შენ ჩემი სამყარო გააფერადე (1)
-ნენეეეე-გაისმა ქალის ხმაა ოთახში-ადექი საყვარელო დაგაგვიანდება. -ღმერთო როგორ მეზარება-ჩაიბუტბუტა გოგომ ნამძინარევი ხმით და საწოლიდან წამოიზლაზნა. ნენე ავალიანი 17 წლის თინეიჯერი, მძიმე წარსულთ და სავდიანი აწმყოთი. 1 წლის წინ მშობლები ავტოკატასტროფაში დაკარგა და მას შემდეგ დეიდამ (თეომ) ითავა მისი მეურვეობა და პატრონობა. რადგანაც თეო გათხოვილი არ გახლდათ და შვილებიც რაღათქმაუნდა არ ყავდა,მისი ერთადერთი საზრუნავი ნენე იყო. გოგონას მართლაც არაფერი აკლდა,არც მატერიალური მხრივ და არც თეოს სითბო, თუმცა მშობლებს ის ვერ შეუცვლიდა. მისი თვალები მუდამ სევდიანი იყო, იშვიათდ თუ გაიღიმებდა ხოლმე. -ადექი? - გაუღიმა ქალმა ნენეს და ბლინებიანი თეფში გაუწოდა. -ავდექი თეო, ავდექი -სევდიანი თვალებით შეხედა ნენემ და შეეცადა მისთვის ძალით გაეღიმა. - აბა , ხომ არ ნერვიულობ, მაინც ახალი სკოლა და გარემოა- შეეცადა აელაპარაკებინა გოგონა. -ვნერვიულობ თუ არა ? ალბათ არა, მაგრამ ჩემთვის მართლაც ახალია სკოლა, გარემო და საერთოდაც ყველაფერი ახალია მათ გარეშე- თქვა ნენემ და თველებში ცრემლი აუკიაფდა. -არა, არა და არა ! არ იტირო ეხლა საყვარელო, ვიცი ძნელია მათ გარეშე , მაგრამ დაფიქრდი მოეწონებოდათ ეგეთს რომ გხედავდნე? არა რათქმაუნდა- თავის დასმულ კითხვას თავადვე გასცა პასუხი და გოგონა გულში ჩაიკრა.- შენ ძლიერი ხარ ყველაფერს შეძლებ და მოერევი ამ ტკივილს. -კარგი, დეი ვსიო მეყო წავალ ჩავიცმევ და სკოლაში წავალ-ღრმად ჩაისუნთქა და სკამიდან წამოდგა-.შენ მუშაობ დღეს? -კი ვმუშაობ და შეიძლება დამაგვიანდეს, ამიტომ არ დამელოდო და დაიძინე შენ- მზრუნველი ხმით უთხრა დეიდამ. ოთახში შევიდა ნენე და კარადა გამოაგო, რომ ტანსაცმელი აერჩია.მართალია არ უყვარდა პრანჭვა, მაგრამ მაინც სულ კოხტად გამოიყურებოდა.გარეგნობაც ხელს უწყობდა გრძელ ქერა თმას მაღლა, რომ აიწევდა კარგად გამოჩნედებოდა მისი ლამაზი ფორმის წარბები და ცხვირი, მწვანე თვალები რომელშიც დიდი სევდა იკითხებოდა.ნენე სარკეთან დატრიალდა გულში გაიფიქრა ‘’მგონი არაუშავს,, ჩანთას ხელი დაავლო და სახლიდან გავიდა. ქუჩას გაუყვა. სკოლა სახლიდან არც ისე შორს იყო ამიტომ ტრანსპორტი არ სჭირდებოდა, თანაც ძალიან უყვარდა ფეხით სიარული.აი სკოლაც გამოჩნადა ნენეს გული აუჩქარდა ,აღელვება დაეტყო თუმცა თავს კონტროლი გაუწია და სკოლაში შევიდა. -ბავშვებო აბა ერთი წუთით ყურადღება!-მასწავლებლის ხმა გაისმა და გაჩუმდა ყველა- ეს თქვენი ახალი კლასელია -და ხელი ნენესკენ გაიშვირა, რომელიც იმ წამს შემოსულიყო და კართან ატუზულიყო.თავს ძალა დაატანა და ნაძალადევად გაუღიმა თანაკლასელებს.ყველა ნენეს მიშტერებოდა და მანაც უხერხულობა იგრძნო. თვალით ნაჩქარევად მოძებნა თავისუფლი ადგილი და მისკენ გაემართა. -გამარჯობა ახალო-მოუტრიალდა მის წინ მჯდომი გოგონა ,რომელიც სიახარულს ვერ მალავდა-მე ნინი ვარ -გაღიმებული თვალებში მიაშტერდა ნენეს. -გამარჯობა, მე ნენე მქვია-უემოციოდ უთხრა გოგოს.ნინიმ ამას ყურადღება არ მიაქცია და ისევ გააგრძელა საუბარი. -მისმინე, დღეს კლასელები კაფეში ვაპირებთ წასვალას ხომ წამოხვალ? -არვიცი ნინი-ახლა უკვე გაბედულად წარმოთქვა მისი სახელი და გაუღიმა თბილად. -კარგი რა- ისეთი სახით მიაშტერდა ნენეს რომ მანაც უარი ვეღარ უთხრა.არიცოდა ესეუცებ ამუცხო გოგოს როგორ დათანხმდა მაგრამ აშკარად მოეწონა ,კარგი ადამიანი ჩანდა .მას აქ მეგობრები არ ყავდა და ცუდი არიქნებოდა თუ ნინისთან საერთო ენას გამონახავდა. გაკვეთილები უკვე დამთავრებულიყო და ნენე სკოლის ეზოში იდგა და ნინის ელოდა რომელიც მეგობრებს ელაპარაკებოდა.აშკარად მასზე საუბრობდნენ რადგან დროდა დრო გამოიხედავდა ხოლმე მისკენ და გაუღიმებდა . როგორც იქნა მოშორდა მათ და ნენესთან მიირბინა. -აბა ხომ არ გალოდინე დიდხანს? -არაუშავს-გაუღიმა ნენემაც და სკოლის ეზოდან გავიდნენ. ისიც შეიტყო რომ ნინი მისი სახლიდან ერთი კორპუსის დაშორებით ცხოვრობდა და გულწრფელად გაუხარდა, მათი ურთიერთობა აშკარად კარგისკენ მიიწევდა. -მისმინე-წამოიწყო ნენემ საუბარი- თუ არსად გეჩქარება იქნებ ჩემთან წამოსულიყავი, აქ არავის ვიცონობ ალბათ კარგი იქნებოდა თუ დავმეგობრდებოდით-უთხრა ნინის და თავადვე გაუკვირდა მისი სიტყვების. - რა პრობლემაა-სიხარულით შეჰკივლა გოგომ - მეც ძალიან გამეხარდება თუ დავმეგობრდებით.სახლში ავიდნენ ნენემ ყავა და ტკბილეული გაამზადა და გოგონა სუფრასთან მიიპატიჟა.ბევრი ისაუბრეს , ნენე მოუყვა თავის მშობლების შესახებ, მართალია უჭირდა ამაზე საუბარი მაგრამ მაინც უთხრა.ნინიმც ბევრი რამ უამბო თავის შესახებ.თურმე მისი მშობლები განქორწინებულები ყოფილან და ეხლა დედასთან და უფროს ძმასთნ ერთად ცხოვრობს.ნენეს ძალიანო მოეწონა ნინი , ძალიან მხიარული და პოზიტიური გოგო იყო. ნინი დაპირდა რომ თავი დედას და ძმასაც გააცნობდა- ჩემი ძმა ძალიან მოგეწონება ისიც ჩემსავით მხიარულიაო - ეუბნებოდა ნინი... აბა ვნახოთ, პირველად ვწერ და შემიფასეთ ღირს თუ არა გაგრძელება. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.