მწვანეთვალება დემონი თავი 9
რაღაცნაირი ღამე იყო -იდუმალი და მშვიდი.ცუდი ამბის წინ რომ სიმშვიდე ჩამოწვება ხოლმე ისეთი. ელენესაც გული ცუდს უგრძნობდა, მაგრამ არ იმჩნევდა. სახლში ჩუმად შეიპარა რუსას არ გავაღვიძებო. მისდაგასაოცრად გოგო სახლში არ დახვდა.არც დაურეკია. ახლა პირიქით აწყობდა კიდეც მარტო დარჩენა. როგორმე უნდა დამშვიდებულიყო. პარიკი მოირგო,მკვეთრი მაკიაჟი გაიკეთა,სხვა ელენედ გარდაისახა, სპეციალურად ამ დღისთვის გამოეწყო და სახლიდან გავიდა.. საათს დახედა, ათი სრულდებოდა. ჯერ კიდევ ჰქონდა დრო. მანქანა გააჩერა და ქუჩაში გადავიდა.საღამოს სუფთა ჰაერი ჩაისუნთქა. მდორედ,უხმოდ მიედინებოდა მტკვარი. თითქოს ისიც კი გრძნობდა რომ საფრთხე ელოდა.ისეთი შეგრძნება დაუფლებოდა როგორც იმ ღამეს. თორმეტის ნახევრამდე დრო ძლივს გაიყვანა. მერე ისევ საჭეს მიუჯდა და ნახევარი საათით ადრე გამოცხადდა შეკრების ადგილზე.იქ მყოფებს თვალი გადაავლო და მანქანიდან გადავიდა.დღეს რაღაც ცოტანი იყვნენ. ომარიც არ ჩანდა ჯერ. ეტყობა აგვიანებდა. ახალგაზრდებში სერგი მოიძია და გვერდით გაიყვანა. -არ მოსულა? -ბიჭმმა თავი გაუქნია უარყოფის ნიშნად. -ნერვიულობ?-ჰკითხა მერე -ცოტას. -მეც ვნერვიულობ. შენ არ ხარ მიჩვეული ასეთ სიტუაციებს და არც ის იცი როგორ უნდა დაუძვრე პოლიციას. ამიტომ ახლა რასაც გეტყვი მომისმინე და კარგად დაიმახსოვრე. არ აქვს მნიშვნელობა იმას ომარი მოიგებს ამ ბრძოლას თუ შენ. წაგებული მიანც შენ დარჩები. რადგან როცა ფინიშს გადაკვეთავ იქ პოლიცია დაგხვდებათ. მას მალე გამოუშვებენ ბიძამისი თურქეთის პოლიციის უფროსია, შენ კი ვერაფერს გიშველით თუ ყველაფერს ისე არ გააკეთებ როგორც გეტყვი. -ამას რატომ მეუბნები სერგი?უკვე მაშინებ თან ძალიან. -ამაღამ პოლიციას გაძლიერებული რეიდები აქვთ და უფრო მეტი ეკიპაჟი პატრულირებს. თურქეთიდან ჰყავთ სტუმრები და პროკურატურაში იმართება მათი მიღება. თქვენ კი როგორც იცი იქ უნდა გაიაროთ.მათთვის თავის დაღწევა რთული იქნება -შენ ეს ყველაფერი საიდან იცი? -ნუ მაწყვეტინებ, ეგ არაა მთავარი.ახლა მთავარი შენი თავისუფლებაა. არ მაინტერესებს წააგებ თუ მოიგებ. შენ მაინც ჩვენი დედოფალი იქნები.ბიჭმა გაუცინა ტუმცა ელენე მიხვდა რომ ეს ნაძალადევი ღიმილი იყო სპეციალურად მის გასამხნევებლად -რატომ მაქვს ისეთი შეგრძნება რომ თითქოს ერთმანეთს ვემშვიდობებით?-მოიწყინა გოგომ -ასე არაა, მოიშორე ეგ ფიქრები თავიდან,ყველაფერი კარგად იქნება თუ დამიჯერებ. -რას აპირებ ?რა გეგმა გაქვს? სერგიმ მაგიდაზე ქალაქის რუკა გაშალა და გასავლელი მარშუტი წითელი ფანქრით მოხაზა. -აი ამ ადგილიდან აიღებთ სტარტს. ამ ლურჯად მონიშნულ ადგილებში პოლიცია დგას. -ეგეც იცი?-ისევ გააწყვეტინა გაოცებულმა გოგომ -როგორ ფიქრობ ასე ცოტანი რატომ არიან? გაეცინა სერგის. -აგენტები მყავს ქალაქის ქუჩებში გაგაზავნილები. ახლა დააკვირდა გოგო რომ მართლაც განახევრებულიყო მანქანების რაოდენობაც და მონაწილეებისაც. -შენ კი ერთი რამე გევალება. აი ამ გვირაბიდან რომ გამოხვალთ მაგ დროს ფრთხილად იყავი,სვლა შეანელე და ომარი წინ გაუშვი.დანარჩენს ყველა თვითონ გააკეთებს. ყველამ იცის თავის საქმე. -რაა?რას მეუბნები?რას აკეთებ? -ამ ერთხელ არაფერი არ მკითხო კარგი და ყველაფერი უსიტყვოდ გააკეთე,გეხმარები როგორ დააღწიო პოლიციას თავი. კარგი ელა? -კარგი. მცირე ყოყმანის შემდეგ დათანხმდა ელენე. ამასობაში დროსც გავიდა და აცნობეს რომ ომარი მოსულიყო. საათს დახედა და დროაო ჩაილაპარაკა. ელენეს მოეხვია, გულში ჩაიხუტა, წარმატება უსურვა და კარავიდან გაუშვა. ელენემ მშვიდად, აუღელვებლად გადაკვეთა გზა და მანქანას მიუჯდა,სერგი ხიდთან დადგა და მონაწილეებს ზემოდან გადახედა,ელენემ თვალი ჩაუკრა, გაუღიმა და ძლიერად ჩასჭიდა საჭეს ხელები. შუქნიშანს ახედა, მწვანე აენთო და მანქანაც ელვის სიწრაფით მოწყვიტა ადგილს. -უკვე წამოვიდა, მზად იყავით.ჩასძახა სერგიმ რაციაში და ყველამ მოძრაობა დაიწყო თავის საქმის შესასრულებლად... -მზად ვარ,- ჩასძახა ქალმა მეორე ბოლოდან და კავშირი გაწყვიტა.. ელენე თავიდანვე დაწინაურდა და წინ გაიჭრა, ბედად გზა თავისუფალი იყო.სერგის მართლაც გაეუმჯობესებინა მისი მანქანის შესაძლებლობები.რამდენიმეგან შეამჩნია ერთი-ორი პოლიციის მანქანა, რომლებიც მაშინვე აეკიდნენ, მაგრამ ქუჩაში განლაგებულმა სერგის ბიჭებმა ჩამოაცილეს. ომარი ნელ-ნელა ეწეოდა და უკვე გვირაბში შედიოდნენ. ამასთანავე პროკურატურას და იქ მოწყობილ ბლოკპოსტს უახლოვდებოდნენ. ელენემ ნელ-ნელა სიჩქარე დააგდო, სერგის გეგმას მიჰყვებოდა.მალე მეტოქე წინაც გაიჭრა.გვირაბიდან რომ გამოვიდნენ სწორედ მაშინ გზა სატვირთომ გადაუჭრა, საბედნიეოდ მოასწრო დამუხრუჭება და ნელა შეეჯახა მას.თუმცა თავი მაინც დაარტყა და გონება დაკარგა. სანამ გონებას ბოლომდე დაკარგავდა ნათლად დაინახა როგორ გამოვარდა მის უკნიდან მისი მანქანის იდენტური მანქანა და ომარს ჩაუდგა კვალში გონს რომ მოვიდა საკუთარ საწოლში იწვა და თავზე რუსა ედგა. მძიმედ გაახილა თვალები და ნელ-ნელა აღიდგინა მომხდარი. წამოდგომა სცადა, მაგრამ გოგომ არ დაანება და უკან დააბრუნა -კიდევ ივლი დიდი სიჩქარით?-გაბრაზებულმა ჰკითხა რუსამ და დოინჯი შემოიყარა. -რა მოხდა?აქ როგორ მოვხვდი?-კითხვა დაუბრუნა მანაც -არაფერი გახსოვს?ავარია მოგივიდა და ვიღაც გამვლელმა შემთხვევით უპასუხა შენს ტელეფონს როცა გირეკავდი და ასე გავიგე. -აა ჰო ახლა გამახსენდა, ვსეირნობდი მანქანით და სატვირთომ გადამიჭრა გზა. -კი არ სეირნობდი დარწმუნებული ვარ ისევ დიდი სიჩქარით მოძრაობდი და საჭე ვერ დაიმორჩილე -გჯერა შენ ეგ?-ჩაეცინა ელენეს -ელე მომისმინე, ვიცი რომ ძალიან მაგარი მძღოლი ხარ და მანქანასაც მაგრად ატარებ მაგრამ შემთხევისგან არავინაა დაზღვეული.ყოველთვის არ გაგიმართლებს. მე რა მეშველება მერე?უშენოდ რა უნდა მექნა რამე რომ მოგსვლოდა?-რუსა გვერდით ჩამოუჯდა მეგობარს და თვალებზე ცრემლი მოადგა. -არ იტირო რაა გთხოვ,ხომ ხედავ არაფერი მომსვლია და კარგად ვარ.გპირდები აღარ შეგაშინებ და აღარც დიდი სიჩქარით ვივლი.ელენემ მეგობრის შესარიგებლად ისეთი სასაცილო სახე მიიღო რომ მეტი აღარ დარჩენოდა მასაც გული მოულბა და ჩაეხუტა -კარგი ახლა წავალ რამეს მოვამზადებ და ვჭამოთ, მთელი ღამე და დღე გეძინა და დარწმუნებული ვარ გეშიება. როგორც კი რუსა ოთახიდან გავიდა ელენე მაშინვე მობილურს დასწვდა და სერგის ნომერი აკრიფა. -შენ დაგეგმე ხომ ყველაფერი ?უსაყვედურა ელემ -სხვა გზა არ მქონდა, რომ მეთქვა შენს მაგივრად სხვა წავა-თქო არ გაჩერდებოდი.მე კი საფრთხეში ვერ ჩაგაგდებდი. ციხისთვის ვერ გაგიმეტებდი.-ხუმორბა სცადა სერგიმ -რამე რომ მომსვლოდა?რომ ვერ მომესწრო დამუხრუჭება?მკლავდი? -შენს შესაძლებლობებში კარგად ვიყავი დარწმუნებული ძვირფასო.რაც შეეხება მანქანას სახელოსნოშია და როცა მოახერხებ წაიყვანე. მიშომ უკვე შეაკეთა -სერგი.. როორ დასრულდა ყველაფერი?ვინ იყო ვინც ჩემს მაგივრად წავიდა იქიდან? -თინანო იჯდა საჭესთან. -მას ხომ პოლიცია დაიჭერდა?დანარჩენებიც მგონი საფრთხეში იყვნენ როცა ჩამომაშორეს პოლიცია. ომარი?ყველაფერი მომიყევი -ეს შენ არ გეხება. დანარჩენებსაც და თინანოსაც ხვალ გამოვიყვანთ. რაც შეეხება ომარს მაშინვე დატოვა იმ ღამესვე განოფილება. განაცხადა წვეულებაზე მოვდიდი ბიძაჩემთანო და ასე სწრაფად იმიტომ მოვდიოდიო. -არაკაცი. გამოსცრა კბილებში ელენემ..-თინანოსიც როგორ მერიდება ჩემს გამო თავი საფრთხეში ჩაიგდო -რომ გამოვა მადლობა პირადად გადაუხადე, ახლა მნიშვნელოვანი საქმე მაქვს.მიშოსთან ვარ და რაღაცაზე მეძახის. აბა დროებით ელე და გამოჯანრთელდი.იცოდე რომ მე შენც გვერდით ვარ და ძმად მიმიღე -ჩემი ძმა... ძმა რომელიც არასოდეს მყოლია ჩაილაპარაკა ელემ და კიდევ ერთხელ გადაუხადა ბიჭს მადლობა.მერე ტელეფონი საწოლზე მიაგდო და რუსასთან გავიდა სამზარეულოში.... სერგის კი რა დაასვენებდა, ახალი აფიქრალი გაუჩნდა. საკუთარ თვალებს არ უჯერებდა ვერც ის და ვერც მიშო რაც ელენეს მანქანის საბარგულში აღმოჩნდა. -დავიჯერო ეს ელენესია? -არა მგონია მიშო.იმ დღით მანქანა ჩვენ არ გვყავდა. შევამოწმეთ და საეჭვო არაფერი იყო.რაღაცაშია საქმე. ვიღაცას უნდა რომ ელენე შარში გახვიოს -ვიღაცას?-ეჭვით დაეკითხა მიშო. -იქნებ ომარი იყო?მას ჰქონდა ყველაზე მეტი მიზეზი რომ ეს გაეკეთებინა -ამას ვერ დავიჯერებ, ნუთუ აქამდე დაეცა ეს ბიჭი. -ყველაფერი ხდება სერგი და ადამიანები იცვლებიან. -ესეგი იმ ღამეს ელენე შემთხვევით გადარჩა,რომ დაეჭირათ ამდენი ნარკოტიკით ალბათ სამუდამო პატიმრობა გარანტირებული ჰქონდა.. -უბრალოდ გაუმართლა.წარმოგიდგენია ეს რამდენია? -მოდი ჯერ არავისთან არაფერი წამოგცდეს. ეს გაანადგურე და გააკვიე ვის მიუწვდებოდა ხელი იმ ღამით ელენეს მანქანაზე.მე პოლიციაში მივდივარ მივხედო იმათ.ადვოკატი მივუყვანო და მერე მეც მოგეხმარები. აბა დროებით ძმაო. ბიჭებმა მეგობრულად ჩამოართვეს ხელი და ერთმანეთს დაემშვიდობნენ. იმ ღამით დატრიალებულმა ამბებმა პროკურატურაში გადატრიალება მოხადინა. აგორდა სკანდალი რომ ჩვენმა პოლიციამ თურქეთის პოლიციის ძმისშვილი უკანონოდ დააკავეს და სპეცოპერაციის ხელმძვანელებს საყვედური გამოეცხადათ პირად საქმეში.გაბრაზებულებმა დატოვეს სამინისტრო და სამსახურში გაემართნენ -არ მჯერა რომ ისევ ჩვენ გამოვედით დამნაშავეები და საყვედურიც კი მივიღეთ,ფუ ამისი... შეიგინა ბექამ -თურმე უნდა გვცოდნოდა ვინ იყო. ეგეც არ მყავდეს ჰოლივუდის ვარსკვლავი. როგორ ვერ იცანითო...საიდან უნდა მცოდნოდა ვინ იჯდა ქართული ნომრებით მოძრავ მანქანაში, რომელიც ქალაქის ქუჩებში ორასით დაქროდა. -არანაკლებ ცხარობდა ირაკლიც -არადა როგორ მქონდა იმედი რომ დავიჭირეთ. მაგრამ არაუშავს ის გოგო ხომ გვყავს?კიდევ რამდენიმე ბიჭიც ხომ დავაკავეთ?დაკითხვაზე მივიდეთ დარწმუნებული ვარ რაღაც იციან... აქაც იმედი გაუცრუვდათ.გოგო ცნობილი რალისტი აღმოჩნდა და გირაოს საფუძველზე გაანთავისუფლეს წინასწარი დაკავების იზოლატორიდან.მასთან ერთად დანარჩენებიც. უბრალო ჯარიმით დააკმაყოფილდნენ. -რა გამოდის რომ ისევ არაფერი გვაქვს და ნულიდან ვიწყებთ?-იმედგაცრუებულმა ჩაილაპარკა ირაკლიმ. -ნამდვილად ასეა, მაგრამ არ მოვეშვები ამ საქმეს და არც მაგ გოგოს.სასწრაფოს ქვემოთ პროგრამისტებთან, ქუჩის კამერებს უნდა გადავხედოთ. ბექამ კაბინეტის კარი გამოაღო და ირაკლის ანიშნა წამოდიო, იმედს არ კარგავდა დარწმუნებული იყო რომ რაღაცას მაინც იპოვიდა.. - რომ დავაკავეთ მაგ მანქანის მოძრაობის მარშუტი უნდა განსაზღვრო და გვაჩვენო. ვეძებთ ყველაფერ საეჭვის რაც კი იმ დროს იმ ადგილებში მოგვეჩვენება. -რა თქმა უნდა ბატონო ბექა.უპასუხა მან და საქმეს შეუდგა. -მართალი ხარ ძმაო, ასე ციდან ვერ ჩამოვარდებოდა ეს მანქანა, საიდანღაც ნამდვილად გამოვიდა და ასევე იმ თურქი ბიჭის მანქანაც უნდა შევამოწმოთ. შენ...მიუბრუნდა მეორე პროგრამისტს ირაკლი. ამ მანქანის მოძრაობის მარშუტზე იმუშავე..უთხრა და მანქანის სერია და ნომერი მაგიდაზე დაუდო... თითქმის მთელი დღე გაატარეს ისე რომ ვერაფერს მიაგნეს. ის იყო იმედი გადაეწურათ რომ მოულოდნელად ბექამ იყვირა -გააჩერე გააჩერე. ამ ქუჩის კამერა ნახე..აი აქ...თითქი დაადო ეკრანზე და სამივე მიაჩერდა -ნახე ავარიაა და ამის სესახებ არავის არაფერი განუჩხადებია. -მართალი ხარ ბექუს ძმაო. აბა სასწრაფოდ ავტომანქანის ნომერი და მფლობელი დაადგინე. -მოიცა კიდევ არის რაღაც. აი რამდენიმე წამით უკან გადაახვიე.ეს იმ თურქის მანქანააა და აქ ამ ავარიის სემდეგ ისეთივე მანქანა ჩნდება ასპარეზზე. -სატვირთოს მძღოლი უნდა დავკითხოთ ბევრ რამეს მოჰფენს ნათელს. ჩვენ წავედით და გზასი დაგვაწიე ინფორმაცია. მიმართა პროგრამისტს ბექამ და იქაურობა დატოვა.. სატვირთოს მძღოლი ახალგაზრდა ოცდაათ წლამდე ასაკის მამაკაცი აღმოჩნდა. მის მისამართზე მალე მივიდნენ,სახლში მხოლოდ მისი მეუღლე დახვდათ. ქალმა კარი რომ გაუღო და გაიგო ვინ იყვნენ ჯერ ფერი გადაუვიდა სახეზე და შეშინდა, მაგრამ რომ გაიგო მისთვის მხოლოდ კითხვები უნდა დაესვათ რაღაც საკითხთან დაკავშირებით ცოტა დაწყნარდა -ხომ ნამდვილად არაფერი ემუქრება?-ეჭვით ჰკითხა ქალმა -არა ქალბატონო უბრალოდ მასთან გასაუბრება გვინდა.რამდენიმე კითხვას დავუსვავთ და წამოვალთ,-უპასუხა ბექამ -თავის სახელოსნოში იქნება.ახლავე დაგიწერთ მისამართს.-ქალმა უჯრიდან ბლოკნოტი ამოიღო და მისამართი წააწერა. მერე მათ მიაწოდა. ბექამ ჯიბეში ჩაიკუჭა და ფეხზე წამოდგა წასასვლელად მოემზადა, ქალს დაემშვიდობნენ და ქუჩაში გამოვიდნენ. მანქანაში რომ ჩასხდნენ მაშინ დაურეკა პროგრამისტებმა და ინფორმაცია მიაწოდეს მრბოლელი ქალის შეასახებ. -მოდი მე სახელოსნოში წავალ და შენ მასთან წადი, გავიყოთ დროს მოვიგებთ.-შესთავაზა ბექამ -კარგი.მაგრამ ჯერ განყოფილებაში მიგიყვან,შენ მანქანაზე გადაჯექი დ იმით წადი -აქვე გააჩერე კაცო და ტაქსით წავალ რა პრობლემაა, ხო არ შემჭამენ?- გაეცინა ბექას -როგორც გინდა.-აჰყვა ირაკლიც და გაჩერებასთან შეაჩერა. დაელოდა როდის ჩაჯდებოდა გელოვანი ტაქსში და მერე თვითონაც დაძრა მანქანა ადგილიდან.... მშვიდი შაბათ-კვირის შემდეგ გოგოები ისევ დაუბრუნდნენ ძველ საქმიანობას და სამსახურს. უამრავი საქმე დაგროვილიყო და მთელი დღე ვერ მოახერხეს კაბინეტიდან გასვლა. საღამოს დააღწია მხოლოდ თავი ელენემ რუსას და დანარჩენებს და მაშინვე მანქანის წამოსაყვანად გავარდა.. -მიშო მოვედიი, დაიძახა ხმამაღლა როცა სახელოსნოსი შევიდა, მაგრამ ვერავინ შეამჩნია. -აქ ვარ. სადღაც სიღრმიდან მოისმა მისი ხმა და ბოლოს ისიც გამოჩნდა. მანქანის ქვეშიდან გამოძვრა. ლურჯი კომბინიზონი ჩაეცვა და ერთიანად ამოსვრილიყო მტვერსა და მაზუთებში -როგორ ხარ?-მიესალმა ელენე -შენ როგორ ხარ ჩემო ყოჩაღო გოგო?ძალიან ხომ არ შეგაშინე იმ საღამოს? -ძალიან არა, რომ გეთქვა უფრო უკეთესი იქნებოდა და უფრო მეტად მოვემზადებოდი -სერგიმ ასე ისურვა შენი ჯიუტი ხასიათის გამო. -გაეცინა ბიჭს -გადარეულები ხართ, ჩემს გამოთქვენც საფრთხეში ჩაიგდეთ თავი. -ეს არაფერია, იცოდე ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს ოჯახზე. და კიდე იცოდე ეს ამბავი არავინ არ უნდა გაიგოს, მითუმეტეს ომარმა -რატომ? -რაღაცეები გვაქვს გასარკვევი და რომ გავარკვევთ ყველაფერს აგიხსნით და მოგიყვებით -კარგი და აბა სადაა ჩემი ბიჭი?როგორაა? -გარეთ დგას. გაახედა ეზოში.თვალი რომ შეავლო მის მანქანას ძველებურად ამაყად მდგომს და დაუზიანებელს ჩაეღიმა და მოეხვია -სუპერ ბიჭი ხარ შენ. -კარგი კარგი თორემ ახლა ჩემი მეუღლე რომ შემოვიდედა დაგვინახოს ვერც ერთი ვერ გადავურჩებით. გახუმრება სცადა ბიჭმა მისი მეუღლე არა მაგრამ კარში მართლაც გამოჩნდა უცნობი და რაც უფრო უახლოვდებოდა მათ მით უფრო მეტად უფართოვდებოდა ელენს თვალები. -მოგესალმებით ყველას.თავი დაუკრა ოდნავ იქ მყოფებს უცნობმა და ელენეს მტრული მზერა სტყორცნა. -გამარჯობათ ქალბატონო ელენე,აქ ნამდვილად არ გელოდით. -არც მე ბატონო გამომძიებელო. დაბნეული მიშო ხან ერთს შეხედავდა და ხან მეორეს და ვერ მოეფიქრებინა რა ექნა. -შეიძლება გავიგო აქ რას აკეთებთ? -ეს დაკითხვას ნიშნავს თუ უბრალო ცნობისმოყვარეობას მივაწერო?კითხვა დაუბრუნა გოგომ -როგორც გინდათ ისე ჩათვალეთ, -მანქანის საბურავები დამიზიანდა და ეს სახელოსნო მომასწავლეს.ქალაქში ერთ-ერთი საუკეთესოაო მითხრეს.მინდა გითხრათ რომ მართალი ყოფილა და აღფრთოვანებული ვარ მათი მუშაობით.-ელენე ცდილობდა ღიმილს იქით დაემალა ის შიში რაც გელოვანის მოულოდნელი შეხვედრით იყო გამოწვეული.მიშო კი მის გვერდით დაბნეული და აწურული იდგა. -კარგით მე დაგტოვებთ. თქვენ კი მიხედეთ თქვენს საქმეს.ნახვამდის ბატონო გამომძიებელო. კარგად მიშო. ორივეს ოდნავ შესამჩნევად გაუღიმა და ნელი, გრაციოზული მოძრაობით დატოვა სახელოსნო. ან საიდან შეძლო ამდენი და თავის ასე ხელში აყვანა თვითონაც უკვირდა,არადა ერთი სული ჰქონდა რომ გაქცეულიყო და უკან მოეტოვებინა ეს ყველაფერი.. სწორედ მაშინ როცა ელენა მანქანაში ჩაჯდა ბექას ტელეფონმა დაურეკა.. -გისმენთ..დიახ..რაა?დარწმუნებული ხარ? -გააფთრებული მზერა სტყორცნა ელენეს მანქანას და მის ნომრებს და კბილები ძლიერად დააჭირა ერთმანეთზე.-ოღონდ ეს არა.-გაიფიქრა გულში.მერე ძალა მოიკრიბა და საუბარი განაგრძო -ეს ამბავი არავის უთხრა. მე და შენს გარდა არავინ უნდა იცოდეს. როცა საჭირო გახდება თვითონ განვაცხადებ.-გასცა ბრძანება და საუბარი დაასრულა. -ჩვენ ბევრი გვაქვს სალაპარაკო ბატონო მიხეილ და ვფიქრობ რომ რთული საუბარი გველის წინ. აბა მზად ხარ?...მკაცრი სახით ჰკითხა და ირგვლივ მიმოიხედა რომ სადმე დასაჯდომი ენახა მის დასაკითხად... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.