ბედნიერების პარანოია (2 თავი)
მიუხედავად იმისა, ბედნიერების მეშინია, მაინც მგონია, არსებობს რაღაც გრძნობა, რომელიც გაიძულებს ბედნიერების გჯეროდეს. როგორც იქნა, მატარებელი ჩავიდა. შიმშილი ვიგრძენი და ვაგონიდან ჩამოვედი. ტანზე კვლავ ის ტანსაცმელი მაცვია. მაქვს 100 ლარი და იმედი, რომ რამეს ვიპოვი. არ ვიცი, საით უნდა წავიდე. ფეხებს ვადგამ და უბრალოდ მივდივარ. ვხედავ მაღაზიას და შევდივარ, რომ რამე წასახემსი ვიყიდო. გამოვდივარ ორცხობილით ხელში, იქვე ტროტუარზე ვჯდები და გემრიელად ვჭამ. თან ვფიქრობ, სად უნდა წავიდე. აქ ბებიაჩემის სანახავად ჩამოვედი, მაგრამ არ ვიცი სად ვიპოვო. არც ის ვიცი, ეს ღამე სად უნდა გავათენო. ბევრს დავდივარ და ბოლოს ერთ სახლზე ვაკაკუნებ. -გამარჯობა შვილო რა გნებავს? -გამარჯობა. იცით, ძალიან კი მრცხვენია მაგრამ ამ ღამეს... კარის ჯახუნი გაისმა. ვხვდები, როგორ მიწყლიანდება თვალები და სწრაფად ვახამხამებ , რომ არ ამეტიროს. გზას განვაგრძობ და ნაცრისფერ კარზე ვაკაკუნებ. -გამარჯობა საყვარელო, რამით ხომ ვერ დაგეხმარები? -იცით, ძალიან მრცხვენია , მაგრამ ამ ღამეს ხომ ვერ გამათენებინებთ? - რათქმაუნდა მოდი, ძვირფასო. გულში ძლიერ მირტყამს ბედნიერების იარაღი. ამ ქალს შევყავარ სახლში და დივანზე მსვამს. -ჩაის ხომ არ ინებებ პატარა ქალბატონო? -დიახ თუ შეიძლება. -როცა დარწმუნდები,რომ მზად ხარ ყველაფრის მოსაყოლად, გთხოვ გამიხსენი გული პატარა ქალბატონო და ყველაფრით ვეცდები, დაგეხმარო. -დიდი მადლობა. სად შეიძელბა შხაპი მივიღო? -მოდი აქ, აი ეს ხალათი ჩაიცვი და მიგაცილებ სააბაზანომდე. თავს რაღაცნაირად ვგრძნობ, უზომოდ ბედნიერი ვარ. არ ვიცი,რაზე უნდა ვიფიქრო, ან როგორ უნდა ვიპოვო ბებიაჩემი. ეს ქალი ძალიან კეთილია, დაახლოებით 60 წლის იქნება . ისიც არ ვიცი აქ როდემდე დამტოვებს. ვიღებ ხალათს და სააბაზანოში შევდივარ. მომწონს, როგორ ეცემა წყლის წვეთები ჩემს დატანჯულ სახეს და როგორ ელამუნება თბილი წყალი ნაიარევებს, რომლებიც „მამაჩემისგან“ დამრჩა. წარსულის დავიწყებას ვიწყებ და იმედია გამომივა. ახლა სხვა ანასტასია ვარ. ჯერაც 13 წლის, მაგრამ თითქოს ახლა დავიბადე. მინდა , ბედნიერი ვიყო, დარწმუნებული ვარ , დედიკო ახლა ჩემით იამაყებდა. ამას ვფიქრობ გულში და ვიღებ პირსახოცს, ვიმშრალებ ტანს და ხალათს ვიცვამ. -ძალიან დიდი მადლობა, კეთილი ხართ. (საოცრად დაღლილი ვარ და ჩემი სიხარულის აღმატებით ხარისხში გამოხატვა არ გამომივა). -საყვარელო ჩაიცვი გარდერობში არის ტანსაცმელი და გამოდი, ვივახშმოთ. ტანსაცმელი გარდერობში? საიდან უნდა ჰქონდეს ამ ქალს ჩემხელა ბავშვის ტანსაცმელები, როცა ამ სახლში არ ისმის ბავშვების ჟრიამული. ეს გავიფიქრე , მაგრამ დიდი ყურადღება არ გამიმახვილებია. გარდერობიდან გამოვიღე სპორტიულები და ჩავიცვი. ზუსტად მომერგო. სველი თმა მაღლა ავიწიე და გავედი სამზარეულოში. - რა ლამაზი ხარ .... -დიდი მადლობა. -რა გქვია ჩემო პატარა ქალბატონო? -ანასტასია. -ძალიან ლამაზი სახელია. მოდი დღეს დაისვენე და შენზე ხვალ მომიყევი ახლა კი დალიე ჩაი და ჭამე. ხვალ კარგი დღე გველოდება. -ძალიან დიდი მადლობა, ხვალ ყველაფერს გიამბობთ. დღეს თქვენ მოგისმენთ. ქალს გულწრფელად ჩაეცინა , თმაზე ხელი გადაისვა და დაიწყო: -ჩემო საყვარელო, მე მარინა მქვია. დიდი ხანია, მარტო ვცხოვრობ. 20 წლის ასაკში დავქვრივდი.ორი შვილი მყავდა, ორივე გარდაიცვალა. პირველი გოგო მოიტაცეს და ქალაქში გადავიდა და იმის მერე არ მინახავს. უბრალოდ ვიცი, ორი გოგონა ჰყავდა. მეტი არაფერი. მოგვიანებით შევიტყვე შორეული ნათესავებისგან , რომ გარდაიცვალა. ისე ჩამწყდა გული. ახლა დიდი ქალიშვილი დაახლოებით 14 წლისა უნდა იყოს და პატარა ალბათ 1 წლისა, ან შეიძლება ნაკლები... მეორე, ბიჭი უცხოეთში გარდამეცვალა. ახლა სულ მარტო ვცხოვრობ. მასწავლებლად ვმუშაობ, ქუთაისის გიმნაზიაში და ჩემი თავის გარდა , არავინ მყავს საზრუნავი. ბედმა გამიღიმა , რომ აქ მოხვედი. ხვალ შენზე მომიყევი ყველაფერი. დავინახე როგორ შეიკავა ცრემლები მარინა ბებიამ. -უკაცრავად, ძალიან დავიღალე და უნდა დავიძინო.ყველაფერი უგემრიელესი იყო. პასუხს არ ველოდები, მივრბივარ ოთახისკენ და ვხვდები, როგორ მეტირება ძლიერად. აღარ ვცდილობ ცრემლების შეკავებას და ვაძლევ თავისუფლების ნებას. ბებია.... *** როცა ვიღვიძებ, თავზე მარინა მადგას და მეფერება. -ჩემო ლამაზო, რამდენი გეძინა. უკვე სამი საათია. ადექი, ვისადილოთ და შემდეგ დაგათვალიერებინებ აქაურობას. ახლა მხოლოდ ის უნდა გავარკვიო, მარინა ბებიაჩემია თუ არა. საეჭვოდ ემთხვევა ყველაფერი ერთმანეთს. -მარინა , რაღააც უნდა გკითხო. შენი ქმარი რა გვარის იყო? -ჭელიძე. რა იყო , ჩემო პატარა ქალბატონო? უცბად ვხტები და ვყვირივარ: ბებიაააააააააააააააააააააააააააააააა მარინა დგება და ხელებს სახეზე იფარებს. ჩემო პატარა ქალბატონოო. შენ მე სიცოცხლე მაჩუქე. ახლა კი მომიყევი ყველაფერი შენზე. ჩემი ოცნება ასრულდა. არ მჯერა. ძლიერად ვეხუტები და ვტირი . ეს ყველაფერი რაც ხდება, ცოტა უცნაურად მეჩვენება, ან ბედნიერების გამოუცდელობით არც კი მჯერა. -ბები, 13 წლის ვარ. მამა საშინელი ადამიანი იყო. ამ სიტყვების გაგონებაზე მარინას სახე ეღუშება. -სულ მუდამ მთვრალი მოდიოდა სახლში , მე და დედას გვცემდა. უფრო ხშირად დედას.. ვოცნებობდი არასდროს მოსულიყო. საშინელ პირობებში გვაცხოვრებდა.გაუსაძლისი იყო იქ ყოფნა. ჩემი პატარა დაიკო სიცივისგან გარდაიცვალა. დედაც გაიყინა. როცა მამა მივატოვეთ, ძალიან ბედნიერები ვიყავით. გვეგონა, ერთად დავიწყებდით ცხოვრებას ახლიდან..... მაგრამ... დედამ დამტოვა. სულ მარტო დავრჩი.ვიმათხოვრე და ერთ ქალს გადავეყარე. მან წამიყვანა სახლში თავისთან და მისმა ქმარმა ჩემ წინაშე გამოჰკრა თითი იარაღს...ამ დღის მერე, ბედნიერებამ აზრი დაკარგა ჩემთვის. გამახსენდა, რომ ქუთაისში ბებია მყავდა, ისიც არ ვიცოდი, ცოცხალი იყო თუ არა... უბრალოდ ჩავჯექი მატარებელში 100 ლარით ხელში. ეს 100 ლარი ერთმა კეთილმა კაცმა მომცა. ბილეთიც მან ამიღო. გამოვყევი გზას და მოვედი აქ. ბევრი რამ გადავიარე, მაგრამ შენ გიპოვე ბე. საუბარი რომ დავასრულე, მაშინ მივხვდი როგორ ვტიროდი. მარინა ადგა და აცრემლიანებული ჩამეხუტა. -რამდენი რამე გამოგივლია პატარა ქალბატონო. ჩემი გოგონა კიდე რა საცოდავი ყოფილა იმ მონსტრის ხელში....არაუშავს ახლა ჩემთან ხარ და ყველაფერი კარგად იქნება. მგონი, ამდენი ხნის შემდეგ პირველად მჯერა ბედნიერების. -ახლა წამოდი , ვისადილოთ და მერე გარეთ გავიდეთ. ვდგები და ახლა მხოლოდ ბედნიერების არსზე ვფიქრობ. შეიძლება ვიღაცისთვის ბედნიერება ახალ ტელეფონსა და მდიდრულ ნივთებშია , მაგრამ ჩემთვის ბებიას პოვნა და ახალი ცხოვრების დაწყებაა ბედნიერება. აი ასე განსხვავდებიან ერთმანეთისგან ადამიანები. ზოგს ცხოვრებამ რთულად მისანიჭებელი ბედნიერება არგუნა წილად, ზოგი კი წვრილმანებითაც ბედნიერია. მომდევნო ერთი კვირა ქუთაისის დათვალიერებაში გავატარე. ბებიამ კი თავის სკოლაში ჩემი განცხადება შეიტანა. *** თითქოს ყველაფერი აეწყო, წარსულიც დავიწყება ვერ მოვახერხე, მაგრამ უფრო იშვიათად ვფიქრობ ყოფაზე, სადაც მთავარი როლი სიკვდილს ეკავა. უკვე სამი წელი გავიდა, რაც ბებიასთან ვცხოვრობ. სკოლაშიც დავდივარ, რეპეტიტორებთან სიარულის შემდეგ, სრულად მოვემზადე გამოცდების ჩასაბარებლად. 26 დეკემბერი ჩვეულებრივ, ავტობუსით მივდივარ სკოლაში და „რუხ ჩრდილებს შორისს“ ვკითხულობ . თან You’re somebody else-ს ვუსმენ. წიგნს ვხურავ და გარეთ ვიყურები. წვიმს.... რა ლამაზია წვიმა. ნეტა მეც წვიმის წვეთი ვიყო, დავეცემოდი დედამიწას . ადრეც მინდოდა წვიმის წვეთობა , მახსოვს.... ადრე კიდევ ბევრი რამ მინდოდა.... თვალებს ვხუჭავ და ვცდილობ, მუსიკა შევიგრძნო. Well you look like yourself but you’re somebody else Only it ain't on the surface Well you talk like yourself No, I hear someone else though Now you're making me nervous. ვახელ თვალებს და მზერას ვგრძნობ, მომენტალურად მარცხნივ ვიხედები. უცნობი ბიჭი მიყურებს და მეც არ ვიხევ უკან. პირდაპირ თვალებში ვუყურებთ ერთმანეთს. დაახლოებით 1 წუთი. ბოლოს მრცხვენია, თავს დაბლა ვხრი და ვიღიმი. ის ჩემკენ იწევა. -გამარჯობა -გამარჯობა -რას კითხულობ? -რუხ ჩრდილებს შორის , აი ნახე -ხო ვიცი, ძალიან მძიმეა. -კი, გეთანხმები. ის ჩანთას იხსნის , კალამს იღებს და წიგნს მართმევს. -რას აკეთებ? -ერთი წუთით. ვუყურებ ჩემი წიგნის ყდას : 555 56 87 98 გიორგი. მეღიმება. ის დგება ხელს დაბნეულად მიქნევს და მიდის. უცბად ვხვდები, როგორ გავცდი ჩემი სკოლის გაჩერებას. ჩემდა გასაკვირად, არ ვინძრევი. თვალებს ვხუჭავ და უბრალოდ ბედნიერების განცდას შევიგრძნობ. ყურსასმენებს არ ვიხსნი, უცნობ გაჩერებაზე ჩავდივარ ... კონტროლიორი მეჩხუბება. შუა თითს ვუჩვენებ და სიარულს განვაგრძნობ. წვიმის წვეთები თმას მისველებს და ვხედავ, როგორ დარბიან ადამიანები ქოლგით იმის იმედით, რომ არ დასველდებიან. ვერ ვიტან ქოლგას, დასველებაში ხელს მიშლის. უბრალოდ დავდივარ, ფეხებს მივყვები და ჩემს ცხოვრებაზე ვფიქრობ. როგორი ბედნიერი ვარ ახლა... როგორი უბედური ვიყავი წარსულში და მომავალში არ ვიცი რა ვიქნები. რაღაც ადგილას ვჩერდები, უსასრულოდ ლამაზია აქაურობა. უცნობ ქალს ვაჩერებ. -უკაცრავად ეს რა ადგილია? -სიყვარულის ბაღი ჰქვია ამ ადგილს შვილო. -რა ლამაზი სახელია, გმადლობთ. ტელეფონს ვიღებ ხელში , ნომერს ვწერ : 555 56 87 98 და ვრეკავ. -გამარჯობა გიორგი ხართ? -რომელი ხარ? - სიყვარულის ბაღში თუ მოხვალ, მიხვდები აუცილებლად. -რომელი ხარ? -გელოდები. და ვთიშავ. კვლავ მუსიკებს ვუსმენ და ჰორიზონტს მივშტერებივარ. დაახლოებით ნახევარი საათი გავიდა, როცა ვხედავ ნაცნობი სახე მოდის ჩემკენ ღიმილით. -უი, შენ ყოფილხარ. გვერდით მიჯდება. -აქაურობა ძალიან ლამაზია. -კი , გეთანხმები. -ისე რას ფიქრობ ბედნიერებაზე? -რა უცნაური ხარ, ჯერ შენი სახელიც არ ვიცი. -ანასტასია მქვია. -შენ მითხარი რა არის ბედნიერება. - ბედნიერებაა საყვარელი ადამიანის გვერდით ყოფნა, ბედნიერებაა როცა არ იცი რა გაბედნიერებს, მაგრამ მაინც ბედნიერი ხარ. ბედნიერებაა როცა ცხოვრებას ახალი ფურცლიდან იწყებ. არ გეშინია წარსულის და მომავლის იმედით, ქუჩებს მარტოდმარტო მიუყვები და წვიმის წვეთების დაცემა თმაზე გსიამოვნებს. აი ესაა ბედნიერება, როცა არარსებულისგან არსებულს ქმნი. ის მოდის და მეხუტება. გაოცებული მიყურებს, ცრემლებს მწმენდს და შუბლზე მკოცნის. -ყველაფერი კარგად იქნება ანასტასია. ძლიერად ვეხუტები და ვტირი. -ვიცი, ყველაზე იდიოტური შეკითხვაა , მაგრამ რამდენი წლის ხარ? -თექვსმეტი, შენ? -მე ჩვიდმეტი.... წამოდი ვისეირნოთ . თუ შეიძლება ერთი ყურსასმენი მე მომეცი. მეღიმება.. ის ხელს მკიდებს... ახლა სამი რამ ვიცი მასზე, გიორგი ჰქვია, 17 წლის არის და ძალიან გამგებია. -მომიყევი რამე შენზე გიორგი. -ჩემი ცხოვრება შენისგან განსხვავდება. ძალიან ჩვეულებრივია, სკოლაში დავდივარ, ვმეცადინეობ, კალათბურთზე მივდივარ და ისევ სახლში მოვდივარ. მეღიმება. -არა რატო, ეგეც საინტერესოა... გიყვარს კალათბურთი? -ვგიჟდები, როცა რამეზე გავბრაზდები, უფრო მაგრად ვთამაშობ და იქიდან როცა გამოვდივარ მაგარ ხასიათზე ვარ. -რამდენი ხანია აქ ცხოვრობ? -აქ დავიბადე და იმის შემდეგ. შენ? -მე სამი წელია, მაინც ვერ მივეჩვიე აქაურ ქუჩებს. ყოველდღე ბევრს დავდივარ და აქაურობას ვსწავლობ. ძალიან ლამაზი ადგილია, პირველად ვარ აქ. -მანამდე სად ცხოვრობდი? -მანამდე არ ვცხოვრობდი. -ეგ როგორ გავიგო? -ოდესმე გაიგებ. სხვა რამ მომიყევი შენზე. და ან ძმა გყავს? -პატარა და მყავს. -მეც მყავდა პატარა და , მაგრამ გაიყინა. -რა ? -არაფერი. ნაყინი გიყვარს? წამო ვიყიდოთ. -კი მაგრამ , არ არის ნაყინის დრო. -ბევრი რამის დრო არ არის, მაგრამ მაინც ხდება. ხელებს ვკიდებ და ვატრიალებ -ანასტასიააა. გაჩერდი ანასტასიაა. ორივე ვიგუდებით სიცილით. ის ჩემკენ იწევა. ძალიან ახლოსაა და მეუბნება -ძალიან უცნაური ხარ. იწევა და მკოცნის. პირველი კოცნა.... პირველი საოცარი ემოცია.... თითქოს უსასრულობაში დავფრინავ. ძალიან უცნაური შეგრძნებაა. ბედნიერებისთვის ალბათ ესეც საკმარისია. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.