ცუდი ბიჭის პატარა გოგო (10 თავი)
10 თავი მე და ანა სიცილით გამოვდიოდით სადარბაზოდან, როცა ჩვენს წინ დემეტრე და მისი ძმაკაცები იყვნენ. - დ-დემეტრე! აი ეხლა მართლა დაგვერხა. დემეტრე გაბრაზებული მიყურებდა, შემდეგ კიდე ანას გახედა. - პატარა, შენ გგონია ამისთვის არ დაისჯები? თქვა დემეტრემ ბოროტული ღიმილით, და ვერაფრის გაკეთება ვერ მოვასწარი ისე ამიტაცა ხელში. - დემეტრე დამსვი, ვერ წამოვალ ვერსად, ანას მარტო ვერ დავტოვებ ვუთხარი დემეტრეს როცა ხელში ამიყვანა და თავისი მანქანისკენ მივყავდი. - დამშვიდდი, ჩემი ძმაკაცები მიხედავენ, აი შენ კი მე მოგივლი. დემეტრემ მითხრა და მანქანაში ჩამსვა, ანას გავხედე და თავისი პატარა სათამაშო თოფი ბრელოკი ამოუღია და ბიჭებს აშინებდა, მაგრამ იმათმა მაინც ხელი ჩაკიდეს და ალბათ სახლში წაიყვანდნენ - დემეტრე კარგი რა, გვიანია უკვე სახლში უნდა ვიყო ვუთხარი დემეტრეს როცა ჩემი სახლის შესახვევს გაცდა და სხვაგან მივყავდი - შენ გგონია იმ სისულელეს მერე რაც გააკეთეთ ესე მალე გაგიშვებ? გამომხედა ღიმილით და მეც გამეცინა ჩვენი საქციელი, რომ გამახსენდა - აქ რას ვაკეთებთ? ვუთხარი დემეტრეს როცა სადღაც შორს, უცნობ ქუჩაზე ჩამოვედით რაღაც პატარა კაფეს წინ - ამ ადგილის შესახებ ბევრმა არ იცის ამიტომ ხშირად დავდივარ ხოლმე, თან ჩემ კლუბთანაა ახლოს. რათქმაუნდა, დემეტრემ ხო ქალაქში ყველა ადგილი ზეპირად იცის. მე კიდე ჩემ ქუჩაზე ვიკარგები ხოლმე - რას ინებებთ? ჩვენთან ვიღაც გოგო ოფიციანტი მოვიდა, გოგოს თითქმის არაფერი არ ეცვა. ისეთი მოკლე კაბა იყო, რომ ყველაფერი უჩანდა. გოგო დემეტრეს ტუჩზე კბენით აშტერდებოდა - მე ცხელი შოკოლადი მინდა ვთქვი მე და როცა ჩემსკენ გამოიხედა გულის ამრევი სახე მიიღო და ისევ დემეტრეს დათვალიერებას დაუბრუნდა - თქვენ? უთხრა თავისი წრიპინა ხმით. ეს გოგო ძალზედ გამაღიზიანებელი იყო, მაგრამ მე დემეტრესთვის არავინ არ ვარ ამაზე რომ გავბრაზდე. ამის გაფიქრებაზე თავი ცუდად ვიგრძენი და დაბლა ჩავწიე. - პატარა, რა გჭირს? დემეტრემ როცა შეუკვეთა ისევ მე გამომხედა და მკითხა - არაფერი მეც ღიმილით ვუპასუხე და ვცდილობდი მოწყენილი აღარ ვყოფილიყავი - პატარა, შენ რა ეჭვიანობ? მითხრა დემეტრემ და მის სახეზე ესეთი კმაყოფილი ღიმილი ჯერ არ მინახავს - მე? ვეჭვიანობ? რა სისულელეა ვუპასუხე ყალბი სიცილით, რომელსაც ყველა მიხვდება რომ ნამდვილი არაა. დემეტრე სიცილით მაგიდის ჩემ მხარეს გადმოჯდა და ხელი გადამხვია. - ჩემი პატარა მხოლოდ შენ ხარ დემეტრემ მითხრა და ლოყაზე მიჩქმიტა. ესე საყვარლად ვიჯექით სანამ ის ოფიციანტი დაბრუნდა და ჩახუტებულები რომ დაგვინახა თვალები გადაატრიალა. - აი თქვენი შეკვეთა მაგიდაზე დემეტრეს ლუდი დაუდო, ჩემი ცხელი შოკოლადი კი ისე დაახეთქა მაგიდაზე, რომ ჭიქიდან პატარა წვეთი გადმოიქცა და თითზე დამეცა. ისეთი ცხელი იყო, რომ თითი პატარაზე დამეწვა და სული შევუბერე - კიდევ რამეს ხო არ ინებებთ? თქვა და დემეტრეს გახედა, რომელიც გაბრაზებული ნელნელა ფეხზე წამოდგა - მომისმინეთ ქალბატონო. ჯერესერთი ვერ ხედავთ რომ ჩემ შეყვარებულთან ერთად ვარ მოსული? დემეტრე ძალიან ახლოს მიიწია იმ გოგოსთან და მკლავზე უხეშად ხელი მოკიდა. - დარწმუნებული ვარ თქვენი მენეჯრერი ფულს მომსახურებაში გიხდით, და არა ბო*ობაში ხომ? დემეტრე ისეთი ძალით უჭერდა ხელს რომ გოგოს ცრემლები სდიოდა - ეხლა კი თვალით აღარ დამენახო თუ გინდა რომ მაგ ლამაზ თავზე თმა შემოგრჩეს დემეტრემ ყურში ჩაჩურჩულა და ხელი გაუშვა. გოგონა ტირილით გაიქცა, ეხლა შევამჩნიე რომ კაფეში ვინც იჯდა ყველა ჩვენკენ იყურებოდა - დემეტრე, ეს რატო გააკეთე? ვუთხარი გაოცებულმა დემეტრეს, რომელიც ვითომც არაფერი ისე მოუჯდა მაგიდას და ხელი გადამხვია - ღირსი არ იყო? ვიღაც ბო*ი იყო, რატო გადარდებს? გამომხედა დემეტრემ - რა მნიშვენლობა აქვს ვინ იყო, ესე ბოროტად არ უნდა მოქცეულიყავი ვთქვი და დემეტრემ პატარაზე სიცილით გამომხედა - მე კეთილი მხოლოდ შენთან ვარ, ეს იმას არ ნიშნავს რომ სხვებთანაც ეგეთი უნდა ვიყო მითხრა დემეტრემ და თვალი ჩამიკრა. ღმერთო, ეს ბიჭი გამაგიჟებს. სახლში ჩუმად ავედი და უკვე ჩემ ოთახში ვაპირებდი შესვლას როცა კარი გაიღო და ანა გამოვარდა. - ანა,შენ ნორმალური ხარ? გული გამისკდა ვთქვი და გულზე ხელი მოვიკიდე, ლამის გულმა დამარტყა. ოთახში შევედი და ანა გაბრაზებული აქეთიქეთ დადიოდა - იმ ვიღაც 2 ბიჭთან ესე უნდა დაგეტოვებინე? დემეტრესთან მარტო რომ დავრჩი ანას ამბები სულ გადამავიწყდა, საშინელი მეგობარი ვარ! - ბოდიში, უბრალოდ დემეტრემ ისე მოულოდნელად წამიყვანა. თან ვიცოდი ლუკა და საბა რომ იყვნენ თორე სხვებთან არ დაგტოვებდი! ვუთხარი და ანას დაწყნარებას ვცდილობდი, მაგრამ ეხლა უფრო გაბრაზებული სახე მიიღო - ლუკას ნუ ახსენებ! ჩაილაპარაკა გამწარებულმა და საწოლზე დაჯდა - რაო რამოხდაო? ვუთხარი ღიმილით, ყველა მიხვდა ალბათ რაშიცაა საქმე - საშინელი ადამიანია, იცი როგორ მომიშალა ნერვები? - ეჭვიც არ მეპარება ვუთხარი და გამეცინა - სხვათაშორის სანდრომ შემოიხედა შენ ოთახში და იძულებული გავხდი საბანი გადამეფარა თავზე და ხვრინვა დამეწყო თქვა ანამ და სიცილით გამომხედა - სერიოზულად? მიყვარხარ ვუთხარი ანას და ჩავეხუტე - მე არა! თქვა ანამ და ენა გამომიყო, მე კიდე მის საქციელზე გამეცინა *** დილით საშინელი მაღვიძარას ხმა გაისმა. გამოფხიზლებას ვცდილობდი და ტელეფონში ახალ შეტყობინებებს ვნახულობდი. ანა იყო, ასე თქვა დედაჩემმა დილით ადრე მომაკითხაო და აღარ გაგაღვიძეო. რამდენიმე საუკუნის შემდეგ ძლივს ავდექი საწოლიდან და ჩაის გაკეთება დავიწყე. დღეს გრძელი დღე მქონდა, სკოლის შემდეგ ბიბლიოთეკაში უნდა წავსულიყავი ახალი წიგნები, რომ ამეღო. შემდეგ კიდე სახლისთვის საჭირო ნივთები უნდა მეყიდა. დღეს სახლში გვიან მომიწევს დაბრუნება! სკოლაში როცა მივედი ჩემ ადგილას დავჯექი და ეგრევე ძილი დავიწყე, მაგრამ ვინ გაცდის? მასწავლებელი შემოვარდა კლასში ყვირილით და საკონტროლოს ფურცლები დაგვირიგა, ახლა საერთოდ არ მაქვს წერის და ფიქრის თავი ისე მეძინება. - ანა, რატო არ მითხარი დღეს საკონტროლოს თუ ვწერდით? საერთოდ არ მისწავლია გავხედე ჩურჩულით ანას რომელიც გაფართოებული თვალებით უყურებდა ფურცელს, თითქოსდა ჩინურად ეწეროსო - მე საერთოდ არ ვიცოდი ანამ იმწამსვე მიპასუხა და შეშინებულმა ისევ ფურცელს დავხედე. იმედია ღმერთმა გარტყმის ნიჭით დამაჯილდოვა! წერა როცა დავასრულე დარწმუნებული ვიყავი, რომ სწორად მარტო ჩემი სახელი და გვარი ეწერა! დღევანდელმა დღემ სწრაფად ჩაიარა, უკვე მაღაზიიდან გამოვდიოდი და სახლისკენ მივდიოდი. ყველაფერი ჩემ სკოლის ჩანთაში მქონდა ჩატენილი, რომელიც ძალიან მძიმე იყო! უკვე ჩემ ქუჩას ვუახლოვდებოდი როცა სანდრო, ლევანი ლაშა და კიდე ვიღაც ბიჭები დავინახე. გადავწყვიტე ჩუმად ახლოს მივსულიყავი და მომესმინა რა ხდებოდა რადგან ძალიან გაბრაზებული სახეები ჰქონდათ ყველას. ცოტა ხანში ძალიან ახლოს მივედი მათთან და ჩუმათ ვუსმენდი მათ ლაპარაკს - უეჭველი იქ გაიჩითებიან? ხო იცი თუ სიმართლეს არ ამბობ დედას გიტირებთ ჰკითხა ლევანიმ იმ ბიჭს რომლის სახეს პირველად ვხედავდი. - უეჭველი, მათი ლაპარაკი მოვისმინეთ ნეტა რაზე ლაპარაკობდნენ? ან ვისი ლაპარაკი მოისმინეს? არა რა, ვერაფერი ვერ გავიგე. სანდროს დავაკვირდი და ვხედავდი როგორი გაბრაზებული თვალებით იყურებოდა. ხანდახან არ მჯერა, რომ ეს ჩემი დიდი ძამიკო იყო, რომელთანაც ერთად დაჭერობანას ვთამაშობდი ხოლმე - აჰა გასაგებია ყველაფერი, დღეს ღამის 12ზე გამოგიგზავნით ზუსტ მისამართს ბიჭებმა ხელი ერთმანეთს ჩამოართვეს და მალევე დაიშალენ. მე კიდე დავრჩი ესე მძიმე ჩანთით ხელში მარტო, გაშტერებული, ვცდილობდი გამეგო თუ რა ხდებოდა საერთოდ _________ ესეც მეათე თავი. დიდი მადლობა ყველას ვინც კითხულობთ და მოგწონთ, თუ რამე შენიშვნა გაქვთ დაწერეთ და ვეცდები გამოვასწორო. ან პერსონაჟში თუ არ მოგწონთ რამე.. შემდეგი თავს ხვალ დავდებ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.