შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოახლოება (V)


20-11-2017, 19:39
ავტორი teddy))
ნანახია 1 625

V თავი
***
ლექციის ჩასატარებლად ევროპულ უნივერსიტეტში მივიდვარ. დერეფანში შევდივარ, წყლის აპარატთან მივდივარ, პლასტმასის ჭიქას ვიღებ და ლურჯ ღილაკს ვაწვები.
-შეგიძლია ერთი ჭიქა, ჩემთვისაც აავსო?-მესმის ხმა, რომელიც ყოველჯერზე სამყაროსგან ცუდი (შეიძლება კარგიც) საჩუქარი მგონია.
-შენ აქ რა გინდა?-ვეკითხები, ნიკას.
-შენ გითვალთვალებ და ბარემ მივალ მოვიკითხავ მეთქი!-სერიოზული სახით მცემს პასუხს. ხელი ჭიქისკენ მიაქვს და ჩემ კუთვნილ წყალს მწყურვალედ სვამს. ისევე, როგორც სკოლის პერიოდში ახლაც ორივე ხელზე სამაჯურები უკეთია და თითებს სამი ბეჭედი უმშვენებს.
-შენ ბ205 აუდიტორიაში შედი, შენ კი ბ207-ში.-უნივერისტეტის დეკანმა, ჩვენთან მოახლოებისას გვითხრა და კვლავ გზა განაგრძო.
-წამოდი, მიგაცილებ!-ხელ-მკლავს მიდებს, ის.
-ვინმემ გითხრა, რომ გაცილება მჭირდება?
-ბიჭი ჯელტმენი უნდა იყოსო და საქმე-საქმეზე რომ მიდგება, აღარ მოგწონს!-ისე მეუბნება, თითქოს, რაღაცაზე გამომიჭირაო.
-ალბათ, არ გამოგდის ეგ ჯელტმენობა...-საჩვენებელ თითს სახესთან ვუტრიალებ.
-მოვედით, შეგიძლიათ შებრძანდეთ თქვენს აუდიტორიაში!
-ისე მართლა აქ რა გინდა?-ვკითხე ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად.
-რაც მე, ის შენ!-მპასუხობს და ხელს მიქნევს.

***
-გაკვეთილის მოსაყოლად გამოვალ?-ხელს ვიწევდი გეოგრაფიის გაკვეთილზე.
-მოვყვე?-მასწავლებლის პასუხს, არც დალოდებია, ისე ადგა გაბაშვილი ფეხზე და გაკვეთილის მოყოლა დაიწყო.
-მანდ არა გაბაშვილო, დაფასთან!-მიუთითა, ირინა დანელიამ.
-აქ მოვყვები რა!-გეოგრაფიის წიგნი ჯერ დახურა, შემდეგ ისევ გადაშალა, შემდეგ კალამი აიღო და ისევ დადო.
-დაფასთან გამოდი მეთქი!-გაიმეორა მკაცრი ტონით, თან მისი წითელი, პრიალა ჩანთა ფანჯრის რაფაზე გადადო.
-კომპლექსი მაქვს დაფასთან გამოსვლის!-თქვა გაბაშვილმა და მის ხმას, კლასის სიცილიც მოჰყვა.
-სხვათაშორის ჯერ მე ვიწევდი ხელს!-უკან მდგომ ნიკას გადავუჩურჩულე.
-ყოველთვის ჩემს შემდეგ შენ, თაია!-მითხრა და გაკვეთილის მოყოლა დაიწყო.
-დაჯექი, არაფერს გვარგებს შენი გაკვეთილის მოყოლა, დადიხარ შენს ჭკუაზე, ამის უფლება ვინ მოგცა?!-ხმა აუწია, გეოგრაფიის მასწავლებელმა.-თაია, ადექი და მოყევი გაკვეთილი!
-შეიძლება შემდეგზე მოვყვე?
-ხელს რაღაზე იწევდი, თუ გაკვეთილი არ იცოდი?-დამკვირვებლური თვალებით მიმზერდა, დანელია.
-ვიცი, მაგრამ...
-დაჯექი!-ყვირილით მითხრა და ნერვებ მოშლილი თეთრი ფურცელის დანიავება დაიწყო. უკან გავბრუნდი და ნიკას შევხედე, იმანაც გამომხედა. ერთი წამით მომეჩვენა, თითქოს თვალებით გამიღიმაო. მაშინვე წინ შევბრუნდი და თითქოს რამე სჭირდა, ყვითელი შარფი მოვიხსენი, დავხედე და კვლავ გავიკეთე.
-რატომ არ მოყევი გაკვეთილი?-ხმადაბლა შემეკითხა, თამთა.-
არაფერი მიპასუხია, უბრალდო მხრები ავიჩეჩე, მანაც თავი დამიქნია, გასაგებიაო.
...და მაინც რატომ არ მოვყევი გაკვეთილი? არ შემეძლო, ასე მეგონა ცუდი საქციელი იქნებოდა, თავისუფლად ავმდგარიყავი და გაკვეთილის მოყოლა დამეწყო.


***
-ჩვენ თეატრზე და კინო-ხელოვნებაზე უნდა გაგვსაუბრებოდნენ, თქვენ ვინ ხართ?-დაბნეული მეკითხება სტუდენტი.
-კინო-ხელოვნება? კი, მაგრამ აქ გამომგზავნეს. გავარკვევ ახლავე.-ვიძახი და კარებს, როგორც კი ვაღებ მომღიმარ ნიკას ვხედავ.
-შეგვშლია...-მხრების აჩეჩვით ვიძახი მე.
-სიამოვნებით ჩაგიტარებ კინო-ხელოვნებაზე ლექციას.-მეუბენბა და მაჯას დაჰყურებს საათის შესამოწმებლად.
-არამგონია ეკონომიკის ლექცია სიამოვნებით ჩამეტარებინა შენთვის...
-აქ ბავშვები არიან, თორემ ვიცი რასაც ვიზამდი...-ამბობს და მრავალმნიშვნელოვნად იცინის.
-რა, რას იზამდი?-ვიბნევი მე.
-გაგვიანდება, გაგვიანდება...-ხელს მსუბუქათ მკრავს და აუდიტორიაში შევდივარ.
სტუდენტებს ეკონომიკის შესახებ საინტერესო ფაქტებს ვაცნობ. ძირითადად ისეთები არიან, რომლებიც ამ ფაკულტეტზე არ სწავლობენ და დაინტერესებულნი არიან.
-ისე სულაც არ ჩანხართ მკაცრი, ბიჭი რომ იყო შემოსული გვითხრა რომ მაგიდის ქვეშ უნდა შევმძვრალიყავით...-იცინის წინ მჯდომი გოგონა.
-ხო, მას ყველაფერი არ უნდა დაუჯეროთ.-ვამბობ და შავი თმის კულულს თითზე ვიხვევ.
ერთი საათი მათთან სასიამოვნო დროს ვატარებ, უამრავი ახალი ინფორმაცია მივაწოდე ჩემს პროფესიასთან დაკავშირებით და ამით ძალიან გახარებული ვარ.
-თაია, მივიდვარ და არ წამოხვალ?-აუდიტორიიდან გასასვლელად ვემზადებოდი, რომ ნიკა გაბაშვილმა შემოყო თავი და მისი შავი თვალები შემომანათა.
-ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, მეგობრები ვიყოთ.-თაბახის ფურცლებს ფაილში ვაწყობ და დერეფანში გავდივართ.
-ხანდახან, როგორ გულს მწყვეტ ხოლმე.-ვითომდა ნაწყენი მეუბნება ის.
-ჩემთან თამაშს არ გირჩევ!-ფიალა ავსებული ვბრუნდები მისკენ, პასუხის გაცემის საშუალებასაც არ ვაძლევ ისე ნაჩქარევად გამოვიდვარ გარეთ.
სასიმოვნო სიგრილეა. მანტოს ვიხდი და ხელში ვიჭერ. თითქოს ეს სიგრილე მაფხიზლებსო ისე მსიამოვნებს. ჩემს მომავალზე ვფიქრობ. იმ მომავალზე, რომელიც მეოთხე კურსის დახურვის დროს მელის. ახალ ნაბიჯებზე, რომელიც ჩემს განვითარებას შეუწყობს ხელს. ნელა მივსეირნობ, ჯერ კიდევ არ ვარ უნივერსიტეტის შენობას გამცდარი, როდესაც ნიკას ხმამაღალი საუბარი ჩემს ყურთასმენას წვდება.
-,,გიპოვი, აუცილებლად გიპოვი!“
თავს უკან ვაბრუნებ. ვხედავ, ავტომობილში, საჩქაროდ, როგორ ჯდება, თან მობილურში რაღაცას ეძებს. თავს წინ ვაბრუნებ, ასე უეცრად რა მოხდა? ისეთი სისწრაფით მიდის, წითელ შუქნიშანზე არ ჩერდება, თვალის შევლებასაც კი ვერ ვასწრებ.


***
წლების წინ, როდესაც ამ უნივერსიტეტში, მოსწავლის სტატუსით მოვდიოდით მე და ჩემი რამდენიმე კლასელი, ლექციების მოსასმენად, როგორც ახლა, მაშინაც მე და ნიკა ერთად ვიმყოფებოდით. როგორ მინდოდა, როდესაც მენტორები ჯგუფებს არჩევდნენ ერთად არ მოვმხარიყავით. ჩემი კლასელები სხვადასხვა ჯგუფებში დანაწევრდნენ, მარტო მე და გაბაშვილი მოვხდით ერთად.
ერთხელ, როდესაც ჩემი პრეზენტაცია წარვადგინე, ნიკას ჯერი დადგა, როგორც ყოველთვის თავის მოსაწონებლად კიბეების მაგივრად, გამოყოფილ, ოდნავ შემაღლებულ ადგილას ფეხის ერთი ადგმით სცადა ასვლა. გამოუვიდოდა, რომ არა თეთრი შნური. ფეხი წამოკრა, მისთვის საბედნიეროდ არ წაქცეულა, მაგრამ ეს ყველაფერი გულში ისე მესიამოვნა. სახლში, როდესაც მივედი სოციალური ქსელი გავხსენი და არც მეტი, არც ნაკლები ჩემი გამოსვლა იდო ჩვენს ჯგუფში, ნიკას გადაღებული.
ერთ საღამოსაც, ლექციები დაგვიმრთავდა და გარეთ გამოვედით, გამოძახებულ ტაქსიში ჩავსხედით და მგზავრობის მიწურულს რომანტიკული სიმღერა გაისმა რადიოში.
-ახლა, მე და თაია უნდა ჩავიდეთ და ტანგო ვიცეკოთ!-გამოაცხადა გაბაშვილი.
-შეყვარებულები ხართ, ძია?-შეგვეკითხა ჩვენ და თან სარკიდან ნიკას უყურებდა.
-არა რას ამბობს, მე და ეს?-ვიუკადრიესე მე.
-თაია, ნუ ჯიუტობ ხოლმე! -ვითომდა ჩუმად მითხრა.-ხანდახან სრცხვენია ხოლმეამის აღიარება.-გაიცინა, ნიკამ. ძალიან კარგად ვიცოდი, ეს სიცილი რასაც ნიშნავდა, ირონიის მეტს არაფერს.
სირცხვილით სად წავსულიყავი აღარ ვიცოდი, თამთამ მხაში ჩავრგე ზურგი და ის წუთები, რაც ჩემს სახლამდე იყო დარჩენილი თავი არ ამიწევია.
------------
პატარა თავია, შედარებით, მაგრამ სულ არ დადებას ჯობდა მგონი! ველი შეფასებებს... რას ფიქრობთ, ვინ დაურეკა ნიკას? რატომ ჩავარდა ასეთ დღეში?



№1 სტუმარი Shorena kiladze

Ooo neta vin dagireka? Martla ver vxvfebi magram mgoni magattan kavshirshia tu ratoa Nika aseti nagli ..sasiamovno tavi iko tkbilo zalian aba vnaxot ra ikneba shemdegshi

 


№2  offline წევრი teddy))

Shorena kiladze
Ooo neta vin dagireka? Martla ver vxvfebi magram mgoni magattan kavshirshia tu ratoa Nika aseti nagli ..sasiamovno tavi iko tkbilo zalian aba vnaxot ra ikneba shemdegshi

გმადლობ, შორე! heart_eyes თანდათანობით გავიგებთ და იმედია ის გამომივა, რაც ჩანაფიქრში მაქვს! kissing_heart

 


№3  offline წევრი teddy))

გრაფინია
არ ვიცი ვინ დარეკა და რატომ,მაგრამ წესით მალე აეხდება ნიკას ხასიათს ფარდა :დ
ძალიან ძალიან მომწონს

ძალიან, ძალიან დიდი მადლობა! heart_eyes kissing_heart ნელ-ნელა აეხდება smile თავიდან შეპარვით smile heart_eyes

 


№4  offline მოდერი sopiko

ღმერთმანი, ეს რაღა მოიგონე?
ჩამაგდე საგონებელში ახლა.
იცი, რაზე დავფიქრდი, ამ თავს სანამ წავიკითხავდი? ასეთი სიამოვნებით არც ერთი ისტორია არ წამიკითხავს.
ჰო, შნური არა, კაბელი.

წარმატებები და ვიცი, რომ ყველაფერი ზუსტად ისე გამოგივა, როგორც გვინდა!

 


№5  offline წევრი teddy))

sopiko
ღმერთმანი, ეს რაღა მოიგონე?
ჩამაგდე საგონებელში ახლა.
იცი, რაზე დავფიქრდი, ამ თავს სანამ წავიკითხავდი? ასეთი სიამოვნებით არც ერთი ისტორია არ წამიკითხავს.
ჰო, შნური არა, კაბელი.

წარმატებები და ვიცი, რომ ყველაფერი ზუსტად ისე გამოგივა, როგორც გვინდა!

ვიცი, რატომაც არ წაგიკითხავს სხვა ისტორია ასე სიამოვნებით, მესმის შენი smile heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent