ქალი როიალთან . . .
ხარება მთიელი ქალი როიალთან გრძნობამ გაიტაცა, თითებს ანავარდებს ნაზად კლავიშებზე. ბახი და მოცარტი ქალმა აატირა, როცა მელოდიამ ჟღერა დააპირა. მისი მოცრაობა იყო უნაზესი, აკორდების ხმაზე გული იწვებოდა,, გულში ოცნებები მაშინ ჩაისახა და სიცოცხლე კიდევ ერთხელ იწყებოდა. დროის მატარებელს ნებით გავეკიდე, იმ ქალს როიალთან კვლავ ფიქრებში ვხედავ. მაშინ ის წუთები რისთვის მივატოვე?!... ფიქრის მიტოვებას ეხლა ვეღარ ვბედავ. წარსულიდან ამყვა ძველი სურვილი და მელოდის დაკვრა მინდა იმ თითებით. დროის მატრებელს აღარ გავყვები და... ვიმოქმედებ მხოლოდ გულის მითითებით. ისევ მაგონდება ქალი როიალთან... გული,აკორდების დაკვრას ელოდება. ერთხელ თუ დაკარგავ წამებს ნეტარების, მერე არასოდეს აღარ მეორდება. ჩუმი 'პოეტესა' ქალი როიალთან ძნელი საგრძნობია, მის სულს იარებად თუ აქვს ტკივილები. ბახიც, ბეთჰოვენიც გრძნობის აკორდია, თუკი წამები აქვს სევდის მივიწყების. ქალი როიალთან არის უნაზესი, დროის მატარებლით ცადე - ვერ დაიჭერ. ბროლის თოჯინაა ზედმეტ მოქმედებით, არ გაგიკვირდეს, რომ სულ მთლად შემოგიტყდეს. ქალი როიალთან სურვილს გაგიმძაფრებს, შენს ძველ მოგონებებს თვალი გადაავლო. ისე ძლიერ იგრნობ ზამთარს გაგიმარტებს, დროის მატარებელს ოღონდ არ გაასწრო. ქალი როიალთან მუდამ გაგახსენებს, ერთად გატარებულ გრძნობის პერიოდებს. თუკი დაიჭირე უნდა გაუფრთხილდე, ერთხელ ნათქვამ გრძნობას აღარ გიმეორებს. ქალი როიალთან ძნელი საგრძნობია, თუკი დაამჩნიე მის სულს ტკივილები. დროის მატარებელს ცოტაც თუ ჩამორჩი, მერე დრო გეწყება მისგან მივიწყების... ხარება მთიელი & ჩუმი 'პოეტესა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.