ეშმაკი ქალია (სრულად)
- აქ წერია, რომ უმაღლესი განათლება გაქვთ - თვალი ეჭვით შეავლო ნელიმ პიჯაკსა და გამოსასვლელ პერანგში გამოწყობილ მამაკაცს. ეტყობოდა, ძალიან უხერხულად გრძნობდა თავს ამ ტანისსამოსში. - სიმართლე წერია - უპასუხა დაბნეულმა დათამ - მხატვარი ვარ, აკადემია დავამთავრე. - იურისტიც ბრძანდებით? - დიახ, იურიდიულიც დამთავრებული მაქვს. - თქვენი პროფესიებით რატომ არ მუშაობთ? - იურისტობა ნამდვლად არაა ჩემი მოწოდება. სიმართლე გითხრათ, ახალგაზრდა ვიყავი მაშინ და ოჯახის გამო გადავდგი ეს ნაბიჯი. აი, რაც შეეხება ხატვას - ცოტახანი პაუზა იყო - დიდ ყურადღებას მოითხოვს, მთელს სულს მოითხოვს... მე კი ამის მიცემა არ შემიძლია. - რატომ? - რადგან ჩემს ცხოვრებაში ორი გოგონაა, რომელიც აგრეთვე ყურადღებასა და სულს მოითხოვენ. შესაბამისად, ხატვას საკუთარი ქალიშვილები ვარჩიე და აქ მოვედი, რადგან მაღალი ანაზღაურება მჭირდებოდა და თქვენს მოთხოვნებსაც ვაკმაყოფილებ. - გეთანხმებით და თან არც ზედმეტად გამხდარი ხართ და ჯანიანსაც ჰგავხართ - შეათვალიერა ნელიმ კაცის აღნაგობა, არც მუქიჩალისფერი თმა და ცისფერი თვალები გამოჰპარვია. თუმცა, ეს უკანასკნელი, ნამდვილად არ ყოფილა მითითებული სავალდებულო მოთხოვნებში. - დიახ, ვგონებ ძლიერი ვარ - სიცილით დაუდასტურა დათამ. მერე მიხვდა, რომ ნელი საერთოდ არ ხუმრობდა და გაჩერდა. - ანუ შვილები გყავთ? ეგ აქ არ წერია. - “CV”-ში არც უნდა ეწეროს, რომ შვილები მყავს. - ცოლი? - არც ცოლი. - ბავშვები თქვენთან ცხოვრობენ? - დიახ. - გაყრილი ხართ? - ვფიქრობ, ზედმეტად პირადული კითხვები უადგილოა გასაუბრებისას, თუმცა ჯანდაბას... არა, დედა გარდაეცვალათ. ნელი მიხვდა, რომ მართლა ზედმეტი მოუვიდა. - მემგონი, სრულიად შეეფერებით ამ კანდიდატურას. აყვანილი ხართ. - ასე მალე? - გაუკვირდა დათას. - დიახ, მალე. რაც მალე დაიწყებთ, მით მალე აიღებთ ხელფასს. დღეს ქალბატონ ლილიანს დაველაპარაკები და ხვალიდან დაიწყეთ - რა მოხდა, შეგებრალეთ? - გაეცინა დათას. ნელის ისევ დაუსერიოზულდა სახე. კაცი მიხვდა, რომ ქალის თანდასწრებით აღარ უნდა ეხუმრა. * * * - ქალბატონო ლილიან, მობრძანდით? - ჰკითხა ნელიმ სახლში ახალშემოსულ ქალს, რომელმაც კარის დაკეტვისთანავე მოისროლა ტახტზე ჩანთა და უკმაყოფილო სახით გახედა ნელის. - არა, არ მოვბრძანდი. - ცუდი დღე გქონდათ? - როდის მაქვს კარგი დღე? - თავისი ბეწვის ქურქი ნელის მიაჩეჩა. - მიირთმევთ ვახშამს? - რა გვაქვს? - მოშუშული ხბოს ხორცი ბოსტნეულთან ერთად. - თხუთმეტ წუთში ჩამოვალ ოთახიდან და გაშლილი დამახვედრე. - მხოლოდ თქვენ იქნებით ქალბატონო? - ვინმე სხვას ხედავ? - შეუბღვირა ლილიანმა. - არა ქალბატონო. ლილიანი უზარმაზარ შემოსასვლელში აღმართულ კიბეს აუყვა, რომელიც მეორე სართულზე ადიოდა. მის სასახლეს ღამის წყვდიადის კვალი არასდროს ეტყობოდა. გარშემო ყველაფერი ბრჭყვიალებდა. კაბა გაიხადა, საცვალიც გაიძრო და საკუთარ თავს დააკვირდა სარკეში - ჩამწკრივებული ნეკნები მკაფიოდ ეტყობოდა მუცელშესუნთქულ სხეულზე, გრძელი თმა თითქმის საჯდომამდე ჩამოშლოდა. - მომენატრე მეგობარო - გაუღიმა სარკეში საკუთარ თავს და სააბაზანოში შევიდა. - ქალბატონო ლილიან, დღეს სახლის მთავარი დამხმარე დავიქირავე. ახალგაზრდა მამაკაცია, ასე ოცდაათი წლისა იქნება... - მოგეწონა? - შეაწყვეტინა ლილიანმა. - მომეწონა? - თვალები გაუფართოვდა ნელის. - ოჰ, ღმერთო ჩემო, როგორც მუშა, მოსამსახურე თუ რა ჯანდაბაცაა. გამოდგება? - ჰკითხა გაღიზიანებულმა ქალმა. - კარგი ბიჭია, გამოდგება. მხატვარია... - არ მაინტერესებს! - იურისტიცაა პროფესიით და ორი.... - არ მაინტერესებს პროფესია! - დაიღრიალა ლილიანმა და საკვებით სავსე თეფში ძირს გადმოაგდო - სისულელეა ყველა პროფესია! არჩეული პროფესია მხოლოდ ღმერთის დაცინვაა, მაგრად ხარხარებს ხოლმე ჩვენზე და საბოლოოდ ყველანი იქ ვმუშაობთ, სადაც თავადვე შეგვირჩევს სამსახურს. შეშინებული ნელი კანკალით უყურებდა. - მოასუფთავე იატაკი, ლაქა არ დარჩეს, თორემ შენს ადგილზეც იმ მხატვარს ავიყვან - ჩაიცინა ცალი ყბით და გარეთ, ბაღში გავიდა. * * * - ბოლოს და ბოლოს, სად იწყებ მუშაობას? - ჰკითხა დათას თავისმა დამ და კალთაში ჩაძინებული უმცროსი ძმის შვილი საწოლზე გადააწვინა. - ლილიანთან - ამოიოხრა დათამ. - ლილიან დადვანი. - დადვანთან? ჯანდაბა მაგის თავს. ორი ბავშვი რომ არ გყავდეს, გეტყოდი, სტრიპტიზიორად გემუშავა. დამიჯერე, გაცილებით კომფორტულად იგრძნობდი თავს. - რატო? რამე იცი მაგ ქალზე? - გაუკვირდა დათას. - ჭურში ზიხარ რაა. გახსოვს, შარშან წინ, რომ დიზაინერი მოკლეს? - კაველო თუ ვიღაცა? - ჰო, კაველო. მაგ კაველოს სახე იყო ეს შენი ლილიანი, მისი მთავარი მოდელი. კაველოს ახალი კოლექციის ჩვენება იყო, როცა ივენთის ბოლოს, სცენაზე მყოფ დიზაინერსა და მოდელს დაესხნენ თავს თავიანთი ფანები და დახოცეს. - რა სიგიჟეა. - ჰოო, თავი აიფეთქეს. მხოლოდ რამდენიმე მოდელი გადარჩა და მკვლელი. - დაიჭირეს? - მემგონი კომაშია. - ლილიანი როგორ გადაურჩა? - სტატიაში ეწერა, რომ საღამო მან დახურა, კულისებში შესვლისას კი ფეხი გადაუბრუნდა, იღრძო და მაყურებლის წინაშე ვეღარ გამოვიდა დიზაინერთან ერთად ბოლოს. - ყოჩაღ, მაგრად უშველა იმ ფეხის მოტეხვამ. - მემგონი დაკოჭლდა... ზუსტად ვერ გეტყვი, რადგან სამოდელო კარიერა იმ დღესვე დაასრულა. ახლა ვეღარავინ იტანს. პაპარაცებს თავს ესხმის თუ აღმოაჩინა, რომ ფარულად სურათებს უღებენ. ჟურნალისტებთან ინტერვიუს დროს, სიგარეტს ეწევა და ალკოჰოლს სვამს, სულ შავი სათვალე უკეთია, სახეს მალავს. ყველა ამბობს, რომ ზედმეტად აგრესიული ქალია. - არ იენრვიულო შენ მაგაზე თაკო, მე შეხებაც იშვიათად მექნება. სულ ფეხებზე ჰკიდია იმ შენს ლილიანს თავის ბაღს ვინ კრეჭს ან ლურსმანს ვინ აჭედებს კედელზე. ეგ მხოლოდ ანაზღაურებას მიხდის. მთავარია, ბაღში რომ გაიხედავს, ყველაფერი მოწესრიგებული იყოს. ეგაა და ეგ. - მამა, საშინაო დავალებას შემიმოწმებ? - შემოვიდა ცისფერთვალება, პატარა გოგო მათემატიკის დავალებით ხელში. - შეგიმოწმებ - კალთაში ჩაისვა ბავშვი და ლოყაზე აკოცა. * * * - იმ ძველ სახელოსნოს რომ მიაგალებ... - შეიძლება შენობით გელაპარაკო? - ჰკითხა ნელიმ უკვე სამსახურში გამწესებულ დათას. - რა თქმა უნდა. - იმ სახელოსნოს რომ მიალაგებ, მერე პომიდვრები უნდა დათესო ლილიანის ბოსტანში. დათას გაეცინა. - რა გაცინებს ახალგაზრდავ? - გაიკვირვა ნელიმ. - მეხუმრებით? - რასთან დაკავშირებით? - პომიდვრებთან დაკავშირებით.... და ბოსტანთანაც. ლილიანს ბოსტანი აქვს? უფრო მაგრად გაეცინა კაცს. მერე გაახსენდა, რომ ნელის თანდასწრებით სიცილი მიუტევებელი ცოდვის ტოლ-ფასი იყო. - არა, აფსოლუტურად სერიოზულად გესაუბრები. ის შენთვის ქალბატონი ლილიანია და მარკეტში ნაყიდ ბოსტნეულს არ მიირთმევს. დარწმუნებული უნდა იყოს, რომ სრულიად ჯანსაღი პროდუქტია. - გასაგებია - ამჯერად შეეცადა სახე დაესერიოზულებინა. - თუ არ იცი, როგორ ხდება ბოსტნეულის მოყვანა, სხვას ვთხოვთ. - ყველაფერი კარგადაა. მაგაზე ადვილი არაფერია. - გაუღიმა დათამ და სახელოსნოს დალაგებას შეუდგა. მიწაზე და სახლში მუშაობის შემდეგ უკვე დიდი დრო გასულიყო. გახანგრძლივებულიდან უნდა გამოეყვანა ბავშვები. ნიტა - სკოლიდან, სოფი - ბაღიდან. გრილმა ნიავმა დაუბერა და მუშაობისგან გადაღლილ სახეზე სასიამოვნოდ მოხვდა სუსტი ქარი. სუფთა ჰაერმა უეცრად სიგარეტის მსუბუქი არომატი მოიტანა. გაუცნობიერებლად ამ არომატს გააყოლა თვალები და მეორე სართულის აივანზე ქალის მკრთალი სილუეტი შენიშნა. მოჩვენებასავით ატუზულიყო გამხდარი ფიგურა. გრძელ, ყოვლისმომცველ თმას ლომის ფაფარივით უწეწავდა ქარი, თხელ თითებში სიგარეტი გაეჩრა და მისი კვამლი ისე უჩვეულოდ ერწყმოდა ღამეს, გეგონება გარშემო მთვარის შუქსა და ვარკვლავების რაოდენობასაც კი აკონტროლებდა. ლილიანი იყო. მხოლოდ ერთხელ ჩააყოლა მზერა კაცის მიმართულებით... ლილიანს ძალიან უხაროდა ყველას უბედურება - უხაროდა, როცა ნელის დატუქსავდა და შეშინებულმა ქალმა, აღარ იცოდა, როგორ მოეგო თავისი ქალბატონის გული ხელახლა. უხაროდა ყველა სამსახურიდან დათხოვნილი ადამიანი, უხაროდა დათა, რომელიც ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში, მუხლჩაუხრელად მუშაობდა. უხაროდა ყველა უბდური. უხაროდა, რომ მარტო არ იყო სამყაროს სისასტიკის წინაშე. * * * სახლში ბრუნდებოდა, როცა ღამის პერანგში დაინახა, აბრეშუმის ხალათი ეცვა. ფეხებს მთლიანად უფარავდა. ისე მოდიოდა, გეგონება ყინულის მოედანზე მოსრიალებსო. - გამარჯობა - მიესალმა დათა. ლილიანმა ზედმეტად შესამჩნევად აათვალ-ჩაათვალიერა. - გაგიმარჯოს - სახის არც ერთი მიმიკა არ შეუცვლია. - მე დათა კერესელიძე ვარ, თქვენი ახალი… - ვიცი! - გააწყვეტინა ქალმა. დათამ ხელი გაუწოდა ჩამოსართმევად. ლილიანმა მის ხელს ზიზღით შეხედა, შემდეგ კი ზურგი აქცია და კვლავ თავისი საძინებლისკენ გაეშურა. - ხვალ დილას მანქანით მჭირდება ერთ ადგილას წასვლა, იმედია ტარება იცი - ისე თქვა, არც კი გამოუხედავს კაცისკენ. - დიახ, რა თქმა უნდა - უპასუხა გაოგნებულმა დათამ. დათა სადაც გაიზარდა, იმ ოჯახში ყოველთვის არიგენდნენ, რომ ადამიანისთვის ლაპრაკისას, თვალებში უნდა გეყურებინა, არასდროს შეექცია ზურგი და თუ ჩამოსართმევად ხელს გამოგიწვდიდა ვინმე, ღიმილით ჩამოგერთმია. ეტყობოდა, ლილიანისთვის არავის ესწავლებინა მსგავსი. შეიძლება, სრულიადაც არავინ ჰყავდა ჭკუის დამრიგებელი. * * * ბავშვები სკოლიდან და ბაღიდან გამოიყვანა დათამ, საჭმელი აჭამა, სანამ ნიტა სკოლის დავალებებს აკეთებდა, სოფის ეფერა და ეთამაშა, მერე უმცროსი დააძინა, უფროსისგან დავალებები ჩაიბარა და სკოლის ამბები გამოიკითხა - რომელი საგანი მოსწონდა, რომელი მასწავლებელი, ვის ემეგობრებოდა და ა.შ. შუაღამისას, ორი ცისფერთვალება ერთდროულად შეუწვა ლოგინში, ერთი გემრიელად შეანჯღრიეს, რომ გაეღვიძებინათ. შემდეგ მამის მკერდზე გადანაწილდნენ და ასე ჩაეძინათ. დათა კი ბედნიერი იყო, რადგან ყველაფერს, რასაც აკეთებდა, მათთვის აკეთებდა. მეორე დილას ახალ პორშეში იჯდა და ძალიან სწყდებოდა გული, რომ თავისი არ იყო. ლილიანს ელოდებოდა უკვე დაახლოებით ნახევარი საათი. როგორ შეიძლებოდა ადამიანს მაშინაც დაეგვიანა თუ მხოლოდ თავის მანქანასთან იყო მისასვლელი? როგორც იქნა მოვიდა და მძღოლის გვერდით ადგილი დაიკავა. - გამარჯობა - მიესალმა დათა. - გაგიმარჯოს - როგორც ჩანს, ამ ქალს მხოლოდ მისალმება სჩვეოდა კულტურის ფარგლებში. შავი ტანისსამოსი ეცვა და შავი სათვალე ეკეთა. ერთი დიდი ნაწნავი ცალ მხარეს გადმოეგდო, მისმა სურნელმა მთელი მანქანა მოიცვა და დათას უმოწყალოდ მიელამუნა ცხვირზე. არ უნდოდა საკუთარ თავთან აღიარება, თუმცა ჰაერში გაფრქვეულ არომატს ხარბად დაეწაფა. - სად მივდივართ? - ჰკითხა დათამ. ლილიანმა თავის მაჯაზე საათს დახედა. - ნახევარი საათი ქალაქში იარე უბრალოდ. მიყვარს დილის გასეირნება. შემდეგ კი სადმე თევზის მაღაზიასთან უნდა გამიჩერო. - კარგი - დათას გაუკვირდა, მაგრამ აღარ გამოუმჟღავნებია ემოცია, არ ჩათვალა საჭიროდ. - მხატვარი ხარ? - ჰკითხა ქალმა დაახლოებით, 10 წუთის შემდეგ. ცოტა მოულოდნელი იყო დათასთვის, რომ მისმა აღმატებულებამ იკადრა და ხმა გასცა. - კი - ვერ მოითმინა, გაკვირვებულმა გაჰხედა ქალს. - საინტერესოა... აქ გამიჩერე, თევზის მაღაზიასთან. დათამ მანქანა გააჩერა. ლილიანმა თავისი პლასტიკური ბარათი გაუწოდა. - ერთი კილო ყველაზე მყრალი თევზი რომელიც იქნება, ის წამოიღე. - ყველაზე მყრალი? - ჰოო და საერთოდაც, სჯობს შუაზე გააჭრევინო. შიგნეულობა, რომ გარეთ გადმოეყრება, უფრო მძაფრი არომატი ექნება. - ვერ მივხვდი, მაგრამ კარგი - მანქანიდან გადავიდა დათა. - ვერც უნდა მიმხვდარიყავი - გესლიანად გაეცინა ლილიანს და კაცის მოლოდინში სიგარეტს მოუკიდა. ხუთი წუთი არ იყო გასული, რომ დათა დაბრუნდა. კარი გააღო თუ არა, ქალის მშვენიერი სურნელი ეგრევე თევზისამ გადაფარა. - ძირს არ დადო, პარკი მომეცი - გამოართვა და ჰაერში დაიჭირა - კაფე „ყავის სახლთან“ მიმიყვანე. იცი სადაცაა? - ვიცი. - მშვენიერია. სახეზე ეშმაკური სიცილი დასთამაშებდა ლილიანს. დანიშნულების ადგილას რომ მივიდნენ, ქალმა დაჟინებული მზერა მიაპყრო დათას. - ახლა შევდივარ, არაფრის დიდებით არ გადმოხვიდე მანქანიდან და როგორც კი გამოვალ, ეგრევე დაქოქე, რათა მალე შევძლოთ გაქცევა. - გაქცევა? - ჰო გაქცევა - თქვა და მანქანიდან გადავიდა ქალი. კაფის გამჭვირვალე შუშებიდან გარკვევით ჩანდა ვიღაც კაცი, რომელიც დილაუთენია სასიამოვნო გარეგნობის ქალთან ერთად ყავას შეექცეოდა. ლილიანი კი პირდაპირ წყვილთან მიიჭრა და თევზით სავსე პარკი კაცის თავზე ჩამოაპირქვავა ისე სწრაფად, რომ თავად დათასაც გაუჭირდა დანახულის გაცნობიერება. რამდენიმე წამში, ლილიანი სიცილით გამოიქცა მანქანისკენ, თითქმის დაძრულ ავტომობილში შეხტა. - წავედით - თქვა ბედნიერად. გზაში იმედი იცინა, დათას გიჟი ეგონა... ეგონა არა, დათა უკვე დარწმუნებული იყო ქალის არაჯანსაღ ფსიქიკაში. - შეუდარებელი ვიყავი, არა? - ჰკითხა ლილიანმა. - არა - გულახდილად უპასუხა დათამ. - მე კი მგონია, რომ ვიყავი. იმედია, ვიდეო თვალმა დამაფიქსირა, თორემ ძალიან გული მწყდება, სამსახსოვროდ თუ არ დამრჩა კადრები. შენთვის ტელეფონით გადაღება უნდა დამევალებინა. - შეიძლება გკითხოთ, რა დაგიშავათ იმ კაცმა? - სამი წელია, ცოლობას მთხოვს, სამი წელია, უარით ვისტუმრებ, ახლა კი ვიღაც სილიკონებიან ბავშვთან ერთად ზის კაფეში. - იქნებ იმიტომ, რომ უარით ისტუმრებთ? ლილიანმა ცალი წარბი ასწია და ისე შეხედა დათას. - არავის აქვს ჩემი დავიწყებს უფლება. თუ მე ფეხებზე , მაშინაც უნდა ვუყვარდე. - საინტერესოა - გაეცინა დათას და მხოლოდ ის იფიქრა, რომ ეს უხეში, ამპარტავანი და ქედმაღალი ქალი ნამდვილი ავადმყოფიც იყო ყველა ბედნიერებასთან ერთად. შუადღისთვის ნელის გაკეთებული საჭმელით ივახშმა და ბედნიერება იგრძნო, რადგან უკვე დიდი ხანია, რაც სახლის ნორმალური საკვები აღარ ეჭამა. გოგონებს ყოველთვის თვითონ უმზადებდა, თუმცა არც ისე გემრიელად გამოსდიოდა, როგორც სხვებს. - ტელევიზორი ჩართე! - შემოვარდა სამზარეულოში ლილიანი... დათა შეცბა, რადგან ქალს შიშველ სხეულზე თეთრი, თითქმის გამჭვირვალე აბრეშუმის ხალათი ეცვა. შეეცადა, მზერა სხვაგან გადაეტანა ძალიან რომ არ მისჩერებოდა. ნელიმ ქალბატონის თხოვნა შეასრულა. ახალ ამბებში კაცს აჩვენებდნენ, რომელიც სასწრაფო დახმარების მანქანას გადაჰყავდა. დათამ იცნო... ეს კაცი სწორედ ის იყო, დილას რომ თევზი დააყარა თავზე ალქაჯმა ლილიანმა. მათე რქმევია, თურმე თევზის კატასტროფული ფობია ჰქონდა (ცოცხალი და მკვდარი თევზის), მისი სუნის შეგრძნებისას, კრუნჩხვა ეწყებოდა. მათე საკმაოდ ცნობილი სამშენებლო კომპანიის მფლობელი აღმოჩნდა, რომლის ავადმყოფობამაც დიდი აჟიოტაჟი და მითქმა-მოთქმა გამოიწვია. - არ გეშინიათ, რომ გიჩივლებს? - ჰკითხა დათამ ლილიანს. ლილიანმა და ნელიმ ერთდროულად გაოგნებული სახით შეხედეს დათას, რომელიც უკვე ნანობდა ამ კითხვას. - რისი უნდა ეშინოდეს ეშმაკს, რომელსაც მთელი სამყარო უფრთხის? - წაიღიღინა ლილიანმა კმაყოფილი სახით და სანამ სამზარეულოდან გავიდოდა, ნელის შეხედა - შებინდების წესები აუხსენი ამას! - დიახ ქალბატონო - მორჩილად დაუკრა თავი ნელიმ. ლილიანი გავიდა... - ეს ქალი გიჟია - ჩაილაპარაკა დათამ. - ქალბატონზე ნუ ჭორაობთ! - დაუბღვირა ნელიმ. დათას ისევ გაეცინა. - რა წესებიო? - რა და, როგორც კი ოდნავ შებინდდება, ყველა ოთახში ვანთებთ შუქს, ფანჯრებს ვრაზავთ... გარეთ აღარ გადის, მხოლოდ აივანზე თუ გავა. - რატომ? - უბრალოდ, ასე უნდა. მე იმას მეუბნება, რაც უნდა. ახსნა-განმარტებებს, როგორც ხედავ, არ იძლევა. * * * ერთხელ, ნელი ავად გახდა, რამდენიმე დღით ვერ შეძლო მოსვლა და დათას ისეთი შეგრძნება დაეუფლა, თითქოს კაციც თვითონ იყო და ქალიც. - სადილი რა გვაქვს? - ჰკითხა ლილიანმა და კიბიდან ნელ-ნელა დაეშვა, თან თითს იქლიბავდა. - რაც დამავალეთ, ის მოვიტანე. - მშვენიერია. შენც მშიერი იქნები, მე კი მარტო როცა ვჭამ, ღორს ვემსგავსები. ერთად ვივახშმოთ. კი არ შესთავაზა ან სთხოვა, არამედ უბრძანა. - კარგი - გაუღიმა დათამ. მერე ლილიანმა გაოგნებისგან პირი დააღო, როცა ორი პატარა გოგონა შემოვარდა სახლში და ქალის დანახვისას, ორივე გაშეშდა, მერე მამამისის ფეხების უკან მიიმალნენ. - ბავშვები ჩემს სახლში? - სუნთქვა შეეკვრა ლილიანს. - ძიძა ცუდად გახდა, დღეს შაბათია და... არ არიან ხმაურიანები, მათ არსებობასაც ვერ გაიგებთ. - ბავშვების არსებობაც ნერვებს მიშლის - ეჭვით უყურებდა უმცროს გოგონას, რომელიც მამამისს დაეხსნა და გაშტერებული თვალებით ლილიანის ცხვირწინ აიტუზა. - სოფი, მოდი აქ - დაუძახა მამამ. სოფი ისევ გაშტერებული უყურებდა ლილიანს. - მამა, შეხედე, რაპუნცელი - აღმოხდა ბავშვს ქალის უსაშველოდ გრძელი და ლამაზი თმის დანახვაზე. - ესღა მაკლდა - თვალები გადაატრიალა ლილიანმა - კაფეში შევჭამ... სადილობისას შენმა ცქერამ ჩემს მუცელში გვერდითი მოვლენები, რომ გამოიწვიოს, არ მინდა - უთხრა დათას და თავის ოთახში გაიქცა. - მამა, გვერდით მოვლენებში რა იგულისხმა? - ჰკითხა ნიტამ მამამისს. - კუჭის აშლის ეშინია - უპასუხა დათამ და მერე თვითონვე გაეცინა. * * * მეორე სართულზე, კაცი ლურსმანს აჭედებდა ნახატის ჩამოსაკიდებლად. კარი გაიღო, ნაბიჯების ხმა გაიგონა და მისკენ გაიხედა... გაშეშდა. ლილიანი შიშველი დაძრწოდა მჩვენებასავით. დათა მაშინვე შეტრიალდა კედლისკენ, არ სურდა, მიშტერებოდა. ქალი მიუახლოვდა. - რას აკეთებ? - ჰკითხა წყნარი ხმით. - ლურმანს ვაჭედებ - დაბნეულობისგან, ენა დაება - თქვენ კი არაფერი გაცვიათ. ლილიანმა გადაიხარხარა. - საკუთარ სახლში შიშველმა არ ვიარო? - ბავშვები არიან... - ამიტომაც მეზიზღება ბავშვები. ყველა ბავშვი! - არც ბავშვებს ეხატებით გულზე - შემოტრიალდა დათა. არ უნდოდა, მაგრამ მისმა მზერამ ქალის მთელი სხეული შემოიარა. იდეალური იყო... - მეჩვენება თუ სითავხედე გყოფნის და რაღაც სისულელეებს მეუბნები? - არ გეჩვენებათ. - აუცილებლად დაგითხოვ სამსახურიდან, როცა საკმარისი დრო მექნება. - აუცილებლად დაგეთხოვებით სამსახურიდან, როცა ჩემი ნახატები გაიყიდება - ირონიულად გაიღიმა კაცი. - მაგრამ, სამწუხაროდ, მთლიანად ჩემს წყალობაზე ხარ დამოკიდებული - იგივენაირი ღიმილით უპასუხა ქალმა. - და ძალიან უტიფრად აშტერდები ჩემს ტანს! - რა ვქნა, შიშველი ხართ და თან ლამაზი - ნერწყვი გადაყლაპა. - ტუჩთან დორბლი გდის. - იდინოს, ვერ დავუშლი. საღამოს ბავშვები სახლში მიიყვანა, ორივე რომ დააძინა, დაქანცულს, სავარძელზე ჩამოეძინა. ლილიანი ნახა სიზმარში... გამჭვირვალე საცვლები ეცვა, ეშმაკურად იცინოდა და კაცისკენ მოდიოდა ნელ-ნელა. დათას სახლში იყვნენ. ქალი კალთაში ჩაუჯდა და ყურთან ახლოს მიუტანა ტუჩები. - გინდივარ? - ჰკითხა ჩურჩულით. ამ ჩურჩულში მისი ჰაერი, ტუჩის ნელი მოძრაობა და კანის სურნელი შეიგრძნო კაცმა. უსიტყვოდ თავი დაუქნია. ლილიანმა ნელა შეუხსნა ქამარი და შემდეგ კაცის ასო ფაქიზად შეიცურა საკუთარ სხეულში. ორივემ ამოიკვნესა. - მითხარი, რომ ლამაზი ვარ - სთხოვა ნეტარებისგან აკვნესებულმა. საკუთარ მკერდს ხელით ეფერებოდა და ნელა ირხეოდა. - უსაზღვროდ ლამაზი ხარ. ლილიანის საჯდომს ხელი შეახლო - მკვრივი და ნაზი იყო, როგორც მისი მუცელი, როგორც მისი მკერდი. ქალის თმა მამაკაცის მკერდზე ჩამოჰყროდა. - შენს ფანტაზიას საზღვარი არ აქვს! - ღიმილით წამოიკივლა ქალმა. ტელეფონის ზარმა გამოაღვიძა დათა. სანამ გააცნობიერა, რომ სიზმარი ცხადში ვერაფრით განმეორდებოდა, იქამდე ტელეფონს უპასუხა და ლილიანის ხმის გაგონებისას, იმის იმედი მიეცა, რომ რეალურადაც ჰქონდა მასთან სექსი. - სასწრაფოდ მოდი! სასწრაფოდ! - თითქმის კიოდა ლილიანი. - ღამის ორი საათია - დაამთქნარა კაცმა და ქალის ხმის ფონზე, ნამდვილად დარწმუნდა, რომ სიზმარი სიზმრად რჩებოდა. - არ მაინტერესებს! ამ თვეში ხომ გინდა მაგარი პრემია? - ძილი მინდა ამ თვეში. ერთხელ მაინც, თან ბავშვებს სძინავთ, სად მოვიდე? - აი, რატომაც ვერ ვიტან ბავშვებს! - რა მოხდა? - მჭირდება, რომ სადღაც წამომყვე, სასწრაფოდ! - ღმერთო... - ცოტახანს დაფიქრდა. აქამდე, რამდენჯერმე დაუტოვებია ნიტა მარტო. - ბავშვების გაღვიძებამდე უნდა დავბრუნდე სახლში. - რვა საათში? - არა, ექვსში. - დილის შვიდ საათზე იღვიძებენ? ჯანდაბა! აი რატომ ვერ ვიტან ბავშვებს! - ყოველ მეორე ფრაზაში თუ ეგ იძახეთ, მემგონი მილიონზე მეტი მიზეზი გექნებათ. - მოდი, გპირდები, რომ ოთხ საათში დაგაბრუნებ უკან - რატომღაც თხოვნის ტონი ჰქონდა ქალს. ღმერთს შეევედრა, ბავშვებს ჯერ არ გაეღვიძათ და თავის უფროსთან სულ შიშით მივიდა. რა თქმა უნდა, კვლავ ბავშვებზე შიშით. ლილიანი მაკიაჟსა და საღამოს კაბაში დახვდა გამოწყობილი. მწვანე, მუქი ფერის კაბა ეცვა და თვალისმომჭრელად ანათებდა ისედაც სამოთხესავით განათებულ სახლში. - ესენი უნდა ჩაიცვა - ისეთი სამოსი გამოუტანა კაცს, ცხოვრებაში რომ ნანახი არ ჰქონდა. - მეჩვენება თუ ვერსაჩე აწერია? - არ გეჩვენება... - რატომ უნდა ჩავიცვა? - იმიტომ, რომ მათეს საცოლე ჰყავს და საღამოს ჩვენი ერთი მეგობრის ივენთზე ვარ დაპატიჟებული, ალბათ მაგასთან ერთად მოვა - სიტყვა მეგობრისო, როცა თქვა, თითებით ბრჭყალები გააკეთა. ყველამ კარგად იცოდა, ლილიანს მეგობრები არ ჰყავდა და განა მეგობრებში იყო პრობლემა? - და? - და ჩემი შეყვარბეული უნდა იყო... boyfriend-ი, საყვარელი, ჩემი კაცი თუ რა ჯანდაბასაც ეძახიან, ის. - ვინმე დაიჯერებს, რომ მებაღე თქვენი საქმროა? - ჰკითხა დათამ. - მებაღე არ ხარ, მეყველაფრე - ეს ერთი. მეორეც კიდევ, მაგათმა რა იციან? შენს თავს გავაცნობ, როგორც წარმატებულ მხატვარს, რომლის ნამუშევრებიც ლუვრშია გამოფენილი, ახლახანს ჩამოხვედი საფრანგეთიდან და ერთი ნახვით მოინუსხე ჩემით. - ძალიან დაუჯერებელია - მხრები აიჩეჩა დათამ. - ლუვრი? - არა, პირველივე ნახვით რომ გავმიჯნურდი თქვენზე. - ზედმეტს ლაპარკობ, ჩაიცვი! დათამ ქალბატონის მოთხოვნა შეასრულა. ნამდვილად ვერ იცრუებდა საკუთარ თავთან, რომ ლილიანის მოფიქრებული ტყუილების ზღვა გულს არ უფხანდა. - როგორია? - ჰკითხა და გამოსაცვლელი ოთახიდან გამოვიდა. - შენი თვალის ფერს ჰკვეთს ეს ტანისსამოსი... ცუდი არაა - მოგუდულად გაეღიმა ქალს. - რითი მივდივართ? - შენი მანქანით. - მე ფორდი მყავს - გაეცინა კაცს. - შენი მანქანით, ოღონდ ფრჩხილებში... 2017 წლის ბენტლი გყავს, რომელიც ჩემს ავტოფარეხში აყენია, რადგან საქართველოში არ გაქვს სახლი. საფრანგეთში გაქვს. სასტუმროში კი იმის შემდეგ აღარ ცხოვრობ, რაც ერთმანეთი შეგვიყვარდა. - ანუ ჩასიძებული ვარ? - ბევრს ლაპარაკობ! ახლა კი ტუალეტში შედი და ნახევარ საათში გავიდეთ. - ტუალეტში რატომ შევიდე? - გაუკვირდა დათას. - არ მინდა ძალიან დაგეტყოს, რომ სექსი არ გვაქვს - ეშმაკურად, ცალი ტუჩით გაუღიმა ლილიანმა და მზერა კაცის უბისკენ ჩაასრიალა. ნამდვილად ეტყობოდა სიზმრის კვალი და ვერც ისე გაამტყუნებდა ვინმე, რადგან არ იყო ადვილი ყოველ დღე შიშველი თუ ნახევრად შიშველი ლილიანის ცქერა. საპირფარეშოდან დარცხვენილი გამოვიდა. - დაგეხმარებოდი, მაგრამ კაცებიც მეზიზღებიან - ქვედა ტუჩი გადმოატრიალა ქალმა. - კარგი იქნებოდა, მაგრამ თქვენი დაავადებები გადმომედებოდა. - რა დაავადებები? - გულხელი დაიკრიფა უკმაყოფილოდ. - სამყაროს სიძულვილის სინდრომი. - ეგეც მართალია - მხიარულად თქვა ქალმა და გარეთ გავიდა. ასეთ მანქანაში არასდროს მჯდარა დათა, ეგონა, კი არ დაჰყავდა, ჰაერში დაფრინავდა. - რამე უნდა ვიცოდე თქვენზე? - სჯობს შენობით მელაპარაკო, თორემ დამაჯერებლობას დავკარგავთ. მაგათზე მეტი შენ იცი ისედაც... - ბავშვები რომ არ გიყვარს, სამყარო გეზიზღება, „ლაითსლიფერი“ ხარ, სახლში შიშველი დატანტალებ და საზიზღარი ხასიათი გაქვს? - სჯობს ისევ თქვენობით მელაპარაკო! - როგორც კი იქიდან წამოვალთ, დაგშორდები - გაეცინა დათას. - ძალიან განებივრდი ხო? - მე რატომ მთხოვე შენი საყვარელი კაცის როლის შესრულება? - ძალიან აინტერესებდა და ვეღარ მოითმინა. - იმიტომ, რომ არავინ გიცნობს და ისეთს გამოგიყვან, როგორიც მენდომება. - როგორი გენდომება? - ჯენტლმენი, მოსიყვარულე, განათლებული, კარგად აღზრდილი, მდიდარი, მამაკაცური... და შეგვიძლია ვთქვათ, რომ შვილები გყავს. - ეგ ყველაფერი, მართლა ვარ... მდიდრის გამოკლებით - შეხედა დათამ ქალს. - წინ იყურე, თორემ ვეღარ იქნები მამაკაცური და სიმპათიური. - ანუ სიმპათიურიც ვარ - გაეღიმა კაცს. - თავხედი ხარ! - ბავშვებზე ვთქვა, რომ დედა არ ჰყავთ? - რაცაა, ის თქვი. - კარგი. - ანუ რას ამბობ? - სოფიზე მშობიარობას გადაჰყვა. - თუ არ გინდა, არ თქვა - ლილიანმა თავი გასწია, კაცს სახე აარიდა. დათას წამით მოეჩვენა, რომ თანაუგრძნობდა. - რამდენი ხნის წინ გაგიცანი? - თემა გადაიტანა... - ორი კვირის წინ გამიცანი. - მემგონი, ძალიან ცოტაა. არა? - ნამდვილ სიყვარულს ერთი კვირაც ეყოფოდა. - რა იცი, ნამდვილ სიყვარულზე? - გაეცინა დათას. - არაფერი.... - სრულიად გულახდილად უპასუხა ქალმა. - კარგი, საკმარისი იქნებოდა. თან სამი კვირის წინ იმ ტიპს ჩამოაყარე თევზი თავზე და ცოტა უხერხულია, მაგ პერიოდში ჩემი შეყვარებული, რომ ყოფილიყავი. - მართალია. - შეყვარებული ვარ, საყვარელი თუ რა ვარ? - სექსი გვაქვს და ერთმანეთი გვიყვარს... შენ თვითონ გამოიტანე დასკვნა. - საქმრო ვარ? - ჰკითხა დათამ. ლილიანმა გადაიხარხარა. - არავინ დაიჯერებს, რომ ვთხოვდები. - ხომ, მაგრამ ჩვენი სიყვარული თუ განსაკუთრებული მოვლენაა... - და ქორწილს, რომ არ გადავიხდით, საეჭვო არ იქნება? - ზოგჯერ ერთი წელი არიან დანიშნულები. რა მოხდა? ორივე დაკავებულები ვიქნებით, დრო არ გვექნება. - კარგი. მიკვირს, მაგრამ გონებაგახსნილი ბიჭი ყოფილხარ. დანიშნულების ადგილას მივიდნენ. ავტოფარეხში ისეთი მანქანები ეყენა, დათას რომ მხოლოდ გუგლში ჰქონდა ნანახი. ხალხი ახალი მოსული იყო და ქაოტურად ირეოდა. - არ გადმოხვიდე - უთხრა დათამ და თავად გადმოვიდა, შემდეგ ლილიანს გაუღო კარი. - ყოჩაღ - გაუკვირდა ქალს, კაცის მკლავს ჩაებღაუჭა. - გამაგრდი ლილიან - ჩასჩურჩულა საკუთარ თავს. დათამ გაიგო მისი ჩურჩული. ვერ ხვდებოდა, რატომ ნერვიულობდა ასეთი ავტორიტეტული ქალი ვიღაცეებთან შეხვედრაზე, რომლებიც არაფერს წარმოადგენდნენ, გარდა იმისა, რომ მდიდრები იყვნენ. * * * ავტოფარეხიდან პირდაპირ უმშვენიერეს სახლში გავიდნენ. უფრო სასახლეს ჰგავდა - რომელიმე მეფის რელიქვიურ სასახლეს, რომელსაც ახლა მხოლოდ მუზეუმის დანიშნულებაღა ჰქონდა, თუმცა ზუსტად შეენახა თავისი პირვანდელი სიკაშკაშე და სიდიადე. - ეს სახლია? - გადაუჩურჩულა დათამ ლილიანს. - ვერ ხედავ? - ანუ, აქ ცხოვრობენ? ლილიანმა გაკვირვებული სახით გახედა კაცს. - რა მოხდა? რამე უცნაურია? - უკაცრავად... ზოგადად, ჩვეულებრივ ხალხს ცოტა გვეუცნაურება ხოლმე თვალ-მარგალიტითა და ალმასებით აგებული შენობები. - ჩემს სახლს ვერ შეეჩვიე? - შენი ქონების გამომზეურების მიზნით არაა აშენებული. თორემ ორი ათასიც არ მეღირებოდა შენთან მუშაობა. პრინციპში, სახლს რა აზრი აქვს. მე რომ თავმოყვარეობა მქონდეს, შენთანაც არ ვიმუშავებდი. - უკვე თავხედდები და არ მომწონს! - მეც ძალიან არ მომწონს შენი საქმროს როლის თამაში. ეს ხალხი ალბათ გადაირევა ჩემს დანახვაზე და იფიქრებს, ასეთი სიმპათიური და კარგი ბიჭი ამ ურჩხულმა როგორ დაკერაო. - ღმერთო, როგორ სიამოვნებით გაგაგდებდი კინწისკვრით, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩემი მეგობარი მიახლოვდება და უკვე დაგინახა. - მეგონა, მეგობრები არ გყავდა. - მეგობარს ბევრს დავუძახებ კიდევ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მართლა ჩემი მეგობრები არიან. - ლილიან! - შესძახა ვიღაც ქერა, ლამაზმა ქალმა და ლილიანისკენ გამოემართა. - უკვე ყველამ დაგვინახა, როგორ თვალებგაბრწყინებულმა გადმოგიყვანე მანქანიდან და რა ტკბილად ვბაასობთ. სხვა შემთხვევაში, ვერც მე გავბედავდი შენთვის ურჩხული დამეძახა - მერე ჩაახველა - პირისპირ, რა თქმა უნდა. - ვერ გიტან - ნაძალადევი ღიმილი აჩუქა ლილიანმა დათას და შემდეგ მათკენ მომავალ ქალს გადაეხვია. - სად დაიკარგე ლილიან? - ცალი თვალი დათასკენ გააპარა უცნობმა. - აი, სად დავიკარგე - დათას შეხედა ლილიანმა ღიმილით - ჩემი საქმროა, დათა... დათა, ეს ნანიკოა, ჩემი ყოფილი კოლეგა... და მეგობარი. - ღმერთო - აღმოხდა ნანიკოს. დათა ხელზე ეამბორა და მერე ლილიანს მიაპყრო თავდაჯერებული მზერა. აშკარად, მოწონება დაიმსახურა - საქმროოო? - წამოიყვირა ნანიკომ. - ისტერიკაში არ ჩავარდე, ადრე თუ გვიან, ურჩხულებსაც უყვარდებათ - წარბაწეულმა გადახედა დათას. ნანიკომ გაოგნებისგან პირი დააღო. ლამაზი წვეულება იყო - საუცხოო ალაფურშეტი, ვიღაც ცნობილი მუსიკოსები (თუმცა დათა კლუბური მუსიკის გარტყმაში არ იყო) და ათასი გაოგნებული, შოკირებული სახე, როცა იგებდდნენ, რომ ლილიანი გათხოვებას გეგმავდა. - გთხოვ, მოსაწევად გავიდეთ აივანზე, იქნებ აღარავინ მოგვარდეს აკივლებული. - შეევედრა კაცი. - კარგი. თორემ მეც მალე ალე ყველას ზედ ვარწყევ. აივანს უზარმაზარი თეთრი მარმარილოს მოაჯირი ჰქონდა. თითქმის მთელ სახლს მარმარილოს ეფექტი ამშვენებდა და დათა ვერ ხვდებოდა, რა საჭირო იყო ასეთი გადაპრანჭული სახლი, როცა შეიძლებოდა თანამედროვე არქიტექტურის მეშვეობით, მდიდრულიც ყოფილიყო, კომფორტულიც და რაც მთავარია, საცხოვრებლად გამოსადეგი. - მოდი და ცოტა ნორმალურად დამიდექი - სთხოვა ლილიანმა. - წელზე ხელები? - ჰო, ალბათ. შენ გგონია დიდი გამოცდილება მაქვს? აივნის მოაჯირს ზურგით მიეყრდნო და ცოტა უხერხულად ჩაეკრა გულში კაცს. - რატომ გინდა, რომ ვიღაც სი*ი აეჭვიანო? თან არც კი მოგწონს ეგ მათე. - ჩვენი უკანასკნელი შეხვედრისას მითხრა, რომ სიყვარული არ შემიძლია, მაგრამ სხვებიც ვერასდროს შემიყვარებენ, რადგან აუტანელი ვარ. - ნუ.... - დათას უნდოდა, დაემშვიდებინა, მაგრამ მათეს ასი პროცენტით ეთანხმებოდა და ვეღარაფერი თქვა. - ვიცი, მართალია, მაგრამ მე ყველას ვუმტკიცებ ხოლმე, რომ არასწორები არიან. ჩემი ცხოვრების მოწოდებაა, სხვებმა საკუთარ თავებში ეჭვი შეიტანონ. - უცნაური თავდაცვის გზები გაქვს. - თავს არავისგან არ ვიცავ დათა... უბრალოდ, პატარ-პატარა აგრესიას ვავლენ გარშემო მყოფთა მიმართ და ამით, ხალხს იმ უკიდეგანო ზიზღისგან ვიცავ, რომელიც პერიოდულად ჩემგან გამოსვლას ლამობს, რათა ყველა ერთად გაანდგუროს, თავისი მარწუხები წაუჭიროს... ყველა მომღიმარსა და გახარებულ ხალხს მსურს ვაგრძნობინო, რომ მათი ბედნიერება წამიერი იყო და აღარასდროს განმეორდება. - ლაპარაკისას, ლილიანს თვალი გაუშტერდა და დათას წამით ეგონა, მასში ჩასახლებული ეშმაკი ლაპარაკობდა. - გთხოვ, ხმა აღარასდროს ამოიღო! ლილიანს გაეცინა. - მათე მოდის თავის გოგოსთან ერთად, ნანიკოც მოჰყვება და თუ დამაჯერებლები არ ვიქნებით, ბოროტება დამარცხდება ამ სამყაროში. გესმის? ცხოვრებას რა აზრი ექნება ბოროტების გარეშე? - მემგონი, სჯობს, პირდაპირ ამ აივნიდან გადაგისროლო - გაეცინა დათას... ქალის წელზე შემოხვედული ხელი ცოტათი დაბლა ჩააცურა. - მეტისმეტი ნუ მოგივა, თორე შემოგარტყამ! - დაუბღვირა ლილიანმა. - სჯობს მეტისმეტი მომივიდეს, არ შემომარტყა და მთელმა საღამომ გეგმის მიხედვით ჩაიაროს. - გილოცავ ლილიან, შენი ბედნიერება მთელს პერიმერტზე ბომბივით გავრცელდა - უთხრა მათემ. - ჰო, მადლობ - ქალმა დათას შეხედა, მერე მათეს... და ძალიანაც კმაყოფილი დარჩა. თითქოს მათეს გვერდით მდგომს აგრძნობინა, რომ თავისი მამაკაცი უფრო ესიმპათიურებოდა. - ერთმანეთი როგორ გაიცანით? - ჩააცივდა ნანიკო. - ცოტა გრძელი ამბავია... - ოდნავ დაიბნა ლილიანი. - მოვყვე? - ჰკითხა დათამ. - მოყევი რააა, მოყევი - ვერ ჩერდებოდა ნანიკო. ლილიანმაც თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად. ეს ნანიკო უკვე ისე უშლიდა ნერვებს, ლამის მოესროლა აქედან. ბავშვივით აცუნდრუკებული, თვითონ ბავშვიც ეზიზღებოდა და ზრდასრული როგორი ასატანი იყო? - მანქანით დამეჯახა - გაეცინა დათას. - ალბათ ძალით ხო? ან მოეწონე და ასე გამოხატა სიმპათია - ჩაეჩრა მათე. - არა, თავიდან საერთოდაც არ მოვეწონე. შემთხვევით დამეჯახა. - რა იცი, რომ არ მომეწონე? - ეშმაკური მზერა მიაპყრო ლილიანმა. - პაემანზე არ დამთანხმდი. - იქნებ, სხვა უფრო დიდადი გეგმები მქონდა შენთან დაკავშირებით? - ცხვირი კაცის ნიკაპს გაუხახუნა. - მაგალითად, რა გეგმები? - ქალის სურნელით გაბრუებული დათა ზედმეტად შეიჭრა როლში. - მაგალითად, შენი ცოლობა. - თავიდანვე ერთნაირი გეგმები გვქონია და ვერ ვხვდებოდით - მაქსიმალურად ეცადა, რომ შეყვარებული კაცის მზერით გაეცინა ქალისთვის. გამოუვიდა კიდეც. და თავადაც ვერ მიხვდა, ცდილობდა თუ ბუნებრივად გამოსდიოდა. - აუ, ჩვენც მოგვაქცევთ ყურადღებას? - გაიბუსხა ნანიკო. - უკაცრავად... მოკლედ, მანქანით დამეჯახა და საჩხუბრად რომ გადავედი, ხელში ნამდვილი მზეთუნახავი შემრჩა. თან საფრანგეთიდან ახალი ჩამოსული ვიყავი, გზებიც დავიწყებული მქონდა, ხალხსაც თითქმის აღარ ვიცნობდი. აეროპორტიდან სახლის მიმავალ გზაზე, ასეთ სილამაზეს რომ გადავეყარე, ღმერთის ნიშანი მეგონა.... რადგან ამ ავარიაში ის იყო დამნაშავე, ვთხოვე, ჩემი მანქანის შეკეთების ნაცვლად, ვახშამზე წამომყოლოდა. სასტიკი უარით გამისტუმრა და მითხრა, სჯობს ისევ მანქანა შეგიკეთოვო. - მერე? - მათეს გვერდით მდგომ ქალსაც კი დააინტერესა...სავარაუდოდ, მათეს საცოლე იყო. - ნომერი დამიტოვა, რომ მომდევნო დღეს ხელოსანთან წაეყვანა. ბოლოს უარი ვუთხარი, ძალიან მომწონდა, ნამდვილად არ მინდოდა, ურთიერთობა იმითი დაგვეწყო, რომ ჩემი მანქანა გაერემონტებინა. ვეღარაფერს გავხდი და მერე გადავწყვიტე, ცოტა რთული გზებით დავახლოებოდი. სანდო წყაროებიდან გავიგე, რომ იმ გამოფენაზე აპირებდა მისვლას, სადაც ჩემი ნახატებიც იყო. მეორედ, სწორედ იქ ვნახე. ხელში უკვე შეფუთული, შეძენილი ნახატი ეჭირა. ვკითხე, ვისი ნახატი შეიძინეთ მეთქი და ვიღაც დავით კერესელიძისო. - გაიცანით, ეს სიმპათიური ბიჭი დავით კერესელიძეა - განაგრძო ლილიანმა ღიმილით - და მე ყავაზე დავპატიჟე.... მსმენელებმა ტაში დაუკრეს დათას. ლილიანი ყავაზე არავის პატიჯებდა. ზოგადად, არც ერთ მამრს არ პატიჟებდა არაფერზე და ეს ყველამ იცოდა. დათამ თავი დაუკრა სიცილით. - მერე, როგორ მოაღწია გულამდე? - იკითხა ნანიკომ. - ორი კვირა მხოლოდ პაემნებით შემოვიფარგლეთ. წარმოგიდგენიათ? ამ თოთხმეტი დღის მანძილზე ყოველ დღე ვხვდებოდით ერთმანეთს და შეყვარებულებივით ხელჩაკიდებულები დავდიოდით. ბოლოს გამოვუტყდი, შენი დახატვა მინდა მეთქი და სიხარულით დამთანხმდა. ისიც კი ამიხსნა, როგორ სურდა, რომ დამეხატა. - როგორ? - შიშველი... ლილიანს მოულოდნელად სიგარეტის ნაფასი გადასცდა და დაწითლებული თვალებით შეხედა დათას. - მანახეთ ნახატი, სასწრაფოდ! - გადაიკისკისა ნანიკომ. - ჯერ დაუსრულებელია. არ ყოფილა ადვილი იმის შიშველი სხეულის დახატვა, ვის მიმართთაც გრძნობები გაქვს. - ალბათ, ყოველ ნახევარ საათში, შესვენებებს აწყობთ ხოლმე ხატვისას - ეშმაკური სახით ჩაერთო ნანიკო. ლილიანმა იფიქრა, ახლა მართლა შემოვარტყამ ამ ქალსო. ზედმეტად გაშინაურებული ტონითა და ფრაზებით საუბარს არ იყო მიჩვეული. ან გადაჩვეულიყო. ყოველი შემთხვევისთვის, არ მოსწონდა ადამიანები, რომლებიც თავს უფლებას აძლევდნენ, ლილიანის პირად ცხოვრებაზე ასე ლაღად ესაუბრათ, გეგონება, ერთად გაზრდილიყვნენ. - ჩემს ცხოვრებაში ყველაზე სასიამოვნო პროცესი იყო ხატვა, მაგრამ ასეთი არასდროს ყოფილა, როგორიც ახლაა. მსგავსი არასდროს არაფერი განმიცდია. - ხელი როგორ სთხოვე? რამე ორიგინალურ ხერხს მიმართე? - არა, მაგ მხრივ იცის, რომ სიურპრიზები არ მიყვარს - უპაუხა ლილიანმა. - სოფელში ვიყავით ბავშვებთან ერთად და... - მერე ცოტახანს გაჩერდა. ეჭვი შეეპარა თავის ფანტაზიაში. მემგონი, სოფლის ხსენება ასეთ „უწიპუწი“ ხალხთან, ცოტა უადგილო იყოს. - ერთ ლამაზ სოფელში, ტყეში ჩაფლული სახლი აქვს. ასეთი სილამაზე არაფერი მინახავს. ბავშვებს რომ ჩაეძინათ, ბუხარში ცეცხლის გიზგიზისა და კვამლის სურნელით გაჟღენთილი ჩემი თმის ფონზე, არ ვიცი, რატომ მოუნდა, ცოლად მოვეყვანე....მაგრამ მოუნდა. ერთმანეთს შეხედეს. იმდენად დამაჯერებლები იყვნენ, რომ უფრო დიდი და შესანიშნავი ტყუილების მოფიქრებაც მოუნდათ. - შესანიშნავია - ლამის აცრემლებული თვალებით შეხედეს ქალებმა. - ბავშვები გყავს? - ჰკითხა მათემ. - კი, ორი პატარა გოგონა. - საფრანგეთში ყოფნისას, თან არ გყავდა? - ისეთი ჩამჭრელი კითხვა დასვა მათემ, დათა და ლილიანი ადგილზე გაშეშდნენ. - ბებია-ბაბუასთან. არდადეგებს, ჩემთან ატარებდნენ ხოლმე. მათე სრულებითაც არ ეცუდტიპებოდა. თან იმ კაცის კვალობაზე, ვისაც თევზი დააყარეს თავზე, საერთოდ არ ჰქონდა მტრული დამოკიდებულება ლილიანის მიმართ, ერთი-ორ წაკბენას თუ არ ჩავთვლით. - შენ როგორ შეეწყვე ბავშვებს? - ჰკითხა ნანიკომ ლილიანს. - ძალიან კარგად. უსაყვარლესები არიან. - უმცროსი რაპუნცელს ეძახის. - დათი, მემგონი მალე თუ არ მივალთ, გაიღვიძებენ და ვეღარც მე ვიქნები რაპუნცელი და ვეღარც შენ იქნები, კარგი მამა. დათას თავისი მოფერებითი სახელი ძალიან ესიამოვნა. - სერიოზულად? რამხელა გაზრდილხარ, უკვე ბავშვებზეც ზრუნავ. - ირონიულად გაეცინა მათეს. - ჰო, ზრუნავს - დაემოწმა დათა - უნდა დაგემშვიდობოთ, ორი საათითაც ძლივს გამოვედით. - ნახვამდის - გამოემშვიდობა ლილიანი და გარეთ გამოვიდნენ. - მემგონი, მაგრად გამოვიდა არა? - ჰკითხა დათამ. - ჰო, უბრალოდ ჩემი შიშველი ნახატი საიდან მოვიტანო? - დაუბღვირა ლილიანმა. - დაგავიწყდა, რომ მხატვარი ვარ? - მხატვარი კი არა, ნაგავი ხარ! ღირსი იქნები, სხვას დავუჯდე ტიტველი და მერე შენს ნახატად გავასაღო. თან არც ვიცი, იქნებ უნიჭოდ ხატავ? - კარგი, სხვას დაუჯექი, მაგრამ ვიღაც უცხოს ნამუშევარს ჩემად არ გაგასაღებინებ! - ჯანდაბა! ბოლოს მაინც შენ შემრჩები. ეს ნანიკო კიდე, იქამდე არ მოისვენებს, სანამ ნახატს არ ნახავს. - თავიდან, იმ სახლში რომ მივედით, ვიფიქრე, სნობებით იქნებოდა გადაჭედილი, მაგრამ ნამდვილად არ არიან ცუდი ტიპები. ასე რატომ გეზიზღება ყველა? - ცუდი ტიპები არ არიან - ღრმად ჩაისუნთქა ლილიანმა - შეიძლება, სწორედ ამიტომ მეზიზღება ისინი. - მანქანაში ჩაჯდა. დათა ლოგიკურსა დასკვნას ვერ აკეთებდა იმასთან დაკავშირებით, რატომ ვერ ეჩვეოდა ლილიანი ადამიანებს. განსაკუთრებით, ნორმალურ ადამიანებს. - სახლში მიგიყვან და მე ტაქსით წავალ უკან. - შესთავაზა დათამ. - სახლში მიმიყვანე და მაგ მანქანით წადი. ხვალ მაინც ჩემთან ხარ მოსასვლელი. - კარგი. * * * მეორე დღეს, საქმე თითქმის არაფერი იყო. არც ნელი მოსულა და მხოლოდ პროდუქტი იყიდა დათამ. საჭმლის გაკეთება არ ევალებოდა, თუმცა სიამოვნებით გაუკეთებდა ისეთ რამეს, მთელი ღამე რომ გულისრევაში გაეტარებინა ლილიანს. ორი ბავშვი დარბოდა იქვე და ცოტა სარისკო იყო ასეთ შემთხვევაში, ურჩხულებზე თავდასხმა. - ისევ აქ არიან? - კიბე ჩამოირბინა გამწარებულმა ლილიანმა. - ძიძაა ცუდად და დასვენება აქვთ. - ეს დასვენება ვეღარ დამთავრდა? - შეუბღვირა ქალმა. სოფიმ ლილიანთან მიირბინა და ისევ გაოგნებული დადგა მის წინ. - ვერ დავაჯერე, რომ რაპუნცელი კი არა, ურჩხული და მზეთუნახავი როა, ურჩხული ხარ მაგ მულთფილმიდან. ვინც შეგიყვარებს, ისაა სასიკვდილოდ განწირული - აუხსნა დათამ. ლილიანმა დაწვრილებული თვალებით თავი გააქნია. მერე სამზარეულოში შევიდა და რაღაც მტვრევა-ლეწვის ხმები რომ გაიგო დათამ, თვითონაც შეჰყვა. - სად ჯანდაბაშია დანა? - საკუთარ სახლში დანას ვერ პოულობ? - ისევ შენობით მელაპარაკები? - ცალი წარბი აღმართა ლილიანმა. - ჩვენ ხომ სულ მალე ვქორწინდებით. - რას შვრები? - სამზარეულოში თითქმის ყვირილით შემოვარდა ნიტა - ეს ქალი ცოლად მოგყავს? - დამშვიდდი შვილო, არავინ არ მომყავს ცოლად. - დიახაც, მოვყევარ - გულხელი დაიკრიფა ლილიანმა და ბავშვის გამწარების „მუღამზე“ მოვიდა. - მამა, მას ხომ საშინელი ხასიათი აქვს, ბავშვებიც არ უყვარს და ავია - ტირილი აუვარდა გოგონას - საჭმლის გაკეთებაც არ ეცოდინება და ვერც ლამაზ კაბებს ვერ ამირჩევს სკოლისთვის. - როგორ გეკადრება, მოდის ექსპერტი ვარ - არ ესიამოვნა ლილიანს - და საჭმელებსაც ვაკეთებ, ნამდვილი გურმანი ვხდები, როცა მეხალისება. - მე მომწონხარ - ცერემონიულად განაცხადა სოფიმ და ლილიანს ფეხზე შემოეხვია. - დათა, დათა - ბავშვის მოსაშორებლად რა გაეკეთებინა არ იცოდა. ფეხი რომ გაექნია, შესაძლოა კედელზე მიენარცხებინა და ამ დონის სისასტიკე მხოლოდ იმიტომ არ აწყობდა, რომ დათა წავიდოდა სამსახურიდან. ლილიანს კი უკვე თავის საქმროდ ჰყავდა წარდგენილი ნაღებ საზოგადოებაში. დათას ლილიანისთვის არ ეცალა, ნიტას უმტკიცებდა - ცოლის მოყვანას არ ვაპირებ, მითუმეტეს ამ ალქაჯის მოყვანასო. - ალბათ გვცემს ხოლმე ცოლად თუ მოიყვან. - არ გცემთ, ნაზი ხელები მაქვს და ადვილად მეღლება - დაამშვიდა ქალმა. მერე შეეცადა, სოფი როგორმე თავისი ფეხიდან მოეხსნა: ჯერ მხრებში ჩაეჭიდა, ძლივს გააშვებინა შემოხვეული ხელები, მერე მაღლა აქაჩა და უარესი რამე დაემართა... კისერში ჩააფრინდა ბავშვი, ფეხებით წელზე შემოეკრა. - აი, ბედნიერება თუ გინდა. დამხმარეს აიყვან სამსახურში და კომპლექტში მთელი ოჯახი მოჰყვება. დათა, იქნებ გამომართვა? - კეთილი ინებე და გეჭიროს ცოტა ხანს. ბავშვი ამინერვიულე! - ისევ ნიტას აწყნარებდა. - კაი, ჰოო. - სოფი თმებზე ჩაებღაუჭა სახეგაბრწყინებული. - მეც მინდა ასეთი - თქვა ენამოჩლექით. - ოღონდ თმა არა, ოღონდ თმა არა და რასაც გინდა, იმას შეგისრულებ. - გტკივა? - ჯერ არა, მაგრამ თუ მომქაჩავ, ხელს გაგიშვებ და დაგანარცხებ. - რეებს ეუბნები ბავშვს - ცალ ხელში ნიტა ეჭირა და გაბრაზებულმა დათამ მეორე ხელით სოფი გამოართვა. - ეზოში გავალთ, სანამ ახალ კაპრიზს არ დამიხეთქებ. - არ გშიათ? - არა, მაგ საჭმელს არ შევჭამ... დარიშხანი ჩაგიყარე - მიაძახა კაცმა. - დაგკოდავ, ერთხელ იქნება - ჩაისისინა ხმადაბლა ლილიანმა და მაგიდას მიუჯდა - როგორ ვერ ვიტან მარტო ჭამას. მოხარშულ ქათმის ფილეს გვერდით მწვანილები მიუწყო და ჭამას შეუდგა. რამდნეიმე წუთის შემდეგ, მესიჯი მოუვიდა ტელეფონზე, ნანიკო სწერდა, რომ დათასთან და ბავშვებთან ერთად ეპატიჟებოდა ვახშამზე. ლილიანს გადასცდა. კატასტროფული ხველება აუტყდა და სიკვდილს მხოლოდ იმან გადაარჩინა, რომ ორი დღის შემდეგ იყო მიწვეული და არა დღესვე. - ბავშვებო, აბა სად გავისეირნოთ? - სრულიად მოულოდნელად წაადგა თავზე ბაღში მორბენალ ოჯახს. - რა ჩაიფიქრე? მათი გატაცება და დაწვა გინდა? - ჰკითხა დათამ ეჭვით. - ნანიკომ დაგვპატიჟა. ბავშვებიანად. - ღმერთო, ამ საქმეში შვილებს ვერ გავრევ, მაპატიე. - რა საქმეში? ჩვეულებრივი საქმეა დათა - ახლა ისე აედევნა უკან, თითქოს დათა იყო მისი უფროსი. - კრიმინალები ხომ არ გგონია ის ხალხი? უბრალოდ ვახშამი იქნება, შევჭამთ, გავერთობით, თვალებს ჩამიჟუჟუნებ და ეგაა. - ნამდვილად ვერ ითამაშებენ ბედნიერი გერების როლს. რაც არ უნდა დავარიგო, შეიძლება მაინც წამოსცდეთ, რომ შენთან ვმუშაობ და საფრანგეთზე წარმოდგენა არ აქვთ საერთოდ. ნუ ნიტამ კიდევ იცის ევროპის ქვეყნები. - მაგას მე მოვაგვარებ. სადმე წავიყვან და შევიჩვევ ცოტას. საფრანგეთზე არავინ არაფერს ჰკითხავს. - ლილიან ესენი ბავშვები არიან. რას ჰქვია შეიჩვევ? - აუ, აბა რა ვქნააა - ნიტას რო რაღაცას არ უსრულებდა და შეწუხებულ, უკმაყოფილო სახეს იღებდა, ზუსტად ეგეთი იყო ახლა ლილიანი. - ყველა ქალი ერთნაირია - გაეცინა დათას - არსად წასვლა არაა საჭირო. პიცა გამოიძახე და ეთამაშე, რამე ზღაპარი მოუყევი, ნიტას ჰკითხე, სკოლაში რა ხდება, ვინმე ხომ არ მოსწონს, შეყვარებული ხომ არ ჰყავს. თუ ჰყავს, უთხარი, რა დროს შენი შეყვარებულია-თქო და გვარი გაიგე, რომელი ლაწირაკია, რომ მამამისი დავჩეჩქვო. - ნუ გარქიანდი, დამშვიდდი. ეგრე ვიზამ - კმაყოფილი ლილიანი ბავშვებთან მივიდა - პიცას შეჭამთ? - კი - წამოიყვირა სოფიმ სიხარულით. ნიტა დუმდა. - ნიტა შენ? თუ პიცა არ გინდა, სხვა რამე გამოვიძახოთ. - მინდა - თქვა გაბუსხულმა. - ძალიან კარგი - გაეღიმა ლილიანს. ცოტახანში, ოთხივე იატაკზე ისხდა და პიცას შეექცეოდა. - ფსსსსს - გადასძახა ლილიანმა დათას. დათას რეაქცია არ ჰქონია. - ფსსსს - გაიმეორა ისევ. - გეფსია? - ჰკითხა დათამ - გადაგაყენო? - თვითონვე გაეცინა თავის ხუმრობაზე. - იდიოტი ხარ! - პირის მოძრაობით ჩაიჩურჩულა. - როგორ შემოვიჩვიო? - ჰო გითხარი როგორც და შემოჩვევას ნუ ამბობ, გეხვეწები. ბავშვები არიან. - კარგი, მაშინ გადი შენ ცოტა ხნით. - კაი - ამოიოხრა დათამ - ბავშვებო, ბაღში რაღაც საქმე მაქვს, ლილიანთან დარჩით რამდენიმე წუთით. - მეც წამოვალ - წამოდგა ნიტა. - არა, საქმე მაქვს. ლილიანი კარგი გოგოა, მართლა ბრაზიანი კი არაა. მალე მოვალ. კარგი? - კაი, ხოო - ისევ პიცის ჭამა გააგრძელა ნიტამ. - ნიტა, სკოლა მოგწონს? - კი. - ვინმეს არ ეპრანჭები? - არა. - ვინმე ბიჭს... არა? - არა - მოუჭრა მოკლე პასუხებით. - საახალწლოდ რა საჩუქარი გინდა? - სხვა ვერაფერი მოიფიქრა ლილიანმა. თან ამ დროს, სოფი კალთაში გადმოუჯდა ქალს. ცოტა უხერხულობა იგრძნო, მაგრამ როგორღაც ჩაისვა. - თოვლის ბაბუს მივწერე უკვე წერილი. - არ მეტყვი, რა სთხოვე? - წითელი კაბა დავაბარე. - წითელ კაბას მე გიყიდი და თოვლის ბაბუს სხვა რამე სთხოვე. - ზუსტად ისეთ კაბას მაღაზიაში რომ ვნახე? - თვალები აენთო. - როგორიც მოგინდება. გინდა ათი კაბა გიყიდო? ბედნიერებისგან სახე გაუბრწყინდა, მაგრამ იმ წამსვე მოიღუშა. - არა, არ მინდა, მადლობ. - რატომ? - მამამ მითხრა, რომ უცხოებს საჩუქრები არ გამოვართვა. - მე უცხო არ ვარ. - ანუ, მართლა მამას ცოლი უნდა იყო? - არა, არა. უბრალოდ... არ ვიცი, როგორ აგიხსნა. - ერთად წევხართ? - რააა? - მოულოდნელობისგან თვალები დაჭყიტა ლილიანმა. - ჰოო. მამამ ამიხსნა, რომ ზოგჯერ ქალი და კაცი ღამე ერთად წვებიან, იძინებენ და მერე შვილი ჰყავთ. - ააააა. არა, არა, არ გვძინავს ერთად. - მერე ვეღარ მიხვდა, რაღა ეთქვა - აუ, დათააა, მოდი რააა - გასძახა კაცს. - რა გინდა? - არ ვიცი. - ამ ქალმა ლაპარაკი არ იცის? - ჰკითხა მამამისს ნიტამ. - იცის და ზედმეტად ბევრსაც ლაპარაკობს. - ქორწინდებით თუ რას შვრებით? - მინდა ქორწილი - ტაში შემოჰკრა სოფიმ. - რაპუნცელი დედა იქნება. - არა, დედა არ იქნება - შეუსწორა დათამ მკაცრად. თან ისე მკაცრად, რომ სამივე გაჩერდა, ლილიანის ჩათვლით. - ნიტა, ლილიანს დასჭირდა, ვიღაცეებისთვის მოეჩვენებინა, თითქოს ჩემი საცოლეა. - უყვარხარ? - ლოგიკური კითხვა დასვა ბავშვმა. - არ ვუყვარვარ. უფრო სწორად, მეგობრულად ვუყვარვარ. - ნუ ძაანაც არ ვგიჟდები - ჩაეჩრა ლილიანი. დათამ თვალები დაუბრიალა და ისევ გააჩუმა. - უბრალოდ, სადმე სტუმრად თუ ვიქნებით და რამეს გკითხავენ ლილიანზე, ეტყვი, რომ ჩემი საცოლეა. - და მართლა მოიყვან? - არამგონია. - მოიცა, არამგონია რას ნიშნავს? ანუ შეიძლება, მომიყვანო? - გაისმა ლილიანის კითხვა. - შენ გირჩევნია, სარეცხი დარეცხო. - ახლა საჭმელს ის გააკეთებს ხოლმე? - იკითხა ნიტამ - აქ ვიცხოვრებთ? - არა შვილო, აქ არ ვიცხოვრებთ და საჭმელსაც არ გააკეთებს. - აბა მაშინ ვინ დაიჯერებს, რომ ცოლად მოგყვება? - ცოლი არ რეცხავს ტანსაცმელს და არც საჭმელს აკეთებს. - უთხრა დათამ. - მე რომ ცოლი ვიყო, ნამდვილად არ გავაკეთებდი - გაეცინა ლილიანს. - სხვა მიზეზის გამო არ ხარ არავის ცოლი! - რას გულისხმობ? - ბავშვების თანდასწრებით ვერ გეტყვი. ბავშვებს შეხედეს, ორივე პიცას ჭამდა და აღარც ერთს აინტერესებდა ლილიანი. - მითხარი! - იმიტომ, რომ ანჩხლი ხარ! - იმიტომ, რომ ანჩხლი ხარ - გააჯავრა ლილიანმა დათა კაცის ხმით. - სოფის ძილის დრო მოვიდა, სახლში უნდა წავიდე ლილიან - უთხრა დათამ. - აქ დააძინე. ოთახების მეტი რა არის? - რატო, რამე გჭირდება? - კიი, მინდა, რომ დამხატო. ნანიკო ტვინს გაბურღავს, სანამ ნახატს არ ვაჩვენებ. - შიშველი? - ჰოო. - მართლა მთელ სამყაროს უნდა აუფრიალო? - მოდელი როცა ვიყავი, მაშინ არ ამიფრიალებია ჩემი სხეული მთელი სამყაროსთვის. ადამიანები ზედმეტად სუსტები არიან, რათა სრულყოფილება იხილონ. ჩემს ოთახში დავკიდებ და სიბერის ჟამს გამახსენდება, რომ უმშვენიერესი ვიყავი. - მართლა მშვენიერი ხარ, მაგრამ ამ შენს მშვენიერებას ის აკნინებს, რომ ზედმეტად დიდი წარმოდგენა გაქვს საკუთარ თავზე, - მაკნინებს არა ის - ჩაიცინა ლილიანმა - აქამდე დაგიხატავს შიშველი ქალი? - კი, კაციც. ლილიანმა გადაიხარხარა. - ხუმრობ? - არა, არ ვხუმრობ. - ღმერთო - ისევ იცინოდა. - სულელი ქალი - ჩაიჩურჩულა დათამ - შეგიძლია ბავშვები დააძინო. - მეე? - შეიცხადა. - დიახაც შენ. გინდა, რომ კარგი მოჩვენებითი დედინაცვალი იყო და არა ფიფქიაში როა, რავენა? - რავენა კი არა, რეჯინა! - ჩემები რავენას ეძახიან. შარლიზ ტერონი უყვარს ნიტას. მანდ რავენა ჰქვია. - კარგი ჰოო, რავენა იყოს და მე დავაძინებ... ისე, ბავშვს ეგეთ საშინელებათა ფილმს როგორ აყურებინებ? - ძალიან მშვენივრად. ყურებისას განვიხილავ ხოლმე ურჩხულების გრიმი და მათი ტანსაცმელი როგორაა შეკერილი, მაკიაჟი როგორ უკეთიათ, როგორ გააკეთეს კომპიუტერით ის შემზარავი ყვავები და ასე შემდეგ. - ყოჩაღ მამიკო. - მამიკოს ნუ მეძახი! ეგრე ქალებს მაძულებ. - კარგი, ჰოო.... ბავშვებო, ძილის დროა - შესძახა ქალმა ომახიანად. - შენ უნდა დაგვაძინო? - გაუკვირდა ნიტას. სოფი ბედნიერი ჩანდა. - ჰო, რა მოხდა? თან ზღაპარს მოგიყვებით... შევეცდები, ეროტიკული მომენტები გამოვტოვო. - ლილიან! - დაუბღვირა დათამ. - ვხუმრობ, ჭკვიანად ვიქნები. - მე მოლბერტს და ტილოს წამოვიღებ სახლიდან. - კარგი. ერთ საათში ლილიანთან დაბრუნებული დათა სიხარულმა მოიცვა, როცა ქალის დაღლილ-დაქანცული და ამ ცხოვრებისგან გაწამებული სახე დაინახა. - არ ყოფილა ადვილი მშობლობა? - ჰკითხა სიცილით. - ოთხი ზღაპარი მომაყოლეს. მეხუთე მე მოვიფიქრე და ნიტას ძლივს ჩაეძინა. სოფი კიდე რაღაც კითხვებს მისვამდა, მელაპარაკებოდა და ბოლოს როგორ დაიძინა იცი? - აზრზე არ ვარ. - თმაზე მეფერებოდა. ერთი ნახევარი საათით, მეც წავუძინე. ზოგადად, ვინც ჩემს თმაზე მოფერებას გაბედავს, ყველას წიხლს ვურტყაm ხოლმე, მაგრამ ეგ რო მექნა, მერე გაბრაზდებოდი, აღარ დამხატავდი და დავნებდი. - რამდენისთვის ჩაგირტყამს წიხლი? - ჯერ-ჯერობით არავისთვის. - ანუ არავინ მოგფერებია თმაზე? - უფრო სწორად, არავის გაუბედავს! ახლა ავალ ოთახში და ხუთ წუთში შენც ამოდი. - თავი სკოლის ისეთ წვეულებაზე მგონია, ეს-ესაა ვაჟიშვილობა რომ უნდა დავკარგო - ჩაიბრუტყუნა დათამ. - რაა? - წარბაწეული თვალებით გამოჰხედა ლილიანმა. კიბის მაღლა საფეხურზე იდგა, გრძელი კაბა მარჯვენა ხელით აეწია, სიარულში რომ არ შეეშალა ხელი. მბზინვარე ღიაჩალისფერი თმა სხეულზე მსუბუქად დაჰყროდა და ისეთი განრისხებული სახით უყურებდა დათას, თითქოს მოკვლას უპირებსო. თუმცა იმ წამს, მართლა რომ მოეკლა, ალბათ არც კი დაიჩივლებდა კაცი, რადგან მის თვალწინ გადაშლილი მშვენიერება უკიდეგანო იყო. ისე, თითქოს ბუნების თვალუწვდენელი სილამაზის ხილვის პატივი ებოძა სამყაროს. - ღმერთო - ოდნავ გაეღიმა და გული აუჩქარდა კაცს. - რაღაც არ მესიამოვნა, რაც თქვი - ისევ განრისხებული შეჰყურებდა ლილიანი. - დაივიწყე... ასეთი ლამაზი ქალის შეხებას ვერც კი ვიოცნებებდი - გული გაუხარა კაცმა. ლილიანმა თავდაჯერებული, გამარჯვებული სახით აირბინა თავის ოთახში. დათა კი იქამდე იღიმოდა, სანამ ხუთი წუთი არ გავიდა. მერე გაანალიზა, რომ არ შეეძლო, ნამდვილი სიკვდილის ტოლ-ფასი იქნებოდა ასეთი შიშველი ქალის შორიდან ცქერა. - ლილიან, რაღაც უნდა გითხრა - შეაღო კარი. ქალს წითელი, გამჭვირვალე ღამის პერანგი ჩაეცვა და ფეხების მიმართულებით ჩამობნეულ ღილებს ნელ-ნელა იხსნიდა. - რა უნდა მითხრა? - ჰკითხა ნაზი, გამომწვევი ხმით. - ზურგით შეტრიალდი. - რაა? - ზურგით შეტრიალდი! - მერე შიშველი სხეული? - ლილიან, დამიჯერე... - კარგი, ჰოო - ბუზღუნით კაცს ზურგი აქცია. - ახლა ღილები გაიხსენი. ლილიანი ისე მოიქცა, როგორც დათამ უთხრა. - ასე? - წელსზემოდან მთლიანად ჩამოიწია და მხოლოდ საჯდომზე შემოიხვია წითელი, აბრეშუმივით თხელი და ნაზი პერანგი. - ჰოო. ოდნავ ჩამოიწიე საჯდომზე, მთლიანად ნუ ფარავს. უზურგო სავარძელი გაქვს? - კი, აი - საწოლისკენ მიუთითა, სადაც მწვანე, რბილი სავარძელი იდო, რომელსაც ფეხსაცმლის ან წინდების ჩაცმისას იყენებდა ხოლმე. - მანდ დაჯექი ზურგით. ლილიანი დაჯდა და ისევ დათას მიაპყრო კითხვის ნიშნებით სავსე თვალები. კაცი მიუახლოვდა, წითელი პერანგის ბრეტელი მხოლოდ ცალ მხარეს აუწია. მეორე მხარე კი მთლიანად მოშიშვლებული დაუტოვა. ნიკაპზე შეეხო, პროფილი შემოუტრიალა. ლილიანი თავის ჭრელ, მზისფერ თვალებს დაბნეულად აცეცებდა და კაცის ნაზი შეხებისგან გამოწვეული ჟრუანტელის უგულებელჰყოფას ცდილობდა. მოშიშვლებული მკერდის მარჯვენა მხარე შემოატრიალებინა ისე, რომ უფრო გამოსაჩენი ყოფილიყო, თმა საპირისპირო მიმართულებით გადმოუწია. ლილიანი სილამაზე იყო... ღვთაებრივი სილამაზე. წელში გასწორებული სფინქსივით აღმართულ დიად ქალღმერთს ჰგავდა. ფეხები თითქოს განგებ გაშალა ისე, რომ უფრო მეტად ეთამაშა კაცის გრძნობებზე. - თუ ცოცხალი გადავრჩი და ბოლომდე მივიყვანე, მემგონი ნამდვილი შედევრი იქნება - თქვა დათამ. * * * - აუ დათა, დავიღალე - აბუზღუნდა ლილიანი ერთსაათიანი გაუნძრევლად ჯდომის შემდეგ. - არ დაამთავრე? - არა ლილიან, ამას ერთ დღეში ვერ მოვრჩები. შევისვენოთ, გინდა? - მინდა. მანახებ? - ჯერ დიდი არაფერი, ნახე თუ გინდა. - მაშინ მერე ვნახავ, უკვე დასრულებულს. - კარგი, ოღონდ რამე ჩაიცვი. - უი, მაპატიე, დამავიწყდა - ღამის პერანგი ამოიწია მკერდზე ეშმაკური ღიმილით. - ხვალ რაღაცეები რომ ვუყიდო ბავშვებს შეიძლება? იქნებ ნიტამ ნანიკოსთან ალქაჯი ან ბოროტი ჯადოქარი არ დამიძახოს. - არ დაგიძახებს. უცხოებთან უზრდელად არ იქცევა. შენზე თვალი შეეჩვია ეტყობა და გაგითამამდა. თან შეეშინდა, მართლა ჩემი დედინაცვალი არ გახდესო. - ანუ შეიძლება, რომ ხვალ საყიდლებზე წავიყვანო მარტომ თუ არა? - ძალიან უცნაურია იმის ხილვა, როგორ იღებ ჩემგან ნებართვას. - დრონი მეფობენ და არა მეფენი. - წაიყვანე. - ისე, ნიტასი მესმის - ოთახიდან გავიდნენ - მეეჭვება ვინმეს დედინაცვალი გავხდე ოდესმე, მაგრამ თუ მოხდა სასწაული და გავხდი, საწყალი ის ბავშვი. - შეგიძლია შენიც გააჩინო. - მე ვერ გავაჩენ - თქვა ლილიანმა ღიმილით. - რატომ? - ზედმეტად წვრილი წელი მაქვს, თან გავსუქდები და ძუძ*ები ჩამომეწელება. - მამა, ისევ აქ ვართ? - თვალების სრესვით გამოვიდა სოფი. - ჰოო, წავიდეთ სახლში? - კიი - გამოჰყვა ნიტაც. დათამ ლილიანს შემოხედა. - წადით თუ გინდათ.... * * * ლილიანი შუა ღამისას გაბრდღვიალებულ ოთახში იჯდა. ყველა ფანჯარა დაეკეტა და დაძინებას ცდილობდა. რამდენჯერმე ჩათვლიმა კიდეც. ისევ სიბნელე იყო, ვერ ინძრეოდა. საიდანღაც ხალხის კივილი და სროლის ხმა ესმოდა. ლილიანს ცრემლები ახრჩობდა. - უნდა გავიდე - დაიყვირა და იქ გაქცევა დააპირა, საიდანაც სასოწარკვეთილი ხმები გამოდიოდა. ფეხი ისე სტკიოდა, განძრევის თავიც არ ჰქონდა. - ჯანდაბა, ფეხი გადაადგი - შეუძახა საკუთარ თავს, თუმცა უშედეგოდ. ტკივილმა უძლურად მიაჯაჭვა ერთ ადგილს. აკანკალდა. საიდანღაც ნაცნობი ღიღინი შემოესმა: „შენ, რომ გიყურებ გული მიჩერდება, გარეთ ცივა და ვიცი, იწვიმებს, ეშმაკმა ქალის პერანგი ჩაიცვა და ყველა სკანდალს მოქნილად იცილებს. ერთხელაც ბედი უსუსურს გაგხდის და შემოგახვევს ტრფობის მარწუხებს, შენ მიხვდები, რომ ყინული ლღვება გულში, რომელსაც გრძნობები აწუხებს. დღეს კი უსაზღვროდ უხდება ღიმილი, ღიმილით ყველას მონუსხვა სწადია, მჯერა, ძირს დასცემს ყველა მოკვდავს და დაამტკიცებს რომ ეშმაკიც ქალია.“ ლილიანმა გამოიღვიძა.... ჯერ კიდევ კაცის ხმა ჩაესმოდა. ბედნიერი იყო, რომ კიდევ ერთხელ გაიგონა ეს ხმა, ბედნიერი იყო, რომ ჯერ არ დავიწყებია. წამოდგა. უჯრინდან სურათი ამოიღო, სადაც სიმპათიურ, საშუალო სიმაღლის კაცთან ერთად იდგა მომღიმარი. ლილიანის სახეზე ასეთი ღიმილი წლების განმავლობაში, არავის ენახა. სურათზე წარწერა იყო გაკრული ხელით: „ეშმაკი ქალია“. - გამარჯობა მეგობარო! - ჩაილაპარაკა ქალმა. * * * მეორე დღეს, დათას გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა დილას ლილიანის ზარმა გააღვიძა. - შენ რაა, გღვიძავს? - ჰკითხა ქალს. - კი, დილის ცხრა საათზე უკვე ფეხზე ვარ ხოლმე. ბავშვები ჩამომიყვანე, მოვედი. - რააა? - ჰოო, მოვედი და ჩამომიყვანე. - შენ ამოდი და მოვაწესრიგებ მანამდე ლილიან. - კარგი, დაგელოდები მაშინ. - ამოდი, მანდ რას დამელოდები. - იყოს, აქ დაგელოდები. - ცოტათი დაიბნა ქალი. - ლილიან ამოდი. ბოლოს და ბოლოს, შენი საქმრო ვარ. - რომელი სართულია? - მეცხრე. ლილიანი ლიფტში შევიდა, სადაც ვიღაც მოხუცი, ჭაღარა ქალი შეჰყვა. კოჭებიდან თმის ღერამდე აათვალიერა და მერე ვერ შეიკავა თავი, რომ არ ეკითხა. - შვილო, აქ ცხოვრობ? - არა - ცოტახანს დადუმდა და მერე იფიქრა, გავერთობიო. - საქმროსთან ვარ. - ვინაა შენი საქმრო? - თვალები დააჭყიტა მოხუცმა. - დათი... უფრო სწორად, დავით კერესელიძე. - ვაიმე, შენ გენაცვალე - სახეზე ჩააფრინდა და შუბლზე ისე აკოცა, რომ ლილიანმა თვალის დახამხამებაც ვერ მოასწრო. - შენ შემოგევლე. როგორ მინდოდა, კარგი გოგო გაეცნო. აბა, ცოდო არ იყო ასეთი ბიჭი მარტო? უყურე ამას - ხელახლა გადაათვალიერა - როგორი აშოლტილი გოგო ხარ, ნახე რა თმა აქვს! იცოდე, მეტი აღარ გახდე, შვილების გაჩენა ხო გინდა! - დიახ, გმადლობ - უკვე ინანა თავისი მზაკვრული ჩანაფიქრი და ლიფტიდან გამოვიდა, მოხუცს დაემშვიდობა. - ვის ელაპარაკებოდი? - ჰკითხა კარებში მდგომმა დათამ. - შენს მეზობელს, მოგილოცა გაბედნიერება და ძალიან მოვეწონე. - გაგიჟდი? - არა, მაგარი ქალი იყო. სულ შუბლზე მკოცნა, შეეფერებითო. - ხუმრობ ხო? - არა. რა იყო, არ მოელოდებოდი ჩემგან ეგეთ საქციელს? - შენგან ყველაფერს მოველოდები. შემოდი. - გიხდება ნაიკის პატენტი ფლოსტები - „გაეღადავა“ ლილიანი. - თეთრი წინდებიც ამოგეცვა და ეგაა. - საკუთარ სახლშიც შენ მაკონტროლე. ბარემ მართლა მოგიყვან ცოლად და დავინგრევ ცხოვრებას. - დავინგრევ ცხოვრებას - გააჯავრა ქალმა და გარშემო მიმოიხედა. პატარა, მაგრამ მყუდრო სახლი ჩანდა. შემოსასვლელ ოთახში ყურადღება ყველაზე მეტად ხის თაროებმა მიიქცია, რომელიც ალაგ-ალაგ გაბნეულიყო მთელ კედელზე და მასზე დალაგებული ფერადი წიგნები საოცარ იდილიას, სილამაზეს ქმნიდა. - ყავას დალევ? - ჰკითხა დათამ. - კიი - თავი დაუქნია ლილიანმა და სამზარეულოში გაჰყვა, რომელიც სრულიად თეთრი იყო: თეთრი იყო კედლები, ფანჯრის ჩარჩოები, რაფა, თაროები, მაგიდა. მაგიდის გარშემო კი რამდენიმე ლამაზი მწვანე ფერის სკამი ელაგა. - დაჯექი, რა მორიდებული ბავშვივით იქცევი? - შეიძლება მოვწიო? - ჰკითხა ლილიანმა. - გამწოვს ჩავრთავ მაშინ. - ეს შენი სახლია? - ჰო, აბა ვისი უნდა იყოს? - გაეცინა დათას. - რამდენი ხანია რაც აქ ცხოვრობ? - ქეთის გარდაცვალების მერე გადმოვედი აქ. - შენ გაარემონტე? - ჰო, რა მოხდა? არ ჯდება შენი მაღალი სტანდარტების გემოვნებაში? - არა, პირიქით... კარგად მოგიწყვია. ბავშვობაში, რომ ვოცნებობთ, ზუსტად ისეთია. - ასეთ სახლზე ოცნებობდი ბავშვობაში? - ჰო, მაგრამ მერე გავიზარდე და თავში ამივარდა. დათამ ყავა დაუსხა. - თავში ავარდნილო, ჩვენ ბაგეტზე გადასმული კარაქი და ჯემი გვიყვარს ხოლმე საუზმედ. შეჭამ? - დილის საუზმეს არ ვჭამ, მადლობ. - არადა ეგ ყველაზე მნიშნელოვანია. - ბებიაჩემივით ლაპარაკობ - გაეცინა ლილიანს. - ბებია გყავს? - მყავდა. მაგარი არისტოკრატი იყო. ოთხმოცი წლისა წითელ ღვინოს წრუპავდა და შანელი თუ არ ეცვა, თავი შიშველი ეგონა. - ბებიაჩემსაც შიშველი ეგონა თავი მატყლის საბანი თუ არ ეხურა. - და მშოლები სად გყავს? - სოფელში. - მეც სოფელში მყავს მშობლები. - ღადაობ? - არა, გაღმა სოფელში არიან - გადაიხარხარა ლილიანმა. - შენი შავი იუმორის დედა ვატირე ყველანაირ სიტუაციას რომ არგებ ხოლმე! - ატირე რამდენიც გინდა. ურჩხულები არ ტირიან! - ვინ უნდა ატიროთ? - შემოვიდა ნიტა. - გაიღვიძე მამა? - არა, სძინავს - დათას დაეჯღანა ლილიანი. - ზოგჯერ მისამართი გერევა და იმათთანაც „სწერვობ“, ვისთანაც არ გაგდის - დაუბღვირა კაცმა. - ისე მაგრად გამდის, რომ ზოგჯერ თავი უძლეველი მგონია. - რა გაგდის? - ჰკითხა ნიტამ. - ფისი უნდა და გასდის - გაეცინა დათას. - მამაშენს ზოგჯერ იუმორის ზეიმი აქვს საკუთარ თავთან და მხოლოდ თვითონ ხარხარებს. ჰო გაგიგონია, ერთი როცა იცინის, ვისაც დასცინის? - ლილიანს დასცინის - ირონიულად გაუღიმა კაცმა. - კიდევ კარგი, თქვენ მართლა არ ქორწინდებით თორემ ამდენ ჩხუბს ყოველ დღე რა გაუძლებდა - ჩაილაპარაკა ნიტამ და სკამზე შემოსკუპდა, კარაქის დანა მოიმარჯვა. - უყურე ამას, რა დიდივით ლაპარაკობს, შენი ხნის, რომ ვიყავი... - შენი ხნის რომ იყო, დიორის პომადას თუ არ მისცემდნენ, სკანდალებს აწყობდა- გააგრძელა დათამ. - დღეს ძალიან მხიარული ხარ არა? ღამის „შორწიკი“ არსად დაგეკარგოს. - ჯერ ფლოსტებიო, ახლა შორტი. - ამოიოხრა. - ნიტა, ისაუზმე და წავიდეთ ხო? - კაი. შენც ისაუზმე - თავისი კარაქიანი პური გაუწოდა ლილიანს. - კარგი - ლილიანმა გამოართვა. სოფიმაც გაიღვიძა ამასობაში და მამამისის 44 ზომა ფლოსტებით გამოვიდა სამზარეულოში. - მააა, გაიღვიძე? - შენ ბიჭო დებილი ხარ? - ჰკითხა ლილიანმა. - ნუ მეგველები, თორემ ცოლად აღარ მოგიყვან! - ღმერთო, რა ბიჭები მეძლევიან და მე ვის ვეძლევი - ამოიოხრა ლილიანმა. - ჯერ არ მოგიცია. ღმერთს ნუ ატყუებ! - იოცნებე - გადაიხარხარა ქალმა - მარტო იმიტო არ მოგცემთ არავის, რომ კაცები არ ხართ ჩემი სილამაზით ტკბობის ღირსი! - მამა, რა უნდა მოგცეს? - ჰკითხა სოფიმ და ლილიანს კალთაში ააბობღდა. - თავისი სისპეტაკე. - სისპეტაკე რა არის? - ახლა ნიტამ იკითხა. - სისპეტაკე არ გამაჩნია - გაეღიმა ლილიანს - მაგრამ ხელფასის მოცემაზე ძალიან დამაფიქრე უკვე. - შენ კი არა, მთავრობა უნდა მაძლევდეს ხელფასს შენი გაძლებისთვის. * * * შუადღე იყო. ლილიანმა ბავშვები, სახლში მიიყვანა. ათასი ტანსაცმლის პარკით ხელში სახეგაბრწყინებულები იყვნენ. - ამდენი რამის ყიდვა არ იყო საჭირო - გაუკვირდა დათას. - ვიცი, მაგრამ მე მინდოდა. - მადლობა გადაუხადეთ დეიდა ლილიანს? - ჰკითხა ბავშვებს. - კიი. - დეიდას ხო? - უკმაყოფილოდ ჩაეცინა ლილიანს. - წავედი და ხვალ ხო იცი, ძალიან დამაჯერებლად უნდა მიჟუჟუნო თვალები. - დღეს სარკეში ვივარჯიშებ. - ნახვამდის დათა. ლილიანი გავიდა. სამაგიეროდ, სადარბაზოში ბედნიერი მოხუცი ამოვიდა და დათას გაბედნიერება მოიულოცა. საღამოს ბავშვები დააწვინა. ორსართულიანი საწოლი იყო და პირველ სართულზე პატარა იწვა, მაღლა კი ნიტა. - მამა, არ შეიძლება, რომ ლილიანი მართლა მოიყვანო ცოლად? - ჰკითხა სოფიმ. - ლამაზია, კარგი სუნი აქვს და გრძელი თმა. - ჰო, სხვა რა სჭირდება ქალს, არა? - გაეცინა დათას. - არა უშავს თუ საჭმელს ვერ გააკეთებს. შენ ხო არ ეჩხუბები მაგის გამო? - რა თქმა უნდა, არ ვეჩხუბები, მაგრამ არამგონია ლილიანმა ჩვენთან ცხოვრება შეძლოს. - რატომ? - სახე მოეღუშა ბავშვს. - იმიტომ, რომ ზოგ ადამიანს სხვებთან შეგუება უჭირს. - მამას იმის თქმა უნდა, რომ ლილიანისთვის ორშვიალიანი კაცი ზედმეტია და თან მისი სახლი ნანახი გაქვს? ეგ ჩვენთან არ გადმოვა საცხოვრებლად - დაამატა ნიტამ. - ამის თქმას ნამდვილად არ ვაპირებდი. - მაგრამ ხომ ასეა? - არ ვიცი. დათა ახლა მეორე სართულის საწოლზე ავიდა. - იცი რაა? ლილიანი ადრე ძალიან ძალიან არ მომწონდა. ახლა უბრალოდ ვთვლი, რომ შენი სტილის არ არის. სულ ესაა - გამოაცხადა ნიტამ. - მაშინ ხელების მოძრაობით და მიმიკებით რატო ბაძავ? - გამოიჭირა მამამისმა. - იმიტომ, რომ ლამაზია და ალბათ ყველა ქალს უნდა მისნაირად ყოფნა. - ნიტა, ასეთ ლაპარაკს როდის დაეჩვიე? - როგორ ლაპარაკს? - ბრძნულს - გაეცინა დათას. - შენგან ვისწავლე - ლამაზი, ცისფერი თვალები მიაპყრო მამას - ჩემთან დაიძინებ? - დავიძინებ - პატარა საწოლზე ძლივს მოთავსდა და ბავშვს ხელი გადახვია. ამასობაში სოფიც ამოცოცდა, მამამისს მკერდზე დააწვა. * * * - ტანსაცმელს მოგიტან და ეგ ჩაიცვი - ვერ ისვენებდა ლილიანი. - ლილიან, მზრუვნელობამოკლებული ბავშვი კი არ ვარ, მეც მაქვს ნორმალური ტანისსამოსი. - მე მაინც წამოვიღებ. ვერ ვენდობი შენს გემოვნებას. - რაც გინდა, ის ქენი. ხუთ წუთში ლილიანი ამოვიდა, ხელში დიდი ფუთა ეჭირა (სავარაუდოდ დათასთვის განკუთვნილი), თუმცა კარში გაშეშდა და კაცს მიაშტერდა. დათაც მიაშტერდა კლასიკურ, შავ კაბაში გამოწყობილ ლილიანს, რომელსაც თმა გაეშალა და ისეთი უბრალო იყო, როგორც არასდროს. - მეგონა, ბრილიანტის ძაფებით ნაქსოვი კაბა გეცმეოდა - გაუკვირდა დათას. - მე კი მეგონა, დაკემსილი შარვალი გეცმეოდა. - ლილიან, ხიდის ქვეშ კი არ ვცხოვრობ. - მზად ხართ? - კი, მზად ვარ, როგორც ხედავ. მოგწონს თუ გამოვიცვალო? - ნუ დიდი არაფერი, მაგრამ გეცვას.... - ანუ თვალისმომჭრელი ვარ - თავდაჯერებულად გაეცინა კაცს. - მოიცადე, ბეჭედი დამრჩა, ჯანდაბა ამის დედაც! - თავში ხელი წაიშინა. - საქორწინო ბეჭედიც გვაქვს? - ჰოო, აბა რითი მთხოვდი ხელს? თოხით? - დამაცადე, რამეს მოვძებნი - თავის ოთახში შევიდა კაცი და სამკაულების ზარდახშა გახსნა. - სოფის პლასტმასის ბეჭედი უნდა გამიკეთო? - დასცინა ლილიანმა, მაგრამ სიცილი სახეზე შეაშრა, როცა დათამ ლამაზი, ყვავილილს ფორმის ბეჭედი მისცა, რომელიც სრულებით არ ჰგავდა სათამაშოს. - აი, ძალიან ძვირფასი არ არის, მაგრამ წავა. - დათა, შენი ცოლის თუა... - არა, რას ამბობ, დედაჩემისაა. - ძალიან ლამაზია - ლილიანი შეეცადა, ისეთი სენტიმენტალური რეაქცია არ ჰქონოდა, როგორც ნამდვილი ხელის თხოვნისას აქვთ ხოლმე ქალებს. * * * ვახშამი ნორმალურად მიდიოდა. ლილიანი და დათა უფროსებისთვის განკუთვნილ სუფრას ესხდნენ, ბავშვები კი სხვების შვილებთან ერთად ცალკე მიირთმევდნენ და თან თამაშობდნენ. - ჭამეს ნეტა რამე? - იკითხა ლილიანმა და ბავშვებს გახედა - ნიტა ძალიან ცოტას ჭამს. - შენ გბაძავს. თუ რამდენიმე კილოს მოიმატებ, იქნებ ბავშვსაც ეშველოს - გაეცინა დათას. - რას ამბობ, მერე მსუქანი გოგო ვიქნები და აღარ მოგეწონები. - არ გრცხვენია?- ლოყაზე აკოცა დათამ. ლილიანს გაეღიმა. უნდოდა, შეუმჩნეველი ყოფილიყო ეს ღიმილი, თუმცა მაინც მოხვდა ყველას თვალში, რომ ოდნავ დაიმორცხვა და ლოყები შეუწითლდა. ხალხი ქალს ისე გაოგნებული უყურებდა, თითქოს მოშინაურებული ეშმაკი ყოფილიყო. - ნანიკოს ძალიან ლამაზი ყვავილების სათბური აქვს, დავათვალიეროდ გინდა? - ჰკითხა დათას, როცა წამოდგნენ სუფრიდან. - დავათვალიეროთ. - ნიტა, ბაღში გამოხვალთ? ლამაზი ყვავილებია - ჰკითხა ლილიანმა. - არა, ბავშვებთან ვითამაშებთ, თქვენ გადით. - კარგი, დაგტოვებთ ცოტა ხნით. უზარმაზარი სათბური იყო სულ სხვადასხვანაირი მცენარეებით, უმეტესობა ყვაოდა და ათასფრად ანთებდა იქაურობას. - რა ლამაზია, ასეთს შენ რატო არ აკეთებ? - ჰკითხა დათამ. - მერე იფიქრებს, მომბაძაო. - მაგის გამო? რა მნიშვნელობა აქვს ვინ რას იფიქრებს? ძალიან ადვილია მცენარეების მოვლა. - საიდან იცი? - დედაჩემი წყალს უსხამს ხოლმე და ეგაა. ქალმა გულიანად გადაიხარხარა. - ჰო, აბა სხვა რა უნდა უნდოდეს. - სიცილი გააგრძელე - უთხრა ღიმილით კაცმა - და ნელ-ნელა ჩემსკენ მოიწიე, ნანიკო გვიყურებს ფანჯრიდან. - რა უნდა მაგ ფსიქოპათს? - თან ბედნიერად იცინოდა - მალე ჩვენს ინტიმურ სურათებს მომთხოვს. ლილიანმა კაცს ჰალსტუხზე მოუსვა ნაზად ხელი და მერე სახეზე მოეფერა. - თვალებში მიყურე - დათამ სახე ახლოს მიუწია, შუბლზე ჩამოშლილი თმა ყურთან გადაუწია. ლილიანი დაიბნა, რადგან ძალიან ესიამოვნა. დათა კქალის ტუჩებს ისე მოულოდნელად დაეწაფა, თვითონაც ვერ შეძლო იმის გაცნობიერება, რომ ლილიანს კოცნიდა. არ ჰგავდა ეს კოცნა ლილიანს, რადგან ზედმეტად ნაზი იყო, ალერსითა და სითბოთი სავსე. ტკბილი, სანუკვარი. ყველაფერი შეიგრძნო ამ ერთი კოცნით: ლილიანის თმა, მისი რბილი ტუჩები, კისერზე შემოხვეული ქალის მკლავები და ის ძალა, რომლითაც კაცს თავისი სხეულისკენ ეზიდებოდა. ლილიანი კაცს დაეხსნა, მაგრამ უკვე გვიანი იყო... უკვე ყველაფერი იგრძნო, რისი შეგრძნებაც ცოცხალ ადამიანს შეეძლო. - ბავშვები დაგვინახავენ და უხერხულია - ჩაილაპარაკა ლოყებაწითლებულმა. - ტიტველი რო დადიოდი სახლში, ეგ არ იყო უხერხული? - წარსული ცოდვები გაახსენა დათამ. - საერთოდ რომ არ გვიყურებს ნანიკო, ეგ არაა უხერხული? - გაცხარდა ლილიანი, როცა უკან მოიხედა და არავინაც დახვდა მოთვალთვალე. - ლილიან! - დაუძახა სოფიმ, რომელიც კიბეზე იდგა და მხოლოდ ყვიროდა, რადგან ზედმეტად გრძელი საფეხურები იყო და ჩასვლის ეშინოდა. - რა იყო? - ჰკითხა ქალმა. პასუხად სოფიმ ხელები გაუშვირა... ამიყვანეს ნიშნავდა ეს ჟესტი. ლილიანმა მისკენ მიირბინა და ხელში აიყვანა. - ქურთუკის გარეშე რატო გამოხვედი? სახლთან შედარებით, ცივა. - თქვენთან მინდოდა. - ჩვენ შევდივართ უკვე, მარტოა ნიტა - თქვა ლილიანმა დათას შეხედა, თან თავის ტუჩებზე შერჩენილი კოცნის კვალი შეუმჩნევლად მოილოკა. - კარგი საღამო იყო, არა? - ჰკითხა ლილიანმა დათას, რომელიც უკან იჯდა და ორივე ბავშვის მძინარე თავი ედო მუხლზე. - კი, ძალიან კარგი. მოფიქრებული გაქვს, როდის უნდა დავშორდეთ და რა მიზეზით? - არ ვიცი. ცოტახანს იფიქრონ, რომ ბედნიერები ვართ. მერე მე დავიბრალებ ჩვენი ურთიერთობის დანგრევას. - რატომ? - იმიტომ, რომ ეს უფრო ლოგიკურია. ყველა მშვენივრად ხვდება, ჩვენ ორს შორის რომელი იქნებოდა დამნაშავე. - იქნებ სხვასთან გიღალატე? ლილიანმა ცოტა დამცინავად გაჰხედა. - კარგი რაა. - ჰო, დამავიწყდა, შენი ღალატის უფლება თვით ღმერთსაც არ აქვს. - რა შუაშია? კარგი, ვითომ მიღალატე და მაგიტომ დავშორდით. - არ მინდა - ახლა აღარ მოეწონა დათას - არ ვარ მოღალატე. - მეც მაგას ვამბობ. - აბა, ვითომ შენ მიღალატე? - არა, აუცილებელი არ არის, ღალატი. უბრალოდ, ვეღარ ამიტანე. - იქნებ კიდე სხვაც მოვიფიქროთ, ცოტა მსუბუქი. - ვნახოთ - ლილიანმა დათა სახლში მიიყვანა. - ხვალ დილიდან მოვალ. ძიძა მიბრუნდება. - მშვენიერია - გაეღიმა ქალს. - ბავშვების გადმოყვანაში დაგეხმარები თვითონ სოფი აიყვანა ფრთხილად ხელში. * * * ისევ შუაღამე... ისევ ტელეფონის ზარი... მთელი კვირის უძნარი დათა თვალებისსრესით წამოდგა და უპასუხა. ნელი იყო. - ქალბატონი ცუდადაა და არ ვიცი, ვისთან დავრეკო. - რა სჭირს? - ეგრევე შარვლის ჩაცმა დაიწყო. - ბარშია, მთვრალია და არაადეკვატურია. რამდენიმე ინტერნეტ გაზეთმა გამოაქვეყნა მისი ფოტო. - რომელ ბარშია? - ეიფორიაში. - მივდივარ! - ნორმალურად ვერც კი გაარჩია, რას იცმევდა. - მამა, რა ხდება? - გამოვიდა ნიტა. - მა, გეხვეწები, დაიძინე კარგი? ცოტა ხნით უნდა გავიდე. - ლილიანმა დარეკა? - არა. ნელიმ დარეკა. ლილიანი ცუდადაა და უნდა მივიდე. - რა სჭირს? - თვალები გაუფართოვდა ბავშვს. - ისეთი არაფერი. არ ინერვიულო. გთხოვ, ხომ იცი, რა არ უნდა ქნა? - გაზს არ მივეკარო და სოფი დანებთან არ მივუშვა. აივნის კარსაც ჩავკეტავ. - ჩემი ჭკვიანი გოგო ხარ. მოკლედ, გარედან ჩაგკეტავ, კარგი? - კარგი. დათამ ნიტას აკოცა და ლილიანთან გაიქცა... გზაში რამდენჯერმე დაურეკა, ლილიანი არ პასუხობდა. ბარში გულგახეთქილი შევარდა. - ლილიან! - ბართან წამომჯდარი, სახეარეული ლამაზმანი რომ დაინახა, ეგრევე მისკენ გაიქცა. - მოვიდა ჩემი საქმრო - ირონიულად გაეცინა ქალს - ჩემს დათისაც დაუსხი! - უბრძანა ბარმენს. - არ მინდა, აღარც შენ გინდა - ხელიდან გამოაცალა ქალს ჭიქა. - რამდენს ბედავ? - გაცოფდა ლილიანი. - რამდენსაც მინდა, იმდენს გავბედავ! - ჰო და მომწყდი თავიდან! დათხოვილი ხარ! - ლილიან წავედით - ქალს მაგრად ჩაეჭიდა. - არსადაც არ წამოვალ! უნდა მოვკვდე, უნდა დავიშალო ღვიძლი. - ჯაჯგური დაუწყო. - მაგასაც ვნახავ, ვინც არ წამოვა! - კაცი დაიხარა, ფეხებში წაავლო ხელი და კისერზე გადაიკიდა. ლილიანი შოკირებული და თან შეურაცხყოფილი იყო. - გამიშვი დამპალო! - ნუ შეჰყარე მთელი ქვეყნის ჟურნალისტები. - გამიშვი-თქო! - ზურგზე ჩქმეტდა, მერე კბენდა საწყალ დათას. კაცმა მანქანაში შეაგდო და თვითონაც გვერდზე მიუჯდა. - ახლა როგორ აპირებ საჭესთან გადაჯდომას ისე რომ არ გაგექცე? - ჰკითხა ლილიანმა ეშმაკურად. - ძალიან მარტივად - წინ გადაიხარა, ოთხივე კარი მძღოლის მხრიდან ჩაკეტა და მერე უკანა სავარძლიდან გადაბობღდა. - ნაძირალა! - დაიყვირა ლილიანმა. - ვერ ვხვდები, ამას რატომ აკეთებ. - იმიტომ, რომ ლოთი ვარ - გამოაცხადა ქალმა ცერემონიულად. - ვისკის დაყნოსვისასაც კი იჯღანები ლილიან. ლოთი არ ხარ, უბრალოდ გინდა, რომ ყველას არასწორი წარმოდგენა ჰქონდეს შენზე. - ყველა მეზიზღება! - ნუ გეშინია, ყველასაც ეზიზღები. - ცუდად ვარ დათა - თვალებს ძლივს ახელდა ქალი. - ორ წუთში მივალთ სახლში და გულს აგარევინებ. - შენ მართლა ჩემი საქმრო ხომ არ გგონია თავი? ან მამაჩემი? - ისეთი ორი უკიდურესობა მკითხე, რომ არ ვიცი, რა გიპასუხო. იცი რა სკანდალები ატყდება შენი დღევანდელი სისულელის გამო? - სკანდალების არ მეშინია. გვკიდია მე და კაველოს ეგეთი რამეები - თქვა ლილიანმა სიცილით. - დიზაინერზე ამბობ? - ერთადერთზე, ვინც მიყვარს - ამაყად შეხედა კაცს და მის რეაქციას დააკვირდა. - შენ რაა, ვინმე გიყვარს? - დიახაც! - მერე ის რატო არ არის შენი საქმრო? - იკითხა გუნებაგაფუჭებულმა დათამ. - იმიტომ, რომ მკვდარია, იდიოტო! - მაპატიე, დამავიწყდა. - იეჭიანე? - არა. - აბა დედა დაიფიცე? - არ დავიფიცებ! - უყურე ამას - გადაბჟირდა ლილიანი. მერე ზურგზე მოისვა უკმაყოფილოდ ხელი - ფუ ამის, როგორ მიჭერს. - რა გიჭერს? - ჰკითხა დათამ და პასუხს აღარ დალოდებია, რადგან ლილიანმა ლიფი პირდაპირ საქარე მინას გაარტყა - გასაგებია. გინდა, რომ სტრიპტიზი მიცეკვო. - ისედაც ბლომად ნახე ჩემი სხეული. ცეკვაც მოგინდა? - ჩემი ბრალია, რომ ვნახე? - ჩემი ბრალია, რომ ვნახე? - როგორც სჩვეოდა, ისე გააჯავრა კაცი. - მოვედით. გადმოგიყვანო თუ გადმოხვალ? - გგონია, შენი დახმარება მჭირდება? - ფეხი გადმოდგა თუ არა, ეგრევე მიწაზე მოადინა ზღართანი. დათამ წამოაყენა. - რატომ დათვერი? - იმიტომ, რომ დანა ამეღო და ყველა დამეჭრა... უფრო სწორედ, დანა არ ამეღო და ყველა არ დამეჭრა. სიფხიზლეში უფრო აგრესიული ვარ. სიმთვრალე კი აზროვნების უნარს მაცლის და ჩემი პათოლოგი, მკვლელი მეორე ნახევარი, იძინებს. - ვინ უნდა დაგეჭრა ლილიან? - სტატიის ავტორები - წამით შეჩერდა - ვაიმე - პირზე ხელი აიფარა. - გული გერევა? ლილიანმა თავი დაუქნია და ტუალეტში გავარდა. - ნელი, მინერალური წყალი გვაქ? - ჰკითხა დათამ. - კიი. - გამოუტანე და გაზი გაუყვანე. - კარგი. - ლილიან, როგორ ხარ? - კარზე მიუკაკუნა დათამ. საპასუხოდ მხოლოდ გულის რევის ხმა გამოდიოდა. კაცმა კარი შეაღო, უნიტაზში გადაკიდებულ ლილიანს თმა დაუჭირა. - ნუ მიყურებ! - ძლივს ამოთქვა. - კაი რაა. მიდი შენ, მე ნუ მომაქცევ ყურადღებას. - ცუდად ვარ - ამოიკვნესა ლილიანმა. - აირიე კიდევ და მოგეშვება. - მეტი აღარ შემიძლია - უნიტაზი ჩარეცხა და ონკანი მოუშვა, ცოტა თავი მოიწესრიგა. - ასეთ მდგომარეობაში, არც ერთ მეგობარს არ ვუნახივარ. - გამოუტყდა დათას. - მე მეგობარი ვარ? - რა ვიცი. ცუდად ვარ. - აი ეს დალიე და მერე დაიძნე - ცივი მინერალური წყალი მისცა ჭიქით. - არ მინდა! - მაშინ არ დაიძინო და იჯექი აქ - სავარძელზე დასვა. ისე ამღვრეულად და უაზროდ იყურებოდა, ადვილი მისახვედრი იყო, რომ ჯერ კიდევ აწამებდა ალკოჰოლი. - ლოთი არ ვარ, უბრალოდ ნერვები მომეშალა და თუ უგუნოდ, უაზროდ არ დავთვრებოდი, შეიძლებოდა ვინმე მომეკლა იმ სტატიის წაკითხვის მერე. - რა სტატია იყო ასეთი? - ნელი, ჟურნალი მოიტანე! - დაუძახა დიასახლისს. - ახლავე - ორ წამში მოურბენინა ქალმა. - შეხედე, პირველივე გვერდიდან იწყება. - მიაჩეჩა დათას. გარეკანზე ლილიანის და ვიღაც კაცის სურათი იყო. - „კაველო ნიჭიერი დიზაინერი არ ყოფილა, ის ნიჭიერი მენეჯერი იყო და ყოველთვის ძალიან იოლად გამოსდიოდა თავისი შექმნილი ნაგვით საზღვრების გარღვევა ისე, რომ წლების განმავლობაში, ყველაზე გაყიდვადი დიზაინერების ხუთელში, პირველი ადგილი ეკავა. კაველოს საყვარელმა მოდელმა და მისმა ერთგულმა მეგობარმა ლილიან დადვანმა მაღალი მოდის საფეხურებიდან ყველაზე სკანდალურ ცხოვრებაში გადაინაცვა. რატომ გამოემშვიდობა ლილიანი სამოდელო კარიერას, ჯერ კიდევ უცნობი რჩება, თუმცა სანდო წყაროებზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მისმა სხეულმა დეფორმაცია განიცადა (შესაძლოა დაკოჭლდა კიდეც, თუმცა მშვენივრად მალავს ამ ფაქტს სიარულისას). სტრესის ფონზე, მოდელის პარამეტრებს ვეღარ ერგება და შესაბამისად, დიზაინერების სეზონური კოლექციის წარდგენებზეც მხოლოდ საპატიო სტუმრის სტატუსით სარგებლობს“. დათამ კითხვა დაასრულა და ლილიანს შეხედა. - იდიოტი - ცრემლი მოადგა ქალს. - ჩვენ ორივემ კარგად ვიცით, რომ იდეალური სხეული გაქვს, ვიღაც *ვერებზე ნერვიულობ? - ჩემ გამო არ ვნერვიულობ! მაგ ჟურნალისტს დემეტრი ჰქვია და ხვალ ერთ-ერთ ივენთზე ვარ დაპატიჟებული, სადაც იქნება. წასვლას არ ვაპირებდი, თუმცა მივდივარ. დაე ნახოს ის ერთადერთი, ვისაც ნაომიზე უკეთესი „cat walk” აქვს. - ოკ - გაეცინა დათას. - არ გჯერა? - მჯერა. - დამხატავ? - ახლა? - ჰო, რა მოხდა? მიშველა გულისრევამ, თან შენი მოლბერტი ჩემს ოთახშია. - კაი, ადი და ამოვალ. * * * შუაღამე იყო, ლილიანი კი იჯდა შიშველი... ღამესა და წითელ პერანგს შორის გამომწყვდეულიყო ქალის სხეული, რომელსაც მამაკაცის სულის სადავეები მიესაკუთრებინა და მარიონეტივით ათამაშებდა მის თითოეულ ამოსუნთქვას. - ლარაპაკი შემიძლია? - ჰკითხა დათას. - კი. - შენს ცოლზე არასდროს მოგიყოლია. - რატომ უნდა მომეყოლა? - არ ვიცი... შეიძლება, გკითხო? - მკითხე. - მშობიარობას გადაჰყვა? - ჰოო. ეგ ისედაც იცოდი. - გიყვარდა? - რა თქმა უნდა. - ისევ გიყვარს? - ჰკითხა მოულოდნელად. დათა ცოტახანს გაშეშდა. - მაგას რატომ მეკითხები? - არ ვიცი - წამოდგა ლილიანი და ნელ-ნელა მიუახლოვდა კაცს. - შეიძლება იმიტომ, რომ არ მინდა, ვინმე გიყვარდეს. - შენც ხომ გიყვარს ვიღაც? - მხოლოდ საკუთარი თავი - ცალი ტუჩის კუთხით გაიცინა ლილიანმა. - ეგრეც ვეჭვობდი. - მიპასუხე, ისევ გიყვარს? ქალმა კაცის ხელი თავისაში მოიქცია, მერე ნელ-ნელა ამოატარა თავის სხეულს და ტუჩებთან მიიტანა. - არ ვიცი... არ მინდა ამაზე ლაპარაკი - დათას მთელ ტანში ისეთმა ჟრუანტელმა დაუარა და ისე გავარვარდა, ეგონა ცეცხლი ეკიდებოდა. ლილიანმა ნაზად დაუკონა ხელი. საოცრად რბილი და სასიამოვნო იყო მისი ტუჩები. გაოგნებული კაცი ნეტარებით უყურებდა ქალს, რომელიც არასდროს ყოფილა ასეთი ნაზი და სპეტაკი. თუმცა, ამ სინაზეშიც იყო რაღაც ეშმაკური, ოდნავ ლილიანისეული, ირონიით გაჯერებული. წითელი პერანგი ქალის ფეხებთან ჩაცურდა. დათა ფეხზე არ წამომდგარა, პირდაპირ მის მუცელს შეახო ბაგეები და ნაზად აკოცა. საოცარი სურნელი ჰქონდა მის კანს. დათასთვის, ყველაზე საშინელი და ამავე დროს, ყველაზე მშვენიერი არსება იყო. ისევ აკოცა, ამჯერად უფრო დაბლა ჩააცურა ტუჩები. ლილიანმა ამოიკვნესა. დათა ქალის ვა*ინაში ღრმად შეიჭრა და ისე ვნებიანად ატრიალებდა ენას, თითქოს ფრანგულ კოცნას უძღვნისო. ქალი გასაოცარმა სიამოვნებამ მოიცვა. მთელ სხეულში ნეტარების პატარა მწერები დაცოცავდნენ, ჰკბენდნენ, ფეხებს მაგრად აჭერდნენ და ეს სიგიჟემდე სასიამოვნო იყო. დათას ტუჩებმა ისევ მუცელზე გადმონაცვლეს, შემდეგ მკერდზე, ძუ*უებზე, ყელში, ტუჩებზე...... - მთვრალი ხარ და ხვალ ორივე ვინანებთ - გამოუცხადა კაცმა. - შენ ამას არასდროს ინანებდი - კაცის სახე ხელებში მოიქცია ლილიანმა. - მთვრალი რომ ვიყო, თავს უფრო შევიკავდებდი. ახლა კი მეტი აღარ შემიძლია. - მე კი უკვე ვნანობ, რადგან ყველა ქალის კანს, რომელთანაც ოდესმე დავწვები, შენსას შევადარებ და საოცრად გულდაწყვეტილი დავრჩები, რადგან მსგავს სურნელს ვეღარასდროს შევიგრძნობ. ამიტომ, ნუ შემაყვარებ თავს. ორივემ ვიცით, ვინც დარჩება გულნატკენი. - სისულელეს ამბობ, სხვა ქალთან აღარ დაწვები! - გაეცინა კაცის ტუჩებისკენ ჩამოიხარა - ორივეს ძალიან გვინდა... თან ზედმეტად გეტყობა, რომ გინდა - ნელა შეუცურა შარვალში ხელი და მის ასოს მოეფერა. დათას სუნთქვა გაუხშირდა. საფეთქელთან ურტყამდა გულისცემა. ქალი ვნებიანად ჰკოცნიდა, მხოლოდ მისი ნაზი, არომატული ენაც კი საოცრად გამომწვევი იყო. დათა წამოდგა, ქალის წვრილ წელს ხელები შემოხვია და მაისურის გახდა დააპირა.. - არა! - შეაჩერა ლილიანმა. - მე გაგხდი... შენ მხოლოდ შეუჩერებლად მომეფერე. კაცი ქალის მხრებს დააცხრა. ნიკაპზე სველი კვალი დაუტოვა და ყურთან ნაზად დაუწყო კოცნა. ლილიანი კვნესოდა, მამაკაცს აშიშვლელბდა და მკლავის კუნთებს ვნებიანად უწუწნიდა. ნაზი შეხება აღარ ჰყოფნიდათ. გამძვინვარებული დააცხრნენ ერთმანეთს ტუჩებში. - დიდი ხანია სექსი არ მქონია - თქვა ქალმა და კაცს მკერდი დაუკოცნა. დათას ხელი ჰკრა, საწოლზე დააგდო და ზურგით დააჯდა სხეულზე. მისი ასო ნელა შეიცურა სხეულში. - რაღაც არ გეტყობა - აღმოხდა სიამოვნებისგან კაცს, რომელსაც ამ სიტუაციაში ლილიანის სრული წინა სხეულის დანახვა ერჩივნა, მაგრამ იმასაც დასჯერდა, რაც სამყარომ მისთვის გაიმეტა. ლილიანი ნელა, სასიამოვნოდ მოძრაობდა. კაცს მისი ზურგის ცქერაც კი საოცარ სიამოვნებას ანიჭებდა. სიამოვნებას ანიჭებდა მის მშვენიერ საჯდომთან შეხება. ქალის მკერდს მკლავები მოჰხვია და მკერდზე ზურგოთ გადმოიწვინა. ლილიანი ხმამაღლა კვნესოდა, კაცს ხელებს უკოცნიდა, მის მტევნებს საკუთარ ძუ*უებზე ნაზად დაატარებდა. კაცმა ქალის ყელი, ზურგი, სახე თავისი ტუჩებით მოიარა. - ღმერთო - წამოიკივლა ლილიანმა. კაცის ასოს ძალიან მაგრად მიაბჯინა თავისი სხეული და წრიული მოძრაობით წარმართა ტანი. ორივეს სიამოვნების კვნესა აღმოხდა. რამდენიმე წამით მათი ხმა ერთმანეთს შეერწყა ისე, გეგონება ერთი ადამიანი ყოფილიყო. ერთი გახდა მათი სხეულიც, მათი სუნთქვაც, მათი ხელებიც. გათოშილი სულების ნავსაყუდელს ჰგავდა ის სითბო, რომელიც ერთმანეთს აჩუქეს. ნელა მიეყუდა სიამოვნებისგან დაღლილი ლილიანი კაცის მკლავებს. დათას შემოხვეული მკლავები არ დაუხსნია ქალის მკერდისგან. საწოლზე დაემხნენ. იგივე განმეორდა სულ ცოტახანშიც. * * * ჩაძინებული დათა შემაწუხებელმა შუქმა გააღვიძა. ხელი ძლივს მიაწვდინა კედელთან და ჩააქრო... ლილიანს სრულ სიბნელეში გამოეღვიძა. ისევ წყვდიადი იყო, ისევ არსაიდან არ მოდიოდა სინათლი, მაგრამ არ შეშინებია. მამაკაცის მკლავებში ჩაფლულმა, ზუსტად იცოდა, რომ დაცული იყო. დილით დათას საათი აინტერესებდა, მაგრამ ტელეფონი ორივეს პირველ სართულზე ჰქონდათ მიგდებული. - ნუ ირხევი, თორემ ვკვდები - თქვა ლილიანმა ბურდღუნით. დათას გაეღიმა, ქალის თმებში ცხვირი შემალა და ხარბად დაეწაფა მის სურნელს. - შენც იგივეს გრძნობდი? - ჰკითხა ქალმა. - რას გულისხმობ? - იმას, რომ მთელი ღამე შენი ასო არ გამოგიღია და რაც ძილში ვიგრძენი, ხუთჯერ მაინც გავათავე. რაც არ ვიგრძენი, ალბათ ას ორმოცჯერ - თქვა ლილიანმა მოურიდებლად. - ჯანდაბა, პრეზერვატივი - გიჟივით წამოხტა დათა. ლილიანმა გადაიხარხარა. - ახლა, რომ წამოხტი, რამეს უშველი? - ღმერთო - სახეზე ხელი შემოირტყა კაცმა. - დამშვიდდი, ყველაფერი კარგადაა. - გინდა ბავშვი? - კი, ვგიჟდები ისე მინდა. ალბათ შეატყობდი, რომ დედობა ჩემი მოწოდებაა. - ლილიან, გეყოს ამდენი ხუმრობა! - არ გამიჩნდება, დამშვიდდი. - რატომ? - არა, უშვილო ვარ - ისე თქვა, თითქოს არაფერი ყოფილიყო და სიგარეტს ნეტარებით გაუკიდა. - რაა? - გულზე მოხვდა კაცს. - ჰო, რა მოხდა? ზოგ ქალს რომ შვილი არ უჩნება, ახლა გაიგე? - რატომ ლილიან? - ძველი ამბებია, დაიკიდე - თვალი ჩაუკრა ქალმა, საწოლიდან წამოდგა და სარკეში ჩაიხედა. - არ ვილაპარაკოთ მაგ თემაზე? - რაა? - გაეცინა ლილიანს - შენს ცოლზე არ მელაპარაკები და მე ჩემს საკვერცხეებზე გელაპარაკო? - რა მოხდა? გუშინ მშვენივრად დავახლოვდით მე და შენი საკვერხეები. - მისმინე დათა - დასერიოზულდა ლილიანი - არაფერი სერიოზული არ მომხდარა. უბრალოდ, აღარც ერთს აღარ გვახსოვდა საპირისპირო სქესის ალერსი და მშვენივრად გავერთეთ. - ფილმებშიც ასეა - თავი გააქნია კაცმა. - რა არის ასე? - დილით ქალი ამბობს, რომ სერიოზული არაფერი მომხდარა, უბრალოდ გავერთეთო. თან ძირითადად, ქალები ამბობთ ხოლმე. ასეთი სასიამოვნოა მაგის წარმოთქმა? - რა ვიცი, სცადე თუ გინდა. - იცი ლილიან, გუშინ მშვენიერი იყო, ხანგრძლივი ორგაზმი გქვონდა მინიმუმ ექსვჯერ, თუმცა ეს არაფერს ნიშნავდა. მერე რა, რომ მხეცებივით მივვარდით ერთმანეთს და ისეთი იშვიათი სიამოვნება განვიცადეთ, რასაც მხოლოდ, ათასში ერთხელ, ბედნიერი წყვილები განიცდიან. - ძაან გაასენტიმენტალურე - გაეცინა ლილიანს. - მართლა? ანუ არ მოგეწონა და გადავაჭარბე, რაც ვთქვი? - არ გადაგიჭარბებია, თუმცა.... რომელი საათია? - არ ვიცი. ლილიანმა საათს დახედა და თვალები გაუფართოვდა. - ოთხი საათია დათა! - რააა? რამდენი ხანი გვეძინა? - დიდი ხანი. ჩაიცვი, ჩქარა ჩაიცვი, წავედით. ექვსზე დაიწყება და ყველა ნაღები, ბანძი და გამოლაყებული ადამიანი, იქ იქნება, რომელთაც ვეზიზღები. - კაი, რა ჩავიცვა? ლილიანმა თავისი გარდერობიდან წინასწარშერჩეული ტანსაცმელი გამოიღო კაცისთვის და დათას მისცა. * * * რაღაც დახურული ივენთი იყო. შესასვლელთან ბევრი ადამიანი ირეოდა და დიდად არ მიუწევდა გული დათას. - შენც ყურადღების ცენტრში იქნები, როგორც ჩემი საქმრო - წინასწარ შეამზადა ლილიანმა. - კარგი - ღრმად ჩაისუნთქა კაცმა. - შენი პიჯაკი მომეცი! - რად გინდა? ლილიანმა უეცრად კაბა გაიხადა, ჩულქებიც ზედ მიაყოლა და ლიფიც. - რას აკეთებ? - გაგიჟდა დათა - პიჯაკი გაიხადა და შემოაცვა. ლილიანმა მხოლოდ ერთი ღილი შეიკრა. მანქანიდან გადმოვიდა და დატრიალდა. - როგორია? - ჰკითხა კაცს სიცილით. - თმა გაიშალე. ლილიანმა დაუჯერა. - თითქმის შიშველი ხარ - ამოიბლუყუნა დაბნეულმა კაცმა - მაგრამ მსგავსი არაფერი მინახავს. - წუხელის მნახე - გამომწვევად გაუცინა კაცს. - შევიდეთ და ვანახოთ იმ *ლე დემეტრის თუ დემურის, რომ ყველაზე მშვენიერი ხარ! * * * - სიგარეტი მომეცი - სთხოვა ლილიანმა. - აჰა, მაგრამ მემგონი, არ ღირს. - როგორ არ ღირს - ბედნიერი სახით გაუკიდა ლილიანმა. - დემეტრეს სიფათზე უნდა მივაწვა. თან, იცი რა არის ქალში ყველაზე მიმზიდველი? - არა, არ ვიცი. - ნაფასი არ უნდა დაარტყა. პირში უნდა ატრიალო ბოლი და საშინლად მაცდური შესახედია ქალის ლამაზ ბაგეებს შორის მოქცეული კვალმლი. - კი, კარგად გამოგდის. - წამოდი, შევიდეთ. ეცადე, ხელი ძირითადად წელზე შემომხვიო. - ძალიან გამიჭირდება. - რატო? - წელიდან საჯდომზე გამექცევა. - ოჰ - ჩაეცინა ლილიანს და მზერა სხვაგან მიაპყრო, რომ ძალიან კმაყოფილი სახე არ შეემჩნია დათას. - ასეთი საძაგელი ხარ, მაგრამ მაინც გაქვს ქალური გამონათებები. - მაინც როგორი გამონათებები? - წითლდები ხოლმე, მორცხვობ და მეპრანჭები. - ახლოს მივიდა კაცი. - ჰოო? - ცალი წარბი მაღლა აქაჩა. - ჰო და საოცრად გიხდება - ქვედა ტუჩი თავისი ბაგეებით მოუსინჯა, შემდეგ კი ვნებიანად აკოცა დათამ. - ესეც მიხდება? - ჰკითხა ლილიანმა და ზედა ტუჩზე უკბინა. - ქაჯი ხარ - გაეცინა დათას. შესასვლელთან ჟურნალისტები ირეოდნენ, ლილიანს ძალიან სციოდა, მაგრამ თავისი ღირსების დაცვის სურვილი ჰკლავდა და სხეულის თბილად ჩამალვას ისევ სიშიშვლე ერჩივნა. - ესაა თქვენი საქმრო? - რას ფიქრობს თქვენს ჩაცმულობაზე? - რა კომენტარს გააკეთებდა თქვენს გუშნდელ ინციდენტზე? დათა გაოგნებული უყურებდა მწერებივით შესეულ ჟურნალისტებს. - შეეჩვევი - გაეცინა ლილიანს და ამდენი ხალხი დათასთან ერთად ისე გააპო, როგორც დახელოვნებულმა. ყველა ლილიანს უყურებდა. დათას არ უკვირდა, თავადაც ვერ აშორებდა მზერას. ლურჯ განათებას ალაგ-ალაგ სხვადასხვაფერი დაჰკრავდა და ცოტა სასაცილო სანახავი იყო მუსიკის ფონზე როგორ უცნაურად ირხეოდა ხალხი. - ასე ცეკვავენ? - ჰკითხა დათამ. - ჰო, რა იყო? კლუბური ცეკვა არ იცი? - არა. - რა წესიერი ბიჭი ხარ - გადაიხარხარა ლილიანმა. - არ დადიხარ ხოლმე ასეთ ადგილებში? - ვერა - თითით ტუჩი მოისინჯა, ოდნავ სისხლი მოსდიოდა. - დაგასისხლიანე? - კი. - მომეცი. - რა მოგცე? - ტუჩი. - ლილიანმა დამახასიათებელი სიეშმაკით კაცს კისერზე მოჰხვია ხელები. ნელა, ძალიან გამომწვევად ააყოლა სხეული სიმღერის რითმს. დათას ტუჩებში აკოცა - ვნებიანად და უხეშად. - ლილიან, ასე სხვა რამეც მომინდება - ქალის ალერსში ჩაფლულმა აზროვნების უნარი დაკარგა. - მერე რა პრობლემაა. აქაურ ტუალეტებში რას ჟ*მაობენ რომ ნახო, გაგიჟდები. - ახლა ტუალეტში რომც მომინდეს, ვეღარ შევალ. - ჩემი დათუნია ვინ არის? - ზედმეტად ხმამაღლა ჰკითხა და ლოყებზე ისე მოუჭირა ხელები, დათას ბავშვობაში რომ ბაბუამისი აწვალებდა ხოლმე, ეგ გაახსენდა. - ჟურნალისტები გვიყურებენ თუ ვიღაც სხვები? - ჰკითხა უგუნებოდ. აბა, სხვა შემთხვევაში, ლილიანს ასეთი სითბო არასდროს გამოუმჟღავნებია. - ყველანი ერთად. ალბათ, ნასას საიტზეც აგვტვირთავენ. - მემგონი, საკუთარ თავზე ცოტა გადაჭარბებული წარმოდგენა გაქვს. - არც ისე... უბრალოდ ზუსტად ვიცი, რომ ქალღმერთი ვარ. - კი, ნამდვილად. გორგონა მედუზა თუ რა ჰქვია იმას, გველები რომ ჰყავს თავზე თმის მაგივრად? - დამცინი? - ჰოო. - ლილიან, რა გაცვია? პირდაპირ საწოლიდან მოხვედით? - მოვარდა ნანიკო კისკისით. - ჰო, თითქმის - დაემოწმა დათა. - ყველა შენს საცოლეს მისჩერებია. - უყურონ. - ტრუსი მაინც გაცვია? - ჰკითხა ნანიკომ. - მემგონი. - უპასუხა ლილიანმა და დემეტრისკენ გაიხედა, რომელიც თვალს არ აშორებდა ქალს. - საყვარელო, ორი წუთით გავალ, კარგი? - ისაა დემეტრი? მეც წამოვალ! - არა, დამშვიდდი, მას მხოლოდ ენის სიგრძე გააჩნია. - დათას ტუჩებზე მსუბუქად აკოცა და დემეტრისთან ნელა მივიდა. მის გვერდით, კედელს მიეყუდა გულხელდაკრეფილი. - კაველოს ფისო - ცალი ყბთ გაუცინა დემეტრიმ. - კაველო ცოცხალი რომ იყოს, ერთს მაგრად მოგდებდა ყბაში. - კაველოს მხოლოდ ტრ*კის მიცემა შეეძლო ყველა კაცისთვის, ვინც გაუღიმებდა. - ჯერ ისევ იმაზე ხარ დაბოღმილი, რომ მხოლოდ შენ არ გაძლევდა? - ირონიულად გაუცინა ლილიანმა. დემეტრიმ ქალი აათვალ-ჩაათვალიერა. - ბარემ ძუ*უსთავებზე მიგეკრა ბამბები და ისე მოსულიყავი, თან ძალიან მოგინდომბია ჩემთვის იმის დამტკიცება, რომ იდეალური ხარ. - ეგ ისედაც ყველამ იცის ძიმკა, შენ თუ ბოღმისგან გაბერილი ხარ და არ მაღიარებ, ეგ უფრო მამხიარულებს. - მე ვიბოღმერბი? - ჰოო შენ! არადა, შენს დას ვუთხარი თანამშრომბლობაზე უარი და მთელმა ოჯახმა ამითვალწუნეთ. - ყოველთვის უცნაურ არჩევანს აკეთებდი. ჯერ კაველო არჩიე ჩემს დას, ახლა კი... - დემეტრიმ დათას გახედა - შენს ტანს დავეხსნები, უფრო საინტერესო სასტატიო თემა ვიპოვნე. - არც იფიქრო! - ხმა საოცრად გაუმკაცრდა ქალს. - რატომ არა? ჯერ მხოლოდ იაფასიანი ალკოჰოლური სასმლის შეკვეთაზე შეატყობ, რომ... სად იპოვნე? მარტოხელა მამათა სახლიდან აიყვანე? - შენნაირი რეიტინგის მონასთვისაც კი ძალიან მდაბიო საქციელია ის, რასაც ამბობ! წონასწორობას კარგავდა ლილიანი. - ყველას ძალიან მოსწონს... ხალხი შტერია - იცინოდა დემეტრი - ფიქრის უნარი არ აქვთ. როგორ შეიძლება საფრანგეთიდან ახალი ჩამოსული იყოს კაცი, რომელსაც არასდროს დაუტოვებია ქვეყნის ტერიტორია? ან თუნდაც, მაღალანაზღაურებადი მხატვრის თაობაზე, უცნაურია, რომ შვილები საჯარო სკოლა-ბაღებში დაჰყავს.... * * * - ნუთუ მართლა ლილიანის ფარული ვნება ხარ? - დათას ვიღაც კაცის მოულოდნელი კითხვა შემოესმა. მისკენ შეტრიალდა. ვიღაცა ბიჭი დაბლიდან მაღლა მომართული მზერით უყურებდა. ცოტა არ იყოს, ჰალსტუხში გამოწყობილ ძველ ბიჭს ჰგავდა. დათას ამის გაფიქრებაზე გაუცნობიერებლად გაეცინა. - ფარული ვნება? რა იყო, სერიალებს უყურებ? - შენნაირი ლილიანს ასი ჰყოლია და ყველა ცუდად დამთავრდა - გამოუცხადა ბიჭმა. - რა გქვია შენ? - დათა შეეცადა, კვლავ არ გასცინებოდა, რადგან, ზოგადად, არაა კარგი ტონი უცხო ადამიანის დაცინვა. - გიგი - უპასუხა თანხმოვნებზე გამახვილებული ტონით. - გიგი, როგორც ვატყობ, შენ ერთ-ერთი ხარ იმ ასიდან, რომელიც ცუდად დამთავრდა. - დათა ცდილობდა, რომ მამაშვილური ირონიული ხმა ზედმეტ სარკაზმში არ გადასვლოდა. - ხუმრობის ხასიათზე ხარ? - ჰკითხა ბიჭმა დაძაბულად. დათას პასუხის გაცემა სურდა, მაგრამ უეცრად მისკენ მომავალი კი არა, მისკენ მორბენალი ლილიანი დაინახა. - გავიქეცით - დასტაცა ქალმა ხელი და კარისკენ დაექაჩა. დათამ არ იცოდა, რა ექნა, ამიტომ ისიც სირბილით გაჰყვა. - რატომ მივრბივართ? - ჰკითხა, როცა გარეთ გამოცვივდნენ და შეუჩერებლად გააგრძელეს სირბილი მანქანამდე. - ჩაჯექი სწრაფად, ვახვევთ, სანამ დემეტრის დაცვა გამომეკიდა. - რა ჩაიდინე? - ჩაჯექი მეთქი! - თითქმის იკივლა ლილიანმა - თორემ შენ უმუშევარი დარჩები, მე კი ბორკილებს დამადებენ. - კარგი - მანქანა სწრაფად დაქოქა კაცმა. - ღმერთო, ვარჯიში უნდა გავაგრძელო, თორე სიგარეტი ბოლოს მომიღებს - ქოშინებდა ლილიანი. - არ მეტყვი, რა მოხდა? - თქმა რა საჭიროა? ტელევიზორში ნახავ. სიურპრიზიიიი - აღმოხდა ქალს სიცილით და ისევ ქოშინით. - ლილიან! - კარგი რაა. ჩემთან ავიდეთ, პოპკორნი ვიყიდოთ და ჩავუჯდეთ ახალ ამბებს. - ბავშვები მყავს ძიძასთან დატოვებული და ბოლოს ორივე გუშინ ვნახე. - კარგი ჰოო - თვალები გადაატრიალა ქალმა უგუნებოდ. - ჩვენთან ამოდი. - თქვენთან რა მინდა? - შენს გერს დავალებას შეუმოწმებ, მეორეს დააძინებ და მე დავისვენებ. - მადლობ, სახლში უკეთ გავერთობი, იყოს. - დაიჯღანა ქალი. - კაი, სახლში მიგიყვან. - მოიცა, ჯერ დამპატიჟე, მერე გადამპატიჟე? - შენ არ თქვი, სახლში წასვლა მირჩევნიაო? - ჰო, მაგრამ არ მითქვამს, რომ არ ამოვალ. - მაშინ ავიდეთ ჩემთან... გუშინდელივით მხურვალე სექსს ვერა, მაგრამ კარგ ბორშჩს გაჭმევ. - გუშინ მხურვალე სექსი მაჭამე? - გადაიხარხარა ქალმა. - სიტყვებზე ნუ მეკიდები! - ბორშჩს არაჟნით მაჭმევ? - ჰოო და თონის პურით. - კარგი მაშინ. მე ბავშვებს ტკბილეულს ვუყიდი. - ბავშვები საღამოობით არ ჭამენ ტკბილეულს. - ზუსტად ამიტომაც შევუყვარდი ეს მონსტრი ორ დღეში - ამაყად განაცხადა ლილიანმა - იმას ვაჭმევდი, რასაც შენ უკრძალავდი. - მაგრად მოგცხებდი ქალი რო არ იყო. - ჰოო? - გამომწვევად ჰკითხა ლილიანმა და სახე კაცის ყურთან მიიტანა. - რას შვრები ლილიან? - ვცდილობ, ჩემი სუნთქვა სახეზე გაგრძნობინო. - ვგრძნობ, მადლობ. დიდი პატივია. - დათა, რა გჭირს? - არაფერი, რა უნდა მჭირდეს? - რა ვიცი. რაღაცნაირი ხარ. ისევ ძველებურად დამცინი, თავხედობ, მეღადავები და თავი მაგარი გგონია, მაგრამ ცოტა მემოწყენილები. - შენთან როგორ მოვიწყენ? - რატო რაა, მასხარა ვარ? - კიი, ოღონდ გრძელფეხება და ერთი შეხედვით რომ არ ეტყობა, ისეთი მასხარა - გაეცინა დათას. - უკვე ნერვებს მიშლი! - კაბა ჩაიცვი და გადავიდეთ. - სულ დამავიწყდა, რომ თითქმის შიშველი ვარ. ბავშვებს დათას დანახვა ისე გაუხარდათ, თითქოს ერთი თვის უნახავები ყოფილიყვნენ. ძიძას მადლობა გადაუხადა დათამ, რადგან ნახევარ განაკვეთს ძალიან გადააცილა და სახლში მოსვლა დააგვიანა. - ლილიან, შენც აქ ხაარ! - ფეხზე შემოეხვია სოფი, როგორც სჩვეოდა. - მონატრება სხვანაირად გამოხატე ხოლმე რაა - ცალი ფეხის თრევით დაიწყო სიარული და ბავშვსაც ეცინებოდა, საქანელაზე ეგონა თავი. - მაგარია კატაობა. - ოხერია ეს წუთისოფელი, გუშინ მამაშენმა მაკატავა - გაეცინა ლილიანს. - მამა, ლილიანი რაზე აკატავე? - ჰკითხა სოფიმ მამამისს. დათამ ქალს სერიოზული სახით შეხედა და დაწვრილებული თვალებით თავი გაუქნია. - დეიდა ლილიანს უადგილო ხუმრობები აქვს ხოლმე. - დეიდა? - თავი შეურაცხყოფილად იგრძნო ქალმა. - შენ რაა, დედა არ იქნები? - ჰკითხა მოულოდნელად სოფიმ. სიჩუმე ჩამოწვა. - არა, მე ლილიანი ვიქნები - თქვა ქალმა. - გეყოს სოფი, ლილიანი ცოლად მამას არ გაჰყვება. რაღაცეებს იტყუებიან - ჩაუშვა ნიტამ. - რატო არ გაჰყვები? - ეწყინა სოფის. - იმიტომ, რომ არ შეეფერებიან! - ისევ ნიტამ უპასუხა. - უფროსების საქმეებს ნუ არჩევთ - დაუხახცანა დათამ - და გაკვეთილების ჩაბარების დრო მოვიდა. - დალის უკვე ჩავაბარე, მეორედ მეზარება! - რომელი არ შევეფერებით? - ვერ მოითმინა ლილიანმა. - ორივე. შენ მდიდარი ხარ, ღამ-ღამობით გარეთ დადიხან, უცნაური მანქანები გყავს. მამა სხვანაირად ცხოვრობს. - ღმერთო, მართლა აპირებთ ერთი ზრდასრული და მეორე პატარა ბავშვი ამეების გარჩევას? - ლამის გადაირია კაცი. * * * გაკვეთილი მაინც ჩაიბარა დათამ და ბავშვებიც მალევე დააძინა. ლილიანი აქე-იქით დააბიჯებდა ოთახებში, თან კაცის ნახატებს ათვალიერებდა. - მომწონს. - არ მომიყვები, რატომ გამოიქეცი? - დემეტრის მუშტი ვხიე - გაეცინა ქალს. - რას ამბობ? - ჰო, რაღაც ცუდად თქვა და დავარტყი. მერე გამოვიქეცი. - სასამართლოში რომ გიჩივლოს? - არა, ურჩევნია ჟურნალში გამომაჭენოს, როგორც წლის ალქაჯი. - ღმერთო ჩემო, ვის გადავეყარე. - სიცილით გაუწოდა ღვინით სავსე ჭიქა. - უნდა დამათრო და მერე ისარგებლო ჩემი არაადეკვატურობით? - ჰკითხა ქალმა მაცდურად. - ანუ ფიქრობ, რომ გუშინ შენი არაადეკვატურობით ვისარგებლე? - არა, მაგას არ ვფიქრობ. მემგონი, მე ვისარგებლე შენი არაადეკვატურობით - გამოუტყდა ქალი და სავარძელში ჩაესვენა. - გიგი ვინ არის? - ვერ მოითმინა დათამ, რომ არ ეკითხა. ლილიანმა ჯერ გადაიხარხარა, მერე მძინარე ბავშვები გაახსენდა და ცოტა ხმადაბლა განაგრძო კისკისი. - ძალიან გაინტერესებს, ვინაა? - ჰოო. - მაშინ ორივემ გულახდილად ვისაუბროდ. - ასე ძალიან გინდა, რომ ჩემს ცოლზე მკითხო? - ჩანაფიქრს მიუხვდა დათა. - ჰო. მაინტერესებს სად გაიცანი. - კარგი, მაშინ ფხიზლები ნუ გადავიტანთ ამ საუბარს. - ჰო და დამისხი - ჭიქის შესავსებად გაუწოდა ლილიანმა ხელი. დათამ ისევ დაუსხა. - სამზარეულოდან კიდევ გამოვიტან. - გელი. - პირველმა ჭიქამ ოდნავ აუმღვრია თვალები. ღიმილით შემოაწყო ფეხები სავარძელზე და დათას მიაპყრო მზერა. - რესტორანში გავიცანი. - გამოვიდა დათა - მიმტანი იყო და ძალიან მომეწონა. მაგის მერე მაგ რესტორანში სიარულს ვუმატე. იმაზეც კი ვეჭიანობდი, როცა სხვა მაგიდას ემსახურებოდა. - მშვენიერია - სახეზე უკმაყოფილება გამოესახა ლილიანს. - გიგი შენი ყოფილი შეყვარბეულია? - არა, რა შეყვარებული. მეტრფოდა, წერილებს და ყვავილებს მიგზავნიდა. მე კიდე ხო იცი, რა ტიპი ვარ. არ მიყვარს ეს რომანტიკა, მითუმეტეს ყვავილები. - ეზოში ამდენი ვარდი ტყუილად დამრგვევინე? - არა, შევხედავ და თვალს გაუხარდება. ვიღაც კრეტინები რომ მიგზავნიან ჩემთან დაწოლის იმედით, ეგ მაღიზიანებს. ვგევარ ქალს, რომელიც ყვავილებითა და ძვირადღირებული საჩუქრებით მოიხიბლება? ჩემით ნაყიდი იმდენი ნივთი მაქვს, სად წავიღო, აღარ ვიცი და თავის ნაგავსაც მატენიან. - ძალიან როლში შეიჭერი ლილიან - გაეცინა დათას. - მოიცადე - ეშმაკურად შეხედა ქალმა - მეჩვენება თუ იეჭვიანე? - საიდან მოთხრი ხოლმე მსგავს სისულელეებს? - ქალი დავბერდი და ეჭვიანობას ვეღარ გავარჩევ? - რა მოხდა, არ შეიძლება ვიეჭვიანო? - როგორ არა, მთავარია, რომ აღიარება შეგიძლია - ლოყებზე ჩაბღუჯა ხელები ლილიანმა და თავი აქეთ-იქით გააქნევინა. მერე მიხვდა, რომ ზედმეტად ბავშვური, სენტიმენტალური საქციელი იყო და სწრაფად დაეხსნა. - და დემეტრიმ კაველოზე თქვა რამე? - არა. უფრო სწორად, კაველოზეც. - აბა? - შენზე. - და მაგის გამო დაარტყი მუშტი? - ჰო... ჩემი საქმრო გქვია პუბლიკაში და მე ვალდებული ვარ, რომ დაგიცვა. - რა თქვა ასეთი? - არაფერი, დაივიწყე. - ჩემს პროვინციალიზმს გაუსვა ხაზი? - მაგას ვერ გაბედავდა. - აღმოხდა ლილიანს მკაცრი ხმით. - მე ფეხებზე . - ვიცი, რომ შენ ყველას აზრი გკიდია და საერთოდ, არავინ გაინტერესებს შენი ბავშვების გარდა, მაგრამ - მოულოდნელად დაასლოკინა ქალს. - დათვერი ლილიან? - მერამდენე ჭიქაა? - იკითხა გაბრუებულმა. -არ ვიცი. ისევ დაასლოკინა. - წყალი მოგიტანო? - არა, მაქვს - წყლის მაგივრად ღვინო მოიყუდა. - ლილიან, ეგ ღვინოა. - ვიცი - სიცილი აუტყდა ქალს. - სულ მინდოდა შენთვის რაღაც მეკითხა. - გისმენ. - რატომ არ გეზიზღები? - ხუმრობ ხო? - არა. ყველას ვეზიზღები შენ გარდა. რატომ? ვიფიქრებდი, რომ ჩემი გა*იმვა გინდა, მაგრამ უკვე გამ*იმე და მაინც ჩემთან ხარ. - ლილიან - ქალთან მივიდა დათა. - დათა - სიცილით მიბაძა ლილიანმა. - არ ვიცი...მაგრამ ყველა საშინელ თვისებას ლამაზად გამოხატავ. იმიტომ არა, რომ ფიზიკურად ხარ ლამაზი. უბრალოდ, ასე გამოგდის. ცუდიც კი არაგამაღიზიანებელი ხარ ჩემთვის. - სამი რამ - ფეხზე წამოდგა და ნელ-ნელა კაბის ბრეტელები გადაიწია ქალმა - სამი ისეთი რამე მითხარი, რაც არავინ არ იცის. - შემდეგ კაცს ხელი ჰკრა, დივანზე დასვა და კალთაში ჩაუჯდა. - ესეთი რამეები აღგაზნებს? - გაუკვირდა კაცს. თან ლილიანის მოშიშვლებულ მკერდს ვერ სწყვეტდა თვალს. ქალმა ნიკაპი აუწია, იძულებული გახადა, რომ თვალებში შეეხედა. - არ ვიცი. უბრალოდ, ახლა ასე მომინდა. სწრაფად მითხარი სამი რამ, რაც არავინ იცის შენზე. - რაც გაგიცანი, იმის მერე შენზე ვფიქრობ - ქალის ტუჩებს დააცხრა დათა. - ორი დარჩა. - პერანგი შემოახია ლილიანმა და თავის პირში შემოცურებულ კაცის ენას ვნებიანად დაეწაფა. შემდეგ მხრები დაუკოცნა გაცხარებით. - ლილიან, არ ვიცი. ლილიანმა თმაში ჩაბღუჯა ხელი და თავი უკან გადაუწია. - იცი - თქვა განრისხებულმა, შემდეგ კი კაცის ბაგეებს თავისი მკერდი მიადო, რომ ისევ ეგრძნო დათას ტუჩები. - არ მომწონს, როცა ჩემთან არ ხარ. - გამოუტყდა კაცი. ლილიანი ზურგით დააგდო ტახტზე, თავად კი ქალის სხეულს მიესვენა, შარვალი გაიხადა და ღრმად შევიდა მის ვა*ინაში. - დათა თქვი - ამოიკვნესა ლილიანმა და სიამოვნებისგან შეკრულ მუშტზე იკბინა. - მემგონი, მიყვარდები - წარმოთქვა კაცმა ოხვრით და ემოციებისგან დადუმებულ ლილიანს დააკვირდა - ახლა შენი ჯერია! - მეც? - ხო, შენც - ქალის ძუ*უსთავებს ენით დაუწყო წვალება. ლილიანის სხეულს ერთიანად წაეკიდა ცეცხლი. კვნესას ვერ იკავებდა, მისი ტანი მთლიანად შეევსო მკვრივ, სასიამოვნო შეგრძნებას, რომელიც მთელი სიცხადით აგრძნობინებდა, რომ მასზე მოქცეული კაცის სითბო მთლიანად მას ეკუთვნოდა. ახლა ის იყო დათა და დათა იყო ლილიანი. მას ეკუთვნოდა კაცის სხეული, კაცის თვალები, მისი გასაგიჟებლად ვნებიანი ამოსუნთქვა. - შენ ჩემი ხარ - თითქმის დაიკივლა ქალმა. - ესაა შენი საიდუმლო? - სახეზე ნეტარებაგადაკრული ღიმილით ჰკითხა დათამ. - ჰო, ჩემი ხარ და ათჯერ მაინც მოვფერებივარ საკუთარ თავს შენზე ფიქრებში. სხეულში საოცარი შეგრძნება ეფანტებოდათ და ისე იღვრებოდა, თითქოს მთელ სამყაროს მხოლოდ მათთვის გაემეტებინა კაცობრიობისთვის გამიზნული ბედნიერიება. - მომწონს შენი საიდუმლო... მე ათჯერ არა, ალბათ ასჯერ. - ზემოდან მინდა! - წამოიყვირა ქალმა. - ამაზე სველი არასდროს ვყოფილვარ! დათამ თეძოებზე სტაცა ხელი და ერთი მსუბუქი მოძრაობით მის ქვეშ მოექცა. ლილიანმა ახლა უფრო ძლიერად, უფრო ღრმად იგრძნო თავის სხეულში კაცის ასო. დათას ხელებს ჩააფრინდა და გამალებული კაცის მოძრაობის რითმს აჰყვა. ახლა მართლა ერთნი იყვნენ. თითქოს სულიც კი ერთი ჰქონდათ სხეულებთან ერთად. დათას წამით ეგონა, რომ მას და ლილიანს ერთმანეთის ფიქრების მოსმენა შეეძლოთ. ჟინით ავსებულ თვალებს ერთმანეთს მოუშორებლად აპყრობდნენ. რაღაც მომენტში წარმოდგინა, რომ ქალის ფიქრებიც ესმოდა, როცა ორივეს ერთდროულად ჩაუწყდა ხმა, ტუჩები გახსნეს და სუნთქვა შეწყვიტეს. უჰაერობისას, გრძნობდნენ მხოლოდ სიამოვნების ჩანცქერს, რომელიც უფრო და უფრო ღრმად ეღვრებოდათ მთელ სხეულში. ლილიანს პირზე ხელი ააფარა და მოუჭირა. ლილიანმა დათას ააფარა პირზე ხელი, რადგან თუ იკივლებდნენ, ნამდვილად ვერ შეძლებდნენ ამ კივილის გაკონტროლებას. სამყაროს აღსასრული და სიცოცხლის უკანასკნელი წუთებიც რომ ყოფილიყო, მაინც ბედნიერები დაიხოცებოდნენ ასეთ მომენტში. ლილიანი კაცის მკერდზე დაეცა, ღრმად შეისუნთქა მისი სურნელი და საკუთარ ფიქრებში ჩაიკარდა - პლანეტაზე, სადაც მხოლოდ ის და თავისი კაცი იყვნენ. - დათა, დათაა - შუაღამისას გააღვიძა ლილიანმა კაცი. - ჰოო - ძლივს გაახილა თვალები. - წყალი მინდა და მცივა. - წყალს მოგიტან... შიშველ ტანზე მხოლოდ დათას პერანგი ეცვა ქალს. - ჩემს საძინებელში შედი და საბანში შეწექი - უთხრა კაცმა. - შენ? - მეც მოვალ. თითქმის თვალდახუჭული შევიდა ქალი დათას ოთახში, პერანგი გაიხადა და აშლილ ლოგინში შეწვა. თეთრი ზეწარი, თეთრი საბანი ჰქონდა, მთლიანად კაცის არომატი ასდიოდა ყველაფერს, სადაც კი ცხვირს გაწევდა. ისეთი შეგრძნება დაეუფლა, თითქოს დათას სურნელში ჩაიღვარა მთელი მისი არსება. - წყალი მოგიტანე - მოესმა კაცის ხმა. ბნელოდა და თავი თვალებდამძიმებულმა წამოყო. ვერ ხედავდა დათას, თუმცა გრძნობდა, რომ მის წინ იდგა. კაცს გაეცინა, ტუჩებთან ჭიქა მიუტანა და თავი წამოაწევინა. პატარა ბავშვებს რომ თავიანთი ხელით ასემევენ, ზუსტად ისეთი სურათი დაიხატა. ლილიანი მექანიკურად ჩაიწია გვერდით, რათა დათა მისწოლოდა. კაცს გაეღიმა, მაგრამ ქალს ეს არ დაუნახავს. მისი თბილი სხეულის შეგრძნება სწყუროდა ისევ, არ სიამოვნებდა ის ცივი ჰაერი, კაცის ადგომისას რომ დაეჯახა კანზე. დათა დაუფიქრებლად მიუწვა გვერდით. ქალს კისერქვეშ შეუცურა თავისი მკლავი და ისე მიიხუტა, თითქოს მათი ყოველღამიერი ჩვევა ყოფილიყო. უეცრად შეცბა... წარსულიდან გამოქცეული ქალის სახე გაახსენდა და მისი ფერადი კაბების სურნელი. ლილიანს არ ჰგავდა. ის ჩვეულებრივი იყო, უბრალო. არც შანელის კაბები სჭირდებოდა ბედნიერებისთვის და არც გრანდიოზულ სასახლეში ცხოვრება. მხოლო სამი შვილი უნდოდა და თავისი ქმარი. თვალები პალიტრაში არეული ფერებივით ჭრელი ჰქონდა, ღიმილი - მზისფერი. დათას სჩუქნიდა ხოლმე ღიმილს ყოველი შეხედვისას და უზომოდ ბედნიერი იყო. ყველაფერი აბედნიერებდა - შოკოლადის, ყვითელი ტიტები, კაცის გემოვნებით არჩეული კაბა, რომელიც საერთოდ არ ერგებოდა ქეთოს გემოვნებას, საორსულო ტანისსამოსი.... 3 წელი არც ისეთი ბევრია, რომ ვინმე დაგავიწყდეს, მაგრამ ზუსტად აღარ ახსოვდა ქეთოს სახის ყველა დეტალი. ახლა რომ ვინმეს ეკითხა, მასთან გატარებული კონკრეტული მომენტი გაიხსენე და აღწერეო, ალბათ იორჭოფებდა. როგორ შეიძლება საკუთარი მზის სხივის დავიწყება? ზედმეტად ბევრი მოგონება როცა გაქვს, ზოგჯერ ასეც ხდება - ვერ იხსენებ ერთ კონკრეტულს. ლილიანისთვის რისი მიცემა შეეძლო? მისივე გადახდილი ხელფასით დაპატიჟებდა რესტორანში? ან ლილიანი რას მისცემდა მას? ვერასდროს მოითხოვდა თავისი შვილები ისე შეეყვარებინა, როგორც საკუთარი, მაგრამ საერთოდ კი შეძლებდა ლილიანი მათ შეყვარებას? მართალი ყოფილა... ღამით ყველაფერზე გეფიქრება და გეფიქრება ასჯერ უფრო ემოციურად, ვიდრე ჩვეულებრივ ხდება ხოლმე. - დათა, კარგად ხარ? - ჰკითხა ლილიანმა. - რაა? - ვერ მიხვდა, რატომ ეკითხებოდა. - მძიმედ სუნთქავ. - ჰაერი არ მყოფნის, გარეთ გავალ - წამოდგა დათა. ლილიანის სიახლოვისგან გამოცალკევება ყველაზე რთული და ამავე დროს, ადვილი იყო. გარეთ გავიდა და სიგარეტიც გაიტანა. ლილიანი ნელა, მოჩვენებასავით წამოდგა საწოლიდან, კაცთან მივიდა, მის ზურგს პერანგივით ააკრო თავისი სხეული. - რა გჭირს? - ცივა აქ ლილიან. - შენი სითბო მყოფნის - ზურგიდან შემოხვია კისერზე ხელები და მხარზე აკოცა. დათას სასიამოვნოდ მიედო კანზე ქალის ნაზი თმა. - რამე არ მოგეწონა? - ვერ მოითმინა, რომ არ ეკითხა. - რა სისულელეა - გაეცინა დათას. - უბრალოდ, ფიქრები არ მასვენებენ. - წარსულზე ფიქრები? - ჰოო. უკან მექაჩებიან. - დათა, გინდა წავიდე? არ მეწყინება. გაკვირვებულმა კაცმა ლილიანს შეხედა. ქალს კი თავი მის კისერში ჩაერგო და თვალებს მალავდა. - რა სისულელეა - გაეღიმა დათას. თავის მხრებზე შემოხვეულ ქალის ხელს აკოცა. - არ გეძინება? - არა, მაგრამ დავწვები და დაიძინე შენ. საწოლზე ისე დაწვნენ, რომ სახეები ერთმანეთს მიაპყრეს. დათას ქალის სუნთქვა ელამუნებოდა საკუთარ სახეზე და ებრძოდა ფიქრებს, რომელიც წარსულსა და აწმყოს გაუცნობიერებლად ადარებდა. - ლამაზი იყო? - ჰკითხა ქალმა. - კი. - ჩემზე ლამაზი? - ვერ დამალა ლილიანმა ინსიქტური ეჭვიანობის განცდა, რომელიც ცოცხალთა და მკვდართა სამყაროებსაც კი აკავშირებდა. - ის უბრალო იყო... შენ არ ხარ უბრალო - არ იცოდა, როგორ აეხსნა. - ანუ? - ანუ არ ვიცი. ვიზუალურად ალბათ შენ უფრო ლამაზი ხარ უცხო თვალისთვის, რადგან პირველად აივანზე მოგკარი თვალი, სადაც მხოლოდ შენი ლანდი ჩანდა, ისიც ბუნდოვნად და სუნთქვა შემეკვრა... მაგრამ არსებობს შეგრძნებები, რომელიც ფიზიკურ სილამაზეზე მნიშვნელოვანია. ალბათ ზუსტად ეგ შეგრძნებაა, რომ შენ ჩემ გვერდით წევხარ და არა, ბრედ პიტის გვერდით. - ბრედ პიტი არ მომწონს - გაეცინა ლილიანს. - მაგრამ ჩემზე სიმპათიურად ითვლება. - არაფერიც! - აი, ხომ ხედავ? - რაღაცას მივხვდი, მაგრამ ბოლომდე ვერაფერს. მხოლოდ იმ სიტყვების იმედად ვრჩები, სადაც თქვი, რომ ვიზუალურად, ალბათ მე უფრო ლამაზი ვარ. - კარგი - გაეღიმა და თვალები დახუჭა. ქალის ხელებს გრძნობდა საკუთარ კისერზე...ძალიან სასიამოვნო იყო. - შენც ფიქრობ, რომ ერთმანეთს არ შევეფერებით? - ჰკითხა ლილიანმა. - შენ არ ფიქრობ? - არა. მგონი, ყველაზე შესაფერისები უნდა ვიყოთ! - სასიამოვნოა ამის მოსმენა. - ბევრი გყოლია მის მერე? - ვერ იკმაყოფილებდა ეჭვიანობაგარეულ ცნობისმოყვარეობას ქალი. - ეგეთ კითხვებს კაცი უნდა სვამდეს - გაეცინა დათას. - ჩვენ ხომ ყველაფერში უკუღმართები ვართ... მითხარი რაა, ბევრი გყოლია? - არა, ცოტა მყოლია. - რამდენი? - ერთი. ლილიანს ენა ჩაუვარდა. - მეე? - ჰკითხა გაოგნებულმა. - ჰო, შენ. - მართლა? - ასეთი დაუჯერებლია, რომ საყვარელი ადამიანის სიკვდილის შემდეგ, რაღაც პერიოდი შეიძლება სხვასთან სექსი არ გინდოდეს? - არა... არა - თავი გააქნია ქალმა. - არ გაბრაზდე. -არ ვბრაზობ. - ანუ, ფაქტობრივად ვაჟიშვილობა დაგაკარგვინე? შენი პირველი ქალი ვარ? - წაეკეკლუცა ლილიანი. - ესღა მაკლდა - თვალები გადაატრიალა კაცმა. - ჩემი ნაშა ხარ? მე მეკუთვნი? - ღმერთო, რისთვის მსჯი? დამცინი ლილიან? - არა, არ დაგცინი - მკერდზე მიეკრო ქალი. - გინდა ვილაპარაკოთ? - აბა ახლა რას ვაკეთებთ? - კარგი, მაშინ ყველაფერს გკითხავ, რაც მაინტერესებს. - გისმენ. უკვე აღარ შემიძლია, მაგრამ მაინც გისმენ. - ანუ ამ სამი წლის მანძილზე ჩემზე მეტად არავინ მოგწონებია? - ჰოო, გარეგნულად - დაუკონკრეტა დათამ. - რა ლაპარაკია? შინაგანად? - შინაგანად ყველა გჯობდა ვინც კი ამ სამი წლის განმავლობაში ვნახე. - საზიზღარი კაცი ხარ - ბავშვივით გაიბუსხა ლილიანი. - მეც არავინ შემხვედრია შენისთანა ბუნჩულა. ზოგჯერ მიკვირს, ალბათ ცხოვრებაში რამდენმა დაგჩაგრა ასეთი სანთო ხასიათის გამო და მაინც როგორ მედგრად უძლებ წუთისოფლის დინებას - გაბრაზებულმა ზურგი აქცია კაცს. - ზოგჯერ, ძალიან სასაცილო რაღაცეებს მოთხრი ხოლმე - გაეცინა დათას და ქალთან ისე ახლოს მიიწია, რომ მისი ზურგის თითოეულ უჯრედს საკუთარ მკერდზე გრძნობდა. - ნუ მეხუტები! - მე მხოლოდ შენკენ მომიწია გულმა. - მე მხოლოდ შენკენ მომიწია გულმა - გააჯავრა ლილიანმა შეცვლილი ხმით, როგორც სჩვეოდა. - ასეთი ბუნჩულა და ბლაჩუნა თუ ვარ, მე რატო მოგეწონე მაინცდამაინც, როცა თავს ბუზებივით გახვევია კაცები. მთავარია კრიტერიუმები ჩამოწერო, როგორიც გინდა და ეგრევე კარზე მოგიკაკუნებს. - ქასთინგი თუ გამოვაცხადე, ეგრე მოთრეული რა ჯანდაბად მინდა. - რა ვიცი... მე გასაუბრებით მოვხვდი თქვენთან ქალბატონო - ყურში ჩასჩრუჩულა დათამ. - რამე უფრო სასაცილო ან რომანტიკული ხუმრობები მოიფიქრე. ეგრე მაღიზიანებ. - კარგი, მაპატიე - თმაზე მოეფერა კაცი - შენ ყველასგან გამორჩეული ხარ. არასდროს ტყუი, არასდროს ხარ ხელოვნური. ძალიან ვაფასებ შენს ყველა თვისებას - ამპარტავნობიდან დაწყებულსა და იმ ყველა ირონიული ღიმილით დამთავრებულს, რომელიც მაშინ ანათებს შენს სახეზე, როცა რამე არ გსიამოვნებს. ვიცი, რაღაც გტკივა. თან ცოტათი კი არა, ძალიან გტკივა და ზუსტად ამ ტკივილის დასამალად ცდილობ გარშემომყოფთა მიმართ ინსტიქტური აგრესია გამოავლინო. ლილიანი კაცისკენ გადმობრუნდა. - კიდევ რას მეტყვი? - ესიამოვნა საკუთარ თავზე ინფორმაციის მოსმენა. - ადამიანები არ გძულს... უბრალოდ, მგონია, ზედმეტად ბევრი გიყვარდა და იმის გამო, რომ ისინი შენი ცხოვრებიდან წავიდნენ, ცდილობ აღარავინ შეიყვარო, რადგან ეს მტკივნეულია. მე მესმის. ვიცი, როგორია, როცა ემოციებსა და გრძნობებს გაურბიხარ, რათა აღარ განმეორდეს წარსულში გადამხდარი ტკივილი. - პაოლო კოელიო ხარ - გაეცინა ლილიანს. - მე უფრო მაგარი ტიპი ვარ! - ჰო, უფრო სიმპათიური, ახალგაზრდა და წარმოსადეგი. - რა თქმა უნდა.... კაველო? - ჰკითხა დათამ. - რა კაველო? - თვალები დაჭყიტა ქალმა. - კაველო გიყვარდა? - მიყვარდა. - რომანი გქონდათ? ლილიანს გაეცინა. - დავუშვათ, მქონდა... - არაფერი... - ეჭვიანობ? - ჰოო. - გარდაცვლილზე? - შენ გგევარ. - გგონია, შენს ცოლზე ვეჭვიანობ? - კი. - სისულელეა! - კარგი. - შენ მართლა ეჭვიანობ კაველოზე? - არ შეიძლება? - არ შეიძლება, რადგან ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო... და თან გეი. - მართლა? - დიახ. გაგეხარდა? - ძალიან. ლილიანმა ლოყაზე აკოცა კაცს. - ნეტა სულ ასეთი ტკბილი იყო. - მხოლოდ ღამ-ღამობით - თვალი ჩაუკრა ქალმა. - მემგონი, ცოტათი მეძინება. - მეც მეძინება... რამე მიმღერე - სთხოვა ლილიანმა. - გაგიჟდი? - გაეცინა დათას - მე რომ გიმღერო, ცხოვრებაში ვეღარ დაიძინებ. - აუ, მიმღერე რაა... - თუნდაც უკვე მრავალჯერ ნამღერი? - ბავშვებს არ უმღერი ხოლმე? - სოფის ვუმღეროდი ძილისწინ და ახლა მაგის მუსიკის მასწავლებელმა მითხრა, რომ დაახლოებით, ერთპროცენტიანი სმენა აქვს. - აუ, მიმღერე რაა - გასკდა ლილიანი სიცილით. - დააიძიინე, გეენაცვაალე, იავნანინაოოოო, ჯერ არ გააათე-ნეებულააა-ო იი-ავნანინაოოოოო. ლილიანი გადაბჟირდა. * * * ბავშვები სკოლა-ბაღში რომ დაარიგა დათამ და ლილიანი სახლში მიიყვანა, ნაშუადღევს ცოტახნით თავისი და ნახა. - წარმოდგენა მაინც გაქვს? მშობლებმა, სანათესაომ, ყველამ გაიგო. - გაიგონ, რა ვქნა. - გაეცინა დათას. - მართლა მოგყავს? - რა ვიცი, არ გამომყვება ალბათ. - თორე მოიყვანდი? - თვალები შუბლზე აუვიდა თათას. - რატო არა? ლამაზია, ჭკვიანია, კარგი ხასიათი აქვს, კეთილია - უკანასკნელ ორში ნამდვილად არ იყო დარწმუნებული, მაგრამ მაინც არ ანიჭებდა დიდ მნიშვნელობას. - დარმწუნებული ხარ, რომ ერთი და იმავე ადამიანზე ვსაუბრობთ ? - ჰო, ლილიან დადვანზე. - ღმერთო ძლიერო. - ამოიოხრა თათამ - ცოტა სწრაფად გაარკვიე რას აპირებთ, თორემ დედამ დამირეკა დღეს დილას. პანიკაში იყო. ჯერ იმაზეა დაწყენი, რომ საცოლე გყავს და მშობლებისთვის საერთოდ არაფერი გითქვამს. იცი რას ფიქრობს დედა? ეტყობა, ეგეთ გოგოსთან რცხვენია, ჩვეულებრივი მშობლების გაცნობაო.... - კაი რაა, რა სისულელეებს მოთხრიან ხოლმე - შუბლზე ხელი შემოირტყა დათამ. - მაშინ დაურეკე და აუხსენი, რომ ეგ შენი საცოლე ფარსია და მეტი არაფერი. - მოველაპარაკები ლილიანს და გასაცნობად ჩავიყვან - საპირისპირო უთხრა დათამ. თათა პირღია დარჩა. - ეგ გოგო შეგიყვარდა? - მაგვიანდება, ლილიანთან უნდა წავიდე. - ძალიან საყვარლად გაურბიხარ ჩემთან ლაპარაკს. - არ გავურბივარ თათა, მიყვარს! მართლა მიყვარს და მეშინია, რომ თუ ამ სიტყვას ხმამაღლა ვიტყვი, ყველაფერი თავზე ჩამომენგრევა. მშვენივრად იცი, არ ვარ ჩვეულებრივ მდგომარეობაში, მგონია, ფილმში ვცხოვრობ და იმის მერე, რაც კოშმარი გამოვიარე, ბედნიერება სრულიად მოულოდნელად დამეცა თავზე, მოულოდნელ ადამიანთან. - ხმას აღარ ამოვიღებ - ასეთ გულახდილობასაც არ მოელოდა ქალი. - კარგი - თავის დას ლოყაზე აკოცა დათამ - ნერვიულობით ნუ გაინადგურებ თავს კარგი? დიდი ბიჭი ვარ, მივხედავ საკუთარ თავს. - იმედია დიდო ბიჭო. * * * - ლილიან, ბარგი ჩაალაგე - შევარდა დათა სამზარეულოში. - კაცი მოკალი და გინდა, რომ უცხოეთში გავიხიზნოთ? მეც გამრიე ამ საქმეში? - ჰკითხა ლილიანმა. - არა, სოფელში მივდივართ - გამოუცხადა სიხარულით. - სად? - დედაჩემის სახლში მივდივართ. ჩემები უნდა გაგაცნო. ნაწყენები ყოფილან, საცოლე ყავს და არ ჩამოჰყავსო. - დათა სოფელში ვერ ჩავალ. - იუარა ლილიანმა. - რატო, სოფლის ჰაერზე ალერგია გაქვს? - ჰოო. - რაებს ამბობ? - მართლა ალერგია მაქვს ტალახზე, ქათმებზე, ძროხებზე, ფოთლებზე და ზოგადად მთელ ბუნებაზე... თან შენი მშობლების გაცნობა, მემგონი ზედმეტია. - მთელ სამეგობროსა და ქვეყანას რო გააცანი ჩემი თავი, რაზე ფიქრობდი? ჩემიანები ცოდოები არიან ასე გაურკვევლობაში. - არ შემიძლია. - ყველაფერი ისე უნდა იყოს, როგორც შენ გინდა? - გაცხარდა კაცი. - რა თქმა უნდა. სულ ასე იყო და ასე იქნება სამუდამოდ - გულხელი დაიკრიფა ქალმა ამაყად. - ბოდიში, იმედი უნდა გაგიცრუო, მაგრამ შენს სურვილებს ჩემი ოჯახის ნერვებს ვერ გადავაყოლებ! - ანუ ეგ რას ნიშნავს? - გშორდები. - ვერ დამშორდები. მე არასდროს დამშორებიან. - გილოცავ, პირველია, სურვილი ჩაიფიქრე - ირონიულად გაეცინა დათას. ქალმა სიმწრისგან ჭიქას დასტაცა ხელი და დათას ფეხებთან დაანარცხა. ნატეხები აქეთ-იქით მიმოიფანტა. კაცი ჯერ პირდაღებული აანალიზებდა ქალის რეაქციას, შემდეგ უახლოეს ადგილას მდებარე ვაზა აიღო და კედელს ისე მიამსხვრია, გეგონება ბომბი ააფეთქესო. - ეგ ვაზა შენი ორი ხელფასი ღირს და ჩამოგაჭრი! - დაიკივლა ლილიანმა. - რა ღირს? რომელი იდიოტი მისცემს ვაზაში 4000 ლარს? - გაგიჟდა დათა. - მეე - დაიღრიალა ქალმა. - ჰო და ოთხი თვის ხელფასიც შეგიძლია ჩამომაჭრა - კიდევ ერთი ჭიქა მიამტვრია კაცმა. - ეგ 5 ლარი ღირს ალბათ. - ოჰ, ასეთ იაფფასიან ნივთებსაც კადრულობს დედოფალი? - ეგ ირონია ტრაკში გაირჭე იდიოტო! - ტრაკში შენ თვითონ გაირჭე ის, რასაც ამ ბოლო პერიოდში ირჭობდი ხოლმე! - რას გულისხმობ? - ჩემს *ლეს - კმაყოფილი სახით თქვა დათამ. - თავხედო, როგორ მეზიზღები - სილა გააწნა კაცს სახეში. დათას ლოყა აეწვა. მიხვდა, რომ ზედმეტი მოუვიდა, მაგრამ მაინც არ დათმობდა თავის პოზიციას ელიტარული ურჩხულის წინაშე. - როგორ ვერ გიტან! - კბილებმიბჯენილმა ჩაილაპარაკა. - მეზიზღები! - ჩაისისინა ქალმაც. - ჰო და ძალიან კარგი, იმიტომ, რომ დღეიდან შენთან აღარ ვმუშაობ! - ჯანდაბამდეც გზა გქონია - აიღო და ახლა თეფში დალეწა ქალმა კივილით. - ოღონდ, ეს მე დაგითხოვე! კარგად დაიმახსოვრე. - დამითხოვე არა, ჩემი ფეხები. ოცნებობ, რომ დავრჩე და ჩემი მკლავები ყოველდღე შეიგრძნო. - გაეთრიე! - დიდი სიამოვნებით - გამწარებული გავარდა სახლიდან და კარი მაგრად მიიჯახუნა. ლილიანი რამდენიმე წუთი გაშეშებული იდგა. მერე კანკალმა აიტანა და ასე უყურებდა კარს, რომლიდანაც დათა გავარდა. ტუჩებიც უკანკალებდა. საკუთარ თავს ეხვეწებოდა, რომ არ ეტირა, რადგან ლილიანს ტირილი არ ეპატიებოდა, მითუმეტეს კაცის გამო. მოულოდნელად კარი გაიღო, დათა უკან შემოვარდა და ლილიანის წინ გაშეშდა. ორივე გაუნძრევლად მიჩერებოდა ერთმანეთს. კაცი ტუჩებში ეძგერა. ქალი წინააღმდეგობის გაწევას მთელი ძალით ცდილობდა... (მხოლოდ იმიტომ, რომ იცოდა, მაინც არ ექნებოდა საკმარისი ძალა დათას ჩამოსახსნელად). - მეზიზღები, ვერ გიტან, მძულხარ! - ჭირვეულობდა ლილიანი. - მეც - უფრო მაგრად იხუტებდა ქალს თავის მკერდზე. შემდეგ მაგიდიდან ჭურჭელს ერთი ხელის მოსმით, ძირს გადაუძახა - შეგიძლია 5 თვის ხელფასიც დამიქვითო. - თქვა სიცილით და ქალი მაგიდაზე შემოსვა. - დამპალო, ვერ გიტან, ნუ მეკარები - ხელებს უმისამართოდ იქნევდა აქეთ-იქით და ისე პორჭყნიდა თავისი გრძელი ფრჩხილებით, ცოტა ხანში დათა კატასთან ომგამოვლილს დაემსგავსა. - ნორმალური ხარ? - ჰკითხა გაბრაზებულმა და ქალის სხეულს ჩამოშორდა. ლილიანი გაჩუმდა. დამნაშავის თვალები მიაპყრო. - არაფერია, არა უშავს, მაპატიე - წყნარად თქვა დათამ და ქალს ჩაეხუტა. ქალმაც მთელი ძალით მოჰხვია ხელები. სახე დაუკოცნა - ნიკაპი, ცხვირი, შუბლი, ლოყები, დაშავებული სახის ყველა ნაწილი. ლილიანის საწოლზე გაწოლილი კაცი ცდილობდა უსიამოვნო, ოდნავ გაღიზიანებული სახე მიეღო, მაგრამ მის მკერდზე მოსრიალე ქალის ნაზი, სველი ტუჩები არ აძლევდა სახიდან ღიმილის მოწყვეტის საშუალებას. - ისევ მიბრაზდები? - ჰკითხა ლილიანმა და ახლა კაცის მკლავებს დაეწაფა. - ვცდილობ გიბრაზდებოდე - ღრმად ჩაისუნთა დათამ. ლილიანი კმაყოფილი სახით გადავიდა მის სახეზე და ვნებიანად დაუწყო კოცნა - მაგრამ მაშტერებ - აღიარა. - ეს კომპლიმენტია? - არა, საყვედურია. - მსაყვედურობ, რომ ასეთი სასურველი ვარ? - ჰოო. - ამისთვისაც მსაყვედურობ? - ქალმა მკერდზე სიმბოლურად შემოხვეული პლედი ჩამოიხსნა და კაცს მაცდური მზერა მიაპყრო. - ჯანდაბა - გვერდზე გაიხედა დათამ. - დასახატად შემოვედი და სექსი გვქონდა.... ახლა ისევ მაგისკენ მიგყევარ. - ჰო, მე დამაბრალე ყველაფერი. სახლში რომ შემოვარდი და პირდაპირ მაგიდაზე მიხმარე, ეგ რა იყო? - საწოლზე გადასვლა შენი ინიციატივა იყო! - ინიციატივა კი არა, შურისძიება იყო. - რისთვის იძიე შური? კარგი ორგა*მისთვის? - ჰო, მაგიდაზე შენ იყავი დომინანტი, საწოლში მე მინდოდა, მაგრამ აქაც შენ გამოიჩინე გმირობები და აქეთ-იქით მაკოტრიალე. - არ მოგეწონა? - მომეწონა - გაეცინა ლილიანს და კაცს ტუჩებში აკოცა. უცებ ტელეფონმა დაურეკა. სახე უჟმურად დამანჭა ნომერს რომ დახედა და დათას გადაუჩურჩულა: - ნანიკოა. - უპასუხე. - მეზარება. - მომეცი აქ - გამოჰგლიჯა დათამ - ნანიკო, როგორ ხარ? - უი, დათა... შენ ხარ... - დაიბნა ქალი. - ჰო, ლილიანი აბაზანაშია და რომ გამოვა, გადმოგირეკავს. რამე საჩქაროა? - კაბაზე უნდა მეკითხა. მაინტერესებს, არჩეული თუ აქვს. - არა, მემგონი არ აქვს. - კარგი იქნებოდა თუ მაღაზიაში წავიდოდით და ერთად ავარჩევდით. როგორ ფიქრობ, კარგი აზრია? - ჰკითხა დაბნეულმა ქალმა. - კი, ალბათ. ცუდი რატომ იქნება. - რა ვიცი, იქნებ სხვა ხალხთან ერთად მიდის. - არ ვიცი. სავარაუდოდ, შენთან ერთად წამოვა. მემგონი, შენთვის უნდა ეთხოვა გამოყოლა. - მართლა? - ხმაში აღფრთოვანება ვერ დამალა ნანიკომ. - გამოვა და გადმოგირეკავს. - კარგი, ნახვამდის დათა. - ნახვამდის. კაცმა ლილიანს ჩექმეიბანი კატის თვალებით შეხედა. - რა ჩაიდინე? - მემგონი, ძალიან უყვარხარ. სულ შენთან ერთად უნდა და ერთხელაც არ დაგიპატიჟია სახლში. - ოჰ, მათეც ხომ არ დავპატიჟო? - კიი. ცუდი ბიჭი არ არის. იმ დღეს, რაღაც ნახატის სურათი გამომიგზავნა და აზრი მკითხა. - რაში აინტერესებდა? - დაუბღვირა ლილიანმა. - მოეწონა, ყიდვა უნდოდა და მკითხა, ხალხში სირცხვილი ხომ არ იყო ამის მოწონება. - მოიცადე... შენ რაა... მათე გენდობა? - გადაირია ქალი. - ჰო, რა ვიცი. მის საცოლესაც ჰყავს შვილი, თან ბიჭი და აზრი მკითხა, როგორ მოქცეულიყო რომ ბავშვის გული მოეგო. - ახლა გული ამერევა - გაშეშებული წამოდგა ლილიანი. - რა არის, ამაში ცუდი? - არ გაბედო და არ დაუმეგობრდე , თორემ მათ ვიზიტებს ჩემს სახლში ვერ ავიტან. - რა დაგიშავეს ასეთი? მათე კრუნჩხვებში ჩააგდე და მაინც არ ეზიზღები. - ვაიმე, საყვარელი. მაგას ხომ არ გავყვე ცოლად? - არა, არ უნდა გაჰყვე. ცოლად არავის არ უნდა გაჰყვე. - კატეგორიულად უპასუხა დათამ და ჩვეულებრივად განაგრძო - ნანიკოს მუდამ ცივად ელაპარაკები, მაგრამ მაინც სულ შენკენ მოუწევს გული. - მინდა რომ ვეზიზღებოდე! - დაიყვირა ლილიანმა. - კი მაგრამ რატო? - იმიტომ, რომ - ქალს თვალები ჩაუწითლდა და ცხვირი აუკანკალდა. დათა ვერ იჯერებდა, რომ ლილიანის ტირილის მოწმე ხდებოდა - იმიტომ, რომ მეტი მეგობარი არ მჭირდება... უკვე ბევრი მყავს. - ცრემლები წამოუვიდა თვალებიდან. - ვინ მეგობრები? - არ იცნობ! - გამაცანი. მე ხომ შენი საქმრო ვარ. - იმ მეგობრებმა იციან, რომ საქმრო არ მყავს. - ანუ ენდობი. - დიახაც, ვენდობი. - უბრალოდ მაინც გამაცანი. ისე, როგორც მეგობარს. - არ მინდა! - ნუ გინდა - გუნებაგაფუჭებული წამოდგა დათა - სხვათაშორის, ნანიკოს უნდა, რომ კაბის არჩევისას გაიყოლო. - შენ რაა, მართლა მოგყევარ ცოლად? - ჰკითხა ლილიანმა სერიოზულად. - რა ვიცი... გამომყვები? - დაიბნა დათა. - რომ გამოგყოლოდი, მომიყვანდი? - გაოგნდა ლილიანი. - ალბათ კიი. - ხუმრობ ხო? - არა, რატომ? მიუხედავად იმისა, რომ საშინელი ხასიათი გაქვს, ერთმანეთს მაინც ვუგებთ, სექსუალური ცხოვრებაც მაგარი გვექნებოდა... უბრალოდ, მილიონები არ მაქვს, ჩვეულებრივი სახლი მაქვს, თან ორი შვილი მყავს და ვერ ვიქნებოდი ისეთი ქმარი, რომელიც თავისი ყურადღების ას პროცენტს ცოლს უთმობს. თუმცა გულგრილი და უყურადღებოც არ ვარ ხოლმე იმათთან, ვინც მიყვარს. - გიყვარვარ? - გაშეშდა ლილიანი. - მემგონი - დათა საშინლად ნანობდა ამ თემის წამოჭრას. თვლიდა, რომ სიყვარულის ახსნისთვის ყველაზე საშინელი დრო შეარჩია. ლილიანი დათაზე დაბნეული ჩანდა. არ იცოდა, რა ეთქვა ან რა ეპასუხა. - კაბის არჩევა მართლა დამჭირდება. დღეს რამდენიმე დიზაინერმა მომწერა, კაბას სად ყიდულობო და პასუხს თუ არ გავცემ, გამფაქტავენ, რომ არ ვთხოვდები.... და ჯანდაბას! წავიყვან მაგ ნანიკოს. - ჩათვალა, რომ ამის თქმით სიტუაცია გამოასწორა. - ჰა, დაურკე - ტელეფონი მისცა დათამ. - ისე, შეგიძლია ნიტაც წაიყვანო? - კაბის ასარჩევად? - ჰოო. - რა თქმა უნდა. სოფისაც წავიყვან, რა დააშავა. - ორი ბავშვით ცოდო ხარ. - აქამდე უკვე მყავდა ორივე და პრობლემა არ მქონია. ნიტა დამჯერია, სოფი კი აქეთ-იქით სირბილს როცა იწყებდა ან მეკარგებოდა, ხელში ვიყვანდი. თან ამ შემთხვევაში, ნანიკოც დამეხმარება. დებილია და როგორც ყველა დებილს, მაგასაც უყვარს ბავშვები. - მადლობ, რომ ირიბად, მაგრამ მაინც დებილი მიწოდე. - ნუ რას იზამ - გაეცინა ლილიანს. - ნახატს როდის დაასრულებ? - ცოტა უკანალს თუ მოიპუტკუნებ, მალე. - დამცინი? ბარემ გავიდიდებ და ეგ იქნება. მკერდზეც ხომ არ გაქვს რამე შენიშვნა? - არა, ეგეთი ზომა მაკმაყოფილებს, მადლობ, რომ მკითხე. - მთელი მოდის ინდუსტრია აღმერთებდა ჩემს უკანალს, ამ ბიჭმა კიდე რა მაკადრა - ჩაიბურტყუნა ქალმა და ხალათი მოიცვა. - ლილიან ვხუმრობ. უჩემოდაც იცი, რომ იდეალური სხეული გაქვს. - ვიცი, მაგრამ ამის საყვარლისგან მოსმენა ურიგო არ იქნებოდა. - საყვარელი? უკვე რაღაც სახელი დამერქვა, მოხარული ვარ. - როცა ბრაზდები, ზოგადადაც საყვარელი ხარ - ლოყებზე წაუჭირა ხელი ქალმა და ტუჩებში აკოცა. ლილიანის ტელეფონის ზარმა სიმყუდროვე დაარღვია. - გისმენთ. - ლილიან, მე ვარ, მამას არ უთხრა, რომ დაგირეკე - მოესმა ნიტას ხმა. - ჰო ნანიკო, კი, კარგად ვარ - თავი მოიკატუნა ქალმა და სააბაზანოში შევიდა - რა ხდება? - რაღაც გავაფუჭე და მშობელს იბარებენ. ასე ვუთხარი, მამა სამსახურშია და მამაჩემის საცოლეს დავურეკავმე-თქი.ძალიან გამიბრაზდება ეგ. თან კეთილია და როცა რამე ცუდს ვაშავებ, ორსაათიან დარიგებებს დაიწყებს ხოლმე. - რა დააშავე? - რა არა, ვინ - ამოიკვნესა ბავშვმა. - ვინ დააშავე? - ჩემმა შეყვარებულმა მანჩოს გადაჰხვია ხელი, მერე კიდევ რაღაც უხეშად თქვა და მე მუშტი ჩავარტყი - გამოუტყდა ნიტა. - ახლა კი მშობელს იბარებენ. თან ჩემმა დამრიგებელმა ახალ ამბებში გნახათ ერთად და სჯერა, რომ მართლა მამას საცოლე ხარ. - სად მოვიდე? - ლილიანმა ძლის შეიკავა სიცილი. - დირექტორის კაბინეტში ვარ. - ახლავე გამოვალ. ლილიანი საძინებელში შევარდა და სასწრაფოდ გადაიცვა ტანსაცმელი. - სად გარბიხარ? - ჰკითხა დათამ. - რაღაც საქმე მაქვს, მალე მოვალ. გინდა, იქიდან რომ გამოვალ, ბავშვები გამოვიყოლო? - სად მიდიხარ, არ მეტყვი? ბავშვები ჩემს დას უნდა გამოეყვანა ასე ორ საათში. - კარგი, კარგი. არ წახვიდე, მალე მოვალ - ლილიანმა ისევ აკოცა ტუჩებში და გაიქცა. - მაინც არ მეტყვი? - არა. მინდა, რომ იჯდე და ეჭვიანობდე - შორიდან მოესმა გაქცეული ქალის ხმა. * * * ლილიანი სირბილით შევარდა დირექტორის კაბინეტში. მაშინვე დაინახა ცხვირჩამოშვებული ნიტა, ცხვირდასიებული ბიჭი და ვიღაც ქალის უკმაყოფილო სახე, რომელიც დიდი ვარაუდით, ბიჭის დედა უნდა აყოფილიყო. - დაკაკუნება არ ვიცით? - ჰკითხა დირექტორმა. - რა კითხვებს მისვამთ, თქვენი მოსწავლე კი არ ვარ - ნიტასთან მივიდა და აკოცა - არ მეტყვი ნორმალურად, რა მოხდა? - მე გეტყვით - თქვა განერვიულებულმა ბიჭის დედამ - თქვენმა შვილმა თუ გერმა, ჩემი ბიჭი ისე სცემა, ცხვირიდან სისხლი ადინა. ამას ასე არ დავტოვებთ ნამდვილად! - უკაცრავად, ნიტას ვკითხე მე. თქვენ რომ გკითხავთ, მერე მიპასუხეთ - სარკასტულად გაუღიმა ლილიანმა და ჯერ ნაცემ ბიჭს შეხედა (სიცილი ძლივს შეიკავა), მერე ნიტას. - ხელი გადახვია იმ დამპალ გოგოს. თან კლასში ყველაზე მეტად ვისაც ვერ ვიტან, იმას! - გამწარებული დაიქოქა ბავშვი - ეგ ვაპატიე... მაგრამ მერე... შენი სურათები ვანახე კლასში ბავშვებს, ცოტა წავიმარიაჟე და ვუთხარი, რომ მამაჩემს ეს ქალი მოჰყავს ცოლად-თქო. აი ის სურათი, მწვანე გრძელი კაბა რომ გაცვია. - პორშეს რეკლამა? - ჰოო. - მანდ ძალიან ლამაზი ვარ. - ჰო, მეც მომწონს ეგ სურათი ძალიან. და ამან თქვა, რომ მამაშენს ეგ არ გაჰყვება ცოლად და თან ყველა მოდელი ბო*ია ლილიანის ჩათვლითო. უეცრად ლილიანი წელში გასწორდა, ჯერ ბიჭს შეხედა დედისმკვლელი სახით, მერე დედამისს მიუახლოვდა. საწყალ ქალს ფეხისწვერებზე აწევა დასჭირდა, რომ ლილიანის განრისხებული სახე კარგად დაენახა. - მე არ უნდა გასწავლიდეთ იმას, რომ 6 წლის ბავშვისთვის სიტყვა ბო*ის ცოდნა მეტისმეტია. თან საქმე ნიტას ოჯახს ეხება. ლილიანმა დირექტორს მიაპყრო ახლა მზერა. - სად არის დამრიგებელი? - იკითხა გაცხარებულმა, თუმცა პასუხს არც დალოდებია - სკოლებში ეთიკას უნდა ასწავლიდეთ, რათა ბავშვებმა იცოდნენ, რომ სხვისი ოჯახის წევრები ასე აუგად არ მოისხენიონ! ნიტას უთხარით მადლობა, რადგან მისი ხათრი მაქვს და თქვენს სკოლას ჩემი სახელის შელახვისთვის არ ვუჩივი! ჩემთვის სულ ერთია 6 წლის ლაწირაკი დამიძახებს ბო*ს თუ თქვენნაირი ზორბა! არც ერთს არ შევარჩენ! ასეთი რამეები ოჯახებიდან მოდის და ნუ მაფიქრებინებთ, თითქოს ასეთ ელიტარულ სკოლაში, უტაქტო ადამიანიები - უმცროსები და უფროსები მოღვაწეობენ. - ელიტარული სკოლა არაა - ჩაიჩურჩულა ნიტამ. - ვიცი, მაგრამ თუ ასე განაგრძეს, ისეთში გადაგიყვან, სადაც შესაფერისად მოგექცევიან. - არ ვარ წინააღმდეგი - გაეცინა ნიტას. - ჩემს ბავშვს ზრდილობა არ ესწავლება, თუმცა თავის დაცვაზე როცა მიდგება საქმე, მუშტების ქნევასაც არ ვუშლით. იმედია, ამ ყველაფრის შემდეგ, მეორედ აღარ დაიბარებთ ნიტას მშობელს ჰო? - ისე იკითხა, ვინმე თუ შეეწინააღმდეგებოდა, თავისივე კეთილდღეობას შეუქმნიდა პრობლემას. ამიტომ, არავინ უპასუხა - თავისუფალი ვართ მე და ნიტა ყოველგვარი დასჯების გარეშე? - დიახ - თავი დაუკრა დირექტორმა. ლილიანმა ბავშვს ხელი მოჰკიდა და კარი გამოიხურა. - ჰო და ეგრე ბო*ო! - ჩაიჩურჩულა კმაყოფილი სახით. - მაგარი ხარ. - სიცილით მოკვდა აღფრთოვანებული ნიტა. - ვაიმე, შენ რამდენიმე წლის წინ უნდა გენახე. კაველო რო რაღაცეებს იპარვდა და ფირმები ჩივილით ემუქრებოდნენ, იმდენს ვშვრებოდი, ბოლოს აქეთ გვიხდიდნენ ჯარიმებს და ბოდიშებს. - აუ ლილიან, ისევ სკოლაში რომ უნდა ვიყო? ხატვის წრე მაქვს, მერე მამიდა მომაკითხავს. - თუ გინდა, ერთი ნახევარი საათით გავიდეთ, რამე ვჭამოთ და დაგაბრუნებ უკან მალე. - მინდა. - რას შეჭამ? - მაკ დონალდსია აქ ახლოს. - კარგი წავიდეთ. სხვათაშორის, საქორწინო კაბა მაქ ასარჩევი ამ დღეებში. წამომყვებით შენ და სოფი? - კიი. არასდროს მინახავს საქორწინო კაბას როგორ ისინჯავს ადამიანი. მხოლოდ ტელევიზორში. - სიხარულით ტაში შემოჰკრა ბავშვმა. - ჰო და ლაივშიც ნახავ - გაეცინა ქალს და მანქანაში ჩასვა, ღვედი შეუკრა. * * * - მაინც არ მეუბნები, სად იყავი ხო? - ჰკითხა დათამ სახლში დაბრუნებულ ლილიანს. - ნწუ - თავი გააქნია ქალმა. მხარზე უზარმაზარი ჩანთა ეკიდა და საქმიანი სახით მიაბიჯებდა ოთახისკენ. - ლილიან! - გაბრაზდა დათა. - რა გინდა? - სად იყავი? - „აჩოტები“ უნდა გაბარო? - უნდა მაბარო. -და შენ მაბარებ? - მე მთელ დღეს შენთან ვატარებ და თუ ძალიან გაინტერესებს, გეტყვი ხოლმე მოსაფსმელად როდის მივდივარ. - არ მაინტერესებს შენი პირადი ცხოვრება. - პირადი? მოიცადე, ჩემი პირადი ცხოვრება შენ მეგონე. - ნუ, რაცაა - დაიბნა ლილიანი და თან ესიამოვნა კაცის ნათქვამი. - შენი პირადი ცხოვრება რა არის? - ჰკითხა დათამ. - არ ვიცი. - ხმადაბლა ტუჩებიდან გამოსცრა ლილიანმა. - როცა მოიფიქრებ, მითხარი. - სადმე მიდიხარ? - კი, შენი პორტრეტი უნდა დავასრულო. - კაი, ამოვალ. - უშენოდაც ვიზამ. მახსოვხარ - თქვა გაბრაზებულმა კაცმა და მეორე სართულზე ავიდა. - ჩემი ნევროზა - გაეცინა ლილიანს. დათა გაღიზიანებული,ცალკე ოთახში შევიდა, მოლბერტიც იქ შეიტანა და ლილიანის სხეულის დასრულებას შეუდგა ტილოზე. ნახევარი საათიც არ იყო გასული, რომ ქალმა ფრთხილად შემაღო კარი. - ეს მე ვარ? - იკითხა გაოგნებული ხმით. - ასე ძალიან არ გგავს? - თავის ნამუშევარს შეხედა კაცმა. - არა, არა, პირიქით... ასეთი ლამაზი ვარ? - ისეთი მშვენიერი იყო, ქალს ცრემლი მოერია. - ლილიან, პირველად გესმის, რომ ლამაზი ხარ? - არა, უბრალოდ... - გული ზედმეტად აუჩუყდა - ასეთს მხედავ? - კი, ასეთს გხედავ. ქალი გიჟივით მივარდა კაცს და ტუჩებში ვნებიანად აკოცა. - ყველგან წამოვალ - ამბობდა სიხარულით და კაცის მკლავებს მაგრად ებღაუჭებოდა. - სად ყველგან ლილიან? - ყველგან - წამოხტა და ტანსაცმლით გამოტენილი ჩანთა შემოათრია ოთხში. დათას მოუთმენლად შეხედა. - სოფელშიც, მთაშიც და ბარშიც. ბარგიც კი ჩავალაგე, სანამ მუშაობდი. - ანუ ჩემს მშობლებს გაიცნობ? - ვერ უჯერებდა დათა საკუთარ ყურებს. - კი და მეტიც... ვეცდები, რომ მათ მოვეწონო. - ვინ ხარ? - გაოგნებული იდგა კაცი და მომღიმარ ლილიანს მისჩერებოდა. - ლილიან დადვანი ვარ და შენს მშობლებს მაგრად უნდა მოვაწონო თავი. მთელს სოფელში, ჩვენნაირი რძალი არავის ჰყავსო, უნდა ვაძახებიდნო. თუმცა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამბავი გვაქვს გადასაწყვეტი. - რა ამბავი? - გაოგნებული იყო დათა ლილიანის ხასიათის ასეთი სწრაფი ცვლილებებით. - ტალახი თუ იქნება გზაზე, ხელში აყვანილს მატარებ! - ჰკითხა ლილიანმა. - კისერზეც შეგისვამ. * * * - ფანჯარა ასწიე, გიბერავს - უთხრა დათას ლილიანმა სოფელში მიმავალ გზაზე. - რა? - გაეცინა კაცს. - გიბერავს, გაცივდები და გარდა იმისა, რომ სოფლის ჰაერი უნდა ვისუნთქო, შენი მოვლაც მომიწევს. - ლილიან, ჯოჯოხეთში კი არ მიმყევხარ. - ტუალეტი გარეთაა? ჩასაცუცქია? - არა, უნიტაზი გვაქვს. - შხაპის მიღებას შევძლებ? - კი ლილიან, როცა მოგინდება. თუ გინდა, დღეში ათჯერ მიიღე შხაპი. - ქათმები გყავს? - კი... ძროხაც. - ძროხაა? - ლილიანმა გულზე ხელი მიიდო ნაიმფაქტარი სახით. - ჰო, ძროხა. ოთხფეხა ცხოველია, მუუუს იძახის ხოლმე - აუხსნა კაცმა. - ვიცი ძროხა რაცაა. ნანახი მყავს...ტელევიზორში. - რეალურად ძროხა არ გყავს ნანახი? - არა. დათას სიცილისგან ლამის ავარია მოუვიდა. - ლილიან - ჩაიჩურჩულა ვნებიანად. - რა გინდა? - უკვე იცოდა, რომ რაღაც უბედურებას მოუთხრიდა. - გინდა გადაფურთხება გასწავლო? - ჰკითხა კაცმა ეშმაკურად. - აუტანელი ხარ! - შენ უფრო! - დარწმუნებული ხარ? - კიი, ასი პროცენტით. - გინდა, ძალიან სასიამოვნო ასატანი გავხდე? - ახლა ისეთ რამეს იზამ, ცხოვრებისეულ ტრავმას მომაყენებ. ამიტომ, არ მინდა. - დარწმუნებული ვარ, რომ გინდა - ეშმაკური სიცილით კაცის შარვლის უბისკენ გააცურა ლილიანმა ხელი. - მემგონი, მინდა. - თან ძალიან - ყურთან უკბინა ქალმა. - ლილიან, შეიძლება ავარიაში მოვყვეთ - ღრმად ჩაისუნთქა დათამ, როცა ქალის ნაზი ტუჩებისა და შემდეგ სველი, რბილი ენის შეხება იგრძნო საკუთარ ასოზე. კაცმა თმა გადაუწია, თავის ცხოვრებაში ყველაზე ვნებიანი მომენტი არა მხოლოდ შეიგრძნო, არამედ თვალითაც იხილა. - არ შეანელო, თორემ გავჩერდები - თქვა ქალმა ბოროტი სიცილით და ისევ საყავრელი მამაკაცის ფერებას შეუდგა. - ლილიან, ღმერთო - ამოიკვნესა კაცმა - ეგ ვინ გასწავლა? - ინტერნეტში ბევრი რამის სწავლა შეიძლება - სიცილით აკოცა ტუჩებში დათას. ახლა ხელით ეფერებოდა მის ასოს, ტუჩები კი კაცის ყურთან მიეახლოვებინა და ვნებიანად კრუსუნებდა. - ლილიან მაგიჟებ - ძლივს სუნთქავდა კაცი. - გზას უყურე! - შეუბღვირა ლილიანმა და ისევ თავის თბილ პირში მოიქცია კაცის ღირსება. პირს უფრო და უფრო მჭიდროდ კუმავდა. ქალს ისეთი შეგრძნება ეუფლებოდა, რომ პირში მოქცეული კაცის ასო წამდაუწუმ მკვრივდებოდა, იზრდებოდა. ლილიანი ძალიან ძლიერად უჭერდა ტუჩებს, დიდი მონდომებით, ენთუზიაზმით წოვდა. - ლილიან ახლა.... - მიდი საყვარლო - ჩაიჩურჩულა ქალმა და ენით საოცრად გააღიზიანა კაცის სასქესო ორგანო. ერთ მომენტში, ასოსთავი თითქმის გადაყლაპა. დათამ კი მთელი ძალით დაძაბა სხეული. ენით აღუწერელი ნეტარებით სავსემ, ჩახლეჩილი, საოცრად სექსუალური ხმით ამოიკვნესა. ნახევარი საათის შემდეგ: პოლიციის ფორმაში გამოწყობილი კაცი ანკეტას ავსებდა, თან ცალი თვალით ახედავდა ხოლმე წყვილს, რომლებიცც გაწითლებულები, დროდადრო ფხუკუნებდნენ ხოლმე, სიცილს ვერ იკავებდნენ. - მაინც ვერ ვხვდები, რა დაგემართათ. ტრასა ცარიელი იყო, ასე უბრალოდ როგორ გადაუხვიეთ გზიდან და ხეს როგორ შეეჯახეთ? - სჯობს, არ იცოდეთ - თქვა დათამ, რომელსაც ყველანაირ ჩასაბერში ჩააბერინეს. ჯერ მთვრალი ეგონათ, მერე დაბოლილი. პოლიციელმა თავისქნევით შეხედა ორივეს, თითქოს ტუქსავსო. - ღმერთს მადლობა უთხარით, რომ ცოცხლები ხართ და მანქანაც არაა ძალიან დაზიანებული. ასეთი შეჯახებებით ზოგჯერ ადგილზევე იხოცებიან. - მადლობა ღმერთო - ჩაიბურტყუნა ლილიანმა. - მაპატიე ღმერთო, ეშმაკმა მაცდუნა - დაამატა დათამ და ლილიანს გვერდული მზერით გახედა. ისევ ორივეს გაეცინა. - თავისუფლები ვართ? - ჰკითხა ლილიანმა. - კიი. მანქანა თუ დაიქოქა, ნახეთ აბა. დათა მანქანაში ჩაჯდა და დაქოქა. სულ სიცილ-კისკისით წამოვიდნენ იქიდან. - ახლა დედაშენს თვალებში როგორ ჩავხედო? - კისკისებდა ქალი. -როგორც მე მიყურებ, ისე. - ასე? - საოცარი ვნებით აღსავე მზერა მიაპყრო ქალმა. - ეგრე აღარასდროს შემომხედო, როცა საჭესთან ვიქნები! - ასე? - მუხლზე გაუხახუნა დათას ხელი. - შეწყვიტე, თორემ მეორე ჯერზე ასე აღარ გაგვიმართლებს. კაცი გამოშტერდა. ეგონა, რომ მართვის მოწმობა არ მქონდა. მივდიოდი ჩვეულებრივად და უცებ შევასკდი. - ჩვეულებრივად არა, ბოლოს ძალიან ხაზავდი რვიანებს. - ნეტა რატო? - არ ვიცი - ყელში აკოცა ქალმა. - ავარიად ღირდა. - ვითომ? - მთელ სიცოცხლედ ღირხარ. ლილიანს არაფერი უთქვამს. ფანჯარაში გაიხედა. მერე სუნთქვა დაუმძიმდა, საეჭვოდ ვეღარ უსწორებდა სახეს კაცს. დათა მიხვდა, რომ ქაალი აატირა. ვერ გაეგო, რატომ, მაგრამ მაინც საკუთარი თავი დაადანაშაულა. მანქანა გააჩერა. ლილიანისკენ გადაიხარა, მხარზე მოხვია ხელი და ჩაიხუტა. - შენთან ძალიან სუსტი ვარ - ტირილით აღმოხდა ქალს - ასეთი სუსტი არასოდეს ვყოფილვარ და არც მინდოდა, ვყოფილიყავი. ხედავ, რატომ გავურბოდი გრძნობებს? უსუსური ქალი გავხდი, ვიღაცაზე დამოკიდებული. - სუსტი არასოდეს იქნები - ნამტირალევი სახე დაუკოცნა კაცმა და კვლავ გულში ჩაიკრა. - როგორ არა. მშიშარა ვარ, ადვილად სამართავი. შენი დაკარგვის ისე მეშინია, ნებისმიერ რამეზე ვარ წამსვლელი. - ჩემი დაკარგვის არ უნდა გეშინოდეს. - დილას, ხო მეჩხუბე? - მერე, ვინ შემოვარდა ორ წუთში უკან - შენ თუ მე? - შენ - პატარა ბავშვივით გაიწელა მაისურის მაჯები და ცრემლი მოიწმინდა ქალმა. - სიყვარული ვინ აგიხსნა? - შენ. - გამოდის, რომ ახლა მე უნდა ვტიროდე. - რატომ არ ტირი? - ჩემს გვერდით ხარ და იმიტომ. თან როგორც მივხვდი, არსად გაქცევას არ აპირებ. - არა. - არც მე. * * * - გადმოდი საყვარელო, მოვედით. ლილიანი საკუთარი თავის მადლიერი იყო, რომ დილით გონივრულად მოიქცა და ბოტასები ჩაიცვა, თორემ ასეთ გზაზე ქუსლიანი ფეხსაცმლით წამში წაიმტვრევდა კისერს. მანქანიდან გამოსული, მორიდებული ბავშვივით ამოუდგა დათას გვერდში და ხის ლამაზ ჭიშკარში შევიდა. გარშემო შესანიშნავი ხედი გადაიშალა - ლამაზი ეზო და დიდი სახლი, რომელიც საერთოდ არ ემთხვეოდა ლილიანის წარმოდგენილს. სახლს უზარმაზარი ხის აივანი გქონდა, რომელზეც უმშვენიერესი ორნამენტები ამოეჭრათ. - რა ლამაზია - თქვა გაოგნებულმა ქალმა. - აბა, რა გეგონა? - თმაზე აკოცა დათამ. სახლიდან დათას მშობლები გამოვიდნენ. არც მშობლები წარმოედგინა ასეთი. ოდნავ ხანშიშესულები იყვნენ, თუმცა საერთოდ არ ეტყობოდათ ასაკი. როგორც აღმოჩნდა, დათა მამამისს გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა. რაც უფრო უახლოვდებოდნენ დათას მშობლები, მით უფრო ესახებოდათ სახეზე გაოგნება სარძლოს დანახვისას. ლილიანიც გაოგნებული ჩანდა. დათა ჯერ ბედნიერად გადაეხვია თავის მშობლებს და მერე ამაყად გამოუცხადა: - ეს ლილიანია, ჩემი საცოლე. დათას დედას თვალზე ცრემლი მოადგა. - უკვე აღარ მეგონა, რომ ჩვენი ოჯახი ამ ბედნიერებას მოესწრებოდა - თქვა ტირილით და ლილიანი გულში ჩაიკრა. ლილიანს პირველად გაუჩნდა ფიქრები იმასთან დაკავშირებით, რომ დედამთილის ყოლა მაგარი რამეა და არა ისეთი, როგორიც გარშემომყოფებისგან ესმოდა. - კაცი მე გამიზრდია, ასეთ გოგოს რო შეაყვარა თავი - თქვა დათას მამამ და ისიც გადაეხვია. - არც მე ვარ ცუდი ტიპი - წაიბუზღუნა დათამ - მშვენიერი ბიჭი ვარ არადა. * * * ვახშმისა და დათას მშობლებთან საუბრის შემდეგ, დათამ ქალს სახლი დაათვალიერებინა. სარდაფი ისე მოეწყოთ, გეგონებოდა ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს ვინტაჟური ნომერი ყოფილიყო - ხის ბუხარი, ხის მაგიდა-სკამები. პირველ სართულზე სამზარეულო, სასადილო, დიდი ოთახი და დათას მშობლების ოთახი იყო. მეორე სართულზე - დათასი და ბავშვების ოთახები. - არ მჯერა, რომ ამას ვაკეთებ - ლილიანი ზამბარებიან საწოლზე მოწყვეტით დაენარცხა. - რას? - არ მჯერა, რომ ასეთ კარგ ხალხს ვატყუებ და ეს ყველაფერი მათეს გამო. არადა, არც კი მომწონდა. - ხედავ, ერთმა პატარა ტყუილმა სადამდე შეიძლება მიგიყვანოს? - ჩუუუ, ვითომ შენ ანგელოზი იყო! - არ ვარ ანგელოზი - საწოლზე წამოგორდა კაცი ქალის გვერდით - ეშმაკის საყვარელი ვარ. ლილიანს გაეცინა, კაცს მკერდზე დაადო თავი. საოცარი იყო, დათას სურნელი ყველგან იფრქვეოდა, ტანსაცმელი და კედელი ვერ აკავებდა იმ არომატს, რომელიც ლილიანისთვის ასეთი სასურველი და ძვირფასი გამხდარიყო. - აქ გეძინათ ხოლმე შენ და შენს ცოლს? - ჰკითხა ლილიანმა. - ეს თუ დაგამშვიდებს, იმის მერე, მრავალჯერ გამოიცვალა თეთრეული. - ცდილობდა ეხუმრა კაცს, მაგრამ ლილიანის სახეს ოდნავი სევდა მაინც დაჰკრავდა. - აუუუ - წარბები შეკრა ლილიანმა. - დაიწყე შენებური პრეტენზიები? - კიი. - ძალიან საყვარელი ხარ - ლოყის დასაწყისში, ყურთან აკოცა კაცმა. - შენ ჩემი წამება და ეჭვიანობა მოგწონს, საძაგელო კაცო! - აბა, რამით ხომ უნდა აგო პასუხი ყველა იმ ტკივილისთვის, რაც ხალხს მიაყენე? - ამას სერიოზულად ამბობ? - არა, ვხუმრობ. დაუსჯელიც ძალიან კარგი ხარ. - შენ სოფლელიც კარგი ხარ - ყელში ჩაუდო ქალმა თავი და ცოტა ხნით ჩაეძინა. ზუსტად ერთ საათში, მამლის ყივილმა გააღვიძა. თვალებდაჭყეტილი მიეკრო დათას. - გათენდა? - იკითხა გულგახეთქილმა. - ხო ეზოდან იყო ხმა? - არა, ჩვენს ოთახში შემოვასეირნე. ლილიანმა გულუბრყვილო ბავშვივით შეათვალიერა ოთახი. - მომატყუე? - კი. - გათენდა? - რა გათენდა გოგო, მარტო დილით კი არ ყივის მამალი. შუადღეა, სულ რაღაც ერთი საათი გეძინა. - შენ არ გეძინა? - არა. - აბა, ასე იწექი და მიყურებდი? - ჰოო - გამოუტყდა კაცი. ლილიანს კმაყოფილი სახით გაეღიმა. - ისე, როგორ ფიქრობ, დედაშენს მოვეწონე? - კი, გადაირია. შენი თანდასწრებით მოერიდათ, მაგრამ დამიმარტოხელებენ ალბათ მალე და მკითხავენ, ვირის ტვინი ხო არ აჭამე ამ ანგელოზივით გოგოსო. ქალმა გადაიხარხარა. - შენც სიმპათიური ხარ დათუჩააა. - განსაკუთრებით მაშინ მიყვარხარ, როცა ეგრე ხარხარებ - შემთხვევით ისევ სიყვარული შემოეხსნა დათას. - ქათამივით რომ ვკაკანებ? - ჰოო. მახსენდება, რომ შენც ადამიანი ხარ და შენც გაქვს ნაკლი. - ანუ ნაკლიანი სიცილი მაქვს? - არა, იდეალური - ტუჩებში აკოცა კაცმა. - წამოდი, ვიღაცეებს გაგაცნობ. - ვინებს? - წამოდითქო - თბილი ჟაკეტი მოაცვა და ეზოში გაიყვანა. - აუ, რაღაც დამავიწყდა, დამელოდე - სამზარეულოში შეირბინა წამით. - სად მიგყევარ? - წამო, წამო - ხელში რძით სავსე მაწოვარა ეჭირა კაცს. - მესამე შვილიც გყავს? - ჰკითხა ლილიანმა სიცილით. - თითქმის - ეზოს მეორე მხარეს, ბოსლის კარი შეაღო (თუმცა ლილიანმა არ იცოდა, რომ ბოსელი იყო. არასდროს ენახა აქამდე მსგავსი რამ). - რა სუნია - სახე დამანჭა ქალმა. - არაფერი სუნი არ არის, სუფთად არის ხოლმე პეპელა. - რაღაცნაირი სუნი მაინცაა - პრეტენზიული ბავშვივით დაიწრიპინა . - პეპლები გყავს? - არა, შემოდი. ლილიანი ისე შევიდა, გეგონება დანაღმულ ტერიტორიაზე დააბიჯებდა, თუმცა ნაღმების მაგივრად, პატარა თეთრი ხბო დახვდა. ყურებს საყვარლად არხევდა და დაჭყეტილი თვალებით უყურებდა მასთან შემოჭრილ სტუმრებს. ქალიც დამფრთხალი იყო და ხბოც. - ესაა პეპელა? - ჰო. - ვაიმე, რა საყვარელია - წამოიყვირა აღფრთოვანებულმა. - გამარჯობა ხბოოო - ჩაიცუცქა და ჯერ ოდნავ შიშით გასწია მისკენ ხელი, მერე, როცა მიხვდა, რომ სიცოცხლისთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენდა, თამამად მოეფერა. - აჭმევ? - მაწოვარა მისცა დათამ. - ჯერ ფეხი არ აუდგამს. - სადაა ამის დედიკო? - მოკვდა საწყალი. ამ ორი დღის წინ, რაღაც შხამიანი ბალახი უჭამია და სულს ღაფავდა. - ვიამე - ლამის ტირილი დაიწყო ლილიანმა. ხბოს მაწოვარა მიუტანა პირთან და ფრთხილად დაუჭირა. წამით, ისეთი შეგრძნება დაეუფლა, თითქოს პატარა ბავშვს აჭმევდა და ძალიან ესიამოვნა ეს განცდა. - ბავშვები არ ჩამოვლენ? - ჰკითხა დათას. - არა მგონია. რა იყო? - არაფერი, ისე გკითხე. რა საყვარელი პეპელაა, არადა პეპლების თითქოს მეშინოდა - ხბოს თავზე ხელი გადაუსვა ქალმა. - შენ ფოთლისაც გეშინია ხო? - არა, ფოთოლს ეშინია ჩემი. - გამოაცალე პირიდან, სულ შეჭამა, აღარაა რძე და იტანჯება. - მეტი არ ვაჭამოთ? - არა, ცხოველის გაღორება არ შეიძლება. ეგ იყო მაგისი ვახშმის ნორმა. - კარგი ჰოო. ხო არ სცივა? - არა, თბილადაა, დამშვიდდი. - მარტოს არ ეშინია ხოლმე? - არა ლილიან. - საწყალი, დედა მოუკვდა და შენ სულ მარტო ტოვებ. ცივსისხლიანო! - ლილიან, სადილი მოგეწონა დღეს? - ჰკითხა დათამ. - ძალიან, მაგრამ რა შუაშია? - დედამისი იყო იმ სადილში. - რაააა? - დაიღრიალა ქალმა. მერე ხბოს შეხედა სასოწარკვეთილი სახით, დათას ხელი მოჰკიდა და ცალკე გაიყვანა. - ცოტა ჩუმად მაინც გეთქვა შე იდიოტო! ახლა ამ უბედური, ობოლი ხბოს დედის მჭამელიც გამხადე. დაკალი ხო? შენ დაკალი? სიმართლე მითხარი. - ვხუმრობ ლილიან, დაწყნარდი. არავის უჭამია დედამისი. - ჩუმად ილაპარაკე! ნახე როგორ მიყურებს, მემგონი ყველაფერს ხვდება - ლილიანმა ნაძალადევი ღიმილით ხელი დაუქნია პეპელას. - მაგიჟებ - წელზე სტაცა კაცმა ხელი და თივის ზვინზე დააგდო. - ვაიმე, არ დაინახოს - წამოიკივლა ქალმა. - ხბომ გოგო? - არა, დედაშენი რომ შემოვიდეს? ან მამაშენი? - მართალი ხარ - ქალი წამოაყენა და გარეთ გაიყვანა. - წამო ბოსტანში. - ბოსტანში? ვაიმე, საწოლი არის მანდ? - კიი, ძალიან გემრიელი თან. - რაღაც ვერ ვხედავ. - ლილიან, შენ ყველაზე ჭკვიანი და მაგარი ქალი ხარ, ვინც კი ოდესმე მინახავს, თუმცა რატომ გეგონა, რომ ბოსტანში საწოლი მექნებოდა? - აბა...რო მიგყავდი? - საცოდავად ჰკითხა, შეეშინდა, ისევ სისულელე არ ვთქვაო. - არაფერია საყვარელო, ცვრიან ბალახზე თუ არ გაგორდი და სექსით არ დაკავდი, რაა მამული?- პირდაპირ შარვალი ჩახადა კაცმა. - შენ გაგორდები - ძირს დააგდო ლილიანმა, შემდეგ ზემოდან დააჯდა წელზე და დათას ტუჩებს დაეწაფა, ხელით კი ქამარი შეუხნა - ჩემს ძ*ძუებში ხელის ფათური თუ მოგინდება, შიგნით შეყავი და ისე მიფათურე. ამ სიცივეში, გაშიშვლებებს არ ვიყოთ, კარგი? - კარგი - გაეცინა დათას... * * * შემდეგ დილას, კაცი უცნაურმა შეგრძნებამ გამოაღვიძა - ლილიანი მკერდზე არ ეწვა, არც თავად იწვა ლილიანზე, ვერც მის ფეხებს გრძნობდა და ვერც მის სითბოს. უსიამოვნო შეგრძნება დაეუფლა და თვითონ იმ ფაქტმა გააკვირვა, რომ ლილიანის გარეშე ყოფნა, მითუმეტეს, დღის მის გარეშე დაწყება, საშინელ დისკომფორტს უქმნიდა. ტუალეტში არ იყო. არც სამზარეულოში. - ლილიანს ეძებ შვილო? - ჰკითხა დედამისმა. - ჰოო. - არც უსაუზმია. ასე თქვა, დათასთან ერთად ვისაუზმებო და დილაუთენია, ხბოსთაბ შევიდა. - გამაგიჟებს ეგ გოგო - გაეცინა დათას. ბოსლიდან უცნაური დიალოგის მოესმა: - გაგატან თბილისში, გინდა? - ჰკითხა მამამისმა „სარძლოს“. - როგორ მოვუარო? - სრული სერიოზულობით დაინტერესდა ქალი. - რძე დაალევინე თავიდან, მერე თივას გამოგიგზავნით ხოლმე. დათა მიგახედინებს. - კაციც არ ჩანდა არასერიოზული. - გაგიჟდით ხო? - ჩაერია დათა. თან საკუთარ თვალებს ვერ დაუჯერა - ლილიანს ხბო პლედში გაეხვია და თან მამამისთან ერთად ეწეოდა სიგარეტს. - დილას ძალაიან ციოდა და შემეცოდა - აუხსნა ლილიანმა. - ჰაა, მოგყავს თბილისში? მერე ივენთებზე ატარე. ყველაზე ორიგინალური და კრეატიული იქნები. - ვის დასცინი შენ? - შეუბღვირა ქალმა. დათა გვერდზე მიუჯდა ხბოს და თავის საცოლეს. - ამოდით ბავშვებო საუზმეზე - დაიბარა მამამისმა და მარტო დატოვა წყვილი. - დათა, იცი რაა? - ისეთი სახით ჰკითხა, უკვე მიხვდა კაცი რომ მძიმე თემას უნდა შეხებოდა. - რაა? - ხელი გადაჰხვია. ქალიც შეწუხებული მიეკრო მკერდზე. - ხბო დავგუგლე და იცი რა ამომიგდო გუგლში? - არა. - ხბოს ჩაქაფული... ამას ჭამენ? - დათაზე მიხუტებულმა ლილიანმა ხბო მიიხუტა და საბოლოო ჯამში, ცოტა არაორდინალური, თუმცა ბედნიერი ოჯახის სურათს ქმნიდნენ. - ჰო, ზოგჯერ. - ასეთ პატარას? - კიი. - დაგიკლავს ასეთი? - კი-თქო რომ გითხრა, დამშორდები? - არა. - არ დმაიკლავს, შეხედე ლილიან, ამას რა მომაკვლევინებს? - გაეცინა დათას და ქალს შუბლზე აკოცა. - ვიცოდი, არ იყავი მკვლელი. - მოსიყვარულე მზერა მიაპყრო ლილიანმა საყვარელ კაცს და მიხვდა, რომ ცხოვრებაში ასეთი ბედნიერი არასდროს ყოფილა. * * * შუაღამისას ლილიანს გაეღვიძა. დათა გვერდზე არ ეწვა. ისტერიულად მოავლო ხელი მთელს საწოლს და როცა დარწმუნდა, რომ მამაკაცი მართლა არსად იყო, საშინელმა კანკალმა აიტანა. ფეხზე წამოდგომასაც ვერ ბედავდა, მხრები უსუსურად უკრთოდა და ღრმად სუნთქავდა. - სინათლე, სინათლე - შესძახა საკუთარ თავს, მაგრამ განძრევაც ვერ მოახერხა. ციებცხელებასავით შეესია სხეულზე ათასგვარი ჭიანჭველა, რომელიც ყოველი სიბნელის ჟამს მოდიოდა წარსულიდან და მოსვენებას არ აძლევდა. მწერები შეუჩერებლად დაცოცავდნენ ქალის ტანზე. ლილიანს კივილიც კი არ შეეძლო. ფეხის ხმა გაიგონა, ელდანაცემივით შემოტრიალდა უკან და საშინელი, ხმაჩამწყდარი კვნესა აღმოხდა პირიდან. - რა გჭირს? - ჰკითხა ოთახში შემოსულმა დათამ. -შუქი - დაიხრიალა ქალმა. დათამ ეგრევე აანთო სინათლე. - ლილიან, რა გჭირს? - საბანში გაახვია და მკერდზე მიიხუტა აკანკალებული. - სიბნელე როცაა და მარტო ვარ, ყოველთვის მოდიან. - უპასუხა ჯერ კიდევ ღამის კოშმარში ჩარჩენილმა ლილიანმა. - მემგონი, მხოლოდ შენი ეშინიათ. - ვის ლილიან? - აჩრდილებს... ბევრნი არიან და ძლიერები არიან, ხმაურიანები. - თითქმის ბოდავდა თვალებგაშტერებული ქალი. - სანამ მე ვარ, ვერავინ მოგეკარება - უფრო მაგრად ჩაიხუტა დათამ. - არასდროს წახვიდე, როცა სიბნელე იქნება იცოდე! - არა საყვარელო. - სიგარეტი მომაწოდე რაა. დათამ პირდაპირ მოკიდებული სიგარეტი გადასცა მის მაგეებს და საფერფლეც დაუდო. - წყალი ხომ არ გინდა? - არა, მომიწექი. კაცი გვერდით მიუწვა. ლილიანი შედარებით დაწყნარდა, მამაკაცის პერანგს მაგრად ჩაბღუჯა ხელები და მისი ნიკაბი თავის შუბლს გაუხახუნა. - აქ ყოფნა უცნაურია - გამოუტყდა ქალი. - რატომ? - დიდი ხანია, რაც მშობლების სითბო არ მიგრძვნია. ისიც არ მეგონა თუ ვინმესთვის სასურველი ვიქნებოდი. - შენ ყველაზე სასურველი ხარ - სახე დაუკოცნა დათამ. - აი, ამიტომაც გამოირჩევი: შენთვის სასურველი ვარ. მაშინაც, როცა ვერც ერთი სულიერი ბედავდა ჩემთან დაახლოებას, ისე მოახერხე, თავადაც არ გაგიცნობიერებია. ზოგჯერ, ვერ ვხვდები, როგორ შეგიძლია იყო ასეთი კარგი და თან ჩემთან ყოფნის სურვილი არ გეკარგებოდეს. ეს მართლა ის შემთხვევაა, როცა დემონი და ანგელოზი საყვარლები არიან. - რა ვქნათ, ანგელოზებსაც გვაცდუნებენ ხოლმე ზოგჯერ. - თქვა დათამ ღიმილით, ლილიანის სიგარეტის არომატით გაჟღენთილი საფერფლე იატაკზე გადადო. - შუქი ჩავაქრო? - ჩააქრე, მაგრამ შენ არ დამტოვო! - არა, რა თქმა უნდა. ოთახში წყვდიადმა დაისადგურა, მაგრამ ლილიანს აღარ ეშინოდა, რადგან მამაკაცის ტუჩები ნაზად ეხებოდნენ მის ბაგეებს. ქალი იმაზე ჩაფიქრდა, რომ ცხოვრებაში ყველაზე მეტად აქამდე მხოლოდ სიბნელის ეშინოდა, ახლა კი, როდესაც დათას მკლავებში მოქცეული ჩაისუნთქავდა მის სურნელს, სიბნელე დაძლეულ ფობიად რჩებოდა. ოდესმე თუ ეს ცისფერთვალება ბიჭი თავისი პატარა გოგონათი, მხოლოდ წარსულის მოგონებად გარდაიქმნებოდა, ერჩივნა, მომკვდარიყო. დათასთან განშორება მისთვის ყველაზე საზარელი კოშმარი გამხდარიყო. მჭიდროდ, ძალიან მჭიდროდ და სიყვარულით მოჰხვია მკლავები კაცს. არასოდეს უნდა გაეშვა! დათას გარდა, სხვა ხსნა, სამყაროში, არ არსებობდა. დილას ლილიანი ნიტას ზარმა გააღვიძა. ასე 8 საათი იქნებოდა. - მოხდა რამე? - ძლივს აიდგა ენა ძილბურანში მყოფმა. - როდის ჩამოხვალთ? - ჰკითხა დაღონებულმა ბავშვმა. - არ ვიცი, რა მოხდა? - არაფერი. მოვიწყინეთ - გამოუტყდა ბავშვი. - დათა, დათა - შეანჯღრია ლილიანმა მძინარე ნათა. - რა იყო? - როდის ჩავდივართ თბილისში? ბავშვებს მოენატრე. - შენც მოგვენატრე - აღიარა ნიტამ - იმიტომ გირეკავ შენ. ლილიანს კმაყოფილი სახით გაეღიმა, დათას პასუხს აღარ დალოდებია. - მეც მომენატრეთ, დღეს საღამოს ან ხვალ დილას ჩამოვალთ. თავდაჯერებული ღიმილით შეხედა ქალმა დათას. - მეც მოვენატრე ბავშვებს და მე მირეკავენ... - ძალიან კარგი. დღეს საღამოს ჩავიდეთ. - ხვალ დილას, კაბაზე წავიყვან. - სკოლა აქვს ნიტას ხვალ დილით, სოფის ბაღი. - გააცდენინე, არაფერი დაშავდება. - მემგონი ბავშვებს მიფუჭებ იცი? - მამა ნახე, დედინაცვალი ნახე, შვილი ისე გამონახეო, ნათქვამია - თვალი ჩაუკრა ლილიანმა. - მართლა დარტყმული ხარ - სიცილით აკოცა ქალს დათამ. - არადა, მინდოდა ყველაფერი კარგად დამეთვალიერებინა შენთვის. სოფელში პირველად ხარ, ცოტა გაგაცნობდი ფლორასა და ფაუნას. - მოდი, არ გვინდა რაა. ბუნებაზე ალერგია მაქვს და თან ოდნავ ტალახიან, სველ მიწას როცა ვუყურებ, გარეთ თავის გაყოფის სურვილი არ მიჩნდება. მაგრამ წვიმიანი მიწისა და ბალახის სურნელი ნამდვილად მომწონს, მაგის ფონზე სექსმაც გაასწორა. უბრალოდ, ამ ალერგიას ვერ ვამარცხებ. - რაღაცას აჭარბებ მგონი - ცალი წარბი ასწია დათამ. - მართლა... გეოგრაფიული ენა მაქვს, ბოსტნეულის ჭამისასაც მტკივდება ხოლმე - ენა გამოუყო ლილიანმა. - არადა, ძალიან მოხერხებული და ოსტატური ენაა - ეშმაკურად გაეცინა დათას. - ეგ იმიტომ, რომ შენზე არ აქვს ალერგია - ტუჩებში აკოცა ქალმა ენის დახმარებით. - ბედნიერი კაცი ვყოფილვარ. - ჰო, გაგაიმართლა. - აბა რას ვშვრებით, მიგვყავს ხბო? - ჰკითხა დათამ და შუბლი მიადო შუბლზე. - არა, აქ დარჩეს. ოღონდ შენებს უთხარი, რომ არ დაკლან კაი? - ვეტყვი. ლილიანი კაცის მკლავს მაგრად ჩაებღაუჭა. იმაზე დაფიქრდა, კიდევ როდის ნახავდა დათას მშობლებს. იქნებ აღარასდროს მოუწევდა მათთან შეხვედრა? იქნებ, ეს მთელი სიყვარული თავიანთი შეთხზული ფარსი იყო? თუმცა ახლა რეალური სამყარო მიაჩნდათ წარმოსახვითად. ისეთ შეგრძნებას მოეცვა ორივე, გეგონება მთელი ცხოვრება ასე ჰქონდათ გატარებული - ერთ სარეცელში. ლილიანს ეს კაცი სურდა. ყველაფრით - მშობლებით, ბავშვებით, ღიმილით, თვალებით. ასეთი მშვენიერი მაშინაც არ ეჩვენებოდა ცხოვრება, როცა თავისი ნამდვილი მეგობრები ჰყავდა გვერდით. ლილიანი სიყვარულს კი არ გრძნობდა, თავად სიყვარული გამხდარიყო. ცხოვრებაში პირველად, სრულიად უანგარო, წრფელ გრძნობას განიცდიდა, მხოლოდ ახლა ეგრძნო, რას ნიშნავდა ქალური ბედნიერება. საყვარელი მამაკაცის მკერდზე მიკრული, თვალს ხუჭავდა და საოცნებო აღარაფერი რჩებოდა, რადგან მისი ცხოვრების არსი, ამ მამაკაცის სურნელი გამხდარიყო. თავს სუსტადაც გრძნობდა. სწორედ ისეთ სუსტად, როგორიც შეყვარებული ქალია - სამყაროს გადადგამს, შეუძლებელს შეძლებს, გაუჩენელს გააჩენს, მაგრამ თუ საყვარელს დაჰკარგავს, ყველაზე უმწეო, დაუცველი, უბედური ხდება. ამისი ეშინოდა ლილიანს მთელი ცხოვრება - უმწეობის. საღამოს, დათა მშობლებს გამოემშვიდობა და სევდიანი განწყობა დაეუფლა. დიდიხანს არ ჰყავდა ნანახი და ამ ბოლო რამდენიმე დღეს, რაღაც მშობლიური სითბო ეგრძნო. მასაც ეშინოდა. ლილიანზე მეტად. ეშინოდა, რომ არასაკმარისი აღმოჩნდებოდა ქალისთვის, რომელიც მთელი სამყარო გამხდარიყო მისთვის. - მოდი ჩემთან ავიდეთ - შესთავაზა დათამ, როცა უკვე ლილიანის სახლთან იყვნენ მისულები. - ძალიან დაღლილი და მოუწესრიგებელი ვარ. - ჩემთან მიიღე შხაპი და ჩემთან მოწესრიგდი, ჩემს ბრიტვასაც გათხოვებ. - ნამდვილი ჯენტლმენი ხარ - გადაიხარხარა ქალმა. - ამოხვალ? - ბავშვები სახლში არიან? - ჰო, რა იყო? - არაფერი, მომენატრნენ - გამოუტყდა ქალი. - წავიდეთ? - წავიდეთ. - უპასუხა ქალმა ღიმილით. ბავშვებმა მამა თითქოს ვერც დაინახეს. პირდაღებული გაშეშდა დათა, როცა მის ჩასახუტებლად გაშლილ ხელებს გვერდზე ჩაუქროლეს გოგონებმა და ლილიანს შეახტნენ. კალიასავით გამხდარმა ქალმა ძლივს აზიდა ერთი სრული და მეორე ბავშვის - უცნაური სანახავია - მოესმათ თათას ხმა. - ვაა, თათუ - გაეცინა დათას და თავის დას გადაეხვია - შენ მაინც ჩაგეხუტო. ლილიანს ოდნავ შერცხვა ამ სიტუაციის. ჯერ მშობლების გაცნობა, ახლა დის. უკვე რაღაც ზედმეტად სერიოზული ოჯახური გარემო იქმნებოდა. - ეს ლილიანია - უთხრა დათამ თავის დას. - ჰო, ძნელია ლილიან დადვანი არ იცნო... სასიამოვნოა, მე თათა - ქურდულად შეათვალიერა თათამ თავისი ძმის მოჩვენებითი საცოლე, რომელიც ამ ბოლო დროს, ძალიან ჰგავდა ნამდვილს. - ახლა უნდა წავიდე, სადილი გაგიკეთეთ და იმედია, მოშიებულები ხართ. - დარჩი და ერთად ვივახშმოდ - სთხოვა დათამ. - არა, სახლში მეუღლე მელოდება და ცოდოა. - კარგი, მომიკითხე გიორგი - ისევ აკოცა დას. - სასიამოვნო იყო - დააყოლა ლილიანმა მაქსიმალურად კეთილი ღიმილით. ცოტა შეუჩვეველი იყო ადამიანების ზრდილობიანი ფორმით გაცნობას. როგორც წესი, უკმაყოფილო თვალებს ააყოლ-ჩააყოლებდა ხოლმე და მხოლოდ თავის სახელს ამბობდა. ეს მაშინ, როდესაც სულ ერთი იყო, მასზე ვინ რას იფიქრებდა. ახლა აღარ იყო სულ ერთი. არ იცოდა რატომ, მაგრამ უნდოდა, რომ ყველა დათასიანს ჰყვარებოდა. - ლილიან იცი, მომენატრე - გამოუცხადა სოფიმ. - მეც მომენატრე - ფუმფულა ლოყაზე აკოცა ბავშვს და ნიტას მოჰკიდა ხელი, ტახტზე ჩამოჯდა ორივესთან ერთად. სოფი კალთაში გადაუგორდა. - რა ხდება სკოლაში, ხომ არ გაბრაზებენ? - არა - გაეცინა ნიტას და ყურთან მიუტანა ქალს ტუჩები - ყველამ დაიჯერა, რომ დედაჩემი ხარ და მაგრად მეტენებიან. - ძალიან კარგი - გადაიხარხარა ლილიანმა. * * * ორშაბათ დილას ლილიანი ბავშვებთან და ნანიკოსთან ერთად გავიდა საქორწინო კაბის დასათვალიერებლად. - მართლა უნდა აარჩიო? - ჰკითხა ნიტამ, სანამ ნანიკოს შეხვდებოდნენ. - სხვა გზა არ მაქვს, საყვარელო. ყველა ჟურნალში ხომ უნდა დაწერონ, რა ფირმის იქნება? - რა ფირმის გინდა? - არ ვიცი. მაგათ ჯინაზე, ალბათ ახალბედა დიზაინერისგან ვიყიდი, რომელიც ჯერ საერთოდ არ იცის არავინ. - და მამას მართლა რომ გაჰყვე, არ შეიძლება? - ჰკითხა ბავშვმა. ლილიანი წამით გაჩუმდა. - არ შეიძლება? - კითხვა გაიმეორა სოფიმ. - არ ვიცი, მართლა არ ვიცი - ბავშვივით დაიბნა ქალი. - ორშვილიანი კაცი არ გინდა? - ჰკითხა მოულოდნელად ნიტა. ლილიანი ძალიან შეცბა. მისკენ მოიხედა თვალებგაფართოებულმა და შემდეგ ისევ გზას დაუბრუნა მზერა. - ნიტა, ასეთი რაღაცეები საიდან მოგაქვს ხოლმე? - როგორი ასეთი? - ისეთი რამეები, რაც 6 წლის ბავშვს თავში აზრად არ უნდა მოსდიოდეს. თუმცა ფაქტი, რომ დათას თქვენ ჰყევხართ, საერთოდაც არ მაბრკოლებს. პირიქით, მეგონა ვერ გავუგებდით ერთმანეთს, მაგრამ ხომ ხედავ, რა კარგად ვართ? - ჰო, კარგად ვართ - დაუდასტურა ნიტამ. - ანუ, გაჰყვები? - თუ მოუნდება, ყველგან გავყვები - წარმოთქვა ლილიანმა და უეცრად, ყველაფერს ნათელი მოეფინა: მთელი ამ სცენარის მიზეზი (დათასთან ერთად წვეულებაზე წასვლიდან დაწყებული, ბავშვებით გაგრძელებული და საქორწინო კაბით დასრულებული), თავიდანვე დათა იყო... სულ დათა იყო. მაშინ, პირველად რომ დაინახა კაცი ფანჯრიდან, მიხვდა, ყველას არ ჰგავდა. არც კაველოს. არც დემეტრის. არც მათეს. არც რომელიმე წარსულში ან აწმყოში ნაცნობს. სულ სხვა იყო. პირველი წამიდან სასურველი, საყვარელი. ლილიანს ეგონა, რომ თავიდან დათას მიმართ, ანტიპათიას, სიბრაზეს, სიცივეს და ზოგჯერ ზიზღს გრძნობდა, თუმცა აქედან ყველა მათგანი გამოგონილი იყო. გამოგონილი იყო იმ სითბოს დასამალად, რომელსაც კაცის თვალებში ჩახედვისას შეიგრძნობდა. ლილიანს თავიდანვე მასთან სიახლოვე სურდა. ეს არ ყოფილა ერთი ნახვით სიყვარული, თუმცა სურვილი იყო, შეეცნო ისეთი ადამიანი, რომელიც სრულებთად არ ჰგავდა. - ლილიან, შენთან რომ გადმოვჯდე შეიძლება? - ფიქრებიდან გამოარკვია სოფიმ. - არა საყვარელო, პატარებისთვის წინ ჯდომა არ შეიძლება. ღვედი არ გაიხსნა, კარგი? - კარგი. ნანიკოს რომ გაუარეს, კარგა ხნის დაყუდებული დახვდა მათ მოლოდინში და ისეთი ოვაციებით შეხტა მანქანაში, თითქოს თავისი კაბის ასარჩევად მიდიოდნენ. - აბა, ბედნიერი ხარ? გიციმციმებს თვალები? დაფრინავენ მუცელში პეპლები? - კითხვები ერთმანეთს მიაყარა ნანიკომ. თვალებგაფართოებულმა ლილიანმა ნიტას შეხედა. - არა, შედარებით ცივილიზებულად განვიცდი სიყვარულს - უპასუხა სიცილით. - კარგი რაა. ნამდვილი ბედის საჩუქარი გყავს, თან კიდევ ორი უსაყვარლესი პატარა მოჰყვება - აღფრთოვანებული ნანიკო ხან სოფის ეძგერა საკოცნელად, ხან ნიტას. - ლილიან, შენ ასეთი ალერსიანი რატომ არ ხარ? - იკითხა ნიტამ. - დღეს ძალიან ჩამჭრელი კითხვებით ხარ - გაეცინა ლილიანს - სამაგიეროდ, ერთხელ გაკოცებ ხოლმე და უფრო დაფასებული იქნება ჩემი ალერსი, ვიდრე ყოველ წამს რომ მოგახტე. - მე მომახტი ხოლმე. კარგი სუნი გაქვს და ნაზი კანი - გამოუცხადა სოფიმ. - ამათ როგორ არ ყლაპავ? - გადაირია ნანიკო. - არ ვიცი. ამის შემდეგ, ვეცდები, გადავყლაპო. ერთ-ერთ მაღაზიასთან რომ მივიდნენ, ლილიანმა ორშვილიანი დედასავით ჩაბღუჯა ხელი ბავშვებს და მაღაზიაში შევიდა ნანიკოსთან ერთად. - რა კარგი სურნელია - მაღაზიაში გაფრქვეული ფითქინა კაბების სურნელი ბედნიერად ჩაისუნთქვა ნანიკომ. - მოდი, მამაზე ეს გავათხოვოთ და ჩვენ შენთან ვიცხოვრებთ - ჩასჩურჩულა ნიტამ ლილიანს. - კარგი იდეაა საყვარელო, მაგრამ ის ამოვჭრათ, მამაშენზე რომ სხვას ათხოვებ, თორემ ბოროტ დედინაცვლად გარდავისახები და თმას დავიპუტავ. - კარგი, ბოდიში. მაშინ უბრალოდ გავათხოვოთ. - ეგ სჯობს. - ლილიან, ეს ჩაიცვი რაა? - ყველაზე აფუებულ, კორსეტიანსა და მთელ სივრცეში გადაშლილ კაბაზე მიუთითა სოფიმ. - ჩავიცმევ თუ ასე გინდა, მაგრამ მემგონი ზემდტეად მხიარული კაბაა ჩემნაირი შიზოფრენიკისთვის. - ნამდვილად - დაემოწმა ნანიკოც. ლილიანმა ათამდე კაბა მოისინჯა, მაინც უკმაყოფილო იყო და წუწუნებდა. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ახლა პირველად და უკანასკნელად უნდა ჩაეცვა საქორწინო კაბა, რადგან ამის შემდეგ აღარასდროს დასჭირდებოდა. დათასთან აიყვანა ბავშვები დამწუხრებული სახით, გეგონება ქორწილი მართლა ჩაეშლებოდა უკაბოდ. - რა იყო, პანაშვიდიდან მოდიხარ? - ჰკითხა დათამ სიცილით. - ყველაფერი მოუხდა და არაფერი მოეწონა. - ჩაუშვა ნიტამ. - ნერვები მეშლება - აწუწუნდა ლილიანი - არაფერი არ მომწონს. ყველაფერი ისე მაქვს, აი როგორც თმა რომ კონდინციონერის გარეშე მარტო შამპუნით დავიბანო და მერე ფენით გავიშრო, თან ფორმაც არ მივცე. - ანუ? - ანუ აფუებული. საშინელი აფუებული კაბებია. ყველა საშინელია, მაგათი დედა ვატირე. არადა, ყველას აინტერესებს, რა ფირმის მეცმევა. - ბუზღუნებდა პატარა ბავშვივით ცხვირჩამოშვებული. - ცოტა სადა ვერ ნახე? - ვნახე. არც ისინი მომეწონა. - კარგი. მაშინ ერთი ორიგინალური და სასიამოვნო შემოთავაზება მაქვს. - გისმენ ორიგინალურო და სასიამოვნო შემოთავაზებიანო სექსუალურო ბიჭო, რომელსაც მალე საძინებელში შევათრევ. - ბავშვები არიან გოგო! - თვალები დაუბრიალა კაცმა. - ბავშვებო, რამე დასკვნა გამოიტანეთ ჩემი წინადადებიდან? - ჰკითა გოგონებს. - არა - გულახდილად უპასუხა სოფიმ. - მე კი, მაგრამ ამაზე ფიქრი არ მინდა. - თავი გააქნია ნიტამ. - ბოდიში საყვარელო. ჩემი ბრალი არაა, რომ ზედმეტად დაბრძენებული ხარ. - მერე დათას შეხედა - აბა, რისი თქმა გინდოდა? - მე დაგიხატავ კაბას, მე შევაკერინებ. შენ თუ რამეს გკითხავენ, ეტყვი რომ საქმრო ზრუნავს კაბის დიზაინზე და წარმოდგენა არ გაქვს, როგორი იქნება. - ანუ ქორწილამდე კაბას ვერ ვნახავ? - გადაიხარხარა ლილიანმა. - ჰო, ამბობენ პატარძალმდა ქორწილამდე თუ ნახა, ცუდის ნიშანიაო. - ნამდვილი გენიოსი ხარ, მაგარია, ყველაფერში უკუღმართები ვჩანვართ და ძალიან მახარებს ეს ამბავი - დათას ტუჩებში აკოცა გახარებულმა ქალმა. მერე გაახსენდათ, რომ ბავშვებიც იქ იდგნენ და ცოტა უხერხულად დაეხსნენ ერთმანეთს. - ყველას ნორმალური ოჯახი ჰყავს ჩემს კლასში, მე კიდე გიჟების ბანდა შემხვდა - ამოიოხრა ნიტამ - მაგრამ ძალიან მახარებს ეს ამბავი - ლილიანის მიმიკებით გადაიყარა გვერდზე თმა და გაეცინა. * * * მომდევნო დღეს, ლილიანი სახლში მარტო იყო. ბავშვები ყოველდღიურ რუტინას ჩაბმოდნენ, დათა რაღაც საქმეზე გასულიყო (ცოცხალი თავით არ უთხრა ლილიანს, სადაც მიდიოდა). ცოტა არ იყოს, მარტოობას გადასჩვეოდა ქალი და მზრუნველი მეუღლესავით ელოდა, როდის დაბრუნდებოდა დათა შინ. - თქვენს სახელზე ამანათია - დაუძახა ნელიმ. - ხელი მოაწერე და მომიტანე, მეზარება გამოსვლა - უთხრა მთქნარებით. სინამდვილეში, ხალათსა და აბურდულ თმაში არ უნდოდა ფოსტალიონს ენახა. - ინებეთ - დიდი, თეთრი ლენტებით შეფუთული მუყაოს ყუთი დადო ნელიმ მაგიდაზე, რომელსაც წერილიც მოჰყვებოდა. „საქორწინო საჩუქარი ყველაზე მშვენიერ ქალს“ - ეწერა წერილში. - ან დათი მეხუმრება, ან ვინმე დამცინის - გაეღიმა ლილიანს და ყუთი მოუთმენლად გახსნა. მეხსიერების ბარათი იყო მხოლოდ. ქალმა კარგად მოავლო თვალი გამომგზავნს, მაგრამ არსად იყო მითითებული ვინაობა და მისამართი. ლილიანმა ლეპტოპში შეაერთა რამდენიმე ჩანაწერი ნახა. ვიდეო გახსნა. ნაცნობი დღე, ნაცნობი სიტუაცია და ნაცნობი ხმა მოესმა მოულოდნელად. - ნამდვილი წერო ხარ ასანთის ღერებით - დასცინოდა კაველო. მთვრალი ლილიანი, ვიდეოში, ბავშვივით დახტოდა და საოცარ მოძრაობებს აკეთებდა. - წერო კი არა, შენი მთავარი მოდელი ვარ ხისთავიანო! - კისკისებდა ლილიანი. - მთავარი მოდელი? უკაცრავად? - კადრში ქერათმიანი, მაღალი გოგონაც გამოჩნდა აპრეხილი ცხვირითა და მწვანე თვალებით. - ხვალ მე ვხსნი და შენ ხურავ ქალბატონო! - არა, მე ვხსნი და შენ ხურავ! - ლამის იკივლა ლილიანმა. - წინაზე ხომ შენ გახსენი? ახლა მე ვხსნი! - არ ეშვებოდა ქერა გოგონა. - ვაიმე ანნა, თავი არ მაცემინო! - კარგი, ჯეირანი... ხუთი ხელი იცოდე. - გაბრაზდა ანნა. - თუ მოგიგე, მე გავხსნი. - ღმერთო, მე არაფერს მეკითხებიან და ესენი ჯეირანს თამაშობენ - გაგიჟებული შესცქეროდა კაველო ორ სულელ გოგოს. - მორჩა, ჭაში ჩავარდი მესამედ! - სიხარულის ყიჟინა შემოსცხო ანნამ და ბავშვივით ახტუნავდა. - ლილიანი ხურაავს, ლილიანი ხურაავ, მე ვხსნიიიი - თან მღეროდა, თან ცეკვავდა. ლილიანმა ხელის კანკალით გამორთო ჩანაწერი. - ქალბატონო, წყალი ხომ არ მოგიტანოთ? - ჰკითხა მისი გადაფითრებული სახის დანახვისას ნელიმ. - წადი - ჩაიჩურჩულა ლილიანმა. - რაა? - წადიიი - ახლა უკვე დაიღრიალა და წამოხტა. ნელი სახლიდან გავარდა. ლილიანმა კივილით დაანარცხა ლეპტოპი იატაკზე. ნახევარ საათში დათა მოვიდა. სახლის კარი ჩაკეტილი დახვდა. გაუკვირდა, წესით ლილიანიც შინ უნდა ყოფილიყო და ნელიც. საბედნიეროდ, გასაღების ასლი ჰქონდა და შევიდა. გაოცდა... ყველაფერი დალეწილიყო ჭურჭლლის ჩათვლით. - ლილიან - დაუძახა შეშინებულმა კაცმა. პასუხი არავის გაუცია. მთელი სახლი მოირბინა გაგიჟებულმა, ქალი ტელეფონს არ პასუხობდა, სახლშიც არავინ იყო. * * * - ნელი, ლილიანი სადაა? - გაგიჟებულმა დათამ დაურეკა - ან შენ სად ხარ? - ქალბატონს რაღაც ამანათი მოართვეს, ზედ ეწერა, რომ საქორწინო საჩუქარი იყო. ეგ საჩუქარი ვიდეოჩანაწერი თუ რაღაცა აღმჩნდა, რომლის ნახვის შემდეგაც, საშინლად გამწარდა... მე გამომაგდო. - წარმოდგენა მაინც გაქვს, სად შეიძლება იყოს? - არა, არ ვიცი. დათამ დამტვრეულ ლეპტოპს მიაგნო, რომლის ეკრანზეც დაპაუზებული კადრები იყო გამოსახული. საბედნიეროდ, ჯერ კიდევ მუშაობდა და დათამ უპრობლემოდ ჩართო. * * * ლილიანი გარშემო მხოლოდ მარმარილოს ქვაზე ამოტვითფრულ სურათებსა და მოჩუქურთმებული ორნამენტებით შემოღობილ მიწის პატარა ნაჭრებს ხედავდა. ზოგან ვიღაცის ძეგლი წამოჭიმულიყო. გამხმარი ყვავილებისა და დამპალი მცენარეების სურნელი ტრიალებდა ჰაერში. სიკვდილის სურნელი ასდიოდა ყველაფერს, რასაც ხედავდა ან ეხებოდა. რკინის სკამზე ჩამოჯდა. - სისულელეა შენი აქ მოსვლა - გვერდით ქერათმიანი, ლამაზი გოგონა მიუჯდა. - შენი აქ ყოფნაც სისულელეა - გაეცინა ლილიანს. - ვერ ვხვდები რა გინდა? რატომ არ გვასვენებ? - მოესმა ყველაზე მონატრებული კაცის მოგუდული, ოდნავ ბოხი ხმა, რომელიც ლილიანის მეორე მხარეს ჩამოჯდა. - ჯანდაბა! რას გავს აქაურობა?- გარშემო მიმოიხედა. - არ თქვა - ჩაიხითხითა გოგომ. - შენ რა გენაღვლება, შენი ფერფლის მოლეკულაც არ გდია აქ. - ოხ... მე საერთოდ არ მაქვს სასაფლაო - მოიღუშა გოგონა. - ეშმაკი და ანგელოზივითი მიმაგრებთ გვერდს არა? ერთი მარჯვნივ, მეორე მარცხნივ - ცრემლმომდგარმა ლილიანმა მარცხნივ მჯდომი კაცისკენ გაიხედა. - რატომ გვაწამებ ან თავს რატომ იწამებ ლილია? - თავი დამანებე! - ეს შენ არ მანებებ თავს. ახალი ცხოვრება უნდა გქონდეს. წარსულს ეპოტინები და თან ისე,რომ მომავლის გაგრძელებაში გიშლის ხელს. - ჩემი ბრალია - ღვაღვარა ცრემლები წასკდა ქალს. - რა არის შენი ბრალი? - ჰკითხა გაოგნებულმა გოგონამ. - ცხოვრებაში პირველად დაგითმე რაღაცა... ცხოვრებაში პირველად და შენთვის ეს სასიკვდილო აღმჩნდა. მე უნდა გამეხსნა, მე უნდა მოვმკვდარიყავი. შენ რომ დაგეხურა ჩვენება, გადარჩენის მეტი შანსი გექნებოდა. - მაოცებს ზოგჯერ შენი გულუპრყვილობა ლილია - გადაიხარხარა ქერათმიანმა გოგონამ - საკუთარ თავს აბრალებ იმას, რომ ფანატიკურად ჩვენზე შეყვარებული ხალხი შემოვარდა და ისე დაგვხოცა, თითქოს ყველანი ლენონები ვყოფილიყავით. და შენი აზრით, ჯეირანში რომ დამარცხდი, დამნაშავე ხარ? ლილიანს პასუხი არ გაუცია. კიდევ ერთი ყლუპი აყროლებული არაყი მოსვა და საშინლად დაიჯღანა. - ლიმონს და მარილს ვერ შემოგთავაზებთ. ჩვენთვისაც ცოტა გვაქვს - შეშჩივლა კაცმა. ქერა გოგონამ გადაიხარხარა. - სამაგიეროდ, შენზე ჭორი დადის, თითქოს ფეხი მოიტეხე და იმიტომ ვერ გამოხვედი ჩვენებაზე. ჯეირანის ამბავს მალავ ხო? - კი. საკუთარ თავს, ფეხის მოტეხვის ჭორი თავადვე გავუვრცელე - აღიარა ქალმა. - აქედან უნდა გახვიდე. სერიოზულად გეუბნები - გააგრძელა კაცმა - აქედანაც და იმ სამყაროდანაც, რომელიც მოსვენებას არ გაძლევს. გაიხედ-გამოიხედე, რა საშინელებაა. უცხოეთში მაინც დავეკრძალე ვინმეს. ან დედაჩემმა რატომ აიტეხა, რომ ფერფლი დაესაფლავებინა? სადმე ნორმალურ ადგილას გავებნიე. - ვერასდროს გავალ აქედან - ხმა ჩაუწყდა ლილიანს და მაჯით ცრემლები მოიწმინდა. - რატო ვერ მიშვებ? - ჰკითხა კაცმა. - იმიტომ, რომ შენ ჩემი მეგობარი იყავი და ახლა გარშემო ყველა ადამიანის მოგერიება მარტოს მიწევს, ვისაც არ მოსწონდით. - ან პირიქით, მოვწონდით და მაგიტომაც არიან მტრულად განწყობილი. -არ მჯერა, რომ იმ დაწყევლილ ჩამონგრეულ შენობაში შეიძლება ჯერ კიდევ ეყაროს თქვენი ნარჩენები. - იმედია, ჩემი ფერფლი მაგდას ფერფლში არ არეულა, თორემ სიცოცხლეშიც ვერ ვიტანდი. - გამოტყდა ანნა. - ნუ გეშინია, მოგგავეს უკვე სახელდახელოდ - დაამშვიდა კაველომ. - მოკეტეთ რაა - ყურებზე ხელი აიფარა ლილიანმა. - ლილიაა, ჩემო ლილია - ნაზად შეეხო გოგონა ლილიანის მხარს. - ყველაფერი კარგადაა. წამით ლილიანს მოეჩვენა, რომ ამ შეხებას მართლა გრძნობდა. გრძნობდა მისი ქერა თმებიდან ატმისა და ჟოლოს სურნელს, გრძნობდა კაცის ოდეკოლონის სასიამოვნო და დახვეწილ არომატს. - მტკივა - კვლავ იხეთქა ქალის თვალებიდან ტანჯვისა და სევდის ზღვამ, რომელიც ერთი წუთითაც არ ტოვებდა. - ვიცი... ჩვენც გვეტკიდებოდა, მაგრამ ცხოვრება უნდა გააგრძელო, რადგან ახლა ზიხარ სრულიად მარტო და ორ ჩაძაღლებულ სულს ელაპარაკები, რომლებიც, სავარაუდოდ ჯოჯოხეთში არიან. თუ კეთილი არ გახდები, შენც ჯოჯხოეთში ამოჰყობ თავს! - რაებს ამბობ? მე ჯოჯოხეთში არ ვარ ანნა. - გაბრაზდა კაცი. - დარწმუნებული ხარ ბატონო კაველო? სიცოცხლეში ვინ მიითვისა კონკურენტი დიზაინერის კოლექციის ესკიზები? თან ერთი თვით ადრე გააკეთე ჩვენება და ის უბედური დარჩა შემოდგომა-ზამთრის კოლექციის გარეშე. - მახსოვს, იმ წელსვე ჩავძირეთ - ბედნიერად გაეღიმა კაველოს. - მეც მახსოვს - გაეცინა ლილიანს. - ჩვენ ყველანი ერთი დიდი გარეწართა არმია ვიყავით. - დემეტრის ისევ ვუყვარვარ? - ჰკითხა კაცმა ლილიანს. - ჰო და შენზე საშინელებებს წერს კვლავაც. - ეს ხალხი რით ვერ გადაეჩვია სიყვარულის აგრესიით გამოხატვას? - იკითხა გაოგნებულმა გოგონამ. - რა გიკვირს? არ გახსოვს ის ვიღაც აჩი რო გიყვარდა, რაებს უკეთებდი? - გაჰხედა კაცმა უკმაყოფილოდ ქერა გოგონას. - საწყალი. ერთხელ, მის ოფისში შევიპარე და პატარა ბომბი შევუგდე. მერე მე და ლილიანმა ზურგზე წებოვანი პლაკატიც მივაკარით ჩუმად. რა ეწერა? - ვირი ვარ და ვყვირივარ - გაახსენა ლილიანმა. - არადა, სულაც არ იყო იდიოტი - სევდიანად ჩაფიქრდა გოგონა - ლილიან, ცოლი ხო არ მოიყვანა მაგან? - არა, დეპრესიაშია და ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ჩემი გული სხვა ქალის სიყვარულს ვეღარასოდეს დაიტევსო. - რაა? მართლა? - ბედნერებისგან სახე გაუნათდა გოგონას. - არა, აზრზე არ ვარ, სადაა. უბრალოდ, შენი გახარება მინდოდა. - ეშმაკმა დაგლახვროს! ესაა გახარება? ბედნიერებისგან ლამის მკვდარი გული გამისკდა და უცებ ისევ გამაუბედურე! - კაი რაა, მაინც წარმოსახვა ხარ. თან ხო იცი, ხალხის გაუბედურება ჩემი პროფესია იყო - თავდაჯერებულად თქვა ლილიანმა. - სანამ ის გამოჩნდებოდა - ჩაეჩრა კაცი. - ვინ ის? - ისე იკითხა ლილიანმა, თითქოს ვერ მიხვდა. - ის ბიჭი. ორი ბავშვითა და მშვენიერი ცისფერი თვალებით. - რა სისულელეა - შეიცხადა ლილიანმა - გგონია, რომ სხვანაირი ვარ? მე ისევ ისეთი ვარ. - ლილია, ყველაფერი კარგადაა - გოგონამ ნაზი ხმით გაამხნევა ცოცხალი მეგობარი. - რას გადაეკიდე ამ ლილიას ძახილს ისეთი ტონით, გეგონება ანგელოზი იყო. - წამოხტა ლილიანი. - ან ეს „ყველაფერი კარგადაა, ყველაფერი კარგადაა“ რომელმა თურქულმა სერიალმა გასწავლა? - იმაში ცუდი არაფერია, რომ შეიცვალე. - არ შევცვლილვარ! - ლილია! - კაციც წამოდგა და მის წინ დადგა. - შემომხედე... რას ხედავ? - თვალებში ჩააშტერდა ქალს. - შენ გხედავ. - უფრო კონკრეტულად? - შენს თვალებს. - რა ფერისაა ჩემი თვალები? - ყავისფერი. - დარწმუნებული ხარ? - ჰკითხა კაცმა - იქნებ თაფლისფერი? - არა, არა! ყავისფერია - ანერვიულდა ქალი. - ლილია ყველაფერი კარგადაა - ისევ იგივე გაიმეორა გოგონამ. - რატო აიკვიატე ეგ ფრაზა? - დაიყვირა ლილიანმა. - იმიტომ, რომ ცხოვრებას ვერ აგრძელებ - კაცმაც აუწია ტონს - გგონია, თუ დაგვივიწყებ, დამნაშავე იქნები, მაგრამ ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. მნიშვნელობა აღარ აქვს, წაბლისფერი თვალები მქონდა თუ თაფლისფერი. მე მახსოვს, რომ შენ გიყვარდი და ესაა მთავარი. ვინ იცის, ჩვენს საკუთარ მშობლებსაც აღარ ახსოვთ, რომელ წარბს ვწევდით ხოლმე მაღლა - მარჯვენას თუ მარცხენას. - არაა ნორმალური. არ უნდა დავივიწყო! - აქვითინდა ლილიანი. - დავიწყება გადაყვარებას არ ნიშნავს. მეხსიერება თუ წაგვშლის, გრძნობა ყოველთვის დარჩება. გგონია, შენი ტანჯვა იმისი ბრალია, რომ დავიხოცეთ? სინამდვილეში ნელ-ნელა ახალი ცხოვრებით ცხოვრებას სწავლობ და ეგ გტანჯავს, თავი დამნაშავე გგონია, თუმცა შენ საუკეთესო იყავი ჩვენთვის. ყველა შენი დამპალი თვისება გვიყვარდა... ბედნიერი იყავი ამით, რადგან ჩვენ ვარსებობდით და ჩვენი ერთად ყოფნა, ნამდვილი სასწაული იყო. - ჩემზე დიდხანს რომ გეარსებათ, ალბათ უკეთესი იქნებოდა..... - და რა მნიშვნელობა ჰქონდა, შენ მოკვდებოდი თუ სხვა მოკვდებოდა? ნუ რაღაცაში მართალიც ხარ. ჩვენ ალბათ არ გამოვ*ირდებოდით, კარიერას არ შევწყვეტდით, ცხოვრებაზე ხელს არ ჩავიქნევდით და გულქვა ნაბი*ვრები არ გავხდებოდით. - მიახალა კაცმა. - ნაგავო, რა უხეში ხარ. ეგრე არ გამიკეთებია - შეიცხადა ლილიანმა. - რა არ გაგიკეთებია გოგო? სხეული ისე დაგიბერდება რომ შენი უკანასკნელი ნაბიჯი სამოდელო კარიერაში, დაწყველილი ივენთი იქნება, სადაც ჩვენებაც ვერ დახურე. - არ დაგცალდა, რადგან ჩვენ ყველა ამოგვხოცეს - დაამატა ქერა გოგონამ. - ნამდვილად. ეს კი საშინელებაა. შეხედე შენს თავს, როგორი ლამაზი ხარ. ტ*აკი გაანძრიე, თორემ ყველას ჰქონია, რომ თეძოები გაგისივდა და მაგიტომ აღარ გინდა გადაღებები. შენ აქ იმისთვის დარჩი, რომ ჩემი არსებობა განაგრძო იდიოტო! შენი ბრწყინვალე მოღვაწეობით, ჩვენი, ყველას სახელი უნდა უკვდავგეყო! - ყვიროდა კაცი - ამის მაგივრად აქ მიდგეხარ, გალეშილი, სრულიად გონებაარეული და მკვდარს მელაპარაკები. იმაზე მეტად განიცდი ყველაფერს, ვიდრე საჭიროა. წადი და იმ ორ პატარა გოგოს მიხედე, რომლებიც პირდაფჩენილები შეჰყურებენ შენს თითოეულ ნაბიჯს და ცხოვრებაში პირველად შეიყვარეს ქალი ისე, როგორც საკუთარი მშობელი უყვართ ხოლმე. წადი და კარიერა განაგრძე ლილია! * * * - ნანიკო, ლილიანი ხომ არ იცი, სად არის ? - გადარეული დათა უკვე ყველას ურეკავდა, ვისაც ლილიანის წრეში იცნობდა. - არა, რა მოხდა? - არ ვიცი. გაქრა. ვიღაცამ რაღაც ვიდეო გამოუგზავნა, სადაც კაველო იყო და... - გაიქცა? - ჰოო. ვიფიქრებდი, რომ დააყაჩაღეს, თუმცა ლილიანის გარდა, ვერავინ შეძლებდა მაგდენი რამის დამტვრევას. პოლიციაში უნდა დავრეკო! - პოლიციაში არ დარეკო. ჟურნალისტებიც გაიგებენ მერე და მიეცემათ ახალი სასტატიო თემები. ჩვენ უნდა მოვძებნოთ. - ანერვიულდა ნანიკო. - სად მოვძებნო არც კი ვიცი. ჯანდაბა! რანაირი საქმრო ვარ, წარმოდგენაც არ მაქვს, სად შეიძლება იყოს. - მშობელი დედაც ვერ გაიგებს ლილიანს რამ შეიძლება გაუელვოს თავში. ეგება, ბარშია? - ბარში რომ იყოს, სურათები აიტვირთებოდა ინტერნეტ სივრცეში. ჩემზე ადრე, ეგენი გაიგებდნენ ყველაფერს. დათამ ისიც დააპირა, დემეტრისთან მოეკითხა ქალი. იქნებ, საჩხუბრად მიუვარდაო, იფიქრა, თუმცა იმ წამსვე, უცხო ნომერი დაუკავშირდა და შეატყობინა, რომ მისი საცოლე საავადმყოფოში იწვა მსუბუქი დაჟეჟილობით. დათა შეშინებული, გაკვირვებული და აღელვებული მივიდა საავადმყოფოში. - მისი ვინ ხართ? - ჰკითხა ლილიანის მკურნალმა ექიმმა. - საქმრო. რა სჭირს? - სუნთქვაც კი უჭირდა დათას იმის წარმოდგენაზე, რომ შეიძლებოდა, მისი საყვარელი ქალის ჯანმრთელობა საფრთხეში ყოფილიყო. - ავარიაში მოჰყვა და ცოტა დაბეჟილია, თორემ შესანიშნავად გრძნობს თავს. წუწუნებს, საწოლი არ მოსწონს, თავისი პალატის მეზობელი გააქცია და მოკლედ, ფორმაშია. - ავარიაში მოჰყვა? - გული გაუსკდა დათას. - ჰოო, მთვრალი იჯდა საჭესთან - გაეცინა ექიმს. დათამ ისეთი სახით შეხედა, საწყალ კაცს ეგრევე შეახმა პირზე ის სიცილი. - უკაცრავად, მისი ძველი მეგობარი ვარ - აუხსნა ექიმმა - ძალიან მიყვარს ლილიანი და არ გამეცინებოდა, რამე სერიოზული რომ იყოს. აი, იქაა და შებრძანდით. - ანიშნა კაცმა პალატისკენ და მერე ისევ გააგრძელა ყრუ ხითხითი. დათამ იფიქრა, რომ ამ კაცის საცემი დრო მუდამ იქნებოდა. მთავარია, ჯერ ლილიანი ენახა. ქალი საწოლზე იწვა. უჩვეულოდ ნაზი, ძალაგამოცლილი და უბრალო იყო. მთელი თმა ცალ მხარეს გადმოეწია და ნელა იწნიდა. რაღაც, ჩვეულებრივზე გამხდარი მოეჩვენა დათას. სახეც ოდნავ გაფითრებოდა. - ლილიან! ლილიანმა სიხარულით გაჰხედა ხმას, რომლის პატრონის ნახვაც ყველაზე მეტად სურდა რთულ წუთებში. - მითხარი, რომ არ მიბრაზდები, არ გძულვარ და გიყვარვარ. - ნაავადმყოფარივით ამოილუღლუღა ქალმა და დამნაშავის თვალები მიაპყრო. დათამ ძლიერად ჩაიკრა გულში ქალი. თმაზე და შუბლზე აკოცა. მერე ლოყებსა და ყელს გადასწვდა და ბოლოს, ისეთი სახე მიიღო, თითქოს, გული გაჰქვავებოდა. - დავიღალე შენი დევნით - წარმოთქვა კაცმა. - ჩემი პანდა ხარ - გაუღიმა ლილიანმა. - დათუნია და თან საყვარელი დათუნია. - რა პანდა ლილიან? გავგიჟდი, გადავირიე და შენ კიდევ მთვრალი მიაქროლებდი მანქანას. სად იყავი? - სასაფლაოზე. - რა გინდოდა. - მეგობრები მოვინახულე. - კაველო - წარმოთქვა კაცმა ეს სახელი და თითქოს, შინაგანმა ეჭვიანობამ დაუღრღნა მთელი სხეული. - ისევ მთვრალი ხარ? - შეიძლება. - არაფერს მითანხმებ, ყოველთვის, როცა რამე წამოგიქროლებს, ალკოჰოლს უნდა დასტაცო ხელი და გაიქცე სახლიდან? - გაცხარდა კაცი - რა ქმარივით მელაპარაკები? - აბა როგორ გელაპარაკო? არ მაქვს უფლება, რომ შენს ყველა სულელურ საქციელზე გავბრაზდე? - ძალიან ხომ არ იჭრები როლში დათა? ცხოვრებაში არასდროს, არც ერთი კაცისთვის მიმიცია უფლება, რომ ჩემი თითოეული ნაბიჯი ეკონტროლებინა. - ეს იმიტომ, რომ არც ერთთან არ გქონია სერიოზული ურთიერთობა. - ჩვენი ურთიერთობა სერიოზულია? - ჰკითხა ლილიანმა. - ეს მე უნდა გკითხო ლილიან... ჩვენი ურთიერთობა სერიოზულია თუ უბრალოდ კამერების დასანახად დადგმულმა სცენარმა შეგვითრია საწოლში? მე მიყვარხარ. ისე მიყვარხარ, რომ მზად ვარ, ყველაფერი ავიტანო, ყველაფერს შევეგუო, გარდა ერთისა: საკუთარი თავის საფრთხეში ჩაგდებას ვერ გაპატიებ ვერასოდეს! შენ რომ ოდნავ მაინც გრძნობდე იგივეს, მშვენივრად შეხვიდოდი ჩემს მდგომარეობაში. ლილიანს თითქოს ხმა ჩაუწყდა. ვერაფერს პასუხობდა. - ლილიან! - ამაოდ ცდილობდა კაცი, რაიმეთი მაინც გადაერჩინა თავისი სიყვარული. მეტი ვეღარ მოითმინა კაცმა. გავიდა და კარიც გაიხურა. - რა მოხდა? - გაკვირვებული შემოვიდა ექიმი - გაგიჟებული გაი... - სიტყვა ვეღარ დაასრულა. ლილიანს სახე ხელებში ჩაერგო და გულამოსკვდილი ტიროდა. - მორიგი რომატიკული დრამა? - ჰკითხა კაცმა და ჯიბიდან ცხვირსახოცი ამოიღო, მიაწოდა/ - კაცმა მიმატოვა - ვულკანივით ამოხეთქა ლილიანის გოდებამ. - რამდენი ხანი იყავით ერთად? - არ ვიცი... - თვალები მოჭუტა ქალმა - სექტემბრიდან. - აზრზე ხარ, რამდენი ხანი გაუქაჩავს? - ათი თვეა, ერთად ვართ - პირი დააღო საკუთარი აღმოჩენისგან გაოგნებულმა - ათი თვე. - ჰოო, გავიგე. - ამდენი ხანი პირველად მქონდა ურთიერთობა. - მაგარი ნერვები ჰქონია. მემგონი არაა ხელიდან გასაშვები ბიჭი. - შენც იმის მხარა ხარ - ხელი ჩაიქნია - როდის გამწერ? - რამდენიმე დღეში. ჯერ სუსტად ხარ. - ნუგზარ, კაი რაა. - ნოდარი მქვია გოგო, რით ვერ დაიმახსოვრე? რვა წელია, მიცნობ და ხან ნოდარს მეძახი, ხან ნუგზარს. - ნოდარი, ნუგზარი, რამაზი, ოთარი და თამაზი სულ მეშლება ერთმანეთში. - მადლობ ლილიან. - არ გეწყინოს. - არ მწყინს. ვიცი, რომ მოდელები ცოტა სულელები ხართ. - რა იყო ახლა ეს? - ამოისლუკუნა - კაცს დავშორდი და შენ დამცინი? - მაპატიე, მაპატიე. კაცის გარდა სხვა რამე ხომ არ გინდა? მაგალითად ხილის წვენი. - აქედან უნდა წავიდე, არ შემიძლია გაჩერება. - წამოხტა ლილიანი საწოლიდან. - სად გადიხარ, გაგიჟდი? - უნდა ჩავიცვა და გადი, გთხოვ. - ლილიან, არ გამიწერიხარ! - ჩემს ჯანმრთელობაზე მე ვაგებ პასუხს. - გამოუცხადა ქალმა მტკიცედ. - კარგი, როგორც გინდა. მოგაწერინებ ხელს გაწერაზე და გაიქეცი. - მადლობა ნუგზარ. - ნოდარი გოგო, ნოდარი. - მაპატიე ნოდარ. - არაუშავს, გეპატიება. რთული დღე გქონდა. - მადლობ ყველაფრისთვის. * * * - ლილიან, რას შვრები, ცოცხალი ხარ? - დაურეკა ნანიკომ. - საჭესთან ვარ. ჩემთან მოდი სახლში... მოხვალ? - კი, მშვიდობაა? - არა, უფრო სწორად, მოგიყვები... - გამოვდივარ. ლილიანი სახლში რომ მივიდა და თავის დალეწილ ოთახებს შეხედა, ინანა საკუთარი ფეთქებადი და იმპულსური ხასიათი. ხელი არაფრისთვის უხლია, ნელის დაურეკა და მაგისი დალაგების იმედად დარჩა. თვითონ ცხელი შხაპი მიიღო, ცოტა მოწესრიგდა და შემდეგ საწოლზე დაეშვა უღონოდ. ნანიკოც მოვიდა ამ დროს. - სად იყავი? გაგიჟდი? - ეკითხებოდა მეგობარი. - არ მომაყოლო, გეხვეწები და სახლი არ შეიმჩნიო. ნერვული შეტევა მქონდა. ნანიკომ გარშემო მიმოიხედა. - საწყალი დათა - თავი გააქნია გულდაწყვეტილმა - რისი ატანა მოუწევს მთელი ცხოვრება. - გასაგებია, რომ ყველას დათა გიყვართ, მაგრამ არაფრის ატანა არ მოუწევს. დავშორდით - გამოაცხადა ლილიანმა და მთელი ძალით სცადა, ცოტა გულგრილი დამოკიდებულება გამოემჟღავნებინა ხმაში, თუმცა დათას სახელის ხსენებაზეც ცრემლმა დაუხრჩო ყელი. - დაშორდით? - თვალები გაუფართოვდა ნანიკოს. - შენ რა, ხუმრობ? - გადაიტან. ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი დაშორდნენ, მონიკა ბელუჩი და კასელიც. - თქვენ უფრო საყვარლები იყავით - ცხვირი ჩამოუშვა ქალმა. - მთელი სამყარო ქაოსმა მოიცვა მემგონი. - კიდევ მოხდა რამე? - კიი. დემეტრი ვიღაც კაცთან დააფიქსირეს კოცნაობისას - ჩაიხითხითა და თავისი ნატურალური დათვის, მელიის ან მსგავსი საყვარელი ცხოველის ბეწვისგან შეკერილი ქურქი ტახტზე დადო. ლილიანს დიდად არ უყვარდა ცხოველები, მაგრამ იმ ხბოს ნახვის შემდეგ, გადაწყვიტა, რომ ყოველთვის ხელოვნური ტყავითა და ბეწვეულით შეიმოსებოდა. - მერე რა მოხდა? ვინმემ არ იცოდა, რომ გეი იყო? - გაუკვირდა ლილიანს. - არაფერიც არ მოხდა. უბრალოდ, თვითონაა განცდებში. დეპრესია დაემართა და სახლიდან ვეღარ გადის. - *ლეა - ჩაიბურტყუნა ლილიანმა. - რაღაცის ნახვა მინდა და... არ მინდა, მარტო ვიყო. - რისი? - რაღაცის წაკითხვა მინდა. შეიძლება, სისულელე წერია, მაგრამ ჩემს გარდაცვლილ მეგობარს ეკუთვნის და თუ ისევ რაღაცეების დალეწვა დავაპირე, დიდად არ გადამეღობო, მაგრამ მთავარია, ქუჩაში არ გავვარდე და ხალხს არ დავუშავო რამე. - ეგეთებიც იცი ხოლმე? - წარბები შუბლზე აუვიდა ნანიკოს. - ჰო, ზოგჯერ - აღიარა დარცხვენილმა ლილიანმა. - დათამ რომ მიმატოვა, სურვილი გამიჩნდა, ჩემი ექიმი ნუგზარი მომეკლა, მაგრამ თავი ხელში ავიყვანე. ბოლოს და ბოლოს, ციხე არ მინდა ან საგიჟეთი. მერე ბავშვებს აღარ მანახებენ. - ვინ ბავშვებს? - დათას შვილებს. - შეხედე როგორი კარგი გახდი, უკვე ბავშვებიც შეგიყვარდა. - არა, ბავშვები ძველებურად მეზიზღება. მარტო ეგენი მიყვარს. ნანიკოს გაეღიმა. ლილიანის ოთახში ავიდნენ, ჩინური რესტორნიდან სუში გამოიძახეს და იატაკზე წამომჯდრები შეექცეოდნენ გემრიელად. ლილიანს ხელი უკანკალებდა. ცოცხალ კაველოსთან თავისი უკანასკნელი დიალოგი გაახსენდა: - მეილზე რაღაც მოგწერე - უთხრა კაცმა ჩვენების დაწყებამდე. - ყოველთვის ასე აკეთებ, როდესაც რაღაცის თქმა გინდა, მაგრამ გრცხვენია. - ხომ იცი, მე მხოლოდ აპლოდისმენტებისთვის ვარ შექმნილი. ლაპარაკი ჩემი სტილი არაა, მაგრამ ზოგჯერ მეც მინდება ხოლმე რაღაცის თქმა. - შევამოწმებ დასრულებისთანავე - გაეცინა ქალს. იმის შემდეგ, აღარ გაუხსნია მეილი. ყოველთვის, როცა ის-ის იყო, უნდა გაებედა შესვლა და კაველოს წერილის წაკითხვა, ახსენდებოდა რომ ვეღარასოდეს მისწერდა პასუხს. ან თუ მისწერდა, ვეღარასოდეს წაიკითხავდა მისი მეგობარი. ლილიანმა გამბედაობა მოიკრიფა. ბოლოს და ბოლოს, მართლები იყვნენ მოჩვენებები, უნდა გაეგრძელებინა ცხოვრება. მათთვის მაინც... პაროლი ბუნდოვნად ახსოვდა. ბოლოს მაინც შეძლო შესვლა. კაველოს წერილის გარდა, ათასობით მესიჯი დახვდა. სხვადასხვა კომპანიები უკავშირდებოდნენ თანამშრომლობის შეთავაზებებით, მაგრამ ალბათ ეს შეთავაზებებიც იმ მიზეზთაგანი იყო, რომლის გამოც ბოლო ორი წელი, არ გაუხსნია თავისი გვერდი - ეშინოდა, რომ საქმის გაგრძელების სურვილით შეპყრობილი, ყველაფერს დასთანხმდებოდა... კაველოს წერილი ხელის კანკალით გახსნა: „ლილიან, დემეტრი ხომ გახსოვს? ს*რუკელას რომ ეძახი. მემგონი ვუყვარვარ, მაგრამ ზედმეტად სუსტია, ვერ აღიარებს. პირიქით, ხალხის მოსაჩვენებლად, სხვადასხვა ქალებთან ერთად დადის „ტუსოვკებზე“ და თავისი ჭკუით, ჟურნალისტებს უხვევს თვალს. ჩემზე ათას საზიზღრობას წერს, მაგრამ როცა მხედავს, დებილი ბავშვივით უწითლდება ლოყები... თავიდან, მაგრად მეზიზღებოდა. ჩვენ ყველას გვეზიზღება ეგ ტიპი - მე, შენ, ანნას, სტელას, ვივოს და ა.შ. (ოცი კაცის ჩამოთვლას არ დავიწყებ). როგორ ფიქრობ, ღირს მისი პაემანზე დაპატიჟება? გეხვეწები, პასუხი მეილზე მომწერე და პირადად არ მესაუბრო ამ თემაზე, თორემ მეც იმ იდიოტივით ამიწითლდება ლოყები. განა რამე? მაგრამ ზოდიაქოთი თევზები ვარ და ჩემმა პირადმა ასტროლოგმა მითხრა, რომ თევზებს გვახასიათებს იმ ადამიანების მიმართ ლტოლვა, ვინც მტრებად გვერგება. გინდ ჰელსინგის სინდრომი დაარქვი, გინდ იდიოტიზმი. უბრალოდ, თავიდან ვერ ვიტანდი, მერე მივხვდი, რომ სიმპათიური მტერია. საბოლოოდ, ისიც გავიაზრემ გეიათქო და უფრო მიმიზიდა. ბოლოს ისე გამოვიდა, რომ სიმპათიური გეი მტერი მაგრად მომეწონა. მაგრამ დემეტრი ძალიან სუსტია ლილიან. მე გამბედაობა მეყო და ჰომოფობებით გადაჭედილ სამყაროში ვაღიარე საკუთარი ორიენტაცია. ჯერ იმასაც დიდი გამბედაობა სჭირდებოდა, საკუთარ თავს რომ გამოვუტყდი ვინც ვიყავი. ალბათ, კარიერა საზღვარგარეთ რომ არ ამეწყო და ამ ქვეყანაში უკვე აღიარებული რომ არ ვყოფილიყავი, მასავით სუსტი ვიქნებოდი. მაგრამ ხელოვანი ხალხის ამბავი ხომ იცი? თითქოს მშიშრები არიან, სინამდვილეში, ყოველთვის ღიად აცხადებენ ყველაფერს, რასაც ფიქრობენ და იშვიათად ატარებენ ნიღაბს. არ მინდოდა მე ეგ ნიღაბი. არაფერში მჭირდებოდა. ვერ ვიტან თამაშს და მიუხედავად იმისა, რომ ჩემგან მშვენიერი მსახიობი დადგებოდა ამ მიმართულებით რომ წამეყვანა კარიერა, მაინც არ მიყვარს ცხოვრებაში სხვადასხვა ნიღბის ტარება. არ მიხდება და ძალიან არასწორიცაა, როცა საკუთარ თავს აძალებ ის იყო, ვინც არ ხარ. მოკლედ, ბევრი ვისაუბრე, მაგრამ როგორ ფიქრობ, დავკერავ? რაღაცნაირად მომწონს ან მიყვარს. ზედმეტად ხმამაღალი განცხადებაა, თუმცა ამას ხომ შენთან ვაცხადებ და ჩვენს შორის ხმამაღალი განცხადებები ძალიან ჩვეულებრივი ამბავია. P.S. ხვალ ჩემი ქურთუკი დამიბრუნე, თორემ შენ ათასი ეგეთი გაქვს, მე კი მხოლოდ ეგ. ხომ იცი, ვერ ვიტან ტანისსამოსის ყიდვას და ნუ მაიძულებ, თორემ სამსახურიდან დაგითხოვ. მიყვარხარ ჩლუნგო.“ ტელეფონი ხელიდან გაუვარდა. ტუჩები აუკანკალდა ლილიანს. - რა მოხდა? შემოტევა გაქვს? სპაზმი გეწყება? - სადარაჯოზე იდგა ნანიკო მედგრად. - არა... - ამოილუღლუღა ლილიანმა. სამჯერ ჩაისუნთქა და ამოისუნთქა. მოულოდნელად წამოხტა ფეხზე. ნანიკო დაფრთხა. პირველად დაინახა ლილიანის ტირილი. უცნაური იყო. უფრო სწორად, ისეთივე იყო, როგორიც ჩვეულებრივი ადამიანის ტირილი. მეორეკლასელი ბავში რომ აღმოაჩენს, თურმე მასწავლებლებიც დადიან ტუალეტში და ჭამენო, ეგეთი უჩვეულო იყო ნანიკოსთვის ლილიანის ცრემლი. - დემეტრის მისამართი იცი? - ჰკითხა ნანიკოს. - უნდა მოკლა? დაგიჭერენ ლილიან. - არ, არ უნდა მოვკლა. - არ გეტყვი! - ლილიან, ბავშვების თავს გეფიცები, რომ არ მოვკლავ - წარმოთქვა ლილიანმა და მერე თავადაც გაუკვირდა... საკუთარი თავი გამოიჭირა იმაში, რომ თუ ბავშვებს რაიმეზე დაიფიცებდა, მაშინ წყალი არ გაუვიდოდა მის ფიცს. - ბარნოვზე ცხოვრობს... ახლა ჟურნალისტების კორიანტელია მის სახლთან. - არაფერია. გავემზადები. ტანიდან თავისი ხალათი გაიძრო და კარადაში შეიჭყიტა. - ლილიან, რა ლამაზი ტანი გაქვს - პირდაღებული უყურებდა ნანიკო. - ისევ იყავი მოდელი რაა. - არაა ახლა მაგისი დრო. წავედით! * * * - რა გინდა, რა უნდა უქნა? - დემეტრის სახლთან მისულ ნანიკოს ისევ ეჭვები ჰკლავდა. - ნომერი გაქვს? - ჰკითხა ლილიანმა. - მაქვს. - დაურეკე და უთხარი, კარი გააღოს. უთხარი, რომ სერიოზული საქმე გაქვს და ჩემი სახელი არ უხსენო, თორემ ცხვირსაც არ შეგვაყოფინებს. - კარგი. - გაოგნებული ნანიკო ისე ასრულებდა ლილიანის ყველა თხოვნას, თავადაც უკვირდა. - შემოვდივარ - გააფრთხილა დემეტრი. ლილიანთან ერთად გააპო მოკაკანე ჟურნალისტების არმია. დემეტრის კართან აიტუზნენ. კაცს დრამატული გამომეტყველება ტრაგიკული გაუხდა ლილიანის დანახვაზე. - ჩემ დასაცინად მოხვედი? ამ უბედურების ფონზე, ტანგო უნდა იცეკვო? - ჰკითხა დემეტრიმ. ლილიანმა ჯერ აათვალ-ჩაათვალიერა. ლურჯი ხალათი ეცვა და ბეწვიანი ფაჩუჩები. ხელში ცხელი ყავა ეჭირა, ჭიქიდან სასიამოვნო ორთქლი და არომატი ამოდიოდა. - ვაი შე უბედურო. როდის იყო მე სექსუალური ორიენტაციის გამო დავცინოდი ხალხს? შემომიშვი, საქმე მაქვს შენთან, გპირდები, რომ აღარ დაგარტყამ. - ამასაც დაარტყი? - ჰკითხა ნანიკომ. - კიდე ვინმეს დაარტყა? - თვალები დაჭყიტა დემეტრიმ. - ყველანი დარტყმულები ხართ - გაეცინა ლილიანს და დემეტრისთან შევიდა. - ნანიკო, ყავა მოგვიდუღე რაა, შენი გაკეთებული ძალიან გვიყვარს - სთხოვა ლილიანმა. - ყავა არ უჭირავს? - მიანიშნა დემეტრიზე. - კიდევ უნდა. - არ მინდა. - გინდა! - კაი, ჰოო, მომიდუღოს -დანებდა კაცი. - რომელი მოვადუღო? - ბევრი დრო რომ სჭირდება, რომელია? - ხუთ ინგრედიენტს ვურევ მაგაში... თეთრი ფერის ყავა გაქ? - ჰკითხა დემეტრის. - მწვანეც მაქვს. - ეგ როგორ? - გენმოდიფიცირებული შხამია - აუხსნა. - კაი, მაგას არ გავუკეთებ. - მაგარი გამიკეთე, ძალიან ცუდად ვარ - სთხოვა დემეტრიმ. ლილიანს შეხედა თვალებმოჭუტულმა. - რაღაც უნდა წაგაკითხო - მიუგლო ნანიკოს ოთახიდან გასვლის შემდეგ და ტელეფონში გახსნილი თავისი მეილი მისცა. - ეს რა არის? - კაველოს წერილი. - დურმიშხანასი? - ღმერთო, დურმიშხანს ნუ ეძახი, უბრალოდ კაველო დაუძახე! სახელი საერთოდ გაიუქმა მაგან, დურმიშხანი ამოიშალა პირადობის მოწმობიდან, მხოლოდ კაველო დაიტოვა. - მაინც დურმიშხანად დარჩა. - საფლავის ლოდზე კაველო უწერია და საერთოდაც ნუ მეკამათები, აიღე და წაიკითხე! - ჩემზეა? - ჰკითხა დემეტრიმ ფრთხილად - წერს, რომ ვეზიზღები? - წაიკითხე! - დაუცაცხანა ლილიანმა და ფეხზე წამოდგა, ფანჯარასთან მივიდა. ფარდა გადაწია და გახელებულ ჟურნალისტებს ხედი გაუხსნა. თავად კი სიგარეტს გაუკიდა ვნებიანად. ხუთი წუთი იყო მხოლოდ გასული, რომ კაცის ჩახლეჩილი სლუკუნი მოესმა. უკან არ გაუხედავს, იფიქრა, ცოტახანი ვაცდი, გული მოიოხოსო. მერე მიუცუცქდა თანაგრძნობიანი გამომეტყველებით. - ვუყვარდი? - ვერ ჩერდებოდა დემეტრი და ლილიანი ვეღარ არჩევდა, სიხარულისგან ტიროდა დემეტრი თუ იმის გამო, რომ წარსულს ვეღარ დააბრუნებდა. - უყვარდი - თქვა ლილიანმა და ამის თქმა იყო, რომ თავადაც ამოფეთქვა და მაგარი ტირილი მორთი. - მაპატიე, მე გამოგიგზავნე ის ვიდეო, მეგონა, დეპრესიაში ჩავარდებოდი და თავს მოიკლავდი. - არაფერია, გპატიობ. - მიუგო ქალმა. ორივე ტიროდა. მერე ჩაეხუტნენ და ისე ტიროდნენ. ნანიკო ამ დროს შემოვიდა ყავით ხელში. ბოლო დროს, ზედმეტად ბევრი საოცრება ნახა, მაგრამ ამის მოწმესაც თუ გახდიდა ღმერთი, ნამდვილად ვერ იფიქრებდა. - ერთმანეთს ეხვევით თუ მეჩვენება? - იკითხა ნანიკომ. - გეჩვენება - უპასუხეს ერთხმად. - რა გატირებთ? - ის, რომ ცხოვრებას ვუმწარებდი, რადგან მეგონა, მის მიმართ ჩემი გრძნობა ცალმხრივი იყო, სინამდვილეში კი სულ ტყუილად დავხარჯე დრო ტყუილსა და სიძულვილში, როდესაც უბრალოდ სიყვარულით უნდა დავმტკბაროყავი. - ნუ ლაპააკობ ეგეთ რამეებს, თორემ, ასე მგონია, მშობლების სექსზეა ლაპარაკი - ყურზე ხელი აიფარა ლილიანმა. მერე სახეზე ცრემლები შეიმშრალა, წამოდგა და ისევ ფანჯარასთან მივიდა. ფანჯარა გამოაღო. - რას აკეთებ, გაგიჟდი? ფანჯრიდან შემოვლენ - წამოიძახა დემეტრიმ. - აფსურდებს ნუ ამბობ რაა. - ხელი აუქნია ლილიანმა. - დაგათენდათ? - გასძახა ჟურნალისტებს. - მართალია, რომ თქვენმა სხეულმა დეფორმაცია განიცადა დეპრესიისგან? - მოესმა მოულოდნელი კითხვა. ლილიანი გადაბჟირდა. - ეგ რომელმა მკითხეთ? - მეე - ხელი ასწია ჟურნალისტმა და თავი ძალიან გაბედული ეგონა იმ წამებში. - დეპრესიისგან სხეულის დეფორმაცია რაღაც ახალია? - შეუტრიალა კითხვა და უეცრად ტანსაცმლის გახდა დაიწყო. - რას აკეთებ გოგო? - გადაირია ნანიკო. - ვინმემ ხომ უნდა დაუმტკიცოს ამათ, რომ ჩემი სხეული სრულ ფორმაშია? - კაველოს გოგოა... ეპატაჟი ამისი მოფიქრებულია - გაეცინა დემეტრის - ფუ, რა წაკლა იყავი ხოლმე. - თავი გააქნია მერე თვალებდაწვრილებულმა, როცა ლილიანის მიერ ჩადენილი სხვადასხვა ოინბაზობა გაახსენდა. - აბა? დეფორმირებულია? - ფანჯრის რაფაზე დადგა საცვლებისამარა დარჩენილი და ტანისსამოსი გარეთ გადაუყარა. - მოეფერეთ, სანამ თბილია - გასძახა სიცილით. - ფეხები დღეს გაიპარსე? - ჰკითხა დემეტრიმ. - ეპილაციაზე რამე გსმენია იდიოტო? ჩემს კაცს ხო არ დავჩხვლეტდუ - აფხუკუნდა ლილიანი და მერე გაახსენდა, რომ კაცი აღარ ჰყავდა. ფანჯრის რაფიდან ჩამოხტა. დემეტრის პერანგის ჩაცმა დააპირა, თუმცათავი შეიკავა. არ უნდოდა, დათას პერანგების შემდეგ, სხვისაში გაეხვია თავისი სურნელი. - კაბა არ გაქვს სახლში? - ჰკითხა დემეტრის. - კი, შენი ზომაა ზუსტად. ვერსაჩეს ახალი კოლექციიდან. ლილიანმა ჯერ ცხვირი აიბზუა, მაგრამ მერე მაინც შეძვრა ტანსაცმლის კარადაში. ძალიან დააინტერესა, რაში სჭირდებოდა ქალის კაბა, მითუმეტეს, ლილიანის ზომის, მაგრამ აღარ დასვა ზედმეტი კითხვა. ზოგადად, მოდაზე შეყვარებულ და მოხიბლულ ადამიანებს, სჩვევიათ იმის ყიდვა, რასაც არასოდეს ჩაიცმევდნენ. ლილიანს, მაგალითად უგო ბოსის მამაკაცის რამდენიმე პიჯაკი ჰქონდა... თუმცა ლილიანს დათა ჰყავდა და მაგ პიჯაკებსაც პატრონი ეყოლებოდა. ან აღარ ეყოლებოდა. ამ ბოლო დროს, ძალიან მტირალა გახდა ლილიანი, ისევ ბურთი ეჩხირებოდა ყელში. კაბა ჩაიცვა, დემეტრისთან და ნანიკოსთან გავიდა. - ლილიან, გირეკავენ - ტელეფონი მიაწოდა ნანიკომ. ნიტა იყო. ელდანაცემივთ უპასუხა ყოფილმა სადედინაცვლომ. - სად ხარ? - ჰკითხა ბავშვმა უგუნებო ხმით. - მეგობართან ვარ, მოხდა რამე? - კიი. მამა სოფელში წავიდა და ბებიასთან დაგვტოვა. ტელეფონი არ წაუღია თან რომ დავურეკო, არადა, არ მინდა აქ ყოფნა. სულ გაბრაზებულია ბებია. - მოიცა, ბებია სოფელში არაა? - სხვა ბებიაზე გეუბნები. დედის დედაზე. - აუხსნა ნიტამ. - უი, არ ვიცოდი, მეორე ბებიაც თუ გყავდათ. - სულ ჩხუბობს. ასე ამბობს, თქვენ დედა აღარ გიყვართ და ის ტუტრუცანა ქალი გინდათ დედადო. - ანუ მე? - ხო. - ცოტახნით ორივე დადუმდა, შემდეგ ნიტამ ამოიოხრა, ეტყობოდა, რაღაც უხერხულის თქმა სურდა - ლილიან, აქ ხარ? - აქ ვარ საყვარელო. - ლილიან, ხო შეიძლება, რომ შენ იყო დედა? - ჰკითხა მოულოდნელად ბავშვმა. - არ ვიცი, რა შეიძლება და რა არა.... მაგრამ მე მინდა. - რომ დედა იყო? - ჰო. ისევ ცრემლები წასკდა ქალს. - ლილიან, ტირი? - არა, არ ვტირი - უპასუხა აცრემლებული ხმით. ახლა ნიტამაც დაიწყო ტირილი. - მოდი, არავის ვუთხრათ, მაგრამ შენ დედა იყავი, კარგი? - კარგი... ისევ დადუმდა ორივე. მაგრამ ბედნიერება იგრძნეს. - ნიტა, ბებოს მისამართი იცი? - კი. - მომწერე და მოვალ. მესიჯის წერა ხომ იცი? - აბა რაა - გაეცინა ბავშვს. - მომწერე. - კარგი. საუბარი დაასრულა და ლილიანმა დემეტრის შეხედა. - უნდა წავიდე. - ვინ დაგირეკა? - ბავშვი იყო. ბებიამისთანაა, დედამისის დედასთან და უნდა წამოვიყვანო! - განცხადა მტკიცედ. - დათას დაშორდი და შენ ვინ გეკითხება ლილიან? შეიძლება, ბავშვის გატაცებისთვის გიჩივლონ. - ვინ მიჩივლოს ნანიკო, დათამ? - გადაიხარხარა ლილიანმა - ბავშვები მოწყენილები არიან იმ ქალთან და არაფერი მაინტერესებს გარდა იმისა, რომ მხიარულად და ბედნიერად იყვნენ. - ნამდვილი ქართლის დედასავით საუბრობ - გაეცინა დემეტრის. - ქართლის დედობისგან ღმერთმა დამიფაროს, მაგრამ ამ ბავშვების დედობაზე ნებისმიერი ქალი იოცნებებდა. - It’s so unLilian - ჩაილაპარაკა დემეტრიმ. - არ მაქვს ამდენი დრო, გავრბივარ. - დაგირეკავ. - მიაძახა ნანიკომ უკვე გარეთ გაქცეულს. მანქანაში ჩახტა გიჟივით და ნიტას მოწერილ მისამართზე მივიდა. პატარა კერძო სახლი იყო. ბავშვები გარეთ თამაშობდნენ. ლილიანის დანახვაზე, ორივე სახეგაბრწყინებული წამოხტა. სოფის მთელი პირი საჭმლით მოეთხვარა და ძალიან სასაცილო სანახავი იყო. ლილიანმა პირდაპირ შეაბიჯა ეზოში. ჯერ ნიტა აიყვანა და ძალიან მაგრად ჩაეხუტა. მამამისის სურნელი ჰქონდა ნიტას. ღრმად ჩაისუნტქა ლილიანმა ეს არომატი. შემდეგ სოფი აიტაცა ხელში და პირი მოსწმინდა. - აქ რა გინდა - გამოენთო მოხუცი ქალი. იმდენად მოხუცი არ იყო, რამდენი ნაოჭიც გამოჰკვეთოდა. სევდასა და დარდს დაებერებინა ქალის კანი. მაგრამ საოცრად ცოცხალი, მეტყველი თვალები ჰქონდა. - მე დათამ გამომგზავნა, ბავშვები უნდა ჩავიყვანო.... სოფელში - წამოროშა ლილიანმა. თან ნიტას ნათქვამი გაახსენა, დათას რომ ტელეფონი თან არ ჰქონდა და შესაბამისად, ეს ქალიც ვერ გადაამოწმებდა. - ის ქალი ხარ შენ? ტელევიზორიდან გიცანი - თქვა მკვახედ ქალმა. - დიახ, ის ქალი ვარ - ცდილობდა, ზრდილობიანი ყოფილიყო თავისი შვილების დედის დედასთან. თან სოფი ეჭირა ხელში. ცალი ხელი კი ნიტასთვის ჩაებღუჯა. - მაგათ დედა ჰყავთ! - გამოუცხადა ქალმა. - შეიძლება ის დედა აღარაა ცოცხალი, არ შეუძლია, ბავშვებს ახალი სათამაშოები უყიდოს ან ის ფუფუნებით სავსე ცხოვრება აჩუქოს, რასაც შენ სჩუქნი, მაგრამ მაინც მათი დედაა. - მე ამათი მამის საცოლე ვარ და მათზე უნდა ვიზრუნო. - არასოდეს დაარტყა! - გააფრთხილა ქალმა - ტელევიზორში გნახე, რომ ვიღაც კაცს მუშტი დაარტყი. - მე მხოლოდ კაცებს ვუტყამ, თან უკვე შევურიგდი იმ კაცს, ვინც ვცემე. მაპატია - თქვა ლილიანმა და მერე ძლივს შეიკავა სიცილი. - უკაცრავად, მაგრამ უნდა წავიყვანო. მამამისმა მთხოვა, ჩამომიყვანეო. - წაიყვანე, მაგრამ პარასკევს მომიყვანე ისევ! - კარგი. ბავშვები მანქანაში ჩასხა სასწრაფოდ და ღვედები გადაუჭირა. - არ მეგონა თუ ასეთი მარტივი იქნებოდა - ლამის ოფლი შეიმშრალა სახეზე. - არც მე - ნიტამაც ამოისუნქთა. - მაგრამ უნდა ნახო ხოლმე, ხომ იცი, ბებიაა მაინც. - ვიცი.. - მამასთან მართლა ჩავალთ? - იკითხა სოფიმ. - სავარაუდოდ. აბა, ტელეფონი არ აქვს და მტრედს ვერ გავუგზავნი. - ლილიანი მანქანაში ჩაჯდა, დაქოქა და შემდეგ ბავშვებს შეხედა - ჩემი სკამის უკან, პატარა ჯიბეა და მანდ შავი კოლოფი უნდა იყოს. ნიტა, ნახე აბა. - ვიპოვნე - ამოაძვრინა ბავშვმა და ლილიანს მიაწოდა. - ბეჭდის კოლოფს ჰგავს. * * * სოფელში რომ ჩავიდნენ, უკვე საღამო იყო. მშობლებს გაუკვირდათ ლილიანის დანახვა სახეზე ეწერათ,დათას ნათქვამი ჰქონდა, დავშორდითო. - კიდევ კარგი, მოხვედი, თორემ სიყვარული ყველას უნდას დაემსგავსა ჩვენი ოჯახის ტრაგედია - უთხრა სიცილით დათას მამამ. - სადაა? - იკითხა ლილიანმა. - შეშას ჩეხავს. - მართლა, სადაა? - ეგონა, დამცინიანო. - შვილო, მართლა ჩეხავს. - სრული სერიოზულობით უპასუხა დათას დედამ. - წავალ, ვნახავ. მერე დიდი გაჭირვებით გავიდა ნაკვეთის ბოლოში. თავისი ბიჭი იდგა. უბრალოდ იდგა და ფიქრობდა. ქალმა იფიქრა, სოფელში, დასაჩეხი ხეები ამოწურულიყო და ახლა გულშეღონებული, იმაზე ფიქრობდა, რა დაემტვრია ან დაეჩეხა ისეთი, რომ ლილიანის დაცეხვა აღარ მოსდომებოდა. ჩუმად აიღო ლილიანმა იქვე, ღობესთან მიყუდებული ფოცხი და ფეხაკრეფით მიუახლოვდა დათას. ქუსლები მიწაში ერჭობოდა და თავს საშინლად გრძნობდა, მაგრამ მაინც ბედნიერი იყო. დათას გვერდით მიუდგა და მიწის მოფოცხვა დაიწყო. ისეთი სახით, გეგონება, უჩვეულო არაფერი ხდებოდა. კაცი შეცბა. თან სიცილი მოუნდა, თან სერიოზული, მკაცრი სახის შენარჩუნება სცადა. - აქ რას აკეთებ? - ჰკითხა ცივად. - დღეს უკვე მესამე ხარ, ვისაც ჩემი დანახვა არ გაუხარდა - მოისაწყლა ლილიანმა თავი. - ვის არ გაუხარდა? - არ აქვს მნიშვნელობა... - მითხარი, თავ-პირს დავუმტრევ! - თავ-პირი რომ იყოს დასამტვრევი, ვერავინ დამასწრებდა. დათას გაეცინა, მაგრამ მერე ისევ გაბრაზებული სახე მიიღო. - ცუდად მოიქეცი. თორემ შენი დანახვა, როგორ არ მიხარია - გამოუტყდა კაცი. როგორი გაბრაზებულიც არ უნდა ყოფილიყო, ლილიანისთვის გულის ტკენა არ უნდოდა. - ვიცი. ხშირად ვიქცევი არასწორად, მაგრამ ბოდიშის მოხდა ძალიან მიჭირს. - მაშინ არ მოიხადო - ხმაში სირბილე შეეპარა კაცს. - მომავალში ყველაფერს შეგითანხმებ... - უბრალოდ, ცოტა ანგარიში უნდა გამიწიო ხოლმე, სხვას არაფერს ვითხოვ. - ვიცი და აქ სწორედ მაგისთვის მოვედი. მინდა, რომ მთელი ცხოვრება ანგარიშს გიწევდე. ლილიანი ჩაიმუხლა. ჯიბიდან პატარა შავი კოლოფი ამოიღო. - რას აკეთებ? - ჰკითხა გაოგნებულმა კაცმა. კოლოფში მამაკაცის ბეჭედი იდო. - გახდი ჩემი ქმარი, ძალიან მიყვარხარ. შენი შვილებიც მიყვარს. მიუხედავად იმისა, რომ მე ვერასოდეს გაგიჩენ, ჩემი შვილების მაგივრადაც შენი გოგონები მეყვარება. დათა დადუმდა. ხმას ვერ იღებდა, გაშეშდა და მიეყინა ადგილს. - ერთ წინადადებაში იმდენი საოცარი რამე თქვი, ცოტა შოკში ვარ. - კარგ შოკში ხარ თუ ცუდ შოკში? - ეგ ეგრე არ უნდა ყოფილიყო - დათაც ლილიანის მსგავსად ჩაიმუხლა - გამომყვები ცოლად? - არა! მე უნდა გთხოვო ხელი! - გაეცინა ლილიანს. - გახდები ჩემი ქმარი? თან ისევ ტიროდა... ამჯერად სიხარულისგან. - აბა რას ვიზამ. ლილიანმა ბეჭედი გაუკეთა კაცს და მერე საკუთარ თითზე დაიხედა. თავად, დათას ბებიის ნაქონი ეკეთა, რომელიც წესით, ხალხის მოსატყუებლად იყო განკუთვნილი. სინამდვილეში კი მართლა სიყვარულის კვალი აჩნდა. აქამდე, არ მოეხსნა. და როგორც ჩანს, არც არასოდეს მოუწევდა მოხსნა. * * * ერთი თვის შემდეგ: ღამის 4 საათზე ზარი გაისმა. შიშველმა ლილიანმა ტუმბოსკენ გადაყო ხელი და მძინარე ხმით უპასუხა: - ვინც არ უნდა იყო, მკვდარი ხარ. - ლილიან, იცი რა ვიფიქრე? - მოესმა დემეტრის ხმა. - რა ჯანდაბა გინდა, შუა თაფლობის თვეში, ასეთ დროს რომ არ დამირეკო, არ შეიძლება? - ახალი დაკმაყოფილებული ხმა კი გაქვს, მაგრამ არ შემეძლო, რომ არ მეთქვა, ახლავე. - რა გინდა? - კაველოს ნივთებში წერილი იპოვნეს. - რა წერილი? - თვალები გაახილა ლილიანმა, დათას მკლავი მკერდიდან კალთაზე ჩამოიცურა და წამოჯდა. - ანდერძი... ვერ დაგიკავშირდი სოციალურ ქსელში და იძულებული გავხდი, ტელეფონზე დამერეკა. ხომ იცი, ვერ ვიტან დარეკვას. - რა ანდერძი? - გადაირია ქალი. - ნუ მიედ-მოედები რაღაცეებს, მომიყევი! - მისი სიკვდილის შემდეგ, შენ გრჩებოდა საბანკო ანგარიში, სახლი და ყველაფერი. მართალია, ამ ორი წლის მანძილზე, აღარაფერი დარჩენილა მისი ფულისგან, რადგან დედამისმა უკვე მოასწრო და ახალგაზრდა კაცებს მიახარჯა მილიონები, თან სახლიც გაყიდა, მაგრამ მისი ფირმის სახელი და საავტორო უფლება, შენ გეკუთვნის. - რაა? - იკივლა ქალმა. დათას გაეღვიძა და გულგახეთქილი წამოხტა. - რა ხდებაა? - შეანჯღრია შოკირებული ცოლი. - ჰო, შეგიძლია კაველოს სახელი გამოიყენო. ვიფიქრე, მე და შენ მაგარი გუნდი ვიქნებოდით. შენ შექმნიდი ახალ ტანისსამოსს, მე კი ყველაზე დამპალი კრიტიკოსი ვარ და მაგრად დაგაპიარებდი. - მშვენიერი იდეაა - ჯერ კიდევ, ეიფორიაში იყო. ზედმეტად მძაფრ ემოციებს ქალი დიმი - კარგი. როცა თქვენი გაუმაძღარი სხეულები სექსით დაკმაყოფილდება, საქმეს შევუდგეთ. - ჩემს სექსუალურ ცხოვრებაზე ყურადღებას თუ კიდევ გაამახვილებ, ენას ამოგაძრობ. ნახვამდის დემეტრი - გაეცინა ლილიანს და ტელეფონი გათიშა. - ვინ იყო, რა უნდოდა? - ჰკითხა დათამ თვალების სრესვით. - დემეტრი იყო და კაველოს საქმის გაგრძელება შემომთავაზა. - მერე? - ლილიან დადვანი ისევ საქმეშია - ეშმაკური მზერა მიაპყრო ლილიანმა ქმარს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.