არ'ეული - [სრულად]
"-დამპირდი, რომ ერთ დღეს აუცილებლად მნახავ, მნახავ და ჩამეხუტები. -გპირდები." ალბათ, ეს სიტყვები იყო, რომელმაც იმედი მისცა, იმის, რომ ნახავდა, ჩაეხუტებოდა, შეიგრძნობდა, აკოცებდა და გააბედნიერებდა. ჯერ კიდევ ელოდება... * "-მიყვარდები. -მეც." * "-მიყვარხარ! -მეც!" - მარტივად იყო. ამ სიმარტივის ეშინოდა, ეშინოდა, რომ, როგორც მარტივად დაიწყო, ისე დასრულდებოდა. ერთადერთი ჰყავდა, ვისაც ყველაფერს ეტყოდა, არასოდეს მოუტყუებია და ამაყობდა, რომ იცნობდა. არ იყო მათი ურთიერთობა - მეგობრობა. არ იყო მათი ურთიერთობა - შეყვარებულობა. აი, სადღაც შუაში-ო, რომ იტყვიან. არ დასმულა შეკითხვა: "ვინ ვარ შენთვის?" * მათ შეეძლოთ დაეწყოთ უაზროდ და გაეგრძელებინათ ყველაზე განსხვავებულად. იყო თბილი სიტყვები, რომელიც ღიმილს გვრიდა. გულწრფელი საუბრები - აბედნიერებდა. ერთადერთი იყო, ვისთანაც შეეძლო საკუთარი აზრი თამამად გამოეხატა და არ შერცხვენოდა. * ნელა ნაბიჯით მისეირნობდა ქუჩაში, თან ფიქრობდა. "შეიძლება ადამიანი ისე შეგიყვარდეს, ნანახიც არ გყავდეს? მე, რომ შემიყვარდი? გახსოვს, რომ შემპირდი გნახავ და ჩაგეხუტები-ო? როგორ მინდა ახლა გეხებოდე, გეხუტებოდე, გეფერებოდე და გგრძნობდე." უცნაურად დაიწყო გულმა ფეთქვა, უცნაურად აღელდა და მოსვენება დაკარგა. ახლა, რომ აქ ყოფილიყო რას იზამდა? შენ შეიძლება შორს ხარ, თუმცა ჩემს გულთან ყველაზე ახლოს. * "-როდის აპირებ ჩამოსვლას? -არ ვიცი, ჯერ არ მიფიქრია ამაზე. -რომ გნახავ შეიძლება ვიტირო." * ელოდა ყოველი წამი ყოველი წუთი ყოველი დღე ყოველი კვირა ყოველი თვე * მოსვენება დაკარგული ელოდა როდის შემოვიდოდა და მიწერდა. თუმცა არ ჩანდა. ღელავდა. ემოციებს აყოლილი ყველაფერზე ტიროდა. იცოდა რაზეც ღელავდა, თუმცა მაინც ვერ ხვდებოდა ბოლომდე. ურთიერთობა სრულდებოდა? თუ? * "-ჩამოვედი." თქვენ იცით ეს რას ნიშნავდა? არა, არ იცით. ხელები აუკანკალდა, თვალები გაუფართოვდა, ცრემლები წამოუვიდა და ატირდა. * გგონიათ ნახა? გგონიათ ჩაეხუტა? გგონიათ მოეფერა? არა! ერთი კვირა იყო გასული, იმის მერე, რაც ჩამოვიდა, თუმცა არ უნახავს, არც უსაუბრიათ ამაზე. ვერაფერს ეუბნებოდა. რა ეთქვა "არ უნდა მნახო?", "გინდა, თუ არა მნახე?" ხოდა ჩუმად იყო. * რამდენჯერ მიფიქრია ჩვენს შეხვედრაზე, მაგრამ არ ყოფილა ისეთი, როგორიც წარმომედგინა. * დაუსრულებლად შეეძლო ესაუბრა მასზე. მიუხედავად იმისა, რომ რთული ხასიათი ჰქონდა, მაინც სრულყოფილად მიაჩნდა. შეუყვარდა მისი ნაკლებით, თუმცა ყველასთან იძახდა, რომ უნაკლოა. არ იყვნენ ერთად, თუმცა არც ცალ-ცალკე ყოფილან ოდესმე. მანძილი არაფერია, თუ გიყვარს'ო. თქვენ გჯერათ ისეთი სიყვარულის, როდესაც ნანახი არ გყავს? არც მას სჯეროდა. აფრენ'ო და მან გამაფრენინა'ო. * შეხვედრა: წაკამათდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ცდილობდნენ არ ეკამათათ და ხან ერთი თმობდა, ხან - მეორე, ახლა არც ერთმა დათმო. გაბრაზებულმა ადგა და დაადგა. სახლში დაადგა. გაგიჟდა. თან მარტო, რომ იყო? ნამტირალევი იყო. თვალები ჩასწითლებოდა, ცხვირი გაუწითლდა და ტუჩები დაებერა. პიჟამოებით იდგა, ეგონა მშობლები მოვიდნენო და რომ არ დაენახათ მისი ნამტირალევი სახე, თავდახრილმა გააღო და ეგრევე ოთახისკენ წავიდა. კარები მიხურა და ლოგინზე დაწვა, თან თავისი საყვარელი დათუნია ჩაიხუტა და ისევ აზლუქუნდა. კარები მიხურა და ნელი ნაბიჯით გაემართა ოთახისკენ. გული მიეწურა, როდესაც მტირალი გოგონა დაინახა მის საწოლზე ჩამოჯდა და თმაზე ხელი დაუსვა. ეუცნაურა შეხება, ჟრუანტელმა დაუარა, გულმა დარტყმები გამოტოვა, წამოიწია და ადგილზე გაშრა. არ მოელოდა, მოულოდნელობისგან შეკივლა და ჩაეხუტა, ბედნიერებისგან ისევ აეტირა. ხელებს ძლიერად უჭერდა და თან ეფერებოდა, კოცნიდა და არ სჯეროდა, რომ მის გვერდით იყო ახლა. * "ყველა ადამიანის გონებაში არსებობს მოგონებები, რომელსაც ალბათ, ვერასდროს წაშლის, რომელიც ღრმად არის ჩაბეჭდილი მის მეხსიერებაში და ყოველთვის, უსაზღვრო ბედნიერებისა თუ წარმოუდგენელი უბედობის დროს, თავს ახსენებს. გამონაკლისი, რა თქმა უნდა, არც მე ვარ." * იყო შეხვედრები. ბედნიერი დღეები. მოფერება, ჩახუტება, კოცნა... მაგრამ ხომ ყოველთვის, ყველგან გამოეტევა ეს "მაგრამ". * -გელოდები, - შეტყობინება მოუვიდა, გაეღიმა, სახლის კარი გამოიხურა და კიბეებზე დაეშვა. გარეთ გასული მანქანაზე მიყუდებული დახვდა. სიგარეტს ეწეოდა, როდესაც დაინახა გადააგდო და გაუღიმა. ჩაეხუტა, მანქანაში ჩასხდნენ და წავიდნენ. თითებს უყურებდა, როგორ მოსწონდა მისი გრძელი და ლამაზი თითები, რომელიც ახლა საჭეზე ელაგა, როგორ უნდოდა თავის ხელში მოექცია და მოფერებოდა. "I think that fingers are the sexiest part in humans body." თითების დაკვირვებაში ვერც მიხვდა როგორ მიაღწიეს დანიშნულების ადგილს და როგორ იდგა გაჩერებული მანქანა, ალბათ, უკვე 5 წუთია. თითებიდან მზერა მის სახეზე გადაიტანა, თვალებში უყურებდნენ ერთმანეთს. ნაზად შეეხო ტუჩებს და ლამაზი თითები, რომლებიც ასე ძალიან უყვარდა მის თმებში აიხლართა. "მე ვფიქრობ ქალი არ უნდა ეუბნებოდეს მამაკაცს, რომ უყვარს. ამის შესახებ მისი გაბრწყინებული, ბედნიერი თვალები უნდა საუბრობდნენ. ისინი ყველა სიტყვებზე უფრო ხატოვანია." * ხდება ხოლმე, როდესაც შორდებიან, როდესაც ბეზრდებათ ერთმანეთი, როდესაც "გადაუყვარდებათ" ერთმანეთი, თუმცა მე არ მჯერა სიტყვა "გადამიყვარდი"-ს, მე მჯერა სიტყვების, რომლებიც თვალები ამბობენ "მიყვარხარ და მუდამ მეყვარები." "არასოდეს ითხოვო პატიება. არაფერი თქვა. გაგზავნე ყვავილები. წერილის გარეშე. მხოლოდ ყვავილები. ისინი ფარავენ ყველაფერს. საფლავსაც კი." * -ჯერ შენი თითები შემიყვარდა და მერე შენ. გჯერათ, რომ თვალებთან ერთად თითებიც ყვებიან ადამიანის წარსულს? მას სჯეროდა. ის ცრემლები, რომლებსაც თითებს ასე სტკივათ, როდესაც იწმენ. ის თითები, რომლებსაც შეიგრძნობენ ბედნიერებასა და უბედურებას. ის თითები, რომლებიც ასე აბედნიერებდა, ათბობდა და ღიმილს გვრიდა. ის თითები გაქრა და შემდეგ გაქრა ის. * -რა გჭირს? -არაფერი. -როგორ, თუ არაფერი? თითები რა დღეში გაქვს? - თვალებია უცრემლიანდა, როდესაც დაინახა მისი საყვარელი თითები, რომლებიც სისხლში იყო ამოსვრილი. -არაფერი-მეთქი. - ცივად უპასუხა და სიგარეტს მოუკიდა. ეს დღე იყო. მეტი აღარ ყოფილა. -მივდივარ. - მხოლოდ ერთი სიტყვა და სათქმელი იყო მეტი? წავიდა. როგორ წავიდა იცით? თვალებში ჩახედა. გაუღიმა. -ჩემს თავს ვფიცავარ, ყველაზე ძვირფასი მყავხარ'ო აკოცა, ჩაეხუტა და წავიდა. მეტი აღარ ყოფილა. გქონია მომენტი, როდესაც გაურკვევლობში მყოფი ყველაფერზე ტირიხარ? სულ აფორიაქებული დადიხარ და ნებისმიერ დროს, ნებისმიერ საქციელზე, თუ სიტყვაზე შეიძლება ცრემლები წამოგივიდეს? -რატომ ტირიხარ? -არ ვტირივარ. - ვერ გრძნობდა ცრემლებს. იმდენად მიჩვეული იყო, იმდენად მოეცვა მონატრებას მისი სხეული, გონება და გული შეუძლებელი იყო არ გეფიფქრა. არ გაეხსენებინა ის საუბრები, რომლებიც ღიმილს გვრიდა, სიმართლე, რომელიც ზოგჯერ გატირებდა და ის - მოფერება, ჩახუტება, კოცნა. წასვლა იყო და ცოტა ხანში ამას მოჰყვა ყვავილები, რომლებსაც არც წერილი ჰქონდა, არც ის დაუნახავს, თუ ვის მოჰქონდა. * მიუხედავად ტკივილისა, მაინც ელოდა. მაინც უყვარდა და მაინც აბედნიერებდა ის მოგონებები, რომლებიც მასთან აკავშირერბდა. * "ჩემს თავს ვეკითხები, თუ ბოლოს როდის ვიგრძენი თავი ყველაზე კარგად, როდის გამეცინა ყველაზე გულიანად და როდის ვგრძნობდი თავს ყველაზე ბედნიერად. თუმცა ყველა ამ კითხვაზე პასუხი ერთია: მაშინ, როდესაც შენთან ერთად ვიყავი." ყვავილები არ წყდებოდა, ყოველდღე მოჰქონდა ვიღაცას, ყოველდღე ტოვებდნენ კართან და უჩნარდებოდნენ. როგორ არ ეცადა, თუმცა ვერანაირად გაიგო. დედამისი გაბუტული დადიოდა შეყვარებული გყავს და არ მეუბნები-ო, ეს სიტყვები კი მეტად ანადგურებდა. * ღამის 12 საათი იყო მაღაზიაში, რომ გადაწყვიტა ჩასვლა. ჩაიცვა და ჩავიდა. პატარა კალათა აიღო: შოკოლადები, პეჩენიები, ე.წ "ტრიკორაჩკები" და რა არ იყიდა. ბედნიერი გამოვიდა და სახლის გზას გაუდგა. ნაბიჯის ხმა მოესმა, თითქოს მას მიჰყვებოდა ვიღაც, უკან გაიხედა, თუმცა ვერ გაარჩია უცნობის სახე, "კაპიშონი" უფარავდა. ნაბიჯს აუჩქარა. არც არავინ იყო ვინმე ქუჩაში. "რა მინდოდა? რას ჩამოვდიოდი?" - საკუთარ თავზე გაბრაზდა, ნაბიჯს თანდათან უჩქარებდა. -გამირბიხარ? გაშეშდა. იმდენად ეცნო ეს ხმა. არ შებრუნებულა. არ კი არა, ვერ შებრუნდა. თვალი სადღაც უსასრულობაში გაუშტერდა და ცრემლები წამოუვიდა, ვერ ხვდებოდა მართლა ის იყო? არ იცოდა რა ექნა, თავი გააქნია და უკანმოუხედავად წავიდა. იმ დღის შემდეგ უარესად დაიჩემა მასზე ფიქრი. ყოველ წამს ყოველ წუთს ყოველ დღე ყოველ კვირა ფიქრობდა. "ჩამოვიდა? რატომ ჩამოვიდა? რატომ მნახა? ხომ შეიძლებოდა არ ვენახე? მაინც ხომ წავა? რატომ მტკენს უარესად?" * განათებული ტელეფონი და შეტყობინება, რომელშიც მხოლოდ ერთი სიტყვა ეწერა - "გელოდები". არ ჩასულა. აივანზე იდგა და უყურებდა. უყურებდა, თუ როგორ ელოდა და სიგარეტს ეწეოდა, მისი თითებით, რომლებიც ასე ძალიან უყვარდა და მონატრებია. ალბათ, იგრძნო დაჟინებული მზერა, ამოხედა და გაეღიმა. საპასუხოდაც გაუღიმა. რისი მანიშნებელი იყო? თანხმობა იყო, თუ? ... როგორი სათაურიცაა "არ'ეული", ისეთი ისტორიაც "დამეწერინა". იმედია მოგეწონებათ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.