„ გახდი ჩემი სვანი“ (2)
მთელი ემოციებით სავსემ ავირბინე სახლში და ეს სატანჯველი ქუსლები მოვაშორე ჩემს ფეხებს. უნებურად მეღიმებოდა ჩემს სასაცილო დაუდევრობაზე . ახლა მხოლოდ წყლის რელაქსაცია მჭირდებოდა, თანაც შხაპისას ფიქრი ხომ ყველაზე მეტად მიყვარდა. ჩემს სხეულს მოვაშორე ზედმეტი ნაჭრები და წყლის ჭავლს შევუშვირე სხეული. თითოეულ წერტილს სიამოვნებდა წყლის სითბო. გრძნობდა სხეულიი ყველაფერს გრძნობდა. გრძნობდა სხეულიც როგორი კმაყოფილი იყო დღევნდელი დღით. რაღაც გაურკვეველი ემოციებით ვიყავი სავსე. თითქოს ასე არავისთან გამომინახავს საერთო ენა საერტო ინტერესით. მომწონდა ყველაფრი. ახალი სამსახური სადაც შემეძლო მართლაც ბევრისთვის მიმეღწია. ასეთი მონდომება ცხოვრებაშიი არასროს მიგრძვნია. ყველაზე მეტად ის ფაქტი მახარებდა რომ ოცნებას ვიხდენდი განსაკუთრებულ ოცნებას. სვანეთში წავიდოდი და მის თითოეულ გოჯს დავიზეპირებდი ,მათ ტრადიციებზე ლაპარაკი აღარ მაქვს. თუმცკი უკვე ისედაც ვიცოდი ყველაფერი მათ ტრადიციებზე მაგრამ სვანეთში მოყოლილს და ნანახს სულ სხვა ხიბლი აქ და მე მერგო წილად ეს ბედნიერება. საერთოდაც სვანეთი, სვანები სვანური ტრადიციები, სვანური დღესასწაულები ჩემი სამოთხე და ჩემი სუსტი წერტილი იყო.მიუხედავად ჩემი „ქალაქელი“ გოგოს პიროვნებისა გულის სიღრმეშიყოველთვის მინდოდა და ვოცნებობდი რომ ისე შემყვარებოდა ვიღაც, უფროსწრად კი სვანი რომ მასთან ერთად დავრჩენილიყავი სვანეთში. დავრჩენილიყავი მთებში. გამეგო თუ რას ნიშნავს იყო სვანის ქალი. ბევრს ულაპარაკია სვანის ქალობაზე მაგრამ სანამ არ გავიგებ და არ განვიცდი სვანის ქალობას მანამდე ვერ გავითავისებ რას ნიშნავს იყო სვანის ქალი. სურვილი , ოცნება, ყველაფერი თითქმის, მე მინდა რომ არსებობდეს ის სვანი რომელსაც ვეტყვი „გახდი ჩემი სვანი“. სააბაზანოდან რომ გამოვედი ხალათი მოვიცვი ყავა მოვიმზადე და სავარძელში მოვკალათდი ჩემს საყვარელ პოზაში ფეხებმოკეცილი. თავი გვერდზე გადავაგდე და გამეღიმ აუნებურად ლევანის სახე რომ გამახსენდა. როდესაც ის ლაპარაკობდა თითქოს ვუსმენდი მაგრამ ამავდროულად მისი სახის თითოეულ ნაკვთს კარგად ვსწავლობდი ისე თითქოს თავში ვიბეჭდავდი. ისე თითქოს მას ვწერდი ჩემს თავში როგორც ჩანახატებს ფურცლებზე. მხიბლავდა მისი საუბრის მანერა, მისი სტილი, საუბრისას ხელების მოძრაობის მანერა, ის ორი პატარა ფოსო რომელიც ოდნავ გაიღიმებდა თუარა ორივე ლოყას უმშვენებდა. ღრმა შავი თვალები ისეთი რომ გითრევდა და იქვე გიტოვდა. თუმცა თვალებში არც ვუყურებდი თითქოს მეშინოდა არ ჩავძირულიყავი. სვანი იყო მაგრამ არა იმდენად სვანი. ასე ვთქვათ ცოტა „თანამედროვე“ სვანი იყო ლევანი. არც ზედმეტად მკაცრი ბუნება არ ქონდა. თუმცა მე მაინც მესიმპატიურებოდა და რაღაცნაირად მიმიზიდა თუნდაც ამ ერთადერთმა გატარებულმა დღემ მასთან. აშკარა იყო ჩემზე როგორი ზეგავლენა მოახდინა მან თუმცა ახლა სამსახურეობრივი რომანების დრო არ იყო. მთელი სერიოზულობით და პასუხისმგებლობით უნდა მოვკიდებოდი ამ სამსახურს. მითუმეტეს როდესაც საქმე სვანებს ეხებათ.ეს მართლაც იდეალური რამ უნდა გამოსულიყო. პირველად აცნობდა მედია სვანეთს საზოგადოებას. ლევანზე ფიქრები უკუვაგდე და დრო იყო დასაძინებლად წავსულიყავი. უეცრად განათდა ტელეფონი და რომ დავხედე გაოცებისგან პირი გამეღო უნებურად. ლევანი მირეკავდა. -გისმენ ლევან, სამსახურში ხომ არ ვაგვიანებ? გამეცინა. და მისი სასიამოვნო ჩაცინების ხმაც მომესმა ტელეფონში. -არა კესანე არა უბრალოდ მინდოდა მეთქვა რომ ხვალ დილით 10საათზე გამოგივლი და მზად იყავი კარგი? -არა იყოს ლევან 10ზე სამსახურში ვიქნები არ გინდა გამოვლა. -გითხარი მე გამოგივლითქო ესე იგი მე გამოგივლი რაღათ უნდა მაგას შეწინააღმდეგება. ხოდა კიდე ის ქუსლები აღარ ჩაიცვა სადღაც მიმყავხარ და არ მინდა ხელებში მივარდებოდე. საკმაოდ არასასიამოვნო ტონი ქონდა და საშინლად არ მესიამოვნა მისი ეს ტონი. -ნუ ღელავ არ მჭირდება შენი დაჭერა ლევან. არ არის საჭირო ასეთი ტონი ან იქნებ გამაგებინო წესვრად სად მივდივართთ? -მაგას ხვალ გაიგებ და მოგიწევს შეეჩვიო მე ასეთი ვარ ხვალამდე. ტელეფონი გათიშა და დამტოვა ნერვებ მოშლილი. გასვანდა ვირიი. ამოვიბურტყუნე გაბრაზებულმა. არა ერთი თავი ვინ გგონია მაინც ასეთი ტონით რომ მელაპარაკება? ჰმ მთელი ეს წარმოდგენები წამში შემაცვლევინა. სვანია და მოსთხოვე რამე. აი ბატონი დავითი რომ არა სისხლს გაგიშრობდი ვაჟბატონო ლევან. არა გაჩუმდი კესანე მას კარგად არ იცნობ და ასე ნუ ლაპარაკობ. სვანები სხვანაირები არიან , ისიც სვანია ასე რომ ისიც სხვანაირია. ჩემს თავს ვებურტყუნებოდი და ვარწმუნებდი რომ ის სვანი იყო და უბრალო წამოხუშტურება იყო მისი ეს გამოხტომა და საუბრის ტონი. ის მაინც კარგი იყო მაინც. სვანია და სხვაგავარად არც შეიძლება. არ ვიცი ან უბრალოდ ვცდილობდი მართალც გამართლება მომეძებნა მისი საქციელებისთვის ან უბრალოდ სვანებზე ზედმეტად შეყვარებული გახლდით. საძინებლისკენ გავემართე და ჩემს საყვარელ საწოლში მოვთავსდი. ცოტახანს ვიტრიალე მოსუვენრობისგან თუმცა მალევე ჩამეძინა. დილით ადრიანად ავდექი და გამზადება დავიწყე. მინდოდა ძალიან ლამაზად ვყოფილიყავი რომ მისი ყურადღება მიმექცი მაგრამ მე არ ვაპირებდი მისთვის ყურადღების მიქცევას. უნდა მეცადა და დამეიგნორებინა რამენაირად. შავი მომდგარი მაღალწელიანი შარვალი ჩავიცვი და ზემოდან თეთრი გიპიური ზედა რომელშიც ჩემი ბურტები კარგად იყო გამოკვეთილი. მოსაცმელიც ჩავაგდე ჩანთაში რავიცი სად მივყავდი იმ გადარეულ სვანს. ფეხზეც დაბალი შუზი ჩავიცვი მაგის სალაპარაკო ნამდვილად აღარ გავხდებოდი. მსუბუქი მაკიაჟი და ცხენის კუდი გავიკეთე ჩემი წელამდე თმით. უკვე ათი სრულდებოდა რომ დამირეკა და მეც ცივად ვუპასუხე და დაბლა ჩავედი. მანქანის კარები ფრთხილად გავაღე და უემოციოდ ჩავჯექი. უბრალოდ მივესალმე და ეგ იყო არც მიკითხავს სად მივდიოდით. -არ მკითხავ სად მივდივართ? -იყოს გავიგებ როცა მივალთ. მეც გავჯიუტდი არასვანობის მიუხედავად. დავინახე როგორ გაეცინა და თავი მისკენ მივატრიალე. -კი მარა შენხარ სვანი თუ მე კესანე? გაოცება ვერ დამალა --ზედმეტად ვარ გადართული სვანებზე ალბათ გადმომედო. -ხო აშკარად. ისევ არასასიამოვნო ტონით მითხრა. ცოტახანს სიჩუმე ჩამოვარდა მე სიჯიუტის გამო არ ვიღებდი ხმას. მაჰრამ ეს სიჩუმე ისევ ლევანმა დაარღვია. -მისმინე კესანე როდესაც წერ, ან უბრალოდ როდესაც გინდა დაწერო რაზე ფიქრობ ამ რა გაიძულებს დაწერო? მისკენ არ მიმიხედავს გზისკენ ვიყურებოდი და ისე ვპასუხობდი. -მასე არ მოდის ყველაფერი. მასე ვერ დავჯდები და ვერ დავიწყებ წერას. წერის სურვილი უნდა გამიჩნდეს, არასდროს ვგეგმავ რომ უნდა დავწერო. არის წამი როდესაც მაწვება ყველაფერი, იდეები მუზები ფანტაზიები რავიცი ყველაფერი რაც მიბიძგებს დავწერო. ან თუნდაც რაიმეს შეგრძნება ან გაცდა. მწუხარება ან ბედნერება. თუმცა ისეც არის ვზივარ მინდა დავწერო მომდის აზრები მაგრამ სიტყვები არა. ამ დროს გავდვარ ხოლმე ჰაერს ვყლაპავ , ცოტას ვსერნობ და მერე ვეძებ საკუთარ თავში სიტყვებს. ვცდილობ ავხსნა ჩემი ემოციები და გრძნობები. -საინტერესო ადამიანი ხარ კესანე. თან ძალიან თუმცა ჯიუტი. -შენზე მეტად არა. წყენა მეტყობოდა ხმაში. -კარგი რა კესანე ნაწყენი ხარ? -არა რა შემატყე? -კი ხარ. ზედ არ მიყურებ და ძალიან მკაცრი ტონით მელაპარაკები. -არაუშავს შენი ტონი უარსი იყო გუშინ. გულში ვფიქრობდი რატომ მადარდებდა მისი ტონი. მიკვირდა კიდეც ასე რომ ვიყავი. ვინ იყო ლევანი ჩემთვის ასე რომ მეწყონა მისი სიტყვები? -აი ხო ხედავ ნაწყენი ხარ. ბოდიში რა არ მინდოდა უბრალოდ ასეთი ვარ ვერ ვზომავ. -ბოდიში მიღებულია. -აუ არ გინდა ჩემ გვარზე დაეწერო? -არა იყოს გამოჩნდება ჩემი სვანი და დავეწერები მის გვარზე. - აჰ ესეიგი გიჟდები სვანებზე ხო? -კი -ძალიან კარგი. ხოდა მოემზადდე უნდა დაწერო. სვანებზე, სვანზე ან თუნდაც ჩემზე. -ხო გითხარი ასე არ შემიძლია -არაუშავს მოხვალ ხასიათზე. მისმინე ახლა ჩემს აგარაკზე ავალთ ასურეთში და ნუ მოკლედ გავერთოთ რა, ხომ მითხარი შეგრძნებები და ემოციები მინდაო ხოდა იქ დაგეხმარები მოგცე ემოციები. თუნდაც მაგისთვის მტელი დრედაღამე დაგჭირდეს. -მოიცა რაა? შენთან ერთად მარტო უნდა ვიყო? -ხო რაიყო მანიაკი კი არ ვარ. ხომ გინდა რომ წარმატებას მიაღწიო? ხოდა დამიჯერე. ჩემი საქმე კარგად ვიცი რასაც ვაკეთებ. ნუ შეგეშინდება გპირდები არ შეგაწუხებ. მოკლედ ბევრი დრო გვაქვს. მითხარი ხომ გინდა საუკეთესო იყო რედაქციაში და დავითის გული მოიგო? -კი მინდა. -ხოდა ახლა გაიღიმე ჩემო კესანე გართობის დროა. მანქანა ერთერთ სახლტან გააჩერა მანიშნა მოვედითო. ეზოში შევედით და ისეთი სილამაზე იყო ყველაფერი სულს აგიფორიაქებდა. ყვავილებით იყო სავსე ეზო თვალი იმ ადგილისკენ გამექცა სადაც ზალიან ბევრი ფერადი კესანეები იყო. იმ ადგილისკენ წავედი და უკვე ვივსებოდი ემოციებით. კესანეები ხომ ჩემი საყვარელი ყვავილი იყო. ვგრძნობდი ლევანი როგორ მიყურებდა შორიდან და ეღიმებოდა. ახლოს მოიწია ძალიან ნაზი და თბილი ხმით მითხრა -კესანე კესანეებში? ყურებამდე ღიმილით ვუპასუხე მას -კესანე კესანეებში! ჩემო საყვარლებო დიდი ბოდიში დაგვიანებისთვის ვერაფრით ვერ მოვახერხე კომპიუტერამდე მისვლა, რახანია დაწერილი მაქვს:((( იმედია მოგეწონებათ ველი შეფასებას <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.