შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაკარგული სიმშვიდე ( ნაწილი მეორე - 2 თავი )


7-11-2017, 19:41
ნანახია 2 829

მე და ტასო ქვევით რომ ჩამოვედით ოთახში მარტო ნოე დაგვხვდა საოცრად სერიოზული და უხასიათო, ანასტასიამ ფანჯრიდან მოკრა გარეთ მყოფ აბოს თვალი და მასთან წავიდა.. მე ნოეს მივუახლოვდი გვერდით მივუჯექი და მხარზე ხელი დავადე
-ნოე მოხდა რამე?
-არაფერი _ მანქანის გასაღები აიღო შუბლზე მაკოცა და სახლი დატოვა
-რა ჭირთ ამათ? _ გაკვირვებული შემოვიდა ანასტასია
-აბოც წავიდა? _ ჩუმად ვკითხე
-კი ოღონდ ცალკე... მოხდა რამე ევა?
-არ ვიცი ტასო... არაფერი არ ვიცი... ძალიან დაბნეული ვარ, აბო როგორც კი დაურეკავს სადღაც გარბის და გვიან მოდის სახლში, შენ არაფერს გეუბნება აბო?
-არა საერთოდ არაფერს
ცრემლები წამომივიდა და ანასტასიამ ჩამეხუტა
-კარგი რა პატარავ, ხომ იცი რომ ნოე ძალიან კარგი ქმარია, ალბათ ხდება რაღაც რასაც ვერ გეუბნება
ანასტასიას ტელეფონმა დაურეკა და ცრემლები მოვიწმინდე და სამზარეულოში გავედი წყლის დასალევად, უკან დაბრუნებულს ანასტასიას ხმა გავიგონე
-არა დე ეხლა ვერანაირად ვერ მოვალ ბოდიში მოუხადე ჩემს მაგივრად .. არ მცალია დედა..
-ტას წადი გთხოვ კარგად ვარ მე, მოვა ნოე მალე თან...
-დარწმუნებული ხარ? _ტელეფონს ხელი მიაფარა და ჩუმად მკითხა მე თავი დავუქნიე და გავუღიმე _ კარგი კარგი დედა მოვალ ..

ანასტასია წავიდა თუ არა ოთახში დავბრუნდი, წამოვწექი და ის ის იყო უნდა ჩამძინებოდა ჩემმა ტელეფონმა რომ დარეკა, დავხედე მაგრამ ნომერი არ მეცნო
-გისმენთ
-გამარჯობათ ევას ვესაუბრები?
-დიახ, რომელი ხართ?
-ევა შვილო ნანა ექიმი ვარ, გუშინწინ იყავი ჩემთან
-დიახ გისმენთ ქალბატონო ნანა ხომ მშვიდობაა? _ნერვიულად წამოვჯექი და მის პასუხს დაველოდე
-შვილო დღეს შვებულებაში გავდიოდი, ვიცოდი რომ დილისთვის შენი ერთი ანალიზის პასუხი უნდა ყოფილიყო, დანარჩენები კვირის ბოლოს იქნება... რატომღაც ვერ მოვისვენე და მივეცი თავს უფლება ანალიზების პასუხი შენს გარეშე მენახა... მინდა გითხრა რომ დანარჩენი ორი პასუხის დაცდა აღარ დაგჭირდება
-რაა? რა ხდება ექიმო სერიოზულია რამე? _ შეშინებულმა ვკითხე
-მინდოდა გამეხარებინე და მაგიტომ დაგირეკე გილოცავ შვილო კვირანახევრის ორსული ხარ
-რაა? მეხუმრებით? _ ბედნიერებისგან ცრემლები წამომივიდა და ხელები ამიკანკალდა
-რათქმაუნდა არა... ბედნიერებას გისურვებ, 10 დღეში დავბრუნდები შვებულებიდან და გელოდები კონსულტაციაზე
ექიმს დავემშვიდობე და სიხარულისგან აღარ ვიცოდი რა მექნა, პირველი რაც გავაკეთე ის იყო რომ აფთიაქში ჩავედი და ტესტი ვიყიდე....
როგორც კი ექიმის სიტყვები გამართლდა სიხარულით ავკრიფე ნოეს ნომერი და დავურეკე
-ნოე სად ხარ?
-სამსახურში მოვედი ახლახანს... მოხდა რამე?
-არა არაფერი, მალე მოხვალ?
-რამოდენიმე მეილი მაქვს გადასაგზავნი და მოვალ
-ნოე ისე უცებ წადი... გაწყენინე რამე?
-არა პატარავ მოვალ მალე და ვისაუბროთ
-კარგი
ტელეფონი გავუთიშე და მოულოდნელად ერთი იდეა მომივიდა, ღიმილით გავემართე კომპიუტერისკენ
-აჰაა ანუ მეილს გადაგზავნი და მერე მოხვალ ხო?
გამეცინა და წერა დავიწყე
"გამარჯობა მაა, როგორ ხარ? ნუ ახამხამებ შენს ზღვისფერ თვალებს ასე გაკვირვებით, როგორც იქნა მოვაღწიე თქვენამდე, შენ და დედას ამ თემაზე არასოდეს გისაუბრიათ მაგრამ ის ყოველთვის ცრემლიანი თვალებით ელოდა ჩემს გამოჩენას, ახლა კი სულ მალე ორივე შეძლებთ გულში ჩამიკრათ.
დროებით მაა... 9 თვეში შევხვდებით
სიყვარულით შენი ბიჭი (ან გოგო)"
ნოესთან გადავგზავნე და კომპიუტერი გამოვრთე
ვიდექი და სულელივით მეცინებოდა, მუცელზე ხელი დავიდე და ვეცადე მეგრძნო მისი არსებობა
-რა პატარა ხარ დედი, მოცუცქნული... როგორ გამიხარდი ნეტავ იცოდე, ჯერ კიდევ გუშინ უშვილობას ვტიროდი ახლა კი ჩემს გვერდით ხარ... გაგიფრთხილდები დე, არასოდეს მიგატოვებ.
მე ჯერ კიდევ ჩემს პატარას ვესაუბრებოდი კარებზე ბრახუნი რომ ატყდა, შეშინებული წავედი კარებისკენ და ჩუმად ვიკითხე
-ვინ არის?
-ნოე ვარ გამიღე
სიხარულით გავაღე კარები და ნოეს ჩავეხუტე მაგრამ მალევე მომიშორა
-ევა რას ნიშნავდა შენი მესიჯი? _იმდენად სერიოზული იყო დავიბენი _მიპასუხე
-მე... ფეხმძიმედ ვარ ნოე _ გავუღიმე და მის რეაქციას დაველოდე ოთახში შემოვიდა და აფორიაქებული დადიოდა აქეთ-იქეთ
-გამორიცხულია ევა შეცდომაა რაღაც, არცერთი დღე არ ჩამიგდია
-რას ნიშნავს არცერთი დღე არ ჩაგიგდია? _ გაკვირვებულმა ვკითხე
-ევა ახლა დაფიქრდი და გულწრფელად მითხარი დილას რომ გამზადებულ წვენს გიტოვებდი სამსახურში წასვლამდე ხომ სვამდი? _ ვუყურებდი და ვერ ვხვდებოდი რა სჭირდა
-ეს რაშ....
-მიპასუხე ევა რაზეც გეკითხები იმაზე გამეცი პასუხი _ სიტყვა არ დამამთავრებინა და ჩემი სახე ხელებსშუა მოიქცია
-არა ბოლო დღეები ანასტასია სვამდა ხოლმე წვენს
მოულოდნელად შემიშვა ხელი და ფანჯარასთან დადგა... ზურგს უკან დავუდექი და ჩუმად ვკითხე
-ნოე არ გაგიხარდა? _შემოტრიალდა და თვალებში შემომხედა
-ეგ ბავშვი ვერ გაჩნდება... უნდა მოიშორო!
მეტი არაფერი არ უთქვია და მარტო დამტოვა, გაშეშებული ვიდექი და ვერ ვხვდებოდი რა მჭირდა, რა ხდებოდა ჩემს თავს... ერთადერთი რასაც ვგრძნობდი ეს აუტანელი ტკივილი იყო, ტკივილი რომელსაც ვერ გამოვხატავდი, კედელთან ჩავიკეცე და ტირილი დავიწყე

***ნოე***
მესმოდა მისი ტირილი და ვერ ვხვდებოდი რა უნდა გამეკეთებინა... ვგრძნობდი ნაძირალა ვიყავი ცოლს რომელიც ჩემთვის ერთადერთია საკუთარი შვილის მოკვლას ვთხოვდი... ვერ მოვითმინე და მასთან შევედი კედელთან ჩაკეცილიყო და ცრემლები წვიმასავით ეცემოდა ხელებზე
მივუახლოვდი და წინ დავუდექი
-გადაგიყვარდი? _ჩუმად დაიჩურჩულა და მივხვდი როგორ მატკინა მისმა ამ კითხვამ
-ხვდები რას ამბობ? იმაზე მეტად მიყვარხარ ვიდრე შენი ამ სახლში მოსვლამდე მაგრამ ევა... ევა გთხოვ მომისმინე კარგი? _ მოულოდნელად ფეხზე წამოდგა და ყვირილი დაიწყო
-თუ უნდა მითხრა რომ ის ბავშვი მოვიშორო რომელსაც წელიწადია ველი, ბავშვი რომელსაც არაფერი დაუშავებია მაშინ არა... თუ ასე შეგაწუხა ამ ბავშვის არსებობამ წავალ... წავალ აქედან ნოე _ თავი ვერ შევიკავე და მაგრად მოვუჭირე ხელზე ხელი
-ხვდები რას ამბობ? რას ნიშნავს წახვალ? ჩემი ცოლი ხარ ევა ჩემი ცოლი და ასე იქნება სიკვდილამდე გესმის? გგონია მე არ მინდა ეგ ბავშვი? გგონია მე არ მტკივა იმის თქმა რომ საკუთარი შვილი უნდა გაიმეტო? გგონია მე არაფერს ვგრძნობ?
ჩემი ხელი აიღო და გულთან მიიტანა
-გრძნობ? გრძნობ რას გრძნობს ან რას გეუბნება? გეუბნება რომ ეზიზღები ნოე, გეუბნება რომ ამ სახლიდან წასვლა და შენი აღარასდროს დანახვა უნდა, გეუბნება რომ გაანადგურე, ნაწილებად აქციე... გეუბნება რომ სიკვდილი უნდა და გეუბნება რომ თუკი ამ ბავშვს რაიმე დაემართება თავს არ იცოცხლებს
ტიროდა და მეც მანადგურებდა მისი სიტყვებით

***ევა***
ვტიროდი და გაუაზრებლად ვისვრიდი ნოეს მიმართულებით სიტყვებს
-მოდი ჩემთან _ ჩამეხუტა და მოშორებას ვაპირებდი მაგრად რომ მომხვია ხელი_ ვერ მოგცემ ამ სახლიდან წასვლის უფლებას... ვერ მოგცემ უფლებას ჩემს გარეშე იყო, უბრალოდ ცოტახანი გაჩუმდი და მომისმინე კარგი? ყველაფერს მოგიყვები თუ მომისმენ ... მაშინ როცა ლილე დავასაფლავეთ საკუთარ ცხოვრებაზეც და ნიაკოზეც ხელი ჩავიქნიე... სუსტი აღმოვჩნდი ევა იმაზე სუსტი ვიდრე წარმოგიდგენია, ხსნა წამალში ვიპოვე... ევა შენი ქმარი ნარკომანია...თავიდან ყოველდღე ვზრდიდი დოზას, მერე ნელნელა აბოს დახმარებით შევძელი ნიაკოს შეყვარება, შევძელი ადამიანურად ცხოვრება,მანამდე თუ ყოველდღე ვიკეთებდი მერე სამდღეში ერთხელ, მერე კვირაში ერთხელ მაგრამ წამალი ბოლომდე ვერ გადავაგდე... როცა შენ გამოჩნდი ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი შეიცვალა, ხელახლა ვისწავლე სიყვარული... შენი ბედნიერება მაბედნიერებდა, უკვე ერთი წელია ნელნელა ვაკლებ წამალს დოზას ნელნელა ვცდილობ რომ ადამიანს დავემსგავსო.. მხოლოდ ამ მიზეზით გირევდი ყოველ დილას დატოვებულ საუზმეში ორსულობის საწინააღმდეგო აბებს ... ხედავ რა ნაგავი ქმარი გყავს ? წამით არ უფიქრია შენ რა გინდოდა მაგრამ ამ დროს მხოლოდ შენზე ვფიქრობდი... ახლა იცი რაც შეიძლება ამ ბავშვის დაბადებას მოჰყვეს... მე არ მინდა რომ დაიტანჯო, არ მინდა მთელი ცხოვრება გულზე ლოდად გედოს საკუთარი შვილის არასრულფასოვნება... ჩვენ ძალიან ბევრი საერთო შვილი გვეყოლება ევა მაგრამ ახლა არა...
ჩუმად ვიჯექი და ვუსმენდი... ვუსმენდი და ვხვდებოდი რომ მთელი წელი მიცხოვრია, არაფერი მითქვია ავდექი და ჩემს ოთახში გავედი, არვიცოდი რა უნდა მექნა, როგორ უნდა მოვქცეულიყავი, მაგრამ ერთადერთი რაშიც დარწმუნებული ვიყავი ბავშვს არ მოვიშორებდი!

იმედია მოგეწონებათ ♥



№1 სტუმარი სტუმარი Lika

Dzaliankargia momcons magram tavebi gazarde ra gtxov dzalianpatarebia DA verapers vigeb

 


№2 სტუმარი სტუმარი Lia

Ukargesi tavia.vinerviule zalian.velodebi movlenebis ganvitarebas❤❤❤

 


№3  offline წევრი ჩუმი პოეტესა

სტუმარი Lika
Dzaliankargia momcons magram tavebi gazarde ra gtxov dzalianpatarebia DA verapers vigeb

მესმის მაგრამ ფიზიკურად ვერ ვახერხებ ყოველდღე დიდი თავების წერას ♥

სტუმარი Lia
Ukargesi tavia.vinerviule zalian.velodebi movlenebis ganvitarebas❤❤❤

გენაცვალე ♥ მადლობა დიდი ♥
--------------------
www.facebook.com/ChumiPoetesa

 


№4  offline წევრი ჩუმი პოეტესა

Nisa Sa
ისევ და ისევ კარგი ხარ, ყოჩაღ, წარმატებები?

გენაცვალე მადლობა დიდი <3
--------------------
www.facebook.com/ChumiPoetesa

 


№5 სტუმარი სტუმარი კატერინა

არდადეებ????

 


№6 სტუმარი სტუმარი მარიამი

დადე მალე რაა

 


№7 სტუმარი სტუმარი ანა

რატოარდებბ დადე რააა.

 


№8  offline წევრი ჩუმი პოეტესა

ვწერ მეგობრებო როგორცკი მოვრჩები მესამე თავს დავდებ
სტუმარი ანა
რატოარდებბ დადე რააა.

სტუმარი მარიამი
დადე მალე რაა

სტუმარი კატერინა
არდადეებ????
--------------------
www.facebook.com/ChumiPoetesa

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent