შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დასასრულის დასაწყისი - 2


22-11-2017, 21:20
ავტორი mimimimo
ნანახია 1 549

2 - "მოგონებები"

ნენეს 4 წლიდან ვიცნობდი. ქერა თმა ჰქონდა და შავი თვალები.
ყოველთვის თავაწეული შემოდიოდა და თან იღიმოდა.
ნენემ არ იცოდა, რომ მიყვარდა, ბავშვურად, მაგრამ მაინც.
ჩემთვის, ჩუმად კუთხეში ვიჯექი ხოლმე და ვუყურებდი როგორ თამაშობდა თოჯინებით, როგორ ვარცხნიდა და უცვლიდა კაბებს მათ.
მერე სკოლა იყო, რომელმაც დაგვაშორა.
9 წლით დაგვაშორა ერთმანეთი.
მახსოვდა ნენე.
სულ მახსოვდა.
ის მოგონებები შემომრჩა, რომელსაც ასე ძალიან ვუფრთხილდებოდი და არ ვაძლევდი დავიწყების საშუალებას.
ხშირად ვათვალიერებდი ბაღის ალბომს, სადაც ნენეს ღიმილიანი ფოტო იყო.
მენატრებოდა, მაგრამ სად უნდა მომეძებნა? მეათე კლასში ვიყავი.
უკვე ისეთი პერიოდი მქონდა.
სულ ვჩხუბობდი.
კვირა არ გავიდოდა, რომ არ მეჩხუბა.
მაგის გამო სკოლიდანაც გამრიცხეს და სხვა სკოლაში გადამიყვანეს.
საშინლად გაღიზიანებული ვიყავი ამ ამბით, თუმცა რა ვიცოდი, როგორი სასიხარულო ამბავი მელოდა წინ?
სამი დღე ვიარე, მერე ორი კვირა არ დავდიოდი სკოლაში. მერე ორი დღე ვიარე. მერე ისევ ორი კვირა არ დავდიოდი.
სკოლაში მივდიოდი, როცა ლამაზი გოგონა დავინახე.
ღია ყავისფერი თმა წელამდე სწვდებოდა, იასამნისფერი, ფრიალა კაბა ეცვა და იმავე ფერის ჩანთა მოეკიდა. ტელეფონზე საუბრობდა. რაღაც მომენტში გაეღიმა და გავშტერდი.
ნენეს ჩვეოდა ასეთი ღიმილი.
იმ დროს მეგონა, რომ შეუძლებელს ვფიქრობდი, მაგრამ შეუძლებელი ხომ არაფერია?
გავყევი. აღმოჩნდა, რომ ერთ სკოლაში ვსწავლობდით და ერთ სართულზე იყო ჩვენი კლასები.
სიარული
ღიმილი
საუბარი - ნენე იყო.
ბაღში თავისი ქერა კულულები, რომ გადმოეყრებოდა წინ, სახეზე ედებოდა და პატარა ხელით, რომ უკან იწევდა.
მე, რომ ასე ძალიან მიყვარდა.
ჩემი ნენე
როგორ გაზრდილა.
შემთხვევითობაა?
თუ ასეც უნდა მომხდარიყო?

მეათე კლასის მიწურული იყო.
როგორც აღმოჩნდა ნენეს მთელი სკოლა იცნობდა.
ყველას გული მოეგო და ყველას უყვარდა.
ალბათ, არ არსებობდა სკოლაში ვინმე, ვინც ნენეზე ცუდს იტყოდა.
ყველასთან სტაბილური ურთიერთობა ჰქონდა, თუმცა არ იყო"ცანცარა და "ადვილად ხელმისაწვდომი"".
სკოლაში არ ყოფილა ცუდი სიტუაცია, როგორც მე მეგონა.
სიარულს მოვუხშირე.
ბიჭებთანაც დავძმაკაცდი.
"პონტი" იყო, რა.
სკოლა დასრულდა.

&

მეათე კლასში ჩვენს სკოლაში ვინმე მიშო გადმოვიდა. დიდად არ მაღელვევდა ეს ფაქტი, თუმცა მაინტერესებდა ვინ იყო ასეთი, ასე მალე, გოგოების გული, რომ დაიპყრო.
"მიშო იყო მოსული."
"რა საყვარელია იცი?!"
"აუ, აი, 'ძაან' ტიპია."
"სიმპათიურობის პიკია."
მგონი, გაგიჟებული ჰყავდა მთელი სკოლა, არადა, როგორც გავიგე, ერთი თვის განმავლობაში სულ ხუთჯერ იყო მოსული, მგონი.
სკოლის ბოლო პერიოდი იყო.
მოუთმენლად ველოდი როდის დასრულდებოდა სკოლა.
მიშო?
ჩვეულებრივი, ტიპიური ბიჭია, რა.
არ ვიცნობ - არ მიცნობს.
სკოლაც დამთავრდა.
სკოლის შემდეგ ორი კვირა თბილისში ვიყავი, შემდეგ კი დასასვენებლად წავედით.

&

სკოლა, რომ დამთავრდა, ორი კვირა ნენეს აჩრდილი გავხდი.
სულ მენატრებოდა.
როგორ მინდოდა მივსულიყავი და ჩამეხუტა, მაგრამ ვერაფერს ვაკეთებდი, ვიდექი და ვუყურებდი.
მერე გაქრა, როგორც გავიგე დასასვენებლად წასულა.
არდადეგები საშინლად გაიწელა.
თითქოს, უფრო მძაფრად აღვიქვამდი "უნენობას".
მაშინ, როდესაც ვიპოვე, გაჩნდა შიში "არ დავკარგო".

&

15 სექტემბერი.
სკოლა.
პირველი დღე.

&

ხვალ სკოლა იწყება.
აჟიტირებული ვარ.
მეთერთმეტე კლასი
და
ახალი კლასელები.
თან ჩემი ბავშვები როგორ მომენატრნენ.

დილით ადრე ავდექი. მოვწესრიგდი, გამოვეწყვე და სკოლისკენ წავედი.
მონატრებული ბავშვები მოვიკითხე.
"ე, ნენე როგორ გაზრდილხარ."
"აუ, რა გოგო ხარ!"
"თმა შეიჭერი?!" - მსგავსი კომენტარებით ვხალისობდი.
ორი ახალი კლასელი გვყავდა.
ბიჭი და გოგო.
ლაშა და ნინა.
პირველი დღე გაცნობის, მოკითხვის, ჩახუტებისა და მოსიყვარულების იყო.
დღემ მშვიდობიანად ჩაიარა.
სკოლის ეზოდან გამოვდიოდი, მიშო, რომ დავინახე.
რაღაცნაირად ავფორიაქდი.
მომენატრა?
რა სისულელეა!
მე ხომ არც ვიცნობ.
მაგრამ
ჰო, მომენატრა.
იმ დროს გამოიხედა, მე, რომ გავხედე გაეღიმა. თვალი ავარიდე და გზა განვაგრძე.

&

სკოლისთან ახლოს ვიდექი ბიჭებთან ერთად. ნენე გამოვიდა, გავხედე და მიყურებდა. გამეღიმა. თვალი ამარიდა და გზა გააგრძელა.
-ნენე, - უკან მოვყვებოდი.
-მიშო..? - გაკვირვებულმა გამომხედა.
-გამარჯობა.
-გამარჯობა.
-როგორ ხარ?
-კარგად. შენ?
-ვარ, რა. - გაეღიმა.
-როგორ ჩაიარა პირველმა დღემ?
-ჩვეულებრივ, შენთან?
-რავი, ნორმალურად, რა.
-ჰო. - სიჩუმე. არ ვიცოდი რა მეთქვა. როგორ დამეწყო საუბარი.
-მეთერთმეტეში ხარ ხო?
-კი, შენი პარალელი ვარ.
-ჰო.

&

მიშოს გამოჩენამ გამაკვირვა. ცდილობდა საუბრის წამოწყებას, თუმცა ჩემი ლაკონური პასუხები ამის საშუალებას არ აძლევდა.
სახლამდე მალევე მივედით. მიშოსკენ მივბრუნდი.
-კარგად, მიშო.
-კარგად, ნენე.

ამის მერე არ გვისაუბრია, მხოლოდ ღიმილით, თუ შემოვიფარგლებოდი, რომელიც მისალმებას ანაცვლებდა.

სასწავლო წელი ძალიან დამღლელი იყო, თუმცა ვიცოდი მომავალ წელს უარესი მელოდა, ამიტომ არ ვკარგავდი დროს და ყველანაირად ვცდილობდი კარგად მესწავლა.
ამას დაემატა დედას წასვლა საზღვარგარეთ - სამუშაოდ და დავრჩით მე და ბებია. შეგუება გამიჭირდა, თუმცა სხვა გზა არც იყო.

გამოცდებზე არ ვნერვიულობდი, რადგან ვიცოდი, რომ კარგად ვიყავი მომზადებული.
წარმატებითაც ჩავაბარე. მიუხედავად იმისა, რომ მიშო დიდად სწავლით არ გამოირჩეოდა, მაინც მაღალი ნიშანი მიიღო და ცოტა გამიკვირდა კიდევაც.


მეთორმეტე კლასი იყო - უძილობა.
ნერვიულობა და იმედი.
მეთორმეტეს უკავშირდება მიშოც.
მიშოც იყო და სიყვარულიც.
ჩხუბიც და სიცილიც.
ჩვენი გადაკიდება და ურთიერთობის დაწყება, რომელმაც არც თუ ისე დიდხანს გაძლო.
მიშო წავიდა.
წავიდა, მაგრამ დატოვა ის მოგონებები, რომლებიც ასე ძალიან მიყვარდა და ვუფრთხილდებოდი.
თითოეული ადგილი მას მახსენებს და მგონი
თბილისი შემძულდა.
რა მოხდა?
რთული სათქმელია.


ველოდები თქვენს შეფასებას.
იმედია მოგეწონებათ.



№1 სტუმარი gggg

Shemdegi male dade ra gtxov ai dzaan magaria

 


№2  offline წევრი mimimimo

gggg
Shemdegi male dade ra gtxov ai dzaan magaria

მადლობა. შემდეგი ხვალ დაიდება.

 


№3  offline წევრი ))♡

Mmmaleee dadee ra????????????????❤❤
--------------------
მიყვარხარზე მეტად მიყვარხარ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent