შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ა.ა (7)


21-11-2017, 02:33
ავტორი Hickie
ნანახია 1 022

7. ეჭვიანობა

რათქმაუნდა გავბრაზდები! ოხ იოანე!
- შემოდი.- ვუთხარი და გავუღიმე. მანაც შემოაბიჯა მორცხვად, დაჯდომას კი არ ჩქარობდა.
- ლამაზი სახლია.
- მადლობ, არცისე.
ვუთხარი უხერხულად, ის კი ღიმილს არ წყვეტტდა.
- თუ არაფერს საქმიანობ ვიფიქრე გავისეირნებდით.
უარი მეთქვა? არადა დიდა არ მხიბლავდა დათოსთან ერთად გასეირნების იდეა. სხვა საქმე ვინაიდან არც მქონდა დავთანხმდი.
- მოვემზადები, მანამდე თუ გინდა ტელევიზორს უყურე.
ვუთხარი ღიმილით. მანაც თავი დამიქნია და დივანშივე ღიმილით ჩაჯდა. რაღაც ჩამწყდა ამის დანახვისას თუმცა ჩემს სულელურ გამოხტომებს ყურადღება არ მივაქციე და მაშინვე ოთახში შევედი. მუქი შინდისფერი მუხლს ზემოთ მოტკეცილი კაბა ჩავიცვი. ყელზე შარფი მოვიხვიე, ჟაკეტი მოვიცვი და მზად ვიყავი.
- ასე მალე?
გაუკვირდა დათოს როცა ათ წუთში მის წინ ვიდექი.
- ბევრი არაფერი მჭირდება.
ვუთხარი და სახლიც დავტოვეთ.
- წამო შარდენზე, ბიძაჩემი მუშაობს კაფეში და გვიჯიგრებს.
- კარგი წამოდი.
ნელი ნაბიჯებით მივდიოდით. ეს ბიჭი თავის სიტყვას ასრულებდა რადგან ნამდვილად ვსეირნობდით. ვლაპარაკობდით უამრავ თემაზე. მერე აღმოჩნდა რომ ჩემზე 4 წლით უფროსი იყო. ასაკს ადამიანებში არასდროს ვაქცევდი ყურადღებას, მაგრამ დათო თავის ასაკთან შედარებით ბავშვური იყო. შარდენს ჩავუყევით და ვერცხლისფრად გადაღებილ კაფეში შევედით. დათო 30წლამდე კაცთან მივიდა და გადაეხვია. როგორც ვხვდებოდი ეს იყო ბიძამისი. საბოლოოდ გარეთ ვამჯობინეთ დასხდომა და ინდური ჩაი შევუკვეთეთ.
ერთად ბევრს ვიცინოდით, საბოლოოდ კი სერიოზულ თემებზე ჩამოვაგდეთ საუბარი.
- შექსპირის რა გაქვს წაკითხული?
ვკითხე და ფინჯნიდან ჩაი მოვსვი.
- წაკითხული არაფერი, მაგრამ რომეო და ჯულიეტა მაქვს ნანახი.
- ნანახს წაკითხული სჯობს. - ვუთხარი დამოწმებით.
- აბა რას მირჩევ?
- ჰამლეტი წაიკითხე, ვფიქრობ მოგეწონება.
დათო საუბარს განაგრძობდა. ცალი ხელი ფინჯანზე მეკიდა და თვალები ორ სხეულზე გამშტერებოდა.
- ყველაფერი კარგადაა? - შემატყო დათომ და ხელი ამიქნია.
-კი, ყველაფერი..- ბოლო სიტყვა ძლივძლივობით ვთქვი, ასევე ძლივს ვცადე გაღიმებული დავრჩენილიყავი მაგრამ შეუძლებელი იყო. დაახლოებით ოც მეტრში ანდრეას და ანასტასიას ვუყურებდი. როგორ ეალერსებოდნენ ერთმანეთს. ვეჭვიანობდი? არანაირად, მითუმეტეს ტასოზე. ერთადერთი რაც მადარდებდა, არ მინდოდა რომელიმეს შევემჩნიე.
- აბა წავიდეთ? - მითხრა დათომ როდესაც თვითონაც დააბოლოვა სასმელი. "წყვილს" გავხედე, ისევ უცვლელად ისხდნენ. როგორი მოცინაროა მასთან.. ვფიქრობდი ჩემთვის, რაღაც კი ჩამძახოდა რომ დათოსთვის პასუხი მქონდა დასაბრუნებელი. აქედან ადგომა და გასვლა ახლა არ მაწყობდა..
- ცოტახანიც ვიყოთ.. - ვუთხარი უხარხულად და ვიცოდი ასეთივე სიტუაცია შეიქმნა ჩვენს შორის.
- ცუდად ხომარ ხარ?- შეწუხებული სახით გამომხედა და ხელი ხელზე დამადო. არა, ეს ჟესტი საჩემო ნამდვილად არ იყო და რაცარუნდა ცუდად გამოსულიყო, ხელი მაგიდიდან ავიღე.
- არაფერია, პერიოდული თავბრუს ხვევები მაქვს.
ვუთხარი თავის გასამართლებლად.
დათოს ჩემდა საბედნიეროდ მეტი კითხვა არც დაუსვამს. ამასობაში მათაც დატოვეს ტერიორია. მე და ჩემი "მეწყვილე" წამოვდექით. ისევ იგივე გზას გავუყევით. სახლის შესახვევამდე გამომაცილა, შემდეგ მეთვითონ ვუთხარი რომ აღარ იყო საჭირო და სახლის გზას მარტო ავუყევი. ნოემბერი იყო, ცივი ქარი რომ არა სიცივე სრულიად არ იგრძნობოდა.
ნოემბერი, ნოემბერი. თავში არდადეგებმა გამიელვა და მაშინვე გამეღიმა.ზამთარში მე და ლილუ ყოველთვის მთებში მივდიოდით ხოლმე. ვინაიდან ორივეს გვიყვარს თოვლი.
სახლში მისულმა, გამოვიცვალე. საშხაპეში უცებ გადავივლე. ვივახშმე და წუხანდელთან შედარებით მაშინვე ჩამეძინა.
*
დილას ტელეფონის ხმა მაღვიძებს. მეზიზღება ეს მომენატი მაგრამ როგორღაც ძალა მოვიკრიბე და ვუპასუხე.
- გაგაღვიძე?- ლილუს სიცილნარევი ხმა გავიგონე ტელეფონში.
- დაახლოებით- ვუთხარი და სახეზე ხელი მოვისვი.
- პირველი საათია ადექი, ხომ იცი დღეს მომყვები
- პირველი? - გამიკვირდა, როგორც ჩანს ორი დღის ავინაზღაურე- მახსოვს, რომელზე?
- 6ზე ჩემთან მოდი და წავდეთ

მეტი აღარ გვილაპარაკია. ვიცოდი დრო მალე გავიდოდა ასერომ უცბათ ავდექი ვისაუზმე და ტანსაცმელი შევარჩიე. არვიცი რატომ მაგრამ საწოლზე ჩამოვჯექი და ანდრეას ნომერი ავკრიფე. რატომ ვურეკავდი? ან რაუნდა მეთქვა? ჩემდა საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ არ მიპასუხა. 5საათისთვის უკვე მზად ვიყავი და სახლიდან გავედი.
- ოხ მობრძანდი?- შემეგება ლილუ და სახლში შემიპატიჟა
- მოვბრძანდი- ვუღხარი სიცილით. შესანიშნავად გამოიყურებოდა, შემდეგ მე შემომხედა და სახე დამანჭა
- რაარი გოგო ეს?
- რა?- გავიკვირვე და საკუთარი თავი შევათვალიერე. ხელი დამავლო და სააბაზანოში შემათრია. 10წუთში მსუბუქი მაკიაჟი მედო სახეზე.
- ასე ჯობს- ტაში შემოკრა სიხარულისგან. საკუთარი ნივთები მოაგროვა და გზას გავუყევით.
ლიკა იმაზე ახლოს ცხოვრობდა ვიდრე წარმომედგინა, ამიტომ სიცივეში დიდხანს სიარული არ მოგვიწია. ორ სართულიანი სახლიდან უკვე მუსიკები გამოდიოდა.
სახლში შევაბიჯეთ თუარა ვიღაცამ ხელში წითელი ჭიქა მომაწოდა, დავსუნე და ალკოჰოლმა მაშინვე ამიწვა ცხვირი. ჯერჯერობით არ მინდოდა დალევა და ლილუს გავყევი ხალხის ბრბოში. მალე შევნიშნეთ შავთმიანი გოგო, რომელსაც გვერძე ასევე შავგვრემანი წყვილი ეჯდა.
- ლიკაა გილოცაავ- შეაფრინდა ლილუ მაშინვე. ლიკამაც გაუცინა და მადლობა მოუხადა
- აი მარიამიც მოვიყვანე.- უთხრა პაუზის შემდეგ ლილუმ.
- გილოცავ- მორცხვად ვუთხარი და მსუბუქად გადავეხვიე. ჩემს დანახვაზე უცნაურად ჩაეღიმა და მადლობა თავაზიანად მომიხადა.
- გაიცანით, ჩემი საუკეთესო მეგობრები ლიზა და თორნიკე.- მიგვითითა მის გვერძე წყვილზე. გოგონამ რომელსაც ლიზა ერქვა თავი არ შეიწუხა და თვალი აგვარიდა. ბიჭმა კი ხელი გამოგვიწოდა ჩამოსართმევად
- ძალიან სასიამოვნოა მარიამ- მომაძახა როდესაც მათგან ზურგით მივტრიალდი. ეს სამნი ძალიან უცნაურად იქცეოდნენ. ყურადღება არ მიმიქცევია და ლილუსთან ერთად კორიდორში დავჯექი. ვმხიარულობდით, სიტუაცია ცუდი ნამდვილად არ იყო. საკმარისზე მეტი ალკოჰოლიც მივიღეთ და სიცილის შეწყვეტაც უკვე შეუძლებელი ხდებოდა.
- საპირფარეშოს მოვძებნი- ვუთხარი ლილუს სიცილით და ფეხზე წამოვდექი. წონასწორობა მარტივად შევინარჩუნე და კიბეებს ზემოთ ავუყევი. ჩემდა საბედნიეროდ ინტუიცია ჩემს მხარეს იყო და პირველივე კარი რომელიც შევაღე დანიშნულების ადგილი აღმოჩნდა. ონკანი მოვუშვი და წყლიანი ხელი ლოყებსა და შუბლზე მოვისვი. რამდენიმე წამო გაშეშებული ვიყავი სანამ კარი გაიღებოდა.
- უკაცრავად.- ვუთხარი გოგონას და გასვლას შეეცადე, თუმცა კარები მაშინვე დაკეტა. ეს ის იყო, ლიკას მეგობარი. ჩემზე მაღალი, გამოყვანილი ნაკვთების მქონე საკმაოდ გამოპრანჭული გოგონა.
- პირადად არ შევხვედრირვართ.
მითხრა პაუზის შემდეგ, თან მიღიმოდა.
- ლიზა ავალიანი- ხელი გამომიწოდა. თითქოს ჭექა ქუხილი დამატყდა თავს, ენა დაგამეყლაპა და ხელი ჩამოვართვი. ავალიანი, ავალიანი...
- მარიამ აბაშიძე- ვუთხარი ყოყმანით.
-დიდიხანია შენთან შეხვედრა მინდა.- მითხრა ისე რომ ზედაც არ შემოუხედავს და ხელსაბანთან საპონი ჩამოასხა. ხელების დაბანა დაიწყო.
- მიხვდებოდი ალბათ რატომაც.- მითხრა დუმილის შემდეგ.
- დაახლოებით.
ვუთხარი ჩუმი ხმით და ნერვიულად ტუჩის კვნეტა დავიწყე.
-არადა ანდრეას გემოვნებაში არ ჯდები- მითხრა მკვახედ და ჩაიცინა. ვაღიარებ, რაღაც ჩამწყდა გულში მაგრამ არ შევიმჩნიე
- ჩვენ უბრალოდ კლასელები ვართ, რატომ უნდა ვჯდებოდე- შეძლებისდაგვარად სიცილი დავაყოლე ჩემს ნათქვამს.
- საკუთარ თავს ნუ ატყუებ- თვალებში შემომხედა და სახე დაასერიოზულა. ღრმად ამოვისუნთქე და იქაურობას გამოვეცალე. კიბეებზე ჩასვლისას მისი ხმამაღალი სიცილიც გავიგონე, მაგრამ ყურადეება არ მიმიქცევია. კიბეებთან ლილუ დამხვდა. რაზეც გინდათ დავიფიცები ისეთი სახე ჰქონდა გეგონებათ ტერორისტი ყოფილიყო.
- რახდება?
- იოანემ დამირეკა.
- მერე? - ვკითხე და აკანკალებული გარეთ გავიყვანე.
- წინა საპატიმრო განყოფილებაშია.
ხმა ჩამივარდა, აღარ ვიცოდი რა მეთქვა.
- წავედით.
მხოლოდ ეს ვუთხარი, არავის დავმშვიდობებივართ ისე გამოვედით ეზოდან და ტაქსი გავაჩერეთ


გელით მეგობრებო ისევ და ისევ, იმედიმაქვს იმედებს არ გიცრუებთ. თქვენი შეფასებებია მოსმენა ძალიან მიმდა და ასევე დიდი იმედიმაქვს ამას ორი კაცისთვის არ ვდებ.
მიყვარხართ ❤️




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent