გაშავდა მთვარე 1 თავი
15 წელი ვიცხოვრე ამ ადგილებში,აქ გადავდგი პირველი არა მყარი ნაბიჯი,აქ ავიდგი ენა და აქ ვთქვი პირველი სიტყვა ,,დედა''.არაფერი არ შეცვლილა.მანქანის კარი რომ გავაღე და ფეხი მიწაზე დავდგი,ჯერ ზეცას ავხედე და ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე და უცნაური შეგრძნება დამეუფლა,რადგან ფეხის ფრჩხილებიდან დამეწყო ჟრუანტელი,თითქოს მიგრძნო ჩემი ბავშვობის ადგილებმა,იგრძნო ჩემი დაბრუნება და სიხარული ჩემთან ერთად გაიზიარა.ხარბად მოვავლე თვალი ირგვლივ და მონატრებული ჰაერი ღრმად შევისუნთქე.აქ ხომ თითოეული ხე,თითოეული ბუჩქი ჩვენი,ჩემი და თეკლას ბავშვობის ნაწილია.გაოგნებული ვიდექი და ხალხს ვაკვირდებოდი,სოფლის ცენტრში მაღაცია გაეკეთებინათ,გაოცებული მიყურებდა სოფლის უხუცესნი,მეც ვერ ვიცანი ბევრი მათგანი და მაინც ღიმილით მივესალმე ყველას და რაღაც სრულყოფილების გრძნობა დამეუფლა.ცრემლი მომერია,ეს ხომ ჩემი სოფელია,ჩემი მხარე.მივხვდი,რომ როცა იმ ნაბიჯის გადადგმის დრო მოვიდოდა ძალიან ბევრი ცრემლი დაიღვრებოდა,მაგრამ ეს ცრემლი იქნება სიხარულის,მაგრამ მაინც ჩავთვალე,რომ ჯერ არ ვიყავი მე მზად ამ ნაბიჯის გადასადგმელად,რომ მე ჩემები მენახა.თან არც თეკლას გარეშე არ მინდოდა იქ მისვლა,ჩვენ ხომ ერთად დავტოვეთ სოფელი და ერთად უნდა გამოვჩენილიყავით ისევ.გულმა ძლიერად დაიწყო ფეთქვა,ეს კი სიყვარულია.იმ ადგილების ძლიერი სიყვარული,რომელიც ასე ძალიან მომნატრებია. -მე აქ უნდა მოვიდე,მე აქაც უნდა ვიცხოვრო.ნელა-ნელა სოფელს გამოვცდი და ცრემლები გზის გაგრძელების საშუალებას არ მაძლევდა,თან ვგრძნობდი როგორ დუღდა ჩემი შინაგანი სამყარო.ჩემი ფესვები აქ არის,აქ აღმოცენებული ყლორტი ვარ მეც და თეკლაც.ორივეს ერთი ტკივილი გვაქვს და ორივეს ერთი ნატვრა.როგორი გახადა ცხოვრებამ თეკლა?თეკლა ბევრს უყვარდა,ბევრს სძულდა,ბევრს შურდა მისი მტკიცე ხასიათის და სიძლიერის გამო.ის კი ზომიერად ექცეოდა ყველას,ამიტომ მას ან ადიდებდნენ,ან აკრიტიკებდნენ.თეკლა არც მამაკაცებს უდებდა ტოლს.მაგრამ დედოფალი თეკლა ჯერ-ჯერობით არავინისთვის არ იყო.უფრო სწორად,თავად არ უნდოდა ყოფილიყო,რადგან ჯერ წინ ძალიან დიდი მიზნები ჰქონდა.მის გარშემო კი არსებობდნენ მამაკაცები,რომლებისთვისაც თეკლა იყო ,,ქალი იდეალი'',მაგრამ ის ყოველთვის შორს იჭერდა ამ ყველაფრისგან თავს,რათა არ უნდოდა ის ყოფილიყო ბრძოლის მიზანი მეტოქეებს შორის. -მიზნის მისაღწევად უნდა იბრძოლო,თუ საჭიროა მოსამსახურედაც უნდა დადგე,რომ გაიგო სხვისი ცხოვრების ფასიც.თუ ასე არ გააკეთებ,ასე არ მოიქცევი,სურვილი იმდენად დიდია მიზნის მისაღწევად,რომ მარადიულ ტანჯვად გადაექცევა ყველას და მათ შორის მეც.ასე ამბობდა და თავს ისევ მის წიგნებში ჩარგავდა.მისი დაუღალავი მეცადინეობის შედეგად მალე საუკეთესო იყო მთელ სასწავლებელში.აიძულებდა თავის თავს დაღლამდე ემეცადინა და ლიმონივით გამოწურული ხვდებოდა დილას.გიორგი თავს არ ზოგავდა თეკლას გამო.უნდოდა,ძალიან უნდოდა რომ თეკლა პოპულარული გამხდარიყო და მისი სახელი ცნობილი ყოფილიყო.და მართლაც,თეკლა ულამაზესი გოგონა დადგა,ზრდასთან ერთდ მისი მოთხოვნილებებიც გაიზარდა და თავად ჩამოაყალიბა თავის თავში,მისი მტკიცე ხასიათი.არასოდეს შეშინებია სირთულების და კონფლიქტების,პირიქით სირთულეები მასში ორმაგ ენერგიას იწვევდა და მასაც მოტივიზაცია ეზრდებოდა.ამიტომ ყველა სახის დაბრკოლებას,სხვის დაუხმარებლად აგვარებდა.ამიტომ ინარჩუნებდა ყოველთვის ლიდერობას თეკლა და მის გარშემო,მისი ძლიერი ხასიათი სხვას მაგალითს აძლევდა. -თეკლა ძალიან მაბედნიერებს შენს გვერდით ყოფნა,რადგან ძალიან მხიარული და პოზიტიური ადამიანი ხარ.ძალიან ბედნიერად ვგრძნობ თავს შენს გვერდით,რომელიც დიდ სიამოვნებას მანიჭებს.არ არსებობს პრობლემა,რომელმაც შენ დაგასევდიანოს და ჩაგაფიქროს,პირიქით,ყველაფერს იმედის თვალით უყურებ და ფარ-ხმალს არასოდეს არ ყრი.მეც მინდა შენისთანა ძლიერი ხასიათის ვიყო და შენსავით ადვილად ვუმკლავდებოდე ყველა პრობლემას.უთხრა ერთ დღეს თეკლას მისმა უახლოესმა მეგობარმა გვანცამ. -იცი?ხანდახან მეც გაკვირვებული ვარ ჩემო გვანცა ჩემი ინტუიციით და შინაგანი ინსტიქტებით,ყველა საკითხ ძალიან ღრმად ვუფიქრდები,რადგან ზედაპირული პასუხები არ მაკმაყოფილებს.რაღაც ტანჯავდა,გულზე წიწკნიდა.თითქოს გრძნობდა,რომ გიორგის ამ წუთში უჭირდა,ხვდებოდა გიორგი ახლა სადაც იყო და მასთან ერთად დააბიჯებდა იმ ადგილებში,რომლებიც როგორც გიორგის,ისე მასაც ძალიან ენატრებოდა.ერთმანეთი გულით იგრძნეს და თეკლას ტელეფონზე გიორგის ნომერიც დაფიქსირდა. -გისმენ,გიორგი სად ხარ და როგორ ხარ. -ცუდად ვარ თეკლა. -რა მოხდა,სად ხარ გიორგი ან მარტო ხარ? -ფიქრებმა,ფიქრებში ღრმად ჩაძირულმა იქ მიმიყვანა,სადაც არ შემეძლო უცრემლოდ გამევლო ფეხით ის ადგილები,რომლებიც შენც ჩემსავით გენატრება. -გიო. ხმა ჩაუწყდა თეკლას და ცრემლი მოერია. -თეკლა იქ ვარ,სადაც წარსულის კარები უკვე დიდი ხანია გამოვკეტეთ და გრძნობები შიგ გულში დავმარხეთ.მაგრამ ახლა,ყველა გრძნობა ერთად გაცოცხლდა და როგორც აღელვებული ზღვის ტალღები ნაპირს ეხეთქება.ძალიან,ძალიან აირია ჩემში ყველაფერი.ამ ძლიერმა ტალღებმა წარსულს კარები მოგლიჯეს და უნდათ წლებისგან დამალული ტკივილი გარეთ გამოდევნოს.დრო,ძალიან ბევრი დრო არის გასული და დღეს მივხვდი,რომ აღარავარ ის პატარა ბიჭი,რომლის ცხოვრების გზა ძალიან რთული აღმოჩნდა. -ჩვენ ერთი მიზანი გვქონდა გიო და ეს მიზნები დღეს საქმედ არის ქცეული. -გვქონდა ერთი მიზანი,მაგრამ მიზნის მისაღწევად სხვადასხვა გზებით ვიარეთ.ტკივილი კი მაინც ერთია, თეკლა სულის ტკივილი ყველაზე მძიმე ტკივილია,სულის ტკივილი რომელიც ორივეს ჩუმ-ჩუმად გვკლავს. -მეც მინდა ყოველ დილით განვლო ის გზა,რომელიც ასე ძალიან მენატრება,მაგრამ ფიქრებს ცრემლი ცვლის და ყოველი ფიქრი შენამდე მოდის გიო.მოდი დასასრული ჩვენ თავად დავწეროთ,თორემ დრო,თავად დრო არ დაგვინდობს და ერთხელაც სევდის სამოსი შეგვრჩება ხელში.ბედისწერას ვერ გავექცევით,მხარს ვერ ავუვლით გულში თუ ამ ტკივილს კიდევ მრავალი წლით შემოვინახავთ.ჩვენს .................! -ჩვენს გულს,მხოლოდ წვიმის წვეთები დაასველებს.როგორ მიჭირს მე უშენოდ,შენ ხომ არ იცი.გელოდები,თეკლა გელოდები და აქ ჩვენ ერთად უნდა მოვიდეთ. -მინდა ვიცოდე,ნუთუ არსებობს ვინმე ვისაც ჩემზე ძლიერ უყვარხარ?მალე მოვალ,გეფიცები მოვალ და მაგ ტკივილისგან ორივე გავნთავისუფლდებით.ცოდვილ მიწაზე,სიცოცხლის ფასი სიყვარულშია და მე შენ მიყვარხარ ძალიან,ძალიან. -მეც ძალიან მიყვარხარ ჩემო ფერიავ.აბა შენსკენ რა ხდება,პირადულში ვგულისხმობ და მოვითხოვ სიმართლე მითხრა თეკლა.თეკლამ ამოიოხრა და უთხრა. -არ ვიცი რა დავაშავე,რომ მე ცხოვრება ირონიის სახით მიყურებს.ვეძებ,ვეძებ გიო და რას ვეძებ,ან ვის ვეძებ მეც არ ვიცი. -მე ვიცი რასაც ეძებ,შენ ერთგულებით სავსე გულს ეძებ ფერიავ. -მართალია,ვეძებ და დრო კი მირბის.მე მთელი ცხოვრება მის ძებნაში გავატარე,ვერც ვიპოვე და დროც დავკარგე.ცხოვრებამ წინ ძალიან ჩქარა ჩამიქროლა და მთელი ეს წლები ლაბირინთებში მაცხოვრა.დღეს დავრწმუნდი,რომ დედამიწაზე ჩვენს სამყაროში იშვიათია ერთგულებით სავსე გული. -მოვა,შენამდეც მოვა ერთგულებით სავსე გული.არც შენ და არც მე ველოდით,ჩვენი ცხოვრება თუ ასე შეიცვლებოდა.ძალიან დავიღალე,თეკლა ნუთუ სიცოცხლემ დამღალა? -არა,გიო.სიცოცხლემ არ დაგღალა,ფიქრმა დაგღალა კი არა,გადაგღალა. -არ ვიცი,მხოლოდ ის ვიცი,დღემდე როგორ ვძლებ უშენოდ და მერე ამოდენა ტკივილს როგორ ვუძლებ,რომელიც თან დამყვება ამ წლების მანძილზე.ძალა აღარ მყოფნის თეკლა და სულის ტკივილი მე გულს მიკლავს.ვფიქრობ და ჯერ ვერ დავსვი წერტილი,ალბად ჯერ კიდევ გაგრძელდება ეს ტკივილი შენს დაბრუნებამდე.გელოდები თეკლა,მალე მიიღე გადაწყვეტილება და დაბრუნდი. -გპირდები,მალე დავბრუნდები. კვირა დღეა დღეს,ხომ მაქვს უფლება მეც დავისვენო.აბუზღუნდა გიორგი და ტელეფონს ხელი დაავლო,რომელიც უკვე 20 წუთია არა და არ ჩერდება და ხმამაღალი,გაბრაზებული ხმით ჩაყვირა. -არც კვირა იცით,არც შაბათი რა ადამიანები ხართ თქვენ,ერთი დღე იქნება როდისმე თქვენგან რომ დავისვენო და უთქვენოდ გავატარო? -ოჰოოოო,გიო ვინ გაგაბრაზა ასე ძალიან? -თეკლაააა?ეს შენ რეკავდი ამდენი ხანი.უუუხ,მაპატიე საყვარელო,მე ჩემი გიჟი მეგობრები მეგონა რეკავდნენ და მათ ვეჩხუბებოდი.გაიცინა გიორგიმ და თეკლაც აყვა სიცილში. -გიო მოვდივარ,ვფიქრობ უკვე მოვიდა დრო და აქ უნდა დასრულდეს ჩემი უცხო მხარეში თარეში. -კარგია ასე რომ გადაწყვიტე და მეც ვფიქრობ,რომ უკვე დრო არის დაბრუნდე.თეკლა ვერ წარმოიდგენ როგორ ძალიან გამახარე შენი გადაწყვეტილებით. -მართლა დროა უკვე,ძალიან დავიღალე გიო მომენატრეთ. -როდის მოდიხარ,ისეთი დარწმუნებით ამბობ შენს გადაწყვეტილებაზე ალბად ბილეთიც ნაყიდი გაქვს. -კი საყვარელო,მოვდივარ.აქ ყველაფერი მოვაგვარე და რას ველოდო. -როდის,როდის მოდიხარ რომ დაგხვდე. -ხვალ მანდ ვიქნები,მხოლოდ ერთი თხოვნა მაქვს. -თეკლა რა უნდა მთხოვო ისეთი,რომ ვერ შეგისრულო.აბა ,მთელი გულისყურით გისმენ. -არ მინდა სახლში ვინმემ იცოდეს ჩემი ჩამოსვლის შესახებ,მინდა ეს სიურპრიზი იყოს მათთვის. -კარგი,არავის არაფერს არ ვეტყვი სახლში და ჩემი სამრეგობრო ისედაც არ გიცნობს. -რატომ?ასეთი მახინჯი ვარ,რომ ჩემი არსებობა გაასაიდუმლოვე?გადაიკისკისა თეკლამ. -რა მახინჯი შენ კარგად ხარ?ვაფშე ფოტოც არააქვთ შენი ნანახი და იცი როგორ მეხვეწებიან ვაჩვენო შენი ფოტო?მაგრამ არა,რომ ჩამოხვალ გაგაცნობ პირადად ყველას. -გიო ძალიან მომენატრე.უთხრა ჩუმად თეკლამ. -მეც მომენატრე,თეკლა ძალიან მომენატრე. -დღეს და დღეს,ხვალ გნახავ ამდენი წლის შემდეგ. -10 წელი,თეკლა 10 წელი გავიდა რაც არ გვინახავს ერთმანეთი. -მართალია 10 წელი შორს ვცხოვრობდით ერთმანეთგან,ერთმანეთის მონატრებით,მაგრამ ჩვენ ჩვენი მიზნები და ოცნებები განვახორციელეთ.შენ ბიზნესი გაქვს,ის რაც ასე ძალიან გინდოდა. -შენ კი ექიმი ხარ,უკვე წარმატებული ექიმი. -კარგი,ხვალ ვნახავთ ერთმანეთს,ალბად საღამოსთვის ვიქნები მანდ. -მოუთმენლად გელოდები ჩემო ფერიავ.ტელეფონი რომ გათიშა გიორგიმ ჩაიღიმა და საწოლიდან წამოდგა,თავი მოიწესრიგა,ჩაიცვა და სახლიდან ღიმილით გავიდა.კარებში გადიოდა უკვე,რომ მამაკაცის ბოხი ხმა მოესმა და შეჩერდა. -სად მიდიხარ გიორგი დღეს ხომ კვირაა და ოჯახური სადილი გვაქვს.დემეტრე და ნინოც მოსულია უკვე. -ბიჭებს უნდა შევხვდე და მალე მოვალ.ვიცი, რომ კვირაა და ძალიან გთხოვ, დღეს მაინც ნუ დამიწყებ საქმეზე და ბიზნესზე საუბარს მამა.მამაკაცს გაეცინა და დიდი სითბოთი უთხრა. -არა შვილო,თეკლას ვერ ვუკავშირდებით და შენ იცი რამე? -დილით დამირეკა და მითხრა ოპერაციაზე გასვლის წინ დაგირეკე,მერე არ მეცლებაო.ალბად ამიტომ გათიშა,ალბად დაძაბული დღე აქვს,როცა მოიცლის დარეკავს,ხომ იცით ზარებს უპასუხოდ რომ არ ტოვებს,რა განერვიულოებთ თეკლა გაიზარდა და უკვე დიდი გოგოა. -აჰა,კარგი შვილო.გიორგიმ შებრუნდა და ჩაიცინა,მაგრამ მკაცრმა ხმამ ისევ შეაჩერა. -გიორგი. -რა,ხომ აგიხსენი რაც მითხრა. -გიორგი ასე მგონია,რომ რაღაცას მიმალავ. -კარგი რა,კარგი რა,რა უნდა დაგიმალო.აი ნახე,ტელეფონით სულ რაღაც ერთი საათის წინ ვისაუბრეთ.უთხრა გაბრაზებულმა უნდობლობის გამო და ტელეფონში თეკლას დაფიქსირებული ზარი უჩვენა,რომ მის სიმართლეში დაერწმუნებინა მამა. -კარგი ხო,კარგი.წადი სადაც მიდიხარ,მაგრამ წასვლამდე დემეტრეს აქვს შენთან რაღაც შესაკითხი. -აქ არის ძია?გაუკვირდა გიორგის. -ხომ გითხარი უკვე აქ არისთქო,რაღაც დაბნეული ხარ და ყურადღება გაქვს დღეს გაფანტული,რაც შენი სტილი არ არის და მიკვირს.გიორგიმ თვალები აატრიალა და სახლში შებრუნდა ძიას და ბიცოლას მიესალმა. -გისმენ ძია,რისი შეკითხვა გინდოდა? -ჯერ ვერ გადამიწყვეტია შვილო კარგად დავფიქრდები და მერე გეტყვი. -კარგი,მაშინ მე წავალ. -წადი,წადი სადაც მიდიხარ.მაგრამ რა ვქნა,მაინც რომ არ მჯერავს შენი. -დავით ახლა მაბრაზებ უკვე.უთხრა გიორგიმ და ვითომ გაბრაზებულმა დატოვა სახლი,გზაში კი მხიარულ მელოდიას ღიღინებდა და ასე კარგ ხასიათზე მივიდა იმ ადგილამდე სადაც იკრიბებიან ყოველ კვირა დღეს.დააყენა მანქანა და შეხედა გარეთ თოკო იდგა,ღიმილით გასწია მეგობრისკენ,რომ მოულოდნელად ბარის კარი გაიღო და გოგონა გამოვიდა შეშინებული თვალებით და მის წინ რამდენიმე ნაბიჯში გაჩერებულ თორნიკეს ყელზე შემოხვია მისი სუსტი მკლავები.თოკო დაიბნა,არ იცოდა რა ექნა და ისევ გოგონას ხმამ გამოაფხიზლა. -ხელები შემომხვიე გთხოვ,გთხოვ გადამარჩინე იმ ურჩხულისგან,რომელიც ახლა ჩემს უკან დგას.თოკომ წარბი ასწია,იქვე მდგარ გაოცებულ გიორგის შეხედა,მაგრამ ისევ გოგონას მიუბრუნდა და მისმა ლამაზმა ლუჯმა თვალებმა ჯერ დააბნია და შემდეგ ტანში ერთიანად გააცხელა,მაგრამ მის მკერდზე გოგონას მკვრივი მკერდი რომ დაინახა დეკოლტედან როგორ მაცდურად უცქერდნენ,რომლითაც არცერთი მამაკაცი არ არის გულგრილი დიდი და გემრიელი მკერდის შეხებაზე სისხლი აჩქეფდა და გააჟრჟოლა,თან თქვა. -ღმერთო ეს რა დავინახე,ეს რა დამაწყვე გულზე.როგორ დაუჯილდოვებიხარ ღმერთს ასეთი ვნებიანი ბურთები რომ გაჩუქა,დღეს კი მე გიხდი მადლობას ამ საჩუქრისთვის. -მოკეტე იდიოტო და მაკოცე.უბრძანა გოგონამ. -რა ვქნა?გაუკვირდა თოკოს.. -ღმერთო რა ლენჩი ხარ,გადამარჩინე და მაკოცე სანამ მიხვდება,რომ ვთამაშობ. -მოსაკლავად მოგდევენ?მერე, მეც რომ მომკლან?შეხედა გოგონას გაბრაზებულ თვალებს და უცბად მოკეტა.-კარგი რა გაეწყობა,დავიბენი შენი ბურთები ნებისმიერ კაცს დააბნევს და მოდი დღეს მარტო მე დამაბას.თმებში შეუცურა ხელი და მისკენ მისწია გოგონა სხეულით.თმები გადაუწია და პირველი კოცნა ყელში დაუტოვა,ლავიწზე. -როდის ჩამოდი,როგორ მომენატრე.უთხრა გოგონამ ხმამაღლა და ვნებიანად.თოკოც როლებში შეიჭრა და მისი როლი კარგად მოირგო. -ერთი სული მქონდა, როდის გნახავდი საყვარელო. ტუჩზე მსუბუქად უკბინა,რამაც ტკივილისაგან გოგონას კვნესაც გამოიწვია.თორნიკემ კოცნა გააღრმავა და თან გოგონას სხეულის ენას აქცევდა ყურადღება ფერებას და ყურში უჩურჩულა.-ჭკუაზე გადამიყვანს შენი სხეულის ჟესტი,მგონი კარგად გავუგებთ ჩვენ ერთმანეთს და თან ძალიან კარგი წყვილიც ვიქნებით.ჩურჩულებდა და თან მის ტუჩებს გოგონას ყელსა და სახეზე დაასრიალებდა.გაეღიმა, მისი მძიმე სუნთქვაც რომ შემოესმა.-გინდა სასტუმროში წავიდეთ და იქ გავაგრძელოთ დანარჩენი?გოგონა გონს მოეგო და თოკოს თვალებში ჩააშტერდა,შემდეგ მომენტალურად უკან მიიხედა და თოკოს უთხრა. -ნუ გამიგებ ცუდად,გთხოვ აქაურობას გამარიდე,გამიყვანე აქედან. -ვინ არის,რატომ გითვალთვალებს.მკაცრად უთხრა თოკომ. -არ ვიცი ვინ არის,უკვე ძალიან დიდი ხანია ვერ ვიცილებ.მართლა არ ვიცნობ ვინ არის,რა უნდა ისიც არ ვიცი. -წამოდი,აქედან გაგიყვან.ხელი მოხვია და მანქანაში ჩააჯინა,თავად კი გიორგის მიუბრუნდა და მოკლედ აუხსნა რაც ხდებოდა. -შედი შენ,მე მგონი დამაგვიანდება. -კარგი არ იჩქარო,იქნებ შენი ბედია რა იცი.უთხრა და თვალი ჩაუკრა.თოკოს ჩაეცინა და მანქანა დაძრა ადგილიდან. -სად მიგიყვანო,სად ცხოვრობ.ცოტა რომ გაიარეს გოგონას გადახედა და მკაცრად უთხრა. -რა უნდა,იმ ახ...რს შენგან.გოგონას ცრემლი მოაწვა და ძალიან შეეცადა არ ეტირა.თოკოს შეხედა და აკანკალებული ხმით დაიწყო თხრობა. -ჩვეულებრივ ოჯახში გავიზარდე,დედისერთა ვარ.ძალიან ბედნიერი ვიყავი სანამ დედა მყავდა,მაგრამ დედის გარდაცვალების შემდეგ ჩემი ცხოვრება ძალიან შეიცვალა.ზედმეტი არც არასოდეს მქონია არაფერი,მადლობას ვუხდი უფალს,რომ უნივერსიტეტში 100%-იანი დაფინანსებით ჩავაბარე.სტუდენტობაც არ მახარებს,ჩემი ბედნიერი დრო სკოლაში ყოფნის დრო მახსოვს მხოლოდ და ძალიან მენატრება ის ბავშვობის წლები,მასწავლებელთან დავდიოდი და ჭავჭავაძიდან რუსთაველზე გავდიოდი ფეხით,იქედან მარჯანიშვილის გავლით პლეხანოვსაც მივადგებოდი,რადგან იქ მამიდა მყავს და მიყვარდა მამიდასთან მისვლა,ყოველ პარასკევს მივდიოდი მასთან.ერთხელაც აღმოვაჩინე ახალი მეზობელი ჰყოლიათ.ყოველთვის პადიეზდთან იდგა ჩემთვის უცნობი ბიჭი,ის სამი წლით თუ იქნება ჩემზე დიდი და ისეთი შეხედულება ჰქონდა მაშინებდა,მაგრამ ყველასთან ერთად სალამს მასაც ვეუბნებოდი და გვერდს ავუვლიდი.ის ვერ გადალახა,თუ რატომ დავაიგნორე როცა დამელაპარაკა და იმ დღიდან გადამეკიდა.მის გამო მამიდასთან ვეღარ მივსულვარ შიშით.მეშინია,რომ ვხედავ.უფრო მეტიც, მისი შიშით ვერსად ვერ გავსულვარ.რამდენჯერ სცენები მომიწყო,როცა მეგობრებთან ერთად ვიდექი,თუ რატომ არ გავაბრთხილე სად დავდივარ და სად უნდა მოსულიყო ჩემს სანახავად. -არავის არ უთხარი?არავინ არ გყავს ისეთი მეგობარი,რომ შეაშინოს და პასუხი მოეთხოვა მისთვის? -მყავს მეგობრები,მაგრამ ყველა დააშინა,ყველა განზე გადგა რადგან ეშინიათ. -სად სწავლობ,მე მოვალ იქ და აბა გაბედოს და მომიახლოვდეს. -არ მინდა შარში გაგხვიო.ისედაც მრცხვენია შენი დღევანდელის გამო. -ეგ არაფერი,შენ ის მითხარი სად სწავლობ.დილის საათებში ვერ მოვალ, არ მცალია. -ჯავახიშვილში ვსწავლობ,მეოთხე კურსზე ვარ. -რომელზე გიმთავრდება,სადღაც სამისთვის ხო? -4 რომ დააკლდება წუთები უკვე გამოვდივარ სასწავლებლიდან. -კარგი,მე გარეთ დაგხვდები.ისე დავდგები,რომ ვერავინ დამინახოს და რომ გამოხვალ,მე თავად მოვალ შენამდე. -მადლობა,მადლობა რომ მომისმინე. -მადლობა მე უნდა გადაგიხადო, პირველი კოცნა მაჩუქე.უთხრა თოკომ და ღიმილით გადახედა დარცხვენილ გოგოს. -ნუ მარცხვენ.შეუღრინა გოგონამ და თავადაც გაეცინა. -მე თორნიკე მქვია,თოკო.როგორც შენ გინდოდეს ისე მომმართე. -ჩემი სახელი ქეთი.ამ საუბარში ნათქვამ მისამართზეც მიიყვანა და ტელეფონის ნომერიც ჩაიწერა,შემდეგ კი ისევ ბიჭებთან დაბრუნდა. ვნება,რომელიც დიდ და საოცარ სიამოვნებას გვანიჭებს,დღემდე ზებუნებრივ შეგრძნებად რჩება.მასთან მისასვლელი გზები სხვადასხვა-გვარია,თუმცა მიზანი საერთო,როდესაც საქმე ძლიერ ვნებას ეხება.ვნება მორეული ადამიანი,ეს იგივეა, როგორც ნარკოტიკზე დაყრდნობილი ადამიანი.ვნება ადამიანს შესაძლებელია უბრალო შეხებითაც მოეძალოს,ამიტომ თოკო უჩვეულო შეგრძნებამ შეიპყრო,როცა მოულოდნელად შეეჩეხა გოგონას,რომელიც ერთი შეხედვით ძალიან უბრალო იყო,მაგრამ მას ჰქონდა რაღაც შარმი იმისა,რომ თოკო გამოეშტერებინა. მაგიდას მიუახლოვდა,სადაც სამეგობრო ელოდა და უხმოდ მიესალმა მათ,რაც ეს ყველასთვის მოულოდნელი და უჩვეულო იყო.მეგობრებს გადახედა და გიორგი რომ ვერ დაინახა იკითხა,თუ სად იყო. -გარეთაა ტელეფონზე საუბრობს.უთხრა ზურამ და გიორგიც მოვიდა,რომელიც უხმოდ მიუჯდა მაგიდას. -რა დაგემართა თორნიკე კარგად ხარ? -კარგად ვარ,კარგად.აბა რაზე საუბრობდით? -ვნებაზე და სექსზე.დაუფიქრებლად უპასუხა ზურამ. -შენ რომელ პოზას აძლევ უპირატესობას,მასზე ხომ არა 45 გრ-ით დაქანებაზე რომ ხარ და მუხლს ვერ დგამ ნორმალურად?შეეკითხა გიორგიმ ვითომ სერიოზულად.ზურაც არ ჩამორჩა გიორგის ირონიას და უპასუხა. -უკეთესებიც არსებობს. -რა დაგემართთ დღეს აქ რომ საუბრობთ ამ საკითხზე,ვერ ხედავთ რამდენი ხალხია? -ეს ისე ზოგადად ვსაუბრობთ,რა არ შეიძლება? -ადგილი უნდა იცოდე უაზრო,სად რა თემა უნდა წამოჭრა. -რა სექზე საუბარი პაზორია?გიორგიმ ხელი ჩაიქნია და შეეშვა.-აღიარე რომ მართალი ვარ,ცოლთან ისეთი სექსი ვერ ექნება ვერცერთ მამაკაცს,როგორც დროებით ნაშასთან. -მაგალითად? -მაგალითად,ცოლს ვერ კადრებ ისეთ რამეს რასაც ნაშას.ნუ ჩამომათვლევინებ ახლა პოზებს. -შე უაზრო კაცო,თუ ნაშასთან ივლი და გულს მასთან დაიმშვიდებ,ცოლი სახლში სახელად გჭირდება?რა საჭიროა ქორწინება მაშინ. -კარგი რა,ცოლი ეს ხომ ,,ბავშვთა მატარებელი ჭურჭელია'' რომელსაც ბინძური ვნებებით არ უნდა შევეხოთ,ის ხომ ფაქიზი გრძნობაა,წმინდა და სუფთაა ცოლთან კავშირი. -რა ჩამოუყალიბებელი აზრები გაწუხებს, როდის უნდა ჩამოყალიბდე, როდის. ლაჟვარდა, რაო ცაში ავიჭერით სალაჟვარდოდ?გახედა გიორგიმ ზურას და გულიანად გადაიხარხარა.ახ ზურა,ახ ზურა მოდი რა, ყველამ საკუთარ სექსზე აგოს პასუხი და რეალობა გიდა ცოლთან ნახეთ და გინდა ნაშასთან,აქ კი შეწყვიტეთ ეს თემა.ისე დაიმახსოვრე სექსის გამოხატვა ძლიერი ემოციებით ცხოვრების ინსტიქტური და ფიზიკური მხარეების ზემოქმედებით ხდება,როცა წყვილს შორის სიყვარულია,სექსიც ლამაზი და ვნებიანია. -აბა გიო აამუშავე შენი წარმოსახვის უნარი და გადმოაფრქვიე ყველაფერი,ნუ მოგერიდება გისმენთ. -მგონი, შენ მართლა ლაჟვარდობ ახლა. შეუბღვირა გიორგიმ ზურას. -არა,სულაც არა.მე მაგალითად შევიძენ ნაირ-ნაირ პარიკებს,პოლიციის ფორმა და მეწმუნეთ ეს ყველაფერი ჭკუიდან შემშლელია. -რა უაზრო ადამიანი ხარ,ხმას მაინც დაუწიე შეხედე იმ მაგიდიდან გოგოები გისმენს მთელი გულისყურით.ზურამ მაგიდისკენ გაიხედა და უფრო ხმამაღლა თქვა. -ჰაააა,რაც შეიძლება მეტი ფანტაზია და მაქსიმალური თავისუფლება.არ არსებობს შეზღუდვები და პარტნიორიც ბოლომდე ღებულობს სიამოვნებას. -მართლა შეეშვი ამ უაზრო საუბარს,სირცხვილია უკვე.თქვა მოულოდნელად თოკომ და ბიჭებს ყველაფერი მოუყვა.ყველა გაოგნებული უსმენდა და გოთალამ შეეკითხა. -კარგი გოგოა,მოგეწონა? -არაფერი განსხვავებული,მაგრამ რაღაც შარმი აქვს მიზიდულობის და რაც მთავარია,ძალიან სუფთა თვალები აქვს. -ჩვენ ყველა შენს გვერდით ვართ ძმაო.მოულოდნელად სიჩუმე ჩამოვარდა და გიორგიმ შეეკითხა ზურას სიცილით. -რამ ჩაგაფიქრა ლაჟვარდ. -ვფიქრობ,რამდენი წელია რაც ერთმანეთს ვიცნობთ. -10 წელია,ლონდონიდან რომ ჩამოვედი,ერთ კურსზე ვიყავით,შემდეგ გავიცანით გიორგი და რომ არ შეგშლოდა მას გოთალა დაარქვი. -ვიცი როდის გაგიცანი,მეც მახსოვს,მაგრამ ვფიქრობ რატომ არ ვიცი თეკლა.-არავინ არ იცნობს თეკლას.იყო მიზეზი,ეს ასე ყოფილიყო.ალბად როდისმე გაიგებთ სიმართლეს,მაგრამ ჯერ არა. -და ეს როდისმე,როდის დადგება? -დადგება,ჯერ არა,მაგრამ დადგება აუცილებლად.თქვენ ის მითხარით,ისეთი ადგილი თუ გინახავთ სადმე,ორ მთას შორის პატარა სახლი რომ იყოს ჩადგმული და სახლს ქვემოთ წყალი გადიოდეს. -არა,არსად არ მინახავს.ერთხმად თქვა ბიჭებმა. -მე კი ის ტყე,ის ორი კლდე ერთმანეთზე სახლით გაერთიანებული რომ არის,უკვე ძალიან მომენატრა.იქ ის სურნელია,ხანდახან ქარს რომ მოაქვს ჩემამდე და მელანქოლია მახსენებს თავს.იმ ტყემ გადაწყვიტა ჩვენი მომავალი,იქ დაისახა ჩვენი გეგმები.კარგი შევეშვათ ამას,სხვა რა ხდება.გიორგის წარბაწეულმა შეხედა გიორგიმ (გოთალამ) და უთხრა. -ძალიან ბევრს მალავ გულში გიორგი და იმედია ერთ დღეს,გულში დამარხული და დამალული საიდუმლოს გაგვანდობ,ჩვენ დაგელოდებით არ გაძალებთ არაფლის თქმას.სხვა კი ხდება რაღაც,რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ვიცი კვირა დღეს არ გიყვარს საქმეზე საუბარი,მაგრამ ეს უნდა გითხრა.არ შეგითანხმდი თავიდან,რადგან ვიცოდი ნებას არ მომცემდი,თუ დამამტკიცებელი საბუთი არ მექნებოდა,მაგრამ მე არ დავუშვებ,იქ სადაც ჩვენი მეგობრობაა და მეგობრობაზე წინ ჩვენი საქმე დგას,ჩემს თავს არ მივცემდი უფლებას ჩემი და შენი ან რომელიმე ჩვენთაგანი მართლმსაჯულების კლსანჭებში მოვხვდეთ. -რა ხდება გიორგი ისე საუბრობ,ეს რაღაც ძალიან სერიოზულია. -შევამჩნიე ისეთი რამ,რაც არ ეპატიებნა ჩვენს ეკონომისტს და იურისტს,ამიტომ მათ კაბინეტებში ჩუმად ვიდეო თვალი დავაყენე და დრო და დრო შევამოწმებ რას ჩალიჩობს ეს ორი ერთად,შემჩნეული მყავს ორივე ერთმანეთს თვალებით ელაპარაკებიან. -კარგად გიქნია,ეს როცა საქმეს ჭირდება სწორედაც უნდა გააკეთო,ეს ჩვენი საერთო საქმეა და მე თუ დამაკლდება,თქვენც დაგაკლდებათ. -დავიშალოთ ახლა,ხვალ უნივერსიტეტში უნდა მივიდეთ და ქეთის უნდა შევხვდეთ იქ. -მეც წამოვალ,საღამოს არ მცალია საქმეები მაქვს.დაიშალნენ და თოკო ფიქრობდა,დღეს მის გარშემო მომხდარზე.გაახსენდა ქეთის სახე და ჩაეღიმა,ასევე ღიმილით ბაგეებზე გადაისვა ხელი და ისევ უცნაური შეგრძნება დაეუფლა.არც დაფიქრებულა ისე დარეკა ტელეფონზე და გაიგონა თუ არა გოგონას ხმა უთხრა. -ახლა იცი რა მინდა?ხელი ჩაგკიდო და შენთან ერთად გიჟივით ვირბინო,ან ძალიან მაგრად ჩაგეხუტო,ისე როგორც დღეს. -სიმართლე გითხრა,მეც მომწყინდა ერთფეროვნება და მეც მინდა თუნდაც ერთხელ,მივცე სიგიჟის უფლება ჩემს თავს,მაგრამ ბოდიში ვერ გამოვალ. -რატომ?ან ასე ჩუმად რატო ლაპარაკობ.გაუკვირდა თოკოს. -ჩემმა დედინაცვალმა იცის კარებზე მოყურადება და მერე მამას ახელებს,თოკო არ გამიბრაზდე რა ხვალ გნახავ. -კარგი შენი ნებაა,მე ხელს აღარ შეგიშლი,არ მინდა ჩემს გამო რამე უსიამოვნებაში გაეხვიო,მაგრამ გაფრთხილებ,იმ მომენტში არ გამაღვიძო როცა ძალიან საინტერესო რამ ხდება,თორემ შემომაკვდები ხელში იცოდე.ორივემ გულიანად გაიცინა და ერთმანეთს დაემშვიდობნენ.თოკოს სევდა შემოაწვა,შეეცოდა ქეთი ვინ იცის როგორი წნეხის ქვეშ უწევდა ცხოვრება ახალგაზრდა გოგონას,შემდეგ კი ისევ გაეღიმა.რა საოცარი იყო ჩვენი შეხვედრა და გაცნობა,ეს ხომ საინტერესოც იყო და სასიამოვნოც.მგონი მე შენმა ლურჯმა თვალებმა უკვე ჩამძირა,გადამრია და გამაგიჟა ეს ხმამაღლა უნდა ვაღიარო.გპირდები ერთად ვნახავთ გაზაფხულზე ბუჩქის ძირში ამოსულ იას.იმედია ჩემს ამ ოცნებას ერთ დღეს ძალაც მიეცემა და გულს აღარ დააკლდები,შენ ჩემი გახდები ქეთი.,,ძლივს შემეჩვიე და მტუქსავ თითით,არ შეიძლება აკრძალულიაააა,თურმე შეჩვევა ყველაზე დიდი,ყველაზე სანდო სიყვარულიაააა''.ღიღინით მიადგა სახლის კარს და რომ აღებდა ტელეფონზე შეტყობინება მოუვიდა,დახედა და გაეღიმა. -გზაზე არასდროს შემხვედრია ნაზი იები,მე ჩემს ბილიკზე სულ ვკაფავდი ეკლებს და ბურდებს,მას შემდეგ რაც დედა აღარ მყავს,აღარც ბედნიერი ცხოვრება არსებობს ჩემთვის,ამ 4 წელს არ მოუტანია ჩემთვის ბედნიერი ცხოვრების ისტორიები.არც დახმარება არ მითხოვია არასდროს უფლის გარდა არცერთი სულიერისთვის.დღემდე ისე მოვედი,რომ ვერა და ვერ ვისწავლე კეთილის და ბოროტის გარჩევა,რადგან ყველას ვუშლიდი ჩემს მტკივან გულს.მაშინ ყოველთვის ვტიროდი,როცა უნდა მემღერა და დღეს შენს თვალებში დავინახე განსხვავებული სული და დღეიდან მე მართლა მჯერავს სასწაულების.ხვალამდე თოკო. -გამახარა შენმა მესიჯმა,თუმცა უნდა ვაღიარო და გითხრა,არ ვიცი რა ტკივილი გამოიარე,მაგრამ გპირდები დღეიდან მე თავად ვიზრუნებ შენზე.ეს იმ შემთხვევაში,თუ რა თქმა უნდა შენი სურვილიც იქნება.ახლა დაისვენე და ხვალ შევხვდებით ერთმანეთს.მხოლოდ შენს გარეთ გამოსვლამდე მომწერე ორი სიტყვა, ,,აქ არის'' და სხვა მე მომანდე.სახლში მისული დედა ელოდებოდა თოკოს აბაზანა მიიღო,ივახშმა დედასთან ერთად ცოტა ისაუბრეს და დაწვა.მისი გონება ისევ ქეთის გარშემო ტრიალებს.პირველი სიყვარული,თუ პირველი გრძნობა?ეკითხება თავის თავს.-და როდემდე გაგრძელდება?ბოლო ამოსუნთქვამდე თუ ბოლო წუთამდე?ეეე,მგონი ჩემი მეტეორი გაძლიერდა.არა უნდა ვაღიარო,პირველ შეხვედრაზედვე ძალიან ღრმად შემოდი ჩემში.პირველ შეხებაზე და პირველ კოცნაზე,ხომ აღარაფერს ვამბობ.ეს ხომ ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო,როგორც პირველი გრძნობის პირველი წამი,პირველი კოცნა,პირველი სითბო,პირველი სიტკბო.უუუხ რა სასიამოვნო შეგრძნება მოაქვს შენს პატარა და ლამაზ წითელ ბაგეებს.ამ სასიამოვნო ფიქრებში ჩაეძინა თოკოს. სიხარულის მოლოდინში გათენდა ბედნიერი დილა.გიორგი ღიმილით შეხვდა ამ ნანატრ დღეს,ღიმილით ისაუზმა და ასევე ღიმილით გამოეწყო როგორც ყოველთვოს ელეგანტურად და კომპანიაში წავიდა,წასვლამდე კი ისევ დავითის ხმამ შეაჩერა. -გიორგი არ წახვიდე,საქმე გვაქვს შენთან მე და დემეტრეს. -რა ხდება,ძმების თავდასხმა მაქვს დილით და მზისით?გაეცინა გიორგის და დავითიც გააცინა მისმა სიტყვებმა. -შემოდი სახლში,არაფერი არ დაშავდება ერთი საათით თუ დააგვიანებ.გიორგი ისევ შებრუნდა სახლში და გაოცებული დაჯდა დავითის და დემეტრეს წინ. -ნუ გეშინია სერიოზული არაფერია,ერთი შეკითხვა მაქვს.უთხრა დემეტრემ.შენ კარგად იცი უკვე ასაკში ვართ მეც და დავითიც.საპენსიო წლებმა მოგვიკაკუნა ორივეს,სიმართლე გითხრა დავიღალე კიდეც და მე მართლა გადავწყვიტე პენსიაზე გასვლა. -მერე?პენსიაში გახვალ,ცოტას დაისვენებ წახვალ სადმე იმოგზაურებ,მაგრამ უსაქმოდ რომ ვერ გაჩერდები ეს ვიცი და რას აპირებთ ან ერთი და ან მეორე. -ხოდა სწორედ მაგიტომ გაგაჩერე.რა შეიძლება გავაკეთოთ,რა იქნება წარმატებული ორი პენსიონერი ადამიანისათვის. -თქვენ რა, მართლა დაბერდით თუ ტვინი დაგისუსტდათ.რაღაც გაქვთ ჩაფიქრებული და შორიდან მივლით,რაღაც ახალი გინდათ შექმნათ და ამას არ დავუშვებ.დაიღალეთ?კი ბატონო,დაისვენეთ აიღეთ დრო რამდენიც გინდათ,მაგრამ ახალ რამეს არა და არა შეეჭიდებით.ასე თუ გინდათ,რაღა საჭიროა პენსიაში გასვლა,არ გინდათ ისევ კომპანიაში იაროთ? -აი,ხომ გითხარით გიორგი არ დაგთანხმდებათთქო.თავზე დაადგა დემეტრეს ნინო. -ბიცოლა,ქმარი და მაზლი მგონი ვერ გყავს კარგად და ექიმი ჭირდებათ ორივეს. -მართალი ხარ გიორგი შვილო.გვერდით დაუჯდა დედა და შვილს მისი ხელით ჰალსტუხი შეუსწორა. -გიორგი იქ აღარ მინდა და მინდა შენ მირჩიო რამე,როგორც ახალგაზრდა და წარმატებულმა ბიზმესმენმა. -მე რა გირჩიო ძია.წარმატებული შესაძლებელია ნებისმიერ სფეროში იყოს ადამიანი,თუ სწორად შეარჩევს საქმეს და რა თქმა უნდა,უნდა ესმოდეს ის საქმე.ისიც კარგად იცი თავად ბიზმესმენი ხარ,რომ რა თანხასაც ჩადებ საქმეში,შესაძლებელია თანხა დაგეკარგოს,ან ერთ წელში ამოიღო და მოგებაც დაგიტოვოს.ჩემზე კარგად იცით ორივემ შეაბერდით ამ საქმეს,რომ მარტივი ბიზნესი არ არსებობს,ყველგან ტვინი გჭირდება და ასი თვალი.ჯერ რად ღირს ის,რომ სანდო ხალხი შეარჩიო ეს არც ისე იოლია.შეაბერდით ამ საქმეს და აქაც არ გყავთ სანდო ხალხი.ჯერ კარგად არ ვიცი,მაგრამ სულ მალე გაიგებთ სიახლეს ვინ გვღალატობს.მე აზრი მკითხეთ და გეტყვით ჩემს აზრს,რადგან ასე გადაწყვიტეთ,ადექით ორივე ძმებმა და სოფელში წადით.დროა იმ სახლსაც მივაქციოთ ყურადღება,ვიღაცამ მიაკითხოს და გააღოს თითქმის ნახევარი საუკუნის დაკეტილი კარი.ეს ყველაზე კარგი დასასვენებელი ადგილი იქნება თქვენთვის.მე წავალ ახლა თქვენის ნებართვით.დედას მიუბრუნდა თბილად აკოცა და წავიდა,დავითი და დემეტრე კი დატოვა გაშტერებული. -რომ დავბრუუნდები სახლში,თუ ისევ გექნებათ სურვილი,საღამოს ვისაუბროთ ამ თემაზე. -საღამოს ხარ საერთოდ სახლში? -დღეს მოვალ.ხო მართლა,ამ ლამაზი ხელებით კარგი გემრიელობები მოამზადე დღეს საპატიო სტუმარი გვყავს. -ვინ?ვინ მოვა,ვინ დაპატიჟე შვილო.თვალები აუციმციმდა ნონას და უნებურად დავითს გახედა. -საღამოს ნახავთ.თქვა და თვალი ჩაუკრა დედას.წამოდგა და ღიღინით წავიდა კარებისკენ.-მოდი გადავქანდეთ ბავშვობაშიიიი,თორემ ეს დიდობა ძალზედ გამიჭირდაააა.ასე ღიღინით გავიდა ეზოდან მანქანით. -არ ვიცი რა იქნება დღეის შემდეგ,არ ვიცი რა მოხდება ხვალ,მაგრამ ახლა ის კი ვიცი,რომ უკვე საათებს ვითვლი შენს ნახვამდე და მინდა ხმამაღლა ვიყვირო,რომ უზომოდ მომენატრეეეე.წაიკითხა ტელეფონზე შემოსული შეტყობინება და სწრაფად აფრინა პასუხი. -მეც ჩემო ფერია,საათის ისრებს მივჩერებივარ და ერთი სული მაქვს,როდის დადგება 6 საათი.გაბრწყინებული სახით და ბედნიერი ღიმილით შევიდა კომპანიაში,საქმეში სწრაფად გავიდა დრო და ბიჭებთან ერთად ისიც წავიდა უნივერსიტეტში ქეთის სანახავად.4-ის ნახევარზე უკვე იქ იყვნენ და ქეთის შეტყობინებას ელოდა თოკო.პარკში იჯდნენ და გოგოებს ათვალიერებდნენ,ისე იყვნენ სათევზაოდ გამოსულ მეთევზეებს ჰგავდნენ ოთხივე და ამაზე იცინოდნენ,აი შეტყობინებაც მიიღო თოკომ და წაიკითხა თუ არა ბიჭებს გადახედა და ღიმილით თქვა. -წავედით,ოპერაცია ,,A'' უკვე იწყება.თოკომ ვარდების ლამაზი ბუკეტი აიღო ხელში და მთავარი შემოსასვლელისკენ დაიძრა.ოთხივე ერთმანეთზე უკეთესები არიან და ეს უცხო ხალხი მალე შეამჩნია გოგონების მახვილმა თვალმა და ინტერესით გააყოლეს თოკოს თვალი,რომელმაც ტელეფონზე დარეკა და ხმამაღლა,ყველას მორიდების გარეშე უთხრა. -გარეთ გელოდები საყვარელო,აქ ვარ უკვე.რამენიმე წუთში გამოვიდა ქეთი და პირდაპირ თოკოსკენ წავიდა ბედნიერი ღიმილით,თოკომ ცალი ხელი გაშალა და ქეთი გულში ჩაიკრა,შემდეგ კი ყვავილებიც მიართვა,თან ყურში უჩურჩულა. -ისე მოიქეცი,თითქოს ყველას იცნობ,ჩემი სამეგობრო თან მახლავს,ჩემი ძმები.ღიმილით შებრუნდა ორივე მეგობრებისკენ და ქეთიმაც ყველას თბილად მიესალმა.საუბრობდნენ,იცინოდნებ და თოკომ თქვა. -ქეთის აქ ვერ დავტოვებ,ჩვენ ცოტას გავივლით,თქვენ ბარში მიდით და ჩვენც იქ მოვალთ. -ქეთი და შენ ჩემი მანქანით წადით,და ჩვენ ზუკას მანქანით წავალთ და იქ შევხვდებით ერთმანეთს.თქვა გიორგიმ და თოკოს მანქანის გასაღები მისცა,თან ქეთის შეხედა.-ქეთ პრობლემა ხომ არ გექნება ჩვენთან ერთად წამოსვლაზე. -პრობლემა მაშინ მექნება აქ რომ დავრჩე,წამოვალ თორემ,ვიცი ახლა თვალებით მჭამს. -და არა მარტო ის,რომ მიგახედა უკან,თვით გოგონებიც თვალებით გჭამს.უთხრა ზუკამ და ყველამ გულიანად გადაიხარხარა.ასე სიცილით დაშორდნენ ერთმანეთს და რამდენს უხაროდა ქეთის სიხარული,რომ მის გვერდით ასეთი საოცარი ადამიანი იდგა,რამდენი შურით სკდებოდა.თოკომ ტუჩის კუთხე ჩატეხა და ქეთის უთხრა. -ნეტავ რას იტყვი ახლა, სამუდამოდ ჩემთან რომ დაგტოვო და შევქმნათ ჩვენი პატარა თბილი სახლი. -ნეტავ რას იზამ,ერთ საღამოს რომ მოვიდე და შენი სუნთქვა დავთვალო?არ ჩამორჩა თოკას ქეთიც. -ხოდა ძალიან კარგსაც იზამ,სწორედ მაშინ ავაშენოთ დროის გადაღმა ჩვენი პატარა სახლი,სადაც საათებს უსაათოდ ერთად დავთვლით. -იცი რაზე ვოცნებობ?ვიცი მოვა დღე,როდესაც არავინი არ შემიშლის ხელს,ვიცხოვრო ჩემთვის მარტო.ძალიან დიდი სურვილი მაქვს ძალიან შორს წავიდე,იქ სადაც არავინ არ მიცნობს და არავინი არ მატკენს გულს.როგორ მინდა გავცურო უსასრულო ზღვა და ვიყოთ მარტო ჩვენ,ზღვა,მე და ჩემი სიმარტოვე.ჩემს გარშემო ბევრნი არიან,მაგრამ ჩემთვის არავინ არ არის.გიკვირს ხომ?ვხედავ შენს გაოცებულ თვალებს,მართლა არავინი არ მყავს,ალბად ჩემშია პრობლემა.მე არ მიყვარს ძალად მეგობრობა,ამიტომ უფრო და უფრო ვშორდები რეალობას.რომ ვიცოდე, თუნდაც ერთი ადამიანი არსებობს,ვისაც აინტერესებს ჩემი არსებობა,გეფიცები ვიბრძოლებდი,ვიბრძოლებდი რომ ის ერთი მაინც შევინარჩუნო და ამავე დროს ვიბრძოლებ ჩემი არსებობისთვის,ჩემი უკეთესი მომავლისთვის,მაგრამ აზრი არ აქვს ბრძოლას,უნდა მივენდო მხოლოდ დროს. -ქეთი,ქეთი,ქეთი არ არსებობს ქვეყნად იმაზე ნეტარი წამი,როცა იცი შენ ვიღაცთვის რაღაცას ნიშნავ.ქეთი მე ვიქნები ის ერთადერთი ადამიანი,ვიზედაც შენ იფიქრებ ყოველ დღე და ყოველ ღამე.თოკომ მანქანა გააჩერა ქეთის მიუბრუნდა,თვალებში ჩახედა და მთელი გრძნობით და ვნებით უთხრა. -გუშინ შეგეხე თუ არა,მთელს ტანზე შენი სურვილი ცეცხლად მომეკიდა.შენსკენ მიზიდავს ვნება და არ ვიცი ეს როდემდე გასტანს.არასდროს არ დამმართია ასეთი რამ,ან როგორ ვძლებდი აქამდე უშენოდ.ქეთი მაჩუქე გუშინდელივით კიდევ ერთი კოცნა და ამ კოცნით შენს ირგვლივ ნაქარგ სამყაროს მაჩუქებ,ამ სამყაროში კი გპირდები მხოლოდ შენ იარსებებ.თოკოს ხმაში,მის გამოხედვაში აშკარად ამოკითხავდით მძაფრ სურვილს და უზომო გატაცებას,ამავე დროულად აშკარად შესამჩნევი იყო მისგან ქეთის მიმართ ძლიერი თავშეუკავებელი ხორციელი მისწრაფება.მის თვალებში სიახლოვის სურვილი გამოიხატება.როცა ქალის მიმართ მამაკაცის ვნება ძლიერია,ასევე ძლიერია ერთმანეთის მიზიდულობა და ერთმანეთის ლტოლვა.ნელა-ნელა მიიწია გაშეშებულად მჯდარ ქეთისკენ ხელი თმებში შეუცურა და შეატყო ქალის აღელვებას,მაგრამ მათი შერწყმა მოხდა თუ არა,ორივემ შეწყვიტა სუნთქვა და ორივე ერთად მოწყდა სამყაროს.გული გაძლიერებულად ურტყამდა შიგნიდან და რაც უფრო აღრმავებდა კოცნას და მეტ ვნებას დებდა შიგნით,მით უფრო ემატებოდათ ცეცხლი.რომ არა თოკოს ტელეფონი არცერთმა არ იცოდა სადამდე მივიდოდა მათში აღძრული ძლიერი ვნება.თოკომ თვალებში ჩახედა და უთხრა. -მგრძნობიარე და აუჩქარებელი ხარ,არ გიყვარს ბევრი ფიქრი. -შენი სტილი კი ის არის,უცებ დაესხა თავს შენს მსხვერპლს და გააბრუო მოულოდნელი კოცნით.თოკოს გაეცინა და უთხრა. -არ მითხრა,რომ არ მოგეწონა.ჰეეე,პასუხს ველოდები.ქეთი თოკოს მიუბრუნდა და უთხრა. -ბევრი დამისხი,დღეს სურვილი მაქვს სიმთვრალით მოვკვდე, სიყვარულისთვის წამებული ტოტივით მოვტყდე. გემივით,ისე ჩავიძირო გრძნობის ზღვის ფსკერზე, საუკუნეთა გასვლის შემდეგ,ლექსი თქვან ჩემზე. კიდევ დამისხით,ხომ შეხედეთ მაინც ვერ ვთვრები, ეს სადღეგრძელო მინდა შევსვა ვაზის ცრემლებით, გულით ვისურვებ,სიყვარულის ერთი გზით გვევლოს და თუ დაგჭირდეს,ჩემი სიცოცხლე შენ შემოგევლოს. (ავტორი უცნობია) ---ღიმილით შესცქეროდა თოკო ქეთის და დახშული ხმით უთხრა. -ახლა არაფერს გეტყვი,გველოდებიან და უბრალოდ წავიდეთ,მაგრამ იცოდე,სურვილი და ვნება ჩემში ერთმანეთს ებრძვის,გული კი ღელავს როგორც ტალღები ზღვის მსხვერპლის მოლოდინში და ვიძირები შენს ლურჯ თვალებში.ხვალ შევხვდებით ერთმანეთს და ხვალ დავილაპარაკოთ.მაგრამ არც ის შემიძლია არ ავღნიშნო,როგორ გამაოცე შენი პასუხით.ისევ ამღერდა ტელეფონი და თოკომ აღრენილმა უთხრა. -რა არ გასვენებს, ლაჟვარდა არ შეგიძლია ცოტა ხნით მოცდა? -სად ხარ აქამდე ტო.უსაყვედურა ზურამაც. -მოვედი უკვე და შემოვალთ.მართლა მალე მივიდა და ქეთის უფრო ახლოდან გააცნო მისი სამეგობრო. -ჩვენ ერთი გუნდი ვართ და დღეიდან კი შენც საპატიო წევრი ხარ ამ გუნდში.უთხრა ზურამ. -რაღა გიჭირს აწი 10 ნაბიჯით წინ ხარ.უთხრა თოკომ და ყველამ გაიცინა.მოეწონა მათ სიახლოვეს ყოფნა,სუფთა,ერთგულებით და სიყვარულით გაჟღენთილ სამყაროში.გიორგიმ საათს დახედა,უკვე საათის ისრები 5-თს უჩვენებდა,ფეხზე წამოდგა ბოდიშის მოხდით და ღიმილით დატოვა სამეგობრო.სულ მალე კი აეროპორტში იყო და დიდი მოლოდინით ელოდა მისი 10 წლიან მონატრებას და აი დადგა მღელვარე წუთებიც და როგორც იქნა მონატრებული ხმაც გაიგონა. -გიორგი,ჩემი გიო.მის წინ იდგა თვალცრემლიანი ულამაზესი გოგონა,რომელსაც საოცრად უხდებოდა ცრემლი,მაგრამ ეს ცრემლი იყო ბედნიერების და მონატრების ცრემლი.გიორგიმ წინ წაიწია დაბნეულმა,ხელში აიყვანა ატირებული გოგონა და ერთმანეთს ჩაეხვია მონატრებული გულები.შემდეგ პირ-სახე დაუკოცნა გიორგიმ ტირილით და ეს ტირილი,ეს ცრემლი მხოლოდ ორმა იცოდა,თუ რამდენს ნიშნავდა მათთვის ეს თავისუფლება. -ღმერთო,როგორ მომენატრე თეკლა.როგორი შეცვლილი ხარ,არა,შენ არ ხარ ჩემი თეკლა.ჩემს წინ სულ სხვა ქალი დგას.შენ ერთი სუსტი გოგონა იყავი,ახლა კი ჩემს წინ ის გოგონა არა და ერთი ძლიერი ქალი კი დგას. -10 წელი გავიდა გიო განა ცოტაა?იცი რამდენი რამ ვისწავლე ამ წლების მანძილზე?გავიცანი ძალიან ბევრი ხალხი კარგიც და ცუდიც,მაგრამ შენ და შენი მონატრება სულ სხვაა მათ შორის.10 წელი,სრული 10 წელი უშენოდ,ერთმანეთის გარეშე,მაგრამ სიმართლე გითხრა არც ვნანობ,რადგან წინ უფრო საინტერესო ცხოვრება გველის,რადგან წინ ორივემ ერთად უნდა გადავდგათ ერთი დიდი და მძიმე ნაბიჯი. -ამ ნაბიჯს ჩვენ ერთად გადავდგამთ თეკლა ახლა წავიდეთ,სახლში გველოდებიან.ნუ ტირი ჩემო ფერიავ,ამდენი წლის შემდეგ დადგა დღე,რომ ჩვენ ისევ ერთად ვართ. -სირპრიზი არის ისევ თუ ჩამიშალე. -არის,ელოდებიან სტუმარს,მაგრამ არ იციან ვის. -კარგი წავიდეთ.მანქანაში ჩასხდნენ და გიორგიმ მეგობრებს დაურეკა. -გისმენ გიო.უპასუხა გიორგიმ. -გიორგი უთხარი სხვებსაც და ჩემთან მიდით,სიურპრიზი მაქვს თქვენთვის და ჩემთან გაიგებთ.თოკოს უთხარი ქეთიც წამოიყვანოს.გაუკვირდა გიორგის მაგრამ ყველას უთხრა გიორგის ნათქვამი და მასთან წავიდნენ.სულ მალე მოულოდნელი დიდი სიხარულით აივსი ცერცვაძეების ოჯახი,სადაც უსაზღვრო სიხარულმა და ბედნიერებამ დაიდო ბინა.ვერცერთი ვერ უჯერებდა თვალებს,ეგონათ ეს მირაჟი იყო,ლამაზი მირაჟი,მაგრამ არა,მათ წინ იდგა 10 წლის მონატრებული თეკლა.გულში ვერ ატევდნენ სიხარულს და ცრემლებად გადმოდიოდათ სახეზე.გაოცებული იდგა თოკო,ზურა,გიორგი თეკლას სილამაზით,მაგრამ გიორგიმ თქვა. -რა გატირებთ ხალხო,დატკბით ამდენი წლის შემდეგ ასეთი სიხარული მოგიტანათ მონატრებულმა ადამიანმა.თეკლა მიუბრუნდა ბიჭებს და უთხრა. -მიხარია,რომ პირადად გაგიცანით,მაგრამ მინდა იცოდეთ ერთი რამ,რომ ამ ქვეყნად არსებობს საკუთარი ტკივილი რომელზეც საუბარიც არ შეიძლება,ამას ვერ ამხელ,ვერავის უზიარებ,ის მხოლოდ შენია,შენშია და მორჩა.დღეს ჩემი ცრემლების ფასი ყველამ იცის,მაგრამ გიორგიზე უკეთ არავინ,ისე როგორც მე ვიცი მისი ცრემლის ფასი.მაპატიეთ თუ თქვენთვის ეს ყველაფერი გაუგებარია,მაგრამ ერთ დღესაც აეხდება ყველა სიმართლეს ფარდა.ცხოვრება მიდის და მიედინება აბობოქრებული ტალღებით,დინება ხან ნელდება,ხან კი მძვინვარე ხდება,მაგრამ დღეს არაფერს არ ვაქცევთ ყურადღებას და უსაზღვროდ ბედნიერი ვარ.ახლა კი დავტკბეთ ერთმანეთით და ამოვივსოთ ის მონატრება,რომელიც გვკლავდა ყველას ცალ-ცალკე. -ეს იყო შენი განსაკუთრებული სტუმარი,დღეს დილით რომ მითხარი?უთხრა ნონამ შვილს. -დიახ,რა არ მოგწონთ ჩემი სიურპრიზი?თქვენს წინაშე დგას თქვენი ტკივილგამაყუჩებელი თვით თეკლა ცერცვაძე.თქვა სიცილით და თეკლას მოეხვია.ნელა-ნელა დაცხრა სიხარულით გამოწვეული მღელვარება და გიორგის ისევ შეეკითხა დავითმა. -აბა,რა მოიფიქრე ჩვენს წინადადებაზე.რას გვირჩევ.კომპანიას მალე ახალი მმართველი ეყოლება,არაფერს იტყვი? -ვინც არ უნდა მოვიდეს კომპანიის სათავეში,მე ისეთივე ერთგული მუშაკი ვიქნები იქ,როგორც აქამდე. -მე მჯერა შენი და დარწმუნებულიც ვარ,უახლოეს მომავალში,შენი ნიჭიერებით და წინდახედულობით ყველაფერი კარგად იქნება,მაგრამ ძალიან გამახარებ თუ შენს პირად ცხოვრებასაც დაუთმობ დროს.ვერ დავიჯერებ,რომ არავინი არ მოგწონს,არავის არ ხვდები უკვე შენს ასაკში.30 წლის ხარ და დროა შენს თავზეც იფიქრო.გიორგის გულში არავინი არ იყო,მაგრამ გული რომ არ ტკენოდა დავითს ღიმილით უთხრა. -არის რაღაც,მაგრამ ჯერ მნიშვნელოვანი არაფერი.ნელა-ნელა იკიდებს ფეხს,ჯერ ფესვებს ეჭიდება ის რაღაც და ვნახოთ.დავითს გაეცინა კმაყოფილს და გიორგის შეხედა,გიორგიმ კი თვალი ჩაუკრა და მეგობრებთან გადაინაცვლა. -ბიჭებო არ ფიქრობთ,რომ უკვე დროა პირადულ ცხოვრებაზეც იფიქროთ?დიდი სიყვარულით გადახედა ნონამ შვილის ერთგულ მეგობრებს. -ნონა დეიდა,გიორგის ვიზუალობა მაგნიტივით იზიდავს მდედრობითი სქესის ადამიანებს,მაგრამ ეს ზედმეტად ნიჭიერი ქმნილება გყავთ,რომელსაც ტვინი არ დაჰყოლია თან.ეს ხომ ჯერ მწვერვალების დაპყრობას ელოდება და მის ირგვლივ მყოფ ქალებს არ აქცევს ყურადღებას,მაგრამ მგონი იცვლება მასში რაღაც,ჯერ არ ვიცი,მაგრამ სად წამივა გავარკვევ. -ენას ამოგაცლი,რომ ასარსალებ მეპონჩიკე ქალივით.შეუღრინა გიორგიმ მის მოშორებით მჯდარ გიორგის (გოთალას) -კარგია შენში დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა,რომ არის და პირველ ადგილზე შენს სამსახურს აყენებ,მაგრამ დროა შენს თავგადასავლებსაც დაუთმო დრო,აიღო შვებულება და საკუთარ თავს მოუწყო დამსახურებული დასვენება.შენთვისაც გამონახე ბედნიერი წუთები და დაიტვირთე თავი მხოლოდ სასიამოვნო შეგრძნებებით.გიორგი ვიცი რაც გტანჯავს,დაიმახსოვრე შვილო,შენი უიღბლობა წარსულში დარჩა.სწორედ ამ უიღბლობამ და ამ ტკივილმა შეცვალა შენი ცხოვრება სასიამოვნო ცვლილებებით.შენ სულ მალე დიდი წარმატება გელის. -რას გულისხმობ,რა წარმატებაზე ამბობ მამა. -მალე,სულ მალე ამასაც გაიგებ.გიორგიმ გაურკვევლობის გამო მხრები აიჩეჩა და მოულოდნელად შეხედა,რომ ქეთი საათზე იხედებოდა,მიხვდა რომ გოგონას წასვლა უნდოდა და ვერ ამბობდა.თოკოს შეხედა და თვალებით ანიშნა ქეთიზე.თოკომ ბოდიშის მოხდით დაემშვიდობა ყველას და ქეთისთან ერთად დატოვა ცერცვაძეების სახლი. ქეთი არაფერს ამბობდა,მაგრამ შეატყო რომ ძალიან ნერვიულობდა. -ნუ ნერვიულობ ასე ძალიან,მე თავად დაველაპარაკები შენს მშობლებს. -ვწუხვარ,რომ ისინი ვერ გაგიგებენ სწორად.ჩუმად მივიდნენ სახლამდე,უნდოდა სახლში მიჰყოლოდა,მაგრამ ქეთიმ თხოვა წასულიყო. -გთხოვ წადი,არ შემომყვე.თოკომ დაეთანხმა,მაგრამ არ წასულა.ყველაფერი ესმოდა კართან მდგომს და სიბრაზე ყელში აწვებოდა. -სად ბრძანდებოდი აქამდე,გაგახსენდა სახლი? -ბოდიში,ეს პირველი შემთხვევაა და გპირდებით აღარ განმეორდება. -რაღატომ მოდიოდი,იქ რატომ არ დარჩი სადაც იყავი,მაგრამ ალბად მიხვდნენ შენნაირი არარაობა და გამოუდექარი ვის რაში ჭირდები ნეტავ.დღეს სამსახურიც გააცდინე,ვინ იყო ის ყვავილებით რომ მოგაკითხა სასწავლებელში,ხედავ მამამისო შენმა ვითომ ქალიშვილმა ფულიანი ბიჭი იშოვა და ვინ იცის სად-სად დაეხეტება მასთან ერთად ამ დრომდე.ქეთი გააბრაზა დედინაცვალის დაცინვამ და პირველად ამდენი წლის შემდეგ აიმაღლა ხმა მის მიმართ. -არ მოგცემ უფლებას ჩემს წმინდა ცხოვრებას ცინიზმით შეხედო.დღემდე აქ ვცხოვრობ და თქვენ გემსახურებით,არაფერი თქვენ არ გაკმაყოფილებთ,ვერაფერს თქვენ ვერ ხედავთ,ყელში ამოხვედით უკვე ორივე,აი აქ ხართ და ვერცერთს ვერ გიტანთ.არ დაგავიწყდეს მამა,რომ ეს სახლი დედამ ჩემს სახელზე გააფორმა,რომ მოვინდომო ორივეს გარეთ გაგიძახებთ,მაგრამ მე არავარ თქვენსავეთ ცივი და შეუბრალებელი. -როგორ სცდები საყვარელო,ერთი კვირის წინ რომ ხელი მოაწერე ქაღალდებზე დაგავიწყდა?სწორედ მაშინ ჩემს სახელზე გადმოვიფორმე ეს სახლი და შენ კიარ გამაგდებ აქედან,მე გაგაგდებ.მოკიდე შენს ნივთებს ხელი და აქედან გაეთრიე,აქ აღარ გნახოს ჩემმა თვალებმა.ამ დროს საშინელი ხმა გაისმა და თოკომ კარი შემოამტვრია.-ორ დღეს გაძლევთ ვადას,ამ სახლს ორ დღეში ისევ ქეთის დაუბრუნებ,წინააღმდეგ შემთხვევაში ციხეში ჩაგალპობთ ორივეს თქვენს იურისტთან ერთად ადამიანის მორალური და ფიზიკური ზიანის მიყენებისთვის.ქეთი ნივთები ჩაალაგე აქედან მივდივართ.უთხრა ქეთის ისე,რომ შიშისაგან მოკუკული დედინაცვლისათვის თვალი არ მოუშორებია.ქეთიმ მამასთან მივიდა და ცრემლნარევი ხმით უთხრა. -რა ადვილად დაივიწყე მამა დედიკო,მე ხომ შენი ერთადერთი შვილი ვიყავი,ის შვილი მის გამო შუა ღამითაც წახვიდოდი ჩემი სურვილების შესასრულებლად.რა უქენი ჩემს ტკბილ მამიკოს,სად წავიდა ის კაცი რომელიც მე სიგიჟემდე მიყვარდა.შეიცვალა,ხო ძალიან შეიცვალა და სწორედ მას შემდეგ ჩემი ცხოვრებაც შეიცვალა და ჩვენი ურთიერთობა,ეს გველი ქალი რომ შემოიყვანე ამ სახლში.იმ დღემდე ტრიალებდა ამ კედლებში დედიკოს სურნელი,მაგრამ უკვე დიდი ხანია ვეღარც მის სურნელს ვგრძნობ და ვეღარც მის არსებობას,რომ ის საერთოდ არსებობდა ჩვენს ცხოვრებაში,ვეღარც შენ ვერ გგრძნობ მამა.იცი რამდენჯერ მინდოდა შენთან მოსვლა და ძველებურად შენს კალთაში ჩაჯდომა,მოფერება და კოცნა.ეს ყველაფერი შენ ამიკრძალე მამა,სიტყვა მამა დამავიწყე,მაგრამ რაცარუნდა დამიშავო შენ ხარ ის ადამიანი ვინც მე სახელი მომცა,ვინც მანებივრებდა ათასნაირი საჩუქრებით.ჩემი ბოლო სიხარული ამ სახლში იმ დღეს დასრულდა,დედიკო რომ დავკარგე.მასთან ერთად მე ჩემი ბედნიერი დღეებიც დავასამარე.მე მივდივარ ამ სახლიდან და მივდივარ შენი ცხოვრებიდან,იმედია უჩემოდ ბედნიერი იქნები.ცრემლები მოიწმინდა,უკან ხევით გაეცალა მისი სიტყვებისგან დაპატარავებულ მამას და მის ოთახში შევიდა,მისი ნივთები ჩაალაგა,საბოლოოდ მოავლო თვალი მის ოთახს და სახლიდან ისე გავიდა მამასთვის აღარ შეუხედავს.თოკომ კი გასვლისას მკაცრი გაფრთხილება დაუტოვა ორივეს. -ორ დღეში დავბრუნდები და სახლი ისევ ძველი პატრონის სახელზე იქნება.არ გააკეთებთ ამას და ციხეში გაგიშვებთ ადამიანისთვის შეგნებულად მიყენებული ტკივილისთვის.გარეთ გასული ქეთის წამოეწია,მკლავში ხელი მოკიდა და მანქანაში ჩააჯინა. -დღეს ჩემთან წამოხვალ და ჩემთან დარჩები მანამ,სანამ შესაფერის ადგილს არ ვნახავთ, სადაც წყნარად იქნები. -თორნიკე მადლობა,მაგრამ ამას ვერ ვიზამ. -არსად არ გაგიშვებ ქეთი ან ასეთ დროს სად უნდა წახვიდე. -ბებიას ბინა მაქვს დაკეტილი და იქ წავალ,ბინის ქირა არ მექნება გადასახდელი. -კარგი თუ ასეა მითხარი მისამართი.ქეთამ მისამართი უთხრა და ჩუმად ცრემლიც კი მოიწმინდა. -ყველა ტკივილი რაც კი გინახია,უფრო და უფრო გაძლიერებს.შენ დაასრულებ სასწავლებელს და სამსახურზე მე ვიზრუნებ.ისე უნდა გააკეთო,რომ შენთვის ვისაც კარგი უნდა,უნდა იამაყოს შენით და ვინც კი ტკივილი მოგაყენა მათმა ბოდიში მოგიხადოს.დედას ჰგავხარ ალბად ასეთი მომთმენი და ვხვდები რომ დედის დამსახურებაა შენში სწორხაზოვანი აზროვნების გაშლა.ყველა წერტილში სიკეთის დანახვა შენი თვალით ეს არც თუ ისე კარგია ქეთი.ახლა ტკივილისგან ვერ ხედავ შენს თავს და შენს შესაძლებლობლებს,იმედია რამე სისულელეს და სიგიჟეს არ ჩაიდენ ტკივილზე.აი მოვედით,სად გავაჩერო რომელი ბინაა ბებიას ბინა. -აქ გააჩერე და შენ წადი არ მინდა აქ სამეზობლოს საჭორაო თემად ვიქცე. -ქეთი ნამდვილად აქ ცხოვრობდა შენი ბებია?ქეთი დაიბნა,მაგრამ მაინც მის ნათქვამ სიტყვაზე იდგა. -კარგი,რა გაეწყობა აი ჩანთა და ხვალ გნახავ.ქეთი ბინისაკენ წავიდა,ცოტა ხანი უყურა თორნიკემ და ისიც წავიდა,მაგრამ შორს არ წასულა,ხვდებოდა რომ ქეთი ტყუოდა და სიმართლეს არ ამბობდა.ქეთის ტირილი აუტყდა და ცოტა ხანში ჩანთით ხელში დაუყვა გზას და უნდოდა ტაქსი გაეჩერებინა სადმე სასტუმროში გაეთია ეს ერთი ღამე.იქვე ჩამოჯდა ტაქსის ლოდინში და მის მახლობლად მანქანა გაჩერდა,საიდანაც გაკვირვებული გიორგი გადმოვიდა -რატომ ხარ ქეთი აქ ამ დროს? -გიორგი?შენ აქ საიდან. -აქ რატომ ხართქო გეკითხები ქეთა.ამ დროს თორნიკეც მოვიდა და ქეთას უთხრა გაბრაზებულმა. -რატომ არ შედი ბინაში,აქ რატომ ხარ.დაიბნა და არ იცოდა რა ეთქვა. -მე,მე,მე გასაღები დავკარგე. -როგორი ამაყი ხარ,გაჭირვების დროსაც არ გინდა დახმარების ხელს ხელი ჩასჭიდო.წამოდი,აქვე ვცხოვრობ და ამ ღამეს ჩემთან დარჩები. -არა თორნიკე ძალიან გთხოვ,ნუ დამაძალებ ასე გვიან ოჯახს ვერ შევაწუხებ. -რა ხდება თორნიკე აღარ ამიხსნი?თორნიკემ მოკლედ აუხსნა ქეთას გასაჭირი და გიორგიმ ხელი მოკიდა და მის მანქანაში ჩააჯინა.ქეთამ დააპირა რაღაც ეთქვა,მაგრამ გიორგიმ მიუბრუინდა და გაბრაზებულმა უყვირა. -ხმა არ ამოიღო,ზედმეტი ხმა არ გავიგონო შენი.გაისუსა და მხოლოდ მათ უყურებდა გარეთ გიორგი და თორნიკე რომ საუბრობდა.შემდეგ გიორგიმ მანქანაში ჩაჯდა და ქეთასთვის გაურკვეველი მიმართულებით წავიდა.ქეთას გადახედა და უთხრა. -თქვი რამე, რატომ ხარ ჩუმად. -გიორგი სიჩუმეს შევეჩვიე,მაგრამ განცდის უნარი ჯერ კიდევ მაქვს,ესე იგი ცოცხალი ვარ და ბრძოლა სიცოცხლისთვიდ უნდა გავაგრძელო. -სიჩუმემდე რომ მიხვიდე,დიდი კათარიზმია საჭირო.ყოჩაღ,გამოგივიდა სიჩუმის დაპყრობა.მე კი უნდა გითხრა ვიხარშები სიჩუმესთან შესაჩვევად.მესმის შენი და ვხვდები,თუ რა გაქვს გადატანილი.გპირდები,ყველაფერი კარგად იქნება.მოვედით,გადმოდი.თავად გადმოიტანა ქეთას ჩანთა და ბინისაკენ წავიდა.მესამე სართულზე ავიდა,ერთ-ერთ კარს გასაღები მოარგო და დიდი ხნის დაკეტილ ბინაში შევიდა.ბინა პატარა და კოხტა იყო,მყუდრო და სუფთა. -აქ იცხოვრებ დღეიდან,სასწავლებელთანაც ახლოსაა,იმეცადინებ და ხელს არავინი არ შეგიშლის.აი გასაღები ხვალ ინტერნეტსაც შემოგიყვან.იმედია არ გეშინია,წყნარი დასახლებაა.აი ჩემი ტელეფონი და თუ რამე დაგჭირდეს დამირეკე,მე მივდივარ.შემდეგ ფული ამოიღო და მაგიდაზე დაუდო.ხვალიდან მეცადინეობა და არანაირი სამსახური.ყველა წუთი,ყველა შენი დრო მხოლოდ მეცადინეობას დაახარჯე.ყველაფერს ჩემს თავზე ვიღებ ქეთი და შენგან მხოლოდ ერთს მოვითხოვ,იყო გულახდილი ჩემთან.გასაგებია? -გასაგებია.უთხრა ჩუმად. -არ ინერვიულო რა,თოკო მოაგვარებს სახლის ამბებს.წამოდგა და ქეთას თბილად აკოცა თავზე.გვიან მივიდა სახლში და არ შეეძლო დაემალა თეკლასთვის რაც მოხდა და ყველაფერი მოუყვა.გაოცებული უსმენდა თეკლა და არა მარტო თეკლა ყველა გაოცებული იყო და შეეცოდათ ქეთა. -კარგი ქენი,რომ თავშესაფარი მიეცი გოგოს,რაც იყო,იყო დაისვენეთ.ერთ კვირაში კი მნიშვნელოვანი შეხვედრა გვაქვს და მინდა ორივე მოემზადოთ ამ შეხვედრისთვის. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.