და მისი სურნელი უფრო ღრმად სეუსუნთქა ანდროს დაძახებას ვერ ბედავდა,გაუაზრებლად მაგრამ მაინც .გულში გაიფიქრა მხოლოდ „ჩემი ადნრო“ და ეს იყო და ეს.
მთელი ღამე ცოლ-შვილს უყურებდა, ეკატერინეს ყოველ შერხევაზე იძაბებოდა . გული გაუთბა როცა შეამჩნია რომ ბავშვის გაღვიძებამდე რამდენიმე წამით ადრე გაახილა ეკატერინემ თვალები,თითქოს ზუსტად იცოდა როდის იტირებდა პატარა ბატონი. გვერდით მიწვენილი ბავშვი ფრთხილად აიყვანა,მკერდზე მიიკრა და ფრთხილად მიაკრა ტუჩები ლოყაზე . უყურებდა და ეგონა რომ ამაზე ლამაზი სანახაობა არასდროს ენახა ისე უნდოდა ეკატერინეს ტუჩებს შეხებოდა ჟრუანტელი უვლიდა უკვე, ქალი კი ბავშვს დაჰყურებდა და თვალს არ აშორებდა
-აქამდე კოცნა რომ გინდოდა არ ყოყმანობდი ახლა რა ხდება დათა?- გაოცდა ეკატერინემ რომ მიაპყრო ჟუჟუნა თვალები და საყვარლად გაუცინა ,დანაშაულში გამოჭერილს არ ჰგავდა უბრალოდ სწრად მიიწია და ტუჩებზე ფრთხილად შეეხო მერე როგორც ყოველთვის გატაცებით კოცნიდა ისე თითქოს სულ პირველი იყო...
დღისით იმდენი ვინმე ტრიალებდა პალატაში ფაქტობრივად ვერც უახლოვდებოდა ცოლ-შვილს. მშვიდად ითმენდა ,ჩუმად იჯდა და უყურებდა ბოლოს ნერვებმა უმტყუნა და კარი შიგნიდან გადაკეტა
-რას აკეთებ დათა?
-შენი კოცნა მინდა, ბავშვის დანახვა მინდა, ხელში აყვანა და შენთან მარტო ყოფნა მინდა ..უფრო სწორად თქვენთან. რა დედის ტყვნ**** ყველამ ხელში უნდა აიყვანოს ერთიციდა ბავშვი? გაჭყლიტონ იქნებ ...ან ვაფშე ამდენი ხალხი სად იყო რა სახეებით მოძრაობენ .ოთახია თუ ორანჟერეა რა დედის ტყვნ**** ამოწმებენ როგორი ბავშვი გყავს ,როგორ გამოიყურები ახალნამშობიარები მაგათ შიგ ხო არ აქვთ ტო
-ვიღაც აღნიშვნას აპირებდა
-მე ვთქვი რომ წამოიზრდება ბავშვი მერე-თქო სახლში დვიჟენიები გილოცავ დედობას პლაკატები და სირო*** არც გამიფიქრებია . შვილი გვეყოლა ტო აბა არ უნდა ავღნიშნოთ? ამ ზამთარში რა დროს ქეიფია
-დამშვიდდი ,რომ ვერ ყვირი ცუდად გახდები ,თავი აგტკივდება - ბავშვს ეფერებოდა და ისე ელაპარაკებოდა . თითქოს როლები გაცვალეს
-აუ რა მაგრად მაღადავებ კატუში?
-იცი თვალები რომ გაახილა დავაკვირდი და მგონი მწვანე ექნება...მართალია ახლა არააქვს მწვანე ,მაგრამ ბევრჯერ რომ შეეცვლება ვფიქრობ ბოლოს მწვანე დარჩება ...ცხვირზე ვერაფერს ვიტყვი
-საერთოდ აქვს ცხვირი? მე წერტილს ვხედავ მარტო .ჩემი ტასუნა უნდა მოიყვანოს ბარბარემ და სხვა ვინმე არ დამანახო იცოდე !
-მე გავაკონტროლო ვინ შემოვა და გავა? ანასტასია აქამდე რატომ არ მოვიდა?
-სოფელში იყო გუშინ და თანაც კლინიკაში რა უნდოდა ...დღეს პირდაპირ ჩემ ბიჭს ვაჩვენებ .დამირეკა და წუთი წუთზე მოვა
მართლაც მალე გამოჩნდა პატარა ქალბატონი ,რომელმაც ყველა დააიგნორა და მხოლოდ ანდროს მიეჭრა, კი მირბოდა მაგრამ როგორც კი მიუახლოვდა მაშინვე გაშეშდა და ისე უყურებდა
-ესაა შენი ანდრო ნათლი?
-გაიცანი ჩვენი ბიჭი
-მართლა როგორი პატარაა , ცხვირი არ აქვს, თვალები შეშუპებული როგორი საყვარელი ტუჩები აქვს .მეც ასეთი კნოპკა ვიკავი? - ბავშვს უყურებდა და ისე ლაპარაკობდა- როგორი პატალაა ...ბარბარემ კი მითხრა არააოო ,მაგრამ კატოოოო ვაკოცებ ერთს რაა- ეკატერიენს ახედა კნუტის თვალებით და ბარბარე დააიგნორა
-აკოცე რამდენიც გინდა,ოღონდ ფრთხილად შენ რომ იცი ისე არ ჩაკოცნო
-ოჰ ეგ ლო არ გეთქვა ახლა კი არ ვიცოდი- ჩაიბურდღუნა და ფრთხილად აკოცა პატარა ბაღათურიას- რა კარგი სუნი აქვს
-ტასოო ცოდოა დე ძინავს შენ კიდე აწუხებ
-გუშინ ნახე და ხო შენ ? მამამაც ...ოოო კველამ ნაქა მე კიდე დღეს მომიკვანეთ ოოო
-ტასუნა ნუ ნერვიულობ ესენი ყველა მოშორდებიან მარტო შენ დარჩები მასთან - ბათუმ ხელში აიყვანა პატარა ქალბატონი და ლოყაზე აკოცა- ნათლიას არ უნდა აკოცო?
-რა საკვარელია ...უკვე მიკვარს - ისევ დააიგნორა ნათლია და ამაყად განაცხადა სათქმელი
სახლში მშობლებმა მიიყვანეს პატარა ბაღათურია, სახლი „აჩვენეს“ თავის საწოლში ჩააწვინეს და ერთად დაეშვნენ საწოლზე
-სულ ასეთი მშვიდი იქნება ნეტავ ?
-შეირგე სანამ პატარაა და არაფერი აწუხებს ... კარგად ხარ ?
-გეყოფა
-რა
-მეათასედ მეკითხები უკვე ...
-კარგი აღარ გკითხავ
-მაგასაც მეათასედ მეუბნები
-ასე ნუ მიყურებ თორემ ისე გაკოცებ გაითიშები და ყველაფერი დაგავიწყდება
-ისედაც არაფერი მახსოვს თქვენ გარდა- ხელები ყელზე მოხვია და თავისკენ მიიზიდა- შეგიძლია მაკოცო
-ნებას მრთავ დედოფალო?
ღიმილით თქვა და ტუჩებზე მანამ დააცხრა სანამ პასუხს მოისმენდა.
........................
წინ და უკან დადიოდა .შიგადასიგ თმას იჩეჩავდა და რაღაცას ფრუტუნებდა
-რას დააბოტებ მაქსიმე?
-ჩემს ძაღლს შეეშვი .გაცვივდა თმა ამდენი ფერებით ...თუ მაინცადამაინც ვინმეს მოფერება გინდა აქ არ ვარ?
-ზედმეტი თმა გაქვს?
-ამ გულუბრტყვილო გამომეტყველებას როგორ იღებ?
-გასწავლო?
-თვალებს ნუ მიჟუჟუნებ აჟიტირებული ვარ და თუ გეტაკე შენს თავს ვერავინ გამომგლეჯს ხელიდან
-ანუ იძალადებ ?
-ემააააააა ძმისშვილი მყავს აზრზე ხარ ? ვაიმე რა საოცარი ბავშვია ... რას წარმოვიდგენდი რას ვიფიქრებდი ჩემი ძმა ,ჩემი ლოდი, ქვა, კლდე და ყველაფერზე უცნაური შეხედულების მქონე ძმა თუ გახდებოდა პირველი მამა
- გინდა აბაროტი ავუღოთ? მაპატიე მაგრამ შვილისთვის მზად არ ვარ ... თუ გინდა სხვასთან სცადე თვალები დახუჭე ოღონდ და ისე
-აფრენ ხო შენ?
-ბუბუუუ ნახეე რა ბოთე პატრონი გყავს? ახლა მიხვდა რომ ვაფრენ...გინდა ჩემთან წამოდი ,სხვა ძაღლებისგან დამიცავი .გვერდით მიგიწვენ ჩაგეხუტები ნაირ-ნაირს გაჭმევ და გასმევ ბუბუუუ კაცებშიც წაგიყვან რომ მოგინდება .ვიპოვნი სადმე შენნაირ ლამაზს ოღონდ მამრს..ეეე ისე რატო გყავს გოგო ძაღლი?
-უკვე ავადმყოფსაც ვეღარ გკადრებ... ბავშვის ნახვა მინდა. ახლა რომ მივადგე იმ არანორმალურ კაცს სახლში ვიცი რაღაც საოცრებას მეტყვის უნდა გამაგიჟოს მაგის ნერვები არ მაქ
-გიყურებ და მგონია შენ შობე ის ბავშვი
-ამ საღამოს სახლში მივდივარ
-რატოო?
-არ მითხრა მომენატრებიო
-ამდენ ხანს დარჩები რომ მომენატრები?
-სავარაუდოდ ხო
-რა გენაღვლება ჩამიგდე ხელში და აღარ გინდა ჩემი მეზობელი იყო...ბრუნდება პრინცი სასახლეში
-პრინცი ვარ ,მაგრამ სასახლე არ მაქვს . ჩემი დედოფალი თუ გახდები აგიშენებ , დაე მთელი ჩემი დანაზოგი დავხარჯო
-კარგა ბლომად გქონია დანაზოგი
-გინდა სასახლე?
-არა მე დედოფლობა არ მსურს ...მეფის მფლობელი მირჩევნია ვიყო. მეფეები დედოფლებს ყოველთვის ღალატობენ - მაქსიმეს მიუახლოვდა ხელები ყელზე მოხვია და ტუცებთან მიუახლოვდა
-ჭკვიანური გათვლაა- მაქსიმემ წამსვე გადაკვეთა მანძილი ბაგეებს შორის და ვნებიანი კოცნაც აჩუქა ემილიას-შეგიძლია მესტუმრო
-სამსახურში გნახავ
-შვებულებას ვიღებ ...
-რა ხდება მაქსიმე?
-არაფერი განსაკუთრებული...- თმები ყურს უკან გადაიწია და ლოყაზე აკოცა ,სურნელი შეიგრძნო და გაიღიმა- ემაააა
-ჰოო- ქალბატონი ისე იყო მინაბული ბაღათურიას მკლავებშ რომ საკუთარი ხმა ვერც კი იცნო
-ვაბოდებ შენზე ,გახსოვდეს
-წელიწადში ერთხელ მეუბნები
-სიტყვები არ გვინდაო ხომ მითხარი
-ოჰ გამომეკიდე ახლა სიტყვებზე... ხანდახან არ მითხრა რომ იმაზე მეტად გიყვარვარვიდრე წარმომიდგენია
-გავისეირნოთ ბუბუსთან ერთად , მერე წავალ გვიან
-წავიდეთ ოღონდ შენი თბილი ქუდი მომე მე რომ გიყიდე ის
-კნუტის თვალები არ დაგავიწყდეს...
-მომიტან თუ შევძვრე შენს კარადაში და მოგპარო რამდენიმე მაისური ,პერანგი და აუუუ ის ჟაკეტიიი მინდააააააააააააააააააააააა - ისე უცებ მოსწყდა ადგილს მაქსიმეს ჩაუქროლა და საძინებელში შევარდა.
-ბარემ წაიღე ყველაფერი ... ასე უნდა იარო ქუჩაში?
-მეტი საქმე არ მაქვს ...ამ სუნს არ გავანიავებ . კარადაში ჩავკეტავ ჩემებს რო გადაუვიდეს სუნი - ატიტინდა და ჟაკეტი მოიცვა ,მოიცვა რა შემოიხვია ტანზე ,მერე ქუდი ჩამოაფხატა მაქსიმემ და გამოვიდა თავიდნა ბოლომდე შეხვეული
-ჩემი შარვალი გინდა და მაქსიმე ხარ ბაღათურია
-ნუ დამცინი .... წავედიიით - უცებ გაამზადა ბუბუ და კართან აესვეტა-გამოაღწიე ადამიანოო რა დროს ლაპარაკია? რა იცი ხოლმე დადგები და ბუტბუტებ რაღაცას ვერაფერს ვიგებ. აგენტი 007 ხარ?
-ნუ წუწუნებ მოვდივარ... იცოდე სირბილი არ დაიწყო ბუბუ გაგექცევა და ვინმეს არ უკბინოს ეს ასეთი მშვიდი კი არაა სულ
-რატო მაშინებ ბოროტო ბიძია?
-კაი საკალელო დამშვიდდი
-ფუუ რა ცუდი კაცი ხაარ ..არ შემარცენ ერთ სიტყვასაც.როგორ გაფუჭი,არა რაა არ უნდა მეთქვა რომ მომწონხარ
-უკაცრავად მომესმა?
-დიახააც მომწონხარ... მეტის აქმე არ მაქ ახლა არ სეგიყვარებ
-მეტი საქმე არგაქ არ შემიყვარო ხო?
-მე ქართული არ იცის
სიცილ კისკისით დააბოტებდა ბუბუსთან ერთად ქუჩაში, სიცივე იყო უკვე მაგრამ ისე იყო შეხვეული და იმდენს კისკისებდ ავერ გრძნობდა ტემპერატურას. მაქსიმემ რამდენჯერმე რომ დახედა მობილურს არ გამოჰპარვია ემას მახვილმზერას ,მაგრამ არ შეიმჩნია. ხვდებოდა რომ რაღაც რიგზე ვერ იყო,მაგრამ ეჭვიანობა არ სურდა, ელოდა მაქსიმე როდის მოუყვებოდა ყველაფერს.თითქოს ელოდა კიდეც და არ გაჰკვირვებია სეირნობა ნაადრევად რომ შეწყვიტა ბაღათურიამ. სახლში მშვიდად დაბრუნდა, დაემშიდობა ,ვნებიანად აკოცა მერე კი ირდაპირ ცოტნესთან გავარდა. თითქოს ჰაერი არ ჰყოფნიდა და მისი დაანხვისას ჟანგბადის დიდი ნაკადი შეისუნთქა. ყელზე ჩამოეკიდა ნახევრად შიშველს და სახე მის ყელში ჩამალა
-ცოტნე
-ემილიაა რა გჭირს?
-ჩამეხუტე,სოკოლადი მომიმზადე ძაან ცხელიი და მერე მითხარი რომ არაფერი ხდება .რომ მე მაქვს ბავშვობის ტრამვა,რომ მე ვარ ავადმყოფი და ცუდი ქალი - ისე ლაპარაკობდა თავს არც კი არხევდა. ხელები მოხვია ცოტნემ და სახლში შეიყვანა
-იმას რომ გადავუხსნი ვენებს ხომ იცი ! მე რომ ვუთხარი ემას ცრემლი რომ ვნახო შენ გამო-თქო ეგონა ასე ....ს*** დავდგებოდი და გიყურებდი?
-აუუ ცოტნეე რატო იცი ხოლმე ხისთავიანივით? ახლა მჭირდება მეგობარი, დაქალიიიი მჭირდება ცოტნე და ნუ მიგრუზინეეებ თორეეე გული გამისკდება
-ცოტნიიიკოოო სად წახვედი?- გოგოს ხმა რომ გაიგო შორიდან მაშინ ინება თოდუას სხეულიდან დახსნა წარბები მაღლა ასწია და ტუჩები დამანჭა
-ცოტნიკოოოო სად წახვედიიიი...არავარ კარგად - ისე უცებ აკისკისდდა თიტქოს არაფერი აწუხებდა- აუუ ვინ არის ცოტნიკოო ეეე რატო გეძახის ის ცოტნიკოს და მე რატო მიბღვერ რომ გეძახი? მაინცადამაინც უნდა შეუძვრე ფეხებშორის? იმედია მაგ შეძრომის დროს არ მოვედი ხო? რა დროა ადამიანო რა დროს ეს იყო რომელი საათია დილიდან სახლში რომ აგდიხარ და არ მპასუხობ ორი დღეა ბურღავ?- უცბე მიაყარა თან ჩუმად და მერე საძინებლისკენ გააპარა თვალი. ცოტნემ არაფერი უთხრა ისე წავიდა საზინებლისკენ. თავად სამზარეულოში გაბრძანდა და ცოტნესთვის ყავის მომზადებას შეუდგა. ნაბიჯების ხმა გაიგო ,მერე კარის მიხურვის და კარში ასვეტილ ცოტნეს ახედა- ცოტნიიკოოოო
-გაჩუმდი! შოკოლადს მოგიმზადებ და მერე დაფრქვავ რას შტერაობს შენი რომეო
-აუუ რატო არ მაჩვენე ის გოგო?
-რატო უნდა მეჩვენებინა ის გოგო?
-ხმა მეცნო და თან მერამენედ ... გევასება და მიმალავ?
-მევასება და გიმალავ ! ქალთან სექ*ი გინდა და მაქსიკოს ვერ უმხელ? გაქაჩავს შენ არ ინერვიულო მაგაზე
-ამ მდუღარეს გადაგასხავ ახლა!
-ნუ ფსიხდები რა ძაან გთხოვ
-რა გაგიკეთა ასეთი მისი ტონალობით რომ მელაპარაკები?
-ვაფშე არ ლაპარაკობს ასეთი ტონით
-აა დაჟე გელაპარაკება ხოლმე?
-მაგრად მაგლეჯ ნერვებს იცი? მაგრამ ხარაშოოო ასე გამოხვალ
-ვიცი რომ რაღაცას მიმალავს...აი ვგრძნობ ვხვდები გეფიცები. ისეთია ...ხომ იცი როგორია ყველაფერი ეტყობა
-აუ მეტქი რაღაც დააშავა... შენ რა გგონია რო გღალატობს? რატოოო ემილიკოოო რატოო ემსგავსები ტიპიურ ისტერიკა შეყვარებულ ქალს? მე მიკეთებ ამას? ვინ გოგო მაქსიმე გიღალატებს? მაგას რიგითი შეყვარებულისთვის არ უღალატია და არაკაცულად არ მოქცეულა შენ მოგატყუებს?
-ხოდა უარესი...თუარ მღალატობს ე.ი რაღაც სერიოზული პრობლემა აქვს
-მაქსიემს რ აპრობლემა უნდა ჰქონდეს ვერ ვწვავ
-რატო არ შეიძლება /
-სამსახურიდან არ გააგდებენ, გენიოსია . რა პრობლემა აქვს მითხარი მტერი მაგას არ ჰყავს , ბათუს ეცოდინებოდა და მოუგვარებდა ისე რო ეგ ვერც გაიგებდა.
-იქნებ მიხეილის გამოა
-მაგ კაცის სახელს ნუ ახსენებ ! არ გამიკვირდება რამე შარში თუ გაახვია, მამიკოს ბიჭი ეგაა და აბა ისე როგორ
-ვერ გავიგე რა შარში უნდა იყოს ისეტში მაქსიმე რომ ჩაითრიოს
-შენი აზრით რატომ არ მევასება მაქსიმე? რატომ არააქვს ბათუს უკეთესი ურთიერთობა მასთან
-მე რა ვიცი არასდროს მეუბნებოდი
-შენი სამამამთილოს დამსახურებაა!
-რა გავაკეთო?
-აელაპარაკე..ვაფშე რა პონტია რაღაცა გაწუხებს და მე მელაპარაკები მასთან გაარჩიე რა ურთიერთობა გაქვტ თუ არ ენდობი
-ვენდობი,უბრალდო არ მინდა რომ შევაწუხო...იქნებ და არ უნდა თავს მომახვიოს პრობლემა რომელიც არ მეხება
-მამენტ მართალია...ხო არ დაჯდება და გეჭორავება! მაგრამ მაინც უნდა ჰკითხო ,თუ გეტყვის რომ ყველაფერი რიგზეა და შენ არაფერ შუასი ხარ
-როგორ არ ვარ შუასი მაქსიმეს ხომ ეხება
-მაგრად ჭედავ შენ თავს ვფიცავარ
-ოოო არ ვიცი რა გავაკეტო ...მაქსიმე მინდააა ის კიდე სახლში დაბრუნდა.სამსახურში სვებულება აუღიაა რომ მომენატრება რა გავაკეთო?
-დაურეკე ...მიწერე მე რა ვიცი
-სახლში მოდიო ჩემთანო
-დაუპატიჟებიხარ რა გინდა მეტი? შეყვარებული ქალის ფსიქოლოგია საოცარი რამეა
-მივალ და ჩემს მშობლებსაც გავიყოლებ გავაცნობ იმათ...ჩამოვიყვან ერთს იტალიიდან მეორეს შვეიცარიიდან რას იტყვი? მაგათ ცოლს,ქმარს შვილებს და დავადგები
-ნუ ქოთქოთებ თავი მტკივა გამოუძინებელი ვარ
-წუხელ მოიყვანე და ახლა გაუშვი?
-რა იცით ეს წუხელ მოიყვანე გაუშვი გამოუშვი. დღე სექს* არ შეიძლება? აუცილებლად შუაღამეს უნდა მოვათრიო ქალი კლუბიდან და აუცილებლად მთვრალი უნდა ვიყო?
-ძალიან აღრენილი ხარ ამ ბოლო დროს და რა გჭირს?
-არაფერი ...
-ის გოგოა შუაში?
-არა ის გოგო გოგოა რომელიც სიამოვნებას ეძებს და პრობლემებს არ ქმნის რა გითხრა მეტი? მომწონს როგორც სექსპარნიორი ამოისუნთქე ახლა?
-ოო კარგი ხო ...აბა რა ხდება?
-არ ვიცი რაღაცნაირა ვარ ბოლო დღეებია ,ვერ გავიგე რა მჭირს
-ცუდად ხარ ,რამე გტკივა? გადაიღალე? აიღე შვებულება ამდენი სწავლა, მუსაობა ღამისთევა კაგრი რა ცოტნეე
-არა რაღაც სხვაა
-შენ და შენი გრძნობები მაგიჟებთ
-იმედია მალე გავიგებ რა ხდება,თორემ ცუდი წინათგრძნობა მაქ ვიცი რაღაც დიდი და უჩვეულო ამბავი მელსი წინ
-იმედია კარგად იქნება ყველაფერი და ცუდი ამბავი არ იქნებ
-იმედია !
-მე შენთან ვარ ხომ იცი ...ცუდიც რომ იყოს ერთად მოვერევით - უცებ გაუღიმა და მოეხვია -შენ რო არ მყავდე რა მეშველებოდა
ახლა ნაშველი ხარ?
-რა სიტყვაა ანშველი
-რაც ვიგულისხმე ხომ მიხვდი ...
-კი მაშ ? - ნიკაპზე მოუჭირა თითები და ლოყაზე რამდენჯერმე მაკოცა- კისერზე იმ გოგოს კბილების კვალი გაქ? კანიბალია?
ისევ დაიწყო და მანამ არ გაჩერდა სანამ არ იჩხუბეს.
.............
-მიმიი მიმიიი იცოდე გიპოვნი და წაგართმევ მაგ ბურთს ოოო მიმი სად წახვედიიი ....მიმიიიიიი
კიოდა და სახლში დააბოტებდა,ეზოდან შემოსულს იმდენი ჰქონდა ნარბენი ვეღარ სუნთქავა
-რა ხდება რა გაყვირებს ამ დილაადრიან
-მიმი გამექცა
-სად გაგექცა
-რომ ვიცოდე დილიდან კი არ დავიწყებდი კივილს... დავრბოდით და გაიქცა
-გეუბნები არ გინდა ვარჯიში , ისედაც გამხდარი ხარ-თქო და აუცილებლად კუბიკები მინდა პრესზეო და აჰაა
-ერეკლეეე ნერვებს ნუ მიშლი რა !
-წავალ გიპოვნი მიმის ... ანსტასიას გაღვიძებამდე თორემ გადაირევა
-ერეკლეეე რამე ხომ არ გავიწყდება?აი მაგალითად ეზოში გასვლამდე,მერე ქუჩაში გასვლამდე მეზობლის გოგონებს ნერწყვები რომ არ აყლაპვინო
-ყინავს გარეთ შიშველი ხომ არ ვარ
-რომ ყინავს მაგისთვის ხარ შიშველი...საერტოდაც პერანგებ უნდ ავიყიდოთ თორემ ესენი გასკდება ტანზე
-უნდა ვიყიდოთ,მაგრამ არა იმიტომ რომ ტანზე მასკდება არამედ იმიტომ რომ ნახევარს ღილები დაწყვეტილი აქვს
-კაბებიც უნდა ვიყიდო ანუ - ტუჩზე იკბინა და დადვანს ვნებიანი მზრა მოავლო- დღეს ცოტა კალორია დავწვი და რამეს ხომ ვერ შემომთავაზებდი?
-ძაღლი დაგვეკარგება
-მოგვაგნებს ... ეს პერანგი გიჭერს გეფიცები და ვერ ხვდები - საყელოსი წვდა და თავისკენ მიიზიდა
-ხო არა? ეს ელასტიკები რომ მიიწებე ფეხებზე და ტრაკ*ე ეგ არ გიჭერს?
-ცოტას ..ახლა ვიგრძენი შენ რომ მითხარი მაშინ ვერ ვხვდებოდი
-მეზიზღებიან ...ვერსაიდან შეძრები აუცილებლად უნდა გაიხადო და საერთოდ გიკრძალავ ამათ ჩაცმას
-ზამთარში შორტებით ვირბენ ...შენ რომ გიყვარს აი იმ შორტებით
-ლოგინში რომ უნდა ჩაგეცვა იმათზე ამბობ?- ყელში კოცნიდა და ისე ხდიდა ტანიდან ზედმეტ სამოსს-მეორეზე ავიდეთ?
-ტასომ რომ გაიღვიძოს და დერეფანში გამოვიდეს ? პირველზე დავრჩეთ -როგორც იქნა ღილები გახსნა ,ლამის ნერვებმა უმტყუნა და შემოაგლიჯა .უცებ მოაშორა სხეულიდან და ამოისუნთქა როგორც კი კანზე ტუჩები მიაწება-ვგიჟდები ასე მალე როგორ მინდები - კბილები მოსდო კანზე და მერე სველი კოცნის კვალი დაუტოვა. საძინებელში ხელისკვრით შეაგდო და თავად მოიშორა დარჩენილი სამოსი
-აქედან ხმა გადის და იცოდეე არ გამაგიჟ.... ბარბარეე
-ჩშშ
-მაუპატიურებ ხელებით და კიდე გავჩმდეე?
-მეორე ხელი რა შუაშია? რატომ მაბრალებ?- ტუჩებზე დააცხრა ისევ და მერე კოცნით დაუყვა მთელს სხეულს. ერეკლეს მოთმინება ამოეწურა და ბარბარეს დომინანტობა წამსვე გააქრო. - ოოო ნუ ხარ საძაგელი მადროვე
-გაჩუმდი !
-რა გამაჩუმ...აააჰ ჯანდაბაა ასე უცებ რომ მეტაკები მკლავ? მართლა მოვკვდები ერტხელაც სიამოვნებისგან და დაისვენებ - ჩუმად კვნესოდა და ტუჩებს იჭამდა ხმამაღლა რომ არ წასცდენოდა ბგერები. დადვანის განიერ მხრებს იყო ჩაფრენილი ფრთხილებით და ყველა უჯრედი ერთიანად ჰქონდა დამუხტული . დადვანმა მკერდზე რომ დაადო თავი და ამოიხვნეშა მერე გაიაზრა რომ საწოლზე კი არა მაგიდაზე იწვა
-რა ჯანდაბაა აქ რა მინდა...საძინებელში არ ვიყავით? ტახტი წარმოსახვაში დავინახე?- უცებ დაიწყო ჩაცმა და ერეკლეს ტუჩებზე ეძგერა- იმედია წელი არ გეტკინა მაგიდას რომ მიგაჯახე
-როგორ ღელავ ჩემზე ... რამდენიმე წუთში გეტყვი მტკივა თუ არა...ახლა მხოლოდ ფრჩხილების ნაკვალევი მეწვის
-გაკოცო გინდა?
-ძაღლი უნდა მოვძებნო...ბავშვი მალე გაიღვიძებს და მერე ბათუსთან უნდა წავიდეთ !
-სამი მიზეზი გვქონია ... შესანიშნავია ანდრიკოს მეც ვნახავ - ტმებში შეიცურა თიტები და გაისწორა . ოთახიდან გავიდა და იმ წამს შემოვარდნილ ძაღლს შეხედა - ოოჰ მობრძანდაა მიმი სად დადიოდი კი მაგრამ? მოდი ხო მოდი მომელაქუცე მიქნიე კუდი რომ მარბენინე და ჩამიხრჩე ხმა კარგი იყო ხომ? აფერისტო შენა .რას დაემსგავსე დასაბანი ხარ
-მე რასაც ვერ მეჩხუბები ძაღლზე გადახვედი ,საწყალი მიმი
-დადვანო გამეცალე
-კოცნას ვაპირებდი და რადგან არ გინდა ზემოთ ავალ ...შხაპს მივიღებ ჩავიცვამ და სამსახურში წავალ,ბავშვსაც წავიყვან ბაღში
-ბათუსთან როდის მივდივართ?
-ჩვენს მოსვლამდე შეგიძლია მიხვიდე ასე თუ გინდა ბავშვის ნახვა
-რას მიჟუჟუნებ მაგ თვალებს ... შეწყვიტე ფიქრი
-რა გინდა ბარბარე?
-ბავშვი მეორე არ მინდა და სხვა არ ვიცი რა მინდა....ძაღლი უნდა დავბანო ასე ვერ ვატარებ სახლში . ტასო რომ გაიღვიძებს ჩააცვი ისე არ იტანტალოს
-არის ქალბატონო
-ცანცარა - ჩაიბურდღუნა და პირველი სართულის სააბაზანოში შეიყვანა მიმი. რომ აფმფულდა და გაშრა მერე დატოვა თავის ჯამთან და მიმის საუზმობაც დაასრულა. ანასტასიას ისევ მშვიდად ეძინა ამიტომ საძინებელში შევიდა გაიხადა და კაბინაში შევიდა.დადვანი ტმას იმშრალებდა და ვიღაცას ესაუბრებოდა.ისე გავიდა არც კი შეუხედავს ცოლისთვის. სააბაზანოდან გამოსულს უკვე ჩაცმული დახვდა, პერანგი ,ჰალსტუხი და პიჯაკი ეცვა. მანტოს ეძებდა და ისევ მდივანს ესაუბრებოდა. მერე ნახევრად შიშველ ცოლზე მოეხვია და ყელში აკოცა
-ტასოს წაყვანას ვერ ვასწრებ ,დღეს ბოლო დღე აქვს ბაღში და ზეიმიც იყო უკვე წაიყვანე ბათუსთან ,საღამოს მეც პირდაპირ იქ მოვალ
-კარგი აზრია ...დილით ლიას შევუვლი . იმათ ასე ადრე ვერ დავადგები ცოდოები არიან ლიკოს ეღვიძება უკვე
-რა ხდება ლიკოსთან? რეებს ხლართათ შენ და დედაჩემი?
-ნეტა რას უნდა ვხლართავდე
-იცოდე ექიმთან თუ მიგყავს და ისევ ცუდადაა
-დაგიმალავდი გგონია?
-მე რა ვიცი ის რომ შეგევედრება რას არ გააკეთებ ადამიანი .ბებია უნდა ჩამოვიყვანო სოფლიდან ყინავს უკვე იქ არ დაეცეს ან რამე არ დაემართოს ...მოლაპარაკებას შენ აწარმოებ
-მე რატო?
-შენ გიჯერებს და იმიტომ ! წავედი - ტუჩები ვნებიაანდ დაუკოცნა და მერე თავიდან ფეხებამდე შეათვალიერა-საღამომდე გეყოფა
-იიოტო მე კი არა შენ გეოფა სულ არ მომენატრები...ამ საღამოს ბრუნდები თუ ერთი კვირის მერე საღამომდე რატო მომენატრება ვითომ ვნახავ ანდრიკოოს კატოს ვეჭორავები და კი მოხვალ შენც. როგორ გიხება ეს მანტო შენ კიდე არ მოგეწონა რომ მოგიტანე
-რომ ჩავიცვი შენ არ მოგეწონა
-ზედმეტად გიხდება ... ჯანდაბას სენი თავი ასეთი სიმპათიური რომ გშობა ლიას საქმე უნდა გავურჩიო . საღამომდე ვის შეხვდება გაიგე ახლა რამდენი გამიშიშვლებს ოცნებაში ქმარს- ერეკლეს გასლის სემდეგაც ბურტყუნებდა და ისე იცვამდა. ანასტასიამაც გაიღვიძა , ერთი ორი საათი მის მოწესრიგებას გამოკვებას და თმის დავარცხნას დასჭირდა. როგორც იქნა ბებოსთანაც მივიდნენ, ლიკომ დიდხანს დაიტოვა ორივე,თავისი ჯემი გაუხსნა ბარბარეს და სანამ არ გასკდა მანამ არ წავიდა იქედან ბაღათურიებთან.
კარი ეკატერინემ გაუღი ბავშვი მკერდზე ჰყავდა მიკრული ,ბარბარემ როგორც კი დაინახა მაშინვე მისკენ გაიწია და ხელში აყვანა დააპირა.მერე გაახსენდა რომ ხელები გაყინული ჰქონდა, ქურთუკი ეცვა რომელიც წვეთებისგან დანამული იყო და უკან დაიხია ისევ
-გამარჯობა ეკატერინეე როგორაა ანდრო? - ანასტასიამ დაასწრო მისალმება, უცებ გაიხადა და ფეხისწვერებზე აიწია ბავში რომ დაენახა
-გამარჯობა ტასუნა... დავსხდეთ და თავად ნახე
-დაგაწუხეთ,მაგრამ მოგვენატრა ანდრო
-როგორ გეკადრება რა შეწუხება ,მიხარია რომ მოდიხართ . ბათუ რომ არ არის სახლში მარტო ვარ
-ლიზიკო არ ყოფილა?
-გამოფენისთვის ემზადება და ტყუპებსაც კი ვერ ნახულობს ნორმალურად.
-ერთი სული მაქვს როდის გაიხსნება ...რას არქმევს ქსელს?
-საიდუმლოდ ტოვებს ,დარწმუნებული ვარ რაღაც საოცრება აქვს მომზადებული. ხომ გახსოვს პირველ გამოფენაზე რამდენ ხანს საუბრობდნენ
-ყოველი მეორე გამვლელი ცნობს ზეპოპულარულია ჩვენი ლიზიკო თვითონ არ აღიარებს თორემ...ავიყვან რააა- როგორც კი მოწესრიგდა მაშინვე გადახედა ბავშვს რომელსაც ტასო ეფერებოდა და ეკატერინეს კნუტის თვალები მიანათა
-არ ვიცოდი ასე თუ გიყვარდა ბავშვები-ეკატერინემ ჩაიცინა და ისე გადაუწვინა ბავშვი მკლავებში
-ეს ბავშვი საოცრებაა ... სულ მინდა მოვეფერო ,მენატრება სახლში რომ მივდივარ
-ნათლია მალე მოვა?- ტასო კომფორტულად მოკალათდდა და კატოს გადახედა
-არ ვიცი, სავარუდოდ საღამოს მოვა
-საღამოს მამიკოც მოვა ... წავალ მე ვითამაშებ ძინავს ანდროს მაინც
-არ აურიო იცოდე სახლი...ახლა ვხვდები რატომ გაუკეთა ბათუმ ოთახი
-თავიდანვე დაგეგმილი ჰქონდა ტასოს ოთახის გაკეთება ,სახლის ნახაზს რომ ვაკეთებდით იმ დღიდან ... კარგი გამოვიდა საბოლოოდ
-თავის ოთახზე მეტად მოსწონს ...
-მეორე ბავშვზე რას ფიქრობ ბარბარე?
-რა? მე ... რა საჭიროა ტასო ხომ გვყავს .ორივე დაკავებულები ვართ. ტასოს რომ ვზრდიდით სახლში ვიყავით . ორის გაზრდა გაგვიჭირდება თანაც ანასტასია მალე სკოლაში სედის ორმაგი ყურადღება სჭირდება და
-ამ მიზეზებით თავს არწმუნებ და ისე?
-ჯერ კიდევ მეშინია რომ რაღაც მოხდება ,ამდენხანს მშვიდად და სრულყოფილად ბედნიერი არასდროს ვყოფილვარ .ხომ გესმის , ჯერ ვერ გავაჩენ მერე ორმაგად გამიჭირდება
-აფსურდია ,მინდა გითხრა რომ ბავსვი არაფერ შუაში იქნება შენ ერეკლეს გარეშე გაგიჭირდება არსებობა თუნდაც 10 შვილი გყავდეს ! შენი გადასაწყვეტია,რა თქმა უნდა მე არ უნდა ვერეოდე ,მაგრამ ვფიქრობ ერეკლეს ძალიან უნდა მეორე შვილი
-ფიქრობ თუ თქვა
-რა მნიშვნელობა აქვს მე რა ვიცი და რას ვფიქრობ,ერეკლეს ჩემზე უკეთ იცნობ
-მიბრაზდება თან ვერ ბრაზდება რადგან ასე უცებ გადასაწყვეტი საკითხი ნამდვილად არ არის
-სამაგიეროდ შედეგია ყველაზე საოცარი რაც კი ამქვეყნად არსებობს, არაცვეულებრივად იცი შენ ეს !
-ასეთი მშვიდი და დინჯი ბავშვი პირველად ვნახე.
-არაფერი აწუხებს,ღვთის წყალობით ჯანმრთელია და არც წუწუნებს - გაიღიმა და მშვიდად მძინარე ბატონს თბილი მზერა მიაპყრო-თუმცა შეიძლება მალე შეიცვალოს ხასიათი
ბავშვს დასტრიალებდნენ თავს. ისაუბრეს, ბიჭებიც მივიდნენ.ივახშმეს და შემდეგ დადვანებმა დატოვეს სახლი.
-ბავშვს დავხედავ ,გამოვიცვლი და ჩამოვალ .მოგეხმარები ალაგებაში
-არ მინდა რა საჭიროა, დაღლილი ხარ. გამოიცვალე და დაწექი ,მალე მოვალ მეც - აკოცა და გაუშვა
ყველაფერი მიალაგა და ზემოტ ასვლას აპირებდა. მკერდიდან რძე წამოუვიდა ,სანამ სულ მთლად დაესვრებოდა ზედა უნდოდა ასვლა მოესწო ,სავარაუდოდ ბავშვიც გაღვძებული იქნებოდა უკვე. კარზე ზარის ხმამ შეაჩერა, ვიღაც აკაკუნებდა და თან ზარის ღილაკს არ უშვებდა ხელს. გარეთ ისე ძლიერ წვიმა ხმა სახლშიც კი ისმოდა, უკვე ღამის პირველს იყო გადაშორებული საათი... კარისკენ წავიდა და ფრთხილად გააღო. თვალები გაუფართოვდა კართან აყუდებული გაწუწული სილუეტის დანახვისას .იფიქრა რომ მისამართი შეეშალათ ანდაც კოკისპირულ წვიმას ემალებოდა,მაგრამ ფიქრები ქალის წკრიალა ხმამ გაუფანტა
-ბათუ ბაღათურიას სახლია ხომ ?



№1 სტუმარი სტუმარი თამუნა

პირველი ვარ. ძალიან კარგი იყო,მაგრამ არ მეყო. თან ამდენი ხანი გელოდით :( იმედია ახლაც არ მოგვიცევს ასე და მალე დადებ. თან როგორი ინტრიგა დაგვიტოვე, არც კი მინდა რაიმე პროგნოზი გავაკეთო :)

 


№2  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

ამ თავმა ძალიან დამიტოვა ეს შთაბეჭდილება: "მე მტკივა ანდრეა"(ბავშვს არ ვგულისხმობ) :,( როგორ ყვარებია ბათუს (((((
ძლივს გვაღირსე მარიამ ეს თავი და ამხელა ინტრიგა ბოლოში რაამბავია :დ და არამარტო ბოლოში რა ხდება სულ ავირრიე :დ ამას გულისხმობდი ახალი ეტაპის დაწყებაში??? ძალიან დავინტრიგდი და ძალიან მინდა მალე დადო :დ იმედია აღარ დააგვიანებ ♡

 


№3 სტუმარი სტუმარი თიკო

იმედია ვინმე ისეთი არიქნება ის ქალი რომ,ბათუ და კატო ერთმანეთს წაეჩხუბნონ მის გამო....შემდეგი თავი როდის იქნება?

 


№4  offline წევრი NiniG-1

იმედია მალე დადებ შემდეგ თავს <3

 


№5  offline მოდერი sameone crazy girl

უღრმესი მადლობა ყველას შეფასებისთვის, ბოდიშს გიხდით რმ გალოდინეთ. სამწუხაროდ მომდევნო თავი როდის იქნება ვერ გეტყვით მომავალ კვირას დავასრულებ გამოცდებს და მერე ჩვეულებრივად გავაგრძელებ ახალი თავების დამატებას,მანამდე კი ერთი თავის დაწერას შევეცდები მეტს ვერ დაგპირდებით,ვიცი არ გამომივა sob sob
ინტრიგანი ხარო მერე რომ არ მითხრათ გეტყვით რომ მეტის დაწერა ვერ მოვახერხე და აქ იმიტომ დავასრულე ეს თავი, წინასწარ გეტყვით რომ ბათუ და ეკატერინე არ დაშორდებიან ამ ქალის გამო blush

 


№6  offline წევრი An_Gel

ეს ქალი ბათუს საყვარელია და ეკატერინე დაშორდება ხო???
მახსოვს ადრე მეუბნებოდი.
ეჰ, არაუშავს შენი გადასაწყვეტია pensive pensive

 


№7  offline წევრი ნიო

ეს ქალი არ მომწონს თან ძალიან

 


№8  offline წევრი lile-eli

sameone crazy girl
უღრმესი მადლობა ყველას შეფასებისთვის, ბოდიშს გიხდით რმ გალოდინეთ. სამწუხაროდ მომდევნო თავი როდის იქნება ვერ გეტყვით მომავალ კვირას დავასრულებ გამოცდებს და მერე ჩვეულებრივად გავაგრძელებ ახალი თავების დამატებას,მანამდე კი ერთი თავის დაწერას შევეცდები მეტს ვერ დაგპირდებით,ვიცი არ გამომივა sob sob
ინტრიგანი ხარო მერე რომ არ მითხრათ გეტყვით რომ მეტის დაწერა ვერ მოვახერხე და აქ იმიტომ დავასრულე ეს თავი, წინასწარ გეტყვით რომ ბათუ და ეკატერინე არ დაშორდებიან ამ ქალის გამო blush


ამ ქალის გამო თუ საერთოდ არ შორდებიან?
არ ვიცი როგორ გითხრა ან აღვწერო რომ ამ წყვილზე ვგიჟდები!!! შენი ისტორიების ყველა გიმირს და წყვილს საოცარი ხიბლი აქვს, რაც მეტს ვკითხულობ მით მეტი მინდა.. ახლა კი ამ წყვილზე ვარ ორიენტირებული და ისინი '' მაფიქრებს'' უფრო სწორად ისტორიის ''სათაური.''.. შენი გადასაწყვეტია როგორ განავითარებ და დაასრულებ, წარმატებები გამოცდებში და საყვარელ საქმიანობაში!! მე კი როგორც მკითხველი შენი ერთგული ვინები ყოველთვის.

 


№9  offline წევრი triniti

Vaimeee ras miketeb chemo kargo ase dasruleba iqnebodaa vaimee ar gauxetqo axla guli chems katushas ar waachxubo es ze wyviliii....liziko maklda am tavshi dzalian.maqsikos ambebic dzalian mainteresebs male dagvibrundi axali tavit.dzalian magari xar erti amosuntqvit ikitxeba sheni istoria.gyvarob me shen genacvalee

 


№10  offline წევრი lankobalero

Intriganebis dedofali xar❣❣❣ rogor velodi da ra sasiamovno tavi iyo. Sauketeso, gansakutrebuli da nichieri muza dagtrialebs tavs❤

 


№11  offline აქტიური მკითხველი uchveulo

Vaime axla easni ar daashoroo ra da chemi data ar awvaloo

 


№12  offline მოდერი bibo

შენ ხო იცი
იდეალურია ბათუ კატო
დაშორებას არც განვიხილავ
ეს წყვილზე მეტია
ლიზაზუზე ვგიჟდები თავისი გიორგითურთ
ჩემი ბიჭუკები რა ტიპია ბიძიას როლში მაგიჟებს ეს კაცი თავისი ხელებითურთ :დდ
პაწო ბარტყუნა მამას გავს მშვიდი ხო :დ
ხო საოცრებას ქმნი მაგრამ ეს სასწაულზე მეტიია
ხო იცი როგორ მიყვარხარ
როგორ ვგიჟდები
ამ ბარბარეს ეს ტასუნა ასეათი სასწაული საიდან გამოუვიდა
ის ხო იცი ვინც მოგპარე
ჩუ არავინ გაიგოს :დ
ჰოდა ჯემო ჩემი ბედნიერების ფერები ხარ
ჩემი გულის ნახევარი
სუ ყველგან მიხარიხარ
ჩემო ყველაზე კაობავ
ჩემი გოგო
ყველაფერი ხო იცი
რასაც ვფიქრბ
ხო მითქვამს როგორ მაგიჟებ
როგორ გყვარობ
როგორ უნრალოდ შეგიძლია გამბედნიერო
მენატრები სუ
ჩემი ჩემი გოგო
სიყვარულიკო
სიხარულიკო
ბედნიერებიკო
ჩემიკო
რა <3

 


№13  offline წევრი Mariammmo

არც მიფიქრია რომ ბათუ და ეკატერინე ვინმეს გამო დაშორდებიან ^^
შენ ხარ უფფფ აღარ ვიცი რა ხარ რა...
შენ მოთხრობაზე მაგარი რელაქსი მეორე არ ვიცი...
მიხარია ყველა შენი გამოჩენა <3

 


№14 სტუმარი ტატუკა

აუუ რა კარგი იყოო როგორ მომეწონა ეს თავიი.ეს რა იყო ბოლოში?იმედია რამე საოცრება არ მოხდება და ჩემ ფავორიტ წყვილს საფრთხე არ დაემუქრება.არ დააგვიანო რაა გთხოვ ინტერესით ნუ მომკლავ.

 


№15  offline მოდერი sameone crazy girl

მადლობა ტკბილებოოო heart_eyes heart_eyes

 


№16  offline წევრი gvancacuna

Dges dadeb? Davelodo?????

 


№17  offline მოდერი sameone crazy girl

gvancacuna
Dges dadeb? Davelodo?????

არაა არ იქნება დღეს pensive

 


№18  offline აქტიური მკითხველი terooo

აქ რომ ეჭვიანობის სცენები წავიდეს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent