შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაშავდა მთვარე 2 თავი


22-11-2017, 15:38
ავტორი zia-maria
ნანახია 1 769

-დილა მშვიდობის გიო.
-დილა მშვიდობის ფერიავ,უკვე ადექი?
-კი და საუზმეც მზად არის,შენ სად იყავი ასე ადრიანად გასული.
-სარბენად გავედი და არ გაგაღვიძე ისე ტკბილად გეძინა,ნახე რა მოგცე?უთხრა გიორგიმ და თეკლას შეხვეული გადასცა,თან თვალები უბრწყინავდა,დარწმუნებული იყო თეკლას გაახარებდა.თეკლამაც ღიმილით გახსნა შეხვეული და მისი საყვარელი შოკოლადები რომ დაინახა,სიხარულისგან შეჰყვირა.
-ვაიმეეეე,ისევ გახსოვს ეს შოკოლადი?
-რა დამავიწყებს,მხოლოდ მაგ შოკოლადით გაჩუმებდი ხოლმე.გაეცინა გიორგის.
-კარგი ბიჭი ხარ,მადლობააა.
-შენი თქმის გარეშეც ვიცი,რომ კარგი ვარ.უთხრა გიორგიმ და თვალი ჩაუკრა.ოთახში ავიდა წყალი გადაივლო და თეკლას გამზადებული საუზმეც მიირთვა,შემდეგ კი კომპანიაში წასასვლელად მოემზადა.
-გიო მიდიხარ უკვე?
-კი რა,გინდოდა რამე?
-არა,არაფერი,მაჩვენე რა უნდა ჩაიცვა.გიომ ხელით ანიშნა საწოლზე დაწყობილ ტანისამოსზე და თეკლამ ცხირ აიბზუებულმა გახედა ტანისამოს და გიორგის წარბის აწევით შეხედა.გიოს არ მოეწონა თეკლას გამოხედვა და ჩაეცინა.
-რა,არ მოგწონს
-არა,უთხრა გულახდილად და თავად აურჩია კლასიკური შავი შარვალი და ლურჯი პერანგი.
-რომ მოემზადები,დამიძახე რომ შეგამოწმო წასვლის წინ.დღეს ხომ დიდი დღეა,დიდი.გიოს გაეცინა და ღიმილით მიუხურა კარი თეკლას.რამოდენიმე წუთში,კარი გააღო და უნდა დაეძახა თეკლასთვის რომ იქვე აკრულ თეკლას გაოცებულმა შეხედა.
-აქ ხარ და მე მელოდები?.
-რა თქმა უნდა,მინდა დღეს ყველა დაატყვევო შენი სიმპატიურობით.მაგრამ რაღაც არ მომწონს,რაღაც გაკლია.ნუ გეშინია,ტვინი არ გაკლია ძალიან ნიჭიერი ხარ.აი ეს მოგიხდება და შეგავსებს.უთხრა და ხელში ლურჯი ჰალსტუხი ჩაუდო.
-კარგი რა,ეს ყლინჭი უნდა გავიკეთო?არ მინდა რა,თეკლა დავიხრჩობი.
-ნუ ბუზღუნებ,დღეს საჭიროა.აჰა,მზადაა და პირობას გაძლევ დღეს არ მოკვდები.
-კარგი წავედი და შენ დროს ნუ გადააცილებ,შემდეგ რესტორანში მივდივართ ყველა ერთად.
-აბა, წარმატებები მინდა გისურვო.გიოს წასვლის შემდეგ სახლი მიალაგა და გიოს ოთახშიც შევიდა,უნდოდა დაელაგებინა,მაგრამ იქ საწოლთან ტუმბოზე,მის მნიშვნელოვან საბუთებს მოჰკრა თვალი და არც დაფიქრებულა ისე გავარდა გარეთ,მაგრამ გიორგიმ გაასწრო.სასწრაფოდ მოემზადა,უბრალოდ აიწია თმები და შავი შარვალი ჩაიცვა და ასევე შავი თხელი გამჭირვალე ზედა,საბუთებს ხელი დაავლო და ტაქსით წავიდა კომპანიაში,არადა თავადაც აგვიანებდა.მისთვის გადაჭარბებული სიჩქარით შეაჭრა კომპანიაში და გიორგის მდივანთან შეჩერდა.
-უკაცრავად,გიორგის ნახვა მინდა,სად შეიძლება ვნახო?მდვანმა სათვალეების ზემოდან გადმოხედა მკაცრად და უთხრა.
-ჯერ ერთი,ის რომ თქვენთვის ის ბატონი გიორგია გოგონა,მეორე კი ჩაწერილი ხართ მიღებაზე?არა,ამიტომ ვერ შეგიშვებთ,არ სცალია თქვენთვის,ის ახლა თათბირზეა.თეკლამ დაიხარა და მკაცრად უთხრა.
-მე თუ მკითხავთ ქ-ნო მდივანო,სულაც არ მჭირდება ჩაწერა და წინასწარ შეთანხმება,როდის შემეძლება ვნახო ჩემი გიორგი.მდივანი გააოცა თეკლას სითამამემ და აღშფოთდა.თეკლა ქუსლების კაკუნით წავიდა გიორგის კაბინეტისკენ,საიდანაც გულიანი სიცილის ხმა მოესმა.
-ჰმ,რომ კითხო ბიჭს თათბირზეა,ან მნიშვნელოვანი შეხვედრა აქვს.დაუკაკუნებლად შეაღო კარი და რამოდენიმე წყვილი თვალი გაოცებული შესცქეროდა კარში მდგარ ღვთაებრივ სილამაზეს.
-თეკლა?აქ რა გინდა.ფეხზე წამოდგა გაოცებული გიორგი.
-ბ-ნო გიორგი ვერ გავაჩერე.კარებში იდგა შეშინებული გიორგის მდივანი.
-არაუშავს ქ-ნო თამილა.
-ბ-ნო გიორგი ვინ არის ეს გოგო,იცნობთ?შეეკითხა თეკლათი მოხიბლულმა ერთერთმა მამაკაცმა.თეკლამ კი არ მიაქცია არავის ყურადღება და პირდაპირ გიორგისკენ წავიდა.
-მეკითხები კიდეც აქ რა მინდა?იქნებ,არც ეს საქაღალდე არ გეცნობა,თავი რისთვის გაბია.საწოლთან მდგარ ტუმბოზე ვნახე,გამოგედევნე მაგრამ ისე უცებ გაშპი,ვერ დაგეწიე.გიორგიმ საქაღალდეს დახედა რომელიც თეკლას ეჭირა ხელში და თავში წაიშინა ხელი და თქვა.
-შენ გადამარჩინე,ამის გარეშე რა უნდა გამეკეთებინა,მოდი ჩემო ფერიავ უნდა გაკოცო.
-არ მინდა შენი კოცნა,გავრბივარ მაგვიანდება და გარეთ გამყევი თორემ ის შენი მდივანი ბაყაყივით რომ ჭყატავს თვალებს,დამემუქრა.გიორგიმ გულიანად გაიცინა და თეკლას ხელი მოხვია და კარისკენ წაიყვანა,მაგრამ უეცრად შემობრუნდა და ყველას წარუდგინა.
-გაიცანით,ჩემი ფერია,ჩემი თეკლა.თეკლამ თავი დაუკრა ყველას და გიორგისთან ერთად გავიდა კაბინეტიდან.არავინ იცოდა თუ ვინ იყო გიორგისთვის ასეთი საოცრად ლამაზი გოგონა,ამიტომ ყველამ გაოცებული თვალი გააყოლა.
-დაგენიძლავები,ამათ ყველას წყვილი ვგონივართ.ორივე იცინოდა და გიორგიმ უთხრა.
-საღამოს აქ გელოდები.ლოყაზე აკოცა თეკლას და ლიფტში შეუშვა.გიორგის ზურგს წვავდა გოგონების დაჯინებული მზერა და ღიმილით დაბრუნდა თავის კაბინეტში,ბოდიშის მოხდით გააგრძელა თათბირი.
-არ ვიცოდით ბ-ნო გიორგი შეყვარებული თუ გყავდათ,ყველამ ჩავთვალეთ რომ საცოლემ მოგაკითხათ.უნდა ვაღიარო,რომ შესანიშნავი წყვილი ხართ.გიორგიმ მოსმენილით ჯერ წარბი ასწია და შემდეგ გაეცინა,მაგრამ მკაცრად უთხრა ცნობისმოყვარე ქალბატონს.
-როდის მერე შემოვიდა ამ კომპანიაში ასეთი კანონი,რომ ჩემი პირადული საკითხები სათითაოდ იცოდეს ყველამ.თეკლა არაა ჩემი არც შეყვარებული,არც საცოლე.დღეს გაიგებთ, ვინ არის თეკლა საღამოს ისიც აქ იქნება.თეკლამ ცვეული რეჟიმი არ დაარღვია და ქარიშხალივით ჩამოუარა მის პაციენტებს და შუადღისას უკვე სახლისკენ გარბოდა,6 საათზე კომპანიაში უნდა ყოფილიყო,უკვე 4 საათი იყო.კიბეებზე არბოდა,რომ გიორგიმ დაურეკა.
-ხო,სახლში ვარ უკვე.
-ჯერ არ გამოსულხარ?
-გამოვდივარ და მალე ვიქნები მანდ.
-თეკლა ტელეფონშიდაც ვხვდები რომ ტყუილს ამბობ.
-ხო კარგი,კარგი მალე მოვალ.
-ნახევარ საათში აქ იყავი.
-მოვალთქო,რაც მომხვდება ხელში ჩავიცმევ და წამოვალ.
-ღამის სექსუალური საცვლებით ნუ მოხვალ და სხვა რაც გინდა ის ჩაიცვი.
-რა საზიზღარი ხარ,ისე რა უჭირს ჩავიცმევ მასე და მოდაშიც შემოვა.
-ხოდა არ იცი შენ აქ როგორი დამშეული მგლები ყავს ამ კომპანიას.თქვა და გულიანად გაიცინა.
-ნუ მაცდენ,შემეშვი გიორგი.
-კარგი გელოდები.თეკლამ უცებ გადაივლო წყალი,თმები გაიშალა,ოდნავ შეიმშრალა და შემდეგ მუსი შეიძილა და ასე დაუდევრად დაიყარა ბეჭებზე მისი ბუნებრივი ლოკონები.შემდეგ შავი კაბა გადმოიღო მუხლამდე,უბრეტელო.შავი მაღლები წვრილ ქუსლზე,მსუბუქი მაკიაჟი და ასე ჩქარ-ჩქარა გავიდა სახლიდან.კომპანიასთან მისულმა გიორგის დაურეკა და მისი მისვლა აცნობა.მაგრამ გიორგიმ დაურეკა და უთხრა.
-ამოდი ზემოთ ჩემს კაბინეტში და ერთად შევიდეთ დარბაზში.კაბინეტში რაღაც ქაღალდებს ახარისხებდა მის მდივანთან ერთად და როცა თეკლა შევიდა კაბინეტში თვალები გაუფართოვდა.თეკლამ შეხედა გიორგის გაოცებულ თვალებს და შეშინებულმა შეეკითხა.
-რა,არ გამოვიყურები კარგად?ვსიო,მე აღარ მოვდივარ,შენ წადი.უთხრა და კარში აპირებდა გასვლას,რომ გიორგიმ ხელი მოკიდა და გააჩერა.
-თეკლა ხომ იცი,რომ მე მუდმივად პირველად შენზე ვზრუნავ და შემდეგ ჩემს თავზე,მაგრამ დღეს აღფრთოვანებული ვარ,შენ ყოველთვის ახერხებ ჩემს გაოცებას.რა გითხრა,გამაოცე რომ დაგინახე,ულამაზესი ხარ.
-იცი რას ვერ ვიტან?
-ვიცი,რომ გითვალთვალებენ. გაეღიმა გიორგის.
-რომ მაკვირდებიან და რომ მეკითხებიან,რა ხართ გიორგის?
-კარგი რა,ნუ აქცევ ყურადღებას.ჩვენ ხომ ვიცით, რომ საუკეთესო მეგობრები ვართ.მხოლოდ ჩვენ ვიცით რა გამოვიარეთ აქამდე რომ მოვსულიყავით.წავედით,მზად ხარ?თეკლამ გიორგის შეხედა,ერთი ღრმად ამოისუნთქა და უთხრა.
-უკვე მზად ვარ,წავედით.დარბაზს მიუახლოვდნენ,საიდანაც დემეტრეს ომახიანი ხმა გამოდიოდა.
-ძვირფასო მეგობრებო,დღეს ჩემი და ჩემი ძმის პენსიაში გასვლის პირველი დღე არის.ჩვენ გადავწყვიტეთ ორივემ ერთად წავიდეთ კომპანიიდან და გზა დაუთმოთ ახალ თაობას.თქვენ გეყოლებათ ახალი უფროსი,რომელთანაც მინდა იყოთ მეგობრული და მინდა იყოთ ერთი დიდი ოჯახი,როგორც აქამდე.40 წელი ჩვენ ამ კედლებში გავატერეთ და მრავალმა თაობამ გაიარა ჩვენი კომპანიის კედლებში.ასაკოვანი მივდივართ პენსიაში და ასპარეზს ვუთმობთ ახალგაზრდებს.დღეს მინდა წარმოგიდგინოთ ამ კომპანიის ახალი მფლობელი რომელსაც ყველა თქვენთაგანი კარგად იცნობთ.მაშ ასე,თქვენს წინაშეა ჩემი ქალიშვილი და ჩემი ძმიშვილი გიორგი და თეკლა ცერცვაძეები.დარბაზის კარი გაიღო და ამაყად შემოაბიჯა დარბაზში ხელიხელ ჩაკიდებულმა გიორგიმ და თეკლამ.წუთიერად ჩურჩულმა გადაურბინა დარბაზს,თეკლა რომელიც გიორგის შეყვარებულად და საცოლედ მონათლეს,ბიძაშვილები ყოფილან,მაგრამ სიმართლე არც ეს არის,სიმართლე მხოლოდ ამ დარბაზში ოთხმა ადამიანმა იცოდა.დავითი წამოდგა და მისი მტკიცე ხმით მთელი სიამაყით თქვა.
-აი ჩვენი შვილები,ჩვენი სიმდიდრე ესენია.გიორგი შვილო, დღეიდან მინდა ამ კედლებში გაატარო ჩვენსავით შენც 40 წელი და უფრო მეტი.დღეს ჩემთვის დიდი დღეა,კომპანიას ეყოლება ახალი მმართველი და ეს მმართველი შენ ხარ,დღეს შენ მოგისმენს ეს ხალხი რომლებიც შენს სიტყვას უნდა დაეყრდნოს.მე და დემეტრე უკვე პენსიონერი ხალხი ვართ,მაგრამ ხანდახან შემეკითხე ხოლმე საქმეებზეც,ასე უცებ ნუ ჩამომაშორებ ამ სამყაროს,აქ ხომ ჩემი სამყაროა.
-მართალია აქ ჩვენი ყველას სამყაროა,აქ ჩვენი დიდი ოჯახია.ამაყად თქვა გიორგიმ და ტაშმაც იქუხა.
-ვაღიარებ,რომ ჩემი დატვირთული რეჟიმის გამო,მე არ შემეძლო ჩემს შვილებთან მესაუბრა ნორმალურად,მაგრამ ახლა შევძლებ.დიდი ინტერესით მოვუსმენ ჩემს პრინცესას თუ ვინ მომპარა მისი გული,ან თავად ვისი გული მოიპარა.ვიცი გაგიჭირდება თავიდან,მაგრამ ჩვენ შენს გვერდით ვართ,ახლაც და ყოველთვის ასე იქნება,როგორც აქამდე მთელი ეს წლები.დრო იცვლება მეგობრებო,წლები გვემატება,თმა გვითეთრდება და აი ჩვენ მეც და დემეტრეც აქ ვასრულებთ ჩვენს მტკიცე ნაბიჯებს.ერთად მოსულები ამ კედლებში, ერთად მივდივართ ისევ ამ კედლებიდან და მე ამაყი ვარ,რომ თან მიგვაქვს ყველა თქვენთაგანის სიყვარული.ჩემს ნაბიჯებს კი ჩემი გიორგი გააგრძელებს,ისევე ღირსეულად როგორც განვლეთ ჩვენ.ახლა კი სიტყვას თვით ახალ უფროსს დაუთმოთ,შენი დროც მოვიდა შვილო.გიორგი წამოდგა,თვალცრემლიანი საზოგადოების წინაშე წარსდგა და ჩუმი,მაგრამ მტკიცე ხმით დაიწყო საუბარი.
-საღამო მშვიდობის,მოგესალმებით ჩემო მეგობრებო.რა თქმა უნდა,უმრავლესობას ვიცნობ.მეც აქ ვარ,ამ კედლების დაარსებიდან არა,მაგრამ საკმაო წლები თქვენს გვერდით ვიყავი.რა უნდა გითხრათ ისეთი,რაც არ იცით.გარდა იმისა,რომ მე 15-16 წლის ასაკში შევხვდი ღმერთს, მხოლოდ ნამდვილ ღმერთს და ჩემთვის დღესდღეობით ეს ღმერთად ასახული ადამიანი არის ჩემი მამა.მე მადლობას ვუხდი მამას და ძია დემეტრეს იმ წლებისათვის როცა მე მათმა საშუალება მომცეს და მათ გვერდით დავდექი,აქ ვისწავლე ძალიან ბევრი რამ.მე შევეცდები,ვიბრძოლებ დამსახურებულად და ღირსეულად ვიმოღვაწეო ამ კედლებში,როგორც ეს წინა მორბედ უფროსებს გაუხარდებათ და იამაყებენ ჩემი გადადგმული თითოეული ნაბიჯით. მეგობრებო მინდა ჩემი,ჩვენი მტკიცე ნაბიჯებით იქამდე მივაღწიოთ,სადაც გზას მოწყვეტილი სოფლებია,მიუვალ ადგილებში ჩარჩენილი მოსახლეობაა და ყველა ერთად მუხლჩაუხრელად ვიმუშავებთ ახალი ეპოქის შესაქმნელად. დღეიდან, შემდგომი ეტაპი უნდა იყოს ჩვენი კიდევ უფრო გაძლიერების და სრულყოფის ეტაპი, დღეიდან უნდა ვიმოქმედოთ და ეს წლები უნდა იყოს გამოცოცხლების წლები.უნდა ვაკეთოთ კეთილი საქმეები,თვალის დახუჭვა არ გვმართებს.მეგობრებო,ჩვენ ერთი ურყევი და მყარი გუნდი ვართ.მე მთელი გულით მიყვარს ეს კედლებიც და ამ კედლებში აღორძინებული თითოეული საქმე. ვეცდები ყველა თქვენთაგანთან ვიყო მეგობრული, მაგრამ ვიქნები მკაცრიც და საქმის მომთხოვნიც. ძალიან ადვილია ზურგის ქცევა ადამიანზე, მაგრამ აქ ჩვენს გვერდით ეს არ მოხდება.ჩვენ უნდა ვიპოვოთ ერთმანეთში ის მაკავშირებელი ძაფი, რომელიც საერთო და მეგობრულ დიდ ხიდს აგვაშენებინებს. ამიტომ ყოველთვის ვეცდები,მეც იქ ვიყი სადაც საქმე მოითხოვს,თქვენთან ერთად,თქვენს გვერდით.მე ვგრძნობ დიდ სითბოს და მონდომებას თქვენგან, ვგრძნობ დიდ სიყვარულს და მართლა გულით მიხარია,რომ ჩემს სიახლოვეს ხართ,არა მარტო ფიზიკურად, არამედ, გულით და სულით. მე ძალას ჩემი საქმე და ერთგული ადამიანებები მაძლევენ,ძალა კი ერთობაშია. დაასრულა სიტყვა და რამოდენიმე წუთი ტაშის ხმა არ შეწყვეტილა. დავითმა ცრემლი მოიწმინდა და გულში ჩაიკრა დიდი სიამაყით გიორგი.თეკლამ კი ნელი ნაბიჯით დაიძრა და ტრიბუნასთან მივიდა,ტაში შეწყდა და დარბაზში სიჩუმემ დაისადგურა.გიორგის გახედა,მკრთალად გაუღიმა გულზე დაიდო ხელი და აკანკალებული ხმით დაიწყო საუბარი.
-დღემდე ჩემი მიღწევებით ისე ვიყავი დაკავებული,ჩემი პირადი ცხოვრებისთვისაც არ დამრჩენია დრო.მიკვირს,როგორ გაფრინდა წლები,როგორ დავიზარდეთ ასე უცებ და როგორ მივაღწიეთ მწვერვალებს. ჩემთვის პირველი მნიშვნელოვანი ფაქტი ის იყო,რომ უნივერსიტეტში ჩავაბარე 100%-იანი გრანტით,ბუნებრივია,რომ სტიპენტიადიც გავხდი და სიხარულისაგან მეტი მოტივიზაციას ვანიჭებდი სწავლას.მომემატა თავდაჯერებულება და პასუხისმგებლობა.რაც შეეხება ყველაზე მნიშვნელოვანს მთელი ამ დროის მანძილზე,მე გვერდით მიდგა ჩემი ხუთი უსაყვარლესი ადამიანი.ჩემი მშობლები,ძია დავითი და ნონა.არაფერს არ ვამბობ გიორგიზე.იყო დრო ოცნებად მქონდა უცხოეთში წასვლა,მაგრამ ეს ოცნება გადაიქცა რეალობად.ამაში კი დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს გიოს.მან საბოლოოდ გაიმარჯვა და ჩემი ოცნებებიდან,პირდაპირ ქმედებაზე გადავიდა,15 წლის ასაკში ორივემ ჩავკიდეთ ხელი ერთმანეთს და გავემგზავრეთ.გიორგი 5 წელიწადში დაბრუნდა უკან,მე კი გადავწყვიტე ბოლომდე მებრძოლა წარმატებებისათვის და დღემდე არც გიოსთვის და არცერთისთვის იმედი არ გამიცრუებია.დღეს ამ ტრიბუნასთან ვდგევარ და ხმა მიკანკალებს,რატომ?იმიტომ,რომ ეს სიხარულისგან არის.მიხარია ჩემმა გიორგიმ მისი დაუღალავი შრომით,უძილოდ გათენებული ღამეების ფასად მიაღწია მის მიზანს.საჭიროა სწორად დასახო ადამიანმა მიზანი,ანუ მთლიანად უნდა გქონდეს ის მიზანი გათვითცნობიერებული და ერთ დღეს მიზნის ასრულების დღეც დადგება,ისე როგორც დღეს დადგა და მინდა მთელი გულით მოგილოცო გიორგი შენი წარმატება.ვიცი,რომ დღევანდელი დღე,შენთვის დადებით შედეგების მომტანი იქნება.ისიც ვიცი,რომ ყველა შენი მიზანი თუ ოცნება რეალურია და არა ფანტაზიის ნაყოფი.მე მჯერავს,მე მწამს,რომ მთავარი წარმატებების ,,გასაღები'' თავად პიროვნების მიზანსწრაფულობაშია და შინაგან სურვილში.მე ვიცი,რომ შენ მიაღწევ დიდ წარმატებას საკუთარი თავდაუზოგავი შრომით.მიზნების მისაღწევად არ დაიშურებ მთელ შენს ძალ-ღონეს და ყველაფერი გამოგივა.ალბად იკითხავთ,რატომ ვარ ასეთი დარწმუნებული.დიახ,ვიცი რომ მას შინაგანი რწმენა აქვს დიდი და ის თავადაც არის დარწმუნებული საკუთარ ძალებში.კიდევ ერთხელ გილოცავ ჩემო ტკბილო და თბილო ადამიანო,მიყვარხარ მე შენ,შენი მებრძოლი ხასიათით,შენი მიზანდასახულობით და ამ ყველაფერთან ერთად,მიყვარს შენი სულიერი ლამაზი სამყარო, სადაც მეც მაქვს პატარა ადგილი.არაფერია იმაზე ტკბილი და თბილი,ყოველი დატვირთული დღის შემდეგ შენ გესაუბრო და ჩემი დღის ამბები გაგიზიარო.ჩემთვის უშენოდ არანაირ წარმატებას არ აქვს ფასი,თუ შენ არ ხარ ჩემს სიახლოვეს.შენ,მხოლოდ შენ დამეხმარე დაძაბული სიტუაციიდან ცხოვრებისეული ბარიერის გადალახვაში.სწორედ შენმა თანადგომამ და მხარდაჭერამ მომცა ძალა,სტიმული და ენერგია.შემდეგ გაეცინა გულიანად თქვა.-როცა ნერვებ მოშლილს მნახავდა სახლში,ეს კიდევ უფრო მიშლიდა ნერვებს,გადმოიღებდა გიტარას და რომ შემხედავდა თვალებგაფართოებული რომ მივჩერებოდი მეტყოდა მკაცრად.
-რას მიყურებ, თეკლა მუსიკა ერთ-ერთი განტვირთვის და დაძაბულობის მოხსნის საშუალებააო.ყველას გაეცინა და მათ შორის გიორგისაც მაგრამ გიორგი ყველასგან ჩუმად იწმენდდა თვალზე მომდგარ ცრემლს.-ჩემო გიო როცა წარმატებები ემატება ადამიანს და ის მის კარიერაში მაღალ და მაღალ საფეხურზე ადის,ის ამ თითოეულ საფეხურზე ასვლისას ბევრ,ძალიან ბევრ უსიამოვნებებს ხვდება.ვიცი როგორი თავდაჯერებული ხარ და შენში არასოდეს არ გამოიწვევს არანაირი დაბრკოლების დემოტივაცია.პირიქით,მინდა ყოველი საფეხური დიდი წარმატებების მომტანი იყოს და შენი ყოველი ნაბიჯი უფრო დიდი შემართების.ვიცი ისიც,რომ ყოველ წამოწყებულ საქმიანობას წარმატებით დააგვირგვინებ.მე მჯერავს შენი,ვიცი რომ ყველაფერი გამოგივა.თეკლამ ტრიბუნა დატოვა და ხელებგაშლილი წავიდა გიორგისკენ,გიორგიც წამოდგა და თეკლა გულში ჩაიხუტა და ასე იყვნენ ჩახუტებულები რამოდენიმე წუთი.
-სიტყვები არ მყოფნის მადლობის სათქმელად თეკლა.მადლობა ამ საოცრად ლამაზი საღამოსთვის,ასეთი ლამაზი რომ ხარ ჩემს გვერდით.წყნარი მუსიკა ჩაირთო და ისინი ხალხის მიერ შეკრულ წრეში იდგნენ და ნელ მუსიკაზე ნელა და აუჩქარებლად მოძრაობდნენ.-ძალიან მინდა პირველმა გავიგო,ვინ ჩაიძირება შენი თვალების სიღრმეში,თუ მომეწონა ხელს შეგიწყობ,თუ არადა იცოდე,რომ ახლოსაც არ გაგაკარებ.
-რა იდიოტი ხარ გიორგი შენი გამოსწორება არ იქნება არასდროს.გაეცინა თეკლას გულიანად და მისი სიცილით აჯადოვებდა ირგვლივ ყველას.
-მაგრამ მიხარია,რომ ვერ მიჯავრდები,ვერ მიმეტებ.
-როგორ გიორგი.შენ როგორ გაგიჯავრდე,შენ ხომ მე თავისუფლება მაჩუქე.შენ რომ არა,ვინ ვიქნებოდი მე დღეს?
-რატომ მარტო შენ,ან მე ვინ ვიქნებოდი ეს კეთილი ხალხი რომ არ გამოჩენილიყო ჩვენს ცხოვრებაში.
-იმ დღეს,ჩვენთვის ,,გაშავდა მთვარე''გიორგი.
-და დღემდე შავია.თქვა გიორგიმ სევდიანად.
-ჩვენი მთვარე,იცი როდის დაიბრუნებს ჩვეულ ფერს?
-ვიცი თეკლა.სანამ იქ არ დავბრუნდებით.
-დავბრუნდებით, ჩვენ იქ აუცილებლად დავბრუნდებით გიორგი.
-თეკლა მაპატიე,მაპატიე რომ მოგწყვიტე ბავშვობის ადგილებს და იმ სამყაროს,რომელიც უსიამოვნო იყო ჩვენთვის ორივესთვის,მაგრამ მენატრება ის მინდვრები,ის ადგილები,სადაც ფეხშიშველი დავრბოდით.იქ ,,გაშავდა მთვარე'' ჩვენთვის,მაგრამ ისევ იქ განათდება.გიორგის თვალებში ცრემლმა გაიბრწყინა და თეკლას ხელი შეუშვა,ვერანდაზე გავიდა და ვერანდის მოაჯირს ჩაეჭიდა რაც ძალა ჰქონდა.ფეხ და ფეხ მიყვა თეკლა,მისკენ შემოაბრუნა გიორგი და მკაცრად უთხრა.
-შენს თვალზე სევდიანი ცრემლი მე არასოდეს არ მომეწონება,კიდევ არ მინდა დავინახო.შენ ცრემლი არა,გიო შენ ცეცხლი უნდა აფრქვიო და შენი მიზნები კიდევ უფრო ძლიერი უნდა იყოს.ვიცი გიჭირს,მეც მიჭირს და თუ შენ მზად ხარ დავბრუნდეთ.
-მეც ვფიქრობ დაბრუნებაზე თეკლა.დავითმაც მითხრა,რომ დროა დავბრუნდე,მაგრამ უშენოდ არ წავედი,იქ ჩვენ ერთად უნდა წავიდეთ.ამ ხალხის ამაგს,მეც და შენც ვერასდროს ვერ გადავიხდით.ვინ არიან ჩემთვის ეს ხალხი ამხელა იმპერია რომ მანდეს და ჩამიდეს ხელში.მე არ მაქვს უფლება ამ ყველაფერს არ გავუძღვე ღირსეულად თეკლა.იმედია შევძლებ,მთელი ჩემი შეგრძნებით ვიბრძოლებ ეს დიდი იმპერია,კიდევ უფრო დიდი გავხადო.რა დარდი ჰქონდა გიორგის და თეკლას,რა სევდა უღრღნიდათ გულს ორივეს,ვინ იყო მათთვის დემეტრე და დავითი მათი მამები თუ მამობილები.საინტერესოა,როგორ გაგრძელდება მათი ცხოვრების ისტორია,რა უნდა გავიგოთ ამ ორ სიცოცხლით სავსე ახალგაზრდაზე და ვინ არიან სინამდვილეში ისინი ერთმანეთის.
სვანეთის არაჩვეულებრივმა მშვენებამ,საქართველო პირველი ტურისტულ ცენტრად აქცია.ბევრმა არც იცის,თუ რა მკაცრი კანონების მატარებელია ეს მხარე,მაგრამ ყველაფერს დაგავიწყებს ადამიანს,ჯერ კიდევ მკაცრად მოგუგუნე ენგური.თვალი ვერ ძღება ამ ძლიერი ტალღებში მოხტუნავე კალმახების ხტუნვას რომ შეხედავ და თუ კარგად დააკვირდებით,ზოგიერთ მათგანს ოქროს ნამცეციც კი ამოყვება რომლებიც მზის სხივებში ათასფრად ბრჭყვიალებენ.ეს ზოგიერთებს ზღაპარი ჰგონია,ზოგს დაუჯერებელი და უცხოელებისათვის კი ნამდვილად აღმოჩენაა.სოფელი ,,ჩოხურა''ისეთი ჩაკეტილია ეს ადგილი და თვით იქ მცხოვრებლებისგან დაცული,მხოლოდ ჩიტი თუ შეაღწევს და ისიც გადაფრენით თუ გადაუფრენს ზემოდან სოფელს,თორე უცხო პირი ადვილად ვერ შევა.სოფელში რამდენიმე თითზე ჩამოსათვლელი ოჯახია დარჩენილი და მათ გარშემო მხოლოდ საძოვრებია.ამ სოფლის მოსახლეობა მხოლოდ მესაქონლეობას მისდევს,აქა-იქ კი ნახავთ ოჯალეშის ჯიშის ვაზს.აქ მცხოვრები ხალხით,არასოდეს დაინტერესებულა არავინი,არ გასცნობია არავინი აქ ამ ხალხის ჭირ-ვარამს,ამიტომ მათ არ ეხებოდათ მთავრობის მიერ დაწერილი კანონები,ამ ხალხს თავიანთი კანონები და თავიანთი წესები ჰქონდათ და ჰყავდათ მხოლოდ ერთი უფროსი,რომელსაც მამა-მთავარს ეძახდნენ.მთაში დაწესებული მამა-პაპის კანონები მემკვიდრეობით გადადიოდა მომავალ თაობაზე.აქ მიწა ბარაქიანია და ამ მიწის მიტოვება სოფელში შემორჩენი მაცხოვრებლებისათვის დიდი ტკივილი იქნებოდა,ამიტომ აქ დღემდე ცხოვრობენ,მაგრამ ცოტა შეცვლილი ცივილიზაციით.უკვე წლებია გზაც გაიყვანეს,სკოლაც დაარსეს და მრავალმა ახალგაზრდამ მიიღო უმაღლესი განათლება.სოფელში ჰყავთ ექიმი,ჰყავთ არქიტექტორი,ჰყავთ აგრეთვე გამომძიებელიც.მაგრამ მე როგორც ამ ისტორიის ავტორი,მრავალი წლის უკან უნდა დავიხიო და გადავიდე 90-იან წლებში,თითქმის 15-17 წლის უკან დახევით.მაშინ ჯერ კიდევ პირტიტველა 15 წლის ბიჭი იყო გიორგი.მას ძალიან ბევრი ოცნებები ჰქონდა,მაგრამ მისი ბედი დაბადებისას გადაწყვიტა მშობლებმა,აი ამიტომ იყო ეს სოფელი ბნელი და არსაიდან არ ჩანდა მომავლის ნათელი ფერები.ეს ფერები ხომ მას დაბადების დღიდანვე წაართვეს.როგორც მას,მასთან ერთად პატარა თეკლასაც წაერთვა ბავშვობის ლამაზი დღეები და ეს ორი პატარა დაბადებისთანავე დიდი სიხარულით დანიშნა მამებმა ერთმანეთზე,ჯერ კიდევ თვალგაუხელელი,თოთო და უსუსურები.უხაროდათ მამებს ეს ახალი ამბავი,მამებს რომლებიც იყვნენ ბავშვობის მეგობრებიც და ახლო მეზობლებიც.გაიზარდა გიორგი და ხშირად სულ დაფიქრებული დადიოდა.ავიდოდა ერთ მაღალ სერზე და ღრმა ფიქრებში ჩაძირულს მხოლოდ იქ აძლევდა ცრემლის გარეთ გამოსვლის საშუალებას,რადგან არავის შეეძლო იქ მისი ცრემლის დანახვა.ღრმად ამოიოხრა,თვალი მოავლო მის წინ გადაშლილ ნაცნობ,მასთან შესისხლხორცებულ გაშლილ ველს და სინანულით გაიფიქრა.,,აქ საჭიროა სიცოცხლე ქართველობის,რწმენის,წინაპრების ნაფერებ-ნანოლიავები სიწმინდეების გასაძლიერებლად.აქ ამ ადგგილებში დიდი ხნის წინ მიტოვებულ ეკლესია-მონასტრებს ძლიერი პატრონი ესაჭიროება.არა,ასე არ შეიძლება,რაღაც გზა უნდა მოიძებნოს,რომ აქედან წავიდეს და დააღწიოს თავი აქ ჩარჩენილ სიბნელეს.უნდა ისწავლოს,რომ ეს ყველაფერი აღადგინოს,ეს ნანგრევები რომ მყარად დააყენოს და სულ სხვა სიცოცხლე შემოიტანოს სოფლად.ამ ქვეყნად ყველაფერი ღვთის ნებაა,მთავარი კი აქედან გაღწევაა,გზას კი შემდეგ თავად იპოვის.თუ ეს შანსი მისცა უფალმა,აუცილებლად ის მხოლოდ მის სწავლა და გამნათლებას სამშობლოს და მის სოფელს მოახმარს.ეს ყველაფერი კი ჯერ ღვთის წყალობით უნდა მოხდეს,ჯერ უფალმა უნდა შეუწყოს ხელი მისი ჩანაფიქრის განხორციელებაში და შემდეგ თავის დამსახურებაა რასაც გააკეთებს.მთელი მისი არსებით უნდოდა ეს სილამაზე კიდევ უფრო გაელამაზებინა და მისი სოფელიც ყოფილიყო ტურისტებისათვის ლამაზი დასასვენებელი ადგილი.
შობის წინა დღეები იდგა და როგორც ყოველთვის,დილით ისაუზმა ქურქი მოიმცვა და გარეთ გავიდა.მისი ადგილი ჰქონდა ამოჩემებული და მისი პატარა,მაგრამ ძლიერი ხელებით იმ საყვარელ ადგილში პატარა ქოხი ჩადგა ერთ მიუვალ ადგილზე კლდესა და კლდეს შორის პატარა სიცარიელეში.კლდეები ერთმანეთთან ქოხით დააკავშირა,ლამაზად გამოჭრილი ხის მორებით. შიგ პატარა ბუხარიც გააკეთა,ხის საწოლიც დადგა,ნელა-ნელა სხვა საჭირო ნივთებიც მიიტანა და კედელში ჩატანებულ კარადაში შეაწყო.აქ ამ ადგილზე ყველაზე მშვიდად გრძნობდა თავს,აქ ისვენებდა სულიერად და ავიწყებდა ეს ადგილი ყველა ტკივილს და განცდას.იმ წელს ძალიან დიდი თოვლი მოვიდა,გზას გაუყვა და გზამაც იქ მიიყვანა სადაც დაისვენებდა ცოტას ყველასგან და ყველაფრისგან.დაბინდებამდე იქ იყო,ძალიან არ უნდოდა წასვლა,მაგრამ იჩქარა ტყიდან მალე გასულიყო სოფლის გზაზე,მაგრამ ცოტა გაიარა თუ არა დაინახა ამ დიდ თოვლში მისკენ ორი მგზავრი მოდიოდა და გაუკვირდა,არა მარტო მას,თავად მგზავრებსაც გაუკვირდა იქ იმ ადგილებში ადამიანის დანახვა და თან გაუხარდათ.მიუახლოვდნენ თუ არა ერთმანეთს,გაკვირვებულმა ჰკითხა.
-აქ ამ ადგილზე როგორ მოხვდით.
-სერებს გადმოვყევით და გზა აგვებნა,ტყემ შეგვიტყუა მისი სილამაზის სიღრმეში,კვალი დავკარგეთ და ვეღარ გავაღწიეთ ტყის სიღმიდან.დღეებია მოვდივართ,სად ვართ ისიც არ ვიცით და თან ძალიან დავიღალეთ.უეცრად თვალები გაუნათდა და მგზავრებს უთხრა.
-წამომყევით.უკან გაბრუნდა,მათ წინ მოექცა და თავისი ქოხისაკენ წაიყვანა დაღლილი მგზავრები.გაოცებული დარჩა უცხო მამაკაცი,როცა ქოხი დაინახა და აღტაცებულმა თქვა.
-ბუნებრივობა,შეუძლებელია ამ სილამაზის გარეშე იცხოვროს ადამიანმა.
-გამახარებ თუ მეტყვი,რომ მოგეწონა.ეს ჩემი ქოხია.ზუსტად ერთი წელი ვაშენებდი ამ ქოხს და ბოლოს სწორედ ისეთი დარჩა,როგორიც მე მინდოდა.აქ დაისვენეთ,ეს ადგილი არავინმა არ იცის,ვერავინი მოგაგნებთ,სოფლიდან ძალიან შორს არის.მამაკაცი არ უსმენდა პატარა ბიჭის საუბარს და ქოხს აკვირდებოდა.
-შვილო ეს საოცარი ნაგებობაა,დაუჯერებელია მარტო შენმა ხელებმა შექმნა ეს საოცრება,საყრდენი ძალა რომ არ გყოლოდა.
-მადლობა ღმერთს,რომ მე ეს შემაძლებინა და ამ ადგილს მარტო ჩემი ადგილი ჰქვია,ეს ჩემი იდუმალი ადგილია.ამ ქოხის ქვეშ წყალი გადის,ახლა უმეტესი ადგილი თოვლით არის დაფარული,მაგრამ მალე ჩატყდება თოვლი და დაინახავთ წყალსაც.ფიჩხი დევს ბუხართან და შეგიძლიათ ცეცხლიც დაანთოთ,ახლა სიარულისგან ვერ გრძნობთ,მაგრამ აქ ძალიან ცივა და მალე იგრძნობთ ამ ტყის სიმკაცრეს,შეგცივდებათ და თან ძალიან.ახლა დაგტოვებთ და ხვალ გინახულებთ.
-სახელი მითხარი რა გქვია.უთხრა ღიმილით მამაკაცმა.
-გიორგი,გიორგი ვარ ლიპატრელიანი. ასევე ღიმილით მიუგო გიორგიმ.
-ცერცვაძე დავით.ხელი ჩამოართვა მამაკაცმა ღიმილით.-ეს კი ჩემი მეუღლეა ნონა კისტური.
-ძალიან სასიამოვნოა,მაგრამ უნდა წავიდე.დაემშვიდობნენ ერთმანეთს და გიორგის ყურს მიწვდა დავითის ნათქვამი სიტყვები.
-ძალიან ნიჭიერი ბავშვია,მისი დიდი ნიჭი მე მის თვალებში ამოვიკითხე,მაგრამ მას რაღაც აწუხებს,დიდ სევდას გადმოსცემს მისი თვალები.
-მეც მასე შევამჩნიე,ჩემს გულს ძალიან თბილად მოხვდა ეს სიცოცხლით სავსე ახალგაზრდა.
-რაღაც მოვიფიქრე და რომ მოვა ხვალ აუცილებლად დაველაპარაკები.დაფიქრებულად თქვა დავითმა.
-შევიდეთ ქოხში?ფიქრებიდან ნონას ხმამ გამოიყვანა.დავითმა ქოხს შეხედა და თქვა.
-შევიდეთ.ქოხში შესულები კიდევ უფრო გაოცებულები დარჩნენ.ხის საწოლი,პატარა მაგიდა ორი სკამით,ბუხარი და ბუხრის გვერძე კედელში ორი თარო იყო ჩატნეული,სადაც საოჯახო ჭურჭელი ინახებოდა.მოეწონათ ქოხში არსებული სიმყუდროვე,ჩანთა მოიხსნა დავითმა და ბუხარს მიუბრუნდა,ცეცხლი დაანთო და ამ პატარა კედლებში სითბომ დაისადგურა.რამოდენიმე დღის ნამგზავრებმა თავები მოიწესრიგეს და დაღლილებს მიეძინათ ერთმანეთის გვერდი-გვერდ.
უჩვეულოდ გათენდა დილა,ბუნება ერთიანად არა მარტო ძირს იყო თეთრი,ხეების შიშველი ტოტებიც დაემძიმებინა თოვლის ფიფქებს.ტყე ჩურჩულებდა და ნელა ირხეოდა დამძიმებული ტოტები,უნდოდათ დაებერტყათ სიმძიმე,მაგრამ ჯერ კიდევ კარგად იწონებდა ტოტებზე თოვლი თავს.ძალიან სასიამოვნო სურათი იყო,ბუნების სილამაზე თეთრი დილა.ნონამ გარეთ გამოვიდა და უნებურად გაეღიმა,შეჰყურებდა ათასწლოვან თოვლისგან გათეთრებულ მუხებს და ვერც კი გაიგო როგორ ამოუდგა გვერდით არანალკებ ნანახით გაოცებული დავითი.
-ნონა მხოლოდ მე და შენ და ჩენი სიყვარული ვართ ამ საოცარ ადგილზე.
-რა დროს სიყვარულია ჩვენს ასაკში დავით.ჩემი ლუკა რომ მყავდეს ცოცხალი,მე უბედნიერესი ქალი ვიქნებოდი მთელ დედამიწაზე.
-სამწუხაროდ არაფლის შეცვლა არ შეგვიძლია საყვარელო,ასეთი ყოფილა ჩვენი ბედისწერა.
-მწარე ბედისწერა დავით.
-გაიგონე?საიდანღაც წყლის ჩხრიალი მოდის.
-სადღაც ახლოშია,ძალიან მკაფიოდ ისმის ხმა.
-ხომ თქვა გიორგიმ სახლის ქვემოთ წყალი გადისო,ალბად ეს პატარა ნაკადულია ასე რომ ჩხრიალებს თოვლის შიგნიდან.დავითი ცოტა წინ წაიწია და ბავშვივით აღტაცებულმა შესძახა.-მოდი ნახე ნონა,რა სილამაზეა.შემდეგ გასწორდა და სახლს მიაჩერდა,ღრმად ჩაიძირა ფიქრებში და ნონას უთხრა.
-რაღაც მოვიფიქრე თუ შენ არ იქნები წინააღმდეგი.
-კარგად გიცნობ და უკვე ვიცი რაც ჩაიფიქრე,გინდა გიორგის დაეხმარო.ნუ იჩქარებ,ჯერ დააკვირდი,გაესაუბრე თავად რას ფიქრობს,რა უნდა და ამის შესაბამისად იფიქრე.
-მე ვფიქრობ,გიორგი ჩვენ ლუკამ გამოგვიგზავნა,რომ მარტოები არ ვიყოთ.თქვა დავითმა სევდიანად.
-შესაძლებელია ასეც არის.ცრემლი მოერია ნონას.
-ტყის მსუბუქმა ჰაერმა გაგაღვიძათ ასე ადრიანად,თუ სიცივემ.ღიმილით დაადგა დავითს და ნონას თავზე გიორგი.
-მოხვედი გიორგი?ასე ადრე არ გელოდით.გაუხარდა დავითს გიორგის დანახვა.
-მოვედი,მოვედი რაღაც ნივთები მოგიტანეთ,გამოგადგებათ.აქ არ უნდა ამოსულიყავით,აქ ღამით საშიშია ბევრი ნადირი დადის,შესაძლებელია მგელიც გესტუმროთ და სოფელი კი შორსაა,მაგრამ სოფლის იმედი არ გქონდეთ,აქ ცივილიზაციის არაფერი არ არსებობს.
-რატომ არის ასეთი ჩაკეტილი ეს სოფელი გიორგი.
-ეს დიდი ისტორიაა ძია დავით.აქ კანონი არ მოქმედებს,აქ თვითკანონებია და თვით სამართლიანობა.
-რა ჰქვია ამ სოფელს.იკითხა დავითმა ჩაფიქრებულმა.
-ჩოხურა,ჩოხურა ჰქვია ამ სოფელს ლენტეხის რ-ნია.
-ჩოხურა,ეს ხომ მამაჩემის სოფელია.წლების წინ ამ სოფლიდან ჩემი პაპა გაიქცა.გაიფიქრა დავითმა გულში.
-კი მაგრამ,რომელ საუკუნეშია ჩარჩენილი ეს ხალხი.იკითხა მოსმენილით გაკვირვებულმა ნონამ.
-მე თავად ამ ეპოქის მოქალაქე ვარ და ძალიან არ მომწონს ეს ძველი ადამჟმობის წესები,რომლის შემცვლელი არავინი არ არის,არ ცდილობენ არაფლის შეცვლას.აქ ხალხი მე-18-ე საუკუნეშია ჩარჩენილი,როცა ჯერ კიდევ ბატონყმობა მეფობდა და მხოლოდ ბატონს შეეძლო გლეხების მართვა..არა მარტო ეს,ერთი საშინელი წესი დღემდე მოსდებვთ და ბევრ ახალგაზრდას წაართვეს სიხალისე და კარგი ცხოვრების წყურვილი.აქ ჩვილ ბავშვებს აკვანშივე ნიშნავენ ერთმანეთზე და ჩვილობიდან ართმევენ ბავშვობას.მეც ამ ჩემთვის მიუღებელი წესის,მსხვერპლი ვარ.მინდა აქაურობას გავექცე და შორს წავიდე,მაგრამ როგორ ეს ვერ მოვიფიქრე.
-გიორგი შვილო,მე რომ დაგეხმარო,შეცვლი ყველაფერს და შეიტან ცვლილებებს შენს ცხოვრებაში?
-როგორ მინდა ეს გავაკეთო ძია დავით მაგრამ,როგორ.
-წადი აქედან შვილო,მე დაგეხმარები.იფიქრე,კარგად აწონ დაწონე ყველაფერი,ყველა საკითხი შენს ტვინში გადაწყვიტე და თუ გადაწყვეტილება მიიღო,შენს ნიჭს მისცე გზა მწვერვალზე ასასვლელად,მე შენი კედელი ვიქნები.გიორგი გააოცა დავითის შემოთავაზებამ და ჯერ უნდობლად უცქირა,შემდეგ კი გულწრფელად შეეკითხა.
-მართლა გულით მეუბნები და დამეხმარები აქედან წასვლაში?მაგრამ მარტო მე არ ვოცნებობ აქედან გაღწევაზე,ჩემთან ერთად თეკლაც უნდა წავიყვანო აქედან.თვალებში შესცქეროდა დავითს და სულომუთქმელად ელოდა მისთვის სასურველ პასუხს.
-დაგეხმარები.ის გოგონა გიყვარს და არ გინდა აქ დატოვო?
-არა,ჩვენ ერთ დღეს ვართ ორივე დაბადებული და იმ დღესვე ერთმანეთზე დაგვნიშნეს ჩვენმა მამებმა,რათა მათი მეგობრობა უფრო გამყარებულიყო,მაგრამ ჩვენ არ გვაქვს ერთმანეთის მიმართ ის გრძნობები ოჯახი რომ შევქნმათ,ჩვენ როგორც და-ძმა ისე ვიზრდებით,არცერთს არ შეგვიძლია სხვა თვალით შევხედოთ ერთმანეთს.მე თეკლას დაველაპარაკები და ვნახოთ,რას გადაწყვეტს თავად,მე კი არ მინდა დაფიქრება,არ შევცვლი ჩემს გადაწყვეტილებას,მე წასვლა მინდა აქედან,თუნდაც ხვალ დადგეს ეს ნანატრი დღე.
-მოდი ასე ვქნათ,შენ ჯერ დაელაპარაკე გოგონას და პასუხი ორივემ ერთად მითხარით.მანქანის ტარებას,მხოლოდ რული და ტორმუზი არ სჭირდება.არა,ეს არ არის საკმარისი და ამიტომ მას ბენზინი ჭირდება.საწვავის გარეშე ის ვერსად ვერ წავა,თქვენი საწვავი მე ვიქნები,მე შემიძლია თქვენი დახმარება გიორგი.
-არ ვიცი მადლობა როგორ გადაგიხადოთ ორივეს,თქვენთან საუბარმა მე უფრო გამიძლიერა აქედან წასვლის სურვილი.ვერავის ვერ გავენდე,ვერავის ვერ ვუთხარი ჩემი ტკივილი.დღეს ნამდვილი მეგობარიც კი არაა ნამდვილი მეგობარი.
-მართალია,სწორად მსჯელობ და კარგადაც მოიქეცი,რომ არავის გაენდე.აბა ნუ დააგვიანებ და ხვალ თუ მოახერხო მითხარი პასუხი.მე კი წერილს გავამზადებ ვისთან უნდა მიხვიდე,შენ კი მადლობას მაშინ გადაიხდი,როცა დიდი არქიტექტორი დადგები.დაბადების მეტრიკა წამოიღე მხოლოდ სახლიდან და გზაში გამოსაცვლელი,მეტი არაფერი არ გინდა,რადგან დიდი გზაა წინ ფეხით სასიარულო.გიორგიმ დაემშვიდობა ორივეს და დიდი სიხარულით წავიდა სოფლისკენ,მაგრამ გულში კი ფიქრობდა.,,ნამდვილი არავინაა,ყველა თავის როლს თამაშობს.ზოგი ნიღბით და ზოგი უნიღბოდ''.ვენდო?თავის თავს ეკითხებოდა და თავადვე პასუხობდა გული და არა გონება.,,ენდე გიორგი და წადი აქედან''.დავითს არ დაეძინა და მთელი ღამე ფიქრობდა.უკვე გონებაში დააწყო რა უნდა გაეკეთებინა.დაიღალა ფიქრით და ერთი ღრმად ამოისუნთქა,ნონას გაეღვიძა და დავითს შეკითხა.
-ისევ ამ ბავშვზე ფიქრობ?
-იცი ნონა ეს ადგილი და ეს სოფელი,ჩემი წარსულის დიდი ტკივილია.უკვე ალბად ნაპატიებიც,მაგრამ მაინც ტკივილად დარჩენილი.ნონამ გაოცებულმა შეხედა და უთხრა.
-ეს როგორ გავიგო დავით.
-ჩემი წინაპრები,პაპას ვგულისხმობ ამ სოფლიდან იყო.მაგრამ არც მამა და არც მე აქ ნამყოფები არ ვართ.ჩვენი ფესვები ამ სოფლიდან არის,პაპაც ასე ჩუმად წასულა ამ სოფლიდან და გაექცა ამ უსამართლობას.რამდენი წელია მას შემდეგ გასული და არაფერი არ შეცვლილა ხედავ?რომ არ წასულიყო აქედან პაპა,ვინ ვიქნებოდი მე დღეს?მართალია გიორგი ის აქედან უნდა წავიდეს.
-არ არსებობს.გაოცებული იყო მოსმენილით ნონა.
-არსებობს საყვარელო და უფრო მეტიც,აქ ჩვენ მამას ნათქვამიდან ვიცი რომ სახლი ჰქონდა პაპას მშობლებს.გიორგის ვეტყვი გაიგოს სად ცხოვრობდა პაპაჩემი და მინდა მივაკითხო ერთ დღეს წინაპრების დატოვებულ ადგილს.მინდა ვნახო და აღარასოდეს მივატოვო,ხედავ?მიწის ძახილმა მომიყვანა აქამდე ნონა ეს ხომ სასწაულია.
-ეს როგორ მოხდა,ეს ხომ სასწაულია დავით.
-ისე არის როგორც ზღაპრებში,არა?ეს სოფელი შეიცვლება,გიორგი შეცვლის აქაურობას,ჩვენ შევცვლით აქ ყველაფერს.
-ჩვენი გიორგი ამას შეძლებს.
-კარგად თქვი ნონა.ხო,სწორედ ჩვენი გიორგი.
-და ჩვენ მას ოცნებას ავუსრულებთ.
-ოცნებას რეალობად ვაქცევთ,საცოდავობაა ეს ნიჭი აქ ამ უსამართლო სოფელში დარჩეს და ხალხმა არ გაიცნოს,მე გავაცნობ გიორგის ხალხს,მე გამოვიყვან მას ცხოვრების ასპარეზზე,ჩვენ ამას შევძლებთ,ჩვენ ეს შეგვიძლია.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent