შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"ილიანი" (თავი 12)


22-11-2017, 14:09
ავტორი naattii
ნანახია 1 957

მეორე დილით ცარიელ საწოლში რომ გავიღვიძე დავფიქრდი რას ნიშნავდა ჩემი დის გათხოვება, დილაობით ჩვენი კივილით და ჩხუბით ვის რა ტანსაცმელი უნდა ჩაეცვა სამსახურამდე ჩვენს მშობლებს ვეღარ შევყრიდით, საღამოობით ჭორაობაში ვეღარ ჩავიძინებდი და ზამთრის ყინვაში საბანში ვეღარ შევუძვრებოდი გასათბობად, ყოველ წუთს მენატრებოდა და ტელეფონზე ვიყავი დაკიდებული ახლა რაშვები და ახლა რას აკეთებთქო, ბოლოს სიცილით დამემუქრა იცოდე აღარ გიპასუხებო. მეც დავფიქრდი და რეკვას თავი დავანებე, მათაც ხომუნდოდა ცოტა ხანი მარტო ყოფნა ოქტომბერში ისედაც მოსწავლეებს ვიწყებდით და მაინც მოუწევდა ხშირად ჩვენთან ამოსვლა და მეც ვნახავდი.
ჩემი დის წასვლის შემდეგ გიორგისთან ყოფნის სურვილი გამიასმაგდა, ცარიელ მხარეს რომ გადავხედავდი წარმოვიდგენდი, როგორი შეგრძნება იქნებოდა დილით თვალგახელილს გიორგის რომ შევხედავდი, ან კოცნით რომ გამომაღვიძებდა, საღამოს მის გულზე თავ დადებული დავიძინებდი და როგორც მიყვარს ცხვირს კისერში ჩავუყოფდი, ვიგრძნობდი როგორ გააჟრიალებდა და წელზე ხელს მოვხვევდი ბოლომდე რომ მეგრძნო მისი გვერდით ყოფნა. ჩემი ნება რომ ყოფილიყო ერთ თვეში ქორწილს დავნიშნავდით, მაგრამ პატარა არ ვიყავი და ვხვდებოდი, რომ ჩემს მშობლებს ცოტა ამოსუნთქვა ჭირდებოდათ.
ჩემმა სიძემ მუშაობა ბანკის დაცვაში დაიწყო, ანა სკოლაში ინგლისურს ასწავლიდა და დღის მეორე ნახევარში ჩვენთან მოსწავლეები ყავდა, მე დილით უნივერსიტეტი დღის მეორე ნახევარში ასევე მოსწავლეები, ყველაფერი თითქმის თავის კალაპოტში ჩადგა, ანას თითქმის ყოველდღე ვნახულობდი, თუმცა როგორც კი წამოდგებოდა მოვრჩი და წავედიო მაშინვე მენატრებოდა. ორი თვე იქნებოდა ალბათ გასული, ჩემ სიძესთან ერთად რომ შემოვიდა ოთახში, მეგამოცდისთვის ვემზადებოდი:
-აბა რაშვება ჩვენი საყვარელი დეიდა???
-რავი ან ისეთი საზიზღა...... _ და უცებ ავხედე_ დეიდაა? რა დეიდა? ვაიმე მე დეიდა? ანუ დეიდა? მოიცა დეიდა ვიქნებიიიიი_ და სიტყვის ჩაკვეხების უფლებაც არ მივეცი ისე დავიწყე ხტუნვა და გავექანე რომ ამყოლოდა თუმცა უცებ გამახსენდა_
-რა სულელი ვარ რა ხტუნვა, დეიდას ყველაზე მეტად ეყვარები ჩემო სიყვარულოოოო _ჩავძახე მუცელს და კუნტრუში დავიწყე_დედიკომ ან მამიკომ იცის?
-არა ნია ახლა მოვდივარ ექიმიდან, პირველი შენ აღმოჩნდი_ და თვალი ჩამიკრა. ჭკუაზე არ ვიყავი ისე მიხაროდა, ჩემი დის ნაწილი უნდა გაჩენილიყო, თითქმის ჩვენნაირი, უკვე ვოცნებობდი როგორი იქნებოდა, ნეტა გოგო თუ ბიჭი? რა მნიშვნელობა იქნებოდა რომლი მაგრამ რატომღაც პირველ რიგში გოგო წარმოვიდგინე, თავზე პატარა პალმას რომ გავუკეთებდი და ჩემნაირ გიჟს გამოვზრდიდი.
საღამოს დედიკო მოვიდა და მამას აღარ დავუცადეთ ისე ვანიშნე ანას და მანაც უცებ დაიწყო: - ისე დე ბებიობის კვალზე ახალგაზრდულად გამოიყურები_ და გაუცინა, ჩემგან განსხვავებით დედა მაშინვე მიხვდა, აცრემლებული მოეხვია ანას და ყურში უჩურჩულა გილოცავო, აი მამიკოს ჩემზე მეტად გაუჭირდა მიხვედრა, ჩვენ ვიცინოდით ის კი ჩვეულებრივად გვპასუხობდა ვითომ ბაბუა სულარ ესმოდა. ბოლოს ალბათ 5ჯერ ნათქვამი ბაბუის შემდეგ უცებ გაჩუმდა და ძლივს მიხვდა რაც ხდებოდა. ყველა ისე ბედნიერები ვიყავით, ჩვენს ოჯახს პირველად ემატებოდა ახალი წევრი.
გიორგისთან ამაღლებული განწყობით მივედი, მაშინვე გავუზიარე ახალი ამბავი, ძალიან გაუხარდა, მეორედ გავხდები ბიძა რა მაგარიაო. ჩვენს ქორწილზე ხმას ვერ ვიღებდით არცერთმა ვიცოდით მოვლენები როგორ განვითარდებოდ. უკვე ამტარი იყო, ამიტომაც ადრეც ღამდებოდა და საკმაოდაც ციოდა. იმ დღეს დიდხანს არ გავჩერებულვართ, სახში მალევე წავედით და ალბათ სწორედ ამიტომ სახლში მისულმა ეზოში გადაწყვიტა ცოტა ხნით ბიჭებთან გაჩერება. 10 იქნებოდა რომ დამირეკა:
-გისმენ სიყვარულო_მოვეფერე და ხმა დავარბილე
-ნია ილიას იცნობ?
-ილია? რომელი ილია?_ რაღაც გვარი მითხრა და მაშინვე გამახსენდა
-ა კი პატარა როგორ არა ჩემი და მისი დის მეჯვარე იყო და ქორწილში გავიცანი.
-მერე არ უნდა გეთქვა?_ და გაბრაებულმა გამითიშა. ტელეფონს დაკვირვებულმა დავხედე, მე რავიცოდი თუ ისიც იცნობდა? თან ილია ბოლოს 5 წლის წინ ან უფრო დიდი ხნის წინ მყავდა ნანახი და წლები იყო ურთიერთობა არ გვქონია, სულ ორჯერ მყავდა ნანახი. დავიბენი ვერ გავიგე რა ხდებოდა. გადავურეკე მაგრამ არ მიპასუხა, არც შეტყობინებაზე მპასუხობდა. ვერ გავიგე რაზე გაბრაზდა ილიას რომ ვიცნობდი? რა სულელური მიზეზია, დიდი ხანია არ გვიჩხუბია და თემად ყველაზე უაზრო აიჩია. როგორც იქნა დაწოლის წინ მომწერა, არც ტკბილი ძილი, არც მიყვარხარ, არც ლამაზი სიზმრები, უბრალოდ „ვიძინებ“ და მორჩა. ამაზე სულ გავგიჟდი, რას ნიშნავდა ეს ყველაფერი? გადავურეკე მაგრამ ტელეფონი უკვე გამორთული დამხვდა. ისე გავბრაზდი ნორმალურად ვერც დავიძინე, მთელი ღამე ვბორგავდი და საშინელ სიზმრებს ვხედავდი.
მეორე დღესაც იგივე განმეორდა, ალბათ მარტო დარჩენა უნდოდა, მხოლოდ 5 წუთით რთავდა ტელეფონს რომ არ მენერვიულა და ეთქვა, რომ კარგად იყო. რომ ვკითხე თუ მნახავ საღამოსთქო უარი მივიღე, საქმე მაქვს არ მცალიაო და ისევ გაქრა. მთელი დღე სახლში ვიჯექი, უაზროდ დავყურებდი ტელეფონს, გასაგებია გაბრაზებული და ნაწყენი იყო მაგრამ მცოდნოდა მაინც რაზე. ნუთუ იმაზე, რომ ადამიანს ვიცნობდი? ესეც უნდა შემერჩია ვინ გამეცნო და ვინ არა? კარგი ვთქვათ არიყო ეს ილია კარგი ადამიანი, საიდან უნდა მცოდნოდა? ორჯერ მყავდა ნანახი, მართალია მისი ჭკუით მოწერა დამიწყო და ლაპარაკი, მაგრამ მხოლოდ 2 თუ 3 დღე, დიდად არ მესიამოვნა არც მისი ლაპარაკის მანერა და არც სიტყვები და ეს ნაცნობობაც შეწყდა. საწყლად დავყურებდი თითზე წამოცმულ ბეჭედს და ვფიქრობდი როდის შევძლებდი ჩემი არანორმალური ბიჭის ნახვას წესიერად რომ გამეგო რა მოხდა.
ნათქვამია როცა ვინმეზე დიდხანს ფიქრობს, იგრძნობსო, ეტყობა ვეღარც თვითონ მოითმინა და საღამოს დამირეკა, მოვიცალე და ჩვეულებრივად შევხვდეთო. ლამის გავფრინდი ისე მაინტერესებდა რა მოხდა. საკოცნელად არც გავწეულვარ, ვიცოდი არ მაკოცებდა და გული ტყუილა უნდა მტკენოდა, ამიტომ უბრალოდ გვერდით მივუჯექი და გავუღიმე. დიდხანს მაკვირდებოდა, არაფერს ამბობდა უბრალოდ მიყურებდა.ბოლოს როგორც იქნა თავი გვერძე გაწია, ხელები სახეზე ჩამოისვა და ანერვიულებული წამოდგა. უკვე მართლა მეშინოდა, ასეთი არასოდეს მენახა. მართლაც რაღაც იყო მომხდარი და თანაც სერიოზული, სახე მეც შემეცვალა და უნებურად გავიფიქრე, რამდენ რამეს უნდა გავუძლოთ ბედნიერები რომ ვიყოთთქო.



№1  offline აქტიური მკითხველი terooo

ახლა ეს ილია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent