სექსუალური განათლება (თავი 14)
დრო გადიოდა. თითქოს ყველაფერი დალაგდა. ნელნელა ყველა დამშვიდდა და ზედმეტ კითხვებს აღარავინ სვამდა. ახლა ერთი შემოტევის და ჭორების გადატანა მომიწევდა როდესაც მუცელი დამეტყობოდა და ესეც ჩაივლიდა და მემგონი ყველაფერი კარგად იქნებოდა. მაგრამ ვატო? ის ხომ ... მუშაობით არსად დამიწყია მუშაობა. ეკა ისევ გაფრინდა საქართველოდან და ძალიან ხშირად და აქტიურად გვეკონტაკტებოდა და ზრუნავდა ჩემზე დედაზე და ჩემს პატარაზე. ირაკლიც ხშირად გვსტუმრობდა და ვატოს ამბებს მატყობინებდა. - შეჭამ?- ვკითხე ირაკლის როდესაც სამზარეულოში შევედით - არა მადლობა არ მშია.. როგორ ხარ შენ?- მზრუნველად მკითხა - არამიშავს, არც ცუდად არც კარგად.. ანუ არ ვიცი - გამეცინა ისეთი უცნაური შეგრძნებები მქონდა მართლაც - ცოტა გეტყობა უკვე მუცელი -- ტანზე მომდგარი მაისური მეცვა და ეტყობა შემამჩნია - კი მეც უკვე ვატყობ...- გამეღიმა- მშვიდობააა?რამე სიახლეა?! - ვკითხე და წინ მდგარ სკამზე ჩამოვჯექი - ხვალ ვატო გამოდის - თქვა და დამაკვირდა ალბათ ჩემს რეაქციას ელოდა - ხვალ??- გამეხარდა ავნერვიულდი გავოცდი შემეშინდა - მერე? - რა მერე?- გაიკვირვა... მე რავიცი აბა რა მერე ნატა - ხო ხო შენ რა იცი .... * * * -ქეთი ხვალ ვატო გამოდის- გახარებულმა და ბედნიერმა დარეკა დათომ- გაიგე ხვალ გამოდის ვსო - ვაუუუ რა მაგარიააა- ავტეხე კივილი და ქუჩაში მყოფი ხალხი როგორც გიჟს ისე მიყურებდა - ხო აბაა, ყველაფერი დამთავრდა ქეთუშ... ხვალ ჩემ ძმას ჩავიხუტებ - მეც მოვდივარ იცოდეე-სწრაფად უთხრა ქეთიმ - ბაზარი არაა,,, გამოგივლი და ბიჭები ვხვდებით და წამოდი... - კაი საღამოს დამირეკე და კონკრეტულად მითხარი, ეხლა რეპეტყიტორთან მივდივარ და არ მცალია მეორე დღეს დილის 9 საათიდან სასჯელ აღსრულების დაწესებულებასთან ბევრი არა მაგრამ საკმაო ხალხი იდგა. ზოგი ძმას ელოდა ზოგი მამას ზოგი მეგობარს... ვატოს მშობლები და რამდენიმე ნათესავი ელოდა... ცოტა მოშორებით კი მისი საამაყო და ერთგული სამეგობრო.. ლოდინი ცოტა დიდხანს მოუწიათ, მაისის ბოლო იყო და საკმაოდ კარგი ამინდები იდგა, სიცხემ დააჭირა, დაიღალნენ ბიჭები და ქეთი ლოდინით, სული ელეოდათ როდის ნახავდნენ ვატოს. რამდენიმე საათის ლოდინის შემდეგ, უზარმაზარი ჭიშკარი გაიღო და 7 ადამიანი გამოვიდა იქიდან ერთ ერთი ვატო,. დედამისი და ნათესაობა მივიდნენ და გარს შემოეხვივნენ, დედა ტიროდა, ნათესავები ულკოცავდნენ და ხელს ართმევდნენ და კოცნიდნენ, მეგობრებს ხელი არ შეუშლიათ ნათესაური შეხვედრისთის და ელოდნენ როდის მოიცლიდა ვატო, ყველას ბედნიერი სახე ჰქონდა... - ეეეეეეეეეე ბრაციიიიიიიიიი - დაიყვირა ვატომ და მათკენ გაქანდა, ყველას ერთად უნდოდა ჩახუტებოდა, ისინიც გარს შემოერტყნენ ხელში აიტაცეს და რამდენიმე ჰაერში ასროლის და მისი სახელის ძახილის შემდეგ ძირს დასვეს და სათითაოდ ეგებებოდნენ. - ქეტიიიიი შენც აქ ხარ როგორ მიხარიააააა- ჩაეხუტა და შუბლზე აკოცა, ქეთიც მიეკრა და რამდენიმე წამი არ გაუშვა... - როგორც იქნა ვატო...-უთხრა ერთ ერთმა მეგობარმა - ხო აბაა- გაიღიმა ვატომ და თვალი გადაავლო იქ მყოფებს - აქ არარის- ტხრა ქეთიმ როდესაც მიხვდა რომ ვატო ნატას ეძებდა.. - ვიცი... არ ველოდი ისედაც მაგრამ მაინც რავიცი - თვალი ჩაუკრა ქეთის - წავედიიით - დაიყვირა და იქაურობას გაეცალნენ. ოჯახში აურზაური სტუმრიანობა მისვლა მოსვლა, ბედნიერი სახეები სუფრა და ა.შ. ბევრს გაუხარდა ვატოს დანახვა მართლაც, - ვატო მოდი ერთ წუთს - დაუძახა გურამმა ოთახში , ისიც გაჰყვა - გისმენ- პატივისცემით უპასუხა - აი ეს შენ ... დაგჭირდება,, ძველი არ ვიცი სადაა არ ახსოვს დედაშენს სად წაიღო,,- მობილური ტელეფონი მიაწოდა- სიმ ბარათიც დევს აი ნომერი - მადლობა - გულწრფელად გადაუხადა და სტუმრებს დაუბრუნდა...დაშლას არავინ აპირებდა, ვატოც ხვდებოდა რომ დღეს ძალიან გადაიღლებოდა ამდენი ხალხით მაგრამ პრეტენზიას არ გამოთქვამდა, უბრალოდ ნატას ნახვა ეჩქარებოდა ძალია, მაგრამ არ გამოდიოდა სტუმრების მიტოვება. - სვირინგი არ გაიკეთე?!- ჰკითხა გიგამ ვატოს სიცილით - ეე ღადაობ?! კანეშნა - სიცილითვე უთხრა ვატომ- მაგის გარეშე იქიდან გამოსვლა ტეხავს ძმა ხო იცი ხოდა იასნად - სიცილით განაგრძო ლაპარაკი - ვატო მართლა?- ჰკითხა შეშფოთებულმა დედამ - კაი დედა შენ არ იდარდო რა მნიშვნელობა აქ მაგას მთავარია აქ ვარ... - კი შვილო კი,, უბრალოდ... რამდენიმე ჭიქის შემდეგ ბიჭებმა ვატო აივანზე გაიყვანეს. - მოწევ?- შესთავაზეს - აუ არა კაი რა ხო იცი არ მევასება- იუარა ვატომ- თქვენ მოწირთ გაგისწორდებათ- ბიჭებმაც გაუკიდეს.. - წამო ქალებში გავიაროთ- თქვა ერთ ერთმა ძმაკაცმა- შენ ეხლა ბუღასავით არ ხარ? - სიცილით კითხა მეორემ - ბუღა კი არა "ძუძ" როგორია აღარ მახსოვს ტო ღადაობ?- სიცილით უთხრა ვატომ - შენჩ რას ამბობ წლები იჯექი რა- დასცინა დათმ- ისე იძახი - ეს თვეები ჩემთის რამდენია წარმოგიდგენია?- სერიოზულად უთხრა ვატომ - კაი ხო კაი- ხელი დაარტყა მხარზე გიგიმ- წავიდეთ მაგარი გოგოები ვიცი ძააან, იმენა უფ მკერდი უფ - კაი " ამი*გა"- სიცილი აუტყდა ვატოს - წამო წამო - მიდით და ეხლავე მოვალ- უთხრა ვატომ და აივანზე დარჩა - დავით ქეთის დაუძახე ერთ წუთს რა ... -ხო ვატო- კითხა ქეთმ შორიდანვე - ნატას ნომერი მითხარი.- მობილური მოიმარჯვა ასაკრეფად, ქეთიმაც უკარნახა და გამობრუნდა. - ალო - ძალიან მძიმედ ავიღე ყურმილი რადგან უნიტაზს ახალი მოშორებული ვიყავი გულისრევისგან მიხუტული - როგორ ხარ? - ნაცნობი ხმა და სუნთქვა შემეკრა, გული ამიჩქარდა თავბრუ დამესხა და ჩამოვჯექი - კარგად...- ვერაფრის თქმას ვახერხებდი ემოციებისგა.. - რა იყო არ გიხარია ჩემი ხმის გაგება? რაღაცა ცივად მპასუხობ.. თუ არ გეგონა რომ დავრეკავდი - ალბათ არ მეგონა.. მიხარია რომ დამთავრდა ყველაფერი და კარგად ხარ - ხო, დამთავრდა მაგრამ არაყველაფერი....შენ როგორ ხარ? - მადლობა არამიშავს.. ჩვეულებრივად - ხომ იცი რომ სალაპარაკო გვაქვს- კატეგორიული ტონი - არამგონია გვქონდეს, ბევრი დრო გავიდა და აღარ აქვს აზრი არაფერზ ელაპარაკს, ბევრი რამ შეიცვალა და ახლა ყველას თავს გზა და ცხოვრება აქვს- მივაყარე სწრაფად - რას გაილექსე ამოისუნთქე - უხეშად მითხრა - დღეს არ მცალია ხვალ დაგირეკავ და ვილაპარაკებთ- მითხრა და გათიშა. მიყვარდა თ არა არ ვიცოდი მაგრამ მისი შვილი მყავდა და არ მძულდა ეს ვიცოდი. ძალიან მინდოდა მისი ნახვაც ლაპარაკიც, მაგრამ არ უნდა მექნა ვიცოდი. აღარ მინდოდა თავდან ჩამეყარა საფუძველი რამმისთვის ან ტყუილი იმედი მიმეცა მისთვის, ამიტომ გადავწყვიტე რომ არ მაინტერესებს პოზიცია მეგრძნობინებინა მისთვის, წყენოოდა გაბრაზებულიყო და დავევიწყებინე, მაგრამ ტელეფონის ზარის შემდეგ მივხვდი რომ ამან არ გაჭრა. რა სჭირდა ახირება? აბა რა უნდა მეფიქრა რომ 18 წლის ბიჭს შეიძლება რეალურად სცოდნოდა რას გრძნობდა?! სცოდნოდა რა უნდოდა და რატომ?! და რომც დამეჯერებინა მისი დამოკიდებულების და გრძნობის რა შეიცვლებოდა?! სად როგორ ვინ მისცემდა მას საშვალებას რომ ბედნიერად ეცხოვრა ჩემთან და საკუთარ შვილთან? ჯერ რომ მე თავად არ მინდოდა რაღაც მისთვის გაუაზრებელ ამბავში გამეხვია და ზუსტად ამიტომ ვიქცეოდი მის მიმართ ასე, მაგრამ რომ დავფიქრდი რომ მას ვუფრთხილდებოდი, მასძე ვზრუნავდი, ვღელავდი, დამებადა აზრი, მიყვარს? არ ვიცი შეიძლება ვატო ჩემზე ძლიერი და ჭკვიანი აღმჩნდა ყველაფერში, შეილება მან უფრო გაბედა და გათვალა ყველაფერი ვიდრე მე? * * * - ჰა აბა დაწყნარდი?!- ხუმრობით ჰკითხა დათომ ვატოს როდესაც გოგოებისგან ნასიამოვნები და დაწყნარებულები გამოვიდნენ და სახლისკენ სეირნობით გაუყვნენ - არა ძმაო... ამაზე მაგარი კაიფის დედა ვატირე რაა - გადაიხარხარა ორივემ - ხო არა ბაზარი არააა- დაეთანხმა დათო - შე**ცი წამალსაც და ყველაფერსაც - ბაზარი არაა- ხელი დაურტყეს ერთმანეთს - ხვალ რას აპირებ ვატო, რა გინდა რომ გავაკეთოთ თქვი და შენ გვერდზე ვარ - ხვალ ნატა მყავს სანახავი - აუუუ კაი რააა- უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა დათომ - რა აუ- გაიკვირვა ვატომ- შენ ვაფშე როგორ მებაზრები დავით რა გჭირს - ე ბიჭო არაფერი არ მჭირს.. პროსტა რა პონტია დასდევ გათხოვილ ქალს და თან ორსულს იმენა კაი რაააა - დავდევ?.. კი არ დავდევ ჩემია გესმის? - ვატო ორსულადაა ბიჭო რაღა შენიაა- გაიკვირვა ვატომ - ხოდა ჩემია ეგ ბავში... ვიცი ვიფიქრე დავალაგე გადავხედე რაღაცეებს და მასეა - კაი ეხლა მასე ნუ იტყვი და ნუ იქნები დარწმუნებული...ერთი სექსით ესე რომ ორსულდებოდნენ დანძ** ული მექნებოდა აქმდე ბიჭო - დარწმუნებას ცდილობდა დათო - ეხლა მომისმინე! - გაჩერდა ვატო და დათოს მიუტრიალდა - შენ არ იცი და გაჩუმდი... და მასეთ თემებს მოეშვი ჩემთან მოსულა?! - კაი ბაზარი არაა - მიხვდა დათო რომ ვატო უკან დახევას არ აპირებდა ნატას მიმართებაში - ჩემი შვილის დედაა და პატივი ეცი..- გადაჭრით უთრა - მასე ნუ იტყვი ძმობას გაფიცებ ჯერ ..- სთხოვა დათომ - ხარაშო ვაფშე არაფერს აღარ ვიტყვი შენ თ არ გჰერა სანამ არ გავარკვევ და.. - რომც იყოს რას აპირებ?! - არის არიიის... რას უნდა ვაპირებდე - დაფიქრდა ვატო - ბიჭო აზრზე ხარ საძმაკაცოში ყველაზე პირველი ვხდები მამა - სიცილი აუტყდა - აზრზე ხარ რა მაგარია - აუ ეგ კი იმენა მართლა თ მასეა ძაან მაგარია- დათოც აყვა სიცილში - და თუ ვაჟკაცია აუ შენ მერე ნახე პროსტა რა - მოდიოდნენ და იცინოდნენ ბჭობდნენ... გეგმებს აწყობდნენ, ისე როგორც მათ წარმოედგინათ ყველაფერი ისე. -ის ირაკლი იქ ცხოვრობს?- ჰკითხა ვატომ დათოს სანამ დაიშლებოდნენ - არ ვიცი ვატო... ვერ გავიგე ხან იქ არის ხან არა,,, აბა რა გითხრა - ოფიციალურად გაყვა? - არა რავი ქორწილი და რამე არ ყოფილა და ჩუმად რამე თუ ქნეს რა გითხრა ... მარა გაგირკვევ... ახლობელი მყავს რეგისტრაციაში ქორწნების სახლში და.. - ხო გამირკვიე... მაგას დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემთვის - და რატო?- დაეჭცდა დათო - იმიტომ რომ თუ მასეა მაშინ სხვანაირად უნდა ვქნა თუ არადა მაშინ ბევრად მარტივი იქნება ყვეკლაფერი... - არ მმეტყვი რას ფიქრობ?,,, ხო იცი ჩემთან დასამალი არაფერია და.. - ჯერ გამირკვიე აბა და გეტყვი... წავედი მეძინება ხვალამდე- გადაკოცნა და დაიშალნენ. * * * - არ შემიპატიჟებ? - კარებში ვატო იდგა, ამათვალ-ჩამათვალიერა - თ გავისეირნოთ?... სუფთა ჰაერზე არ გინდა? - რატომ მენაგლები?.. შემოდი..- თავი უხეშად დავიჭირე - ჰაერზე ვიყავი მადლობა - კარგად გამოიყურები - მითხრა როდესაც კარი მივხურე და შემოვტრიალდი -შემოდი და სასტუმრო ოთახში სევუძეხი - მარტო ხარ? - კი დედაჩემი გასულია - ძალიან კარგი -კმაყოფილმა თქვა და სავარზელში ჩაჯდა- დაჯექი შენც - მითხრა და დავჯექი - როგრ მიდის ფეხმძიმობა.. რაო ექიმი რას ამბობს?! - შენ ეგ თემა არ უნდა გაღელვებდეს. მაგრამ მადლობა მოკითხვისთის კარგად - რატომ მაღელვებს ხვდები? - და გამომცდელად გამომხედა - ვერა ვერ ვხვდები?!- ვიცრუე - შენ როგორ გგონია არ ვიცი რომ ეგ ბავშვი ჩემია?!- ღიმილით მითხრა - რა სისულელეებს ბოდავ.. რატომ უნდა იყოს შენი..ამ ბავშვს მამა ყავს - ვიცი რომ ყავს ხო... მე ვყავარ- დარწმუნებული საუბრობდა მაგრამ რატომ არ ვიცოდი - მე ქმარი მყავს.. და რატო მახსნევინებ ამ სისულელეებს.. რა გინდა?- გავბრაზდი - ქმარი? და სად არის?- ღიმილით და დამცინავად მკითხა - მოვა მუშაობს- თავდაჯერებული ვუთხარი - ხოო, ქმარი გყავს რომელიც არც კი გიხსენებია როცა გკითხე მარტო ხართქო?.. მარტო დედაზე მითხარი გასულიაო?! - ეს.. უბრალოდ..- ენა დამება- არ ჩავთვალე საჭიროდ მეთქვა - კარგი.. ეხლა მისმინე - დასერიოზულდა- რატომ დამიკიდე ამაზე პასუხს არ გთხოვ, მესმის შენი სიტუაცია ეს ამბები მერე ფეხმძიმობა და არ გეტყვი არაფერს მაგრამ იცოდე.. რომ გავიგო იმ კოსთან მართლა ოჯახი გაქ აი მერე ნახავ შენ.. - რაო?- წამოვენთე - შენ რა ჩემს საპრობლემოდ გაჩნდი? - ალბათ ხო- წამოდგა ფეხზე - შენ თუ გგონია მე ჩემი შვლლის ამბავს ესე ჩავატარებ და ვიღაცას საშვალებას მივცემ ჩემზე მეტი დრო გაატაროს მასთან ძალიან ცდები - შენი შვილი არ არის რატო არ იგებ.. რა გინმდა ვატო?! ხომ ხედავ ყველაფერი დამთავრდა, შენც ახალ ცხოვრებას იწყებ, მეც დავიწყე ახალი ცხოვრება და რატომ ურევ ყველაფერს?! - აუ ჩემი დედა ვატირეეე- წამოიყვირა- გოგო ჩემ შვილს ეხება და რატომ ვურევ?! ვურევ კი არა გადავურევ ყველას და ყველაფერს... შენ მე თუ ვერ გამიცანი და გაიგე აქამდე რა ვარ და როგორ, შენ თ ის ვერ გაიგე რა უნდა ქნა და როგორ, შენ თუ ის ვერ გაიგე რა და რატომ.... მაშინ შენ ჩემზე პატარა ყოფილხარ და არ გესმის... და ეგ ციფრები რომლითაც დგახარ და ვითომ პრივილეგიან მიგაჩნია, ეგ შენი ასაკი აი მაგრად მახატია მე... ხომ გაიგე?!.. ეხლა წავედი.. რაღაცეები მაქ მოსაგვარებელი და დალშე მერე ვილაპარაკოთ...- კარისკენ გაბრუნდა მაგრამ შუაგზაში შემოტრიალდა- თავს მიხედე.. და მაგას მიხედე კიდე... მოვალ და მოგხედავთ მალე მეც. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.