შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღამის ქალი [ნაწილი მეორე] [8]


6-11-2017, 05:30
ავტორი მე♥
ნანახია 6 262

ბავშვი მანქანის სავარძელზე მოათავსა, ღვედი შეუკრა და თვითონ გარეთ დარჩა. მართალია ვერ ხედავადა მოპირდაპირე მხარეს რა ხდებოდა, მაგრამ ეშინოდა რომ დაჩი რაიმეს გაიგებდა. აბოც არ ბრუნდებოდა, ბავშვისთვისაც რთული ასახსნელია სად არის მამამისი და რატომ იგვიანებს. ჩანთიდან ტელეფონი ამოიღო, ჩაბნელებულ ეკრანზე თითი გადაუსვა და ყურზე მიიდო.

-ქერა. _ღიმილით წამოიძახა მეგობრის სახელი, დაჩიმ ინსტიქტურად მიატრიალა თავი ქალისკენ. _ახლავე?_სწრაფად შეიცვალა მიმიკა და წარბები შეათამაშა. _კარგი მე და დაჩი ვართ აბოს ველოდებით და თუ აბო არ მოვიდა მარტო მე და დაჩი წამოვალთ. _”ნიადაგი” შეამზადა, ტელეფონი “გათიშა” და ჩანთაში დააბრუნა.

ცოტა უცნაური ტყუილი გამოუვიდა, მაგრამ სხვანაირად აქაურობას ვერ გაეცლება. აბოც აგვიანებს, ბუნებრივია ქალთან საუბარი გაუგრძელდებოდა, ამიტომაც სასწრაფო წესით უნდა წაიყვანოს დაჩი აქედან.

-დაჩი, წინააღმდეგი ხომ არ იქნები მე და შენ სანამ მამა მოვა აქვე რომ გავისერინოთ. _ქერასთან წასვლის იდეა წამებში დაივიწყდა. ამხელა ტყუილს ბავშვთან ვერ იტყოდა და ჯობია რომ აქაურობას სხვა ხერხით მოშორდნენ. ბავშვმა მხრები აიჩეჩა, ღვედი შეიხსნა და მანქანიდან ჩამოხტა.

***
კორეულ რესტორანში მისვლისთანავე მოძებნეს თავისუფალი ადგილი ფანჯარასთან. ელიკომ ხელებს გადავიბან და მოვალო, აბომ მე და დაჩიც გავალთო. უკან დაბრუნებულს მამა-შვილი მენიუთი ხელში დახვდა. თავისი ადგილი დაიკავა და მენიუ გადაშალა.
ცალ თვალს ინტერესით აპარებდა აბოსკენ, ერთი სული ჰქონდა როდის განმარტოვდებოდნენ და როდის შეძლებდნენ ნორმალურად საუბარს. მამაკაცმა მენიუ მაგიდაზე დადო და ორივეს გადახედა.

-აბა, ვიცით რა გვინდა?

-სუფი. _ორივემ ერთდროულად წამოიძახა.

-კარგი და რომელი?

-მე თეთრი ქათმით მიყვარს, ძალიან გემრიელია.

-კარგი, მაშინ მეც თეთრი ქათმით შევჭამ.

ბიჭთან საერთო ენა გამონახა, მასთან ერთად მარტო დარჩენილი აღარ იყოს შებოჭილი და ხელ-ფეხი არ უკანკალებდა. დაჩი არ არის ეგოისტი და ჯიბრიანი ბავშვი, პირიქით ძალიან გამგები, მეგობრული და კეთილი ბიჭია. უბრალოდ მამის სხვისთვის განაწილება გაუჭირდა და ეს ძალიან ბუნებრივია.
ერთად შესანიშნავი დრო გაატარეს ისაუბრეს, იცინეს, დაჩის სკოლის ამბები განიხილის. სკოლა ჭადრაკში ტურნეს მართავს და რა თქმა უნდა დაჩიც იღებს მონაწილეობას. კიდევ რამდენიმე სპექტაკლია სადაც მთავარ როლს ასრულებს. სკოლაში არსებულ თითქმის ყველა ღონისძებაში და აქტივობაშია ჩართული. ძალიან კარგად ცეკვავს, მღერის, ცურავს და რაც მთავარია ძალიან ნიჭიერია. არ არის ერთ სივრცეში ჩაკეტილი, ცდილობს საკუთარი თავი ყველგან იპოვოს და ყველაფრის კეთება შეძლოს, მის ასაკში ასეთი მონდომება ძალიან იშვიათია.

-დაჩის დედაჩემთან გავიყვან და გამოგივლი. _კორპუსთან მისულ ქალს თითები მხრებზე მოხვია და ცხვირის წვერზე აკოცა. ელიკომ სიცილით ჩაუკრა თვალი, ნიკაპზე უჩქმიტა და აჩქარებული ნაბიჯებით წავიდა სადარბაზოსკენ.

წყალი გადაივლო, პიჟამა ჩაიცვა და დივანზე კომფორტულად მოკალათებული აბოს გამოჩენას ელოდა კარის ხმაზე სწრაფად წამოხტა ფეხზე და შემოსასვლელისკენ წავიდა.

-ქერა!_გაოგნებულმა ხმამაღლა წამოიძახა და მონატრებული დაქალი ჩაიხუტა. _როგორ დაიკარგე, ასე უნდა!?_თმები ოდნავ მოწიწკნა და სახლში შეიყვანა.

-ჰო, იმდენი საქმე იყო ვეღარ გამოვეტიე სახლიდან. _სიცილით გააქნია თავი, ჩანთა საკიდზე ჩამოკიდა, ჩუსტები ჩაიცვა და მისაღებში შევიდა. _როგორ ხარ, როგორ მიდის შენი ამბები?

-ყველაფერი კარგად არის. შენ და გიგიშა რას შვრებით, მოგწონთ ახალი, უფრო ოჯახური გარემო?_სიცილით იკითხა და სამზარეულოს კარი გააღო.

-მოგვწონს. არაფერი არ შეცვლილა ყველაფერი ზუსტად ისევ ისეა როგორც აქამდე, უბრალოდ იმ განსხვავებით რომ ახლა ფარატინა ფურცელი გვაქვს კომოდის უჯრაში გამოდებული. _ფხუკუნით ჩაილაპარაკა და დივანზე ჩამოჯდა.

-გიგიშა რატომ არ წამოვიდა? რამდენი ხანია არ მინახავს.

-მე რომ წამოვედი არ იყო სახლში. აბოსთან რა ხდება, მომიყევი თორემ ცოტაც და ინტერესით მავნე ჩვევები დამეწყება.

-სექსი გვქონდა. _პირდაპირ ჩაილაპარაკა და მეგობრის კმაყოფილი სახის დანახვისას ხმამაღლა ჩაიცინა.

-ასე პირდაპირ?

-მოიცადე და სექსი სხვანაირად როგორ აქვთ ხოლმე?!

-არა, ნუ ეგ გასაგებია, მაგრამ…

-რა მაგრამ, რამდენი წელია კარგ კაცთან კარგ სექსზე “ვოცნებობ” და ამ შანს ხელიდან გავუშვებდი?_ფხუკუნით ჩაილაპარაკა და ყავის ფინჯანი დაბალ მაგიდაზე დაუდო.

-რჩება ხოლმე?

-ჯერ არ დარჩენილა, მაგრამ სავარუდოდ დარჩება.

-ოჯახის შექმნას ხომ არ გეგმავთ?

-კარგი რა, რა დროს ოჯახი და მსგავსი პასუხისმგებლობებია. ასეც შესანიშნავად ვგრძნობთ თავს.

-ისევ იგივე…_შეწუხნებულმა ამოილუღლუღა.

-რატომ იგივე? მაშინ არ ვიცოდი მინდოდა თუ არა აბოსთან ყოფნა და ახლა ვიცი, მაგრამ ეგ სულაც არ ნიშნავს იმას რომ აუცილებლად უნდა დავოჯახდეთ და მე გვიჩიანების დიასახლისად ვიქცე. ჩვენ ასეთი ყოფაც გვაკმაყოფილებს, როცა რაიმეს შეცვლის დრო მოვა აუცილებლად შევცვლით.

-შვილი არ გინდა?

-რა დროს შვილი და შვილზე ფიქრია, ქერა._შუბლშეკრულმა ჩაილაპარაკა და ყავა მოსვა.

დაჩის დედაზეც უნდოდა საუბარი, მაგრამ არ იცის ამას რამდენად ემხრობა აბო, ამიტომაც მის გარეშე არავისთან არაფრის თქმას არ აპირებს. მერე რა ქერა მისი სულის ნაწილი რომ არის, ეს მისი პირადი საქმე არ არის და შესაბამისად დაჩის და აბოს პირადს ვერავისთან ვერ განიხილავს თუ ამის ნებართვა არ აქვს.

-მე მგონი კარგზე არიან.

-აბო იქნება, მოსვლას აპირებდა.

-ცუდ დროს მოვსულვარ, ახლა რომ ავდგე და წავიდე მიხვდება რომ ყველაფერზე ვისაუბრეთ, თან ცუდად გამოჩნდება ამიტომაც დავრჩები და ცოტახანი თქვენით დავტკბები, მერე გიგიშაც მივა სახლში და მეც წავალ.

ელიკომ სიცილით გადახედა დაქალს და შემოსასვლელი კარი გააღო. აბო უსიტყვოდ შეიჭრა სახლში, ორივე ხელი წელზე მოხვია და მთელი დღის მონატრებულ ქალს ბაგეები გახელებულმა დაუკოცნა. მამაკაცის ქმედებით გაკვირვებულმა ვერაფერი ვერ მოიმოქმედა, თან ნახევარი გონებით მისაღებში მჯდარ ქერაზე ფიქრობდა რომელიც სავარაუდოდ პირდაღებული უყურებდა წყვილს, მაგრამ ამაზე ფიქრის თავიც აღარ ჰქონდა ისე ვნებიანად კოცნიდა გვიჩიანი. ქალის ალერსით რომ იჯერა გული ოდნავ მოსცილდა და თვალებდაჭყეტილს დააკვირდა.

-ქერაა აქ. _ხმადაბლა ჩაიჩურჩულა და მამაკაცის სწრაფად შეცვლილ გამომეტყველებაზე თავისთვის ჩაიღიმა. აბომ თავი ასწია და დივანზე წამოსკუპებულ გოგონას ღიმილით გადახედა. ქერამ სიცილით ასწია ხელი და მამაკაცს მიესალმა.

-როგორ ხარ?

-ძალიან კარგად, შენ როგორ ხარ?_ერთმანეთი გადაკოცნეს და დივანზეც ერთმანეთის გვერდით დასხდნენ. ელიკო დატოვა ღია კარში მდგარი და კოცნისგან გაბრუებული.გონებადაბინდული, ძლივს მოფერიანდა, შემოსასვლელი კარი დახურა და მათკენ წავიდა.

ცოტახანი კიდევ დარჩა ქერა, მერე გიგიშას სახლში მისვლა მოიმიზეზა და წყვილი მარტო დატოვა. ელიკომაც უნდა აღიაროს რომ ცხოვრებაში პირვეალად სურდა ქერას სახლიდან წასვლა. ერთი სული ჰქონდა როდის მოუყვებოდა აბო მომხდარს. როგორც კი რკინის კარი დახურა, ღრმად ამოისუნთქა მამაკაცისკენ მიტრიალდა და ჩქარი ნაბიჯებით დაიძრა მისკენ.

-გელაპარაკა?_ინტერესით იკითხა და თითები ერთმანეთში ახლართა. აბომ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.

-დაჩისთან მიახლოვებას ვერ გაბედავს!

კატეგორიული, გაღიზიანებული ხმით ჩაილაპარაკა და დადუმდა. ელიკომ დაბნეულმა შეჭმუხნა წარბები არა იცოდა რომ მათი დიალოგი სანთლის დაღვენთებით არ დასრულდებოდა, მაგრამ აბოს ასეთ გაღიზიანებას ნამდვილად არ ელოდა, თანაც იმ შეხვედრის შემდეგ ძალიან მშვიდი სახე ჰქონდა, რესტორანში ძალიან კარგ განწყობაზე იყო, ვერაფერს ვერ შეამჩნევდი.

-დარწმუნებული ხარ რომ დედას შვილის ნახვას აუკრძალავ და ეს სწორი იქნება?_მორიდებით იკითხა და თავი ოდნავ მიატრიალა მისკენ.

-აკრძალვით არავის არაფერს ვუკრძალავ, ჩემზე უკეთ იცის რომ ვერასოდეს გახდება კარგი დედა, შესაბამისად ისიც იცის რომ უფლებას არ მივცემ დაჩის გული ატკინოს. არ არის აქ გამჩერებელი და 2 დღიანი ურთიერთობისთვის ბავშვის ცხოვრებას ვერ ავარევინებ, როგორც არ უნდა ნანობდეს!

აუხსნა და დააკვირდა, თითქოს ელიკოსგან რაღაცას ელისო. შეიძლება უბრალოდ უნდა რომ ვიღაცამ მისი საქციელი დაადასტუროს, ან გააპროტესტოს. ვიღაცამ მხარი აუბას, ან აუხსნას რომ დედაა და ყველაფრის პატიება შეიძლება, მერე რა აბოს გადაწყვეტილება უკვე მიღებული რომ აქვს.

-მესმის შენი და გეთანხმები, ასე უკეთესია. _თავი დაუქნია და ლოყაზე აკოცა. _დაჩისთვისაც, შენთვისაც და იმ ქალისთვისაც. ცოტა არ იყოს და მისი ქმედება უფრო და უფრო მაღიზიანებს, აშკარაა რომ აქ მხოლოდ საკუთარი თავისთვის ჩამოვიდა და არა დაჩისთვის. ვიცი რომ ჩემი მხრიდან ამაზე საუბარი ცუდი ტონია, მაგრამ როგორც უბრალო ადამიანი, რომელიც ამ სიტუაციას შეესწრო ისე ვამბობ რომ დედობის ღირსი არ არის! _გაღიზიანებულმა ვეღარ მოითმინა და ის რასაც ფიქრობდა და ხმამაღლა თქვა. _ეგ ქალი დაჩის არ იმსახურებს და ძალიან კარგი ქენი ასეთი კატეგორიული გადაწყვეტილება რომ მიიღე._მიხვდა რომ მასში აგრესიამ ერთიანად გაიღვიძა, თუ აქამდე ათასი მიზეზით ცდილობდა ქალის გამართლებას ახლა უკვე ყველაფერმა ერთად იფეთქა და დარწმუნებულია რომ ქალი რომელსაც კაცი და შვილი უყვარს ასე არ მოიქცევა._აბო, დღეს ბავშვის სკოლასთან იყო… ჩუმად რომ ნახოს?_აფორიქებულმა დასვა ყველაზე არასასიამოვნო კითხვა.

-ვერ გაბედავს, იცის რომ ძალიან მწარედ ვაზღვევინებ. კარიერას რომლის გამოც შვილი მიატოვა წამებში დავუნგრევ, დაჩისთვის ზიანის მიყენებას არ ვაპატიებ!

აბოსგან მსგავსი ტიპის მუქარა პირველად ესმის და იცის რომ ამის გამკეთებელია, მერე რა ქალზე და მის ცხოვრებაზე რომ არის საუბარი. მთავარი ვის გამოც ყველაფერზეა წამსველი დაჩია და დაჩის გულის ტკენას არც დედამისს არ აპატიებს.

-დღეს ვერ დარჩები?_ხმადაბლა ჰკითხა მამაკაცს და თავი ხმარზ ედაადო. გვიჩიანმა ხელი წელზე მოხვია, თითი ნიკაპქვეშ ამოსდო და თავი ოდნავ ააწევინა.

-თუ გინდა რომ დავრჩე დავრჩები.

დაბერილ ტუჩებზე მოწყვეტით აკოცა და ბაგეები ყელისკენ გაასრიალა. კოცნისგან მინაბულმა ელიკომ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და გაიტურნა. აბოსაც აღარაფერი უთქვამს, წელზე მოხვეული ხელი მაისურის ქვეშ შეუცურა და შიშველ ტანზე ცივი თითები დაუსვა.

მამაკაცის მკლავებში თავს ძალიან კომფორტულად გრძნობს, ამასთანავე დაცულად, მერე რა დასაცავი რომ არაფერი სჭირს. აბოს თითოეულ შეხებას გონის დაკარგვამდე მიჰყავდა, ბედნიერებისგან გაბრუებული იღიმოდა და მამაკაცს ალერსში ჰყვებოდა.
***
სახლში ყოფნით დაიღალა საღამომდე აბო ვერ მოიცლის, დაჩი ბებიასთან ერთად ერთი კვირით დასასვენებლად არის წასული, ქერა გათხოვდა და როგორც ხდება ხოლმე დრო აღარ აქვს, ან თუ აქვს სულ გიგიშასთან ერთად არის და თუ სახლში მარტოა გარეთ გასვლა ეზარება, ან უარესი და სძინავს.

ელიკოს ცხოვრებაც რადიკალურად შეიცვალა, იმ აგრესიული, ადამიანებზე გაბრაზებული და დაბოღმილი ქალისგან აღარაფერია დარჩენილი. საკუთარი თავის მიმართ არსებული პროტესტის გრძნობაც სადღაც გაქრა. დილა უხარია, სამსახურში წასვლა, დაღლა, ადამიანებთან ურთიერთობა, დასვენება, აბოსთან ყოფნა ეს ყველაფერი უკვე სიამოვნებას ანიჭებს და გამუდმებით ჩაკეტილი სივრცე აღარ აქვს.
თითქოს ხალისიანი ერთი შეხედვით ცხოვრებაზე ვითომ შეყვარებული ღამენათევი გოგოსგან ნაპერწკალიც კი აღარ არსებობს.

აბოსთან ურთიერთობამ ძალიან ბევრი რამ შეცვალა მის ცხოვრებაში დადებითად. სამსახური გამოიცვალა ღამის თენება და ორგანიზმის დაავადება აღარ უწევს, გამუდმებით უკმაყოფილო და გაბრაზებული აღარ არის, ლაზარესთან ურთიერთობა გამოასწორა, მშობლებთან ისევ დაძაბული ურთიერთობა აქვს და ამის შეცვლას არც აპირებს, ელიკომ საკმაოდ დიდი ნაბიჯი გადადგა, მაგრამ ყველაფერი ისევ ისეა როგორც რამდენიმე წლის წინ იყო, მისი ცხოვრებით მხოლოდ ლაზარეა დაინტერესებული.

ალბათ ზუსტად ეს არის ნამდვილი სიყვარული, როდესაც შენი ცხოვრება უკეთესობისკენ იცვლება, ყველაფერში კარგს და დადებითს ეძებ და ხედავ. კაცი რომელიც შენ გვერდით არის შენი ძალიან დიდი იმედია. გჯერა რომ ნებისმიერ სიტუაციაში მისი იმედი უნდა გქონდეს და ყოველთვის როდესაც რაღაცას გააფუჭებ, ან გაგიხარდება პირველი მასთან მიხვალ. ზუსტად ასეთი კაცია აბო ელიკისთვის იმედის მომცემი.
თავს სუსტ ქალად არ თვლის, მას იმდენი რამ აქვს გამოვლილი გამოიცხულია საკუთარ თავს სუსტი უწოდოს და თავისი შესაძლებლობები არ დააფასოს. უბრალოდ ზოგჯერ ყველა ქალს აქვს მომენტი როდესაც უნდა რომ გაჩერდეს, საკუთარ თავში ყველანაირი არსებული ძალა შეაჩეროს და რამდენიმე წუთით მთლიანად ნამდვილ მამაკაცზე იყოს დამოკიდებული. ელიკო იმ ქალების კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებიც თვლიან რომ კაცს ოჯახში ყოველთვის უნდა ჰქონდეს თავისი სიმაღლე, ისევე როგორც ქალს. ეს არ გამოიხატება ქალის სამზარეულოში გამოკეტვით. კაცს ყოველთვის უნდა ჰქონდეს თავისი “ხმის ტემბრი”, არანაირი სურვილი აქვს ოჯახი მისი სათრევი იყოს და ყველანაირმა არსებულმა პრობლემას მის მხრებზე გადიაროს.
მოსწონს აბოს ძლიერი ხასიათი, იცის რომ ასეთი კაცის გვერდით ოჯახში არასოდეს იქნება ისეთი პრობლემა რომლის მოგვარებისაც შეეშინდება.

ხასიათებით ცოტა განსხვავებულები არიან, მაგრამ ეს ძალიან ბუნებრივია, შენი მეორე ნახევარი არასოდეს არის შენი ინდივიდი. ორივეს განსხვავებული შეხედულებები აქვთ ამა თუ იმ საკითხზე, მაგრამ საბოლოო ჯამში ორივე პატივს სცემს ერთმანეთის აზრს და ურთიერთობაში ეს ყველაზე მთავარია. თუ პატივისცემაა არის ნდობაც, სიყვარულიც, მეგობრობაც და ყველა ის გრძნობა რაც წყვილს სჭირდება.
საწოლშიც ძალიან კარგად ეწყობიან ერთმანეთს, ურთიერთობაში ესეც ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია.

ფიქრებში წასული კარზე ზარის ხმამ გამოაფხიზლა. მინაბული თვალები სწრაფად დაჭყიტა და ფეხზე წამოდგა. ღია კარში თავისუფალ ფორმაში გამოწყობილი აბო დახვდა. გაკვირვებულმა დახედა მაჯის საათს, მართალია აბოსგან ასეთ მოულოდნელ ვიზიტებს მიჩვეულია, მაგრამ მაინც ეუცნაურა.

-მიდი უცებ ჩაიცვი და წავიდეთ!

სწრაფად მიაყარა, ცალი ხელი წელზე მოხვია და ტრადიციულად მისალმების მაგივრად ქალის ბაგეებს დაეწაფა. ელიკომ თვალები დახუჭა, ორივე ხელი სახეზე მოკიდა და კოცნაში აჰყვა.

-სად მივდივართ?_მამაკაცის ბაგეებს მოშორებულმა ჩურჩულით იკითხა და ახურებულ ტუჩებზე ხელის ზურგი მიიდო.

-სიურპირიზია. მიდი, სწრაფად!_თვალი ჩაუკრა, საჯდომზე ხელი მსუბუქად მიარტყა და შემოსასვლელი კარი დახურა. ელიკომ მხრები აიჩეჩა, მამაკაცს კიდევ ერთხლე ინტერესით გადახედა და ოთახისკენ წავიდა.

-შენ თავისუფლად გაცვია და მეც ეგრე ჩავიცვა?

გარდერობთან მდგარმა ნახევრად შიშველმა ხმამაღლა გასძახა მამაკაცს, მაგრამ ოთახის კართან მდგარი აბოს დანახვისას სწრაფად დაუწია ხმის ტემბრს და ტუჩის კუთხეში ჩაიღიმა. გვიჩიანს საცვლებში გამოწყობილი ქალის დანახვისას თვალებში ჭინკები აუთამაშდა.

-მე მგონი წასვლას გადავიფიქრებ…_ვნებისგან ჩახლეჩილი ხმით ჩაილაპარაკა და ცინიკური ღიმილით დაიძრა ქალისკენ. შიშველ წელზე თითები ნაზად დაუსვა და ტუჩები ნიკაპზე მიაწება. ელიკოს ხმამაღლა ჩაეღიმა.

-ინტერესი მკლავს თორემ აუცილებლად დაგთანხმდებოდი ამ სიამოვნებაზე. _ეშმაკური ხმით ჩასჩურჩულა და ტუჩები მამაკაცის კისერს ნაზად შეახო.

-კარგად დაფიქრდი, იცოდე ასეთი შანსი ყოველ დღე არ გეძლევა!_აბოს ირონიას უკვე საზღვარი არ აქვს.

-ერთი ვიცოდე ჩემს გარდა სხვაგან ამ საკითხზე სად დადიხარ… მე თუ მოვინდომე ეგ შანსი ყოველ დღე და ყოველ ღამე მექნება, გასაგებია!?

მამაკაცის მაისურს ორივე ხელით ჩააფრინდა და ამჯერად საკუთარი ინიციატივით დაეძგერა ბაგეებზე. გვიჩიანმა თითები ოდნავ მოუჭირა გვერდებზე და კოცნისგან გახელებულ ქალს ქვედა ტუჩზე მსუბუქად უკბინა. მოულოდნელობისგან ელიკომ ოდნავ წამოიკვნესა და თითები ტუჩებზე მიიდო. აბომ ტუჩის კუთხეში ჩაიღიმა და ქალს მოშორდა.

-ვგიჟდები როდესაც ამ ხერხით ჩემს გამოწვევას ცდილობ, მაგრამ დღეს არა, სხვა დროს. _თვალი ჩაუკრა გვერდებზე უჩქმიტა და ოთახიდან უკანმოუხედავად გავიდა.

***
მთელი გზა ინტერესით აცეცებდა თვალებს იქნებ რომელიმე შენობა მაინც ვიცნო და რაიმესთან დავაკავშიროო, მაგრამ გარშემო ყველა არსებული შენობა-ნაგებობა მისთვის უცხო აღმოჩნდა. არც უბანი ეცნო, მე მგონი აქ საერთოდ პირველად არის.
ვერც იმას ვიტყვით რომ სადმე პრესტიჟულ ადგილას მიჰყავს, ისეთი ჩაბნელებული ქუჩებია ეს ნაკლებად სავარაუდოა.

-აბო, ხომ არ მიტაცებ?_ლოდინისგან და ცნობისმოყვარეობისგან დაღლილმა სიცილით იკითხა და მამაკაცს გადახედა.

-ხო, გიტაცებ. _სერიოზული სახით ჩაილაპარაკა გვიჩიანმა და დადუმდა. ელიკოს მამაკაცის პასუხზე უფრო ხმამაღლა გაეცინა, მაგრამ აბოს გამომეტყველება რომ არ შეეცვალა თავადაც დასერიოზულდა.

-კარგი?! რას მაიმუნობ, სად მივდივართ?_ცოტა შეშფოთდა, ამის ასეთ განვითარებას არ ელოდა.

-ხომ გითხარი მოგიტაცე და ახლა დედაჩემის ძველ ბინაში მიმყავხარ, ავჭალაში. _ხმა უფრო და უფრო უსერიოზულდებოდა აბოს.

-ნუ ხუმრობ, რა დროს ეგ არის, აბო!_მხარზე ხელი მიკრა და სიმწრით ჩაიცინა. გვიჩიანმა თავი ოდნავ მიატრიალა დაფეთებული ქალისკენ და შუბლი შეჭმუხნა. მანქანა გზიდან გადაიყვანა და დაშვებულ ადგილას გააჩერა.

-მოიცადე რა, არ გინდა?

ელიკომ სწრაფად გადაყლაპა ყელში გაჩხერილი დიდი ბურთულა და გვიჩიანისკენ მიტრიალდა.

-არა, შენთან ერთად ყოფნა როგორ არ მინდა, მაგრამ მოტაცება და გათხოვება არ მინდა…_საკუთარი აზრი გაუზიარა და თითები ერთმანეთში ახლართა. _ხომ გესმის, ოჯახის შექმნისთვის ჯერ მზად არ ვარ, არ მინდა კიდევ იგივე შეცდომა დავუშვა და ნაჩქარებმა გადაწყვეტილებამ გული მატკინოს.

-შენი აზრით ქალს რომელთანაც სექსმი მაქვს, რომელთან ერთადაც ვიძინებ და ვიღვიძებ ასეთი ბანალური მეთოდით ვთხოვ ჩემთან ცხოვრებას?_წარბაწეულმა დასვა კითხვა და პირდაღებული ქალის დანახვისას ცინიკურად ჩაიცინა.

-აი, რა საზიზღარი ხარ… მე კიდევ მეგონა რომ მართლა ამბობდი. _მხარზე შეკრული მუშტი მისცხო და დამორცხვილმა სახე ხელისგულებში ჩარგო.

-მართალია შენთან ერთად თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, მაგრამ შენს სიყვარულს ეგრეც არ გავუგიჟებივარ 24 საათი სახლში დაგისვა!

-იცოდე შემეხვეწები!_გვიჩიანის ცინიზმით გაღიზიანებულმა თვალები დააწვრილა და მუქარის ტონით ჩაილაპარაკა.

-გამორიცხულია!_მამაკაცმა თვალი ჩაუკრა და მანქანა მთავარ გზაზე გაიყვანა.


^^^^
ერთ დღიანი დაგვიანებისთვის ბოდიშს გიხდით. <3 იმედია ძალიან დიდხანს არ გალოდინეთ. <3 ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს თითოეული ემოციისთვის, სიტყვისთვის რასაც მე მიზიარებთ და ჩემთვის იმეტებთ. მართლა ძალიან ბევრს ნიშნავს ეს ჩემთვის, მეტიც უსაზღვროდ ბედნიერს მხდით თქვენი დადებითობით და სითბოთი.
მეცხრე თავი სავარაუდოდ დასასრულია და შესაბამისად 2-3 დღე შეიძლება დააგვიანდეს. <3
უყვარხართ მე❤_ს!



№1 სტუმარი Qeti qimucadze

Me pirveli varrr. Saocrad lamaziaaa. Sheni shemoqmedeba amitomac miyvarss. Araaa banaluri. Rgacnairad tbilia da roca vkitxulon dadebitad. V Imuxtebi. Madlobaaa. Carmatebebi

 


№2 სტუმარი სტუმარი Lia

Sauketesoa.

 


№3  offline წევრი Indigo

ჩვენც ძალიან გვიყვარს მე♥
--------------------
ნუ ჭამთ ერთმანეთს, ადამიანებო...

 


№4  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

აუ რა დასასრული... ჯერ ბოლომდე ვერ დავტკბი ამ წყვილით ერთი-ორი თავით კიდევ გააგრძელე რა.
ვიცოდი აბო დაჩის დედის პრობლემას მარტივად რომ მოაგვარებდა.
საოცარი წყვილია, ერთმანეთს ძალიან უხდებიან...
ახალ თავს ხომ მალე დადებ?

 


№5  offline აქტიური მკითხველი lalita

ჩემი გემრიელი გოგო ხარ შენ.

 


№6  offline მოდერი მე♥

ქ-ნო მაია, ძალიან დიდი მადლობა, მიხარია რომ მოგეწონათ. <3
Qeti qimucadze
Me pirveli varrr. Saocrad lamaziaaa. Sheni shemoqmedeba amitomac miyvarss. Araaa banaluri. Rgacnairad tbilia da roca vkitxulon dadebitad. V Imuxtebi. Madlobaaa. Carmatebebi

საოცრად მაბედნიერებს ასეთი სიტყვები... უ'ზომოდ დიდი მადლობა შენ, ძალიან, ძალიან კარგი და დადებითი ხარ! <3
სტუმარი Lia
Sauketesoa.

მადლობა, მიხარია ძალიან! <3
Indigo
ჩვენც ძალიან გვიყვარს მე♥

ეგოისტურად მიხარია ეგ ამბავი... საოცრად! <3
უცნობი ქ
აუ რა დასასრული... ჯერ ბოლომდე ვერ დავტკბი ამ წყვილით ერთი-ორი თავით კიდევ გააგრძელე რა.
ვიცოდი აბო დაჩის დედის პრობლემას მარტივად რომ მოაგვარებდა.
საოცარი წყვილია, ერთმანეთს ძალიან უხდებიან...
ახალ თავს ხომ მალე დადებ?

მე მგონი ვერც მე დავტკბი, მაგრამ ახლა რომ არ დავასრულო არ გამოვა... არ მინდა სხვა ისტორიებს დავამსგავსო და ურთიერთობის ყველა დეტალი დავწერო... მინდა რომ ცოტა სხვანაირი იყოს, საინტერესო და ისეთი დასასრულის შემდეგ მაქსიმუმ 10 წუთი მაინც რომ ისტორიაზე ფიქრობდეთ. <3
lalita
ჩემი გემრიელი გოგო ხარ შენ.

რა სიხარული ხარ! <3 მადლობა დიდი! <3


ჩემო საყვარლებო, არ ვიცი ბოდიში როგორ და რა ხერხით მოგიხადოთ... ზოგადად მართლა არ მახასიათებს ასეთი უპასუხისმგებლობა და საშინელი ქცევა მკითხველის მიმართ... არ მახასიათებს 3 დღიანი და მითუმეტეს 1 კვირიანი დაგვიანებები, მაგრამ ახლა მართლა ძალიან რთული პერიოდი მაქვს წერის მხრივ... ათასი საქმე და ღამე რომ ვჯდები იმდენად გადაღლილი ვარ ისტორიის იმ ნაწილსაც ვერ ვწერ რაზეც მუშაობის დროს ვფიქრობდი. მრცხვენია , საშინლად მრცხვენია. (((( ვეცდები რაც შეიძლება მალე დავდო, ყველანაირად ვეცდები გპირდებით. <3
--------------------
ა.ა

 


№7 სტუმარი სტუმარი ანანო

ველოდებით შემდეგ თავს დაგვავიწყდა უკვე რამის)))

 


№8  offline წევრი მალუ

ყველა თავი თავიდან წავიკითხე იმდენად მსიამოვნებს ამ ისტორიის კითხვა გთხოვ მალე დადე რა რახანია გელდებით :(

 


№9  offline მოდერი მე♥

სტუმარი ანანო
ველოდებით შემდეგ თავს დაგვავიწყდა უკვე რამის)))

მალუ
ყველა თავი თავიდან წავიკითხე იმდენად მსიამოვნებს ამ ისტორიის კითხვა გთხოვ მალე დადე რა რახანია გელდებით :(

უ'ღრმესი მადლობა რომ კითხულობთ და მოგწონთ.
ძალიან დიდი ბოდიში... მართლა ძალიან მინდა ბოლო თავის დაწერა და ატვირთვა, მაგრამ არ გამომდის... იმედია მალე მოვგვარდები და დასასრულს დავდებ...
არ გეგონოთ რომ რაღაცა უბრალო მიზეზის გამო არ ვნდებ, ან რაიმე ახირებაა... მართლა, არის საკითხი რამაც დროებით წერის სურვილი დამაკარგინა, მინდა რომ მალე დავიბრუნო და მალე გაგახაროთ და მეც გავიხარო. <3
მადლობა და ბოდიში. <3
--------------------
ა.ა

 


№10  offline წევრი მალუ

მე♥
სტუმარი ანანო
ველოდებით შემდეგ თავს დაგვავიწყდა უკვე რამის)))

მალუ
ყველა თავი თავიდან წავიკითხე იმდენად მსიამოვნებს ამ ისტორიის კითხვა გთხოვ მალე დადე რა რახანია გელდებით :(

უ'ღრმესი მადლობა რომ კითხულობთ და მოგწონთ.
ძალიან დიდი ბოდიში... მართლა ძალიან მინდა ბოლო თავის დაწერა და ატვირთვა, მაგრამ არ გამომდის... იმედია მალე მოვგვარდები და დასასრულს დავდებ...
არ გეგონოთ რომ რაღაცა უბრალო მიზეზის გამო არ ვნდებ, ან რაიმე ახირებაა... მართლა, არის საკითხი რამაც დროებით წერის სურვილი დამაკარგინა, მინდა რომ მალე დავიბრუნო და მალე გაგახაროთ და მეც გავიხარო. <3
მადლობა და ბოდიში. <3

როგორ უსაშველოდ მიყვარს შენი ისტორიები ვერ წარმოიდგენ???? უდიდეს სიამოვნებას მანიჭებ შენი თითოეული სიახლის დამატებისას
გაუცნობლად მიყვარხარ მე შენ როგორ მინდა მალე მოგიგვარდეს ყველა პრობლემა რომ ისევ გამახარო :*

 


№11 სტუმარი პაუე

Ratomm agar agrdzleeb ?! Ase gachereb rogor sheidzleba kargi ra:((

 


№12  offline მოდერი მე♥

პაუე
Ratomm agar agrdzleeb ?! Ase gachereb rogor sheidzleba kargi ra:((
რას ამბობ, არ გავჩერებულვარ და არც ისტორია მიმიტოვებია შუა გზაზე, არ გაბედოთ და ასე არავინ იფიქროთ!
უბრალოდ არ მაქვს ახლა წერის პერიოდი, პირადი საქმეები მაქვს, მოვაგვარებ და ისევ დავწერ. <3
--------------------
ა.ა

 


№13 სტუმარი სტუმარი Tamaro

Kaii raaa, rac ar unda uxeshii da cudi gogo gamovchnde agar minda ra meti lodini raa. Ertii tveaaa esea istoria da tan ambobb arc ki ipiqroot roo mivatoveoo. Tuu ariqa eseti mougvarebeli piradi gaqvs dausrulebel istorias nuga debb. Saertoood ar piqroob mkitxvelzee! Da exlqa rac ar unda sashineli pasuxi gamce, imaze ipiqre 1tviani lodini ra jojoxetobaaa

Mgoonii aq rac naxvebiaa suuu chemiaaa... Imdenad velooodeebii shemeg taavss, davnevrozdi imdenjer shemovdivar .... !!!!
Sad ariis samartaliii ???

 


№14  offline მოდერი მე♥

მე♥
სტუმარი Tamaro
Kaii raaa, rac ar unda uxeshii da cudi gogo gamovchnde agar minda ra meti lodini raa. Ertii tveaaa esea istoria da tan ambobb arc ki ipiqroot roo mivatoveoo. Tuu ariqa eseti mougvarebeli piradi gaqvs dausrulebel istorias nuga debb. Saertoood ar piqroob mkitxvelzee! Da exlqa rac ar unda sashineli pasuxi gamce, imaze ipiqre 1tviani lodini ra jojoxetobaaa

Mgoonii aq rac naxvebiaa suuu chemiaaa... Imdenad velooodeebii shemeg taavss, davnevrozdi imdenjer shemovdivar .... !!!!
Sad ariis samartaliii ???

ვერც კი წარმოიდგენ როგორ მესმის შენი და ზოგადად ყველა იმ მკითხველის ვისაც კითხვის სურვილი დაეკარგა! პირადად მეც ეგრე ვარ როცა სხვის ისტორიას ვკითხულობ, არანაირი სურვილი მაქვს ველოდო!
მაგრამ ძალიან დიდი ბოდიში წიანსწარ რომ ვერ გავთვალე პირადი პრობლემების არსებობა მომავალში და მათი სიმძიმე, არანაკლებ განვიცდი იმას რომ ამდენი ხანი მელოდება მკითხველი და რეალურად მე ვერაფერს ვაკეთებდი ამ დროის განმავლობაში გარდა ბოდიშების ხდის... რაც შეეხება მკითხველზე ფიქრს, შემიძლია ძალიან თამამად და ცოტა ამაყადაც კი ვთქვა რომ როგორც ავტორი მე მგონი ჩემ მკითხველზე მე რომ ვფიქრობ არასოდესა რავის უფიქრია ეგრე და მაგდენი!
ახლა ცოტა გავბრაზდი და ცოტა მეწყინა კიდევაც! ვინც ჩემ ისტორიებს კითხულობს და ასე თუ ისე მიცნობს ყველამ იცის რომ დაგვიანება არასოდეს არ მჩევია და მეტიც, დღეში 2 თავსაც კი ვდებდი, მაგრამ მოხდა ისე რომ პირად ცხოვრებაში (რასაც ვერც შენ და ვერც მე ვერ განვსჭვრეტთ) შემექმნა უდროო დროს პრობლემა და არც წერის თავი მქონდა და არც სურვილის, თუ ამის გამო ვინმემ ჩემთან ტონს უნდა აუწიოს სულ ნუ წაიკითხავს!
მითუმეტეს მე როგორც ავტორი ვგრძნობ ჩემი "დანაშაულის' სიმძიმეს და დიდ პასუხისმგებლობას.
--------------------
ა.ა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent