შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სასურველი თვალის ფერი (სრულად)


10-11-2017, 20:06
ავტორი tatiachelo
ნანახია 7 130

ეზოში ალუბლისა და ჭერმის ხეებს შორის დაკიდებულ ჰამაკში ვიწექი და გზის პირას ჩემად წოდებულ ალვის ხეებს გავყურებდი. ბავშვობიდან მიყვარდა ეს ასწლოვანი ჩემთვის საგანძური, შემეძლო მთელი დღე ასე უაზროდ ვწოლილიყავი და მეყურებინა. ლამაზი იყო.. განსაკუთრებით საღამოს მთვარე, რომ გაანათებდა და ჩიტები, რომ დასასვენებლად ჩამოჯდებოდნენ კენწეროზე. ახლა შუადღის ორი საათი სრულდებოდა და დროც იწურებოდა ჩემი თავისუფლების. ოთხ საათზე ლექცია მქონდა. გავაცდენდი ამ დღეს, მაგრამ რაც დაიწყო ისედაც არ მივსულვარ უნიში. უკვე მეორე კურსელი ვიყავი და ისე ვხარობდი "დიდობას" თითქოს მართლა ვიზდებოდი. არა როგორ არ ვიზრდებოდი, მარა ტვინით არა. აი მაგალითად ჩემი ძერსკი კურსელი ანუკი თუ კაფეში დადიოდა და თავისი შხვართი ფეხებს ამარიაჟებდა, მე სახლში გამათბობელთან ვიჯექი, ფუმფულა ხალათში გახვეული და კომპიუტერში 402 ოთახს ვუყურებდი.კიდევ მრავალი ფაქტი არსებობდა რათა ბავშვად ჩაგეთვალეთ. როგორც ჩემი ოჯახი და არა მარტო ოჯახი ამბობდა, ცხრამეტი წლის ბავშვი ვიყავი. არც ვედავებოდი. შესახედაობითაც მეათე კლასელს ვგავდი და ამას გამლელიც იტყოდა. ჰამაკიდან წამოვდექი, ალვის ხეებს გავუღიმე და სახლისკენ ნელი ნაბიჯით წავედი. დედაჩემი თურქულ, რომელიღაც სერიალს უყურებდა, მამაჩემი სახლში არ გახლდათ, ხო აი ჩემი მოდელი ძმა კი თავის ფოტოებს ათვალიერებდა, რომელიც დღეს გამოუგზავნა მისმა ფოტოგრაფმა. უკვე 23 წლის გახლდათ, პროფესიით "მომავალი ქირურგი". ჩემი ოჯახი ერთი შეხედვით ჩვეულებრივი მოგეჩვენებოდათ, მაგრამ კარგად, რომ დაკვირვებოდით არც ერთი ვიყავით ჩვეულებრივი. ასე ვთქვათ ოჯახში ყველა თავისებურად ვაფრენდით.
დედა ბიოლოგი.
მამა არქიტექტორი.
ძმა მომავალი ექიმი.
მე კი ჯერ არც არაფერი. გაურკვევლობაში ვიყავი.
ოთახში ასულმა გარდირობი გამოვაღე და ჩემი საყვარელი ლურჯი პერანგი გამოვიღე. პირდაპირ თეთრ მაიკაზე გადავიცვი, შავი შარვალი და ამავე ფერის კედები ამოვიცვი ფეხზე და სარკის წინ დავდექი. არც ისე არც ასე. უკმაყოფილოდ გავაქნიაე თავი, ჩემი წიკების მოსაცილებლად. ყოველდღიური მაკიაჟი გავიკეთე და საწოლზე დადებული ჩანთა ავიღე. ოთახიდან უნდა გავსულიყავი ჩემი ერთი თვის ნაგროვები ფული, რომ გამახსენდა, რომელიც ჩემი ოცნების ერთადრერთი იმედი იყო, მაშინვე შევტრიალდი და ტუმბოზე დადებული პატარა იისფერი საფულე ჩანთაში ჩავაგდე.
უნიში მისვლამდე უკვე კარგად ნაცნობ ადგილას მივედი და ჩემთვის საოცნებო ფერის ლინზები ვიყიდე. ისე მიხაროდა ჭკუაზე არ ვიყავი. ფეხით მიუყვებოდი გზას და ხელში დაჭერილ ლინზებს ვათვალიერებდი. ინტერესმა მძლია და გავხსენი. ისეთი დაკვირვებით ვათვალიერებდი თაფლისფერ ლინზებს კაცს ეგონებოდა ბრილიანტის ბეჭედი მეჭირა ხელში. მაგრამ ჩემთვის ეს ბრილიანტის ბეჭედზე და კალიცოზე ძვირფასი იყო. კუთხეში უნდა შემეხვია ვიღაც სწრაფად, რომ გამოვიდა მოსახვევიდან და ჩემი ლინზებიანად გადამაყირავა. ძირს დაგდებული ჩემს თავზე ისე არ ვდარდობდი, როგორც ლინზებზე, მაგრამ დარდი რაღას უშველიდა ძირს გართხმულს.
-ჯანდაბა. სწრაფად წამოვარდი ფეხზე და დამჯახებელს გავხედე..
ჩემს საოცნებო თვალებს, რომ გადავაწყდი მანდ გავჩერდი. ბიჭის თვალებში ჩაძირულს არაფერი აღარ მინდოდა, გარდა მისი თვალებისა. რა დიდი სიამოვნებით ამოვთხრიდი ამ თაფლისფერ თვალებს.
-ბოდიში. ისე თქვა არც შემოუხედია ჩემთვის, აი მე კი მასზე ვიყავი მიშტერებული.
-ბოდიში. გამოვაჯავრე.. -რას მიშველის შენი ბოდიში? როგორც იქნა ძირს დაგდებულ, განადგურებულ ლინზებს მზერა მოაშორა და ამომხედა. რამდენიმე წამი თვალებში მიყურა, მერე კი სიცილი დაიწყო.
-რა გაცინებს? გაურკვევლობაში მყოფმა ვკითხე.
-გიჟი ხარ! ისე მტკიცედ განაცხადა ადამიანი შეწინააღმდეგებასაც ვერ გაბედავდა . -მწვანე ფერის თვალები და ყავისფერი ლინზები?
-არ მომწონს... მე შენი თვალის ფერი მომწონს.
-მე კი შენი. გაეღიმა.
-დითხანს უნდა ვიდგეთ ასე?
-მე არსად მეჩქარება. მხრები აიჩეჩა, ახლოს მოვიდა და თვალებში ჩამხედა.
-მე მეჩქარება, ამიტომ ზარალი ამინაზღაურე და სულ კარგად მეყოლე.
-შანსი არაა. თავი გააქნია. -მე ცოდვაში ფეხს ვერ ჩავყოფ.
-არ ჩაყო გადააბიჯე. წამოდი და იმ მაღაზიაში მიყიდე.
-არათქო.
-რას ქვია არა? მიყიდე ახლავე. ადგილზევე ავაბაკუნე ფეხები.
-რა სასაცილო ხარ.. სიცილით ჩაბჟირდა წინ მდგომი.
-იცოდე თვალებს ამოგთხრი.
-და შენსას ჩამისვავ? ცალი წარბი ასწია ზევით. -მომწონს ეგ იდეა. ტუჩები ააცმაცუნა -გავცვალოთ ჩვენი თვალის ფერი.
-რეებს ბოდიალობ? თვალები ავატრიალე.
-ილუზიაში ვიყოთ.
-შენ ჯანმრთველად ხარ?
-სრულიად.
-არ გეტყობა.
-წარმოვიდგინოთ, რომ მე შენი თვალები მაქვს შენ კი ჩემი.
-არ მცალია ამ უაზრობებისთვის. მიყიდე ის ლინზები და წავალ. თხოვნით გავხედე -ბოლო-ბოლო დაზარალებული ვარ. შევაცოდე თავი
-შანსი არაათქო. ხელები შარვლის ჯიბეში ჩაიწყო.
-რას მეჯახებოდი რა გინდოდა? საწყლად დავხედე ძის გართხმულ ლინზებს და ნელი ნაბიჯით დავიწყე სვლა.
-კაი ჯანდაბას გიყიდი. უკნიდან მომესმა მისი ხმა.
-მართლა? გახარებული შევტრიალდი და სირბილით მივედი ბიჭთან.
-ხო
-წამო.
-არა .. ეხლა არა.
-აბა როდის ? ტუჩები დავბრიცე.
-მომე შენი მობილური.
-რაა?
-მომე.. მომე..
-აიღე. დაეჭვებულმა მივაწოდე ტელეფონი. ბიჭმა მობილურზე ნომერი აკრიფა და ზარი გაუშვა, რამდენიმე წამში თავისი მობილური ამღერდა.
-რა გქვია? მობილური მომაწოდა და თავის მობილურში თავჩარგულმა მკითხა.
-კესანე. წარბებ შეკრულმა ნაღვლიანად ვუთხარი.
-რაც თვალები გაქვს ის სახელი გაქვს. თვალი ჩამიკრა -მე საბა ვარ. სასიამოვნოა შენნაირი გიჟის გაცნობა. გაიცინა.
-ჩემთვის არა.
-არაუშავს.. გავასასიამოვნებთ.
-ეჭვი მეპარება. მივაძახე და გავცილდი.
უნივერსიტეტში გავატარე მთელი დღე. ლექციებზე არ ვიყავი იმდენი ხანი, რამდენი ხანიც ქსეროქსის რიგში. უნივერსიტეტიდან გამოვდიოდი, ჩემი კურსელი, რომ დავინახე სიგარეტს ეწეოდა. მისკენ წავედი და სიცილით გადავეხვიე.
-ქიტო, როგორ მომენატრე.
-კესანე. მანაც გაიცინა და მომეხვია.
-გადააგდე გოგო ეგ სიგარეტი არ დამწვა.
-მოიცა ეხლავე. იქვე მდგომ, ვერცხლისფერ ნაგვის ურნაში ჩააგდო. -არ უნდა დაგერეკა, რომ მოდიოდი?
-მოგწერე სხვათაშორის.
-დამიჯდა ტელეფონი. გადაიკისკისა ქრისტინემ. -კეს გაიცანი ეს არის ირაკლი ჩემი ძველი უნიდან. გვერდით მდგომ ბიჭზე მიმითითა.
-სასიამოვნოა კესანე. ხელი გავუწოდე. ბიჭმაც სწრაფად ჩამომართვა ხელი და თვალებში ჩამაჩერდა.
-რა ლამაზი თვალები გაქვს.
-ხო. გაღიზიანებულმა გამოვგლიჯე ხელი. ბიჭმა გაიკვირვა..
-ხვალ ხო იქნები უნიში? ქრისტინეს მივუბრუნდი.
-კი დილიადან.
-გნახავ მაშინ. გავუცინე -ხვალამდე. ღიმილით გავშორდი.
როგორ ვერ ვიტანდი ჩემს თვალებს. ყველა ჩემს თვალებზე აკეთებდა აქცენტს. არავის აინტერესებდა ჩემი პიროვნება. სულ ხაზს უსვამდნენ ლამაზ, დიდ მწვანე თვალებს, რაც ყველაზე მეტად მაღიზიანებდა. ბავშვობიდან ასე იყო. ქუჩაში მაჩერებდნენ და მეუბნებოდნენ, რა ლამაზი თვალები გააქვსო. თავიდან მომწონდა, მსიამოვნებდა და მიხაროდა. მარა ახლა, ვერ ვიტან. არ მომწონს. თაფლისფერი თვალები მიყვარს ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვეულებრივი მინდა ვიყო. მინდა თაფლისფერი უბრალო და ლამაზი თვალის ფერი მქონდეს.
ერთი კვირა გავიდა იმ ამბის შემდეგ. საბას არ დაურეკავს. იმედი გამიქრა იმისა, რომ როდესღაც დამირეკავდა და მეტყოდა ლინზები გიყიდეო. სხვისი იმედი არც უნდა მქონოდა, ამიტომ ჩემით დავიწყე ფულის შეგროვება.
ერთ საღამოს უცხო ნომერი დაფიქსირდა ჩემს მობილურზე. უცნაურად დავხედე ეკრანს და ყოყმანით ვუპასუხე.
-გისმენთ.
-ხვალ დილით მოდი იმ ადგილას სადაც შევხვდით.
-უკაცრავად?
-საბა ვარ.
-არ მინდა შენი არაფერი. გაბრაზებულმა გავთიშე მობილური. რამდენიმე წუთში ესემესი მომივიდა " შენი მისამართი მითხარი და მოგიტანო". არც დავფიქრებულვარ ისე მივწერე ჩემი ადგილ სამყოფელი.
ერთ ადგილზე ვერ ვჩერდებოდი, ან რა მომასვენებდა, აქეთ-იქით დავბორიალობდი სახლის წინ.
მანქანა, რომ გაჩერდა მაშინვე გავარდი ეზოდან. ავტომობილიდან გადმოვიდა, ღიმილით.
-მომეცი! მივარდი მაშინვე.
-მოიცა.. მოიცა. სიცილით გამაჩერა. -ილუზიაზე ანუ უარს ამბობ?
-რომელ ილუზიაზე? მობეზრებული სახით შევხედე.
-თვალის ფერი, რომ გავცვალოთ.
-რა თქმა უნდა.
-კაი. მოწყენილმა გააღო მანქანის კარები და პატარა პარკი ამიფრიალა თვალწინ. ისე გამიბჭყვიალდა თვალები მგონი ასეთი ბედნიერი არასდროს ვყოფილვარ.
-აჰა აიღე. მომაჩეჩა ხელებში. -ჯერ წაიკითხე ინსტრუქცია და მერე გაიკეთე.
-მადლობა. არ მჯერა. გავიცინე ბედნიერმა. -ეს ერთი კვირა, რომ არ გამოჩნდი მეგონა რომ..
-ხო, რაღაც პრობლემები მქონდა. გამიღიმა.
-მალე შენნაირი თვალები მექნება. ნიშნის მოგებით ვუთხარი.
-რა უაზრო ხარ. თავი გააქნია. -და კიდევ უმადური.
-რატო? შევიცხადე.
-შენი თვალების ფასი არ იცი და მიტო. ცხვირზე ჩამომკრა საჩვენებელი თითი. -ყველაზე მაგარი თვალები გაქვს მარა ტვინი გაქვს ამხელა. სიცილით მითხრა და თითებით მაჩვენა რაც იყო ცოტა .
-დამანებე თავი. გავბრაზდი.
-ეგ არ გამოვა.
-რა?
-დანებება.
-ვერ გავიგე?
-არაფერი . ხელი ჩაიქნია.
-წავალ მე.
-რა გეჩქარება?
-უნდა ვნახო. გავიკრიჭე და ლინზებზე ვანიშნე.
-წადი. ჩაიცინა.
-მადლობა. ძაან გამიხარდა, თან მოულოდნელი იყო.
-ადამიანი არ მინახია ასე რამე გახარებოდეს. გიჟი ხარ! სერიოზული გიჟი! .. გაიცინა და მანქანაში ჩაჯდა.
ოთახში, ფანჯარასთან მდგომ პატარა დივანზე ვიჯექი და მუსიკას ვუსმენდი. საბაზე მეფიქრებოდა და მეღიმებოდა. ჩემი საყვარელი თვალის ფერი ქონდა, ჩემი საოცნებო და სასურველი.
დილით ჩავისვი თაფლისფერი ლინზები. ძალიან თუ დააკვირდებოდით მიხვდებოდით, რომ ეს არ იყო ჩემი ფერი. უაზროდ ვიყავი და საერთოდ არ ვიცოდი რა მინდოდა ამ ცხოვრებაში. ჩემი თავის გარდაქმნა თუ ჩემი შინაგანის შეცვლა. ჩაფიქრებულმა გავიხურე სახლის კარი და ეზოდან გავედი.
-დილა მშვიდობის. მომესმა ნაცნობი ხმა და სწრაფად მივბრუნდი.
-დილა მშვიდობის. გავუღიმე წინ მდგომ საბას.
-მოგწონს ახალი თვალები?
-ძალიან. განსაკუთრებით ის მომეწონება არავინ, რომ არ მეტყვის რა ლამაზი თვალები გააქვსო. მობეზრებულმა გავაქნიე თავი და გზა გავაგძელე.
-უაზრობ. გვერდით ამომიდგა.
-შესაძლოა.. შენ ის მითხარო აქ რა გინდა ?
-არ ვიცი. ასე დილით გამეღვიძა, სასეირნოდ გამოვედი, მერე შევნიშნე, რომ ნაცნობ ადგილას ვიყავი. ასეთი უცნაური რაღაცეები მჭირს ეს დღეებია. ჩემკენ გამოაპარა თვალები.
-საინტერესოა. გავიღიმე. -და ვერ დაგიდგენია რა გემართება ხო?
-ზუსტად. გაიცინა -ღამით მეღვიძება და ერთ გიჟ გოგოზე მეფიქრება, ჩემდა უნებურად. მერე მთელი ღამე ვერ ვიძინებ. ერთი კვირაა რაც ნორმალურად ვერაფერი გამიკეთებია. სულ მწვანე თვალები მეჩვენება, ჩემი სასურველი თვალები. ისე გავცელდი ჩემში, რომ იმ ცოდვაშიც კი ჩავდე ფეხი და ჩემივე ხელით მოგიტანე ეგ ლინზები. გაეცინა.
მე არაფერი მითქვამს. ან რა უნდა მეთქვა? არც არაფერი.. უხმოდ გავაგძელეთ გზა.
ავტობუსის გაჩერებაზე მივედით, ჩემს სასურველ მარშუტს 10 წუთი ეწერა. სიცივისგან ხელები გამეყინა და ცხვირის წვერიც გამიწითლდა. საბამაც შეამჩნია ჩემი აკანკალებული სხეული. ჩანთაზე ჩაბღაუჯებული ხელები გამაშვებინა და თავის ხელებში მოიქცია. გაოცებულმა და დაბნეულმა, რამდენიმე წუთი ვერაფერი მოვიმოქმედე.
-რას აკეთებ? გაბრაზებულმა ავხედე, როცა გონს მოვედი.
-გათბობ. მხრები აიჩეჩა
-გამიშვი ხელი. ხელების დახსნა ვცადე.
-მოისვენე. თვალები მიბრიალა.
-დამანებე თავი. მტკიცედ განვუცხადე. იმწამსვე მიშვა ხელი და რამდენიმე ნაბიჯით გამცილდა. ჩემ თავზე გავბრაზდი.
ავტობუსში ავედი, ბილეთი ავიღე და კარებთან დავდექი. საბაც გვერდით დამიდგა. თვალი ჩუმად გავაპარე ზედ არ მიყურებდა. ნელ-ნელა ხალხი ემატებოდა და ავტობუსიც ივსებოდა. ერთ-ერთ გაჩერებაზე იმდენი ხალხი ამოვიდა კარი, რომ გაღებულიყო ყველა გადაცვივდებოდა. მე და შეთე ერთმანეთის პირისპირ აღმოვჩნდით. ყველანაირად ცდილობდა ჩემთვის თავისუფლება მოეცა, მაგრამ ეს არ გამოსდიოდა. ძალიან, ძალიან ახლოს იყო. მისი გახშირებული, ცხელი სუნთქვა სახეზე მეფქვეოდა. სუნთქვა შეკრული, გულ აჩქარებული და გონება არეული ვნატრობდი მალე გაჩერებულიყო ავტობუსი, რომ ჩავსულიყავი.
-ისუნთქე კესანე თორემ გაიგუდები. ჩუმად ჩამჩურჩულა საბამ. სწრაფად ავხედე, ღიმილიანი სახით მიყურებდა. ჩემი გაშლილი და სახეზე ჩამოფხატული თმა ყურს უკან გადამიწია. კარის გაღებისთანავე ჩავედი და ხელი გულზე მივიდე.
-კესანე. კარგად ხარ? წინ გადამიდგა საბა.
-არ ვარ. გაბრაზებულმა შევხედე. -ბიჭი რომელსაც მესამედ ვხედავ მაბნევს, გულს მიჩქარებს, გონებას მირევს, სულს მიფორიაქებს და ფიქრებს მირევს. ამის შემდეგ როგორ უნდა ვიყო კარგად? ან როგორ ჩავთვალო ეს ყველაფერი ნორმალურად? ანთებული თვალები შევანათე.
უცნაურად იღიმოდა.
ყურადღება აღარ მივაქციე მის აბჭყვიალებულ თვალებს, მივბრუნდი და გზა გავაგძელე. უხმოდ მომყვებოდა უკან.
უნივერსიტეტის ეზოში ვიყავი შესული მისი ხმა, რომ გავიგე.
-ამ გოგოს მწვანე თვალები აქვს. ყველაზე მაგარი თვალები.
უკან მივბრუნდი და თვალი მოვავლე გარშემო მყოფ ხალხს. საბა იდგა და ხელს სიცილით იშვერდა ჩემსკენ. ვინც კი ეზოში იყო ყველა ჩვენ გვიყურებდა. თავი დავხარე.
-ჩემი სასურველი თვალის ფერი. ახლოდან მომესმა ხმა. თავი სწრაფად ავწიე და პირდაპირ მის თვალებს გადავაწყდი. იღიმოდა და განსხვავებული, თბილი მზერით მიყურებდა. მეც გამეღიმა, მერე სიცილი ამიტყდა. ჩემთან მოვიდა ხელები წელზე მომხვია და ჩამიხუტა. ვერც ვერაფერს აღვიქვამდი და არც არაფერი მესმოდა. მხოლოდ სითბოს ვგრძნობდი და ვიცოდი ეს სითბო არასოდეს დამთავდებოდა.



№1 სტუმარი სტუმარი Lika

Dzalian kargi iyogavtbi magram pataraa

 


№2  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

სასიამოვნო იყო ძალიან ♡

 


№3  offline წევრი M-morieli

აი გეფიცები გავთბი ♡ თან კესანე რომ ერქვა იმ გოგოს მაგან საერთოდ გადამრია :დ პატარა მაგრამ საყვარელი ისტორია იყო ♡♡

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent