შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეგიყვარე და ვერ დაგივიწყე (სრულად)


17-11-2017, 23:49
ავტორი tatiachelo
ნანახია 10 524

ბათუმის სანაპიროზე არსებულ კაფეში გაჟღერებულ "შევეჩვიე ლანდებს" ღიმილით აყოლებს ტანს, ტექსტსაც თავისდა უნებურად ჩუმად ღიღინებს . ქერა თმა მარცხენა მხარეს გადაიყარა და ბარმენის მიერ მიწოდებული რამდენიმე ჭიქა ვისკი სინზე დადო. ნაზი მიხვრა მოხვრით გაემართა კუთხეში მდგომი მაგიდისკენ. შეკვეთა, რომელიც ამ მაგიდასთან მსხდომმა ბიჭებმა, რამდენიმე წუთის წინ მისცეს ადგილზე მიიტანა. უკან გამობრუნებულს მისმა თანამშრომელმა ჩაავლო მკლავში ხელი.
-ინა ბოლო მაგიდასთან მყოფ მამაკაცს დევილ სპრინს ვოდკა სურს.. ამბობ გაოგნებული სახით. -მე მივდივარ, იკას უნდა შევხვდე და შენ მიუტანე. მხიარულად მავალებს მის საქმეს.
-გიჟია? ვეკითხები დასერიოზულებული.
-ალბათ. მხრებს იჩეჩავს ნინა და მე იმდენად შევეჩვიე ლანდების ღიღინით მიემართება თანამშრომლების ოთახისკენ.
ინა თითისწვერებზე იწევა, რათა იმ გამაოგნებელ ადამიანს მოკრას თვალი ვინც ამ სასმელს დალევს, მაგრამ ხალხმრავლობის გამო ვერ ხედავს. ტუჩებს ბრიცავს და ბარმენს უმეორებს მოთხოვნილ სასმელს.
-ღადაობ ინა ? პირს აღებს დიტო.
-არა. თავს აქნევს უარის ნიშნად.
-ვინ მოითხოვა ?
-ბოლო მაგიდასთან მჯდომმა.
-აუუ არ ჩანს. უკმაყოფილოდ კრავს წარბებს.
-მიდი ჰე ჩამოასხი. დაინტერესებულ ბიჭს ხელით ანიშნებს, რომ სასმელი ჭიქაში დაასხას.
-აჰა წაუღე. ჭიქის თვალმოუცილებლად ამბობს და ნერწყვს მძიმედ ყლაპავს.
მუსიკა კვლავ მეორდება და დინამიკებიც თავიდან იწყებს იგივე სიმღერის გაჟღერებას. ხალხი ცეკვას განაგრძობს, ინა კი ხალხს უვლის გვერდს მაგიდასთან, რომ მიაღწიოს. მრგვალ მაგიდასთან მჯდომი ბიჭის დანახვა და ინას ხელიდან ჭიქის გავარდნა ერთია. მისთვის ყველაფერი ჩერდება, სიმღერის ერთადერთი დაჭერილი ფრაზა ჩაესმის " ვიცი არ უნდა გამეშვი" რომელიც სულს აცლის სხეულიდან. თვალებში ცრემლები უდგება და ბიჭის გვერდით მოკალათებულ შავგვრემან გოგოს ტუჩის კუთხეში ირონიულად გამოსახული ღიმილით აშტერდება. რამდენიმე წამიანი ყურების შემდეგ მზერა ისევ მამაკაცზე გადააქვს, რომლის შავ თვალებში სრული სიცარიელეა. ყელში გაჩხერილ ნერწყვს სასულეში აგორებს, მუხლებზე დგება რამდენიმე ნაწილად გატეხილ ჭიქას ხელის გულზე ფრთხილად იგროვებს და იმ ტკივილის ჩახშობას ცდილობს რასაც ახლა გულის არეში გრძნობს. ბიჭიც იხრება რათა ინას ხელში მოთავსებული ნამსხვრევები გამოართვას, მაგრამ გოგო სწრაფად დგება და უკან მიუხედავად მიდის. მამაკაცი წელში იმართება და მიმავალს თვალს აყოლებს.
-დიტო მე გავალ რა ცოტახნით. ცრემლს იწმენდს და ხელში მოთავსებული ჭიქის ნამსხვრევებს იქვე დაკიდებულ ურნაში აგდებს.
-წადი სახლში თუ გინდა მოვიდა ლიკა და შეგცვლის.
-მართლა? ამღვრეულ თვალებს ანათებს ბიჭს.
დიტო ანერვიულებული ათვალიერებს წინ მდგომს.
-ინა ხო კარგად ხარ? კაფეს თვალს ავლებს და ტირილის პირას მყოფ, სევდიან გოგოს ხელს მკლავზე ადებს.
-კარგად ვარ არაფერია. ჩამოფხატულ თმებს უკან იყრის, ჩანთის ასაღებად ოთახში შედის და კაფესაც მალევე ტოვენს.
გარეთ გასული სუფთა ჰაერს ღრმად ისუნთქავს. სანაპიროს თავდახრილი, ნელი ნაბიჯით მიუყვება. ქარი თმას უწეწავს ,ზღვის ბობოქარი ხმა ახშობს მის ჩუმ სლუკუნს, რომელსაც ცრემლების დრო და დრო თვალიდან ცვენა და ასე უგზო-უკლოდ დაკარგვა მოჰყვება.
რამდენიმე წუთიანი სიარულის შემდეგ, გვერდით მანქანა უდგება საიდანაც, უცნობი ბიჭის ხმა ესმის.
-ჩაჯექი.. გაგიყვან სადაც გინდა. ინა ყურადღებას არ აქცევს, უცნობი ბიჭის უაზრობას და გზას ჩვეულებრივ აგრძელებს.
-შენ გეუბნები. ტონს უწევს ახალგაზრდა ყმაწვილი, ავტომობილიდან სწრაფად გადმოდის და გოგოს წინ უდგება. გაოგნებული ინა სიტყვის თქმასაც ვერ ახერხებს, შეშინებული და დამფრთხალი უკან სვლას იწყებს.
-სამ წამს გაძლევ აქედან, რომ აორთქლდე. ნაცნობი ხმის გაგებისას უკან ბრუნდება და ნახშირივით შავ თვალებს აჩერდება. მამაკაცი სევდიანად უღიმის, სიგარეტის კვამლს პირიდან უშვებს, ნამწვავს ძირს აგდებს და ფეხს ადგავს, ჩაქრობის მიზნით.
-როგორც ჩანს ვერ გაიგე რა გითხარი. ცალ წარბს წევს და დაბნეულ ბიჭს უახლოვდება. სწრაფი მოძრაობით არტყამს შეკრულ მუშტს სახეში და დაცემულს ზევიდან ექცევა. რამდენიმე დარტყმის შემდეგ გოგონას სიტყვები აჩერებს.
-გეგა გეყოფა. ჩამწყდარი ხმით ძლივს ამბობს. -გეყოფა... მორჩი... აკანკალებული ცრემლებს ვერ იკავებს.
მამაკაცი ინასთან მიდის და ძლიერად იხუტებს თავის სხეულზე. უცნობი ბიჭი ფეხზე გაჭირვებით დგება, მანქანაში ჯდება და ჩაწეული ფანჯრიდან თავს ყოფს.
-არ შეგრჩება. ემუქრება მამაკაცს, რომელიც იმ წამს მთლიანდ მოწყვეტილია სამყაროს.
-წადი შენი. ჩუმად ამბობს და თვალს აყოლებს მიმავალ მანქანას. ინას მონიტორულად უსვამს ხელს თმებზე, ამ მოქმედებით მის დამშვიდებას ცდილობს.
ყველაფერი ერთდროულად აირია გოგოს გონებაში შიში, გაოცება, მონატრება, წყენა, სინანული. ლოგიკურად აზროვნების უნარიც აღარ გააჩნდა. მონატრებულ სითბოსა და სურნელს ვერ ცილდებოდა.
-ისევ ისეთი ხარ.. გაღიმებულმა უჩურჩულა ყურში.. ისევ ისეთი მტირალა. გულიანად გაიცინა წარსულის ფრაგმენტები, რომ ამოუტივტივდა გონებაში.
ინასაც გაახსენდა გეგას მიერ პირველად ნათქვამი მტირალა.
***
-გეგა სად ხარ? ტელეფონში ჩაყვირის გაბრაზებული.
-სანაპიროზე ვართ ბიჭები ლუდს ვსვავთ. პასუხს სწრაფად ცემს დასმულ კითხვაზე. -შენ სად ხარ? უმეორებს შეკითხვას.
-ბიჭებში ეგ გოგოც შედის შენ წინ, რომ არის გადაჩხლართული? ამ კითხვის დასმას სულაც არ აპირებდა, მაგრამ წამოცდა და თავიც გაყიდა. როგორც კი ეს ფრაზა გეგამ ყურებში შეუშვა, გონებაში გადახარშა და ტვინამდეც მიიტანა მაშინვე ხარხარი დაიწყო.
-მოიცა მითვალთვალებ? სიცილით წამოდგა ფეხზე და აქეთ-იქით დაიწყო ყურება.
-ანუ ბიჭებში არ შედის? ინას სიბრაზე პიკს აღწევს
-ვინ? ისევ აგძელებს სიცილს
-ის კა... თავის შეკავება მოასწრო და სიტყვის დასასრული შეცვალა.. - ის გოგო
-ეჭვიანობ ტო! ბედნიერებისგან აღარ იცის რა გააკეთოს. ტელეფონში გაბმული სიგნალის ხმა ისმის.. -ალო ინა. ჩაყვირის უკვე გათიშულ მობილურს.
-ხო. უკნიდან ესმის გოგონას მისუსტებული ხმა და უკან ტრიალდება -ვეჭვიანობ. ლოყაზე ჩამოვარდნილი ცრემლი ბიჭს, რომ არ დაანახოს თავს ძირს ხრის და ვითომ შეუმჩნევლად იწმენდს მკრთალ, წყლისებრ ბურთულას.
გეგა ყურებამდე გაღიმებული უმზერს ათიოდე ნაბიჯში მდგომ ქერათმიან ფერიას.
-შეგიყვარე. რამდენიმე წამიანი დუმილის შემდგომ ამბობს და სლუკუნი უვარდება. ცრემლები უფრო მეტად ვარდება მისი თვალებიდან და გულიც გამალებით უცემს. -მე შენ შეგიყვარე. იმეორებს მტკიცედ და თვალის გასწორებასაც ვერ ბედავს ბიჭისთვის. გეგა სირბილით მიდის გოგოსკენ და მის სხეულზე აკრავს. გაბედნიერებული ხვევს წელზე ხელებს და საფეთქელზე კოცნის. ინა ისევ ტირის და სლუკუნს ვერ წყვეტს.
-ჩემი მტირალა ინა ხარ. უფრო მეტად იკრავს გულზე. -მტირალა ინა. ეღიმება გოგოს ბავშვურობაზე.
***
-მე აღარ ვარ ისეთი. მისუსტებული ხმითა და გულის ტკივილით ამბობს და ბიჭს ცილდება. გეგას სიცილი სახეზე აშრება, ინას შემხედვარე.
-არ დაგვიწყებივარ ხომ ასეა? თვალებში დაჟინებით აშტერდება, რომ პასუხი იპოვოს.
-შენ? ახლა ინა აშტერდება მის წინ მდგომს.
-როგორ ფიქრობ? თავს გვერდით ხრის.
-გვიანია მაგაზე ფიქრი.
-როგორც ყოველთვის არც ახლა მომისმენ.
-მოსმენას აზრი არ ააქვს. არ უნდა წასულიყავი და მორჩა. ტონს უმატებს და რამდენიმე წამი ფილტვებში ჟანგბადის მიწოდებას წყვეტს.
-ხო არ უნდა წავსულიყავი. თავს დამნაშავესავით ხრის. -შენ არც გაგიჩერებივარ. ნაწყენი შეყურებს ერთ ადგილზე მიყინულ გოგოს.
-შენც კარგად იცი, რომ არ დაგაკავებდი. თმას ყურს უკან იწევს და გზას აგრძელებს.
-ვიცი. დანანებით ამბობს და ინას გვერდით უდგება.
გეგას გონება ორი წლის წინანდელ სიუჟეტს ამეორებს და ღიმილი ესახება.
****
-ღამის ბათუმი იმაზე ლამაზია ვიდრე ღამით ვარსკვლავები. აბობოქრებული ზღვა, თავისი პატარა და ლამაზი კენჭებით. მთვარის მოცეკვავე ანარეკლს ზღვის ტალღებზე გაფენილს ვხედავთ და სრულ აბსტრაქციაში ვხვდებით. ყველაფერი ბათუმისეულია რაც მარტივად ზღვისებრს გულისხმობს. აქ ყველაფერი ცვალებადია, როგორც ზღვა ქარის, წვიმის, მზისა და თოვლის დროს. ღიმილით ამბობს ინა და კენჭს ზღვაში აგდებს. გეგა ინტერესით უყურებს გაღიმებულ, უკვე თავისად წოდებულ გოგოს.
-შენთან, რომ ვარ მინდა დედამიწა გაჩერდეს. ბიჭს თავს მხარზე ადებს და თვალებს ხუჭავს. გეგას ეღიმება, გოგოს გაყინულ ხელს იღებს და ხელისგულზე კოცნის.
-ინა, არ წახვიდე.. აქ დარჩი.. სულ ჩემთან. სევდიანი თვლებით აცქერდება თავის ფერიას.
-ჯერ ხომ არ მივდივარ. ოქტომბერში მეწყება სწავლა, იქანდე კიდევ ერთი თვია. უცინის ბიჭს.
-მაგრამ მაინც წახვალ ხო ასეა? თვალს არიდებს ინას და ზღვის ჰორიზონტს გაჰყურებს.
-ხო. ჩუმად ამბობს.
-გასაგებია. თავს ხრის და ფეხზე დგება.
-აღარ დამელაპარაკები? მომლოდინე თვალებით უყურებს.
-დაგელაპარაკები ინა.. უღიმის გოგოს და ფეხზე წამოდგომაში ხელს აშველებს. -მომენატრები თბილისში, რომ წახვალ.
-მეც მომენატრები. თავის თეთრ კეტებს აშტერდება.
-ვიცი. იღიმის გეგა. -მე შემიყვარდა ერთი თბილისელი გოგო. ეცინება ბიჭს და გოგოს ეხუტება.
-მე კი ბათუმელი ბიჭი. კისკისებს ინა.
***
-შენი გაცილება არ მინდა მეთვითონაც მივალ სასტუმრომდე. ფიქრებიდან გოგოს ხმას გამოყავს.
-რაა?
-არ მინდა შენი გაცილებათქო. უმეორებს კიდევ.
-მე მინდა სამაგიეროდ. ცალ წარბს წევს და მკაცრი მზერით დაცქერის თავისზე დაბალ გოგოს. -კარგად იცი შუა ქუჩაში, რომ არ დაგტოვებ.
-უკვე აღარაფერი ვიცი. თავს აქნევს და გზას აგრძელებს.
-არ მეგონა ბათუმში თუ იქნებოდი. სიგარეტის კოლოფს ჯიბიდან იღებს, ორ ღერს ასრიალებს ერთს ტუჩებში იდებს, მეორეს ყურზე იმაგრებს და კოლოფს ისევ ჯიბეში აბრუნებს.
-რატომ?
-არ ვიცი. მხრებს იჩეჩავს და მზერას გოგოსკენ აპარებს.
-არც მე მეგონე ბათუმში.
-ორი დღის წინ დავბრუნდი. ნერვიულად ისვამს მოზრდილ წვერზე ხელს. -შენ ისევ მიდიხარ? თვალებს აწვრილებს გეგა.
ინა თავს აქნევს თანხმობის ნიშნად და სასტუმროს წინ ჩერდება.
-ოქტომბერში?
-თვის ბოლოს.
-გაიზარდე. ეღიმება გეგას და გოგოს შუქის განათებაზე უკეთ ათვალიერებს.
-ორი წელი გავიდა. ბრაზით ამბობს..
სასტუმროსკენ მიდის როცა გეგას მკლავში ჩაკიდული ხელი აჩერებს.
-დამშვიდობება დაგავიწყდა. სწრაფად კოცნის ლოყაზე და ადგილიდან ქრება. დაბნეული ბრუნდება სასტუმროსკენ და აფორიაქებული გულის დამშვიდებას ცდილობს. თავის ოთახში ასული დივანზე ჯდება და წარსულის გახსენებაზე უაზროდ ეღიმება.
ყვეფაფერი ერთ ჩვეულებრივ დღეს დაიწყო. ინას ნატვრა აუხდა და იმ ზაფხულს პირველად ჩავიდა ბათუმში, თავის ბიძაშვილთან ერთად.
-ნენე.. ყვირილით შეუარდა ოთახში მძინარე გოგოს.
-რა ხდება? დაფეთებული წამოჯდა საწოლზე და თვალების წმენდა დაიწყო.
-სამსახური ვიშოვე ნენე.. ყვირილით ამბობს და ერთ ადგილზე იწყებს ხტუნავს.
-შეგახსენებ, რომ აქ დასასვენებლად ჩამოვედით. ფეხზე დგება უკმაყოფილო სახით და ფარდას წევს.
-ხო იცი ასე უსაქმურად პლიაჟზე წოლას მუშაობა მირჩევნია, ამიტომ ამ სამ თვეში ჩემს თავს მე მივხედავ. იღიმის ბედნიერი და გარდირობში იწყებს ქექვას. -ჩემი შავი მაისური იაპონური წარწერით ხომ არ იცი სად დევს?
-სკამზე გაქვს გადაკიდული. მთქნარებით პასუხობს. -სად დაიწყე მუშაობა?
-დღეს დილით, რომ გავედი სასეირნოდ კაფეში შევედი ყავის დასალევად და კედელზე გაკრულ განცხადებას მოვკარი თვალი. ხო და დაველაპარაკე მენეჯერს და ამიყვანა. გახარებული იქნევს ხელებს და იცინის.
-სულ გადაირიე. თვალებს ატრიალებს ნენე. -ანუ თბილისში არ ბრუნდები სწავლის დაწყებამდე?
-მასე გამოდის. მხრებს იჩეჩავს და შავ მაისურს იცმევს.-ნენე გავიქეცი მე კაფეში ახლა საქმიანი გოგო ვარ. ნენეს ხელს უქნევს და ოთახიდან კისკისით გადის.
კაფეში მისულს ნერვიულობისგან ხელები უკანკალებს.
-გამარჯობა. შენ ახალი ხარ ხო? უღიმის ბართან მდგომი წაბლისფერ თვალება ბიჭი.
-კი. თვალებს აქეთ-იქით აცეცებს.
-მე დიტო ვარ. უცნობი ბიჭი ხელს უწვდის ჩამოსართმევად.
-ინა. ხელს ართმევს ღიმილით.
-წამო გაგაცნობ თანამშრომლებს. წინ უძღვება დიტო და თანამშრომლების ოთახში შედის. -ნინა გაიცანი ახალი თანამშრომელი ინა.
-გამარჯობა უღიმის შავთმიანი გოგო.
-ხო ეს თიკაა რომელიც ახლა უნდა შეცვალო. ქერათმიან გოგოს ხელს ხვევს და თავზე კოცნის. -ჩემი შეყვარებულია. იცინის დიტო
-საცოლე.. ბრაზით ამბობს და მკლავში ჩქმეტს ბიჭს.
-აღარ მომყავხარ ცოლად. ნატკენ ადგილს იზელს და უკმაყოფილოდ უმზერს მაინც საყვარელ გოგოს.
-შენ არავინ გეკითხება. ხელს კრავს და გაღიმებულ ინას ესალმება. -არ მოგვაქციო ყურადღება ჩვენ სულ ასე ვართ. უცინის მორცხვად მდგომ ინას.
-წამო. ნინა ხელს მკლავში კიდებს და ოთახიდან გაყავს. -დიტო შენც მალე გამოდი დარჩა ხალხი უსასმელოდ. მიაძახა უკან მიუხედავად. -მოკლედ ეს სინი და ესეც მაგიდები. მალე შეეჩვევი.
-დიდი ხანია აქ მუშაობ?
-ორი წელი იქნება. ჩაფიქრებული ამბობს და იმწამს შემოსულ ცისფერთვალება ბიჭს აშტერდება . ნინას გარდასახვა შეუმჩნეველი არ რჩება ინას.
-ვინაა ის ბიჭი?
-ჩვენი ხშირი კლიენტი და ამ კაფის მფლობელი. ამბობს უემოციო სახით.
-გიყვარს?
-კი. სწრაფად ამბობს, მაგრამ როცა უფიქრდება თავის სიტყვას მერე ასწორებს. -არა რასამბობ. ნერვიულად იქნევს ხელებს უარის ნიშნად. - არ მიყვარს. დამნაშავესავით ხრის თავს.
-რა არ გიყვარს? ესმის ის საოცარი ხმა და სწრაფად ბრუნდება მისკენ.
-ბატონო ირაკლი მე. იბნევა ცისფერი თვალების გადაყრისთანავე.
-ცისფერი თვალები. ეშმაკურად იღიმის ინა. -იცოდით, რომ ცისფერი თვალები არ უყვარს ნინას?. ვითომ აქ არაფერიო ისე ამბობს.
-მართლა? თვალებში სხივ გამკრთალი, მოღუშული ბრუნდება გოგოსკენ. -ცისფერი თვალები არ გიყვარს? თავის ცისფერ თვალებს აშტერებს ჩვეულებრივ თაფლისფერ თვალებს.
-ხო. ჩუმად ამბობს გოგო და ინას დაბნეული აშტერდება.
-ხოოო?. თავს ხრის ირაკლი. -მეც არ მომწონს თაფლისფერი თვალები. ცალ წარბს ზევით წევს და პირდაღებულ ორ გოგოს კმაყოფილი უვლის გვერდს.
-საზიზღარი. თვალს აყოლებს ნინა მიმავალ მამაკაცს. ინას ეცინება მის შემხედვარე, მგვალ პატარა სინს ხელში იღებს და შეკვეთის მისაღებად ერთ-ერთ მაგიდასთან მიდის.
ღამის ათზე ამთავრებს მუშაობას, თავის თანამშრომლებს ღიმილით ემშვიდობება, ჩანთას ხელში იჭერს, კაფის კარს აღებს და კაფეში შემომავალ უცნობ ბიჭს გვერდის ავლის მაგივრად პირდაპირ ეჯახება.
-ბოდიში. ამბობს და უცნობს გვერდს უვლის.
-არაუშავს. უცნაურად დაჰყურებს თავისზე დაბალ გოგოს, რომელიც ისე გადის კარიდან მას არც კი უყურებს. მამაკაცი როცა ძირს დავარდნილ ტელეფონს ამჩნევს მაშინვე ხელში იღებს და უცნობ გოგოს უკან ედევნება. ჩუმად მიყვება უცნობს ..გოგონას კეტები ხელში უკავია და ზღვის ნაპირს მიუყვება, ყოველი ცივი წყლის შეხებაზე კისკისებს და სრულიად სხვა სამყაროში გადასულს პირველად სურს რაიმე სიგიჟის ჩადენა. ჩანთას ტალღებისგან მოშორებით დებს, კეტებსაც იქვე აწყობს და ზღვისკენ მთელი სისწრაფით სიცილით მიექანება. მამაკაცს ამ გიჟი გოგოს დანახვისას სახეზე ღიმილი ედება, ღიმილი კი სიცილში გადასდის ზღვიდან ამოვარდნილ სიცივისგან აკანკალებულ არსებას, რომ უყურებს. სიცილის გაგებისას ინა თავს აბრუნებს და უცნობს გაკვირვებული შეჰყურებს.
-შენ ?
-ტელეფონი დაგივარდა წეღან. დაბნეული იშვერს ხელს კაფის მხარეს და ტელეფონს მარცხენა ხელით აწვდის.
-უი მადლობა. მობილურს ართმევს და ჩანთაში დებს. ბიჭი მაიკას იხდის რაც გოგოს აბნევს -რას აკეთებ? თვალებ გაფართოებული ათვალიერებს ბიჭის სხეულს.
-ჩაიცვი. თავის თეთრ მაიკას გოგოს უწვდის. -გაცივდები მასე. თავით ანიშნებს სველ ტანსაცმელზე. რობოტივით დაპროგრამებული ართმევს სასიამოვნო სუნით გაჟღენთილ მაისურს და სველ ტანისამოსზე იცმევს.
ბიჭი იღიმის.
გოგო წითლდება.
-მე გეგა ვარ.. თავს ხრის და ქერას აჩერდება.
-მე ინა. თვალს უსწორებს უკუნით შავ თვალებს და მასში იძირება.
-პირველად ვარ ისეთ მდგომარეობაში, რომ არ ვიცი გოგოს რაზე ან საერთოდ რა ველაპარაკო. ნერვიულად ისვამს თავზე ხელს და უხერხულად იღიმის..-კაფეში რომ დაგპატიჟო ძაან ბანალური იქნება? წარბს ქვემოდან აპარებს მზერას.
ინას ეცინება.
-მოდი იყოს ყველაფერი ჩვეულებრივზე ჩვეულებრივად და ნუ გავბანალურდებით.
-ანუ? თვალები ენთება ბიჭს.
-წამო. ჩანთას და კეტებს იღებს და სანაპიროს მიუყვება.
-რა უცნაური ხარ. წარბ შეკრული ამბობს და გონებაში სასაუბრო თემას ეძებს.
-თბილისელი ხარ ხო?
-კი
-პირველად ხარ ბათუმში?
-აჰამ
-მოგწონს?
-ლამაზია
-ხო ჩვენ ზღვა გვაქვს. ამაყად ამბობს და გამარჯვებული მზერით უყურებს გოგოს.
-ჩვენც გვაქვს.
-ხელოვნურია. ტუჩის კუთხეს ტეხს.
-მერე რა. ხო გვააქვს და.
-კაი ხო. ეღიმება გოგოს ჩაჯინებაზე.
-შენ ნამყოფი ხარ თბილისში?
-კი. დედაჩემი 10 წელია უკვე იქ ცხოვრობს. მე კი ვერ დავტოვე ბათუმი.
-რატომ?
-არ შემიძლია. თავს ხრის უღონოდ. -შენ დატოვებდი თბილისს?
-არ ვიცი. მხრებს იჩეჩავს. - არ გცივა ? შორტით მყოფს გახედა
-არა . უღიმის -შენ გცივა როგორც ჩანს.. კანკალებ.
-ხო.. აი აქ არის ჩემი სასტუმრო. თეთრი შენობის წინ ჩერდება.
-ადი თორე გაცივდები.
-კი მაგრამ მაიკა?
-გეცვას..შენ ჩემზე მეტად გიხდება. უცინის აკანკალებულს.
***
ფიქრებიდან გამოსულს შინაგანი სიცარიელე თრგუნავს. ცრემლს იწმენდს, თვალებს ხუჭავს და მალევე ეთიშება სამყაროს.
მეორე დღეს იმისდა მიუხედავად, რომ არ მუშაობს კაფეში მაინც მიდის ამჯერად კლიენტის სტატუსით.
-დიტო რაიმე ისეთი დამისხი რაც გამთიშავს.
-ინა ხო კარგად ხარ?
-გადასარევად. უღიმის თავის ნათქვამში, რომ დაარწმუნოს.
-კონიაკი?
-იყოს. ნინა არ არის ააქ?
-თავისმა საქმრომ წააბრძანა სადღაც. ამბობს უემოციოდ, ორ ჭიქა ვისკს დებს ინას წინ და ერთს თავად იყუდებს.
-შენ რაღა გჭირს? წარბებს კრავს და მწარე სითხეს სვავს.
-თიკამ გამომაგდო გუშინ სახლიდან.
-რატო?
-ამ ორსულობის დროს სუ აურია. შოკოლადის მიტანა დამავიწყდა გუშინ და სახლშიც არ შემიშვა გავათენე ღამე აქ.
-შენც კარგად ხარ რა. ხელი აიქნია და ლიკას დანახვისთანავე გაეღიმა.
-ინა არ ისვენებ გოგო დღეეს?
-კი და დღეს უნდა დავლიო. ეცინება გოგოს თვალების ატრიალებაზე. -დიტო დაასხი მიდი დავლიოთ.
-მე მეტს ვეღარ დავლევ ინა. აგე ამთავრებს ცვლას ლევანა და დაგიჯდება ეგ მსმელად. თვალს უკრავს ლევანს და ხელით ანიშნებს მოდიო.
-რამე ხდება? ღიმილით ავლებს თვალს კაფეში მსხდომ ხალხს.
-მშვიდობაა და სოლიდარობა. ამშვიდებს ინა . -ლევან მიდი რა გამოიცვალე და გამო დავლიოთ.
-რა ჭირს ამას ე? ინა შენ მეუბნები დავლიოთო? რამე ხდება და არ ვიცი? რას მიმალავთ? შოკში მყოფი ლევანი დიტოს უყურებს.
-ხდება ხოლმე საოცრებები. იცინის დიტო. -აი მოვიდა გიგი.
-რავახართ სასტავი? გაკრეჭილი შემოდის ახალგაზრდა ყმაწვილი.
-არაგვიშავს რა . ინა თავს აქნევს აქეთ-იქით.
-წავალ გამოვიცვლი და შევუბეროთ ინაჩკა. ღიმილით გადის ლევანი, უკან კი გიგი მიყვება.
-უკან მაგიდასთან მსხდომი ერთ-ერთი ბიჭი გიჟია. პირს აღებს ლიკა, გაოცების ნიშნად. დევილ სპრინგს ვოდკას ითხოვს.
ინას ჟრუანტელი უვლის, სხეული ეძაბება და გონება ეთიშება. დიტოს მიერ იმ წამს დასხმულ კონიაკს იყუდებს და ლიკას უბრუნდება. -მე მივუტან.
დიტო სინზე დებს სითხით გავსებულ მინის ჭიქას და იმ ბიჭისკენ იხედება ვინც ეს შეუკვეთა. -ინა ის.. ყვირის მაშინვე, როგორც კი ბიჭს ხედავს.
-ვიცი დიტო. სევდიანად უღიმის გაოცებულ ბიჭს -დაბრუნდა. სინს იღებს და გეგასკენ თავ აწეული მიემართება. მაგიდასთან მსხდომ ორ ბიჭსაც ავლებს თვალს, რომლებიც ორი წლის წინ უზომოდ შეიყვარა.
-აი ინებეთ. ღიმილით დებს ჭიქას მაგიდაზე.
-ინაჩკა. გოგოს დანახვისთანავე ფეხზე ხტება შავგვრემანი ბიჭი და მაშინვე ეხვევა. გეგას ეღიმება და თვალებში გამოსახული ჭინკები მაშინვე უხტის. -როგორ მომენატრე ინა. ბიჭისგან ნათქვამი ინა ძალიან ეუცნაურება.
-გადი ლუკა იქით მეც მანახე ეს გოგო. ხელს კრავს ქერათმიანი და ახლა ის ეხვევა მონატრებულ მეგობარს . -მოიცა სასმლის სუნი გაქვს . დალიე გოგო? ეცინება ბექას და შერცხვენილ გოგოს თითს ცხვირზე კრავს.
-ხო ცოტა. უღიმის მათი ნახვით ბედნიერი .
-დაჯე რა. ლუკა ხელს ხვევს და თითქმის ძალით სვავს სკამზე. ლევანიც სწორედ ამ დროს ჩნდება ინას გვერდით და თითქოს განაწყენებული დაცქერის.
-იპოვე ხო მსმელი პადრუგები და გადამაგდე.
გეგა ალმაცერად ათვალიერებს მისთვის სრულიად უცნობ ბიჭს და ის აუტანელი გრძნობა ეუფლება რასაც ეჭვიანობა ქვია.
-გადაგაგდო. მკაცრად ამბობს და თვალს ინას უსწორებს.
-არა რა გადაგაგდო.. ლუკა სიცილით ცდილობს გეგას სიტყვის გამოსწორებას და დაძაბულობის განმუხტვას. -შემოგვიერთდი შენც.
-ლიკა ოთხი ჭიქა ვისკი მოგვიტანე. მათთან მისულ გოგის ინა აძლევს შეკვეთას.
-ხუთი. უსწორებს გეგა
-ხო ხუთი . ტუჩის კუთხეს ტეხავს და ბიჭებს უბრუნდება. -ორი თვია აქ ვარ მარა ვერც ერთი ვერ გნახეთ.
-თბილისში გადმოვსახლდით. უღიმის ბექა და გეგას გააფთრებულ გამოხედვაზე შიში იპყრობს. ლიკას შეკვეთილი სასმელი მიაქვს და მაგიდაზე დებს. -ინა ბევრი არ მოგივიდეს. სიცილით აფრთხილებს.
-თუ რამე აქ ვარ. იღიმის ლევანი და ინას ხელს ხვევს.
გეგას სახე ეცვლება, ფეხზე დგება, ინას ხელს კიდებს და კაფიდან გაყავს.
-რას აკეთებ? გაცოფებული უყურებს მშვიდად მდგომ, ხელებ გადაჯვარედინებულ გოგოს.
-ახლა? ინა თავისი უემოციობით საერთოდ აგიჟებს ბიჭს.
-ხო აი ახლა. რა ჯანდაბა ხდება იმ ბიჭთან? ან საერთოდ ვინაა? ხელებს ჰაერში იქნევს.
-მოიცა ახლა შენ რაიმის ახსნას მთხოვ? წარბებს ზევით წევს და მზერას შეშლილივით აქეთ-იქით მოსიარულე მამაკაცს ავლებს.
-მოვითხოვ. ცალ წარბს წევს და ინასთან ახლოს მიდის.
-მოთხოვნის არავითარი უფლება არ გაქვს. ისე ამბობს ბიჭს ზედაც არ უყურებს.
-წყობილებიდან ნუ გამოგყავარ. ტონს უმატებს. -წესიერად მოიქეცი გიჯობს. გამაფრთხილებლად უქნევს საჩვენებელ თითს.
-არაწესიერს არასოდეს არაფერს არ გავაკეთებ. თვალს უკრავს და კაფეში ამაყად შედის.
დახურულ კარს ბრაზით უყურებს. დასამშვიდებლად სიგარეტის კოლოფს შარვლის უკანა ჯიბიდან იღებს, ერთ ღერს აცურებს, სანთებელას უკიდებს და ნაპასს არტყამს. ზღვისკენ გახედვისას თვალებში ზიზღი ესახება. თავს უღონოდ ხრის, ხმადაბლა იკურთხება, სიგარეტს აგდებს და კაფეში გიჟივით შედის.
-მე შენ განახებ ჩემი გაგიჟება, როგორ უნდა. მოკისკისე ინას დანახვისას ჩუმათ ამბობს და მასზე თვალმოუცილებლად იკავებს თავის ადგილს. ლიკას ხელით ანიშნებს მასთან მისვლას და სანამ ის კითხავს თუ რა უნდა მანამდე თავად ასწრებს. -ორმაგი ვისკი.. გოგო თავს თანხმობის ნიშნად აქნევს და ღიმილით მიემართება დიტოსკენ.
ბიჭები ფეხბურთზე იწყებენ ლაპარაკს...
ინა თვალებს ატრიალებს, ვისკს სვამს და ფანჯრისკენ იყურება.
გეგას მის შემხედვარე ეცინება და ლიკას მოტანილ ვისკს ართმევს. გოგონას ღიმილით ათვალიერებს, დაჟინებულ მზერას არ აცილებს მის სახეს თითქოს მისი ყურებით მონატრებას იკლავს, სხეულში დამკვიდრებულ სიცარიელეს ავსებს და ბედნიერების განცდას იბრუნებს.
-ნუ დამღალეთ ამ ფეხბურთით. ბუზღუნით მიმართავს ბიჭებს.
-ოხ აბა მოდაზე მე არ ვაპირებ ლაპარაკს.. ხელს სასაცილოდ იქნევს ლუკა და სახეს მანჭავს.
-წამო მეცეკვე. გაკრეჭილი მიდის ბიჭთან და ფეხზე აყენებს.
-აუუუ შენ უკვე კარგად დაგილევია.. იცინის ლუკა და გოგოს ხელს წელზე ხვევს.
გეგა დაწვრილებული თვალებით ადევნებს თვალს მოცეკვავე წყვილს.
ეღიმება - ინას სიცილზე.
ეცინება- გოგოს კისკისზე.
და ჭკუას კარგავს- მის ღიმილზე.
სუნთქვა შეკრული დგება ფეხზე, წყვილს უახლოვდება, ინას თავის მკლავებში იქცევს, ლუკას თვალს უკრავს და გაღიმებული ყვება მუსიკის ნელ ჰანგებს. ღრმად ისუნთქავს გოგოს ტკბილ სურნელს, რომელსაც როდესღაც თავისი ჟანგბადი უწოდა.
-იასამნის სუნი გაქვს, როგორც ყოველთვის. უფრო მეტად იკრავს გულზე.
-შენ მენთოლის. არც უყურებს ისე ეუბნება.
-ერთ დროს სხვა სურნელიც დაყვებოდა მენთოლის სუნს, იასამნის ტკბილი სურნელი. სევდიანად დაცქერის თვალებ ამღვრეულს. -მინდა ისევ იასამანი იყოს ჩემი ჟანგბადი. თმას ყურს უკან უწევს და ყურში ჩასჩურჩულებს.
-ასე მარტივად?
-ხო აი ასე მარტივად.
-ყველაფერი შენ გაართულე.
-ახლა ვაადვილებ.
-მე აღარ მინდა .
-ხომ იცი მე, რომ ვერ გამცდები? მოვკვდები და არ დაგთმობ. თვალები უწითლდება, სისხლის მიმოქცევა უჩქარდება და მთლიანად ეთიშება გონება.
-სულ გაგიჟდი. სრული სერიოზულობით ამბობს, ბიჭს ცილდება მაგიდასთან მიდის, ჩანთას იღებს, ბიჭებს ემშვიდობება და კაფეს ტოვებს. გეგა უკან მისდევს და წინ უდგება.
-შეგიყვარე ინა. მე შენ შეგიყვარე. ყვირის ხმამაღლა და იცინის.
-შენ მართლა შეიშალე. თავისივე სიტყვაში დარწმუნებული თავს აქნევს და შიშით აკვირდება ბიჭის როხროხს.
-ხო შევიშალე.. ეთანხმება გაოცებულ გოგოს და ბაგეებზე სწრაფად ეწაფება. არც მოშორდებოდა მის ფერიას ტუჩზე, რომ არ ეკბინა. კმაყოფილი სახით მოცილდა და ნატკენ ტუჩზე ენა გადაისვა. გაცოფებულმა ინამ ხელი მოუქნია და კარგადაც დაამჩნია სახეზე ხუთი თითი.
-რა ველური გამხდარხარ. საწყლად ამოიჩურჩულა, ხელი ლოყაზე მიიდო და გაბრაზებული მზერა სტყორცნა თმაგაწეწილ გოგოს.
-სიველურე მერე ნახე თუ ასე გააგრძელებ. შეუბღვირა და ზურგი აქცია.
-ინა მოიცა დავილაპარაკოთ. ისევ აედევნა სწრაფად მიმავალს.
-დამანებე თავი. სლუკუნით ძლივს ამბობს, თავს ძირს ხრის და ფეხს უფრო უჩქარებს.
-მოიცა ტირი? გაოცებული უყურებს. -გოგო გაკოცე ასეთი რა ვქენი? მკლავში ავლებს ხელს და მის წინ აჩერებს.
-ყველაფერს ასე ადვილად როგორ უყურებ ? ბრაზდება მის ფეხებზემკიდიობაზე. -ორი წელი გავიდა გეგა... ორი წელი რაც არ გამოჩენილხარ. შენ დაამთავრე მაშინ როცა ზღვა, გემი, და მოგზაურობა არჩიე. ახლა მოდიხარ და ისე იქცევი თითქოს არაფერი მომხდარა. ჩვენ აღარ ვართ ის წყვილი, რომელიც ოდესღაც ვიყავით. ყველაფერი დასრულდა . ზღვამ ჩაიტანა ის ყველაფერი რაც იყო. ახლა ბედნიერი ხარ? ყვირის გამწარებული და თავდახრილ ბიჭს ზიზღნარევ მზერას ავლებს. კმაყოფილად გრძნობ თავს შენს გემზე? ირონიულად იცინის.-გიღირდა ამად ჩემი მიტოვება? მითხარი.. რატომ ხარ ჩუმად? ცრემლს იწმენდს და გეგას თვალს არ აცილებს. თქვი რატომ დუმხარ?
-არ მიღირდა. თვალს ვერ უსწორებს ინას, ზღვისკენ სინანულით იყურება და ჩუმად ძლივს გასაგონად ამბობს. -მიყვარხარ.
****
პირველ შეხვედრას მეორე შეხვედრა მოყვა ისევ კაფეში, ამჯერად შეჯახების გარეშე. ინას დანახვაზე ისე დაიბნა შეკვეთაც ვერ მისცა. ბოლოს ძალა მოიკრიბა და გასეირნება შესთავაზა. არ ელოდა გოგოსგან უარს, მაგრამ მიიღო.
-არ შემიძლია ვმუშაობ. თვალით სინზე ანიშნებს და მოწყენილი უყურებს.
-ხო. ნირწამხდარი დგება მაგიდიდან .
-საღამოს, რომ იყოს? ჩუმად კითხულობს თითქოს ამით რაღაცას აშავებს.
-იყოს. მაშინვე ეცვლება სახე და ბედნიერი შეჰყურებს იმ ფერიას, რომლის მიმართაც რაღაც ამოუცნობი გრძნობა უჩნდება. -საღამოს გამოგივლი მაშინ. უღიმის მორცხვად მდგომ გოგოს და კაფიდან გაბედნიერებული გადის.
საათები სწრაფად გადის, ინას და გეგას შეხვედრის წამიც დგება და მათთვის ყველაფერი უფერულდება.
-ანუ საზღვაო აკადემია დაამთავრე? გაოცებული უყურებს სანაპიროზე, ქვებზე მჯდომ ჩაფიქრებულ ბიჭს.
-ხო. მეზღვაური ვარ. თაფლისფერ თვალებს ინტერესით უყურებს. -იცი რა ლამაზია ღამით გემში მყოფი ვარსკვლავებს, რომ უყურებ? იღიმის.. -პირველად როცა ნაოსნობაში წავედი და ღამის სილამაზე ვიხილე გავოცდი.. მეგონა, რომ ვარსკვლავები ცაზე კი არა ზღვაში იყო ჩაცვენილი.
-როგორია გემიდან დანახული ხმელეთი? ინტერესით უყურებს ბიჭს.
-მოსანატრებელი. ჩაიცინა და თვალი სივცეს გაუსწორა. -ზღვაში ყველაფერი სხვაგვარადაა. არაფერზე არ ფიქრობ, ერთი დინებით მიდიხარ და სრულიად ეთიშები პრობლემებს.
-მე მეშინია.
-რის?
-ზღვის.
-რატომ?
-ვერ ვიარსებებ იქ. თითს ზღვისკენ იშვერს. -მე ვერ გავძლებ მარტო.
-მგონი ვეღარც მე. ჩუმად ამბობს.
***
-არ მაპატიებ ხო? უკან არც იხედება ისე უსვამს კითხვას. -სიამაყე არ მოგცემს მაგის უფლებას, ხო მასეა? ნაძალადევად იღიმის. -ჩემს დასასჯელად გაიმეტებ შენს ბედნიერებასაც. ყველაფერს ხელს კრავ და მაგ სიამაყეს არ გადააბიჯებ.
-კარგად გაგიცნივარ. ირონიულ ღიმილს იკრავს სახეზე .
-ჩემს თავზე უკეთ. ინასკენ ბრუნდება და იმ თაფლისფერ თვალებში გამოსახულ ტკივილს, რომ ამჩნევს თვალს არიდებს.
***
შეხვედრებმა იმატა.
დრომ გაიარა.
შემოდგომაც მოვიდა და შიშიც მოიტანა.
მონატრებისა და განშორების შიშმა შეიპყრო გეგას გონება.
ღრმად დაიმკვიდრა ბიჭის გულში გოგომ ადგილი და არ უნდოდა სადმე გაეშვა მისი ფერია.
-შემიყვარდა. სიგარეტს საფერფლეში სრესს და პირდაღებულ ბიჭებს წინ უჯდება.
-მოიცა რა თქვი? ლუკა ფეხზე წამოხტა
-შემიყვარდათქო. ისევ ისე მშვიდი ტონით იმეორებს.
-ვინ ? ბექა ძლივს ახერხებს სიტყვის თქმას.
-ჩემი ფერია.. ეღიმება ინას წარმოდგენაზე
-აუ რა მოწიე მეც მომაწევინე ტო. ლუკა სერიოზული სახით გვერდით უჯდება შეყვარებულ ბიჭს.
-სიყვარული.. ხარხარს იწყებს გეგა.
-გვეკაიფები ე? ბექაც ლუკას დღეშია.
-არა. მართლა შემიყვარდა. თავს აქნევს და იღიმის. -შეყვარებული ვარ. იცინის უაზროდ და წარბებს სასაცილოდ ათამაშებს.
-სულ გააფრინა. ხელს იქნევს ლუკა და ბექას ხელის ჟეშტით ანიშნებს გაგიჟდაო.
***
სიჩუმე გაუსაძლისი ხდება.
ინა რამდენიმე წუთს უყურებს მის წინ ზურგით მდგომ ბიჭს, ჰაერს ღმად ისუნთქვს და სწრაფი ნაბიჯებით ცილდება გარემოს.
გეგა მალულად აპარებს თვალს მიმავალი სილვეტისკენ. თვალებს მაგრად ხუჭავს და გონებას ისევ წარსულში აბრუნებს.
***
ბიჭისთვის და არა მარტო ბიჭისთვის, ყველაფერი ჩვეულებრივი , არაჩვეულებრივად იქცა.
უყვარდათ, მაგრამ არ იძახდნენ.
ოთხი თვის განმავლობაში თავისდა უნებურად იქცნენ წყვილად. ურთიერთობა ნელი დინებით მიუყვებოდა გზას. არცერთი ჩქარობდა მოვლენების განვითარებას.
სექტემბერი მიილია..
ოქტომბერმა სევდა მოიტანა.
წყვილის განშორების და მონატრების სევდა.
კაფიდან გამოსულს, როგორც ყოველთვის ახლაც გაღიმებული გეგა ელოდებოდა კარებთან. ბედნიერებით აღვსილი სირბილით მიდის ბიჭთან და მთელი დღის მონატრებას ერთ ჩახუტებაში ატევს.
მამაკაცი თავზე კოცნის მის მკლავებში განაბულ გოგოს.
-რა მეშველება უშენოდ? ინას დასევდიანებული ეკითხება.. -ხვალიდან ისევ იმ რეჟიმით უნდა განვაგრძო ცხოვრება რა რეჟიმითაც ოთხი თვის წინ ვიყავი.
-არც მე მინდა წასვლა. ბიჭს ცილდება.
-ხო და დარჩი. უცინის ინას, ხელს წელზე ხვევს და სანაპიროსკენ მიდიან.
-ხომ იცი რო...
-ვიცი. აწყვეტინებს უცებ. -ხვალ რომელზე მიდიხარ?
-12ზე.
-გასაგებია.
-გეგუშ. უკნიდან მოესმათ გეგასთვის ნაცნობი, მაგრამ ინასთვის უცნობი ხმა.
-ოღონდ ეს არა. ჩუმად თავისთვის თქვა გეგამ და ნელი მოძრაობით მიტრიალდა უკან. უკმაყოფილოდ შეხედა წინ მდგომ ორ სილვეტს.
-გამარჯობა რძალო, მე ლუკა ვარ ეს კიდე ბექაა ამ ახმახის მეგობრები, ძმაკაცები და ძმები.
ინას, ლუკას ნათქვამიდან გაგონილი "რძალო" სასიამოვნოდ მოხვდა ყურში, რომელმაც გული აუჩქარა. უხერხულად გაუღიმა ბიჭებს და გეგას გახედა.
-აქ რა გინდათ? ბრაზით აღვსილმა გახედა ორ მომცინარ მამაკაცს.
-რა და.. ალაპარაკდა ლუკა მარა ვინ აცადა.
-უკან გამოგყევით. წამში ჩაუშვა ბექამ.
-ყოჩაღ. ხელები მაღლა აღმართა და ჩამშვებ ძმაკაცს მკვლელის მზერით შეხედა. -სადაც არ გეკითხებიან რას იღებ საერთოდ ხმას? შეუღრინა ბექას.
-სიმართლე ვთქვი. ვითომაც არაფერი ისე აიჩეჩა მხრები.
-ხო და ნუ იტყოდი მერე. ხელები ბუზღუნით გადააჯვარედინა.
ინას გულიანად გაეცინა.
-საკამათოდ მოხვედით? თვალები გადაატრიალა გეგამ.
-აუ ერთი შენახარ რა. ხელი აიქნია ლუკამ. -ცხრაათასჯერ გითხარით გაგვაცანი რძალითქო და რახან შენ არ მოინდომე ჩვენითვე გავიცანით.თვალი ჩაუკრა მომცინარ გოგოს. -წამო ავიდეთ შენთან და დავასველოთ ჩვენი გაცნობა .
-მე და ინას არ გვცალია. ხელი წელზე მოხვია გოგოს.
-როგორ არ გცალიათ? გულუბრყვილოდ იკითხა ლუკამ და გოგოს მიუბრუნდა -ხო გცალია რძალო?
-კი მცალია. ღიმილით დაუქნია თავი.
-ხო და გეგა არც გვჭირდება. ცხვირი აიბზუა გეგას, რომ გახედა.
-ეხლა მიგბეგვავ აქვე. ამოიღრინა განრისხებულმა.
გეგას უარისა და ჩვენ საქმე გვაქვს ლუკამ ყურიც არ ათხოვა. მაინც თავისი გაიტანა და გეგას სახლის გზას დაადგნენ.
-ყველაფერი არეული მაქვს სახლში ეს რა გამიჩალიჩე? ლუკას უჩურჩულა გამწარებულმა.
-არაუშავს. თუ უყვარხარ შენი თავზე დამხობილი სახლიანად ეყვარები. გაეკრიჭა ბიჭი და წინ მიმავალ ბექასა და ინას გვერდით ამოუდგა.
-ინა თბილისში სად ცხოვრობ? კითხა ბექამ.
-დიღმის მასივში.
-მანდ ცხოვრობს ჩემი დეიდაშვილი ლაშა ბიბილეიშვილი იცნობ?
-კი ჩემი კლასელი იყო.
-რა პაწუკა ყოფილა ტო თბილისი. ჩაფიქრებულმა ლუკამ დაასკვნა. -შენ მაგის დაც გეცოდინება.
-სესო?
-ჰო ეგ წუნკალი.
-ლუკა. დაუყვირა ბექამ
-რა გინდა ე? წარბები შეკრა ბიჭმა
-წესიერად ილაპარაკე ჩემ დეიდაშვილზე. ბექამ მალულად თვალი ჩაუკრა გეგას
-ქაჯია. თავისას აგძელებდა ისევ
-ხო და ეგ ქაჯია ყოველ ზაფხულს რო გაგიჟებს. ახარხარდა გეგა.
-მოიცა სესო გიყვარს? ინამ კითხა თავჩაღუნულ ლუკას.
-არა . იმხელაზე იყვირა ინას ლამის გული გაუსკდა. -მაგას იდიოტი თუ შეიყვარებს. ნერწყვი მძიმედ გადააგორა სასულეში.
-ის იდიოტი კი შენ ხარ. სიცილით უჩურცულა გეგამ და მხარზე ხელი დაარტყა.
სიცილ ხარხარში განვლეს დარჩენილი გზა. სადარბაზოში შესვლა და გეგას ანერვიულება ერთი იყო. ბინის გასაღები ხელის კანკალით ამოიღო ჯიბიდან და კარებს მოარგო.
-ვით ვერ გააღე ბიჭო ეგ დედააფეთქებული კარი. ლოდინით დაღლილი ლუკა კედელს მიეყრდნო.
-შეეთრიე. ბრაზმორეულმა მიმართა ძმაკაცს და ხელით ანიშნა გაღებულ კარში შებრძანებულიყო. ლუკამაც მაშინვე შეაბიჯა, უკან კი ბექა მიყვა. ინამ მორიდებით გადაადგა ფეხი და გეგას გაუღიმა. ბიჭმა ლოყაზე აკოცა, წელზე ხელი მოხვია და ასე შეუძღვა თავის სახლში.
ოროთახიანი ძველი რემონტის, სადად მოწყობილი ბინა იყო. კედლებზე ნახატები ეკიდა. მისაღებში, ფანჯარასთან მგვალი მაგიდა იდგა სადაც, რამდენიმე წიგნი იდო. ფანჯრისგან ცოტა მოცილებით ტყავის მუქი ყავისფერი დივანი იდგა, მის წინ შავი ჟურნალების მაგიდა, რომელზეც პივის ბოთლები, ჩიფსები და სიგარეტის კოლოფები ეყარა. თვალი მოავლო გარემოს და ძირს დაგდებული შარვლის დანახვაზე გეგას გახედა. ბიჭმა სწრაფად აიღო შარვალი, მის გვერდით დაგდებული მაიკაც აიტაცა ხელში და ოთახში შეიტანა. იქიდან გამოსვლისას კარი მიხურა და გოგოს გვერდით დივანზე მოთავსდა. ბექამ მაგიდა აალაგა, ლუკამ ჭიქები ჩამოარიგა და თაროდან გამოღებული არაყი ჩამოასხა.
-არა მე არ ვსვამ. ინამ ხელი დააფარა ჭიქას
-ინა წვენს დალევს. გაეღიმა გეგას, სამზარეულოში შევიდა ატმის წვენი გამოიღო და გოგოს ჭიქაში დაუსხა.
ყველა თემას მიედ მოედნენ.
ლაპარაკობდნენ მათ მომავალზე, გეგმებზე, ოცნებებზე.
გოგოს შემხედვარე გეგას ბედნიერება ედებოდა სხეულზე და იმ წუთას შეეძლო ეთქვა, რომ პირველად იგძნო სიცოცხლის არსი და იმ არსს უწოდა ინა. ის გრძნობა რაც თავბრუს ახვევდა , თავს აკარგვინებდა და გონებას უკარგავდა სიყვარული იყო. გააზრებულიც ქონდა, რომ ეს ფერია უყვარდა. მთელი სულითა და გულით შეუყვარდა უკვე თავისად წოდებული ანგელოზი.
-გეგა იმ ნახატზე შენ ხარ? გაკვირვებულმა კითხა გვერდით მჯდომს და თითი ტელევიზორის ზევით დაკიდებული ნახატისკენ გაიშვირა.
-კი. დედაჩემი მხატვარია. სურათს ღიმილით გახედა. -18 წლის ვიყავი პირველად რო დამხატა.
-ვსო გვეყო ჩვენ. ხელი დანებების ნიშნად ასწია ლუკამ . -წავალთ ეხლა მე და ბექა თორე წასვლის თავი აღარ მექნება, რამდენიმე ჭიქაში. ფეხზე წამოდგნენ ბიჭები. -დროებით რძალო.
-მეც წამოვალ ბარემ. ჩანთას დასწვლა ინა
-დარჩი. მკლავზე დაქაჩა გეგამ. -ცოტახნით მაინც. შეევედრა გოგოს. ინამ თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად.
გეგამ ბიჭები გააცილა და ისევ მისაღებში გავიდა.
-თუ გინდა გაჩუქებ. მიმართა ინას , რომელიც იმ ნახატს უყურებდა, სადაც გეგა იყო გამოსახული.
-მართლა? თვალებ გაბრწყინებულმა კითხა
-ხო. ლოყაზე უჩქმიტა და გაუცინა.
-მჩუქნი? თვალები დაჭყიტა
-არ გინდა?
-მინდა. სიხარული ვერ დამალა
-ხოდა გჩუქნი. გოგოსთან მივიდა და ჩაეხუტა.
-გეგა
-ხო
-ხომ არ დამივიწყებ? თვალებში ცრემლი ჩაუდგა
-რანაირად? შენ ხომ დაუვიწყარი ხარ. გაუღიმა თავის ფერიას.
-მეც არ დაგივიწყებ. ცხვირი გეგას ყელში ჩარგო და მისი მენთოლისა და ალკოჰოლის სურნელი ჩაისუნთქა.
-ვიცი. თავზე აკოცა ინას.
-მეძინება.
-დავიძინოთ.
-კი მაგრამ..
-არავითარი მაგრამ.. გოგო ხელში აიყვანა, თავის ოთახში, ლოგინზე დააწყვინა და ფეხსაცმელი გახადა. თავადაც გაიხადა კეტები, გოგოს გვერდით მიუწვა და ფუმფულა პლედი ჯერ ინას გადააფარა მერე თავად მიიფარა. გოგოს თავი ბიჭის გულზე ედო და მის გულისცემას განაბული უსმენდა. გეგა კი გოგოს თმაში ხლართავდა თითებს.
უცნაური იყო ყველაფერი.
აქამდე არავიზე უდარდი.
არც არავიზე უზრუნია.
არც არავინ ჰყვარებია.
ბავშვობიდან მხოლოდ ერთ ქალს აღმერთებდა და ეგეც დედა იყო. ახლა კი გამოჩდა ის ერთი, რომლის გაშვებაც არ უნდოდა.
-შემიყვარდი ინა. ჩუმად ჩასჩურჩულა ჩაძინებულ გოგოს და თვალები ბედნიერებით ავსებულმა დახუჭა.
დილით გაღვიძებულმა მძინარე ინა, რომ დაინახა გაეღიმა. გოგოს ლოყაზე აკოცა და საათს გახედა. არ უნდოდა გაეღვიძებინა, მაგრამ სხვა გზა არ ქონდა. ფრთხილად შეარხია თავისი ფერია.
-რომელი საათია? გამოფხიზლებისთანავე კითხა.
-ცხრა არის ზუსტად.
-ნამდვილად დამაგვიანდება. სწრაფად წამოხტა ფეხზე და იქვე დადებული ფეხსაცმელი ამოიცვა.
უკვე სახლიდან აპირებდნენ გასვლას ინამ რო იყვირა დამჩაო.
-რა დაგრჩა? გეგამ გაკვირვებულმა კითხა
-ნახატი გეგა. ბიჭს გაეცინა, კედლიდან ნახატი ჩამოხსნა და გოგოს გაუწოდა.
-ლამის დამრჩა.
-მერე ფეხით ჩამოვიდოდი და ჩამოგიტანდი ამ ნახატს. გაუცინა და ცხვირზე აკოცა დანაღვლიანებულს. -წამო ეხლა თორე მართლა დაგაგვიანდება.
ინას ნაქირავებ ბინაში ავიდნენ, ბარგი უკვე ჩალაგებული ქონდა, ამიტომ დრო არ დაუკარგია. მაშინვე აიღეს ჩემოდანი და დათქმულ დროზე ადრე მივიდნენ სამარშუტო ტაქსების გაჩერებაზე .
-ყოველდღე დაგირეკავ. გაუღიმა ატირებულ ინას და საფეთქელზე აკოცა.
წავიდა.
ადგა და წავიდა.
დატოვა ბათუმი და არა მარტო ბათუმი.
ცას შავი ღრუბელი მოედო.
წვიმას აპირებდა.
ზღვა ისევ ღელავდა .
გეგას უკვე მონატრება იპყრობდა.
თბილისი და ბათუმი უკვე ვეღარ დაცილდებოდნენ, ეს კი გეგამ ძალიან კარგად იცოდა.
ერთ ადგილზე გაყინული, რამდენიმე წუთი გაუნძრევლად იდგა. გონს სახეზე დაცემულმა წვიმის წვეთებმა მოიყვანა.
იქვე გაჩერებულ ტაქსში ჩაჯდა, ლუკას სახლის მისამართი უკარნახა და ფული წინასწარ მისცა.
დაორთქლილ ფანჯარას ხელი გაუსვა და ოდნავ ჩამოწია.
-აქ რო მოვწიო ხო შეიძლება? სარკეს შეხედა, საიდანაც მომღიმარმა მძღოლმა თავი თანხმობის ნიშნად დაუკრა. ჯიბიდან ამოღებული კოლოფიდან ერთი ღერი ამოაცურა, ტუჩებს შორის მოიქცია და სანთებელა გაუკიდა. სიგარეტი ისე სწრაფად ჩაწვა საჭესთან მჯდომმა თვალებ გაფართოებულმა შეხედა.
კორპუსის წინ გაჩერებული ავტომობილიდან გადმოვიდა, სადარბაზოში შევიდა, მესამე სართულზე აირბინა და კარებზე რამდენიმეჯერ დააკაკუნა.
-გამარჯობა ნანა დეიდა.. როგორ ბრძანდებით? ღიმილით მიეგება კარებში გამოჩენილ ქალს.
-ამის ხელში როგორ ვიქნები? უკან მდგომ ლუკაზე მიანიშნა და ბიჭს სახლში შეუძღვა.
-კაი რა დედა. შეწუხებული სახით გახედა მოქოთქოთე ქალს. - ნელიკოს სანახავად აღარ მიდიხარ?.
-აჰა სახლიდანაც მაგდებს. აღშფოთებულმა გახედა დივანზე მოკალათებულ გეგას. -მივდივარ. ქოლგის ასაღებად ოთახში გავიდა.. -ჭკუით იყავით არაფერი გააფუჭოთ. საფირმო ფრაზა მაინც თქვა, ჟაკეტი მოიცვა და სახლიც დატოვა.
-იკა და ნიტა სად არიან ? გეგამ თმა გაბურძგნულ ბიჭს გახედა.
-ექიმთან.
-რატო? რამე ჭირს?
-ნეტა ეგეთი რამე იმ სულელ სესილის ჭირდეს თან ჩემგან.. ჩაიბურტყუნა თავისთვის.
-რაა?
-აა არაფერი ორსულადაა უბრალოდ. გაეღიმა ბედნიერს -აზრობ? სუ რაღაც შვიდ თვეში ძმიშვილი მეყოლება.
-ვა ვა გილოცავ. გაიცინა გეგამ და ლუკას ხელი მხარზე დაუტყაპუნა.
-არაყს ხო დალევ?
-მოიტა
-ინა როგორაა? გაღიმებულმა კითხა და არყის ბოთლი ორ ჭიქასთან ერთად დადო მაგიდაზე.
-წავიდა. დანაღვლიანებულმა თქვა და თავი უკან გადააგდო.
-სად წავიდა? გაიკვირვა ლუკამ
-ჰავაიზე.. თვალები ბრაზით აატრიალა. სად წავიდოდა თუ არა თბილისში.
-მერე რა . მხრები აიჩეჩა
-სესოც ხო თბილისშია? იგივე სიტუაციაში მყოფ რომეოს წარბ აწეულმა კითხა
-ხო და მაგიტო გეუბნები გინდ თბილისში იყოს და გინდ ამსტერდამში ისევ იგივე გრძნობა მექნება რაც ახლა მაქვს მის მიმართ.. გეგა მანძილი სიყვარულს ვერ გააქრობს. არაყი ჭიქაში დაასხა და მაშინვე გადაკრა. -სესოს ზაფხულის მხოლოდ ერთ თვეს ვნახულობ, ისიც შენც კარგად იცი ჩხუბის მეტს არაფერს არ ვაკეთებთ. გაეღიმა გოგოს წარმოდგენაზე, მაგრამ იმდენად მიყვარს მის გამო ჩემს სიცოცხლეს დავთმობ. გეფიცები მართლა დავთმობ.
-ვიცი ლუკა. თვალი ჩაუკრა ბიჭს და დაცარიელებული ჭიქები არყით შეავსო.
რამდენიმე საათი ლუკასთან იყო.
ბევრი არა, მაგრამ არც ნაკლები არ დაულევია.
ასე, რომ ვთქვათ ნასვამი იყო.
სახლში ტაქსით წავიდა.
ბინაში შესულმა იასამნის სურნელი იგრძნო.
პულსი აუჩქარდა..
ტელევიზორის ზევით უკვე დაცარიელებულ კედელს გახედა და უაზროდ გაეღიმა. ოთახში გავიდა, საწოლზე მოწყვეტით დაეცა და ჭერს მიაშტერდა.
-სიცარიელე.
-სიჩუმე.
-სიცივე.
უკმაყოფილოდ გადააგდო თავი გვერდით და ფანჯარაში გაიხედა.
-ეს წვიმა ხო ამოვიდა ყელში. ბალიში აიღო და ფანჯრისკენ ისროლა.
მობილურზე ესემესი მიუიდა.
ტელეფონი ჯიბიდან ამოაცოცა, საწოლზე წამოჯდა და ინას სმს გახსნა. "ჩავედი" . უნდოდა რაიმის მიწერა, მაგრამ რამდენჯერაც ტექსტი აკრიფა იმდენჯერ წაშალა, მერე გაბრაზებულ გულზე ტელეფონი ლოგინზე მიაგდო და ოთახიდან გავიდა.
-ჩავიდა. ჩუმად დაიჩურჩულა და წყლით სავსე ჭიქა მთლიანად გამოცალა. -არც მომენატრე და არც მიყვარხარ. დამწუხრებული ჩამოჯდა სკამზე და მაგიდაზე ჩამოდო თავი. -მხოლოდ ერთი სიტყვა და ისიც ჩავედი. თვალები დახუჭა და რამდენიმე წამი სუნთქვა შეწყვიტა.
მობილურის ხმამ გამოაფხიზლა.
ოთახში შევიდა და იქვე მიგდებულ ტელეფონს დახედა.
ინა რეკავდა.
გულმა რამდენიმე დარტყმა გამოტოვა.
ხელის მარტივი მოძრაობით გადაუსვა სენსორს თითი და ყურთან მიიტანა .
-გაბრაზებული ხარ? მაშინვე მოესმა ყურმილს იქით გაბუსული ინას ხმა და როდესაც წარმოიდგინა ახლა მისი სახე გაეცინა.
-არ ვარ. საწოლზე ჩამოჯდა და ფანჯრიდან გაიხედა.
-ხარ. მკაცრად თქვა და გაჩუმდა.. გაბრაზებული, რომ არ იყო მომწერდი. რამდენიმე წამიანი დუმილის შემდეგ უთხრა.
-თბილისშიც წვიმს? სალაპარაკო თემის შეცვლის მიზნით კითხა.
-ჰო.
-ეხლა სად ხარ?
-სადარბაზოსთან. ვაიმეე. ისე იყვირა გეგა მოულოდნელობისგან ადგილზე შეხტა.
-ინა. ჩაყვირა ტელეფონში. ინა რა მოხდა?
-რას დაატარებ მაგ ძაღლს აქეთ-იქით დაჭერა თუ არ შეგილია. ან რა ჯანდაბად გინდა ეს ამხელა ძაღლი ვერ ხედავ შენი ტოლია. გაკაპასებული ინას ხმა მისწვდა ყურმილს მიღმა. გეგა ჯერ გაოცდა, მერე როცა მიხვდა რაც ხდებოდა იმხელაზე გადაიხარხარა საწოლზე გაწვა. -უზრდელი. ბოდიშიც არ მომიხადა. არა და ლამის მაგისმა ძაღლმა დამგლიჯა. აგრძელებდა ქოთქოთს.
-ინა. მოსულიერებულმა ძლივს თქვა სამი ასო.
-ლამის ფეხი მომაჭამა. ისევ იგივეს იმეორებდა აღშფოთებული.
-ინა.. მიყვარხარ. თავისდა უნებურად გულიდან წამოსული ერთი და მრავლის მთქმელი სიტყვა წამოსცდა.
-არა მართლა დამგლეჯდა, რომ არ გავწე.. რაააა?
-რაც გაიგე. გაეღიმა მის დაბნეულობაზე.
-ვერ გავიგე. ბედნიერების ნოტებით გაჟღენთილი ხმა მოესმა.
-გაიგე. გაეცინა გოგოს ეშმაკობაზე.
-კიდევ თქვი. სიცილნარევი ხმით უბრძანა
-მიყვარხარ. რამდენიმე წუთიანი დუმილის შემდეგ საპასუხო სიტყვა, რომ ვერ გაიგო ღიმილი სახიდან წაეშალა. -მოიცა შენ არაფერს მეტყვი?
-ხო.. კარებთან ვდგევარ და გააღე.
-რაა?
-გავიყინე გეგა.
-ღადაობ? სწრაფად წამოფრინდა ფეხზე და კარები რასაც ქვია გამოგლიჯა. ტელეფონი ხელიდან გაუარდა, გოგოს ხელი წელზე მოხვია და გულზე მიიკრა. -სიზმარში ვარ?
-არა. გაუცინა ინამ და ყელში აკოცა .
გეგამ ბარგი სახლში შეიტანა, კარები მიხურა, კედელს მიეყრდნო და გოგოს მიაშტერდა.
-რანაირად ტო?
-ჩემმა დამ დამირეკა და მითხრა ხვალ ჩამოვალ და წამოგიყვან მაქეთ საქმე მაქვს თაანო, ხო და მეც არ ვუთხარი ასე თავზე რო ვადგებოდი. როგორც კი ტელე გავთიშე სამარშუტო ტაქსიდან ჩამოვედი და აქეთ მომავალ მანქანას წამოვყევი. აღიარე ხო ვარ მხეცი? წარბები აათამაშა და ხელები გაშალა.
ბიჭს გაეცინა.
-ყველაზე კარგი ხარ. ისევ ჩაეხუტა მის ფერიას და შუბლზე აკოცა. -ჩემი მხეცი. გადაიხარხარა გეგამ . -მოიცა ის ძაღლი სად გაგეჩითა?
-შენს სადარბაზოსთან.
-და ის ესემესი რა იყო?
-მაინტერესებდა რას მომწერდი. მხრები აიჩეჩა და მისაღებში გავიდა.
-გავბრაზდი.
-მივხვდი. გაუღიმა წინ მდგომს. -შენი რეაქცია მაინტერესებდა, რომ დამინახავდი.
-გამიხარდა. გაუცინა ინას. -ხვალაც არ წახვიდე.
-ეგ უკვე გამორიცხულია.
-სულ სველი ხარ.
-წვიმდა.
-მიდი ოთახში გამოიცვალე, მე მანამდე ჩაის გავაკეთებ. განკარგულება გასცა გეგამ.
ინამ ჩემოდნიდან ჯინსის შარვალი და თეთრი ბრეტელებიანი მაისური ამოაძვრინა, მერე ოთახში შევიდა და სწრაფად გამოიცვალა. სველ ტანსაცმელს ხელი მოკიდა, სააბაზანოში გავიდა, იქვე მდგომ სარეცხიმანქანაში შეყარა და რეცხვის რეჟიმზე ჩართო. სამზარეულოში გასულს მოფუსფუსე გეგა შერჩა ხელთ.
-მზადაა უკვე. გაუღიმა იმ წამს შესულ გოგოს. -ეს მოიცვი არ შეგცივდეს. სკამზე გადაკიდებული თავისი სპორტული მოსაცმელი მიაწოდა.
-არ მცივა.
-შეგცივა მასე. თავისი ხელით ჩააცვა და თავზეც წამოაფარა კაპიშონი.
ჩაის სვამდნენ, თან ერთმანეთს უყურებდნენ და იმ ბედნიერებით ივსებოდნენ რასაც სიყვარული ერქვა.
-რამეს ვუყუროთ..
-მაგალითად ამას.. თვალებ დაწვრილებულმა გახედა დივანზე მჯდომ გოგოს და საშინელებათა ჟანრის ფილმი ჩართო.
-გეგა არა. მაშინვე წამოხტა ფეხზე და ტელევიზორთან დადგა. -მეშინია .
-კაი რა. გაიცინა გეგამ და ჩაცუცქულმა ახედა თავზე დამდგარ ინას.
-მე არ მინდა ეგ. ხელები გადააჯვარედინა და გაიბუსა.
-კაი მაშინ კომედიას ჩავთავ. დანებების ნიშნად ჩართული ფილმი გამორთო.
ინამ ბიჭს ლოყაზე აკოცა და ისევ დივანს დაუბრუნდა.
გეგაც გვერდით მიუჯდა და ჩარლი ჩაპლინის ყურებაც ერთად დაიწყეს.
-აუ რა ტიპია. სიცილისგან ცრემლები მოსდიოდა გეგას.
-უმაგრესია. კისკისებდა ინაც.
ბოლოს ბიჭის მხარზე ჩაეძინა.
გეგამ მოძრაობა შეწყვიტა და ერთ ადგილზე გაშეშდა მის ფერიას, რომ არ გაღვიძებოდა, მაგრამ მერე შეეცოდა კისერი ეტკინებაო, ამიტომ ფრთხილად აიყვანა ხელში და თავის ოთახში შეიყვანა. პლედი გადააფარა და ოთახიდან გავიდა. ტელევიზორი გამორთო, შუქი ჩააქრო და ისევ ოთახში დაბრუნდა. ფანჯარასთან დადგა, რაფას მიეყრდნი და ინას გაღიმებულმა გახედა. ფეხსაცმელი გაიხადა, გვერდით მიუწვა და მძინარე ინას მოეხვია.
უბედნიერესი იყო.
აღუწერელ რაღაცას გრძნობდა და ამ გრძნობას ვერც ხსნიდა.
ისევ წვიმდა.
ელავდა.
შემაძრწუნებელი ჭექა-ქუხილის ხმა ისმოდა.
-ახლა გინდაც დაქცეულხარ დედამიწა მე მაგრად . ფანჯარაზე მცოცავ წყლის ბურთულებს გახედა, ნიდა უფრო მეტად აიკრა სხეულზე და გაღიმებულმა დახუჭა თვალები.
ყველაფერი სხვანაირად მოგეჩვენება დილით თვალის გახელისას იმ ერთს, რომ დაინახავ , გულში ძლიერად რო ჩაიკრავ და ბედნიერებით , რომ აივსები.
-დილამშვიდობის. ჯერ არ გამოფხიზლებულ გოგოს ცხვირზე აკოცა.
-დილამშვიდობის. გაიღიმა ინამ და ცალი თვალით გახედა ბიჭს.
-მინდა ყოველი დღე ასეთი იყოს. გოგოს ხელები ძლიერად მოხვია და გულზე მიიხუტა. - სულ ასე ვიყოთ. თვალები დახუჭა და ნიკაპი თავზე დაადო. -სულ ასე. თავზე აკოცა და ღრმად ჩაისუნთქა.
საღამომდე ერთად იყვნენ.
სრულ ნეტარებაში .
გეგას კალთაში, მასზე ჩახუტებული, ცხელი ჩაით ხელში, აივანზე მდგომ სკამზე იყვნენ და გაჰყურებდნენ წვიმიან ბათუმს.
-მიყვარხარ. ჩუმად თქვა, ბიჭს უფრო მეტად ჩაეხუტა და თვალები დახუჭა.
-ხო ვიცი. გაიღიმა გეგამ და ჩაი მოსვა.
სიჩუმე, რომელიც ყველაფერს ამბობს.
სიცივე, რომელიც ორ სხეულს ათბობს.
წვიმა, რომელიც იმ ორისთვის ლამაზ მუსიკას ქმნის, ქართან ერთად და ერთმანეთის გულები, რომლებიც სიყვარულით ფეთქავენ.
-გეგა
-ხო
-რა იქნებოდა ერთმანეთი, რომ ვერ გვეპოვა?
-არ ვიცი
-მაინც?
-ალბათ ისევ მარტოსული გეგა ვიქნებოდი. იმ გრძნობას ვერ გავიგებდი რასაც რაღაცნაირს ვუწოდებ, არ მეცოდინებოდა თუ რას ნიშნავს იზრუნო ვინმეზე, გიყვარდეს, მოგწონდეს, ფიქრობდე , ოცნებობდე და რაც მთავარია გეშინოდეს, რომ არ დაკარგო. ტუჩის კუთხე ოდნავ ჩატეხა და ჩაფიქრებულს მიაპყრო მზერა.
-მეც მეშინია.
-ვიცი. თავი რამდენჯერმე დაუქნია
-მოკლედ რა სულ ყველაფერი იცი. წარბები შეკრა
-დიახაც. გაიცინა გეგამ . -ინა ჩემი ხომ გჯერა? დასერიოზულებულმა კითხა
-მჯერა. დაუფიქრებლად უპასუხა.
-კარგია. გაეღიმა -უზომოდ მიყვარხარ. რამდენიმე წუთიანი პაუზის შემდეგ ჩუმად უთხრა. -წამო შევიდეთ თორემ გაცივდები.. გოგო ხელში აიყვანა და ასე მარტივი მოძრაობით გადაიყვანა მისაღებში. დივანზე დააწვინა, პლედი დააფარა და თვითონ ზევიდან დააცქერდა.
-რძიან ყავას დალევდა კაცი.. ჭერზე მიშტერებულმა ინამ ვითომც არაფერიო ისე თქვა. გეგამ თავი სიცილით გააქნია და სამზარეულოში გავიდა.
რამდენიმე წუთში ფინჯნით ხელდამშვენებული გამოვიდა, ფანჯარასთან მდგომ ინას თვალებ დაწვრილებულმა გახედა და ყავა ჟურნალების მაგიდაზე დადგა.
სიგარეტს მოუკიდა, დივანზე ჩამოჯდა და ისევ გოგოს დაუწყო ყურება.
ინამ რაღაცნაირად გამოხედა.
გეგას გაუკვირდა.
-რა ?
-არ მეგონა ბუკოვსკის ფანატი თუ იყავი. მგვალ მაგიდაზე დადებული ყვითელი წიგნი აიღო, რომელსაც დიდი ასოებით ეწერა "ქალები" .
-არ ვარ. ჩაიცინა. -პროსტა კაი წასაკითხია ნასვამზე, ან თუნდაც ღამით უაზროდ, რომ ვარ.
გოგომ წიგნი გადაშალა, რამდენიმე წამი ჩუმად კითხულობდა, მერე აწითლებულმა თავი სწრაფად ამოწია წიგნიდან და გეგას ისეთი მზერით გახედა ბიჭს ხარხარი აუტყდა.
-რა გაკითხებს?
-რა ნაწილი წაიკითხე? სიგარეტი საფერფლეში ჩასრისა და გოგოსთან მივიდა.
ინამ ნერწყვი ხმაურიანად გადაყლაპა.
-უზრდელობაა. ჩაიდუდღუნა და სიწითლის დასაფარად თავი ჩახარა.
-ბუკოვსკი ეგეთია. პირდაპირი, უხეში, რეალისტური და ცოტა უზრდელიც .. გაიცინა გეგამ და წიგნი ხელში აიღო, რამდენიმე ფურცელი გადაშალა, მისთვის კარგად ნაცნობ გვერდზე გაჩერდა და ხმამაღლა წაიკითხა.
- "მე ხომ მხოლოდ მავნე მიდრეკილებები გამაჩნდა: სმა მიყვარდა, ზარმაცი ვიყავი, პოლიტიკა ფეხებზე მეკიდა, არც იდეა გამაჩნდა და არც იდეალი. არარაობაში ვარსებობდი და უკვე შევგუებოდი კიდეც. ვითომ რატომ უნდა ვყოფილიყავი საინტერესო პიროვნება? თუმცა, არც მინდოდა რომ ვყოფილიყავი, რადგან მაგ თვისების შენარჩუნებაზე ცალკე უნდა მეზრუნა. ერთადერთი რაც მართლა მინდოდა, მშვიდი, ნისლიანი ადგილსამყოფელი იყო, სადაც მარტო ვიქნებოდი, ყველასგან მოსვენებული. მეორეს მხრივ, რომ ვთვრებოდი, ვღრიალებდი, ვბობოქრობდი და ხელიდან მივდიოდი. ურთიერთსაპირისპირო საქციელი ვიცოდი, მაგრამ, ეს არც მედარდებოდა. "
-აჰამ. ახლა გასაგებია რატომაც მოგწონს.
-აბა რატომ? ინტერესით შეხედა ინას
-შენებურია
-ხო შეიძლება, მაგრამ მას სიყვარულის არ ჯერა.
-შენ გჯერა?
-ინა რო არ მჯეროდეს მიყვარხარს ხომ არ გეტყოდი? წიგნი თავის ადგილზე დააბრუნა და გოგოს ღიმილით გახედა. -და არც აქ მეყოლებოდი ახლა.. მიუახლოვდა და ჩაეხუტა.
-მე რაც წავიკითხე იქ უზდელობა იყო. გაბრაზებულმა შეკრა წარბები.
გეგამ გადაიხარხარა.
-ნუ იცინი. ბიჭის მკლავებიდან თავის დაღწევა სცადა
-ჩემი ფერია ხარ. ყველაზე კარგი და წმინდა ფერია. გულაჩქარებულმა ძლიერად მიიხუტა და პირველად იგრძნო სხეულზე დავლილი ჟრუანტელი.
-ცუდი წიგნია. დაასკვნა წამში
-ნწ. თავისებურია. სულ სხვა აზრს ექვემდებარება. შუბლზე აკოცა და გაუღიმა. -რო გაიზრდები მერე წაიკითხე ჯერ შენთვის არ შეიძლება. გულიანად გაიცინა და გაბუტულ გოგოს გასხივოსნებულმა შეხედა .
დრო რომელიც თვალის დახამხამებაში გავიდა არც კი შეუმჩნევიათ..
ან როგორ შეამჩნევდნან, როცა არაფერი არ აინტერესებდათ, ერთმანეთის გარდა.
მხოლოდ მაშინ დააკვირდნენ საათს ინას სალომ რო დაურეკა.
თვალებ ამღვრეულმა გადახედა გვერდით მჯდომ ბიჭს.
-უკვე მორჩი შენ საქმეებს?
-კი მოვილიე ყველაფერი. სად ხარ შენ?
-ესემესით მოგწერ მისამართს.
-კაი გელოდები.
-უკვე მიდიხარ? გულდაწყვეტილმა კითხა
-ხო.. ხმა ჩამწყდარმა ძლივს თქვა.
გეგა მიხვდა გოგოს რამდენად უჭირდა რამის თქმა. ტელეფონი გამოართვა, სალოს მისამართი მიწერა და გოგოს მოეხვია.
-მომენატრები. ჩასჩურჩულა მის ფერიას
-მეც.
-ძალიან მიყვარხარ.
-მეც მიყვარხარ
-ვიცი
-დამირეკავ?
-აბა რას ვიზამ. გაიღიმა
-ჭიკვიანად იყავი იცოდე. ასრუტუნებულმა საჩვენებელი თითი დაუქნია.
-არის სერ. გაიცინა გეგამ
ჩახუტებულები იჯდნენ და ერთმანეთით ივსებოდნენ.
ტელეფონი აზუზუნდა.
-ხო სალ
-ჩამო.
-ეხლავე.
-მოვიდა?
-ხო
ბარგი გეგამ ჩაიტანა და მანქანაშიც თავად ჩადო.
სალო ავტომობილიდან გადმოვიდა, ინას წარბაწეულმა გახედა და ეშმაკურად გაიღიმა.
-გამარჯობა მე გეგა გეგიძე ვარ.. ხელი ღიმილით გაუწოდა
-სალომე გერლიანი. ბიჭი აათვალიერ ჩაათვალიერა. -ინ მე მანქანაში დაგელოდები. ნახვამდის. გეგას გაღიმებულმა გახედა
-ნახვამდის. თავი დაუკრა გეგამაც.
ინა ბიჭს მოეხვია.
ბიჭმა იასამნის სურნელი ღრმად ჩაისუნთქა.
სადარბაზოს შესასვლელში იყვნენ ჩახუტებულები.
-მონოგამიით დაავადებული ვარ. ჩაეციანა გეგამ, გოგოს ცრემლები მოწმინდა და გაუღიმა.
-მთავარია პოლიგამიით არ იყო ავად. თვალების ხამხამით ახედა გაღიმებულ მამაკაცს.
-მე მხოლოდ ერთი გოგო მიყვარს, სხვები კი მეხმარებიან ,რომ უფრო მეტად მიყვარდეს ის ერთი. ცალი წარბი ასწია და რეაქციას დააკვირდა.
-იცოდე.. გაბრაზებული მოცილდა და გაკაპასებულმა შეხედა . -გეგა დავახრჩობ ყველას და შენც მიგაყოლებ .
კიდევ უნდოდა რაღაცის თქმა მარა ვინ აცადა? გეგა სწვდა მკლავში, თავისკენ მიქაჩა და ბაგეებზე დაეკონა.
სალომე გაფართოებული თვალებით აკვირდებოდა.
ინა დაბნეული, გულ აჩქარებული, ანერვიულებილი და გაოცებული შესცქეროდა ბიჭს.
მამაკაციც მოეცვა უცნაურ გრძნობას.
-მხოლოდ შენ. მუდამ შენ იქნები. საჩვენებელი თითი გულთან დაადო. -შენ იქნები ჩემი ფერია.
-მიყვარხარ. ბიჭს ბოლოჯერ გადაეხვია, მერე სწრაფად მოსცილდა , ავტომობილისკენ წავიდა და სწრაფად ჩაჯდა.
სალომ გახედა ჩუმად მყოფ დას და გაიღიმა.
-გიყვარს! გაიოცასავით . -დედა გაგიჟდება, სხვათაშორის მამაც .
-სალომე.
-კარგი ხო არაფერს ვიტყვი.
სალოს ტელეფონზე მისმა მეუღლემ დაურეკა.
-ხო იკა.. კი მოვდივარ. ეხლა წამოვედით. მართლა?.. არა კარგადაა.. შეყვარებულია. წარმოგიდგენია? ინა და სიყვარული. გაიცინა სალომ და დაბღვერილ დას გახედა.
-ხო რა თქმა უნდა არავის ეტყვის.. ჩაიდუდღუნა ინამ.
თბილისში ჩასულს რაღაც ეუცნაურა..
ადრე თუ თბილისის ტრაფარეტს გაღიმებული და მონატრებული შეხედავდა გაბრწყინებული სახით, ახლა დაბღვერილი და გაბრაზებული სრული უემოციობით უყურებდა.
ბათუმის..
უფროსწორად ბათუმელის მონატრება იპყრობდა.
უყვარდა..
მართლა უყვარდა თავისი ბათუმელი ბიჭი.
სახლთან გაჩერებული მანქანიდან ზლაზვნით გადმოვიდა. ბარგით ხელდამშვენებულმა, ჭიშკარი ფეხით შეაღო , სახლის კარებთან აიტუზა და დააკაკუნა.
კარები დედამისმა გაუღო.
ქალმა რამდენიმე თვის მონატრებული შვილი გულში ძლიერად ჩაიკრო.
მამამისიც მიეგება კარებში და თავისი გამორჩეული ქალიშვილი ჩაიხუტა.
იკასაც გადაეხვია და დიშვილიც ჩაკოცნა.
-მე ავალ რა ჩემ ოთახში ძაან დავიღალე.
-ჭამე დედა ჯერ რამე.
-არ მინდა დე ნაჭამი ვარ .. მეძინება.
-კარგი შვილო დაისვენე მაშინ . თბილად გაუღიმა შვილს
ბინაში ასული გეგა მაშინვე საწოლზე დაემხო, თვალები დახუჭა და დაძინებას შეეცადა. მობილურის ზმუილმა გამოაღვიძა ჩაძინებული.
ინა იყო.
-მომენატრე.. ტირილნარევი ხმა მოესმა.
-კაი რა. არ იტირო ეხლა. დაბოხებული ხმით თქვა და ხმის დასაბრუნებლად ჩაახველა. -მეც მომენატრე.. მიდი რა სკაიპი ჩართე. გაიცინა ბოლოს. საწოლიდან წამოდგა ლეპტოპს მიუჯდა და ინას გამოჩენას დაელოდა.
ეკრანიდან ნანახი ინა ეუცნაურა.
ხედავდა, მაგრამ არ შეეძლო არც ჩახუტება, არც კოცნა და არც მოფერება.
მონატრება ვირუსივით გავრცელდა მის სხეულში.
ლაპარაკში განვლეს მთელი ღამე.
ვერც ერთმა ვერ გაბედა გათიშვა.
მერე ისე მოხდა, რომ ინას ლეპტოპთან ჩახუტებულს ჩაეძინა.
გეგამ გაიცინა, საწოლზე გაწვა, ლეპტოპი გვერდით დაიდო და ჩაძინებული ინას ყურება დაიწყო.
მაიც რაღაცნაირი იყო...
რაღაც უცნაური.
შორს მყოფი ინას შორიდან ყურება.
ცხოვრება ძველებურ ტემპში გაგრძელდა.
ყოველდღიური რუტინული ერთი და იგივობებით .
ორივესთვის მაინც სხვანაირად იყო ყველაფერი.
ის ძველებური უკვე აღარ მოსწონდათ.
ერთმანეთი სჭირდებოდათ.
რაღაც აკლდათ.
გრძნობდნენ კიდეც იმ რაღაცის, უფროსწორად ვიღაცის დანაკლისს.
ერთი თვე გავიდა.
ჩვეულებრივი ერთი თვე.
-გეგა.. გეგათქო.ლუკამ ბალიში ესროლა ფიქრებში წასულ ბიჭს.
-რა ჯანდაბა გინდა? შუბლშეკრულმა გახედა.
-ინა გირეკავს. სწრაფად უთხრა და შტვენა დაიწყო.
-რააა. დაფეთებული წამოხტა დივნიდან, მაგიდაზე დადებული ტელეფონი ხელში ისე აიღო ეკრანისთვის არც შეუხედავს.. -ალო ინა. ჩაყვირა მობილურში, მაგრამ ყურმილს მიღმა სრული სიჩუმე იყო. მობილური ყურიდან მოიცილა და დახედა.
ლუკას ხარხარი აუტყდა მოტყუებული ძმაკაცის სიფათს, რომ გადააწყდა, მაგრამ სიცილი სახეზე შეეყინა მისი გაცოფებული სახის დანახვისას.
-ჩემი ხელით დაგმარხავ კუჭავა. მაგიდის ირგვლივ მორბენალ ლუკას აეკიდა.
-ვიხუმრე ბიჭო რა იყო ტო ? საწყლად გახედა გაცეცხლებულ გეგიძეს.
-დაგილეწავ ძვლებს. ყურადღება არ მიუქცევია ლუკას სიტყვებისთვის.
-რა გაცინებს შენ კიდევ? დივანზე გაწოლილ ბექას წამიერად გახედა.
-კაი ტო დაანებე თავი მაგას ცემა უნდა კიდე? დასერიოზულებულმა ბექამ გეგას დამშვიდება სცადა.
-ხტფუი ხუმრობაც არ იცი. დაღლილი ლუკა ბექას ამოეფარა.
-დაეგდეთ ეხლა ორივე. ძმაკაცების კატა-თაგვობანით დაღლილმა იღრიალა. გეგამ ერთი შეუბღვირა ქანც გაცლილ ლუკას და ფანჯარასთან დადგა.
-ინა რეკავს ტო.. დივანზე მიგდებულ ტელეფონს დახედა ლუკამ .
-ეხლა ამას მოვკლავ. იღრიალა გეგამ და ლუკასკენ გაიწია.
-მართლა რეკავს. ტელეფონი თვალებთან მიუტამა.
-მერე მომეცი რას მიფრიალებ აქ დროშასავით. მობილური ხელიდან გამოგლიჯა და აივანზე გავიდა.
-ეს სულ გაგიჟდა. საჩვენებელი თითი საფეთქელზე დაიტრიალა.
-ვატყობ შენ მოგხვდება. ჩაიცინა ბექამ და მობილურზე მოსულ სმსს დახედა.. -ბიჭო. უეცრად დასერიოზულდა
-ჰო. დივანზე მიყუდებული წინ წაიწია.
-სესო ჩამოვიდა.
-აქაა? ფეხზე წამოხტა კუჭავა -სადაა?
-სახლშია ჩემთან. წარბი აზიდა
-ადექი მერე წამოდი. ფეხების ბაკუნი დაიწუო.
-იმენა ტვინს ანგრევ. თვალები გადაატრიალა და მისაღებში შესულ გეგას შეხედა. -რაო ინამ? გაუღიმა გაბადრულ ბიჭს.
-უნივერსიტეტი დაუმთავრდა და სახლში მიდის. უაზროდ გაიღიმა -მაგრად მომენატრა ტო.
-მეც მომენატრა და წამოდით. ამოიწუწუნა ლუკამ
-ამას რა ჭირს? კარებისკენ მიმავალ ბიჭს გახედა და ბექას კითხა.
-სესო და ლაშა ჩამოვიდნენ და გაგიჟდა. გაიცინა ბექამ კუჭავას ღრიალი, რომ გაისმა დროზე გამოადგით ფეხიო.
-აშკარად ლაშა მოენატრა. სიცილით უთხრა ახარხარებულ ბექას.
ლუკას მანქანით გავიდნენ ბექასთან, კუჭავას დაბნეულობა ბიჭებს ახალისებდათ. ბინაში შესულებს კარი სესომ გაუღო.
-ჩემი პატარა გოგო. ბექა გადაეხვია დეიდაშვილს, მერე მალევე მოსცილდა და ლაშასკენ წავიდა. გეგაც გადაეხვია ქალბატონს და ბექას მიჰყვა.
აი კუჭავამ კი თავისი მეგრული წიწაკა ენა ვერ გააჩერა.
-რას გავხარ გოგო. მოკლე კაბაში გამოწყობილს თვალი ძლივს მოაცილა.
-ეტყობა შენ სარკეში არ ჩაგიხედავს. ტუჩის კუთხე ჩატეხა და გამარჯვებულის მზერა სტყორცნა.
-ენის დამოკლება გჭირდება აშკარად . შეუბღვირა ირონიულად მომცინარს
-რა კარგად ვიყავი თბილისში შენი ხმა, რომ არ მესმოდა.
-აბა მე მკითხე? რა კაია მშვიდი ბათუმი შენს გარეშე.
-როგორ ვერ გიტან. გაწიწმატდა ნერვებ აშლილი
-აგრეთვე. სიბრაზისგან აწითლებულ სესოს თვალი ჩაუკრა და მისაღებში გავიდა. -ვა ლაშა. როგორ ხარ ბიჭო?
-ვარ რა. გადაეხვია ლუკას და გაბრაზებულ დას სიცილით გახედა.
ბექას დედამ სუფრა გაშალა, სესოც მიეხმარა სუფრის გაწყობაში თან კუჭავას ეპაექრებოდა მწარე სიტყვების სროლაში.
გეგა დანაღვლიანებული იჯდა მაგიდის კუთხეში, ფანჯრისკენ იხედებოდა, თან სვამდა და თან ეწეოდა.
ბექამ გახედა და ლაშას მიუბრუნდა.
-ბიჭო ინა გერლიანს იცნობ? თვალი გეგასკენ გააპარა, რომელმაც სწრაფად შეხედა ლაშას.
-როგორ არა ტო.. ჩემი კლასელი იყო. გაეღიმა ლაშას. -შენ საიდან იცნობ?
-გეგას შეყვარებულია. გაუცინა დეიდაშვილს და თავით გეგიძეზე ანიშნა.
-ხედავ შენ ინას. გაეცინა ლაშას. -ჩემი მეზობელია ბიჭო.. მაგარი ჯიგარი გოგოა.
გეგას გაეღიმა.
კიდევ ერთხელ გადაკრა არაყი და ლუკას თვალებ ანთებულმა გახედა.
-ლუკა
-ჰო
-მანქანას ხომ მათხოვებ?
-რათ უნდა მაგას კითხვა. ჯიბიდან გასაღები ამოიღო და გეგას გადაუგდო.
-ლაშა მომწერე რა ინას მისამართი. ბიჭს თვალი ჩაუკრა, მომღიმარ სესოს გახედა, გაიცინა და კარებისკენ წავიდა.
-ფრთხილად იყავი ბიჭო. ბექამ მიაძახა და თავი ღიმილით გააქნია.
სადარბაზოდან გასული მანქანაში ჩაჯდა, სახლში მივიდა ყველა საჭირი ნივთი აიღო, ჩანთა ზურგზე მოიკიდა, კარები დაკეტა, მანქანაში მოთავსდა და თბილისისკენ გაემართა.
არასდროს უყვარდა ბათუმის დატოვება.
ვერასდროს იტანდა თბილისს.
მაგრამ ახლა ყველაფერი სულ ერთი იყო, გარდა იმისა, რომ ინა ენახა, ჩახუტებოდა და მოფერებოდა.
თბილისში შესულმა უფრო მძაფრად იგრძნო დედის მონატრება.
ბათუმის დატოვებით გამოწვეული სევდა და ინას სიყვარული .
მასივში შესულმა მანქანა გზისკენ გააჩერა. ავტომობილიდან გადმოვიდა, რამდენიმე ნაბიჯი გაიარა და ოთხ სართულიან კორპუსთან შეჩერდა. პირველი სართული, რომელსაც ცალკე შესასვლელი ქონდა. ჯერ პატარა ეზო უნდა გაგევლოთ, მერე კიბეზე ასულიყავით და ბინის კარსაც მიაღწევდით.
უმთვარო ღამე იყო.
თბილისს ეძინა.
ყველაფერი შავ ბურუსს მოეცვა.
მობილური ამოიღო და ინას დაურეკა.
რამდენიმე წუთიანი რეკვის შემდეგ ყურმილში გაისმა ინას ახალგაღვიძებული ხმა.
-გისმენ გეგა.
-ინა
-ჰო
-გააღე კარი.
-რაა?
-კარი გამიღე.
-არ გამაგიჟო აქ ხარ?
-კი.
-ჩემს სახლთან?
-ზუსტად.
-გამოვდივარ.
მალევე გაიღო კარები და იქიდან ინაც გამოჩნდა. ეზო სწრაფი ნაბიჯებით გაიარა, ჭიშკარიც გააღო და მონატრებული მამაკაცისკენ სირბილით წავიდა.
ყველაფერი გაქრა იმ წამს, იმ ორისთვის.
-როგორ მომნატრებიხარ. იასამნის სურნელი ღრმად ჩაისუნთქა და გოგოს ლოყაზე ხმაურიანად აკოცა.
-მიყვარხარ. ბიჭს უფრო მეტად მოეხვია.
-წამოდი. გოგოს ხელი მოკიდა და მანქანისკენ წაიყვანა.
ინას არც უკითხია სად მიყავდა.
ენდობოდა.
თავის თავზე მეტად ენდობოდა.
იმ ღამეს თბილისის ქუჩებში, ღამის ხუთ საათზე დაქროდა ერთადერთი მანქანა, ორ მგზავრთან ერთად და ასე უაზროდ არტყამდნენ თბილისის ქუჩებს უამრავ წრეებს.
ბიჭი გოგოს ხელს ჩაფრენოდა და ყოველ ხუთ წუთში ერთხელ ხელის გულზე კოცნიდა.
ინა გაღიმებული უყურებდა გეგას და ფიქრობდა თუ როგორ გაუმართლდა მის ცხოვრებაში ის, რომ გამოჩნდა.
რამდენიმე საათის აქეთ-იქით სიარულის შემდეგ თბილისის ზღვაზე ავიდნენ.
უკვე თენდებოდა .
მზე ნელ-ნელა იწევდა.
ღამის გადაფარვას ცდილობდა.
მანქანაში უცნობის სიმღერა "ველოდები მზეს " ისმოდა.
-კაცი მაშინაა ბედნიერი როცა იცის, რომ ვინმე ელოდება, ვიღაცას ენატრება და იმ ვიღაცას უყვარს. ჩუმად თქვა და ინას გახედა. -ინა სიგიჟე მეწვია. ფართოდ გაიღიმა, ინასკენ გადაიხარა და ყელში აკოცა.. -ყველაზე დიდი სიგიჟე და ახლა აი ამ წამს ცოლად გამომყვები? რამდენიმე წუთიანი დუმილის შემდეგ კითხა და გოგოს გაფართოებულ თვალებს თავისი ბედნიერი თვალებით შეხედა.
ბიჭს იმდენად შეეშინდა პასუხის მოსმენის, რომ თვალები დახუჭა.
რამდენიმე წამი სუნთქვაც შეწყვიტა.
-არაუშავს.. დუმილი თავად დაარღვია, სევდიანად გაიღიმა და გოგოს გახედა, რომელიც ისევ იმ პოზაში გაშეშებული იჯდა. -არ არის საჩქარო, უბრალოდ მე იმდენად მჭირდები, რომ დროის დალოდებაზეც ვჭედავ. ღრმად ამოისუნთქა, მუსიკა გამორთო და ლაპარაკით ამ უხერხული სიჩუმის გადაფარვა სცადა. -ვიცი რომ....
-ამ წამს? სიტყვა შუა გზაში გააწყვეტინა.
გეგა სწრაფად მიტრიალდა გოგოსკენ.
-ანუ მე და შენ? ღიმილის დაფარვა ვეღარ შეძლო .
-მალე ცოლქმარი ვიქნებით. გაიცინა ინამ.
-ვგიჟდები შენზე. სიცილით გადაიწია მისკენ და ბაგეებზე დაეწაფა.
მობილურის ხმამ დაურღვია მყუდროება.
-ალო გეგუშ.. ლუკას ხმა მისწვდა მის ყურთასმენას.
-ჰოუ.
-ბიჭო რას შვები?
-ცოლი მომყავს. სიცილით გახედა მომღიმარ ფერიას.
-რას შვებიიი?
-ვქორწინდები.
-რას მეღადავები ტო ..
-არ გეღადავები ბიჭო ინა მომყავს ცოლად.. ეხლა ბათუმში წამოვალთ, მეჯვარე შენ ხარ და.
-მეეე? სიხარულის ნოტები შეერია ხმას
-ხო
-ხო და ეგდე სადაც ხარ.. ჩვენც თბილისში წამოვედით.. ჩაიცინა.. -უნდა შემოვიდე თბილისოოოო შენში. წაიღიღინა
-ჩაიგდე ენა. ეს კი ნამდვილად სესოს ხმა იყო.
-შენ მერე მოგივლი.. თავისთვის ჩაიბურტყუნა.
-სად ხართ ეხლა? გეგამ სიცილით კითხა
-ნახევარ საათში ვიქნებით თბილისში. ბიჭო უჩემოდ ჯვარი არ დაიწეროთ.
-არ ვიწერთ მარა ერთი პრობლემაა.
-რა?
-ინას მეჯვარე უეჭველი სესო უნდა იყოს. ჩაიცინა და მომცინარ ინას თვალი ჩაუკრა. -ალო ლუკა. ბიჭო გესმის?
-რა მესმის შე*ემა? რას მიკეთებ ტო?
-აბა ეხლა ვინ ვიშოვოთ მეჯვარედ ?
-ხტფუი.. ბექა იქნება შენი მეჯვარე, არ მინდა მე.
- ხო კაი...თბილისში, რომ იქნებით დარეკე. მალე მოდით ტო.
-ეე ვერტალიოტით კი არ მოვდივართ. სანამ გათიშავდა ტელეფონს მანამდე მოასწრო თქმა.
-ვსო მეჯვარეებიც ვიშოვეთ. გაიცინა და ინასკენ მიბრუნდა, რომელიც თმას კოსად იკეთებდა.
-ძალიან ლამაზი ხარ. ტუჩის კუთხე ჩაუტყდა
-გეგა ხომ იცი ვერ ვიტან მაგ სიტყვას.
-ვიცი.. მარა მართლა ლამაზი ხარ. ლოყაზე უჩმიტა
-ეგ შენთვის.
-აბა სხვა სულ ფეხებზე.
-დღეიდან ყველაფერი შეიცვლება.
-გეშინია?
-რის?
-ცვლილების
-ეხლა ვერაფერზე ვერ ვფიქრობ.
-რომ დაფიქრდები ინანებ?
-არა.
-მიყვარხარ.
-ისე ნასვამი როგორ წამოხვედი?
-სახსალამათი ვარ. გაეკრიჭა გოგოს და მოზუზუნე ტელეფონს უპასუხა.
-ხო ბექა.
-ბიჭო ამან რაც თქვა მართალია?
-თუ ის გითხრა, რომ შენ ხარ მეჯვარე მაშინ კი.
-სერიოზულად გელაპარაკები.
-მეც.
-არ ღადაობ ?
-არა შე*ემა მართლა ვქორწინდები. სად ხართ თქვენ კიდე აქამდე?
-მოვუახლოვდით თბილისს.
-კაი მაშინ მთაწმინდაზე ამოდით პირდაპირ.
-იქ იწერთ ჯვაარს?
-ხო და ხელსაც იქ მოვაწერთ.
-მზეს ამოსვლა, რომ აცადოთ არ გინდათ?
-არა. სიცილით გათიშა მობილური, მანქანა დაძრა და მთაწმინდისკენ წავიდა.
დილის გარიჟრაჟზე დაიწერეს ჯვარი მთაწმინდის მამადავითის სახელობის ეკლესიაში. ხელიც იქ მოაწერეს დიდი თხოვნისა და ნაცნობების გამოჩხრეკვის შედეგად.
ბეჭდებიც ძლივს იშოვნეს მაგრამ მთავარია, რომ იშოვეს.
-ჩემი ცოლი ხარ. გაუღიმა წინ მდგომ გოგოს.
-ჩემი ქმარი. ყელზე მოეხვია, ფეხისწვერებზე აიწია და ლოყაზე აკოცა.
უცნაური წყვილი იყო .
თითქოს ჩვეულებრივი, მაგრამ მაინც არაჩვეულებრივი წყვილი.
გეგას ჯინსის შარვალი, თეთრი მაიკა, შავი კეტები და ამავე ფერის ტყავის კურტკა ეცვა.
ინამ თავისი ჯინსის შარვალი და შავი მაიკა სესოს გაუცვალა და ასე შეიმოსა ცისფერი კაბით.
ბევრი სურათი, ვიდეო და გიფები გადაიღეს, სამახსოვროდ დარჩენის მიზნით. ლუკამ სესოსთან ერთად ცხოვრებაში პირველად გადაიღო სელფი, რომელიც მაშინვე მობილურის ფონად დააყენა.
-ვსო ეხლა აქედან მივდივართ ყველა კლუბში. მეფე-დედოფალს ჩემი მანქანით წავაბრძანებ . მეჯვარეებს ლაშა წამოგიყვანთ ... აბა დავიკავეთ ადგილები. ლუკამ სიცილით გაადახედა საზოგადოებას.
-ბიჭო ჩემი ძმაკაცის ვატოს კლუბში დავგაზოთ . ლაშამ მიაწოდა იდეა ლუკას.
-ბაზარი არაა მარა ეხლა იქნება ვაფშე ? გეგამ ლაშას გახედა.
-მოიცა დავრეკავ .
-ვატო ბიჭო.. არა მოიცა შე*ემა. მშვიდობაა ჰო.. ბიჭო შენი კლუბიანად მჭირდები. ხო ეხლა. ნუ გაუბერე მოიცა... კი .. ბიჭო ჩემმა ძმაკაცმა მოიყვნა ცოლი და პონტი გვინდა რამე . ჰო.. აუ ჯიგარი ხარ რა. ნახევარ საათში მანს ვართ. რომელ კლუბში?.. წყნეთისკენ? .. კაი .. კაი . იმენა ძმა ხარ.
-ვსო ჩვასხედით. სიცილით გახედა მომლოდინე სასტავს.. ლუკა მე წინ წავალ და შენ მომყევი უკან. მარტო ჩვენ ვიქნებით და დავიმხოთ ჯერ არ გათენებული დღე.
გამხიარულებულ ლაშას გეგამ ცერი აუწია მოწონების ნიშნად და სიცილით ჩაჯდა მანქანაში.
-აბა გვრიტებო როგორ გრძნობთ თავს ცოლ-ქმრის სტატუსით? სიცილით გახედა სარკიდან უკან მჯდომ წყვილს.
-უცნაურად. ინამ ჯერ ლუკას გახედა მერე გეგას.
-რაღაცნაირად. დაამატა გეგამ და მასზე ჩახუტებულ გოგოს თავზე აკოცა.
სიგნალებით გაიარეს მთელი გზა.
კლუბში შესულებს ახალი გაღვიძებული ვატო დახვდათ . ლაშამ წარუდგინა ყველას თავისი სანაქებო ძმაკაცი, მერე ვატოს მიუბრუნდა და სასტავი გააცნო სათითაოდ.
კლუბში შესულებმა ტყავის სკამებზე დაიკავეს ადგილი. ჯერ მეფე -დედოფლის სადღეგძელო დალიეს . აი სასმელი, რომ კარგად მოეკიდათ და სულ ცოტა გონება გაეთიშათ მერე დაიწყო რაც დაიწყო.
Portugal. The Man - Feel It Still Lido Remix-ზე ცეკვავდნენ და ასე ამეორებინებდნენ მრავალჯერ.
გეგა და ინა ერთად ცეკვავდნენ.
სესოს ლუკა ამოსდგომოდა გვერდით.
აი ლაშა, ვატო და ბექა თავიანთ სტიქიაში იყვნენ და რას ცეკვავდნენ სხვამ კი არა თვითონაც არ იცოდნენ. უბრალოდ დახტოდნენ ერთ ადგილზე.
-ვერ წარმომედგინა ასეთი. ინამ სიცილით გააქნია თავი და დაღლილი ჩაესვენა პუფში.
-რა?
-ჩემი ქორწილი.
-როგორი?
-ასეთი გიჟური, უსწრაფესი და რაღაცნაირი . სიცილით გადაიწია გვერდით მდგომი პუფისკენ და იქ მჯდომ ქმარს მიეხუტა..
-არც მე წარმომედგინა. ღიმილით დახედა უკვე მის კუთვნილებაში მყოფ ფერიას.
მთელი დღე კლუბში გაატარეს.
მხოლოდ ისინი.
უკვე კარგად შემთვრალები, გათიშულები, დაღლილები და მიყრილები.
მხოლოდ გეგა და ინა იყვნენ ფხიზლები, ისინიც ასე თუ ისე რა.
ლუკას პუფში იჯდა, კალთაში სესო ეჯდა და ასე ერთმანეთზე ჩახუტებულებს ეძინათ.
ინამ ისტორიას შემოუნახა ეს ფაქტი და ღიმილით დააფიქსირა თავისი მობილურით..
ვატოს და ბექას ერთმანეთის მხრებზე ქონდათ დადებული თავები და ისე ეძინათ.
-გეგა.
-ხო
-სალო მირეკავს.
-აიღე
-რა ვუთხრა?
-ის რომ გათხოვდი .
-გაგიჟდება.
-არაფერი მოუა.. გეგამ ინას შეხედა, რომელიც ანერვიულებული უყურებდა მობილურს..- მომე. ხელში დაკავებული ტელეფონი გამოართვა და თვითონ უპასუხა.
-ინა სად ხარ? და საერთოდ ეგ ტელეფონი სად გიგდია?
-ინა არა გეგა ვარ. სიცილით შეუსწორა.
-კი მაგრამ..
-ინა ჩემთანერთადაა. არ ინერვიულოთ კარგ ხელშია. გაიცინა.. -ასე უეცრად დავქორწინდით.
-სულ გადაირიეთ თქვეენ?
-სიყვარულმა გადაგვრია.
-ეხლა სად ხართ?
-წყნეთისკენ ვართ რომელიღაც კლუბში. არ ეჩხუბო რა ინას ყველაფერი ჩემი ბრალია. მე შევთავაზე და დავაძალე.
-შენ დააძალე? გაიცინა სალომ
-ხო.
-ეგ დაძალებით არაფერს გააკეთებს კარგად ვიცნობ. გადაიკისკისა სალომ.. -სიძე ხარ ანუ?
-მასე გამოდის. გეგასაც გაეცინა. -დღეს საღამოს მამაშენთან ამოვალ და იქ დავილაპარაკოთ კაი?
-კარგი საღამოს გნახავთ და მამაჩემს თუ გადაურჩები მერე გაღიარებ უკვე სიძედ. აბა დროებით.
სიცილით გათიშა ტელეფონი.
-მაგარი და გყავს.
-ხო ძაან მიყვარს.
-ისე მამაშენი ხო მიმიღებს სიძედ?
-არ ვიცი. მხრები აიჩეჩა და გეგას ჩაეხუტა. -არ მინდა ჯერ არაფერზე ფიქრი.
-კაი არაფერზე ვიფიქროთ. გოგოს ყელში აკოცა და ხელები მაგრად მოხვია.
-რას მეხვევი აქ ლერწამივით. მოესმათ სესოს ხმა.
-აუუ ეხლა დაიწყეს. გეგამ თვალები აატრიალა და ნახევრად მძინარე ლუკას გახედა.
-თავი მისკდება გოგო რა გაღრიალებს? პუფში უფრო კომფორტულად მოთავსდა და თვალები მინაბა.
-იდიოტი.
-გავიგე.
-უნდა გაგეგო.
-არ ამაყენო.
-რისი რა თავი გაქვს.
-განახო რისი თავიც მაქვს?
-რა ტვინი გახვრიტეთ ტო. უაზრო დიალოგით შეწუხებულმა ლაშამ, ლუკას და სესოს გახედა.
-ვსო ეხლა გამოვფხიზლდეთ ინას მშობლებთან უნდა ავიდეთ რამდენიმე საათში. გეგამ გადახედა ოდნავ გამოფხიზლებულ სასტავს.
-არა მე დავითასთან ამომსვლელი არავარ. თავი გააქნია ლაშამ -ჯერ ახალგაზრდა ვარ სიკვდილისთვის.
-ვინაა დავითა? ბექამ ლაშას გახედა.
-ინას მამაა. იმენა კაცია ტყვიას ტყვიაში აჯენს. დაგენ*რა ძმაო.. სიცილით გახედა გეგიძეს.
-მართლა? გეგამ ინას გადახედა
-კაი რა ლაშა. ინამ ლაშას დაუბღვირა
-რა კაი რა კაცი კომისარია ბოლო ბოლო.
-ვსო არც მე მოვდივარ.. ორივე ხელი აწია ლუკამ
-მშიშარა. სესომ ცხვირი აიბზუა. -მე წამოვალ თქვენ არ იღელვოთ
-კაი მოვჩეთ მასხარაობას. ბექა ფეხზე წამოდგა. -რამე მინერალური არ გაქვთ ამ კლუბში?
-პირველ თაროზე იქნება და ნახე. ვატომ ხელით ანიშნა ბარისკენ. -მუსიკა ჩართე რა დაბალზე.
-რომელი საათია? ლუკამ იკითხა და პუფიდან წამოდგა.
-5 ხდება.
-რა ვქნათ ეხლა? სესო ვატოს გვერდით ჩამოჯდა და წყვილს გახედა.
-ვიყოთ აქ, მოვიდეთ ცოტა აზრზე და მერე დავაწვეთ ინასთან. ბექამ პუფში მჯდომს გახედა რომელიც კოლოფიდან სიგარეტს იღებდა -მოიტა რა მეც მინდა.
-აჰა.. -ლუკამ სიგარეტის კოლოფი ესროლა ბექას.
საღამომდე კლუბში იყვნენ.
დრო გაყავდათ ლაპარაკში, დალევაში, სიცილში და ხუმრობაში.
მზე უკვე ჩადიოდა.
დროც ახლოვდებოდა იმ წამის, რომელიც გეგას ყველაზე მეტად ანერვიულებდა, მაგრამ ინას დანახვაზე ყველაფერი ავიწყდებოდა.
კარგი იყო ეს ერთი შეხედვით უაზრო, მაგრამ მისთვის ბედნიერი დღე.
ღამის რვა საათზე უკვე ინას სახლის წინ იდგნენ. ერთმანეთს ანერვიულებულები გადახედავდნენ და მოსალოდნელ კატასტროფაზე ფიქრობდნენ. ინამ აკანკალებული ხელით დააკაკუნა კარებზე და უკან დაიხია.
-ოხ მობრძანდნენ. მომცინარმა სალომ გაუღო კარები ცოლ-ქმარს. -ნუ ნერვიულობთ იციან უკვე.
-რა იციან?
-თქვენი დაქორწინების ამბავი.
-მერე?
-არაფერი სიძის გაცნობა უნდათ.
ოდნავ დამშვიდებულები შევიდნენ ბინაში.
გეგა აღელვებული ჩაბღაუჭებოდა ინას ხელს.
-აჰა მოვიდა სიძე. სალო ამოუდგა მამამის გვერდით და გაუცინა.
კაცმა გვერდულად გახედა ბიჭს, შემდგომ კი უკან მდგომი სასტავი შეათვალიერა.
-გეგა გეგიძე. ხელი გაუწოდა სიმამრს.
-დავით გერლიანი. გამოწვდილ ხელს თავისი შეაგება. -ახლა ის მითხარით რანაირად მოახერხეთ შეყვარებაც და დაქორწინებაც, რამდენიმე თვეში.
გეგამ აიღო თავის თავზე სიტუაციის ახსნა. ყველაფერი მოუყვა ბატონ დავითს, ნუ რა თქმა უნდა რაღაც რაღაცეების გამოტოვებით. მეგობრები გასუსულები იჯდნენ მისაღებში და გეგას მონაყოლს ისმენდნენ. სალო გაღიმებული მიხუტებოდა ირაკლის და წყვილს უყურებდა. გეგიძემ იმდენი ილაპარაკა და ისე დაარწმუნა სიმამრი ინას მიმართ სიყვარულში კაცმა შეწინააღმდეგებაც ვერ გაბედა.
სუფრა გაიშალა.
ცოლ-ქმარი დალოცეს.
ბედნიერება უსურვეს ახლად შექმნილ ოჯახს.
ინა გაღიმებული, ბედნიერებით აღსავსე ადევნებდა თვალს მის გვერდით მჯდომ მამაკაცს. უკვე იშლებოდნენ..
მამამისს გასაშვებად არ ემეტებოდა, მაგრამ სხვა რა გზა ქონდა?. თავისი საყვარელი გოგო გულში ჩაიკრა და თავზე აკოცა. გეგა გაბრწყინებული თვალებით უყურებდა მამა-შვილს.
-ჭკვიანად იყავი მა. დათომ შვილს თავზე ხელი გადაუსვა და გაუღიმა.
-აღარ ხარ ნაწყენი?
-არა.. ჩემთვის მთავარია ბედნიერი იყო. დედამისსაც გადაეხვია, სალოს და იკასაც დაემშვიდობა და გეგასთან ერთად გავიდა ბინიდან.
ბექა და ლუკა ლაშასთან და სესოსთან დარჩნენ. ვატო სახლში წაბრძანდა. გეგა და ინა კი გეგიძის დედასთან გაემართნენ. რადგანაც გეგა ნასვამი იყო და ნასვამზე ვარესიც, ამის გამო ტაქსით წავიდნენ. კორპუსის წინ გააჩერებინეს მძღოლს ავტომობილი და თანხაც გადაუხადეს. მანქანიდან გადმოსული ინა გეგას ჩაეხუტა.
-არაფერია სანერვიულო. თავზე აკოცა მასზე მიკრულ გოგოს. -ყველაფერი მაგრად იქნება აწი. ინა ხო გჯერა?
-მჯერა. გაუღიმა მამაკაცს და ტუჩებზე მოწყვეტით აკოცა.
ბინის კარები ქალბატონმა ნელიმ გაუღო. ქალს ისე გაუხარდა რამდენიმე თვის უნახავი შვილის დანახვა, რომ სიხარულის ცრემლი ვერ შეიკავა. დითხანს ეხუტებოდა და ეფერებოდა მის ვაჟკაცს.
-გეგა შვილო როგორ მომენატრე. ამოთქვა ქალმა და შვილს მოცილდა უკეთ, რომ აეთვალიერებინა.
-კაი დედა რა გატირებს? სიცილით მოწმინდა ქალს სახეზე ჩამოგორებული ცრემლები. -დე გაიცანი ეს ინაა ჩემი მეუღლე. გვერდით მდგომზე ანიშნა და დედის რეაქციას დააკვირდა. ქალმა გაოგნებულმა შეხედა ჯერ დაბნეულ და ანერვიულებულ ინას, შემდეგ კი გეგას გახედა.
-რას ამბობ გეგა?
-სრულ სიმართლეს და ჭეშმარიტებას. გაეკრიჭა ბედნიერი. -ცოლიანი ვარ უკვე. ხელი აწია და კალიცოზე საჩვენებელი თითი დაიდო. -ესაა ჩემი ინა. ჩემი საყვარელი ქალი. გვერდით მდგომი მიიხუტა და თავზე აკოცა. -დედა შემოგვიშვი ეხლა მაინც. შოკში მყოფ ქალს ხელი მხარზე დაადო.
-რატომ არ მითხარი აქამდე? ნაწყენმა შეხედა გეგას.
-სწრაფი სვლა განვახორციელე და გადმორეკვ გადარეკვისთვის სად მეცალა. სიცილით შევიდა ინასთან ერთად მისაღებში.
ინამ და გეგამ ერთად უამბეს მათი გაცნობის და დაქორწინების ამბავი. ქალი იმდენად იყო გახარებული და ამაყი მისი შვილის მომავლის გადამწყვეტი არჩევნით, რომ უსაზღვრო კმაყოფილებას გრძნობდა. მათი სითბო იმდენად დიდი იყო მასაც ათბობდა. ემჩნეოდათ თუ როგორ ძლიერად უყვარდათ ერთმანეთი და სწორედ ეს იყო მთავარი და მნიშვნელოვანი.
ინას გეგას მხარზე ჩაეძინა. ქალბატონმა ნელიმ ტელევიზორი მაშინვე გამორთო და ბავშვებს თბილი პლედი გადააფარა.
-გეგა მე საწოლს გაგიმზადებთ.
-კაი. ღიმილით დაუქნია თავი.
-ხომ აქ იქნებით დედიკო? თვალები მიანათა შვილს
-ხომ იცი, როგორ მიყვარს ბათუმი? შენ იცი. შენზე კარგად ეგ არავინ იცის, რომ ბათუმი ჩემშია, მაგრამ ახლა ინაა. მიყვარს ნელი. ძალიან მიყვარს. ჩაძინებულ გოგოს ფრთხილად აკოცა თავზე. -მას ვერ მოვთხოვ, უფროსწორად არ მოვთხოვ სწავლას თავი გაანებოს და ბათუმში წამოვიდეს. ამას არ ვიზამ. სანამ ინას სწავლა დაუმთავდება აქ ვიქნებით, მერე კი ვიზამთ რა რამეს.
-მოგზაურობაში აღარ წახვალ? გახარებულმა კითხა შვილს
-არამგონია. ახლა ჩემი მოგზაურობა ჩემს გვერდითაა. ინას დახედა და დედას გაუღიმა.
-სად იყო ეს გოგო აქამდე. გაეცინინა ნელის თავისივე ნათქვამზე და ოთახის მოსამზადებლად გავიდა. გეგამ თავი გააქნია.
ახალ დაქორწილებულების სტატუსი მალევე გაცვდა. უკვე ძველშიც გადავიდა და საერთოდ გაქრა.
გავიდა რამოდენიმე თვე.
ყველაფერი შეიცვალა მათ ცხოვრებაში. აღარ იყვნენ მარტო. ორივეს დაეკისრა ვალდებულებები და პასუხისმგებლობა.
ინა უნივერსიტეტში დადიოდა და სწავლობდა. გამოცდების პერიოდში უმეტეს დროს წიგნებთან ატარებდა, მაგრამ გეგასაც აქცევდა ყურადღებას. ნელი იმდენად შეიყვარა, რომ მეორე დედად მიიჩნევდა. ასე, რო ვთქვათ ერთმანეთს კარგად უგებდნენ. დასწაყისში მაინც ერიდებოდა, მაგრამ მალევე მიეჩვია და მალევე გაუგო მის ხასიათს.
გეგამ ბათუმის ბინა გააქირავა. იქიდან ნაშოვნ ფულს ინას სწავლაში იხდიდა. შეთავაზება ქონდა გერმანული კომპანიისგან, მაგრამ მან უარი განუცხადა მოგზაურობაზე. ერთი თვის განმავლობაში სამსახურს ვერ შოულობდა. ან როგორ უნდა ეშოვა? ერთი ბათუმელი ბიჭი იყო, რომელმაც ზღვისა და მოგზაურობის მეტი არაფერი იცოდა. მხოლოდ გემზე გრძნობდა თავს თავისუფლად, ან კიდევ ინას გვერდით. მაინც არ ნებდებოდა ცხოვრებას. არ თმობდა და ასე შეუპოვრად ებრძოდა. ბოლო პერიოდში მშენებლობაზე მუშაობდა. რა თქმა უნდა ეს არც ინამ და არც ნელიმ არ იცოდა. ლუკამ და ბექამ შესთავაზეს ავტო სამრეცხაო გავხსნათო და ეს იდეა გონებაში ჩაუჯდა. ფულს აგროვებდა ამ ბიზნესის წამოსაწყებად. ბიჭების იმედი ქონდა და ნდობასაც უცხადებდა მათ.
ახალი წელი მოდიოდა.
განსხვავებული იყო მათთვის ის წელი.
ერთობლივი იყო და სწორედ ეს ქმნიდა ულამაზესს.
გეგამ იმ წელს მის ცხოვრებაში პირველად იყიდა ნაძვისხე. არც კი ახსოვდა რომელ ახალ წელს იყო ასეთი ბედნიერი. ალბათ ღრმა ბავსვიბაში, როცა მამა ცოცხალი ყავდა.
უზარმაზარი ნაძვისხე ძლივს შეიტანა სახლში. ინა გახარებული შეეგება.
-ვარსკვლავიც დავასვათ. თვალებ აბჭყვიალებულმა ახედა გეგას და უკვე მორთულ ნაძვისხეს კმაყოფილმა შეხედა.
-დავასვათ. თვალი ჩაუკრა და გოგო ხელში აიტაცა.
-გეგა კარგად დამიჭირი არ ჩამაგდო
-არ ჩაგაგდებ, მშიშარა.
-ვსო დავასვი. ხელები გაშალა. გაღიმებულმა გეგამ ხელი გადახვია და ვარსკვლავს თვალი გაუსწორა.
ახალი წლის მოსვლამდე რამდენიმე საათი რჩებოდა, ნელი საჭნელს ამზადებდა და ინაც ეხმარებოდა.
-რას მიკეთებს ჩემი ტკბილი ცოლი? ნელის სამზარეულოდან გასვლით ისარგებლა და ცოლს ჩაეხუტა.
-ბაჟეს. სიცილით უპასუხა და ტუჩები დაბრიცა.
-მაკოცე! მის ტუჩებს მიჩერებულმა უბრძანა. გოგომაც აუსრულა სურვილი და მის ტუჩებს წაეტანა.
-ვსო ეხლა. მკაცრად უთხრა ბიჭს და უკან დაიხია. -მაცადე საჭმლის მომზადება.
-ხო კაი. სწრაფად აკოცა ლოყაზე და სიცილით გაცილდა ცოლს.
ბედნიერები იყვნენ.
უსაზღვროდ ბედნიერები და სითბოთი ავსილნი.
ახალი წელი ოჯახურ გარემოში აღნიშნეს.
მეორე დღეს სალო და იკაც ესტუმრნენ. ლუკა, ლაშა და ბექაც დაადგნენ წყვილს. მხიარულობდნენ და ერთობოდნენ თბილ და სიყვარულით გაჟღენთილ გარემოში.
მერე, მოწყენილ ლუკიტოს სრულიად შემთხვევით გაეშვა სესოსთან ესემესი თან ლაშას მობიდან. ასეთი ტექსტით " სესო გეგასთან ვართ და გამოდი შეენცო" . გოგონაც მალე გაჩნდა მათთან. ლუკას მოწყენაც გაქრა. ყველაფერი იყო იმ დღეს.
სიყვარული.
ბედნიერება.
სითბო.
ყველაფერი რაც ადამიანის გულს ახარებდა.
ინა ხშირად ურეკავდა დიტოს, თიკას და ნინას. მათგან იგებდა ბათუმის ამბებს, ზღვის ბობოქრობას და ამინდის ცვლილებას. არ წყვეტდა კავშირს მათთან და არც არასოდეს გაწყვეტდა.
-ინ წამო გავისეირნოთ. საღამოს სახლში მისულმა სესთავაზა მეურლეს.
-თბილად ჩაიცვით ბავშვებო ცივა გარეთ. ნელიმ გამოსძახა სამზარეულოდან.
-არ ინერვიულო დედა ჩავიფუთნებით. სიცილით გასძახა და ინას თვალი ჩაუკრა.
სიყვარულით ჩაიარა კიდევ რამოდენიმე თვემ. ბიჭებმა თავიანთი იდია განახორციელეს და თბილისში, ერთ-ერთ უბანში სამრეცხაო გახსნეს. ინამაც იშოვა სამსახური. უფროსწორად მისმა კურსელმა უშოვა. სასტუმროს მენეჯერის კანდიდატურაზე.
ბედნიერი იყო.
თამამად იტყოდა, რომ უბედნიერესი იყო. ძალიან, ძალიან ბედნიერი. მხოლოდ ერთს დარდობდა და ამ დარდს გეგაც ამჩნევდა.
-ინა. საღამოს, ოთახში ფანჯარასთან მდგომ მეუღლეს მიმართა. -ინა მისმენ?
-ხო. თავი არც შეუბრუნებია ისე უთხრა.
-რა გჭირს?
-არაფერი. სწრაფად მიტრიალდა გეგასკენ.
-არა რაღაც გჭირს. თვალები დააწვრილა და გოგო აათვალიერა. -მითხარი!
-მე მართლა არაფ..
-ინა
-ერთიწელი გახდება მალე რაც ერთად ვართ. საწოლზე ჩამოჯდა გოგო.
-მერე?
-გეგა ვიცი, რომ ბავშვი გინდა.. ბიჭს თვალებში ჩააჩერდა.
-ბავშვი ვის არ უნდა ინა? გაუღიმა ცოლს და გვერდით დაუჯდა.
-ხო მარა მე, რომ ვერ..
-ყველაფერს თავის დრო აქვს. მეუღლე თავისკენ მიწია და ძლიერად ჩაიხუტა.
-გე იქნებ ავად..
-კაი რა. დამშვიდდი არაფერი არ გვჭირს. ეგრევე შვილი ხო არ გვეყოლებოდა ტო? რა დასკვნებს აკეთებ ეხლა შენ? ღმერთის ნებაა და ი ვსო. არ ინერვიულო ინ, გვეყოლება ბავშვი აბა სად წავა. სიცილით გადააწვინა საწოლზე და ზევიდან დააცქერდა. -ძალიან მიყვარხარ. ღიმილით დაიხარა და ყელში ხმაურიანად აკოცა.
ზაფხულმა ისე ჩაიარა არც ერთს არ დაუსვენია.
გეგა წამოწყებულ საქმიანობას ვერ ტოვებდა უყურადღებოდ, მითუმეტეს ყურადღება სჭირდებოდა, იმ დროს როცა ბიჭები ბათუმში იმყოფებოდნენ.
ინა ყაზბეგის ერთ-ერთ სასტუმროში გაგზავნა ბატონმა გივიმ, აი იმ სასტუმროს მფლობელმა სადაც თავად მუშაობდა.
ბატონი გივი ბიზნეს გარიგებებს აწარმოებდა და თავისი ბიზნესის გაფარტოებას ფიქრობდა. გეგა დაინეტერესებული იყო ინას საქმიანობით. ხშირად აკონტროლებდა მეუღლეს და ყოველთვის ეხმარებოდა სამსახურის ამბებში. არ უშლიდა არსად წასვლას. ნდობას უცხადებდა და არც უზღუდავდა თავისუფლებას.
აგვისტოს შუა რიცხვებში ჩავიდნენ ბათუმში. თავიანთი სახლი გაქირავებული იყო, ამიტომ ინას და გეგას სასტუმროში დარჩენა მოუწიათ. მხოლოდ ერთი კვირით იყვნენ. ძირითადად სეირნობდნენ და ბუნების სილამაზით ტკბებოდნენ. ზღვაზე გასარუჯად არც გასულან. სულ ტურებზე დადიოდნენ ბიჭებთან ერთად და ასე ერთობოდნენ.
თბილისში მალევე დაბრუნდნენ.
ერთ დღეს გეგამ ინას მიაკითხა სასტუმროში. ლიფტს ელოდებოდა მეშვიდე სართულზე, რომ ასულიყო მეუღლის სანახავად. ლიფტში შესულს ორი ბიჭი დაემგზავრა.
-მაგარი პონტია ზევით. შავგვრემანი ინგლისურად ელაპარაკებოდა აშკარად უცხოელ, ქერათმიან მამაკაცს. გეგას ყურადღება არ მიუქცევია თავიდან, მაგრამ მათმა ლაპარაკმა დააინტერესა. მეშვიდე სართულზე ჩასვლა გადაიფიქრა და მათ აყვა ბოლო სართულზე. დერეფანი უხმოდ გაიარეს. გეგა უკან მიყვებიდა წინ მიმავალ ბიჭებს. დერეფნის ბოლოში შავ კარებთან გაჩერდნენ, სადაც ორი ახმახი დაცვის თანამშრომელი იდგა. ორივე შეამოწმეს, რაღაც ბარათები გაუწოდეს და შიგნით შეატარეს. გაღებული კარიდან კარგად დაინახა თუ რა ხდებოდა კარს მიღმა, მაგრამ მაინც გადაწყვიტა შესვლა. დაცვამ შეამოწმა, ტელეფონი ჩამოართვა და შიგნით ამის შემდეგ შეუშვეს. თვალი მოავლო გარემოს. ცოტახანს ვერ იჯერებდა დანახულს. ყველაფერს ალაგებდა გონებაში, მაგრამ მხოლოდ ერთზე ფიქრობდა.. ინაზე.. მის ცოლზე..
რამდენიმე წუთიანი იმ ოთახში ყოფნით გონება დალაგების მაგივრად უფრო აერია. ჰაერი აღარ ყოფნიდა. სწრაფად გამოვიდა.. დაცვის თანამშრომელს ტელეფონი გამოართვა და პირდაპირ კიბეზე დაეშვა. მეშვიდე სართულზე მალევე აღმოჩნდა. ინას დანახვაზე სუნთქვა შეწყვიტა. რამდენიმე წამი უყურა, მერე კი მასთან მიიჭრა და მაგრად მოეხვია.
-გეგა. ღიმილით ჩაეხუტა ქმარს. მის თვალებში გამოსახული ბედნიერება არ ქრებოდა. სასწაულად უხაროდა და ეს სიხარული აბედნიერებდა. მისთვის რაღაც უნდა ეთქვა, მაგრამ გეგამ არ აცადა.
-შენ უფროსთან შევალ რაღაც საქმე მაქვს. შენ ქვევით ჩადი და დამელოდე კაი? გოგოს ნაძალადევად გაუღიმა და უფროსის კაბინეტში დაუკაკუნებლად შევიდა.
მამაკაცი უკმაყოფილო სახით აკვირდებოდა მის წინ დადებულ საბუთებს.
-ჩემი ცოლი აქ აღარ იმუშავებს. არც აცია და არც აცხელა ისე მიახალა.
-იმუშავებს. წყნარად თქვა გივიმ.
-რაღაც ვერ გამიგე. ირონიულად ჩაიცინა გეგიძემ- მე ჩემი თვალით ვნახე რაც აქ ხდება. თუ შენ პრობლემები არ გინდა, რომ შეგექმნას მაშინ ინა გაანთავისუფლე. უბრალიდ გაუშვი სამსახურიდან და მორჩება.
-და მაინც რა ნახე?
-უკანონო სპირტიანი სასმელებისა და ნარკოტიკების გასაღება სწორია? ხელებით მაგიდას დაეყდნო და მამაკაცისკენ გადაიხარა- მე მგონია, რომ პრობლემები გექნება კანონთან. წარბი გამარჯვების ნიშნად ასწია. -ისე გენიალურია . ყველაზე მაგარ სასტუმროში, რომელსაც კარგი შეფასება აქვს და ყველაზე ჭკვიან ადამიანსაც არ გაუჩნდება ეჭვი მის სიდიადეში.. მართლაც ჭკვიანურია აქ კაზინოს არსებობა.. მაგრამ ერთი მინუსი აქვს, უკანონო შემოსავალი, მაგრამ ეგ მოგვარებადია. კარისკენ წავიდა.
-წადი და მიჩივლე, თუ შენი ცოლის ციხეში ჩასმა გინდა. ამ სიტყვებმა გეგა ადგილზე გაყინა. -უი არ იცოდი. ახლა ირონია მან აიკრა. -ათ წლიანი კონტრაქტია.. ინას არ შეუძლია აქედან წასვლა, მაგრამ თუ წავა მოუწევს თანხის გადახდა. მკაცრად თქვა და გეგას გახედა.
-შენ დედას@#$. გაცოფებული მივარდა მამაკაცთან და მუშტი სახეში უთავაზა. ძირს დაცემულმა ნატკენ ტუჩზე ენა გადაისვა. -მოგკლავ. ცოცხლად დაგმარხავ ინას თუ შეეხება შენი სიბინძურე.
-რომ არ შეეხოს მაშინ კონტრაქტი უნდა გავწყვიტო კოზინოს დამაარსებელთან. მე კი ფული არ მაქვს. გესმის? უღრიალა გივიმ და ფეხზე წამოდგა. -არა ნაკლებ გაჭედილში ვარ. ჩემ თავსაც ვერ ვშველი. რამდენიმე წამის წინ მორგებული ირონი სახიდან ჩამორეცხოდა.
-ტვინი არ გქონდა იმ დედა@#$ საბუთებზე ხელი, რომ არ მოგეწერა? უღრიალა გეგამ.
-იმ მომენტში მართლა არ მქონდა. დანანებით თქვა და მის სავარძელში ჩაეშვა. -ნარკოტიკისგან გაბრუებული ვიყავი. ძალიან ჩუმად თქვა და გახეთქილ ტუჩზე ხელი მიიდო.
-ფუ ამის. ფეხი წინ მდგომ სკამს მიარტყა. -რამდენია გადასახდელი?
-ერთი მილიონი.
-რამდენი? ძალიან ჩუმად კითხა, თითქოს პასუხის გაგება არ უნდოდა.
-ერთი მილიონითქო. უყვირა გივიმ. -ნახევარს ვიშოვი როგორღაც ერთ წელში, ვალს ავიღებ და რამეს ვიზამ, მაგრამ მთლიანად ვერ შევძლებ დაფარვას. თავი ხელებში ჩარგო და ღრმად ამოისუნთქა. - კონტრაქტის მიხედვით ათი წლის განმავლობაში სასტუმროსაც ვერ გავყიდი.
-ჯანდაბა. იღრიალა გეგიძემ და კაბინეტიდან გავარდა.
გაგიჟებული ჩადიოდა კიბეებზე და ფიქრებს ალაგებდა. ბათუმის სახლსაც გადაწვდა ფიქრებში და მისი გაყიდვა იმ წამსვე გადაწყვიტა. პირველ სართულზე მდგომი ინას დანახვისას, სისხლი აუჩქარდა. ის ციხეში? შანსი არ იყო. არ გაუშვებდა. არავითარ შემთხვევაში არ მისცემდა არავის ამის უფლებას.
გოგოსთან მივიდა და ხელი მკლავში ჩაავლო. მისკენ მიაბრუნა, თვალებში ჩახედა და ტუჩები შუბლზე მიაკრო. ამით თითქოს მშვიდდებოდა. მასთან ყოფნისას ივიწყებდა ყველაფერს და ეს ამშვიდებდა.
სახლში მისულმა მაშინვე ლუკას დაურეკა. სულ სხვანაირად აუხსნა ყველაფერი და სახლის გაყიდვა მას მიანდო. შემდეგ ნაცნობი ნომერი აკრიფა და შემოთავაზებაზე თანხმობა განუცხადა.
-ბატონო კაკი თანახმა ვარ ორ წლიან ნაოსნობაში წამოვალ. ხმა ჩამწყდარმა ძლივს თქვა ეს წინადადება. -მაგრამ ფული წინასწარ მჭირდება.
-კარგი მაგაზე დაველაპარაკები ბიჭებს. გეგა კარგად დაფიქრდი, მერე უარს ვეღარ იტყვი..ეს სულ სხვაა.. სამ ან ოთხ თვიან მოგზაურობას არ გავს. ეს გემი გერმანული კომპანიისაა და პანამის დროშით დაცურავს. კონტეინერმზიდია და სხვადასხვა პორტში 8 000 კონტეინერი გადააქვს. ბევრ ქვეყანაში მოგიწევს, ყოფნა უმეტეს შემთხვევაში კი ოკიანეში. თუ შენ ახლა სპონტანურად ამბობ კის ასე არ გამოვა.
-ბატონო კაკი სხვა გზა არ მაქვს. სიკვდილის პირას მისული ადამიანის ნათქვამს გავდა გეგას ეს ფრაზა.
-კარგი. კაცმა მძიმედ ამოისუნთქა და ეს მცირედი სიტყვაც ამოაყოლა.
ყველაფერი შეიცვალა ამ დღეს.
ინას და გეგას ცხოვრება მთლიანად აირია.
ერთ კვირაში მოაგვარა გეგამ სახლის გაყიდვის ამბავი. ბატონმა კაკიმაც გადასცა ფული, კონტრაქტის გაფორმების შემდეგ.
პირდაპირ გივისთან მივიდა და მისი ნაშოვნი საკმაოდ დიდი თანხა მაგიდაზე დაუდო. ახლა მხოლოდ რამოდენიმე ათასია აცილებდათ ბოლო საფეხურამდე მისვლას.
გივიმ მოაგვარა ნაწილი თანხის ამბავი და ის კონტრაქტიც ასე წვალებით და გეგას ცხოვრების დანგრევის ფასად გაწყდა.
-გეგა ფულს დაგიბრუნებ. აუცილებლად დაგიბრუნებ ეს ერთი წელი მჭირდება ამოვქაჩავ ჩემს ბიზნეს და დაგიბრუნებ.. სანამ კაბინეტიდან გავიდოდა მანამ უთხრა.
-ფულს კი მაგრამ წლებს ვერ დააბრუნებთ. ნაღვლიანმა შეხედა წინ მდგომს და ოთახიდან გავიდა.
ინას ბევრი ელაპარაკა იმის თაობაზე, რომ სამსახურიდან წამოსულიყო, მაგრამ ის არც კი უსმებდა გეგას.
ბოლოს სხვა გზა აღარ დარჩა, ამიტომ გივის მიმართა და თავად მას მოსთხოვა ინას სამსახურიდან განთავისუფლება.
მის წასვლამდე ერთი კვირა იყო დარჩენილი. ღამ-ღამობით უყურებდა ჩაძინებულ მეუღლეს და ასე იპარავდა მის სითბოს.
ყველაფერი არეული იყო და დალაგებას არ ექვემდებარებოდა.
ერთი დღით ადრე, როცა გეგა ბარგს ალაგებდა აი სწორედ მაშინ გაიგო ინამ მოგზაურობის შესახებ. ლამის გაგიჟდა. გადაირია. დაჯერებაც არ უნდოდა იმის, რომ გეგა დატოვებდა. მიატოვებდა და წავიდოდა. იმ ღამეს ჩახუტებულებს ეძინათ. ბოლომდე სჯეროდა იმის, რომ გეგა არ დატოვებდა. მტკიცედ იყო ამაში დარწმუნებული, მაგრამ შეცდა. უბრალოდ იმედი გაუცრუვდა. მან უღალატა და დატოვა. მაინც მიატოვა.
დილით ცარიელი საწოლის დანახვაზე შიშმა შეიპყრო.. მაშინვე ფეხზე წამოდგა.
ცუდად გახდა ნელიმ რომ უთხრა წავიდაო. სწრაფად ჩაიცვა, საფულეს ხელი დაავლო და სახლიდან გავარდა. გამლელი ტაქსი გააჩერა და სადგურისკენ წავიდა.
მატარებლში იჯდა და ხელების კანკალს ვერ აჩერებდა. ეშინოდა, რომ ვერ მიუსწრებდა და ბოლოჯერ მაინც ვერ ნახავდა.
ბათუმში ჩასული მაშინვე პორტში გაემართა. ავტომობილიდან სწრაფად გადავიდა და სირბილით წავიდა იქვე მდგომი პატარა გემისკენ. ახლოს მისულმა შენიშნა გემისკენ მიმავალი მეუღლე.
-გეგა. დაუძლურებულმა მოიკრიფა ძალა და დაუძახა. მამაკაცი მაშინვე მიბრუნდა, ამღვრეული თვალებით შეხედა ცოლს და მკრთალად გაუღიმა. -არ წახვიდე. გეგიძის წინ დადგა და თვალებში ჩახედა.
-არ შემიძლია. ჩამწყდარი ხმით თქვა და თავი დახარა.
-ამაში მცვლი? შენს გემსა და ზღვაში? ცრემლები ვეღარ შეიკავა. -ნუთუ ჩემზე მეტად გიყვარს?
-ნუ სულელობ. ჩახუტება სცადა მაგრამ გოგო უკან გაიწია.
-წადი! თითი უზარმაზარი გემისკენ გაიშვირა რომელიც ხმელეთიდან მოშორებით იდგა - წადი ! უყვირა გაბრაზებულმა. გეგამ ამოიხვნეშა, კიდევ ერთხელ შეავლო თვალი მის ცოლს და გემზე ავიდა.
ინა ბოლომდე იდგა.
იდგა და უყურებდა გემს, შედარებით პატარა გემს, რომელიც იმ უზარმაზარი გემისკენ მიცურავდა.
ტკიოდა ორივეს ეს განშორება, მაგრამ გეგა უფრო მეტად განიცდიდა. ინას "წადი" ყველაზე მტკივნეული იყო, რომელსაც მრავალი გაგება ქონდა.
ასე გავიდა ორი წელი.
სრულ მარტოობაში.
გეგა გემზე.. ინა კი ხმელეთზე ებრძოდა გულის საშინელ ტკივილს.
გოგომ თითქოს დაივიწყა. გონებიდან ამოშალა და ცხოვრება ახალი გვერდიდან დაიწყო.
ეგეც დროებითი იყო.
სულ წამიერი.
აი გეგა კი ვერასდროს ივიწყებდა მის მეუღლეს. კისერზე ჩამოკიდებულ, ძაფზე მობმულ კალიცოს დახედავდა და ღიმილით იხსენებდა მათ შეხვედრას. ვერ ივიწყებდა. ან როგორ უნდა დაევიწყებინა შეყვარებული და მასში გამჯდარი გოგონა.
ინა მშობლიურ სახლს დაუბრუნდა. ნელისთან ხშირად მიდიოდა. დასაწყისში ბიჭებსაც ნახულობდა, იშვიათად მაგრამ მაინც. შემდეგ კი ყველა და ყველაფერი გააქრო რაც გეგას ახსენებდა, მაგრამ ნელის გაქრობა მაინც ვერ შეძლო. უფლება არც ქონდა. ვერც შეძლებდა და ვერც მოახერხებდა. უნივერსიტეტი დაასრულა, სამსახურიც იშოვა, ამჯერად ტუროპერატორად. ზაფხულში ბათუმში ჩადიოდა და კაფეში მუშაობდა.
ნინა და ირაკლი სწორედ იმ წელს დაწყვილდნენ და იმავე წელს სთხოვა დიტომ ხელი თიკას. ყველასთვის ბედნიერი წელი იყო. მხოლოდ ინასთვის იყო კატასტროფა.
ის წელიც სამსახურმა გადააგორებინა. ზაფხულის მოსვლას ნატრობდა გემრიელად, რომ დაესვენა და ამოესუნთქა. გეგაზე ფიქრს ვერ წყვეტდა, უბრალოდ თავს ატყუებდა. ღამით მისი მონატრება ახრჩობდა. ძალიან გაუსაძლის მომენტში უჯრაში ჩაკეტილ ნახატს გამოიღებდა სადაც თავად გეგა იყო გამოსახული და გულში ჩაიხუტებდა. ასე ებრძოდა "დავიწყებასა და გადაყვარებას" .
თითქმის ორი წელი გავიდა იმ ზაფხულს. სიმშვიდესა და სიწყნარეში განვლო ივნისმა, ივლისმა და აგვისტოს დასაწყისმა. მხოლო ბოლოს იგრძნო აფორიაქება, ისიც მისი გამოჩენისას. არ ელოდა. არ ეგონა იმ წელს თუ დაბრუნდებოდა, საერთოდ იმ დღეს, რომ ნახავდა.
გეგიძე მასთან ყოველთვის იყო. არ მიუტოვებია. ლუკასგან და ბექასგან იგებდა ინას შესახებ ყველაფერს. ბიჭები არ ჩნდებოდნენ ინას თვალწინ , მაგრამ მას არ ტოვებდნენ. ტუროპერატორად ლუკამ დააწყებინა მუშაობა. უბრალიდ ეს ინამ არ იცოდა და ვერც ვერასოდეს გაიგებდა, თუ ამას ვინმე არ ეტყოდა.
ასეთი იყო ინასა და გეგას წარსული, რომელიც ასე მარტივად ვერ დასრულდებოდა.
***
ინას ბათუმში ყოფნის ბოლო დღე იყო. გეგა ერთი კვირის განმავლობაში არ უნახავს. ენატრებოდა. ის მონატრება, რომელიც ორი წელი თან სდევდა ახლა უფრო მეტად გამძაფებულიყო მის სხეულში.
საღამო ხანი იყო.
კაფიდან სახლში ბრუნდებოდა.
ჩაფიქრებული მიუყვებოდა გზას.
სასტუმროში უნდა შესულიყო უკნიდან გეგას ხმა, რომ გაიგო.
-ნუთუ არ მოგენატრე?
ჟრუანტელმა დაუარა. ნელა შებრუნდა ბიჭისკენ და აღელვება ვერ დაფარა, მისი ჩალურჯებული თვალისა და გახეთქილი წარბის დანახვისას. წინა კვირას მომხდარი ინციდენტი გაახსენდა და იმ ბიჭის ნათქვამი "არ შეგრჩება". თავი ძლივს შეიკავა ახლოს, რომ არ მივიდა და არ მოეხვია .
-შენ გეგმაში უნდა მომნატრებოდი? ტუჩის კუთხე ჩატეხა და თავი გვერდით გადააგდო.
-კი.. ძაან თუ არა ცოტა მაინც. ტუჩის კუთხე აეწია. -მე ძაან მომენატრე ინა. სულ მენატრებოდი. სულ ყოველთვის.
-რატომ წახვედი? რატომ გეგა?
-ასე იყო საჭირო. წამში დასერიოზულდა, გოგოს მიუახლოვდა და ხელი მხრებზე ჩაავლო -ინა ჩემს ცხოვრებაში თუ რამე კარგი ყოფილა ეს შენთან გატარებული დროა. გაუღიმა და უკან გაბრუნდა.
ერთი თვე გავიდა.
ინა თბილისში იყო , ასევე გეგაც. ერთ საღამოს გეგიძე მასთან იყო მისული. ბატონ დავითს დალაპარაკებია. იმ დღის შემდეგ მამამისის გარდაქმნა მოხდა. აქამდე თუ გეგას სახელის ხსენება არ უნდოდა, ახლა ყოველ ორ წუთში ახსენებდა და აქებდა. ასევე იყო ირაკლიც, რომელიც აქამდე დუმდა. სალო ყოველთვის გეგასკენ იყო და ახლაც მის მხარეს იკავებდა.
საღამოს კლუბში იკრიბობოდნენ მისი ამხანაგები და მასაც სთხოვეს მისვლა. უარის თქმას აპირებდა, მაგრამ ბოლოს ისე ააგდეს ნამუსზე, რომ დათანხმდა. ლამაზად გამოეწყო და ტაქსით წაბრძანდა. შესვლისთანავე მონახა თვალით ნაცნობი საახეები და მათკენ გაემართა. ყველა გადაკოცნა და შემდგომ დაიკავა თავისი ადგილი. ყველა ცეკვავდა და ერთობოდა. თვითონაც ცეკვავდა და სვავდა. მეგობრის მიერ გაწვდილი სიგარეტი უნდა მოეწია ვიღაცამ მკლავზე, რომ დაავლო ხელი და კლუბიდან გაათრია. დაბინდული თვალებით შეხედა წინ მდგომ სილვეტს.
-შენ გოგო ჩემი გადარევა გინდა? უღრიალა განრისხებულმა გეგამ. -როდიდან იცმევ ასე? ან როდიდან ეწევი ამ საზიზღრობას. მის ხელში დაკავებულ სიგარეტზე ანიშნა. -ინა ნუ გავიწყდება ჩემი ცოლი, რომ ხარ. გამაფრთხილებლად დაუქნია თითი. -ჭკუით მოიქეცი თორემ ...
-თორემ? გაეჭიმა წინ მდგომს.
-რაც მოხდება მერე ნახავ. ცალი წარბი ზევით ასწია.
-და ახლა, რომ ვნახო არა? გამომწვევად გაუღიმა და მისკენ წავიდა. ხელში დაკავებული სიგარეტი გამოართვა და ტუჩებს შორის მოიქცია.
-ცუდად თამაშობ. გამოსცრა კბილებს შორის.
-ხოო?
-ხო. სწრაფი მოძრაობით გამოსტაცა სიგარეტი და გადაუგდო. -ამით მეც მანადგურებ და შენ თავსაც. ძალიან ჩუმად უთხრა, სწრაფად შევიდა კლუბში, ინას ჩანთა აიღო და ისევ გარეთ გავიდა. ინა იგივე პოზაში იდგა, რაღაცაზე ფიქრობდა.
-წამო.
-მე თვითონ წავალ. ბიჭს ჩანთა გამოართვა.
-არსად არ წახვალ. ხელი მაჯაში ჩაავლო. -ჩემი ცოლი ხარ და იქნები ჩემთან.
-ა ეხლა გაგახსენდა ცოლი?
-მე სულ მახსოვდა. გაეცინა ინას გაკაპასებაზე.
-კი როგორ არა ? გამიშვი ხელი. უყვირა ბიჭს.
გეგას მისთვის ყურადღება არ მიუქცევია, მხარზე გადაიკიდა მოწიკვინე გოგო და მანქანაში ძალით ჩასვა.
-გამიღე კარი. გეგა გეუბნები გააღე კარითქო. ღვედის შეკვრით გართულ ბიჭს უყვიროდა მთელ ხმაზე.
გეგამ ღიმილით დაძრა ავტომობილი და მუსიკა ჩართო. ინაც დაიღალა ყვირილით და გაჩერდა. გეგიძეს ზედ არ უყურებდა. ავტომობილი კორპუსის წინ გააჩერა და გადავიდა.
-გადმოდი.. კარი გაუღო გაბუტულს. -ინა ძალით გადმოგიყვან. გამარჯვებულის ღიმილი აიკრა.
-ხელსაც ვერ დამადებ.
-ვცადოთ?
-აუტანელი ხარ. გაბრაზებული გადავიდა მანქანიდან და მაშინვე სადარბაზოში შევიდა. გეგა სიცილით აედევნა.
-ტყუილად აკაკუნებ ბათუმშია ნელი წასული. ჯიბიდან გასაღები ამოიღო და კარი გააღო. -შედი. ხელით ანიშნა გაღებულ კარში, რომ შესულიყო. ცხვირ აბზუებული შევიდა და ნაცნობ გარემოს თვალი მოავლო.
-თავი ისე იგრძენი, როგორც ჩემი ცოლი. თავისივე ნათქვამზე აუტყდა ხარხარი. გოგომ თვალები გადაატრიალა და დივანში მოწყვეტით ჩაეშვა.
-ასე მგონია ეს ორი წელი არც ყოფილა ჩვენს ცხოვრებაში. სიჩუმე ინამ დაარღვია.. არა და აქამდე ვნანობდი იმ "კის" რომელმაც ჩემი ცხოვრება შეცვალ.
-ნანობდი? ხმა ჩამწყდარმა კითხა. -ნანობდი ცოლად, რომ გამომყევი? თვალებში ჩახედა გოგოს. ინას არაფერი უთქვია, თავი ჩახარა.
-მე შენ მიყვარხარ. იმაზე მეტად და ძლიერად ვიდრე მაშინ. მე არასოდეს ვინანებ ჩემს არც ერთ ნაბიჯს. ფეხზე წამოდგა. -დღეიდან ყველაფერი ისე იქნება, როგორც მაშინ. შენ ჩემი ცოლი ხარ.. ჩემი.. ჩემი ცოლი. გინდაც შენ გინდოდეს წასვლა ახლა მე არ გაგიშვებ. ვერ გაგიშვებ ინა. აღარ შემილია. უშენოდ ვერ ვიქნები.
-ამას ამბობს ის ადამიანი რომელმაც ორი წლის წინ მიმატოვა? ერთს ამბობ და მეორეს აკეთესბ. არ მესმის გეგა შენი. მეც დავიღალე. დავიღალე ყველაფრით. აღარ შემიძლია უკვე. დაღლილმა და თვალცრემლიანმა ახედა გეგას. ბიჭი უხმოდ მიუახლოვდა და ჩაიხუტა.
ორივე მართალი იყო თავისებურად. არც ერთი იყო დამნაშავე იმ დაკარგულ ორ წელში. ასე მოხდა და ახლა ვეღარ შეცვლიდნენ.
ორი კვირა გავიდა რაც ერთად ცხოვრობდნენ. სხვა და სხვა ოთახებში იწვნენ, მაგრამ ერთ სახლში რომ ცხოვრობდნენ ეგეც რაღაცას ნიშნავდა.
ყველას უთხრეს, რომ შერიგდნენ და ახალი ფურცლიდან იწყებდნენ ყველაფერს. სხვასთან ავლენდნენ სიყვარულს, აი რელობაში კი მხოლოდ საღამოს ბრუნდებოდნენ, როცა მარტონი რჩებოდნენ.
ნელის ჩამოსვლამ მათი ღამეული იდილია არია.
ქალს ძაან გაუხარდა ინას დანახვა, ბედნიერი იყო მის შვილსა და რძალს კვლავ ერთად, რომ ხედავდა.
დასაძინებლად ორივე ერთად წავიდა.
ოთახში შესულმა ინამ გეგას გახედა.
-შენ სად წვები?
-რა კითხვებით მოძრაიბ ინა? ჩაიცინა ბიჭმა.
-საწოლში მე ვწვები.
-ორივე დავეტევით ხომ არ გავიწყდება ტატესტილი, რომ გვაქვს და თან არა მარტო ძილისთვის. თვალი ჩაუკრა თვალებ გაფართოებულ გოგოს.
-გარყვნილო. ბალიში ესროლა მოხარხარე მამაკაცს.
ერთი თვე ასე ერთმანეთის წვალებითა და კამათით განვლეს. ინა სამსახურში დადიოდა. გეგა ბიჭებთან ერთად იყო ისევ იმ ბიზნესში და რაღაცას ახერხებდა. ასე, რომ ვთქვათ ჯიბის ფული ყოველთვის ქონდა.
ერთ დღეს ინას საქმიანი შეხვედრა ქონდა რესტორანში. უკვე ძალიან იყო დაღლილი ლაპარაკით. ბოდიში მოიხადა და აივნისკენ წავიდა ჰაერი, რომ ჩაესუნთქა და გონზე მოსულიყო. თვალში ნაცნობი სილვეტი, რომ მოხვდა ადგილზე შედგა. გეგასა და მისი ყოფილი უფროსის დანახვაზე გაოცდა. ეჭვის თვალით უყურებდა მათ მოქმედებას. მისი ტვინი ისე დაიძაბა ლამის გადაეწვა. თავის ადგილას დაბრუნდა, ცუდად ყოფნა მოიმიზეზა და ბოდიშის მოხდით დატოვა რესტორანი.
გარეთ გასულმა მაშინვე მობილური მოიმარჯვა.
-გისმენ ინ
-სესო ლუკას სახლის მისამართი მომწერე.
-რამე ხდება?
-ისეთი არაფერი.
-კარგი მოგწერ.
მაშინვე ტაქსი გააჩერა და მისამართი უკარნახა.
სადარბაზოს კიბეები აირბინა და კარებზე დააკაკუნა.
-ინა? გაკვირვებულმა ლუკამ ანერვიულებული გოგო აათვალიერა. -შემო. გვერდით გაიწია და ინა შიგნით შეატარა. -ხო მშვიდობაა?
-ყველაფერი ვიცი!
-რა ყველაფერი? ფერები გადაუვიდა სახეზე
-გეგა და გივის ამბები. ინტერესით უყურებს ბიჭს და მისგან ელოდა სწორედ ყველაფრის გაგებას.
-ინა ეს.. დაბნეულმა დაიწყო გოგოს დამშვიდება. -შენთვის გააკეთა ყველაფერი, სხვა გზა არ ქონდა. დაგიჭერდნენ, იმ უკანონო შემოსავლებისა და კაზინოს გამო. გეგა რომ არ წასულიყო არ გამოდიოდა... ეს ყველა...
-რა თქვი?
-არ იცოდი? მომატყუე?
-ხო და ახლა შენგან ვითხოვ ყველაფრის ახსნას.
-ფუ ჯანდაბა რა შტერი ვარ.
-ლუკა გთხოვ.
-გეგა დამახრჩობს.
-ლუკა მომიყევი! იყვირა წყობიდან გამოსულმა.
ლუკასაც სხვა რა გზა ქონდა და ყველაფერი დაწვრილებით უამბო.
ნახევარი საათი კორპუსის წინ იდგა. ასვლასაც ვერ ბედავდა. არ იცოდა გეგასთვის, როგორ შეეხედა, რა ეთქვა ან როგორ მოქცეულიყო.
კარები ნელიმ გაუღო, ნაძალადევად გაუღიმა ქალს.
-გეგა არ მოსულა?
-ოთახშია. არ გშია შვილო?
-გეგას ვნახავ ჯერ.
-კარგი. გაუღიმა ქალმა და სამზარეულოში შევიდა.
ოთახის კარი ხელის კანკალით გააღო. გეგა ფანჯარასთან იდგა და ეწეოდა. ინა უხმოდ მიუახლოვდა, უკნიდან ჩაეხუტა და ხელები ძლიერად მოხვია. ბიჭს გაეღიმა. წყნარად იყო. ადგილიდან არ იძვროდა. ინა ხმამაღლა ატირდა. გეგა სწრაფად მოსცილდა და მისი სახე ხელებში მოიქცია.
-ინა კარგად ხარ? ინა რა გჭირს?
-არ გიმსახურებ.. მე შენ არ გიმსახურებ. მე არ გიმსახურებ. არ გიმსახურებ არა. ღრიალებდა და ტირილს არ წყვეტდა.
გეგიძემ ხელები მოხვია და გულში ჩაიკრა.
-ჩუ დამშვიდდი. ინა დაწყნარდი. ისტერიკაში მყოფი გოგო ხელში აიყვანა და საწოლზე დააწვინა. დამამშვიდებელი წამალი და წყალი მიუტანა.
ხვდებოდა რაც ხდებოდა ინას თავს და სწორედ ეს არ უნდოდა მას.
-ჩემი თავი მძულს შენს გვერდით, რომ ვარ ასე უსინდისოდ. ასლუკუნებულმა თქვა და მოიკუნტა.
-ნუ სულელობ. თავზე აკოცა და გვერდით მიუწვა. -მე შენ მიყვარხარ. ყველაზე მეტად მიყვარხარ. სუსტი სხეული ძლიერად ჩაიხუტა და თვალები დახუჭა.
***
ბათუმის სანაპიროზე მისეირნობდნენ და ძველ დროს იხსენებდნენ.
ამ ერტი წლის შემდეგაც ისევ ისე ძლიერად უყვარდათ ერთმანეთი და ვერც ვერასდროს შეძლებდნენ ერთმანეთის დავიწყებას.
-მა-მა... ბურდღუნით ნათქვამი ეს სიტყვა გეგასთვის ყველაფერი იყო.
-მომიყვანე რა. ინას ხელებში მოთავსებული, რვა თვის ანამარია ფრთხილად გამოართვა და დაბურთულ ლოყაზე აკოცა. -მამას ბურთი. ხელში ააფრიალა შვილი. -ნეტა მეორე ბურთი როდის გამოძვრება მაქედან. ჯერ ისევ შეუმჩნეველ ინას მუცელს მიაპყრო მზერა.
-შვიდ თვეში. ღიმილით დაისვა ხელი მუცელზე. -გეგა მომიყვანე ეგ და შენ მიდი ის ბამბის ნაყინი იყიდე.
-თქვენი სურვილი ჩემთვის კანონია. ლოყაზე აკოცა მეუღლეს და გაუღიმა. -ამასაც წავიყვან. მოკისკისე ბავშვი ხელში აათამაშა.
პარკში დასხდნენ..
გეგა ანამარიას ასეირნებდა.. ინა კი გაღიმებული ადევნებდა თვალს მამა-შვილს და თან ბამბის ნაყინს ჭამდა.
ანამარია დედისკენ იწევდა.
-ვერ გაუგე ამ ბავშვ რა უნდა რა.. ბუზღუნით ჩამოჯდა ცოლის გვერდით და ბავშვი კალთაში ჩაისვა. პატარა დედიკოსკენ გადაცოცდა და მის ბამბის ნაყინს თავისი პატარა ხელი მოუშირა.
-მამას ბუშტს ბამბის ნაყინი სდომებია . გაიცინა გეგამ.
-შენ კიდე ვერ გაუგე. მოდი დე ჩემთან.
-ჩემი ტკბილი ბამბის ნაყინები ხართ თქვენ. მომცინარ შვილს პაწუკა ცხვირზე თითი დაკრა, ინას კი საფეთქელზე აკოცა და ხელი მუცელზე დაადო. -მიყვარხართ სამივე.. მომავალში ოთხივე მეყვარებით, მერე ხუთივეც .. ექვსივეც და ასე სიცილით თქვა და თვალებ გაფართოებულ ცოლს გახედა.
**
-რამოდენიმე წლის წინ მე შენ შეგიყვარე. საჩვენებელ თითს გულზე ადებს მის წინ მდგომ ბიჭს.
-აჰამ და ვერასოდეს ვეღარ დამივიწყებ. ამბობს და მოწყვეტით კოცნის ბაგეებზე.



№1  offline წევრი nini :)

მიყვარს... ძაან საყვარელი ისტორია იყოოო.... საყვარლებიიიიი.... ❤❤❤❤

 


№2  offline წევრი Kaxcha

უსაყვარლესი უკარგესი ულამაზესი და უბედნიერესი ისტორიაა❤❤არვიცი იმ გრძნობას რა დავარქვა რაც ამის წაკითხვის შემდეგ განვიცადე❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent