შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მინდა ვიყვირო...


7-05-2017, 00:06
ავტორი L LI
ნანახია 1 695

ხანდახან ყვირილი მინდება. მინდა უბრალოდ დავიკარგო უკაცრიელ ადგილას, შევწყვიტო ფიქრი, დავივიწყო ყველა და ყველაფერი. მოვშორდე იმ ადგილს, სადაც მნიშვნელობას კარგავს სხვისი აზრი, ემოციები... დაუფიქრებლად ისვრიან მწარე სიტყვებს, ფრაზებს, რომლებიც ტყვიასავით ხვდებიან გულის სიღრმეში. ჭრილობიდან განუწყვეტლივ ჟონავს წითელი სითხე, სევდითა და იმედგაცრუებით გაჟღენთილი. უიმედოდ ღვრის ცრემლებს დაჭრილი და ყვირილით ანთხევს თავის უსაზღვრო ტკივილს. ღრიალებს რაღაც გაურკვეველი ხმა, უნდა რომ ამოხეთქოს, ლავასავით ამოაფრქვიოს თავისი სათქმელი. მნიშვნელობას კარგავს საუკუნის შემდეგ მოხდილი ბოდიშიც, რადგან რა დროც არ უნდა გავიდეს, მაინც რჩებიან შრამები გულში...

ხანდახან ყვირილი მინდება. უბრალოდ მინდა ყველასგან მოშორებით დავიკარგო, ყველას გონებიდან ამოიშალოს ჩემი სახელი. მხოლოდ მაშინ მოვუსმენ მშვიდად იმ წვიმის ხმას, შეუპოვრად რომ ეხეთქმება მინას. ყოველ საღამოს დავტკბები ჭექა-ქუხილით, რომელიც ტეხილი ხაზებით გაანათებს ცას, ჩემს ნაცვლად გაჰკვეთს ჰაერს თავისი ღრიალით. ჩავეფლობი მინდვრის სიმწვანეში და ცხოვრებაში პირველად ვიხილავ ვარსკვლავებიოთ მოჭედილ ცას, რომლის დანახვაშიც ხელს არ შემიშლის ადამინის მიერ შექმნილი მახინჯი შენობები.

მინდა ვიყვირო, მინდა გულიდან ამოიშალოს იმედგაცრუება, სხვისი სიტყვით მოყენებული ჭრილობა... მინდა ვიყვირო, მინდა გონებიდან ამოიშალოს ყველა წყენა, ადამიანთა სახე... მინდა ვიყვირო, მინდა მოვშორდე იმ ადგილებს, სადაც მიწა ეყრება ადამიანობას, არ უღრმავდებიან სხვის ემოციებს და ეგოიზმის კოშკები იდგმება მხოლოდ...



№1  offline წევრი dikunia

Nacnobi situacia, Yvelaperi rac explain chems gulshi xdeba....

 


№2  offline წევრი nini sabauri

ალბათ ბევრი ადამიანის გულშია ის სიტყვები რაც აქ ეწერა და ბევრი განიცდის ამგვარ სიტუაციას...ძალიან მომეწონა<3

 


№3  offline წევრი L LI

nini sabauri
ალბათ ბევრი ადამიანის გულშია ის სიტყვები რაც აქ ეწერა და ბევრი განიცდის ამგვარ სიტუაციას...ძალიან მომეწონა<3

გმადლობ heart_eyes

 


№4  offline აქტიური მკითხველი ონლაინ გოგონა

როგორი ნაცნობია... თითქოს ჩემს სულში იყავი და ჩემს სათქმელას ამბობდი... ძალიან მომწონს შენი ჩანახატები kissing_heart არა იმიტომ, რომ უბრალოდ ლამაზად წერ, არა... უბრალოდ ლამაზად წერასთან ერთად ყოველ შენს ჩანახატში გულწრფელობას ვხედავ kissing_heart

 


№5  offline წევრი L LI

ონლაინ გოგონა
როგორი ნაცნობია... თითქოს ჩემს სულში იყავი და ჩემს სათქმელას ამბობდი... ძალიან მომწონს შენი ჩანახატები kissing_heart არა იმიტომ, რომ უბრალოდ ლამაზად წერ, არა... უბრალოდ ლამაზად წერასთან ერთად ყოველ შენს ჩანახატში გულწრფელობას ვხედავ kissing_heart

მიხარია რომ ასე ფიქრობ, დიდი მადლობა.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent