შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

„გახდი ჩემი სვანი“ (6)


17-11-2017, 23:53
ავტორი pekhshvela
ნანახია 3 351

ღმერთო როგორ მიცემს გული. ბედნიერებისგან მართლაც ამოხტება საგულედან. გაბრუებული ავდივარ სახლში და ვცდილობ ეს ზედმეტი ნაჭრები მოვაშორო სხეულს. მინდა ცოტახანს შხაპის ქვეშ ვიდგე და ამდენი ემოცია ცოტა დავალაგო. ცოტა დავამშვიდო ეს გული. აბაზანაში შევდივარ ცხელი წყლის ქვეშ ვდგები. ვგრძნობ როგორ მეწვის სხეული. ცხელი წყლისგან კი არა გრძნობებისგან ემოციებისგან. კი არ ვმშვიდდები არამედ უფრო ვღელავ. უფრო მიჩქარდება გული და გიჟივით ვიცინი. სიმღერას ვიწყებ. ხანაც სვანურად ხანაც ქართულად და ვარ მტელ ამბებში. ჩემს თავზე მეცინება და პირსახოც შემოხვეული ვჯდები ჩემს საყვარელ სავარძელში. ღმერთო რა სულელი ვარ. ჩემს თავს ვეუბნები. ცოტახანს ასე ვზივარ აჟიტირებული და შემდეგ პენუარს ვიცმევ. ჩემოდნებს ვამზადებ და ბარგის ჩალაგებას ვიწყებ. მთელი ხალისით. ყველაფერი ჩავალაგე რასაც ქვია ვიღაცას ეგონებოდა რომ სვანეთში გადვიოდი საცხოვრებლად. დიდი სიამოვნებით თუმმცა ახლა მხოლოდ ერთი კვირით მივდიოდი. გული მოლოდინით ფანცქალაბედა, მე და ლევანის იქაც ბევრი სასიამოვნო თავგადასავალი გველოდა. კიდევ ბედნიერი ერთი კვირა მელოდა წინ . ჩემი სვანი მომატარებდა მთელ სვანეთს . როგორც იქნა მოვრჩი ბაგის ჩალაგებას და დასაძინებლად წავედი. ტელეფონზე მისი მესიჯი დამხვდა. ძილინებისა ჩემოო კესანეებისფეროო. სახეზე ბედნიერმა ღიმილმა გადამირბინა და მეც მივწერე ძილინებისა ჩემო სვანეთისფერო ბედნიერებავთქო. ასე ბედნიერს ჩამეძინა. დილის 5 საათზე მისი ზარი მაღვიძებს. ცალთვალ გახელილი ვპასუხობ და ვცდილობ ხმა დავინაზო რადგან დილით ძალიან ცუდი ხმა მაქვს ხოლმე.
-გისმენ ჩემო სვანეთის ფერო ბედნიერებავ.
-დილამშვიდობის ჩემო ყვავილო. გამოფხიზლდი მიდი და იცოდე რომ ღამე კარები უნდა დაკეტო.
-უიი ღია დამრჩაა. მოიცა მოიცა შენ საიდან იცი რო ღია დამრჩა? უცებ ვჭყიტე ორივე თვალი და თავთან კესაანეები მედო. ისევ ღიმილი. ბედნიერების ღიმილი.
-ჩემი სულელი ხარ.
-აუუ ლევანნ. ყველაზე მაგარი სვანი ხარ დედას გეფიცები.
-ეჭვი არ შეგეპააროს. მეცინება და წარმოვიდგენ როგორ იღიმის ის და ტეხავს საყვარლად თავის დიდრონ ტუჩს მარჯვენა კუთხეში. იმ კუთხეს რომელიც მაგიჟებს და მინდა ვკოცნო. ახლა ვგრძნობ როგორ მინდა იმ ადგილს შევეხო.
-კარგი ლევან 10 წუთში მზად ვარ გპირდები,
-კაი ხო მიდი დაბლა გელოდებიი
-აქ ხაარ?
-ხო აქ ვარ.
-ამო მიდი ცოდო ხარ ეციება მანდ.
-აუ კაი მიდი მაშ ყავა გააკეთე თორე მაგრად მეძინება.
-კაიი ამო მალე. ტელეფონს ვთიშავ სასწრაფოდ ტანსაცმელს ვიღებ ხელში და აბაზანში შევრბივარ. წამიერად ვიცმევ და სახეზე წყალს ვსხავ რომ კარგად გამოვფხიზლდე. თმები სულ ოდნავ ავიკოსე და გავედი. ლევანიც ამოსულა და გაკვირვებული იყურება რომ ვერსად მხედავს, უკნიდან ვეპარებ და ზურგზე ვეხუტები. ცოტა შეხტა და მე ვკვდბეოდი სიცილით. თავისკენ მაბრუნებს და მეხუტება. ჩემი გიჟი ჩემი გიჟი. მიმეორებს ყურებთან. როგორც იქნა მშორდება და თვალებში მიყურებს. მეკიდევ განაბული ვდგავარ. ბედნიერებაა როდესაც გაღვიძებისას საყვარელი ადამიანის ხმა გესმის და საერთოდ მას ხედავ. ხელი ჩემსკენ მოაქვს და ვერც ვხვდები რას აკეთებს. ერთი მოძრაობით მხსნის თმისამაგრს და ჩემს წელამდე თმას ბოლომდე შლის.
-ასე ჯობია ჩემო ყვავივლო. მეუბნება მე თავს ვუქნევ. ვუღიმი და ისევ ვეხუტები. ასე ჩახუტებულები შევდივართ სსამზარეულოში და ყავას ერთად ვიმზადებთ. ყავა უკვე მზადაა და ვანიშნებ წამომყევიტქო. ჩემს საყვარელ სავარძელთან მიმყავს . მასტან ერთად ვჯდები. ვეხუტები. ყავას მივირთმევთ და ესაა ზუსტად ყველანაირი ნეტარების წუტები. მაგრამ ვიცი სვანეთში გათენებული დილა სულ სხვანაირი იქნება. იქ ყველაფერს სხვა გემო, სხვა სუნი და საერთოდ სხვა ფერი ექნება. გული ისევ გამალებით მიცემს. როგორც იქნა ამ ნეტარების სამყაროდან გამოვდივართ და სახლიდან გავდივართ. მე მანქანაში მსვავს ბარგს საბარგულში დებს და მალე ისიც მიმშვენებს გვერდს. ხელს მკიდებს და მეუბნება წავედით! ისე თითქოს სამუდამოდ მივდივარტ აქედან. პატარა ბავშვივით ვარ აცეტებული დედა რომ კამფეტებს ყიდულობს. ლევანს მუსიკებს ვართვევინებ და ვცანაცარებ ჩემთვის. ის კიდევ კვდება სიცილით.
-მაგიჟებ კესანე. მიყვარს როცა ასეთს გხედავ.
-როგორს?
-ასეთ მხიარულს და გადარეულს. მიყვარს როცა იცინი.
-შენ გამხადე ასეთი. უფროსწორად შენ დამაბრუნე.
-დაგაბრუნე?
-ხო ლევან.
-კესანე მინდა რომ მენდობოდე. შეგიძლია მომიყვე ყველფერი. იცოდე რომ გაგიგებ ნებისმიერ რამეს.
-ვიცი ლევან ვიცი . გენდობი კიდეც. და მჯერა შენი. უფროსწორად მჯერა ჩვენი. მე ვიცი შენ ჩემი ახდენილი ოცნება ხარ. შენ დამიბრუნე ყველაფრის ხალისი დიახ. მე შეყვარებული მყავდა. ეს სიტყვები ვუთხარი და დავინახე როგორ შეეცვალა სახის მიმიკა სვანს.
-მერე რა მოხდა?
-მოკლეს. ტკივილნარევი ხმით ვუთხარი და ღრმად ჩავისუნთქე.
-ვწუხვარ კესანე. მაგრამ იცოდე ცხოვრება გრძელდება და მე დაგავიწყებბ ყველა ტკივილს.
-უკვე მავიწყებ ჩემო.
-მიშგუ ხოხვრა (ჩემი პატარა) მეუბნება და ხელზე მკოცნის. ცოტახანს ჩუმად ვარ. გზას გავყურებ და ვცდილობ ეს უაზრო წარსულის მოგონებები გავფანტო. ინტერესიანი თვალებით გადავხედე ლევანს და ვკითხე.
-სვანეთში სად ვიქნებით ?
-უშგულში. სახლი მაქვს იქ. მესტიაშიც კი მაქვს მაგრამ ჩემი აზრით ჯობია იქ წავიდეთ.
-აუუ ღადაოობ ყველაზე მეტად უშგულის ნახვა მინდოდა. ჩემი სანატრელი ლამარიის ტაძარში მინდა სანთელი ავანთო და ღმერთს მადლობა გადავუხადო შენი გამოჩენისთვის.
-მე შენ ყველა ოცნებას აგიხდენ კესანეე.
-იცი ვინ ხარ?
-ვინ აბა
-მიშგუ მუშვანიი!!! მიცინის და ხელით თმაზე მეფერება. ძალიან დიდხანს ვიარეთ. დამღლელი გზის შემდეგ როგორც იქნა სვანეთში ვართ თუმცა უშგულამდე ისევ შორია. ის ხომ სვანეთის ბოლოშია. სანამ უშგულამდე მივალთ ყველაფერს გულისყურით ვათვალიერებ მანქანიდან. მინდა ყველაფერი დავიტოვო ჩემში. სვანეთი მინდა იყოს ჩემში. სვანეთის თვალიერებაში გავერთე და ლევანისკენ აღარც გამიხედავს, მისკენ მოვტრიალდი ძალიან ახლოს მივიწიე და მივეხუტე. მხარზე ჩამოვადე თავი და მანაც მაკოცა შუბლზე. როგორც იქნა უშგულამდეც მივედით. მანქანა ერთ ძალიან ლამაზ სახლტან გააჩერა რომელსაც გვერდით სვანეთის სამკაული დიდებული კოსკი ამშვენებდა. ვისუნთქავდი ხარბად სვანეთის ჰაერს, ფილტვებს ვივსებდი. სვანეთით ვივსებოდი და ჩემი სვანით. გავცქეროდი ჩემს საყვარელ უშბას. წინ მიდგა ჩემი ნაპოვნი უშბაც. ხელით მანიშნა მოდი ჩემტან ზურგზე მომეხვია და ერთად გავცქეროდით ამ ყველაფერს. ამ სილამზეს. სვანეთი ჩემი ხატი იყო ჩემი სამოტხე. ჩემი დიდებული სვანეთი ახლოდან უფრო ლამაზი ყოფილა. ლევანს ვეუბნებოდი ამ სიტყვებს.
-ჯერ სად ხარ კესანე ისეთ ადგილებს განახებ.
-ჩემი სვანი ხარ შენ ჩემი სვანი. ვაიმე დაწერა მომინდა ლევაან
-მიდი გისმენ ეხლავე მითხარი ის სიტყვები რაც გინდა დაწერო.
-„ აქ სიმწვანეში ჩაძირული ჩემი თვალები,
გულს არნახული უჩვეული გრძნობით ავსებენ..
აქაურ ჩრდილში საუკუნოდდ დავიმალები
და ეს ხეებიცც არასოდეს არასად გამცემენ!“
-ვაიმეეე ჩემი საოცრება ხარ შენ. მართლა დარჩებოდი აქ? ჩემტან ერთად?
-რა თქმა უნდა ჩემო სვანო
-მიშგუუ ლირდე (ჩემი სიცოცხლე)
. სახლში შევდივართ და დალაგებას ვიწყებ, მინდა მალე მოვრჩე რომ ლამარიაში წამიყვანოს ჩემმა სვანმა.. როგორც იქნა მოვრჩი და გამზადებას ვიწყებ. ის კაბა ჩავიცვი რომელიც გუშინ ვიყიდე. რო ელიც მართლა ძალიან მიხდებოდა. ნაზი ყელსაბამი გავიკეთე. კაბამდე კოჭამდე სიგრზის იყო მკლავიანი. ცოტა ტანზე მომდგარი. ჩემი საყვარელი ტავსაბურავიც წამოვღე რომელიც ცემი კესანეების ფერი იყო. ლევანის საყვარელი დალალები გავიშალე და თავსაბურავი მხრებზე მოვიხვიე. ოტახიდან გავედი და ლევანს ვუთხარი რომ მზად ვიყავი.
-ძალიან ლამაზი ხარ კესანე მაგრამ რარაც გაკლია.
-რა მაკლია აბა ლევან. ჩემსკენ მოდის, ვხედავ როგორ მალავს უკან რარაცას. მიახლოვდება და თავზე მადებს გვირგვინს. სვანეთის გვირილებიტ და კესანეებით გაკეთებულს. ჩემი გამხარებელია ეს ბიჭი გეფიცებით. თითებს ჩემს თიტებში მიცურებს და ფეხით მვუყვებით ლამარიისკენ გზას. გული სასწაული ემოციებით მიცემს და თვალები მიბრწუყინავს ამ სილამაზისგან რასაც ვხედავ გარსემო. ლამარიის ტაძარი ეს მშვენირებაა. ვერ აგიღწერთ ისეთი. ტაძარში შევდივართ და სანთლებს ვანტებთ. ტაძრიდან რომ გამოვედით იქვე ვსეირნოდბით. უცბათ მაჩერებს და დაბნეული ლაპარაკობს.
-ჯანდაბა..მე.. მოკლედ ვეღარ ვითმენ კესანე. ჯანდაბას ჩემი სვანობა.
-რა მოხდა ლევან? დაბნეული ვეკითხები.
- მი სი მალატ მუშვან ხეხუ!! ( მე შენ მიყვარხარ სვანის ქალო) გული მიჩერდება, ასე მალე არ ველოდი მისგან ამ სიტყვებს,. ჩემი სვანისგან არ ველოდი თუმცა ფაქტი იყო მას უკვე ვუყვარდი და მეც მიყვარდა. გავუღიმე. სახე ახლოს მივუტანე
-მი სი მალატ მიშგუ მუშვან. ვუთხარი და ზუსტად იმ ტუჩის კუთხეში ვაკოცე რომელიც ჩატეხა.

-----------
ჩემო ტკბილებოო ვეცადე ყველანაირად დამეწერა. პატარა ტავისთვის ბოდიშით. ორი დღეა მილიონი ლექცია მაქვს. იმედია მოგეწონებათ ველი კომენტარებს^^^ ხოდა კიდე შეცდომებისთვის ბოდიში. რომ გადავიკითხო რამეს შევცვლი და არ მინდა. რაც მომდის თავში ეგრევე ვწერ



№1  offline მოდერი pekhshvela

ფოტოზე უშგული , ლამარიის ტაძარი heart_eyes

 


№2 სტუმარი სტუმარი lia

შაუკეტესო ტავია.
ცოტა გაადიდე,პატარაა❤❤❤

 


№3 სტუმარი სტუმარი Nuki

Kargia dzalian dzaliaaaan

 


№4 სტუმარი სტუმარი მარიამი

კარგიააა ძალიანნ

 


№5 სტუმარი სტუმარი Nuki

Au Rato agvianeb ase dzaan

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent