შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შიზოიდი (თავი I)


23-11-2017, 01:29
ნანახია 1 197

ბავშვებს არავინ უსმენს, ბავშვებს ცოტა თუ აქცევს საკმარის ყურადღებას. “ბავშვი ხომ პატარაა, მას ჯერ არაფერი ესმის” ასეთი სიტყვებით იმართლებენ ხოლმე თავს მსგავსი ადამიანები, რომლებიც ჩვილი ბავშვის წინ არასამაგალითო საქციელს ჩადიან. “ის ვერ გაიგებს, ჯერ პატარაა, ამას რა ესმის”...
უნდა გითხრათ რომ ისინი ცდებიან, ცდებიან ყოველ სიტყვაში რომელიც ამ ფრაზებს გამოხატავს. პატარა ბავშვზე ყველაფერი მოქმედებს ესმის თუ არა კონკრეტული თემა. მის გარშემო მყოფი ადამიანები, მშობლები, სითბო, სიცივე, სიყვარული, სიძულვილი, სიბრალული, ყურადღება და მთელი რიგი ფაქტორები.
მე თქვენ დაგიმტკიცებთ ამ მოსაზრებას კონკრეტული მაგალითით, რომელიც ერთ პატარა და უმწეო სიცოცხლეს გადახდა. მისი მშობლები მდიდრები და უდარდელები იყვნენ, რომლებიც ერთი პატარა ქალაქის გარეუბანში ცხოვრობდნენ, დიდ სახლში. ეს სახლიც უკაცრიელ ადგილას იდგა. არა, უნდა გამოგიტყდეთ რო ულამაზესი ადგილია, სახლს გარშემო ტყე აკრავს დიდ მანძილზე და ღამე ტურების ყმუილი ისმის. ხანდახან ციყვი და სინდიოფალა გამოერევა ხოლმე. კიდევ, ისიც უნდა გითხრათ რომ ამ სახლიდან ქალაქის ხედი იშლება და საღამოობით განათებული, აკაშკაშებული ქალაქი ისეთ შტლთაბეჭდილებას ტოვებს რომ ყველაზე პატარა და ლამაზი ქალაქია მთელ ქვეყანაზე.
ეს პატარა და უმწეო სიცოცხლე ერთ მშვენიერ დღეს დაიბადა როდესაც მისი მშობლები ჯერ კიდევ არ იყვნენ შეუღლებულნი. არადა როგორ შეიძლება ბავშვის გაჩენა ქორწინებამდე ?! - ასეთი მოსაზრება ჰქონდა ადგილობრივ მოსახლეობას ზოგადად წყვილზე და არამარტო მათ. მშობლებს არ უნდოდათ რომ მათ შვილი ჰყოლოდათ იმიტომ რომ ახალგაზრდული ურთიერთობა ჰქონდათ, თანაც იმასაც აცნობიერებდნენ რომ არ ეცალათ ბავშვისთვის. მამა ცნობილი მწერალი იყო, რომელიც ბევრს მოგზაურობდა და შესაბამის წიგნებსა თუ სტატიებს წერდა ცნობილი გამომცემლისათვის, მოგზაურობაზე. დედა კი სიმდიდრის მოყვარული, საზოგადოების სიყვარულში განცხრომილი ქალბატონი გახლდათ, რომელსაც საერთოდაც არ აინტერესებდა მისი სისხლი და ხორცი რომელიც 9 თვე მუცლით ატარა, გაჭირვებით. სულ იმაზე წუწუნებდა, რომ მალე გაეჩინა და მოეშორებინა ეს საზიზზღარი არსება მისი ორგანიზმიდან.
აი ასეთ შეუსაბამო გარემოში იზრდებოდა ბავშვი რომელსაც უმნიშვნელოვანესი განვითარების პერიოდი აქვს. როგირც კი წყვილმა გაიგო, რომ შვილი ეყოლებიდათ, დაქორწინდნენ ძალაუნებურად. იმისათვის, რომ საზოგადოებაში ეს ამბავი არ გახმაურებულიყო. ამის შედეგად, წყვილი ყოველთვის წუწუნებდა და ჩხუბობდა ბავშვის საკითხებსა და პრობლემებზე. დედას, საერთოდაც მოშორება უნდოდა მაგრამ ქმარმა გადააფიქრებინა. ისე, მე რომ მკითხოთ ქმრის ასეთი საქციელი ყოვლად გასაკვირი და დაუშვებელი უნდა ყოფილიყო, და მის ჩადენილს არანაირი ახსნა არ სდევს. არადა ფაქტია… ეს ყველაზე კეთილშობილური, გონოვრული და ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო მის მთელ ცხოვრებაშკ რაც კი მიუღია აქამდე. არადა, წესით მამა სამაგალითო უნდა იყოს შვილისათვის. მთელს ქვეყანაზე ცნობილი მწერალი რომელიც ამ შვენიერ და გასაოცარ ზღვებს, მდინარეებს, მთებს და ხედებს უძღვნის თავის შემოქმედებას და ამით ცხოვრობს. ვფიწრობ მნიშვნრლოვანი უნდა იყოს მისთვის ის ფაქტი, რომ შვილი ჰყავს. აღზარდოს სათანადოდ, ასწავლოს ბუნების სიყვარული, ტყეში ხეტიალი, ზღვის კალთებში განავარდება და იამაყოს მისით. ამის მაგივრად, საოცარი ეგოიზმით შეპყრობილი, გართობის მოყვარული კაცია. ისიც უნდა ავღნიშნო, რომ მოძალადე, რასისტი და ჰომოფობი ადამიანი გახლდათ. ასეთივე იყო ის საზოგადოება რომელშიც ცოლ-ქმარი გარეულიყვნენ.

წყვილის ასეთი ცხოვრების გამო, არცერთს არ სცხელოდა ბავშვის მოსავლელად და აღსაზრდელად, ამიტომ მას აღმზრდელი ძიძა დაუქირავეს. ის ახალგაზრდა გოგონა იყო, რომელიც ერთადერთი ცოცხალი არსება იყო მთელს ქვეყანაზე ვინც კარგად ექცეოდა პატარას. ხშირად თამაშობდნენ ხოლმე ერთად, თითქოს შესისხლხორცებულნი იყვნენ და ერთ მთლიან ორგანიზმს ქმნიდნენ. ბავშვი, რომელიც მთლიანად დამოკიდებულია გარესამყაროზე და მისი ნდობის მეტი არაფერი დარჩენია, ცდილობს მოიპოვოს მათი ნდობა. მაგრამ მან მხოლოდ ამ გოგონას გულის მოპოვება შეძლო, თანაც მხოლოდ იმიტომ რომ მისი ძიძაა. მაგრამ მალევე ეს გოგონა შეცვალეს ასაკოვანი, ფერადკანიანი ქალბატონით რომელიც დიდად არ იყო აღფრთოვანებული ბავშვებით და საერთოდაც სულ უჟმური სახით დადიოდა. ესეც ერთერთი ფაქტი იმ უამრავიდან, რომელიც ამტკიცებს, რომ მშობლებმა ან თუნდაც მთლიანმა გარესამყარომ ცუდი გავლენა მოახდინა პატარას ფსიქოლოგიაზე, მისი საყვარელი აღმზრდელის შეცვლით. თანაც, როგორც მაღლა ავღნიშნე, ეს აღმზრდელი ერთადერთი ადამიანი იყო ვინც ენდობოდა, უყვარდა და კარგად ექცეოდა. მართალი რომ გითხრათ ეს ამბავი ადვილად როდი გადაუტანია ჩვენს პატარას. სულ ბღაოდა, თავისი ოთახიდან არ გამოდიოდა და არც საჭმელს მიჰკარებია. მაგრამ ეს ფაქტი არც არავის შეუნიშნავს, მას ხომ ზედმეტად მზრუნველი მშობლები ჰყავს… მაგრამ ეს სტრესი მთლიანად ბავშვის გონებაში დაიმალა და ისე ღრმად ჩავიდა, რომ ამ მტკივილს ვეღარ გრძნობდა და საერთოდაც დაავიწყდა. აღარაფერი მოგონება აღარ ჰქონდა, თითქოს გაქრა, სადღაც უსასრულოდ გაწელილ ეგზისტენციალურ განზომილებაში, სადაც არ არსებობს არანაირი ემოცია და გრძნობა. საერთოდაც, მას არასდროს უხსენებია მისი “პირველი სიყვარული”, რომელმაც ოდნავღა გაუადვილა გარესამყაროს აღქმა და მასთან მცირეოდენი კავშირი.
პატარა ნელნელა იზრდება და ცდილობს მარტო გაუმკლავდეს ყველაფერს რაც კი მას ცხოვრებაში შეხვდება. იტანს მისი აღმზრდელის მკაცრ მოვლას და იმის იმედი აქვს რომ ერთხელაც გაიზრდება და დააღწევს ამ კოშმარულ ციხესიმაგრეს თავს. მაგრამ მას მხოლოდ ისღა დარჩენია რომ მისი მშობლების ნდობა მოიპოვოს, რადგანუნდა ისეთი ოჯახი ჰყავდეს როგორსაც ტელევიზორში ხედავს. მის ამ ჩანაფიქრის განხორციელება ყველამხრივ შეუძლებელი იყო მის ასაკში, მაგრამ მაინც გამალებით ცდილობდა და იბრძოდა რომ მიზნისთვის მიეღწია. ცოტახნის შემდეგ კი ისე გაიზარდა, რომ სკოლაში შესვლის დრო მოვიდა. რაც უფრო იზრდებოდს ბიჭი, მით უფრო იზრდებოდა მშობლებს შორის დისტანცია, რაც არანაირად არ წაადგებოდა მას.



№1  offline წევრი ლუ♋

ნიკის გამო შემოვედი წასაკითხათ, მაგრამ იმედები გამიცრუვდა.

 


შესავალიც კი არარის ეს ჯერ. რეალურად დიდი გეგმები მაქვს მაგრამმ...

 


№3  offline წევრი Nucca

საინტერესოა და სრულიად გეთანხმები იმაში რომ ბავშვზე გარემო დიდ გავლენას ახდენს????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent