შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ახალი ფურცელი


13-11-2017, 21:04
ავტორი marizhorzh89
ნანახია 1 100

მოფანტული , კოკა-კოლას ერთჯერადი ქილები, რომელიც შეგიძლია ფეხებით ათამაშო და მოწყენილობა 5 წუთით მოკლა ვერვიტყოდი, რომელიმე ფინანსისტი ამჯერად ხალხს საკმარის არ უხდიდა მეეზოვის ხელვასი 50 ლარი ზუსტად იყო გამოწერილი, რადგან მის მიერ გაკეთებული სამუშაო ხელფასს არ აღემატებოდა.

როცა ამქვეყნიერებას მოწყვეტილი ვარ მუდამ ამ პარკში მოვდივარ სადმე ჩამოვჯდები 1-2 წუთი პარკს თვალს შევავლებ შემდეგ თვალებს ვხუჭავ და გრძელ ხის სკამზე თავს უკან გადავწევ მთელი ძალით საზურგეს გადავეყრდნობი, დღევანდელი დღეც არ ყოფილა განსხვავებული თვალები დავხუჭე და გადაღლილობისგან მთელი 3 წუთი დავყავი ამ მდგომარეობაში და როცა თვალი გავახილე ჩემს გვერდით ტანადი ვიღაც ყმაწვილი მეჯდა ჩემი მდგომარეობა მიეღო და როცა რაღაცის თქმა დავაპირე თვალები ნელა გაახილა, აუჩქარებლად წამოდგა და ახლა უფრო იოლი შესამჩნევი იყო ყმაწვილის ყველა ნაკვთი მაგრამ ეს ხომ ალექსანდრე იყო, უკვე 9 წელი გავიდა ის კი ისევ ისეთი დარჩენილიყო მოყავისფრო-მომწვანო თვალები ზემოდან დამჩერებოდა, მიხვდა რომ ვიცანი გაიღიმა როგორც ჩვეოდა ხოლმე

-ნუთუ გახსოვარ?

ჯანდაბა როგორ შეიძლება არ მახსოვდეს ალექსანდრეს მსგავსი ბიჭი, ბიჭი რომელსაც კოლეჯში მეგობარიც არ ყავდა (თუმცა ეს მხოლოდ მისი არჩევანი იყო) თავისი ტანადობით, მწვანე-მოყავისფრო თვალებით ყველას ხიბლავდა (და თუ თავის საფირმო ღიმილს დაამატებდა, რომელშიც იმდენი რაიმის ამოკითხვა შეიძლებოდა ხომ საერთოდ), თუმცა მისთვის სულერთი იყო მას ელენი ყავდა გოგო რომელიც ყველაზე მეტად უყვარდა მართალია იმდენად ამაყი იყო ამის აღიარებისაც კი ეშინოდა, ხანდახან, მაგრამ მას ელენი უყვარდა… ელენი თავქარიანი, ლამაზი შესახედი გოგო იყო, როგორ შეიძლება ერთმანეთი ალექსანდრეს და ელენს არ ეპოვათ, თუმცა აშკარა იყო ელენი ამაყი და გამოუხატავი ემოციების გამო ალექსანდრეს მუდამ ეკამათებოდა ზოგჯერ ხასიათებით, ზოგჯერ თვალებით, ზოგჯერ სიტყვებით… არადა ალექსი მის გარდა ვერავის ხედავდა და არც უნდოდა ვინმე დაენახა.

-როგორ შეიძლება არ მახსოვდე? ალბათ ეგ კითხვა მე უნდა დამესვა თან სულაც არ შეცვლილხარ…

-მართალია… ალბათ 9 წლის წინ ყველას გეგონათ რომ ვერც კი გამჩნევდით და სულერთი იყო ყვეალფერი, თუმცა აქაც არის რაღაც სიმართლე…

ისევ დაიწყო… ეს მისი ჩვეული საუბრის მანერა იყო მაგრამ ახლა ჩემთან რატომ იჯდა და საერთოდაც ახლა რა შეიცვალა რატომ უნდა ჩემთან საუბარი? ჩვენ ხომ ყვეალნი ერთი ვიყავით მის თვალში, ,,ხალხის ბრბო რომელიც მექანიკურად ცხოვრობს“ (ესეც მისი სიტყვებია)

-და დღეს აქ რას აკეთებ?

-იმას რასაც შენ, ქვეყნიერებას გავურბივარ თუ შეიძლება ასე ითქვას…

-მე არაფერს და არავის გავურბივარ… საუბარი არ დამამთავრებია ისე შემაწყვეტინა

-ჩვენ ყველანი გავურბივართ რაღაცას და ზოგჯერ საკუთარ თავსაც…

საოცარია, როგორ წარმოთქვამდა ყველა ამ ფრაზას ისეთი სასიამუვნო მოსასმენი იყო და ისეთი მეამბოხე ტონით ამბობდა ამ ყვეალფერს.

-შეიძლება მართალიცხარ.

-მე ყოველთვის მართალი ვიყავი, (და ხმადაბლა ჩაიცინა) და სწორედ ამიტომ მქონდა ასეთი მკაცრი იერიც…

ეს ისედაც ვიცოდი, როცა კოლეჯში შემოაბიჯებდა დამპყრობელი მეფის ნაბიჯებს გადმოდგამდა ამაყად თავს აწევდა თვალებიც კი ისეთი ამაყი უჩანდა…

ყველას მოსწონდა ეს მისი ,,სიმკაცრე“ და გარეგნობა მათშორის ელენსაც რაღაც დოზით, მაგრამ ყვეალფერი სხვაგვარად იყო, ჯანდაბა… ყველა ყოველთვის ხედავს იმას რაც გარეთაა და შიგნით… არა არ ვიტყვი რომ შორიდან ალექსანდრეს პიროვნების გამონცობა შემეძლო, მაგრამ რეალურად ბევრად უფრო სევდა ნარევი მეჩვენებოდა ისიც კი მიფიქრია რომ ამ სიამაყის მიღმა სააბაზანოშიც ჩაკეტილა და არაერთხელ უტირია… (დიახ, ალექსანდრეზე ვსაუბრობ).

-მართლაც რომ საოცარია, არასდროს შეიცვლები… ახლა კი ჩემი წასვლის დროა , დროა რეალობას დავუბრუნდე შენი ნახვა კი საუცხოო იყო 9 წლის შემდეგ.

-ნახვამდის მეგობაროო, ჩვენ ისედაც რეალობაში ვართ.

,,მეგობაროო“ ისე თქვა მეგონა ისევ თავისი არტისტიზმის სავსე სარკაზმული გაგებით მითხრა თუმცა ამჯერად არცერთი მათგანი არ იკითხებოდა მასში.

პარკს კარგა რადიუსით როცა დავშორდი თავი უკან მოვაბრუნე ალექსი ისევ ხის სკამზე იჯდა თვალები დაეხუჭა და მთელი ძალით საზურგეს მიყრდნობოდა…

კიბეები ნელი თითქოს დაღლილი, გონებამიხდილი ავიარე კარი შევაღე, მოსაცმელი იქვე საკიდზე დავკიდე, როცა უეცრად ჯიბიდან დაჭმუჭნული ფურცელი გადმოვარდა, როცა სწორებას შევუდექი შავი კალმით ნაწერი სიტყვებიც გამოჩნდა ,,ხვალ, პარკში 18:00 საათზე-ალექსი“, აშკარა იყო რაღაც დიდ გაუგებრობას ქონდა

ადგილი ალექსი ჩემი მეგობარი არასდროს ყოფილა და არც იქნებოდა, დრო იყო რაღაცეები გამერკვია ყველაფერი ისე უცნაური ჩანდა, თითქოს დაგეგმილი…

9:00 საათზე უკვე რედაქციაში შევაბიჯე ჩემი ადგილი დავიკავე და ფურცლების დიდი მთა ახლა ჩემს თვალწინ აღმართულიყო თითეული მათგანი უნდა გამესწორებინა (ზოგჯერ მთლიანად გადამეკეთებინა) და ბოლოს ერთი ორი მწერლის ჩამოყალიბებაც ჩემს კისერზე გადაივლიდა. 17:30 საათზე უკვე რედაქციის მეორე სართულიდან პირველზე კიბებით დავეშვი, გარეთ მდგარ ტაქსიში ჩავჯექი, შემდეგ ვხედავდი ერთი შენობა წამის მეასედში როგორ ენაცვნელებოდა მეორეს, ვხედავდი, ხალხს რომლებიც უიმედო , მტრული სახეებით აქეთ იქეთ დაეხეტებოდნენ, ბავშვებს რომლებიც არც თუ უკეთესი მომვლისთვის იყვნენ ამ ქვეყნად მოვლინებული, ყვეალფერს ნაცრისფერი დადებია ყველა რაღაც მტვერს ატარებდა მტვერს რომელსაც ვერასდროს მოიშორებდნენ, ტაქსი პარკს მიუახლოვდა ჩანთიდან ფული ამოვიღე მძღოლს მივაწოდე, შემდეგ ჩვეულზე სწრაფი ნაბიჯებით (არვიცი რატომ…) პარკის შუაგულს მივაშურე, მაგრამ ალექსი არ ჩანდა, იქვე მდგარ ძველის ძველ საათს გავხედე 18:00 საათი იყო, მივხვდი რომ შევცდი როცა აქ მოვედი ის ხომ ასეთი იყო და 9წელი ვერაფერს დააკლებდა… და უეცრად ზურგს უკან ალექსის ხმა ჩამესმა

-ძველს არაფერს და არავის ენდო, 18:00 საათია და მე შენს წინ ვდგავარ უფროსწორად შენს ზურგს უკან (და ძველებურად ჩაიღიმა)

-მე კიდევ მეგონა არ მოხვიდოდი და საერთოდაც, რახდება? ნუთუ 9 წლის შემდეგ შენი პრინციპები დათმე და ახლა მეგობარს ეძებ… მეგობარს ჩემი სახით (თავი ცოტა უკან გავწიე და ჩავიღიმე)

-ჰმმ… და შენ არ ამბობდი გუშინ ზუსტად ამ ადგილას რომ სულაც არ ვარ შეცვლილი და თუ შეცვლილი არ ვარ მეგობრები რაღაში მჭირდება?

ისეთი დამაბნეველი ტონით სვამდა ამ კითხვებს… და ისე კარგად გამოსდიოდა…

-მე ვთქვი რომ გარეგნულად არ შეცვლილხარ ისევ ისეთი ლამა…

-ახლა ალექსმა სიცილს უფრო უმატა და მთელი 5 წუთი ასე გრძელდებოდა

-ლამაზი? გინდოდა გეთქვა რომ მოგწონვარ?

-არა,არა ლამაზი არ ხარ, უფროსწორად ლამაზიხარ მაგრამ არ მომწონხარ (და ისე გავწითლდი როგორც ხდება ხოლმე როცა რაღაც ისე არ გამოგდის როგორც გინდა ხოლმე, არადა მართლა მომწონდა ლამაზიც იყო, მაგრამ მეტწილად მე მისი პიროვნება მიყვარდა, პიროვნება რომელიც ისეთი ცივი გამოიყურებოდა ამავდროულად ისეთი თბილი იყო… თვალები რომლებიც მუდამ გეუბნებოდნენ ჩემთვის არ არსებობო, მაგრამ თვალს არ გაშორებდნენ, როცა თვალი თვალს მოხვდებოდა და დათმობაზე წასვლა გიწევდა თავს ისე სწრაფად გაწევდი

იფიქრებდი ეს რა გავაკეთეო, მაგრამ მართალია მე ის მომწონდა და ამავდროულად მიყვარდა… მიყვარდა მისი ყოველი ნაკლი ყოველივე ცივი, მაგრამ ელენი… ელენი მისთვის ყვეალფერი იყო … ელენი ერთადერთი იყო რომლისთვისაც შეეძლო მისი პიროვნება დაეთმო.)

-კარგი, კარგი ასე იყოს და ისევ სიცილს მოყვა

-მართალს გეუბნები.

-კარგი იქნებ მითხრა ახლა რას აკეთებ, როგორ ცხოვრობ?

-რედაქციაში ვმუშაობ ახალბედა მწელების ნამუშევრებს რედაქტირებას ვუწევ, ერთი სიტყვით სხვისი ცხვოვრებით ვცხოვრობ.

-რედაქცია? ყოველთვის ვოცნებობდი… (და სინანულით სავსე თვალები ცოტა მოშორებით პარკის საათს მიაპყრო რომელიც ისევ არასწორ დროს აჩვენებდა) კარგი და პირადზე რას მეტყვი?

-პირადი ყოველთვის პირადად რჩება, მაგრამ არსებობს გამონაკლისებიც როცა პირად ცხოვრებაში არავინ გყავს…

-საუცხოოა გამოდის რომ ისევ მარტოხარ, როგორც მე… (ახლა ყვეალფრის მეტყველი თვალები თითქოს ცრემლებით აღევსო კაპილარები გაუწითლდა, მაგრამ ეს ალექსი იყო უნდოდა არაფერი შეემჩნია ფეხზე წამოდგა ჩემსგან ზურგით გაიარ გამოიარა და როგორღაც ტირილი შეიკავა)

-მოიცა და ელენი?

-ელენი (ისე ხავერდოვნად და სიყვარულით წარმოთქვა მისი სახელი, შემდეგ ტონი შეცვალა თითქოს ხმაც დაუბოხდა -ელენი წავიდა…)

არვიცოდი რა მეთქვა მიზეზსაც ვერ ვკითხავდი.

-ვწუხვარ.

-არა ნუ წუხხარ ვინც უნდა წუხდეს ეს მხოლოდ ელენია (თავიუფრო მაღლა ასწია თითქოს სიამაყით მაგრამ კისერში რაღაც სულის შემკვრელი შემოაწვა.) ხო მართლა მინდა ერთ ადგილას წაგიყვანო მაგრამ ვერ დაგპირდები რომ მოგეწონება, რათქმაუნდა თუ დამთანხმდები?

არვიცი რატომ დავთნხმდი ან ასე სწრაფად რატომ გავეცი პასუხი.

-თანახმავარ მაგრამ ჯერ უნდა მითხრა სად

-ჩემს სამყოფელში, სადაც ვცხოვრობ მინდა რაღაცეები გაჩვენო.

-ჰმმ, კარგი.

პარკის უკან რაღაც დანგრეულ ორ სართულიან შენობას მივუახლოვდით (მართალია 2 სართულიანი იყო მაგრამ ისეთი უზარმაზარი ჩანდა) ისეთი საშიში დასანახი იყო ეს უზარმაზარი შავი შენობა რომ ერთი ნაბიჯი უკანაც გადავდგი, მართალია ალექსი ჩემს წინ მიდიოდა, მაგრამ მიხვდა რომ რაღაც ისე არ იყო

-მე გაგაფრთხილე, რომ არც თუ ისე მოსაწონია-მეთქი. შიგნით რომ შევედით პირველი სართული სულ მთლად ცარიელი იყო მეორე სართულზე ძველი ერთსაწოლიანი ლოგინი იდგა გვერდით ხის ტუმბოთი ფანჯარასთან 2 სახეობის მცენარე ხოლო მარჯვენა კედელი კი სულ წიგნებით იყო სავსე (ეს არც თუ ისე გამკვირვებია)

შემდეგ რაღაც ბოძს შემოვუარეთ, რომელიც შენობის შუაში იყო აღმართული კიბეებზე ავედით და ახლა მე და ალექსი ამ შენობის მეორე სართულის სახურავზე ვიდექით, რომელიც აქა იქ მიმოფანტული ფილებით იყო სავსე.

-ალბათ გაინტერესებს ამ ,,ჯურღმულში“ რატომ მოგიყვანე, იქნებ იმიტომაც კი რომ წიგნების და ღმერთის გარდა ლაპარაკი სხვასთანაც მჭირდებოდა, დიახ ალექს ვიღაც სჭირდება ვისთანაც ილაპრაკებს…

-სისულელეა, შენ არასდროს ისაუბრებ იმასთან ვინც არ გადარდებს ან საერთოდაც გგონია რომ მოგისმენ და შენ ძველებურს ხრიკებში აგყვები?

-შენ აქ გამომყევი რაც ნიშნავს რომ მომისმენ…

იქვე ფილაზე ჩამოვჯექი და აი ისევ იწყებოდა…

-გისმენ…

-სისულელეა არც კი გინდა რომ მომისმინო სულ ერთი წუთით დამელოდე.

სიტყვა არ დამცალდა ალექსი ქვედა სართულზე დაეშვა, თავი წუთით ზემოთ ავწიე მოსაღამევებულიყო ცრუბლებს მუქი ლურჯი ფერი დასდებოდა აქა იქ ძლიერი ქარიც შემოუბერავდა და ალექსის ფეხის ხმაც გაისმა ცალხელში ოთკუთხა ყუთი ქონდა ამოჩრილი მეორე ხელში კი მარკა გადაქლექილი სასმელი მოქონდა.

-ლამაზია არაა?ჯერ არც კი გინახავს როგორია როცა მთელ ცას ვარსკვლავები დაფარავს ან სულაც იწვიმებს და შენ კიდევ აქ იჯდები , ხალხისგან რამდენიმე მეტრით მაღლა და ცასთან ახლოს.

-საოცრად ჟღერდა, მგონი მწერლობა უნდა გეცადა.

-ალბათ, მაგრამ უკვე გვიანია…არ გინდა ცოტა დავლიოთ? და ამავდროულად ყვეალფერს მოგიყვები თუ როგორ ვცხოვრობდი მთელი ამ 9 წლის განმავლობაში.

-მინის ორი პატარა ჭიქა ფილაზე დადო თავისთვის ჭიქა ბოლომდე აავსო ჩემში კი ნახევრამდე ჩაასხა და ბოთლი იქვე ახლოს გვერდით დაიდო, თვითონ წამში გადასვა

მე კიდევ ნელ ნელა ვცილობდი ჭიქა დამეცალა და როგორც კი ეს მოვახერხე დაიწყო…

-რომ სვამდი რა იგძენი?

-მწარე გემო როგორც სპირტიან სასმელებს ჩვევია ხოლმე

-(ჩაიცინა) კარგი, თუ ეგრეა შენი აზრით რატომ სვამენ ამ საცოდაობას?

-ალბათ იმიტომ რომ რაღაცეები დაივიწყონ… დროებით მაინც.

-სწორი პასუხია ემა , სასმელს რაღაც უფრო მწარეს დასავიწყებლად სვამენ.

მართალია ჩემი სახელი როგორც ელენი ისევე არ ჟღერდა მაგრამ საუცხოო იყო მან სახელით მომართა თითქოს ჩემში გრძნობები და სასმელი ერთმანეთში აირია შემდეგ ქარმაც შემათრთოლა და სულ ერთიანად დამბურძგლა.

ყუთს თავი მოხსნა 2 ფოტო ამოიღო, ერთზე ელენი იყო გამოსახული მეორეზე კი ორივე ერთად.

-ელენი გახსოვს?

-რა დამავიწყებდა ელენს, გიჟ თავქარიან არსებას, რომელიც შენზე სიგიჟემდე იყო შეყვარებული (არადა როგორ მახსოვს კოლეჯის საპირფარეშოში როგორ საუბრობდა რომ ალექსი მისთვის ერთ ერთი მორიგი სათამაშო იყო და გულცივ ადამიანად მოიხსენიებდა)

-აქ კი შეცდი…მას არასდროს ვყვარებივარ, წავიდა და ყვეალფერი ამით მორჩა, კოლეჯის დამთავრებიდან 1 წელში ყვეალფერი ადგილზე გაიყინა სხვა გაიცნო ვიღაც ვინც უფრო მეტ სიყვარულს აჩუქებდა და უფრო აგრძნობინებდა სიყვარულს, მე კი ეს ვერ შევძელი ჩემი სიამაყით საკუთარი თავი დავღუპე გესმის? საკუთარი თავი.

ელენის ფოტო ისევ ყუთში ჩადო მეორე ფოტო რომელზეც ერთად იყვნენ გამოსახული კი ხელი სტაცა შენობის კიდეს მიუახლოვდა ერთს შემდეგ მეორეს შემდეგ კიდევ მესამე ფილაზე ფეხი შეადგა და ახლა შორიდან ისევ ალექსის ხმა გაისმა ბევრად განსხვავებული ბევრად ტკივილით სავსე.

-ოდესმე გიფიქრია სიკვდილზე? ( ფოტო შუაში ნელა გადახია და უსასრულობაში მოისროლა და თავისივე კითხვას პასუხი გასცა – რათქმაუნდა არა) მე კიდევ მთელი დღე და ღამე ამ ცას შევყურებ და ყოველ ღამე ამაზე ვოცნებობ, ახლა მეოთხე ფილაზე აღიმართა ალექსის ძლიერი სხეული -არ მინდა თავი მოვიკლა ურალოდ არ მინდა… მთელი ჩემი ცხოვრება ჯოჯოხეთი იყო და ვერ დავუშვებ ჩემი საქციელით თავი ისევ ჯოჯოხეთში ამოვყო.

და წამით გაჩუმდა, ახლა მხლოდ ცაზე უთვალავი ვარსკვლავები შეიმჩნეოდა , გარშემო კი ქარის ხმა მოსვენებას ვერ პოულობდა.

-და თუ მოკვდები ამით რამე შეიცვლება? მიწას დაგაყრიან და აქ ყვეალფერი მორჩება თავს კი, როგორც ამბობენ სადღაც ზეცაში ამოყოფ ახალ ცხოვრებას დაიწყებ და გგონია ამ ყვეალფრით რამეს შეცვლი? ყვეალფერი იგივე დარჩება, ყვავილებსაც არავინ გაღირსებს ისე ჩაგივლიან, ხო შენ ალექს რომ ,თითქოს არც არასდროს არსებობდი ახლა ისინი გადმოგხედავენ ზემოდან ამაყი სახეებით იქნებ ელენიც მოვიდეს ,იტიროს, მაგრამ სიმართლე შენც იცი წავა და ცხოვრებას გაგრძელებს… არავინ იქნება შენს გვერდით ღამის გამთევი მხოლოდ დრო გამოშვებით მესაფლავე თუ შემოგაკითხავს ან გვერდით ახალ მკვდარს მოგიწვენენ აი ყვეალფერი სად დამთავრდება ჩვენ ყველას ეს გზა გვიწერია მაგრამ არსებობს ,,მაგრამ“… არავის უნდა მისცე უფლება სიკვდილამდე ზემოდან გადმოხედვის უფლება ქონდეს შენზე მითუმეთეს შენზე ალექს და ეს პრინციპი შენგან ვისწავლე გაიხსენე ვინ ცხოვრობდა ამ პრინციპით მთელი მისი ცხოვრება , რათქმაუნდა შენ და ახლა რა შეიცვალა? მართალია ელენი წავიდა ვიღაც ახალი უიღბლო იპოვა დიახ, უიღბლო ელენი მთელი მისი ცხოვრება მოხეტიალე გიჟი არამდგრადი პიროვნება იყო დღემდე არ მესმის რატომ ის? რატომ არჩიე ის მაგრამ ფაქტი ერთია პიროვნებებს ჩვენ არ ვირჩევთ, ამ ყვეალფერს ჩვენში მყოფი რაღაც სულის მაგვარი აკეთებს ჩვენს მაგივრად იღებს გადაწყვეტილებებს და შემდეგ პასუხის მგებელი ყვეალფერზე მხოლოდ და მხოლოდ ჩვენ ვრჩებით, იქნებ ერთ დღეს ხელიც გკრას ამ შენმა გინაგანმა სულმა და თავი მოგაკვლევინოს მაგრამ თუ ამას გადაწყვეტს,,თუ ამას გადაწყვეტ“ გახსოვდეს რომ დამარცხდი… გაახსოვდეს რომ ყოველივე შენი ნებით დათმე.

ახლა რამდენიმე მეტრით ჩემსგან ზურგით ფილებზე მდგარმა ალექსმა ჰაერი ხარბად ჩაისუნთქა გულმკერდი თითქოს გაებერაო შემდეგ მარჯვენა ხელი სახეზე წაიღო მართალია ზურგით იდგა მაგრამ აშკარა იყო ტიროდა, შემდეგ ხელები ჩამუშვა ახლა ფილებიდან სვლა დაიწყო სულ ახლოს მომიახლოვდა და გვერდით ცივ ფილაზე ჩამოჯდა, თვალებისთვის ვერაფერი მოეხერხებინა ახლა ,,ამაყი“ ,,ცივი პიროვნება“ ჩემს თვალწინ ტიროდა ტიროდა და არ ჩერდებოდა

-ემა… (ახლა ჩემი სახელი ისე ჟღერდა როგორც არასდროს არავისგან ასე საოცრად არ მსმენია ჩემი სახელი როგორც ალექსი ამბობდა რომ შემძლებოდა ვეტყოდი კიდევ დამიძახე ემა-მეთქი მაგრამ ახლა ეს გამორიცხული იყო.) მგონი რაღაც თავიდან მასწავლე რაღაც ახალი რაც ჩემში არ იყო ბოლომდე გამჯდარი ვიცი გულს მუდამ გტკენდი არასდროს გაღიარებდი , არასდროს გიყურებდი როგორც მეგობარს ყველა ერთ თამაში ჩათრეული ნაგვები მიმაჩნდა, ახლა კი მაპატიე… (ხელი მხარზე მომხვია ახლოს მიმიწია და თავი უნებურად მის მხარს შევახე .

როცა გამეღვიძა უკვე 10:35 საათი იყო მე კიდევ ალექსთან ერთად რომელიღაცა დანგრეული შენობის სახურავზე ვიჯექი, მასაც ჩემთვის თავი დაედო და ისევ ეძინა ფრთხილად გამოვეცალე , კიბებზე ნელი ნაბიჯებით დავეშვი ტაქსიში ჩავჯექი და ძველ ცხოვრებას დავუბრუნდი რედაქციაში სწრაფი ნაბიჯებით ავაბიჯე ჩემი ოთახის

კარი შევაღე ოთახში არავი იყო ახლა უფრო წყნარად შევუდექი სამუშაოს, გადმოვიღე ახალბედას ნამუშევარი და როცა 3 ფურცელს გავცდი მივხვდი რომ არაფერიც არ გამიაზრებია რაც წავიკითხე , მუშაობა არ შემეძლო რაღაც სხვაზე ვფიქრობდი, საპირფარეშოში შევედი ონკანიდან წამოსული ცივი წყალი სახეზე შევისხი თავი ოდნავ ავწიე და ვხედავდი ჩემს სახეს სახეს რომელსაც არასდროს უცხოვრია ჯანდაბა რამდენი დრო დავკარგე, რამდენ შეცდომაზე დავხუჭე თვალი შემდეგ საპირფარეშო ოთახის კუთხეს მივაჩერდი და წამით კუთხეში მხრებ ჩამოშვებული იატაკზე მჯდარი ალექსი დავინახე დავინახე როგორ ტიროდა, მთელი ძალით მასზე არსებულ სამოსს ებღაუჭებოდა და კბილებს ერთმანეთს აჭერდა თან ოდნავ აქეთ იქით ქანაობდა უნდოდა შეეწვიტა ყოველივე ის რაც მის თავს ხდებოდა მაგრამ ვერ ახერხებდა ახლა წყალი თავიდან შევისხი სახეზეე კუთხეში არავინ იყო.

17:35 საათზე პარკს მივუახლოვდი ალექსი უნდა მენახა რამდენიმე მეტრი გავიარე რომ მის სახლამდე მივსულიყავი, მაგრამ ჯობდა ეს არ გამეკეთებინა ახლა სახლის მაგივრად ცეცხლში გახვეული უზარმაზარი შენობა იდგა ყოველი მხრიდან ცეცხლში იყო გახვეული მეხანძრეები კი ვერაფერს აკეთებდნენ ცეცხლი ისევ ენთო და უფრო და უფრო მატულობდა, ჯანდაბა ახლა ყვეალფერი იწვოდა პარკიც, მოგონებებიც, მეეზოვეც, წიგნებიც, ელენის ფოტოც, ალექსიც და მეც… წამით ფეხებში ძალა ვეღარ ვიგძენი ვგრძნობდი სახეზე ფერიც აღარ მქონდა ადგილზე ჩავიკეცე მუხლებზე დავემხე და მთელი ძალით მიწას ჩავეჭიდე , მან თავი მოიკლა და მოკლა ყველა და ყველაფერი,მან უბრალოდ ვერ გაუძლო საკაუთარ თავს, ცხოვრებას რომელშიც სუნთქვა უწევდა და არ იცოდა რომელი ამოსუნთქვა იქნებოდა მისთვის ბოლო, მან დაამტკიცა რომ სიძლიერის მიღმა იმდენად დიდი სისუტე იმალება ერთდღესაც უნებლიედ ბოლოს გიღებს… აუჩქარელად წამოვდექი უკუსვლით შენობას დავშორდი როცა მხარზე ვიღაცის ხელი ვიგრძენი თითქოს ვიცოდი ვინც უნდა ყოფილიყო მაგრამ ვერ ვიჯერებდი ახლა ჩემს წინ ალექსი იდგა ის ისევ ცოცხალი იყო ისევ მყარად იდგა, წამით ყველაფერი წარმოსახვას მივაწერე როცა ალესის ხმა ჰაერში გაირხა -ნუთუ გეგონა დაგტოვებდი… ახლა მხოლოდ ტირილი მინდოდა მაგრამ ვერ ვტიროდი, მინდოდა რამე მეთქვა მაგრამ ვერ ვახერხებდი მხოლოდ მის თვალებზე ვფიქრობდი რომლებიც ისევ მწვანეთ ანათებდნენ, მის ღიმილზე რომელიც ძველზე უფრო მომხიბვლელი იყო, მის თმებზე რომელიც ისევ უხეშად გამოიყურებოდა, თვალები დავხუჭე მინდოდა ძალა მომეკრიბა რომ ალექსმა ხელები მომხვია ძლიერად ჩამეხუტა და ჩამჩურჩულა -დროის ათვლა დაიწყო.

-მარი ჟორჟოლიანი




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent