შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოახლოება (I თავი)


10-11-2017, 20:38
ავტორი teddy))
ნანახია 2 932

ვგრძნობდი, ვიცოდი რომ კიდევ ერთხელ გამოჩნდებოდა, კიდევ ერთხელ მაგრძნობინებდა თავს დამცირებულად, ანდაც პირიქით სიამაყეს ვიგრძნობდი, ერთმანეთს გამარჯვებული სახეებით შევხედავდით... ის სხვა იყო... ადამიანი, რომელიც ყველა გრძნობას განმაცდევინებდა... მეზიზღებოდა, მაგრამ ამავედროულად საშინლად მომწონდა... პირველად განვიცადე ის მომენტი თუ როგორ უნდა დაახასიათო ადამიანი ცუდად და მასზე ოცნებობდე... ის ხომ ასეთი იყო, სხვაგარად არ შეიძლებოდა...

***
როგორც ყოველთვის მე და თამთა, ყოველი თვის თოთხმეტში თეატრში დავდიოდით. არის დღეები, როდესაც მე არ მცალია, რადგან უნივერსისტეტში ვარ წასავლელი, მას სამსახური აქვს და თავისი დიზაინით შექმნილ სუვენირებს ვერ დატოვებს უყურადღებოთ... ხოდა თოთხმეტი ის რიცხვია, როდესაც ჩვენ ჩვენი თავები შემოქმედებით სამყაროში გავგზავნოთ და დროებით იქ ვამყოფოთ, მსახიობებთან, სცენასთან ახლოს...

-იწყება მგონი!-ჩურჩულით ლაპარაკობს, თამთა.
...დაიწყო.
დარბაზი ბნელდება, სცენაზე კი მხოლოდ ერთ პიროვნებას ძლიერად ურტყამს ყვითელი განათება, მთელი არსებით მაყურებლისკენ იმზირება და რაღაც ამბავს მოგვითხრობს. ბიჭი, ფრაკით არის შემოსილი, საყელოს ისწორებს, ჩვენს ყურებას თავს ანებებს და მოლბერტისკენ მიდის, ფუნჯს იღებს და ხატვას იწყებს...
და იწყება ჩემი სპექტაკლი, მისი სპექტაკლი...
ყველაფერი თავიდან მეორდება...
მე მას ვუყურებ, როგორ ხატავს, ის კი ისეთი სერიოზულია, ამ დროს, როგორც არასდროს...
მეათე კლასიდან, თექვსმეტი წლიდან, ვფიქრობდი, რომ ამ დროს ისე გავდა მამამისს, როგორც არასდროს...
მერე, მერე იყო ნიკას შეცვლა...
რატომ? ბავშვებსაც არ გვეუბნებოდნენ.
უბრალოდ შეიცვალა...
მერე კი გავიგეთ, რომ აქ ,,უბრალოდ“ არაფერ შუაშია.
ბიძაშვილი მოუკლეს, რომელიც მასთან ცხოვრობდა და არამარტო ეს აკავშირებდათ, მათ ჰქონდათ ყველა ის თავგადასავალი გადახდენილი, რაც შეიძლება შენ საყვარელ ადამიანთან გადაგხდეს. საიდან ვიცი ეს ყველაფერი მე? ვხედავდი, როგორ დადიოდნენ ერთად, მისი საუბრიდან... რომ გეკითხათ ვინ არის შენი მისაბაძი ადამიანიო, აუცილებლად მას დაასახელებდა, აუცილებლად.
რატომ, რისთვის არავინ იცის, ან მე არ ვიცი და სხვა ჩემნაირებმა... მის შეცვლას, ალბათ მეათე კლასიდან ვაკვირდებოდი, რადგან არც მეშვიდეში შემიმჩნევია, არც მერვეში და არც მეცხრეში... როგორც ამერიკულ ფილმებში ხდება ხოლმე, სკოლის პირველ დღეს შევამჩნიეთ ერთმანეთი... მაშინ, როდესაც ჩემმა საუკეთესო მეგობარმა, თამთამ ხმამაღლა ნიკა გაბაშვილის გასაგონად თქვა, თუ როგორი სიმპატიური იყო...
ხოდა დაიწყო...
მეათე კლასიდან დაიწყო...
მეთორმეტე კლასის მერე დამთავრდა...
დღეს კი კვლავ დაიწყო...
-ერთიანად კანკალებ, კარგად ხარ?-შეშინებული თამთა, ხმადაბლა იწყებს საუბარს.
-ვერ იცანი?-გაბზარული ხმით ვეუბნები მას.
-ვინ?-გვერდზე იხედება და კვლავ ჩემკენ ტრიალდება.
-ნიკა.-დამარცვლით ვამბობ მის სახელს.
-ვინ ნიკა?
შემდეგ კი ჩემს დუმილზე ხვდება რომელი ნიკა...
ადრე გამოგვიცხადა კლასში რომ მსახიობობა სურდა, მე კი ისე გამიხარდა რომ მიზანი ჰქონდა, ოცნება ქონდა, მაგრამ ნიკას მშვენივრად გამოსდიოდა მსახიობობა, იმ თავიდანვე უნიჭიერესი იყო...
პირველრიგში ჩემთან გამოსდიოდა მსახიობობა, ახლა კი ყველაზე დიდი მსახიობია სცენაზე, რომელსაც მე ვუყურებ და თვალები მეწვის, ყველაფერი მეწვის...
-თუ გინდა გავიდეთ!-მთავაზობს, თამთა. მან ყველაზე კარგად იცის თუ ვინაა ჩემთის ნიკა გაბაშვილი და რას ვნიშნავთ ერთმანეთისთვის.
ხო, არ ვმალავდით ერთმანეთის მიმართ რომ ასე ვიყავით განწყობილები, მე მისას ვხვდებოდი, ის კი ჩემსას და არა მარტო ჩვენ... ყველა ხვდებოდა, თუ როგორ ვერ ვიტანდით ერთმანეთს. შემდეგ ყველა მე მიცავდა მჭირდებოდა ეს თუ არა, მასწავლებლები, გოგონები, რომელებიც მასთან კარგად იყვნენ...

***
-ვინ იცის გაკვეთილი?-ჩვენი დამრიგებელი მაგიდასთან იჯდა და თან წიგნს ფურცლავდა.
-გამოვალ, მასწ!-ხელი ავწიე და თან ფეხზე წამოვდეგი. ნიკამ, რაღაც წაიდუდღუნა, რომელიც ვერ გავიგე და შემდეგ მასწავლებლის კომენტარი გავიგონე:
-გაბაშვილო, იცოდე თაისკენ მოკელზე რომ ჭრი, იქ ვეღარ გაივლი!-ეს თქვა და შემდეგ მე მომიბრუნდა. ვითომც, არაფერი გაკვეთილის მოყოლა დავიწყე, ისე კი მასწავლებლის ნათქვამზე ვფიქრობდი.
-გაბაშვილო, გაიხედე, ვიბნევი!-ინსტიქტურად წამომცდა და სავარაუდოთ ჩემი წამოწითლებაც მოჰყვა.
-გაბნევ, სოფრომიძე?-ირონიულად შემომხედა მან.
-დაანებე თავი!-ნინიც აუჯანყდა და წინ შეაბრუნა.
ჩემივე თავს ჩემითვე ვყიდდი ან სხვები მეხმარებოდნენ ამაში...

***
ჩემს წინ, მისი ოცნების რეალობად ქცევის სიუჟეტი ნათლად არის წარმოდგენილი. სპექტაკლის დასასრულს სხვა მოთამაშეებთან ერთად თავს გვიკრავს და რა თქმა უნდა ჩვენც ფეხზე ვდეგბით, ტაშს ვუკრავთ... წონასწორობის შესაკავებლად სკამს ვკიდებ ხელს. გამოფიტული ვარ, თითქოს მეთორმეტე კლასის შემდეგ, რაც ძალა დამიგროვდა, ახლა ყველა ერთიანად გამიქრა.
ის ჩემს წინ იდგა...
საერთოდ არ შეცვლილა... იგივე სიარულის მანერა, ხელების მოძრაობა, მზერა...
-წამოდი, წავიდეთ!-თამთა ხელს მკიდებს და გასასვლელისკენ მივყავარ.
-არა!-ხელს ვინთავისუფლებ და თითქოს ყველა მივიწყებული ბრაზი, მის მიმართ და სხვის მიმართაც, ერთად მიგროვდება. მინდა რამა მოვიმოქმედო, მაგრამ რა ისიც კი არ ვიცი...

***
-იცოდეთ ყველამ დაწერეთ ჩემი დახასიათება!-თავმომწონედ თქვა და კედელს მიეყუდა. იმ დღეს ხომ მისი დაბადების დღე იყო... ყველა ულოცავდა, ყველა გარს ეხვეოდა... მე კი, ფანჯარასთან ვიდექი და ზედ არ ვუყურებდი.
-აბა, დაწერეთ, გაბაშვილის დახასიათება?-ღიმილით შემოვიდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი. უმრავლესობამ მაგიდაზე ფურცლები დაუწყო, ზოგს კი ჩემსავით არ ქონდათ არაფერი დაწერილი. გგონიათ, მარტო ჩემთვის იყო ნიკა ცუდი? ცდებით... დერეფანში რომ გაგევლოთ და შემთხვევით რომელიმე ბავშვი შემოგეტრიალებინათ და გაბაშვილი და ის შეგედარებინათ, შეიძლება ზოგს ეთქვა ,,მას როგორ მადარებო?!“ მთელ სკოლაში მისი სახელი დადიოდა. ნიკა ასე იქცევა, ამას აბრალებენ, იმას აბრალებენო...ასეთი იყო ის, ვისთვის ცუდი, ვისთვის კარგი. შეეძლო მისი უარყოფითი თვისებებით შეეყვარებინა თავი... ერთ წიგნის გმირს ვადარებდი, ძალიან გავდა, ძალიან!
-დაწერე დახასიათება?-შემეკითხა, ჩემი კლასელი.
-არა!-ვუთხარი და ჩანთიდან ფანქარი ამოვიღე.
-შენგან არც გამიკვირდებოდა!-გაიცინა და თავის ადგილას დაჯდა. მე კი ისე შევხედე, თითქოს, რაიმე ტყუილი ეთქვას.
მეორე დღეს ყველამ მოიტანა დახასიათება, მე კი რა დამეწერა, თავის დაბადების დღეზე თავისი უარყოფითი თვისებები ჩამომეწერა?
იმ დღეს კი ჩემს პრინციპებს გადავაბიჯე, და არც მეტი არც ნაკლები, ნიკას მივწერე, რომელიც სოციალურ ქსელში მეგობრებშიც კი არ მყავდა. ერთი კი მსიამოვნებდა მეგობრობა გამოგზავნილი ჰქონდა და არ ვიმატებდი.
,,კიდევ გინდა დაგახასიათო?“
მან კი არ მიპასუხა, ისევე უყურადღებოდ და დამტოვა, როგორც სხვა რაღაცების მიმართ იყო გულგრილი. ისიც უნდა ავღნიშნო რომ ეს უყურადღებობა, რამდენიმე თვე გაგრძელდა და შემდეგ მომწერა. რა ეწერა შეტყობინებაში არ მახსოვს, მაგრამ ჩემს მეხსიერებას კარგად ახსოვს, თუ როგორ ავღელდი და ეს ყველაფერი ჩემმა დამ, როგორ შეამჩნია.

ერთხელ, კლასელები ერთმანეთს ვახასიათებდით, ფეხზე წამოიჭრა ნათია ფირცხალავა და ნიკას დახასიათება დაიწყო:
-გაბაშვილს ვინ არ იცნობთ შეიძლება ცუდი წარმოდგენა გქონდეთ მასზე, მაგრამ საოცრად კარგი მეგობარია, ძალიან გულიანია და ასეთი ძმაკაცი იშვიათია...-გაღიმებული დაჯდა და ახლა ჩემი ჯერი დადგა. ყველა დავახასიათე, ალბათ ყველას მოყოლას რა აზრი აქვს, მაშინ როდესაც, ისევ გაბაშვილზე დგება საქმე:
-ნათიას დავუჯერებდა გეტყვი რომ მე შენ არ გიცნობ!
-წინ, კიდევ ორი წელია და გამიცნობ!-მიპასუხა მან.
-თაია, როდესმე მოგწონებია ვინმე?-შემეკითხა, ანა.
-კი!-კიდევ კარგი, არ მკითხეს კლასიდანო, თორემ ნამდვილად გავყიდდი ჩემს თავს.
-თაიას, თუ მოსწონებია, მაშინ ავშენებულვართ!-გაიცინა, ანამ. ხო, კლასის საუკეთესო მოსწავლე ვიყავი, თავს არ ვიქებ, მაგრამ შეიძლება სკოლისაც. ათოსნების დაფას ვამშვენებდი, ეზოშიც თამთას ხვეწნა-მუდარის შემდეგ ჩავდიოდი, იშვიათად თუ დადგებოდა ამ ფაქტით, თამთა, რომ მე შემეთავაზებინა ეზოში ჩასვლა, ან ადვილად დავეყოლიებინე.

***
-უნდა მივულოცო წარმატება!-ვამბობ მე.
-თაია, არავინ შეგიშვებს მსახიობთან!-მკაცრად მიპასუხა, მან.
-იქნებ შემიშვან!-ვჯიუტობ და წითელი სკამების შუაში გავდივარ, კულისებისკენ მივემართები, საითაც ერთი ხუჭუჭთმიანი ქალი დგას.
-გამარჯობა! მე, ნიკა გაბაშვილის ნახვა მინდა, თუ შეიძლება!
-არ შეიძლება, გოგონა იქ შესვლა!
-ძალიან გთხოვთ, მინდა პირადად მივულოცო მისი ეს წარმატება!-არ ვიცი რას ვაკეთებ, მისი ნახვით თითოქს რაღაცის დამტკიცება მსურსო.
-ვეტყვი და თუ ინებებს! რა გვიათ, რომ გადავცე?
-მე... ხო, თაია, თაია მქვია!-დაბნეული ვპასუხობ. არ ვიცი იქ რა მინდა, უბრალოდ მისი ნახვა მინდა, განა იმიტომ რომ მომენატრა მისი დამცინავი ღიმილი, ლაპარაკი, არა, არც მე ვიცი!
რამდენიმე წუთში ქალიც გამოჩნდა და პატარა ოთახისკენ გამიძღვა. ვიწრო დერეფნის კედლები ცარიელი იყო, სიძველის კვალი ემჩნეოდა.
-გთხოვთ, მალე გამოდით!
-დიდი მადლობა!- კარებს ვაღებ მე.
-ბრავო!-ტაშს ვუკრავ, ის კი სარკიდან მიყურებს, ხელში საათი უჭირავს და თვალს არ მაშორებს, თითქოს მოჩვენებას ხედავსო, ისეთი სახე აქვს.
-არ ვიცოდი სიუპრიზების გაკეთება თუ გიყვარდა!-ფეხზე დგება, ჩემკენ ახლოს მოდის და წაბლისფერ თმას მიწევს. ისევ თავისას აგრძელებს, ისევ, ისევ და ისევ...
-თმაზე ნუ მეხები!-ვეუბნები მას.
-შენი მავნე ჩვევები არ მოგიშორებია!-ქუდს იღებს და თავზე იფარებს.
-შენ ჩემს მავნე ჩვევებზე ნუ ლაპარაკობ!-საჩვენებელ თითს ვუქნევ და ვგრძნობ ხელები, როგორ მიკანკალებს, ესეც კი სითამამედ მეჩვენაბ ჩემგან, თანაც პირველივე შეხვედრისას...
-ოცნება აგისრულდა, ყოჩაღ გაბაშვილო!-გვერდზე ვიწევი მე და მაგიდაზე დადებულ ნივთებს დავცქერი.
სპექტაკლი ისევ გრძელდება, ახლა მეც მასთან ერთად ვმონაწილეობ.
-ეჭვი გეპარებოდა?!-ღიმილით მიყურებს ის.
-ნიკა გაბაშვილი, ხომ ყოველთვი ასრულებს, იმას, რასაც იტყვის?!-ქუდიდან, ოდნავ მოუჩანს შავი თმები, ტუჩები მხოლოდ და მხოლოდ იღიმიან. ეს არ არის დამცინავი ღიმილი, რაღაც სხვაა, არც მე ვიცი. ის ხომ ყოველთვის გიტოვებს ამოუხსნელ ამოცანებს...
-რა იყო, გაიგე ნიკა თამაშობსო, პატივი მეცი და მოხვედი?
-არც იოცნებო, არა! ის გრძნობები არ გამქრალა, რასაც შენდამი ვგრძნობდი და დარწმუნებული ვარ არც შენში, ძალიან კარგად იცი რომ, ეს მხოლოდ უარყოფითია!
სარკის წინ სკამზე ჯდება და თავის საქმიანობას უბრუნდება.
-შენ აიწყვე შენი გეგმები?
-ვიწყობ!-მოკლედ ვპასუხობ მე.
-თაია, ხო ყველაზე პასუხისმგებლიანი გოგოა!
-გეთანხმები, რომ პასუხისმგებლობის გრძნობა, ჩემში დიდათ ჭარბობს.
რამდენიმე წუთი ორივენი ჩუმად ვართ. ის თავის საქმიანობას განაგრძობს, თან მე მიყურებს, მე კი ოთახის თვალიერებას ვიწყებ. შუქით განათებული პატარა ოთახია, სარკის წინ, ერთი ხის სკამი დგას, გარშემო კი რაღაც აქსესუარები კიდია. კუთხეში ლურჯი ქურთუკია მიგდებული, მის ზემოთ კი საათი წიკ-წიკებს.
-კარგად იყავი!-ვამბობ, როდესაც ვხდები, რომ დროა წავიდე, რომ ჩემთვის ეს ყველაფერი საზიანო იქნება.
-დამელოდე!-მისი ხმა მაჩერებს.
-არ მცალია!-უხეშად ვპასუხობ.
-სკოლიდანვე მოგვყება ფუსფუსი!
-შენგან გასხვავებით!-არც ერთი არ ვანებებთ თავს.
-კარგი, არ გინდა ნუ გინდა, შენთვითონვე თქვი უარი, რომ ეს დრო ერთად ვყოფილიყავით!
-კიდევ კარგი, ბავშობიდანვე ჭკუა არ მაკლია!-კარებს ვაღებ მე.
-თაია...-ჩურჩულით მეუბნება.
-რა იყო?-მინდა მისკენ გავიწიო, ოდანავ მაინც, მაგრამ აქ კვლავ მახსენებს, ჩემი მოუხერხებლობა თავს და ფეხი, გამოწეულ თეთრ შნურს მედება და ძირს დავარდნისგან რომ თავი შევიკავი, მკლავზე ვექაჩები.
-ახლა კი მე უნდა დაგიკრა ტაში!-იძახის და ტაშის დაკვრასაც არ მაკლებს.
-უკაცრავად!-ხელს ვუშვებ და მაისურს ვისწორებ.
არ გეგონოთ ეს პროფესია სკოლის დამთავრების შემდეგ დაიწყო... ის უდიდესი მსახიობი იყო, პირველ რიგში ჩემთან. რამდენჯერ მინდოდა, რამდენჯერ მიცდია მისი დადებითი თვისებები დამენახა, თუმცა არა, ის საშუალებას არ მაძლევდა, ან მე არ ვაძლევდი ჩემს თავს იმის უფლებას, რომ მისი დადებითი თვისებები დამეჯერებინა. ამას გრძნობებს ჩემთვის ვერ ვინახავდი, გარშემოც იფრქვეოდა ჩვენი დამოკიდებულებეი და ყველასთვის ცნობილები ვხდებოთ...

***
-ნიკას რას ერჩი?-შემეკითხა ვერო მაღლაკელიძე.
-შენ არ იყავი მთელი დღე რომ ლანძღავდი?-ირონიულად შევუბრუნე კითხვა.
-კი, ვლანძღავდი, მაგრამ ახლა უკვე აღარ ვფიქრობ მასე!-გაიღიმა და ჩანთიდან წიგნები ამოიღო.
...და იმ დღიდან გამიჩნდა ეჭვი რომ თვით ვერო მაღლაკელიძეს, ნიკა გაბაშვილი მოსწონდა.


***
-ბოლოჯერ გეკითხები წამოხვალ?
-ბოლოჯერ გეუბნები, რომ ა რ ა!-მე თვითონაც მიკვირს ასეთი გამბედაობა საიდან?! არ დაგიმალავთ და ბევრჯერ წარმომედგინა ის სცენა, რომელიც დღეს, ახლა ხდება, მაგრამ ჩემი თავი ასე გაბედულად?!
-ის ორი წელი არ გეყო, ჩემს გასაცნობად...-უკვე ისე ახლოს მოდის, სული მეხუთება. ნიკას, არასდროს აღვიქვამდი კლასელად, უფროსწორად ვერ აღვიქვამდი. სხვა ბიჭებივით ის არ მეგონა ძმობილი, არც მას ვეგონე... ერთმანეთისთვის ის ვიყავით, რომლებიც ვფიქრობდით, როგორ უნდა გაგვემწარებინა ერთმანეთი...
-გეთანხმები არ მეყო...-ჩურჩულით წარმოვთქვამ მე.
-მაშინ ჩემს სხვა სპეკტაკლებზეც გელოდები!-თითებს სახებზე მისვამს და კარებისგენ მიმიძღვება. სუნთქვა შეკრული გავდივარ გარეთ და თამთაც უმალვე მორბის ჩემკენ.
-კარგად ხარ?
-ის ისევ ისეთია...-ემოციების ამოფრქვევა მინდა, სასწრაფოდ... თამთას ხელს ვკიდებ და საპირფარეშოში შემყავს.
-როცა მას ვხედავდი ყოველთვის ცუდათ ვხდები, რაღაც მჭირს, ახლაც იგივე მემართება. მაშინ ბავშები ვიყავით, ახლა? ახლა?-ვყვირი, თან სახეზე წყალს ვისხამ.-ამ ყველაფერს ვერ აღვიქვამდი, როგორც ბავშვი, ვერა!
-გაჩერდი, გეყო!-მკლავში მკიდებს ხელს და ჩანთიდან სალფეთკს იღებს.
- დამშვიდდი, თაია!-კარებს მიღმა ხმა ისმის და ადგილზე მაშეშებს.
-ჩუ, შენ აქ იყავი!-თავზე ხელს მისვამს, თამთა და გარეთ გადის.
-ნიკა, როგორ ხარ?-მესმის ხმა.
-თამთა? შენც აქ ხარ?-ნიკას ხმა ისმის.-როგორ გამიხარდა შენი ნახვა!
-დიდი მსახიობი გამხდარხარ, ძალიან მომეწონე!-კომპლიმენტს არ იშურებს, ჩემი მეგობარი.
-საქმეები ჩააწყო, ალბათ!-ვამბობ და თავმომწონედ თმას ვიწევ.
-თამთა, ჩანთა დარჩა დარბაზში თაიას და შეგიძლია მოუტანო?
-რა?-ვყვირი მე.
-მართლა დაგრჩა?-ჩემკენ იხედება, ჩემი მეგობარი.-მოგიტან, ახლავე!-პასუხს არ მაცდის ისე გარბის.
-გაბაშვილო, გულზე მოგხვდა ეს სიტყვები და ვეღარ ითმენ რომ არ ამოაფრქვიო გაბრაზება?!-კედელს ვეყუდები ვითომ და გათამამებული. საპირფარეშოში შემოდის და კარებს ხურავს, თან გარკვევით მესმის კლიტეს ხმა.
-რას აკეთებ, ნორმალური ხარ?-ვყვირი და კარებისკენ მივდივარ ხელების ქნევით.
-რა ვიცი, ის ორი წელი ვერ მოასწარი და შეგიძლია ახლა დაასკვნა ნორმალური ვარ თუ არა!
-თაია, თაია!-თამთა მოდის და კარების სახელურს აწვალებს.
-მხსნელმაც მოგაკითხა, მაგრამ ამის მერე იმედი ნუ გექნება, თან ახლაც შეგეგშინდა მგონი, არა? - ჩუმდება და უკანმოუხედავად გადის. მის ზურგს თვალს ვაყოლებ, როგორც ბავშვობაში, მაშინ როდესაც ერთმანეთის დაპირისპირებით ვიყავით გართულები, ახლა კი, ახლაც იგივე ხდება, წარსულის ფერიები თავს არ მანებებენ, ან არ გვანებებენ.
მეზიზღები, მეზიზღები... გონებაში რამდენჯერმე ვიმეორებ და თვალებს ვიმშრალებ.
-არ გგონია რომ ყველაფერს აზვიადებ? -შემოდის ჩემი საუკეთესო მეგობარი და ისე მიყურებს პასუხის არიდებას აზრი არ აქვს.
-მე? მე ვაზვიადებ?-ვიღიმი მე.- ის ოთხი წელი ჩემთვის სხვა იყო, ისევე როგორც ნიკასთვის, გესმის?! ჩვენ ერთმანეთისთვის, არც მეგობრები ვართ, არც კლასელები და არც შეყვარებულები, ეს რაღაც სხვაა, რომელსაც მარტო მე კი ვერ დავარქვი სახელი, არამედ იმანაც ვინც გვიცნობს, გაიგე, თამთა, გაიგე?!-მობილურს ვიღებ და ჩემთვის ვბუტბუტებ:-მგონი გავგიჟდი!

***
-რა სახე გაქვს, რა გჭირს?-კარს მიღებს ჩემი და, მაკა.
-არაფერი, უბრალოდ დაღლილი ვარ!-ვპასუხობ და ფეხსაცმელებს იქვე, კუთხეში ვყრი.
-როგორ მოგეწონა თეატრი?-კროსვორდის ფურცლით ხელში გამოდის დედა.
-იმაზე კარგი იყო, ვიდრე მოველოდი!-ჩაფიქრებული ვუბრუნებ პასუხს და ჩემი საძინებლისკენ მივდივარ, უფროსწორად მე და ჩემი დის. ჩვენს ძმას პატივი ერგო და ჩვენს გვერდზე გამოუყვეს ოთახი.
-მამა სად არის?-ვკითხულობ მე.
-სამსახურშია და მოვა!-იძახის მაკა და სამზარეულოში გარბის.
-სიცხე ხომ არ გაქვს?-საძინებელ ოთახში შემოდის და შუბლზე ხელს მადებს, მანანა.
-არა, დე, არა, უბრალოდ ძალიან ემოციური თეატრი იყო და იმოქმედა ჩემზე!
-გასაგებია!-იქვე სავარძელში ჯდება და მუხლებზე ლეპტობს იდებს.
ორიოდე წუთში, დედა თავს აბრუნებს ჩემკენ და იძახის:
-თაია, რომელ სპექტაკლზეც შენ იყავი, მთავარ როლს ნიკა ასრულებდა, გაბაშვილი? ახლა ვნახე.
-რა? საიდან გაიგე?-მანანასკენ ვიწევი და სოციალურ ქსელში ამოვარდნილ ფოტოს შევჰყურებ, სადაც ნიკა გაბაშვილია მონიშნული. ხო, მე ნიკა მეგობრებში არ მყავდა, აი ასე წლები არის გასული და მე ჯერ კიდევ არ ვაძლევ თანხმობას.
ხო, ბავშური საქციელები სკოლის ასაკში...
--------------------
დავბრუნდი! არ მჯერა... ველი თქვენს შეფასებებს, ჩემო საყვარლებო! რა მოგეწონათ, რა არ მოგეწონათ, რას ფიქრობთ...
ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, ლალაბაის დახმარებისთვის!
...და ხო, ეს მოთხრობა ეძღვნება თქვენთვის ნაცნობ ადამიანს, სოფიკოს!



№1  offline მოდერი sopiko

შეიძლება ვიტირო.
უბრალოდ სასწაულია.
ჩემი სასწაული.
შენი სასწაული.

ყველაფერია, რასაც ველოდი
და რასაც არ ველოდი.

შენიშვნებს პირადში მოგწერ,
ახლა... არ შემიძლია.

მიყვარხარ!

 


№2  offline წევრი teddy))

sopiko
შეიძლება ვიტირო.
უბრალოდ სასწაულია.
ჩემი სასწაული.
შენი სასწაული.

ყველაფერია, რასაც ველოდი
და რასაც არ ველოდი.

შენიშვნებს პირადში მოგწერ,
ახლა... არ შემიძლია.

მიყვარხარ!

სოფოოო <3 ვიცოდი, რომ ყველაზე მეტად შენზე იმოქმედებდა! heart_eyes მეც ძალიან მიყვარხარ heart_eyes ძალიან დიდი მადლობა და ძალიან მიხარია რომ მოგეწონა!
..და ხო, ბარი-ბარში ვართ! wink

 


№3  offline ახალბედა მწერალი lullaby

წავიკითხე...
ჯერ დასაწყისია და სათქმელიც ბევრი არაა... ვნახოთ რა იქნება შემდეგში...
შეცდომები იყო და მგონი სოფიკოც გეტყვის მათზე ^^

 


№4 სტუმარი სტუმარი Niliki

Ra kargiaa dzaan momewona yochaag

 


№5  offline წევრი teddy))

lullaby
წავიკითხე...
ჯერ დასაწყისია და სათქმელიც ბევრი არაა... ვნახოთ რა იქნება შემდეგში...
შეცდომები იყო და მგონი სოფიკოც გეტყვის მათზე ^^

დიდი მადლობა, ლალაბაი! kissing_heart

სტუმარი Niliki
Ra kargiaa dzaan momewona yochaag

დიდი მადლობა! kissing_heart

 


№6  offline წევრი kiko

მიყვარს შენი ისტორიები. ახლა მეზარება წერა და მერე გეტყვი ჩემს აზრს :დდ ისე ჩემი თხივნა რო შეასრულო რა იქნება

 


№7  offline წევრი teddy))

kiko
მიყვარს შენი ისტორიები. ახლა მეზარება წერა და მერე გეტყვი ჩემს აზრს :დდ ისე ჩემი თხივნა რო შეასრულო რა იქნება

კარგი, მერე მითხარი, ქალბატონო smile ჯერ არა stuck_out_tongue_winking_eye heart_eyes

teddy))
kiko
მიყვარს შენი ისტორიები. ახლა მეზარება წერა და მერე გეტყვი ჩემს აზრს :დდ ისე ჩემი თხივნა რო შეასრულო რა იქნება

კარგი, მერე მითხარი, ქალბატონო smile ჯერ არა stuck_out_tongue_winking_eye heart_eyes

უფროსწორად ჯერ ვერა smile

 


№8  offline წევრი An_Gel

ძალიან იმედისმომცემად დაიწყო, რომ ბევრი რამ შეიძლება მოხდეს.
ის ორი წელი რა ურთიერთობა ჰქონდათ ჯერ მაინც ბუნდოვანია ჩემთვის.
იმედია შემდეგი თავები უფრო გამართული, დახვეწილი და მრავლისმთქმელი იქნება.
მოკლედ, ეს შენი პირველი ისტორიაა, რომელსაც მე ვკითხულობ და გელი, ანი heart_eyes

 


№9  offline წევრი teddy))

An_Gel
ძალიან იმედისმომცემად დაიწყო, რომ ბევრი რამ შეიძლება მოხდეს.
ის ორი წელი რა ურთიერთობა ჰქონდათ ჯერ მაინც ბუნდოვანია ჩემთვის.
იმედია შემდეგი თავები უფრო გამართული, დახვეწილი და მრავლისმთქმელი იქნება.
მოკლედ, ეს შენი პირველი ისტორიაა, რომელსაც მე ვკითხულობ და გელი, ანი heart_eyes

ძალიან დიდი მადლობა, ანა! heart_eyes kissing_heart რა თქმა უნდა, შემდეგ თავებში უფრო მეტს გაიგებთ heart_eyes

 


№10  offline წევრი mimimimo

ეს ვის ვხედავ
არ მჯერა
როგორ მომენატრა შენი ისტორიები.
დასაწყისისთვის მშვენიერია.
მოუთმენლად ველი შემდეგ თავს.
წარმატებები!

 


№11  offline წევრი teddy))

mimimimo
ეს ვის ვხედავ
არ მჯერა
როგორ მომენატრა შენი ისტორიები.
დასაწყისისთვის მშვენიერია.
მოუთმენლად ველი შემდეგ თავს.
წარმატებები!

მე კიდევ, ჩემს მიმიმიმოს ვხედავ! მიყვარხარ მე შენ! heart_eyes ძალიან დიდი მადლობა! kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent