დაკარგული სიმშვიდე ( ნაწილი მეორე - 4 თავი )
-მართლა დეე? რა მაგარიაა... პატარა დაიკო ან ძამიკო მეყოლება... რა უნდა დავარქვათ დეე? _ სიხარულით მოვარდა ნიაკო და ჩამეხუტა მე კი ჯერ კიდევ ნოეს ვუყურებდი გაკვირვებული რომელიც ისე მიყურებდა თითქოს არაფერი მომხდარაო -დე არ მისმენ? -კი კი ჩემოპატარავ... ჯერ სქესი გავიგოთ და სახელი მერე ავარჩიოთ კარგი? -დე როდის უნდა დაიბადოს?? _ ბედნიერი მაყრიდა ნიაკო კითხვებს -ჯერ დედას მუცელში უნდა გაიზარდოს მამი, დედა გაიბერება აქეთ იქეთ იგორავებს ბურთივით მუცლით და მერე შენი დაიკო ან ძამიკოც დაიბადება -რამაგარიაა... დედი მერე გაბერილი დარჩები შენ? _ შეშინებულმა იკითხა -არა მა მერე დედას მუცელიც დაიჩუტება _ ნოეს სიტყვებზე უნებურად გამეღიმა -გიყურებთ და საოცრად ბედნიერი ვარ თქვენი ბედნიერებით ბავშვებო_ თვალები აუცრემლიანდა მარი დეიდას... მოვიდა და ჩამეხუტა _ დიდი მადლობა ამ სიხარულისთვის შვილო მაგრად მოვიე ხელი, ჩუმად ვუთხარი სამადლობელი არაფერია თქო და ოთახი დავტოვე, საძილებელში შევედი და ლოგინზე ჩამოვჯექი "რას ნიშნავს ნოეს ამგვარი საქციელი? ჯერ კიდევ გუშინ ეს ბავშვი არ უნდოდა და დღეს..." ***ანასტასია*** დივანზე ვიჯექი და აბოს ვეხუტებოდი -იცი როგორ ვინერვიულე ევა სახლში რომ არ იყო? აბო რა მოხდა მათ შორის? -ეს მათი პირადია პატარავ თვითონ გაარკვევენ კარგი? _ მისმა სიტყვებმა ძალიან გამაბრაზა -რას ნიშნავს მათი პირადი... იცი მაინც რამდენს ნიშნავს ევა ჩემთვის? რაღაც სერიოზული მოხდა ვიცი... ვგრძნობ ამას -და მე რომ შენს გარეშე აღარ მინდა ყოფნა ამას რატომ ვერ გრძნობ _ ეშმაკურად ჩაეღიმა და კისერში მაკოცა მისი სიტყვები ძალიან მესიამოვნა მაგრამ არ შევიმჩნიე -ნუცდილობ თემის გადატანას.. აბო მითხარი რა -არა პატარავ ტყუილად მესაუბრები ამ თემაზე, მე ხომ არ გთხოვ რომ მომიყვე ის რასაც ევა გიყვება? ნუ მაგდებ უხერხულებაში კარგი? ნოე ჩემი ძმაკაცია... ჩემი ძმაა და მე არ შემიძლია მის პირადზე სხვასთან საუბარი თუნდაც ეს ის ერთადერთი ქალი იყოს ვინც ყველაფერია ჩემთვის, გამიგე კარგი? თუ სურვილი ექნება თავად მოგიყვება ევა -მე რომ ყველაფერს გიყვები? _დუდღუნით ჩავილაპარაკე -შენ ენას ვერ აჩერებ და მაგიტომ _ გაეცინა და მე ფეხზე წამოვდექი გაბრაზებული -მასე ხომ? კარგი აწი საერთოდ არაფერს აღარ გეტყვი სამზარეულოში შევედი და ელექტრო ჩაიდანი ჩავრთე წყლის ასადუღებლად აბო მომიახლოვდა და წინ დამიდგა -ანუ აღარაფერს აღარ მეტყვი ხომ? _ სერიოზული სახით მიახლოვდებოდა და მე უკან უკან მივდიოდი მაგრამ კარადას დავეჯახე და რომ არ წავქცეულიყავი აბომ ხელებსშუა მომიქცია _ ჩემს გარეშე ნაბიჯს ვერ დგამ და რამეს დამიმალავ? _ ტუჩის კუთხე ჩატეხა და შვლის ნუკრის თვალებით ვუყურებდი -რატომ გაჩუმდი პატარავ? _ ნაზად მაკოცა და ნელნელა მისი კოცნა უფრო და უფრო მომთხოვნი ხდებოდა, მოულოდნელად მოვშორდი -აბო რას აკეთებ? -რას ვაკეთებ? -აბო -აბო აბო... მეტი არაფერი იცი _ სიცილით მომშორდა და მაცივრიდან წვენი გამოიღო -აჰა ანუ მე არ ვიცი არაფერი არა? _ გაბრაზებულმა მოვატრიალე და მის ცივ ბაგეებს საკუთარი ინიციატივით დავეწაფე -არ გინდა პატარავ_ მოშორებას აპირებდა მაგრამ არ დავანებე -თავად გამომიწვიე და გიკრძალავ ახლა მოშორებას _ ჩემს სიტყვებზე გაეცინა და საოცრად ნაზად დაიწყო ჩემი ალერსი, თითქოს ბროლის თოჯინა ვიყავი და ეშინოდა ხელში არ შემოვმსხვრეოდი. ***ევა*** ფიქრებში ვიყავი წასული ნოე რომ შემოვიდა ოთახში და გვერდით მომიჯდა, ადგომას და ოთახიდან გასვლას ვაპირებდი ხელი რომ მომკიდა და დამიჭირა -არგახვიდე ევა -რატომ? ან ... ან რას ნიშნავდა შენი დღევანდელი საქციელი? -იცი რა დამემართა ანასტასიამ რომ დარეკა რომ ევა სახლში არ არისო? ვიფიქრე რომ მორჩა... ვიფიქრე რომ ყველაფერი დამთავრდა... მერე გავიგე რომ აქ იყავი და რაღაცნაირად დავმშვიდდი, ჩავთვალე რომ ჯერ კიდევ მქონდა შანსი ყველაფრის გამოსწორების _ ცრემლები მომაწვა და თვალებში შევხედე -რისი გამოსწორების ნოე? შენ გგონია შეგიძლია ეს 1 წელი გამოასწორო რომელიც 1 დღეში ნამსხვრევებად აქციე? იცი მაინც როგორ ვოცნებობდი ბავშვზე? არ იცი იმიტომ რომ ერთხელ არ დამიწუწუნია შენთან, რათქმაუნდა ნიაკოს საკუთარი შვილისგან არ გავარჩევ მაგრამ მეც მინდოდა მეგრძნო ის ბედნიერება რასაც ახალშობილის ხელში აყვანა და იმის შეგრძნობა ჰქვია რომ ის ჩემი სისხლი და ხორცია... ყოველ დილას ორსულობის სიმპტომებს ველოდი, ყოველ ღამე მესიზმრებოდა თითქოს გაბერილი მუცლით ვიდექი შენს წინ, მაგრამ ამაოდ... იცი რა დასკვნამდე მივედი? ვფიქრობდი რომ პრობლემა ჩემში იყო და ექიმთან მივედი, მივედი რადგან შენში დარწმუნებული ვიყავი... როცა ექიმმა დამირეკა რომ ერთერთმა ანალიზმა ფეხმძიმობა აჩვენა გაოცებული და საოცრად ბედნიერი ვიყავი... გელოდებოდი ... ერთი სული მქონდა შენს დაბრუნებამდე რადგან ჩემი სიხარული გამეზიარებინა შენთვის ...ველოდებოდი რომ კარებს შემოაღებდი და გახარებდი ახალ ამბავს მაგრამ ვერ მოვითმინე და წერილი გამოგიგზავნე, კარებში შემოსული რომ დაგინახე ბედნიერებისგან მინდოდა მეყვირა, მეყვირა რომ საყვარელი კაცისგან მეყოლებოდა შვილი, მაგრამ რა მივიღე? საპასუხოდ მოვისმინე რომ ბავშვი უნდა მომეშორებინა, ბავშვი რომელიც ნახევარი საათის "გაცნობილიც" ისე მიყვარდა თითქოს მთელი ცხოვრება ერთად მოვდიოდით... თურმე ქმარი რომელშიც დარწმუნებული ვარ და მგონია რომ არაფერს მიმალავს ნარკომანია და მხოლოდ იმისთვის რომ არ დავორსულდე ორსულობის საწინააღმდეგო აბებს მასმევს... რატომ ნოე? რატომ ხარ ასეთი ეგოისტი? რა იფიქრე ჩემთან სე**ით დაკმაყოფილდებოდი და მორჩა? ესაა ოჯახი? ესაა ცოლ ქმრობა? იციი? ის გაგიგე რომ ლილეს მერე თავი გაინადგურე, თითქოს ისიც გაგიგე რომ სიმართლეს ვერ მეუბნებოდი და მიმალავდი, ისიც გაგიგე რომ ჩემი ბედნიერებისთვის არ მითხარი ეს ყველაფერი მაგრამ ვერასდროს გავიგებ იმას რომ უსუსური არსების გაწირვა მთხოვე... შენ შეგიძლია ნიაკო მოკლა? არ შეგიძლია ... სწორედ ასე არ შემიძლია მეც ამ ბავშვის გაწირვა, მერე რაა რომ არ დაბადებულა ჯერ.. ის ცოცხალია, ცოცხალია გესმის? ... შეგიძლია ადგე და წახვიდე ჩვენგან თუ ამ ბავშვს არ მიიღებ, შეგიძლია არც არასდროს ნახო და არასოდეს შეეხო თუ ასე გეზიზღება... როგორიც არუნდა იყოს მე გავზრდი მას, მთელი ცხოვრება რომ ჩავარდნილი იყოს მე მაინც მეყვარება ის... შენც მიყვარხარ, იმაზე მეტად მიყვარხარ ვიდრე შეგიძლია ეს წარმოიდგინო, სულ რაღაც ერთი წელია ერთად ვართ მაგრამ არ ვიცი მომავალში შენს გარეშე როგორ უნდა ვიყო... ნოემ ჩემი მოსმენა აღარ გააგრძელა და ჩამეხუტა -არ იქნები ჩემს გარეშე... ვნანობ, შენთავსფიცავარ ვნანობ ჩემს სიტყვებს, უბრალოდ შანსი მომეცი რომ ყველაფერი გამოვასწორო კარგი? ნიაკოს ხმა გავიგე და სასწრაფოდ მოვიწმინდე ცრემლები -დეეე... მაააა _ ოთახში შემოირბინა _ ბებომ ჩამოდით ივახშმეთო -კარგი მამი ჩამოვალთ ახლავე -შეიძლება დღეს თქვენთან დავწვე?_ ეშმაკურად გამოგვხედა და გამეღიმა -მოდი ჩამეხუტე და მერე დავფიქრდები _ მაგრად მოვხვიე ხელები და უკან დამწია -დედი ტიროდი? _თვალებზე გადამისვა ხელი _ გტკივა რამე? -სიხარულით დე... სიხარულით ვტიროდი რომ ასეთი კარგი მყავხარ -მამი როგორ მიხარია იციი? _ბედნიერმა გახედა ჩაფიქრებულ ნოეს -რაა გიხარია მა? -ასეთი კარგი დედიკო რომ შემირჩიე _ გამეღიმა და უნებურად ნოეს გავხედე რომელსაც საოცრად სერიოზული სახე ჰქონდა თვალებში კი თუ იცნობდით ადვილად შეამჩნევდით ტკივილს -წამო მა ჩავიდეთ _ თავისუფალი ხელი მოკიდა ნოეს -ჩადით და მამაც მალე ჩამოვა_მაგრად აკოცა ნიაკოს და ოთახიდან უნდა გავსულიყავით ნიაკომ რომ მიუტრიალდა -მა დედას არ უნდა კოცნა? ნოე ნელა მომიახლოვდა და შუბლზე მაკოცა ქვემოთ ჩავედით და მეზობლები დაგვხვდნენ რომელიც ფეხმძიმობას მილოცავდნენ ღიმილით გადავუხადე ყველას მადლობა და გაკვირვებული ვიყავი საიდან გაიგეს ასე მალე ყველანი სუფრას მივუჯექით და ნოე ჯერ კიდევ არ გამოჩენილიყო, გულის სიღრმეში ვღელავდი მაგრამ ფიზიკურად არაფერს ვიმჩნევდი, ბოდიში მოვიხადე სტუმრებთან და ნოესთან ავედი, ოთახში შევედი და ლოგინზე მჯდარი ნოე დავინახე რომელსაც თავი ხელებში ჰქონდა ჩარგული და გაუნძრევლად იჯდა... მისი ამ მდგომარეობაში დანახვისას თითქოს სახლი ჩამომენგრა თავზე, შევედი გვერდით დავუჯექი მისი ხელი ავიღე და მუცელთან მივიტანე, დაბნეულმა გამომხედა და ხელს თვალი გააყოლა -გრძნობ? გრძნობ რა პატარაა? ის გრძნობს... გრძნობს რომ ჩემზე მეტად გტკივა ეს სიტუაცია და მასაც ტკივა... ნუ ხარ ასე კარგი? ჩვენ ყველანაირად დაგიდგებით გვერდში ერთად შევძლებთ რომ მავნე ჩვევებზე გავიმარჯვოთ... ვერ წავალ შენგან, არც შენ გამიშვა, როგორიც არუნდა იყო მიყვარხარ... ხოო.. ნუ მიყურებ ასე მერე რა რომ ნარკოტიკზე ხარ დამოკიდებული, იმდენს შევძლებ რომ ჩემზე დამოკიდებულს გაგხდი _ გამეღიმა _ იმდენს შევძლებთ ჩვენ ორივე ერთად რომ დავიბრუნებთ ბედნიერებას, ყოველგვარი საიდუმლოებების გარეშე .. დავეხმაროთ ერთმანეთს ამ ყველაფრის გადატანაში კარგი? _ მოვეხვიე და ცრემლები ვერ შევიკავე -როგორ შეგიძლია ასეთი იყო? როგორ შეგიძლია ასე ჩამიტიო ამ პატარა გულში? -ჩავიდეთ კარგი? იცი რამდენი მეზობელია ქვევით? მემგონი ჩვენზე ადრე მათ გაიგეს ჩემი ფეხმძიმობა ნოეს ხელი მოვკიდე და სტუმრებისკენ წავედით.. ვიცოდი რომ ამ თემაზე კიდევ ბევრჯერ მოგვიწევდა საუბარი, ვიცოდი რომ საშინლად მომექცა და არ შეიძლებოდა პატიება მაგრამ ჩემთვის მის თვალებში დანახული ტკივილი უფრო მეტს ნიშნავდა ვიდრე საკუთარი სიამაყე... მეგობრებო მესმის რომ გინდათ ყოველ დღე დავდო ახალი თავი მაგრამ ფიზიკურად ვერ ვახერხებ და ბოდიშს გიხდით ამისათვის, იმედია გამიგებთ... იმედია ისიამოვნებთ ახალი თავით .. უყვარხართ გვანცის ♥ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.