shame (2)
გეგა გაუთავებლად მწერდა მთხოვდა სახლში მივსულიყავი... ნერვიულობდა ვიცოდი მართლა ნერვიულობდა რეკავდა.. სულ ტყუილად რეკავდა, არაფრის გამო იქ არ დავბრუნდებოდი სანამ ის იქ იყო ვერ შევხედავდი ვერ ვიცოცხლებდი იმ დღეს გეგა ისევ რომ მენახა.. ფიქრებში იმდენად ღემად წავედი ვერცკი მივხვდი როგორ და როდის მომივიდა მისი ბოლო შეტყობინება.. „ელენე გეხვეწები სახლში დაბრუნდი შენი სახლის გასაღები კარის მეზობელს დავუტოვე.. გემუდარები გთხოვ არაფერი დაგემართოს მე თუ არ მნახავ სახლში მაინც ადი.. თავს ვერ ვპატიობ ჩემს გამო განადგურებული რომ ხარ .. იფიქრე რომ მე ჯერ კაცი ვარ და მერე თამთას ძმა... რამენაირად გამაგებინე რომ კარგად ხარ .. რამე რომ დაგემართოს თავს ვერ ვაპატიებ ..“ არაფერი მიმიწერია არ მინდოდა რამე მეთქვა გეგასთვის კიარა საერთოდ არავისთვის არაფრის თქმა არ მინდოდა.. საკუთარ თავთანაც კი ვერ ვაღიარებდი რომ მე ჩემს ბავშვობის ყველაზე დიდ (აწ უკვე მოგონებასთან) მქონდა სექსი... მინდოდა საკუთარი თავი დამესახიჩრებინა მინდოდა ის ღამე საერთოდ მომეკვეთა ჩემი ცხოვრებიდან ... ვეღარაფერს ვცვლიდი მოხდა ის რაც მოხდა და მე უძლური ვიყავი წარსულის წინაშე .. მაშინ მივხვდი რა მწარეა როცა კადრებს უკან ვეღარ აბრუნებ როცა უნდა შეეგუო იმ რეალობას რაზე მეტადაც არაფერი გძაგს ... მხოლოდ დედასთან მინდოდა. დედის გარდა ამას ვერავის ვეტყოდი... ხო უნდა მეტქვა სულ რომ ხელი აეღო ჩემს შვილობაზე საკუთარი დედისთვის უნდა გამეზიარებინა ჩემი სულიერი ტკივილი .. მე მის გარდა არავინ მინდოდა არავინ მჭირდებოდა ... თათაც კი აღარ მინდოდა ¬¬საკუთარი თავიც კი არ მინდოდა დედის სითბოზე მეტად აღარაფერი მჭირდებოდა.. ტაქსი გავაჩერე აეროპორტში წავედი გზაში კი ვფიქრობდი დედაჩემისთვის როგორ ამეხსნა ეს ყველაფერი .. ყველაფერს გამიგებდა გეგას მაგივრად სხვა ბიჭი რომ ყოფილიყო ნინაკა იმდენად გამგები იყო იმდენად თავისუფალი .. იმდენად იწყობდა დროს ფეხს რომ დიდად ტრაგედიად არ მოეჩვენებოდა მისი ქალიშვილის უკვე ქალობა .. გული დასწყდებოდა მაგრამ იმდენად არა ....... გეგა რომ არ ყოფილიყო ვიცი დამამშვიდებდა კიდეც მაგრამ ახლა.. ახლა ზუსტად ვიცი რისი გადატანაც მომიხდებოდა თუმცა მაინც მინდოდა დედისთვის ყველაფრის გამხელა .. ამხელა ტკივილს მარტო ვერ ვატარებდი .. აეროპორტში ისე მივედი ვერც კი ვიგრძენი. ტაქსისტს ფული მივაწოდე და ნელი მძიმე ნაბიჯებით შევაბიჯე შიგნით თითქოს სიარულის თავიც აღარ მქონდა ან უბრალოდ აღარც ეგ მინდოდა .. ძლივს მივაღწიე სალარომდე -გამარჯობა, ავსტრიის მიმართულებით მინდა ბილეთი პირველოვე რეისზე -პირველი რეისი დღესაა გოგონა მაგრამ მხოლოდ ბიზნეს კალისის ბილეთებია დარჩენილი.. -იყოს მაწყობს -კიბატონო, თქვენი სახელი და გვარი? -ელენე... ელენე წილოსანი -კარგით თქვენი ბილეთი დაჯავშნილია .. რეგისტრაცია 04:30ზე იწყება . -დიდი მადლონა -არაფერს გოგონა.. სასიამოვნოდ გამიღიმა და 2 წამიანი პაუხის შემდეგ როდესაც უკვე თითქმის უკანვიყავი მოტრიალებული სასიამოვნო ზმით მომაძახა -გოგონა.. -დიახ გისმენთ -დახმარება ხომ არ გჭირდებათ> შევცბი ვერ ვხვდებოდი რაზე მელაპარაკებოდა .. საიდან მოიტანა რომ დახმარება მჭირდებოდა ... მიხვდა რომ დავიბენი და სიჩუმე ისევ მან დაარღვია -უბრალოდ ძალიან მკრთალი ფერი გადევთ სახეზე ვიფიქრე რომ ცუდათ იყავით -ააჰ ხო, არა დიდი მადლობა გამოუძინებელი ვარ უბრალოდ -გასაგებია, კარგად ბრძანდებოდეთ ნუთუ ასე მეტყობოდა სახეზე ის რაც მჭირდა? ნუთუ ვერ ვახერხევდი ამ ყველაფრის დამალვას? თათა რეკავდა .. საოცარია ალბათ რაღაც მართლა არსებობს .. ალბათ რაღაც იგრძნო.. -ჰოუ თათუ -გოგო რას შვები? -არაფერს თათუ შეენ? -ყავა ისე მინდა ყველას ჯვარი სწერია .. გამო გეხვეწები ჩვენ კაფესი დავლიოთ რაა. 20 წუთში ხომ იქნები? -კიკი მეც ძაან მინდა დღეს არ დამილევია .. 20 წუთში მოვალ -ოქეი გაკოცე და გელოდები ტელეფონი გავთიშე ტაქსი გავაჩერე და ჩავჯექი .. გზაში ჩემი და თათას ლაპარაკზე ვფიქრობდი და ჩემი ქვეცნობიერი გამალებით მლანძღავდა იმის გამო რომ ასე მშვიდად და აუღელვებლად ველაპარაკე .. ისე თითქოს არაფერი მომხდარა.. თითქოს გეგა მისი ძმა არ ყოფილიყო .. ამ ფიქრებიდან კი ტაქსისტის ხმამ გამომაფხიზლა -შვილო ხომ კარგად ხარ? -მეე.. დიახ დიახ მადლობთ -ფერ მიხდილი ზიხარ შვილო 15 წუთია თითოს რაღაც ძალიან გაწუხებს.. იქნებ ჯობდეს საავადმყოფოში მიგიყვანო? -არა დიდი მადლობა აი აქ კაფეში მეგობარი მელოდება ყავას დავლევ და ცოტა გონს მოვალ -კარგი შვილო გადადი თავს მოუარე თორემ ძლივს დალასლასებ ტასიდან გადმოვედი ფული გადავუხადე და ძალიან ავნერვიულდი იმის თაობაზე რომ თათაც შემამჩნევდა რამეს.. კარის ზღურბლთან ღრმად ჩავისუნთქე კარი ისე შევაღე და თათას დავუწყე ძებნა... კუტხეში იჯდა ძალიან ლამაზი იყო როგორც ყოველთვის მე კი .. მე ალბატ ცოცხზე ტომარა დამხობილის ვიდი მქონდა .. თათსთან მივედი და მის სახეზე საოცარი განცვიფრება შევამჩნიე -ელენ ეს რაარის გოგო? ან თმა რას გიგავს ან ეს ჯაკეტი სად იპოვე? იატაკის ჩვარი რატომ გაცვია რას გავს? -ოო კაი რა უცებ გადავიცვი თათ -უიმეე დაჯეკი ყავა აგიღე დალიე ცოტა აზრზე მოდი რაარი ეს ვაფშე ტყიდან გამოქცეულს რომ გავხარ რაიყო ტარზანისგან მოდიხარ? -არა აეროპორტიდან ... ძლივს მოვიკრიბე ძალა რომ მეთქვა და თათას ისტერიკას ოდნავ დამანჭული სახით დაველოდე -რა გინდოდა გოგო მანდ? (ისე შეჰკივლა მეგონა სადაცაა ამ კაფიდან კინწისკვრით გაგვაგდებენთქო... ) -ნინაკასთან უნდა ჩავიდე ძალიან მომენატრა .. ხო გესმის რამდენი ხანია აღარ ჩავსულვარ .. ძალიან დამაკლდა თათ -ხოო ეგ მესმის ნინაკაც რა დღეშია წარმომიდგენია მაგრამ აქ რომ მე მტოვებ? ტუჩებ მობუზული საცოდავი თვალებით მიყურებდა... მაგრამ სხვა გზა ფიზიკურად არ მქონდა -თათუ რაგჭირს გოგო?! ჩამოვალ იქ კი არ ვრჩები რაიყო პირველად მივდივარ? -აუ რავიცი რა ხოიცი როგორ მიჭირს ხოლმე შენი წასვლა ნუუ -ჩამოვალ მეთქი რაგჭირს.. ეხლა გავიქეცი რა რაღაცეებსს ჩავალაგებ თან -როდისაა ფრენა -04:30 ზე რეგისტრაცია იწყება -აუ გაგაცილებ რა გეხვეწებიი -თათუუ ჯღავილს დაიწყებ წინანდელივით და ხომ იცი რომ არ შემიძლია ეს სენტიმენტები არაა? -კარგი ხოო ასე დავემშვიდობე და სახლში წავედი .. ისე მიმძიმდა იმ სახლში მისვლა .. ისე მეზიზღებოდა ერთ დროს ჩემი საყვარელი ადგილი .. თან რაღაცნაირად მრცხვენოდა კიდეც მაგრამ სხვა გამოსავალი არ იყო უნდა მივსულიყავი ... მივედი თუარა აბაზანაში შევედი სასწრაფოდ ავიღე ჩემი ტანის ღრუბელი და ცხელი შხაპის ქვეშ ტანს გამალებით ვიხეხავდი ... მინდოდა ეს სირცხვილი ჩამომებანა მინდოდა გეგას შეხება ჩემი სხეულიდან წამეშალა .. მინდოდა გეგას თითების ნაკვალევი აღარასდროს ყოპილიყო ჩემს სხეულზე .. დაახლოებით 40 წუთი ვიყავი ასე გიჟის ფორმაში .. აბაზანიდან გამოვედი ტაბი შევიმშრალე ხალათი მოვიცვი და მაშინვე ჩემს საძინებელ ოთახში შევედი .. იმ საბედისწერო არეული საწოლის დანახვაზე ტირილი ამიტყდა .. ისერიკულად ვტიროდი ვერ ვჩერდებოდი .. სწრაფადვე გამოვიკეტე კარი და ვიგრძენი როგორ ვკარგავდი მუხლებში ძალას .. ძილი მჭირდებოდა , მისაების დივანზე მოკუნტული მოვთავსდი და ასე საცოდავ პოზაში მწოლიარე ძალიან დიდხანს ვფიქრობდი ჩემს საკუთარ შეცდომაზე რომელსაც ვეღარასდროს გამოვასწორებდი.. ძლივს ძლივობით ჩამეძინა .. მაღვიძარა ღამის 2 საათზე მქონდა დაყენებული .. დარეკა თუ არა დენ დარტყმულივით წამოვხტი პატარა ზურგ ჩანთაში საჭირო ნივთები ჩავყარე არემარეს კიდევ ერთხელ თვალი კოვავლე და ტაქსი გამოვიძახე... ტაქსის მოლოდინში კი ჯიბიდან „სობრანიეს“ კოლოფი ამოვიღე და სიგარეტს გავუკიდე... ვფიქრობდი ყველაფერზე რაზეც კი შეიძლებოდა ფიქრი. ამ დროს კი ტაქსიც მოვიდა. მალევე გავედი გარეთ ჩავჯექი ტაქსში და აეროპორტამდე ისე მივედი ვერაფერი გავიგე გადასვლისას ტაქსის მძღოლმა შემახსენა -გოგონა მოვედთ -აჰ ბოდიში, აი ინებეთ ფული მივაწოდე და აეროპორტისკენ წავედი ... დამღლელი და ხანგრძლივ პროცესი იყო თუმცა მალევე გავიყვანე დრო „დუტიფრიში“ ბოდიალით ვარჩევდი რაიმეს ნინაკასთან წასაღებად ... თვითმფრინავში რომ ავედი თითქოს შვება ვიგრძენი ვიცოდი ლაჩრულად ვიქცეოდი .. გაქცევა არ იყო გამოსავალი მაგრამ ეს უნდა გამეკეთებინა ცოტა ხნით მაინც .. როცა ნელ ნელა მიწიდან ზემოთ მივემართებოდით ვხვდებოდი რამდენად მეხსნებოდა გულიდან რაღაც ძალიან მძიმე რასაც ჩემი და გეგას ერთ ქალაში ყოფნა იწვევდა .. მიუხედავად იმისა რომ განადგურებული ვიყავი მაინც მიხაროდა საკუთარ დედასთან გამგზავრება რადგან ვიცოდი რო ნინაკა აუცილებლად მონახავდა გამოსავალს ჩემს გადასარჩენად მაპატიეთ ბავშვებო ვინც ელოდებოდით .. უბრალოდ რაღაც მძიმე ვითარების გამო ძალიან გვიანმომიწია დადება .. იმედია მოგეწონებათ .. ველი ტქვენს კომენტარებს მოუთმენლად <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.