Серйозний -3
კიბეებზე ასვლა ამჯობინა ლიფტში შეთესთან ერთად მგზავრობას. მერვე სართულზე ასული ნელი ნაბიჯით, თავ აწეული წავიდა თავისი კაბინეტისკენ. კარები უნდა შეეღო უკნიდან ბატონი შეთეს მკაცრი ხმა, რომ მოესმა. -ნენე ჩემს კაბინეტში შემოდი. ახლავე. კბილებს შორის გამოსცრა და გოგოს გასცილდა. -ჯანდაბა. მამაკაცს უკან გაჰყვა, კაბინეტში შესული მის წინ დაჯდა და გაცოფებულს თვალი გაუსწორა. -ქალბატონო ნენე. სკამიდან წამოდგა და ფანჯარა გამოაღო. -ხომ ვერ ამიხსნიდით თქვენ საქციელს? სიგარეტის ერთი ღერი ამოაცურა კოლოფიდან და სანთებელით მოუკიდა. -რომელ საქციელზე მეუბნებით ბატონო შეთე? ირონიულად კითხა. -თუ იმ საქციელს გულისხმობთ რაც წეღან მოხდა ეს სრულიად ნორმალური იყო. მხრები აიჩეჩა და თავი გააქნია. -სრულიად ნორმალური? ტუჩის კუთე ჩატეხა. -ანუ სრულიად ნორმალურია მასეთი საქციელი თქვენთვის? თავის სავარძელს დაუბრუნდა, მარჯვენა ხელის იდაყვით მაგიდას დაეყრდნო და მოწევა ასე განაგრძო. -დიახ. სიბრაზე მოედო სახეზე. -ანუ ბოდიშის მოხდას არც ფიქრობდი? წარბები ზევით აწია. -არა. მკაცრად თქვა და ფეხზე წამოდგა. -თქვენ გადამიჭერით გზა და არ მატარებდით, ამიტომ ჩემი საქციელი სწორად მიმაჩნია. ამაყად თქვა და ხელები გადააჯვარედინა. -აღარ მინდა ამ თემის განხილვა. გაღიზიანებულმა სიგარეტი საფერფლეში ჩასრისა. -კარგით. კარისკენ მიბრუნდა. -მოიცადე. -ახლა რაღა გნებავთ?. ნერვებმა უმტყუნა. -ტონი. -იცით რა დავიღალე. დღეს დილიდან პრობლემების მოგვარებას ვცდილობ ბოლო-ბოლო მეც ადამიანი ვარ. აღარ შემიძლია თქვენი პრიკაზების ატანა. ისედაც ორი წელია გიძლებთ. მამაკაცს თვალები გაუფართოვდა და პირი ოდნავ გააღო. -ვიცი ეხლა სამსახურიდან გამიშვებთ, ამიტომ ბოლომდე გეტყვით. ერთი ყინულის ლოდი ხართ, ოღონდ მოსიარულე. ეკალივით იჩხვლიტებით და ძაღლივით იღრინები. საერთოდ იცით სიცილი რა ხილია? გაოცებულ შეთეს თვალებში შეხედა -ვსო მე დავასრულე. კარგად ბრძანდებოდეთ ბატონო შეთე. ჩანთა ხელში აიღო და კაბინეტიდან გავარდა. მამაკაცი გაოგნებული უყურებდა დახურულ კარს და აზრზეც ვერ მოდიოდა. -ეს რა ჩაატარა. ბოლოს სიცილი აუტყდა. რამდენიმე წუთი მოიცადა შემდეგ კი, დასერიოზულებული გავიდა თავისი სამფლობელოდან და ნენეს კაბინეტში დაუკაკუნებლად შეიჭრა. გოგო თავის ნივთებს ალაგებდა. -რას აკეთებ? -ჩემს ნივთებს ვალაგებ ვერ ხედავთ? გაბრაზებულმა ახედა მის წინ მდგომ მამაკაცს. -შეეშვი მაგას. -მგონი თქვენ ვერ გაიგეთ, რაც რამდენიმე წუთის წინ გითხარით. -გავიგე მარა გავატარე. -ანუ? -არ გიშვებ სამსახურიდან. -მე თქვენ შეურაწყოფა მოგაყენეთ. თავი ჩახარა. -ჩემი თავი წარმომიდგინე შენი ხედვით. ვაღიარებ, რომ მეწყინა. ჩაეღიმა -მაგრამ რაც არის არის. -ყინული ლღობას იწყებს. გაეცინა ნენეს. -ზედმეტი შეურაწყოფაც არ მოგივიდეს. თითი გამაფრთხილებლად დაუქნია. -ბატონო შეთე. -გისმენ ნენე. -დღეს საღამოს შეგიძლიათ, რომ გამანთავისუფლოთ? -არა. სწრაფად უთხრა და დივანზე ჩამოჯდა. -ჰმ. ცხვირი აიბზუა. -შენი ძმის ნახვა მინდა. -რატომ? -უბრალოდ. -იცი რაზე იჩხუბეს? -შენ არ იცი? -არ მითხრა გიგიმ. -ეხლა მე რო გითხრა, მერე იმას იტყვი მოძრავ ყინულთან ერთად ჭორიკანა ხაარო. ოდნავ გაიღიმა. -კარგით რა. -იმ ლექტორმა რაო? თავზე ნერვიულად გადაისვა ხელი. -დათამ? ვახშამზე დამპატიჟა, რომელიც თქვენს გამო ვერ შედგება. თვალები გადაატრიალა. -ძალიან კარგი. ჩუმად თქვა და ფეხზე წამოდგა. -დღეს შეხვედრა რომელზეა? -სამზე დავნიშნე. -ჯერ დრო გვაქვს. ის დოკუმენტები რაც უნდა წარვადგინოთ შემომიტანე და ყავაც მოაყოლე თუ არ შეწუხდები. ბოლო სიტყვები ხაზგასმით წარმოთქვა. -ძაანაც არ გალღვეთ. გაეცინა -ვეცდები. კაბინეტიდან ღიმილით გავიდა. ნენემ ბატონ დათას დაურეკა, ბოდიში მოუხადა და ვახშამი სხვა დროსთვის დაგეგმეს. მთელი დღე საქმეში იყვნენ ჩაძირულები. ჯერ შეხვედრები, მერე საბუთების მოწესრიგება და გადახედვა. ამას დამატებული პრეზენტაცია, რომელსაც დარჩენილი დრო დაუთმეს. ისე დაღამდა ვერც შეთემ და ვერც ნენემ ვერ გაიგო. -მორჩა? მამაკაცმა ნენეს გახედა -დიახ. რაღაცეებს სახლში შევასწორებ და ხვალისთვის მზად იქნება. -კარგი. წავიდეთ ეხლა თორე აქ მოგვიწევს ღამის გათენება. -ჩემთვის პრობლემა არ იქნება მიჩვეული ვარ. დოკუმენტები თაროზე დაალაგა, თავისი კაბინეტიდან ჩანთა და გასაღები აიღო და ლიფტთან მდგომ შეთეს გვერდით ამოუდგა. უხმოდ შევიდნენ ლიფტში. ორივე დაღლილი იყო და ლაპარაკის თავიც არ ქონდათ. -ნახვამდის. შენობის დატოვებისთანავე დაემშვიდობა და თავისი მანქანისკენ წავიდა. კარს აღებდა შეთეს ხმა, რომ გაიგო. -ამის დედაც. -რამე მოხდა? მის უკან მდგომ ავტომობილთან მყოფ მმამაკაცს გახედა. -საბურავია დაშვებული. სარუჩკის სახელოები გადაიკეცა და საბარგულისკენ წავიდა. -მე წაგიყვანთ. -მთავაზობ, რომ შენ ჩავიჯდე? -დიახ. -ეგრეც არ გავგიჟებულვარ. -ნელა ვატარებ გპირდებით. -არ მინდა შევაკეთებ. -კარგით რა .. არ გეზარებათ? გაუღიმა ჩაფიქრებულ შეთეს. -ჯანდაბას. მანქანას თავი ანება და ნენესთან ერთად ჩაჯდა წინ მდგომ ავტომობილში. ღვედი გაიკეთა და კმაყოფილებით აღსავსე გოგოს გახედა. ჩაბნელებულ ქუჩას, რომელსაც დროდა დრო გარე განათებები ანათებდა უემოციოდ უყურებდა. მინას წვიმის წვრილი წვეთები ეცემოდნენ. მანქანაში გაჟღერებული Ricky Martin - La Mordidita -ზე გახედა ნენეს, რომელიც თავით ყვებოდა მუსიკას და თითებს საჭეზე ათამასებდა. ჩაეღიმა გოგონას შემყურეს, სიგარეტი ამოიღო და გაუკიდა. ფანჯარა ოდნავ ჩაწია და გრილ ჰაერს ჩაკეტილ სივრცეში შესვლის საშვალება მისცა. ასათიანის ქუჩაზე აუხვია და ნაცრისფერი კორპუსის წინ გააჩერა. ლამაზი კორპუსი იყო. ევროპულ სტილში აშენებული, 21ე საუკუნის შესაფერისი. რატომღაც ნენეს მის წინ საბჭოთა კავშურის დროს აშენებული ხუთ სართულიანი კორპუსი უფრო მოეწონა ვიდრე ის. შეთემ ღვედი მოიხსნა, გოგოს დაემშვიდობა, მადლობაც გადაუხადა და ავტომობილიდან გადავიდა. მანქანა უნდა დაეძრა, როცა გვერდით სავარძელზე შეთეს მობილური დაინახა. მაშინვე გადავიდა, სადარბაზოში შესულს კიბეებზე დაეწია და გააჩერა. -შეთე ბიჭი ღიმილით შემობრუნდა და რამდენიმე საფეხური ჩაიარა. -რა გაცინებთ? -პირველად მომმართე ბატონოს გარეშე. -უი ბოდიში.. უბრალოდ მობილური დაგრჩათ. ხელში დაკავებული ტელეფონი გაუწოდა. -არაუშავს. უფრო ფართოდ გაიღიმა და მობილური ჯიბეში ჩაიდო. -ხვალამდე. მიაძახა კიბეზე მდგომს და სადარბაზოდან გავიდა. ავტომობილი სწრაფად მოატრიალა და სახლისკენ გაემართა. ბინაში შესულს მისაღებში ჩაძინებული გიგი დახვდა. ჩანთა ძირს დადო, ბიჭს ლოყაზე აკოცა, ტელევიზორი გამორთო და წყლის დასალევად გავიდა სამზარეულოში. კარების ხმა, როგორც კი გაიგო მაშინვე მისაღებში გაბრუნდა. -მა ჩამოხვედი?. გაღიმებული მოეხვია დაღლილ კაცს. -ხო.. მამუკას ამბავი მითხრა გიგიმ. იქ ვიყავი მისული. შვილს თმაზე ხელი ჩამოუსვა, თავზე აკოცა და სკამზე ჩამოჯდა. -ხვალ მივალ მე და მივუსამძიმრებ. -ლევანი შემეცოდა. ჯერ დედა დაკარგა ეხლა მამა. კაცმა ხელი თავზე გადაისვა. -კაი რა ზურა. რა ჭირს ლევან შესაცოდი? ყველა სიკვდილისთვის არ ვართ გამწესებულები? -არ დამიწყო ეხლა შენი ფილოსოფიები ისედაც თავი მისკდება. -კაი ბატონო. ღიმილით ჩამოჯდა მამის გვერდით. -დედა სადაა? -დეიდაშენთან დარჩა. -ლევანი მარტოა? -არა ანდრო არის მასთან. ბატონი ზურა ფეხზე წამოდგა და გიგის გახედა. -გააღვიძე ეს შევიდეს თავის ოთახში. შენც დაიძინე გვიანია. -კარგი. ჭამა არ გინდა? -არა მა დაღლილი ვარ წავალ დავწვები. შვილს გაუღიმა და თავისი ოთახისკენ წავიდა. -გიგილო. გიგი. ხელით შეარხია მძინარე ძმა. -მმ.. ამოიზმუილა და ცალი თვალი გაახილა. -ადე გადი შენ ოთახში და იქ გააგძელე ძილი. ლოყაზე უჩქმიტა და თმები აუჩეჩა. -წყალი მომიტა რა. თხოვნით მიმართა დას. ნენემ წყლით სავსე ჭიქა მიუტანა. -მამა ჩამოვიდა. -ვიცი. -იყავი ლევანთან? -ხო. ძაან ცუდათაა. -აბა რა იქნება. -შენ ეხლა მოხვედი?. საათს გახედა გიგიმ. ნენემ თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად. -წავალ დავიძინებ. ძილინებისა გიგილო. ძირს დაგდებული ჩანთა აიღო და ოთახისკენ წავიდა. -ძილინებისა. ოთახში შესულს მოესმა . წყალი გადაივლო, მოწესრიგდა და საწოლში შეძვრა. ფანჯრისკენ გაიხედა. ისევ წვიმდა. სავსე მთვარეს გაუღიმა და თვალები დახუჭა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.