შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Серйозний -9


6-11-2017, 23:00
ავტორი tatiachelo
ნანახია 1 861

კომპანიაში შექმნილმა პრობლემებმა მის გეგმებს ხაზი გადაუსვა და სრულიად სხვა გზით წაიყვანა. თურქულ ბაზარზე ოდნავი წარმატება მაინც სასიხარულო იყო, მაგრამ რუსეთის ბაზარზე მათი კომპანიის დადაბლება და რეიტინგის დავარდნა ამ ყოველივეს აიგნორებდა..
შეთესთვის ეს პრობლემა არც თუ ისე რთული მოსაგვარებელი ჩანდა, უბრალოდ გარკვეული ხარჯების გაღება მოუწევდა. ზარალი იმდენად არ ანაღვლებდა, რამდენადაც მისი კომპანიის სახელი და იმიჯი.
კომპანიის წინ იდგა, სიგარეტს ეწეოდა და დამშვიდებას ცდილობდა.
მობილურზე ნიკას შეტყობინება მოუვიდა. "საღამოს ამოვალ შენთან საქმე მააქვსო". პასუხი არც მიუწერია, ანთებული ეკრანი ჩააბნელა და მობილური ჯიბეში ჩაიდო.
მერვე სართულზე ასული პირდაპირ ნენეს კაბინეტისკენ წავიდა. კარები დაუკაკოუებლად შეაღო და გოგოს წინ ჩამოჯდა, პატარა ტყავის სავარძელში.
-ბილეთები კომპიუტერით დავჯავშნე საღამოს რეისზე. თვალი არ მოუცილებია საბუთებისთვის ისე უთხრა.
-კარგი. ხვალ მე გამოგივლი და ერთად წავი.... სიტყვა ნენეს მობილურის ხმამ გააწყვეტინა.
-უკაცრავად.. მაგიდაზე დადებული მობილური ხელში აიღო და გათიშა.
შეთემ მობილურს მიაპყრო მზერა, რომელიც ისევ რეკავდა.
-უპასუხე. მკაცრად უთხრა.
-გისმენთ.
-ნენე როგორ ხარ?
-მადლობთ კარგად.
-დღეს გცალია?
-არა.
-ცუდია.. ხვალ?
-არც ხვალ. ეხლა სამსახურში ვარ და ვერ დაგელაპარაკები ბოდიში .
-კარგი არ მოგაცდენ. ნახვამდის. ნაწყენმა გათიშა მობილური.
მამაკაცი ფეხზე წამოდგა და ნენეს გვერდით დადგა.
-ვინ იყო?
-ვინ უნდა ყოფილიყო?
-კითხვას ნუ მიბრუნებ და მითხარი ვინ დაგირეკა. წყნარი ინტონაციით მიმართა.
-დათა. ჩუმათ თქვა და თავი დახარა.
-ვიინ? ცალი წარბი ზევით აზიდა. -იმ დათაზე მეუბნები ლექტორი როა?
-ხო.
-მაგას რაღა უნდა? .. ნენე ნუ მაგიჟებ.
-არაფერი რა უნდა უნდოდეს?
-მე გითხრა რა უნდა უნდოდეს? ისე შენით ვერ ხვდები.
-შეთე რეებს მეუბნები საერთოდ თუ ხვდები? ან რაზე ჭედავ ?
-რო ვხვდები მაგიტომ ვჭედავ. კიდევ ერთხელ, რომ დაფიქსირდეს მაგის ზარი შენს მობილურში ხელებს დავამტვრევ.
-ავადმყოფი ხარ?
-ვარ.. განსაკუთრებით მაშინ როცა ჩემს ტერიტორიაზე იჭრებიან.
-სუ გააფრინე შენ.
-გაფრენა მაშინ ნახე კიდევ თუ დაგირეკავს. დაუმტვრევ ნეკნებს.
-შეთე მაგას სერიოზულად ამბობ?
-არასერიოზულობის რამე მეტყობა?
-ნერვებს მიშლი ეხლა აი ასე, რომ ლაპარაკობ. ფეხზე წამოდგა და ფანჯარა გამოაღო.
-როგორ?
-საშინლად ეჭვიანი ადამიანივით. შეთეს ჩაეცინა.
-მერე არ ვარ რო?
-ვერ ვიტან მასეთებს.
-ხო და ორი ვარიანტია. ნენესთან მივიდა გაღიმებული და წელზე ხელები მოხვია.
-რა ვარიანტი? ბიჭს დაინტერესებულმა ახედა.
-ან შევიცვლები ან შეეგუები. გაიცინა და ლოყაზე აკოცა.
-პირველი ვარიანტი ჯობია.
-მე მეორე მომწონს. სწრაფად თქვა და საჩხუბრად მომზადებულ ნენეს ტუჩებზე დაეკონა.
საღამოს გამოვიდნენ კომპანიიდან.
-მე დავჯდები საჭესთან. ღიმილით გახედა შეთეს.. მამაკაცმა უხმოდ მიაწოდა გასაღები და მის გვერდით მოთავსდა.
-ხვალ კომპანიაში უნდა მოვიდეთ?
-არაა საჭირო. დადუ და ლენკა მოაგვარებენ ყველაფერს. ხვალ გამოგივლი და ერთად წავიდეთ.
-ჩემი წამოსვლა აუცილებელია?
-აბა მე რუსული არ ვიცი და. მხრები აიჩეჩა შეთემ.
-გესწავლა მერე . გაეცინა ნენეს.
-არ მჭირდება შენ მყევხარ ეგერ. ლოყაზე უჩმიტა.
კორპუსის წინ გააჩერა და ბიჭთან ერთად გადავიდა.
-რომ მიხვალ დამირე.
-დაგირეკავ. ტუჩებზე მოწყვეტით აკოცა და მანქანაში გაღიმებული ჩაჯდა.
ბინაში ასულმა მაშინვე ფეხსაცმელი გაიხადა და მისაღებში შევიდა. ლევანი და გიგი ფეხბურთს თამაშობდნენ ჯოისტიკებით. ანდრო ლუდს სვავდა და ინტერესით უყურებდა ეკრანს.
-კაკ ძელა ბრატცი? ნენე სიცილით ჩაეშვა ანდრიას გვერდით .
-მოგებულს მე ვხვდები. თავით ეკრანზე ანიშნა.
-მეც მინდა.
-მე და შენ.. მოსულა? წარბები აათამაშა ანდრომ.
-დაგანგრევ. დაემუქრა საჩვენებელი თითის ქნევით.
-ვნახოთ. თავი ამაყად აწია ანდრომ.
-მოვიგე. წამოიყვირა ლევანმა და გიგის გამარჯვებული მზერით გახედა.
-თაღლითო. გიგი ფეხზე წამოდგა და თავის ოთახში გავიდა.
-შენ თამაში არ იცოდე და აბრალე სხვას. გაიცინა ანდრომ და დივანზე კომფორტულად მოთავსდა. -ჰა ნენსი მზად ხარ?
-ბევს ნუ ლაპარაკობ ჩართე.
-აბა რა ხდება? ოთახიდან გამოსულმა გიგიმ ლევანს გახედა.
-1-0ია.
-ვა საღოლ ანდრო.
-რა ანდრო ბიჭო.. ნენე იგებს. გადაიხარხარა ლევანმა.
-ნენსი შენ აღარ ხუმრობ.
-როდის ვხუმრობდი რო? გაეცინა ნენეს და უკვე მეორე გოლიც გაუტანა მოწინააღმდეგეს.
-აუ ნენე. ანდრო ფეხზე წამოდგა.
ბიჭებმა ისეთი ხარხარი ატეხეს ინგას ლამის გული გაუსკდა.
სამით ორი იყო უკვე, ნუ რა თქმა უნდა ნენეს სასარგებლოდ მისმა ტელეფონმა, რომ დარეკა. ჯოისტიკი მაშინვე დივანზე მიაგდო და თავის ოთახში შევარდა. კარის დაკეტვამდე გაიგო ანდროს ხმა. -ნენსი მოგიგეო.
-მიხვედი?
-ხო.. თხუთმეტი წუთია უკვე. ეხლა ნიკას ველოდები რაღაც საქმე აქვს. შენ რას შვები?
-ფეხბურთს ვთამაშობდი.
-რას შვებოდი? სიცილით კითხა.
-ჯოისტიკებზე.
-ქალბატონო ნენე მე თქვენ ასეთი გიჟი ვერ წარმომედგინეთ.
-ვერც მე წარმომედგინე ასეთი საყვარელი. აშკარად წამოსცდა.
-საყვარელი?
-არა .. უფროსწორედ..
-ნენ მერე დაგირეკავ კარებზე ზარია, ალბათ ნიკა მოვიდა.
-კარგი.
მობილური გათიშა და კარის გასაღებად წავიდა.
-შეთე უნდა მიშველო. ნიკა სახე ალეწილი შევარდა ბინაში და მისაღებში მდგომ დივანზე ჩამოჯდა.
-რა ხდება?
-კაბუ.... ხმა წაერთვა, თავი ძირს დახარა და ხელები კისერზე შემოიწყო.
-ისევ? ჩუმად კითხა და სიგარეტს მოუკიდა.
-გეფიცები ბოლოჯერ ....
-ხმა არ ამოიღო. იღრიალა გიგაურმა. -შენი ხმა არ გავიგო.
რამდენიმე წუთი ჩუმათ იყვნენ.
შეთე გაღიზიანებული უყურებდა მის წინ მჯდომ უმცროს ძმას. ბრაზისგან სადაც იყო აფეთქდებოდა. ფანჯარასთან მივიდა და გამოაღო. გრილი ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა და ნახევრად ჩამწვარი სიგარეტი საფერფლეში ჩასრისა.
-მერამდენედ?
-ბოლოჯ..
-საერთოდ დათვლილი გააქვს რამდენჯერ თქვი ეგ ფრაზა ამ წლებში?
-შეთე.
-მე გითხარი... ან მკურნალობას დაიწყებ ან არა და ..
-მომკლან? შეთეს სიტყვები თავად დაასრულა.. - ასე ადვილად მიმეტებ? ჩაიცინა ნიკამ და ჩაშავებული თვალებით გახედა უფროს ძმას. -სულ ფეხებზე არა? ხო რა თქმა უნდა მე რაში გადარდებ. შენი ნახევარ ძმა ვარ ბოლო-ბოლო, რომელიც მუდამ გძულდა მხოლოდ იმის გამო, რომ დედა წაგართვი და ოჯახი მქონდა.
-რეებს ბოდავ?
-რა არაა სიმართლე?
-მაგ სიმარტლის დედას შე.... წყობიდან გამოსულმა შეთემ რაფაზე დადებული საფერფლე კედელს შეალეწა.
ნიკა ფეხზე წამოდგა და მისკენ წავიდა.
-ვერ მიტანდი. გეზიზღებოდი.. გძულდი. ახლაც მიმეტებ.. ხომ ხედავ, რომ სასიკვდილოდ მიმეტებ? თავლებ ამღვრეულმა შეხედა გიგაურს. -20 ათასი დოლარის გამო მწირავ.
-თავს ძლივს ვიკავებ, რომ არ გცემო. კბილებს შორის გამოსცრა.
-მერამდენედ აკეთებ ერთი და იგივეს? ორი წლის წინაც მაგას იძახდი. ახლაც ისევ კაბუ თავისი შავი სასტავით და ნარკოტიკით. ვერ ხედავ რა დღეში ხარ? შენ თავს შეხედე. ფულის დედაც.... გამოვიტან ანგარიშიდან და მოგცემ, მარა რამდენი ხანი უნდა აყარო მაგ დედამო** სასტავს? ნიკა დაანებე თავი ... სანამ დროა შეეშვი.
-ვერ შევეშვები. ეგ არ გამო. ცრემლი ჩამოუგორდა თვალიდან. -მომკლავენ.
-რას ქვია მოგკლავენ?
-ამ ჭაობიდან ამოსვლის ერთადერთი გზა სიკვდილია. მე ყველაფერი ვიცი მაგათზე.. მაგათ საქმეზე.. ვაფშე ყველაფერი. ცოცხალს არ მამყოფებენ. ხმა შეეცვალა და ცრემლიანი თვალებით შეხედა შეთეს
-რამეს მოვიფიქრებ. გეფიცები რამეს მოვახერხებ და ამოგიყვან მაქედან. ოღონდ შენც შეეშვი რა მაგ სისაძაგლეს. თავის ძმას მოეხვია.
-ბოდიში რაც გითხარი. ჩუმად უთხრა.
-დავივიწყოთ.
-მე, რომ დავივიწყო შენ მაინც არ დაივიწყებ. სინანულით თქვა..
-დავივიწყე უკვე. გაიღიმა შეთემ. -დღეს აქ დარჩი.. ხვალ დილით გამოვიტან ფულს და მოგცემ. მარა ამას ასე არ დავტოვებ.
-კაი.
მთელი ღამე თეთრად გაათენა. ვერაფრით ვერ დაიძინა. ან როგორ უნდა დაძინებოდა პრობლემები თავს ესხმოდნენ. ერთადერთი ნათელი წერტილი ნენე იყო მის ცხოვრებაში, რომელიც ბედნიერი მომავლის იმედით ავსებდა.



№1  offline წევრი ფერადიი...

აუ ძან მაგარია
ნენე და შეთე
ჩემი სიგიჟე წყვილი
ვაფანატებ მაგათზე
შემდეგ თავს ველოდები
მოუთმენლად

 


№2 სტუმარი სტუმარი Lia

Kargia. Momwons zalian.❤❤❤

 


№3  offline წევრი naniko mindia

Gagzeleba rodis iqneba ?moutmelnat velodebi
--------------------
lomidze

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent