შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მწვანეთვალება დემონი თავი 7


21-10-2017, 13:07
ავტორი katiusha
ნანახია 4 266

უცებ ვერ გაიაზრა რა ხდებოდა მის თავს და რა დაატყდა ასე მეხივით. გონს მოსასვლელად დიდი დრო არ დასჭირვებია.ჯერ იფიქრა დავუთმობ ქალია და ისევ იმ ამბის ზემოქმედების ქვეშაა და ასე უფრო დავაშოშმინებო, მაგრამ რომ მიხვდა გოგო ძალიან იყო გაბრაზებული და ასე მარტივად შეიძლება არ გამოსულიყო თვითონაც აფეთქდა,ფეხზე წამოხტა. კონვერტი ხელიდან გამოსტაცა და ირონიულად ჰკითხა გაცეცხლებულს
-ჩემთან მოხვედით ქალბატონო ელენე?
-შენ ვინ გგონია საკუთარი თავი?რამდნეის უფლებას აძლევ თავს?ყვიროდა ისევ
არც რუსას და არც ირაკლის არ უფიქრიათ მათ შორის ჩAდგომა და გაშველება, მეტიც ბიჭმა გოგოს ხელი დასტაცა და კაბინეტიდან გაიყვანა თითქმის ძალით.კარი რომ გაიხურა რუსამ ერთი კი გაიბრძოლა უკან დასაბრუნებლად
-რა აკეთებ?ერთმანეთს დახოცავენ?უნდა შევიდე. -ირაკლი წინ გადაუდგა და გზა გადაუღობა
-იქნებ ასეც უკეთესია. წამოდი დავანებოთ თავი. იყვირებენ, დალეწავენ რაღაცებს და მერე დამშვიდდებიან. ბიჭს თავისი ინტერესები ჰქონდა გოგოსთან დაკავშირებით და ყავის დასალევად კაბინეტში წაიყვანა.რუსამ ერთი კი შეხედა წარბის აწევით მაგრამ ბიჭი ისე მომხიბვლლად უცინოდა რომ დათანხმდა და უკან აედევნა
-დამშვიდდიარ ვიკბინები ნუ ხარ ასე დაძაბული. ორი ყავა დაავალა მდივანს და კარი გააღო გოგოს პიველი შეატარა თვითონ კი უკან მიჰყვა...

-დამშვიდდით ქალბატონო ელენე. დაბრძანდით და მშვიდად ვისაუბროთ თორემ ასე არაფერი გამოვა.ისევ ბექამ დათმო დასავარძელში დაბრუნდა
-მამშვიდებს კიდეც?ხომ გითხარი განყოფილებაში არ დამიბარო არ მოვალთქო?ისევ ცხარობდა გოგო
-და მაინც თქვენ აქ ხართ . გაეცინა ბიჭს
მისი სიმშვიდე ნელ-ნელა ელენესაც ედებოდა და მომნუსხველად მოქმედებდა. გრზნობდა ბიჭის ველურ მზერას და თვითონაც ფორიაქდებოდა, დათმობა მაინც არ უნდოდა. მერე სხვა გზა რომ არ დარჩა დამორჩილდა და თვითონაც მის წინ დაჯდა.
-კარგით ახლა მე მომისმინეთ ცოტა ხანს. ვიცი რომ ზედმეტი მომივიდა და ჩვენი ნაცნობობა ცუდად დაიწყო, და ყოველ შეხვედრას რაღაც ახლავს თან , მაგრამ მეც ხომ შეიძლება გამიგოთ?მე არ ვთვლი რომ თქვენთვის ბოდიში მაქვს მოსახდელი და ვთვლი რომ არაფერი დამიშავებია. მაგრამ მიანც მოგიხდით ბოდიშს. დავივიწყოთ ყველაფერი და ახლა როგორც გამომძიებელს გთხოვთ დამეხმაროთ რომ ჩემი საქმე შევასრულო, უბრალოდ მომეცით ჩვენება და გპირდებით რომ აღარასოდეს შეგაწუხებთ და აღარც ჩვენი გზები გადაიკვეთება. ბექა ისეთი სიმშვიდით ლაპარაკობდა რომ ელენეც ნელ-ნელა საბოლოოდ დამშვიდდა და როცა მისგან ბოლო სიტყვები მოისმინა აღარასოდეს გადაიკვეთება ჩვენი გზებიო რაღაცნაირად გულის სიღრმეში თითქოს ეწყინა.
-მეც არ მსიამოვნებს ეს სიტუაცია, მაგრამ ეს ჩემი პროფესიის ნაწილია და ამას გვერდს ვერ ავუვლით.
-კარგით, მხოლოდ იმიტომ რომ მართლა გადამარჩინეთ იმ დღეს, რაც შეეხება კოცნას და ბოდიშს ბოდიში მიღებულია, მაგრამ პასუხს მიანც მოგთხოვთ მაგაზე. გამოსცრა მაინც
-უცნაურია რომ გამომძიებელს ემუქრები. გაეცინა ბიჭს.-ანუ მაინც მოგვიწევს შეხვედრა რადგან გინდათ რომ პასუხი მაგებინოთ იმ მოპარული კოცნებისთვის. მე კი ვფიქრობდი რო აღარასოდს შევხვდებით-თქო.ბიჭმა თითები ერთმანეთსი ახლართა, მაგიდას დაეყრდნო და მისკენ გადაიხარა
-საქმეზე გადავიდეთ. საუბრის გადატანა სცადა ელენემ
ჩვენება მისცა, ხელი მოაწერა. საბოლოოდ გადაიკითხა, მერე გელოვანს წინ დაუდო და ფეხზე წამოდგა, კარში რომ გადიოდა ბიჭის სიტყვები მოესმა
-ეცადეთ შარს თავი აარიდოთ ქალბატონო ელენე, რომ კიდევ არ გადავეყაროთ ერთმანეთს თორემ შენთვის მომიწევს კიდევ ერთი კოცნის მოპარვა.
-იდიოტი, არც მობრუნებულა უკან ისე ჩაილაპარაკა მის გასაგონად და კარი გაიჯახუნა.

გელოვანმა ელენეს შემოტევას გაუძლო და უფრო მეტიც თითქოს მოათვინიერა გაცეცხლებული გოგო, მისგან ჩვენებაც აიღო, საქმეც დახურა და კმაყოფილი დარჩა. მაგრამ აი სულ სხვაგვარად წარიმართა საქმე რუსასთან და ირაკლისთან, ჯერ მშვიდად საუბრობდნენ, მაგრამ მერე ბიჭის ირონიულმა ტონმა გოგო მიახვედრა რომ მისგან სერიოზულ რამეს არ უნდა დალოდებოდა და მისთვის როგორც გასართობზე ისე ფიქრობდა. ამის გააზრებამ ისე გამოიყვანა წყობიდან გოგო ელენე მონაგონი იყო, რაც ხელში მოხვდა ყველაფერი დაამტვრია და ნერვებმოშლილი გამოვარდა იქიდან...
-რა მოხდა ძმაო?შენ რაღა სახე გაქვს?ჰკითხაბექამ როცა ირაკლი მასთან დაბრუნდა
-არაა არც ერთი არაა ნორმალური.მგონი გიჟები ახლა გარეთ დადიან და ფსიქიატრიულში ჭკვიანები დარჩნენ.
-აღარ მეტყვი რა მოხდა?
-წავიყვანე კაბინეტში მშვიდად ვისაუბრებთ, უფრო ახლოს გავიცნობთ ერთამენთს, მასზე რაღაცეებს გავიგებ-თქო და თავზე დამამხო მთელი კაბინეტი..
გელოვანმა ხმამაღლა გადაიხარხარა და ირაკლიც აიყოლია.
-ხედავ მე დამცინოდი და შენ უარესი შეგხვდა... მაინც რა უთხარი ასეთი?
-ისეთი არაფერი...
-დავიჯერო?-ეჭვით შეხედა ბიჭმა
-ხო კარგი. ვსაუბრობდით და ზედმეტი წამოვროშე მგონი... ვუთხარი სიამოვნებით გავატარებდი თუნდაც ერთ ღამეს შენთან თქო,რომ ვიცოდე მაგისთვის მომკლავდნენ მეორე დღეს თქო და აფეთქდა და რა აფეთქდა
-რას ელოდი შე უტაქტო?გოგოს პოირდაპირ უთხარი შენთან სე..ი მინდაო და ასე მშვიდად მიიღებდა?
-ნუ რა ვქნა ეხლა თუ მიყვარს ქალები?მაინც არ გავუშვებ ხელიდან...
-აკი ქალღმერთიაო ჩემიო?
-ეგ იმას არ ნიშნავს რომ მასთან ურთიერთობა არ მინდა
-ირა ირაა. არ შეიძლება ყველა გოგოს მოექცე და ისე შეხედო როგორც მსუბუქი ყოფაქცევის ქალს. იცოდე გამოჩნდება ვიღაც ვინც მაგ კისერს მოგატეხავს და გაღიმებულს დაგტოვებს. მე კი ეჭვი მაქვს რომ უკვე გამოჩნდა..ჩაეცინა ბექას დაა წამოდგა.-ეგ შენი ქალღმერთი იქნებაა ეს გოგო დამიჯერე გული მიგრძობს
-შენც დამამშვიდე რააა. შეურღინა ბექამ და უკან აედევნა მეგობარს.. სამუშაო დღის ბოლო ნამდვილად დამღლელი გამოდგა მათთვის და გასართობად წასვლა გადაყვიტეს...

**************
დასამშვიდებლად გოგოებს სახლში წასვლა ნამდვილად არ მოუხდებოდათ, კარგად იცოდენენ ეს და ამიტომ ელენემ შესთავაზა წამო ცოტა ფეხით გავისეირნოთო. რუსას სიამოვნებით დათანხმდა.მანქანა სადგომზე გააჩერეს და ფეხით ჩაუყვნენ ქუჩას. ზაფხულის მშვიდი საღამო იყო, პრინციპში ღამე უფრო ეთქმოდა. ჯერ ჩუმად მიდოდნენ, ორივე ჩაფიქრებულიყო. არც ერთს არ უნდოდა საუბრის დაწყება. ვინ იცის რას ფიქრობდნენ ახლა ან რა ტკივილი ჰკლავდათ/
-რუუს რაღაც უნდ აგკითხო. დაიწყო ელენემ
-გისმენ. ოღონდ იმ ბიჭზე არა კარგი.
გოგოები სკვერში ჩAმოსხდნენ
-რატომ არ გაქვს ურთიერთობა შენს ოჯახთან?
რუსამ გაკვირვებულმა შეხედა, მერე დადარდიანდა და სივრცეს გაუშტერა თვალი.
-შენს გამო...
ელენემ კიდევ უფრო დამნაშავედ იგრძნო თავი. ისედაც ფიქრობდა რომ რუსამ მის გაო ბევრი დაკარგა და და ბევრი დათმო.
-შენთან რაღა მოხდა იმ ღამეს?რატომ წამოხვედი ჩემთან ერთად?
-მე არ შემეძლო შენი დატოვება ელე... იმ მდგომარეობაში სახლში რომ მიგიყვანე და დედაჩემმა სახლის კარი არ გააღო მაგასთან ერთAდ არ შემოგიშვებო მივხვდი რომ მეც არ უნდა შევსულიყავი. როცა წინააღმდეგობა გავუწიე არჩევანის წინაშე დამაყენა ან შენ უნდა ამერჩიე ან ისინი. მე შენ აგირჩიე.
-კი მაგრამ ისინი ხომ შენი ოჯახის წევრები არიან?
-როგორც ჩანს არა...გეყოს ახლა ამაზე საუბარი ისედაც რაღარცნიარი დღე იყო და უარესად არ მინდა გავღიზიანდე,
-შენ რატომ ხარ გაბრაზებული
-იმ იდიოტმა ირაკლიმ მომიშალა ნერვები. არა როგორ გამიბედა საყვარლობა როგორ შემოთავაზა. ელენემ პირი დააღო გაოოცებისგან.
-ხო ასე იყო ასე. ეც ავდექი და რაც ხელში მომხვდა ყველაფერი თავზე დავალეწე.
-ჩემი გიჟი გოგო,- გაეცინა მას და მეგობარს მოეხვია..

მომდევნო დღეები სამსახურში გაატარეს ორივემ. საქმე ბევრი ჰქონდათ და კვირის ბოლომდე თავი ვერსად ვერ გაყვეს.ელენეც დიდი ხანი იყო რაც რბოლაზე არ წასულა.არადა ისე მოენატრა იქაურობა და იე უნდოდა ერთხელ კიდევ შეეგრძო ექსტრემი რომ სული აუფორიაქდა. სერგის რომ დაურეკა ბიჭს გაუკვირდა სად დაიკარგეო ჰკითხა. უთხრა რომ საღამოს მივიდოდა. შეხვედრის ადგილი შეეეცვალათ. გაუკვირდა მაგრამ აღარაფერი უკითხავს. გვიან რუსას უთხრა რომ საქმე ჰქონდა, გოგო სახლში დატოვა და შეცვლილი საჭეს მიუჯდა... ამჯერად ქალაქის მეორე ბოლოში მივიდა. ყველას მონატრებოდა.მაშინვე შემოეხვივნენ და თბილად მოიკითხეს. სერგი არ ჩანდა. თვალებით ეძებდა მას და ბოლოს ისიც დაინახა მის კარავთან. ვიღაცას ესაუბრებოდა.უცნობი მამაკაცი ზურგით იდგა და ვერ ხედავდა მის სახეს. ბოლოს სერგიმაც შეამჩნია და ხელი დაუქნია გოგოს აქ მოდიო.
-გაიცანი ჩვენი მეგობარია თურქეთიდან- ომარი. ომარ ეს ელაა, ჩვენი დაუმარცხებელი წარუდგინა ერთმანეთს სერგიმ. გოგოს გაუკვირდა როცა ბიჭი აქცენტიანი ქართულით მიესალმა და გაუღიმა კიდეც
-დაუმარცხებელი? -იკითხა და ელენემ თითქოს ირონია შეამჩნია მის ხმაში
-დიახ თავი დაუქნია. -სერგიმაც კი ვერ მაჯობა. გაეღიმა გოგოს
-მაშინ ამაღამ ჩვენ უნდა შევხვდეთ.გამოიწვია სტუმარმა.
-არა, არ შეიძლება, მას ტრასები კარგად არ იცის. უარი განაცხადა სერგიმ
-აბა როგორი დაუმარცხებელია?გამოიწვია ბიჭმა. ელენეს უკვე მოთმინება ელეოდა. სერგის უარი ყურად არ მიირო, მაშინვე თეთრი ხელსახოცი ესროლა ბიჭს, ეს რბოლაში გამოწვევას ნიშნავდა.
-არა ელა, დამიჯერე დღეს არა. გვერდით გაიყვანა და უჩურჩულა ბიჭმა. შეშინებული ჩანდა
-კი სერგი, დღეს რბოლა იქნება, აბა ბიჭებოო მოემზადეთ, იყვირა ელამ და ომარს გაცოფებული თვალები მიაპყრო.
-ჯანდაბა, მიწას ამოჰკრა ფეხი სერგიმ და გოგოს უკან აედევნა. მანქანაში რომ ჯდებოდა მაშინ დაეწია. შეაჩერა და თავისკენ მოატრიალა
-ელა იქნებ დაფიქრდე, თქვი უარი ამ შეჯიბრზე.ის ძალიან ძლიერია და შენს მანქანზე უფრო ძლიერი მანქანა ჰყვს.
-ასე ჩემს მანქანაზე ძლიერი მანქანა სხვებსაც ჰყავს, მაგრამ მაინც ვერავინ მომიგო. გაბრაზებულმა მიუგო გოგო. ფიქრობდა რომ სერგიას უბრალოდ მამაკაცური თავმოყვარეობა არ უშვებდა მასზე წინ წასულიყო ამ მოგებით ხომ ის უკვე აღიარებული ჩემპიონი ხდებოდა და სერგისაც კი გაუსწრებდა
-ელ, აქ იმაში არაა საქმე რომ შენ ჩემზე მეტი რბოლა გექნება მოგებული და მე გამასწრებ. უბრალო შენ ის გზა არ იცი და თან ომარიც ბინძურ ილეთებს არ ერიდება ხშირად იყენებს როცა ხვდება რომ შეიძლება წააგოს
-მაშინ მომეცი უფლება დავანახო რას ნიშნავს ქართული სტუმართმოყვარეობა. გაეცინა გოგოს
-ამდენ ხანს რას ფიქრობთ? დაიძახა ომარმა, უკვე სტარტზე იდგა
-ელა. შეაჩერა სერგიმ.-დღეს შენი მანქანით არ წახვალ. აიღე გასაღები.
-რას აკეთებ?გაუკირად გოგოს როცა ბიჭმა თავის მანქანის გასაღები მისცა.
-დამიჯერე ასე აჯობებს. ჩვენ მანქანები ერთად ავაწყვეთ სპეციალურად იმ დღისთვის როცა ერთმანეთს შევეჯიბრებოდით, როგორც ჩანს დღეს ეს დღე დადგა მაგრამ მას შენ უნდა შეეჯიბრო. ამიტომ არანაირი სურვილი არ მაქვს რამე უპირატესობა ჰქონდეს მას
-დარწმუნებული ხარ?-ჰკითხა საბოლოოდ ელენემ
-შენ? -დაუბრუნა კითხა
-კი. დაუქნია თავი
-მაშინ წარმატებას გისურვებ ჩემო გოგო. მხარზე ხელი მეგობრულად მოხვია ბიჭმა, თავისი მანქანის კარი გაუღო და გზა დაუთმო
-ახლოს არ მოუშვა იცოდე და მოსახვევბში გარედან შედი. შიდა მხრიდან არ დაუდგე თორემ სადმე ამოგაყირავებს. ბოლოჯერ გააფრთხილა ბიჭმა და მისთვის განკუთვნილი ადგილი დაიკავა...
სტარტზე დადგნენ და ნიშანის მოლოდინში ძრავებს ახურებდნენ. სერგის დარიგება არ დავიწყებია. როგორც კი ადგილიდან დაიძრნენ მაშინვე წინ გაიჭრა და გზის გარე მხარე დაიჭირა. სიჩქარეს არ ზრდიდა სპეციალურად, ამასობაში მოწინააღმდეგეც წამოეწია. მეტიც გასწრება სცადა და მანქანას გვერდი მიარტყა. ელენემ სიჩქარე დაკარგა მაგრამ გზიდან არ გადაუხვევია. ბიჭი წინ გაატარა და ახლა უკან ამოუდგა,
-გაჩვენებ სეირს. ბინძური წესებით მარტო შენ არ შეგიძლია სიარული. უკნიდან წამოეწია და მის მანქანას მიარტყა.
-სერგის კარგად უსწავლებია შენთვის წესები პატარა, გამოსცრა ბიჭმა და სიჩქარეს მოუმატა. ელე უკვე საკმაოდ ჩამორჩა, ახლა უკვე დახვეულ გზაზე შედიოდნენ,. პირველივე მოსახვევი შიგნით მხრიდან გაიარა. მერე კი გზის გარე მხარეს დადგა და სიჩქარე აკრიფა. გამაძლიერებელი ჩაურთო მანქანას და ნელ-ნელა წამოეწია ომარს.ბიჭი სხვადასხვა მანევრებს აკეთებდა რომ წინ არ გაეშვა გოგო.რატომღაც ეგონა რომ გოგო შიდა მხრიდან მოინდომებდა გასწრებას და იმ მხარეს გააკეთაა აქცენტი. თითქმის გამარჯვებული ეგონა თავი როცა ელენემ გარე მხრიდან ჩაუქროლა და შუა თითი დაანახა მოწინააღმდეგეს.
მორიგი გამარჯვება იმ ღამით იქვე აღნიშნეს კოცონი დაანთეს და ლუდის საღამო მოიწყეს. მუსიკა ხმამაღალზე ჰქონდათ ჩართული და ზოგი ცეკვავდა კიდეც. ელაც ჩაითრიეს საერთო მხიარულეაში.
-სად იპოვე ეს გოგო?ჰკითხა ომარმა სერგის, ისინი კოცონთან ისხდნენ და ლუდს მიირთმევდნენ
-თვითონ მოვიდა ჩვენთან,
-და არ შეგიმოწმებია ვინააა?გაუკვირდა ბიჭს.-იქნებ ჯაშუშია
-არა,მაგ მხრივ გადავამოწმეთ და შემოგზავნილი არაა...
-ეგ გოგო ჩემი უნდა გახდეს. ამაღამ. გამოსცრა ბიჭმა
-არა ომარ. ჩათვალე რომ ეგ არ გითქვამს და არც მე არ გამიგია. მას ხელს ვერ დაადებ, ჩათვალე რომ ის ჩემი დაა.
-ასე რატომ ხარ?გიყვარს?
-უკვე გითხარი რომ ჩათვალე ის ჩემი დაა-თქო და მორჩა. უხეშად უპასუხა სერგიმ და წამოდგა.-წამოდი შენს საწოლს გაჩვენებ უკვე გვიანია, ესენი შეიძლება მთელი ღამე აქ იყვნენ. მათ ნუ უყურებ შენ.
ორივე წამოდგა და სერგიმ ბიჭი თავის კარავისკენ წაიყვანა. მისი საწოლი დაუთმო, თვითონ მანქანში დაძინებას აპირებდა. მოცეკვავე წყვილებს რომ ჩაუარაეს ელას ომარმა ჩასისხლიანებული თვალებით შეხედა და გაიფიქრა.-
-ამჯერად ვერ დაგიჯერებ სერგი. ის ჩემი უნდა გახდეს....

*************



№1 სტუმარი სტუმარი ქეთი

თუ ასე ინტენსიურად გააგრძელებ დადებას, დავიწყებ კითხვას. ძალიან მაინტერესებს, თანაც პირველი სამი თავი წაკითხული მაქვს. ნაგრამ თუ ისევ დაიკარგები, მომიწევს ბოლო თავამდე დალოდება:დ. მინდა დიდი ხნით არ დაიკარგო, მინდა წავიკითხო. იმედია ხელი არ შეგეშლება და ახალ თავებს ხშირ-ხშირად დადებ❤

 


№2  offline წევრი katiusha

ყოველდღე თუ ვერ შევძელი კვირაში ერთხელ მაინც შევძლებ ან ორჯერ დადებას
კომპიუტერი აღარ მაქვს და მაგიტომ ვერ ვდებ ასე ხშირად

 


№3 სტუმარი სტუმარი ქეთი

katiusha
ყოველდღე თუ ვერ შევძელი კვირაში ერთხელ მაინც შევძლებ ან ორჯერ დადებას
კომპიუტერი აღარ მაქვს და მაგიტომ ვერ ვდებ ასე ხშირად

მაშინ ვაგრძელებ. პატარა ბავშვივით გამახარე❤❤

 


№4 სტუმარი Ls

Imedia elenes omarisgan safrtxe ar emucbreba?

 


№5  offline წევრი Firefly

ომარიარ მომწონს რამე არ შეეშალოს მაგას. არ დააგვიანოო
--------------------
M.T

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent