შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მძინარე მზეთუნახავო, პრინცი მოვიდა! (5)


22-11-2017, 16:00
ავტორი Mtirala
ნანახია 2 232

-ბექა, გინდა ვიმღეროთ? - შესთავაზა ელზამ ბიჭს, როდესაც მათი ნიჭი გაახსენდა. მხიარულად გადაიკისკისა და პარკში მდებარე სკამზე ჩამოჯდა. ჩაახველა და დაიწყო.
-დეე სპაა სიტო - ბექას სახის დანახვისას, ხმამაღალი სიცილი აუტყდა. გაოგნებული და რამდენიმე მომღიმარი სახე დააიგნორა.
-აუ, ბექა ის გახსოვს? მოდაში, რომ იყო ერთი პერიოდი... პაპპიტო... ან ჰეროინა... ჰეროინა ვოპ, ვოპ... ჰეროინა ნააა ნაა... - არ წყვეტდა კისკის ელზა. ბექა კი სად დამალულიყო ვერ ხვდებოდა, აწითლებული უყურებდა მომღერალ გოგონას. - ბექაა, გაიღიმე, ნუ მემანჭები. -უსაყვედურა ბიჭს და საყვარლად გაიცინა.
-არ გემანჭები, გაჩუმდი, სირცხვილია, გოგო, შუა გზაში ჯდომა და სიმღერა.
-ოო, მაშინ დაჟექი და მეჭორავე. - გადაიკისკისა გოგონამ და სკამზე ანიშნა. ბექა ღიმილით მიუახლოვდა, ჩამოჯდა.
-დღეს ელ კლასიკოა. - სიცილით უთხრა ელზამ ბიჭს.
-ვიცი, იმედია ბარსა მოიგებს. - გაიცინა ბექამაც.
-აუ, ნეიმარს გაუხმეს ეგ ხელები, ასე, რომ დატოვა "ბარსელონა". - წარბებშეკრულმა უპასუხა მან და ხელებით სკამს ჩაეჭიდა.
-აჰამ. - სიცილით უპასუხა მოსაუბრემ და წამოაყენა. მალევე მივიდნენ კორპუსთან, სადაც როგორც ყოველთვის "მობირჟავე" ბიჭები იდგნენ. ბექას ხელის აწევით მიესალმენ და თავიანთი საქმე განაგრძეს. სიბნელეში რამდენჯერმე წამოკრა ფეხი ელზამ ქვას, ისიც შეშფოთებული კიდევ უფრო ეკვროდა ბიჭს.

***
-ვის ვესუბრები? ვაჩე მინდოდა. - უცნობი მამაკაცის ხმა გაიგონა ყურმილში ვაჩემ.
-დიახ, ვაჩეს ესაუბრებით. - მკაცრი ტონი შეინარჩუნა ბიჭმა. -თქვენ ვინ ბრძანდებით?
-მე ვახო გახლავართ... კატოს მამა. - წამიერი დუმილის შემდეგ გააგრძელა. - თქვენთან შეხვედრა მსურს, მინდა დავილაპარაკოთ... ყველაფერზე, კატოზე, შენზე, ჩემზე, ქრისტინაზე... და მოკლედ, იმედია მოხვალ. -მძიმედ ამოიხვნეშა მამაკაცმა და თითქოს მძიმე ტვირთი მოეხსნაო ბეჭებიდან. ვაჩე დუმდა, ხმამაღლა სუნთქავდა, დაბნეულიყო და არ იცოდა რა ეპასუხა. ყურმილი გაითიშა... ვახომ გათიშა. ვაჩემ ტელეფონი დადო და საწოლზე გადაეშვა. სახეზე ხელი ჩამოისვა. ძალიან დაიბნა. ამდენი ხნის შემდეგ პირველად გამოჩნდა კატოს მამა, პირველად დაეუფლა ეგოიზმის გრძნობა. ფიქრობდა, რომ მხოლოდ მას ადარდებდა კატო, ფიქრობდა, რომ მხოლოდ მას უყვარდა გოგონა... და ასეც იყო, ყველას აწუხებბდა კატოს ბედი, შეიძლება ზოგს უყვარდა კიდეც, მაგრამ ვაჩეზე მეტად?..
ვაჩეს ყველაზე მეტად უყვარდა...
ყველაზე გულწრფელი სიყვარულით უყვარდა...
ვაჩეს კატო უყვარდა...
ყველაზე და ყველაფერზე მეტად უყვარდა...
ვაჩე წამოჯდა, ტელეფონს დაწვდა, ბოლოს შემოსული ნომერი აკრიფა, შემდეგ მესიჯი ტექსტით:
"მისამართი მომწერეთ, მოვალ."
მესიჯმაც არ დააყოვნა:
"ვიცოდი, რომ მომწერდით. კატოს საყვარელ კაფეში, დღეს, საღამოს 7-ზე, არ დააგვიანო."
ბიჭს პასუხი აღარ მიუწრია, ელზას დაურეკა სახლში მალე ამოდი, ვისაუბროთო.
ელზამ კარები მალევე შემოაღო. ბიჭის ოთახისკენ გაემართა და მიუკაკუნა.
-შემოდი. - გამოსძახა ვაჩემ. გოგონამ კარი მალევე შეაღო, ვაჩეს გვერდით ჩამოჯდა და გაუღიმა.
-რამე მოხდა?
-ეს შენ უნდა მითხრა, ელზა. ხომ, ყველაფერი რიგზე გაქვს? - პირდაპირ ჰკითხა ბიჭმა დას და თმაზე ხელი ჩამოუსვა.
-ვაჩე, ხო იცი როგორ მიყვარხარ?! სერიოზული რომ იყოს გეტყოდი, მაგრამ არაფერია სანერვიულო და კიდევ რატომ დაგიმატო? შენიც გეყოფა. - გულზე მიეხუტა ძმას და მისი სუნამოს სურნელი შეისუნთქა. - ამ სუნამოს, ნუ ისხამ, თორემ სულ მინდა გეხუტებოდე. - გადაიკისკისა გოგონამ და ვაჩეს კიდევ უფრო მიეკრო.
-ჩემი ანგელოზი, ჩემი პატარა. - მთელი ძალით მოხვია ხელები გოგონას სუსტ ტანს. - სულ დავისხამ, რომ სულ მეხუტებოდე.
-ახლა, კატოზე მომიყევი, როგორ არის?
-არ ვიცი, ელზა, არ ვიცი. დღეს მამამის უნდა შევხვდე, იმედია, კარგ თემაზე სასაუბროდ მოდის.
-იმედია... იმედია.

***
ასეთი აღელვებული არასდროს ყოფილა. ყოველ წამს საათს ამოწმებდა. შვიდამდე ოცი წუთი იყო დარჩენილი. მანქანაში იჯდა და ელოდა როდის მოვიდოდა ბატონი ვახო, კატოს მამა. ვერ ხვდებოდა, შვილი როგორ უნდა გაეწირა, ასე, მაგრამ არ უღრმავდებოდა ამას. მხოლოდ ის აინტერესებდა მასთან რა საქმე ჰქონდა. საერთოდ ვერ იაზრებდა, როგორ აღმოჩნდა ასეთ მდგომარეობაში. ვერ იაზრებდა, როგორ შეუყვარდა კომაში მყოფი გოგონა. ჩაეცინა, რა სასაცილო იყო შეყვარებული. მალევე დაინახა მხრებში გამართული, კლასიკურად ჩაცმული მამაკაცი. ამაყად იმზირებოდა, ტკივილს ვერ გაეტეხა. ვაჩე სასწრაფოდ გადავიდა მანქანიდან, კაფეს კარი შეაღო და მაგიდასთან მოთავსსებულ, ბატონ ვახოსთან, მივიდა.
-გამარჯობა.
-გამარჯობა, შვილო. მოდი აქ დაჯექი. - მის მოპირდაპირედ მდგარ სკამზე მიუთითა. - ვიცი, ჩემ გამოჩენას არ ელოდი. ისიც ვიცი, რომ ჩემმა ცოლმა, ჩემი შვილი, ვიღაც უცნობს მიაბარა...
-მე უცხო არ ვარ.
-ნუ მაწყვეტინებ, ვაჩე, ბოლომდე მომისმინე. მაშინ უცხო იყავი, ჩემს შვილს არ იცნობდი, ჩვენთვის არაფერს ნიშნავდი. ახლა, ვიცი, რომ ყველაფერი შეიცვალა, აღარაფერი იქნება ძველებურად. "ჩემს ცოლს" დავშორდი, ჩემს ვაჟს ვეღარასოდეს დავიბრუნებ და შესაძლოა ვეღარც ჩემმა ქალიშვილმა გაიღვიძოს. ძალიან დიდი მადლობა, მიხარია ჩემს კატოს გვერდით რომ ედექი და... მინდა გთხოვო, თუ არ შეწუხდები, იქნებ მასთან კიდევ მოხვიდე. მოინახულე, მოეფერე, ელაპარაკე, ოღონდ არ მიატოვო რა. - აცრემლიანებული თვალებით ევედრებოდა ვახო ვაჩეს მის გოგოსთან დარჩენილიყო, მოეარა.
-მე მისგან წასვლას ისედაც არ ვაპირებდი. მე მასთან უკვე დიდი დრო გავატარე.
და იცით?!..
მე მჯერა, გაიღვიძებს და მეტყვის ჩემი პრინცი ხარო...
იცით?!
მჯერა, ქალაქში ხმა დაირხევა, პრინცმა მძინარე მზეთუნახავი გააღვიძაო...
მჯერა, იტყვიან სიყვარულმა ახლა'ც გაიმარჯვაო...
ბატონო ვახო, თქვენს შვილს ხომ შევუყვარდები?! ხომ გაიღვიძებს?! - სასოწარკვეთილი, ცხარე ცრემლებს იშორებდა და წუთიერი სისუსტის დაფარვას ცდილობდა.
-შენნაირი კარგი ბიჭი, ვის არ შეუყვადება, ვაჩე?!

***
-ბექა.
-ჰო.
-ელზას რამე ხომ არ სჭირს?
-არა, ოთო, რა უნდა სჭირდეს?
-მაშინ გუშინ რა მოხდა? რაზე ტიროდა?
-ოთარი, უკვე ნერვებს მიშლი. თუ მოუნდება თვითონ გეტყვის. მე მის პირადს ვერავის გავუმხელ.
-ჯერ, რა დროის მისი პირადია?! 14 წლისაა.
-შენთან ლაპარაკს აზრი არ აქვს.

***

მამა-შვილის შეხვედრა მძიმე იყო. გოგონას ეძინა, განუსაზღვრელი ვადით ეძინა. მამა კი ტიროდა. თავის წარსულს, საკუთარ უმოქმედობას მისტიროდა. უნდოდა ეყვირა, ებღავლა, მაგრამ დუმდა. თვალებით გადმოსცემდა შეუხორცებელ ჭრილობას. ეშინოდა... ეშინოდა, რომ კატო ვერ გაიღვიძებდა. დასუსტებულ სხეულს შეხედა. გული მოუკვდა, მასზე უბედური ამ ქვეყნად არავინ იყო. ჯერ ვაჟი დაკარგა, შემდეგ ქალიშვილი ეცლებოდა ხელიდან. ცრემლიანი თვალებით შეხედა კატოს, შებერებული ხელი დაადო გამხდარ მაჯას.
-ჩემი ბრალია ყველაფერი, ჩემო ლამაზო. როგორ მიგატოვე, როგორ გაგწირე? - სასლწარკვეთილი ხრიალი აღმოხდა მამკაცს. - ნეტა, დროის უკან დაბრუნება შემეძლოს... ორივე აქ მეყოლებოდით. ორივე გულში ჩამიკრავდით და როგორც თქვენ გჩვეოდათ ხოლმე, ლოყებზე დამიწყებდით ფერებას. ჩემო ანგელოზო, მალე გაიღვიძე, რა. იცი, აქ რამდენი გელის?! ერთი განსაკუთრებით... კარგი ბიჭია ვაჩე, როცა გაიღვიძებ, დარწმუნებული ვარ, შეგიყვარდება. კატო, გაღვიძე, პრინცი გელის. - ვახომ ცრემელები შემიშრალა. ფეხზე წამოდგა, შვილს კიდევ ერთხელ დახედა. პალატა მალევე დატოვა. გარეთ ვაჩე და ქრისტინა ელოდნენ. ვაჩეს თავლები გამუქებოდა და სასაცილოდ დადიოდა აქეთ-იქით. რომ გეკითხათ, რა სჭირდა ვერ გიპასუხებდათ. უბრალოდ, დადიოდა და ხელებს ნერვიულად ათამაშებდა. ქრისტინა იჯდა... იჯდა და ფიქრობდა. ფიქრობდა კატოზე, ვაჩეზე, ვახოზე და ბოლო დროს ბექაზე ფიქრიც დასჩემდა. მოეწონა ეს უტაქტო და მაინც საყვარელი ბიჭი. ვახოს გამოჩენაზე ორივე რეალობას დაუბრუნდა. მამაკაცმა მათ უბრალოდ გაუღიმა და საავადმყოფო ნელი, გაწონასწორებული ნაბიჯებით დატოვა. ქრისტინამ ამოიოხრა, მდუმარე ვაჩეს გახედა და უთხრა:
-ვაჩე, შევიდეთ?! - გოგონას ვაჩე ძალიან მოსწონდა, იოცდა კათპს არასდროს მიატოვებდა და ამიტომ მოსწონდა. ბიჭმა მისი მეგობრებიც გააცნო, დაც. ვაჩე ღამეებს ათენებდა. მან უხმოდ თავი დაუქნია და წინ გაუძღვა გოგონას. კარი ფრთხილად შეაღო, თითქოს ცდილობდა კატოს ძილში ხელი არ შეშლოდა. ნელი ნაბიჯით წავიდა სავარძლისკენ. ქრისტინასაც ანიშნა ჩამოჯექიო.
-ქრისტინა, - მიმართა ვაჩემ, ჩაფიქრებულ გოგონას. - შეიძლება დღეს ჩემი მეგობრები მოვიდნენ? უბრალოდ, ვეღარ ვახერხებ მათ სხვაგან ნახვას და თუ არ შეგაწუხებენ მოვლენ, კარგი?!
-კარგი, რა პრობლემაა. - გაუღიმა ქრისტინამ - ან მე რა უფლება მაქვს აგიკრძალო. როცა კატოს სჭირდებოდა შენ ედექი გვერდში, შენ უვლიდი, შენ უკითხავდი წიგნებს... ღმერთო, როგორი იდიოტი ვარ. - აქვითინებულმა ამოილაპარაკა მან.
-დამშვიდდი, აღარაფერია სანერვიულო. კატოს დღიურებს გადავავლე თვალი, გინდა ხმამაღლა წავიკითხო?
-ბოლომდე არ წაიკითხე?! ძალიან გამიხარდება. - მაშინვე დასწვდა ვაჩე დღიურს და გადაშალა.

"დასაფლავების დღე... ყველაზე მძიმე და ყველაზე უგრძნობი. მასთან ერთად მინდოდა ვწოლილიყავი და მასთან ერთად მინდოდა გამცივებოდა სხეული. როგორ არ ჩავყევი, მიკვირს... ვტიროდი, სუნთქვა მეკვრობდა და ყველაზე უბედური ვიყავი. ყველაზე ნათელი წერტილი, ჩემი ბიოლოგიური ძმა, ჩემი ტყუპისცალი, ჩემი გიორგი დავკარგე. ამბობენ, ტყუპის დაკარგვას ყველაზე მეტად განიცდიანო, მართალია, ყველაზე მეტად მტკიოდა და ყველაზე მეტად მინდოდა სიკვდილი. მინდოდა? მე მოვკვდი, იმ დღესვე მოვკვდი... მე აღარ ვცოცხლობ, უბრალობ ვცხოვრობ..."

ბიჭმა ღრმად ამოიხვნეშა. ქრისტინას ცრემლიან თვალებს შეხედა და გული მოუკვდა, როგორ ეცოდებოდა ასეთი პატარა გოგოები ამხელა ტკივილისთვის. ვერასდროს წარმოიდგენდა თუ ასეთ ტკივილს უძლებდა კატო... ქრისტინა და ვახო. კიდევ ერთხელ ამოიხვნეშა და განაგრძო.

"დავრჩით მე და ქრისტინა. მტკიოდა ყველაზე მეტად, ასე მეგონა მაშინ, მაგრამ შევცდი, მე და ქრისტინასაც ერთნაირად გვტკიოდა. როგორია დაკარგო ძმა, საუკეთესო მეგობარი, ძმაკაცი და ხშირად დაქალი. ჩემთვის დაქალიც იყო... ვუყვებოდი ხოლმე, რომელი ბიჭი მომწონდა და რომელი მაბრაზებდა. ისიც გულისყურით მისმენდა და ხანდახან წარბებშეყრილი მებუზღუნებოდა ეგ რამ მოგაწონაო, მეც ვიბუტებოდი და ვპირდებოდი აღარაფერს მოგიყვები მეთქი. მაგრამ მეორე წუთს უკვე აღარაფერი მახსოვდა და იგივე სიხარულით ვუყვებოდი სკოლის და ბიჭების ამბებს."

სახეზე ღიმილმა გადაურბინა ქრისტინას. გაახსენდა მობუზღუნე გიორგი და გაბუტული კატო. როგორ იწვნენ ერთად, როგორ ეკვროდნენ ერთმანეთს და როგორ უზიარებდნენ ერთმანეთს საიდუმლოებს. ქრისტინას ძმასავით უყვარდა ბიჭი. გაუღიმებდა ხოლმე და ჩაეხუტებოდა. ასეთი იყო გიორგი... მუდამ მხიარული, თბილი და ყურადღებიანი... სერიოზულიც, მაგრამ იშვიათად. არ ეწეოდა, ხშირად ამბობდა ხოლმე, ჩემს გოგოებს სიგარეტის სუნით როგორ შევაწუხებო. კატო და ქრისტინა კი გაიჯგიმებოდნენ, ჩვენი ბიჭიაო.
-განვაგრძო? - მოულოდნელად ჰკითხა ვაჩემ გოგონას.
-კი, მხოლოდ ერთი ჩანაწერიც... მხოლოდ ერთი. - ამოისლუკუნა.

"ყველაფერი შეიცვალა, სახლი დადუმდა, მოკვდა. აღარავინ გვაღვიძებდა დილაუთენია და აღარაც არავინ გვყრიდა ფეხზე დილის შვიდ საათზე. ყოველ ღამე გულამოსკვნილი ვტიროდი და გიორგის მაისურთან ერთად ვიძინებდი. ისევ ასდიდოა გიორგის და მისი სუნამოს სურნელი. თვალის უპეები ჩამიშავდა, გარეთ აღარ გავდიოდი, საჭმელსაც აღარ ვჭამდი, მხოლოდ გიორგიზე და მასთან წასვლაზე ვფიქრობდი. გიორგისთვის დედამიწა ზედმეტად ცოდვილი იყო, მას სამოთხე სჭირდება და არის კიდევაც, მჯერა ხელსაც მიქნევს და მიღიმის. მგონი გავგიჟდი..."

-აღარ შემიძლია. გთხოვ... - ამოიტირა ქრისტინამ.
-კარგი, როგორც შენ გინდა. - უპასუხა დამძიმებული ხმით და ტელეფონს უპასუხა. - გისმენ... მიდი, მიდი გელოდებით. ელზაც წამოიყვანე, გაუხარდება. არაფერი... მიდი გელოდებით, ბევრს ნუ ლაპარაკობ. - საუბარი დაასრულა და ქრისტინას ღიმილით მიუბრუნდა. - ოც წუთში აქ იქნებიან, იმედია წასვლას არ აპირებ.
-არა, მთელი დღე თავისუფალი ვარ. - გაუღიმა ბიჭს და აფორიაქებული გულის დამშვიდებას შეუდგა. იცოდა... იცოდა ბექას ნახვა მოუწევდა და წინასწარ ღელავდა.


ჩემო საყვარლებო,
უკვე მომენატრეთ.
ესეც მე-5 თავი, იმედია მოგეწონებათ.
შემდეგი თავი დაიგვიანებს, მაგრამ გპირდებით ვეცდები რაც შეიძლება მალე იყოს.
მიყვარხართ.



№1  offline წევრი ფერადიი...

აუაუაუაუაუაუაუ
ძან ცუდად ვარ
ვაიმე ვაჩე როგორ მიყვარს როგორ კეთილი და თბილი ტიპშა
მზეთუნახავი და პრინცი უფ ჩემი სიკვარულები ფორ ევაააა
ელაზაკო რა ტიპოა ნუ
ბექა და ქრისტო კიდე ნერვებს მიშლიან დაღწიე რამე
ეხა ძაანაც ნუ გავიწელავ დაგვიანებას რა
ველი შემდეგს

 


№2  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

აუ კაი იყო..
ამეტირა
მეც მინდა გიორგი კიდევ იყოს მათთან
საშინელებაა ეა ტკივილი.
იმედია სულ არ დაიკარგები ველი ახალ თავს

 


№3  offline წევრი kaisha13

ვაიმეე არც გაბედო დაგვიანება რაა გთხოვ,რო დავინახე ახალი თავი მაშინვე კითხვა დავიწყე და დამავიწყდა სამსახურში რო ვიყავი და მენეჯერის საყვედურიც გავირტყი...:D ასერო მალე გელი,კარგი იყო ძალიან მაგრამ გთხოვ მეტი ელზა და ოთო რაა,ძალიან მომწონს ოთოს ეჭვები ცოტას თუ ვაეჭვიანებთ უფრო უკეთესი იქნება,იმეფია ვაჩეც დიდხანს არ დაიტანჯება...

 


№4  offline წევრი Mtirala

ფერადიი...
აუაუაუაუაუაუაუ
ძან ცუდად ვარ
ვაიმე ვაჩე როგორ მიყვარს როგორ კეთილი და თბილი ტიპშა
მზეთუნახავი და პრინცი უფ ჩემი სიკვარულები ფორ ევაააა
ელაზაკო რა ტიპოა ნუ
ბექა და ქრისტო კიდე ნერვებს მიშლიან დაღწიე რამე
ეხა ძაანაც ნუ გავიწელავ დაგვიანებას რა
ველი შემდეგს

ვაიმეეე...შე მართლა ფერადო :))
ვეცდები არ დავიგვიანო, მაგრამ ცოტახნით მომიწევს :))
შენ კი ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისათვის...
ვაჩე მიჩუქნია შენთვის...
აი, დანარჩენებს რამე თუ ეშველებათ არ ვიცი :))


ანი ანი
აუ კაი იყო..
ამეტირა
მეც მინდა გიორგი კიდევ იყოს მათთან
საშინელებაა ეა ტკივილი.
იმედია სულ არ დაიკარგები ველი ახალ თავს

ცრემლებისთვის ბოდიში...
მეც მინდა მათთან იყოს, მაგრამ მკვდარს ხომვერ გავაცოცხლებ,
არა?!
არ დავიკარგები.
დიდი მადლობა, სიხარულო


kaisha13
ვაიმეე არც გაბედო დაგვიანება რაა გთხოვ,რო დავინახე ახალი თავი მაშინვე კითხვა დავიწყე და დამავიწყდა სამსახურში რო ვიყავი და მენეჯერის საყვედურიც გავირტყი...:D ასერო მალე გელი,კარგი იყო ძალიან მაგრამ გთხოვ მეტი ელზა და ოთო რაა,ძალიან მომწონს ოთოს ეჭვები ცოტას თუ ვაეჭვიანებთ უფრო უკეთესი იქნება,იმეფია ვაჩეც დიდხანს არ დაიტანჯება...

როგორ გამაღიმე, ასეთ დაძაბულობაში :))
ოთო და ელზა?!
რავი, ელზა ბავშვია და.. :))
არ დაიტანჯება ვაჩე,
მე ასე გადავწყვიტე :)
ძალიან დიდი მადლობა, კაიშა'ვ
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 


№5  offline წევრი kaisha13

[quote=Mtirala][quote=ფერადიი...]აუაუაუაუაუაუაუ
ძან ცუდად ვარ
ვაიმე ვაჩე როგორ მიყვარს როგორ კეთილი და თბილი ტიპშა
მზეთუნახავი და პრინცი უფ ჩემი სიკვარულები ფორ ევაააა
ელაზაკო რა ტიპოა ნუ
ბექა და ქრისტო კიდე ნერვებს მიშლიან დაღწიე რამე
ეხა ძაანაც ნუ გავიწელავ დაგვიანებას რა
ველი შემდეგს[/quote]
ვაიმეეე...შე მართლა ფერადო :))
ვეცდები არ დავიგვიანო, მაგრამ ცოტახნით მომიწევს :))
შენ კი ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისათვის...
ვაჩე მიჩუქნია შენთვის...
აი, დანარჩენებს რამე თუ ეშველებათ არ ვიცი :))


[quote=ანი ანი]აუ კაი იყო..
ამეტირა
მეც მინდა გიორგი კიდევ იყოს მათთან
საშინელებაა ეა ტკივილი.
იმედია სულ არ დაიკარგები ველი ახალ თავს[/quote]
ცრემლებისთვის ბოდიში...
მეც მინდა მათთან იყოს, მაგრამ მკვდარს ხომვერ გავაცოცხლებ,
არა?!
არ დავიკარგები.
დიდი მადლობა, სიხარულო


[quote=kaisha13]ვაიმეე არც გაბედო დაგვიანება რაა გთხოვ,რო დავინახე ახალი თავი მაშინვე კითხვა დავიწყე და დამავიწყდა სამსახურში რო ვიყავი და მენეჯერის საყვედურიც გავირტყი...:D ასერო მალე გელი,კარგი იყო ძალიან მაგრამ გთხოვ მეტი ელზა და ოთო რაა,ძალიან მომწონს ოთოს ეჭვები ცოტას თუ ვაეჭვიანებთ უფრო უკეთესი იქნება,იმეფია ვაჩეც დიდხანს არ დაიტანჯება...[/quote]
როგორ გამაღიმე, ასეთ დაძაბულობაში :))
ოთო და ელზა?!
რავი, ელზა ბავშვია და.. :))
არ დაიტანჯება ვაჩე,
მე ასე გადავწყვიტე :)
ძალიან დიდი მადლობა, კაიშა'ვ
❤ რავიცი არც ისე ძაან ბავშვი არაა რა.
..:))) მე ძაან მესაყვარლება მასეთი ასაკის სხვაობა ;)))

 


№6  offline წევრი ))♡

ისევ ბედნიერება კსევ ტკივილნარევი ცრემლი მადლობა საუკეთესოხარ შენ ????????????????????????????????
--------------------
მიყვარხარზე მეტად მიყვარხარ

 


№7  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

რა კარგიი იყო! ძალიიაან მომეწონააა! ახლა წავიკითხე ყველა თავი ერთად და სასწრაფოდ ველი მომდევმო თავს! აი როვეღარ ვითმენ ისე ! :დ საოცრება იყო<3 ძალიან კარგი წერის სტილი გაქვს <3 უცბათ მიმიზიდე და კმაყოფილიც ვარ <3 მესიამოვნა და ემოციაც გაქვს ჩადებული <3 წარმატებები საუკეთესო ხარ <3

 


№8  offline წევრი Mtirala

))♡
ისევ ბედნიერება კსევ ტკივილნარევი ცრემლი მადლობა საუკეთესოხარ შენ ????????????????????????????????

ძალიან დიდი მადლობა შენ, ყველაზე საყვარელო.


ტკბილიწიწაკა
რა კარგიი იყო! ძალიიაან მომეწონააა! ახლა წავიკითხე ყველა თავი ერთად და სასწრაფოდ ველი მომდევმო თავს! აი როვეღარ ვითმენ ისე ! :დ საოცრება იყო<3 ძალიან კარგი წერის სტილი გაქვს <3 უცბათ მიმიზიდე და კმაყოფილიც ვარ <3 მესიამოვნა და ემოციაც გაქვს ჩადებული <3 წარმატებები საუკეთესო ხარ <3

ვაიმე, ვაიმე, ვაიმე.
ძალიან დიდი მადლობა.
როგორ გამიხარდა ვერც კი წარმოდგენ.
შენ წიწაკა რატომ ხარ არ ვიცი,
ტკბილო მარწყვო
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 


№9 სტუმარი სტუმარი Mtirala

ძვირფასებო, სამწუხაროდ დღეს ინტერნეტი გამეთიშა... როდის მოვახერხებ ატვირთვას არ ვიცი, მაგრამ არ დაგაღალატებთ, გპირდებით ❤

 


№10  offline წევრი ))♡

Sadddaikaargeee ??? ????????????????❤❤
--------------------
მიყვარხარზე მეტად მიყვარხარ

 


№11  offline წევრი Mtirala

))♡
Sadddaikaargeee ??? ????????????????❤❤

მალე დავბრუნდები, გპირდები ❤
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent