შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"ილიანი" (თავი 8)


15-11-2017, 17:38
ავტორი naattii
ნანახია 2 124

შეხვედრა რიონის პირას დავთქვი, წყლის ყურება მაწყნარებდა და ჩემს სათქმელს უფრო ჩამოვაყალიბებდი, მირჩევნოდა ყველაფერი თავიდანვე მეთქვა და სანამ რამეს დავიწყებდით მანამდე დაემთავრებინა, თორემ რაც უფრო შევტობავდი დაშორება მით უფრო გამიჭირდებოდა. როცა მოვიდა მე უკვე მდინარესთან ვიჯექი, ბედნიერი მოაბიჯებდა, არიცოდა რა ხდებოდა და ჩემი ზარი ჩემს თანხმობას მიაწერა. გადასაკოცნად რომ დაიხარა ჩემს დაძაბულ სახეს მოკრა თვალი და გაოცებული დაჯდა:
-ნია რა ხდება?
-მოდი სანამ გადაწყვეტ ჩემთან ერთად ყოფნა გინდა თუარა რაღაც უნდა მოგიყვე კარგი და გთხოვ სანამ არ მოვრჩები არ შემაწყვეტინო. _ღრმად ამოვისუნთქე და დავიწყე. -გახსოვს ალბათ წელიწად ნახევარი გერმანიაში რომ ვიყავი, იქ დარჩენას, სწავლის გაგრძელებას ვაპირებდი, მაგრამ როგორც ჩანს არ მეწერა, ერთი წელიც არიყო გასული გაზრდილი ჯირკვალის გამო ოპერაცია გავიკეთე და ბიოფსიით დაადგინეს რომ სიმსივნე მქონდა_ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე, _ ავთვისებიანი, ქიმიის რამდენიმე კურსი გავიარე, რამდენიმე თვე პარიკით ვიარე, ახლა უკვე თითქმის ორი წელია გასული ამ ამბიდან მაგრამ შემოწმებას დღემდე გავდივარ, ამიტომ სულ ექიმებთან და ანალიზებზე მიწევს სიარული, ერთი კვირის წინაც მიტომ დავრჩი თბილისში ვიზიტი მიწევდა._ ამოვისუნტქე და მხოლოდ ახლა შევძელი მისთვის შემეხედა, წარბ შეკრული მიმზერდა, უცებ მომეხვია და მთელი სხეულით მიმიხუტა.
-რა სულელი ბავშვი ხარ, და რა გეგონა ამას რომ მომიყვებოდი შემეშინდებოდა და გავიქცეოდი, შენზე უარს ვიტყოდი რაღაც დაავადების გამო თუ მითხარი რას ფიქრობდი?
-არვიცი, იქნებ ჩემნაირი ავადმყოფი არ გინდა გვერდით გყავდეს?
-გაჩუმდი, მეორედ ეგ სიტყვა აღარ გავიგონო, სწორედ ის ხარ ვინც ჩემს გვერდით მინდა იყოს, მითუმეტეს ახლა როცა დავრწმუნდი რომ ჩემსავეთ შენც პირველ ადგილზე სიმართლეს აყენებ. ჩემო პატარავ, მე სწორედ ისეთი მიყვარხარ როგორიც ხარ და სულარ მაინტერესებს შენთან ერთად ექიმებთან მომიწევს სიარული თუ სხვაგან, მთავარია ერთად ვიყო, გვერდით ასე მედგე და არაფერი მომატყუო, ამ შემთხვევაში ყველაზე ძლიერი ვიქნები. _ აცრემლებულმა ავხედე და მის თვალებში ზუსტად ის დავინახე რასაც ვეძებდი, არა სიბრალული და შეცოდება, არამედ სიყვარული და სითბო. ბედნიერი მივეხუტე ისევ და ყურთან ვუჩურჩულე:-მიყვარხარ. ამ სიტყვაე უფრო მიმიკრო და დიდხანს აღარ გამიშვა ხელი.
ამ ამბის შემდეგ ჩვენი ურთიერთობა დათბა, შევთანხმდით, რომ ერთმანეთს არაფერს დავუმალავდით, არ მოვიტყუებოდით რაცარუნდა მწარე ყოფილიყო სიმართლე. დიდად არც ვჩხუბობდით, ერთმანეთს კარგად ვუგებდით. შეხვედრის ადგილად ჩემს სახლთან ახლოს მდებარე ბაღი იყო, იქ ერთი სკამი ამოვიჩემეთ და ყოველთვის იქ ვიჯექით. სწორედ ამ სკამზე ვიგემე პირველი კოცნაც, ვისაც ყვარებია სიმპტომები ყველას ემახსოვრება, ჯერ სურვილი, ვნება, თუჩებზე მზერის გაშეშება, შეხება, ჟრუანტელი თხემიდან ტერფამდე, სიამოვნების განცდა, სურვილი რომ არასოდეს მოშორდე და ბოლოს სულ ოდნავი მორიდება. ყველაფერი იდეალურად მიდიოდა სანამ ერთ თვეში მისი დაბადების დღის აღნიშვნა რესტორანში გადაწყვიტა, სადაც მამამისი და მისი ყველა მეგობარი უნდა გამეცნო. სწორედ ამ დროს მივხვდი, რომ ჩვენს ურთიერთობას მართლაც დიდი სერიოზულობით უდგებოდა.
სანამ 12 ნოემბერი მოვიდოდა, მინდოდა მისთვის სიურპრიზი მომეწყო,რომელ მეგობარსაც ვიცნობდი ყველას ჩამოვურეკე და გავაფრთხილე ღამის 12 საათზე სახლში უნდა მივადგეთ და მივულოცოთთქო, ყველამ აიტაცა ჩემი იდეა, 11 იქნებოდა რომ შევიკრიბეთ, შამპანური, ფეიერვერკი და ქაღალდის გასასკდომი „მაშხალა“ გვამშვენებდა. 5 უკლდა 12ს სადარბაზოს შესასვლელთან რომ დავიმალეთ და ერთ-ერთმა ძმაკაცმა დაურეკა, აუ გიო საქმე მაქ რა ერთი წამით ქვემოდ ჩამოო. არანაირად არ გველოდა, როცა სადარბაზოდან გამოვიდა, ერთიანად ვიხუვლეთ გილოცაააავ, ამას შამპანურის გახსნის ხმა ქაღალდის „მაშხალის“ გასკდომა და შამპანურის წვიმა მოყვა, დაბნეული გვიყურებდა და უცებ ვერ მიხვდა რა ხდებოდა, 2 წუთში გახარებული მეხვეოდა და ყურში ბედნიერი ჩამჩურჩულებდა მადლობას.
საღამოსთვის ვარცხნილობა შევიცვალე, გამოვეწყვე და ტაქსით რესტორანთან მივედი, შესასვლელში მიცდიდა, უჩემოდ შესვლა არუნდოდა. ჩემს დანახვაზე წარბები მოწონების ნიშნად აწია და ხელგაშლილი წამოვიდა:
-ასე არ ჯობიაა როგორ გიხდება. გამიხარდა, მე ხომ მისთვის გამოვიპრანჭე. მამისი გავიცანი, სასიამოვნო ადამიანი აღმოჩნდა, ასევე მისი მეგობრებიც, ყველა ბიჭი იყო, ხოლოდ ერთი მეგობარი ყავდა გოგო რომელმაც თავიდანვე მიიქცია ჩემი ყურადღება. ზუსტად მის მოპირდაპირე მხარეს მომიწია დაჯდომა, რასაც ვიტყოდი სიგარეტის კვამლიდან გამჭოლი მზერით გამომხედავდა და აუცილებლად საპირისპიროს მტკიცებას დაიწყებდა, ცეკვის დროს ცდილობდა შუაში ჩაგვდგომოდა და ერთ-ერთ სიმღერაზე მოახერხა კიდევაც, ხელი მოკიდა გიორგის და მისკენ შეაბრუნა რომ ჩემთვის ზურგის შექცევა გამოსულიყო. ეს უკვე ბოლო წვეთი იყო, გიორგის მეგობრებს ღიმილით დავუქნიე თავი და გარეთ გამოვედი ცივი ჰაერი მჭირდებოდა, ეჭვიანობა ტვინში მირტყამდა, ჩემნაირ ადამიანს უბრალო ეჭვიანი არ ეთქმოდა, უსაშინლესად ეჭვიანი და მესაკუთრე მეთქმის, ვერ ავიტან ჩემსას ვინმე შეეხოს, ვიგრძენი გიორგიც გამომყოლოდა, ისე ვიყავი განრისხებული ტუჩები მოკუმული მქონდა თორემ ისეთ რამეს ვიტყოდი რასაც ვინანებდი.
-მასთან რამე გქონდა?_ ძლივს გამოვცერი, მისმა სიცილმა უარესად გამხადა.
-კარგი რა ნია, რაუნდა მქონოდა, მხოლოდ ვმეგობრობთ, კურსელია, ბევრჯერ ერთადაც გაგვითევია ღამე, ერთ საწოლშიც ვყოფილვართ, მაგრამ გეფიცები ზედმეტი არასდროს არაფერი ყოფილა, როგორც გოგოს არავინ უყურებს, ჩვენთვის ისიც ძმაკაცივითაა, მართალია შენი ეჭვიანობა მსიამოვნებს მაგრამ არ მინდა ლამაზ თავში სულელური აზრები ჩაიხვიო.
ამჯერად დავწყნარდი, მის სიტყვებში მხოლოდ სიმართლე ჩანდა, აღარ გავძალიანებივარ, უკან შევბრუნდით და აღნიშვნა განვაგრძეთ. ჩვენი ურთიერთობა იდეალურად მიედინებოდა, თუ ყოველ კვირეულ ჩხუბს არ ჩავთვლით სისულელეებზე, რაც ზუსტად მაშინ ხდებოდა როცა ერთმანეთს ორი დღე ვერ ვნახავდით, ამ განრიგში ახალი წელიც უცებ მოვიდა, გერმანიაში ბევრი რამე ვისწავლე, მაგალითად ის რომ დასამალი არაფერი იყო, ამიტომაც სახლშიც მალევე გამოვაცხადე შეყვარებული მყავსთქო, ყველაზე შოკისმომგვრელი ეს ამბავი მამაჩემისთვის იყო, ჩემ დას საქმრო ყავდა და რამდენიმე თვეში ქორწილსაც გეგმავდნენ და ახლა უცებ მეც მივემატე. რამდენიმე წუთი ხმაც კი ვერ ამოიღო, ჩემი დაავადებით და მონატრებით ისე იყო ანერვიულებული ახლა ჩემი გეგმები გაუხდა საჯავრებელი ოჯახის შექმნაზე.
ახალ წელს ჩვენს სახლებში შევხვდით, ჩემი სახლი ცოტათი მაღლობზე იდგა ამიტომ სახლში ახალი წლის შეხვედრა ნიშნავდა ქუჩაში გოგონებთან ერთად დგომას, ფეიერვერკის გაშვებას და ზემოდან სხვისი ფეიერვერკებით დატკბობას.
აი ძველთ ახალ წელს კი ერთად შევხვდით, სიცივიდან ვკანკალებდით, მაგრამ მაინც ამაყად გადმოვყურებდით ბაგრატიდან სხვებს და სანახაობით ვტკბებოდით. პირველად მქონდა ასეთი ბედნიერი ახალი წელი, ზურგს საყვარელი დამიანი მითბობდა, ხელები როცა მიცივდებოდა თავისი ცხელი სუნთქვით მითბობდა და ჩემზე ზრუნავდა. ჩემს მშობლებს 27 წლის მერეც კი ისევე უყვართ ერთმანეთი როგორც დღეს და მათი შემხედვარე ყოველთვის ვოცნებობდი მეც შევხვედროდი ადამიანს, რომელიც შემიყვარებდა სწორედ ისეთს როგორიც ვარ, ცელქს, ბავშვურს, ნახევრად ბიჭურს, თამამს და აქტიურს. ყოველდღე ვეუბნებოდი ამისთვის უფალს, რომ მარგუნა ბედად ასეთი ადამიანი, ხშირად ვფიქრობდი როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება დაავადება რომარ დამმართნოდა, ალბათ გერმანიაში დავრჩებოდი, იქ გავიცნობდი ვინმეს, და გერმანულ ტალღაზე აღზრდილი შვილები მეყოლებოდა, რომლებისთვისაც ქართული ჩვეულებრივი უცხო ენა იქნებოდა, ასეთი ფიქრების შემდეგ რა გასაოცარიც არუნდა იყოს ჩემი დაავადების მადლობელი ვიყავი, მან სამშობლოში დამაბრუნა და ჩემი ცხოვრების თანამგზავრი მაპოვნინა, ამას განსაკუთრებით მაშინ ვხვდებოდი, როცა გიორგის დავინახავდი და ვიგრძნობდი როგორ ვგრძნობდი თავს მისი შემხედვარე. ჩემი დღე ხომ მისი დილა მშვიდობით იწყებოდა და ღამე ტკბილი ძილის სურვებით სრულდებოდა.
რაცარუნდა სიცივე ყოფილიყო, ჩვენს ტრადიციას არ ვღალატობდით და თოვლშიც კი ჩვენს პარკში ვიჯექით, ირგვლივ სიცარიელე იყო მხოლოდ, რომელი ჭკუათმყოფელი დაიწყებდა შუა ზამთარსა და თოვლში გარეთ პარკში სეირნობას. შედეგად გიორგის გაციება მივიღეთ. ერთი კვირა ვეღარ ვნახე, მხოლოდ ინტერნეტში ვხედავდი. როგორც იქნა ერთი კვირაც გავიდა და ჩემი ნახვაც შეძლო, გულში უზღვავი სითბო ჩამეღვარა, როცა ჩემს ჩიშკართან ყვავილების დიდი თაიგულით და პირბადე აკრული დამხვდა. ყვავილები ჩემი სტიქიაა ამიტომ ხშირად მანებივრებდა.
აღდგომის დღესასწაული ისე დადგა სერიოზულად არცერთ თემაზე გვქონდა ნაჩხუბარი, ერთმანეთს იდეალურად ვეწყობოდით, მე უნივერსიტეტში დავდიოდი, დღის მეორე ნახევარში მოსწავლეებს გერმანულში ვამეცადინებდი და საღამოს სასეირნოდ გავდიოდით. ცისკარზე დედიკოსთან ერთად ჩემს ტაძარში წავედით, იმ პერიოდში თბილისიდან ჩემი ძმაკაცი იყო ჩამოსული, ერთი სოფელი გვქონდა წყალტუბოში და იქედან ვიცნობდით ერთმანეთს ბავშვობიდან. მე, თაზო და ლაზარე თითქმის განუყრელები ვიყავით. მათი ხათრით ზაფხულს ძირითადად სოფელში ვატარებდი და დილიდან დაღამებამდე ერთად ვიყავით. რითი არ ვერთობოდით პატარა ბავშვებივით, მაყვალს დავკრეფდით და ჭამის ნაცვლად ერთმანეთს ვთხუპნიდით, ბაყაყებს გავბერავდით და წყალში გავუშვებდით, რამდენჯერმე სათევზაოდაც კი ვახლდი. თემო თბილისში ცხოვრობდა ამიტომ როცა იმერეთში ჩამოდიოდა ვცდილობდი სულ ერთად გაგვეტარებინა დრო. ამჯერად აღდგომისთვისაც მოასწრო ჩამოსვლა და რადგან ეკლესიაში ვიყავით, იქ გამოგვიარა ლაზარესთან ერთად, თან გიორგის გავიცნობო. მანქანაში ჩამჯდარი ვსაუბრობდით, ერთმანეთს იმდენად შინაურულად მივმართავდით ცენზურასაც კი არ ვიცავდით რაც მივხვდი გიორგის არ მოწონდა, მაგრამ მინდოდა მასთან ის ვყოფილიყავი რაც სინამდვილეში ვარ. ბოლო წვეთი კი თემო საქციელი იყო, როცა რაღაც ნათქვამზე გამიცინა, ოხ ნია შენ შენსას არიშლიო და მუხლზე ხელი დამადო და მომეფერა. თვალის კუთხით შევნიშნე როგორ გაწია გიორგიმ თავი ფანჯრისკენ, ყბები ერთმანეთს დააჭირა და მთელი ღამე ხმა აღარ გაუცია, არც ეკლესიაში შებრუნებულს, არც მაშინ როცა მე და დედა სახლში მიგვაცილა. ვერ ვხვდებოდი რა დაემართა, არ მიფიქრია, რომ ამ ყველაფერს გულთან ასე ახლოს მიიტანდა, დამავიწყდა როგორი მესაკუთრე იყო. ყველაფერს მეორე დღეს მივხვდი, როცა ირონიული ლაპარაკი და გადატანითი მნიშვნელობით საუბარი დაიწყო. რას წარმოდვიდგენდი, რომ წინ ჩხუბი გველოდა, რომელიც ჩვენს მომავალს კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებდა...


ესეც ახალი, საკმაოდ მოზრდილი, მსუყე თავი თქვენ, მაგრამ რომარ მიფასებთ და არაფერს მეუბნებით ვფიქრობ რომ არ მოგწონთ და არც ვიცი აზრი აქვს თუ არა გაგრძელებას :(((



№1 სტუმარი ნაინა

ძალიანძალიან მომწონს,კარგი ნაწარმოებია,მართლა მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს

 


№2  offline აქტიური მკითხველი terooo

როგორ მაკლია დიალოგები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent