ბედნიერების პარანოია (1 თავი)
თითქოს, ყველაფერი უარესობისკენ მიდის. მამაჩემი ყოველდღე მთვრალი მოდის სახლში და დედაჩემს სცემს. ამტვრევს ყველაფერს, რაც კი ხელში მოხვდება და მერე მე მესვრის. ჩემი დაიკო დანჯღრეულ ლოგინზე წევს და სულმოუთქმელად ტირის. აი, ასეთია ჩემი ცხოვრება, რომელსაც მინდა გავექცე, მაგრამ დედაჩემი მეცოდება მარტო დასატოვებლად. ჩვენ... მე და დედა... ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ვიყოთ ბედნიერები და კესოს, ჩემს პატარა, უმწეო დაიკოს საუკეთესო მომავალი შევუქმნათ. მე, მე მხოლოდ 13 წლის ვარ და იმის მაგივრად, სკოლაში დავდიოდე და ბედნიერი ვიყო ცხოვრებით, ვუყურებ დანგრეულ კედლებს, რომლებსაც მხოლოდ სისხლი აძლევს ფერს. 25 დეკემბერი სუსხიანი დილაა, მე კესოს ფაფას ვუცხელებ, გაზი დაბალზე მინთია, დედამ მითხრა ასე ნაკლებს დავწვავთო. ფაფას ვუყურებ, ან უბრალოდ რაღაც მასას, ჩემმა საბრალო დაიკომ მეტი არ დაიმსახურა?! გავდივარ ოთახში, გამომაქვს გამხმარი ფუნთუშა და ფაფაში ვუყრი. დედიკოს პლედს ვაფარებ და კესო ამყავს ხელში. „მხოლოდ 11 თვისაა, რა დააშავა ყოველდღე სასტიკ სანახაობას რომ უყურებს?!“ ვფიქრობ და ჩემს გახეულ შარვალს ვუყურებ. ვიხედები ფანჯრიდან, ცივა, ძალიან ცივა. ვაკვირდები თოვლს, ვუყურებ ფიფქებს, ნეტავ , მეც ერთ-ერთი მათგანი ვიყო, ჩამოვეშვებოდი ძირს და ჩემი არსებობით დედამიწას არ დავამძიმებდი. ფაფა გადმომაქვს ნახევრად გატეხილ თეფშზე და კოვზს ვიღებ. - პირი გამიღე ჩემო პატარა, ჩემო ტკბილო , მალე ყველაფერი კარგად იქნება. ვგრძნობ, როგორ მისველებს ცრემლი გაყინულ ბაგეებს. კესოს ვაჭამე და ჩავაწვინე საწოლში, გვერდზე მივუწექი . რა გასაკვირია, არ ტირის. არადა როგორ სცივა, კანკალებს მაგრამ არ ტირის, ჩემი ძლიერი გოგოა.... დედიკოს კიდევ სძინავს. საწოლში ვერ ისვენებს, ხან იქით გადგორდება, ხან-აქეთ. კესოს ჩაეძინა. ჩემი დაგლეჯილი ქურთუკი გადავაფარე და ახლა დედიკოს მივუწექი გვერდით. რა ლამაზია, რა დატანჯული, მაგრამ რა ლამაზი. ფანტაზიიდან მამაჩემის ბღავილმა გამომიყვანა. -სად გდიხარ ქალო, სად გდიხარ შე ძროხა შენა. ფეხზე სწრაფადვე ვდგები, მეშინია დედას არ დაარტყას. დედა ხტება და სახეზე ხელს იფარებს. მე ტელეფონს ვიღებ და ვეუბნები ამ ცხოველს. -არ დაარტყა, არ დაარტყა თორემ პოლიციაში დავრეკავ. -შენ რაღა ჯანდაბა გინდა გოგო? მესმის ყვირილი და ვეღარაფერს ვხედავ. სიბნელე. უკუნითი სიბნელე.... თვალს ვახელ და თავზე დედიკო მადგას. -ჩემო პატარა, დაწყნარდი წავიდა.. მაპატიე... გთხოვ მაპატიე. -დედი (ბოლო ხმაზე ვიწყებ ტირილს და ვეხუტები) -მაპატიე , ჩემ გამო ამდენის ატანა რომ გიწევს. -არაუშავს დეე, ყველაფერი კარგად იქნება. რაღაც იდეა მაქვს, თუ გიყვარვარ, ეს უნდა გავაკეთოთ, ხვალვე დედიკო. (ყველაფერი ჩავალაგოთ-მინდოდა მეთქვა , მაგრამ ყველაფერი? ჩვენს სახლში ყველაფერი არ არსებობს. მხოლოდ ერთი ქურთუკი, პლედი, ფეხმოტეხილი პატარა „სკამეიკა“ , ნახევრად გატეხილი თეფში და კოვზი, ესაა ჩვენი სიმდიდრე). ჩავალაგოთ რაც გვაქვს და წავიდეთ აქედან, ის ვერაფერს დაგვიშავებს. -ჩემო პატარა, მაგის გაკეთება არც ისე მარტივია. (ვჩურჩულებთ, კესოს რომ არ გაეღვიძოს). -არა დედიკო, ძალიან გთხოვ, ჩვენ ამას შევძლებთ. ავდექი და ხელები დავუკოცნე. - მხოლოდ ჩვენი ბედნიერებისთვის ჩემო პატარა. დედიკოს სახეზე ბედნიერების ფერმა გადაუარა. მე კესოსთან მივდივარ რომ გულში ჩავიკრა, უზომოდ გახარებული ვარ და კარგ რაღაცებზე ვიწყებ ფიქრს. სანამ.. კესოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოო გაიყინა. გაიყინა და დატოვა სამყარო , 11 თვისამ, ერთ თვეში ერთი წლის გოგონა გახდებოდა, პატარა გოგონა, დიდი ოცნებებით, მაგრამ... ვეღარ გახდება... ვერასდროს იტირებს ისე, როგორც ტიროდა, ვეღარასდროს შემომხედავს დამაიმედებელი თვალებით , ვეღარასდროს ჩავუკოცნი ხელებს და ვეღარასდროს მივუწვები გვერდით... ყინვაში გავედით და მიწა ამოვთხარეთ. სამუდამოდ დავემშვიდობეთ ჩვენს პატარა ვარსკვლავთგოგონას. გვაცვია დახეული ტანსაცმელი, ვდგავართ ქუჩაში და ხალხს მოწყალებას ვთხოვთ. მე კვლავ საკუთარ თავს ვადანაშაულებ. მაგრამ მე და დედამ ეს რთული ნაბიჯი ერთად გადავდგით. ახლა კესოს არა, ჩვენი მომავლისთვის. დღის ბოლოს 22 ლარი შეგვიგროვდა. ყველაზე მთავარი რაც გავაკეთეთ, პური ვიყიდეთ. მაღაზიის სარდაფში ჩავედით და ამოვალაგეთ ჩვენი ავლადიდება. არ ცივა...მაღაზიის მოწყობილობის ქვეშ ვართ და ვთბებით. *** ორი დღის წინ ყველაფერი სხვანაირად იყო. სამნი ვიყავით და ერთმანეთს ვავსებდით. ახლა ორნი ვართ... კესო ციდან გვიყურებს და უნდა ჩვენს გვერდით იყოს. რანაირია ცხოვრება, მოულოდნელად გვართმევს ძვირფას ადამიანებს და კიდევ ჩვენგან მოელის კმაყოფილებას.... დედას ჩაეძინა და მე გარეთ გავედი. ვიცი , საშიშია ახლა ჩემი გარეთ ყოფნა, მაგრამ მინდა დედიკოს ცხელი ჩაი დავახვედრო. სინათლეს ვაქრობ და გავდივარ. გარეთ ცივა, თუმცა ვცდილობ არ შევიმჩნიო და კვლავ მიწაზე ვდგები, ვეყრდნობი კედელს და მარჯვენა ხელს მაღლა ვწევ. მინდა, ჩემი გახეული მაისურის ბოლო დავმალო და შიგნით ვიკეცავ. ერთმა ადამიანმა გაიარა, მკაცრად შემომხედა და გზა განაგრძო. მეორემაც გაიარა, მე კი ვიყინები და კვლავ ველოდები ადამიანს, ანგელოზის სახით. აი, კიდევ მოდის ერთოი ქალი. ჩერდება და მეუბნება: - გამარჯობა საყვარელო, ძალიან თეთრი ხარ. მოდი, მოიხურე. თავის ქურთუკს მაძლევს და ხელებს მკიდებს. (ვიცი, ცუდი სუნი მაქვს, როგორ მინდა კარგ სურნელს ვაფრქვევდე, მაგრამ სამწუხაროდ არ შემიძლია). მოდი ეს ფული გამომართვი და წამიყვანე შენს სახლში. 20 ლარიანი ცხოვრებაში პირველად ვნახე, რა ლამაზია, როგორ ბრწყინავს. მორცხვად ვართმევ ფულს და ვეუბნები. -ძალიან დიდი მადლობა, მაგრამ სახლი არ მაქვს. მხოლოდ ოთახი, პატარა მაღაზიის ქვეშ. მარჯვენა ფეხს ვადგამ და ქალი ჩემს „ოთახში“ ჩამყავს. შუქს ვანთებ. -მოდი, აქ ჩამოვჯდები საყვარელო, რა გქვია? -ანასტასია. -რა ლამაზია სახელია, შენსავით. -დიდი მადლობა, ძალიან კეთილი ხართ. (ვხვდები, როგორ მედება სახეზე ალმური). -მოდი , მომიყევი შენზე ყველაფერი. გთზოვ არ შეგრცხვეს. კარგი? ადამიანები იმისთვის ვართ, ერთმანეთს გავუგოთ და დავეხმაროთ. შენ უბრალოდ გულრწფელად მიამბე შენი ცხოვრების შესახებ. -შევეცდები. (თავს დაბლა ვხრი და ცრემლოის შეკავებას ვცდილობ). მე ანასტასია ვარ, 13 წლის , ორი დღის წინ, მე და დედიკო სხვაგან ვცხოვრობდით, მაგრამ ჩემი პატარა დაიკო გარდაიცვალა და მამაჩემს გამოვეპარეთ. სკოლაში მხოლოდ პირველ კლასში დავდიოდი,, როცა ბიძაჩემი ცოცხალი იყო . მან მამას მოგვაცილა, გარდაიცვალა თუ არა, მამაჩემმა გვიპოვნა და თავისთან წაგვიყვანა. იქ ყოველდღე დედაჩემს, მერე მეც მესროდა. მე ჩემს დაიკოს ვუვლიდი, მაგრამ უფალმა წაიყვანა ის. (უკვე ვხვდები, როგორ მისველდება სახე, ვუყურებ ქალს, რომელიც ერთ წერტილს მიშტერებია და ცრემლებს თავისუფლების საშუალებას აძლევს. -ჩემო საბრალო გოგონა, ყველაფერი კარგად იქნება, მე წაგიყვანთ შენ და შენს დედიკოს , ჩემთან სახლში. -დიდი მადლობა, ასეთი კეთილი ადამიანი არასდროს მინახავს, ვდგები, დედას უნდა ვაკოცო ლოყაზე და დაველოდო, როდის გაიღვიძებს , რომ ვახარო კარგი ამბავი, მაგრამ.... ლურჯია... გაყინულია..... დედიკო.... ბოლო ხმაზე ვყვირივარ და ძირს ვიჩოქები, ხელებს ვუკოცნი და გაუჩერებლად ვტირივარ. დედაც.... დავრჩი მარტო, სულ მარტო, ჩემს ოცნებებთან ერთად. მაგრამ, მე ძლიერი გოგო ვარ, ყველაფერს გადავიტან. ვუყურებ კედლებს და პერიოდულად კეთილი ქალისკენ ვიხედები. თვალები ჩასწითლებია. არ ვიცი, რა გავაკეთო. მე და ის ქალი მივდივართ, დედიკო რჩება. რჩება სამუდამოდ. შუბლზე ვკოცნი და ვემშვიდობები. 28 დეკემბერი ვიღვიძებ ნათელ ოთახში, სადაც მარტო მე ვარ. ვიხედები ვერანდიდან და ზღვას ვხედავ. კი , კი ეს ზღვაა. რა ლამაზია... მორცხვად ვჯდები საწოლზე და ველოდები ვინმეს გამოჩენას. გარეთ წვიმს, სახლში არ ცივა. 3 დღეში ახალი წელია. -გამარჯობა საყვარელო, როგორ ხარ? -ნორმალურად, მაგრამ სად ვარ? -ახლა ჩემთან ხარ, ბათუმში. გუშინ მანქანაში ჩაგეძინა და ახლა აქ გაიღვიძე. უი უი მართლა . ჩემზე არ მომიყოლია, ქეთი მქვია, შვილი ყოველთვის მინდოდა, მაგრამ არ გამიჩნდა. ახლა შენ მყავხარ და ძალიან ბედნიერი ვარ. მინდოდა გამხარებოდა , მაგრამ მე დედიკო აღარ მყავს, მის მაგივრობას ვერავინ გამიწევს. ეს ქალი ძალიან კეთილია, მაგრამ... მე დედიკო მენატრება , ჩემი თბილი დედიკო. -ახლა გავალ საყვარელო, საუზმეს მოგიმზადებ, შენ ადექი, დაიბანე და ლამაზად ჩაიცვი. ფეხზე ვდგები, ქეთი გადის და მესმის საშინელი ყვირილი. -ვინ ოხერი მოათრიე? გინდა ჩვენი ქონება მთლიანად მაგას დაუტოვო ხო?? ვინ ჯანდაბაა , იცნობ საერთოდ?? დღესვზე გააგდებ, აუცილებლად გააგდებ, თორე მე გაგყრით, ამოირჩიე. ხმა კარგად არ მესმის, მაგრამ კაცისაა. ვერც კი მივხვდი, ტირილი როგორ დავიწყე. შევედი სააბაზანოში და ცხელი წყლით ვისიამოვნე. გამოვედი თუ არა, სარკეში ჩავიხედე, რა ლამაზი ვყოფილვარ, ცისფერი თვალები გამოცოცხლდა. უბრალო კაბა ჩავიცვი და კარი გავაღე. ასე არასდროს მიცხოვრია. ქვემოთ ჩავირბინე და ქეთი დავინახე სამზარეულოში. - რა ლამაზი ხარ, ჩემო პატარა ფერია (უკვე სიხარულით შეიძლება გავგიჟდე, რა მაგარი შეგრძნება ყოფილა, როცა კომპლიმენტებს გეუბნებიან). ვისაუზმე და მე და ქეთი დავსხედით უკვე ჩემს ოთახში. ვსაუბრობდით უცნაურ თემებზე, მაგალითად რა არის ადამიანობა, სიყვარული და გაგება. სამწუხაროდ, ჩვენი საუბარი კარის შემონგრევამ გაწყვიტა. -რამდენჯერ უნდა გითხრა ან წადით ან გაგყრით მეთქი? არ გესმის? ვერ გაიგე? ახლავე წადით ამ სახლიდან და იქ იფუსფუსეთ, სადაც გაგიხარდებათ. ქეთი დგებოდა, როცა აქაურობა სისხლად დაიღვარა.. უკვე მესამე გარდაცვლილი ჩემს ცხოვრებაში, მესამე ტკივილი და დამსხვრეული იმედია. არ ვიცოდი, რა უნდა მექნა, ავდექი და გამოვიქეცი. მხოლოდ ის სარაფანი შემრჩა. ცხოვრებას ახალი ფერიდან ვიწყებ, ვხდები ადამიანი, რომელიც მხოლოდ თავის თავს გავს. ხვალ ახალი წელია, მე კი კვლავ მარტო ვარ. ყინვაში ხალათს ვიხდი და ხელში ვიკავებ. ჯიბიდან 20 ლარიანი ამომაქვს და მივდივარ ქუთაისში,სადაც დედაჩემის დედა უნდა ცხოვრობდეს. ბუნდოვნად მახსოვს, ნანაყი მხოლოდ ორჯერ მყავს. მერე მამაჩემი გვიკრძალავდა იქ ჩასვლას. არ ვიცი, სად უნდა წავიდე , უბრალოდ ტროტუარზე მივდივარ. -უკაცრავად , მატარებელი ქუთაისისკენ სად გადის? -უი, საყვარელო წამოდი მიგიყვან. ამჯერად კაცი, ხელს მკიდებს, თავის მანქანაში მსვამს და მივყავარ. მე კიდევ სარაფანი მაცვია. რამდენი კეთილი ადამიანია ამ სამყაროში, ვისაც უნდა სხვებს დაეხმაროს. მადლობა ღმერთს, ასეთები არსებობენ. -ძვირფასო, მოვედით. აი გადახვალ და მარჯვნივ გაიხედავ. ბილეთი გაქვს? -არა , არ ვიცოდი ბილეთი თუ სჭირდებოდა. -არაუშავს, აი 100 ლარი, მიდი და იყიდე . ბედნიერი ყოფილიყავი , საყვარელო. ფულს ვართმევ , ვცდილობ ბედნიერება არ გამოვხატო და მივდივარ სადგურისკენ. ბილეთს ვყიდულობ, და ავდივარ ვაგონში. ლამაზია... ვჯდები . ამ ვაგონში მარტო არ ვარ. ერთი ბიჭი ზის, ალბათ ჩემზე დიდი. -გამარჯობა გოგონა -გამარჯობა. მიღიმის. -რა გქვია? -ანასტასია , შენ? -მე ალექსანდრე ვარ. აქ მარტო ხარ? -კი, მარტო ვარ, ქუთაისში მივდივარ -კარგია , სად ცხოვრობ ისე? -არ მაქვს სახლი. -ვერ გავიგე. -რა ვერ გაიგე? არ მაქვს სახლი მეთქი. ავდექი და მეორე სკამზე გადავჯექი. აქ არ ცივა, საერთოდაც არ ცივა, მაგრამ გულში სიცივე მაქვს ჩაბუდებული. მენატრება დედიკო და კესო, შეიძლება ქეთიც. მან ხომ ჩემ გამო დაასრულა სიცოცხლე. ხანდახან ადამიანები ვერ ვაფასებთ იმას, რაც გვაქვს, ვიდრე არ დავკარგავთ. ალექსანდრე გვერდით მომიჯდა. - რა გვარის ხარ? -რაში გაინტერესებს? -უბრალოდ მაინტერესებს, რა არ შეიძლება? შენი გაცნობა მინდა, ვერ მიხვდი? -ჭუმბურიძე ვარ გვარად. შენზე რამე მომიყევი. საიდან ხარ? -რაში გაინტერესებს? - არა არ მაინტერესებს.. მოვიწყინე და სხვა სკამზე გადავჯექი, ხელები თავის ქვეშ ამოვიდე და ფანჯარაში ყურება დავიწყე. უკვე მგონია, ბედნიერების მეშინია. ვარ პატარა გოგონა, რომელმაც არ იცის სად მიდის, უბრალოდ მიჰყვება თავის თავს . |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.