მეზობელი,ქმარი და საყვარელი(26)
ღამის სამ საათზე ისევ როიალის წინ იჯდა, ამჯერად შავი კაბა ეცვა და იმ მზერის დასავიწყებლად უკრავდა. ვინ იცის მერამდენე წუთი იწურებოდა მას მერე რაც კლავიშებს პირველად შეეხო. თმებიც კი არ გაუშლია,როგორც კი შვეიდა სახლში მაშინვე როიალთან დაჯდა და დაკვრა აიწყო. თვალები დახუჭული ჰქონდა,მისი სუნთქვის ხმაც კი არ ისმოდა. შემდეგ რაღაც მოხდა, რაღაც შეიცვალა, მელოდიას ვიღაცის ღრმა სუნთქვა დაერთო იმხელა სინთეზი შეიქმნა თავის დაღწევა ვერ შეძლო. მოშიშვლებულ ზურგზე მხურვალე ხელის შეხება ,ჯერ არ განცდილი ჟრუანტელი. წამში სხეულზე დაფენილი თმა და ყურთან მოახლოებული ცხელი სუნთქვა,ბოხი ,ხრინწიანი ხმით ნათქვამი სიტყვა რომელმაც თვალების გახელა აიძულა, იმ წამს მისი შუშისებრი თვალები სხეულში დატრიალებულ ფერად ქაოსს ირეკლავდა -მე შენ გიპოვე ! სწრაფად შეწყვიტა დაკვრა ფეხზე წამოდგა და უკან მდგომისაკენ შებრუნდა. თვალი თვალში გაუყარა , ისე უყურებდა თითქოს ელოდა რომ გაქრებოდა. არასდროს ეჩვენებოდა მსგავსი რამ, კოშმარებს ნახულობდა და იქაც მხოლოდ სისხლი იყო სხვა არაფერი. ახლა კი თვალებანთებულ კაცს უყურებდა, რომელიც ბედავდა და მის სახლში დაუკითხავად დააბიჯებდა, ეხებოდა, თმას უშლიდა , რაღაც აფსურდულ წინადადებას მკაცრად ეუბნებოდა. -ვინ ხარ შენ მე რომ მიპოვო ! -დაჩი ნაკანი ! შენ კი ნაია ასათიანი -ნაია რომ გაიგო გონება დაებინდა , ეს მისი ბავშობსის ახელი იყო ასე დაარქვა დედამ,მაგრამ არავინ იცოდა ამის შესახებ. ეს სახელი მხოლოდ იქ ეწერა დაბადების მოწმობაში და შემდეგ გაქრა. -ვინ დაიტირებს დაჩი ნაკანს ადევნების, სახლში შემოჭრის, მყუდროების დარღვევისა და შეხების გამო რომ გამოვჭრა ამ წამსვე ყელი! - არ დაუნახავს საიდან გააჩინა დანა , არც შერხეულა ყელზე რომ მიაბჯინა ბასრი პირი თვალებანტებულმა ქალმა. ისევ ისე უყურებდა ,ამჯერად იღიმოდა ისე იღიმოდა ნინია ისევ დაიბნა.შინაგაანად გაოცებული და გაშტერებულიც კი იყო.ვერ იგებდა რა სახეობის გიჟი იყო ასეთი . -მხოლოდ ერთადერთი დამიტირებს ,იმ ერთაერთს შეუძლია მომკლას და შენ ხარ ის ერთადერთი ! - ხელი რომ შეუცურა სახეზე ჩამოყრილ თმაში და ხელისგული ლოყაზე მიადო მთელი სხეული დაეჭიმა, ტვინი მხოლოდ იმას ეუბნებოდა რომ ბათუს მეგობარი იყო და ახლა მისთვის არტერია რომ გადაეჭრა არასდროს აპატიებდა ბაღათურია. ან იქნებ სხვა მიზეზი იყო,უბრალოდ უყურებდა და ვერ იმეტებდა.არ შეიძლებოდა უცნობი ადამიანის მიმართ ნინია ასათიანს გრძნობები ჰქონოდა, ის ლოდი იყო რომელსაც უკან დახევა არ შეეძლო , ემოცია არ გააჩნდა . -გიჟი ხარ ?! -ახლა რომ გიპოვე შეურაცხადი რომელიც უგზო უკვლოდ დაეხეტებოდა გაქრა ! -იცი ვინ ვარ?! -ვიცი ! -რომ იცოდე აქ არ იქნებოდი! -ზუსტად ის ხარ ვინც მჭირდება ! -გჭირდება რაში - დანის ზედაპირი კანზე მიარტყა რამდენიმე წვეთი სისხლი გამოვიდა ჭრილობიდან.მისი ხელი სახიდან მოიშორა და ვინაიდან უკანდასახევი არ ჰქონდა წინ გაწევა აიძულა -როცა უკრავ არამიწიერ ქმნილებას ემსგავსები იცი?- ყელზე ხელიც კი არ მიუკარებია, როიალთან სკამზე ჩამოჯდა იქ სადაც მხოლოდ ნინია იჯდა ხოლმე და ამჯერად ქვემოდან ახედა ქალს -ახლა კარგად მომისმინე ბიჭი , ადექი მაგ სკამიდან და აქედან აორთქლდი თუ გინდა რომ ნინია დეიდა არ გაგიბრაზდეს,ყურები არ დაგაჭრას ენა ამოგაცალოს და გადაგაყლაპოს . ნინია დეიდა ძალიან ბრაზიანია და არ გირჩევ გადაიმტერო, გამოიყენე ბათუს მეგობრის სტატუსი და დროულად აორთქლდი აქედან მე კი დავივიწყებ რომ მოხვედი ! -გაშლილი თმა ისე გიხდება არ მინდა რომ ყველამ გნახოს ასეთი,კარგია სულ შეკრული რომ გაქვს - თმები წინ ჰქონდა ჩამოყრილი ნინიას, მისკენ იყო დახრილი და ისე ელაპარაკებოდა მან კი თმებზე ჩამოატარა თითები და ისევ ისეთი მშვიდი სახე ჰქონდა ნინია უკვე სერიოზულ შოკში იყო,ასეთი არასდროს არაფეირ ენახა. იცოდა რომ საშინელი გამომეტყველება ექნებოდა, ამ სახეს ყველას შეშინება შეეძლო,ვერავინ უძლებდა ამ მზერას, ასეთი რეაქცია არავის ჰქონდა. უკან დაიხია,გასწორდა და ისე უყურებდა წინ მჯდომს. ფეხები ფართოდ გაეშალა ,წელში გამართული იჯდა ,ტყავის ქურთუკი ეცვა პერანგზე და ჯინსის შარვალი. დაბალზე შეჭრილი თმა სახის ნაკვთებს უფრო გამოკვეთდდა, რამდენიმე შრამი თავზე , ერთიც ნიკაპზე როელსაც წვერი ფარავდა .ათლეტური სხეული და ცივი გამოხედვა ,რომელიც ახლა სულ სხვაგვარი ეჩვენა იქ პირველად რომ ნახა ბათუსთან მაშინ სრულიად სხვა იყო. -შენ ის მებრძოლი ხარ თავის ჯგუფთან ერთად ცხელ წერტილებში რომ აგზავნიან , კაბინეტის ბიჭი ბრძოლის ველზე!- ერთ დროს წაკითხული ინფორმაცია ტვინში ამოუტივტივდა, ბათუს მეგობარზე ჰქონდა გაგონილი. ბათუ ხშირად ახსენებდა რამდენადაც შეიძლებოდა . არასროს მიუქცევია ყურადღება ,მაგრამ კარგად ახსოვდა ბაღათურიას დამოკიდებულება მეგობრის მიმართ- ჩემთან რა საქმე აქვს შენს უფროსებს! მე თქვენთან შეხება არ მაქვს ! -უფრო ლამაზი ხარ ვიდრე აღწერდნენ! -შეგიძლია შენც აღმწერო ...ახლა წადი ! -როგორ გადარჩი ?ჩემი თვალით ვნახე კადრები ყველაფერი აფეთქდა -ცხრა კატის სიცოცხლე მაქვს ! -კარგია ანუ მინიმუმ ცხრა შვილს გააჩენ ! -არ ვიცოდი ტრამვა თუ გქონდა რომელმაც ფსიქოლოგიურად გაგანადგურა...რაიმე დაავადებაა? არ ინკურნება? -სამწუხაროდ არ ინკურნება -ხო? და რა არის ასეთი დაიჭერი? ნაღმზე აფეთქდი ? თავში მოგხვდა ტყვია თუ რა დაემართა შენს ტვინს -ტვინს არაფერი ჯერ -ჯერობით , უფრო გულს ეხება ეს დაავადება-სრული სერიოზულობით განუცხადა და კედელს მიყრდნობილ ქალს თვალი ააყოლა, მერე თავი გევრდით გადახარა და ტუჩის კუთხე შეარხია -დაავადებას რა ჰქვია? კარგი ექიმები მყავს იქნებ გიშველონ -ვერავინ მიშველის! მხოლოდ შენ -მე? -ხო შენ -მე როგორ -სხვა გზა არ გაქვს -მაინც რა გზა მაქვს -ჩაიცინა და ისევ მის თვალებში ჩაძრომა გადაწყვიტა, ვერ შორდებოდა სულ უნდოდა ეყურებინა.ვერ გაიგო რა ფერი იყო მისი თვალები და თითქოს ამით იზიავდა -უნდა შემიყვარო! ჯერ კიდევ თვალის ფერზე ფიქრობდა მოსმენილი რომ გაიაზრა სიცილი დაიწყო მერე თითებშორის მოქცეული დანა მისი მიმართულებით ისროლა და ირდაპირ ფეხებშორის სკამზე დაარჭო, დაჩი ამჯერად უკან გაიწია და ვერც კი გააიაზრა როგორ მიეჭრა ნინია. ყელში წვდა და ისე მოუჭირა ლამის ხორხი ამოაცალა. უკან გადააწევინა თავი და ზემოდან დააცქერდა შეშლილი სახით -რაც არ უნდა გჭირდეს მაგ ტვინში და როგორც ა რუნდა აფრენდე ჩემზე დიდი გიჟი არ დადის დედამიწაზე ! ძალიან შეგეშალა აქ რომ მოხვედი , ისე შეგეშალა რომ მთელი ცხოვრება დაგიჯდება ეს შეცდომა- ისევ დანა ჰქონდა მიბჯენილი მის ყელზე. ვერც კი მიხვდა როგორ გამოეცალა სადავეები წამში აღმოჩნდა ნაკანის მკლავებში ,ხელში დანაც აღარ ეჭირა ბიჭი კი ზემოდან დასცქეროდა და წარბებს არ შლიდა -იცი არ მიყვარს დანას რომ მაბჯენენ ყელზე,თანაც ორჯერ ! ამ ხედიდან უფრო მომწონხარ იცი? - თითები შრამებზე ჩამოატარა და მერე ყელზე შეუცურა . მუცელზე იარაღი რომ მიაბჯინა ნინიამ მზერა გადაიტანა და ხელი გაუშვა გოგოს. ისე მის მკლავზე იყო მიწვენილი ნინია ,ფეხები იატაკზე ეწყო და მის მუხლზე იჯდა - როიალის სკამიდან იარაღის გაჩენა საოცარი რამეა... იარაღს სულ ტყვიების გარეშე ინახავ თუ პირადად ჩემთვის მოინდომე -ტყვიების გარეშე ხომ? როგორ არ მინდოდა ამ კაბის გაფუჭება- ადგომა არც უცდია ისე გამოჰკრა სასხლეტს მაგრამ არ გავარდა. გასროლის მოლოდინში, სისხლისა და ყვირილის მოლოდინში დარჩა იმედგაცრუებული.უკვე მართლა გაუფართოვდა თვალები და ბიჭის სახეს დააკვირდა ,ტუჩი უემოციოდ ასწია და სახე ოდნავ დამანჭა -უფრო ჭკვიანი მეგონე! ვიფიქრე მიხვდებოდი რომ არ ღირს ჩემთან ჯიუტობა -შენ როგორ...ტყვიები ყველა?- უცებ წამოფრინდა ისევ დაუმიზნა და რამდენჯერმე გამოჰკრა სასხლეტს -შენ მე უკვე ხუთჯერ მესროლე! -გიყურებდი, ასე უცებ როგორ გამოიღე ტყვიები ! -შენ მე მესროლე! ამას არასდროს დავივიწყებ ,იცოდე ერთ დღესაც ინანებ და მადლობას მეტყვი რომ ვისარგებლე და ტყვიები ჩემთან შევინახე! - უცებ წამოდგა და ქალისკენ დაიძრა. უკან იხევდა ნინია, მეტი იარაღი არ ჰქონდა იმ ოთახში, კაბა ეცვა და მის წინ მდგომი კაცი მასზე ორჯერ დიდი იყო, ძლიერი და აშკარად ვერ მოერეოდა მარტივად ასე შიშველი ხელებით. -კიდევ რომ გესვრი ვუყურებ როგორ დაიცლები სისხლისგან,გპირდები! კედელს ზურგით მიებჯინა, მოშიშვლებულ ზურგზე სიცივე მაშინ იგრძნო წინიდან ნაკანის მხურვალე სხეული რომ მიეკრო ,ისე დაიფარა თავი ერთი ციდა გოგო ეგონა .მისი თვალები ისევ გაურკვეველი ფერის იყო , ისევ იზიდავდა სიღრმისკენ და ეს უფრო მეტ ბრძოლისუნარიაობას მატებდა ტვინს. -შენი პირველი ტყუილი დაპირება ! ჩაიფიქრე თუ გინდა იმდენად ახლოს იყო მისი სახე ,რომ უკვე ზიზღის გრძNობა უნდა ჰქონოდა. როგორც წესი მამაკაცს ამ დისტანციაზე მიახლოებისას თავიდან იშორებდა ან საერთოდაც კლავდა. ახლა კი იდგა და ზიზღისმაგვარს ვერაფერს განიცდიდა, კაცის წვერიანი ლოყა კანზე რომ შეეხო მისი წუნთქვა ყურთან რომ მიეფრქვია და გაიაზრა როგორ შეისუნთქა მისი თმების სურნელი თითქოს რაღაც სასიამოვნოც კი განიცადა.მისი სურნელი რომ შეისუნთქა და თვალები დახუჭა თითქმის წამში გაიყინა , მისი სხეულიდან წამოსული სითბო გაიფანტა და მხოლოდ კედლიდან მიღებული სიცივე დარჩა. წავიდა , წასვლის უფლება მისცა. ასე უბრალოდ გაუშვა და მხოლოდ რამდენიმე წვეთი სისხლით შემოიფარგლა. დეზორიენტირებული უყურებდა ოთახს სადაც ჯერ კიდევ მისი სუნთქვის ხმა ისმოდა,მისი სურნელი ტრიალებდა. ფანჯარას მივარდა, სწრაფად გამოხსნა გრილ ჰაერს სახე მიუშვია სურნელის გასაქრობად, ყურებიდან მისი ბოხი ხმის გასაფანტად ისევ როიალთან დაჯდომა გააწყვიტა კლავიშებს შეეხო,მაგრამ ისეთი შეგრძნება ჰქონდა რომ უკან ისევ ნაკანი იდგა ,უყურებდა,მერე უახლოვდებოდა და ეხვეოდა. თავისუფლება ვერ იგრძნო,არაფერი გამოუვიდა , მისი ხმა, სახე,თვალები ვერაფერი მოიშორა გონებიდან. როიალზე დადებული სიგარეტი აიღო და ტუჩებშორის მოიქცია, აკანკალებული თითები რომ დაინახა სულ გაგიჟდა. ბრაზმა შეშალა ! ნაკანი ამ დროს თბილისის განათებულ ქუჩებში მიაქროლებდა მანქანას და თავს ცხოვრებაში პირველად გრძნობდა ბედნიერად. ისიც ხედავდა ნინიას გამოსახულებას,მის ხმას უსმენდა და წამითაც კი არ უნდოდა მათი გონებიდან გაქრობა ......... გამთენიისას გაეღვიძა, ახალი წლის დილა იყო. მზე ჯერ კიდევ არ იყო ამოსული, ფანჯრიდან სინათლეშეპარული ქალაქი ჩანდა. სხეულზე ზურას მკლავები ჰქონდა მოხვეული , კაცს მის ყელში ჰქონდა სახე ჩამალული და მშვიდად სუნთქავდა . სხვა დროს მოეფერებოდა,აკოცებდა და მანამ უყურებდა სანამ ისიც არ გაიღვძებდა. ახლა კი საწოლში დარჩენა არ შეეძლო,ფრთხილად გაითავისუფლა თავი მისი მკლავებიდან , იატაკზე დაგდებული პერანგი მოიცვა და მისაღებში გავიდა. წონასწორობას ვერ იცავდა, სიზმარი ახსენდებოდა და თვალები ცრემლებით ევსებოდა. უკვე ვეღარ უძლებდა შინაგან ტკივილს,უნდოდა ბოლო ხმაზე ეყვირა, საკუთარი თავი სძულდა იმ წამს როცა გაიაზრა ექიმის სიტყვები . ყველა ოცნების კოშკი ერთიანად დაინგრა მის თვალწინ, ხშირად წარმოიდგენდა საკუთარ შვილებს, ზურა თითქმის მთელი ცხოვრება უყვარდა და მისგან შვილები უნდოდა ისიც კი იცოდა პირველი გოგო უნდოდა თუ ბიჭი, რას დაარქმევდა.როგორი იქნებოდა ,წარმოიდგენდა რომ მათაც ზურას მსგავსი ტუჩები ჰქონდა,მისი მსგავსი თვალები და ღიმილი. წარმოიდგენდა როგორ ზრდიდნენ ერთად ბავშვებს ,ზოგჯერ უნდოდა რომ ცეკვა ესწავლათ,ზოგჯერ სპორტზე მიჰყავდა და მერე ფიქრობდა რომელი სპორტის სახეობა სჯობდა . მერე კი გაიაზრა რომ უბრალოდ არ შეეძლო შვილის ყოლა, ზურაც ვერასდროს გახდებოდა მამა . ვერასდროს იქნებოდა ფეხმძიმე ვერ გაიგებდა როგორი ორსული იქნებოდა,ჭირვეული თუ საყავრელი, ძალიან მოიმატებდა წონაში თუ ისევ გამხდარი დარჩებოდა. ვერ გაიგებდა როგორია როცა შენში ახალი სიცოცხლე იზრდება,მის გულისცემას ვერ მოუსმენდა, ვერ იგრზნობდა მის მოძრაობას. უბრალოდ არ იქნებოდა ზურას მსგავსი ბიჭუნა რომელსაც ფეხბურთზე ან კალათბურთზე შეიყვანდა .პირზე ხელი მიიფარა ხმის ჩასახშობად, ცრემლები შეუჩერებლად სდიოდა თვალებიდან.იატაკზე დაჯდა,კედელს მიეყუდა და ქვითინი განაგრძო. ერთ ადგილას ირხეოდა ა მანამ არ გაჩერებულასანამ ზურას ნაიჯების ხმა არ გაიგო. წამში შეიმშრალა თვალები , არეული თმა გაისწორა და ფეხები იატაკზე გაშალა. ზურა რომ შევიდა გაუღიმა კიდეც,მაგრამ არ გამოუვიდა -აქ რა საკეთებ ანჩო? -მზის ამოსვლას ველოდები...რატომ გაიღვიძე ასე ადრე? -შენ გარეშე ვერ ვიძინებ ! შენ კი მარტო ზიხარ და ტირი ! რატომ არ მელაპარაკები ანა! -ასე ნუ მელაპარაკები - მისი თვალები უარესად ხდიდა, მკაცრი იყო ზურა, ბრაზობდა და ისე ესაუბრებოდა უძლური ხდებოდა ანჩო. -ჩემთან მოდი- ხელი გაუწოდა და დაელოდა როდის წამოდგებოდა -მარტო მინდა ვიყო -არა არ გინდა...მარტო ვერ იქნები იმიტომ რომ მე გყავარ -არ მინდა რომ მყავდე გასაგებია? არ მინდა რომ ჩემთან იყო რატომ არ გესმის ...მინდა რომ წახვიდე შემეშვა არ მინდა ჩემთან იყო არაა არ მინდა გესმის? არ მინდა ჩემ გამო უბედური იყო. შენ გიჟდები ბავშვებზე შენ გიყვარს ისინი შენ მამა უნდა გახდე, შენ საოცარი მამა იქნები მე არ გავხდები შენი ცოლი,არასდროს ! შენ უბრალოდ წახვალ უკან დაბრუნდები მე კი აქ ვრჩები! უკვე გადავწყვიტე და ამჯერად არაფერი გამოგივა...ტყუილად კარგავ დროს ,შენ მე არ გიყვარვარ იმდენად რომ სხვა ვერ შეიყვარო, მე მეგობარი ვიქნები და მე -აღარ გაბედო კიდევ მითხრა მსგავსი სისულელე! მე შენ დიდი ხნის წინ გითხარი რომ არსად წავიდოდი, მიყვარხარ და საერთოდ არ მინდა შვილები თუ შენ არ იქნები მათი დედა . არავინ არასდროს გახდება ჩემი ცოლი შენს გარდა, ჩემი ქალი შენ ხარ და გეყოფა თვითგვემა. შვილის გარეშე მიყვარდი ,მიყვარხარ და მეყვარები მთელი ცხოვრება ! გეყოფა თავის განადგურება, გეყოფააა ნუ იქცევი ასე. შენ ყველაზე ძლიერი ქალიხარ ველაზე საოცარი და მე და შენ ყველაფერს გავაკეთებთ რომ დედა გახდე. თუა რაფერი გამოგვივა უბრალოდ გამოვტოვებთ შენი ფეხმძიმობის დროს და ვიშვილებთ ერთ ან ორ საყავრელ ბავშვს . დამიბრუნე ჩემი ანჩო ,ასეთი მკლავს ,ასე რომ გიყურებ ვკვდები ჩემ გამო ,გთხოვ - სახე დაუმშვიდდა მისი ცრემლიანი თვალები აგიჟებდა. ყვირილი შეწყვიტა და კედელზე მიბჯენილი მუშტები გაშალა. ანჩოს ცრემლიანი თვალები დაუკოცნა, პატარა ბავშვივით ეფერებოდა ათრთოლებულ სხეულს გულში იკრვდა და შემდეგ მარილიანი სითხით დანამულ ტუჩებს უკოცნიდა -ზურა მე ..მე რომ ვერ შევძლო .ზურაა გთხოვ ...ვიცი რომ ერთ დღეს ინანებ არ მინდა რომ გვიანი იყოს -ლაპარაკს გიკრძალავ, ფიქრსაც გიკრძალავ.მხოლოდ ჩემზე იფიქრებ და სხვაზე არაფერზე ! როგორ მეუბნები ხოლმე? მმ გავიხსენო უნდა ‘შენს ტვინში მხოლოდ მე უნდა ვიყო,რომ მივაღწიო ტვინამდე სხვა ადგილი უნდა ვიპოვნო გზის დასაწყებად „ თითები ყელიდან ლავიწზეგადაიტანა<შემდეგ მკერდზე ჩაასრიალა და ტუჩებიც თითების გზას გაუყვნენ- გაიმეორე ანჩო -რა გავიმეორო -მე შენი შეშლილი ,არანორმალური ,ნოზი ვარ -არა არ ვარ ... -არ ხარ? არ ხარ ? -ზურაა -მაბრაზებ და იცოდე დაგსჯი -ასე როდის გააფრინე? -თქვი !-მუცელზე შეიშვა ,პერანგი მოაშორა და მისი შიშველი სხეული ვნებიანად შეათვალიერა -თქვი თორემ არ გაკოცებ -არ შეგიძლია ასე მომექცე...ისე უნდა გააკეთო როგორც მე მინდა -შენ გინდა ის რაც მე მინდა! -ზურააა -მითხარი რომ სისულელეებს აღარ იტყვი,არ იფიქრებ და არ ჩაიდენ! -მიყვარხარ ... უყვარხარ შენს ნოზს -ქალთევზა უფრო მომწონს...სულ არ გაქვს ნოზის მოქმედება! -ბოროტო!- გადაიკისკისა და კოცნა თავად დაუწყო -ღმერთო როგორ მიყვარს რომ იცინი -სულ ვიცინი ... -სულ მიყვარხარ არ იცოდი აქამდე?-დივანზე დააწვინა და ზემოდან მოექცა-სულ სულ მთლიანად - მთელი სხეული დაუკოცნა და ტვინიდან ყოველგვარი ფიქრი გაუქრო. .............. როგორც კი გაიღვიძა მაშინვე გვერდით გადაბრუნდა ,მძინარე ცოტნეს მთელი სახე დაუკოცნა და მანამ არ მოასვენა სანამ არ გააღვიძა -გილოცავ ახალ წელს -მეზინებოდა, გამაღვიძე მიცინი არაადამიანურად ,რა უფლებით ?- უცებ მოხვია ხელი გაკრეჭილ ნუციკოს ჩაეხუტა და ტუჩებში აკოცა- თმაარეულიც რო ლამაზი ხარ როგორ რა არის? -მე სულ ლამაზი ვარ -სულელი ხარ კიდე ჩემი ოღონდ- გაიცინა და ამჯერად ლოყაზე მიაწება ტუჩები - იმ ჩანთებსი სულ ტანსაცმელია თუ დივანი ჩაკეცე ან კარადა ან რა ვიცი მაგიდა -ტანსაცმელია და ფეხსაცმელი -ანუ ჩემი ტანსაცმელი უნდა გადავყარო..>შენი კაბებით ვივლი! -არანორმალურო -ნუ იცინი გოგო თორე შემომეჭმები რატო გინდა სემომაკვდე? -ამდენი წელი დავკარგეთ დაე შემოგაკვდე -სექსვამპირი მოვიყვანე სახლში ,რამეს დამმართებს ვიცი ! -ნუ ხარ საზიზღარი ... ახლა ავდგეთ საჩუქრები გავხსნათ . რა მაჩუქე? -მე რა გაჩუქე სანტა ჩამოაგდებდა რამეს სახურავიდან -აღარ მჯერა სანტების -ეეე რატო? ვინ აგიხილა თვალები? -ნუ დამცინი! -რას ამბობ ,როგორ გეკადრება . ეს მაშინ დაგცინოდი გოგოს ჭკუიდან გადაგყავდი ლამის საწოლი გამატეხვინე და თურმე სანტასი გჯეროდა -რა უნამუსო ხარ როდის გვქონდა მაშინ სექს* ...ისე ახალი წელი ჩვენი დღესასწაულია- უცებ გაახსენდა წარსული და გაბადრული გადაეშვა მოგონებებში. ნამდვილად მათი დღესასწაულია იმიტომ კი არა ახალ წელს რომ დაიწყეს ერთად ცხოვრება.ასე უბრალოდ არ აურჩევია ცოტნე სეს დღე, 31 დეკემბერი იყო მაშინ სულ პირველად რომ შეხვდნენ ერთმანეთს . ქალბატონი მეგობართან ერთად იყო საშოპინგოდ, გასახელში კაბებს იზომებდა წვეულებაზე რომ ეფექტი მოეხდინა. ცოტნე ემას ახდა საჩუქრები უნდა ეყიდათ და ქალბატონსაც წვეულებისთვის სამოსი სჭირდებოდა. უცებ გაიქცა გასახდელისკენ და ვერც კი დაინახა ცოტნემ რომელში იყო ქალბატონი ემა შესული. იქვე ახლოს იდგა და თავისთვის პერანგს ატვალიერებდა. ემას ხმა გაიგო რა თქმა უნდა დახმარება სჭირდებოდა და იქედან ეძახდა -ცოოტნიიიკოოო მოდიიიი - ბიჭი პირველივე გასახდელში შევიდა დაწუხებული სახით და ის იყო ემა უნდა გამოელანძღა ზურგით მდგომი ნუცა რომ დაინახა. მოკლე ტანზე გამოყვანილი უზურგო კაბა ეცვა, მაღალქუსლიანებზე შესკუპული საოცრად გამოიყურებოდა. -აღიარე რომ ამ კაბაში სექსბომბა ვარ და ესაა ის რითაც დავუბრმავებ იმათ თვალებს- ვინაიდან კაბას უყურებდა და სარკეში ცოტნეს ანარეკლი არც კი დაუნახავს იფიქრა დეამ ვერ მოითმინა და შემოვიდაო. სარკეში ცოტნეს ანთებულ თვალებს რომ წააწყდა თვალებგაფართოებული სულ მთლად აწითლებული ადგილზე გაშეშდა -ვაღიარებ !- ბოხი ბარიტონი და მუცელზე მოხვეული ხელი. ბიჭის გამოსახულება აშკარად უფრო ახლოს იყო, ზურგიდანაც ვიღაც ეკვროდა და თვითონ ძლივს გამოფხიზლდა -თავხედო როგორ ბედავ - გაკაპასდა,მაგრამ არაფერი გამოუვიდა , რომ შებრუნდა და ხელის გარტყმა სცადა ცოტნემ ისარგებლა და მის მსხვილ წითელ ბაგეებს დააცხრა. რას წარმოიდგენდა ამდენად თუ შეიტყუებდა გოგოს ბაგეები. კოცნა რომ დაუწყო თითქოს მთელს სხეულში გადატრიალება მოხდა, ვეღარ შორდებოდა ათრთოლებულ სხეულს. ნუცა თვალებგაფართოებული ხელებგაშლილი იდგა და სრულიად დაბნეული, გათიშული სიამოვნებისგან გაბრუებული მოქმედებას ვერ ახერხებდა.თვალები რომ მინაბა და გადაწყვიტა დანებებულიყო ამ საოცარ გრძნობას იმ წამს გაქრა ცოტნეც. სრულიად შოკირებული დარჩა,პირველად აკოცა ვიღაც უცხო ზესიმპატიურმა ბიჭმა და ისე აორთქლდა ტითქოს არც ყოფილა. -შენც ის გაგახსენდა რაც მე? -არა როგორ მაკოცე შე უზრდელო ბიჭო რომ დაინახე სხვა იდგა გასახდელში ვერ შებრუნი უკან იქნებ ქმარი მყავდა, შეყვარებული ან კიდევ ვინმე უზრდელო -ტანი გქონდა საოცარი თორე ბავში რომ იყავი სახეზე გეწერა -ფაქტობრივად ჩემს საჯდომს უნდა ვუმადლოდე რომ გაგიცანი -მანც გამიცნობდი იმ საღამოს წვეულებაზე -მაგრამ არ მომვარდებოდი და არ მაკოცებდი -მართლა სექსუალური იყავი იმ კაბაში. რომ დაგინახე მივხვდი რომ ხელიდან არ უნდა გამეშვი -როდის გამიშვი შე ბაბნიკო,მექალთანე . 17 წლისაც მექალთანე იყავი.როგორ მიყურებდი სულ მთლად ვიწვოდი სანამ გავიგე ვინ მიყურებდა,რომ დაგინახე მეგონა მოჩვენება იყავი -მოჩვენებები ისე კოცნიდნენ როგორც მე? -რა იცოდი კოცნა მაშინ -შენ იცოდი აბა? -საზიზღარი ბიჭი ხარ! სულ ბავში ვიყავი როგორ გამაფუჭე და გამატუტუც -მადლობის მაგიერია? მე რო არ ვყოფილიყავი როდის გაიგებდი რაა ჭეშმარიტი სიამოვნება -თითქოს შენ იცოდი ... ვიღაცას ავიწყდება მგონი რამდენი წლისამ დაკარგა ვაჟიშვილობა -შენ გელოდი და შენ კიდე მეუბნები ბაბნიკი იყავიო,შემაცდინე ეს წმინდაბნი ბიჭი. ისე რაღაც ამბავი იყო თორე 17 წლამდე რა ჯანდაბამ გამაჩერა იმდენ გოგოს მოვწონდი -თავს იფასებდი და რა ვიცი მე... არ კადრულობდ აბიჭი ცუდ გოგოებს მოუნდა პირდაპირ ჩემნაირი საოცრება -ნარცისიზმი გამიგია მაგრამ ასეთ? -ნუ გამახსენებინებ ახლა ყველა შენს ცოდვას რომელიც მხოლოდ მე ვიცი! - დავიჯერო არ მოგიყოლია დაქალებისთვის? -მე რა ვიცოდი ვაჟიშვილი რო იყავი ისე ..ისე მართლა იყავი თუ მომატყუე -როდის მომიტყუებიხარ ! -ნუ მისვანდები , უბრალოდ დღემდე ვერ ვიჯერებ ...თუმცა ისეთი ხასიათი გქონდა მაშინაც გასაკვირი შენგან არაფერი იყო. -რა ვიცი მაინცადამაინც ის გიკვირდა ემა რომ ა რმიყვარდა -ყველა გოგოს შენ მოსწონდი და რას ვიფიქრებდი იმ გადარეულს თუ არ უყვარდი,ვეჭვიანობდი.ღმერთო როგორ ვეჭვიანობდი,ჭკუიდან გადავდიოდი.არც კი ვიცი შენის ურვილი უფრო მაგიჯებდა თუ ის რომ წარმოვიდგენდი ემა გიყვარდა.მინდოდა მომეკლა ,იმის გაფიქრება რომ შეგეხებოდა და შენი ლამაზი თითებით მოეფერებოდი -მაგაზე ფიქრობდი შე გარყვნილო ქალო? -ისე 17 ის როდის იყავი... ჯერ კიდევ 16 წლის იყავი -ვიყავით ... მე რა ბავშვი გამომიყვანე -შენზე დიდი ვარ ერთი თვით ხომ არ გავიწყდება...უბრალოდ შენ ბავსვობიდან დიდი იყავი ! მე კიდე არ მაცადე ბავშვად დარჩენა -ისე ამბობ ვითომ შეგაცდინე...ფაქტობრივად იძალადე ჩემზე და მერე რა მექნა ვეღარ გავუძელი ცდუნებას -საწყალი ცოტნეე როგორ ვაცდუნე -ნუ ბრაზდები თორემ დაგაბრუნებ საწოლში და საჩუქრების გახსნა ხვა მოგვიწევს -არაფერიც! ირმებიანი სვიტერი გაჩუქე უნდა ამოვიღო და ჩავიცვა -მე მაჩუქე და შენ იცვამ? -მე უფრო მომიხდება... შენ ისე გაჩუქე სიმბოლურად- უცებ წაკუსკუსდა მისაღებისკენ და ყუთი გახსნა. ცოტნეც სიცილით მიჰყვებოდა უკან. სანამ ზედას ამოიღებდა და საჯდომს დაიფარავდა მანამ გაღიმებული უყურებდა მერე წარბები შეკრა და უცებ მიუახლოვდა -აუუ კაი რაა ისეთი ზედაა ბავში მგონიხარ და თავი პედოფილი ... კიკინებიღა გაკლია -ხომ საყავრელი ვარ? -სექსუალური უფრო ....ჯანდაბა რატომ ხარ ასეთი?- ხმაში ხრინწი შეეპარა ,გრძელ ფეხებზე თვალი ააყოლა მერე ზედას დააკვირდა სიშველი მკერდი ისე ეტყობოდა თითქოს პირდაპირ ფიფქები ჰქონდა ზედ მიხატული.. ნუცამ ყურადღება არ მიაქცია სხვა ყუთების გახსნა დაიწყო წინა დღეს მიღებული საჩუქრებიც იქ ჰქონდა . ბოლოს როგორც იქნა ცოტნეს საჩუქარიც იპოვა -აუუ ცოტნეე რა არის? -არ ვიცი ,აღარ მახსოვს-ხელი მოხვია და მუხლებზე დაისვა -ასეტი პატარა ყუთი რატომაა ამაში ვერც კნუტი ჩაეტეოდა და ვერც ლეკვი -იქნებ და მოგუული ოქროს თევზი გაჩუქე -რა საზიზღარი ხარ- გაბრაზდა ნუციკო ,მაგრამ ყუთში ულამაზეს პეპელა რომ დახვდა სახე გაუბრწყინდა. ყოველთვის უყვარდა პეპლები ისე გაუხარდა ცოტნეს რომ ისევ ახსოვდა ეს ამბავი ლამის ხტუნვა დაიწყო -მოგწონს? თუ აღარ გაქვს პეპლების აქსესუარები -ძალიან ლამაზია ... ვიცი რომელ კაბაზე გავიკეთებ ... მადლობაააა მიყავარხარ.მეგონა აღარ გახსოვდა -მე ყველაფერი მახსოვს რაც შენ გეხება- კოცნისას უთხრა და ხელები მაინც შეუცურა ზედის ქვეშ.ფერადი თვლებით პეპელა იქვე დადეს და საძინებელში დაბრუნდნენ... ......... თოვდა, უზარმაზარი ფიფქები ცვიოდა ციდან, ხედვაც კი უჭირდა. სადღაც შორს დაინახა ქალის სილუეტი, წითელი თმა მზესავი ანათებდა სითეთრეში. ისევ ისე უყურება როგორც მაშინ, მისი ყავისფერი თვალები იზიდავდნენ, ქალის სხეული იმდენად ლამაზი იყო თითქოს მოქანდაკის მიერ იყო შექმნილი, თხელი კაბა ეცვა , გაჭვირვალე და სიცივისგან თრთოდა. ცოტა ხნით უყურებდა შემდეგ შებრუნდა და წავიდა. უკან მიჰყვებოდა,მირბოდა მაგრამ ვერ ეწეოდა. მანამ არ შეჩერდა სანამ სახელი არ დაუძახა ნაცნობ-უცნობს -ელეონორა ! - ხმამ ჰორიზონტი გაკვეთა ირგვლივ გავრცელდა და ყველაფერი მოიცვა. ქალი წამით შებრუნდა წარბშეუხრელად აათვალიერა წინ მდგომი სხეული და გაქრა. -არ წახვიდე გთხოვ ...არ წახვიდე - საკუთარმა ყვირილმა გამოაღვიძა. წამოჯდა,გული სწრაფად უცემა, სუნტქვა ისე ჰქონა აჩქარებული თითქოს მართლაც დარბოდა. სახეზე ჩამოისვა ხელები და გაიცინა. უკან ბალიშზე დაეშვა ერთხანს ჭერს უყურებდა,შემდეგ ისევ გაიცინა -სამი დღე გვაქვს ელეონორა! ჩაიცვა, მოწესრიგდა და სახლიდან გავიდა. რამდენიმე საათში უზარმაზარ დარბაზში მიაბიჯებდა. მხრებში გამართლი, თავდაჯერებული მიაბიჯებდა გეგონებოდათ მთელი დედამიწა მის საკუთრებაში იყო სულიერი და უსულო არსებებით. ბევრის ყურადღება მიიქცია, ყოველთვის ასე ხდებოდა მაგრამ მას ერთის დანახვა სურდა მხოლოდ. სხვა დანარჩენი უინტერესო იყო მისთვის იმ დროს. ოქროსფერი თმა რომ დაინახა,წამსვე მოავლო მზერა მის სხეულს და უკვე იცოდა რომ იპოვნა ინტერესის ობიექტი. შამპანიურის ბოკალი აიღო და პირდაპირ მისი მაგიდისკენ გაემართა. მარტო იდგა, წელში გამართული, ყელი გედივით ჰქონდა მოღერებული და გრძელ თითებს ჭიქის ზედაპირზე დაატარებდა. ტანზე გამოყვანილი გრძელი კაბა ეცვა , თვალების ფერი ნაჭერი ჰქონდა შერჩეული ,მაგრამ მისი მწვანეები უფრო ელვარებდნენ . ბექა გვერდით ამოუდგა და ჭიქა მის წიქას შეახო, თითებზეც შეეხო და ისე დადგა თითქოს არც უყურებდა -ახალ წელს გილოცავ ელეონორა -გიცნობთ?- მთელი თავდაჯერებულობა წყალში ცაეყარა და ფსკერზე გაცამტვერდა . ქალი ისე მშვიდი სახით უცქერდა,იმდენად გულწრფელი იყო ლამის გაგიჟდა კონჯარია -კარგად დამაკვირდით , გამიხსენებთ- უკან დაიხია თვალი რომ აეყოლებინა ქალს,მაგრამ არაფერი გაუკეთებია საპასუხოდ ელეონორას. წარბი მაღლა აზიდა ისიც წამით და ისევ ბენდს გახედა ,მომღერალმა ახალი სიმღერა დაიწყო -უმნიშვნელლო ადამაინების სახეებს ვერ ვიმახსოვრებ,ბავშვობიდან! თუ საქმე არ გაქვთ შეგიძლიათ სხვა მაგიდასთან გადაინაცვლოთ და ჭეშმარიტი ნაცნობი იპოვოთ! ყბები დაეჭიმა კონჯარიას, როგორ შეიძლებოდა ქალს შეხვედროდა მას კი არ ხსომებოდა ბექა კონჯარია. ასე მშვიდად და უემოციოდ ,კულტურულად მოეშორებინა თავიდა და ფაქტობრივად ეთქვა თავიდან მომშორდიო? -უნდა დამეტოვებინეთ გაწუწული გზაში და მერე გაგახსენდებოდით ალბათ, ძალიან გიხდებოდათ გუბის წყლისგან შემოწეპებული კაბა ტანზე- ირონიით გაჟღენთილი წინადადება გააჟღერა კონჯარიამ და მართლაც მოშორდა ქალის მაგიდას, მაგრამ მისი მზერა თან გაიყოლა. ნაცნობებს ესაუბრებოდა, შემდეგ აივანზე გავიდა მოსაწევად, ატანა არარ ჰქონდა იმ ხალხის . ყველამ იცოდა ვინ იყო ბექა, მისი ცხოვრება მილიარდჯერ ჰქონდათ განხილული,რაც იყო ათი იმდენი ჭორი ჰქონდათ მოგონილი და ახლა ისე ხვდებოდნენ თითქოს წმინდანს უღიმოდნენ. სიგარეტს მოუკიდა და ღრმად შეისუნთქა , მერე კვამლში გაეხვა და თვალები დააწვრილა. ნაბიჯების ხმა რომ გაიგო მიხვდა ვინც იქნებოდა,მაგრამ არ შეიმჩნია, მოწევა განაგრძო -ჟურნალისტი ხარ? გაგანადგურებ ჩემი იმდღევანდელი ფოტო რომ დამხვდეს სადმე ! -მე მესაუბრები ელეონორა?- შებრუნდა ,ისე რომ ტუჩებშორის ჰქონდა სიგარეტის ღერი მოქცეული -რა გინდა? -შენ მინდიხარ ,მიგიღებ ახლავე თუ სადმე სხვაგან? - წინადადება არ ჰქონდა დასრულებული ლოყა რომ აეწვა, სიცილი ვერ შეიკავა. ზუსტად ის რეაქცია ჰქონდა როგორსაც ელოდა, ისე ისიამოვნა მისი გაგიჟებაც რომ შეძლო, ლამის შეიშალა კმაყოფილებისგან-საინტერესო პასუხი იყო -არ ვიცი ვინ ხარ და ისე ნუ გააკეთებ რომ გავარკვიო! -დროს ნუ დავკარგავთ , დაგაინტერესებს და რაღა სხვას უნდა მიადგე კითხვებით ტო აქ ვარ და გიპასუხებ ნებისმიერ შეკითხვაზე- სიგარეტი გადააგდო ,ხელები ჯიბეებში ჩაიწყო და ისე მიუახლოვდა ქალს - არ ღირდა ჩემთან სასაუბროთ თავის გაყინვა - რომ დაინახა კაბით იდგა ამ ყინვაში სწრაფად გაიხადა პიჯაკი და ისე მოახურა ქალმა წინააღმდეგობსი გაწევა ვერ მოახერხა-არ ვარ ჟურნალისტი , უბრალოდ გაწუწული ლამაზმანი ჩავისვი მანქანაში და სახლამდე მივიყვანე . არ ვიცი შენნაირი ქალი იქ რას აკეთებდა,თანაც მანქანისა და აცვის გარეშე ,მაგრამ ჩემსა და შენს გარდა ამას ვერავინ გაიგებს. რა რა და ბოზ* ნამდვილად არ ვარ -თავხედი ხარ ! გაუთლელი ხეპრე და მიკვირს აქ როგორ აღმოჩნდი, დარწმუნებული ვარ შემოპარული ხარ - პიჯაკს ორი თითი მოკიდა ისე თითქოს რაღაც ჭუჭყიანს ეხებოდა ხელებში მიუგდო და ზურგი აქცია - დაივიწყე ის დღე როცა პირველად მნახე ! არაფერი უთქვამს კონჯარიას,უბრალოდ უყურებდა მიმავალ ქალს. შემდეგ უკან გაჰყვა და საცეკვაო მოედანთან მიახლოებულს ხელი ჩაკიდა. -ვიცეკვოთ ელეონორა - არ უკითხავს, ხელი მოხვია და მელოდიას აჰყვა. იცოდა ქალი აშკარა წინააღმდეგობას არ გაუწევდა და ყურადღებას არ მიიქცევდა. ისარგებლა შემთხვევით, ფირუზისფერი თვალები ბრაზისგან უელავდა ქალს, კონჯარია მის ხელზე ცერა თითს ასრიალებდა, ისე კი არც შერხეულა. წელზე როგორც მიადო ხელი ისე გაჩერდა ცეკვის დასრულებამდე. უკვირდა საერთოდ ცეკვა რომ ახსოვდა,მაგრამ ისეთი ქალი იყო ელეონორა მის სხეულის მოძრაობას მიჰყვებოდა-მაპატიეთ წეღანდელისთვის -პატიებას მთლიანად ჩვენი საუბრის გამო უნდა ითხოვდეთ, ამ ცეკვის გამო უნდა მთხოვდე პატიებას! -ზედმეტად ცივი ხარ დატკბობა არ გაწყენდა ! -ისეთი ტავხედი ხარ ვეღარასდროს გამოსწორდები -არ გჯერათ ადამიანების ცვლილების? -ადამიანები არ იცვლებიან,ისეთები კვდებიან როგორებიც იბადებიან! -ნუთუ შიშველი მოვკვდები, ვისურვებდი ლამაზი ქალი მყოლოდა ამ დროს გვერდით -ამდენად უვიცი ხართ თუ თამაშობთ -ყოველგვარი თამაში კარგად მეხერხება -ამაყობთ? -სამწუხაროდ საამაყო არაფერი ჩამიდენია ცხოვრებაში ,თუმცა ყველაფერი წინ მაქვს. ნებას გრთავთ კომპანიონობა გამიწიოთ, ერთად ჩავიდინოთ ისეთი რამ რასაც ხშირად გავიხსენებთ -წარმოდგენა მაინც თუ გაქვს ვის ელაპარაკები ! -ფირუზისთვალება ლამაზმანს ,ნუთუ ვცდები -ძალიან მაცინებ ყმაწვილო -თვლი რომ სასაცილო ვარ? -საოცრად ! -არ მეგონეთ თავმომწონე მილიონერი, საშინელება იქნება თქვენი სტატუსი თუ გადაფარავს თქვენს სილამაზეს. შეეცადეთ გახსოვდეთ რომ თქვენც უბრალო მოკვდავი ხართ და შეეშვით ხალხის დამცირებას! - ხელზე ეამბორა ცეკვის დასასრულს და ასე დატოვა გაკვირვებული ქალი. იქ აღარ დარჩენილა, უკვე ყელში ჰქონდა ყველაფერი, ვერ იტანდა ქედმაღალ ადამიანებს. ქალზე წარმოდგენები დაემსხვრა,მაგრამ მაინც იყო მასში რაღაც რაც იზიდავდა. სიზმარი არ ავიწყდებოდა და მხოლოდ ამიტომ აპირებდა ფირუზისთვალებას კვლავ ხილვას! მანქანაში ჩაჯდა და სწრაფად მოშორდა იქაურობას. საღამოს გიორგისთან მივიდა ,ტყუპების ნახვა უნდოდა და მეგობართან საუბარი. გაღიმებულმა შეაბიჯა მისაღებში და წამსვე შეჩერდა დივანზე მჯდომი დადვანი რომ დაინახა. -საღამომშვიდობისა - მიესალმა და მერე ანასტასიას აკოცა- ნახე ჩემი საჩუქარი? -კი და ძალიან მომეწონა ....არ ვიცოდი თუ მოხვიდოდი -მეც არ ვიცოდი ,მაგრამ უცებ მომინდა მოსვლა .ტყუპებს სძინავთ უკვე რძალო? -ახლახანს დავაძინე და არ გააღვიძო თორემ გაგატან ორივეს იცოდე -როგორი ანჩხლი ხარ რა იყო ... ნახვა მინდოდა -ბექაა - ბარბარე იმ წამს შევიდა ოთახში ძმის დანახვამ გააკვირვა-როგორ ხარ? მეგონა წვეულებაზ ეიყავი მამას ნაცვლად -ვიყავი ,მომბეზრდა და წამოვედი -საერთოდ რატომ წახვედი ვერ მივხვდი -საქმე მქონდა რაღაც ... ნუ გეშინია ბიზნესში ჩართვას არ ვაპირებ! -ფულს არავის ართმევს, უნდა მოკლას მხოლოდ - ერეკლემ ჩაიცინა და ფეხზე წამოდგა -ჩვენი წასვლის დროა,გვიანია უკვე -გაიქეცი დადვანო, გვერდის ავლა და შორს გაქცევა შენი ჰობია დღემდე -არ გინდათ ახლა არ დაიწყოთ , ახალი წელია ხალხო რა დაგემართათ საერთოდ თუ ხვდებით რომ დროა შეეშვათ ერთმანეთთან ქიშპობას.მაგრად დამღალეთ უკვე და წარმოიდგინეთ ბარბარე როგორაა რას გაახურეთ საქმე რა - გიორგიმ არ აცადა ბექას გაგრძელება. ორივეს ერთად შეუტია - სად მიდიხარ ,სავახშმოდ მოხვედით თუ სანახავად ვერ გავიგე. ახლა რა ვქნა ავირჩიო რომელ საათზე რომელი დაგიბაროთ სახლში თუ რა ხდება -ორ დღეში მივდივარ და დროებით დაისვენებ...ნუ ახურებ ახლა . ხო არ ვჩხუბობთ ,შენს სახლში ვარ გგონია ვეტაკები და ყველაფერს დავლეწავთ? -სულ მაღალ ფეხზე როა რა ფენომენი ხარ ასეთი-ერეკლემ თავი გააქნია და ბარბარეს გადახედა-არ მოდიხარ? -მართლა დავიღალე უკვე, ყველამ დავუშვით შეცდომები .მე ორივესთან შევცდი და მაპატიეთ.ვერ ვხვდები რატომ არ შეგიძლიათ რომ აპატიოთ ერთმანეთს.რომ ჩავუღრმავდეთ ამ ამბავს მაინც ყველა დამნაშავე გამოვდივართ და ხომ შეიძლება რომ შემეძლოს ბოლოს და ბოლოს ერთროულად ვიყო ქმრისა და ძმის გარემოცვაში .არაა საკმარიის სისულელეების გამო დაკარგული დრო? -არ გამაგიჟო ახლა არ იტირო ! -მინდა ! -რა გინდა -რომ შერიგდეთ... ცხრა თვე ჩემს მინდებს რომ ასრულებ დაგავიწყდა? -მოიცა რა? გაიწიე - ბექა აქამდე მშვიდად იჯდა ,მაგრამ რომ გაიაზრა ეს „მინდა“ რა მინდა იყო და ბარბარეს წყლიან თვალებს შეხედა წამსვე წამოიჭრა - მეორე დადვანი უნდა გააჩინო? -ხოოო გირეკავდი დღეს რო მეთქვა და ისე უცებ მითხარი მივდივარო აღარ გითხარი...ვიფიქრე მივალ ამ ღამით და ვეტყვი_თქო - სლუკუნებდა და ისე უყურებდა . ბექამ გაიცინა და უცებ ჩაეხუტა -ჩემი პატარაა...ჩემი სულელი გოგო . რა ჩემ ფეხებად მინდოდა ის წვეულება გეთქვა საქმე მაქო და არ დაგელაპარაკებოდი? ეეე მეორე დისშვილი მეყოლება ტო? -ხოოო და მინდა რო შეგირდეთ. ორი დადვანი მეყოლება მალე გაჩენილი რომელიც გიყვარს და რა გახდა მათ მამასაც რომ შურიდგე -თვითონ არ მირიგდება ჩემგან რა გინდა -ნეტა თუ არ რცხვენია როგორ იტყუება ! -გაჩუმდი რა მე აქ ჩემ და და დისშვილს ველაპარაკები -ხოა ახლა ღირსი ვხიო ერთი ყბაში -აუუ რა სიტყვებია ერეკლეეე -ისევ ტირილი დაიწყო ბარბარემ . ბექა მოშორდა და ერეკლეს გახედა -რა იყო შე ჩემა ფეხმძიმე ცოლთან როგორ ლაპარაკობ? ისე მგონი მართლა დროა შევრიგდეთ ...ბიჭი თუ იქნება ბექა დაარქვით ჩემი განვლილი ცხოვრების გამო არ ვიმსახურებ? -ეს სარკაზმი მაგიჟებს ! -გიყურებთ,გისმენთ და ვერ ვხვები რა კატეგორიის არანორმალურები ხართ,მაგრამ როგორცაა აშკარად შერიგების სუნი მცემს რომელიც აუცილებლად უნდა დავასველოთ. ბავშვებს სძინავთ, ტასიკოსაც მიეძინა იქ და აბააა დავტრიალდე? - ელიზაბეტი ჩაერთო და ქმარს მიეხუტა - ნუ ამინერვიულეთ ქმარი თქვე არასწორებო ! -დაყარე პურ-მარილი რძალო პატარა დადვანი უნდა დვალოცო ! რამდენი ხანია არ დავმთვრალვარ -ერეკლეს უყურებდა მერე ორივეს გაეცინა . ბარბარე ჩაეხუტა ორივეს და მერე ტაში შემოჰკრა -ურააა ...ახალი წლის საჩუქარიც მივიღეთ დედი მე და შენ -მუცელზე მიიდო ხელი და გაიცინა- ტასოს მართლა ჩაეძინა?-ხო ესენი არ წავლენ სახლშ ამ წელშიო და დავიძინებო . ბავშვებთან წევს ისიც . ეს დღე ჩავინიშნოთ , ყველაზე მარტივი შერიგების სახელით! იმედია მეტი ჩხუბი დავიდარაბა და მერე შერიგებები აღარ დაგვჭირდება არავისთან ! არ ვიცი ამათ სახლში სუფევდა საოცარი განწყობა თუ რატო იყო ყველა პოზიტირად,მაგრამ ფაქტია ასე უბრალოდ და მარტივად შერიგდნენ კონჯარია და დადვანი. რეალურად რაღა ჰქონდათ გასაყოფი, ნამდვილ მეგობრებად თუ ვერ გარდაიქმნებოდნენ უბრალოდ ურთიერთობა მაინც ექნებოდათ. ბოლოს და ბოლოს შანსს ყველა იმსახურებს! ლიზიკოს ბარბარეც დაეხმარა ,მიუხედავად ფეხმძიმობისა. მერე ლიზამ ბიჭები აყარა და იმათ გააკეთებინა ყველაფერი. ბოლოს უკვე მოხოილები დასხდნენ მაგიდასთან და როგორც ლიზა იტყოდა დაიწყეს“გუგუნი“ . ბექას ბევრი მაინც არ დაულევია , ფიქრებით სხვაგან დაფრინავდა. თავისდაუნებურად ოქროსფერთმიანს ხედავდა და სული ეხუთებოდა იმდენად უნდოდა მისი ნახვა. დადვანები მალე წავიდნენ , რაღა მალე ,მაგრამ მაინც. გიორგიმ ბექა დაიტოვა და რომ მილაგდნენ აალაპარაკა -რისთვისაც მოხვედი ის მომიყევი -ხვალ მოგიყვები -ზეგ კი მიდიხარ შე ჩემა რა ხვალ მომიყვები! -რა გითხრა დამაყლ*** ისეთი ქალია. ხომ გითხარი ორჯერ ვნახე და დამაშტერათქო. ორი ღამეა მესიზმრება და ამის დედას შევ*** შარში ვარ! ქალები დამღუპავენ , ეგ რო შემიყვარდეს შენ აზრზე ხარ რა მელის? აღარ მინდა ვინმე მიყვარდეს სულ ის ნაბოზ*** ქალი მახსენდება -რა მშიშარა გახდი კაიბიჭობასთან ერთად რა გემართება. თუ ხვდები რომ ისაა ვინც გჭირდება -არ მჭირდება ქალი რომელზეც ვიფიქრებ! -ზუსტად რომ გჭირდება, ბოლომდე რომ დაუბრუნდე ცხოვრებას და გაიგო ბოლოს და ბოლოს რა ტკბილია ცხოვრება ქალი გჭირდება ,ისეთი ქალი ვის გამოც იქნები ისეთი როგორსაც მე გიცნობ -ნეტა როგორს მიცნობ...შენ მე ანგელოზი გგონივარ! ის ქალი ისეთი ქალია „საბედისწერო“ რიჟაა,თან არ არის ვერ გავიგე თვალის ფერიც კი ვერ გავიგე როგორი აქვს,იმდენად თეთრი კანი აქვს თოვლის ფიფქზე თეთრი და ფერმკრთალია...სისხლი მიდუღს რომ ვიხსენებ! ვერ გავიგე უბრალოდ ჟინი მაქვს თუ არა -თუ ღმერთი გწამს ჟინის გამო ასე არასდროს მოიქცეოდი, იმ ადგილას უბრალოდ ქალის დასაკერად არ წახვიდოდი. ვერ შორდები ! -დამისვა დიაგნოზი ბატონმა გიორგიმ, არქიტექტორო დადგი ჩემი ცხოვრების კოშკები? -მორჩი ცინიკოსობას ! -წასვლა მინდა -მიბრძანდი -რატომ იცინი ისე თითქოს იცი რომ მასთან წავალ -მისამართიც გაიგე? -მალე რა ფერის საცვლებს იცვამს იმასაც გავარკვევ გახდის გარეშე ... დამენძ** -თავზე ხელი გადაისვა და წამოდგა- წავედი ,უნდა ვნახო. შეიძლება მომკლას და იცოდე ვინ წაგართვა ჩემი თავი ,მადლობა გადაუხადე ჩემგან რო გაგათავისუფლა -სისულელეს ნუ ამბობ! სად მიდიხარ, ვინაა ასეთი მაფიის დედოფალია? -დედოფალია კი -აუუჰ მგონი მართლა დაშტერდი -წავედი,უნდა გავიგო რა ჯანდაბა მინდა მისგან ! ამაღამვე უნდა გავიგო ,წასვლამდე უნდა ვიცოდე -ღმერთმა გიშველოს ! არ ეჯერა რომ ღმერთი დაეხმარებოდა მისნაირ ცოდვილს,მაგრამ ფაქტია რომ წავიდა იქ სადაც გული მიუწევდა. სახლისგან მოშორებით გააჩერა მანქანა, ფეხით გაიარა გალავნამდე გზა, შემდეგ უკანა მხრიდან გადაძვრა. ეზო დაცვის ბიჭებით იყო სავსე, სახლის ირგვლივ მოძრაობდნენ და არც ისე მარტივი აღმოჩნდა სახლამდე მიღწევა.ლამის დაიჭირეს,მაგრამ სახლში შევიდა. იცოდა მარტო ცხოვრობდა ქალბატონი ამიტომ აივანზე აცოცებას პირდაპირ კიბით ასვლა არჩია. მთელი სახლი განათებული იყო,სასახლეს უფრო ჰგავდა ვიდრე სახლს,უზარმაზარი კიბე აიარა და დერეფანს დაუყვა.ზუსტად არ იცოდა რომელ ოთახში უნდა შესულიყო,მესამე სართულზე ასასვლელი რომ დაინახა რატომღაც იქეთ წავიდა და კარი გააღო. ოთახში არავინ იყო, ყველგან მისი სურნელი ტრიალებდა. ღრმად შეისუნთქა,თვალები დახუჭა და გაეღიმა. მსგავსი სიამოვნება არასდროს განუცდია,რაღაც სხვა იყო . ოთახში შუქი არ ენთო ,ეზოდან ამოსული სინატლე ანათებდა უზარმაზარი საძინებლის ნაწილს. თავად ყველაზე ბნელ კუთხეში დაჯდა და დაელოდა ,ხელში ქალის შარფი ჰქონდა მოქცეული და ისე დაატარებდა თითებს ზედ თითქოს ნაჭრის ქვეშ ქალის სხეულს გრძნობდა . ნაბიჯების ხმა რომ გაიგო გაეღიმა, მალე კარიც გაიღო .შემოსვლისთანავე აანთო შუქი ქალმა, მოსაცმელი ხელიდან გააგდო და ფეხსაცმელიც მოიშორა .მობილურით ესაუბრებოდა ვიღაცას -ამ წამს შევედი ოთახში ... ძალიან! ცოტაც და მივახრჩობდი იმ კაცს ,გულს მირევს! მამაჩემის დამსახურებაა , მაგრამ ერთ დღესაც მოვიშორებ! სააბაზანოში შევალ გადავივლებ და მერე დაგირეკავ- იგრძნო რომ რაღაც წესრიგში არ იყო. უკვე კაბის გახდას აპირებდა ,მაგრამ შეჩერდა. ერთ-ერთი კარადის კარი გახსნა და რაღაც ამოიღო. წამში შებრუნდა ოთახის იმ ნაწილისკენ სადაც ბექა იჯდა და ხელში მოქცეული იარაღი დაუმიზნა-ვინ ხარ...შენ? -იარაღი საჭირო არ იყო ისედაც დაგნებდები - ხელები მაღლა ასწია ,თან იღიმოდა და თვალებანთებული უმზერდა გაოცებულ ქალს. წამოდგა და მისი მიმართულებით დაიძრა- ფრთხილა არ გაგივარდეს თორემ გულში რომ მომხვდეს მერე როგორ შეგიყვარო -აქ რას აკეთებ...როგორ შემოხვედი ,ვინ ხარ ! -ბექა კონჯარია,ხომ გითხარი არა? -მე შენთვის სახლის მისამართი არ მითქვამს -საკმაოდ შორს ჩამოხვედი, ეს გზა ისეთ მდგომარეობაში ფეხით გამოიარე? ხელები გიკანკალებს,არ უხდება შენს ლამაზ თითებს ეს წყეული იარაღი - აკანკალებულ ხელებზე შეეხო- სულ გაყინულხარ -გესვრი -არ მესვრი...შენ ხომ კარგი ხარ - თვალებში უყურებდა, იარაღი გამოაცალა და სავარძელზე დააგდო . მისი გაყინული თითები თავის ცხელ ხელებში მოიქცია მერე აკოცა- ასე ვინ შეგაშინა ელეონორა -რა გინდა ჩემგან -ჩემი გეშინია? -ქვემოდან ახედა ,ჯერ კიდევ მის ხელებთან იყო თავდახრილი -თავი ვინ გგონია -არავინ იმაზე მეტი ვინც ვარ ! არ ვიცი ასე ვის გამო ხარ შეშინებული,ვინ გითვალთვალებს და ვისგან ელი საფრთხეს,მაგრამ ჩემგან საფრთხეს არ უნდა ელოდე. -მშვიდად როგორ უნდა ვიყო შენი ქცევის შემდეგ, ზუსტად იქ გამოჩნდი თითქოს იცოდი რომ დახმარება დამჭირდებოდა! შემდეგ წვეულებაზე აღმოჩნდი მეცეკვე და ყურადღება მიიქციე, ახლა სახლში შემომეჭერი -უბრალოდ რომ მევასებოდე არ დაგიშვია ეგ ამბავი? რა დანევროზებული ხარ ტო ასე როგორ შეიძლება ჩაიხედე სარკეში როგორი ქალი ხარ შენ ნორმალური კაცი რამეს დაგიშავებს? -და შენ ნორმალური ხარ? -მართალია ნორმალური არ ვარ ! -ყველანი ერთნაირები ხართ,მიყურებ და წამსვე მაშიშვლებ! გულისამრევი ხარ , აქედან წადი სანამ დაცვას დავუძახებ და ისინი გაგიყვანენ! დარწმუნებული ვარ მამაჩემი იცი ვინც არის და რაც დაგემართება რომ გაიგონ ჩემს საძინებელში იყავი -მაგრად რომ ? -მიწაზე დაეშვი ! -როცა ანგელოზს ხედავ ? შანსი არაა -ბექა ხომ? - უყურებდა ბიჭს რომელსაც ყველაფერი სახეზე ეწერა და არ იცოდა გაღიმებოდა თუ თავიდან მოეშორებინა. ფაქტია ვერაფერს გრძნობდა , ისიც რიგით თაყვანისმცემლად ჩათვალა და უბრალოდ თავიდან მოიშორა ის აზრი რომ საშიშროებას წარმოადგენდა- რაც არ უნდა გინდოდეს იცოდე რომ ვერ მიიღებ ! -დასაკარგი არაფერი მაქვს- ისევ ჩაიცინა კონჯარიამ . მანძილი რომელიც ქალმა შექმნა წამში გადალახა და ხელი მოხვია. წამსვე დაებინდა გონება,თითქოს მთელი მისი სხეული რაღაც საწამლავი იყო რომელიც ტვინს აზროვნების საშუალებას ართმევდა. სუნთქვა გაუხშირდა, სისხლი უდუღდა,თითქოს არტერიებს წვავდა და შიგნიდან იწვოდა. ის ის იყო სასურველ ბაგეებს უნდა შეხებოდა ოთახი დაცვის ბიჭებით რომ აივსო. ბოლოს რაც დაინახა ქალის ცივი,არაფრისმთქმელი გამოხედვა იყო. -გაიყვანეთ! ბრძანა და ისინიც ბექასკენ დაიძრნენ. კონჯარიას ქალი ხელიდან დაუსხლტა და უკან კედლისკენ დაიხია. დაცვას ადგილი გაუთავისუფლა. კონჯარიას გაეცინა, დიდი ხანი იყო ბოლო ჩხუბიდან გასული,თითქოს მოენატრა კიდეც ძველი დრო. ქალს გახედა რომელიც ისევ ისეთი არაფრისმთქმელი გამომეტყველებით იდგა და ხელები მაღლა ასწია. იქ ,იმ ოთახში ჩხუბს არ აპირებდა. ორმა ბიჭმა მოკიდა ხელი და გარეთ გაიყვანა. გასვლამდე არც შეუხედავს ქალისთვის. კიბეზე ჩაჰყავდათ უცებ რომ ჰკრა ხელი ორივეს. კიბიდან ქვემოთ გადახტა, უკან მიყვნენ სულ ხუთნი იყვნენ. ისე დაიწყო ჩხუბი არც კი აკვირდებოდა რას აკეთებდა, სისხლი უდუღდა და მხოლოდ თავდასაცავად იბრძოდა...ცხვირიდან წამოსული სისხლი ხელით შეიმშრალა და კიბის თავში მდგომ თვალებგაფართოებულ ქალს ახედა. სისხლიანი ხელები გაშალა წელში მოიხარა თავი დაუკრა და უკანსვლით წავიდა . მანქანაში რომ ჩაჯდა ხელებს მერე დახედა, შეიკურთხა უმისამართოდ და სწრაფა გაეცალა იქაურობას. ამ ქალს უკვე ჭკუიდან გადაჰყავდა, აზარტში შევიდა იმდენად რომ მთელი ღამე იჯდა და ინფორმაციას იკვლევდა ელეონორას შესახებ. ყველგან ერთი და იგივე ეწერა,შეხვერები, საქმიანი ვიზიტები, ყველაფერი რისი გამოქვეყნებაც თავად სურდა და სხვა არაფერი! ....... ბაღათურიები მშვიდად ატარებდნენ საღამოს, ორანჟერეაში ისხდნენ და ვახშმობდნენ. პატარა ბატონს მშვიდად ეძინა და შიგადაშიგ მიმიკებს იცვლიდა. ბათუ ღიმილით ადევნებდა თვალს ვაჟიშვილის ქმედებებს. ეკატერინემ აკოცა და თავი მხარზე დაადო -რა იქნება ბედობას შენი საყვარლის სტატუსით რომ შევხვდე? -როგორ ქმარი აღარ გინდა? -ნწ ...შენ კიდევ გინდა ცოლი ?- თავი ასწია ყელში აკოცა კაცს და ქვემოდან ახედა - განვქორწინდეთ? -მეზობელი , ქმარი და საყვარელი? -ნამეზობლარი, ნაქმარევი საყავრელი რომელიც მომიტაცებს და მეორე ბაღათურიაას შექმნის ჩემში -სიგიჟეა ღმერთმანი! -თითები თმაში შეუცურა და ტუჩებზე მიაწება ბაგეები. ნელა აგემოვნებდა ღვინისფერ ტუჩებს ,არ ჩქარობდა! განა რა იყო საჩქარო - ქორწილი ამჯერად ზამთარში გადავიხადოთ? -არა შემოდგომის მიწურული სჯობს ! -როდის განვქორწინდეთ? -ჩემი ქმარი აღარ იქნები ? არ მინდა , ცოლი რომ არ გეყოლება თავისუფალი კაცის სახელით უნდა იცხოვრო?! აღარ მინდა დავტოვოთ მხოლოდ ნამეზობლარი საყვარელი ქმარი -არ ხარ შენ ნორმალური -განა საცოდაობა არ იქნებოდა შენ რომ ნორმალური ცოლი გყავდეს? -არადა ნორმალური ჩანდი,როგორ გამაბრიყვე-მწვანე სფეროები უბრჭვიალებდა ბაღათურიას-არანორმალურად უყვარხარ შენს დათას ! -უთხრა და მთელი გრძნობით დაეწაფა ქალის ბაგეებს ! გარეთ თოვდა, მათთან კი სიყვარულის ფანტელები ცვიოდა მხოლოდ! ძალიან ძალიან მაინტერესებს რას ფიქრობთ ნინიაზე ,დაჩიკოზე .... ანჩოს და ზურიკოს ურტიერთობაზე აუუუ ყველაფერი მაინტერესებს და გამიხარდება თუ გამანდობთ თქვენს აზრს |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.