შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მან წერა დამაწყებინა (თავი პირველი)


24-11-2017, 22:40
ნანახია 1 141

ჩემს უცნაურ ჩვევებში ერთი განსაკუთრებით მიყვარდა: მე დავდიოდი უცნობი ადამიანების დაკრძალვებზე.გაზეთებიდან ვიგებდი,ამოვიწერდი მისამართებს და შემეძლო საათობით მეცქირა მათი სახეებისთვის.მე ვამჩნევდი ყალბ ცრემლებსაც და გულიდან ამოსულ წრფელ ოხვრასაც.დიდხანს გრძელდებოდა ასე.ვცდილობდი არავის შევემჩნიე,მაგრამ ერთ ასეთ დღეს მოულოდნელად გვერდით ახალგაზრდა ბიჭი ამომიდგა:
-ამბობენ ბოლოს ვიღაც შეუყვარდა და ბედნიერი ჩანდაო..მოწევ?''-მან სიგარეტის გახსნილი კოლოფი გამომიწოდა.
ცოტა არ იყოს დავიბენი,მაგრამ ერთი ღერი მაინც ამოვაძვრინე.
-გმადლობ..
-არ მეცნობი,მისი მეგობარი იყავი?"-ბიჭი არ წყვეტდა კითხვების დასმას.ცალი თვალით უჩუმრად შევათვალიერე: ჩემი ასაკის იქნებოდა ან ცოტა მეტის.დუტის კურტკის საყელო ბოლომდე აეწია და სიცივისგან გაწითლებულ ცხვირის დამალვას ცდილობდა.მონაცრისფრო თვალებში სევდა ედგა და მივხვდი რომ გარდაცვლილი მისი ახლობელი ან მეგობარი იყო.
-სიმართლე გინდა? "{არ ვიცი რატომ დავდექი მასთან გულახდილობის ხასიათზე,მოშორებით გავედით და პირდაპირ ვუთხარი ჩემი უცნაური ჩვევის შესახებ.
სახეზე გაოცება გამოეხატა,შუბლი შეკრა.ცოტახანს ხმა არ ამოუღია,მერე ხელი გამომიწოდა:
-გიგა
-იოანე..
ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით.მაშინ არცერთმა არ ვიცოდით რომ ეს ჟესტი ჩვენი ძმაკაცობის დასაწყისი იყო..
ეს დიდი ხნის წინ იყო.აგვისტოს ომში გიგა მძიმედ დაიჭრა.გვერდიდან არ ვშორდებოდი.სულ იმას იმეორებდა ჩემს ძმას შევხვდები ზევითო.მე გიგა მისი ძმის დაკრძალვაზე გავიცანი..
-დიდი ხანი არ მინახავს,წლები ისე გავიდა ვერ შევხვდით..და ახლა ავინაზღაურებთ ამ დროს.''- კვნესოდა პალატაში.
პირზე ვაფარებდი ხელს და გაჩუმებას ვთხოვდი.ალბათ მაშინ პირველად ვთხოვე ღმერთს დახმარება,რომ გიგა გადაერჩინა..
მან შეისმინა ჩემი და რამოდენიმე ხანში გიგა ფეხზე დადგა..
ფიქრები არც თუ ისე შორეულ წარსულზე ტელეფონის ზარმა გამაწყვეტინა:
-ჰო დედა..
-....
-კარგად, თქვენ როგორ იმგზავრეთ?
-....
-აქ ცივა მაგრად,ალბათ გათოვდება მალე.
-....
-არა ნანოს ნუ შეაწუხებ მარტოც მივხედავ თავს არ ინერვიულო.
-....
-კარგი დროებით.მოგვიანებით დაგირეკავ.
შეტყობინება ავკრიბე და ვიკას გავუგზავნე.ამ გოგოსთან არასდროს არაფერს ვმალავდი,ჩვენ დიდი ხნის მეგობრობა გვაკავშირებდა.
"ვიკი სახლში ხარ? დაგადგე?
"კი ამოდი,ოღონდ მე რო მიყვარს ის წამომიღე:_)
გამეღიმა.მანტოს ხელი დავავლე და ჯიბეები მოვიჩხრიკე.გასაღები,ტელეფონი,საფულე.კვამლიან ოთახს თვალი მოვავლე და კარი გავიხურე.
ვიკა ახლოს ცხოვრობდა.მარტო ყოფნას შეჩვეული,თავისუფალი და მეგობრული გოგო იყო.ერთმანეთზე თითქმის ყველაფერი ვიცოდით.ჩემზე წუხდა რომ არავინ მყავდა და ხან რომელ დაქალს მირიგებდა და ხან რომელს.მეცინებოდა მის ასეთ ქმედებებზე.მშობლები არ ჰყავდა,მისი და თურქეთში იყო და საკმაო თანხას უგზავნიდა.მე როგორც შემეძლო ვზრუნავდი მასზე,უნივერსიტეტიდან მოყოლებული ვიცნობდი.
კარი გააღო და თმაგაჩეჩილი შემიძღვა ოთახში.
-აი შენი თეთრი ალპენი,-მაგიდაზე შოკოლადის ორი ფილა დავდე და მაცივრისკენ გავეშურე.-რამე მაჭამე რაა.
-აბა,რა ხდება შენთან?''მკითხა როცა სადილად დავსხედით.
-ჭამის დროს ლაპარაკი არ შეიძლება," ვუპასუხე გამოტენილი პირით.
-ერთი გოგო უნდა გაგაცნო..
-ო არააა. -გადავატრილე თვალები,-ვიკა ნუთუ არ დაიღალე?
-ბიჭო დაბერდი და არავინ გყავს არ გიტყდება>?-"მკითხა დამცინავად და ხელი ჩაიქნია.
-შენ არ მყავხარ?"-თვალი ჩავუკარი და თეფში მოვასუფთავე.
-ჩემი ყოლა არ გიშველის შენ,-გაეცინა მასაც და თვალით მანიშნა არ ადგეო.
-ხვალ ხომ არაფერს გეგმავ?" თვალებმოჭუტულმა მკითხა
-რა ხდება ხვალ?" მეც იგივენაირად ვკითხე.
-რა თქმა უნდა არ გახსოვს,ხვალ ჩემი დაბადების დღეა,.-ნაწყენი კილოთი მომიგო და სამზარეულოში გაუჩინარდა თეფშებით.
-აუ მაპატიე აუცილებლად მოვალ," თავზე ვაკოცე და ამღერებულ ტელეფონს ვუპასუხე.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent