შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Серйозний -10


8-11-2017, 23:55
ავტორი tatiachelo
ნანახია 2 072

ამ გადაუჭრელმა პრობლემებმა იმდენად დაღალა, რომ სუნთქვა ეკვროდა. ბევს ფიქრობდა, როგორ მოეგვარებინა ნიკას ამბავი, რომელიც ბოლოს სერიოზულ და მძიმე შედეგს მოუტანდა მის ძმას.
კომპანიის პრობლემა ამასთან შედარებით არაფერი იყო. სჯეროდა რუსებთან ადვილად მოაგვარებდა საქმეს.
  უკრაინის ბაზარზე შესვლას გეგმავდა და მხოლოდ ერთი სურვილი ქონდა.  აუცილებლად უნდა მოეჯოკრა ალექსანდრე ხორავასთვის და მისი უკრაინაში შექმნილი კომპანია ჩაეძირა. გარკვეული დრო სჭირდებოდა ამისთვის და ხორავას კომპანიაც გაქრებოდა. ჯერ ჯერობით ვერაფერს ვერ იზამდა და ეს კარგათ იცოდა.  
გამთენიისას ფანჯარასთან მდგომ სკამზე ჩაეძინა. დილით წელისა და კისრის ტკივილმა გააღვიძა. კისრის ზელვით წამოდგა ფეხზე, რამდენიმე ნაბიჭი გადადგა და მოწყვეტით დაეცა საწოლზე.  კარგათ გამოიძინა და ძალებიც აღიდგინა. შუადღეს ნიკამ გააღვიძა, ფული სჭირდებოდა. ბანკომატიდან გამოიტანა გარკვეული თანხა და ნიკას გადასცა. ბევრი ლაპარაკი არ დაუწყია, არც თავი ქონდა ქადაგების. ერთი ის უთხრა მოვაგვარებ ამ საქმესო და გასცილდა. ბინაში ასულმა თავისი ნივთების ჩალაგება დაიწყო. აბაზანაში უნდა შესულიყო მობილური, რომ აზუზუნდა.
-გისმენ ნენ.
-შეთე, მე უკვე მზად ვარ და გამოვალ რა შენთან.
-მაგისთვის მირეკავ? გაეღიმა ბიჭს.
-ჰო.
-გამო.
-შენ რას შვები?
-ეხლა ჩავბარგდი.. წყალს გადავივლებ, ჩავიცმევ და მზად ვიქნები ზუსტად ოც წუთში.
-კარგი. მე მოვალ მანამდე.
-კაი.
-თმები საშრობით გაიშრე.
-ბარემ ხო არ გავისწორო?
-მე გაგიშრობ, რომ მოვალ. სწრაფად უთხრა და გაუთიშა. თავი აქეთ-იქით გააქნია და აბაზანაში შევიდა.
  ნენე დერეფანში იდგა და დედამისის დარიგებას ისმენდა.
-ის კაშნეც მოიხვიე, რომ ჩახვალ. ცივა დედა იქ. ხო კიდევ ქუდიც დაიფარე. აი ამ მურაბას გაგატან და საღამოს ჩაიზე დალიე. კიდე რამე ხო არ გინდა დეე?
-ვაიმე.. არაფერი არ მინდა ინგა.. საცხოვრებლად კი არ მივდივარ მე იქ. თვალები აატრიალა..
-კაი დაანებე ქალო თავი 25 წლის ხდება ბავშვი ხომ არაა?
-მოდი ნენსი ჩაგკოცნო. გიგი გადაეხვია თავის უფროს დას. -დარეკე, რომ ჩახვალ.
-წადი მამა თორემ წავა ის ტაქსი.. ათი წუთია ქვევით დგას. ზურამ თავზე გადაუსვა ხელი თავის ქალიშვილს და გაღიმებულმა აკოცა შუბლზე. -ჭკუით იყავი ნენე. თუ რამე დარეკე.
-დედა გუშინ რაც გითხარი არ დაგავიწყდეს. მიაძახა ინგამ კარებში გასულ შვილს.
  კორპუსის წინ გაჩერებულ ტაქსში ჩაჯდა, მძღოლს ფული წინასწარ მიაწუდა და მისამართი უკარნახა. ასათიანის ქუჩაზე გაჩერებული ავტომობილიდან ხელში დამშვენებული, პატარა ვარდისფერი  ჩემოდნით გადმოვიდა.
  სადარბაზოში შევიდა, კიბეები სწრაფად აიარა და  კედელზე მიმაგრებულ შავ ღილაკს თითი დააჭირა. კარი წელს ზემოთ შიშველმა შეთემ გაუღო.
-გაცივდები ასე, რომ დადიხარ. მისაღებში შესულმა უთხრა და მის ოთახში გავიდა. თვალი მოავლო იქაურობას, მაგრამ ფენი ვერსად ვერ დაინახა. მამაკაცი მხრით კედელს ეყრდნობოდა და ღიმილით ადევნებდა თვალს ოთახში მოსიარულე გოგოს.
-სააბაზანოში დევს მარჯვნივ, რომ უჯრაა იქ. იმ საგნების ადგილ სამყოფელი გაამხილა, რომელსაც ნენე ეძებდა.
-ვერ მითხარი მერე აქამდე? აბაზანაში შესულმა გამოსძახა.
-არ გიკითხავს. ჩაეცინა და საწოლზე დაჯდა. ნენე ფენით ხელში გამოვიდა და ბიჭის წინ დადგა.
-ვერ ვიტან მაგის ხმას რა. აწუწუნდა პატარა ბავშვივით. -ნიკა მყავს ამის გამო საცემი, იმან მაჩუქა დაბადების დღეზე .
-ნუ ლაპარაკობ.. გაჩუმდი. ფენი თავზე მოავლო, თან ხელით უჩეჩავდა თმებს .
-ეყო რა.  სადენი გამოქაჩა და ფენიც გაითიშა -ტრაქტორი მიმიქარავს. ჩაიბურდღუნა და თავზე ხელი გადაისვა.
-ნუ ბუზღუნებ. მალე მოემზადე ერთ საათში აეროპორტში უნდა ვიყოთ. ლოყაზე სწრაფად აკოცა და ოთახიდან გავიდა.
მისაღებში იყო.
უაზროდ მიშტერებოდა გამორთულ ტელევიზორს.
-წავიდეთ? მისაღებში შესულ შეთეს კითხა.
-ტაქსი გამოვიძახე უკვე, რამდენიმე წუთში მოვა და ჩავიდეთ. მის გვერდით ჩამოჯდა და თავი უკან გადასწია. -ნენე ჰო ყველაფერი რიგზეა? ჭერს მიშტერებულმა ჩუმათ კითხა.
-რატომ მეკითხები? ანერვიულებულმა გაატრიალა თავი მისკენ.
-ვატყობ, რომ რაღაც გჭირს და ვერ ვხვდები რა. ფეხზე წამოდგა, გოგოს წინ ჩაიმუხლა და მისი სახე  ხელებს შორის  მოიქცია. -მითხარი რა გჭირს!
-გუშინ გიგიმ მითხრა, რო...
-რაო?
-ნიკა დაუნახია ძალიან ცუდ სასტავთან ერთად. გუშინ უნდა მეთქვა, მაგრამ ტელეფონში ვერ გითხარი. ხელები ბიჭის ხელებს დაადო.
შეთეს სახეც არ შეცვლია, საერთოდ არაფერი არ გამოსახვია, არც გაკვირვება, არც გაოცება და არც გაბრაზება.
-იცოდი?
-ვიცოდი.
-ხო მოაგვარებ?
-რამეს ვიზამ. გოგოს შუბლზე აკოცა. -გიგის რა უნდოდა იქ?
-თავისი კლასელის დას დასდევს, ის გოგოც მაგ სასტავშია, ამას კიდე არ შეუძლია უპრობლემოდ არსებობა და სიმშვიდე. ანგელოზივითაა. გაეცინა. -რომ ჩამოვალთ მერე დავილაპარაკოთ ამაზე კაი? .. ბიჭმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია, ფეხზე წამოდგა და  მოზუზუნე მობილურს უპასუხ.
-ნენ წამო მოვიდა უკვე ტაქსი. გოგოს გახედა შეთემ. -მომე მე წამოგიღებ. ჩემოდანზე ანიშნა. ნენემაც უხმოდ  გაუწოდა.
კარები დაკეტეს და კიბეებზე დაეშვნენ.
  აეროპორტში მისულებს კიდევ ქონდათ დარჩენილი დრო, მაგრამ დაგვიანებას ადრე მისვლა ერჩივნათ. მოსაცდელ სკამზე იჯდნენ ერთმანეთზე მიხუტებულები, მოხუცმა ქალმა, რომ გაიარა და ამრეზით აათვალიერა. შეთეს ისეთი ხარხარი აუტყდა იმ ქალის სახეზე ხალხის 100 პროცენტი თუ რა  40პროცენტი მას აკვირდებოდა და აქედან 38 პროცენტს გიჟი ეგონა. ნენემ უჩმიტა მერე მკლავზე და ასე დაამშვიდა.
  თვითმფრინავში ასულები თავიანთ ადგილებზე დასხდნენ.
-ნენე მოდი გაგიცვლი ადგილს. ფანჯარასთან მჯდომი შეძლების და გვარად წამოდგა ფეხზე. ნენეც სიხარულით გადაცოცდა.
აფრენისას შეთემ ხელი გოგოს მოკიდა და თვალები დახუჭა.
-მოიცა გეშინია? ნენეს სიცილი აუტყდა.
-ეს ერთი პატარა ნაკლი მაქვს. თვალები არც გაუხელია ისე უთხრა.
-რა საყვარელი ხარ. შეშინებულ ბიჭს სიცილით აკოცა ლოყაზე.
-კიდე მაკოცე რა მგონი შიში მიქრება. ეშმაკური ღიმილით უთხრა.
-აბა კიდევ გეშინია? რამდენიმეჯერ კიდევ აკოცა ლოყაზე და მხიარილად კითხა.
-ცოტა ტუჩებისკენ რო გამოცოცებულიყავი მთლიანად გამიქრებოდა შიში. სწრაფად გაახილა თვალები და ნენეს ბაგეებს მოწყვეტით აკოცა.
  მოსკოვში, რომ ჩავიდნენ უკვე თერთმეტი საათი  ხდდბოდა. აეროპორტიდან გასულებმა ტაქსი გააჩერეს და ერთ-ერთი სასტუმროკენ წავიდნენ.
  შენობაში შესულები სასტუმროს მომსახურე პერსონალთან მივიდნენ, რომელიც დერეფანში იდგა. შეთეს საერთოდ არაფერი ესმოდა, ან რანაირად გაიგებდა რუსული არ იცოდა. დიდად არც ანაღვლებდა, მაგრამ გაბრაზებული ნენეს და ხელების აქეთ-იქით ქნევაზე ისე დააინტერესა მათმა საუბარმა, რომ პირველად ინანა რუსულის არ ცოდნა.
-რაო ნენე?
-რაო და ჯანდაბა ამათ. წამოდი სხვა სასტუმროში წავიდეთ.
-რატო?
-არ ააქვთ ადგილები.
-ამხელა სასტუმროში ერთი ოთახიც არ ააქვთ თავისუფალი?
-ხო და ეგაა პრობლემა, რომ მარტო ერთი ოთახი აქვთ თავისუფალი. თვალებ ანთებულმა გახედა მათი საუბრით დაინტერესებულ რუსს.
-ვრჩებით. შეთე ისეთი სისწრაფით მიბრუნდა რუსისკენ და ისე მტკიცედ უთხრა ქართულად, კაცს ეგონებოდა, რომ მის წინ მდგომმა  გაიგო მისი ნათქვამი.
-სად ვრჩებით შეთე? ვერ გაიგე რა გითხარი?
-დავიღალე და მეძინება. მე აქედან არსად წამსვლელი არ ვარ .. გაჯიუტდა გიგაური. -უთხარი ეხლა მაგასაც, რომ მოგვშტერებია გვანახოს ჩვენი დროებითი სამყოფელი.
-თუ გაპატიო. თვალები დააწვრილა ნენემ და ისეთი ინტონაციით თქვა შეთეს გაეცინა.
ოთახის გასაღები გამოართვეს და მესამე სართულზე ლიფტით ავიდნენ.
-სხვაგან, რომ წავსულიყავით არ შეიძლებოდა? თან აქ ცეცხლის ფასებია.
-არ შეიძლებოდა..ფულზე კი ნუ იდარდებ. ოთახის კარები შეაღო და ნენე შეატარა.
ულამაზესი სასტუმრო იყო. დახვეწილი დიზაინით და ძვირადღირებული ავეჯით მოწყობილი. ოთახიც მშვენიერი იყო, უფროსწორად უმშვენიერესი. მოზრდილი აივნით და ლამაზი ხედით. ნენემ იმ ოთახს მხოლოდ ერთი ნაკლი აღმოუჩინა, პატარა საწოლი. შეთე ისეთი კმაყოფილებით იყო ავსებული თითქოს ჯეკპოტი მოიგო.
-ასეთ ულამაზეს ოთახში ერთი დივანი არ უნდა იდგას? რა უბედურებაა რა. გოგო თავისთვის ჯუჯღუნებდა . ბიჭი კი იცინოდა.
ორივე მოწესრიგდა და იმ პატარა საწოლში ერთდროულად მოთავსდნენ. შეთემ წელზე ხელები მოხვია, თავისკენ მისწია და თვალები დახუჭა. გაყინულმა სხეულმა სითბო, რომ შეიგრძნო გაიტრუნა, ხმაც არ ამოუღია, ბიჭს მიბაძა თვალები დახუჭა და სხვა სამყაროში გადავიდა.
დილით შეთეს კოცნამ გააღვიძა. ბუზღუნით იცვალა გვერდი და ძილის გაგრძელება სცადა, მაგრამ ცდა ცდათ დარჩა, რადგან გიგაურმა არ მოასვენა.
-მოისვენე და დამაძინე.
-პანდა ხარ რა. ღიმილით უთხრა შეთემ და განაბულ გოგოს ცხვირზე აკოცა.
შეთეს მცდელობამ, რომ გოგო გამოეფხიზლებინა შედეგი ვერ გამოიღო და ნენეს მაინც ჩაეძინა. მამაკაცი გაღიმებული დარაჯობდა მის ძილს და სახეზე ნაზად ეფერებოდა. იმ წამს იმდენად შევსებული იყო ბედნიერებით, რომ შინაგან სიმსუბუქეს გრძნობდა.
მოსკოვს მზე დანათოდა, მაგრამ ქალაქში სითბოს მაგივრად სიცივე სუფევდა.
ნენემ საქმესთან დაკავშირებით შეხვედრა საღამოს დანიშნა. მანამდე დრო ქონდათ, ამიტომ საბოდიალოდ წავიდნენ.
წითელი მოედანის შუაგულში იდგნენ და სურათებს იღებდნენ.
-შეთე ერთხელ მაინც გაიცინე რა უბედურებაა?
-არ მეცინება და რანაირად გავიცინო? ცხვირზე დასკუპებული რეიბანის სათვალე მოიხსნა.
-ჰო და იყავი ეგრე. დაუბღვირა ბიჭს.. მოდი მე გადამიღე. ტელეფონი მიაჩეჩა და უკან გაიწია.
-ბარემ იმ ბიჭს მიეკარი. უკან მდგომ უცნობზე მიანიშნა და გაბრაზებულმა გათიშა მობილური.
-ნუ ბოდიალობ რაღაცას გადამიღე მიდი. გაიღიმა და საწყის პოზას დაუბრუნდა.
-ნორმალურად დადექი რანაირად დგახარ?
-ოოო გადაიღე რა.
-არ გადავიღებ. დადექი ნორმალურად ეგ თეძოს ჩატეხვა რა მაფიაა?
-არ გამაგიჟო ახლა გადაიღე თუ მიღებ. გაბრაზდა ნენე.
-გადაგიღე აჰა. უკმაყოფილოდ გახედა.
-მანახე.
-ჯერ მაკოცე. ლოყაზე საჩვენებელი თითი დაირტყა. ნენეც ღიმილით დაიძრა მისკენ. ლოყაზე უნდა ეკოცნა შეთემ თავი სწრაფად, რომ გაატრიალა და ტუჩებზე აკოცა.
-მომშივდა. სიარულით დაღლილმა ამოთქვა და ხელი მუცელზე მიიდო. -ნენ წამო რა იმ რესტორანში შევიდეთ .
-მეც მომშივდა.
-წამო.
რესტორანში შესულები კუთხეში მდგომ მაგიდასთან დასხდნენ. მიმტანიც მალევე გამოჩნდა და ღიმილით კითხა რაღაც, რაც რა თქმა უნდა გიგაურმა ვერ გაიგო.
-რაო? ნენეს გახედა შეთემ.
-რას ინებებთო?
-ა ჰო. და შენ რა უთხარი?
-მენიუს ვნახავთთქო. უთარგმნა ნენემ.
ძლივს შეუკვეთა ნენემ შეთესთვის მოსაწონი საჭმელები.მიმტანი მათი ყურებით ისე დაიღალა, რომ შესაძლებელი ყოფილიყო იქვე, ფეხზე დამდგარს ჩაეძინებოდა. გაბრაზებულმა ჩაიწერა შეკვეთა და გაბრუნდა.
მალევე მიუტანა შეკვეთა იგივე მიმტანმა და მაშინვე მოსცილდა მისთვის უკვე საძულველ კლიენტს.
-ეს რას მებღვირება ? წარბებ შეკრულმა გახედა ცხვირ აბზუებულ მიმტანს.
-იმდენი ალოდინე ამ შეკვეთაზე, რომ შეგიძულა. გაეცინა ნენეს.
დრო სწრაფად გაიყვანეს აქეთ-იქით სიარულსა და ლაპარაკში. შეხვედრაზე წასვლის დროც დადგა. ნენეს ჩვეულებრივი გრძელი კაბა ეცვა. შეთეს თეთრი პერანგი და შავი კოსტუმი. ჰალსტუხის გაკეთებას არც აპირებდა, ამიტომ არც წამოუღია თბილისიდან. შეხვედრა  “The Ritz Carlton''-ის სასტუმროში უნდა შემდგარიყო, ეს შეხვედრა კი შეთესთვის თავისი კომპანიის წინსვლის წინაპირობა გახლდათ.



№1 სტუმარი სტუმარი Tikoo

აღარ აგრძელებ?

 


№2 წევრი Firefly

ჰეი, არ თქვა რომ არ აგრძელებ (((
--------------------
M.T

 


№3 სტუმარი სტუმარი Usaxelo

Gaagrdzele ra malee :-+(

Dzalian momwons da didixania gelodebiii

 


№4  offline წევრი Nane123

ძალიან მომწონს ???? გული დამწყდა რომ აღარ გააგრძელე :( :((

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent