შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოახლოება (IV თავი)


17-11-2017, 22:54
ავტორი teddy))
ნანახია 2 096

IV თავი
-თაია, მობილური რატომ არ დატენე, თამთასთან? სახეზე რა გჭირს?-კარების გაღებისთანავე, დედას გაბრაზებულ სახეს ვხედავ.
-თავის პატარა ძმას ვამეცადინებდი, მერე ჩამეძინა და რომ გამეღვიძა ირმამ ნამცხვარი გამოგვიცხო და კონიაკი დაგვალევინა.-დამაჯერებელი ტყუილი გამომდის.-კარგად ვარ, დე! მამა სახლშია?-ვიკითხე მე.
-არა, სოფელშია!-მეუბნება ის. კიდევ კარგი! სააბაზანოში შევდივარ და ცხელი წყლის ქვეშ ვდგები. ეს ნამდვილად მშველის გამოსაფხიზლებლად. წყლის წვეთებს, ჩემი ცრემლებიც ერევა, ისე ვტირი გეგონება ვინმე სხვისი ბრალი იყოს და არა ჩემი. ასეა ადამიანი მოწყობილი, ყველაზე დიდი მტერი ჩენი თავისთვის ჩვენვე ვართ, ჩვენ ვაყენებთ ზიანს და ვნებთ არა მარტო სხვას, არამედ საკუთარ სულსაც. ზოგჯერ დაუფიქრებლად, რომელსაც განსაცდელი მოყვება და წლები სჭირდება ქარიშხლის დამშვიდებას.
ასეთ შემთხევაში სხვას რატომ ვადანაშაულებთ?

***
-თაია, რა ხდება?-დაკვირვებული თვალით მიყურებს, თამთა.
-კარგი სამსახური გაქვს!-ვითომც და არაფერიო მის სამუშაო ადგილს ვავლებ თვალს, თითქოს და ჯერ არ მენახოს. გარშემო სარკეები კიდია, (სივრცეს ადიდებსო), აქეთ-იქით კი ხელ-ნაკეთი სუვენირები იწონებენ თავს. თამთა, სკოლაშიც კი არ ანებებდა ხოლმე თავს თავის ,,ჩხირკედელაობებს“ და საკლასო ოთახიც კი თამთას გაკეთებული სუვენირებით გვქონდა მორთული. გაკვეთილებზე მთავარია სამი რამე ჰქონოდა: ფურცელი, მაკრატელი და წებო. გასაკვირი კი ის იყო რომ რაც არ უნდა გეკითხათ ყოველთვის იცოდა, იმის მიუხედავად რომ გაკვეთილის ახსნის პროცესში თავისი საქმით იყო დაკავებული.
-ეგ ვიცი უკვე, ხვდები ალბათ რაზეც გეკითხები!
-გუშინ დათოს ვაკოცე!-ვეუბნები მას და რეაქციას ველოდები.
-რა?-რამდენიმე წამიანი პაუზა ისადგურებს ჩვენს შორის, ჩემი მეგობარი ფეხზე დგება და კვლავ თავის ადგილს უბრუნდება.
-გუშინ, ნიკა ვნახე, დათოსთან ერთად ვიყავი და...
-და ნიკას რომ დაენახეთ აკოცე?-თვალებს იწვრილებს ის.
-არა, თამთა! გუშინ საშინლად დავთვერი და შემდეგ ისე მოხდა რომ...
-შენ დალიე, რომელიც ერთ ჭიქასაც ძლივს სვამ ხოლმე და თან ატყუებ შენებს ცხოვრებაში პირველად რომ ვითომ ჩემთან ხარ.
-ცუდათ ვარ, თამთა ცუდათ! გაბაშვილი იმაზე მეტად მოქმედებს ჩემზე ვიდრე მგონია...
-ხვალ წავიდეთ თეატრში?-ხმადაბლა მეკითხება, თამთა.
-მის გამო ტრადიციას ნუ ვუღალატებთ!-ვამბობ და ფეხზე ვდგები.-ვიცოდი, ვიცოდი რომ კიდევ ერთხელ გამოჩნდებოდა ჩემს ცხოვრებაში..
-მეც, მეც მჯეროდა ყოველთვის მაგის!-ერთ წერტილს მიშტერერებული იძახის, თამთა.


***
თოთხმეტი რიცხვია, ისევ თეატრის შესასვლელთან ვდგავარ და წინა თვის ამავე რიცხვს ვიხსენებ. თამთა, მაჯაში ხელს მკიდებს და დაჯავშნული ბილეთების ასაღებათ მივდივართ სალაროსთან. ბილეთი მე მიკავია ხელში, ისევ ნიკა გაბაშვილი მონაწილეობს. ამჯერად ეს შემთხვევითობა არ არის, ასე დავამთხვიეთ, როდესაც ჩაბნელებული დარბაზიდან ნიკას ვუყურებ იქ, ჩემს წინ სცენაზე სულ სხვა ნიკას ვხედავ... ისეთს, რომელსაც ავიწყდება ყველაფერი, გარდა მისი როლისა. საკუთარ თავთან რჩება, სამყაროსგან მოწყვეტილი და ისე განაგრძობს მოქმედებას, თითქოს მის გარდა სხვა არავინ იყოს, სხვას ვერავის ამჩნევდეს...
შეიძლება მას მშვენივრად იცნობდეთ, მისი ყოველი კუნჭული ძალიან კარგად გქონდეთ შესწავლილი, მაგრამ როდესაც გაბაშვილს სცენაზე დაინახავთ, სულ სხვანაირი გეგონებათ, სხვა ნიკა, თოთქოს ყველა ტვირთი მოხსნილი აქვსო და თავისუფალი მხრებით აგრძელებს სხვისი ცხოვრების, თავისთან შეზავებას.

სპექტაკლის დასასრულს მე და თამთა თეატრის შესასვლელთან სკამზე ვზივართ და დღევანდღელ დღეს განვიხილავთ.
-თოთხმეტი რიცხვი ტრადიციად გაქვთ?-უკნიდან გვესმის ხმა და ამ ხმის პატრონიც უმალვე ჩვენს წინ ჩნდება.
-ტრადიცია გვაქვს და შენც გვანებივრებ ხოლმე, ნიკუშ, შენი მონაწილეობით.-ეუბნება, თამთა. მათ სკოლის პერიოდიდანვე კარგი ურთიერთობა ჰქონდათ.
-რა გჭირს, თაია?-გვერდზე მიჯდება, გაბაშვილი.
-როლიდან ჯერ კიდევ ვერ გამოხვედი?-ვეკითხები და დათოსგან მოსულ შეტყობინებას ყურადღებას არ ვაქცევ. მიჭირს, ის დღე დავივიწყო, რა დღეშიც ნიკამ ჩამაგდო. მაინც და მაინც ნიკას რატომ ვადანაშაულებ ყოველთვის? იქნებ ჩემი ბრალია და ჩემს გრძნობებს ვაძლევ იმაზე მეტ უფლებას, ვიდრე მათ ეკუთვნით, ნიკას შესახებ.
-ნახე, იქნებ რა საქმე აქვს.-სახეზე ირონიულ ღიმილს იკრავს და მისი შავი თვალები, პირდაპირ ჩემს თვალებს უმზერენ.
-გაბაშვილო, ვიბნევი!-მეცინება მე. სკოლის პერიოდი მახსენდება, გაკვეთილის მოყოლის დროს რომ გამოვუცხადე გაბაშვილო, ნუ მიყურებ ვიბნევი მეთქი.
-ახლაც გაკვეთილს ხომ არ ყვები?!
-გამოძახებული ტაქსიც მოვიდა, უნდა წავიდეთ.-იძახის, თამთა.
ნიკა, ამასობაში ფეხზე დგება და ჩვენ წინ გაჩერებულ ტაქსთან მიდის. მძღოლს ხმადაბლა რაღაცას ეუბნება, ისე რომ ჩვენ ვერ ვიგებთ და ავტომობილიც მალევე მიდის.
-სად მიდის? ნიკა, რატომ გაუშვი?-ფეხზე ვდგები და მისკენ ვიჭრები.
-მე წაგიყვანთ!-ღიმილით იძახის და მისი მანქანისკენ გვანიშნებს.
-ნიკა!-ღიმილით თითს უქნევს, თამთა და გაღებულ ავტომობილში უკანა სავარძელზე ჯდება.-თაია, შენ წინ დაჯექი, ხო იცი არ მიყვარს წინ ჯდომა.-შეუმჩნევლად მიკრავს თვალს. სხვა რა გზაა, კარებს ვაღებ და ავტომობილში ვსხდებით.
-თამთა, შენ რას შვები, როგორ მიგდის საქმეები?-ეკითხება, ნიკა.
-ჩემი მარჯვეხელების და კრეატიულობის დამსახურებით შესანიშნავად!-იცინის, თამთა.-აბა, ჯერ ჩემი ბიჭი იმალება და რამისაა დამტოვოს ასე გაუთხოვარი.
ნიკაც, ყვება სიცილში და ასე შესანიშნავად აგრძელებენ საუბარს. მე კი უხასიათოდ გავყურებ გზას, სადაც ავტომობილები და ქვეითად მოსიარულეები ერთმანეთში ირევიან. ზოგი სწრაფი ნაბიჯით ცდილობს მანქანას გვერდი აუაროს, ისე თითქოს შეხვედრაზე აგვიანდებაო, ზოგიც უბრალოდ სეირნობს და ამ საღამოთი ტკბება.
-მე აქ ჩამოვალ!-იძახის, თამთა. მე კი ვანიშნებ რომ მისი სახლი რამდენი კორპუსის იქითაა.
-სხვაგან გადახვედი?-ეკითხება, გაბაშვილი.
-ხო, შეიძლება, ასე ითქვას!
ნიკას მის სიტყვებზე ეღიმება, თითქოს, რაღაცას მიხვდაო და გზას ვაგრძელებთ.
-როგორ მოგეწონა სპექტაკლი? შეიგიძლია ამ კითხვაზე პასუხი არ გამცე, ვიცი შეუდარებელი ვიყავი!-მზერას ჩემკენ აპარებს და იცინის.
-ნიკა, თავდაჯერებულობის კურსებს არ ჩამიტარებ?
-კი, როგორ არა, ხომ იცი ყოველთვის გულით დაგეხმარები!-ირონიულად მპასუხობს ის. არაფერს აღარ ვპასუხობ, ფანჯარას ვუწევ და გარეთ ვიყურები. ორიოდე წამში ჭექა-ქუხილის ხმა ისმის, წვიმაც არ აყოვნებს და კოკისპირულად იწყებს.
-როგორ გაწვიმდა!-ვამბობ და ფანჯარას, მაღლა ვუწევ, მანქანაში რომ არ შემოაღწიოს წვიმამ. ნიკა, ავტომობილს აჩერებს და მანქანის კარებს აღებს. გაკვირვებული ვუყურებ, ნიკას, რომლისთვისაც წვიმას მოუსწრია და თმა და ტანსაცმელი დაუსველებია.
-გადმოდი, გადმოდი, მალე!-ხელით მანიშნებს ის. გადასული კაბას ვისწორებ და სველ თმაზე ხელს ვისვამ.
-კი, მაგრამ რატომ გადმოვედით მანქანიდან?-ვკითხულობ, მე.
-იცი რა გამახსენდა? ერთხელ, თამთას უყვებოდი, როგორი რომანტიკული ხარ და სიმპათიურ, შენს საყვარელ ადამიანთან სიამოვნებით ისეირნებდი წვიმაში. რომელ კლასში ვიყავით? არ მახსენდება.-ხელს იდებს ნიკაპთან.-კარგი რა, ეგეთი სახით ნუ მიყურებ, შემთხვევით მოვკარი ყური.-ღიმილით ამბობს და ჩემკენ მოდის. -ახლა ძალიან წვიმს, ხალხი ჩვენს გარშემო არ არის, ჩვენს თავზე ლამპიონები ციმციმებენ...-ჩამჩურჩულებს, თან ერთ ხელს გვერდზე მაწევინებს, მეორეს მის ბეჭებზე მადებინებს, საჩვენებელი თითით ნიკაპს მაღლა მიწევს და მანიშნებს რომ მის გადადგმულ ნაბიჯს მივყვე.-წინ, უკან, წინ, უკან...-მე და ნიკა წვიმიან ქუჩაში შეძლებისდაგვარად ვცეკვავთ, მის სახეს ვუყურებ - ღიმილი დასთამაშებს, რომელშიც ვერც ირონიას ვერ ვკითხულობ, ვერც თამაშის ნიშან-წყალს ვამჩნევ... უბრალოდ ვცეკვავთ, ერთმანეთის ნაბიჯებს ჩვენსას ვუთანხმებთ, წვიმა გვასველებს, სახეზე კი მეც, ნიკას ნაირად ღიმილი მახატია, ღიმილი, რომელსაც დავიწყებული აქვს გარე სამყარო. თითქოს ვერ შევიგრძნობ ჩვენს გარშემო რა ხდება, წვიმის ხმა მელოდიათ ჩამესმის, რომელსაც მე და ნიკა ვყვებით. ნიკა, განზე დგება თავს მიკრავს და ამაღლებულ ადგილას ჯდება. მეც გვერდზე ვუჯდები. პირისპირ ვიყურებით. დარწმუნებული ვარ, ნიკა, ჩემსავით ვერ აღვიქვამს ჩვენს წინ რა არის, უბრალოდ სადღაც ფიქრებში ვართ გადაკარგული.
-ნიკა...-ხმას ვიღებ მე.
-გისმენ...
-შეიძლება იმ ადამიანთან ერთად ცეკვავდე, რომელიც გეზიზღება?
-და შენ გეზიზღები?
-არა, არ მეზიღები. სკოლის მოსწავლეს შეუძლია ზიზღი? ალბათ, არა სხვა რაღაცას ვგრძნობდი და სულ სხვა სახელს ვარქმევდი და ახლაც ასე არის...და შენ?
-გულზე არ მეხატები.-იცინის და ფეხზე დგება. ვიღიმი და ნაჩქარევად ვიძახი:
-უნდა წავიდე!
-პირველი ყოველთვის შენ გარბოდი...
-ალბათ, იმიტომ რომ შენთან არაფერი მესაქმება...-ვამბობ, მანქანიდან ჩანთას ვიღებ. დაუმშვიდობებლად მივიდვარ ჩემს გზაზე. ცოტახანში ავტომობილიც მეწევა და ნიკას ხმა მესმის:
-ახლა დიდი შანსია, ვინმე არანორმალური გამოჩნდეს და შეგაშინოს, თან ასეთი გოგო, დახედე რომელი საათა...
-შენ ნუ ნერვიულობ!-გვერდზე, არც ვიხედები ისე ვლაპარაკობ.
-კარგი, მერე მე არ დამაბროლო, ვინმე გადარეული რომ გადაგეღობება გზაზე.-ამბობს და ისეთი სიჩქარით აგრძელებს გზას, რომ დაგუბებული ტალახიანი წვიმა, მთელ ტანზე მესხმევა.
-გაბაშვილო!-ბოლო ხმაზე ვყვირი მე და გაბრაზებული ჩემს წინ დაგდებულ ქვას, ისეთი სიძლიერით ვკრავ ფეხს, რომ კვლავ აქეთ ვშავდები და ნიკასა და ქვის მიმართულებით ვილანძღები.
-----
რას ხვდებით ნელ-ნელა, რას იგებთ ჩემი პერსონაჟების შესახებ, მითხარით...



№1 სტუმარი Shorena kiladze

Amat uyvart ertmanets uzomod magramtan chamen ertmanets arc umxelen da ravici ravici...jer kidev gaurkcevlobashi var chemo tkbilo

 


№2  offline წევრი teddy))

Shorena kiladze
Amat uyvart ertmanets uzomod magramtan chamen ertmanets arc umxelen da ravici ravici...jer kidev gaurkcevlobashi var chemo tkbilo

შორეე <3 ხო, უყვართ, მაშ როგორ! heart_eyes smile გმადლობ heart_eyes

 


№3  offline წევრი mimimimo

ცუდათ - არა, ცუდად.
დათოს ვერ ვგუობ.
იმედია გაუგებს და დაალაგებენ ურთიერთობას, თუმცა, მგონი, რომ "გამარჯობა, როგორ ხარ?" - საუბრით უნდა შემოიფარგლონ.
ნიკა მაღიზიანებს.
თან მომწონს.
ერთად, რომ იქნებიან გარდაუვალია.
ერთმანეთს ავსებენ, მაგრამ ეს ბავშვური კინკლაობა - ნერვებს მიშლის.
წარმატებები!

 


№4  offline წევრი teddy))

mimimimo
ცუდათ - არა, ცუდად.
დათოს ვერ ვგუობ.
იმედია გაუგებს და დაალაგებენ ურთიერთობას, თუმცა, მგონი, რომ "გამარჯობა, როგორ ხარ?" - საუბრით უნდა შემოიფარგლონ.
ნიკა მაღიზიანებს.
თან მომწონს.
ერთად, რომ იქნებიან გარდაუვალია.
ერთმანეთს ავსებენ, მაგრამ ეს ბავშვური კინკლაობა - ნერვებს მიშლის.
წარმატებები!

ხო, სულ მაგას მისწორებ ვიცი, მაგრამ ინსტიქტურად მომდის შეცდომა.
ერთმანეთი უნდა შეავსონ, მაშ! ❤❤❤

 


№5 სტუმარი სტუმარი nako

ასე მგონია ნიკასნაირი პარტნიორი ტუ სჰეიყვარებს ბოლომდე ერტგული იქნება

 


№6  offline წევრი teddy))

სტუმარი nako
ასე მგონია ნიკასნაირი პარტნიორი ტუ სჰეიყვარებს ბოლომდე ერტგული იქნება

ნიკა იქნება ხომ ერთგული? კი, მეც მასე ვფიქრობ kissing_heart

 


№7  offline მოდერი sopiko

ვბრაზდები.
ვბრაზდები.
ვმწარდები.
რაც უფრო ბევრს ლაპარაკობს თაია, მით უფრო ცუდ დღეში იგდებს თავს.
ეს ბიჭი კიდევ...

-_-

 


№8  offline წევრი teddy))

sopiko
ვბრაზდები.
ვბრაზდები.
ვმწარდები.
რაც უფრო ბევრს ლაპარაკობს თაია, მით უფრო ცუდ დღეში იგდებს თავს.
ეს ბიჭი კიდევ...

-_-

ეს ბიჭი კიდევ... smile heart_eyes bowtie

 


№9  offline წევრი teddy))

გრაფინია
იცი რა? მარტივია,ამ თაიამ ხან ის თქვას ხან ეს,მაგრამ გთხოვ ოდნავ დააჭკვიანე და ნუ დაუკარგავ მის სიტყვას ფასს.
დათოს რა უნდა დაუწუნო?
უყვარს ხომ არ ეზიზღება?!
კაფეს სიტუაციასაც აქვს თავისებური გამართლება,თითქოს ნიკასთან თაია მაგარ ტიპად გამოიყვანა.
მოკლედ,კარგი ბიჭია,მაგრამ სჯობს განზე გადგეს:)
ნიკაააა! რთული შემთხვევა.
და მაინც,არის ამ ორ შორის რაღაც იდუმალება,უხილავი ძაფი!
დარწმუნებული ვარ ყველაფერი კარგად იქნება!

ძალიან დიდი მადლობა, გრაფინია! kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent