შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Серйозний -8


4-11-2017, 23:40
ავტორი tatiachelo
ნანახია 2 017

მთვარე დანათოდა ჩაბნელებულ ქუჩას, რომელსაც გზის განათებები მცირე სინათლეს სძენდნენ. იმ ქუჩაზე იდგა ის ორი სხეული და ერთმანეთით ივსებოდნენ. დუმილს მხოლოდ მათი გულის ცემა არღვევდა, რომელიც არანორმალურად ფეთქვდა.
შეთე უსიტყვოდ მოსცილდა გოგოს და გაღიმებულმა დახედა ზევიდან. რამდენიმე წუთი უყურა, მერე უკან დაიხია და Vance Joy - 'Riptide-ის სიმღერა დაიწყო.
თან მღეროდა და თან ცეკვავდა.
-Lady, running down to the riptide
Taken away to the dark side
I wanna be your left hand man
I love you when you're singing that song and
I got a lump in my throat cause
You're gonna sing the words wrong ..
ნენეს სიცილი აუარდა.. ორი წლის განმავლობაში პირველად ხედავდა მის წინ მდგომ მამაკაცს ასეთ არასერიოზულს და მხიარულს.
სასმელი მეტად მოკიდებოდა და ამის დამსახურებით ბედნიერების მწვერვალზეც კი იდგა. აკისკისებულ გოგოსთან სიმღერით მივიდა, ისიც აიყოლია ცეკვაში, რამოდენიმეჯერ დააბზრიალა, მკლავზე გადააწვინა და ბაგეებზე ნაზად აკოცა.
-პირველად ვნატობ, რომ არ გათენდეს. გოგოს შუბლზე ქონდა მიდებული თავისი შუბლი და თვალები დაეხუჭა. -რა იქნებოდა ახლა დედამიწა, რომ გაჩერებულიყო?
-ძალიან ბევრი დალიე. სიცილით ახედა ბიჭს.
-ხო. ჩაიცინა. -შენი ღიმილით მათბობ. თვალებ გაბრწყინებულმა გადაუწია თმები ყურს უკან და ლოყაზე ხმაურიანად აკოცა. ნენემ წამიერად თვალები დახუჭა და მისი სურნელით აივსო ფილტვები.
-ახლა რა იქნება?
-რამე უნდა იყოს?
-შეთე. გაბრაზებულმა გახედა მომღიმარს.
-მიყვარს ასე, რომ ამბობ. რაღაცნაირად... შენებურად .. თან ბატონოს გარეშე.
-ჰმ.
-ახლა ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული.
-მაინც?
-ჩვენი მომავალი.
-ნუ მაბნევ.
-მეე?
-ხო.
-კაი მაშინ დღეიდან მე და შენ ჩვენ ვიქნებით.
ნენემ ღიმილის შეკავება სცადა, მაგრამ ვერ მოახერხა. ნელ-ნელა აეწია ტუჩის კუთხეები და ფართოდ გაუღიმა წინ მდგომს.
გაგიჟებულმა მოხვია ხელები კისერზე.
ბიჭმა გაიცინა და მანაც შემოხვია წელზე ხელები.
-მე და შენ? ჩუმად კითხა.
-უკვე ჩვენ.
-რა უცნაურია.
-დაუჯერებელიც.
დითხანს იყვნენ კორპუსის წინ ასე ერთმანეთზე მიხუტებულები.
გიგი აივნიდან უყურებდა მათ და თავს ძლივს იკავებდა ქვევით, რომ არ ჩავარდნილიყო. უფროსწორედ ლევანი და ანდრო აკავებდნენ.
შეთეს წასვლის დროც მოვიდა.
ნენემ მანქანით არ გაუშვა მხოლოდ ერთი მარტივი მიზეზის გამო, ნასვამი იყო. ამიტომ ტაქსი გააჩერეს.
-რომ მიხვალ მომწერე კაი?
-დაგირეკავ. გოგოს შუბლზე აკოცა და ავტომობილში ჩაჯდა.
ნენე ფრთაშესხმული იყო.
უაზროდ ეცინებოდა.
ღიღინით აიარა კიბეები და ბინის კარები შეაღო.
დერეფანში დასერიოზულებული გიგი დახვდა.
-წამოდი. თავით თავის ოთახისკენ ანიშნა.
სამზარეულოდან ზურას ხმა მოესმა ბედნიერების სადღეგრძელოს ამბობდა.
ლევანს გახედა ეშმაკური ღიმილით, რომ უყურებდა.
სირცხვილისგან აწითლებულმა თავი ჩახარა და ძმის ოთახში შევიდა.
-ახლა არ თქვა არაფერი ხდებაო, თორემ გადავალ ჭკუიდან. დაბოხებული ხმით თქვა და ფანჯრისკენ გაიხედა.
-ჩემი უფროსია.
-ის უფროსი, რომელიც ორი წელი დალმატინელი ძაღლივით გიღრენდა.
-გიგი.
-არ უნდა მაგას გიგი. დისკენ შებრუნდა..
-მომწონს
-გოგო შენ მე გადამრევ. ორი წელია მაგასთან ხარ და ეხლა მოგწონს?
-ხო. ეს დღეებია რაც აკვიატებული მყავს.
გიგის გაეცინა.
-ანუ სიძედ ყოფნას მიპირებს?
-ჯერ არა.
-მაგრამ აპირებს. გაღიმებული მივიდა დასთან და ჩაეხურა.
-გიგი ხომ არ გავიწყდება, რომ კარგად გიცნობ? ეს ადვილად შენ არ ნებდები ხოლმე.
-მერე ვინ თქვა, რომ დავნებდი? თვალი ჩაუკრა დას. -მივალ და დაველაპარაკები ამ დღეებში. აბა მასე სადაა. შენ თავს მახევს ბოლო ბოლო.
-აუტანელი ხარ. ბიჭს სწრაფად მოსცილდა და ოთახიც დატოვა.
აივანზე იდგა და მთვარეს უყურებდა, მისი ტელეფონი, რომ აზუზუნდა.
-მიხვედი?
-ეხლა ავდივარ კიბეებზე. ხვალ მე გამოგივლი და ერთად წავიდეთ კომპანიაში.
-კარგი. იმ სკამებზე რა ვქნათ?
-ოღონდ დღეს მაგაზე არ მაფიქრო. ისედაც ათხრილი მაქვს სიკოზე ნერვები.
-კაი ხვალ მოვაგვაროთ.
-ეხლა შევედი ჩემს დაცარიელებულ და გაყინულ სამფლობელოში.
-გამათბობელი ჩართე და გათბება.
-ჩემ გამათბობელს, რამდენიმე წუთის წინ დავცილდი და ახლა ტელეფონზე ველაპარაკები.
-ხშირად დალიე ხოლმე. ძალიან კარგად ჭიკჭიკებ ნასვამზე.
-ვშაქრდები. ხითხითით თქვა.
-ნენე გამო ორი წუთი მიდიან ბიჭები. დედამისმა დაუძახა აივანზე მყოფს.
-მოვდივარ. გასძახა სახე მოღუშულმა.
-მოიცა ვინ ბიჭები? ყურმილს იქით სრულიად განსხვავებული ხმა გაისმა.
-ჩემი ძმის ძმაკაცები. სიტუაციაში მარტივად გაარკვია.
-ააა წადი მიდი და ხვალ გნახავ მაშინ.
-ხვალამდე.
ღიმილით გათიშა და მისაღებში გავიდა. გიგის ძმაკაცები გააცილა და თავის ოთახში გავიდა.
ლევანი და ანდრო იქ რჩებოდნენ, ამიტომ ისევ სამზარეულოში გაბრუნდნენ და სმა გააგრძელეს.
საწოლში უნდა დაწოლილიყო ესემესი, რომ მიუვიდა შეთესგან. " ტკბილი ძილი ".
გაეღიმა, ბალიში ჩაიხუტა და თვალები დახუჭა.
დილით გაღვიძებულს შეთეს ნახვის სურვილი მიეძალა. ტელეფონზე მისი სახელის წაკითხვისას ჟრუანტელმა დაუარა.
ყველაზე აღმაფრთოვანებელი ის მომენტი იყო, როდესაც სადარბაზოდან გასულმა მომღიმარი მამაკაცი დაინახა.
ერთმანეთის ჩახუტებისას, სამყაროს არსებობაც დაავიწყდათ და თავიანთ გონებაში დროც გააჩერეს.
შეთეს მანქანით წავიდნენ კომპანიისკენ.
ნენე ჩაფიქრებული იჯდა.
-რაზე ფიქრობ?
-ჩვენზე.
-და რას ფიქრობ?
-არაორდინალურია ეს ყველაფერი.
შეთეს გაეღიმა.
კომპანიის წინ გააჩერა ავტომობილი და გადავიდა.
ნენე აღელვებული იყო.
ამას ბიჭიც ამჩნევდა.
შენობაში შესულს ხელი მოკიდა, მაგრამ ნენემ გააშვებინა.
უკმაყოფილოდ გახედა და წარბები შეკრა.
-თანამშრომლები. ჩუმათ უთხრა და თვალი დერეფანს მოავლო.
-მერე რა? მხრები აიჩეჩა ბიჭმა.
-არ მინდა ასე.
-როგორ?
-არ მინდა ჩვენზე იჭორაონ.
-რა სისულელეა. გაეცინა... ხელის მოკიდება სცადა, მაგრამ ნენემ ისევ გააშვებინა. -კარგი როგორც გინდა . გაბრაზებული წავიდა ლიფტისკენ.
-შეთე.. უკან მიყვა ნენეც.. ლიფტთან მდგომი ერთ-ერთი თანამშრომელი, რომ დაინახა მაშინვე გადაასწორა ნათქვამი. -ბატონო შეთე.
-გისმენთ ქალბატონო ნენე.. მამაკაცი მიუხვდა მის გადასხვაფერებულ ნათქვამს.. ცალი წარბი ზევით ასწია და ასე გადახედა.
ლიფტის კარების გაღებამ დიალოგის გაგძელების მცდელობა ჩაუშალათ.
ნენე თავისი კაბინეტისკენ წავიდა.
შეთე თავისი სამფლობელოსკენ.
კაბინეტში შესული ტყავის სავარძელში ჩაჯდა და კარებს მიაშტერდა. იცოდა, რომ შევიდოდა და მართალიც აღმოცნდა. რამდენიმე წუთში შიაღო ნენემ კარი და მის წინ ჩამოჯდა.
-მე უბრალოდ არ მინდა თანამშრომლებმა უაზროდ ილაპარაკონ. თვალებ აცრემლიანევულმა შეხედა მომღიმარ გიგაურს.
-რა აზრი აქვს? ბოლოს ხო მაინც გაიგებენ?
-ხო და ბოლოს გაიგონ. მკაცრად თქვა.
-კარგი.
-გეწყინა!
-არ მწყენია.
-როგორ არა.
-კაი სულ ცოტა. ჯანდაბა.. ფეხზე წამოდგა შეთე. -მე არ მინდა რაიმე დავმალოთ.
-არაფერს ვმალავთ. უბრალოდ ცოტახანს არ ვთქვათ. კარგი?
შეთემ თავი დაუქნია.
ნენემ გაუღიმა.
-ჰელოოოოოუუუ. სიკომ სრული იდილია თავზე დაამხო წყვილს. -როგორ ხარ შეთუუუუუ?
-კარგად.. წარბებ აწეული ჩაეშვა თავის სავარძელში და ბიჭს ახედა- თავად როგორ ბრძანდებით?
-მე რა მიჭირს.
-რამ მოგიყვანა აბა?
-ზიხარ ხო? მის წინ მჯდომი აათვალიერა.-გოგო წადი წყალი მოუტანე შოკი ამბავი უნდა ვუთხრა. ნენეს გახედა სიკომ.
-თქვი თუ ამბობ. გიგაური წყობიდან გამოვიდა.
-ხო კაი. მოკლედ ის სკამები...
-უკან დააბრუნე? შეთე სიხარულით წამოხტა ფეხზე
-არა პირიქით.. ხელი აიქნია და გაიცინა.
-რა პირიქით ? სახე აელეწა უფროსს.
-გაიყიდა.
-რააა? სავარძელში მოწყვეტით ჩაეშვა და არა ნაკლებ გაოცებულ ნენეს ახედა -ვინ დებილმა იყიდა?
-თურქეთში არსებულმა პატარა ავეჯის მაღაზიამ. 200დან 80 გაყიდულია.
-ასე უცებ?
-ჩემი დიზაინით იყო და. თავი ამაყად ასწია.
-ეხლა გავგიჟდები. ფეხზე წამოდგა და აქეთ-იქით სიარული დაიწყო.
-და რუსეთში გაგზავნილი სკამების საქმე როგორაა? ნენემ სიკოს კითხა.
-ხო აი ეგ უნდა მეთქვა.
-რა უნდა გეთქვა?
-რუსეთში მგონი არ მოეწონათ.
-აი გემოვნებიანი ხალხი. შეთემ ხელები მაღლა აღმართა, მაგრამ როცა გაიაზრა თუ რას მოუტანდა მის კომპანიას ის არ მოწონება მაშინ მოიშხამა -ფუ ამის.
-ნენე ბარგი ჩაალაგე და ხვალინდელ რეისზე, რომელ საათზეც არ უნდა იყოს ორი ბილეთი აიღე. ბრძანება გასცა და თავისი კაბინეტიდან გავიდა.



№1 სტუმარი სტუმარი თაკო

ეშელათთ
ძლივს ბიჭო
ჩემი სიკვარულევბი არიან
ველი ახალს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent