გახლეჩილი მანდარინი (სრულად)
პროლოგი დაბალი იყო. დანახვისთანავე მივხვდი, მკერდამდეც ვერ მომწვდებოდა. ლამპიონის მკრთალი განათება ბუნდოვნად გამოკვეთდა მის პატარა, მაგრამ მოხდენილ სხეულს. წვრილი და საოცრად ლამაზი მხრები ჰქონდა. უმკლავებო მაისურიდან კარგად მოუჩანდა ძვლებდამჩნეული მხრისთავები და ლავიწის ორი გრძელი ხაზი. მაღალწელიანი ჯინსის შარვალი წვრილ წელსა და თეძოებზე შემოტმასნოდა. თვალებით მოშიშვლებული კოჭები, რომ შევათვალიერე, მივხვდი, როგორ ძლიერად დამჭიმვოდა სხეული. ხარბად ვუყურებდი შარვლის აკეცილ ტოტებსა და კედებს შორის მოქცეულ კოჭებს და ნელ-ნელა იმისაც ვიაზრებდი, როგორ დაუძლევლად მსურდა მის პატარა ძვლებზე თითები გადამეტარებინა. ხის გრძელ სკამს მიყრდნობილი იდგა. შველივით მოღერებული კისერი ზემოთ აეწია და სახე რაღაც, ჩემთვის შეუმჩნეველი საგნისთვის გაეშტერებინა. ოქტომბრის თბილი საღამოს მიუხედავად, კარგად ვხედავდი მის ყელსა და სახეზე გადაკრულ ფაიფურივით თეთრ კანს. სურვილისგან თითები ამეწვა. გონებაში უკვე ვიცოდი, როგორ შევეხებოდი...რამდენად ფრთხილად მოვიქცევდი ფაიფურივით თეთრ, მაგრამ თბილ ყელს, ჩემს დაკოჟრილ, მისი კანისთვის ზედმეტად ძლიერ ხელებში. აზრების გასაფანტად თავი გავაქნიე. თვალები მის უემოციო, პატარა სახეს გავუშტერე, სიგარეტის ღერი ტუჩებში მოვიქციე და სანთებელა ავანთე. ამ დროს ჩემკენ გამოიხედა. კისერი დამეჭიმა. შიშისგან გული ამეწვა. არ უნდა დავენახე...ეს ყველაფერს გააფუჭებდა... მაგრამ მის სიბნელეს გაშტრებულ თვალებს, რომ შევეჩეხე, ღრმად ამოვისუნთქე. აჩქარებულმა გულმა მაშინვე რიტმულად გააგრძელა ძგერა. თავი თბილისის ღამის ბნელი კალთისთვის შემეფარებინა. ყვითელ სინათლეში მდგომი კი ჩემს დანახვას ვერ მოახერხებდა. მზერა მალევე მომაშორა. გული დამწყდა. წარბები შევყარე და მისი პატარა სილუეტი კიდევ ერთხელ ავათვალიერე. აუტანლად მომინდა მასაც შევემჩნიე. ვიგრძენი, როგორ მომაწვა თვალებში სისხლი და კეფა დამიმძიმდა. ხელებით სკამის კიდეებს ჩავეჭიდე. ცდუნებისთვის უნდა გამეძლო, მისკენ არ უნდა წავსულიყავი. უნდა გამეშვა...ჩემთვის ზედმეტად კარგი იყო. -რას მიშტერებიხარ?-ლევანის ხმამ რეალობაში დამაბრუნა. -დღეს უჩემოდ წადით,-გაკვირვებული სახეებისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. გაუაზრებლად წამოვდექი ფეხზე და ის იყო, საიმედო სამალავიდან ფეხი უნდა გამედგა, რომ ავტობუსმა მთლიანად გადაფარა მისი სხეული. გოგონას წასვლით შეშინებულს, თითებიდან სიგარეტი გამივარდა. სირბილით გადავკვეთე ვიწრო ქუჩა. ავტობუსის დაძვრა და უკაცრიელი გაჩერების დანახვა ერთი იყო. მისი დაკარგვის შიშით ვმოქმედებდი. შავი ჯინსის უკანა ჯიბიდან გასაღები ამოვიღე და ჩემი მანქანისკენ გავიქეცი. ზოზინით მიმავალ ყვითელ ავტობუსს თვალს არ ვაცილებდი. მოუთმენლობისგან თითებს ვიმტვრევდი. სპიდომეტრის ისარი ოცდაათსაც ვერ სცდებოდა, მაგრამ ადრენალინით გაბრუებულს ყურადღებაც არ მიმიქცევია საძულველი დაბალი სიჩქარისთვის, დაუსრულებლად გრძელი საცობისთვის. პეკინიდან-თამარაშვილამდე, თამარაშვილიდან კი წერეთლამდე ავტობუსი 10-ჯერ მაინც გაჩერდა. მაგრამ ის ჯიუტად არ ჩამოდიოდა გულისამრევად ყვითელი ტრანსპორტიდან. შუქნიშანი წითლად განათდა. გაუჩერებლად აბზუებულ ტელეფონს დავხედე. ნომრის დანახვისას სახე ზიზღისგან მომებრიცა. მობილური გამოვრთე და გვერდითა სავარძელზე გადავაგდე. თავი ავწიე. ჩემს წინ გადამავალი სხეულის დანახვისას ხელები მომემუშტა. გული ამიფართხალდა. როდის ჩამოვიდა? როგორ გამომეპარა? მისი დანახვით აფეთქებულს, ყველანაირი ემოცია მილიონ კითხვად დამეფანტა. დამფრთხალ თვალებს გაჩერებული ტრანსპორტისკენ აპარებდა, თან ცდილობდა ხალხის ბრბოს არ ჩამორჩენოდა. როგორი უმწეო იყო...როგორი პატარა და მიმზიდველი. მისმა სურვილმა სისხლი ამიდუღა, კანი ამიწვა. ტროტუარზე მშვიდად მოსეირნე, რომ დავიგულე, ფილტვებში ჩაგუბებული ჰაერი ერთიანად გამოვათავისუფლე. ვცდილოდი, ნელა მევლო და მისი მოკლე-მოკლე ნაბიჯებისთვის არ გადამესწრო. ნელა მოძრაობა გადატვირთულ წერეთელზე საკმაოდ გამიჭირდა. მანქანა ერთ-ერთი შენობის პარკინგზე მივატოვე და კუდში ავედევნე. სიარულისას, წაბლისფერი თმის მსხვილი კულულები წელზე მსუბუქად ეხებოდა. აღუწერლად მომინდა წიგნებს ჩაჭიდებულ თითებს შევხებოდი. დაუსრულებად დამეთვალა ათივე თითი და დაუსრულებლადვე დამეკოცნა ხელის მტევნები. ყურსასმენებით მუსიკას უსმენდა. თეძოების მსუბუქ, ნაზ მოძრაობაზე ეტყობოდა. ჭკუიდან მშლიდა. მაგიჟებდა. გაუცნობიერებლად მიწვევდა. მისი დაუფლების სურვილს მიღვივებდა. დიღმის მასივამდე მივუყვებოდით მოკლე, ხალხისგან შემოძარცვულ ტროტუარს. მე კი მზად ვიყავი მთელი ცხოვრება მის უკან მევლო. ჩემივე ფიქრები და გადაწყვეტილებები მაშინებდა. 14-სართულიან კორპუსში შეაბიჯა. უკანმოუხედავად გაუჩინარდა შავ ლაქად მოელვარე სადარბაზოში. ორ ნაბიჯში ადგილზე შედგა, ტელეფონის სანათი აანთო და ფრთხილად აიარა კიბის ხუთი საფეხური. გამეღიმა მის ბავშვურობაზე, მის ფაქიზ და სათუთ ბუნებაზე. და კიდევ უფრო მომინდა... სახლის კარების შეღებისას დავფიქრი, რომ არ დამენახა...ნეტავ რა იქნებოდა? *** მეორე დღეს პრინციპულად დავუდარაჯდი. სადარბაზოდან ცხრისკენ გამოვიდა. დილის სინათლეზე უკეთ შევათვალიერე. პატარა, ღია წითელი ტუჩები ჰქონდა. პატარა, ზემოთ აწეული ცხვირი. ჩამეღიმა, ყველაფერი პატარა აქვს-მეთქი გავიფიქრე...მერე...მერე მისი თვალები დავინახე და მარჯვენა მკლავი დამიბუჟდა. დიდი თვალები ჰქონდა. ირიბი, ნუშისებრი ჭრილით. კიდევ ახლოს მინდოდა მისვლა. მინდოდა, უკეთ დამენახვა, უკეთ დამეთვალიერებინა, მაგრამ თავი შევიკავე. მანქანით დავედევნე. ისევ ისეთი, ნაზი, ფრთხილი, მოზომილი ნაბიჯებით მიიწევდა წინ. მინარნარებდა. ღია წაბლისფერი თმა ცხენის კუდად შეეკრა. სიარულისას სქელი კულულები ტრადიციულად წელზე სცემდა. შავი კაბა ეცვა. თეთრ წინდებზე კი თეთრივე კედები. ბანტებად შეკრული თასმების დანახვამ ძლივს დაჭერილი ნებისყოფაც გამიქრო. მანქანა მოწყვეტით გავაჩერე. ელვის სისწრაფით გადმოვედი და კარი მივაჯახუნე. მე მიყურებდა. დამფრთხალი შველივით მიყურებდა. ხელები მიკანკალებდა იმდენად მინდოდა ცოტახნით მაინც შევხებოდი. ღრმად ჩავისუნთქე და მისკენ წავედი. მკერდამდეც ძლივს მწვდებოდა. ვიცოდი შეშლილი, მტაცებლური მზერა მქონდა. არადა არ მინდოდა მისი შეშინება, მისი დაფრთხობა. აცახცახებული ხელები ჯინსის ჯიბეებში ჩავილაგე და მაღლიდან დავაცქერდი. პატარ-პატარა ნაბიჯებით დაიხია უკან, თან კიდევ უფრო გაფართოებულ თვალებს არ მაშორებდა. გაუცნობიერებლად გავიწიე მისკენ და თეთრი, პატარა თითები ჩემს უხეშ მტევნებში მოვიქციე. -გამიშვი,-მისი ტემბრის გაგონებისას გავიფიქრე, სხვანაირი ხმა არც უნდა ჰქონოდა-მეთქი-ვინ ხარ? რა გინდა ჩემგან? თავი მაღლა აეწია და შიშისგან გაფართოებულ თვალებს არ მაშორებდა. -შენ მინდიხარ!-ჩემი სურვილი პატიოსნად გავუმხილე. მისი თითებით ვიგრძენი, როგორ გაშეშდა. ფართე თვალები აუწყლიანდა. -გამიშვი,-კიდევ ერთხელ ამოიხრიალა და თითების გამოგლეჯა სცადა. -არ გაგიშვებ!-მტკიცედ ვუთხარი და თავი გავაქნიე. იმდენად სუსტი იყო, მეშინოდა ზედმეტ სიტყვას ან მოქმედებას არ დაეშალა-შენი სახელი მითხარი! -თავი დამანებე, გთხოვ,-ფაიფურივით თეთრი კანი ცრემლებმა დაუსველა. ტუჩები აუწითლდა. -ვერ დაგანებებ, გვიანია,-მისი მტევნები ჩემს ერთ ხელში მოვიქციე. მეორე გოგონას სახისკენ წავიღე...მაგრამ შეხება ვერ შევძელი. თითები მოვმუჭე. ოხვრით დავუშვი ძირს და თვალებში ჩავაშტერდი. მწიფე გარგრისფერი მელანინი ჰქონდა, გარშემო მწვანე ხაზებით. სკლერა კი ცისფერი. ასეთი ფერის ჯერ არსად მენახა. -ელენე მქვია, ელენე. ახლა ხომ გამიშვებ?-იმედიანად მკითხა. -ელენე,-გამეღიმა და მის რბილ და თბილ თითებს ჩემი თითებით მოვეფერე. -ხო, ელენე,-მოუთმენლად გამიმეორა და ქვემოდან ამომხედა. მისკენ დავიხარე და სახე სახესთან მივუტანე. როგორი იყო...მაგიჟებდა. -ელენე, მე ძალიან, ძალიან ცუდი ვარ,-მშვიდად დავიწყე და მისი ანერვიულებული სახე შევათვალიერე-ცუდი ვარ, ახლა წასვლის უფლებას, რომ არ გაძლევ. მაგრამ კიდევ უფრო ცუდი უნდა ვიყო. ჩემი ხელებიდან დასხლტომა სცადა. ვეცადე არ მეტკინა. -რატომ არ მიშვებ?რა გინდა ჩემგან?-თავი გააქნია და ცრემლიანი თვალები დახუჭა. -ელენე, შენ მინდიხარ-მეთქი! თავი 1 დასვრილ ხელები დალაქავებულ ტილოზე გაიწმინდა. საღებავშემხმარი ფუნჯები თბილი წყლის ჭავლს შეუშვირა. გულისყურით რეცხავდა ხისტარიან ფუნჯებს და სპილოსძვლისფერ ნიჟარაში ჩაღვრილ წითელსა და ყვითელს თვალს ვერ აცილებდა. განა თვითონაც ასე არ ირეცხებოდა? ცხოვრებისგან ჩამოფხეკილი არსებაც ნელ-ნელა ტოვებდა და ფართოდ გადახსნილი ფორებიდან ორთქლად გამავალს, ვეღარც აკავებდა ჭურჭლად დარჩენილი სხეული. კერამიკის მყარ ზედაპირზე დაყრდნობილმა თავი მაღლა ასწია და სარკეში არეკლილი შეათვალიერა. სააბაზანოს მჭახე განათებისგან გუგებდაწვრილებულს მეტად უსახური ეჩვენა საკუთარი თავი. უგულოდ განაცრისფერებული თვალების დანახვისას თითქმის გამქრალი არსების ფერადოვნებაში ეჭვიც კი შეეპარა. წვერმოშვებულ სახეზე სველი ხელები ჩამოისვა და კეფაზე შემოიჭდო. პირველად ინანა უგულოდ, დაუტირებლად განიავებული საკუთარი თავი. რომ შეძლებოდა... იმ დაკარგული ნაწილების შეგროვება და გაერთიანება, რომ მოეხერხებინა...მიწაში ჩამძვრალი წითელი, თბილისის ქუჩებს გადაკრული ლურჯი და ცის ყვითელი რომც შეეკოწიწებინა, გაერთიანებას მაინც ვერ მოახერხებდა, ზედმეტად სუსტი და ცარიელი იყო ამისთვის. გულში აშიშხინებულ აღდგენის უფრთო თეორიას, სხეულის გადაღლილი კიდურები მკაცრად აპროტესტებდნენ. ჩარაზული ფანჯრის მტვრიანი მინებიდან ძლივს შემოღწეული სინათლე, კარგად გამოკვეთდა ზეთის საღებავით დასველებულ ტილოს. ელენე წითლად და ყვითლად ლაპლაპებდა. კომშიფერი ირისებით იღიმოდა. გარშემო დადევნეული მწვანე თითქოს...თითქოს არა, სევდიანი იყო ელენე. დიდი თვალები წყლიანად უღიმოდა. ნაღებისფერი კანი წითელი ყვავილებით მოუხატავს, წაბლისფერ თმაში კი ყვითელგულა გვირილებით ჩაუწნავს. მაისის აფეთქებულ ფერებად დახატულ ელენეს თითქოს სუნთქვაც კი შეეძლო. დაუმორჩილებელი, უხეში, ვნებიანი წითელიც კი ნაზი და ჰაეროვანი გამხდარიყო მორცხვ ელენესთან. გრძელ წამწამებს გამობმული ლურჯი წვეთები, ლურჯად უკიაფებდა თმის გიშერივით შავ ღერებზე. ტუჩებიც ასწითლებია და დასველებია. ნამტირალევი იყო ელენე. ირაკლი კი ეწეოდა და კვამლჩამდგარი თვალებით აკვირდებოდა ელენეს სახეს. იმ ნაღებისფერ ლოყებსა და უგრძეს წამწამებს შორის გამომწყვდეულ კომშისფერებს, ცრემლებს რომ გაეცრიცა, უფრო ბუნდოვანი, უფრო მიუწვდომელი, რომ გაეხადა. ეწეოდა. ბოლომდე ჩამწვარი ღერი შუა და ცერა თითებში მოექცია. მეორე, ჯერ კიდევ სველი ხელი მოლბერტზე ჩამოედო. როგორ უნდოდა უსხეულო ელენეს სითბო, უკვე მოხატული ტილოდან შეეგრძნო. ახლოს მომწყვდეულ ხატებას კი ეს არ შეეძლო. რამდენიც არ უნდა დაეხატა, როგორც არ უნდა დაეხატა, ელენეს სითბო, მაინც ყველაფერს დააკლდებოდა. ნახატიდან გამოჟონილი გულგრილობა კი აგჟებდა ირაკლის სიცივისგან გაკაჟებულ სხეულს. გოგონას უცოდველი სითბო პირველად, რომ იგრძნო, მაშინვე მიხვდა აკრძალული ხის ნაყოფისკენ, რომ გაეწვდინა ხელები. და მთელი არსებით მოუნდა უშნოდ გაშვერილი კიდურები ათას ნაწილად დაემსხვრია. იცოდა, რომ მოენდომებინა, სულ ცოტათი, რომ განძრეულიყო იმ ნაყოფსაც გაუსინჯავდა გემოს. მაგრამ ცოდვის ჭაობში ჩაძირულს ესმოდა, რომ მოწყვეტილი ხილის სიტკბოება, სილამაზე, მომნუსხველობა ერთ წამში შემოეჭმეოდა. მერე კი ყუნწისა და კურკების გარდა აღარაფერი შერჩებოდა. არ უნდოდა ელენეს მთლიანობას შეხებოდა. არ უნდოდა ელენე შემოჭმოდა, კარგად დანაყრებულს კი მხოლოდ გაციებული ძვლები გადმოეფურთხებინა. მაგრამ გოგონა, რომ მხოლოდ მას ეკუთვნოდა? პატარა ელენე მხოლოდ მის დაცარიელებულ ჭურჭელში უნდა ჩაღვრილიყო, რომ მთლიანად შეევსოთ ერთმანეთი. გაზრდილი გული საყლაპავში უჭერდა ირაკლის. ნაცრისფერდაკარგული მზერა კი მტაცებლურად ჩაეჭიდა ლაღად მოღიმარი ელენესთვის. ელენე სასვე ჭურჭელში ვერ ჩაეტეოდა. ვერაფრით დაეტეოდა, უბრალოდ ადგილი ვერ ეყოფოდა. ირაკლის უსახური ჭურჭელი კი...სულ ცარიელი იყო და პირთამდე გავსებას ელოდებოდა. 2 თავი -არ გადახვალ?-იკითხა ლევანმა. -რა იყო, გეჩქარება?-შავი წარბები შეჭმუხნა ირაკლიმ. -რაც მალე იზამ, შენთვისვე უკეთესია,-მარცხენა ხელით ნერვიულად მოიქექა კეფა. *** ამ საქმეში ყველაზე მეტად ეს ეზიზღებოდა. ჯერ კიდევ ნაზი და გამოუცდელი გულების დანახვა, კამკამა და სუფთა თვალებს იქით...და მათთვის იმ პატარა სიკვდილის გამოყენება უნდა ესწავლებინა. თავზე უნდა დადგომოდა ასეულობით ბიჭს, სრულწლოვნებას ძლივს, რომ მიეღწია. მისი მოსვლით შეცბუნებულებს კი იარაღიანი ხელები აცახცახებოდათ. ჩასისხლიანებულ თვალებს, სიძულვილით უსწორებდა მათ მომავალს, სისხლითა და სიკვდილით, რომ იყო გადარეცხილი. ისევე, როგორც მისი... აგიჟებდა გადაპარსული თავების სიმრავლე, ომსა და მტერზე ფიქრს, რომ დაეღალა. საკუთარი თავი აგონდებოდა, საქართველოს სიყვარულით დაბრმავებული...გული, რომ ერჩოდა და ერთი, ას კაცზე შებმას ნატრობდა. რა ტყუილი ყოფილა...როგორ აბსურდული... -გენერალო,-ხმამ ისევ პოლიგონზე დააბრუნა-წვრთნა სულ ახლახან დაიწყეს. მკაცრად ნუ განსჯით,-თბილად უღიმოდა ორმოცდაათიოდე წლის მამაკაცი. მისი ნაოჭებით დაღარული სახე უგულოდ აათვალიერა. -ჩემი ეშინიათ,-გაუხსენელი შუბლი, კიდევ უფრო მოეკუჭა ირაკლის. -თქვენი დიდი რიდი აქვთ, გენერალო... -წვრთნა გააგრძელონ,-გააწყვეტინა. მწვრთნელები თავის საქმე აგრძელებდნენ. რამდენიმე მაიორი კი მოწიწებით შესციცინებდა თვალებში. უგულოდ დაუკრა თავი და სწრაფი ნაბიჯით გაიარა საწვრთნელი ბაზა. -დიდხანს დარჩი,-ლევანმა გაკვირვებით გადმოხედა და მანქანა დაძრა. -კურდღლებივით ცახცახებენ. ამათ იარაღი, როგორ უნდა ანდო,-დაიღრინა ირაკლიმ და ცარიელი მზერა ტრიალ მინდვრებს გაუსწორა. -პატარები არიან, ისწავლიან,-დამდუღრულივით ამოიხრიალა მაყაშვილმა. ხმაზე ეტყობოდა, საკუთარი სიტყვების თავადაც არ სჯეროდა. -სხვის ქვეყანაში უნდა გავყაროთ და არ გვედარდება, არა?-ავად ჩაისისინა და თეთრი კბილები ერთმანეთს დააჭირა. -შენ ვერაფერს იზამ, ეს შენზე არ არის დამოკიდებული,-ვინ იცის მერამდენედ შეახსენა ლევანმა. ირაკლის ხმა აღარ ამოუღია. თბილისში შესვლისას ცოტახნით მივიწყებული ელენე ამოუძვრა გონებაში. მოხვანცალე ჭია მოხერხებულად შემოეჭდო გულიდან გამომავალ აორტას. *** მეორე დღეს თავის კაბინეტში იჯდა. მოუთმენლად ჩასჩერებოდა ქაღალდებს. სამხედრო ფორმა სხეულს უწვავდა, ისე უნდოდა აქაურობას მოშორებოდა. ბოლოს კი ელენეს სკოლასთან აღმოჩნდა. დაბურული მინებიდან უყურებდა ეზოში მდგომს. სახე დინჯმა ღიმილმა გაუნათა, პატარა ელენე მეგობრებთან ერთად, რომ დაიგულა. მოსწავლეების ჯგუფი სიცილ-კისკისით მიიწევდა წინ, მაგრამ შეუმჩნეველი არ დარჩენიათ დადევნებული ხოჭოსავით შავი ავტომობილი. ანდა როგორ დარჩებოდათ, როცა მთელი ქუჩა სწორედ მას მიშტერებოდა. ირაკლიმ ავად დაიღრინა, ელენეს პატარა მხრებზე მოხვეული ხელი, რომ დაინახა. გოგონა მთელი მონდომებით ცდილობდა მასზე ჩამოკიდებული ბიჭი ზრდილობიანად მოეშორებინა. სწრაფი მანევრით მოუჭრა გზა და მათ წინ მანქანა წუილით გააჩერა. კარგად დაინახა რამდენიმე გაოცებულ წყვილი თვალი, მაგრამ მათ შორის ელენესი არ ყოფილა. გოგონა არასასურველი თაყვანისმცემლის მოშორებით გართულიყო. გაცეცხლებულმა ირაკლიმ სულ ოდნავ ჩასწია შავი მინა. -ელენე, ჩაჯექი,-დაისისინა და შემცბარი სახე ხარბად შეათვალიერა-ელენე!-ხმას აუწია. სულ არ უნდოდა მანქანა დაეტოვებინა და სისხლისგან გაეწურა ის არსება. ბიჭმა გოგონას ხელი უშვა. მანაც მორჩილად გამოხსნა კარები. ინტერესისგან აკანკალებულმა მოზარდებმა, უცნობის მუქმწვანე მუნდირის შეთვალიერება მაინც მოახერხეს. -ვინ იყო ის ბიჭი!-გამოსცრა ირაკლიმ და აწითლებულ ელენეს მზერა აარიდა. ელენეს ხმა არ გაუცია. კომშისფერი თვალები სულ მთლად ჩამწვანებოდა და ცრემლებით გავსებოდა. თხელი, აკანკალებული თითები მუხლებს შორის ჩაეკვეტებინა. -პასუხი გამეცი-მეთქი!-ლამის იღრიალა ირაკლიმ. გოგონას დამფრთხალი სახის დანახვისას, დაძარღვული ხელები საჭეს დასცხო. გოგონას კი ეგონა, რომ მთელი სკოლა მამაკაცის მანქანაში იყურებოდა. ხოჭოსავით შავ მანქანას, მართლაც არ აშორებდნენ მეოცნებე თვალებს და სამხედრო ფორმაში გამოწყობილზე ჭორაობაც გაებათ. -აქედან წადი,-ჩაიჩურჩულა ელენემ და სახე მტევნებში ჩარგო. ისეთი პატარა იყო. ისეთი სუსტი. -ელენე!-ოხვრას ამოაყოლა ირაკლიმ. -დაძარი მანქანა,-უფრო ხმადაბლა ამოიჩურჩულა. ირაკლიმ მთელი სისწაფით მოსწყვიტა მანქანა ადგილს და წუილით გადაჭრა გზაჯვარედინი. *** -უნდა ვილაპარაკოთ!-დუმილი დაარღვია და ოდნავ დამშვიდებულ ელენეს გადახედა. სწრაფად გამოუხსნა გოგონას კარები. ელენემ ცრემლები მოიწმინდა და გრძელი კულულები ნაჩქარევად გადაიწია ყურებზე. -სად ვართ?-ხმადაბლა იკითხა და მასზე მიშტერებულ ირაკლის მზერა აარიდა. -ჩემს სახლთან,-ზურგზე მიადო გაშლილი ხელისგული და წინ უბიძგა. -არ მინდა შენს სახლში,-შიშისგან დაწვრილებოდა ხმა. -ელენე! ამაზე ნუ ვიჩხუბებთ!-კბილებს შორის გამოსცრა ირაკლიმ. -შენი სახელიც არ ვიცი. საერთოდ, მანქანაშიც არ უნდა გიჯდებოდე, მითუმეტეს სახლში არ უნდა მოგყვებოდე,-ელენეს მცდელობაზე, მკაცრი ყოფილიყო, ირაკლის მთელი გულით გაეღიმა. -მაგრამ შენ აქ ხარ, ელენე,-უჩვეულოდ განათებული ნაცრისფერი თვალებით ჩაშტერებოდა გოგონას. პატარა ელენე ერთიანად გაწითლა, თავი ჩაღუნა-უნდა ვილაპარაკოთ. -რაზე? ჩვენ არც კი ვიცნობთ ერთმანეთს და არც გავიცნობდით, იმ დღეს... -ელენე, ელენე,-გოგონას მცდელობები, მამაკაცისგან თავი დაეხსნა, გულს უთბობდა ირაკლის. კიდევ უფრო უნდოდა ელენე. მამაკაცი ნელა წაეტანა გოგონას ხელებს. ნაზად ამოაყოფინა თხელი ქურთუკის ჯიბეებიდან და თავის უშველებელ მტევნებში მოიქცია. სახლის კიბეებზე მიდიოდა, მაგრამ დაბნეულ, ტირილამდე მისულ გოგონას, აღარ უყურებდა. ელენეც ქურდივით აცეცებდა ინტერესიან, ცრემლისგან დანამულ თვალებს. წინ მიმავალ ირაკლის მორცხვად შეხედავდა ხოლმე. აშინებდა ძალიან მაღალი სხეული, უშველებელ ბეჭებზე გადაჭიმული სამხედრო ფორმა კი უჩვეულოდ უფართხალებდა ბავშური სინაზით გამთბარ გულს. ეხამუშებოდა თავისი თავი, ასეთის გვერდით. ზედმეტად უბრალო იყო მამაკაცისთვის. ძალიან პატარა და უსახური. არ ესმოდა, მის წინ მიმავალს, რატომ ეჭირა თავისი ხელი. არც ის ესმოდა, რატომ არ უქრებოდა ის უხერხულობის შეგრძნება, უშველებელი კომფორტის შეგრძნებას, რომ დართვოდა თან. ვერც იმ აკანკალებული ხელების ესმოდა, მამაკაცის ულამაზესი თავისკენ, რომ გაურბოდა. თვალებს ვერ სწყვეტდა მის იდეალურ ფორმას, მოკლე შავ თმას, რომ დაეფარა. ვერც ფართე ზურგს აშორებდა დაბნეულობით აცრემლებულ თვალებს. ფეხებიც უნებართვოდ მიაბიჯდებდნენ. -პატარა ხარ, ელენე. ჩემთნ შედარებით ძალიან, ძალიან პატარა. ყველა გაგებით პატარა ხარ. მაგრამ ამ ფაქტორს ჩვენს მომავალს ვერ დავანგრევინებ. ამის გამო შენ ვერ მოგიკლებ. კიდევ უფრო არ გავნადგურდები. მინდიხარ, ელენე. როგორც გინდა ისე გაიგე. იმდენად მინდიხარ, რომ ამ სურვილთან დაჯიჯგნილი სინდისიც კი უძლურია. ყველაფერი უძლურია შენთან. ერთადერთ ძვირფასს, სინდისსაც კი გადავაბიჯებ, შენს გამო!-დადაბლებული, უემოციო ხმა ლოყებზე დადენილ ცრემლებს უყინავდა ელენეს. -შენი მეშინია,-სველი სახე აკანკალებული ხელებით მოიწმინდა და თვალები მამაკაცის ზურგს გაუშტერდა. ირაკლის მზერა დაუნანებლად შერჩა ფანჯრიდან დანახულ თბილისს. -არ გეშინია,-ამოხრიალა მამაკაცმა და გოგასკენ მოტრიალდა. ხელები შარვლის ჯიბეებში ჩაეყო. ფანჯრის რაფას მიეყრდნო და ელენეს დახედა. -შენ რა იცი? არაფერიც არ იცი,-თავი გადააქნია და ფეხზე წამოდგა.-თავი დამანებე. უბრალოდ, თავი დამანებე. ასეთი რთულია? სიცივე ჭირხლივით მოსდებოდა ელენეს სხეულს. ადგილზე იდგა და შეუმჩნევლად ცახცახებდა, კბილს კბილზე აცემინებდა. რა მოსდიოდა?! რატომ ნერვიულობდა ასე? -ვერც კი წარმოიდგენ, როგორ,-გამოსცრა ირაკლიმ და გოგონას სახე აარიდა. ელენე მამაკაცი ზრახვებს ვერ ხვდებოდა. არ ესმოდა მისი საქციელის. არ იცოდა რა გაეკეთებინა. განაბული იდგა მის პირისპირ და უსირცხვილოდ მიშტერებოდა კედლებზე გაბნეული ტილოების ქაოსს. -ხატავ?-გაოცებით იკითხა ელენემ-შენი ნახატებია? -ჩემია,-ბავშვური გულუბრყვილობით გალამაზებული ელენე კიდევ უფრო მოუნდა ირაკლის. ცოტაც და იმ ძლივსშერჩენილ მოთმინებასაც დაკარგავდა და უნახავივით დაეძგერებოდა ლამაზ, თხელ ბაგეებზე. -როგორი... ძალიან ლამაზია... -არა. სილამაზისგან ძალიან შორს ვარ, ელენე,-კუშტი მზერით ამოხედა ირაკლიმ. გოგონა წამით დაიბნა. შეშინდა კიდეც მამაკაცის თვალების დანახვისას. -ასე რატომ ამბობ?-დამღუპველმა ინტერესმა წასძლია ელენეს. ირაკლიმ მდუმარედ გააქნია თავი და ნელი, ფრთხილი ნაბიჯებით გაიწია გოგონასკენ. წინ დაუდგა. გოგონას თავი მკერდამდე ძლივს სწვდებოდა მამაკაცს. უხმოდ დაიხარა, ელენეს თავი ფართე ხელისგულებში მოიქცია და სახე ააწევინა. როგორ თრთოდა ელენე... როგორ კანკალებდა...როგორი ცივი იყო იმ შეხებისას. მთელი ძალით ცდილობდა გრძნობები მოეთოკა. გულის ერთ სათავსოში ჩაეყარა და მაგრად მიეკეტა, მაგრამ სისხლს დადენილ სურვილს ვერაფერს უხერხებდა. ირაკლი ხარბად ათვალიერებდა მის ოქროსფერ თვალებს, შიშნარევი ინტერესისგან, რომ გაფართოებულიყვნენ, წაბლისფერ, გრძელ წარბებსა და პაწია ცხვირს. გახსნილი ბაგეებიდან თეთრი კბილები მოუჩანდა ელენეს. ცივი ჰაერი სტვენით ჩაუშვა შეკუმშულ ფილტვებში. დიაფრაგმის გაფართოება იგრძნო. ნელა დაიხარა ელენესკენ. ნელა, ძალიან ფრთხილად შეახო ტუჩები შუბლზე, მერე კი თავზე. აქამდე უხეში ხელები, უცნაურად ფაქიზად ჩამოუსვა გოგონას თავს და გულის ფიცარზე მიადებინა. ისეთი თხელი იყო ელენე...ისეთი გამჭვირვალე...ღრუბლებს, შორის გამომკრთალ მზის სხივებს ჰგავდა მისი სიფრიფანა სხეული. მისი ნაღებისფერი კანიც ისევე კარგად ატანდა ირაკლის მოელვარე არსების უგრძეს სხივებს. -სახლში ინერვიულებენ,-დაიჩურჩულა ელენემ და მუჭად შეკრული ხელები მუცელზე მიაბჯინა მამაკაცს-უნდა წავიდე. თვალებდაბინდულმა ირაკლიმ უხმოდ დაუქნია თავი. -კიდევ გნახავ,-თვალები საქარე მინას მოაშორა და გოგონასკენ გაიხედა. -არ... -მე კითხვა დაგისვი, ელენე?-რბილი ხმა ჰქონდა ირაკლის. ელენეთი გამთბარი ხმა. გოგონამ ნაწყენი თვალები შეანათა მამაკაცის ნაცრისფერებს. გაეღიმა ირაკლის. -ირაკლი მქვია,-დააწია მანქანიდან გადასულს და წუილით გადავიდა მთავარ გზატკეცილზე. თავი 3 მანდარინი უყვარდა ელენეს. ამ მრგვალი, რბილი ხილის კანის გახლეჩვაზე გიჟდებოდა. მოსწონდა გარჩევისას სახე ცივი წვეთებით, რომ ეწუწებოდა ხოლმე. თითქოს ახალი წლის სურნელი ჰქონდა მანდარინს, ახალი წლის თოვლივით ცივიც იყო, ფერადი ნათურებივით ფერადიცა და გოზინაყივით ტკბილიც. უყვარდა შეტყუპებული ლებნების გაცალკევება. მერე გულმოდგინედ ასუფთავებდა თეთრი კანისგან და ერთიანად ფორთოხლისფერებს ნელ-ნელა მიირთმევდა ხოლმე. *** გადამწიფებული გაზაფხულის ბუნება აფეთქებულიყo. გახლეჩილი ყვავილებისგან დაფრქვეული სურნელება კი სულ სხვანაირად აფერადებდა მზიან ქუჩებს. სკოლის ეზოში იჯდა ელენე. ხეების ტევრში გატანილი ხის სკამის ერთ ნაპირში თავად დამჯდარიყო, მეორე მხარეს კი ნანო მისჯდომოდა. შუაში ორი ჩანთა ეწყო, ერთ-ერთზე კი ორი ცალი მანდარინი. მესამე ხელში ეკავა ელენეს და ბავშვურად მოღიმარი სახით ფრცქვნიდა რბილი ქერქისგან. ნანო გაცხარებით საუბრობდა და ხელებს იქნევდა. შიგადაშიგ შუბლს შეჭმუხნიდა და ფეხებშეტყუპულ მეგობარს გადახედავდა. ელენეც გამოეპასუხებოდა და უკვე დაფრცქვნილი მანდარინის დაშლას იწყებდა. -მერე?!-ჩაეკითხა ელენე და ღიმილით ჩაკბიჩა თეთრი კანისგან გასუფთავებული ლებნები. -რაღა მერე, ელე,-ცხვირი აიბზუა ნანომ და ფეხი ფეხზე გადაიდო-შენ ის მითხარი, რა, დედას რა მოვუხერხო,-დაიჭყანა და თმის ბოლოები თითებზე დაიხვია. -მერამდენეჯერ უნდა მოატყუო, ნანო?!-სახე გაუმკაცრდა ელენეს-ერთხელაც გამოგიჭერს, ხომ იცი! -ხომ, მაგრამ, ზურა? რა ვუთხრა? არ მინდა მიზეზები, მერე ზუსტად ვიცი, აღარ მოვეწონები და დამშორდება,-აუცრემლიანდა თვალები ნანოს. -მაშინ, არც ყოფილა შენი ღირსი,-მეორე მანდარინის ფრცქვნა დაიწყო ელენემ. -ელენე!-წამოიყვირა ნანომ-ეგ მეორედ არ თქვა. მე მიყვარს ზურა! უიმისოდ ვერ გავძლებ! -მერე მე გეუბნები დაშორდი-მეთქი?-წარბები შეყარა გოგონამ. -კაი არ გაბრაზდე. საწყენად არ მითქვამს,-გაიღიმა ნანომ. -ხომ იცი, რომ შენი ბედნიერების მეტი არაფერი მინდა?! -კი, როგორ არ ვიცი!-ლოყაზე აკოცა მეგობარს-შენ ის მითხარი, ის ვინ იყო? -ვინ ის?-მესამე მანდარინს დასწვდა ელენე. -ერთი კვირის წინ მანქანით, რომ მოგაკითხა,-თვალები დააწვრილა ნანომ და თავდახრილ ელენეს დააშტერდა. -არ მოუკითხავს,-ხმა შესამჩნევად აუცახცახდა ელენეს. როგორ არ უნდოდა ახლა ირაკლი გახსენებოდა. -მაგარი მანქანა კი ჰყავდა,-შურით ამოილაპარა ნანომ-ზურსაც, რომ ასეთი ჰყავდეს... -რაებს ლაპარაკობ, ნანო?!-გაუწყრა ელენე. -კაი ხო. შენ ის მითხარი, სიმპათიურია? -ნაცნობია მხოლოდ,-მკაცრად მოუჭრა ელენემ. კაბის კალთა დაიფერთხა, ჩანთა ზურგზე მოიკიდა და დარჩეული ლებნები მუჭში დაიხვავა-ხვალ გნახავ. -აბა კარგად, ელე!-გაუღიმა ნანომ და ეზოდან გამავალს თვალი გააყოლა. *** ირაკლის ნახვიდან ერთი კვირა გასულიყო. ფიქრებით გათანგული ელენე მთელი ძალით ცდილობდა მამაკაცი გონებიდან ამოეგდო და მთელი ყურადღება სწავლაზე გადაეტანა. მაგრამ ელენეში ჩასახლებული ირაკლი, უფროდაუფრო იდგამდა ფესვებს. ელენესაც უფრო ხშირად ეფიქრებოდა მამაკაცის სევდიან, იდუმალებით მოცულ ნაცრისფერ თვალებზე. უფრო ხშირად წარმოიდგენდა მისი თავი ფორმას, ასე ძალიან, რომ მოსწონდა. მაგრამ იმ ილუზიაში ელენე მოურიდებლად ეფერებოდა და თითებს ნელ-ნელა დაასრიალებდა მოკლე, შავ თმაში. ელენეს იმ ემოციის ვერ გაეგო, ირაკლისთან ერთად, რომ შემოაღო მისი ცხოვრების კარები. ახლა კი აღარაფრით შორდებოდა დაბნეულ გოგონას. ელენეს არ ესმოდა მოსწონდა, თუ არა ეს. ვერ მიმხვდარიყო მამაკაცის ზრახვებს. ხან გამოელაპარაკებოდა, გონებას აურევ-დაურევდა, მერე კი ქრებოდა. გაბრაზდა ელენე. წარბები შეეჭმუხნა. მუჭში მოქცეული მანდარინები კი მარჯვენაში შემოეჭყლიტა. ამოიგმინა და საკუთარი დაუდევრობისგან ბრაზმორეულმა, თვალები მაგრად დახუჭა. -ელენე,-ამ ხმის გაგონებისას კიდევ უფრო დააჭირა ქუთუთოები ერთმანეთს. გრძელი წამწამები სასაცილოდ აუხამხამდა. -ე-ლე-ნე,-ღიმილით დამარცვლა ირაკლიმ და სახე სახესთან მოუტანა-გაახილე თვალები! გოგონამ ჯერ ერთი თვალი გაახილა, შემდეგ მეორე. მის წინ ირაკლი იდგა. ცხვირი ლამის გოგონას ცხვირისთვის მიებჯინა. მამაკაცის სიახლოვით დამფრთხალმა ელენემ უკან წაიწია. -აქ რა გინდა?-უკმეხად წამოიძახა, თან შეეცადა თითებიდან ჩამოღვრილი წვენი არ შეემჩნია. -ხომ გითხარი, რომ გნახავდი?-თბილად გაუღიმა ირაკლიმ და წელში გაიმართა. როგორ მაღალიაო,-გაიფიქრა ელენემ. -ეგ ერთი კვირის წინ მითხარი,-ცხვირი შეჭმუხნა გოგონამ. -რამდენიმე დღით ქვეყნის დატოვება მომიწია,-წამში გაცივდა ირაკლის ხმა. ელენემ ყურები ცქვიტა-მოდი ეგ გადავყაროთ,-მარჯვენაზე მიუთითა. გოგონას შეანკანკალა მამაკაცის სიახლოვისგან. ირაკლიმ აცახცახებული მარცხენა თავი თბილ მარჯვენაშ მოიქცია და წინ წაიყვანა. როგორი უცნაური იყო ირაკლის სითბოს შეგრძნება, მის სურნელად ქცეული ჟანგბადის ჩასუნთქვა, მისი დიდი ნაბიჯებისთვის ფეხის აწყობა, გაცხელებული ორგანიზმისა და გაყინული კანის თანაასრებობა. ეს ეუცხოებოდა ელენეს. გადაჭდობილი თითები ეუცნაურებოდა, სინქრონულად აწყობილი ნაბიჯები და იავნანად ქცეული ნიავიც აკვირვებდა, კიდევ უფრო ლამაზსა და ჰაეროვანს, რომ ხდიდა გაზაფხულის საღამოს. ეს ყველაფერი ეუცნაურებოდა, მაგრამ მოსწონდა. ძალიან მოსწონდა მამაკაცს მკერდამდე ძლივს, რომ სწვდებოდა. უყვარდა ირაკლის დიდ და ძლიერ მტევანში ჩაკარგული თავისი, არც თუ ისე პატარა თითები. ციცქნა გული სულ მთლად გაუთბა ირაკლიმ მუჭი, რომ გააშლევინა და გაჭ....ტილი მანდარინის ლებნები ურნაში, რომ გადაყარა. თითქოს ეს ასეც უნდა ყოფილიყო. თითქოს ბუნებრივი იყო უახლოეს მაღაზიაში ნაყიდი წყლით ხელი, რომ მობანა, მერე კი გაუმშრალა. შუაღამემდე სეირნობაც ბუნებრივი იყო. უსიტყვობაც ბუნებრივი იყო. ელენეს დაუმორჩილებელ გულისძგერასაც დაეკარგა ჩვეული რიტმი და აწყვეტილი, მთელი ძალით ეხეთქებოდა ახალი გრძნობით გამაგრებულ მკერდის ძვლებს. *** მეორე დილით, ელენეს სახლის კარებთან დიდი მანდარინებით სასვე კალათა იწონებდა თავს. *** როგორი იყო ელენე...მიწაზე, რომ იდგა, იმასაც ავიწყებდა ირაკლის. მისი დახნახვაც კი საკმარისი იყო გასაგიჟებლად. თმას ყურზე, რომ გადაიწევდა, შიშველ მუხლებს, რომ შეატყუპებდა და ფრთხილი მზერით ამოხედავდა, ირაკლი მილიონ ნაწილად ფეთქებოდა. ტვინის თითეოული ხვეულა ზამბარებივით იწყებდა ხტომას. საფეთქლებში სისხლი წუილით აუდ-ჩაუდიოდა. გრძნობდა, როგორ ელეოდა მოთმინება, რომ გოგონასგან შორს ყოფილიყო და საკუთარი ჭუჭყით არ დაესვარა. ელენე ოდნავადაც ვერ ხვდებოდა მორცხვი ღიმილით ძლივს დაკავებულ მხეცს, რომ ეთამაშებოდა. ვერ ხვდებოდა, ირაკლის გახშირებული სუნთქვისა და გახევებული სხეულის მიზეზი მისი აციმციმებული თვალები, რომ იყო. არ ესმოდა მამაკაცის უფრთხილესი მოძრაობებისა და შეხების მიზეზი. არც ირაკლის სამსახურის ესმოდა, მამაკაცის გრაფიკის უდიდეს ნაწილს, რომ შეადგენდა. უფრო მეტი ირაკლი უნდოდა თავის ცხოვრებაში, მაგრამ ამის აღიარება ესირცხვილებოდა. თავის მხრივ, არც ირაკლის ყოფნიდა ელენე. მაგრამ თან ენანებოდა, თავისი ცხოვრებისთვის ენანებოდა. უხეში და დაუნდობელი ხასითის ეშინოდა, წლებსა და სისხლს უხვად, რომ მოეტანა მისთვის. -ბანკეტი ერთ კვირაში მაქვს,-თავი დახარა ელენემ და თითებს დააკვირდა. ირაკლის არ ესიამოვნა გოგონას დაძაბული ხმა. -მახსოვს, ელენე. რამე მოხდა? -მე...მე დამპტიჟეს და...-ხმადაბლა დაიჩურჩულა გოგონამ და ნახევრად ცარიელ კაფეს თვალი მოავლო -ვინ დაგპატიჟა?-სავარძლის საზურგეს მიეყუდა ირაკლი და წამწამებს ქვემოდან ამოხედა წინ მჯდომ ელენეს. -არ იცნობ,-გვერდით გაიხედა ელენემ. -ელენე, ვინ დაგპატიჟა-მეთქი!-ხმას აუწია ირაკლიმ. -გიგიმ. ელენემ ორივე ხელი ჩაის თეთრ ფინჯანს შემოაჭდო და ტუჩებთან მიიტანა. -მიქაბერიძემ?-წარბები შეჭმუხნა. -ხო. -მაგასთან ახლოსაც არ დაგინახო, ელენე!-ღრმად ჩაისუნთქა ირაკლიმ. -ჩემი კლასელია, რა მოხდა, თუ დამპატიჟა და დავთანხმდები?-გაბრაზდა ელენე. -ელენე, არა-მეთქი! -სახლში მინდა,-გაიბუტა ელენე და ფეხზე წამოდგა. ირაკლიმ კი გაიღიმა და ის ის იყო, გოგონას გვერდით უნდა გაევლო, რომ წვრილ მარჯვენაში წვდა და თავისკენ დაქაჩა-რას აკეთებ? სირცხვილია. -ეხლა კარგად მომისმინე!-სახე ახლოს მიუტანა ირაკლიმ და დამფრთხალ თვალებში ჩააშტერდა-მეორედ, ასე თავხედურად არ ადგები და არ დამტოვებ. გასაგებია?!-ჩაისისინა და აწითლებულ ლოყაზე ხელი ჩამოუსვა. -გამიშვი,-გაიბრძოლა ელენემ და აცრემლებული თვალები დაბლა დახარა. -არ იტირო!-ხმადაბლა უბრძანა მამაკაცმა და ლოყაზე აკოცა. მერე გოგონას მაჯები მიიტანა ტუჩებთან-და იმ სი*ის მსგავსი ბიჭუნების გამო აღარასდროს გაბედო გაბრაზება! -შენ...შენ თვითონ როგორ ბედავ რაღაცების აკრძალვას?!-კიდევ უფრო აწითლდა ელენე. ცრემლებით გავსებული თვალებით ვეღარაფრის დანახვას ახერხებდა. -მე შენ არაფერს გიკრძალავ! უბრალოდ არ მინდა, გიგისნაირებთან ახლოს იყო!-შედარებით დაუთბა ირაკლის ხმა და დახუჭულ თვალებზე აკოცა ელენეს-ელენე, ხომ იცი არა?! -ვიცი,-თავი დააქნია ელიმ და დაისრუტუნა-წავიდეთ, რა!-საპასუხოდ ირაკლიმ გაუღიმა და თავისი მუხლებიდან გადასვლაში მიეშველა. თავი 4 ირაკლი არასდროს საუბრობდა თავის გრძნობებზე. არც ელენესთან. წყვილის არასტაბილურ, ემოციურ და კონფლიქტურ ურთიერთობას დრო სცდიდა. დღეებისა და თვეების სვლასთან ერთად, უფოდაუფრო იზრდებოდნენ. რაღაც-რაღაცებს სწავლობდნენ კიდეც. ელენემ იცოდა, როგორ ეზიზღებოდა ირაკლის დაგვიანება და საღეჭი რეზინის ხმაურიანი ღეჭვა, ცივ ამინდში გოგონას უქუდოდ სიარული. იცოდა, მამაკაცს არ უყვარდა მისი გაბრაზება, გაბუტული სახე, ცრემლიანი თვალები და სიჩუმე. თავის მხრივ, ელენეს ყველაფერი უყვარდა და მოსწონდა ირაკლისი. მუნჯდებოდა, მისი დინჯი ღიმილის მიზეზი თავად, რომ ხდებოდა ხოლმე. მამაკაცის ყოველი შეხებისას, გული სიყვარულისგან უსივდებოდა, სახე კი მორიდებული ღიმილით ენთებოდა. ირაკლის მანდარინები... არ არსებობდა! მამაკაცი არც ერთ შეხვედრას არ გამოტოვებდა უმანდარინოდ. პატარა ელენესთვის ყოველთვის მოჰქონდა დიდი მანდარინებით სავსე კალათები. გოგონაც ჭამდა და ჭამდა. ირაკლის მანდარინები სულ სხვანაირად ეგემრიელებოდა. ალბათ ამიტომ იყო სხვის ნაყიდ ციტრუსზე ცხვირს, რომ იბზუებდა. სახეს ბავშური ღიმილი უნათებდა, მამაკაცის წუწუნის მოსმენისას, მგონი ამის გარდა აღარაფერს ჭამ, მეტს აღარ მოგიტანო. მაგრამ ირაკლი არ არსებობდა უმანდარინოდ. ელენეს შეეძლო ირაკლის გარეშე, მაგრამ ბავშვობის მანდარინებს დათმობდა. რა თქმა უნდა დათმობდა, ეს ირაკლი არ ეთმობოდა მხოლოდ. -დღეს კვირაა, ირაკლი,-ამოიწუწუნა გოგონამ და გაბრაზებული სახე ბალიშში ჩარგო-დაითვალე?! მე დავითვალე და უკვე 4 დღეა არ მინახავხარ. -ელენე, გაიღიმე, რა,-ისეთი ხმით უთხრა ირაკლიმ, გოგონას ნაწყენ სახეს წამში მოედო ირაკლის სიყვარულიანი ღიმილი. -ირაკლი, რა გინდა?-გაიპრანჭა ელენე და თვალები მოჭუტა. -ხომ იცი?-ჩახლეჩილი ხმით ჰკითხა მამაკაცმა. ელენემ წარმოიდგინა, როგორ ჩახარა ირაკლიმ თავი, ტუჩის კუთხეები აეწია, თვალები კი სულ სხვანაირად აუბრწყინდა. -ვიცი, მაგრამ მაინც გიბრაზდები. -ელენე, აუცილებელია-მეთქი, ხომ გითხარი?-ხმა გაუმკაცრდა მამაკაცს. -შენ სულ აუცილებელი საქმე გექნება და ჩემთვის ვერასდროს ვერ მოიცლი,-ერთიანად ჩაეწვა ირაკლის გულ-მუცელი. -ეგ აღარ თქვა! ატირდა ელენე. ესე არ უნდა ეთქვა, ასე შორის არ უნდა წასულიყო. გაუცნობიერებლად გათიშა ტელეფონი და საბნის ქვეშ ამოდო. მუხლები მკერდზე მიიბჯინა და აწითლებული თვალები დახუჭა. სულ უკვირდა ირაკლისი. მამაკაცს ბევრი ლაპარაკი არ უყვარდა. პირიქით, სულ კონკრეტულსა და საჭიროს ამბობდა, ზედმეტი მიკიბ-მოკიბვის გარეშე. მაგრამ გოგონა იმ ორიოდ სიტყვაშიც ამჩნევდა იმ დიდ და გაუცნობიერებელ კავშირს, ირაკლისა და მის საქმიანობაში, რომ გაბმულიყო. ელენე ვერ ხვდებოდა რა დაერქმია ამ კავშირისთვის. სიყვარული, იძულება, პასუხისმგებლობის გრძნობა...ერთი კი იცოდა, ირაკლის სიგეჟემდე უყვარდა საქართველო, მისთვის თავდადებული ადამიანები, მაგრამ რაღაც მოსვენებას უკარგავდა...რაღაც სიმშვიდეს საშუალებას არ აძლევდა 32 წლის ირაკლი დიდებაშვილს. ჩუმად ტიროდა ელენე. ახლა უკვე გათიშული ტელეფონისთვისაც. ირაკლისთვის არ უნდა ეთქვა ასეთი სიტყვები. ჩერჩეტი გოგოსავით მოიქცა. ჰაერზე, რომ ისვრის სიტყვებს, შედეგზე კი არასდროს არ ფიქრობს. სწრაფად ჩართო მობილური. ირაკლის ზარები არ დახვედრია. ძალიან გაუბრაზებია ირაკლი. -ელე,-გაიგონა უფროსი ძმის ხმა. ოღონდ ეს არაო, გაიფიქრა და სახეზე საბანი გადაიფარა-ელე! -რა მოხდა?-გასძახა და ცრემლიანი სახე თითებით გაიწმინდა. -ელე,-უფრო ახლოდან გაიგონა დიმიტრის ხმა. -დიმიტრი, მომასვენებ?-დაიწუწუნა ელენემ. ვერც გაიაზრა ისე უცებ გადახადა უფროსმა ძმამ საბანი. -იტირე?-შუბლშეჭმუხნულმა ახედა დიმიტრის შეყრილ წარბებს. -ნწუ. საქმე არ გაქვს, დიმიტრი?-გაიბუსხა ელენე და გვერდი იცვალა. მთელი გულით ინატრა უფროსი ძმა ცოტათი მაინც უყურადღებო ყოფილიყო. -ელენე,-თმაზე მიეფერა უმცროს დას-ჩემი ელენე ვინ აატირა? -არავინ,-თავი გადააქნია გოგონამ და ხელებით ბალიში ჩაიხუტა. -უაზროდ არასდროს ტირი, ელენე! ბოლოს აგვისტოში იტირე, გამოცდების შედეგების გაგებისას. ისიც ბედნიერებისგან. ელენემ სწრაფად წამოყო თავი და მუცელზე მიეხუტა დიდ დიმიტრის. ძმამ ღრმად ამოიოხრა და თვითონაც შემოჰხვია ხელები. ელენემ მარტივად გააჩუმა. -კიდევ ერთხელ... -აღარ ვტირი და ეჭვიანი ძმასავით ნუ იქცევი, რა,-წაიბუტბუტა ელენემ. -ნუ წრიპინებ, კნოპკა,-ცხვირზე მოუჭირა თითები-წამო, დამიკარი, რა! ყელი თითებით გამოიწია დიმიტრიმ და მოღიმარ ელენეს ლოყაზე აკოცა. ელენე და დიმიტრი ღვიძლი და-ძმანი არ იყვნენ. დიმიტრის მამა, ნიკოლა, ელენეს მეურვე და აღმზრდელი იყო. რუს ნიკოლასა და მის ცოლ, ნატალიას 5 წლის დიმიტრი ყავდათ ელენე, რომ იშვილეს. ნატალია მალევე გარდაიცვალა. ცოლის გარდაცვალება მეტად იდარდა ნიკოლამ, მაგრამ 5 წლის ვაჟმა და თვეების ელენემ, სასოწარკვეთის უფლება არ მისცეს. მთელი გულითა და მონდომებით უვლიდა უდედოდ დარჩენილ და-ძმას. იცოდა, დედის დანაკლისს ვერასდროს ამოუვსებდა ბავშვებს, მაგრამ ნატალის სიყვარულმა მეორე ცოლზე არც კი დააფიქრა. *** ის საღამო უჩვეულოდ დამძიმებული გულით გაატარა ელენემ. ვერც დაკვრამ უშველა, საყვარელ მონოპოლში, დაუმარცხებლის ტიტულიც კი უცრემლოდ გადაულოცა მოღრიალე დიმიტრის. გვიან დაუბრუნდა თავის საწოლს და გონების ცხრაკლიტულში გამოკეტილმა დანაშაულის შეგრძნებამაც ერთიანად დარია ხელი. იფიქრა მივწერ ან დავურეკავო, მაგრამ სინანული არ აძლევდა ამის უფლებას ხელის კანკალით ჩაებღუჯა მობილური. ტირილამდე სულ ცოტა აკლდა. სულშეხუთული მოუთმენლად წამოხტა ფეხზე. სწრაფად შემოიცვა გრძელი დუტის ქურთუკი და ფრთხილად გამოიკეტა სახლის კარები. სადარდან გასვლა და გაზაფხულის სუსხიანი ჰაერის ჩასუნთქვა ერთი იყო. თვალები მიელულა. ერთიანად მოთენთა სიცივის შეგრძნებამ. გაუცნობიერებლად გააჩერა ტაქსი და ირაკლის სახლის მისამართი უკარნახა. შუბლი ცივი მინისთვის მიებჯინა. ერთიანად აკანკალებდა. როგორ უნდა შეხვედროდა? რა უნდა ეთქვა? არაფერი იცოდა. მძღოლს ფული გადაუხადა და სახლის მესერს მიუახლოვდა. დაცვამ გაკვირვებული თვალებით აათვალიერა მობუზული ელენე და უსიტყვოდ შეუშვა. პატარ-პატარა ნაბიჯებით აუყვა სხვადსხვა ფერის ქვებით მოკირწყლულ ბილიკს. უკნა ვიღაც მოჰყვებოდა. არ გაუხედავს, ისე დააკაკუნა სახლის კარებზე. ათ წუთიანი ლოდინის შემდეგ კარები თმაარეულმა ქალმა გაუღო. -ვინ გნებავთ?-იკითხა. ნამძინარევი ხმა ჰქონდა. შეწუხდა ელენე. -ირაკლისთან ვარ,-მორიდებით ჩაილაპარაკა. -ირაკლი არ მოსულა,-ხმადაბლა ჩაილაპარაკა და ხალათი მჭიდროდ მოიხვია ბუთხუზა ტანზე-უკვე გვიანია, გოგონი. დღეს შეიძლება აღარც კი დაბრუნდეს სახლში. -არც ის იცით, სად შეიძლება იყოს?-უკანასკნელ იმედს ჩაებღუჯა ელენე. ქალმა უარის ნიშნად თავი გააქნია. -შეიძლება სამინისტროშია, ან საწვრთნელ ბაზაზე. ქალაქიდანაც ხშირად უწევს გასვლა. ზუსტად ვერ გეტყვი. არასდროს გვაფრთხილებს. -კარგით, მადლობა,-სუსტად გაიღიმა და შეტრიალდა. კარისკაცმა უკანვე გამოაცილა. იქნებ სამინისტროში მისულიყო? ბოლო-ბოლო გულს მაინც დაიმშვიდებდა. საწვრთნელი ბაზა? სად არის? ან... ისეთი ცხოვრების წესი, როგორიც ირაკლის ჰქონდა, წარმოუდგენელი იყო ელენესთვის. არც კი ახსოვდა ნიკოლას ღამე სხვაგან გაეთიოს. იშვიათი გამონაკლისების გარდა, არც დემეტრე ათევდა ღამეს გარეთ. ეს ქალიც... ალბათ დამხმარე იყო. არც ირაკლის ოჯახის წევრებზე სმენოდა ელენეს. ამ თემაზე არასდროს უსაუბრია წყვილს. გოგონაც ხვდებოდა, რომ ტაბუდადებულს, ახლოსაც არ უნდა გაჰკარებოდა. ტაქსმა ამჯერად თავდაცვის სამინისტრომდე მიიყვნა. უზარმაზარ ჰოლშივე მოიკითხა ირაკლი დიდებაშვილი. -გენერალი დიდებაშვილი თავის კაბინეტშია. მე-7 სართულზე მიბრძანდით. ლიფტიდან პირდაპირ იარეთ, შავი კარებია. ლამაზმა გოგონამ თბილად გაუღიმა. ელენემაც ღიმილით დაუქნია თავი, საშვი გამოართვა და მითითებული ლიფტისკენ დაიძრა. მხოლოდ ახლა გაიაზრა, რომ ირაკლი უნდა ენახა. ფეხები უკან ექაჩებოდა, მაგრამ მაინც წინ მიიწევდა. ნელა დააკაკუნა ორფრთიან შავ კარებზე. ხრინწიანი, ხმადაბალი მობრძანდითო გაიგონა. ნელა ჩამოსწია სახელური და კაბინეტში შეაბიჯა. ირაკლი ფართე მაგიდის წინ იჯდა. სამხედრო მაისურის ამარა. ამჯერად, შავი თმა დაბალზე ჰქონდა შეჭრილი. ლამაზი ფორმის თავი კი დაბლა დაეხარა და შეკრული წარბებით დაჰყურებდა შავი შუშის მაგიდაზე გაშლილ ქაღალდებს. ბოლოს თავი ოდნავ ასწია და ელენეს შეხედა. წამში შეეცვალა მზერა. -აქ რას აკეთებ?-კბილებში გამოსცრა ირაკლიმ. ელენეს არაფერი უთქვამს. თავის ფეხებს დასჩერებოდა. -ღამის სამი ხდება. ამ დროს უნდა გეძინოს!-მამაკაცის განრისხებული ხმა კიდევ უფრო აფრთხობდა გოგონას. -ბოდიში მინდა მოგიხადო,-ამოიჩურჩულა ელენემ და შიშისგან თუ სირცხვილისგან აკანკალებულ ნიკაპზე თითები ჩამოისვა-ცუდი გოგო ვარ. არ უნდა მეთქვა ეგეთი რაღაცები შენთვის. გაწყენინე. ელენე ტიროდა. დიდი და ცხელი ცრემლები ყელს უსველებდა გოგონას. -მოდი,-დაუძახა ირაკლიმ. ელენეს თვალები გაუფართოვდა. ადგილიდან ვერ დაიძრა-ელენე, მოდი,-რბილად გაიმეორა მამაკაცმა. ელენე ნელა მიუახლოვდა ირაკლის. მამაკაცის სახე სრულიად უმეტყველო ეჩვენა გოგონას. ფრთხილად ჩაეჭიდა მის გამოწვდილ ხელს და მოხერხებულად მოთავსდა ირაკლის ფეხებზე. -ცუდად მოიქეცი. ღამით სახლიდან არ უნდა გამოსულიყავი!-თავი მკაცრად გადააქნია ირაკლიმ და ელენეს სახე ხელისგულებში მოიქცია-მე მგონია, რომ გძინავს და ამის გამო მშიდად ვარ! შენ კი თურმე ქუჩა-ქუჩა დაიარები და მე მეძებ! ეგეთი რაღაც აღარ განმეორდეს, ელენე! -აღარ ვიზამ, გპირდები,-ამოიჩურჩულა ელენემ. სევდიანი, აწყლიანებული თვალები დაბლა დახარა. ირაკლი ნელა წაიწია გოგონასკენ. სავსე ტუჩები ფრთხილად გაუხახუნა ელენეს ნიკაპს. ნაზად აკოცა ლოყაზე, ყურის ძირში, საფეთქლებზე. გრძელ დალალებს ხელები ჩამოუსვა, თან ელენეს არ აშორებდა მკაცრ, ფიქრიან, ოდნავ სითბოგამომკრთალ თვალებს. გოგონას კი პატარა მტევნები ირაკლის მკვრივი მუცლისთვის მიებჯინა და მამაკაცის სითბოთი მოთენთილი, ფაქიზად უსვამდა საჩვენებელ თითებს. -ძალიან ვნანობ ჩემს სიტყვებს,-ამოიჩურჩულა ელენემ. მილულული თვალები ვერაფრით გაეხილა -ვიცი,-შუბლშეკრული დიდებაშვილი დინჯად დაჰყურებდა მის მუხლებზე მოკალათებულ, ერთი თავით დაბალ ელენეს. -არ იცი. უბრალოდ მეშინია ირაკლი,-ერთიანად გამოფხიზლებულმა ელენემ წყრომით ააფახულა გრძელი წამწამები-იმის მეშინია, რაც მომავალში გველოდება. თითქოს ყველაფერი კარგადაა. მე უნივერსიტეტში ვსწავლობ, შენ მყავხარ, დიმიტრისაც და ნიკოლსაც ძალიან მოსწონხარ, შენს მეგორებთანაც არაჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს...მაგრამ, ნელ-ნელა ვხვდები, რომ შენს თავს ყველაფერი რიგზე არაა. მესმის, რომ შენი საქმე გიყვარს. მესმის, რომ უიშვიათესი გრაფიკით გიწევს მუშაობა. მაგრამ შენ იცი, რომ მე ამას ავიტან. ჩემთვის მთავარი შენი ჯანმრთელობა, ბედნიერება და კეთილდღეობაა. შენ ისიც იცი, რომ ჩემთვის ზედმეტად უმნიშვნელოა რომელი სფეროს წარმომადგენელი იქნები. შენი დაცვა, საუკეთესო მარკის მანქანები, საუკეთესო ბრენდის ტანსაცმელი თუ უზარმაზარი სახლები ჩემთვის არაფერია... -ელენე,-მოუთმენლად შეაწყვეტინა ირაკლიმ. ხელებსა და კისერზე ძარღვები დაბერვოდა, ყბები ერთმანეთისთვის მიებჯინა. ხელები კი მტკივნეულად შემოეხვია ელენეს წელზე-შენ ახლა აქ, ჩემს მუხლებზე არ იჯდებოდი, რომ არ ვიცოდე ვისთვისაც ზიხარ აქ. ვისთვის და არა რისთვის, ელენე...არ მინდა ამ თემას ოდესმე შეეხო!-კბილებში სცრიდა ირაკლი. -ირაკლი, იმის თქმა მინდოდა, რომ...ვიცი რაღაცას მიმალავ...თუ თქმა არ გინდა, მე არ დაგაძალებ, მაგრამ ნებისმიერ დროს მოგისმენ...უკვე ვიცი რას მივაწერო შენი ამგვარი დამოკიდებულება შენს სამსახურზე. სწორედ ამიტომ, დღეს ასე არ უნდა მელაპარაკა. თუ გინდა, ჩემი დღევანდელი გამოხდომაც ამას გადააბრალე. აქაც სწორედ ამიტომ მოვედი. არ შემეძლო უყურადღებოდ დამეტოვებინე, როცა ვიცოდი, რომ ჩემი სიტყვებით შეგაწუხე, ალბათ გატკინე კიდეც...თან მეც ისე ცუდად გავხდი. ასე მეგონა, შენ ჩემთვის დამთავრდი, შენი სუნთქვა აღარ მესმოდა, შენი გულის მოძრაობასაც ვეღარ ვგრძნობდი...ირაკლი, არ მომეწონა ასე ყოფნა და აღარ გვინდა, კარგი?! ირაკლის თითქოს ის დაკარგული ფერები შეეკოწიწნებინა, თითქოს ის გადაღვრილი არსება, ისევ ჩაეღვარა უწყლობისგან გამოფიტულ ორგანიზმში. ანთებული ნაცრისფერებით დაჰყურებდა კალთაში მჯდომ, ასლუკუნებულ ელენეს. მთელი გრძნობით კოცნიდა შუბლზე, მთელი ძალიან ჰხვევდა შიშველ, ძლიერ მკლავებს და მთელი დღის ჭუჭყსა და სიბინძურეს ნელ-ნელა ატანდა ღამის საათის ისრებს. -როგორ არ მყოფნი, რომ იცოდე...როგორი პატარა ხარ, იცი, ელენე? სულ, სულ პატარა და თან ისეთი დიდი, ისეთი სავსე, რომ ჩემთვისაც კი ზედმეტი ხარ. ჩემთვისაც, ელენე. მშიშარა ელენემ სამსახურში მიაკითხა. იმ მობუზულმა, პატარა, შემცივნულმა გოგონამ, ორ ოქროსფერ თვალს სასაცილოდ, რომ აბრიალებდა გრძელი ქურთუკის საყელოდან და უკვირდა, ჭკუიდან როგორ არ იშლებოდა. წარსულისა და აწმყოს გახლეჩვა, რომ შეძლებოდა, ამაზე მეტ ბედნიერებას სუფთა სინდისით ვერ შეევედრებოდა უფალს. მაგრამ ის ჯოჯოხეთური მოგონებები, მთელი ძალით ეკვროდნენ ელენეთი ავსებულ აწმყოს და უცხო სითბოსთვის მოხვეულ ხელებს არაფრის დიდებით უშვებდნენ! მაგრამ სჯეროდა ირაკლის. იმდენად ბევრი იყო ელენე, რომ სჯეროდა, ყველაფერს მოერეოდა. დამშვიდებულ ელენეს თავი მამაკაცის მკერდზე დაედო. ხელები კი მისი ძლიერი კისრისთვის შემოეხვია. გრძელ წამწამებზე ჯერ კიდევ ეტყობოდა ბუთხუზა ცრემლები. აწითლებული სახე კი ირაკლის სახისკენ აეწია. ირაკლი წინ გადაიწია და ფრთხილად გამოაღო უჯრა. შიგნით რამდენიმე ბაინდერი, კალმების გაუხსნელი ყუთი და ფერადი, წებოვანი ქაღალდები ეწყო. მამაკაცმა ხელი უფრო ღრმად შეყო და ერთი დიდი მანდარინი ამოაძვრინა. ისე, რომ ელენეს არ გაღვიძებოდა, ფრთხილად შემოაცალა მანდარინს ქერქი და ცივი, ნახევარ-მთვარისებრი ლებნები მუჭში მოიქცია. -ელენე,-ყურთა ჩასჩურჩულა გოგონას და სახეზე ჩამოშლილი თმა ყურს უკან გადაუწია. ენანებოდა გასაღვიძებლად, მაგრამ ტრადიციას ვერ დარღვევდა დიდებაშვილი. -ჰმ,-ცხვირი შეჭმუხნა ელენემ და თვალები გაახილა. -დღეს რაღაცა დაგავიწყდა,-გაიღიმა ირაკლიმ და გაკვირვებისგან დამრგვალებულ თვალებზე აკოცა ელენეს. -მანდარინი,-გიცინა და მოუთმენლად წაეტანა ციტრუსს. სულ, სულ ბოლო ლებანს წაავლო თითები და ირაკლისკენ ბაგეებისკენ წაიღო-ეს შენ. ელენეს ჯერ არავისთვის შეუთავაზებია მანდარინი. 5 თავი ელენე მუცელზე იწვა. წინდებჩამოცმული ტერფები ჰაერში გადაეჯვარიდებინა. ყვავილებიან, ოდნავ ნამიან მიწას შიშველი იდაყვებით დაყრდნობოდა. მარჯვენა ხელის საჩვენებელ თითს კი ნელ-ნელა დააცოცებდა ახლთახალი წიგნის შავ ასოებზე. -ნუ მაშტერდები. ყურადღება მეფანტება,-გაიბუტა და ეშმაკურად ახედა მის წინ მჯდომ ირაკლის. ირაკლიმ საპასუხოდ მარჯვენა წარბი ასწია და გოგონასკენ დაიხარა. ელენე ღიმილით ჩააჩერდა გამლღვარ ტყვიისფერ თვლებს. გულაფართხალებულმა გოგონამ პირველად დინახა მამაკაცის აციმციმებული, მოქუფრული ცისფერი ირისები. თხელი თითები ასწია და ნელა გადაუსვა ირაკლის თვალის უპეებს, თითის ბალიშებით მიეფერა ღაწვებსა და ყურებს. მერე ხელი კისერზე შეუცურა და თავისკენ დახარა. ირაკლის ბაგე გულიანმა ღიმილმა გააპო. მზის ვარდისფერმა სხივებმა ათასფრად ააბრდღვიალა მისი თეთრი კბილები. გოგონა ერთიანად გაწითლდა, თვალები რამდენჯერმე დააფახულა და სახე ირაკლის კისერში ჩარგო. ირაკლიმ გადაიხარხარა. ელენემ წყრომით ამოხედა მამაკაცს, მაგრამ მისი სიცილის დანახვისას მომენტალურად დაუბრუნდა ყველაზე მადისამღვძრელ, სურნელოვან, თბილ და ხმაურიანს ადგილს-ირაკლის მკერდსა და კისერს. -პატარა ელენე,-დაიჩურჩულა დიდებაშვილმა და თავისი ძლიერი ხელებით კალთაში ჩაისვა სიფრიფანა ელენე. -ასე, რომ მეძახი, არ მომწონს,-კიდევ უფრო მეტად გაიბუტა ელენე. კიდევ უფრო მეტად მიეკრო ირაკლისაც. -რატომ?-მამაკაცმა თბილად გაიღიმა. მზეზე აბრჭყვიალებული, გაღიავებული თმა უკან გადაუყარა და მის გაბუსხულ სახეს დააჩერდა. -იმიტომ, რომ არ მომწონს. მე პატარა არ ვარ, ირაკლი!-თვალებით გაუწყრა გოგონა და უფრო მეტად მიეკრო მკვრივ სხეულს. -ტანითაც პატარა ხარ და ასაკითაც. შენ კიდევ მეუბნები პატარა არ ვარო,-თავი გადააქნია ირაკლიმ. -შენ შენი თავი ძალიან დიდი გგონია,-წამოიყვირა ელენემ. სახე ერთიანად აელეწა. -არ მესმის, რა გაბრაზებს!-ლმობიერად მიმართა ირაკლიმ და თავზე ხელი გადაუსვა. -ახლაც ბავშივით მექცევი!-წამიერად წამოხტა დიდებაშვილის ფეხებიდან-მე ბავშვი არ ვარ, ირაკლი. -ელენე, დაბრუნდი!-სახიდან ღიმილი გაუქრა მამაკაცს. -აღარ მინდა შენთან!-ხელები გამხდარ მკერდზე დაიკრიფა გოგონამ-ბავშვები საბავშვო ბაღში მოიკითხე! -სისულელეზე ბრაზობ,-ფეხზე წამოდგა ირაკლი. -არა. შენ მე ისე მიყურებ, როგორც დიდი კაცი პატარა ბავშვს!-თვალები აუცრემლიანდა ელენეს. -აბა, როგორ უნდა შემოგხედო, ელენე?!-გამომწვევად ჰკითხა მამაკაცმა და სახით გოგონას სახისკენ დაიხარა. -როგორც შეყვარებულს უყურებენ, ისე!-ხმა აუკანკალდა ელენეს. დიდი ცრემლები გადმოსცვივდა გამწვანებული თვალებიდან. -და შეყვარებულს როგორ უყურებენ?-ფართე და ძლიერი ხელები ძლიერად მოჰხვია ელენეს წელს და მუცელზე მიიკრა. გოგონა დადუმდა. თავი დაბლა ჩახარა და ხელები ირაკლის ძლიერ მუცელს მიაბჯინა. -შენ იცი, ელენე? იცი, შეყვარებულს, როგორ უყურებენ? როგორ ექცევიან?-ცალი ხელით თავი ააწევინა ელენეს. გოგონას სახე ერთიანად დასველებოდა, თვალები ჩასწითლდებოდა. -ნუ ტირი! მიპასუხე! იცი?-კბილებში გამოსცრა ირაკლის. -რა გინდა?-ამოისლუკუნა ელენემ და უღონოდ ახედა მასზე ჩავლებულ მამაკაცს. ირაკლიმ ხარბად მოათვალიერა გოგონას პატარა სახე და მთელი სიშმაგით შეეხო სველ და აწითლებულ ტუჩებს. ამოიკვნესა ელენემ. მომენტალურად აიწია თითისწვერებზე და გამხდარი, ჟრუანტელდავლილი მკლავები კისერზე შემოჰხვია. სურვილისგან აკანკალებდა. გაყინული თითები მამაკაცის ყბებისთვის ჩაეჭიდა. მონდომებით ცდილობდა ირაკლის სავსე, ვნებიან ტუჩებს აჰყოლოდა. -ელენე,-ამოიოხრა ირაკლიმ. თეთრ ფეხებზე აასრიალა ძლიერი მტევნები, ბარძაყებზე მოუჭირა და წამში აიტაცა გოგონა. ელენე პატარა გველივით მიეტმასნა მამაკაცს. მკერდი სწრაფად აუდ-ჩაუდიოდა, ფეხებს კი მთელი ძალით უჭერდა ირაკლის წელზე. ვერც მიხვდა, როგორ შემოსვა ირკლიმ მანქანაზე. უხმოდ დაჰყვა მამაკაცის ხელებს ხარბად, რომ დააცოცებდა გოგონას ფეხებზე, წელზე, სახეზე. გრძნობდა, როგორ იწეოდა მისი თეთრი კაბა ზემოთ, როგორ ცხელდებოდა ირკლის ხელისგულების შეხებისას. -ელენე,-ამოიჩურჩულა ირაკლიმ. ზანტად ეამბორა გოგონას დაწითლებულ ტუჩებს, ლოყებს, ნიკაპს, ყელსა და ყურისძირებს. ნელა ჩამოუშვა ხელში მოკუჭული კაბის კალთა და გაშლილ ფეხებზე გადააფარა თვალებმინაბულ ელენეს-ჩემი პატარა ელენე ხარ. ჩემი ბავშვური ელენე. თეთრი სკლერა მთლიანად გასწითლებოდა ირაკლის. ძლიერ ხელებს ნაზად უსვამდა გოგონას თმასა და სახეს. შეშლილ მზერას არ აშორებდა ელენეს. ელენემ მორცხვად გაიღიმა. პაწია ხელები ლოყებზე მიადო მამაკაცს, მისკენ დაიხარა და სწრაფად აკოცა შუბლზე. *** -მოვედი, მოვედი. ძალიან დავიგვიანე?-აქოშინებული ელენე მძიმედ დაეშვა სკამზე. -ნწუ. ოცი წუთით? ან იქნებ ოცდახუთით? არა! მგონი ისევ მეშლება,-აქამდე წიგნებში ჩარგული თავი სწრაფად ამოსწია დუდამ და ანჩხლი მზერა სტყორცნა აწითლებულ ელენეს-ნახევარი საათით! -დიმიტრის ბრალია, მართლა!-თავი იმართლა გოგონამ. -შენი ძმა არ მაინტერესებს! სულ ტყუილად ეძებ მიზეზებსაც! შენს გამო სპექტაკლზე დავაგვიანე! -ბოდიში, რა. დიმიტრის... -ახლა რა მეშველება?! იცი ვინ თამაშობდა მთავარ როლს?-რისხვაჩამდგარი თვალებით დამფრთხალ ელენეს მიაჩერდა. გოგონამ უარის ნიშნად ნელა გააქნია თავი. -გიორგაძე! ელენე მთელი მონდომებით ცდილობდა სიმშვიდე შეენარჩუნებინა და მოთმინებით დალოდებოდა ერთადერთი დაქალის დაწყნარებას. -მერე? -რაღა მერე? ფაქტობრივად მისი გაცნობის ერთადერთი შანსი გავუშვი ხელიდან,- თვალები დახუჭა და ღრმად ჩაისუნთქა. -დუდა. -რა გინდა?-ცერად გადმოხედა ელენეს. ელენემ თბილად გაუღიმა. -დუდაა,-ახლოს მიუჯდა ელენე დუდას. -ხო. -წამოდი, კულისებში დავადგეთ!-ეშმაკურად აუციმციმდა თვალები ელენეს. -ჰა? -ხო, წამოდი გიორგაძეს დავადგეთ კულისებშითქო!-სიცილით გაიმეორა ელენემ. -კაი?! მართლა კი არ მიყვარს ეგ ტიპი,-ცხვირი აიბზუა დუდამ და წელში გასწორდა. -შეგეშინდა,-გამომწვევად დაიკრიფა ხელები მკერდზე. -არა, გოგო. რისი უნდა შემშინებოდა,-ნერვიულად გაიცინა დუდამ და წიგნები ჩანთაში ჩატენა. -ანუ უარს მეუბნები?-მოჩვენებითი გაკვირვებით ჩაეძია ელენე. -ხო, რა. მაგის სპექტაკლებს მერეც ვნახავ და მაშინ გავიცნობ. -რა ვიცი, რა ვიცი,-ფეხზე წამოდგა ელენე-წამოხვალ ჩემთან? -აუ არა, ელე. თეო მყავს ბაღიდან გამოსაყვანი,-ელენეს გაეღიმა დუდას უმცროსი ძმის გახსენებისას. -კარგი, მაშინ წავედი მე,-სწრაფად აკოცა ლოყაზე და ქუჩა გადაკვეთა. ახლა რამდენიმე გაჩერებას გაივლის, ფეხით გაისეირნებს, იქნებ საკონდიტროშიც შესულიყო, თბილ-თბილ ფუნთუშებსა და კაპუჩინოს იყიდდა. მერე დიმიტრისთან ერთად ჩაიტკბარუნებდა პირს. ის-ის იყო უფროს ძმას საღამოს გეგმების შესახე მისწერა, რომ უკნიდან შეხება იგრძნო. -მე ვარ, არ მოტრიალდე,-ირაკლის ხმამ ადგილზე გააშეშა გოგონა-ელენე, იარეთქო. -რამე ხდება?-ამოიბლუყუნა და გვერდით მიმავალ მამაკაცს აუწყო ფეხი. ფრთხილად ასწია თავი და ირაკლის სახე შეათვალიერა, სიბრაზისგან მოქცეული და დაძაბული. ირაკლის სიტყვაც კი არ უთქვამს, ისე მოიქცია ელენეს მარჯვენა მტევანი თავისაში და ტკივილამდე მოუჭირა. დიდი ნაბიჯებით მიჰყვებოდა ტროტუარს. ელენე ძლივს ეწეოდა მამაკაცს. ცდილობდა არავის დასჯახებოდა და წინ მიმავალი ირაკლი კითხვებით არ აევსო. უეცრად მარჯვნივ აუხვიეს და ვიწრო გასასვლელში გაძვრნენ. მამაკაცმა გოგონა წინ გაატარა და თვითონაც უკან მიჰყვა. უფრო ფართო ქუჩაზე მოხვდნენ. ირაკლიმ თითქმის შეუმჩნევლად მოათვალიერა იქაურობა და ერთ-ერთი სუპერმარკეტისგენ აიღო გეზი. ელენეც მორჩილად მიჰყვა უკან. შიშველ ფეხებზე სასიამოვნოდ ელამუნებოდა მაისის სითბო, მაგრამ ჩქარი სიარულით გულაჩქარებულს ცივი წყალი ყველაფერს ერჩივნა. ირაკლის არც შენობაში გაუშვია ხელი ელენესთვის. კალათის გარეშე დაუყვა დახლებს. -აიღე რაც გინდა და გავიდეთ, ჩქარა,-დაისისინა ირაკლიმ. არც ამჯერად შეუხედავს გოგონასთვის. ელენეს ცოტაღა აკლდა ტირილამდე. ფართე თვალები ცრემლებით გაევსო. გამყიდველს უსიტყვოდ დაუწყო რამდენიმე ბოთლი მინერალური წყალი და ორ კილომდე მანდარინი. ირაკლიმ დახლზე მსხვილი კუპიურა დააგდო, პოლიეთილენის ცელოფლებს დაავლო ხელი, მეორე კი გაბუტულ ელენეს ჩასჭიდა. ირაკლიმ ჩქარი ნაბიჯით მიიყვანა თავის მანქანასთან. ნავაჭრი უკანა სავარძელზე დააწყო და ელენესკენ დაიახარა. მარჯვენა ხელით ნიკაპზე მიეფერა და ზევით ააწევინა. -ნუ ბრაზობ, სახლში მივალთ და ყველაფერს აგიხსნი,-მკაცრი სახით ჩაილაპარაკა და წინა კარები გამოხსნა-ჩაჯექი. -შენთან მივდივართ?-შეეკითხა. ირაკლიმ მანქანა ადგილს მოსწყვიტა. -ხო, დიმიტრის უკვე ვუთხარი,-დაიბუბუნა. სწრაფად გადმოხედა მობუზულ გოგონას და შეათვალიერა-უკან ჩემი ჟაკეტი დევს. ჩაიცვი. გოგონამაც სწრაფად დასტაცა ხელი შავ ჟაკეტს. ელვა ყელამდე შეიკრა. ბოლო კი ბარძაყებამდე აიწია, ძალიან გრძელი, რომ არ გამოჩენილიყო. სულმოუთქმელად მოიყუდა ცივი წყალი და ირაკლის გაუწოდა. დიდებაშვილმა მთლიანად გამოცალა ბოთლი. მანქანა ავტოფარეხში შეაყენეს. ელენემ გადასვლისას მანდარინების ცელოფანს დასწვდა. -სახლში იქნება. ეგ მანდ დატოვე,-გაუღიმა ირაკლიმ. -აქ რათ გვინდა, გაფუჭდება,-ქვედა ტუჩი მოიკვნიტა. მუხლებით სავარძელზე დადგა. -არ გაფუჭდება, დატოვე,-ელენემ თავი დაუქნია და ნელა გადმოვიდა მანქანიდან. ავტოფარეხის ერთ-ერთ კედელში დატანილი სამი კარიდან, ირაკლიმ შუა გააღო. ჯერ ელენე გაატარა, თეთრ განათებას ჩაუწია, დიდ წითელ ღილაკს თითი მიაჭირა და გოგონას უკან მიჰყვა. -ასე სახლში ავალთ. იმ წითელი ღილაკით კი ავტოფარეხის ცენტრალური კარები ჩავკეტე,-ცნობისმოყვარეობა დაუკმაყოფილა მამაკაცმა. -რა საჭიროა ამდენი ღილაკები და ჩაკეტვები,-დაიბუზღუნა. კიბეების თავში დატანილი თეთრი კარები შეაღო. ირაკლის სამსაზეულოში იყვნენ-სულ ყველაფერს კეტავ, ხოლმე. ირაკლის ნაკვთიც არ შერხევია. უხმოდ მივიდა მაცივართან. ჯერ ერთი კარები გამოხსნა, ბოლოს მეორე. მანდარინებიანი თასი გამოიღო. -წამოდი,-დახლზე დაყრდნობილ ელენეს დაუძახა. გოგონამაც სწრაფად ჩაჰკიდა გამოწვდილ ხელს საკუთარი და უკან მიჰყვა. -ეს შენი საძინებელია?-გოგონამ ნელა მოათვალიერა სადა და დიდი ოთახი. მუქი ფერები ეხამუშა ელენეს. -კი,-სააბაზანოდან გამოსძახა ირაკლიმ-ათ წუთში გამოვალ. საძინებელში დიდი საწოლის გარდა არაფერი იდგა. მხოლოდ დაბლა ეგო დიდი, შავი ხალიჩა. კედლები მუქი სპილოსძვლისფერი იყო. ფარდები კი ნაზი რძისფერი. კედები გაიძრო და წინდებით გააბიჯა ღია აივანზე. მთაწმინდიდან დანახული თბილისი ძალიან მოეწონა ელენეს. სულ ყველაფერი ჩანდა ირაკლის აივნიდან. მრგვალ აივანს შავი რკინის გისოსები ერტყა, შავივე ფერის ფილები ეგო. კარების გვერდზე კი ლამაზი სანათი ეკიდა. ოვალურ დივანს წინ მუქი ხის მაგიდა ედგა. ზედ ფანქრები და ქაღალდები ეყარა. ირაკლის ნახატები...ტუჩი მოიკვნიტა ელენემ და ცალი თვალი საძინებლისკენ გააპარა. მამაკაცი ჯერ კიდევ სააბაზანოში იყო. ხელები ზურგზე დაიკრიფა და ნახატებში ჩაიჭყიტა. ექვსი ელენე უყურებდა გოგონას. ერთგან იცინოდა, თავი უკან ჰქონდა გადაგდებული, თვალები კი მოჭუტული. მეორეზე თვალები უხილავი სივრცისთვის გაეშტერებინა, ტუჩები გაებუსხა, წაბლისფერი თმა კი სახეზე ჩამოშლოდა. მესამე ნახატიდან გაბუტული, აცრემლებული ელენე იყურებოდა. შემდეგ ნახატზე ისევ მხიარული იყო გოგონა. თმა ხელებში ეჭირა, ზემოთ იწევდა, თვალებში კი ეშმაკური სხივი უკრთოდა. ბოლო ნახატზე, ელენეს სახე სულ სხვანაირი იყო. აი ისეთი, მხოლოდ ირაკლის დანახვისას, რომ იცოდა ხოლმე, დაბნეული, გულაჩქარებული, აწითლებული, შეყვარებული...ეგონა, მამაკაცი ვერ ამჩნევდა მის ასეთ მზერას. მზად იყო ეს შავ-თეთრი ნახატები გულში ჩაეკრა, ირაკლის ნათითურებს მოჰფერებოდა... -რატომ ტირი?-ირაკლის ხმის გაგონებისას წამში გასწორდა ელენე. სახეზე ხელები მოისვა. უტირია თურმე-ესენი ნახე? ელენე ტირილს აგრძელებდა. -ელენე,-ნელ მიუახლოვდა მამაკაცი გოგონას. გრძელი და ძლიერი ხელები წელზე მოხვია და გულზე მიიკრა-ჩემო ლამაზო, ნუ ტირი, რა. გინდა მეც ცუდად გავხდე? გაეცინა ელენეს. ირაკლის ღიმილი, რომ იგრძნო კიდევ უფრო ატირდა. თითისწვერებზე აიწია და კისერზე შემოეხვია დიდებაშვილს. მამაკაცმაც სწრაფად მიიხუტა და კისერში აკოცა. -ხშირად მხატავ ხოლმე?-ჩუმად იკითხა და კიდევ უფრო მიეკრა. -რაც დაგინახე იმის შემდეგ მარტო შენ გხატავ, ელენე,-კიდევ გაეჭიმა ირაკლის. -სხვებიც გაქვს?-თავი წამოსწია ელენემ. მაღლა ყურებისგან კისერი ეტკინა-როგორი მაღალი ხარ, ძლივს გწვდები, ირაკლი,-დაიბუზღუნა და ფართედ გაიღიმა. -შეგჭამ!-დაიღრინა ირაკლიმ და კბილებით კისერში წაეტანა ელენეს. გოგონა აკისკიდა და მასზე შემოხვეული ხელების მოშორება სცადა. -ირაკლი!-დაიწკმუტუნა, მამაკაცმა კბენა კოცნით, რომ ჩაანაცვლა. ნელა, ფრთხილად კოცნიდა ელენეს თეთრ ყელს, კისერს, ნიკაპს, ყურისძირებსა და ღაწვებს-ირაკლი. დიდებაშვილმა ბუმბულივით აიტაცა გოგონა და წელზე შეისვა. -დამსვი, მძიმე ვარ!-იკივლა ელენემ. -შენ ხარ მძიმე?-ახარხარდა ირაკლი. მოინუსხა ელენე. აგიჟებდა მამაკაცის უნაკლო თეთრი კბილების ყურება. -ჰო,-ღრმა სუნთქვას ამოაყოლა და ვნებიანი თვალებით დაშტერდა ირაკლის ტუჩებს-რომ გაკოცო, ცუდი გოგო ვიქნები?-ამოიჩურჩულა და საჩვენებელი თითი ზედა ბაგეს გადაატარა. -ელენე!-ამოიოხრა ირაკლიმ და უკონტროლოდ დაეტაკა ელენეს ტუჩებს. *** ირაკლის ელენეს მკერდზე ედო თავი. ცალი ხელი წელზე ჰქონდა მოხვეული, მეორეთი კი მის შიშველ მუცელს ეფერებოდა. საჩვენებელ და შუა თითებს დაასრიალებდა მკვრივ და ფითქინა კანზე. ეღიმებოდა ელენეს რეაქციებზე, როგორ ძლიერად ეკუმშებოდა მუცელი, როგორ დაეჭიმებოდა ძვლებზე კანი, როგორ გაიზნიქებოდა, აკანკალდებოდა. აგიჟებდა იმის წარმოდგენა, რომ ასე მოქმედებდა ელენეზე. ხანდახან ალერსს შეწყვეტდა, გოგონაც მანდარინის ერთ ლებანს მიუტანდა ტუჩებთან. დიდებაშვილი კბილებით დაიჭერდა ციტრუსს და თავის საქმე აგრძელებდა. -აღარ უნდა მომიყვე?-დიდი ხნის სიჩუმე დაარღვია ელენემ. ირაკლიმ გაშლილი მტევანი მუცელზე მიაბჯინა. მისმა ხელისგულმა სულ დაფარა გოგონას მუცელი. -აღარ,-მოკლედ უპასუხა. ელენეს ეკალმა დააყარა მისი ხმის გაგონებისას. დღემდე ვერ მიჩვეულიყო ირაკლის ცვალებად ხასიათს. -ხომ მითხარი გეტყვიო?-ირაკლის მკლავებში გაირხა გოგონა. თავი ბალიშიდან წამოსწია. -გადავწყვიტე, რომ სისულელეების გამო შენი შეშინება არ მიღირს,-ირაკლიმ ისევ გააგრძელა ელენეს მუცელზე თითების თამაში. -მაგრამ... -ელენე! სიტყვა აღარ გავიგონო!-ხმას დაუწია მამაკაცმა. ნეტავ დაეყვირა მაინც. -ასე ნუ მელაპარაკები!-პრეტენზიულად ჩაიჩურჩულა და ირაკლის ხელებიდან გათავისუფლება სცადა. -მოისვენე. -აღარ მინდა ასე წოლა!-დაიწკმუტუნა და ირაკლის თავს გადაუსვა ხელები. -მე მინდა!-ტუჩები მუცელზე მიაკრა. -სულ შენი, როგორ გაგაქვს?!-თვალები გაუფართოვდა ელენეს. ირაკლიმ გადაიხარხარა. ზემოდან მოექცა გოგონას და მისი სახე ხელისგულებში მოიქცია. -რომ მოინდომო, იქნებ შენც დაგიჯერო, ხოლმე!-ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოიქცია მამაკაცმა და ელენეს აწითლებულ სახეს დააშტერდა. -ეგ არასდროს მოხდება,-ოხვრას ამოაყოლა და ენა გამოუყო. დიდებაშვილმა სიცილით აკოცა ლოყაზე და სახე ელენეს კისერში ჩარგო. -ეგ არავინ არ იცის, ელენე,-ხრინწიანი, დახშული ხმით შეეწინაღმდეგა და მაგრად ჩაიხუტა გამხდარი სხეული. 6 თავი -მალე ნერვიულობას დავიწყებ შენი და მანდარინის ურთიერთობის გამო,-შეკრული წარბებით გადმოხედა ირაკლიმ ელენეს. გოგონა წინა დღისით დატოვებულ მანდარინებს მიირთმევდა. გულში მადლობაც კი გადაუხადა მამაკაცს გუშინდელი წინადადებისთვის. მეტად გონივრული ეჩვენა ის აზრი, რომ ირაკლის მანქანაში სულ უნდა ყოფილიყო მანდარინი. -დამიჯერე, ამ მხრივ სანერვიულო არაფერი გაქვს,-დარწმუნებით გადააქნია ელენემ თავი-მე...მე ის მაინტერესებს გუშინდელი გამოხდომა რას მივაწერო. შენსა და დიმიტრის არაჩვეულებრივ ურთიერთობაზე აღარაფერს ვამბობ. ირაკლის არც ამჯერად გაუცია ხმა. მოწყვეტით გააჩერა მანქანა და ფანჯრიდან ელენეს სადარბაზო მოათვალიერა. -ახლა გადადი. მაგრამ იცოდე, არანაირი გზის გამრუდებები! ელენე, სახლი-უნივერსიტეტი და პირიქით, გასაგებია?! ელენეს ეგონა, რომ ირაკლი საკმაოდ მწარედ ეხუმრებოდა. მაგრამ მამაკაცის დაძაბულ და სერიოზულ სახეს იუმორის არანაირ კვალი არ ეტყობოდა. -ირაკლი,-მთელი ტანით მიუტრიალდა გოგონა და მკაცრ პროფილს მიაშტერდა. -არ გეხუმრები! არც უაზრო, ეჭვიანი შეყვარებულივით ვიქცევი! არც გუშინდელი გამოხდომა ყოფილა უმიზეზო! სწორედ ამიტომ გეუბნები, არანაირი „საღამოს სეირნობები“, თუ ან მე, ან დიმიტრი შენს გვერდით არ ვიქნებით. არანაირი კაფეები და თეატრები დუდასთან ერთად! საქმე სერიოზულად იყო. ირაკლის ასეთი საქციელები არ ახასიათებდა. გუშინდელის გამო კიდევ უფრო მეტად შეეშინდა გოგონას. რას ნიშნავდა ირაკლის ამგვარი გაფრთხილება? უთვალთვალებდნენ? კუდში დაყვებოდნენ? მაგრამ ელენე რა შუაში იყო?არაფერი დაუშავებია, არც რაიმე შარში გახვეულა. ტუჩები მოიკვნიტა. -კარგი, როგორც იტყვი,-თბილი ხმით უპასუხა. არ უნდოდა ირაკლი ოდნავ მაინც ენერვიულებინა. სწრაფად აკოცა ლოყაზე და ის-ის იყო მანქანიდან უნდა გადასულიყო, რომ მამაკაცმა მკლავში ჩაავლო ხელი-რა იყო?-გაკვირვებული თვალებით ახედა. -მადლობა, რომ გესმის,-ირაკლის უთბილესი ნაცრისფერების დანახვამ ერთიანად მოთენთა ელენე-ყველაფერი...უბრალოდ, არ მინდა, რომ ზედმეტად ინერვიულო. -არ ვნერვიულობ,-თავი გადააქნია გოგონამ-რაც არ უნდა იყოს, შენც ფრთხილად იყავი. შენ, რომ რამე...-სუნთქვა შეეკრა ელენეს-აი მაშინ ძალიან, ძალიან მანერვიულებ. შეეცადა ყელში ამოსული გული თავიდან გადაეყლაპა. ტუჩებზე აკანკალებული ღიმილი გადაეფინა. -მიყვარხარ,-გაიღიმა ირაკლიმ. ელენეს ეგონა, რომ მკერდში გულს ფრთები გამოესხა, აორტას მოსწყდა და ახლა უსწრაფესად დაფარფატებდა მუცელში. -ჰო,-დაბნეულმა ამოილუღლუღა. მერე თავის ნათქვამზე აწითლდა, თვალები დახარა, ოღონდ ახარხარებული ირაკლისთვის არ შეეხედა-არა, ასე არ უნდა მეთქვა. ირაკლიმ ნელა ააწევინა თავი. ღიმილით მოათვალიერა გოგონას არეულ-დარეული სახე. ბოლოს კი უნაზესად შეეხო ტუჩებზე. -ახლა წადი,-თავზე ფართე და ძლიერი ხელი გადაუსვა და კარები გამოუხსნა. გადმოსვლისას ლამის წაიქცა ელენე, ისეთი დაბნეული და თავბრუდახვეული იყო. მაგრამ არც ირაკლის გულინი ხარხარისთვის მიუქცევია ყურადღება და არც აბლანდული ფეხებისთვის. *** ეჭვის თვალით აკვირდებოდა სამარეულოში მოფუსფუსე ძმას. უზურგო სკამზე ჩამომჯდარიყო. ფეხებს კი ჰაერში აქანავებდა. ამგვარი მოქმედება ფიქრში ეხმარებოდა, მაგრამ ბრინჯივით დაბნეულს, ვერაფრის გააზრება მოეხერხებინა. მისი ფიქრი და გონება მხლოდ ირაკლის დასტიალებდა. -კეტჩუბით გინდა თუ პომიდვრის საწებლით? -კეტჩუბით,-ავტომატურად უპასუხა და დიმიტრის ფართე ბეჭები და წვრილი წელი აათვალიერა-ვარჯიში როდის დაიწყე, ძამიკო? -ორი წელია, ელენე,-შუბლშეჭმუხნულმა დიმიტრიმ გაკვირვებით შეათვალიერა წამწამებაფახულებული ელენე. -უი ხო, გამახსენდა,-წაიბუტბუტა და იდაყვებით ბარის დახლს ჩამოეყრდნო. -თუ რამე გაწუხებს, შეგიძლია მითხრა, ხომ იცი?-ძმის მზრუნველმა ხმამ გული აუჩუყა. -კი,-თავი დაუქნია და ქვედა ტუჩზე იკბინა-კარგი. მაშინ რაღაცას გკითხავ. -მკითხე,-წინ დაუდგა დიმიტრი. ხელები მკერდზე დაიკრიფა. -შენ იცი რა ხდება, ხომ? ირაკლიზე გეკითხები,-გოგონას ფართე თვალებში თხოვნის ცრემლებმა გაიბრწყინა. დიმიტრის სახე დაეძაბა. სწრაფად მიუბრუნდა ტაფაზე დაყრილ ბოსტნეულს. -არაფერი, ელე,-თავი გადააქნია დიმიტრიმ და მოთუშული სტაფილო, ბულგარული და ბროკოლი სოკოს მოაყარა. -არაფერი!-სარკასტრულად ჩაილაპარა გოგონამ-როგორ თუ არაფერი? მესმის, რომ ირაკლის ენდობი, მაგრამ გუშინ ღამე უპრობლემოდ დამტოვე მასთან. მაშინ, როდესაც დუდასთანაც კი გიჭირს ჩემი გაშვება! ეგ არაფერი. მეორე დღეს მარშუტსაც მიზღუდავს და მეუბნება, რომ ჩემი ძმის და შეყვარებულის გარდა ვერსად სიარულს ვერ შევძლებ. ამის მერე... -ელენე! ძმის ხმის გაგონებისას შეკრთა გოგონა! აკანკალებული თითები მომუჭა. -ირაკლი მელაპარაკა! დამიჯერე, შენზე მეტი არც მე ვიცი, მაგრამ მე მას ვედნობი! ზუსტად ვიცი, რომ ყველაფერს შენი სიმშვიდისა და კეთილდღეობისთვის აკეთებს. და როცა მე ეს მესმის, ვენდობი და ზედმეტ კითხვებსაც არ ვუსვამ, ესე იგი ასე მივიჩნევ საჭიროდ. -მაგრამ... -თუ ირაკლის მოუნდება რამის თქმა, თავად გეტყვის. არ მგონია ჩემი დახმარება სჭირდებოდეს!-მკაცრად გააწყვეტინა დიმიტრიმ და ქერა თმაზე ნერვიულად გადაისვა ხელი. ელენემ თავი ჩაღუნა. ფრთხილად ჩამოსრიალდა ბარის სკამიდან და საძინებლისკენ გალასლასდა. ესმოდა ძმის პოზიციის, ეთანხმებოდა და ყველა ასპექტშიც ამართლებდა, მაგრამ გაურკვევლობის შეგრძნება თვალებსა და გონებას უბინდავდა, საღად აზროვნების უნარს ართმევდა. ნერვიულობდა ირაკლიზე. ანდა როგორ არ ენერვიულა? სულ რომ არ ეფიქრა, მაინც ენერვიულებოდა...დიდებაშვილი ყველაზე გაწონასწორებული და დინჯი ადამიანი იყო ვისაც კი ოდესმე შეხვედროდა. არ ახსოვს ირაკლის საკუთარი თავის კონტროლო დაეკარგოს, წყობიდან გამოსულიყოს, ცხელ გულზე მიეღოს გადაწყვეტილებები. სწორედ ამიტომ ეშინოდა ამ ყველაფრის. ხვდებოდა, რომ ირაკლი არა თუ აჭარბებდა, არამედ ბევრად მეტსა და მნიშვნელოვანს უმალავდა და თავისთვის ინახავდა. მამაკაცის ნდობაში ეჭვიც არ ეპარებოდა. ირაკლი ხომ არაფერს უმალავდა...ყოველ შემთხვევაში იცოდა, რომ არაფერს უმალავდა. ამ ფიქრმა ლამის გააგიჟა ელენე. შემცივნულმა საბანი მჭიდროდ შემოიკრო ტანზე. ეჭვიანობის გრძნობა არ ასვენებდა. თავს აჯერებდა, რომ სულ ტყუილად ნერვიულობდა. ირაკლის ხომ არასდროს მიუცია ამის საბაბი. ხოდა თვითონაც უნდა დამშვიდებულიყო. არ უნდა ეკადრებინა ირაკლისთვის... მერე ჩასთვლიმა, მერე დიმიტრის თბილი ხელებიც იგრძნო. *** ინგლისურის ცენტრიდან ბრუნდებოდა. ღამის თერთმეტს ოცი წუთი უკლდა. -ხუთ წუთში სახლში ვიქნები,-დაასწრო ელენემ და ირაკლის რეაქციას თვალებდახუჭული შეხვდა. -ნუ გამაგიჟებ, ელენე! ჩემთვის დაგერეკა! -ძლივს სახლში ხარ. სულ ტყუილად უნდა შემეწუხებინე. ცოტათი დაისვენე, რა,-დიდებაშვილს გული გაუჩერა ამ პატარა გოგონას მზრუნველობამ. -მაინც უნდა დაგერეკა! ხომ იცი, შენით არასდროს დავიღლები. მითხარი სად ხარ. -ხუთ წუთში სახლში ვარ, ირაკლი,-მიწისქვეშა გადასასვლელის კიბეებს ჩაუყვა-არ მინდა შენი მოკითხვა. -ელენე, სად ხარ-მეთქი!-ხმა გაუმკაცრდა მამაკაცს-მეორედ არ გამამეორებინო. -ჩემი ხათრით, დაიძინე, რა. ხვალ დაგირეკავ,-სწრაფად გაუთიშა და მობილური ჯინსის ქურთუკის პატარა ჯიბეში ჩაიტენა. მიწისქვეშას ცივი და ნესტიანი კედლები შმორის სუნად ყარდა. გაშავებულ ჭერზე მკრთალი, მონაცისფრო განათება ბჟუტავდა და ოდნავ ზუზუნებდა. ელენეს არ მოსწონდა საკუთარი ნაბიჯების ხმამაღალი ექო. სიჩქარეს უმატა. მოკლე ქურთუკი მჭიდროდ შემოიჭირა მკერდზე. -რატომ მირბიხარ?-უცნობმა ხმამ წამიერად გააშეშა. თავი დახარა, შეეცადა ყურადღება არ მიექცია და გზა განეგრძო. ასეც მოიქცა, მაგრამ წელზე დაძგერებულმა ხელებმა ადგილს მიალურსმა. -ხელები გამიშვი,-კბილებში გამოსცრა. იგრძნო, როგორ აუბუყბუყდა მუცელი. შიშმა, როგორც მუხლუხომ, ისე ნელა და მტანჯველად გაიარა ელენეს ორგანიზმი. თეძოები გაარხია, საკუთარი მტევნები სხვის უხეშ მტევნებს ჩაავლო, მაგრამ წინაარმდეგობის გაწევა ვერ შეძლო. -ნუ ფართხალებ, არაფერს დაგიშავებ,-უცნობის მყრალი ოხშივარი მარცხენა ყურთან იგრძნო. ეკლებმა მტკივნეულად დააყარა. მუცელზე გაცეცებულ მკლავებს შორის გაიკლაკნა. -გთხოვ,-ამოიხავლა. უფრო მეტად შეეცადა. მკლავები მოხარა და იდაყვები მთელი ძალით მიარტყა უცნობს. -ხელები მოასვენე,-დაიღრიალა და ამჯერად იდაყვებში წაავლო ხელი. მყესები დაეჭიმა ელენეს. სიმწრისგან ცივმა ოფლმა დაასხა. -რა გინდა ჩემგან?-ცრემლებისგან გავსებული თვალები ძლივს აახამხამა. ჯერ არ უნდა ეტირა. კიდევ ერთხელ გაიბრძოლა. -სულ თხუთმეტი წუთით შეგაწუხებ, რა,-ამოიწუწუნა მის ზურგს უკან. ძლიერად კრა ხელი და მუცლით ჭუჭყიან, სველ კედელს მიაყუდა. -გამიშვი, გთხოვ, გთხოვ,-ამოიტირა და უღონოდ დაეჯაჯგურა მის ხელებს. ფეხები გაიქნია, უქუსლო ფეხსაცმელი ტერფში ჩაარტყა უცნობს. მის ქურთუკში ტელეფონი მეხუთედ აზუზუნდა. გული მიეცა ელენეს. თავთან გაკავებული ხელები მთელი ძალით გადასწია უკან, მერე წინ, მაგრამ უცნობს ვერაფრით გაუწია სათანადო წინააღმდეგობა. -ზედმეტად პატარა ხარ, ტყულად ცდილობ,-საზარლად გადაიხარხარა და ხელებით მობილურის მოძებნა სცადა-ვნახოთ ვინ გირეკავს. ირაკლი. ვინ არის ირაკლი? უცნობის ხმა ჭუჭყიანი წყლის წვეთების ტყლაპუნს ჰგავდა. მთელი არსებით ეზიზღებოდა ეს კაკაფონია. -ვუპასუხო?-წაიკრუტუნა-მიპასუხე-მეთქი! ამჯერად იგრძნო, როგორ წაეტა უცნობი მის გრძელ, ტანზე მოტმასნილ კაბას. -მიშველეთ, დამეხმარეთ,-ელენე სუსტი ხმით განაგრძოდა ყვირილს. ცრემლებისგან სახე მთლად დასველებოდა. თმა კეფასთნ გაოფლიანებოდა. -არ ვუპასუხო? კარგი. არ ვუპასუხებ,-მობილური იქვე დააგდო და ახლა ორივე ხელით წამოსწია ელენეს კაბა. გოგონა უფრო მეტად აყვირდა, მაგრამ ისტერიკაში გადასული ქვითინი და კანკალი ხელს უშლიდა. -გაუშვი!-სუნთქვა შეეკრა მამაკაცის ხმის გაგონებისას-ხელი არ დააკარო. -მიშველეთ, გთხოვთ. დამეხმარეთ,-თითქმის ჩურჩულით შეემუდარა ელენე. გრძნობდა, როგორ კარგავდა ნელ-ნელა გონს. -რა მარტივად ჩამივარდი ხელში,-ვიღაცის უცხო სისინმა ყური მოსჭრა ელენეს. თუმცა უკვე გონგათიშულს, არ შეეძლო ეს სიტყვები ტვინამდე მიეშვა. *** მაისისთვის დაუხასიათებელი სიცივე ძვალ-რბილში ატანდა. ელენეც ძაგძაგებდა. ქვის იატაკსა და აგურის კედელზე მოკუნტული გოგონა ადგილზე ირწეოდა, ტირილისგან დასიებული თვალები კი მიელულა. გამოფხიზლებულს, მაჯის საათი ხელზე აღარ კეთებია, არც თავისი ჩანთა და მობულური დახვედრია. ისიც კი არ იცოდა სად იყო, რა ადგილას ან ვისთან. მთელი ორგანიზმი ტეხდა. ეგონა, რომ ხერხემლის ძვლები დაემდუღრა და დაურბილდა. საყრდენის გარეშე ხელებსაც კი ვერ სწევდა. თავიც კედლისთვის მიებჯინა. გრძნობდა, რომ მაღალი ტემპერატურა ჰქონდა. საფეთქლები უხურდა, ხავილისა და კივილისგან კი ყელი გამოშრობოდა. -ელენე დადვანი, 19 წლის. დედა გარდაცვლილი. მამა ნიკოლა ბელოვი. ძმა-დიმიტრი ბელოვი. დამთავრებული აქვს 52-ე საჯარო სკოლა. ამჟამად სწავლობს შავი ზღვის უნივერსიტეტში, ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე. შარშან ზაფხულს გაცვლითი პროგრამით გაემგზავრა ერთი თვით-ლონდონში. წელსაც უნდა წასულიყავი, მაგრამ...აი ეგ საქმე ვნახოთ როგორ გამოვა! გავაგრძელოთ. აჰა, ბავშვობაში...ჭადრაკი გყვარებიათ, ხატვაცა და ცეკვაც. მშვენიერია! ფრიად ნიჭიერ სტუმართან გვაქვს საქმე. შემდეგ. დუდა სეფისკვერაძე-უახლოესი მეგობარი, კურსელი. ხშირად დადიხარ თეატრში, ჩაიხანაში, ქორნერ ჰაუსში, წიგნის მაღაზიებსა და დუდასთან სახლში. ხო. კიდევ რაო? ჰოო, რაც შეეხება გუშინდელს. როგორც გაირკვა უსიამოვნებას გადაწყდომიხარ. მიხარია, რომ ჩემმა ხელქვეითებმა ეს უსიმოვნება აგაცილეს და უვნებლად ჩამაბარეს შენი თავი. ელენეს თვალებს ბინდი გადაჰკვროდა. ვერაფრის გარჩევას ახერხებდა. -ვერ გხედავთ,-წამოიტირა და ხელები თვალებზე მოისვა. უწონობის შეგრძნებით მოცულს, აღარ შეეძლო ინფორმირებული უცნობი გაჰკვირვებოდა. -იმიტომ, რომ ბნელა , ძვირფასო. ნუ გამიბრეზდები, მაგრამ არ მინდა, რომ დამინახო. ჯობს ასე ვისაუბროთ,-დაშაქრული ხმით აუხსნა მამაკაცმა. ვერ ხვდებოდა კაცი შორს იჯდა თუ ახლოს. ოთახის სივრცე უხეშად ირეკლავდა მის ხმას და გოგონაც იბნეოდა. -თვალები მეწვის. არ მომწონს სიბნელე,-გულუბრყვილოდ აუხსნა. -მესმის, მაგრამ უნდა მოითმინო. ჯერ რაღაცებზე უნდა შევთანმხდეთ,-ფურცლების შრიალის ხმა გიაიგონა. რა გამოდის? თუ ეს ვიღაც კითხულობს, ამ ოთახში არ ზის? თუ ზის, ამ სიბნელეშ როგორ კითხულობს? მაგრამ ხომ უთხრა, არ მინდა დამინახვოო...ელენეს ხელახლა მოაწვა სასოწარკვეთის წამლეკავი ტალღა. -ირაკლი დიდებაშილს იცნობ. ხომ მართალი ვარ? ელენეს პასუხი არ გაუცია. -იცნობ, თან ძალიან კარგად,-ღრმა ამოსუნთქვის ხმამ ადგილზე გააშეშა ელენე. -მეც ძალიან კარგად ვიცნობ ირაკლის. ჩვენ დიდი ხნის მეგობრობა გვაკავშირებს, ალბათ მახსენა კიდეც. გოგონამ ცრემლები გადმოყარა. ირაკლი არადროს საუბრობდა თავის თავზე. ელენემ არაფერი იცოდა თავის შეყვარებულზე. საერთოდ არაფერი...ნესტიანი, თითქმის სველი ჰაერი მისი სლუკუნის ხმამ შეარხია. -უი, ნუთუ არ ვუხსენებივარ?-შეიცხადა-სიმართლე, რომ გითხრა, ბატონი ირაკლისგან ამას არ ველოდი. -რა გინდათ ჩემგან? მე რა შუაში ვარ?-მოთმინება დაკარგა ელენემ. ტირილისგან გული ეტკინა. მოუთმენლად დაიწყო ჰაერის ყლაპვა. -დამშვიდდი ძვირფასო, ყველაფერს თავისი დრო აქვს. კარგი. ესე იგი ჩემზე არაფერი იცი. ანუ რა გამოდის?! არც ირაკლზე გცოდნია ბევრი რამ. მართალი ვარ? ელენემ მხოლოდ დაიქსუტუნა. მთელი გუნდით უნდოდა აქაურობას მოშორებოდა. ოღონდ ამ კაცის ხმა აღარ გაეგონა ირონიულად, დაცინვით, რომ ესაუბრებოდა ირაკლიზე. -ირაკლიმ ბევრი ცუდი გამიკეთა, ძალიან ბევრი. -ტყუი! ირაკლი ცუდს არავის გაუკეთებს. -ასე ფიქრობ?-გაიცინა უცნობმა-ოხ, ირაკლი, ირაკლი! არ ეშვება გოგოების წვალებას. -რას ამბობ!-დაიბნა ელენე. -მოდი, ასე გეტყვი! ირაკლი დიდებაშვილმა შვილი მომიკლა. ელენეს წამში გაეყინა გულ-მუცელი, თითქოს ყინულიანი წყალი ჩაუღვარესო. -22 წლის იყო. ლაილა შენ გჯობდა, შენზე ბევრად ლამაზი იყო. ძალიან უყვარდა ირაკლი, ჩემგან განსხვავებით. მე მეზიზღებოდა. იმიტომ, რომ ვიცოდი, რა ც იყო. ვიცოდი, რომ ლაილა კარგად ვერ დაამთავრებდა, მაგრამ ვერაფერს ვაკეთებდი. ბოლომდე მეწინააღმდეგებოდა, ბოლომდე მას იცავდა და მე მამტყუნებდა. მიუხედავად იმისა, რომ სულ ჩხუოდნენ, ირაკლის არ ყვარებია ლაილა. ამას კარგად ვხედავდი. ხოდა ჩემი წინასწარმეტყველებაც ახდა. ლაილა ირაკლიმ მოკლა. ერთადერთი ქალიშვილი მომიკლა. -ტყუი!-დაიყვირა ელენემ და ყურებზე ხელი აიფარა-ტყუი! მატყუებ! გინდა, რომ ირკლიზე გავბრაზდე! არ გამოგივა! რ გამოგივა! ასეთ ტყულს ვერ დამაჯერებ! -ნუ ყვირი!-სიბნელე შეაზანზარა უცნობის ღრიალმა-თუ დაჯერება არ გინდა, ნუ დაიჯერებ! მაგრამ მე სიმართლეს ვამბობ! ირაკლიმ შვილი მომიკლა! გაინტერესებს, როგორ? ლაილა ხუთი თვის ფეხმძიმე იყო. რთული ორსულობა ჰქონდა. იმ ნაბიჭვარს კი უჩხუბია, უყვირია, მთელი სახლი დაულეწავს. იმ საღამოს იყო ლაილას, რომ მუცელი მოეშალა. თვითონაც... -ნუ მიყვები! არ მინდა ამ ყველაფრის მოსმენა! თავი დამანებე! სახლში მინდა, გამიშვი,-ხმამაღლა ატირდა ელენე. -ვერად ვერ გაგიშვებ!-უცნობის გამყივანმა ხმამ უარესად ააკანკალა გოგონა-მჭირდები. შენი დახმარება მჭირდება, ელენე. -არასდროს დაგეხმარებით! გესმით? არასდროს!-დაიკივლა ელენემ და ფეხზე დადგომა სცადა. ხელის ცეცებით დაუყვა კედელს. თვალები ეწვოდა გაუნათებელი სიბნელისგან -დააბით!-მშვიდად ბრძანა უცნობმა. ელენემ კი ტემპს მოუმატა. ფეხები ერთმანეთში ებლანდებოდა, მკერდიდან ამოხეთქილი ქვითინი უარესად უბნევდა თავგზას. მალევე იგრძნო თეძოებზე დაძგერებული ხელები. „გამიშვითო“, უღუნოდ დაიჩურჩულა. ცივი რკინისა და სველი ბაწრის შეგრძნებამ შეახტუნა. ცხელი ცრემლების ორი რიგი ნიკაპთან იკვრებოდა. თავი 7 მალევე მიხვდა, რომ ირაკლის მოსვლის იმედი აღარ უნდა ჰქონოდა. მიხვდა, რომ უცნობისთვის აღარ უნდა გაეცა ხმა. მიხვდა, რომ მისი ხელქვეითების უხეშ მოპყრობასაც უსიტყვოდ, უნდა შეხვედროდა. ცდილობდა, აქ ყოფნით გამოწვეული პროტესტი რამენაირად გამოეხატა. ამის იდეალურ ფორმად კი შიმშილობა მიიჩნია. მათი ყვირილისა და ხელებით ჯააჯგურის მიუხედავად, ელენე პირს არაფერს აკარებდა. მას შემდეგ, რაც აქ მოიყვანეს, უცნობი რამდენჯერმე დაელაპარაკა, მაგრამ დადვანის გამაღიზიანებელ დუმილს ვერც ტკბილი სიტყვით და ვერც ფიზიკური შეაურაცხყოფით მოუხერხა რამე. გოგონას ხან სიბნელისთვის გაეშტერებინა უგრძნობი ირისები, ხანაც მოკუნტულს მთელი ძალით დაეჭირა ქუთუთოები ერთმანეთისთვის. ამ დროს იმ ცრემლების შეკავებას ცდილობდა, ირაკლისა და ოჯახის მონატრებისას, რომ მოაწვებოდა ხოლმე. გრძნობდა, როგორ იზრდებოდა გულზე გაჩენილი ჭრილობა, როგორ დიდდებოდა მოურჩენელი წყლული და გოგონასაც თავის ყოვლისშემძლე ხლართებში ხვევდა. ელენე მთელი ძალით ცდილობდა ამ აგონიას არ დანებებოდა, ირაკლიზე ეფიქრა, ნიკოლასა და დიმიტრიზე ეფიქრა. კარგად იცნობდა დიდებაშვილს. ირაკლის გრძნობების გამოხატვის უნარი არ გააჩნდა. ელენესავით არ შეეძლო ბედნიერებისგან გაეღიმა, მწუხარებისგან თვალები აცრემლიანებოდა, შუბლი შეეკრა. ირაკლის არასდროს ეტყობოდა რას გრძნობდა, რას ფიქრობდა, რას განიცდიდა, რა უხაროდა...მაგრამ დადვანისთვის საკმარისი იყო მისი თვალები დაენახა, სულ ერთი წამით შეეხედა მუქ ნაცრისფერი ირისებისთვის...მისი ხელი თავისაში ეგრძნო. ნერვიულობისას ფართე და ძლიერი მტევნები წამში ეყინებოდა, ხოლმე. გრძელი და თლილი თითები კი უფითრდებოდა. სწორედ ასეთი თავშეკავებულობისა და ფიზიკური ნიღბის გამო უფრთხილდებოდა მამაკაცის გულს. არ უნდოდა ზედმეტად ედარდა, ზედმეტად ენერვიულა. სინამდვილეში, ხომ ძალიან განცდიანი ადამიანი იყო ირაკლი, ზედმეტად განცდიანიც. ახლაც ირაკლიზე ნაღვლობდა. გული სტკიოდა იმის წარმოდგენისას, როგორ ნერვიულობდა მამაკაცი. *** მარჯვენში ათასფრად მოთხვრილი პალიტრა ჩაებღუჯა. მარცხენა ხელში კი მსხვილი ფუნჯი დაეკავებინა და ნელი, რიტმული მოძრაობით უსვამდა ტილოს. შავი საღებავით აფერადებდა ელენეს თმას, თვალებს, ტუჩებს, სხეულს... ასეთი შავი არასდროს ყოფილა გოგონა... ირაკლის ნახატზეც კი. ფართე, ნუშისებრ თვალებს დაჰკარგვოდათ ჩვეული მოოქროსფრო-მომწვანო ელფერი. სიყვარულის ცრემლისგან დამშრალი ირისები შავად შეღებილიყო მამაკაცის ტილოზე. გუგების მაგივრად, წვრილი და გრძელი გვირაბის კონტურები მოჩანდა, რომლის ცივი, მარტოობის კივილიგან დახეთქილი კედლები ირაკლის ტკივილს გაემთელებინა. ამ გვირაბში ირაკლი არ ილანდებოდა. ტრადიციულად წელზემოთ შიშველი იდგა. სიგარეტის ნახევრადჩამწვარი ღერი ტუჩებს შორის მოექცია. ფუნჯიან ხელს კი უკონტროლოდ სწრაფად, დაუფიქრებლად, სასოწარკვეთის ჟინით უსვამდა სითეთრე დაკარგულ ქსოვილს. მეორე მტევანი მოლბერტის ხის შვერელისთვის დაეყრდნო. ღრმად, მძიმედ სუნთქავდა. ძლიერი მკერდი გაშეშებოდა. მიტკლისფერდადებულ სახეს ნაკვთი არ ურხევდა. ელენეს დაკარგვა და ირაკლის გაქვავება ერთი იყო. ყველას აშინებდა დიდებაშვილის უმოძრაო სახის დანახვა. ყველა ერიდებოდა. ყველას ეშინოდა წყობიდან გამოსულს ხელში არ მოხვედროდნენ. შავი ჯინსის უკანა ჯიბეში მობილური აწკარუნდა. ირაკლიმ იქვე დაგდებულ, დალაქავებულ ტილოზე შეიწმინდა ხელები და ტელეფონი ამოიღო. -გისმენ,-დაიღრინა და ორი, მუქი ნაცრისფერი მელანინით შეათვალიერა მის წინ გამოსახული ელენე. -ირაკლი, თოხაძესთან იყავი?-დაიყვირა აჩიმ. -მერე?-აწითლებულ თვალებზე ხელი მოისვა დიდებაშვილმა და ფუნჯები აბაზანაში გაიტანა. -რა მერე, შენ ში’გ ხომ არ გაქვს, ამის დედა ვ’ატირე!-ღრიალს უმატა აჩიმ-თავი გინდა მოიკლა?! გამაგებინე, რა გინდა ირაკლი?! -ელენე მინდა,-მშვიდად უპასუხა და ცხელი წყალი მოუშვა. -მერე მაგისთვის ტყულად ვართ ამდენი ხალხი? ჰა? მისმინე! ერთი თვეა ადამიანს აღარ ჰგავხარ! ცოტათი უნდა გამოფხიზლდე! იმ გოგოს მთელი არ უნდა დახვდე? ნერვებშეჭმული რაში დასჭირდები, გამაგებინე! აქეთ უნდა მოუღო ბოლო?! ამდენნი ვართ! ყველაფერს ვაკეთებთ და სულ ცოტაც მოითმინე-მეთქი, შენ კიდე რა ქენი, აზრზე ხარ?! -უჩა! რამე მოხდა?!-ფუნჯებს გაცლილმა ზეთის საღებავმა, შავად შეღება სპილოსძვლისფერი ნიჟარა. -თოხაძეს ყველაფერი ჩაუკაკლავს სირაძისთვის! ხოდა ნახევარი საათის წინ თელავიდან მომტყდარა ეგეც და მაგისი დედა მოტყნულ* ბანდაც!-უჩას ანერვიულებული ხმა ერთიანად ჩახლეჩვოდა. -ამის დედა შევეც*!-დაიღრიალა და გაუცნობიერებლად მიარტყა მარჯვენა მუჭი წინ დაკიდებულ სარკეს. მთელ კედელზე გაკრული სარკე ერთიანად დაიფშვნა და მისი ნამსხვრევები ხმაურიანად აწკარუნდა შავ კერამიკულ ფილებზე-სად ხარ? გადახლეჩილი მარჯვენა წყლის ჭავლს შეუშვირა. -შენ დამშვიდდი! კუდში მივყვები! ბიჭები უკან მომყვებიან. იცოდე, როცა თოხაძესა და სირაძეს თბილისში ჩამოვათრევ შენ მანდ დამხვდები, წინააღმდეგ შემთხვევაში მეთვითონ მოგკლავ! გესმის? -ფრთხილად იყავით,-დაიღრინა ირაკლიმ და ტუალეტის კარადიდან თეთრი პირსახოცი გამოიღო. საღი მარცხენით გადაიხვია მარჯვენა მტევანი. -რა ხდება, ირაკლი?!-აკანკალებული ხმით იკითხა კარების ჩარჩოს მიყრდნობილმა მარიტამ. -არაფერი,-მტკიცედ გამოეპასუხა ირაკლი ქალს. შავთმიანმა შიშით მოათვალიერა დალეწილი სააბაზანო. მარიტა მაღალი, ლამაზი ქალი იყო. თაფლისფერი კანი და მუქი ნაცრისფერი თვალები ჰქონდა. გარდერობ-ოთახში შევარდნილ მამაკაცს ცრემლიანი თვალები მიაპყრო. მერე ფანჯარასთან მდგომ მოლბერტს მიაჩერდა. „შავი გოგონას“ დანახვამ ცხარე ცრემლებით აატირა მარიტა. -ჩემს სიცოცხლეს გაფიცებ, არ ინერვიულო,-ირაკლიმ ორივე ხელისგულში მოიქცია მისი სახე-მალე დავბრუნდები! ოღონდ შენ არ ინერვიულო. -ალის უნდოდა შენი ნახვა,-თავი დახარა ქალმა. -ხომ იცი...ახლა არ შემიძლია,-გაბზარული ხმით დაიხრიალა ირაკლიმ და წელში გაიმართა. მარიტამ უხმოდ დაუქნია თავი. თლილი თითებით ცრემლები მოიწმინდა. უფროს შვილს გულზე მიეხუტა და მკერდზე აკოცა. -მიყვარხარ, დე,-დაიჩურჩულა და წელზე მოჭერილი ხელები, კიდევ უფრო მოუჭირა ირაკლის. -მეც. ახლა უნდა წავიდე,-ნელა მოიშორა მკერდზე მოკრული ქალი. ზურგჩანთას დაავლო ხელი და კიბეებზე დაეშვა. *** ხევსურეთის გზას ადგა. გვერდით ლევანი ეჯდა და თავდაცვის საუკეთესო პროგრამისტს სპიკერზე ელაპარაკებოდა. -მოგკლავთ მახარაძე იქ, რომ დაგინახავთ,- დაილაპარაკა პროგრამისტმა კოკამ. -თითქოს არ იცოდეს ამისი ამბავი. ეს თბილისში შანსი არაა, ვერ მოისვენებდა,-დაიფრუტუნა ლევანმა და სარკეში გაიხედა-უკან ვიღაც მოგვყვება. -შავი რიენჯ როვერი?-დინჯად იკითხა ირაკლიმ. -ხო. -დიმიტრია. -ელეს ძმა, ხომ?-დააზუსტა ლევანმა. ირაკლის გული შეუკუმშა ძმაკაცის „ელემ“-ჯიგარი კაცია, რა! ირაკლიმ უხმოდ დაუქნია თავი. მაგისტრალზე გასვლისას სიჩქარეს მოუმატა. -გაჩერდნენ. უჩას ოთხივე მანქანა ბოჭორმაში გაჩერდა. -გასაგებია. მადლობა, კოკა. არ დაგივიწყებ, ხომ იცი?!-დიდებაშვილს მთლად წართმეოდა ხმა. -გეკადრება, ირაკლი?-იწყინა კოკამ-წარმატებები! -გაიხარე!-ლევანმა მობილური გათიშა და მკვეთრად გადაწეულ სიჩქარის ისარს დაძაბული მზერა მიაპყრო-თუ გინდა, რომ ელენეს ცოცხლებმა ჩავუსწროთ, ცოტა ნელა, ირაკლი! *** მანქანები ხეობის ნაპირასვე გააჩერეს, ორსართულიანი სახლისგან მოშორებით. ლევანი და ირაკლი სწარაფად გადავიდნენ მანქანიდან, დიმიტრიც მათ მიჰყვა. -ვითომ ვერ მიხვდა, უკან, რომ დაედევნენ?-იკითხა დიმიტრიმ. ანერვიულებულს, ერთიანად დასწითლებოდა ყელი. -ვერ მიხვდებოდა. მახარაძე ძალიან ფრთხილია. მანამდეც უთვალთვალებდა, სანამ გაპარვას გადაწყვეტდნენ,-იარაღი მოისინჯა და გაყინული თვალები ლამაზ გარემოს მოავლო-წავედით? იკითხა და წინ წავიდა. ორივე მამაკაცი უკან მიყვა. უჩას მაქანები ხეობის მეორე ნაპირას მოჩანდა. სირაძის სამი პიკაპი და ორი საშუალო ზომის ჯიპი სახლის უკანა ეზოში დაეყენებინათ. -შიგნით არიან, ყველანი,-დაიჩურჩულა ლევანმა და ხეების ტევრში შეიმალა. -სიჩუმეა. ის-ის იყო ირაკლის უნდა ეპასუხა, რომ ზურგზე შეხებამ გამოაფხიზლა. ელვის უსწრაფესად მოტრიალდა და იარაღი დაუმიზნა. -ამის დედა ვატირ*! აქ რა ჯანდაბას აკეთებთ?-დაიღრინა უჩამ და სამეული გაავებული თვალებით მოათვალიერა. -შენ *იგ ხომ არ გაქვს, ძმა?-დაიბრდღვინა დიმიტრიმ და მახარაძისკენ გაიწია-ჩემი და იმ ახვრებს ყავთ, ღმერთმა იცის, რა ყ*ეობას უკეთებენ... -გაჩუმდი!-გამოსცრა ირაკლიმ და ბელოვს მომართულ მარჯვენაში ჩაავლო ხელი-ელენე საღსალამათი დაგვხვდება. სრულიად ჯანმრთელი და უვნებელი. სირაძეს კი დედა-ბუდიანად ამოვხოცავ თავის გესლიან ბუდეში! -ღმერთმა ქნას, ისე მოხდეს, როგორც ამბობ!-ლურჯი თვალები აუელვარდა დიმიტრის-მე შენთვის არ მიკითხავს, რატომ აღმოჩნდა ჩემი და ასეთ სიტუაციაში! ამას ახლა აზრი არ აქვს! ღმერთმა ქნას ჯანმრთელი იყოს, თორემ განანებ, ირაკლი! კაცობას გეფიცები, არ გაცოცხლებ! საკუთარი ხელით მოგკლავ! -დამიჯერე, შენი დახმარება არ დამჭირდება!-აკანკალებული ხელები იარაღს წაავლო-თვითონვე დავასრულებ!-ქაღალდის ფხრეწას გავდა ირაკლის ხმა. *** თავისი სიმშვიდე უკვირდა. უკვირდა, როგორ არ გიჟდებოდა, საღ აზრს, როგორ ინარჩუნებდა. ამის დანახვის შემდეგ ყვირილს, როგორ არ იწყებდა, ქვის კედლებს ხელებით რატომ არ შლიდა. თითოეულს, რატომ არ კლავდა, ნელი, მტანჯველი სიკვდილით. უკვირდა, რა ძალა ეხმარებოდა ფეხზე დგომაში, მაშინ, როცა ასეთ სურათს უყურებდა. მაშინ, როცა ასეთ ელენეს უყურებდა, ასეთს... კრიჭაშეკრულს ტყვიაგახვრეტილი მხრის გამოც არ დასცდენია ბგერა. ნელა მიიწევდა ქვიან იატაკზე მწოლიარე გოგონასკენ, ცალ ფეხზე გრძელი ჯაჭვი, რომ შებმოდა. ელენე სახით კედლისკენ იწვა. გრძელი თმის, შიშველი ზურგისა და ფეხების მეტი არაფერი უჩანდა...ანდაც მეტი რაღა უნდა გამოსჩენოდა. სისხლიანი, ჭუჭყიანი საცვლები ტანზე შემოგლეჯვოდა, დალილავებულ სხეულს კი ნაღებისფერი უკვალოდ დაჰკარგვოდა. ირაკლი ფეხისთრევით მიუახლოვდა ელენეს. მუხლებზე დაიჩოქა და აცრემლებული თვალები მოავლო გამხდარ, დასუსტებულ, დალურჯებულ სხეულს. ელენეს მტევნები წინ გაეშვირა, პატარა სახეც ერთიანად დალილავეოდა, გრძელ, წაბლისფერ თმაში სისხლი შეხმობოდა. მამაკაცმა ხელები კოჭზე შებმული ბორკილებისკენ წაიღო. დიდი ხნის წვალების შემდეგ მიხვდა, რომ აკანკალებულ ხელებს ვერაფრით იმორჩილებდა. -არა, ჩემო ლამაზო, არა, არა, ამის დედა შევეც*,-ირაკლი მოთქმით ატირდა, გრძელი თითები შარვალზე გაისვ-გამოისვა და ისევ წაეტანა კედელზე მიჭედებულ რგოლს. -რა ჯანდაბაა!-მის ზურგს უკან ამოიხრიალა დიმიტრიმ. მაგრამ სასოწარკვეთილ ირაკლის უბრალოდ არ შეეძლო კედელზე მიმაგრებული ჯაჭვის გარდა სხვა რამეზე მოეხდინა კონცენტრირება. ვედრებითა და უცრემლო ქვითინით ლოცულობდა და გაოფლილი, აძაგძაგებული ხელებით ექაჩებოდა მსხვილ ჯაჭვს. -გაუშვი, ირაკლი, გაუშვი,-ვიღაცის ჩუმი თხოვნა მოესმა. ღრიალით აიქნია მხარი და ხელახლა წაეტანა ფოლადს, მაგრამ ვიღაცის ძლიერმა მტევნებმა, დაუძლურებული, უღონო ხელებიდან მარტივად გამოგლიჯა. დაბინდული მზერა დიდი გაჭირვებით ელენეს სახეზე გადაიტანა. თითები გალურჯებამდე მოუჭირა საკუთარ ფეხებს და აცრემლებული თვალებით მის თავნთან დახრილ დიმიტრის გადახედა. -ცოცხალია?-საკუთარმა ხმა შორიდან ცაესმა ირაკლის. ძლივს გააცნობიერა, რად დაუჯდა ამ ერთ კითხვად ქცეული სიტყვა შეკრული ყბიდან, რომ ამოეგლიჯა. აჩიმ ელენეს ფეხზე შებმული ჯაჭვის მეორე ბოლო ღრიალით გამოგლიჯა კედელს. ირაკლიმ გალუჯრებული თითები გოგონას მარჯვენა მტევანს შეახო. ამდენი ხნის ჩაგუბებული ჰაერი სტვენით გამოათავისუფლა. საოცარი სიფრთხილით შეუცურა ხელები კიდე უფრო დავიწროებულ წელსა და მუხლებზე. ლითონი ჭახუნით გასრიალდა ქვის იატაკზე. როგორ დაპატარავებულიყო ელენე...როგორი უსიცოცხლო გახდომოდა მუდამ მოღიმარი სახე... მკერდზე მიიკრა და მთელი სისწრაფით აუყვა დაქანებულ კიბეებს. -დაჭრილი ხარ, ირაკლი, მხრიდან სისხლი თქრიალით გდის,-დაეწია აჩის შეშინებული ხმა. -ელენეს მე წავიყვან,-ამოიხრიალა და სირბილი წავიდა თავისი მანქანისკენ. დიმიტრი საჭესთან დაჯდა. ირაკლიმ კი კალთაში მოიქცია ელენეს თავი. ცრემლები დაუკითხავდა სცვიოდა ნაცრისფერი თვალებიდან. ძლიერი, სისხლიანი ხელებით ეფერებოდა გოგონას გათეთრებულ სახეს. ტუჩები დახეთქოდა, მთელი მარჯვენა სახე დალურჯებოდა. მარცხენა ყბის ძვალზე კი უზარმაზარი სისხლჩაქცევა გაშავებოდა. -უფრო ჩქარა, დიმიტრი, უფრო ჩქარა,-ამოიკვნესა ირაკლიმ და ხელის ზურგით გაიწმინდა დაბინდული თვალები. -მეტად სწრაფად ვეღარ ვივლი,-არანაკლებ განადგურებული ხმით გამოეპასუხა ბელოვი. სწრაფად მოტრიალდა და გოგონა შეათვალიერა-არც კი მჯერა, ასეთ დღეში, რომ ვხედავ! ცხოვრებაში მუხლიც კი არ სტკენია, ირაკლი. ერთხელაც კი არ წაქცეულა! -ყელს საკუთარი კბილებით გამოვღადრავ, არ ვაცოცხლებ! დიმიტრისაც კი სისხლი გაუყინა დიდებაშვილის ჩუმმა ხმამ. ირაკლის შურისძიებით დაბრმავებული თვალები ელენეს სახეს არ მოშორებია. თავი 8 -დაჭრილი ხარ,- ირაკლი საავამდყოფოს მოსაცდელში იჯდა. აჩი კი მის დაჭრილ მხარს ათვალიერებდა-ტყვია ჯერ კიდევ მხარში გაქვს. წადი, სულ ნახევარი საათის საქმეა. -ჯერ ელენეს ექიმი გამოვიდეს,-ჯიუტი, დაღლილი ხმით გაუმეორა ირაკლიმ და გახდილი მაისური გადაიცვა. -ირაკლი, ნუ ატრაკებ, რა! სისხლი მოგდის!-შეუღრინა ლევანიმ და ერთჯერადის ჭიქა მეათედ შეავსო წყლით. ირაკლის ხმა აღარ ამოუღია. თვალები დახუჭა და თეთრ კედელს მიეყრდნო. ფიქრებით ელენეს დასტრიალებდა. ტანში სცრიდა ცოცხალ-მკვდარი გოგონას გახსენებისას. ოღონდ ამ მდგომარეობიდან გამომძვრალიყვნენ, ოღონდ ელენე გადარჩენილიყო... -დადვანი, ხომ?-მაღალი, ჭარარათმიანი მამაკაცი მიუხლოვდათ. ირაკლიმ თვალები გაახილა და ჩაისისხლიანებული ირისებით მიაშტერდა მათკენ მომავალს. -დიახ, როგორაა?-დიმიტრიმ იკითხა. -მძიმედაა,-ირაკლიმ მთელი ძალით მიაჭირა თავი კედელს-მთელი სხეული დაზიანებული აქვს. მარჯვენა ხელი მოტეხილი, მარცხენა ფეხი კოჭთან ნაღრძობი, როგორც ჩანს ბორკილს მაგრად ექაჩებოდა,-ქაღალდებს თავი ანება და ცისფერი თვალებით შეათვალიერა გაფითრებული მამაკაცები. -გადარჩება?-მოუთმენლად იკითხა დიმიტრიმ და ხელებით მხრებში სწვდა ექიმს. -დამშვიდდით, გთხოვთ,-მზრუნველად მოუთათუნა მტევნები ჭაღარამ-წინ ხანგრძლივი რეაბილიტაციის პერიოდი გელით. ელენეს ფსიქიკა დაზიანებულია. აქ ტომოგრაფია არაფერში დაგვეხმარება. გადატანილი ერთი თვით თუ ვიმსჯელებთ, გოგონას საკმაოდ რთული ფსიკიქური ტრამვა აქვს მიღებული. ამას თან ერთვის ტვინის შერყევა, უკიდურესად მძიმე ფორმებში, კისრის მალების დაზიანებაც. ფაქტობრივად მთელი თავის ქალა დალურჯებული აქვს. მის გამოღვიძებამდე იმის თქმაც არ შემიძლია, ელენე დაინახავს თუ არა... ექიმს სიტყვა ირაკლის რეაქციამ გააწყვეტინა. დიდებაშვილს სკამის პლასტმასის ნატეხები შერჩენოდა ხელში. არანორმაული თვალები კი რაღაც უხილავისთვის გაეშტერებინა. -როდის გამოიღვიძებს!-კითხვაც კი არ დაუსვამს ირაკლის. სიტყვებს კბილებში სცრიდა. ატანილ უარყოფით, ყოვლისწამლეკავ ემოციებს მოთმინებისა და თავშეკავების უნარი ერთიანად დაეთრგუნათ. -მალე, დაახლოებით ერთ საათში,-მორჩილად უპასუხა თეთრხალათიანმა. ირაკლი მძიმე ნაბიჯებით გაემართა გოგონას პალატისკენ. -შევსლა მინდა! თვალებმოწკურულმა ჭაღარა მამაკაცმა დინჯად აათვალიერა დაჭრილი დიდებაშვილი. -კარგით, შებრძანდით,-მძიმედ ამოიოხრა ექიმმა. მიხვდა, წინააღმდეგობას ვერაფრით გაუწევდა შიშისგან გონებადაბინდულ მამაკაცს. ირაკლის უჩუმრად მიუტრიალდა დანარჩენებს. -ეს მამაკაცი, ვინც არ უნდა იყოს, ყურადღება მიაქციეთ. გოგონას მდგომარეობა პირდაპირ პროპორციულად აისახება მის მდგომარეობაზეც. -ეს,-ყელი ჩაიწმინდა აჩიმ და ტკივილით გადახედა გვერდით მდგომებს. -დიახ, სწორედ მიმიხვით. ახლა არანაირ დამამშვიდებლებზე არ დამთანხმდება, შეიძლება თავზე გადამალეწოს ყველაფერი. მიმიხვდით რასაც ვამბობ?!-ჭკვიანი თვალები მახარაძის ყავისფერ სფეროებს გაუსწორა. -დიახ,-მძიმედ დაეთანხმა და ელენეს პალატის კარებს გაუშტერა მზერა, ორი წუთის უკან ირაკლი, რომ გაუჩინარებულიყო. *** გამჭვირვალე მილები...ლურჯი მილები... მწვანე მილები... რაღაცის გულისგამაწვრილებელი წრიპინის ხმა... შენელებული გულისცემა... ხრინწიანი ქშენა... ნაღებისფერის მაგივრად გაჩენილი გაიასამნისფრებული, გაშავებული კანი. სამეციდინო ბინდით შეხვეული კეფა, ხელ-ფეხი... ირაკლის თავბრუ დაახვია ასეთი ელენეს დანახვამ. დახეთქილ ბააგებში სასუნთქი აპარატი ჩაეჩარათ. სუნთქავდა, მძიმედ, გულ-მკერდიც ძალიან ნელა აუდ-ჩაუდიოდა. მამაკაცს ეგონა, რომ ელენეს ეს მცირედი მოძრაობაც გაუსაძლის ტკივილის აყენებდა. აგონიამ მოიცვა მისი სხეული. გადატყავებული, სისხლშემხმარი მტევნები გაუცივდა, სისხლი კი აუდუღდა. კეფა დაუმძიმდა. უაზროდ მძიმე დაბიჯებით მიუახლოვდა საავამდყოფოს უშველებელ საწოლზე მოკუნტულ ელენეს. იმ პატარა, სკოლის მოსწავლე ელენეს, გაზაფხული თბილ საღამოს, რომ დაიანახა. იმ ელენეს, გრძელი, ფაფუკი წაბლისფერი კულულები წელზე, რომ სცემდა. იმ ელენეს, გრძელ წინდებზე მაღალყელიანი კედები, რომ ჰქონდა ამოცმული, თასმები კი ლამაზად გაბანტული. პატარ-პატარა ნაბიჯებით, რომ მინარნარებდა და 30 წლის მამაკაცს გონს ურევდა, საღ აზრს უკარგავდა. რაღა დარჩენილიყო იმ ლაღი, ხალისიანი, მორცხვი გოგონასგან?! ირაკლი ვეღარ ხედავდა მის კომშისფერ თვალებს ატირებისას, რომ უმწვანდებოდა ხოლმე. ვერც მის ვარდისფერ ტუჩებს გრძნობდა ტირილისას, რომ უწითდებოდა, ხოლმე. ირაკლიმ მიახლოებაც კი ვერ შეძლო. სავარძელზე მიწოლილი უყურებდა გოგონას უმოძრაობას. გაფაციცებული აყურადებდა თითოეულ ჩასუნთქვას და ამოსუნთქვას, რომფიქრებში წასულს, ელენეს გამოღვიძება არ გამორჩენოდა. დაახლებით საათ-ნახევარში ექთანმა შემოაღო კარები. კარგად აათვალიერა სისხლიან, გახეულ მაისურში გამოწყობილი ირაკლი. თვალები ერთიანად, რომ გაქვავებოდა. მუქი შავი თმა კი ასჩეჩვოდა. -პაციენტის ვინ ბრძანდებით?-დაყენებული სექსუალური ხმით იკითხა და აკვარკვარებული თვალები მამაკაცის გამყინავ ირისებს გაუსწორა. ირაკლის პასუხი არ გაუცია. მზერა უხმოდ გადაიტანა ელენეზე და უხეშად ანიშნა მისთვის მიეხედა. წითურმაც უკმაყოფილოდ იკბინა ზედა ტუჩზე და აპარატებს დააკვირდა. შუბლშეკრულმა გაიხურა კარები და უკან ექიმთან ერთად დაბრუნდა. -რა ხდება?-ერთიანა ჩამწყდარი ხმით იკითხა ირაკლიმ და გააფთრებით წამოვარდა ფეხზე. -დამშვიდდით, უბრალოდ, გულისცემა აქვს აჩქარებული, იღვიძებს,-დაუკონკრეტა ჭაღარათმიანმა-თუ შეიძლება, დაგვტოვეთ. -არა, აქ უნდა ვიყო,-მკაცრად გააქნია თავი და ამღვრეული თვალებით დააჩერდა ამოძრავებულ ელენეს. -მაშინ გთხოვთ, უკან დადგეთ. -ეს აუცილებელია?-გააფითრდა ირაკლი და ეჭვნარევი მზერით აათვალიერა გოგონა. -ირაკლი, ასე გეტყვით,-წამიერად ამოხედა ექიმმა-მისი ჯანმრთელობისთვის უკეთესი იქნება, თუ გამოფხიზლებას ვაცდით. -როგორც იტყვით,-მკაცრად ჩაილაპარაკა და ოთახი დატოვა. როგორ უჭირდა ელენეს ამ მდგომარეობაში დატოვება, ფეხები უკან რჩებოდა. გარეთ დიმიტრი და ლევანი დაუხვდნენ. გადაღლილ და განერვიულებულ სახეებზე ფერი არც ერთს არ ედო. -იღვიძებს,-აცნობა და პალატის დიდ მინასთან დადგა. კარგად ხედავდა ჯერ კიდევ გამოუფხიზლებელ გოგონას. -მერე აქ რა გინდა? შიგნით რატომ არ ხარ?-ჰკითხა ლევანმა და მისკენ წამოვიდა. -ასე უკეთესიაო,-თვალმოუშორებლად უპასუხა. მერე მის გვერდით მდგომს გამოხედა-შენ წადი, დაისვენე, ცოლ-შვილი გელოდება. სამინისტროშიც ერთი ამბები იქნება. -ხომ არ გაგიჟი?!-შეიცხადა ლევანმა-ასეთ დროს როგორ დაგტოვებთ?! -მართლია, ლევან, წადი. დაისვენე. მადლობა ყველაფრისთვის!-სუსტად გაუღიმა დიმიტრიმ-ამას არასდროს დაგივიწყებ. -არ გრცხვენია?! აღარ თქვა ეგ მეორედ. ელენეს შორიდან ვიცნობ, მაგრამ დასავითაა. ერეკლეს ელენეა ბოლო-ბოლო,-გულღიად გაიღიმა და წარბშეკრულ ძმაკაცს ხელი დაჰკრა-მართლა არ გჭირდებით?! -არა, მართლა. წადი,-თავი დაუკრა დიდებაშვილმაც. -კარგი, წავედი. დამირეკეთ და გამაგებინეთ როგორ იქნება. *** ელენემ დაინახაო, რომ გაიგო, მაშინ მიხვდა, ამ პატარა გოგონას გამო მთელ დედამიწას შემოატრიალებდა და სულ სხვა ტრაექტრორიაზე დააწყებინებდა ბრუნვას. სიხარულისგან მთელი ძალით გადაეხვია დიმიტრის და უკანმოუხედავად შევარდა პალატაში. ატირებულ ელენეს ფრთხილად მიუახლოვდა და მის გამოწვდილ ხელს დააშტერდა. წამის უსწრაფესად შემოეხვია გოგონას, უზომოდ გამხდარი სხეული თავის ფართე და ძლიერ მკლავებში ჩამალა. -ჩემო ლამაზო, როგორ მიყვარხარ, რომ იცოდე! როგორ ვერ ვსუნთქავ უშენოდ, როგორ ვერ ვარსებობ, ელენე!-ყურთან ეჩურჩულებოდა და თმაზე კოცნიდა. მოურიდებლად ეფერებოდა მის გადასხვაფერებულ თმასა და საღ, ჯანმრთელ მტევანს. მისი გულამოსკვნილი ქვითინის გაგონებისას კიდევ უფრო მეტად მიიკრა ელენე გულ-მკერდზე. -ირაკლი,-გამუდმებით ამ სახელს ჩურჩულებდა გოგონა. ვერ იჯერებდა ირაკლის არსებობას. მის რეალურობას. მაგრად ხვევდა მარცხენა ხელს ყელზე და მის კისერში ჩამძვრალი, ფილტვების დახეთქვამდე ისუნთქავდა ჟანგბადად ქცეულ სურნელს. იმედდაკარგულს, აღარ ეგონა უძვირფასესთან შეხებას კიდევ თუ შეძლებდა, ამ ჰაერით კიდევ თუ გამოაცოცხლებდა ცოცხლ-მკვდარ ორგანიზმს. -შენთან ვარ, ჩემო ლამაზო! შენს სიცოცხლეს გეფიცები, აღარასდროს, ელენე, აღარსდროს მოგიწევს ამის გადატანა! აღარასდროს მოგიშორებ, ჩემი ლამაზო! არავის ვაპატიებ ამას!-ლამის იღრინებოდა დიდებაშვილი. მამაკაცის ხმის გაგონებისას წამით შეშინდა ელენე. გველნაკბენივით მოშორდა მზერაგაყინულს და მისი სახე შათვალიერა. -ასე ნუ ლაპარაკობ, ეგეთი რაღაც აღარ თქვა,-ამოიბუტბუტა და ძლივს შეკავებული ცრემლები ხელახლა გადმოყარა. ირაკლიმ უსიტყვად მიიხუტა გოგონა. -ახლა გავალ, ექიმმა შენი გასინჯვა უნდა დაამთავროს, ელენე,-ყურთან უჩურჩულა და დალურჯებულ ლოყაზე თითები ჩამოუსვა,-როგორ გატკინეს, როგორ გაბედეს! ელენემ ტირილით გააქნია თავი და მამაკაცის ძლიერ მკლავებს ჩაეჭიდა. -მერე ვილაპარაკოთ,-გააჩერა ირაკლიმ-ახლა გავალ, მაგრამ სულ მალე აქ ვიქნები, ხომ გესმის?-გოგონას სახე ხელისგულებში მოიქცია და შუბლე აკოცა. ძალიან ბევრჯერ აკოცა. -არ წახვიდე,-ელენეს შიშით გაუფართოვდა თვალები-გეხვეწები, არ დამტოვო, რა. -როგორც მეტყვი ისე იქნება,-მტკიცედ დაუქნია თავი და ანერვიულებულ გოგონას თავზე აკოცა. ელენეს წამითაც კი არ გაუშვია ხელი. დამფრთხალი შველივით აკვირდებოდა მის პალატაში დატრიალებულ ალიაქოთს, ექიმების რიგს და დასმულ შეკითხვებსაც ძლივს-ძლივს პასუხობდა. ხალათი, რომ გახადეს და დაბეგვილ, დალუჯრებულ კანზე მალამო წაუსვეს, მაშინაც ირაკლის ხელი ეჭირა. მაშინაც უდიდესი სითბოთი და სიყვარულით შესციცინებდა. მამაკაცსაც წამითაც არ უგრძვნია, რომ ელენეს თავისი სიშიშვლე ეუხერხულებოდა. -რაც შეეხება პაციენტის დაკითხვას... -ელენეს გამოჯანმრთელებას დაველოდებით,-დინჯად დაუქნია თავი და საწოლზე მოკუნტულ გოგონას გადახედა. -გასაგებია,-ექიმმა პალატა დატოვა. -ელენე,-ნიკოლა მძიმე ნაბიჯებით მიუახოვდა ხელახლა ატირებულ ქალიშვილს-ელე, ელე... *** -ლაილა ჩემი ძმის ცოლი იყო,-ოხვრას ამოატანა ირაკლიმ-მამისისგან სრულიად განსხვავებულ, სიცოცხლითა და სიკეთით სავსე ლაილას ძალიან შეუყვარდა ალი. ალისაც. ალი, როგორ ვთქვა, სუფთა ცხოვრებით არ ცხოვრობდა. ჩემგან სრულიად განსხვავდებოდა. მე რომ იურიდიულზე ვაბარებდი და პროკურორობას ვუმიზნებდი, ალის უკვე სერიოზული ქეისები ებარა, ყველაფერს ძარცვავდა, სადაც კი ხელი მიუწვდებოდა. მამას არასდროს არაფერი დაუკლია ჩვენთვის. პირიქით, ყოველთვის საკმარისზე მეტი გქვოდა...პრემიერი იყო. ყველასგან მალულად საკმაოდ წარმატებულ ბიზნესსაც ამუშავებდა. მამა გასაიდუმლოებულ ვითარებაში დაიღუპა. რთული არაა, მიხვდე ვინ, ან რატომ მოკლავდა, -ერთიანად ჩასისხლიანებული თვალები მასზე მოშტერებულ მამაკაცებს გაუსწორა-ამის შემდეგ მოზარდი ალის ფსიკიქაში რაღაც შეიცვალა. მამას გარდაცვალებიდან ორი თვის თავზე სახლში ერთიანად სისხლში ამოსვრილი დაბრუნდა. დედას შეეშინდა. რა თქმა უნდა შეეშინდებოდა, ყველას ჩვენზე ეჭირა თვალი. ერთი არასწორი ნაბიჯი და სათითაოდ გაგვანაგურებდნენ. ალისაც ერთი ხელის მოსმით ციხეში უკრავდნენ თავს. სასოწარკვეთილმა მარიტამ ალი დაიცვა. ხელი დააფარა. ის იყო და ის, ალი შეიცვალა. მეც და დედამაც კარგად ვიცოდით რას აკეთებდა, მაშინ, როდესაც სახლში ღამეს არ ათევდა. ვხვდებოთ, რომ მამას ამბავმა ალი უდიდესი დარტყმა მიაყენა. ყველანაირად ვცდილობდით ჩვენკენ შემოგვებრუნებინა. თბილი სიტყვით, ყვირილით, ჩხუბით, არაფერმა გაჭრა. მარიტამ ძალით იმდენი ქვეყანა შემოატარა, იმდენ ფსიქოლოგს, თუ ფსიქიატრს გაასინჯა...დღემდე მიკვირს, ალი როგორ ეგუებოდა ამ ყველაფერს...ალბათ, დედას უწევდა ანგარიშს. ლაილას გამოჩენამ ალი გაანათა. ალის ცა- ელვასა და ქვემეხებს ისროდა, ამ პატარა გოგომ კი ეს ღრუბლები მარტივად გადაჰყარა. ლაილას წყალობით, ალის ცაზეც გამოანათა მზემ. მაგრამ იმ ყველაფრიდან ამოსვლა, ძალიან გაუჭირდა. ეს არც ქუჩაში დაგეგმილი ქურდობები არ იყო და არც უსაქმური ბიჭ-ბუჭების თამაშობა. ალი რაღაც გაერთიანების წევრი ყოფილა. ეს გვიან გავიგე. თვითონ მითხრა, სასოწარკვეთილმა, ერთიანად განადგურებულმა. რა თქმა უნდა ნანობდა, მაგრამ ეს მის მენტლობაში, მის გონებაში იმდენად ღრმად იყო გამჯდარი, რომ ვერავინ, თვით ლაილამაც ვერ შეძლო საბოლოოდ განეკურნა ამ სენისგან. მოკლედ, რომ ვთქვა, სირაძის ქეისი ალის ერგო. აქედან დაიწყო ყველაფერი. სწორედ ძარცვის დროს გაიცნო ლაილა. არ ვიცი, ალბათ სასწაული იყო ის გრძნობა, რაც ამ გოგოს ჩემი ძმის მიმართ გააჩნდა. ალი ისეთი ცივი და უხეში იყო, ადამიანობა დაკარგული...მაგრამ ფაქტი იყო, ერთ თვეში ერთად ცხოვრობდნენ. მეორე თვეს გავიგეთ, რომ ბავშვსაც ელოდებოდნენ. სირაძის დამქაშებს ალი მარტივად იგერიებდა. იმ დროს უკვე კარგად იყო. იმ დროს, ქეისებს თვითონ აღარ იღებდა. ლაილა ხუთი თვის ფეხმძიმე იყო ალი ერთი კვირით უკრაინაში, რომ გაფრინდა, ლაილა კი მე დამიტოვა მისახედად. რთული ორსულობა ჰქონდა. ისე მოხდა, რომ დაცვის გარეშე დარჩენილ სახლში, მხოლოდ მე და ლაილა აღმოვჩნდით. შუაღამით კი სირაძე დაგვესხა თავს. თავისი ხალხით. ალიმ მიგატოვაო, რომ უთხრა, გოგონამ არ დაიჯერა. კიევში ვიზიტი ალისთვის პირველი არ ყოფილა. ლაილა ვერაფრით გავარიდე მამამისს. ცხრა კაცი მაკავებდა. იმდენი ქნა, საკუთარ ქალიშვილს მუცელი მოეშალა. ადრე თუ გვაინ შენს ქურდს მაინც მოგიკლავო, უყვიროდა. უკრაინიდან ჩამოსულ ალის ჯერ არ დაბადებულ შვილი და ცოლი, გარდაცვლილი დახვდა. სულ გაგჟდა. ეს ის დღეები იყო, რისი აღწერაც ჩემს ძალებს აღემატება. სირაძისთვის დამიზნებული იარაღი საკუთარი ხელით გავაგდებინე. პილოციის მანქანაშიც მე ჩავსვი. მერჩივნა იქ მჯდარიყო და უსაფრთხოდ, ვიდრე თავადაც ლაილას გზას დასდგომოდა. სიგარეტის დაცლილი კოლოფი მაგიდაზე მიაგდო და აკანკალებული ხელებით ახალს დასწვდა. -სირაძე საკუთარ თავს ვერ პატიობს. ალი ციხეშია და ვერაფრით სწვდება. ამიტომ კუდში მე დამდევს,-სიგარეტის ღერს მაგრად მოქაჩა და ნერვიულად გააბოლა-ელენემდე ამას არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონია. მის მოსაშორებლად თითიც არ გამინძრევია. მაგრამ ახლა...ახლა სადაც ვნახავ იქვე მოვკლავ! რაც მან გააკეთა, რაც ელენეს გაუკეთა...-ხმაჩამწყდარმა თვალები მოისრისა და ახალ ღერს მოუკიდა. -გასაგებია,-ამოიხრიალა სახეაშლილმა ნიკოლამ. 45 წლის ნოკოლას შეუფერებლად გასთეთრებოდა თმა-რაც მოვისმინე... ირაკლი, ეს ყველაფერი, რბილად, რომ ვთქვათ ელენესაც შეეხო. სწორედ ამიტომ მინდა იცოდე, რომ ეს საქმე, როგორც შენ, ისე მეც მეხება,-მკაცრი, ხორხისმიერი ხმით თქვა უფროსმა ბელოვმა-ამ საქმეში ერთად ვართ! ირაკლიმ ნამწვი საფერფლეში ჩაასრისა, ხელი აჩეჩილ თმაზე გადაისვა და თავი მძიმედ დაუკრა. -არ მინდა თქვენც ამ საქმეში გაგრიოთ,-ნაცრისფერი ირისებით ამოხედა ნიკოლასა და დიმიტრის, მერე აჩისა და ლევანს-არ მინდა ელენემ სხვა ძვირფას ადამიანებზე ინერვიულოს, მაგრამ იმასაც ვხვდები, რომ სწორედ მის გამო არ მაქვს უფლება, თქვენს მოთხოვნას არ დავემორჩილო. ნიკოლას კაბინეტში წამით სიჩუმე ჩამოვარდა. ნიკოლა მაგიდიდან წამოდგა და მის წინ მჯდომ ირაკლის მხარზე ხელი დაკრა. -მეიმედები. ელენესაც ამიტომ განდობ. ვიცი იმედს არ გამიცრუებ,-დაიბუბუნა და ოთახი დატოვა. ამ სიტყვებმა მთელი მსოფლიოს სიმძიმე აჰკიდა ირაკლის მხრებს. მაგრამ ეს რამდენადაც სასიამოვნო და სანატრელი, იმდენჯერ საპასუხისმგებლო და რთულად სატარებელი ტვირთი იყო. გიჟდებოდა ელენეზე. ხანდახან თავისი სიყვარულის საზღვრებსაც ვერ ხედავდა, ვერ გრძნობდა, იმდენად დიდი და მზარდი იყო ეს გოგონა მასში. ელენე ირაკლიში ცხოვრობდა. თავიდან ბოლომდე მისით მოცული, მისით გაჯერებული, მისით დამძიმებული. მაგრამ იმასაც აცნობიერებდა, რომ თავის გრძნობას ფართოდ გახელილი თვალები ჰქონდა. ბრმად არ შეჰყვარებია ელენე. რამდენჯერ წაუყვანია მოხუცთა თავშესაფარსა და ბავშვთა სახლში. რამდენჯერ გამოურთმევია ელენესთვის საჭმლითა და სხვადასხვა ნივთებით გატენილი ჩანთები, ხელებით სასაცილოდ, რომ ჩაებღუჯა და არაფრის დიდებით არ უშვებდა წვრილ თითებს. რამდენჯერ დაუნახავს სიკეთისა და სიხარულის დამაბრმავებელი ღიმილით, რომ ესაუბრებოდა მის წინ ჩამომსხდარ მოხუცებსა და ცელქ, აჭყლოპინებულ, მასზე მიკრულ ბავშვებს. რამდენჯერ უთვალთვალია ტაძარში მლოცველი ელენესთვის. რამდენჯერ გაშტერბია მზერა მის წალისფერ თმაზე, მოხვეულ თეთრ თავშალზე, მინაბულ თვალებსა და აცმაცუნებული ვარდისფერ ტუჩებზე. რამდენჯერ უფიქრია მის ირეალურობაზე, მის უანგაროდ გაცემულ სიკეთეზე, სიყვარულზე, სითბოზე. რამდენჯერ შესულა დიდი ხნის წინ დავიწყებულ ტაძარში, მხოლოდ იმიტომ, რომ მისი სიმშვიდისთვის ეყურებინა, მისი გაშიშვლებული, უმწიკვლო, სუფთა ბუნება უკეთესად შეეთვალიერებინა. ამის მერე გრძნობდა დამშვიდებულ, სულ სხვანაირად გაწმენდილ ორგანიზმში, როგორ იზრდებოდა ელენეს ზომა. თავის თავსაც დასცინოდა, ასე მარტივად, რომ უყვარდებოდა ეს ციცქნა გოგონა, ჯერ კიდევ, რომ ვერ დაეჯერებინა მისი არსებობა. გიჟდებოდა მის ბავშვურ ტიტინზე, მის ბავშვურ წკრიალა ხმაზე, წვრილ და თხელ თითებზე ლაპარაკისას, რომ ათამაშებდა ხოლმე. დედაზე, რომ უყვებოდა უნდოდა ერთიანად გადაეყლაპა, ოღონდ მისი უნიკალურობის არცერთი მოლეკულა არავისთვის გაენაწილებინა. აღმერთებდა მის სიყვარულს ნიკოლასადმი, რომ განიცდიდა. ელენე მთელი გულით ემადლიერებოდა, ეფერებოდა და ეალერსებოდა ასეთი სიკეთისთვის, ასეთი ერთგულებისთვის, მისაბაძ საგნად ქცეული შეუპოვრებისთვის. გიჟდებოდა მის პატარ-პატარა რჩევა-დარიგებებზე, მზრუნველობაზე, რომ დილაობით ჩაი ან ლიმონიანი წყალი დაელია, ესაუზმა. აოცებდა მისი დაკვირვებისა და მოთმინების უნარი. ის ხომ ისე ლაღად უთვლიდა თითოეულ მოწეულ სიგარეტს. ცდილობდა ეკონტროლებინა, რომ ნელ-ნელა შეემცირებინა ეს „ნელი სიკვდილი“, როგორც ელენე იტყოდა, სასაცილოდ აბზუებული ცხვირით. გული ეწურებოდა მის პატარა ქურთუკებზე სულ თან, რომ დაატარებდა. იცოდა, პაპანაქება ამინდი, რომც ყოფილიყო ირაკლი აუცილებდად ჩააძვრენა თავისაში, თვითონ კი გაიყინებოდა. ყველაზე მომხიბვლელი ღიმილითა და უამრავი კოცნით ძლივს გამოტეხა ირაკლიმ აწითლებული ელენე. დაპირების მიუხედავად, მთელი დღე იცინოდა გოგონას სიყვარული გამოვლინების ასეთ საშუალებაზე. ამის მერე ირაკლის მანქანაში სულ იდო ერთით ზედმეტი ქურთუკი, ან ჟაკეტი. შეყვარებულის უზარმაზარი ზომის ტანსაცმელები კი იმდენად მოსწონდა ელენეს, რომ ვერც კი მოახერხა უარი ეთქვა ეშმაკურად მომზირალი ირაკლისთვის, მთელი მზრუნველობით, რომ უკეცავდა მეტად გრძელ სახელოებს. სიხარულისა და სიმორცხვისგან ავარდისფრებული ლოყებითა და გაბწყინებული თვალებით უყრიდა ხელებს მამაკაცის ჯინსის ქურთუკში. ყველაზე, ყველაზე საყვარელი სურნელი კი საშუალებას არ აძლევდა მისი საყელოდან ცხვირი სულ ცოტახნით მაინც ამოეძვრინა. *** ელენემ საავამდყოფოში წოლის დროს ირაკლის პირველად მისცა უფლება, მანდარინები გაერჩია. ახლაც მისი საწოლის გვერდით მდგომ სავარძელში იჯდა და მთელი მონდომებით, ისე, როგორც ელენემ იცოდა, ნელა და ფრთხილად არჩევდა ციტრუსს. თან ეშმაკურად მომზირალ გოგონას არ აშორებდა თვალს. -მინდა,-მოუთმენლად დაარღვია ძლივს შენარჩუნებული სიჩუმე და თითები მამაკაცისკენ გაიწვდინა. -როგორი მოუთმენელი ხარ, ნუ,-უჩვეულად გამხიარულებულმა ირაკლიმ ღიმილით გაწელა ბოლო სიტყვა. უკმაყოფილო ელენემ დაიბუზღუნა და ცხვირი შეჭმუხნა. -ირაკლი,-დაიწუწუნა. მამაკაცი დინჯად წამოდგა და ელენეს საწოლზე ჩამოჯდა. ელენემ ხმამაღლა გადაყლაპა ნერწყვი და გაფართოებული, კომშიფერი თვალები შეანათა მისკენ დახრილ ირაკლის, ხელები აქეთ-იქით, რომ ჩამოეწყო. -რა მინდაო? რაღაც აღარ მახსოვს,-ტუჩი მოიკვნიტა ირაკლიმ და გოგონას ცხვირს თავისით მიეფერა. ელენეს თვალები მიელულა. თეთრი ზეწარი უნებურად ჩაბღუჯა პაწია თითებით. როგორ მონატრებოდა მისი სიახლოვე, იმის შეგრძნება, რომ ის და ირაკლი ერთ ჰაერს სუნთქავენ, ერთი ჟანგბადით იკვებებიან. მამაკაცი სიყვარულით, სინაზითა და იმადვროულად მთელი სიშმაგით, სიხარბით ათვალიერებდა ელენეს ნაზ, მორჩენილ კანს. არსებულის დაცვის ჟინით უცქერდა მის აკანკალებულ წამწამებსა და ბაგეებს. ახლაც გრძნობდა პატარა ელენეს უჩინარ ძალას, ზომით დედამიწასაც, რომ აღემატებოდა და უმარტივესად იმორჩილებდა ირაკლის არსებას. ასეთ წამებში ყველაზე კარგად იცოდა, რომ მის მკლავებ ქვეშ ათრთოლებულ, აწრიალებულ გოგონას ვერ დათმობდა, სუნთქვას ვერ დათმობდა, ჰაერს ვერ დათმობდა. ნელა, ძალიან ფრთხილად, მტანჯველი ზოზინით დაიხარა ელენესკენ და სველ ტუჩებს თავისი გახურებული ბაგეები შეახო. მის მკერდქვეშ იგრძნო, როგორ აფართხალდა გოგონას გული, როგორ გაიზნიქა ელენე. ენისწვერით მიეფერა მის დაბნეულ, უმოქმედო, სურვილაყოლილ ტუჩებს. გაეღიმა ელენეზე, იმაზე, რომ ჯერ კიდევ ასეთი იყო, ასეთი გამოუცდელი, უცოდინარი. გულს უჩერებდა ელენეს შეუკავებელი ემოციები, მის კისერზე მოხვეული წვრილი მტევნები, გახშირებული სუნთქვა. ირაკლიმ ცხელი და ძლიერი მტევნები ელენეს მკლავს ჩააყოლა, უსაშვლოდ დაწვრილებულ წელს ჩამოუსვა და შიშველ ბარძაყზე მოუჭირა. უარესად აწრიალდა ელენე. -უკაცრავად,-ელენე მომენტალურად მოშორდა ირაკლის ვნებიან ბაგეებს. -რა ხდება?-ცივად იკითხა ირაკლიმ, მაგრამ წითლად აღაჟღაჟებული ელენესთვის ნაცრისფრად გამლღვარი თვალები არ მოუცილებია. -გულისცემამ საგრძნობლად მოიმატა და პაციენტის შესამოწმებლად... -გასაგებია,-თითქმის დაიღრინა ირაკლიმ, მის მკლავებში ჩამალული ელენეს ოხვრა, რომ გაიგონა. თავი წამოსწია. ის გამაღიზიანებელი ჟღალი ექთანი იდგა. ტუჩები უკმაყოფილოდ დაებუშტა. -უნდა შევამოწმო,-უკმეხად დაიჟინა. ირაკლის უფრო მეტად გაუმკაცრდა სახე და თვალებით კარებისკენ ანიშნა. -რა სირცხვილია,-დაიკვნესა ელენემ, ექთანი გასული, რომ დაიგულა. ირაკლიმ გულიანად გადაიხარხარა. -ანუ გულისცემა აგვიჩქარდა?-თვალები ეშმაკურად მოწკურა მამაკაცმა და საწოლის გვერდით მდგომ გული აპატარს დააკვირდა-შეხედე, როგორ წრიპინებს. -ნუ მაბრაზებ!-დაიბუზღუნა ელენემ. -ვფიქრობ, აუცილებლად უნდა ავახმაუროთ ეს აპარატი,-გოგონას ტუჩებზე ამოიჩურჩულა მამაკაცმა. -ნუ მაიმუნობ!-გაეცინა ელენეს. -„ნუ’’ როგორ ძალიან მოგწონს, ელენე?!-გადაიხარხარა და ლოყაზე აკოცა. -ირაკლი! -კიდევ უფრო წრიპინებს,-ტუჩებზე აკოცა-კიდევ უფრო,-ყელზე აკოცა,-ახლა გასკდება,-თითებით ხალათი ჩამოუწია და ლავიწებს შორის მიეალერსა. -გთხოვ,-ამოიკვნესა ელენემ და თითებით შავი თმა მოქაჩა ირაკლის. ირაკლიმ მორჩილად წამოსწია თავი და მომხიბვლელად გაუღიმა დაბნეულ გოგონას. -ხომ ხედავ, დაგიჯერე-თვალი ჩაუკრა და ნიკაპზე მოწყვეტით აკოცა. აპარატი ამჯერად ელენეს კისკისმა ააწრიპინა. თავი 9 ელენე ორ კვირაში გამოწერეს. სრულიად ჯანმრთელი. მის მკურნალ ექიმს უკვირდა ელენე, ხომ ასე მალე და მარტივად დაუბრუნდა რეალოაბას. პირველი დღის მერე არც ერთხელ უტირია. არც ერთხელ დაუწუწუნია, არც ერთი სიტყვა არ დასცდენია იმ ერთი თვის შესახებ. მაგრამ გოგონას ნათესავები მკაცრად გააფრთხილა, რომ ადრე თუ გვიან წარსულის ტრამვა აუცილებლად იჩენდა თავს. ირაკლი მეტად შეაშინა ამგვარმა წინასწარმეტყველებამ. ელენეს ფიზიკური გამოჯანმრთელებით გამოწვეული სიხარული წამში გაუქრა. წამში გაუნაცრისფრდა ნათელ ფერებში დახატული მომავალი. წამში შორეულ გეგმად ექცა სირაძის გაქრობა. ცამ წამში დაბლა ჩამოიწია, ლამის მის თავს გაუტოლდა. დიმიტრისა და ნიკოლას დაზაფრულ სახეებს, რომ გადააწყდა, მაშინ გაიაზრა მარტო რომ არ იყო. მათ თვალებში დანახული თანადგომა, არსებული ჭირის გაზიარება კი საკმარისზე მეტი იყო დაუნებებელი ბრძოლის გასაგრძელებლად. ელენეს სუნთქვა და ღიმილი იმის ძალას მისცემდა, რომ საერთო ბედნიერი მომავლისთვის ებრძოლა. *** ელენე, დუდა და აჩის ცოლი, ლეა ბათუმში გაუშვეს ორი კვირით. ელენე ჯიუტობდა, დიმიტრის გარეშე არ მინდა წასვლაო, თვალები კი ცრემლებით ევსებოდა. ნიკოლამ კარგად იცოდა, აცრემლებულ ქალიშვილს ირაკლისგან შორს ყოფნა, რომ არ უნდოდა. ეღიმებოდა ელენეს ეშმაკობაზე. თავის მხრივ ირაკლიც ვერ იტანდა, ელენეს გაშვება, რომ უწევდა. მისი ნება, რომ ყოფილიყო, ერთი წამითაც კი არ დატოვებდა გოგონას მარტო. მაგრამ სირაძის პრობლემა საბოლოოდ უნდა მოეგვარებინა. ელენე კი ეცოდებოდა ასეთი დაძაბული გარემოსთვის. ელენეს არ უნდოდა ირაკლისთვის სანერვიულო დაემატებინა. სწორედ ამიტომ იყო ბედნიერების ღიმილით, რომ დაემშვიდობა ყველას და არც უკან გაყოლილ დაცვაზე გამოუთქვამს პრეტენზია. -ჩემო ლამაზო, თავს გაუფრთხილდი, რა,-ირაკლი სამინისტროს კაბინეტში იჯდა, სახით ფანჯრისკენ და თბილისის ხედს მოქუფრული უყურებდა. -შენც, რა. გეხვეწები ეცადე დაიძინო ხოლმე, კარგი?-გოგონას წკრიალა, მზრუნველი ხმის გაგონებისას გააჟრიალა. -მიყვარხარ. სახლი მოგეწონა? -კი, ძალიან,-ირაკლის ეგოისტურად გაუხარდა გოგონას სევდიანი ხმის მიზეზი თავად, რომ იყო. -მალე გნახავ, ელენე. არ მოიწყინო,-თბილი ხმით მიუალერსა. -აქ მარტო, რომ ვიქნები შენ არ შეგეშინდება?-ეშმაკურად ჰკითხა ელენემ. იმის წარმოდგენისას, თუ როგორ გაუმწვანდა გოგონას თვალები, ირაკლის თმის ძირები აეწვა. -შენ ხომ ჭკვიანი გოგო ხარ, არა?-მიუხვდა ირაკლი. -ხო, მაგრამ ჩემს გარშემო იმდენი უჭკუოა...-ბოლო სიტყვა გაწელა ელენემ და გადაიკისკისა. ირაკლის სულ აოცებდა ელენე, ქალურობისა და ბავშვურობის იდეალურ შერწყმას, რომ წარმოადგენდა. ახლაც ისე ბუნებრივად ეკეკლუცებოდა მამაკაცს, თითქოს ნათქვამისგან სულ არ ასწითლებოდა დარცხვენილი სახე. -ხოო?! მაინც რამდენი?-დაიღრინა ირაკლიმ. -ერთი, ორი, სამი, ოთხსაც ვხედავ,-აგრძელებდა გოგონა და ქვედა ტუჩს კბილებით აწვალებდა. -ელენე! ძალიან მაბრაზებ!-დიდებაშვილს აღარ ეცინებოდა. -წავედი, მიყვარხარ!-კოცნა გამოუგზავნდა და სავარძელში გახევებულ მამაკაცს ტელეფონი გაუთიშა. ირაკლიმ ავად ჩაიღიმა და მობილური მაგიდაზე მოისროლა. როგორ აბრაზებდა ელენე, როგორ აღიზიანებდა. მაგრამ მის ბავშვურ გამოწვევას ვერ აჰყვებოდა, ჯერ მოუშორებელ ჭირად ქცეული სირაძისთვს უნდა მოეღო ბოლო. ელენე საკუთარ თავს უბრაზდებოდა უკბილო ხუმრობის გამო. იცოდა, ირაკლისთვის სულ პატარა საბაბიც საკმარისი იქნებოდო, ეგრევე ელენესთან გაჩნდებოდა. გოგონამაც ამ მიზეზით გამოიწვია, მაგრამ ახლა სინანულისგან წარბეშკრული, საბნიდანაც კი ვერ ჰყოფდა თავს. ალბათ როგორ გაანერვიულა და გააღიზიანა. როგორი გათამამებული და ტუტუცია! ირაკლი ხომ გასართობად არ დარჩენილა თბილისში! თვითონ კი უფრო ურთულებს თბილისში ყოფნას. -ელე,-არასასიამოვნო ფიქრებიდან დუდას ძახილმა გამოაფხიზლა. -რა იყო?-თვალების სრესვით წამოდგა და სამზარეულოსკენ გაემართა. -რას წევხარ?! როგორც იქნა იმ კოშმარსაც და სიცხისგან ადუღებულ თბილისს თავი დავახწიეთ,-შუბლი შეკრა დუდამ და ბლენდერში ყავასთან ერთად ნაყინის თქვეფა განაგრძო. -ცივ ყავას აკეთებ?-სხვა თემაზე გადაიტანა ყურადღება ელენემ. იდაყვებით ბარის დახლს დაეყრდნო და სავარძელში მჯდომ ლეას გახედა, დამეხმარეო. -სხვა თემაზე ნუ გადაგაქვს ყურადღება, ქალბატონო!-დაუცაცხანა დუდამ-დღეს ვერთობით! -მართალი ხარ, ჯერ კარგად დავლაგდეთ, მერე კი გავისეირნოთ!-თვალი ჩაუკრა ლეამ. -გააჩნია გასეირნებაში რას გულისხმობ,-გრძელი კაბის ფრიალით დაუდგა წინ ცივი ყავა. -გვაშინებ!-დაიფრუტუნა ელენემ და ტუჩები საწრუპს შემოაჭდო. -ძველმოდურებო!-დამარცვლა დუდამ. იატაკზე დაჯდა და თავის სასმელს დასწვდა-დღეს პირველად უნდა წავიდე კლუბში. სხვათაშორის თქვენც!-საჩვენებელი თითი შუბლშეკრული გოგოებისკენ გაიშვირა-ასე, რომ, თქვენ არანაირი უფლება არ გაქვთ, ამ მაცდუნებელ წინადადებაზე უარი მითხრათ! -არა,-თავი გააქნია ლეამ-აჩი ძალიან გაბრაზდება! -არც ჩვენ წავალთ,-მხარი აუბა ელენემაც. -ვითომ რატომ არა?!-ბათუმში ვართ, სეზონია, ყველა უმაგრესად ერთობა, ჩვენც წავიდეთ, რა! რა უნდა მოხდეს? ვიცეკვებთ, ცოტას დალევთ და წამოვალთ. -არ ღირს, რა! დავიღალე, აღარაფრის აკიდების თავი აღარ მაქვს,-ჩაიბუტბუტა ელენემ და დივანზე მოიკუნტა. -ელე, ჩემი ხათრით, რა,-მიუცუცქდა დუდა-გთხოვ, ამ ერთხელ. ყელზე ორი თითი მიიჭირა გოგონამ. -დუდა,-დაიწუწუნა დადვანმა-რას მიკეთებ? -ლეა, გთხოვ,-ახლა მისკენ მიტრიალდა დუდა. -ელენე, რა ვქნათ?-ტუჩი მოიკვნიტა ლეამ და აცქმუტებულ დუდას შეუბღვირა. -მხოლოდ საათ-ნახევრით, გესმის?-თითი დაუქნია ელენემ და გახარებულ გოგონებს გადახედა. -აი ყველაზე დაქალი ხარ,-ლოყაზე აკოცა დუდამ. -აფერისტო,-ენა გამოუყო ელენემ და საძინებლისკენ გალასლასდა-მე გასარუჯად მივდივარ. -კარგი, ჩავლაგდები და წავიდეთ,-უკან მიჰყვა ლეა. *** შესვლისთანავე მიხვდა, რომ შეცდომა დაუშვა. აქ წამოსვლის არავითარი შანსი არ უნდა დაეშვა, გონებაშიც კი. კვამლისგან ხველება აუვარდა. ულტრაიისფერი სხივებისგან განათებული გარემო თვალს მტკივნეულად სჭრიდა. დუდა და ლეა მალევე შეერივნენ მოცეკვავეთა მობუბუნე ბრბოს. უმაყოფილოდ გააქნია თავი და მაღალ სკამზე ჩამოჯდა. გაკვირვებულ ბარმენს წყალი სთხოვა და თვალები მილულა. როგორი დიდი სიამოვნებით მოშორდებოდა აქაურობას და ლოგინში შემძვრალი გერმიელად გამოიძინებდა. მაგრამ თეთრად გათენებული ღამეების გახსენებისას ეს აზრი უმალ უკუაგდო. ნატრობდა, საავამდყოფოში გატარებულ რამდენიმე დღეს, დამამშიდებლების ქვეშ მყოფს უშფოთველი და ხანგრძლივი ძილი, რომ ჰქონდა. იმ თეთრ თეთრეულში არც საშინელი მოგონებები აწუხებდა და არც გამაყრუებელი ღრიალისა და ქვითინის ხმა უკარგავდა მოსვენებას. ფეხზე უცხო ხელის შეგრძნებისას უმალ თვალები დაჭყიტა. -მეცეკვე,-ყურთან ჩასჩურჩულა დაბალმა ხმამ. -გამიშვი,-ამოიხრიალა თვალზე ცრემლმომდგარმა და ხელი ჰკრა. შიშისგან გონებადაბინდული გაუცნობიერებლად წამოხტა სკამიდან და გასასვლელისკენ გაიქცა. ის იყო გარეთ უნდა გასულიყო, რომ ვიღაცას მთელი ტანით შეასკდა. ცრემლებით გავსებული თვალები უაზროდ ასწია და ადგილზე გაშეშდა. იცნო. ის სახე იცნო. კეფა მტკივნეულად აეწვა. სისხლმა ძარღვებშივე დაიწყო აორთქლება. იგრძნო, როგორ დაუუძლურდა კუნთები და ადგილზე გაშეშებულმა ფეხის განძრევაც ვერ შეძლო. -ელენე! ელენე, რა დაგემართა?!-დუდას შეშფოთებული ხმა ყურთან ჩაესმა. საპასუხოდ თავის განძრევაც ვერ შეძლო. გაყინული თვალებით ასცქეროდა მის სახეს, გესლიანი ღიმილით, რომ დაღაროდა სახე. ზიზღიან, ირონიულ მზერას, რომ შეეჩეხა თითები აუკანკალდა. ელენე ხმით ატირდა. კლუბის გასასვლელთან ჩოჩქოლი ატყდა. -დაცვას დაუძახე, დათოს დაუძახე,-ტირილნარევი ხმით დაიკივლა ლეამ და ელენე შეანჯღრია-ელე, ელე, გეხვეწები ხმა გამეცი! ემუდარებოდა და მის გარეთ გაყვანას ცდილობდა. მაგრამ ელენე თითქოს ფეხებით შეზრდოდა კლუბის იატაკს. დუდამ მალევე მოიყვანა დაცვა. დათომ ნაჭრის თოჯინასავით აიტაცა აქვითინებული ელენე და შენობიდან გაიყვანა. -დიმიტრი, დიმიტრი, მე ვარ, დუდა ვარ, დიმიტრი. გეხვეწები არ ინერვიულო, რა, გთხოვ. ელენე გახდა ცუდად. არ ვიცი, არ ვიცი. კი, კი. კლუბში ვიყავით. ნუ ყვირი. არა, არავის არაფერი დაუშავებია. არ ვიცი. ტირის, ვერ ვაჩერებთ. კი დათოს საავამდყოფოში მივყავართ. არა, ირაკლისთვის არ დამირეკავს. ვერ დავურეკე! გთხოვ, შენ უთხარი. ნელა იარეთ,-ამოიტირა. მობილური მანქანის სავარძელზე მიაგდო და ცრემლები მოიწმინდა. -ჩუ, ჩუ, ელე, გთხოვ ნუ ტირი,-ამშვიდებდა ლეა და გულამოსკვნით აქვითინებულ ელენეს თმაზე უსვამდა ხელს. *** მისკენ მიმავალი დიმიტრი და ირაკლი, რომ დაინახა, ვერ დამშვიდებული გული, კიდევ უფრო აუჩქარდა. აცახცახებული ხელები ირაკლისკენ გაიწვდინა და მის ძლიერ მკერდს შესაძლებელზე უფრო მაგრად მიეკრა. -ღმერთო, ელენე, გული გეტკინება ასე ნუ ტირი,-გატეხილი ხმით უჩურჩულა ირაკლიმ და ბავშვივით აქვითინებული გოგონა კალთაში ჩაისვა. -გარეთ გამოდი!-ლამის იღრიალა დიმიტრიმ და კუთხეში მდგომ აცრემლებულ დუდას ჩასისხლიანებული თვალები უბრიალა. დუდა შეშინებული ნაბიჯებით მიჰყვა უკან. -არაა მისი ბრალი,-უარესად აკანკალდა ელენე და მამაკაცის კისერს უფრო ძლიერად მოუჭირა თითები. -ჩემო სიცოცხლე, ასე ნუ ტირი, გთხოვ, ელენე,-ირაკლის კანი აუწვა ასეთი ელენეს დანახვამ. გიჟდებოდა, რომ წარმოიდგენდა, როგორ ეღლებოდა გული ამდენი ტირილისგან. ცრემლებიც კი დაშრობოდა. ისტერიულად, ბავშვივით სლუკუნებდა და მამაკაცის სამხედრო ფორმას ეხუტებოდა. -დამამშვიდებელმაც კი ვერ უშველა,-ამოილაპარაკა ხმაჩამწყდარმა ლეამ-არც კი ვიცი რა ვთქვა. ვერ ვხვდები ასე რატომ გახდა. კარგად იყო... -არ უნდა წასულიყავით!-მკაცრად ჩაილაპარაკა ირაკლიმ. მრისხანებას ძლივს იტევდა კანში-თან მარტოები, აქ გასართობად არ გამოგვიშვიხართ, ლეა. ჩამწყდარი ხმით დაიჩურჩულა და დამშვიდებულ ელენეს პლედი მოაფარა. რიტმულად, ნელა უსვამდა ხელს თმაზე, შიგადაშიგ შუბლზე კოცნიდა და მონატრებულ ჰაერს ისუნთქავდა. პალატის კარები მალევე გაიღო. ნამტირალევ დუდას, დიმიტრი შემოყვა. დაძაბული სახით ირაკლისკენ წამოვიდა და მის მკლავებში ჩაძინებულ გოგონას ტკივილით შეავლო მზერა. -რამე რომ მოგსვლოდათ,-დანანებით გააქნია თავი და ელენეს თავზე აკოცა. გოგონა ნელა შეირხა და უფრო მეტად მიეკრა ირაკლის მკერდს. ირაკლის სუსტად გაეღიმა. ელენე მისკენ წამოსწია და თავი მის კისერში ჩარგო. -დღეს აქ დავრჩეთ, ხვალ კი თბილისში ვბრუნდებით,-გოგონებს გადახედა-ირაკლი... -წადით,-თავი დაუქნია. ირაკლის ეგონა, რომ ელენეს შეყვარება მეტად შეუძლებელი იყო. ეგონა, მთლიანად გავსებული, ვეღარ დაიტევდა, მაგრამ შეცდა. აქაც შეცდა ირაკლი. გოგონა უფროდაუფრო ღრმად ხსნიდა ირაკლიში კარებს, უფროდაუფრო მაგრად უკავშირდებოდა მამაკაცს. ახლა, საავადმყოფოს საწოლზე მწოლიარეს, გულზე მაგრად მიეკრა ელენე და უიმისოდ გატარებულ წლებს იხსენებდა. თავის გამორეცხილ, არსების გარეშე დარჩენილ ორგანიზმს იხსენებდა და კიდევ უფრო მჭიდროდ ხვევდა ელენეს ხელებს. პატარა გოგონა ახერხებდა მამაკაცი თავიდან დაეხატა. თან იმ ფერებით, სამუდამოდ დაკარგული, რომ ეგონა ირაკლის. ოღონდ ელენე არ დაცლილიყო ამ ფერებისგან. ოღონდ მისთვის არ მოეკლო ის სინათლე, საკუთარ ბნელსაც, რომ ანათებდა. ოღონდ ორივეს ყოფნოდათ ელენე, ოღონდ ყოფნოდათ. *** რომ გამოიღვიძა სხეულზე მოჭერილი მკლავები იგრძნო. მერე ირაკლის სურნელი ეცა და ელენემაც მთელ სამყაროს გაუზიარა თავისი წილი ბედნიერება. -ფორმის გამოცვლაც ვერ მოასწარი?-წარბები შეკრა გოგონამ და ლურჯ-მწვანე მაისურის საყელოს თითები გადაუსვა. -ისე შემაშინე,-ამოიოხრა ირაკლიმ-ძალიან გამაბრაზე! -ვიცი,-ისევ მამაკაცის ყელს შეაფარა თავი და მოწყვეტით აკოცა ყელში. -ელენე, საერთოდ არ ფიქრობ შენს თავზე?-მრისხანება შეეპარა ირაკლის ხმას. ელენე უარესად დაპატარავდა. ირაკლი მთელი ძალით არიდებდა თავს, რომ გუშინდელი არ ეკითხა. იცოდა, როგორ ატკენდა ეს გოგონას. ხვდებოდა, ექიმის წინასწარმეტყველება, რომ ხდებოდა. ელენეს ჯანმრთელობა სერიოზულად აღელვებდა. -არ შემეკითხები, გუშინ რა მოხდა?-შეპარვით დაიწყო ელენემ. -არ მინდა ინერვიულო,-წაბლისფერი თმის ბოლოებს წაეტანა ირაკლის და თითებზე დაიხვია. -ის დავინახე,-ხმა სულ ჩაუწყდა ელენეს. -ვინ ის, ელენე?-ირაკლის მზერას, რომ შეძლებოდა კედელსაც გაანგრევდა. -ვინც მე,-ელენემ ენაზე იკბინა. მხოლოდ ახლა გიაზრა ეს, რომ ირაკლისთვის ეთქვა, როგორი რეაქცია ექნებოდა. -ელენე, ვიჩხუბებთ!-გოგონამ იგრძნო როგორ დაეძაბა ირაკლის სხეული-სირაძე იყო? -არა, ის არ ყოფილა. მისი სახე არც კი ვიცი, ირაკლი,-მომენტალურად აუკანკალდა ხმა. -ჩემო სიცოცხე, არ ინერვიულო, რა,-სწრაფად წამოჯდა ირაკლი და ელენეს თვალებს დააკვირდა. ოღონდ ის სხივი არ დაენახა! ხომ მოარჩინა ელენე, ასეთი თვალები აღარ უნდა დაენახა! -ის იყო, ვინც...-ელენემ აცახცახებული ხელები მკლავებზე ჩამოისვა. თვალები სადღაც, ჰაერში გაშეშებოდა. ირაკლი ეგრევე მიხვდა, რა წამსაც გოგონა საკუთარ სხეულს შეეხო. -არ გინდა, ვსო, დაივიწყე!-ხელები მოხვია და ლოყაზე აკოცა-მორჩა, კარგი?! აღარ იფიქრო, არ მინდა ინერვიულო. ელენემ ცრემლები სწრაფად მოიწმინდა და თავადაც მიეხუტა მამაკაცს. როგორ შველოდა ეს სითბო. წარმოდგენაც არ უნდოდა, უიმისოდ, როგორ გაძლებდა! თავი 10 ირაკლის მოუცლელობა უკვე ღლიდა ელენეს. იყო დღეები მის ნახვასაც, რომ ვერ ახერხებდა. ამ დროს ტელეფონი ეზიზღებოდა, უიმისოდ, რომ ვერ ახერხებდა ირაკლისთან კავშირს. მიუხედავად ყველაფრისა ელენე ამაყობდა ირაკლის გენერლობით. ამაყობდა მისი პასუხისმგებლიანი, დინჯი, მისაბაძი პიროვნებით. ბავშვურად უხაროდა ირაკლის თქვენობით, რომ მიმართავდნენ, ასეთ პატივს, რომ სცემდნენ. ირაკლის კი სულ ეცინებოდა ასეთ ელენეზე. სასაცილოდ, რომ მოჭუტავდა თვალებს, ხელებს უკან, რომ წაიღებდა და ერთმანეთში გადახლართავდა. ამ დროს ისეთი ლამაზი იყო, არ უნდოდა მის გარდა ვინმეს კიდევ დაენახა. ოცდაოთხი საათიდან 6-7 საათი თუ რჩებოდა თავისუფალი. და ეს დროც საშინლად ენანებოდა, ძილისთვისა და ჭამისთვის, ასე, რომ აძალებდა ელენე. სულ მისკენ მიუწევდა გული. სულ მის გარემოცვაში უნდოდა ყოფნა. მაგრამ არ შეეძლო თავისი საქმე უგულოდ ეკეთებინა. არ შეეძლო თავისი პროფესია და პირადი ცხოვრება ერთმანეთისგან გაემიჯნა. არ შეეძლო ომში გასაგზავნი ჯარისკაცებისთვის უემოციოდ შეევლო თვალი, არ შეეძლო ავღანეთისა და ასობით დაღუპულის დანახვის შემდეგ, მშვიდად გაეღიმა. ამას დამატებული სირაძე მთლად ანადგურებდა. იცოდა, მანამ ვერ მოისვენებდა, სანამ მის კისერს საკუთარ ხელებში არ მოიქცევდა...მაგრამ მერე ელენე ახსენდებოდა...ახსენებოდა მისი გულწრფელი ღიმილი, მოცინარი თვალები, მისი პატარა, ყველაზე თბილი მტევნები. ამის შემდეგ არ შეეძლო იმავე ხელებით მოეკლა. არ შეეძლო მკლვლელი თითებით ელენეს შეხებოდა. ელენეს უნახაობა კიდევ უფრო არწმუნებდა იმ გადაწყვეტილების სისწორეში, ელენეს სამუდამოდ დასაკუთრება, რომ გულისხმობდა. გრძნობდა, რომ ერთხელაც თავს ვერ მოერეოდა, სულ მონატრების რეჟიმში ყოფნა იმ ცმირე მოთმინებასაც გაუქრობდა. უნდოდა უკვე სხვა სტატუსით შემოსულიყო ელენე მის ცხოვრებაში. მაგრამ გოგონას არაადეკვატური რეაქციის წარმოდგენაც საკმარისი იყო განზრახვაზე ხელი აეღო და დროებით უკან დაეხია. ელენეს ჯანმრთელობა ერთიანად ავიწყებდა პირად ინტერესებს. ელენეს იქით აღარავინ იყო. ოყო ელენე...მხოლოდ ელენე. ელენე, რომლის კარგად ყოფნა პირდაპირპროპორციულად ირაკლის კარგად ყოფნას ნიშნავდა. *** -სულ არ გიხდება ჩემს სამზარეულოში ტრიალი,-თვალები მოწკურა ირაკლიმ და კარის ჩარჩოს მიეყრდნო. -ირაკლი,-ამოიოხრა გოგონამ და ესპრესოს აპარატი ჩართო. -შენ გგონია გატყუებ?-ელენემ ირაკლის ღიმილით იგრძნო და თვითონაც ღიმილით მოტრიალდა. -არ მატყუებ?-ხელები გულზე დაიკრიფა. -მატყუარას ვგავარ, ელენე?-ნელა მიუახლოვდა მამაკაცი და ზემოდან დახედა. ირაკლის მოჩვენებითი სიმკაცრის დანახვისას ელენე ბავშვურად აკისკისდა. -გრძელი ცხვირი გაკლია, მხოლოდ,-თვალი ჩაუკრა და მის სწორ ცხვირს თითისწვერი დაჰკრა. ირაკლის ბაგეები ღიმილმა გააპო. გოგონას პატარა ხელი დაიჭირა და თითის ბალიშებზე აკოცა. -და ის თუ იცი შენ რა გაკლია?-წელზე მოხვია ხელები და საფეთქელზე აკოცა. ელენეს თვალები მიენაბა. -ჰმმ,-ირაკლის გაეცინა გოგონას რეაქციაზე. -არ იცი?-ჩაეძია. -არა,-ამოიბუზღუნა და ირაკლის ყელს ცხვირის წვერი გაუსვა. -მე გაკლივარ,-ელენე წამში გამოაფხიზლა დიდებაშვილის სერიოზულმა ხმამ. -მაკლიხარ,-კანკალით ამოისუნთქა. -ხოდა ვქორწინდებით,-დადვანმა თვალები ჭყიტა. სასაცილოდ წამოსწია თავი და დაძაბულ ირაკლის ახედა. საკუთარი კანით იგრძნო მამაკაცის დაჭიმული სხეული. -ვქორწინდებით?-გაიკვირვა ელენემ. წუთით გაჩუმდა. მის გაოცებულ ტვინს უჭირდა ირაკლის სიტყვების გადახარშვა. უჭირდა იმ ყველაფრის გახსენება, რის შედეგადაც აქამდე მოვიდნენ. ელენე ირაკლის სამზარეულოში ესპრესოს აკეთებდა, დიდებაშილი დადვანს კი ხელსაც არ სთხოვს, დავქორწინდებითო ეუბნება და თხრობით წინადადებას ბრძანების კილოს უმატებს. ელენემ გაიღიმა. ელენემ მთელს დედამიწას გაუღიმა. თავის სიხარულსა და დაუტეველ ბედნიერებას მაგრად ჩაავლო პაწია თითები და მკერდზე მიიკრა. ცრემლიანი თვალებით მიეფერა ამქვეყნად ყველაზე საყვარელ სახეს, შუბლი რომ შესჭმუხნოდა, ტუჩები მკაცრად, რომ მოუკუმავს და გაციებული ხელები საკუთარი წელისთვის შემოუხვევია. -ელენე,-ამოუჩურჩულა ირაკლიმ. გოგონას გაცისკროვანებული სახე ორივე ხელში მოიქცია და შუბლი შუბლზე მიაბჯინა-ელენე, ელენე, ელენე... ბუტბუტებდა. აგიჟებდა ამ პატარა არსების გადამდები სიხარული. კანი სწიწკნიდა მისი ბედნიერების შეგრძნებისას. წამით შიშიც კი იგრძნო, ის შიში, მომავალი ცოლის გაუმართლებელ იმედებს, რომ იტევს. მაგრამ საკუთარ კისერზე მოხვეული მკლავები მოუსავლეთში გზავნიდა ცუდ ფიქრებს. ძალიან, ძალიან მაგრად იხუტებდა პატარა ელენეს და ბედნიერების ცრემლებს დაუღალავად სწმენდდა საყვარლად ასლუკუნებულს. *** -ნიკოლა? ვაიმე, დიმიტრი რას იტყვის?-ბავშვურად აწუწუნდა და ხელახლა აცრემლებული თვალები საჭესთან მჯდომს მიანათა. -საყვარელო, ნიკოლამ და დიმიტრიმ ყველაფერი იციან,-დაამშვიდა აღელვებული გოგონა და ხელი უფრო მეტად მოუჭირა. -რა თქვი? -ელენე, რატომ ნერვიულობ?-უეცრად გაუმკაცრდა ხმა მამაკაცს-ნიკოლამ და დიმიტრიმ ყველაფერი იცოდნენ! მე მათთან თავიდნავე ყველაფერი გავარკვიე! ისინიც შეგუებულები იყვნენ იმ აზრზს, რომ ერთ დღესაც ჩემი ცოლი გახდებოდი. -ხომ მაგრამ ჯერ მხოლოდ ოცი წლის ვარ,-გრძელი წამწამები ააფახულა და თითები ფეხებშუა მოიქცია. -შენთვის მაგას მნიშვნელობა აქვს?ელენე, შენ ასაკი გაფერხებს?-შეეცადა მშვიდად ეკითხა და ისედაც აღელვებული გოგონა უარესად არ დაეფრთხო. -არა, რა თქმა უნდა, არა!-სწრაფად გააქნია თავი და ჩამწვანებული ირისებით ირაკლის ნაცრისფერ თვალებს შეხედა-უბრალოდ არ მინდა მამამ ინერვიულოს! ეს ყველაზე ნაკლებად მინდა. -ვიცი, ელენე. ეგ არც მე მინდა,-მისი პატარა თავი ფართე ხელისგულებში მოიქცია და ცერა თითებით მიეფერა. -დედაშენი? ელენეს გაფართოებული თვალების დანახვისას გულიანად ახარხარდა მამაკაცი. -ნუ იბუსხები,-ელენეს ტუჩებს თვალი სწრაფადვე მოაშორა და აწითლებულ ლოყაზე აკოცა. ხვდებოდა, რომ ელენეს დროს სჭირდებოდა ამ ყველაფერის გასააზრებლად, მაგრამ მისი ფორიაქი და ტყუილი ნერვიულობა გულს უკუმშავდა. -მარიტას დღეს საღამოს გაგაცნობ,-ელენეს კიდევ უფრო გაუფართოვდა თვალები. ირაკლი კი მთელი ტანით იცინოდა. -ირაკლი,-ამოიწუწუნა. -ელენე, გეხვეწები რა! რა განერვიულებს? როგორ შეიძლება შენ ვინმეს არ მოეწონო?-დადვანი კიდევ უფრო გაწითლდა. მამაკაცის მზერისგან დაბნეულმა თვალები დახარა. -სულ არაა სასაცილო, ირაკლი,-ამოიბურტყუნა-საქმე დედაშენს ეხება. -მერე რა? დედაჩემი კი არ შეგჭამს?! პირიქით, ძალიან მოსწონხარ! -ვაი, ანუ ჩემზეც იცის?-სახე ხელისგულებში დამალა. -ელენე, ასე თუ ინერვიულებ, ყველანაირი ცერემონიის და გაცნობების გარეშე მოგიყვან ცოლად,-სიმკაცრე შეჰპარვოდა ირაკლის ხმას. ელენემ ფრთხილად ასწია თავი. თვალები დანაშაულის ცრემლებით გავსებოდა. -მოვრჩი, აღარ ვნერვიულობ,-თავი ნელა გააქნია. -როგორი სულელი ხარ,-გაეღიმა ირაკლის და ხელის ერთი მოძრაობით კალთაში გადმოისვა გოგონა. -არ ვარ!-დაიწუწუნა ელენემ და ორივე მკლავი მაგრად შემოჰხვია მამაკაცს კისერზე. როგორი სურნელი ჰქონდა ირაკლის...სხეულს ერთიანად უბუჟებდა გოგონას. -ხარ, პატარა, სულელი გოგონა ხარ. ჩემი მომავალი ცოლი!-ირაკლის ტუჩები საფეთქელზე იგრძნო. თბილმა შეხებამ ერთიანად აუწვა ელენეს სხეული. მხოლოდ წელზე მოჭერილი ხელები აგრძნობინებდა, რომ ჯერ კიდევ აქ იყო, დედამიწაზე. რომ მალე ირაკლის ცოლი გახდებოდა. მათი, პატარა ოჯახი ექნებოდათ. სულ პატარა ოჯახი, მხოლოდ ირაკლისი და ელენესი. ღიმილით წარმოიდგინა მათი დილა, შუადღე, საღამო და ღამე. ირაკლისთან ერთად გაღვიძება წარმოიდგინა, დილის ყავა და დაკავებული შუადღეები. გვიან ღამით მოსული ქმარი, კარგა ხნის ჩაძინებულს, რომ უწვება გვერდით და ძალიან, ძალიან მაგრად ხვევს დიდ, და ძლიერ ხელებს. და ეს ზმანება ისეთი ტკბილი იყო, ისეთი საოცნებო, რომ ელენეს ლამის ცრემლები წამოსცვივდა გამოფხიზლებისას. ნეტავ ყველაფერი ისე კარგად ყოფილიყო... -იცი რას ვფიქრობდი?-სიჩუმე დაარღვია ირაკლიმ და გარჩეული მანდარინი ელენეს უწილადა. -რას? -რა გირჩვენია? ჩემს სახლში ვიცხოვროთ, თუ სხვაგან? თუ გინდა ბინა ვიყიდოთ, ან ქალაქგარეთ კერძო სახლი. სადაც შენ გენდომება, საყვარელო. თუ შენ არ მოგწონს, შევცვალოთ, გადავაკეთოთ, როგორც გაგიხარდება. ელენემ რამდენჯერმე დააფახულა წამწამები და გოცებული თვალები მამაკაცს მიაპყრო. ირაკლი დაიძაბა. წარბები შეეკრა, კვამლისფერი ირისები მტანჯველად ნელა მოატარა დადვანის პატარა სახეს. -ირაკლი, რა მნიშვნელობა აქვს სად ვიცხოვრებთ?-ნაზად იკითხა ელენემ-ჩემთვის მთავარია, შენს გვერდით ვიყო, შენი გაბედნიერება შევძლო. ჩვენ შევქმნით პატარა, ბედნიერ ოჯახს. მჯერა, რომ ერთად ცხოვრება, კიდევ უფრო გაამყარებს ჩვენს ურთიერთობას, ამისთვის კი საცხოვრებელს ნამდვილად არ აქვს მნიშნელობა. ელენე სიმშვიდემ და სიფაქიზემ სასიამოვნოდ გააოცა ირაკლი. ძნელი იყო გაგერჩიათ, მის თვალებში აბრიალებული ფერები, ელენე, რომ აფეთქებდა ყოველ წამს. აგიჟებდა ის ფაქტი, რომლის მიხედვითაც, გოგონას თითოეული საქციელი, თითოული სიტყვა თუ ღიმილი ყველაზე სწორ საქციელად ითვლებოდა. ამაყობდა ელენე თავისი, რომ იყო. ამაყობდა ასეთ გოგონას, რომ უყვარდა. მაგრამ მომავლის შიში ვერაფრით შორდებოდა მის აფორიაქებულ არსებას. *** მაშინ, როდესაც მარიტას წრფელ ღიმილს თვალი შეავლო, გულამოვარდნილ ელენეს გამამხნევებლად მეტად მოუჭირა ხელი. სიყვარულით ეღიმებოდა გოგონას აწითლებულ სახეზე, მორიდებულ ღიმილსა და დაბნეულ საუბარზე. უხაროდა მის საყვარელ ორ ქალს ასეთ წრფელ და თბილ გარემოცვაში, რომ უყურებდა. აგიჟებდა პატარა დადვანის გულიანი, წრფელი საქციელები. მის ყოველ ქმედებაში ნათლად გამოსჭვიოდა ბავშვური სილაღე. ელენეში არაფერი იყო ყალბი, მლიქვნელური, თვალთმაქცური. ახლაც მას, რომ უყურებდა, საყვარლად მოტიქტიკეს, გრძნობდა, როგორ ავსებდა ნამდვილი ელენე. გრძნობდა, მის თითოეულ ნაბიჯსაც, რომ ყურადღებას აქცევდა, მის თოთოეულ ამოსუნთქვას ითვლიდა, მის თოთოეულ სიტყვას უსმენდა, მის თითოეულ შეხებას იმახსოვრებდა. -ძალიან მიხარია თქვენი ამბავი,-ელენემ მხოლოდ ახლა შეამჩნია, რომ ირაკლის მარიტასნაირი თვალები ჰქონდა. მორცხვად გაიღიმა და გვერდით მჯდომ ირაკლის ახედა, დინჯი ღიმილით, რომ აკვირდებოდა. -უკვე გადაწყვიტეთ როდის ქორწინდებით? -სექტემბერში. სექტმებრის დასაწყისში. ელენე შეკრთა. ასე მალე? ნამვილად არ ელოდა გოგონა. ეგონა ერთ წელსაც მოიცდიდნენ, თავად უნივერსიტეტს დაამთავრებდა, მერე კი მაგისტრატურას და სამსახურს ერთმანეთს შეუთავსებდა... უხერხულად გაიღიმა და კალთაში დაკრეფილი ხელები გადახლართა. -წინ თვე-ნახევარი გაქვთ. წინა საქორწინო მზადებაც საკმაოდ მშვიდ გარემოში წარიმართება. თქვენ არ დაიღლებით,-კმაყოფილი ჩანდა მარიტა. წინ მჯდომ ელენეს წრფელი სიხარულით, შეიძლება ითქვას აღფრთოვანებითაც შესცქეროდა. მართალი იყო ირაკლი. რთული იყო ელენე არ მოგწონებოდა. ირაკლიმ ნელა დაადო თავისი მტევანი გოგონას გაყინულ მტევნებს და ნაზად მოუჭირა. ელენემ იგრძნო, რამდენად სწრაფად გაუქრა მამაკაცის სიტყვებით გამოწვეული დისკომფორტის შეგრძნება. გულღიად გაიღიმა და აკიაფებული თვალები მოღმარ მარიტას მიაპყრო. -მგონი, დიდ ქორწილს მყუდრო და ლამაზი ჯვირსწერა გვირჩევნია,-ირაკლისაც უკვე ეღიმებოდა, დედამისის რეაქციის წარმოდგენისას. -ქორწილი არ გინდათ? ირაკლი იქნებ ელენეს თეთრი კაბის ჩაცმა ურჩევნია შენს მყუდრო ჯვირსწერას,-ტუჩები გამობუსხა ქალმა და იმედიანად შეხედა მომავალ რძალს. -სიმართლე გითხრათ, ხმაურიანი წვეულების იდეა არცერთს არ გვიზიდავს, მაგრამ თქვენ ხომ არ გწყინთ?-შეწუხებული სახე ჰქონდა ელენეს. ირაკლიმ გაიცინა და მოუთმენლად აკოცა ელენეს. გოგონა შეიშმუშნა და ფრთხილად ახედა მარიტას. მამაკაცი არასდროს ეფერებოდა საჯაროდ. -ნეტავ იცოდეთ, როგორ ლამაზები ხართ,-ელენეს ძალიან ახარებდა ბედნიერი დედა-შვლის ხილვა. მითუმეტეს, თუ ეს მისი დამსახურებაც იყო. -ირაკლი, ამ ანგელოზს ოდესმე თუ აწყენინებ, ძალიან ვიჩხუბებთ,-მკაცრად დაუქნია საჩვენებელი თითი და ელენეს კიდევ ერთხელ გადაეხვია. -დე, ჩემი საცოლე მაინც არ იყოს,-ეცინებოდა ირაკლის. ბავშვურად გახარებულ გოგონას თვალი ჩაუკრა და ხელი ჩასჭიდა. -ხშირად მესტუმრეთ ხოლმე, რა,-დაიწუწუნა და მანქანისკენ მიმავალ წყვილს თვალი ღიმილით გააყოლა. *** -მარიტას როგორ გავხარ, რომ იცოდე,-ჭიჭყინებდა ელენე. მაკდრაივის ნაყინს ჭამდა-მისნაირი თვალები გაქვს. და როგორი ლამაზია?! იცი, ირაკლი, მგონი მაგაში საერთოდ არ გავხართ ერთმანეთს,-ჩაიფხუკუნა და მოთხუპნილი თითი გაილოკა. ირაკლიმ უბრალოდ გაიღიმა და მანქანა დაძრა. -ირაკლი!-ამოიწუწუნა ელენემ. -რა იყო? გოგონამ ფეხები სავარძელზე აიკეცა და გაბუსხული სახე საქარე მინას გაუშტერა. არ უყვარდა მამაკაცი ბავშვურ ცელქობაში, რომ არ ჰყვებოდა, ხოლმე. ამ დროს მათი ასაკობრივი სხვაობა საოცრად იზრდებოდა და გოგონასაც გადაულახავ უფსკრულად ეჩვენებოდა. -არაფერი,-ამოიბუტბუტა. -ელენე-მეთქი,-ხმას აუწია და მანქანა გზიდან გადააყენა. ნელა წამოიწია და გოგონას სახე შეათვალიერა-რაზე გაბრაზდი? -არაფერზეც არ გავბრაზებულვარ,-ვანილის ნაყინიანი პლასტმასის კოვზი ტუჩებს შორის მოიქცია. ირაკლიმ წარბები შეკრა. მამაკაცს ადრეც შეუხედავს ლტოლვით, მაგრამ გოგონას აზრით, ასეთი ვნებით, ჟინითა და სურვილით არასდროს. მომენტალურად იგრძნო აჩქარებული გულისცემა საფეთქლებზე. თითები აუცახცახდა. ანერვიულებულმა ჩაახველა და ნაყინის კოლოფი გვერდით გადადო. მისკენ დახრილი ირაკლი, რომ დაინახა თვალები გაუფართოვდა. სავარძელში აფართხალდა და აკეცილი ფეხები დაბლა ჩამოსწია. ირაკლიმ ცალი ხელით გაუკავა ორივე მტევანი და მომთხოვნად მიაკრა თავისი ტუჩები ელენესას. ტკბილი ვანილის გემო დაჰკრავდა გოგონას რბილ ბაგეებს. დიდებაშვილმა მოუთმენლად გააღრმავა კოცნა. სიფრიფანა ელენე ცალი ხელით დაისვა მუხლებზე და საჭეს ზურგით მიაკრა. ამოიოხრა ელენემ და თვალები მაგრად დახუჭა. -შემომხედე, ელენე,-ხრინწიანი ხმით ჩაილაპარა ირაკლიმ და გოგონას სახე ხელისგულებში მოიქცია-ნეტავ შენი თვალები დაგანახა, სულ ჩამწვანებული, დანისლული, ისეთი ვნებიანი...-ირაკლიმ სწრაფად გაწყვიტა სიტყვა და თავიდან წაეტანა ელენეს. გოგონამაც ხარბად შემოხვია მკლავები კისერზე. გონებას უფანტავდა ირაკლის ძლიერი კისერი, მომდგარი, თეთრი პერანგით შემოსილი ფართე მხრები, კუნთიანი მკლავები და მუცლის პრესი. აკანკალებული თითები კანკალით გადაატარა მკერდზე და დაბლა ჩაუცურა. თავი გვერდით გადააგდო, ირაკლის უკეთ, რომ ეკოცნა მისი კისრისთვის. -ირაკლი გირეკავენ,-დაიკრუსუნა და თითები შავ, სრიალა თმაში შეუცურა-ირაკლი. ირაკლიმ შეუჩერებლად კოცნიდა ელენეს ყელსა და ლავიწებს. ბრმად მოძებნა მობილური და დაუხედავად გათიშა. ორივე ხელი წვრილ წელზე შემოხვია და მუცელზე მიიკრა. -ამის დედაც!-ბრმად შეიკურთხა და ხელახლა აწკარუნებულ ტელეფონს დასწვდა-გისმენ აჩი! სუნთქვააჩქარებულ, აწითლებულ ელენეს ბაგეები გაეპო. ორივე ხელით მამაკაცის მხრებს ეყრდნობოდა და მის წელზე შემოჭდობილი ხელის მოძრაობას მაქსიმალურად აიგნორებდა. -ელენესთან ვარ. არ ვიცი, ვნახოთ, დაგირეკავ,-მობილური გვერდით გადააგდო და ხელისგული გოგონას ლოყას ჩამოუსვა-ჩემი ლამაზი ელენე. იცი როგორ ლამაზი ხარ?-ამოიჩურჩულა და შუბლზე აკოცა. -მიყვარხარ,-ჩაიბუტბუტა და მთელი ძალით ჩაეკრა ირაკლის. თავი 11 -ირაკლი, მაინც არ მეუბნები სად მივფრინავთ?-უკმაყოფილოდ გამობურცა ტუჩები. ირაკლი ვერასდროს წარმოიდგნენდა ელენეს თეთრ კაბაში. ალბათ იმიტომ, რომ გოგონაზე არასდროს დაუახავს ეს ფერი. არასდროს უფიქრია მის მწიფე კომშისფერ თვალებს ასე თუ მოუხდებოდა ქათქათა თეთრი. ირისების გული მთლად გამწვნებოდა. ერთმანეთში აზელილი ოქროსფერი და მწვანე იმდენად დახვეწილ, ჰარმონიულ ნაზავს ქმნიდა, რომ მამაკაცი ბრაზდებოდა. არ უნდოდა ეს სილამაზე მის გარდა კიდევ ვინმეს დაენახა. კიდევ ვინმე დამტკაბრიყო ელენეს წაბლისფერი თმის, თოვლივით თეთრი კანისა და წითელი ბაგეების ცქერით. ეგოისტურად უნდოდა იმ საციცოცხლო რესურსით ელენე რომ ერქვა, მარტო თვითონ გამოკვებულიყო. მაღლებზე შემდგარი ელენე მკერდზე მიეხუტებინა, მისი თავი მკერდზე ედო, ცალი ხელი კი მის წვრილ წელზე შემოეხვია. -დუდამ და ლეამ მთელი გულით მთხოვეს, რომ მოგზაურობის მარშუტი საიდუმლოდ დამეტოვებინა. არ მინდა შენი დაქალები გავანაწყენო,-მოჩვენებითი წყენით ჩაილაპარაკა ირაკლიმ. -აღიარე, რომ პირად ინტერესებს იკმაყოფილებ, დიდებაშვილო,-თავი წამოსწია გოგონამ და მოჭუტული თვალებით ახედა ლაღად მოღიმარ მამაკაცს. ასეთი უდარდელი ირაკლი იმდენად მოსწონდა, რომ მასზე გაბრაზებას ვერას გზით ვერ ახერხებდა. -ნუ შეიძლება ასეც ითქვას,-ლოყაზე ნაზად აკოცა და დააბზრიალა. ელენემ გადაიკისკისა და კიდევ ერთხელ დატრიალდა. -მოგწონს შენი კაბა, ხომ?-მამაკაცი იღიმოდა. -კი, ძალიან. შეხედე რა ლამაზად იშლება! გოგონას კაბა მართლაც, რომ ულამაზესი იყო. -შეიძლება?-თავს დიმიტრი წამოსდგომოდათ-სანამ წახვალთ, ელესთან ცეკვა მინდა. -ცოტა ხნით,-თვალები მოჭუტა ირაკლიმ. ელენეს თავზე აკოცა და და-ძმას გაეცალა. -იცი როგორი ლამაზი ხარ?-ჩახლეჩილი ხმით ჩაილაპაკა და გაწითლებულ ელენეს ჩაეხუტა-ძალიან, ძალიან. -იცი, რომ მაგ ეპითეტით არასდროს დაგიხასიათებივარ?-ეშმაკურად ასწია წარბები. -როგორი ცუდი ძამიკო გყავს!-გაეცინა დიმიტრის-მშვიდად ვარ, ირაკლი რომ გყავს გვერდით. ელენემ ცრემლების დასამალას თვალები დახუჭა. ძმას თავი მკერდზე მიადო. მათი ნიშნობის დღეს ნიკოლამაც ზუსტად ასე უთხრა. -დიმიტრი, შენს დას აცდენ!-უკმაყოფილო სახით დაეჯღანა დუდა. -სულ ხელს, როგორ მიშლი?-დაუღრინა დიმიტრიმ. -შენ სულ, რატომ მიყვირი? -იმიტომ, რომ შენი თითოეული სიტყვით მაგიჟებ! -ხოდა ძალიანაც კარგი!-თვითკმაყოფილს გაეღიმა და მოცინარ ელენეს მიუბრუნდა-შენი ბარგი მძღოლის მანქანაშია. გოგონამ თავი დაუქნია და უხმოდ გაეცალა მოკამათე წყვილს. -არ წავიდეთ?-მისკენ მომავალ გოგონას ხელი ჩასჭიდა და თავისკენ მიიზიდა. -წავიდეთ,-გაუღიმა ელენემაც. *** ბოლომდე ეგონა, რომ მიხვდებოდა სად მიემგზავრებოდნენ...გონებაში ყველა მოუნახულებელ ქალაქს გადასწვდა, მაგრამ მაშინ როდესაც პეკინის აეროპორტში დაეშვნენ. -ჩინეთი, ირაკლი?-თვალები გაუფართოვდა ელენეს. -მალდივები, ელენე,-ყელზე გოგონას ხელების შეგრძნებისას მთელი გულით გაეღიმა ირაკლის-კუნძულებზე როცა მოგწყინდება, ისევ პეკინში ჩამოვსხდებით. -რატომ?-გულუბრყვილოდ იკითხა ელენემ და თავი უკან გამოსწია. -მაგას მერე ნახავ,-გაუღიმა და ტუჩებზე ნაზად შეეხო. ელენეც გაიტრუნა. *** კერძო თვითმფრინავმა დაშვება წყალზე, რომ დაიწყო, ელენემ მოსვენება ერთიანად დაკარგა. -ირაკლი, ხომ არ ჩავიძირებით?-ნერვიულად ამოიჩურჩულა და მამაკაცის მარჯვენა ხელს დასწვდა. -ელენე, დამშვიდდი,-ირაკლის მთელი გულით ეცინებოდა. -ნუ დამცინი, უბრალოდ წყლის მეშინია,-დაიწუწუნა და ფანჯარას ზურგი აქცია. მოუთმენლად გადასწვდა მამაკაცის სხეულს და თავი მის კისერში ჩამალა. -კუნუძლებზე ვართ, შენ კიდევ წყლის გეშინია?-სიცილს უმატა ირაკლიმ. -მერე რა?! კუნძულებზე წყლის გარდა, სხვა რაღაცების ნახვაც შეიძლება!-გაბუტული ხმით ამოიბუტბუტა. კისერზე გოგონას ტუჩების შეგრძნებამ ერთიანად დაუბუჟა სხეული. თავი მისკენ მიატრიალა და ელენე შუბლს თავისი მიაბჯინა. ყოველთვის უკვირდა ელენეს კომშისფერი თვალების თვალუწვდენელი სიღრმის. სულ უნდოდა შემაწუხებელი იდუმალება ერთი ხელის მოსმით მოეშორებინა ამ ეშხიანი მზერისთვის, მაგრამ თან ენანებოდა. ელენეს გამოუცნობი ხასიათი იზიდავდა და ხიბლავდა. -დავეშვით?-მოგუდული ხმით იკითხა გოგონამ. ირაკლიმ უხმოდ დაუქნია თავი. ღვედები შეუხსნა და წამოდგომაში დაეხმარა. -ახლა ყველაზე საინტერესო ნაწილი იწყება!-დინჯად გაუღიმა მამაკაცმა და დანარჩენ მგზავრებთან ერთად გახედა მათკენ მომავალ ნავებს. -ველასარუს კუნძულებამდე ამეებით მივალთ?-კიდევ ერთხელ იგრძნო, რომ თვალებგაბრწყინებული ელენეს დანახვით ვერასდროს დაიღლებოდა. -ხომ არ გეშინია?-მიუახლოვდა და კეფაზე მიკრული თმა საოცარი სინაზით მოაშორა. -შენ ხომ ჩემთან იქნები,-მხრები უდარდელად აიჩეჩა. თეთრ მაისურში გამოწყობილ ირაკლის იმ მზერით მისჩერებოდა, არსებული რეალობის დაუჯერებლობა და გულისამაფართხალებელი სიხარული, კიდევ უფრო მეტ მომხიბვლელობას, რომ სძენდა. ველასარუს კუნძულებამდე გადახურული, სწრაფი ნავებით მიცურეს. ხელიხელჩაჭიდებულები გაუყვნენ საკუთარი სახლისკენ მიმავალ გზას. მბზინვარე ქვიშაში მიაბიჯებდა. ამოვარდნილი გულის ბაგა-ბუგს კი ლამის ყელში გრძნობდა. მთელი ქვეცნობიერითა თუ ცნობიერებით სურდა კარს მომდგარი ბედნიერება უხვად შემოეშვა მასში. ირაკლისთვის, ახლა უკვე ქმრისთვის ჩაეჭიდა ხელი და პალმის მაღალ ხეებში ჩაძირულ სახლს მიშტერებოდა. ლამაზ ვერანდაზე შალითაგადაკრული შეზლონგები და ხის თანამედროვე მაგიდა იდგა. ფართე კარები ღია იყო, თეთრ ფარდას ნესტიანი, მსუბუქი ნიავი არხევდა... სულ მალე ირაკლის მკლავების სიმხურვალე იგრძნო. მზისგან აწითლებულ თეთრ კანს, საყვარელი მამაკაცის სითბო აუტანელ ცეცხლს უკიდებდა. გაუბედავად ეხვეოდა მის ძლიერ, დაძარღვულ ყელს. აკანკალებულ თითებს ფრთხილად, თუმცა ხარბად დაატარებდა ირაკლის გამოკვეთილ ყვრიმალებზე, ყბის ძვალზე, გაცხელებულ მკერდსა და კუნთამომჯდარ მკლავებზე. ართობდა ის ფაქტი, რომ თვითონ ირაკლის ფართო მხრების ნახევარიც არ იყო. რომ მამაკაცის დაჟინებული, ვნებიანი, თუმცა მაინც უნაზესი ალერსი ისევე ვერ შეედრებოდა საკუთარი სურვილების სუსტ გამოძახილს, როგორც მათი სხეულები. ირაკლიმ ნელა შემოსვა ტუალეტის მაგიდაზე და აწითლებულ ტუჩებზე შეეხო. ძლივს მოსწყდა გაუმაძღარ გოგონას და ღიმილით დაიწყო აბაზანის გავსება. მილული თვალები გაახილა და სააბაზანოს ვნებადაუმცხრალი თვალები მოატარა. სასიამოვნოდ გაოცებული დარჩა მეოთხე, ერთიანად მინის კედლის დანახვისას. გაჭრილი ორფრთიანი კარები ბოლომდე გამოეღოთ, საიდანაც ცარიელი მზით გამთბარი სანაპირო მოჩანდა. -ირაკლი,-კითხვით მიმართა აბაზანის გავსებით გართულ მამაკაცს. წამით მზერა მის ნახევრად შიშველ სხეულს მოატარა. მასთან ერთად უნდა ებანავა? წარბები სასაცილოდ შეკრა. -ნუ გეშინია, იზოლირებული სანაპიროა,-ღიმილით მიუახლოვდა და გოგონას გაშლილ ფეხებს შორის დადგა-აბაზანა მივიღოთ. -ერთად?-ლოყები აუწითლდა. -აბა ცალ-ცალკე?-ირონიულად ჩაიცინა და აბრაწულ ლოყებზე აკოცა. -დიახ, მე ასე მინდა,-დაიბუტბუტა. ირაკლი ზანტად უკოცნიდა მარჯვენა ლოყას, ყბის ძვალს, ნიკაპს...ძლიერი მტევნები გოგონას შიშველ ტერფებზე აასრიალა. მუხლისთავებზე თითები ოდნავ მოუჭირა და შეუფერხებლად აუყვა მის თეთრ, გლუვ, ლამაზ ფეხებს. ელენემ ინსტიქტურად მოჭმუჭნა თეთრი კაბის კალთა და ფეხებს შორის მოიქცია. ირაკლის ჩაცინების გაგონებისას ხელები თმაში შეუცურა და უმტკივნეულოდ მოქაჩა. მაგრამ კაბის ქვეშ შემძვრალ ხელებს წინააღმდეგობას ვერ უწევდა. ეგონა გული ამოუვარდებოდა მამაკაცის ტუჩები ყელზე, რომ იგრძნო. უნდოდა ამ ტუჩებს სამუდამოდ ასე ემოქმედათ. ალბათ არასდროს დაღლიდა საკუთარი გახშირებული სუნთქვა, თუ ყოველ ჯერზე მის ბაგეებს იგრძნობდა კანზე. ირაკლის თითები წელზე იგრძნო, მერე მუცელზე, კიდევ უფრო დაბლა...ამისთვის მოუმზადებელი იყო. გაუცნობიერებლად მიეკრა მის გარუჯულ, ძლიერ სხეულს და აქამდე განუცდელი ჟინით აკოცა. მამაკაცმა სწრაფად გადააძრო კაბა და წამით უკან გაიწია. გადაგლესილი ნაცრისფერი თვალები ელენეს რძისფერ, შიშველ, ლამაზ მკერდსა და ვარდისფერ კერტებს დაასო. აწრიალებულ ელენეს ნელა შუცურა დაკულულებულ თმაში ხელი და თავი უკან გადააწევინა. ნელა, მტანჯვლი სიზანტით აკოცა ნიკაპის ქვემოთ, ყელზე, ლავიწებშორის ჩაღრმავებაზე, ფითქინა მკერდზე, ჯერ მარჯვენა ძუძუსთავზე, შემდეგ მარცხენაზე. ახმაურებული ელენე კი კიდევ უფრო მაკრად მიეკრა ცხოვრების თანამგზავრად ქცეულ ირაკლის, მის საიმედო, ყველაზე საყვარელ ნავსაყუდელს... *** ცხელი, ნესტიანი ჰაერი სასიამოვნოდ ელამუნებოდა თეთრ ზეწარში გახვეულს. კუნძულის დილა ისეთი სასიამოვნო იყო ელენესთვის, რომ თვალების გახელაც ენანებოდა. მოსწონდა უზარმაზარი ფანჯრებიდან მქროლავი უცხო, ზღვის ნიავი დაღლილ და გასავათებულ სხეულზე რომ ეთამაშებოდა. ფუმფულა ქვეშაგებში ჩაფლულს მხოლოდ ეს წამი უღირდა სიცოცხლედ. წამი, როდესაც მის სუნთქვას საკუთარ სახეზე გრძნობ და გესმის, მის მკერდში ახმაურებული ორგანო შენსას რამდენად იდეალურად ეხმიანება. ირაკლიმ ნელა გადმოატრიალა თავის მხარეს. ხელები მის წვრილ წელს შემოაჭდო, სახე კი მის კისერში ჩამალა. -ელენე,-დაბალი ხმით ჩაილაპარაკა-გაიღვიძე, რა. გოგონა უფრო მეტად გაიტრუნა. სუნთქვითაც კი ჩუმად სუნთქვდა. -ელენე,-უფრო მბრძანებლური გაუხდა ხმა. ხმაურიანად აკოცა ყელში და უფრო მეტად მიიკრა ერთი ციდა სხეული. გოგონა მოუთმენლად გატოკდა მამაკაცის მკლავებში. აბნევდა მისი სიახლოვე, ღიმილად გაწელილ ბაგეებსაც ვეღარაფერ უხერხებდა. ხელები ზანტად შემოაჭდო ირაკლის ძლიერ კისერს და თავადაც მიეწება გახურებულ მკერდს. -ჰმ,-ამოიოხრა მამაკაცმა. ერთი მოძრაობით გადაწვა ზურგზე და გოგონა ზემოდან მოიქცია. ელენემ ჩაიხითხითა და ამჯერად თავად ჩამალა სახე ირაკლის კისერში. -ელე?!-დაუძახა ირაკლიმ და სახე ზემოთ ააწევინა. აბრჭყვიალებული თვალები ანცად ასწია გოგონამ და ღიმილით გაუსწორა სახე მამაკაცის აფორიაქებულ სახეს-სულ ასე შემომხედე ხოლმე, რა,-დაიჩურჩულა და თავი წამოსწია. ბაგეები კიდევ უფრო გაეხსნა, მისი ქმრის ტუჩები დახუჭულ თვალებზე, რომ იგრძნო. ელენემ მხოლოდ ახლა გაიაზრა, რომ ირაკლიმ პირველად შეუმოკლა „ელენე“ „ელეთი“. *** კბილების წმენდით გართულს უკნიდან ირაკლის სხეული იგრძნო. -ჩაიცვი და სასაუზმოთ გავიდეთ,-ყელში აკოცა-მერე სანაპიროზეც გავისეირნოთ, აკვალანგით ვიცურაოთ. -ვაი, ირაკლი, თევზები?!-პირის მშრალებით მიტრიალდა და შეშინებული თვალებით ააცქერდა. -რა თევზები?-წარბები შეკრა მამაკაცმა. ქვედა საცვალსა და მომდგარ ტოპში გამოწყობილი ელენე მომაკვდინებელი მზერით აათვალიერა. ელენემ მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი და მის მკლავებს გამოეცალა. -ზღვაში, რომ თევზებიც იქნებიან? თან წყლის მეშინია,-შეწუხებული ხმით დაიწუწუნა და გრძელ თმებზე სავარცხელი დაისვა. -წყალი ღრმად არ იქნება. არ შეგეშინდება. ელენემ წაბლისფერი გრძელი თმა მსხვილ ნაწნავად დაიწნა და მხარზე გადმოიგდო. -ჩავიცმევ,-ღიმილით დაბრუნდა საძინებელში. მოკლე, თავისუფალი, ზურგმოშიშვლებული კაბა ამჯერად თეთრი იყო. -უკვე გითხარი, რომ თეთრი ძალიან გიხდება?-დინჯად მიუახლოვდა თვალებაბრჭყვიალებულ გოგონას. -არ გითქვამს,-ეშმაკურად დააწვრილა თვალები და ქმრის მუცელს საჩვენებელი თითი ნაზად აატარ-ჩამოატარა. -არა?!-გაეღიმა ირაკლისაც და გოგონას ხელს დასწვდა. მუჭი ნელა გააშლევინა და ისე, რომ ვნებაშეპარული თვალებისთვის მზერა არ მოუშორებია, მტანჯველი სიზანტით აკოცა ხელისგულზე. -არა,-ამოიკრუსუნა და მინაბული თვალები ფართოდ გაახილა. -ხოდა გეუბნები, რომ თეთრი ძალიან გიხდება,-ამჯერად ტუჩებზე აკოცა. -ირაკლი, მშია,-მის ბაგეებზე ამოიჩურჩულა, მამაკაცის ხელები ფეხებსა და საჯდომზე, რომ იგრძნო. მამაკაცმა უხმოდ ჩამოუწია აქაჩული კაბა. *** დაგეგმილ ორ კვირას კიდევ რამდენიმე დღე დაუმატეს. ელენეს არაფრით ეთმობოდა მზიანი ველასარუ. გულში ბედნიერებაჩაკრულს, ყველანაირი სადარდებელი უკან მოეტოვებინა. ვერ ძღებოდა ირაკლის სიახლოვით. უყვარდა თეთრი ქვიშა და კამკამა ცისფერი წყალი, ვარსკვლავებიანი საღამოები, კუნძულების მძიმე, თავისებური ჰავა და ცხელი ჰაერი. ყოველ დილით ღია ცის ქვეშ საუზმობდნენ. ელენემ ყველა ის უცნაური ფორმისა და ზომის თევზი გასინჯა, რასაც ვერასდროს წრმოიდგენდა. აქამდე საძულეველი ზღვის პროდუქტებიც ირაკლის დაძალებით მიირთვა. შეეძლო ეთქვა, რომ ირაკლი ერთი წუთითაც არ ასვენებდა. ველასარუს საუკეთესო რესტორნებში იკვებებოდნენ. ცნობილი შეფ-მზარეულების შოუებს უყურებდნენ. დაუღალავად სეირნობდნენ, აკვალანგით ყვინთავდნენ, ნავებით დაცურავდნენ, გამაჯანსაღებელ პროცედურებს იტარებდნენ... ელენეს ყველაზე მეტად სერფინგი და მის თვალწინ შემწვარი სტეიკი მოეწონა, პიკანტური გემოს მქონე სხვადასხვა სოუსებით. -დაიწვები,-ირაკლი მთელი გულით იცინოდა გოგონას სიჯიუტეზე. -ნუ დამცინი,-ენა გამოუყო და მზის სათვალე გაიკეთა. -ელენე, მართლა. საკმარისად გარუჯული ხარ,-გოგონას შეზლონგზე ჩამოჯდა და წყლით დაცვარულ ფეხებს ხელი ააყოლა. -მოისვენე,-ბავშვურად დაიწუწუნა. -უკვე შუადღეა, ელენე, ცუდია ამ დროს მზეზე ყოფნა,-ხმა გაუმკაცრდა მამაკაცს და ხელები წელზე შეუცურა. -დამსვი, სირცხვილია,-წამოიყვირა ელენემ და ერთიანი საცურაო კოსტიუმი გაისწორა. -ერთხელ ნათქვამი არ გესმის!-თავისას აგრძელებდა და პალმებისკენ მიჰყავდა. -გავიგე, ირაკლი, ჩემით წამოვალ,-შიშველ ზურგზე ნაზად დაარტყა. მამაკაცმა უთქმელად ჩააწვინა სქელ ჰამაკში და მოღეღილ მკერდზე დააკვირდა. -გაისწორე,-წარბი აუწია. გოგონამ სწრაფად დაიხედა ტანზე. ბურტყუნით ამოიწია უბრიტელო ბიუსტაჰლტერი და ირაკლის შეუბღვირა. მამაკაცმა მისი თავი ხელებში მოიქცია და ხმაურიანად აკოცა. -სასმელს მოვიტან, ხომ გინდა?-კოცნებს შორის ამოილაპარაკა. -ოღონდ ის მომიტანე, რა, მე რომ მომეწონა,-ირაკლის არ ყოფნიდა ასეთი ბავშვური და საყვარელი ელენე. -ეგ ის რომელია, ელე?-გაეცინა და მზისგან გახუნებული, ბუნებრივ კულულებად ჩამოყრილი თმა ყურებზე გადაუწია. -ვარდისფერი, რომ იყო ის. -კარგი იყოს ვარდისფერი,-გაეცინა ირაკლის. *** შუაღამე იყო. აბაზანაში იწვა. წყალი უკვე გაციებულიყო, ქაფიც ერთიანად გამდნარიყო. მთვარის შუქი ბლანტი ვერცხლისფერით ანათებდა ბნელ სააბაზანოს. -გაცივდები,- ირაკლის დაბალი ხმის გაგონებისას გაეღიმა. მამაკაცი უხმოდ მიუახლოვდა. მის თავთან დაიხარა და ნელა აკოცა. -აჩიმ რა გითხრა? -არაფერი მნიშვნელოვანი,-მშვიდად უპასუხა, თუმცა ელენეს არ გამოპარვია წამიერი დუმილი. -სირაძეზე გითხრა? იპოვნეს?-თავი წამოსწია და ირაკლის თვალებს ჩააცქერდა. მელანინი მთვარის შუქზე ვერცხლისფერი მოეჩვენა. -არა,-თავი მძიმედ გადააქნია და ფეხზე წამოდგა. გოგონა უხმოდ აკვირდებოდა საშხაპისკენ მიმავალ მამაკაცს, მის ნელ, მოქნილ და ლამაზ მოძრაობებს. -არ ამოდიხარ? გოგონამ თავი დააქნია, თუმცა იცოდა ირაკლი ვერ დაინახავდა. გათოშლი სხეული კანკალით შეუშვირა ცხელ წყალს. უმალ მოეხვია საყვარელი, მხურვალე მკლავები. -ასე მეორედ აღარ გააკეთო,-მკაცრად ჩაილაპარაკა და სხეულზე ფართზე ხელისგულებით მოეფერა. -შენ გელოდებოდი და ვერ მივხვდი დრო როგორ გავიდა,-მამაკაცის შიშველ მკერდზე მიკრულმა ამოიბუტბუტა და წვრილი, გარუჯული მკლავები წელზე მოუჭირა. მეორე წამს ირაკლის ტუჩები კისერზე იგრძნო. მისი შეხება იმდენად აღელვებდა, რომ ეგონა მის ფეხებქვეშ დედამიწა მოძრაობას იწყებდა. სიამოვნებისგან ბაგეები გაეპო, გულისცემა აუჩქარდა და კიდევ უფრო მიეწება ირაკლის. ეს უტყვი, მაგრამ მრავლისმთქმელი ალერსი სისხლს უდუღებდა, კონტროლს აკარგვინებდა. ელენეს აკანკალებული თითები, ვერგახელილი თვალები, მორცხვი ფერება, ყველაფრად უღირდა ირაკლის. ელენე გამხდარიყო აქამდე უკონტროლოდ მიშვებული ვნების, სითბოს, სიყვარულის ჭურჭელი. ელენე უკვე მიზანი იყო. მიზანი, რისთვისაც გამთლიანდა, გაივსო. რისთვისაც ეცადა, რომ გამთლიანებულიყო ისე, რომ მის სიცარიელეში ელენე მოეთავსებინა. *** პეკინში ჩაფრენა და მანდარინის პლანტაციების ნახვა ერთი იყო. ირაკლი მაშინ ყველაზე ბედნიერი იყო, აცრემლებულ, მოხტუნავე ელენეზე ბედნიერიც კი. საყვარელი ქალის გაბედნიერება, იმ სურვილის ასრულება, რომელზეც ელენეს სიტყვაც კი არ დასცდენია, პრობლემებით სავსე თბილისს ერთიანად ავიწყებდა. ძლივს მოშორებული შიშის შეგრძნება სპაზმებივით უხუთავდა სულს. მაგრამ ის დღე ყველასგან განსხვავებული იყო. სტაფილოსფერი ნაყოფით დაწინწკლული მწვანე ბუჩქები ლამის სირბილით დაიარა გოგონამ. ირაკლის მიერ დახურულ ჩალის ქუდს არაფრით იჩერებდა თავზე და ინგლისურად მოლაპარაკე მებაღეებს მთელი ინტერესით უგდებდა ყურს. სულ ბოლოს, ხილით სავსე კალათები დაინახა. თვალები ბავშვურად გაუბრწყინდა. პაწია თითები მრგვალ, მზით გამთბარ მანდარინებს გადაუსვა და ყველაზე დიდი ამოირჩია. ისე, რომ კანი არ გაუცლია, გოგონამ თითებით გახლიჩა ნაყოფი და ნახევარი მამაკაცს გაუწოდა. ელენე არავის უყოფდა მანდარინს. ირაკლის გარდა. თავი 12 თავიანთი ოჯახი ჰქონდათ. პატარა ოჯახი, მხოლოდ ერთმანეთს, რომ გულისხმობდა-ისეთი. ირაკლის უკონტროლოდ დატვირთულმა გრაფიკმა კი მათი თანაცხოვრების პირველივე დღეებიდან შეახსენა ელენეს თავი. მაგრამ გოგონას გულწრფელმა ღიმილმა და ყოველდღიურმ ლოდინის რეჟიმმა მაინც მოახერხა ირაკლის გაოცება. გული სითბოთი და სიყვარულით ევსებოდა სახლში მისვლის დროს ელენე სასადილო ოთახში, რომ ხვდებოდა ხოლმე. მერე რა, რომ მამაკაცი შუაღამით, ხანდახან კი უფრო გვიანაც ბრუნდებოდა, გოგონას დაღლილ სახეს უსაყვედურო ღიმილი არაფრით შორდებოდა. ყველაზე მეტად ის უყვარდა, ელენე მის გარეშე საძინებელს, რომ არ ეკარებოდა. დიდი ოთახი, უზარმაზარი საწოლის გარდა მოპირდაპირე კედლებში დატანილ ორ კარს, რომ გულისხმობდა, ყველაზე ტკბილ და სასურველ ადგილად მიაჩნდა გოგონას. ის ფუმფულა საწოლიც ძალიან მოსწონდა, მაგრამ ირაკლის გარეშე ვერაფრით ეკარებოდა. ერჩივნა მოუხერხებელ დივანზე გაეთია ღამე, სულაც ბარის უზურგო სკამზე ჩასძინებოდა, ოღონდ ირაკლის არ ყოფნით გაცივებულ ლოგინში არ ჩაეწვინათ. თავი მხრივ ირაკლისაც უყვარდა ერთად გამთბარი საწოლი, გოგონას სუნით გაჯერებული ბალიში და მის თხელ, მოხდენილ ტანზე შემოცმული ხალათები. თეთრი, წითელი, შავი მოკლე ხალათები, ხალვათად შეკრული ატლასიდან გამომკრთალი სიმხურვალე და საკუთარ შიშველ კანზე მისი რბილი, სურნელოვანი კანის შეგრძნება. მოსწონდა ის ფაქტი, რომ ყოველ ღამით ელენე ხელში უნდა აეტატებინა და ძილში წასული თავისი ხელით ჩაეწვინა თავიანთ საყვარელ საწოლში. *** -გარეთ გელოდები! -ხუთ წუთში მანდ ვარ! -ჩქარა, გავიყინე,-დაიწუწუნა და ტყავის ქურთუკში სასაცილოდ მოიბუზა. ელენეს მეხსიერება ნამდვილად არ ინახავდა პუნქტუალურ დუდაზე ინფორმაციას. მალევე დაინახა ფაცხა-ფუცხით მორბენალი მეგობარი. ელენეს გაეცინა თმაგაჩეჩილ დუდაზე, გოგონა ცოტაც და კისერს წაიტეხდა. -აი, ყავა მოგიტანე,-დამნაშავის ღიმილმა თვალები აუბრჭყვიალა. -მაინც არ გეპატიება,-ჩვეული ბავშვურობით აბუზღუნდა და ყავის ჭიქას ხელები გასათბობად შემოაჭდო-შევიდეთ? -წამოდი, ეჭვი მაქვს დღესაც დავიგვიანეთ,-თმააკოსილ ელენეს ხელკავი გამოსდო და თეატრისკენ გააბიჯა. *** -ხომ ვამბოდი, შოკია გიორგაძეთქო,-ტრაბახობდა დუდა და აკისკისებული დაქალების დანახვისას, კიდევ უფრო მეტად იხარჯებოდა-უნდა გენახა რა მაგრად ითამაშა, ელა! როგორც ყოველთვის იდეალური იყო, ტკბილი ბიჭი! ხვალაც წავიდეთ! -მე გამომტოვეთ!-თავი გააქნია ელენემ და გარჩეული მანდარინის ლებნები ვანილის ნაყინში ჩაალაგა. -კარგი რა,-დაიწუწუნა დუდამ-ელაც მოდის, ხომ წამოხვალ?! -თინანოს ვერ დავტოვებ!-თავის დაძვრენა სცადა ლეამ. -როგორ არის? ძალიან მომენატრა!-ელენე ერთიანად განათდა აჩისა და ლეას გოგონას წარმოდგენისას. -სულ იზრდება,-გაიბადრა ლეა-ნეტავ განახა, წამითაც არ მინდა მოვშორდე. -რა კარგია შვილი!-ამოიოხრა დუდამ და ნიკაპი ხის მაგიდას ჩამოადო-მეც მინდა! -მაგაზე მარტივი რაღაა!-ხელი აიქნია ლეამ და ელენეს გარჩეულ მანდარინებს დასწვდა. -ეჰ, თქვენ რა გიჭირთ!-ბუზღუნებდა დუდა-გათხოვილებო! ელენემ ხელი მსუბუქად დაჰკრა ლეას მტევანს და შეუბღვირა. -რა?-ქვედა ტუჩი დაბრიცა-მაჭამე, რა! -აჰა!-კალათიდან ამოიღო კანიანი მანდარინი და ხელებში ჩაუდო. -უიმე, წიკიანო! -თავის ირაკლისთან სულ არაა ეგეთი, არა ელე?!-გაიცინა დუდამ-ისეთი ნაზი გოგოა...-ხმა სასაცილოდ დაწვრილა. -სულ არ ვარ ეგეთი,-შუბლი შეკრა და მანდარინიანი ნაყინი პირისკენ გაიქანა. -სულ არა,-აკისკისებულმა დუდამ ნაზად აკოცა ელენეს აბრაწულ ლოყას. *** მერე მოხდა ის, რისიც ირაკლის ყველაზე მეტად ეშინოდა. გულის ყველაზე, ყველაზე მიყრუებულ კუთხეში მიმალული წინათგრძნობა გაცხადდა. *** ივანე სირაძე გამოჩნდა. ირაკლის კი მხოლოდ ეს სჭირდებოდა. ხელახლა გაქცეულს უკან აედევნა. ყველაზე მეტად ის უკვირდა, ამ საქმეს ასე, რომ აჯანჯლებდა...რას აღარ აკეთებდა. მთელ ენერგიასა და რესურსს ახალ ოჯახზე, ელენეზე ზრუნვას ახარჯავდა...მაგრამ ყველაფერი უკან-უკან მიდიოდა. თითქოს რაღაც ექაჩებოდა, რაღაც არ აძლევდა სულის მოთქმის საშუალებას. გადმოგდებული თოკისკენ ხელს გაიწვდენდა, თითებს მომუშტავდა, მაგრამ მუშტს სიცარიელე უშანთავდა. ბოლოს გაიაზრა, რომ ადრე სიფრთხილით არ მოქმედებდა. ადრე თავის თავზე არ დარდობდა...ადრე არც ელენე ჰყავდა გვერდით... ირაკლის სიცარიელის შეეშინდა. ოღონდ თავისი აღარ, უკვე ელენეს სიცარიელე აშინებდა. ცოტაც და შეშლიდა იმაზე ფიქრი, რომ მის ცოლს ვერ გაუფრთხილდებოდა, რომ ერთხელაც დაკარგავდა იმ ძალას, რაც მის შენარჩუნებაში ეხმრებოდა...აგიჟებდა პატარა ელენეს შიშჩამდგარი თვალების ყურება...ჭკუიდან გადაჰყავდა იმ ფაქტს, რომლის მიხედვითაც ელენეს აკანკალებული სხეული უნდა დაემშვიდებინა, მშვიდ მომავალს უნდა დაჰპირებოდა... მაგრამ ამ ყველაფერს ბოლო არ უჩანდა... ანერვიულებული ელენე არ მთავრდებოდა... *** თავიდან წელზე უცნაური სიმძიმე იგრძნო. თითქოს ვიღაცას ხელი ჩაევლო და დაბლა ექაჩებოდა. შიშველი ფეხებისკენ დაიხედა, მაგრამ ვერაფერი დაინახა. უსაშველოდ გაბერილი მუცელი ეფარებოდა. გული შეუთრთოლდა, სასიამოვნო, მომთენთავი სითბოთი გაევსო. ასე ეგონა, საკუთარი ციცქნა, მფეთქავი ორგანო ირაკლის მოექცია ხელისგულებში და დაუნანებლად უზიარებდა ჯერ კიდევ ვერ შეჩვეულ სიყვარულს. მერე მუცლიდან ამომძვრალი მახრჩობელა იგრძნო, ყელში დაუნდობლად, რომ აწვებოდა, ფილტვებს, რომ უკეტავდა და უჟანგბდობისგან მტკივნეულად უკუმშავდა. გაყინული თითებით ყელი დაისრისა და ნერწყვი გადაყლაპა, მაგრამ მოწოლილი ქვითინი უფროდაუფრო ზემოთ მოიწევდა. გოგონას თვალები აულაპლაპდა. მკვრივ, გადაჭიმულ კანზე თითების გადატარება და ცრემლებად დაშლილი გორგლის სახეზე შეგრძნება ერთი იყო. ელენე გულამოსკვნით აქვითინდა. იმ სასოწარკვეთით აქვითინდა, რომელიც ვერაფრით გაეაზრებინა გათიშულ გონებას. ხელისგულებს მუცელზე დაატარებდა, მასში მჯდომს ეფერებოდა...ელაპარაკებოდა... ელენეს ტირილის ექო ნელ-ნელა შემცირდა, სივრცე შეუმჩნევლა შავდებოდა და ჰაერს აიშვიათებდა. გოგონას გული სწრაფად აუდ-ჩაუდიოდა, ხვნეშით სუნთქავდა და ერთიანად დამფრთხალი, შიშით ათვალიერებდა მოსრიალე, შავ კედლებს. ოთახი სწრაფად პატარავდებოდა. ელენეს ეგონა, კედლებს მეორე მხრიდან აწვებიანო... სივრცე აუტანლად პატარა მოეჩვენა. გული ლამისიყო გასკდომოდა. კანკალატანილ მტევნებს მუცელზე იჭერდა. კედლებს კი თითქოს ხელები გამობმოდათ, შავი ჩრდილები თმაგაშლილი, ასლუკუნებული ელენესკენ იწევდნენ... *** კივილით გამოიღვიძა. -ელენე,-ირაკლის ხმა ბუნდოვნად ჩაესმა. აცრემლებული თვალებით გადახედა მამაკაცს, მისკენ რომ მობრუნებულიყო და შეშფოთებული თვალებით სახეს უთვალიერებდა. -ცუდი სიზმრი ნახე?-დაიჩურჩულა და აკანკალებული გოგონა შიშველ მკლავებში მოიქცია-ჩემო ლამაზო, აღარ იტირო, აღარ იტირო, ელენე. მასზე მიკრულს გამუდმებით ებუტბუტებოდა, ხელებს ზურგზე დაასრილებდა, გრძელ თმაზე ეთამაშებოდა და ჩუმ საუბარს აგრძელებდა. ელენე ვერც მიხვდა, როგორ ჩააწვინა ირაკლიმ საწოლში, როგორ მიიკრა გულზე და საბანი საგულდაგულოდ შემოუკეცა. თვითონაც უმტკიცესად მიეხუტა და მკერდზე ამოსვირინგებულ შავ ფერებს აკოცა. -ჩაი დავლიოთ, კარგი?-ჩახლეჩილი ხმა ჰქონდა გოგონას. ცოტათი ზემოთ აიწია, მარცხენა ხელით ლოყაზე მიეფერა ქმარს და ყურისძირში ფრთხილად აკოცა. მერე ნიკაპზეც და ყელზეც. ღამის ოთხ საათს 19 წუთი აკლდა. უკვე სქელ ხალიჩაზე ისხდნენ. ირაკლი ზურგით საწოლს ეყრდნობოდა და მის წინ მჯდომ ელენეს ღიმილიანი სახით უყურებდა, მანდარინის არჩევით რომ დაკავებულიყო. -მეგონა, ჩაის დასალევად შევიკრიბეთ!-წარბები აქაჩა და ლიმონიან შავ ჩაიზე მიუთითა. სპილოსძვლისფერი ფაიფურის ფართე ფინჯნებში, ლიმონის მრგვალი ნაჭრები ნაზად ტივტივებდნენ. -შენ დაიწყე, მერე მეც შემოგიერთდები,-ფაქიზად გაიღიმა და ყველაზე დიდ მანდარინს კანი შემოაცალა. ლებნები საჩვენებელი თითით გადათვალა. 22 ცალი იყო. ერთი ნახევარი ირაკლის გაუწოდა, მეორე კი თავისთვის დაიტოვა. მათ ოჯახურ ტრადიციაზე უარესად გაეღიმა ირაკლის და გამოწვდილი ციტრუსი ტუჩებთან მიიტანა. -უნდა დაგხატო,-უემოციოდ თქვა. ელენემ თითქმის ინსტიქტურად ამოსწია თავი და გაფართოებული, ნამტირალევი თვალებით ირაკლის მიაჩერდა. -ახლა? -ხო, იჯექი, ახლავე მოვალ,-შუბლზე აკოცა და საძინებელი დატოვა. გოგონამ უკმაყოფილოდ დაიხედა ამ ბოლო დროს ამოჩემებულ მაისურზე. ფერგაცრეცილი უმოწყალოდ გაწელილიყო. მხოლოდ ზედ ამოხატული ვინი პუჰი იღიმოდა ძველებურად. -რომ გამოვიცვალო?-ბავშვურად გაიპრანჭა და მაისური ხელებით გამოსწია წინ. -არა, ეგეთი მინდა დაგხატო. *** იმ საღამოს კიდევ ერთხელ დაიხატა ელენე. ნახატზე მათი საძინებელის სამხრეთი ნაწილი მოჩანდა, მოსაწყენი ფერის კედლები, მუქწითელ ხის იატაკზე დაგებული სქელი, რძისფერი ხალიჩა. ხალიჩაზე კი ელენე იჯდა. შიშველი ფეხები მოეკეცა. მის წინ მანდარინები მიმობნეულიყო. უკვე გაცივებული ჩაის ფინჯნებიც მოჩანდა, მზის დისკოსავით მრგვალი ლიმონის ნაჭრებიც. მოღიმარი ვინი პუჰიცა და გოგონას გახუნებული, წელამდე ჩამოშლილი ბუნებრივი კულულებიც. ელენეს თვალები ბედნიერების სიცილის გაემწვანებინა, დაებინდა, უფრო მიმზიდველი გაეხადა. თითქოს ამ ღამის სიზმარიც დავიწყებას მისცემოდა... *** -ელენე, დღეს ვერ მოვდივარ, დაიძინე კარგი?-ირაკლის დაღლილმა ხმამ უსიამოვნოდ გაჰკრა გოგონას. -ფრთხილად იყავი, ხომ?-დაიჩურჩულა და მანქანა დაქოქა. -შენც. გამოხვედი უკვე? დაცვა ხომ უკან მოგყვება? -კი, არ ინერვიულო,-უკანა სარკით დავითის მანქანას მოჰკრა თვალი. -მიყვარხარ, ჭკვიანად მიდი სახლში. სიზმარი არაფრით ანებებდა თავს. თვალებიდან ვერ ამოსდიოდა ზომაში გაზრდილი მუცელი, თავისი მუცელი. მარჯვენა ხელი გაუცნობიერებლად გადაისვა ბრტყელ მუცელზე. ზუსტად იცოდა, ირაკლი გაგიჟდებოდა სიხარულით. ბევჯრე დაუნახავს თანანოთი ხელში...ისეთი ლამაზი სანახავი იყო მის ფართე მხრებში მოქცეული ციცქნა, აჭყლოპინებული გოგონა. მთელი ძალით რომ უსვამდა პაწია თითებს მამაკაცის კისერსა და პერანგის საყელოს. უნებურად გაებადრა სახე, უეცრად აშლილ წარმოსახვაზე გაეცინა. *** ტრადიციულად შეაბიჯა ცივ და ცარიელ სახლში. გასაღებების აცმა კარებს შეატოვა და სამზარეულოსკენ გაფრატუნდა. მთელი გულმოდგინებით დაათვალიერა მაცივარი. კმაყოფილი სახით გადმოალაგა შვრიისა და რძის კოლოფები. ღუმელი გასაცხელებლად ჩართო. საშუალო ზომის თასში შვრია, ფქვილი და რძე ათქვიფა. ამოფუებულ მასას კი დარიჩინი, მარილი და კარალიოკის ჩირი დაუმატა. ცომი ფორმაში ლამაზად გადაანაწილა და გახურებულ ღუმელში გამოსაცხობად შედო. მთელი გულით მოუნდა, მისი ნახელავი ირაკლისაც გაესინჯა...ბარის გრძელ სკამზე ჩამოჯდა, ფეხები აიკეცა და მონოტორულად მოლაპარაკე ტელევიზორს მოწყენილი თვალები შეანათა. რამდენიმე წუთში წკარუნის ხმაც გაისმა. სასიამოვნო სურნელადენილი მაფინები შუშის ფართო ლანგარზე დაალაგა, შაქრის ფხვნილი მოაყარა და მისაღებში გაიტანა. დაბალ მაგიდაზე ფრთხილად დადო და კმაყოფილი სახით დააცქერდა. უეცრად ხელი პულტს გაჰკრა და ისიც ხმაურით დაეცა მარმარილოს იატაკზე. გოგონა უხეშად დაიხარა და პულტს თითებით წაეტანა, მაგრამ მოულოდნელმა ტკივილმა ადგილზე გააშეშა. მომენტალურად დაუბუჟდა სხეული, მოცელილივით ჩაიჩოქა და ცრემლებამდე ატკივებულ მუცელზე ხელები შემოიჭირა. პირველად ის იფიქრა, მას არაფერი დაუშავდესო...სიზმარი გაახსენდა...დიდი, მრგვალი მუცელი...მის თბილ წიაღში გაცოცხლებული არსება...სასოწარკვეთისგან იკივლა. ოღონდ სიზმარი არ ამხდარიყო...ოღონდ შავ ჩრდილებად ქცეული კედლები არ დაძრულიყვნენ, ოთახი არ დაპატარავებულიყო, ის უჰაერობა არ ეგრძნო. სიცივე ელვის უსწრაფესად მოედო მის გადასხვაფერებულ სისხლს. რაღაცის დაკარგვის შიშმა გონება დაუბინდა. რაღაცის, რაღაცის...ვერაფრით იხსენებდა ამ რაღაცას. ეგონა გული ჭირხლით დაეცვარა, თითოეული სისხლძარღვი გულისგამაწვრილებლად უტოკავდა. ელენეს სიბნელის არასდროს შეშინებია. მაგრამ მოახლოებულმა სიშავემ ყველაფრისგან დამალვის სურვილი დაუტოვა. ასლუკუნებულს, უნდოდა საძინებლისთვის შეეფარებინა თავი. თბილ, სქელ საბანში შემძვრალიყო და ირაკლის სურნელგამჟდარი ბალიში გულზე მიეხუტებინა. სიბნელე არ შორდებოდა...ელენესკენ მოიწევდა. თითქოს უნდოდა ამ პატარა გოგონას კანში გაედგა ფესვები. არადა ელენეს უკვე ზარავდა ეს ფერი, ამდენჯერ დანახული სიშავის გახსენებაც კი შიშის ზარს სცემდა. ბოლო ფიქრი დაუნანებლად გააფრინა გონებიდან. სიმწრისგან აკივლებული ორგანიზმი იმ სიბნელეს თხოვდა, გოგონას სიჩუმესა და სიწყნარეს ითხოვდა...ელენეც ემორჩილებოდა... *** ირაკლის არასდროს წარმოედგინა ელენეს გარეშე ცხოვრება. მისი დანახვა და უკვე წარმოდგენილი მომავლის სიცხადე ერთი იყო. პატარა დადვანი აუცილებლად მის გვერდით უნდა ყოფილიყო. დანარჩენს მნიშვნელობა ისედაც დაკარგული ჰქონდა მამაკაცისთვის. იმ ღამეს, გოგონა გაჩერებაზე, რომ დაინახა, კოჭებმოშიშვლებული, ყელმოღერებული, თავაწეული, წარსულის დავიწყებულ ფურცლებს ნელ-ნელა მტვერი ეცლებოდა. რა თქმა უნდა იცოდა ამ ყველაფრის გადატანა, რომ მოუწევდათ. ამ სირთულეებისთვის ირაკლი თავიდანვე ამზადებდა თავს. ურთიერთობის დასაწყისშივე იცოდა, რომ ატირებული ელენესთვის, ყოველ ჯერზე უნდა მოეწმინდა ცრემლები. იცოდა, რომ გოგონას ყოველთვის უნდა გაეღიმა. იცოდა, რომ საერთო თეთრი ღამეები და საუზმეები ექნებოდათ. ისიც იცოდა, რომ საუზმისგან განსხვავებით, ვახშამი და სადილი ჯერ-ჯერობით ვერ გახდებოდა მათი ოჯახის ტრადიცია. ირაკლი ელენეს მომზადებულ ჯემიან ტოსტებს ვერასდროს შეელეოდა. ვერც მის საქმიან შუბლს შეელეოდა, მანდარინების გარჩევისას, რომ ეჭმუხნებოდა ხოლმე. ვერც მის გამოწვდილ ნახევარს და ვერც მის წრფელ, ყველაზე გულიანად მოღიმარ სახეს. ირაკლი ვერაფრით შეელეოდა თავის მანდარინებიან ელენეს. ახლაც ასე ფიქრობდა. მიუხედავად ასეთი მდგომარეობისა, საავადმყოფოს უსიამოვნო, სიკვიდილიანი სურნელისა, რეალობის დაუოკებელი სიძულვილისა... გონდაკარგული ელენეს მიუხედავად...სწორედ ასეთი ელენეს გამო ახლა აქ უნდა ყოფილიყო. მისთვის და იმ პატარასთვისაც. *** გაღვიძებულს პალატაში დახვდა. -აქ ხარ?-დაღლილი, მისი დანახვით გახარებული თვალები მამაკაცს მიანათა და პაწია, ნემსიანი ხელი უღონოდ გაიწვდინა მისკენ. ირაკლიმ ფრთხილად შეხედა გამოწვდილ მტევანს. წამით მოუნდა მთელ ხმაზე ეღრიალა, ოღონდ ახლა მაინც დაენახა მისი გაბუტული სახე. -მარტო იყავი, ელენე! გოგონას შეეშინდა. ეს ხმა ირაკლისი არ უნდა ყოფილიყო. ფრთხილად ახედა ფეხზე წამომდგარ მამაკაცს და საკუთარ ცარიელ თითებს. -ხო, მარტო ვიყავი. შენ ხომ შენ საქმეები გქონდა, ირაკლი,-გულუბრყვილოდ უპასუხა. დიდებაშვილმა ხმაურიანად ამოისუნთქა და საწოლთან მიდგმულ სავარძელში ჩაესვენა. ნელ-ნელა შეათვალიერა დაბნეული ელენე. -კიდევ მარტო, რომ იყო? კიდევ ცუდად, რომ გახდე, ელენე? კითხვამ უარესად დააბნია გოგონა. -რას ამბობ, ირაკლი? ძალიან შეგეშინდა?-ლამაზად გაიცინა ელენემ-კარგად ვარ, მეც არ ვიცი რა მომივიდა. ირაკლი ხელახლა მიუახლოვდა გოგონას საწოლს. თხელი საბანი ნელა გადახადა, საავამდყოფოს ხალათი აუწია და შიშველ, ბრტყელ მუცელს თვალები გაუსწორა. მარჯვენა ხელის თითები ჰაერშივე გადაატარა ფითქინა კანს, მაგრამ ელენეს დაჭიმული სხეული მაინც იგრძნო. -ირაკლი,-ხმა გაპარვოდა ელენეს. -აქ ცოცხლობს, ელე, აი აქ,-დადვანის თითებს თავისი დაადო და მუცელს მოეფერა. -კარგადაა?-დადვანი უკვე სლუკუნებდა-ხომ არაფერი მოსვლია? -კარგადაა, ორივენი კარგად ხართ,-დაიჩურჩულა და ცრემლიანი სახე ხელისგულებში მოიქცია-იმედია მანდარინი ისევ მოგინდება ხოლმე. ელენეს გაეცინა და წვრილი მკლავები ირაკლის კისერს შემოჰხვია. თავი 13 ადრე ირაკლის მკლავებში ორი ელენეც თავისუფლად დაეტეოდა. მაგრამ ახლა იმ ცარიელ ადგილს, დადვანის ლამაზად წამოზრდილი მუცელი ავსებდა. *** ელენე დივანზე იჯდა. იმ დღეს ირაკლის საყვარელი, თეთრი ფერის სარაფანი ეცვა. ახლა კაბის კათლა აეკეცა, ფეხები მუხლებში მოეხარა და ჩურჩულით ელაპარაკებოდა მის მუცელში მჯდომ ბიჭუნას. -ელენე, კიდევ ნერვიულობ?-მის ფეხებთან მჯდომი ირაკლი ნაზ მზერას არ აშორებდა ცოლს. -უკვე აღარ,-გოგონა თბილი ხმით მიეალერსა და პაწია ხელები შავ თმაზე გადაუსვა. გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ შეახსენა თავი. თვალწინ დაუდგა ასლუკუნებული, მთელი სხეულით მოცახცახე ელენე, შიშველ მუცელზე შემოჭერილი მტევნებით. მისი შეშინებული, ჩახლეჩილი ხმა, ბუტბუტი და ტირილისგან დაწითლებული ტუჩები. გუშინდელი, მთვარიანი, თბილი საღამო კიდევ ერთი იყო იმ საღამოებიდან, რომლის უკვალოდ გაქრობა მთელი გულით უნდოდა ირაკლის. მთელი გულით უნდოდა ღიმილიანი ელენეს გარდა აღარაფერი დარჩენოდა მის მეხსიერებას. იმის გაცნობიერებაც კი აგიჟებდა, რომ მის ცოლსა და მათ პატარა ბიჭს, ასეთი სიხარულითა და მოუთმენლობით, რომ ელოდებოდნენ, შეიძლებოდა რამე მოსვლოდა. შეიძლებოდა მილიონჯერ დაგეგმილი და გადაწყობილი მომავალი თავზე ჩამონგრეოდათ. ჯერ დედის მუცელში მჯდომ ლაზარეს, ღიმილი ვერ ესწავლა, ვერც დედისთვის დაეძახა და ვერც მამასთან გაესეირნა ხოლმე დილაობით. ვერც ხოხვა და ლაპარაკი ესწავლა, ვერც უკვე შერჩეულ ბაღში დაეწყო სიარული... ირაკლიმ ელენეს მტევნები თავისაში მოიქცია და ხელის ზურგზე უამრავჯერ აკოცა. -სამსახურში არ გაგვიანდება? -დღეს შენთან ვრჩები,-ეშმაკური მზერით ახედა ელენეს. -მართლა?-წამოიყვირა ელენემ. მისკენ გადაიწია და ორივე ხელი მამაკაცის კისერს შემოჰხვია. -მართლა,-მხარზე აკოცა ირაკლიმ და მტევნები ნაზი სიძლიერით შემოჰხვია წელზე. -დღეს მე ვგეგმავ,-თავი წამოსწია და ენა გამოუყო. *** ის დღე ორივესთვის მნიშვნელოვად თარიღად იქცა. ალბათ იმიტომ, რომ ასეთი მშვიდი, მხიარული და სიყვარულიანი დღეები მალდივების შემდეგ, მხოლოდ რამდენიმე თუ გაეტარებინათ. ელენე არ იღლებოდა. მთელი დღე სიცილსა და ტიტინში გალია. ქმრის ხელში მოქცეული საკუთარი მტევანი სულ თბილად და დაცულად ეგულებოდა. ჯერ კიდევ პაწია ლაზარეც მშვიდად იჯდა მის მუცელში. ელენე თითქოს გრძნობდა, მშობლების განწყობა როგორ გადასდებოდა თავიანთ ბიჭუნასაც. ეს თითქოს კიდევ უფრო ახელებდა, უფრო ფართოდ გაღიმებისკენ მოუწოდებდა. გოგონაც არ იშურებდა ძალისხმევას, რომ ეს ორი ადამიანი კიდევ უფრო გაებედნიერებინა. ირაკლის გულწრფელი კისკისით ექაჩებოდა მდიდრულ ვიტრაჟებიანი მაღაზიებისკენ. დაუღალავად იცვლიდა ლამაზ საორსულო კაბებს და სარკის წინ ტრიალებდა. არც ირაკლის ეზარებოდა უზარმაზარი შეფუთვების ტარება. მხიარული, აფხუკუნებული ელენეს კიდევ უფრო გაცინება თეატრის მდუმარე დარბაზში. ელენეს თმაზე მოთამაშესა და მის კისერში თავჩარგულს, არ ეზარებოდა გოგონას დაუსრულებელი წუწუნის მოსმენა, რომ საყვარელი წიგნის პრეზენტაციაზე მშვიდად ჯდომასა და მოსმენას არაფრით აცდიდა. ირაკლიც თითქოს უფროდაუფრო მოდიოდა ხასიათზე, უფროდაუფრო უნდებოდა ეს უდარდელი დღე არაფრით დაესრულებინათ და რამდენიმე კვირაზე გადაეწელათ. სულ მის წინ მჯდომი, ნაყინისგან პირმოთხუპნული ცოლისთვის ეყურებინდა, შეძენილი წიგნის პირველ გვერდებს, რომ უკითხავდა. მერე იმაზე გასცინებოდა, თუ როგორ წამდაუწუმ წყვეტდა კითხვას, რომ მანდარინისა და ვანილის მრგვალ ბურთულებიანი სანაყინე დაეცარიელებინა. შემდეგ კი ყველაზე ლამაზი ცოლის მუჯლუგუნებისთვის სათითაოდ გადაეხადა და ხანგრძლივად ეკოცნა გაბუტულ ტუჩებში. მაისის საღამოს ნიავისგან აგრილებულ ქუჩებში შუაღამემდე ესეირნათ. თავის ჯინსის ქურთუკში გახვეული ელენესთვის სულ ასე მოეხვია ხელი, მისი პაწია მარჯვენა მკლავი თავის წელზე, მარცხენა კი თავის მარჯვენა მტევანში ეგრძნო. მისი გრძელი, მოხტუნავე კულულებისთვის სულ ასე ეკოცნა. იმ დღით, უკვე მეხუთე ნაყინის კოლოფი დაუნანებლად გამოერთმია და ეთქვა, რომ ახლა, მისი ყელის ტკივილი ლაზარესაც აწყენდა. შემდეგ ელენეს აცრემლებული თვალები დაეკოცნა, ასლუკუნებული საკუთრ თავს, რომ უწყრებოდა და იფიცებოდა, ასე დაუდევრად მეორედ აღარ მოვიქცევიო, მას არაფერს ვავნებო. თვითონ სულ ეფიქრა, რომ ორსულ ცოლს, საოცრად უხდებოდა ლამაზად გამობერილი მუცელი. საოცრად მოსწონდა უფრო მეტად მგრძნობიარე ელენეს დამშვიდება, ცოლის ალერსიანი მკლავების, მის კისერზე შეგრძნება. ჩაძინებული ელენეს ხელში ატატება და მათ საძინებელში აყვანა ისე, რომ მძინარეს არაფრით ფაღვიძებოდა. ყოველთვის ეღიარებინა, რომ საოცრად მოსწონდა ელენეს თვითონ, ხდიდა სარაფანს. საბანსაც თვითონ, რომ უკეცავდა. მერე კი იმაზე ეფიქრა, მის გულმკერდზე მძინარე გოგონას ხვალ საწოლში, რომ ვეღარ დახვდებოდა... *** ახლა ყველაზე მეტად გრძნობდა, თუ რამდენად ეზიზღებოდა საკუთარი თავი. რამდენად უნდოდა არსებობა შეეწყვიტა, ოღონდ ელენესთვის არ ეთქვა, წასვლა კიდევ რომ უწევდა. ერჩივნა მომკვდარიყო, ოღონდ მის ორსულ ცოლს აღარ გაეგო, სირაძის დასაჭერად, რომ მიდიოდა. უკვე მერამდენედ... ვერ იტანდა უღონო, ჩახლეჩილი ხმით, რომ უხსნიდა მდუმარე ცოლს...რომ ასე ჯობდა...რომ ამჯერად ყველაფერი დასრულდებოდა...ამჯერად ყველანაირ შიშს დაუსვამდნენ ძახილის ნიშანს. ყურმილის გათიშვა ეზიზღებოდა...იქ, მეორე მხარეს დარჩენილი, უკვე ატირებული ელენე ყველაზე მეტად, სწორედ ამ დროს უნდოდა ხოლმე. მისთვის დამალული ცრემლები, რომ მოეწმინდა და დასამშიდებლად გულში ჩაეკრა. ასეთი უმანდარინო დღეები, მის დიდ და ძლიერ სხეულს შესამჩნევად ეტყობოდა ხოლმე. ელენესაც ეტყობოდა ამ ციტრუსის ფერს დაკლებული საღამოები და ქმრის ალერსის გარეშე გატარებული ღამეები. მაგრამ გოგონამაც იცოდა ასე, რომ ჯობდა...ორივესთვის...ახლა უკვე ლაზარესთვისაც. *** ირაკლი სახლში არ იყო. ელენე კი უკვე ოთხი დღე არ შესულიყო მათ საძინებელში. *** 1-ლი ივნისის ლამაზი საღამო იდგა. ზაფხულის მოსვლა ძალაუნებურად უხაროდა გოგონას. სასადილოსა და სამზარეულოში აივნის კარებები გამოეღო და სახლშიც სულ სხვანაირი, ყვავილებიანი სურნელი ტრიალებდა. ელენე კი მზარეულობდა. ტრიალისას მოკლე სარაფანი ლამაზად უფრიალება ხოლმე. წელამდე გაზრდილი თმა კი მსუბუქ კულულებად დახვეოდა. ტელევიზორი მონოტორულად ბუტბუტებდა და თითქოს ოჯახური გარემო თავისით იქმნებოდა... ელენე ირაკლის საყვარელ ტორტს რთავდა. ბისკვიტებს თეთრი შოკოლადითა და ვანილის ნაყინით კრემავდა, რძიანი შოკოლადისა და ორეოს ნატეხებს და შიგნის აყოლებდა. თავისთვის ღიღინებდა და დასვრილ საჩვენებელ თითს ილოკავდა. ირაკლისთან საუბრის შემდეგ 5-6 საათს მოითვლიდა ელენე, მაგრამ არ ნერვიულობდა, ლაზარესთვის ჯობდა მშვიდად ყოფილიყო. ექიმმაც ხომ ასე დაარიგა! მიქსერი თავისთვის ბრდღვინავდა და შეუჩერებლად თქვეფდა ელენეს მიერ შეზავებულ მასას. ბლენდერი კი მარწყვის მილქშეიკისთვის აეხმაურებინა გოგონას. უჩუმრად შემოპარული შავოსნის ნაბიჯების ხმაც ვერ გაუგია. ვერც ის დაინახა, თუ როგორ დინჯად ჩამოჯდა უცხო ადამიანი თეთრი ტყავის დივანზე, როგორ ნაზად გადაუსვა შიშველი ხელის მტევნები ქათქათა თეთრი ბეწვის გადასაფარებელსაც. ის ხომ მისკენ ზურგით იდგა...ღიღინით საქმიანობდა. მერე მიქსერიც გამორთო. მუქი ყავისფერი, სრუნელოვანი მასა ხის დიდი კოვზით ამოურია, ნელა მოტრიალდა და თასი მის წინ, მაგიდაზე დადო. ის იყო, ფუნჯის ასაღებად უკან უნდა შებრუნებულიყო, რომ წამით თვალი გაუშტერდა. თეთრ და სპილოსძვლისფერ ფერებში გადაწყვეტილ სასადილოში, შავი ფერი ეხამუშა. გული შეუტოკდა. სისხლმა ტვინში აასხა. ფუნჯი უკან დააბრუნა და პაწია ხელის მტევანი მუცელზე დაიდო. თვალები დახუჭა და ფრთხილად გაახილა. უნდა დამშვიდებულიყო. არ უნდა ენერვიულა. ნელა შებრუნდა შავოსნისკენ, მშვიდად, აუღელვებლად, რომ მიწოლილიყო. თეთრ მტევნებს კი შეუჩერებლად დაატარებდა დივნის ხალიჩაზე. -გამარჯობა, ელენე,-მშვიდი, შემაშინებლად მშვიდი ხმა ჰქონდა უცნობს. გოგონა დადუმდა. ბლენდერის შემაწუხებელი ხმაური ტვინში ურტყამდა. -ჩემს სახლში რას აკეთებთ?-ელენესაც მშვიდი, თითქოს აუღელვებელი ხმა ჰქონდა. -ცოტა ხნით შემოგიარე, როგორც ჩანს საუკეთესო დროს მოვსულვარ,-შავი თვალები ჯერ კიდევ გაუკრემავ, შიშველ ბისკვიტებს დაასო. -ჩემს სახლში რას აკეთებთ?-კითხვა გაუმეორე ელენემ. იგრძნო, უცნობი როგორი სიშმაგით მიშტერებოდა მის მუცელს, ელენეს ასე მტკიცედ, შვილის დაცვის ჟინით, რომ შემოეჭირა აკანკალებული, ფითქინა მკლავები. -არ მინდა გაგანერვიულო,-დაყენებული ხმით მიმართა შავოსანმა და ნელა წამოდგა ფეხზე. გოგონა დააფრთხო უცნობის მაღალმა სხეულმა. თვალით გაზომა. ირაკლიზე დაბალი იყო. ერთი მეტრის და ოთხმოცდახუთი სანტიმეტრის თუ იქნებოდა...კომშისფერ თვალებს არ აშორებდა მის ფრთხილ მოძრაობებს. თვითონაც დემონსტრაციულად იწევდა უკან. თვალი დანასა და ნახევრად დაჭრილ ლომონს ჰკიდა. იქვე გაჩერდა. -ბიჭია თუ გოგო?-მატყუარა ხმა გულს ურევდა ელენეს. მზად იყო მის გვერდით, მაგიდაზე დადებული დანა უამრავჯერ გამოესვა უცნობისთვის ყელში. -აქედან წადით! -როგორი ლამაზი ხარ. როგორი ლამაზი კანი გაქვს, თმა, თვალები...-დანანებით გააქნია შავოსანმა. -წადით-მეთქი!-ლამის იკივლა ელენემ. მისი გონება დანის აღების გარდა. ვეღარაფერზე ფიქროდა. -მინდოდა ცოტა გვესაუბრა,-უცებ მოიწყინა უცნობმა და საჩვენებელი თითი შავი ნაჭრით დაფარულ ნიკაპზე გადაიტარა. -არ მინდა საუბარი! მარტო დამტოვეთ! -კარგი, კარგი, დამშვიდდი!-ხელები წინ წამოსწია. ელენე შეხტა. ცოტაც და ქვითინს დაიწყებდა. ოღონდ მის ბიჭს არაფერი დამართნოდა... -ირაკლის უთხარი, რომ ფრთხილად იყოს. როცა ის აქ არ არის, შენ მარტო რჩები... -გაეთრიეთ!-იკივლა ელენემ. ხელი მომენტალურად სტაცა ლიმონის წვენით დასვენებულ დანას და წინ გაიშვირა. უცნობს გაეცინა მის მოკანკალე მტევანზე. ნელი ნაბიჯებით დაიხია უკან. შავი, ჟინითა და ღვარძლით სავსე თვალები ელენეს მანამ არ მოაშორა, სანამ სასადილო ოთახი არ დატოვა. შავოსნის გასვლა და ელენეს ტირილი ერთი იყო. სავარძლამდე ძლივს მიაღწია. მოწყვეტით ჩაჯდა სავარძელში და ხელები სახეზე აიფარა. ისტერიულად ქვითინებდა, ვერაფრით ჩერდებოდა. -აღარ ვიტირებ, აღარ ვიტირებ...-სლუკუნებდა და თითებს მუცელს უსვამდა. შავოსანს თავისუფლად შეეძლო მისთვის რამე დაეშავებინა. რომ მოენდომებინა, ახლა ლაზარე ცოცხალი არ იქნებოდა...მისი კანის ქვეშ, თავისი ბიჭის მოძრავ ხელ-ფეხს ვერ იგრძნობდა. კიდევ უფრო აკანკალდა ელენე. შვების ცრემლებით სახე და კისერი ერთიანად დასველებოდა. -ელე!-დიმიტრის ღრიალი მისწვდა მის ყურებს. -ელენე! თავი ნელა ასწია და მის ფეხებთან დაჩოქილ ირაკლის მზერა გაუშტერა. წამით ის იგრძნო, რისთვისაც ამ ყველაფერს აუცილებლა გადაიტანდა. თავისი ქმრის თვალებში ის ყველაფერი დაინახა, რისთვისაც ბრძოლა უღირდა. მთელი ცხოვრება უღირდა მამაკაცის ასეთი თვალებისთვის. -მიყვარხარ!-ამოიბუტბუტა და მამაკაცს მთელი ტანის მიეკრა. ირაკლის მკლავები თავის წელზე ისე ძლიერად შემოეჭდო, რომ ცოტაც და ბედნიერებისგან თუ შვებისგან ხელახლა დაიწყებდა ტირილს. მეტი ხომ არაფერი უნდოდა?! მხოლოდ ეს...მხოლოდ ირაკლი, მისი დაულეველი სითბო და სააკუთარ თბილ, ცოცხალ ორგანიზმში აფართხალებული, ჯანმრთელი ლაზარე, მშობლებს ასე ცხადად, რომ გრძნობდა. თავი 14 ის იყო იარაღასხმული ბიჭებისთვის უნდა ენიშნებინა, რომ გულმა უცნაურად გაჰკრა. წამით შეყოვნდა. წამით ეგონა, რომ დაწყებულს ვეღარ გააგრძელებდა. ბოლოში გასული დანებდებოდა და ყველაფერზე ხელს ჩაიქნევდა. რაღაც არ აძლევდა გზის გაგრძელების საშუალებას. რაღაც უკან, ელენესკენ ექაჩებოდა. თავი მობუბუნე ბრბოსკენ გაატრიალა. ახალგაზრდა ბიჭები მონდომებით ამოწმებდნენ იარაღს და გულიანად იცინოდნენ. მათი უდარდელობა და სილაღე ოდნავადაც არ შეხებია ირაკლის გაქვავებულ, თითქოს ფეთქვაშეწყვტილ გულს. გულდამდუღრული წამოდგა და ფორმიანებს დინჯი, თავისებური ნაბიჯებით მოიახლოვდა. სულ ცოტაც...სულო ცოტაც უნდა მოეთმინა. *** -აჩი, აჩი, ელენე ვარ...აჩი...საავადმყოფოში წამიყვანე, რა. ირაკლი სახლში არაა, აჩი... *** ცდილობდა არ ეფიქრა, თავისი ქმარი მასთან რომ არ იყო. არც იმაზე ეფიქრა, რომ ირაკლი ლაზარეს დაბადებას გამოტოვებდა. ცოცხალი ირაკლი... -არა, ლაზარე, მამიკო მოვა. აი ნახავ, პირველად ის აგიყვანს ხელში. ლაზარე...ყველაფერი კარგად იქნება...მოვა...აი ნახავ, მოვა...-ყელში მომსკდარ ქვითინს ვერაფრით იკავებდა. ნაადრევად ატკივებული მუცელი ძალიან აშინებდა. მის ბიჭს, რაიმე რომ მოსვლოდა ვერაფრით გადაიტანდა...გაურკვეველი მომავალი თითქოს შუაზე ხლეჩდა ელენეს. ისტერიული ტირილის შეკავებას ვერ ახერხებდა. ანერვიულებული აჩისიც აღარ ესმოდა. არც ლამის გამსკდარ სპიდომეტრს აქევდა ყურადღებას. არც ირაკლის უპასუხო ტელეფონს... -ელენე, გთხოვ, ლაზარესთვის საშიშია, ასე ნუ ტირი,-აჩის ჩასისხლიანებული, დაძაბულობისგან მოქცეული სახე გოგონას ვერაფრით შორდებოდა-მალე მივალთ, ელე. არ ინერვიულო. ირაკლიც მალე მოვა. აჩიმ იცოდა ირაკლი სადაც იყო. იცოდა, რატომაც დატოვა მამაკაცმა ელენესთან. რატომ არ წაიყვანა თან. გოგონას შეუჩერებელი ტირილის მიზეზსაც ხვდებოდა. -ცოცხალია, ელენე. ცოცხალია,-ლამის იღრიალა, საკაცეზე დაწვენილი ელენე სირბილით, რომ მოაშორეს. *** ალბათ ჯოჯოხეთიც არსებობს. რაც არ უნდა იყოს, იმ დროს ირაკლი ჯოჯოხეთის რეალურობას საკუთარ სხეულში გრძნობდა. ჯოჯოხეთის სიშავის პირმშოდ ქცეული ყვავი, პირველად მაშინ აუფუთფუთდა მკერდში ლაზარეს დაბადება აჩიმ, რომ ამცნო. სწორედ მაშინ მიხვდა, რომ ეს არასწორი იყო. ძალიან არასწორედ მოიქცა, მშობიარე ელენე რომ გამოტოვა. არასწორედ მოიქცია ეს ყველაფერი აქამდე, რომ არ დაამთავრა. ელენეს ბრტყელი მუცელი ეხამუშა. ეუცხოვა ისევ პაწია ცოლის მძინარე სხეული. ანთებული თვლები ნელა გააცურა ელენესკენ. სავსე მთვარის ვერცხლისფერი ავადმყოფურად დამჩნეოდა ლამაზ სახეზე. აღარც შუბლზე დაყრილი, წაბლისფერი თმა უხდებოდა მის ფერშეცვლილ, სიცოცხლის ნიშანდაკარგულ კანს. ირაკლისთვის ნაცნობ სინათლისა და მზის სუნსაც დაეკარგა ჩვეული სიმძაფრე. შუბლი შეეჭმუხნა. გონების კედლები დასუსტებული ელენეს უსუსურობამ ერთიანად დაუკაწრა. მის თავთან ჩამოჯდა. სისხლშემხარი, გალურჯებული თითები გოგონას ხელის ფალანგებს ჩამოუსვა. ძვლებდამჩნეული კანის ჩვეულმა სინაზემ თითქოს შვება მოჰგვარა ირაკლის. მერე მისი თვალები დაინახა. სულ მწვანე, აი ისეთი ფერის, აქამდე რომ არ ენახა მამაკაცს. ოქროსფერ ჯარადად გამწკრივებული წერტილები, ნათელ გვირგვინად ეფინებოდა გოგონას მწვანე ირისებს. ეს ოქროსფერი, მზიანი წერტილები კი ისე გულიანად ხტუნაობდნენ და ციმციმებდნენ, რომ ირაკლის ეგონა, სადაცაა ელენეს თვალებიდან გადმოცვივდებიანო. ალბათ ესეც საკმარისი იყო მამაკაცის დადუმებული, ფეთქვადავიწყებული გულის ასახმაურებლად. თავისი ცოლის ცოცხალი თვალები. ნელა, ძალიან ნელა დაიხარა მისკენ და ფერმკრთალ ლოყაზე აკოცა. ბევრჯერ, ძალიან ბევრჯერ აკოცა. მერე ზემოთ აიწია და ბაგეები ფრთხილად მიადო გოგონას ყურის ნიჟარას. -ჩვენი ლაზარეს დაბადებას გილოცავ, ელენე. ისე, რომ სახე ოდნავადაც არ მოუშორებია ცოლის თავისთვის, ფრთხილად ასწია თხელი საბანი და საწოლში შეწვა. ელენეს სხეულმა უმალ გაათბო ირაკლი. მისმა სუნთქვამ, აქამდე გაყინული ყელის სისხლარღვები, წამში გაულღო. -მანდარინი მომიტანე?-ზუსტად მის გულთან ჩაირჩურჩულა გოგონამ. ირაკლის ჯიბიდან ერთადერთი, უკვე გახლეჩილი მანდარინი ამოაძვრინა და თვალცრემლიან ელენეს დაანახვა. -ასეთი რატომაა?-ამოისლუკუნა. -მესამედი ლაზარესია, ელენე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.